მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კვანტური მექანიკის ერთ-ერთი უჩვეულო მოვლენა სამყაროს ფუნქციონირების შემადგენელი ნაწილია. ამ ექსპერიმენტების შემოქმედ მეცნიერებს გადაეცათ 2022 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.
ნობელის კომიტეტმა აღიარა იმ მეცნიერთა ღვაწლი, რომლებმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანეს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მოვლენის, კვანტური გადაჯაჭვულობის, გაგებაში.