Tag Archives: კოლონია

ადამიანების მომავალი: 4 გზა განვითარებისკენ

როგორები იქნებიან მომავალი ადამიანები? National Geographic გვაწვდის 4 ვარიანტს იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდნენ ან არ განვითარდნენ ჩვენი შთამომავლები, ანუ ადამიანთა რასა.

ჩარლზ დარვინის წიგნმა “სახეობათა წარმოშობა”, რომელიც 150 წლის წინ გამოქვეყნდა, ადამიანებს მათი ევოლუციური წარსული დაანახა, მეცნიერები კი მაიმუნთა ნამარხებამდე მიიყვანა. მაგრამ საით მივყავართ ევოლუციას? იქნებიან ჩვენი შთამომავლები ჩვენი მსგავსნი და არ განიცდიან ცვლილებას? თუ დაკუნთული კიბორგები იქნებიან? იქნებ სულაც გრძნობებს ციფრულ რეჟიმში გადაიყვანენ და ელექტრონული უკვდავი არსებები გახდებიან?

როგორი უცნაურიც გინდა ჩანდეს ეს ალტერნატივები, გავიხსენოთ, რომ 150 წლის წინ წიგნ “სახეობათა წარმოშობა”-ში აღწერილი სცენარი ადამიანისა და მაიმუნის კავშირის შესახებ ბევრისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა მორიგი სისულელე.

განაგრძე კითხვა

დაწყევლილი ადგილები: აღმოსავლეთის კოლონია

აღმოსავლეთის შრომით-გამოსასწორებელი კოლონია 1829 წელს გაიხსნა ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. აქ ხვდებოდნენ ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე კრიმინალები. კოლონიას გოთიკური ციხე-სიმაგრის მსგავსი კედლები და შთამბეჭდავი სათვალთვალო კოშკები ჰქონდა. იყო პირველი საპყრობილე, სადაც პატიმრები განცალკევებით იყვნენ: მარტო ეძინათ, მარტო ჭამდნენ, სავარჯიშო ეზოებიც კი ცალ-ცალკე იყო. სწორედ ამან გამოიწვია შემდგომში პატიმართა მასიური სულიერი აშლილობები.
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: