კრის მაკკეის მიერ არამიწიერი სიცოცხლის ძიება 1976 წელს დაიწყო, როცა „ვიკინგ 1″ და „ვიკინგ 2″ მარსზე დაეშვნენ. მარსის ზედაპირზე პირველად დაჯდომა, ცხადია, მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, მაგრამ მაკკეი, რომელსაც უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, უფრო მეტად იმით აღფრთოვანდა, რომ რაც ხომალდებმა აღმოაჩინეს, ერთი შეხედვით სიცოცხლის ნიშნებს ჰგავდა.
