ალასკის ცივი სილამაზე რეი ბალსონის ფოტოგრაფიაში


რეი ბალსონი ამერიკელი ფრილანსერი ფოტოგრაფია, რომელიც ფოტოგრაფიის სამყაროში 2006 წლიდან მოღვაწეობს. მანამდე 25 წლის განმავლობაში ის ინჟინრად მუშაობდა ქიმიური მრეწველობის სფეროში. რამდენიმე წლის წინ კი ოჯახით ალასკაში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ ადგილობრივი პეიზაჟების გადაღებითაა დაკავებული.

განაგრძე კითხვა

National Geographic: არქტიკა ზემოდან

ალასკაში მდებარე ინისკინის მდინარე, რომელიც სარკის გრძელ ზოლს მოგვაგონებს, ჩაედინება იმავე დასახელების ყურეში.

განაგრძე კითხვა

ალასკას ზღვის მონსტრი

მასიური არსება, ზომით 6-9 მეტრი და ზურგზე კუზებით – ასეთია იმ მონსტრის მონაცემები, რომელიც შესაძლოა კამერაზე იქნა დაფიქსირებული ალასკას ყურეში ცურვის დროს. ის 2009 წელს გადაიღო ადგილობრივმა მეთევზემ და პოპულარობით მალე დაეწია ცნობილ ლოხ-ნესის მონსტრს. მეცნიერთა აზრით, წყლის ეს ბინადარი შესაძლოა იყოს კადბოროზავრი – ზღვის მსხვილი გველის სახეობა. მართალია, ის ჯერ ხელში ვერ მოიგდეს, მაგრამ ბოლო 2 საუკუნეა, 300-ზე მეტი ადამიანი ირწმუნება, რომ საკუთარი თვალებით იხილა. მკვლევართა გარკვეული ნაწილის აზრით, კადბოროზავრი სინამდვილეში ფურფუშებიანი ზვიგენი ან მსხვილი გველთევზაა, თუმცა ვიდეოში ამ არსების მოძრაობა თევზისას ნამდვილად არ ჰგავს.