● იმ დროის უდიდესი ბირთვული კატასტროფა.
თუკი ისტორიის ყველაზე საშინელ ბირთვულ კატასტროფაზე ჩამოვარდება საუბარი, პირველად ალბათ ჩერნობილი და ფუკუშიმა გაგახსენდებათ. მცირეოდენმა თუ იცის 1957 წლის კიშტიმის ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოზიორსკში, ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა, რუსეთის სამხრეთ ნაწილში. ჩერნობილის მსგავსად ამ კატასტროფის მიზეზიც არასწორი გადაწყვეტილებები იყო, კონკრეტულად კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. 6-ვე რეაქტორი განლაგებული იყო ყიზილტაშის ტბის სიახლოვეს, გამაგრილებელი სისტემა კი რადიაციით დაბინძურებულ წყალს პირდაპირ ტბაში უშვებდა. მაღალი რადიაციის მქონე ნარჩენები საბოლოოდ მდინარე ობში ხვდებოდა, იქიდან კი – ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. 1953 წელს დაამატეს თხევადი ნარჩენების შესანახი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა 8 მ სიღრმეში ბეტონში ჩაშენებული ფოლადის ცისტერნებისგან. რადიოაქტიურობის მაღალი დონის გამო ნარჩენები ხურდებოდა, რის აღმოსაფხვრელადაც გამაგრილებელი სისტემები დააყენეს. 1957 წელს ერთ-ერთი ცისტერნის გამაგრილებელი სისტემა, რომელიც 70-80 ტონა სითხეს მოიცავდა, წყობიდან გამოვიდა და შეკეთება შეუძლებელი გახდა, ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ მიგდების გამო ტემპერატურამ 350 გრადუსამდე აიწია და მოხდა 70-100 ტონა ტროტილის ექვივალენტი ქიმიური აფეთქება, რამაც 160 ტონიანი ბეტონის სახურავი მიწისქვეშეთიდან ჰაერში აისროლა. რადიოაქტიური ნალექები 20 000 კვ. კმ-ზე გავრცელდა, აფეთქებიდან 10-11 საათის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა 350 კმ-ით გადაინაცვლა ჩრდილოეთით. რადიოაქტიური გამოსხივება დაახლოებით 270 000 ადამიანს მიწვდა, ევაკუაციისას კი 11 000 ადამიანს გაუნადგურდა საცხოვრებელი. მხოლოდ 1976 წელს ეცნობა დასავლეთს ეს ამბავი საბჭოთა ემიგრანტის ჟორეს მედვედევის მიერ, ხოლო დეტალები საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1989 წელს, ჩერნობილის მოვლენიდან 3 წლის შემდგომ.
ჭდე: მოვლენა
10 უდიდესი კატასტროფა, რომელიც დედამიწას მომავალში ემუქრება
დედამიწა მუდმივი ცვლილებების პროცესში იმყოფება. ადამიანის ჩარევით თუ მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგად მომავალში ბევრი სერიოზული ცვლილება მოხდება, რომელთაგან ზოგიერთი არც ისე სასიამოვნო პერსპექტივას წარმოადგენს. სიაში წარმოდგენილია 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებსაც დედამიწა მომდევნო მილიონობით თუ მილიარდობით წლების განმავლობაში გადაიტანს.
ისტორიული მოვლენები 1 საუკუნის წინ და ახლა
ფოტოზე აღბეჭდილი ერთი და იგივე შემთხვევები, რომლებსაც ერთმანეთისგან 100 წელი აშორებთ. მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მოხდა 1909 წელს, შედარებულია 1 საუკუნის შემდეგ გამეორებულ ანალოგიურ მოვლენასთან.
კამერაზე აღბეჭდილი ფატალური შემთხვევები
ვიდეოკამერის გამოგონების შემდეგ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მომენტები გადაეღოთ, შეენახათ და შემდეგ სხვისთვის ეჩვენებინათ. ამ ვიდეოებში ასახულია ნეგატიური მოვლენები – გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევები, რომლებმაც ადამიანთა სიცოცხლეები იმსხვერპლეს და რომლებიც შემთხვევით აღიბეჭდა. მსგავსი ვიდეოები ხშირად ხდება შესწავლის ობიექტი, მკვლევარები საათების განმავლობაში აანალიზებენ მათ, რათა მომავალში მსგავსი რამეები თავიდან აიცილონ.
ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები
წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის.