მეცნიერულ სამყაროში ამ კვირას მითქმა-მოთქმა ატყდა უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის შესაძლო აღმოჩენის შესახებ. მოსაზრება უდავოდ დამაინტრიგებელია, თუმცა ჯეროვან სკეპტიციზმსაც საჭიროებს. წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ დროებით აუხსნელი ბუნებრივი მოვლენები ხშირად ეშლებათ უცხოპლანეტელებში. ქვემოთ იხილავთ რამდენიმე მაგალითს.
ჭდე: ასტრონომია
იდუმალი კიბორჩხალას ნისლეული
ანტიკური ხანის ასტრონომები ცის მოძრაობას აღნუსხავდნენ, ბეჯითად აღნიშნავდნენ ხოლმე გადაადგილებებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე. მთვარის გამოსახულება პატარ-პატარა ტემპებით ყოველღამე იცვლებოდა, ჩვენი პლანეტარული მეგობრები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, იშვიათად კი მოკაშკაშე ყინულოვანი მაწანწალები ჩაგვიქროლებდნენ ხოლმე.
მაგრამ ვარსკვლავები? ისინი ძირითადად ერთ ადგილზე რჩებოდნენ, ამიტომ როცა ახალი, ვარსკვლავის მსგავსი ნათება ცოტა ხნით გამოჩნდებოდა და შემდეგ ფერმკრთალდებოდა, დედამიწაზე მყოფი ცის დამკვირვებლები აუცილებლად შენიშნავდნენ ხოლმე.
კოსმოსის საოცარი ფოტოები, რომლებიც მოყვარულმა ასტრონომმა გადაიღო
ერთი შეხედვით, ეს ფოტოები შეიძლება „ნასას” ტელესკოპებით გადაღებული გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში მიჩიგანში მცხოვრებ 60 წლის მოყვარულ ასტრონომს ტერი ჰენკოკს ეკუთვნის და არა კოსმოსური ობსერვატორიიდან, არამედ სახლის უკანა მხარეს მდებარე ბაღიდან გადაიღო.
სტივენ ჰოკინგი: თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლებით?
ეს ლექცია ეხება შემდეგ საკითხს – შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება თუ ის თვითნებური და შემთხვევითია? უძველეს დროში სამყარო საკმაოდ თვითნებური ჩანდა. ისეთი კატასტროფები, როგორიცაა წყალდიდობები და დაავადებები, ყველანაირი გაფრთხილების თუ დაკვირვებადი მიზეზის გარეშე ხდებოდა. პრიმიტიულმა ხალხმა ეს ბუნებრივი მოვლენები დაუკავშირა უცნაური და ახირებული ღმერთებისა და ქალღმერთების პანთეონს. არ არსებობდა რაიმე გზა მათი მოქმედების წინასწარ ამოსაცნობად, ამიტომ ერთადერთი იმედი იყო მათთვის საჩუქრების მიძღვნა ან რაიმე ქმედებით გულის მოლბობა. ბევრი ადამიანი დღესაც ანალოგიურად იქცევა და ასე ცდილობს წარმატების მოპოვებას. მაგალითად, მზად არიან რაღაც გააკეთონ იმისთვის, რომ გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღონ ან მართვის მოწმობა ჩააბარონ.
ვარსკვლავები უფრო მეტია თუ ქვიშის მარცვლები?
კარლ სეიგანის ცნობილი ფრაზის მიხედვით, სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე დედამიწის ყველა სანაპიროზე არსებული ქვიშის მარცვლები. სავარაუდოდ ეს მეტაფორა იყო, მაგრამ რა მოხდება, თუკი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ? მართლაც, რომელია უფრო მეტი?