გასული კვირა მეცნიერებაში [6.01-12.01]


● აღმოაჩინეს ყველაზე ხნიერი გალაქტიკები.
ჰაბლისა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპების მიერ ერთობლივად განხორციელებულმა დაკვირვებებმა აღმოაჩინა ყველაზე ადრეული გალაქტიკები. ისინი იმ პერიოდში ჩამოყალიბდნენ, როცა ვარსკვლავების ფორმირების პროცესები პიკში შედიოდა. ტელესკოპიდან გალაქტიკები ისეთი ფორმით ჩანან, როგორც 10 მილიარდი წლის წინ იყვნენ. ისინი განსხვავებულია ჩვენს წარმოდგენაში არსებული გალაქტიკებისგან – ზომით პატარები, ყველაზე დიდი კი „ირმის ნახტომის” მეათედი მასის მქონეა. არ გააჩნიათ სპირალური ან ელიფსური ფორმა, არამედ ვარსკვლავების არარეგულარული ფორმის კლასტერებს წარმოადგენენ. აღმოჩენილებს შორის არის 13 მილიარდი წლის 4 გალაქტიკა, რომლებიც „ირმის ნახტომზე” 50-ჯერ სწრაფად ყალიბდებოდნენ. „ნასა” მალე დაიწყებს ადრეული გალაქტიკების უფრო დაწვრილებით შესწავლას, 2018 წელს კი ამ მისიას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი განაგრძობს.

განაგრძე კითხვა

საინტერესო ფაქტები მზის სისტემაზე


● იუპიტერი კოსმოსურ ნაგავს იწოვს.
იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და უმეტესწილად ცნობილია დიდი წითელი ლაქით – მის ზედაპირზე მდებარე მასიური ანტიციკლონური ქარიშხლით, რომელიც დედამიწას ზომით სამჯერ აღემატება. თუმცა ამის გარდა გიგანტი პლანეტა იმითაც გამოირჩევა, რომ მისი არსებობა აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. საქმე იმაშია, რომ იუპიტერის შთამბეჭდავი მონაცემები და მისი გრავიტაციული ძალა ქმნის ერთგვარ დამცავ ბარიერს და კოსმოსურ ნაგავს (ძირითადად ასტეროიდებს, ნამსხვრევებს და ა.შ.) თავისი ორბიტისკენ ექაჩება, რის შედეგადაც მათ დედამიწამდე მოღწევის საშუალებას არ აძლევს.

განაგრძე კითხვა

მზის ფოტოები მასზე მომხდარი შტორმის დროს

ამომავალი მზე: სურათზე ნაჩვენებია სამი სხვადასხვა, თუმცა მსგავსი ტემპერატურა

 

ამ კვირაში ჩვენს დედა-ვარსკვლავზე მასიური შტორმები მოხდა, რასაც „ნასადან” აფიქსირებდნენ მაღალი ტექნოლოგიის აპარატებით და რამდენიმე გასაოცარი ფოტოც გადაიღეს. „ნასას” „მზის დინამიკის ობსერვატორიას” შეუძლია, განასხვავოს ტემპერატურის სხვადასხვა დონეები მზის ზედაპირზე, რის შედეგადაც განსაცვიფრებელი კალეიდოსკოპური სურათები მიიღება.

განაგრძე კითხვა

უდიდესი აფეთქება მზეზე ბოლო 5 წლის მანძილზე


9 აგვისტოს მზეზე მოხდა მასიური აფეთქება, რამაც დედამიწის მიმართულებით 10 მილიარდი ტონა ღრუბელი გამოტყორცნა 8 მილიონი კმ/სთ სიჩქარით. რადიაციის ტალღა ატმოსფეროს გავლით დედამიწაზე ვერ შემოაღწევს, თუმცა შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად ატმოსფეროს, ასევე ხელოვნურ თანამგზავრებსა და საკომუნიკაციო სისტემებს, რაც სავარაუდოდ კომუნიკაციის დროებით შეფერხებას გამოიწვევს. აფეთქებამ ასევე გამოათავისუფლა პროტონის რადიაცია, რაც კოსმოსში მყოფ ადამიანებს დიდ ზიანს მიაყენებს, თუკი თავს არ დაიცავენ.

კომეტის მზეში ჩავარდნა

6 ივლისს პირველად მოხერხდა და ნასას ობსერვატორიაში კამერაზე აღიბეჭდა, როგორ ვარდება კომეტა მზეში. თუმცა ვიდეო საკმაოდ ხანმოკლეა, თვალის დახამხამება და მთავარი მომენტი გამოგეპარებათ.