7 გასაოცარი რამ სამყაროს შესახებ


გაფართოებითა და აჩქარებით, ბნელი მატერიითა და ენერგიით სამყარო მუდმივად აოცებს და თავგზას ურევს ასტრონომებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე გასაკვირ და საინტერესო ფაქტს ჩვენი სამყაროს შესახებ.

განაგრძე კითხვა

ის, რაც უნდა იცოდეთ დაკ-ის ბოლო აღმოჩენაზე – პენტაკვარკებზე


დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა (დაკ), რომელიც ცნობილია ჰიგსის ბოზონის აღმოჩენით, კიდევ ერთ აქამდე მიუწვდომელ და უცნაურ ნაწილაკს მიაგნო. მსოფლიოში უდიდეს ნაწილაკების ამაჩქარებელზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ ექსპერიმენტების მეორე სერია დაიწყო, რომელშიც იყენებენ გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე 2012 წელს – ჰიგსის ბოზონის აღმოჩენისას. თუმცა ერთ-ერთი ჯგუფი, LHCb (Large Hadron Collider beauty), ამუშავებდა ექსპერიმენტების პირველი სერიიდან მიღებულ ინფორმაციას მილიარდობით ნაწილაკის შეჯახების შესახებ და განცხადება გაავრცელეს ახალი რამის, პენტაკვარკების აღმოჩენის შესახებ.

განაგრძე კითხვა

კითხვები კოსმოსსა და დიდ აფეთქებაზე


● აქვს თუ არა სამყაროს კიდე, რომლის მიღმაც არაფერია?
არ არსებობს მტკიცებულება, რომ სამყაროს კიდე აქვს. სამყაროს ნაწილი, რომელზე დაკვირვებაც დედამიწიდან შეგვიძლია, მეტნაკლებად ერთფეროვნადაა შევსებული გალაქტიკებით და ყოველ მხარეს ვრცელდება 46 მილიარდ სინათლის წელიწადზე. ჩვენ ვიცით, რომ გალაქტიკები უფრო შორსაც ვრცელდებიან, ვიდრე დანახვა შეგვიძლია, თუმცა უცნობია, სამყარო უსასრულოა თუ არა. როცა ასტრონომები (დაუდევრად) ამბობენ გალაქტიკებზე, რომ ისინი სამყაროს კიდესთან ახლოს არიან, გულისხმობენ დაკვირვებადი სამყაროს საზღვარს, ანუ იმ რეგიონს, რომელზე დაკვირვებაც შეგვიძლია.

განაგრძე კითხვა

გასული კვირა მეცნიერებაში [19.05-25.05]


● ფოტონები შესაძლოა, ჭიის ხვრელებით დროში მოგზაურობდნენ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა ლუკ ბაჩერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღწერა, თუ როგორ შეიძლება ჭიის ხვრელი იმდენი ხნით იყოს ღია, რომ მასში ფოტონი გაძვრეს. ჭიის ხვრელების იდეა პირველად ალბერტ აინშტაინმა და ნათან როზენმა წამოაყენეს 1935 წელს. ის ჰიპოთეტური, მორევის მსგავსი ხიდია, რომელიც მოგზაურს დროისა და სივრცის შეზღუდვებისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. ჭიის ხვრელი შეიძლება იყოს პარალელურ სამყაროში გასასვლელი, თუმცა ასევე შეიძლება ამ სამყაროს დროისა და სივრცის ორი სხვადასხვა წერტილი დააკავშიროს. თუმცა ის არასტაბილურად და მოგზაურობისთვის არახელსაყრელად ითვლება. 1988 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფმა გამოთქვა აზრი, რომ უარყოფითი ენერგია ჭიის ხვრელს გააძლიერებდა, რადგან დადებითი მატერიას იზიდავს და მის დახურვას უწყობს ხელს, უარყოფითს კი საპირისპირო ეფექტი ექნება.

განაგრძე კითხვა

მეცნიერებმა სავარაუდოდ „ღმერთის ნაწილაკი” აღმოაჩინეს


ოთხშაბათ დილას (4.06.2012) ჟენევაში გამართულ აუდიენციაზე „ცერნის” გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა დაადასტურა, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ორი სხვადასხვა ჯგუფი 99%-ზე მეტითაა დარწმუნებული, რომ აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, იგივე „ღმერთის ნაწილაკი”. ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არის აქამდე უცნობი ნაწილაკი, რომელიც ზუსტად იქ იყო, სადაც ჰიგსის არსებობას ვარაუდობდნენ.

განაგრძე კითხვა