არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რადგან ყველას გენომი განსხვავებულია დანარჩენებისგან. თუმცა ზოგჯერ ეს ბიოლოგიური მრავალფეროვნება გამოიხატება გენეტიკურ მუტაციებში, რომლებიც ძალიან იშვიათია და როგორც წესი, ნორმალური ცხოვრებისთვის ხელისშემშლელი. წარსულში მსგავსი მუტაციების მქონე ადამიანებს „მონსტრებს” ან „მახინჯებს” უწოდებდნენ, მაგრამ დღესდღეობით ცნობილია, რომ მათი უნიკალურობის მიზეზი ჩვენს სახეობაში არსებული გენეტიკური ვარიაციებია.
ჭდე: გენეტიკა
ხშირად დასმული კითხვები ევოლუციის თეორიაზე
#1 ძირითადი საკითხები
რა არის ევოლუცია?
ბიოლოგიური ევოლუცია აღნიშნავს პოპულაციაში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ერთობლიობას. ეს ცვლილებები მიმდინარეობს გენეტიკურ დონეზე, როცა ორგანიზმის გენები განიცდიან მუტაციებს და/ან სხვადასხვა გზებით ერთიანდებიან გამრავლების პროცესში და გადაეცემიან მომავალ თაობებს. ზოგჯერ ცალკეული ორგანიზმები ავითარებენ ახალ თვისებებს, რაც ადგილობრივი გარემოს პირობებში უპირატესობას აძლევს მათ გადარჩენისა და გამრავლების საკითხში. ეს უპირატესობა თანდათან მტკიცდება პოპულაციაში, ხოლო უპირატესობის არმქონე ინდივიდების რაოდენობა მცირდება. ამ პროცესს ბუნებრივი გადარჩევა (სელექცია) ეწოდება. არაგენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში ხდება სიცოცხლის განმავლობაში, მაგალითად ვარჯიშის შედეგად კუნთოვანი მასის ზრდა, არ გადაეცემა მომდევნო თაობებს და არ წარმოადგენს ევოლუციის მაგალითს.
ტყვიაგაუმტარი კანი უკვე რეალობაა
ჰოლანდიელმა მკვლევარებმა შეძლეს და გენეტიკური ინჟინერიის წყალობით გამოიყვანეს ისეთი ცხვრები, რომელთა რძე ობობის ქსელის ანალოგიურ პროტეინს შეიცავდა. შემდეგ რძიდან პროტეინი გამოწოვეს და მისგან შექმნეს ისეთი მასალა, რომელიც ფოლადზე 10-ჯერ მტკიცეა. ამ მასალით შესაძლებელია სხეულის დამცავი საფარის შექმნა – მას ტყვიის შეჩერებაც კი ძალუძს.
ადამიანების მომავალი: 4 გზა განვითარებისკენ
როგორები იქნებიან მომავალი ადამიანები? National Geographic გვაწვდის 4 ვარიანტს იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდნენ ან არ განვითარდნენ ჩვენი შთამომავლები, ანუ ადამიანთა რასა.
ჩარლზ დარვინის წიგნმა “სახეობათა წარმოშობა”, რომელიც 150 წლის წინ გამოქვეყნდა, ადამიანებს მათი ევოლუციური წარსული დაანახა, მეცნიერები კი მაიმუნთა ნამარხებამდე მიიყვანა. მაგრამ საით მივყავართ ევოლუციას? იქნებიან ჩვენი შთამომავლები ჩვენი მსგავსნი და არ განიცდიან ცვლილებას? თუ დაკუნთული კიბორგები იქნებიან? იქნებ სულაც გრძნობებს ციფრულ რეჟიმში გადაიყვანენ და ელექტრონული უკვდავი არსებები გახდებიან?
როგორი უცნაურიც გინდა ჩანდეს ეს ალტერნატივები, გავიხსენოთ, რომ 150 წლის წინ წიგნ “სახეობათა წარმოშობა”-ში აღწერილი სცენარი ადამიანისა და მაიმუნის კავშირის შესახებ ბევრისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა მორიგი სისულელე.