ათწლიანი მოგზაურობის შემდეგ ნასას უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა ერთი კვირის წინ პლუტონს ჩაუფრინა ჯუჯა პლანეტის ზედაპირიდან 12,500 კმ-ის სიმაღლეზე.
ამ წარმატებას მთელი მსოფლიოდან მოჰყვა მილოცვები და შექებები, რასაც კოსმოსში მყოფი კოსმონავტებიც კი გამოეხმაურნენ და ამ მნიშვნელოვანი მოგზაურობის კულმინაცია იზეიმეს.