Tag Archives: ავღანეთი

ბაჩა ბაზი – პედოფილია ავღანურად


ბაჩა ბაზი, რაც სპარსულ ენაზე „ბიჭებთან თამაშს” ნიშნავს, სექსუალური მონობისა და ბავშვების პროსტიტუციის ერთ-ერთი სახეა. ავღანეთში მას უკვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ერთგვარად ტრადიციის ფორმაც მიიღო, ამიტომ ბაჩა ბაზის ბიზნესი, როგორც იტყვიან, ყვავის. თუმცა ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია, რომ პროგრესისა და განათლების საუკუნეში ამგვარი რამეები ისევ ხდება.

განაგრძე კითხვა

პატარძალი ბავშვების საიდუმლო სამყარო

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქორწინება იყო უკანონო და საიდუმლო ყველასთვის, გარდა მიწვეული სტუმრებისა, ცერემონია რაჯასტანში ღამით იმართებოდა. ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ პატარა სოფელში სამი პატარძალი გოგონა შუადღით ემზადებოდა, რათა რამდენიმე საათში წმინდა ფიცი დაედოთ. ისინი ჩაცუცქულები იყვნენ გვერდიგვერდ ტალახიან მიწაზე, სოფლის მაცხოვრებელი ქალები კი მათ გარშემო იდგნენ და სარის ტანისამოსი ეკავათ, რომელიც ფარდის მაგივრობას წევდა. შემდეგ მეტალის ქვაბიდან საპნიანი წყალი დაასხეს თავზე. საპატარძლოებიდან ორი, დები – რადჰა და გორა, 15 და 13 წლისები იყვნენ, მესამე კი, მათი ბიძაშვილი, რაჯანი – სულ რაღაც 5-ის. მას ვარდისფერი პერანგი ეცვა, რომელზეც მხართან პეპელა იყო ამოქარგული.
განაგრძე კითხვა

ავღანელი გოგონას ისტორია

1985 წელს მისი სურათი “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” გარეკანზე გამოჩნდა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო აალაპარაკა მისი თვალების სილამაზემ, თვალების, რომლებშიც ერთდროულად ბავშვურობა და მძვინვარება იმალებოდა.
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: