კაცობრიობა მიდრეკილია მის გარშემო მდებარე ბუნებრივი სამყაროს რომანტიზირებისკენ. ადამიანები არც ისე კარგები ვართ – ვანადგურებთ ბუნებრივ რესურსებს, ზიანს ვაყენებთ გარემოს და ხშირად ეგოისტურად ვიქცევით. მაგრამ სხვა ცხოველები? ისინი მშვიდობისმოყვარე და კეთილები არიან. მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ, ხომ ასეა?
არა. ზოგჯერ ცხოველებიც არ გვიდებენ ტოლს. მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც ტრადიციულად ძალიან საყვარელ და უწყინარ არსებებად ითვლებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს.
საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მხატვრებს მუშათა უტოპია მხოლოდ დედამიწაზე არ წარმოედგინათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ დიდი კომუნისტური ექსპერიმენტი საბოლოოდ სხვა ადგილებზეც გავრცელდებოდა. წარმოგიდგენთ მათი ხელოვნების ნიმუშებსა და კონცეპტუალურ დიზაინს, რომლებზეც საბჭოთა კავშირი კოსმოსშია გასული. ისინი შექმნილია გასული საუკუნის 50-60-70-იან წლებში, როცა სსრკ და აშშ ერთმანეთს კოსმოსურ რბოლაში ეჯიბრებოდნენ.
25 თებერვალს მზეზე წლის ყველაზე მძლავრი კორონალური ამოფრქვევა მოხდა, დამუხტული ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას კი ფერადი და ეფექტური ციალი წარმოიქმნა.
ერთი შეხედვით, ეს ფოტოები შეიძლება „ნასას” ტელესკოპებით გადაღებული გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში მიჩიგანში მცხოვრებ 60 წლის მოყვარულ ასტრონომს ტერი ჰენკოკს ეკუთვნის და არა კოსმოსური ობსერვატორიიდან, არამედ სახლის უკანა მხარეს მდებარე ბაღიდან გადაიღო.
თქვენ წინაშე ყოველდღე იშლება სამყაროს ყველაზე უჩვეულო სანახაობები, უბრალოდ ისინი ძალიან პატარა მასშტაბისაა. თუმცა მიკროსკოპის ქვეშ სრულად ჩანს მათი ზოგჯერ ლამაზი, ზოგჯერ კი საშიში მხარეები. ერთი შეხედვით უწყინარი არსებები შეიძლება მონსტრებად მოგეჩვენოთ, სრულიად ჩვეულებრივი საგანი კი საოცრება აღმოჩნდეს. წარმოგიდგენთ ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ გადიდებულ სხვადასხვა ობიექტებს.
● სასტუმროს უსასრულობა
სასტუმროს უსასრულობის პარადოქსი ხშირად გამოიყენება უსასრულობის იდეის ასახსნელად. გონებაში წარმოიდგინეთ სასტუმრო, ოღონდ განსხვავებით სხვებისგან, მას ოთახების უსასრულო წყება აქვს. ასევე უსასრულოა მასში დაბინავებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ოთახებს იკავებენ. თქვენ შედიხართ სასტუმროში და ითხოვთ ოთახს, მაგრამ მენეჯერი გეუბნებათ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა ცოტა ხანში წამოიძახებს: „მოიცადეთ! პირველი ოთახის მობინადრეს მეორეში გადავიყვან.” და ასე იქცევა ყველასთან მიმართებაში, პირველი გადაჰყავს მეორე ოთახში, მეორე – მესამეში და ა.შ. უსასრულო რაოდენობის ადამიანები ნაწილდებიან უსასრულო რაოდენობის ოთახებში. მაგრამ აქ მიიღება ორგვარი უსასრულობა: პირველი არსებობდა სასტუმროში თქვენს მისვლამდე – სტუმრები და ოთახები. ახლა კი სტუმრების რაოდენობას კიდევ ერთი მიემატა. არის თუ არა ეს უსასრულობას დამატებული ერთი? რომელი უფრო დიდია მათგან? რამდენად თავსებადია ერმანეთთან ის, რომ ყველა ოთახში ვიღაცაა, მაგრამ უსასრულობის გამო მაინც შეგვიძლია ახალი მსურველების დაბინავება?
● პატიმრის დილემა
ცნობილია, როგორც თამაშის თეორიის პრობლემა, მასში დაკავებულს უწევს რთული არჩევნის გაკეთება: დუმილი ან აღიარება. სიტუაცია ასეთია: ორი დამნაშავე დააკავეს და იზოლირებულ საკნებში მოათავსეს ბანკების ძარცვის ბრალდებით. გამომძიებელი თითოეულს ასეთ წინადადებას სთავაზობს – შეგიძლია, ყველაფერი აღიარო ან დუმილის უფლება გამოიყენო. თუ შენ აღიარებ და შენი პარტნიორი ჩუმად იქნება, ყველა ბრალდებას მოგიხსნი, მას კი დიდი ხნით პატიმრობა ელის. მსგავსადვე, თუ ის დაწერს აღიარებით ჩვენებას და შენ ჩუმად იქნები, ის გათავისუფლდება და შენ დაისჯები. თუ ორივე გამოტყდებით, ვერ გაგათავისუფლებთ, მაგრამ სასჯელი ხანგრძლივი არ იქნება. ხოლო თუ არცერთი გამოტყდებით, მხოლოდ სიმბოლურ სასჯელს მიიღებთ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის.
● ბარონის მუხლუხი
ჩვეულებრივი ბარონი, ან უბრალოდ ბარონი, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. გამოჩეკვისას მათი ზომა 4 მმ-ია და პატარა გამონაზარდები აქვთ, თუმცა ზრდის მეოთხე-მეხუთე სტადიაზე 45 მმ-ს აღწევენ. მათი ფორმა და შეფერილობა არაჩვეულებრივად ეხამება ფოთლებს, რისი მეშვეობითაც მომწიფების ასაკამდე მტაცებლებს თავიდან იცილებენ.