ჩრდილოეთის ციალი 2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთარში ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში.
კატეგორია: ვიდეო
ავაზამ სიჩქარის რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა
ავაზამ, სახელად სარამ, რეკორდი დაამყარა 100 მეტრიან მანძილზე სირბილში და 5.95 წამი აჩვენა, რის ფონზეც „სამარცხვინოდ” ჩანს იამაიკელი სპრინტერის უსაინ ბოლტის 9.58 წამიანი მონაცემი.
11 წლის ავაზა ოჰაიოს შტატში მდებარე ცინცინატის ზოოპარკის მკვიდრია. სპეციალურად მოწყობილ სარბენ მდელოზე მან მაქსიმალური 100 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა, გვამცნობს ზოოპარკის წარმომადგენლობისა და National Geographic-ის ჟურნალის მიერ შედგენილი ერთობლივი მოხსენება, რომელიც ხუთშაბათს (2 აგვისტო) გავრცელდა. National Geographic-ი სარასა და სხვა ავაზებს ფოტოებს უღებდა ნოემბრის ნომრისთვის, სადაც სიჩქარის უპრეცედენტო მაჩვენებლებზე იქნება საუბარი.
ჩრდილოეთის ციალი ლაპლანდიაში
ჩრდილოეთის ციალი ფინეთის რეგიონ ლაპლანდიაში, 2011 წლის ზამთარი.
როგორ გადაჰქონდათ ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე?
საუკუნეების მანძილზე მეცნიერები ცდილობდნენ ამოეხსნათ, როგორ გადაჰქონდათ კოლოსალური ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. ამ მრავალტონიან ქანდაკებებს ადგილობრივები ათრევდნენ ბორბლის, ამწესა და დიდი ცხოველების გარეშე. მეცნიერებმა წარსულში მრავალი ვერსია განიხილეს და ივარაუდეს, რომ ეს ხდებოდა გორგოლაჭების, თოკებისა და მარხილების დახმარებით. ამჟამად კი ახალი თეორიით გამოდის არქეოლოგების წყვილი – ტერი ჰანტი ჰავაის უნივერსიტეტიდან და კარლ ლიპო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: შესაძლოა ამ საქმეში მხოლოდ თოკები და ადამიანური სამუშაო ძალა იყო ჩართული. National Geographic-ის მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტების მეშვეობით მათ აჩვენეს, რომ 18 კაცი და 3 გრძელი თოკი საკმარისია 3 მ სიმაღლისა და 5 ტონა წონის მოაის ქანდაკების გადასაადგილებლად.
Volkswagen-მა მოლივლივე ავტომობილის კონცეპტი წარმოადგინა
ავტომწარმოებელმა გიგანტმა „Volkswagen”-მა წარმოადგინა მოდელი „Hover Car”, რომელიც „სახალხო მანქანის” პროექტის გამარჯვებულს წარმოადგენს. პროექტი გასულ წელს დაიწყო ჩინეთში და კომპანიის წარმომადგენლებმა მთლიანობაში 120 000-მდე იდეა განიხილეს.
ელექტრომაგნიტური ლევიტაციის სისტემის მეშვეობით მოდელი 30-60 სმ-ის სიმაღლეზეა ჰაერში დაკიდებული, მისი უდიდესი პლიუსი კი, რა თქმა უნდა, მანევრირების უნარია. მანქანა გათვლილია ორ ადამიანზე, შეუძლია როგორც წინ და უკან, ასევე გვერდითა მიმართულებებით გადაადგილება და ღერძის გარშემო ბრუნვაც კი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის საერთოდ არ აბინძურებს გარემოს.
სამყაროს ისტორია 10 წუთში
სამყაროს ისტორია დიდი აფეთქებიდან ადამიანის გაჩენამდე.
დედამიწას რომ რგოლები ჰქონოდა..
როგორი იქნებოდა დედამიწა, სატურნის მსგავსი რგოლები რომ ჰქონდეს?
დედამიწა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ნასას ვიდეო)
„ნასამ” კიდევ ერთი გასაოცარი ვიდეო გამოაქვეყნა, მასში ბოლო 5 თვის მანძილზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (400 კმ სიმაღლე) გადაღებული დედამიწა მოჩანს.
სქაისერფერი რობ ჰარისი
რობ ჰარისი (1966-1995) ცნობილი სქაისერფერი და 1994-95 წლების მსოფლიო ჩემპიონი იყო, რომელიც რეკლამის გადაღებისას დაიღუპა 29 წლის ასაკში.