National Geographic: რეკორდსმენი ცხოველები


აფრიკული სპილო. ათასწლეულების მანძილზე ადამიანი იყენებდა აზიური და აფრიკული სპილოების არაჩვეულებრივ ძალას თითქმის ყველაფერში, დაწყებული ომიდან და დამთავრებული ტრანსპორტირებით. აფრიკულ სპილოს მხოლოდ ხორთუმში 100 000 კუნთი აქვს და 270 კგ-მდე წონის ტვირთის აწევა შეუძლია.

განაგრძე კითხვა

ავაზა


ავაზას ხმელეთზე სისწრაფეში ბადალი არ ჰყავს – მისი სიჩქარე ზოგჯერ 120 კმ/სთ-მდე ადის. ამის გამო თითქმის შეუძლებელია, მას ხელიდან რამე დაუსხლტეს – მისი მსხვერპლები მაქსიმუმ ამის ნახევარს ავითარებენ. გრძელი და დაკუნთული ფეხების გარდა, ავაზას შესანიშნავი მხედველობა და სმენა აქვს, რის გამოც დღისით პატარა გაფაჩუნებაც არ გამოეპარება. ზოგჯერ შემაღლებულ ადგილზე ადის ხოლმე და იქიდან ზვერავს უფრო ფართო არეალებს საკბილოს ძებნაში.

განაგრძე კითხვა

ცხოველური მორალი?

მონაკვეთი National Geographic-ის ყველაზე საოცარი მომენტებიდან. იმპალა ნიანგის ყბებში აღმოჩნდება, მაგრამ ჰიპოპოტამი მას ეხმარება. უბრალოდ ინსტინქტი თუ ცხოველების მორალი?