E-Volo – მომავლის საფრენი აპარატის კიდევ ერთი კონცეპტი


ერთი შეხედვით, ეს მოწყობილობა კენგურუს ბურთს ჰგავს, რომელსაც ბოლოებში ვერტმფრენის მოდელები აქვს, თუმცა რეალურად 16 როტორიანი E-Volo ვერტმფრენის სრულიად ახალი სახეობაა, რომელსაც ჰაერში უმოძრაოდ ლივლივი შეუძლია. მისი ინჟინრის, ტომას სენკელის თქმით, ამ გამოგონებამ შეიძლება ტრანსპორტების რევოლუცია მოახდინოს. ელექტრული ვერტმფრენი ჯოისტიკით იმართება, მუშაობს ლითიუმ-იონის ბატარეებზე და 20 წუთი შეუძლია ფრენა. თუმცა იგეგმება ახლო მომავალში მისი დახვეწა და ფრენის ხანგრძლივობის 1 საათამდე აყვანა. საფრენი აპარატი მაშინაც მუშაობს, თუკი 16 როტორიდან 4 წყობიდან გამოვა.

Shadowhawk UAV – ახალი იარაღი მეკობრეთა წინააღმდეგ

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი მოწყობილობა გამოჩნდა – პატარა, შორი მანძილიდან კონტროლირებადი ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია ცრემლსადენი გაზის გამოშვება, ასევე ტყვიებისა და ყუმბარების ტყორცნა. Shadowhawk UAV სიგრძეში დაახლოებით 2 მეტრია, წონით კი – 22 კგ-მდე. შეუძლია 110 კმ/სთ-ის განვითარება, დაფრინავს 2.5 საათის მანძილზე და უმკლავდება 45 კმ/სთ სიჩქარის ქარს. Shadowhawk UAV უკვე გამოიყენეს წარმატებულად სომალელ მეკობრეებთან ბრძოლაში.