ზოგიერთი ცხოველის არსებობა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უარყოფილი იყო მეცნიერების მიერ და იგივე სტატუსი ჰქონდა, რაც დღეს აქვთ ლოხ-ნესის ურჩხულს, იეტს და ა.შ. ვიდრე მათი არსებობის მტკიცებულებები არ გაჩნდა. დღესდღეობით ისინი იმდენად პოპულარულები არიან, რომ ბევრისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი არსებობა არ დაეჯერებინათ.
ჭდე: გორილა
National Geographic: ცხოველთა წყვილები
განაგრძე კითხვა
ნიკ ბრანდტის აფრიკა
ნიკ ბრანდტი ფოტოგრაფი, მხატვარი და ბუნების მოყვარულია. ბრანდტის ფოტოები, სადაც აფრიკისა და მისი მობინადრეების ყოფაა ასახული, საშუალებას გვაძლევს, სხვა კუთხით დავინახოთ ეს კონტინენტი. ეს არის საოცარი, რომანტიკული აფრიკა, თავისი უნიკალური ფაუნით.
რამდენად ჭკვიანები არიან მაიმუნები?
მაიმუნების ინტელექტის შესახებ სერიოზული მტკიცებულებები 1960-იან წლებში გაჩნდა გომბეში, ტანზანიაში. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ჯეინ გუდოლი აკვირდებოდა შიმპანზეებს და შენიშნა, რომ ისინი ჭიანჭველების “მოსანადირებლად” რტოებს იყენებდნენ (იხ. სურათი). ეს გახლდათ პირველი დადასტურება იმისა, რომ შიმპანზეებიც აკეთებენ და იყენებენ იარაღს ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. მანამდე იარაღის გამოყენება ითვლებოდა უნიკალურ, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ მოვლენად. ამ აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ჩვენი ევოლუციური ნათესავები ჟესტების ენას იყენებენ, ამზადებენ შუბის მაგვარ იარაღებს და მათი მეშვეობით ნადირობენ, მეხსიერების ტესტებში კი ზოგჯერ სტუდენტებსაც ჯობნიან.
National Geographic: ველური ბუნების ფოტოგალერეა
განაგრძე კითხვა
როგორი მამები არიან ცხოველები?
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ყველაზე გავრცელებული ბუ – დიდი რქიანი ბუ – შრომისმოყვარე პარტნიორი და მამაა. გვიან ზამთარში, როცა მისი მეწყვილე ბუდეში რჩება 2 ან 3 კვერცხთან, მამრი დაფრინავს და მათთვის აქტიურად ეძებს საკვებს. მიაქვს თაგვები, ვირთხები, ციყვები. როცა ნაშიერები იჩეკებიან, საქმე ურთულდება – დამატებით ორი ან სამი მღრღნელის მიტანა უწევს.