როგორ შეიძლება გამოიცადოს მულტისამყაროს თეორია


პარალელური სამყაროების იდეა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალთა გამონაგონს ჰგავს, რომელსაც ცოტა რამ თუ აკავშირებს თანამედროვე თეორიულ ფიზიკასთან. მაგრამ მოსაზრება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „მულტისამყაროში”, რომელიც შედგება უსასრულო რაოდენობის პარალელური სამყაროებისგან, დიდი ხანია, მეცნიერულად დასაშვებად ითვლება – თუმცა ფიზიკოსებს შორის მაინც ცხარე დავის საგანია. ამჟამად მეცნიერთა მთავარი მიზანი იმ მეთოდის პოვნაა, რომლითაც თეორია შეიძლება გამოიცადოს, მათ შორისაა კოსმოსზე დაკვირვება სხვა სამყაროებთან შეჯახების ნიშნების აღმოსაჩენად.

განაგრძე კითხვა

გასული კვირა მეცნიერებაში [26.05-01.06]


● ცხოველი, რომელიც გადაშენებული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.
ზღვის პატარა ცხოველი, რომელიც 4 მილიონი წლის წინ გადაშენებული ეგონათ, ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს. ეს „ცოცხალი ნამარხი” წარმოადგენს საცეცებიან პოლიპს, პროტულოფილას, და აქამდე მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნამარხებში პოულობდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი ისტორია იწყება 170 მილიონი წლის წინ, შუა იურულ პერიოდში, თუმცა ბოლო კვალს პლიოცენის 4 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებში აწყდებოდნენ. წელს მათ ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს ნამარხები, რომლებიც მილიონ წელზე ნაკლების აღმოჩნდა. ამიტომ მკვლევარებმა ხელახლა შეამოწმეს 2008 წელს ახალ ზელანდიაში ნაპოვნი ლენტისებრი ჭიები და აღმოაჩინეს, რომ თავის დროზე მათზე მობინადრე პროტულოფილები ვერ შენიშნეს. პალეონტოლოგები თვლიან, რომ პროტულოფილა ენათესავება ზღვის ფრინტებსა და მარჯნებს.

განაგრძე კითხვა

მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაცია განახორციელეს


ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაციის საკითხში განახორციელეს სერიოზული წინსვლა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ აინშტაინი ცდებოდა კვანტური გალახლართვის საკითხში, როცა მას „მოჩვენებითი დისტანციური ქმედება” უწოდა.

დელფტის უნივერსიტეტის ნანომეცნიერების დეპარტამენტის ფიზიკოსებმა შედეგები გამოქვეყნეს ჟურნალში „Science”. მათი თქმით, მოახერხეს კვანტური ინფორმაციის გადაგზავნა ალმასის ორ სხვადასხვა ნაჭერს შორის, რომლებსაც ერთმანეთისგან 3 მეტრი აშორებდათ.

განაგრძე კითხვა

სტივენ ჰოკინგი: თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლებით?


ეს ლექცია ეხება შემდეგ საკითხს – შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება თუ ის თვითნებური და შემთხვევითია? უძველეს დროში სამყარო საკმაოდ თვითნებური ჩანდა. ისეთი კატასტროფები, როგორიცაა წყალდიდობები და დაავადებები, ყველანაირი გაფრთხილების თუ დაკვირვებადი მიზეზის გარეშე ხდებოდა. პრიმიტიულმა ხალხმა ეს ბუნებრივი მოვლენები დაუკავშირა უცნაური და ახირებული ღმერთებისა და ქალღმერთების პანთეონს. არ არსებობდა რაიმე გზა მათი მოქმედების წინასწარ ამოსაცნობად, ამიტომ ერთადერთი იმედი იყო მათთვის საჩუქრების მიძღვნა ან რაიმე ქმედებით გულის მოლბობა. ბევრი ადამიანი დღესაც ანალოგიურად იქცევა და ასე ცდილობს წარმატების მოპოვებას. მაგალითად, მზად არიან რაღაც გააკეთონ იმისთვის, რომ გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღონ ან მართვის მოწმობა ჩააბარონ.

განაგრძე კითხვა

10 უჩვეულო ფაქტი ფარდობითობიდან კვანტურ ფიზიკამდე


ფიზიკა მეცნიერების უცნაური დარგია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სწორედ აქ აღმოაჩენთ, რომ ნაწილაკები შეიძლება სულაც არ იმყოფებოდნენ ერთ ადგილზე და ალბათობის სახით არსებობდნენ. დრო იცვლება იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად მოძრაობთ. კატა ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, სანამ ყუთს არ გახსნით. წარმოგიდგენთ ყველაზე უჩვეულო ფაქტებს ფიზიკის სამყაროდან, რომელიც კოსმოლოგმა და მწერალმა მარკუს ჩოუნმა შეკრიბა.

განაგრძე კითხვა

კვანტური მექანიკა – სამყარო, სადაც ყველაფერი შესაძლებელია


ათასობით წლების განმავლობაში კაცობრიობა ცდილობდა ამოეხსნა სამყაროს მოქმედების საიდუმლო. ამ პერიოდში ბევრი აღმოჩენა გაკეთდა, ბუნების კანონების წყება აღწერს პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების მოძრაობას. მაგრამ უკვე ვიცით, რომ ფუნდამენტურ დონეზე სიტუაცია უფრო ბუნდოვანია, რადგან მეცნიერებმა აღმოაჩინეს რევოლუციური კანონების წყება, რომელმაც შეცვალა სამყაროსა და რეალობაზე არსებული წარმოდგენა. ეს არის კვანტური მექანიკის კანონები.

განაგრძე კითხვა