ავაზას ხმელეთზე სისწრაფეში ბადალი არ ჰყავს – მისი სიჩქარე ზოგჯერ 120 კმ/სთ-მდე ადის. ამის გამო თითქმის შეუძლებელია, მას ხელიდან რამე დაუსხლტეს – მისი მსხვერპლები მაქსიმუმ ამის ნახევარს ავითარებენ. გრძელი და დაკუნთული ფეხების გარდა, ავაზას შესანიშნავი მხედველობა და სმენა აქვს, რის გამოც დღისით პატარა გაფაჩუნებაც არ გამოეპარება. ზოგჯერ შემაღლებულ ადგილზე ადის ხოლმე და იქიდან ზვერავს უფრო ფართო არეალებს საკბილოს ძებნაში.
ჭდე: ანტილოპა
ნიკ ბრანდტის აფრიკა #2
ნიკ ბრანდტის ფოტოები იმ ნახატებს უფრო ჰგავს, რომელიც თავად ბუნებამ შექმნა – ელეგანტურად მოხრილი ჟირაფის კისერი, ქარში მოფრიალე ცხოველთა მეფის ფაფარი, სპილოს ნაღვლიანი თვალები.. ფოტოების დამთვალიერებლის წინ აფრიკის კონტინენტი ცოცხლდება.