Tag Archives: მოაი

როგორ გადაჰქონდათ ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე?


საუკუნეების მანძილზე მეცნიერები ცდილობდნენ ამოეხსნათ, როგორ გადაჰქონდათ კოლოსალური ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. ამ მრავალტონიან ქანდაკებებს ადგილობრივები ათრევდნენ ბორბლის, ამწესა და დიდი ცხოველების გარეშე. მეცნიერებმა წარსულში მრავალი ვერსია განიხილეს და ივარაუდეს, რომ ეს ხდებოდა გორგოლაჭების, თოკებისა და მარხილების დახმარებით. ამჟამად კი ახალი თეორიით გამოდის არქეოლოგების წყვილი – ტერი ჰანტი ჰავაის უნივერსიტეტიდან და კარლ ლიპო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: შესაძლოა ამ საქმეში მხოლოდ თოკები და ადამიანური სამუშაო ძალა იყო ჩართული. National Geographic-ის მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტების მეშვეობით მათ აჩვენეს, რომ 18 კაცი და 3 გრძელი თოკი საკმარისია 3 მ სიმაღლისა და 5 ტონა წონის მოაის ქანდაკების გადასაადგილებლად.

Advertisements
%d bloggers like this: