ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსი პლანეტები

main-earthlikeexoplanets
ასტრონომები დიდი ხანია ოცნებობენ ჩვენი პლანეტის ტყუპისცალის, ნამდვილი „უცხო დედამიწის” პოვნაზე, ბოლო პერიოდში ეგზოპლანეტების აღმოჩენა კი მიანიშნებს, რომ მათი ოცნება შეიძლება არც ისე შორეულ მომავალში განხორციელდეს.

პირველად 1995 წელს აღმოაჩინეს მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა, მას შემდეგ დაახლოებით 2000 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი. მათგან ნახევარზე მეტის აღმოჩენა მოხერხდა ნასას კეპლერის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით, რომელიც 2009 წელს გაუშვეს იმის დასადგენად, რამდენად გავრცელებულია ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი პლანეტები.

განაგრძე კითხვა

ასტრონომებმა დედამიწაზე 17-ჯერ მასიური პლანეტა აღმოაჩინეს


მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს „დედამიწების გოძილა” – ახალი ტიპის უაზარმაზარი ქვის პლანეტა, რომელიც ჩვენგან 560 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. „მეგადედამიწად” წოდებული ეგზოპლანეტა Kepler-10c-ის დიამეტრი 29 000 კმ-ია, ანუ დედამიწის მაჩვენებელზე 2.3-ჯერ მეტი, თუმცა მასზე გაცილებით მკვრივია და ამიტომ დედამიწაზე 17-ჯერ მეტს იწონის. ის მზის მსგავს ვარსკვლავს უვლის გარშემო დრაკონის თანავარსკვლავედში.

განაგრძე კითხვა

ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ვარგისი 100 მილიონი პლანეტაა


ახალი კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში იმ პლანეტების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ კომპლექსური სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნან, დაახლოებით 100 მილიონია. კვლევის მთავარი ავტორი ნაშრომს აღწერს, როგორც „ჩვენი გალაქტიკის იმ ადგილების პირველ რაოდენობრივ შეფასებას, რომლებზეც შეიძლება მიკრობულზე უფრო მაღალი დონის სიცოცხლე იყოს, რაც ობიექტურ მონაცემებს ემყარება”, თუმცა მასში გარკვეული ადგილი უჭირავს ვარაუდებსაც.

განაგრძე კითხვა

დედამიწის უდიდესი ტელესკოპი უცხოპლანეტელების ძიებაში


დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი სერო არმაზონესზე, ჩილეში მდებარე მთაზე. აქ იწყება დედამიწის უდიდესი ტელესკოპის მშენებლობა და მისი სახელი იქნება „ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი” (E-ELT). სახელი თითქოს გაზვიადებული ჩანს, მაგრამ არ ტყუის. E-ELT მინიმუმ ათჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე არსებული ნებისმიერი ტელესკოპი და საკმარისად მგრძნობიარე საიმისოდ, რომ მზის სისტემის მიღმა სიცოცხლე შენიშნოს.

განაგრძე კითხვა

გასული კვირა მეცნიერებაში [6.01-12.01]


● აღმოაჩინეს ყველაზე ხნიერი გალაქტიკები.
ჰაბლისა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპების მიერ ერთობლივად განხორციელებულმა დაკვირვებებმა აღმოაჩინა ყველაზე ადრეული გალაქტიკები. ისინი იმ პერიოდში ჩამოყალიბდნენ, როცა ვარსკვლავების ფორმირების პროცესები პიკში შედიოდა. ტელესკოპიდან გალაქტიკები ისეთი ფორმით ჩანან, როგორც 10 მილიარდი წლის წინ იყვნენ. ისინი განსხვავებულია ჩვენს წარმოდგენაში არსებული გალაქტიკებისგან – ზომით პატარები, ყველაზე დიდი კი „ირმის ნახტომის” მეათედი მასის მქონეა. არ გააჩნიათ სპირალური ან ელიფსური ფორმა, არამედ ვარსკვლავების არარეგულარული ფორმის კლასტერებს წარმოადგენენ. აღმოჩენილებს შორის არის 13 მილიარდი წლის 4 გალაქტიკა, რომლებიც „ირმის ნახტომზე” 50-ჯერ სწრაფად ყალიბდებოდნენ. „ნასა” მალე დაიწყებს ადრეული გალაქტიკების უფრო დაწვრილებით შესწავლას, 2018 წელს კი ამ მისიას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი განაგრძობს.

განაგრძე კითხვა