Tag Archives: გალაქტიკა

სამყარო კვდება


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკები შემაშფოთებელი ტემპით კარგავენ ენერგიას და ადასტურებენ, რომ სამყაროში არსებული მთელი ენერგია საბოლოოდ არაფრად იქცევა. 200 000 გალაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ მათ ენერგიის ნახევარი მხოლოდ 2 მილიარდ წელიწადში დაკარგეს. „სამყარო ნელ-ნელა კვდება”, ავისმომასწავებლადაა აღნიშნული ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის განცხადებაში.

განაგრძე კითხვა

ახალი სუპერტელესკოპი დაადგენს, მარტონი ვართ თუ არა სამყაროში

 
მარცხნიდან მარჯვნივ: ჰაბლის, ჯეიმს ვებისა და მაღალი გარჩევადობის ტელესკოპები

 

როცა საქმე ასტრონომიას ეხება, დიდი თითქმის ყოველთვის უკეთესია.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ჰაბლის ტელესკოპი 2018 წელს მასზე სამჯერ დიდი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) ჩრდილში მოექცევა, ასტრონომები უკვე ალაპარაკდნენ გაცილებით შთამბეჭდავ კოსმოსურ ობსერვატორიაზე, რომლის ფონზეც ორივე მათგანი „სამარცხვინოდ” გამოჩნდება. და რაც ყველაზე ამაღელვებელია, მან შეიძლება განსაზღვროს, რამდენად იშვიათი ან გავრცელებულია სიცოცხლე სამყაროში.

განაგრძე კითხვა

ნასამ ჰაბლის ყველაზე მასშტაბური ფოტო გამოაქვეყნა

გასადიდებლად დააკლიკეთ

გასადიდებლად დააკლიკეთ

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების წყალობით ასტრონომებმა შეადგინეს სამყაროს ყველაზე მრავალფეროვანი და საოცრად ფერადი ფოტო. სურათს, რომელსაც „ჰაბლის ულტრაღრმა ველი 2014″ უწოდეს, ჰაბლის მიერ 10 წლის განმავლობაში (2003-2013) გადაღებული ფოტოებით აიწყო.

განაგრძე კითხვა

გალაქტიკების ცენტრში შეიძლება ჭიის ხვრელები მდებარეობდნენ


ფუდანის უნივერსიტეტის (შანხაი, ჩინეთი) მეცნიერებმა ზილონგ ლიმ და კოსიმო ბამბიმ უჩვეულო იდეა წამოაყენეს – ზემასიური შავი ხვრელები, რომლებიც ითვლება, რომ მრავალი გალაქტიკის ცენტრშია, შესაძლოა სინამდვილეში ჭიის ხვრელები იყვნენ. ჭიის ხვრელი, იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი, წარმოადგენს სამყაროში დროისა და სივრცის ორ წერტილს შორის არსებულ მოკლე გასასვლელს, ან შესაძლოა ორ სამყაროს შორის არსებულ კარიბჭეს, თუ გავითვალისწინებთ მულტისამყაროს თეორიებს.

განაგრძე კითხვა

გასული კვირა მეცნიერებაში [19.05-25.05]


● ფოტონები შესაძლოა, ჭიის ხვრელებით დროში მოგზაურობდნენ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა ლუკ ბაჩერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღწერა, თუ როგორ შეიძლება ჭიის ხვრელი იმდენი ხნით იყოს ღია, რომ მასში ფოტონი გაძვრეს. ჭიის ხვრელების იდეა პირველად ალბერტ აინშტაინმა და ნათან როზენმა წამოაყენეს 1935 წელს. ის ჰიპოთეტური, მორევის მსგავსი ხიდია, რომელიც მოგზაურს დროისა და სივრცის შეზღუდვებისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. ჭიის ხვრელი შეიძლება იყოს პარალელურ სამყაროში გასასვლელი, თუმცა ასევე შეიძლება ამ სამყაროს დროისა და სივრცის ორი სხვადასხვა წერტილი დააკავშიროს. თუმცა ის არასტაბილურად და მოგზაურობისთვის არახელსაყრელად ითვლება. 1988 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფმა გამოთქვა აზრი, რომ უარყოფითი ენერგია ჭიის ხვრელს გააძლიერებდა, რადგან დადებითი მატერიას იზიდავს და მის დახურვას უწყობს ხელს, უარყოფითს კი საპირისპირო ეფექტი ექნება.

განაგრძე კითხვა

კოსმოსის საოცარი ფოტოები, რომლებიც მოყვარულმა ასტრონომმა გადაიღო


ერთი შეხედვით, ეს ფოტოები შეიძლება „ნასას” ტელესკოპებით გადაღებული გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში მიჩიგანში მცხოვრებ 60 წლის მოყვარულ ასტრონომს ტერი ჰენკოკს ეკუთვნის და არა კოსმოსური ობსერვატორიიდან, არამედ სახლის უკანა მხარეს მდებარე ბაღიდან გადაიღო.

განაგრძე კითხვა

გასული კვირა მეცნიერებაში [6.01-12.01]


● აღმოაჩინეს ყველაზე ხნიერი გალაქტიკები.
ჰაბლისა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპების მიერ ერთობლივად განხორციელებულმა დაკვირვებებმა აღმოაჩინა ყველაზე ადრეული გალაქტიკები. ისინი იმ პერიოდში ჩამოყალიბდნენ, როცა ვარსკვლავების ფორმირების პროცესები პიკში შედიოდა. ტელესკოპიდან გალაქტიკები ისეთი ფორმით ჩანან, როგორც 10 მილიარდი წლის წინ იყვნენ. ისინი განსხვავებულია ჩვენს წარმოდგენაში არსებული გალაქტიკებისგან – ზომით პატარები, ყველაზე დიდი კი „ირმის ნახტომის” მეათედი მასის მქონეა. არ გააჩნიათ სპირალური ან ელიფსური ფორმა, არამედ ვარსკვლავების არარეგულარული ფორმის კლასტერებს წარმოადგენენ. აღმოჩენილებს შორის არის 13 მილიარდი წლის 4 გალაქტიკა, რომლებიც „ირმის ნახტომზე” 50-ჯერ სწრაფად ყალიბდებოდნენ. „ნასა” მალე დაიწყებს ადრეული გალაქტიკების უფრო დაწვრილებით შესწავლას, 2018 წელს კი ამ მისიას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი განაგრძობს.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: