Category Archives: ენიგმა

როდის ვიპოვით უცხოპლანეტელებს?


კრის მაკკეის მიერ არამიწიერი სიცოცხლის ძიება 1976 წელს დაიწყო, როცა „ვიკინგ 1″ და „ვიკინგ 2″ მარსზე დაეშვნენ. მარსის ზედაპირზე პირველად დაჯდომა, ცხადია, მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, მაგრამ მაკკეი, რომელსაც უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, უფრო მეტად იმით აღფრთოვანდა, რომ რაც ხომალდებმა აღმოაჩინეს, ერთი შეხედვით სიცოცხლის ნიშნებს ჰგავდა.

განაგრძე კითხვა

Advertisements

საიდან ვიცით, რომ ევოლუცია რეალურად ხდება?

tree
ევოლუცია ერთ-ერთი უდიდესი თეორიაა მეცნიერებაში. მისი მიზანი სიცოცხლის ახსნაა, უფრო კონკრეტულად კი – როგორ დაუდო პირველმა მარტივმა ცოცხალმა ორგანიზმმა დასაბამი იმ უზარმაზარ მრავალფეროვნებას, რომელსაც დღეს ვხედავთ, ბაქტერიებიდან მუხებამდე და ლურჯ ვეშაპებამდე.

განაგრძე კითხვა

რატომ ვმრავლდებით სექსით?


ფრინველები, ფუტკრები, შიმპანზეები, ადამიანები – ამას ყველანი ვაკეთებთ, მაგრამ მხოლოდ მცირეოდენი თუ იაზრებს, რომ სქესობრივი გამრავლება პირველად იმ სახეობებში გაჩნდა, რომლებიც ჩვენგან ძალიან განსხვავდებოდნენ.

მაშ რომელი სახეობა იყო ეს და როგორ დაიწყო ყველაფერი? რა არის ფრინველებისა და ფუტკრების რეალური ისტორია?

განაგრძე კითხვა

რატომ ვერ ვიმოძრავებთ სინათლეზე სწრაფად


2011 წლის სექტემბერში ფიზიკოსმა ანტონიო ერედიტატომ მსოფლიო შოკში ჩააგდო. მის მიერ გაკეთებული განცხადება სამყაროზე ჩვენი წარმოდგენის ძირეულ შეცვლას გვიქადდა. თუკი პროექტ „ოპერაზე” მომუშავე 160 მეცნიერის მიერ შეგროვებული მონაცემები სწორი იყო, საქმე გვქონდა დაუჯერებელ ფენომენთან. ნაწილაკებმა – ამ შემთხვევაში ნეიტრინოებმა – სინათლეზე სწრაფად იმოძრავეს.

განაგრძე კითხვა

რატომ არსებობს ბოროტება?


ბოროტება თითქოს ყველგანაა ჩვენ გარშემო. ჰიტლერი. რუანდის გენოციდი. ტედ ბანდი. ყოველთვის, როცა ახალ ამბებს კითხულობთ ან ტელევიზორს უყურებთ, ეცნობით მოვლენებს, როცა ერთი ინდივიდის ქცევა მეორეს ზიანს აყენებს.

თანამედროვეობაში ბოროტებას მეტწილად რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. ის ღვთიური არსების ნების საწინააღმდეგო აზროვნებასა და ქცევებთანაა დაკავშირებული. თუმცა თავდაპირველი მნიშვნელობით ბოროტება უბრალოდ ცუდ, მანკიერ ან სასტიკ რამეს ნიშნავდა.

განაგრძე კითხვა

რამდენ ხანს იარსებებს სიცოცხლე დედამიწაზე?


როგორც სხვა ყველაფერი, დედამიწაზე არსებული სიცოცხლეც ოდესმე განადგურდება. მაგრამ რამდენი ხანია დარჩენილი მანამდე ან რას შეუძლია, მთელი პლანეტა უნაყოფოდ აქციოს?

ნამარხების არქივი გვამცნობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მინიმუმ 3.5 მილიარდი წელია, არსებობს. ამ პერიოდში მან გაუძლო გამყინვარებებს, კოსმოსიდან შემოჭრილი ქვის ნატეხების წვიმებს, მასიურ მოწამვლას და სასიკვდილო რადიაციასაც კი. აშკარაა, რომ დედამიწის სრული სტერილიზაცია ძალიან ძნელია.

თუმცა პოტენციური აპოკალიფსების დეფიციტსაც არ განვიცდით. რომელი მათგანი აქცევს პლანეტას უნაყოფოდ?

განაგრძე კითხვა

ყველაფრის თეორია – შევძლებთ ოდესმე ყველაფრის ახსნას?


ფიზიკოსებს სურთ, მიაგნონ იმ ერთადერთ თეორიას, რომელიც მთელ სამყაროს აღწერს, მაგრამ ამისთვის ჯერ მეცნიერების ურთულესი პრობლემები უნდა გადაჭრან.

2014 წლის ფილმი „ყველაფრის თეორია” სტივენ ჰოკინგის ამბავს გვამცნობს, მან მოახერხა და საყოველთაოდ აღიარებული ფიზიკოსი გახდა მიუხედავად იმისა, რომ დეგენერაციული დაავადების გამო სავარძელსაა მიჯაჭვული. ფილმში მთავარი აქცენტი გაკეთებულია მის ყოფილ ცოლთან, ჯეინთან ურთიერთობაზე, თუმცა მომენტებში ასახულია, რაზე მუშაობდა ჰოკინგი თავისი კარიერის განმავლობაში.

მას ამბიცია ნამდვილად არ აკლდა. ჰოკინგი იმ მრავალი ფიზიკოსიდან ერთ-ერთია, რომლებიც „ყველაფრის თეორიის” შექმნას ცდილობენ. ამ ერთმა თეორიამ სამყაროში ყველაფერი უნდა ახსნას. ის მისდევს ალბერტ აინშტაინის მაგალითს, რომელიც სწორედ ამ თეორიის შექმნას ცდილობდა, სამწუხაროდ უშედეგოდ.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: