რატომ მოძრაობს დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით?


რატომაა, რომ შეგიძლიათ კვერცხი გატეხოთ, მაგრამ მას ვეღარ გაამთელებთ? ამის გასაგებად სამყაროს დაბადების მომენტი უნდა გამოვიკვლიოთ.

როცა გატეხილი კვერცხის შიგნეულობა ტანისამოსზე გესხმებათ, მისი გარეცხვა და სხვა რამის ჩაცმა გიწევთ. უფრო ადვილი არ იქნებოდა, კვერცხის გატეხვის პროცესი უკუმიმართულებით წასულიყო? ნაჭუჭი გამთლიანდეს, ხოლო ცილა და გული ისევ შიგნით აღმოჩნდეს. თქვენ ისევ სუფთა ხართ, ტანისამოსიც სუფთაა, თმაზეც არ გაქვთ კვერცხის გულის ნარჩენები, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

თითქოს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რატომ? მაინც რატომაა შეუძლებელი გატეხილი კვერცხის გამთელება?

განაგრძე კითხვა

10 უჩვეულო ფაქტი ფარდობითობიდან კვანტურ ფიზიკამდე


ფიზიკა მეცნიერების უცნაური დარგია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სწორედ აქ აღმოაჩენთ, რომ ნაწილაკები შეიძლება სულაც არ იმყოფებოდნენ ერთ ადგილზე და ალბათობის სახით არსებობდნენ. დრო იცვლება იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად მოძრაობთ. კატა ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, სანამ ყუთს არ გახსნით. წარმოგიდგენთ ყველაზე უჩვეულო ფაქტებს ფიზიკის სამყაროდან, რომელიც კოსმოლოგმა და მწერალმა მარკუს ჩოუნმა შეკრიბა.

განაგრძე კითხვა

სტივენ ჰოკინგი – როგორ ავაგოთ დროის მანქანა?

გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. შემიძლია თავისუფლად გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა კითხვები, როგორიცაა: შესაძლებელია დროში მოგზაურობა? შეგვიძლია გავიყვანოთ გვირაბი წარსულის ან მომავლის რომელიმე მონაკვეთისკენ? შეგვიძლია ბუნების კანონები გამოვიყენოთ ისე, რომ დროზე მოვიპოვოთ ძალაუფლება?
განაგრძე კითხვა

შესაძლებელია დროში მოგზაურობა?

დროში მოგზაურობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ადამიანების ოცნება. ეს ხშირად სხვადასხვა თქმულებებსა და ზღაპრებში ასახულა, მათ შორის ქართულშიც. თანამედროვეობაში კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის უამრავ წიგნსა თუ ფილმში წავაწყდებით – “უკან მომავალში”, “დროის მანქანა”, “ტერმინატორი”, “Star Trek” და ა.შ. თუმცა ალბათ იშვიათად თუ იკამათებს ვინმე იმაზე, რომ რეალობასთან ყველაზე მიახლოებულ პასუხს ამ საკითხის შესახებ მეცნიერები გაგვცემენ. საინტერესოა, როგორია დროში მოგზაურობასთან მიმართებაში დღევანდელი ფიზიკის კანონები და რას გვთავაზობენ მეცნიერები.
განაგრძე კითხვა