მილიარდობით წლების წინ, როცა წითელი პლანეტა ახალგაზრდა იყო, გარს ერტყა სქელი ატმოსფერო, ხოლო თბილი ტემპერატურა ხელს უწყობდა თხევადი ოკეანეების არსებობას, რაც აუცილებელი ინგრედიენტია სიცოცხლის არსებობისთვის. „ნასას” შექმნილ ანიმაციაში ნაჩვენებია მარსის ლანდშაფტების ცვლილება უძველესი პერიოდიდან დღევანდელობამდე.
ჭდე: ევოლუცია
10 უცნაურობა, რომლებიც ევოლუციამ გვისახსოვრა
● გიფიქრიათ, რატომ მიილტვით ტკბილი, მარილიანი, ცხიმიანი და მსგავსი არაჯანსაღი საკვებისკენ?
ადამიანს საარსებოდ სჭირდება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები/მინერალები. სწორედ ეს ნაერთები იყო იმ საკვებში, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მიირთმევდნენ: ცხოველის ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. ამიტომაც ჩამოგვიყალიბდა ლტოლვა მათ მიმართ, რადგან ტკბილი ასოცირდება ხილ-ბოსტნეულის ბუნებრივ სიტკბოებასთან, მარილიანობა და ცხიმიანობა – ხორცთან და ა.შ. ტკბილი გაზიანი სასმელები და კანფეტ-შოკოლადები ნარკოტიკივით მოქმედებს, მათი სიტკბოება იწვევს ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციებს, მაგრამ ორგანიზმი მათგან ვერ იღებს ვიტამინებს. ამის შედეგად ტვინი მათ უფრო დიდი რაოდენობით ითხოვს, რათა საჭირო ნივთიერებები შემდეგ ჯერზე მაინც მიიღოს. იგივეა მარილიან საკვებზე, როგორიცაა კარტოფილი ფრი და ჩიპსები. ევოლუციას ხომ არაფერი მოეხსენებოდა იმაზე, თუ როგორ შექმნიდნენ მომავალში ადამიანები მკვებავი ნივთიერებებისგან დაცლილ მავნე საკვებს სიჯანსაღის არომატით!
ცხოველთა ევოლუციის უცნაური შემთხვევები
ევოლუციური ადაპტაცია გამოიხატება გარკვეული ნიშან-თვისებებისა და შტრიხების ჩამოყალიბებაში, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი შესაბამის საარსებო გარემოს ეგუება და სიცოცხლის შენარჩუნებასა და შთამომავლობის დატოვებას ახერხებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი უცნაურად მიმდინარეობს და სახეობის შიგნით არსებული ჯგუფები დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავებულ თვისებებს იძენენ, ზოგჯერ კი ორი შორეული სახეობა ერთმანეთს ემსგავსება.
ხშირად დასმული კითხვები ევოლუციის თეორიაზე
#1 ძირითადი საკითხები
რა არის ევოლუცია?
ბიოლოგიური ევოლუცია აღნიშნავს პოპულაციაში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ერთობლიობას. ეს ცვლილებები მიმდინარეობს გენეტიკურ დონეზე, როცა ორგანიზმის გენები განიცდიან მუტაციებს და/ან სხვადასხვა გზებით ერთიანდებიან გამრავლების პროცესში და გადაეცემიან მომავალ თაობებს. ზოგჯერ ცალკეული ორგანიზმები ავითარებენ ახალ თვისებებს, რაც ადგილობრივი გარემოს პირობებში უპირატესობას აძლევს მათ გადარჩენისა და გამრავლების საკითხში. ეს უპირატესობა თანდათან მტკიცდება პოპულაციაში, ხოლო უპირატესობის არმქონე ინდივიდების რაოდენობა მცირდება. ამ პროცესს ბუნებრივი გადარჩევა (სელექცია) ეწოდება. არაგენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში ხდება სიცოცხლის განმავლობაში, მაგალითად ვარჯიშის შედეგად კუნთოვანი მასის ზრდა, არ გადაეცემა მომდევნო თაობებს და არ წარმოადგენს ევოლუციის მაგალითს.
ის, რაც დარვინმა არ იცოდა (გაგრძელება)
ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია დღეს მეცნიერულ ჭეშმარიტებად ითვლება, თუმცა საწყის ეტაპზე მან დაპირისპირებების უზარმაზარი ტალღა წარმოქმნა. მისი მოპაექრეები იყვნენ როგორც რელიგიური ადამიანები, ისე დარვინის დროის მეცნიერები, რომლებიც აკრიტიკებდნენ თეორიას მტკიცებულებების ნაკლებობისა და ვარაუდების სიმრავლის გამო. დარვინი, როგორც პატიოსანი მეცნიერი, აღიარებდა სიმართლეს და ეთანხმებოდა მათ. მან იცოდა, რომ ევოლუციის თეორიას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ იმედებს ამყარებდა მეცნიერთა მომავალ თაობებზე, რომლებიც დაასრულებდნენ ნაშრომს და დარვინისეული ხედვის მართებულობას დაამტკიცებდნენ. სწორედ ეს ხდებოდა ბოლო 150 წლის განმავლობაში და თავად ევოლუციის თეორიამაც განიცადა ევოლუცია. დღეს ის გაცილებით დახვეწილი და ფართოა, ვიდრე დარვინი ოდესმე წარმოიდგენდა.
ის, რაც დარვინმა არ იცოდა
ჩვენ ვცხოვრობთ მრავალფეროვან სამყაროში, სადაც სახეობების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ის რიცხვი, სადამდე დათვლაც შეგვიძლია. მაგალითისთვის ავიღოთ მალავის ტბა. მასში ბინადრობს ასობით სხვადასხვა თევზი, რომლებსაც დედამიწის სხვა ვერცერთ ადგილას ვერ ნახავთ. რატომ ამდენი? რატომ ასეთი განსხვავებული?
არის თუ არა ღმერთი ტვინის „შემოქმედება”?
რუდი: მეგონა, რომ მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი.
გვენი: ლამის ჩავთვალე, რომ ჩემი შვილი ღმერთი იყო.
ბერნი: როგორც აღმოჩნდა, ის ფიქრობდა, რომ მე იოსები ვიყავი, თავად კი მარიამი და ჩვენი პატარა ჩარლი – ქრისტე.
ეს ადამიანები იტანჯებიან ტვინის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დაავადებით – ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთთან ჰქონდათ კავშირი. მათი უჩვეულო მდგომარეობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად ჩაწვდნენ რწმენასა და ადამიანის გონებას. შედეგად მკვლევარები სვამენ ყველაზე ამაფორიაქებელ კითხვას – შესაძლებელია თუ არა, ტვინის ფიზიკური სტრუქტურა გვაპროგრამებდეს ისე, რომ ღმერთის არსებობა დავიჯეროთ?
სამყაროს ისტორია 10 წუთში
სამყაროს ისტორია დიდი აფეთქებიდან ადამიანის გაჩენამდე.
მთვარის ევოლუცია
ერთი შეხედვით, მთვარე თითქოს უცვლელია და მისი კრატერებიც მუდმივად არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი პლანეტის ბუნებრივმა თანამგზავრმა ბევრჯერ განიცადა ცვლილება და „ნასას” მთვარის სადაზვერვო ორბიტერის წყალობით მასზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ. „ნასას” ამ ხანმოკლე ვიდერგოლში იხილავთ, თუ როგორ ყალიბდებოდა მთვარე შექმნის დღიდან დღევანდელ პერიოდამდე.
ადამიანისა და შიმპანზეს შედარება: მსგავსებები და სხვაობები
ევოლუციურად შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავებად ითვლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არსებები მსოფლიოს უმეტესი ნაწილისთვის უცნობად რჩებოდნენ, ვიდრე ჩარლზ დარვინმა არ დაწერა მათ შესახებ 1859 წელს და ამგვარად ხელი შეუწყო მათ პოპულარიზაციას. შიმპანზეების შესახებ არსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა, თუმცა მათზე გარკვეული სახის არასწორი შეხედულებებიც გავრცელდა. წარმოგიდგენთ შიმპანზეებსა და ჩვენ შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს.