პაპირუსის ნაგლეჯი, რომლის მიხედვითაც იესოს ცოლი ჰყავდა, ვატიკანმა თანამედროვე სიყალბედ შერაცხა, მაგრამ მეცნიერული ანალიზით დადასტურდა, რომ ნამდვილად ანტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს. რამდენიმე პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, ის მე-4-დან მე-8 საუკუნემდე პერიოდშია დაწერილი. პაპირუსის ფრაგმენტის ტექსტი შესრულებულია უძველეს კოპტურ ენაზე და მასში ვკითხულობთ: „იესომ უთხრა მათ: ჩემი ცოლი” და „ის შეძლებს, იყოს ჩემი მოწაფე…”
ჭდე: იესო ქრისტე
ბიბლიის გამოცანები: მკვდარი ზღვის გრაგნილები
ათასობით წლების განმავლობაში ისინი უდაბნოს გამოქვაბულებში ინახებოდა. 972 ტექსტი, რომელთაგან უმეტესობა ფრაგმენტის სახითაა, სერიოზულ თავსატეხს ქმნის. მკვდარი ზღვის გრაგნილები ანტიკური ხელნაწერების უძველესი და ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რომელიც თანამედროვე ეპოქაში აღმოუჩენიათ. აღმოჩენიდან 60 წლის შემდეგ ისინი ისევ გვამცნობენ ახალ საიდუმლოებს იმ ებრაული სამყაროს შესახებ, რომელშიც იესო ქრისტე იშვა. მათ შორისაა სპეციფიკური განძეულობების რუკა მათი შესაბამისი ადგილმდებარეობებით. რას გვიმხელენ ეს უძველესი ხელნაწერები? შეგვიძლია თუ არა, მათი მეშვეობით ნათელი მოვფინოთ იმ პერიოდს, როცა ორი დიდი რელიგია ერთმანეთს გამოეყო და სამუდამოდ შეცვალა ისტორია?
წმინდა გრაალი
მრავალი ადამიანის აზრით, წმინდა გრაალი ის სასმისია, რომელიც იესომ საიდუმლო სერობისას გამოიყენა. მასთან დაკავშირებული ისტორიები დიდი ხნის განმავლობაში აფორიაქებდა კაცობრიობას და ღიად ტოვებდა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რას წარმოადგენდა წმინდა გრაალი ან საერთოდ არსებობდა თუ არა ის? მას ისტორიული კავშირი აქვს ვატიკანის არქივში დაცულ უძველეს ხელნაწერებთან, ტამპლიერ რაინდებთან და სამხრეთ საფრანგეთში დამარხულ საიდუმლო განძთან.
წმინდა შუბის ისტორია
2000 წლის წინ ჩვეულებრივმა იარაღმა ზებუნებრივი თვისებები შეიძინა. მას შემდეგ მისი ასლებიც დამზადდა და ამჟამად 3 შუბი არსებობს. შესაძლებელია თუ არა, რომელიმე მათგანი გამოყენებული ყოფილიყო ჯვარცმისას? შეუძლია თუ არა მეცნიერებას, გასცეს პასუხი საუკუნოვან კითხვებს?
ბიბლიის გამოცანები: იოანეს გამოცხადების საიდუმლო
გამოქვაბულში შეფარებულ დევნილ მამაკაცს ხილვა ეწყება: ის ხედავს სამყაროს აღსასრულს, თამდაბალი ქრისტეს შეუბრალებელ მეომრად დაბრუნებას, ჭირს, დაავადებებს, სასაკლაოებს, სისხლის მდინარეებს, ბოროტ მხეცებსა და სასტიკ განკითხვის დღეს. მორწმუნეები სამოთხეში მიდიან, ურწმუნოებს კი ცეცხლის უძირო ორმოში ყოფნა ესჯებათ. ეს არის იოანეს გამოცხადება, ახალი აღთქმის ბოლო წიგნი. მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ აპოკალიფსი ახლოსაა და ჩვენ ვართ ბოლო თაობის წარმომადგენლები. ხედავდა თუ არა იოანე კაცობრიობის მომავალს? თუ რევოლუციას აწყობდა ბოროტი იმპერიის წინააღმდეგ? იქნებ უბრალოდ ის ადამიანი იყო, რომელიც სიგიჟის ზღვარზე იდგა? შესაძლებელია თუ არა გამოცხადების წიგნის საიდუმლოებების გახსნა? ამის გარკვევას ამჯერად National Geographic-ი შეეცადა.