Tag Archives: იდეა

Volkswagen-მა მოლივლივე ავტომობილის კონცეპტი წარმოადგინა


ავტომწარმოებელმა გიგანტმა „Volkswagen”-მა წარმოადგინა მოდელი „Hover Car”, რომელიც „სახალხო მანქანის” პროექტის გამარჯვებულს წარმოადგენს. პროექტი გასულ წელს დაიწყო ჩინეთში და კომპანიის წარმომადგენლებმა მთლიანობაში 120 000-მდე იდეა განიხილეს.

ელექტრომაგნიტური ლევიტაციის სისტემის მეშვეობით მოდელი 30-60 სმ-ის სიმაღლეზეა ჰაერში დაკიდებული, მისი უდიდესი პლიუსი კი, რა თქმა უნდა, მანევრირების უნარია. მანქანა გათვლილია ორ ადამიანზე, შეუძლია როგორც წინ და უკან, ასევე გვერდითა მიმართულებებით გადაადგილება და ღერძის გარშემო ბრუნვაც კი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის საერთოდ არ აბინძურებს გარემოს.

ტრანსპორტირების ყველაზე უჩვეულო გზები (National Geographic)


A-დან B-მდე გადასაადგილებელი საშუალებებიდან ცოტაოდენს თუ ხვდა წილად ისეთი პოპულარობა, როგორიც პერსონალურ რეაქტიულ პაკეტს (Jet pack). გრავიტაციის დამამარცხებელი და საგზაო მოძრაობისგან ასარიდებელი მექანიზმი ხშირად ჩნდება კომიქსების წიგნებში, სამეცნიერო ფანტასტიკის ნოველებში, ჰოლივუდის ფილმებსა და საცირკო ნომრებში.

განაგრძე კითხვა

ავსტრალიელი დიზაინერი წყალს ჰაერიდან იღებს


27 წლის ავსტრალიელმა დიზაინერმა ედვარდ ლინაკრმა მოიპოვა ჯეიმს დაისონის პრიზი გამოგონებისთვის, რომელსაც მეცნიერულზე უფრო მეტად მაგიის ელფერი აქვს. ედვარდის ტექნოლოგია ჰაერის მასებიდან წყალს ქაჩავს და მიწების ირიგაციას ახდენს. ამ ნოვაციამ შეიძლება სამუდამოდ მოაგვაროს გვალისგან დაზიანებული ტერიტორიების პრობლემა.

ტექნოლოგიას სახელად “Airdrop” ჰქვია. ის დაბალი ღირებულებისაა და არ სჭირდება ენერგიის დამატებითი წყარო. ავსტრალიაში თავს დამტყდარი საშინელი გვალვის შემდეგ ედვარდმა გამოსავლის ძებნა დაიწყო. მან შეისწავლა ნამიბიური ხოჭო, რომელიც ყველაზე მშრალ ადგილებში ბინადრობს. წელიწადში 130 მმ-მდე ნალექის პირობებში ხოჭო იმ ნამით საზრდოობს, რომელსაც დილით ადრე თავის ჰიდროფილურ კანზე აგროვებს. იგივე მეთოდით მუშაობს Airdrop, დაფუძნებულია რა იმ პრინციპზე, რომ ყველაზე მშრალი ჰაერიც კი შეიცავს წყლის მოლეკულებს და ტემპერატურის კლებით მისი გამოყოფაა შესაძლებელი. მიწისქვეშა მილების მეშვეობით Airdrop ტუმბავს ჰაერს, შემდეგ კი აგრილებს და მცენარეთა ფესვებს მიღებული წყლით ამარაგებს. უცხელეს უდაბნოშიც კი 1 კუბური მეტრიდან ამ მეთოდით მინიმუმ 11.5 მმ ნალექის მიღება შეიძლება.

%d bloggers like this: