ბუნება ძალიან ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ ზოგჯერ – მომაკვდინებელი და საძაგელიც კი. წარმოგიდგენთ ყველაზე საშინელ ვარიანტებს, რომლითაც ადამიანმა შეიძლება ცხოველის ხელში დაასრულოს სიცოცხლე.
ჭდე: მგელი
ნაკლებად ცნობილი ფაქტები მგლებზე
რთულია, დედამიწაზე მოიძებნოს მეორე ცხოველი, რომელსაც ადამიანზე ისეთი გავლენა ჰქონდა, როგორიც – მგელს. ნორვეგიულ მითოლოგიაში ისინი ღმერთები იყვნენ, ძველი რომაული ლეგენდით – რომულუსისა და რემუსის აღმზრდელები, შუა საუკუნეებში კი მაქციებზე, იგივე ადამიან-მგლებზე უამრავი თქმულება არსებობდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მგელი სავარაუდოდ იყო პირველი არსება, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა და მის შთამომავლებს დღეს შინაური ძაღლების სახელით ვიცნობთ. თუმცა თავად ეს პროცესი, რომელიც დაახლოებით 15 000 წლის წინ დაიწყო, დღემდე ბურუსითაა მოცული. სხვადასხვა დროს მგლები ჩვენთვის იყვნენ როგორც ყველაზე ახლო მეგობრები, ისე ყველაზე მძვინვარე მტრები.
ისტორიული გადმოცემები მაქციებზე
მაქციებსა და ლიკანტროპიაზე მრავალი ლეგენდა შემორჩა და ზოგიერთ მათგანზე ფილმებიც გადაღებულა. ისინი გვიამბობენ სავსე მთვარის პერიოდში მოსიარულე მშიერ ადამიან-მგლებზე. დღესდღეობით ძნელია იმის თქმა, რამ ჩაუყარა საფუძველი მაქციებზე არსებულ უამრავ გადმოცემას და რამდენადაა ისინი სიმართლესთან ახლოს, თუმცა წარსულში მათ რეალურობაში ეჭვი ნაკლებად ეპარებოდათ ხოლმე.