მეცნიერები მალე აზრებს წაიკითხავენ

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, როგორ ფორმირდება სიტყვები ტვინში. მათ იპოვეს გზაც, რომლის მეშვეობით მომავალში შესაძლებელი გახდება ადამიანის ფიქრების ამოცნობა, შესაბამისად უუნარო ადამიანებიც შეძლებენ “საუბარს”.

იმისთვის, რომ ამ შედეგამდე მისულიყვნენ, მეცნიერებმა მოახერხეს ტვინის ყველაზე ღრმა და ფარულ ადგილებში შეღწევა. ელექტროდების დახმარებით მათ აღმოაჩინეს უბანი, რომელიც პასუხისმგებელია იმ 40-ოდე ბგერის წარმოქმნაში, რომლებიც ქმნიან ინგლისურ ენას. ამის შემდეგ მათ დაადგინეს, რომ თითოეულ ბგერას გააჩნია თავისი უნიკალური სიგნალი, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, საშუალებას მისცემს კომპიუტერულ პროგრამას, წაიკითხოს ადამიანთა აზრები და გადმოსცეს, თუ რისი თქმა სურთ მათ.

განაგრძე კითხვა

აზრთა სხვადასხვაობა

რას ხედავენ სურათზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები?
განაგრძე კითხვა