გავრცელებული ხმები სიმართლე აღმოჩნდა და გუშინ ფეისბუქის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა ოფიციალურად განაცხადა ახალი პროდუქტის შესახებ – ვიდეოჩატი, რომელიც სკაიპის ტექნოლოგიებს იყენებს. მასში 10 ადამიანის ჩართვაა შესაძლებელი და რაც მთავარია, სრულიად უფასოა. ამ სიახლის გამო შეიცვალა ტექსტური ჩატის დიზაინი – ზედა მხარეს დაემატა ფუნქცია Call. ახალი ფუნქციის დაყენება აქედან შეიძლება, თუმცა თავსებადია მხოლოდ შემდეგ ბრაუზერებთან: Mozilla Firefox, Google Chrome, Internet Explorer და Safari. ასევე აუცილებელია კომპიუტერთან მიერთებული ვიდეოთვალი. ცუკერბერგის თქმით, ეს ერთადერთი სიახლე არაა და ნოვაციები მომავალშიც იქნება.
ჭდე: ვიდეოჩატი
სიახლე ფეისბუქზე: სოციალურ ქსელს ვიდეოჩატის ფუნქცია დაემატება
ფეისბუქის წარმომადგენელთა თქმით, საიტს მალე ახალ ფუნქციას შემატებენ. მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ამ კვირაში, ოთხშაბათ დღეს, გიგანტურ სოციალურ ქსელს “რაღაც საოცარი” დაემატება. გავრცელდა ხმა, რომ ეს იქნება ვიდეოჩატის ფუნქცია, რაც ახალი კონკურენტის, Google Plus-ის გაშვების საპასუხოა.
განაგრძე კითხვა