„ღმერთი მოკვდა“ – რას გულისხმობდა ნიცშე?


134 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ ნიცშემ განაცხადა: „ღმერთი მოკვდა” და ამით ფილოსოფიის სტუდენტებს გაუჩინა თავის ტკივილი, რომელიც მე-19 საუკუნიდან დღემდე გრძელდება. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განცხადებაა მთელ ფილოსოფიაში და კარგადაა ცნობილი მათთვისაც, ვისაც ხელში არასდროს ჭერია წიგნი „მხიარული მეცნიერება”, საიდანაც ეს ფრაზა იღებს სათავეს. მაგრამ ვიცით თუ არა ზუსტად, რა იგულისხმა ნიცშემ? ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

მოწიფულობის დროიდან ნიცშე ათეისტი იყო და არ უგულისხმია, რომ არსებობდა ღმერთი, რომელიც მოკვდა, არამედ მოკვდა იდეა ღმერთის შესახებ. განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ იდეა სამყაროზე, რომელიც იმართება ფიზიკის კანონებით და არა ღვთიური განგებით, უკვე რეალობა იყო. ფილოსოფიამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას თავისი კანონიერების დამტკიცებისთვის აღარ სჭირდებოდა, ღვთისგან მინიჭებული უფლების იდეას დაყრდნობოდა, არამედ საკმარისი იყო მართულთა თანხმობა ან რაციონალურობა – რომ დიდ და თანმიმდევრულ მორალურ თეორიებს შეეძლოთ ეარსებათ ღმერთზე მითითების გარეშე. ევროპას აღარ სჭირდებოდა ღმერთი ყველანაირი მორალის, ღირებულების ან სამყაროში არსებული წესრიგის წყაროდ. ჩვენთვის ამას ფილოსოფია და მეცნიერება აკეთებდნენ. აზროვნების ამ მზარდმა სეკულარიზაციამ უბიძგა ფილოსოფოსს იმის გააზრებისკენ, რომ ღმერთი არამარტო მოკვდა, არამედ ის ჩვენ მოვკალით საკუთარი სურვილით, რათა სამყარო უკეთ შეგვეცნო.

ნიცშეს ღმერთის სიკვდილი მხოლოდ დადებით მოვლენად არ ესახებოდა. ღმერთის გარეშე დასავლეთ ევროპის ძირითადი რწმენის სისტემა საფრთხეში იყო, როგორც „კერპების მწუხრში” აღნიშნა: „როცა ადამიანი უარყოფს ქრისტიანულ რწმენას, მას ხელიდან ეცლება ქრისტიანული მორალის ქონის უფლება. ეს მორალი არავითარ შემთხვევაში არ არის თვითცხადი… ქრისტიანობა არის სისტემა, საგანთა მთელი თვალსაწიერი, რომელიც ერთობლივად იქნა მოფიქრებული. მისი ერთ-ერთი მთავარი ცნების, ღმერთის რწმენის, მოშორებით მთელი სისტემა ინგრევა.”

ნიცშე თვლიდა, რომ ეს მხოლოდ ზოგიერთებისთვის იქნებოდა კარგი რამ და ამბობდა: „… იმის მოსმენით, რომ ‘ძველი ღმერთი მოკვდა’, ჩვენ, ფილოსოფოსები და ‘თავისუფალი სულები’ თავს გასხივოსნებულად ვგრძნობთ ახალი განთიადით.” ღირებულებათა ძველი სისტემის დანგრევის შემდეგ ახლის შექმნა შეიძლებოდა, მაგრამ ამას რისკები ახლდა თან. ნიცშე მიიჩნევდა, რომ ამ სისტემის მოცილება ბევრ ადამიანს უმნიშვნელობისგან გამოწვეული სასოწარკვეთილების რისკის ქვეშ აყენებდა. რა აზრი შეიძლებოდა ქონოდა სიცოცხლეს ღმერთის გარეშე? თუნდაც ღმერთი არსებულიყო, დასავლეთმა უკვე იცოდა, რომ მას სამყაროს ცენტრში არ მოვუთავსებივართ და თანდათან ერკვეოდა იმ მოკრძალებულ საწყისში, რომლისგანაც ადამიანი განვითარდა. სამყარო უკვე ჩვენთვის აღარ იყო შექმნილი. ნიცშე შიშობდა, რომ სამყაროს ასეთი გაგება გვიბიძგებდა პესიმიზმისკენ, „არარაობის სურვილისკენ”, რაც უპირისპირდებოდა ნიცშეს მიერ მხარდაჭერილ ცხოვრების წამახალისებელ ფილოსოფიას.

ნიჰილიზმისადმი მისი შიში და ჩვენი მისდამი რეაქცია ნაჩვენები იყო „ძალაუფლების ნებაში”, როცა ის წერდა: „რასაც მე ვყვები, შემდეგი ორი საუკუნის ისტორიაა. მე აღვწერ, რა ახლოვდება, რაც სხვანაირად ვეღარ მოხდება: ნიჰილიზმის შემოსვლა… გარკვეული პერიოდია, მთელი ჩვენი ევროპული კულტურა კატასტროფისკენ მიიწევს.” მას არ გაუკვირდებოდა ის მოვლენები, რომლებიც ევროპას მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს. კომუნიზმი, ნაციზმი, ნაციონალიზმი და სხვა იდეოლოგიები, რომლებიც კონტინენტზე პირველი მსოფლიო ომის კვალდაკვალ იკაფავდნენ გზას, ცდილობდნენ, მიეცათ აზრი და ღირებულება ადამიანისთვის, როგორც მუშისთვის, როგორც არიელისთვის ან სხვაგვარად; ისევე, როგორც ქრისტიანობას შეეძლო აზრის მინიჭება ადამიანისთვის, როგორც ღვთის შვილისთვის, და დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის ღირებულება მიეცა სამოთხესთან კავშირის გავლებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა უარეყო ეს იდეოლოგიები, ნიცშე უდავოდ აღიარებდა იმ ღირებულების საჭიროებას, რომელსაც ეს იდეოლოგიები იძლეოდნენ.

რა თქმა უნდა, რადგან ნიცშე ამის მოახლოებას ამჩნევდა, გამოსავალი შემოგვთავაზა. ინდივიდების მიერ საკუთარი ღირებულებების შექმნა. სიცოცხლის აზრის შექმნა მათ მიერ, ვინც ამ აზრით ცხოვრობს. იმ ინდივიდის არქეტიპს, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, გააჩნია სახელი, რომელმაც ასევე შემოაღწია ჩვენს კოლექტიურ ცნობიერში – ზეკაცი. თუმცა ნიცშე ამას თვლიდა ადამიანის შორეულ მიზნად, რომლის მიღწევასაც უმეტესობა ვერ შეძლებდა. ზეკაცი, რომელიც მისი აზრით, ჯერ კიდევ არ არსებობდა დედამიწაზე, სიცოცხლეს საკუთარი სურვილით მიანიჭებდა აზრს და მიხვდებოდა, რომ საბოლოოდ საკუთარ არჩევანზე თავად არის პასუხისმგებელი. როგორც თვითონ აღნიშნა: „შექმნის თამაშისთვის, ჩემო ძმებო, საჭიროა წმინდა თანხმობა: სულს ამჟამად საკუთარი სურვილები სწადია.” ასეთი მამაცი ინდივიდი ვერ მიუთითებს დოგმაზე ან პოპულარულ აზრზე იმის ასახსნელად, თუ რატომ აფასებს იმას, რასაც აკეთებს.

ზეკაცის შექმნის იშვიათობისა და სიძნელის დაშვებით ნიცშემ წამოაყენა ალტერნატიული პასუხი ნიჰილიზმზე, რომლის არჩევასაც ის უფრო მოსალოდნელად თვლიდა. ბოლო ადამიანი. „ყველაზე საზიზღარი რამ”, ვინც წყნარი კომფორტული ცხოვრებით ცხოვრობს, არ მიისწრაფის ინდივიდუალურობისკენ ან პიროვნული ზრდისკენ, რადგანაც: „ჩვენ ბედნიერება აღმოვაჩინეთ, ამბობენ ბოლო ადამიანები და თვალებს ახამხამებენ.” ზარატუსტრას, ნიცშეს მქადაგებლის სამწუხაროდ, რომელიც ხალხს უქადაგებს, რომ მისგან პატიება ითხოვონ ბოლო ადამიანის ცხოვრების სტილის გამო, ნიცშე პესიმიზმს ამჟღავნებს ჩვენს შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გავუმკლავდეთ ღმერთის სიკვდილს.

მაგრამ შეიძლება იკითხოთ, თუკი ღმერთი ამდენი ხანია, მოკვდა და ამის ცოდნით უნდა ვიტანჯებოდეთ, სად არიან ათეისტები? ამას თავად ნიცშემ გასცა პასუხი: „ღმერთი მოკვდა. მაგრამ ადამიანებმა თავიანთი ბუნების გამო შეიძლება ისევ გამოქვაბულში იცხოვრონ ათასობით წელიწადს, სადაც მისი ჩრდილი იქნება ნაჩვენები.” შეიძლება ჩვენ მხოლოდ ახლა ვხედავთ ნიცშეს განცხადების შედეგებს.

მართლაც, ათეიზმი წინ მიიწევს, მრავალ ევროპულ ქვეყანაში უმრავლესობას უახლოვდება და შეერთებულ შტატებშიც ზრდის ტემპით გამოირჩევა. მაგრამ განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როცა ათეიზმი იძულებით ვრცელდებოდა კომუნისტური ქვეყნების მიერ, ამჟამად აუცილებელი აღარაა, უღმერთობას რომელიმე იდეოლოგია უმაგრებდეს ზურგს. ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი თავად ბოლშევიზმს თითქმის რელიგიად აღიქვამდა.

ბევრმა ათეისტმა იცის, რომ ღმერთის გამორიცხვა დამატებითი ფილოსოფიური სტრუქტურის შემოტანის გარეშე, რომელიც ცხოვრებას აზრს აძლევს, შეიძლება ეგზისტენციალური შფოთვის გამომწვევი იყოს. ვდგავართ თუ არა იმ საზოგადოებად ქცევის რისკის წინაშე, რომელიც საკუთარ უმნიშვნელობას ებრძვის? დგას თუ არა ჩვენი საზოგადოება ნიჰილიზმის რისკის წინაშე? ვართ თუ არა უფრო მეტად მოწყვლადი იმ იდეოლოგიებისა და თაღლითების წინაშე, რომლებიც გვპირდებიან იმის გაკეთებას, რასაც ღმერთი აკეთებდა ჩვენთვის და საზოგადოებისთვის? ვიდრე ამერიკელები მზარდი პესიმიზმით გამოირჩევიან მომავალთან მიმართებაში, ეს ტენდენცია არარელიგიურებში უფრო ნაკლებად შეინიშნება, ვიდრე რელიგიურებში. შესაძლოა, ნიცშე ცდებოდა ჩვენს შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივ პერიოდში შევძლებდით, გავმკლავებოდით ღმერთის სიკვდილის იდეას.

როგორც ალენ დე ბეტონი ვარაუდობს, ისე ჩანს, რომ ჩვენ იმაზე უკეთ მოვახერხეთ ღმერთის სიკვდილთან გამკლავება, ვიდრე ნიცშეს წარმოედგინა. ჩვენ ყველანი სულაც არ ვართ ბოლო ადამიანები და არც იმ სიტუაციაში აღმოვჩნდით, სადაც ყველანაირი მორალი სავსებით ფართობითად და უაზროდ ითვლება. როგორც ჩანს, ჩვენ შევძელით ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ადამიანთა ნაწილისთვის ღმერთის საჭიროება მცირდება კოლექტიური სასოწარკვეთის ან ქაოსის გარეშე.

შეგვიძლია თუ არა ჩვენ, როგორც ინდივიდებს, შევქმნათ ჩვენი საკუთარი ღირებულებები? ცხოვრების აზრის შექმნა დამოუკიდებლად, ისე, რომ არ მოვიშველიოთ ღმერთი, დოგმა ან პოპულარული აზრი? ზოგ ჩვენგანს ალბათ შეუძლია და თუკი ღმერთის სიკვდილის მნიშვნელობას გავიგებთ, საამისოდ უფრო მეტი შანსი გვექნება. ღმერთის სიკვდილის სასოწარკვეთამ შეიძლება ჩვენს ცხოვრებას ახალი აზრი შესძინოს. როგორც ჟან-პოლ სარტრმა აღნიშნა, „სიცოცხლე სასოწარკვეთის მეორე მხარეს იწყება”.

Big Think

29 thoughts on “„ღმერთი მოკვდა“ – რას გულისხმობდა ნიცშე?

  1. Rode

    ჯერ პრეტენზია არავის გამოუხატავს? კარგია. პრინციპში, ესეთი კარგი სტატია, წესით კითხვებს აღარ უნდა აჩენდეს ამ საკითხზე.

    Like

  2. ჰმმმ. არ მიყვარს, როდესაც კომენტარს ვწერ მაშინ, როდესაც სტატია მომეწონა, მაგრამ ვფიქრობ ეს სტატია შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და უხსნის ზომბირებულ და ბაქტერიად ქცეულ ხალხს რას გულისხმობდა ნიცშე ამ სიტყვებში და ასევე, სტატია კისრულობს არანაკლებ მნიშვენლოვან ფუნქციას კერძოდ: მკითხველს აფიქრებს “ჰეი, მაშ რა არის ცხოვრების აზრი ღმერთის გარეშე. ან იქნებ სწორედ ამიტომ ‘შექმნეს’ ღმერთი, რომ მსგავსი კითხვის თავიდან ასაცილებლა(არამარტო ამიტომ)?”. მოკლედ Like & Reblog ჩემგან, უდავოდ კარგი სტატიაა. პ.ს ვიცი, რომ მაგრად გკიდია მაგრამ მაინც მაინტერესებს რას მიიჩნევ შენი ცხოვრების აზრათ და შემდეგ ადამიანთა რასის დაინშნულებად? მადლობ თუ ბოლომდე წაიკითხე.

    Like

    1. მადლობა შენ 🙂

      ცხოვრების აზრი და დანიშნულება, ჩემი აზრით, განსაზღვრული არ არის. ეს უნდა განისაზღვროს ინდივიდის და კაცობრიობის დონეზე თავად ადამიანების მიერ. ისტორიას თუ გადავხედავთ, ალბათ პროგრესია (სამყაროს შეცნობა + ტექნოლოგიურ-მორალური განვითარება) ის მიზანი, რაც კაცობრიობამ აირჩია.

      Liked by 1 person

      1. Andresklaus

        ბევრ ათეისტს ვისაც ნიცშე არ წაუკითხავს, რატომღაც ჰგონია, რომ მათი მსგავსი ათეისტი იყო, წაიკითხონ რას წერდა და გაიგებენ რომ მათ ათეიზმში გაცილებით მეტი რომის პაპის არის ვიდრე ნიცშესი. ნიცშემ ყოველგვარი მორალი უარჰყო, არამხოლოდ ქრისტიანული მორალი, არამედ საერთოდ ყოველგვარი მორალი, ნიცშე პირდაპირ აცხადებდა, რომ სამყარო სხვა არაფერია თუ არა ბრმა და დაუნდობელი სტიქიათა თამაში, მისთვის ცა ცარიელია, სამყარო ცარიელია, ყველაფერი მარადიოსობის წრებრუნვაში მეორდება. მისი აზრით არავითარი პროგრესი და რეგრესი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წრებრუნვა, უბრალოდ ყველაფრის განუწყვეტელი დინება, მისთვის არავითარი ფასი და წონა არ აქვს არც სიკეთეს, არც მორალს და საერთოდ არაფერს. არ არსებობს არავითარი მიზანი, არავითარი აზრი და არაფერი ისიეთი რასაც შეიძლება რამე ეთიკური თუ მორალური ფასეულობა გააჩნდეს. და რაოდენ სასაცილოა ასეთ სამყაროში, რომ ადამიანს დიდებაზე აქვს პრეტენზია, არსებას , რომელიც არარაობიდან გამოვიდა და ისევ საცოდავი პლანეტით და ცივილიზაციით არარაობას დაუბრუნდება. რა თქმა უნდა ნიცშემ მთლიანად უარჰყო ქრისტიანული მორალი, რადგანაც მისთვის ბუნების კანონი – ეს ძლიერის დომინიერბაა. ის ნიებისმიერ სოციალურ გარდაქმნაზე ცინიკურად საუბრობდა: რა არის საზოგადოება, სოციალური ცვლილებები, ლიბერალიზმი, დემოკრატია თუ არა ისევ იგივე სამყაროსეული უაზრობის გამოვლინება, უაზრობაში აზრის ძიების მცდელობა.

        მარტივად რომ ვთქვათ ნიცშემ თავისი ღვთის უარჰყოფა რეალურად ლოგიკურ ბოლომდე მიიყვანა, მაგრამ რატომღაც ბევრ ათეისტს რეალური ატეიზმის ბნელ და ცარიელ უფსკრულში ჩახედვა არ სურს. ნიცშე ასეთ ათეიზმს, “ღვთის ჩრდილს” უწოდება. ანუ არიან ათეისტები, რომლებსაც ღმერთის არ სწამთ, მაგრამ ცდილობენ, რომ სრულიად უაზრო და უმიზნო სამყაროში ცხოვრების აზრი და მიზანი იპოვონ. ამიტომ თუ ათეიზმზე დგას საქმე, ცოტა სერიოზულად მაინც შეზელით მისი გაცნობიერება, ვინაიდან ათეიზმის შემთხვევაში კამიუს არ იყოს აბსურდია რამეს მორალური ფასის, წონის, და საერთოდ არსებობის აზრის ძიება.

        Like

      2. Andresklaus

        რა მორალურ და ტექნოლოგიურ პროგრესზე საუბრობ ნიცშეს პოსტის ქვეშ? ნიცშემ უარჰყო ეს ყოველივე, ნიცშეს აზრით არ არსებობს არც პროგრესი და მით უმეტე მორალური პროგრესი, ის კაცი დაჟინებით გაიძახოდა მორალი საერთოდ უნდა მოვიშოროთ, არამხოლოდ ქრისტიანული არამედ ნებისმიერი მორალი უნდა მოვიშოროთო. ესენი კი ნიცშეს ქვემოთ მორალურ პროგრესზე საუბრობენ. როგორი აშკარაა, რომ არც ერთ თქვენგან არ წაგიკითხავთ ნიცშე. რაპროგერსი რა მორალი, სრულიად უარჰყო ნიცშემ ყველაფერი, მორალიც, პროგრესიც, ცხოვრების აზრიც, საერთოდ ადამიანის არსებობის აზრიც, ყოველგვარი პოლიტიკურ თუ იდეოლოგიური ცვლილების აზრიც ესენი კი აქ ნიცშეს ქვემოთ რაღაც მორალურ პროგრესზე საუბრობენ? ადექით გადაშალეთ ნიცშე და დანახავთ, რომ ყოველგვარ მორალს მიწასთან ასწორებს ნიცშე. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ შემთხვევით არ ქადაგებდა ის კაცი “ზე კაცის” იდეალს და არც შემთვევით უხსენებია “სიკეთე და ბოროტების მიღმა” მის “ზე-კაცი” მორალური და კეთილი ძია კი არ არის, რომელსაც მოხუცები და დავრდომილები ხანძრიან გამოჰყავს, არამედ მტაცებლები არიან, რომლებიც ნებისმიერ ფასად დომინირებისკენ იღწვიან, ნებისმიერ ფასად! არ აქვს მნიშვნელობა მისი განდიდების გზაზე მილიონობით ადამიანი დაიხოცება თუ არა, მის “ზე-კაცს” ბოდიში და ნიცშეს ფილოსოფიაზე ლაპარაკობთ.

        “ნიცშემ მრავალი აცდუნა და ნიცშეანელთა ნახირი შექმნა, ნახირი მიკროსკოპული „ზეკაცებისა“

        Like

      3. Andresklaus

        რა მორალურ და ტექნოლოგიურ პროგრესზე საუბრობ ნიცშეს პოსტის ქვეშ? ნიცშემ უარჰყო ეს ყოველივე, ნიცშეს აზრით არ არსებობს არც პროგრესი და მით უმეტე მორალური პროგრესი, ის კაცი დაჟინებით გაიძახოდა, რომ მორალი საერთოდ უნდა მოვიშოროთ, არამხოლოდ ქრისტიანული მორალი, არამედ ნებისმიერი მორალი უნდა მოვიშოროთ. ესენი კი ნიცშეს ქვემოთ მორალურ პროგრესზე საუბრობენ. როგორი აშკარაა, რომ არც ერთ თქვენგან არ წაგიკითხავთ ნიცშე. რა პროგერსი, რა მორალი, სრულიად უარჰყო ნიცშემ ეს ყველაფერი; მორალიც, პროგრესიც, ცხოვრების აზრიც, საერთოდ ადამიანის არსებობის აზრიც, ყოველგვარი პოლიტიკურ თუ იდეოლოგიური ცვლილების აზრიც, ესენი კი აქ ნიცშეს ქვემოთ რაღაც მორალურ პროგრესზე საუბრობენ. ადექით გადაშალეთ მისი წიგნები და დანახავთ, რომ ყოველგვარ მორალს მიწასთან ასწორებს ნიცშე. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ შემთხვევით არ ქადაგებდა ის კაცი “ზე კაცის” იდეალს და არც შემთვევით უხსენებია “სიკეთე და ბოროტების მიღმა” მის “ზე-კაცი” მაღალზნეობრივი და მორალური კეთილი ძია კი არ არის, რომელსაც მოხუცები და დავრდომილები ხანძრიან გამოჰყავს, არამედ მტაცებელი არის – “ხიშნიკი”, რომლებიც ნებისმიერ ფასად დომინირებისკენ იღწვის, ნებისმიერ ფასად! არ აქვს მნიშვნელობა მისი განდიდების გზაზე მილიონობით ადამიანი დაიხოცება თუ არა, მის “ზე-კაცს” ბოდიში და სულ კიდია მორალიც და ადამიანთა მსხვერპლიც. კარგად წაიკითხეთ რას წერდა, რა მორალურპროგრესზე არისს აუბარი?

        “Стадное чувство должно господствовать в стаде, но не выходить за его пределы. Вожакам стада нужна в корне отличная оценка собственных поступков. Независимым и “хищным” животным.” – “მტაცებლები” – აი სწორედ ეს არის მისი ზე-კაცი. ისინი სიკეთის აბოროდტების მიღმა არიან. მათ არ აქვთ არც ნამუსი, არც სინდისი და არც მორალი.

        ყველა და ველაფერი რაც სუსტია უნდა განადგურდეს:

        «Все, что делается в состоянии слабости, терпит неудачу. Мораль: ничего не делать… Облегчающие меры: абсолютное послушание, машинальная деятельность, разобщение с людьми и вещами, взывающими к решимости и действию». «Активный? Тянущийся к власти!»

        «Ценность – наивысшее количество власти, которое человек в состоянии усвоить. Человек, а не человечество! Человечество – скорее средство, чем цель. Речь идет о типе: человечество – просто материал для опыта, колоссальный излишек неудавшегося, поле обломков».

        “ნიცშემ მრავალი აცდუნა და ნიცშეანელთა ნახირი შექმნა, ნახირი მიკროსკოპული „ზეკაცებისა“

        Like

      4. Andresklaus

        “ეს უნდა განისაზღვროს ინდივიდის და კაცობრიობის დონეზე თავად ადამიანების მიერ. ”

        ფაქტია, რომ საერთოდ არ ფიქრობთ ისე წერთ სავარაუდოდ სხვების მიერ ნათქვამ აზრებს, რას ნიშნავს თავად უნდა განსაზღვრო აზრი? თუ ობიექტურად არავითარი მიზანი და აზრი არ აქვს ცხოვრებას, ინდივიდმა როგორ უნდა განსაზღვროს ცხოვრების აზრი? ანუ თავი უნდა მოიტყუოს? თუ იტყვის, რომ ამ ცხოვრების აზრი მაგ. მარკების გროვებაშია, ეს ცხოვრების ობიექტური აზრი იქნება? ანუ ილუზიაში ყოფნას სთავაზობ, თავი უნდა მოიტყუოს ითომ ცხოვრების ობიექტური აზრი მარკების გროვებაა. მეგობარო თუ ათეისტი ხარ, იყავი ბოლომდე ათეისტი როგორც ნიცშე, ის გულწრფელი და სრულიად თანმიმდევრული მაინც იყო, თქვენ კი რატომღაც შემთხვევითობის შედეგად წარმოქმნილ უაზროდ და უმიზნო სამყაროში, რაღაც აზრის შემოტანას ცდილობთ. ცარიელ უდაბნოში ვარდების მომოსროლით ხართ დაკავებული და გგონიათ, ამით უდაბნოს საზარელ ლანდშაპტს დამალავთ.

        Like

        1. ჩემი აზრი მკითხა და მაგიტომ დავწერე პროგრესზე, ნიცშეს აზრი არ დამიწერია 😀 რამე იყო გაუგებარი? ნიცშეს მიმდევარი თუ გგონივარ, ცდები.

          თავად განსაზღვრო აზრი, ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად ცხოვრების აზრი არ არსებობს. შესაბამისად, ცხოვრებაში რას იზამ, რა მიზნისკენ წახვალ, მისცემ თუ არა საერთოდ მიზანს შენს ცხოვრებას – შენი გადასაწყვეტია. ნუ ვისაც გამზადებულად ხვდება ცხოვრების აზრი, რომელიც სხვა ცხოვრებისთვის მზადებაა, ცხადია ამდენი წვალება აღარ უწევთ 😀

          Like

          1. Andresklaus

            სერიოზულად გიჭირთ აზროვნება. თუ ცხოვრებას არ აქვს ობიექტური აზრი, შენ თავად რა აზრს მისცემ ცხოვრებას ეს ხომ უბრალოდ თავის მოტყუება იქნება? მე თუ ვიტყვი, რომ მაგ. ცხოვრების აზრი არის მეცნიერება ან მაგ. ცხოვრების აზრი არის მორალური პროგრესი, ეს ხომ მაინც არ იქნება ცხოვრების აზრი? ეს იქნება უბრალოდ თავი მოტყუება, -ილუზია , რომ ვითომ ეს არის ცხოვრების აზრი. გვერძე გადავდოთ მეცნიერება და ვთქვთ, რომ ეგრე შეიძლება ადამიანმა მიზნად დაისახოს ადამიანების ხოცვა და თქვას, რომ ეს არის ცხოვრების აზრი და რას მეუბნები, რომ ეს ცხოვრების აზრი იქნება? რას ნიშნავს მე მივცე ცხოვრებას აზრი? თუ ცხოვრებას თავისთავად არ აქვს აზრი, მე როგორ უნდა მივცე აზრი რა სისულელეა? ისევე თუმდაც სიკეთეს, თუ არავითარი ობიექტური ფასეულობითი წონა არ გააჩნია და მე მას წონას მივცემ, ეს ხომ უბრალოდ თავის მოტყუება იქნება?

            ნიცშეს რომ არ იზიარებ სწორედ მანდ არის შენი ათეიზმის პრობლემა, რადგანაც ნიცშე შენგან განსხვავებით სრულიად თანმიმდევრული და გულწრფელი იყო, ის ადამიანი ნამდვილად აზროვნებდა ლოგიკურად და იმიტომაც მივიდა ათეიზმის ლოგიკურ ბოლომდე. ანუ ნამდვილი ათეისტი იყო და არა თქვენისთანა ათეისტი რომლებიც მორალის და პროგრესების, და მოკლედ ქრისტიანული ფასეულობების ქვეშ არიან შეფარებულნი. შეუძლებელია მორალის არსებობა უღმერთო სამყაროში და ამას მიხვდა ყველა თანმიმდევრული ათეისტი, ყველა ის ნამდვილი მოაზროვნე ვინც ბოლომდე გაიაზრა ათეიზმის არსი, იქნება ეს ნიცშე, კამიუ, დოკინსი თუ დანარჩენი.

            “Например, когда материализм приводит к фатализму (как обычно бывает), смешно делать вид, что это освобождающая сила. К чему говорить о свободе, когда вы попросту используете свободу мысли, чтобы убить свободу воли? Детерминист не освободить пришел, а связать. Он правильно назвал свой закон «цепью причинности»: это худшая цепь из всех, каким когда-либо сковывали человека.”

            თქვენ კი რატომღაც ამის გააზრება არ გსურთ, მაგიტომაც ახსენებდა ნიცშე ღმერთის ჩრდილს, თქვენ მაგ ჩრდილის ქვეშ ხართ, ნიცშე კი ბოლომდე გავიდა

            : https://youtu.be/wQ-aqnDHqqA

            Like

          2. Andresklaus

            ” რომ ობიექტურად ცხოვრების აზრი არ არსებობს. შესაბამისად, ცხოვრებაში რას იზამ, რა მიზნისკენ წახვალ, მისცემ თუ არა საერთოდ მიზანს შენს ცხოვრებას – შენი გადასაწყვეტია.”

            ნეტა სხვა რას ნიშნავს ეს სიტყვები თუ არა იმას, რომ ესეიგი ნებსიმიერი არჩევანი გამართლებულია, თუ ცხოვრებას არ აქვს ობიექტური აზრი, არ აქვს ობიექტური მიზანი და არ არსებობს ონიექტური მორალი, მაშინ გამოდის, რომ ჰიტლერის ცხოვრების აზრსაც ზუსტად ისეთივე წონა აქვს, როგორიც ჰუმანისტს და შესაბამისად შენივე ლოგიკის თანახმად შენ არ გაქვს ჰიტლერის განსჯის უფლება. ჰიტლერისთვის ებრაელების ხოცვა იყო ცხოვრების აზრი და მიზანი, ჩიკატელოსთვის ქალების და ბავშვების ხოცვა, ბინ ლადენისთვის შენობების აფეტქება და ა.შ. თუ ცხოვრებას რ აქვს ობიექტური აზრი და არც ობიექტური მორალი არსებობს, რა პრობლემაა თუ ვინმე მაგალითად ტერორისტობას აირჩევს? იქნებ ვიღაცისთვის კიდევ ტერორიზმია ცხოვრების აზრი? თუ მაინცდამაინც შენი ცხოვრების და მსოფლმხედველობის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს ადამიანი, რომ მისი ცხოვრების აზრიც სწორ ცხოვრების აზრად ჩაითვალოს? თავადვე ადასტურებ იმას, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არჩევანს. ნებისმიერი არჩევანი ამ შემთხვავაში გამართლებულია, შენთვის თუ ტექნოლოგიური და მორალური პროგრესი არის ცხოვრების აზრი, ტერორისტისთვის კი ტერაქტების მოწყობა არის ცხოვრების აზრი და საკითხავია, ნეტა რატომ არის შენი ცხოვრების აზრი უკეთესი, ვიდრე ტერორისტის?

            Like

          3. Andresklaus

            P.S. აქაც დავწერ, თუ შეიძლება კომენტარებში ედიტის არარასებობის გამო ვერ ვახერხებ კომენტარების ვერც წაშლას და ვერ შესწორებას, ამიტომ მომიწია ორჯერ გამოერება, თუ წინა კომენტარს წაშლიდით, რომელიც მეორდება, რომ სპამივით არ გამოვიდეს გამეორება ძალიან კარგი იქნება. მადლობა წინასწარ.

            Like

          4. Andresklaus

            ყველაზე სასცილო, ბერტრან რასელი კომუნიზმს რელიგიას უწოდებდაო. იგივე წარმატებით შეგვიძლია Scientism-საც რელიგია ვუწოდოთ და ჰოკინგის თანაზიარებს კი ჰოკინგმადიდებლები. ასე ნებისმიერი იდეოლოგია რელიგიად შეგვიძლია მოვნათლოთ. მაინცდამაინც რადგან კომუნისტები ათეისტები იყვნენ და ბერტრან რასელს აღარ მოეწონა ტოტალური ათეიზმის შედეგები უმალ რელიგიად მონათლა არა? 😀 როდის რა აწყობთ და როგორც აწყობთ ისე ჭრიან და კერავენ ))) რაც შეეხება ღმერთის ჩრდილს, ნიცშე სწორედ თქვენისთანა ათეისტებზე საუბრობდა ღმერთის ჩრდილში დარჩებიანო, ანუ იმ ათეისტებზე, რომლებიც მორალურ პროგრესზე და ზნეობაზე აპელირებენ, ნიცშემ ეს ყოველივე უარჰყო და დანარჩენებსაც სწორედ მორალის უარჰყოფისკენ მოუწოდებდა.

            არ გამოიყვანეს ნიცშე თავის ბანაკში მყოფად, ნიცშემ ბოლომდე გაიაზრა ათეიზმი.

            Like

  3. Zaza

    იდეა რომ ღმერთი მოკვდა, არც ამართლებს და არც არავის არაფერს აძლევს (უფრო აკლებს)…
    ეს იდეა მხოლოდ ერთეულების ფიქრებია… (ან ოცნებებია)
    სანამ ადამიანი არსებობს ღმერთი ვერანაირი გაგებით ვერ მოკვდება.
    ყველაფერი დროზეა დამოკიდებული, ყველა, ნებისმიერი იდეა დროს მოაქვს და მიაქვს…
    გააჩნია მსოფლიო პოლიტიკას, ვინც უმრავლესობაშია და ძლიერია მაშინ, იმ დროს მათი პოლიტიკა და რელიგია ჰგონიათ რომ მხოლოდ ის არის მართალი, დღეს ჩემდასამწუხაროდ მსოფლიოში ათეიზმი ძლიერდება, დრო მოვა და ათეიზმი დასუსტდება და შემდეგ სხვა ჩაანაცვლებს და ასე შემდეგ და შემდეგ გრძელდება ცხოვრება… (ასე იყო საუკუნეების განმავლობაში) მაგრამ, სიმართლე რომელია?..
    ვის პოლიტიკაშიც და რელიგიაშიც ღმერთი არ არის იმას დიდი დრო არ უწერია…
    პრინციპში არ არის ცუდი ასეთი მრავალფეროვნება, რადგან ასე იწრთობა და სწავლობს ადამიანი ყველაფერს…
    ცუდი თუ არ შეისწავლე კარგის ფასს ვერ გაიგებ…

    Liked by 1 person

    1. “ვის პოლიტიკაშიც და რელიგიაშიც ღმერთი არ არის იმას დიდი დრო არ უწერია” სწორედაც რომ ეს სიმართლეა იმიტომაც ცოცხოლბს დღეს ღმერთის იდეა, შენივე ნათქვამიდან ღმერთის ერთ-ერთი დანიშნულება მასების მართვაა, რომელთაც ყველაფერი მარტივი და ზედაპირული მოსწონთ. ღმერთი კარგი ფანდია ყველაფერის მარტივად ასახსნელად. გეთანხმები იმაში, რომ “დრო მოვა და ათეიზმი დასუსტდება და შემდეგ სხვა ჩაანაცვლებს და ასე შემდეგ და შემდეგ ” რადგან ჩვენი ადამიანების შეხედულება ყოველ წამს იცვლება და წინ მიდის სიმართლეთ კი ის უნდა მივიჩნიოთ რომელიც ყველაზე ლოგიკურია. რას ფიქრობ?

      Like

  4. zaza

    რადგან ჩვენი ადამიანების შეხედულება ყოველ წამს იცვლება და წინ მიდის სიმართლეთ კი ის უნდა მივიჩნიოთ რომელიც ყველაზე ლოგიკურია. რას ფიქრობ?

    არა, მე მთლად ესე ვერ დაგეთანხმები, რადგან ძნელია რაიმეს დამტკიცება, და ასევე ადვილია ყველაფრის დამტკიცებაც რადგან მრგვალი ქოთნისა არ იყოს, ქოთანს შენ (ან მე) საიდანაც არ უნდა გაუკეთო სახელური, მაინც იპოვი კრიტიკას რომ სახელური აქ კი არ უნდა გაგეკეთებინა ცოტა გვერდზე, 5 სანტიმეტრით გვერდზე უნდა გაგეკეთებინაო… ერთი შეხედვით შეიძლება გაგვეცინოს ამაზე მაგრამ, შენ წარმოიდგინე ამასაც დაამტკიცებ თუ რატომ უნდა გაგეკეთებინა გვერდზე სახელური, და იმასაც დაამტკიცებ რომ სადაც თავიდან გავაკეთე იქ ჯობია რომ იყოს… გაგეღიმება მაგრამ ესეა, ყველაფრის დამტკიცება შეიძლება და ასევე არაფრის დამტკიცება არ შეიძლება…
    როდესაც რწმენა გაქვს მაშინ არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, რადგან გწამს, გჯერავს უკეთესად გრძნობ თავს… გინდ დაიჯერე გინდ არა მაგრა, მე პირადად ყოველთვის ვგრძნობ რომ მე მხოლოდ ხორცი არა ვარ, როგორც ათეისტებს წარმოუდგენიათ, ვგრძნობ რომ სულიც არსებობს და ღმერთიც… (რა თქმა უნდა პირადად ჩემი გამოცდილებიდან და არა ვინმეს შთაგონებიდან)

    Like

  5. “როდესაც რწმენა გაქვს მაშინ არაფრის დამტკიცება არ გჭირდება” აქ უკვე ფანატიკოსობაში მიდიხარ მგონია, შენი ნათქვამი კი ნიცშეს კრიტიკის საგანი დიდიხანია არის “რწმენა: არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე”

    რაც შეეხება შენს მაგალითს მრგვალ ქოთანზე, შეიძლება დაგეთანხმო იმაში, რომ რაღაცის საწინააღმდეგო შეიძლება დამტკიცდეს (მაგრამ არა ყოველთვის, ეს დამოკიდებულია ისევ და ისევ ჩვენს განვითარებაზე, მაგალითად ანტიკურ ხანაში ხალხს სწამდა, რომ მათი ღმერთები კერპები იყვნენ(ქვის ძროხები და ა,შ) შემდეგ საზოგადოებამ ჭკუა დაატანა და მიხვდა, რომ არ შეიძლებოდა ქვის ნაგლეჯი ყოფილყო სამყაროს მმართველი. ახლა კი ტრანსცენდენტური ‘კერპების’ წამს უმეტესობას მოვა დრო ესეც დაძველდება რადგან უკვე უარიყოფა ზემოთხსენებული კერპები მძლავრი არგუმენტებით (თუ უკვე არაა უარყოფილი) და შემდეგ წინა პლანზე ათეიზმი წამოვა ამის შემდეგ იქნება “ჯუმბერიზმი” ალბათ და ასე შემდეგ) ხოლო თუ რაღაცის საწინააღმდეგო დამტკიცდა ესეიგი პირველი რაღაცა თავიდანვე მცდარი იყო, მაგრამ საწინააღმდეგოს დამტკიცება ბევრჯერ არაა ისეთი ადვილი როგორც შენ ამბობ.
    და კიდევ თუ შეიძლება ამიხსნა როგორ წარმოგიდგენია სული, მხოლოდ შენი შეხედულება მაინტერესბს, რადგან ბევრ ადამიანს ვუყურებ და ვხვდები, რომ სულის და ადამიანის ტვინის ფუნქციები ერთამნეთში ერევათ და სულს სწორედ ამ უკანასკნელს მიაწერენ ხოლმე რატომღაც.

    Like

  6. Zaza

    “როდესაც რწმენა გაქვს მაშინ არაფრის დამტკიცება არ გჭირდება” აქ უკვე ფანატიკოსობაში მიდიხარ მგონია, შენი ნათქვამი კი ნიცშეს კრიტიკის საგანი დიდიხანია არის “რწმენა: არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე”

    სიტყვა ფანატიზმი, ახსენე და ისევ იმ მრგვალი ქოთნისკენ მივყავართ, გააჩნია შენ რას ეძახი ფანატიზმს, რომელი მხრიდან უყურებ…
    მაშინ ისიც ფანატიზმია მუდმივად რომ გამოცდებს მიწყობ და არ მენდობი, არავის ენდობი, არავისი არ გჯერავს, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას დაეძებ და შენც არ იცი რას დაეძებ, ესეც ფანატიზმია.
    ის, ნიცშე რომ წერს, რასაც წერს ისე წერს როგორც თვითონ წარმოუდგენია, თვითონ როგორც გაიგო ეს ცხოვრება, თვითონ როგორც შეისწავლა, მაგრამ სინამდვილეში ვინ იცის, ვინ გაიგო ეს ცხოვრება როგორი არის, სინამდვილეში ვინ იცის რომ ნიცშე მართალი არის?..
    ჩვენ ადამიანებს, სახელი გვიყვარს, სახელებს ვადიდებთ, 10 კაციდან ერთი თუ გამორჩეულია და სხვანაირად აზროვნებს ესეიგი მისი აუცილებლად უნდა დავიჯეროთ რადგან ის გამორჩეულია, სხვანაირად აზროვნებს… (ყველაფერს დაამტკიცებ ისევე როგორც ვერაფერს)

    ზუსტად მანდა ვარ მეც, „ჯუმბერიზმები“ და კიდევ მსგავსი მისნი ძალიან ბევრია და კიდე ბევრი იქნება, მაგრამ ქრისტიანულ-მართლმადიდებლობა ყოველთვის ერთი იყო და არის დღემდე.

    განსაკუთრებით დღევანდელ დროში საწინააღმდეგოს დამტკიცება უფრო ადვილია…

    სული, ადამიანის მთელს ორგანიზმს მოიცავს რომელსაც ვერ ვხედავთ, თვალისთვის უხილავია, სულისა და სხეულის ერთობლიობას, დაახლოებით ესე შევადარებდი, ძალიან მძიმე ქურთუკი რომ გაცვია, გადაგდება გინდა მაგრამ ვერ აგდებ, რადგან რომ გადააგდო შეგცივა, სხვას ვერ ყიდულობ რადგან დაბალი ხელფასი გაქვს, ან უფრო თხელი რომ იყიდო შეგცივა, ვერ გათბობს, მაგრამ ეს ქურთუკი არც ისე იდეალური არ არის რომ შენ მოგწონდეს, მაგრამ გჭირდება…

    ტვინი ანტენაა, მეხსიერებაა რომელიც ინფორმაციებს იღებს და შემდეგ იმპულსების სახით აგზავნის სხეულის სხვადასხვა ორგანოებში.
    სული, სული ჯერჯერობით ესე, მარტივად, მეცნიერულად ვერ აიხსნება რადგან არ ჩანს, თუ არ ჩანს მაშინ საიდან ვიცი რომ არსებობს?
    მიუხედავად იმისა რომ ტვინი არის მეხსიერება, ზოგადად მთელ სხეულს ისეთი მგრძნობელობა აქვს და მეტ-ნაკლებად მეხსიერებებიც სხვადასხვა ორგანოებს რომ სულს გრძნობს ადამიანი ყველაზე მეტად გული გრძნობს, განსაკუთრებით როდესაც სინდისი გაწუხებს, განსაკუთრებით როდესაც რაიმეს ჩაიდენ და წუხხარ, ნანობ, განსაკუთრებით როდესაც ყველაფერი გაქვს მატერიალური და მაინც მოუსვენრობას გრძნობ, მაინც უკმაყოფილო ხარ მაგრამ ვერ გებულობ რატომ ხარ უკმაყოფილო, რადგან სულს მაინც ღმერთთან უნდა (ზოგადად, შენ რომ ვერ წარმოგიდგენია, ან სასაცილოდაც რომ არ გყოფნის)…
    მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სული და სხეული სულ, გამუდმებით ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ სამწუხაროდ დედამიწაზე ისე დავეწებეთ, რაც დრო გადის რომ სხეული ხშირ შემთხვევაში ჯობნის ხოლმე, აქედან გამომდინარე სული გვტკივა ხოლმე და ჩვენ წამლებს ვყლაპავთ რადგან სულს ვერ ვხედავთ ან არ გვჯერავს სულის არსებობისა, სინამდვილეში სულისა და სხეულის ბრძოლა მიდის, სულს ბოროტებისკენ არ აქვს მიდრეკილება ხშირ შემთხვევაში და სულს სიკეთე მოსწონს სხეულს მიწიერი, ხორციელი ეგრეთწოდებული ჰარმონია… ჩვენს სხეულს ხშირ შემთხვევაში ვერ ვიმორჩილებთ და ბოროტება უფრო გვმართავს, ვიდრე სული კეთილი…

    Like

  7. გეთანხმები, რომ ჩვენ ავტორიტეტები(ქრისტეც ავტორიტეტია და ნიცშეც) გვიყვარს, მაგრამ რატომ? შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ ‘მეგობარს’ მათ ნააზრევში ვპოულობთ, ხო სწორედ ამიტომ. შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი მათგანია სწორი? რათქმაუნდა და ეს სწორედ მათი ნააზრევის ლოგიკურობასა და მათი არგუმენტების სიმყარეზეა დამოკიდებული .სინამდვილეში დავიჯერებ რაღაცას თუ ამ უკანასკნელს რამოდენიმე მყარი არგუმენტი და დასაბუთება უმაგრებს ზურგს, ხოლო მე სკეპტიკოსად ყოფნაში პრობლემას ვერ ვხედავ და პირიქით ვთვლი, რომ ყველა სკეპტიკოსი უნდა იყოს.

    კაი სიტყვაზე ავიღოთ და ვთქვათ, რომ სული არსებობს, ჩვენთან ერთად და ჩვენში რათქმაუნდა, რომელიც არ კვდება და ამასთანავე არამატერიალურია და ვერ ვხედავთ. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ თუ სულის არსებობას “გრძნობ” მაშინ ის მატერიალური გამოდის რადგან ადამიანის ლიმბურ სისტემაზე (გრძნობებზე) მხოლოდ მატერიალურს შეუძლია მოახდინოს გავლენა. უბრალოდ როგორ ახსნი იმას, რომ მას შეუძლია რაიმე გავლენის მოხდენა ჩვენზე? ანუ რაღაც რომელიც დროშიც კი არაა და მითუმეტეს ვერც სივრცეში იქნება რადგან არამატერიალურია რა ფორმით უნდა მოახდინოს ჩვენზე ზეგავლენა. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მატერიალურია და ბახ, მას მაინც არ შეუძლია ჩვენზე ზეგავლენის მოხდენა იმიტომ, რომ ის არაა დროში, ანუ ჩვენს მე-4 განზომილებაში, ის შეიძლება იყოს სადღაც მაგრამ არა ოდესღაც და შესაბამისად არც ჩვენზე ექნება რაიმე ინფორმაცია მითუმეტეს ვერც გავლენას მოახდენს და ა.შ

    Like

  8. Zaza

    :)… მეცნიერება, მეცნიერი ყოველთვის მტკიცებულებებს ეძებს, მესმის, მართალი ხარ შენი გადმოსახედიდან…
    მე, პირადად სიტყვა ავტორიტეტს ქრისტეს (უფალს) ვერ შევუსაბამებდი, ვერ ვუწოდებდი, ავტორიტეტი მიწიერს შეიძლება შეუსაბამო (ნებისმიერ რელიგიას)…
    ვერაფერს ვერ დაამტკიცებ რადგან დროს მოაქვს და დროს მიაქვს ყველა და ყველაფერი, დროს გააჩნია, დრო მოვა და ნიცშეს თეორიებიც თავდაყირა დადგება, დრო მოვა და ჰოკინგის თეორიებიც თავდაყირა დადგება და კიდევ ბევრი მათნაირების… (ბევრჯერ დამდგარა კიდეც, მსგავსი თეორიები, მოდიოდნენ და მიდიოდნენ დღემდის) ყველაფერი დროის ფაქტორია, ქრისტიანობა არსად წასულა, მუდმივად თავის ადგილზე დგას, უბრალოდ არის ხოლმე სხვადასხვა დროს სხვადასხვა შემოტევები მეტნაკლებად სიძლიერისა…
    ვიცი მეტყვი სხვა დიდი ისტორიის მქონე რელიგიებზეც იგივეს თქმა შეიძლებაო, კი შეიძლება მაგრამ ისინი მიწიერია, ადამიანის მოგონილია…
    სკეპტიკოსად ყოფნა ნამდვილად არ არის პრობლემა, შეიძლება ითქვა რომ პირიქით, ფხიზლად გამყოფებს, მე უბრალოდ, მაგალითი მოვიყვანე…
    მაშინ ისიც ფანატიზმია მუდმივად რომ გამოცდებს მიწყობ და არ მენდობი, არავის ენდობი, არავისი არ გჯერავს, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას დაეძებ და შენც არ იცი რას დაეძებ, ესეც ფანატიზმია.
    ჩემი არგუმენტი და ჩემი დასაბუთება ის იქნება რომ ვიცი ქრისტე არსებობდა ქრისტეს ისტორია არსებობდა, ფაქტებიც ბევრი არსებობს ისტორიიდან არამარტო ისტორიიდან, ყველამ ვიცით რომ ფაქტები არსებობს, უბრალოდ ათეისტური მეცნიერება არ აღიარებს, უბრალოდ, დღეს ფესვებს იდგამს სხვადასხვა საზოგადოებაში ათეიზმი და იმიტომ ხდება ფაქტების იგნორირება…
    მე რომ მეკითხები ფაქტები მომიყვანეო, რა აზრი აქვს ჩემგან ფაქტების მოყვანას როცა ყველამ კარგად ვიცით ფაქტები, უბრალოდ ეს უხეშად რომ ვთქვათ, შეჯიბრივით გამოდის მე თუ რაიმე მყარი არგუმენტი ვერ მოვიყვანე ესეიგი მაჯობე და ათეისტურმა თეორიებმა გაიმარჯვა, რაღაც მსგავსია ესეთი…
    ეს ხომ ორივემ კარგად ვიცით, მე რანაირი ფაქტებიც არუნდა მოვიყვანო შენ ამ ყველაფერს ხომ მაინც არ დაიჯერებ, რადგან ეს უკვე ესეა გადაწყვეტილი რომ არ უნდა დაიჯერო…
    მე როგორც ქრისტიანი მოგისმენ და შევაფასებ, ვიტყვი რომ კარგად ესმის ამ ადამიანს მეცნიერება-მეთქი, მაგრამ ღმერთი ხომ მეცნიერება არ არის, ღმერთი, ღმერთია და მორჩა. ღმერთს ვერავინ გამოიკვლევს, შეიძლება გამოიკვლიო ფიზიკა, ქიმია, კოსმოსი და რავიცი, ასე შემდეგ და შემდეგ… მაგრამ, ღმერთი? ღმერთს ვერავინ გამოიკვლევს.

    კაი სიტყვაზე ავიღოთ და ვთქვათ, რომ სული არსებობს, ჩვენთან ერთად და ჩვენში რათქმაუნდა, რომელიც არ კვდება და ამასთანავე არამატერიალურია და ვერ ვხედავთ. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ თუ სულის არსებობას “გრძნობ” მაშინ ის მატერიალური გამოდის რადგან ადამიანის ლიმბურ სისტემაზე (გრძნობებზე) მხოლოდ მატერიალურს შეუძლია მოახდინოს გავლენა.

    სული არის გონიერი ენერგია, ღმერთისგან გვეძლევა… (როგორ გვეძლევა ეს ჩვენთვის უცნობია, ამოუხსნელია, ალბათ ჯერჯერობით…)
    ადამიანი სულის გარეშე ვერ იცოცხლებს…
    შესაბამისად, სული თუ უკვდავია, თუ გონიერი ენერგიაა, და თუ მასზე დრო არ მოქმედებს, მაშინ რა პრობლემაა რომ მატერიაზე გავლენა, მგრძნობელობა ჰქონდეს?
    უბრალოდ, ადამიანის დაცემის შემდეგ ადამიანს საკუთარმა ცოდვებმა აჯობა და სული დასუსტდა, იმისმაგივრად რომ სულმა სხეული აკონტროლოს პირიქით ხდება დღეს, სხეული აკონტროლებს სულს და ბრძოლა მიდის ადამიანში, გაორებულია ადამიანი, ხან ბოროტია ხან კეთილი და ამაში ქრისტიანობა ეხმარება რომ უფრო მეტად სიკეთისკენ იყოს გადახრილი…
    არის რაღაცეები რაც, როგორც მეცნიერებას უჭირს რომ ახსნას ისე ქრისტიანებს უჭირს რომ ახსნა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, დრო ჭირდება, მოვა დრო და ამასაც დავაზუსტებთ…
    შენ ამბობ რომ მხოლოდ მატერიალურს შეუძლია რომ მოახდინოსო, მაგრამ არ ამბობ რომ დღეს შენ ესე იცი რომ ეგრეა მაგრამ ხვალ შიძლება სრულიად საწინააღმდეგო აზრი ჩამოგიყალიბდეს…

    მაგალითად უხეში შედარება რომ გავაკეთოთ, რობოტი რომ გამოვრთოთ ენერგიიდან ხომ გაითიშება? (რა თქმა უნდა ადამიანის ენერგია სხვა არის, გონიერია)
    ადამიანიც იგივე მდგომარეობაშია, რობოტივით არის, მხოლოდ განსხვავება იმაშია რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, მას თვითონ შეუძლია ბევრი რაღაცეები რომ გადაწყვიტოს აირჩიოს, იაზროვნოს, სული თავისუფალი მოაზროვნე ენერგია მხოლოდ ადამიანს აქვს.
    ადამიანსაც შეუძლია რობოტის შექმნა მაგრამ თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ ნებას ვერ მისცემს, ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია…

    Like

  9. Zaza

    http://gza.ambebi.ge/taim-auti/5532-qcodsvesbissgan-gansvitssminsde-da-skhva-codsvis-chasdesnas-ar-vaspisrebq-ra-aris-klisniskusri-siksvsdisli.html

    მაინტერესებს, ვისაც სულისა და ღმერთის არ გწამთ, ამ ლინკს თუ სულ წაიკითხავთ რას იტყვით, როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები რასაც ჰყვებიან ჭკუაზე ვერ არიან, იგონებენ რაღაცეებს თუ დავალებული აქვთ რომ ესე უნდა ილაპარაკონ, საინტერესო იქნება პასუხები?.. 🙂

    Like

  10. Zaza

    მაინტერესებს, ვისაც სულისა და ღმერთის არ გწამთ, ამ ლინკს თუ სულ წაიკითხავთ რას იტყვით, როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები რასაც ჰყვებიან ჭკუაზე ვერ არიან, იგონებენ რაღაცეებს თუ დავალებული აქვთ რომ ესე უნდა ილაპარაკონ, საინტერესო იქნება პასუხები?..

    Like

დატოვე კომენტარი