ქალები, რომლებმაც სამყაროს რუკა შეადგინეს, მაგრამ აღიარება ვერ მოიპოვეს

harem
1881 წელს, ედვარდ ჩარლზ პიკერინგს, ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორს, პრობლემა გაუჩნდა: მის ობსერვატორიაში დაგროვებული მონაცემები იმხელა მოცულობის იყო, რომ თანამშრომლები ანალიზს ვერ ასწრებდნენ. მას ასევე გარკვეული ეჭვები გააჩნდა თანამშრომლების კომპეტენციაზე – განსაკუთრებით თავის ასისტენტზე, რომელსაც პიკერინგი კატალოგების შედგენაში არაკვალიფიციურად თვლიდა. ამიტომ ისე მოიქცა, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულში მცხოვრები ნებისმიერი მეცნიერი მოიქცეოდა: თავისი ასისტენტი მამაკაცი დაითხოვა და ჩაანაცვლა მოსამსახურე ქალით, უილიამინა ფლემინგით. ფლემინგმა ისეთი ოსტატობა გამოაჩინა გამოთვლებსა და გადაწერაში, რომ ჰარვარდში მთელი 34 წელი იმუშავა და ასისტენტების დიდი ჯგუფიც გაიჩინა.

ასე დაიწყო ახალი უპრეცედენტო ერა ჰარვარდის ობსერვატორიის ისტორიაში, როცა დირექტორისთვის მთლიანად ქალებისგან დაკომპლექტებული გუნდი მუშაობდა. პიკერინგის მმართველობისას (1877 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1919 წლამდე) მთლიანობაში 80-ზე მეტი ქალი მუშაობდა, ახდენდნენ გამოთვლებს და ადგენდნენ მონაცემების კატალოგს. ამ ქალებიდან ზოგმა მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა. ზოგიერთებმა სახელიც კი გაითქვეს მეცნიერი ქალების გულშემატკივრებში. მაგრამ უმეტესობა დაამახსოვრდათ არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად, მეტსახელით „პიკერინგის ჰარამხანა”.

ეს არც ისე შესაფერისი მეტსახელი ასახავს ქალების მდგომარეობას იმ პერიოდში, როცა – იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით – მათგან მოელოდნენ, რომ მთელ ენერგიას გამრავლებასა და საშინაო საქმეებზე ან საქმროს მოხიბვლაზე დახარჯავდნენ. ქალების მიერ განათლების მიღება იშვიათი იყო, ხოლო სახლისგან მოშორებით მუშაობა – თითქმის წარმოუდგენელი. იმდროინდელი მეცნიერება განათლებული ქალების წინააღმდეგაც კი გამოდიოდა, ითვლებოდა, რომ ქალები ზედმეტად მყიფეები იყვნენ სტრესის გადასატანად. 1869 წელს ჰარვარდის პრეზიდენტმა ჩარლზ ელიოტმა უარი განაცხადა სასწავლებლად ქალების მიღებაზე და აღნიშნა: „მსოფლიოს არასდროს არაფერი სმენია მდედრობითი სქესის ბუნებრივ გონებრივ შესაძლებლობებზე”. ექიმი და ჰარვარდის პროფესორი ედვარდ კლარკი 1873 წელს თავის წიგნში „სქესი განათლებაში” წერდა: „ქალის სხეულს ერთდროულად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის განმავითარებელი ამოცანებისთვის შეუძლია თავის გართმევა. იმ გოგონებს, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ასაკში ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ გონების განვითარებაზე, საბოლოოდ განუვითარებელი ან დაავადებული რეპროდუქციული სისტემა ექნებათ”. ათწლეულების შემდეგ ეს განცხადებები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ქალებთან დაკავშირებული ტრადიციული მოლოდინი ნელ-ნელა იცვლებოდა. „შვიდი დის” ქალთა კოლეჯებიდან ექვსმა 1865-1889 წლებში სტუდენტების მიღება დაიწყო (მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯმა 1837 წელს გაუღო ქალებს კარები). მაღალი კლასის ოჯახები ქალიშვილებს აქეზებდნენ, რომ მეცნიერებაში ჩართულიყვნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქალთა კოლეჯები მეცნიერულ სწავლებებში უფრო მეტ ინვესტიციებს დებდნენ, ბევრად ჩამორჩებოდნენ მამაკაცთა კოლეჯებს ტექნიკა-აპარატურებზე წვდომასა და მეცნიერული კვლევების დაფინანსებაში. ამ უთანასწორობის მცირეოდენად აღმოსაფხვრელად პროგრესული განმანათლებელი მამაკაცები ხანდახან ქალთა ინსტიტუტებთან თანამშრომლობდნენ.

ედვარდ პიკერინგი ერთ-ერთი ასეთი პროგრესული მოაზროვნე იყო – სულ მცირე მაშინ, როცა საქმე ეხებოდა განმანათლებლობით შესაძლებლობებს. წარმოშობით ახალინგლისელმა 1865 წელს დაამთავრა ჰარვარდი და ფიზიკას ასწავლიდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მეცნიერული პედაგოგიკის გარდატეხა მოახდინა სტუდენტების წახალისებით, მონაწილეობა მიეღოთ ექსპერიმენტებში. მან ასევე მიიპატიჟა სარა ფრენსის უაითინგი, ახალგაზრდა მეცნიერი ქალი, რათა მის ლექციებს დასწრებოდა და ექსპერიმენტებს დაკვირვებოდა. უაითინგი ამ გამოცდილებას იყენებდა უელსლის კოლეჯში სასწავლებლად, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან სულ რაღაც 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა.

პიკერინგს პროგრესული დამოკიდებულება ჰქონდა ასტრონომიის ტექნოლოგიასთანაც. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ტელესკოპით დაკვირვებისას გაკეთებული ჩანაწერებით შემოფარგლულიყო, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფოტოების ანალიზსაც – დაკვირვების ერთ-ერთ ფორმას, რომელიც დღეს ასტროფოტოგრაფიის სახელით არის ცნობილი და ტელესკოპზე მიმაგრებულ კამერას იყენებს ფოტოების გადასაღებად. ამას იმით ასაბუთებდა, რომ ადამიანის თვალი ტელესკოპით ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად იღლება, ფოტოსურათი კი ღამის ცის უფრო ნათელ ხედს გვთავაზობს. გარდა ამისა, ფოტოები ბევრად დიდხანს ძლებენ, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებები და ჩანაწერები.

ადრეული ასტროფოტოგრაფია იყენებდა დაგეროტიპის ტექნოლოგიას ტელესკოპიდან ფოტოფირფიტაზე გამოსახულების გადასატანად. პროცესს დიდი დრო სჭირდებოდა ექსპოზიციისთვის, რათა ციური სხეულები გამოჩენილიყვნენ, რაც ასტრონომებს სასოწარკვეთაში აგდებდა. უფრო ეფექტური მეთოდის ძიებისას რიჩარდ მედოქსმა ფოტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა მშრალი ფირფიტის მეთოდის შექმნით. უფრო ადრეული ტექნოლოგიის სველი ფირფიტებისგან განსხვავებით მათი დაუყოვნებლივ გამოყენება საჭირო არ იყო და ასტრონომებს დრო ეზოგებოდათ, რადგან დაკვირვების ღამის წინ მომზადებულ მშრალ ფირფიტებს იყენებდნენ. სველ ფირფიტებს გაშრობის რისკი ახლდათ თან, ამიტომ მშრალი ფირფიტებით უფრო ხანგრძლივი ექსპოზიცია ხდებოდა შესაძლებელი, რაც ფოტოებში მეტი სინათლის დაგროვების საშუალებას იძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშრალმა ფირფიტებმა მოსამზადებელი სამუშაოები უფრო ეფექტური გახადა, სინათლისადმი მგრძნობიარობა მაინც არ იყო იმ დონის, როგორიც ასტრონომებს სურდათ. შემდეგ, 1878 წელს, ჩარლზ ბენეტმა აღმოაჩინა მეთოდი, რომ სინათლისადმი მგრძნობიარობა გაზრდილიყო მათი 32°C-ზე დამზადებით. ბენეტის აღმოჩენამ ასტროფოტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა, ტელესკოპებით გადაღებული ფოტოები თითქმის ისეთივე სუფთა და გამოსადეგი გახადა, როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვება იყო.

როცა პიკერინგი ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორი გახდა 1877 წელს, ის მხარს უჭერდა ობსერვატორიის ასტროფოტოგრაფიული ტექნოლოგიის განვითარებას, მაგრამ ეს მხოლოდ 1880-იან წლებში მოხდა, როცა ტექნოლოგია ბევრად დაიხვეწა და ცვლილებები დაინერგა. ობსერვატორიაში ფოტოგრაფიის მნიშვნელობა შესამჩნევად იზრდებოდა, რაც ახალ პრობლემას ქმნიდა: მონაცემები იმდენი იყო, რომ მისი დამუშავების დრო არავის ჰქონდა. ეს შრომატევადი სამუშაო გახლდათ და შეეფერებოდა იაფ და ნაკლებად განათლებულ სამუშაო ძალას, რომელსაც ვარსკვლავების კლასიფიკაცია უფრო კარგად გამოუვიდოდა, ვიდრე მათზე დაკვირვება: ქალებს. ამ სფეროში ქალების მასობრივად ჩართვით პიკერინგმა უდავოდ მოახდინა გარდატეხა აკადემიის ისტორიულად პატრიარქალურ რეალობაში.

Harvard_computers

თუმცა ძნელია, პიკერინგი ბოლომდე პროგრესულ ადამიანად ჩავთვალოთ: ასისტენტების მოვალეობები მეტწილად საკანცელარიო საქმეებით შემოიფარგლებოდა და ამით აძლიერებდა იმ ეპოქის გავრცელებულ წარმოდგენას, რომ ქალებს სამდივნო საქმეები უფრო შეეფერებოდათ. ამ ქალებს „კომპიუტერებად” მოიხსენიებდნენ და მხოლოდ მათი დახმარებით თუ შეძლებდა პიკერინგი ფოტოგრაფიასა და მთელი ღამის ცის კატალოგის შედეგენასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას.

მთლიანობაში, ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორობისას (რაც 1919 წლამდე გაგრძელდა) პიკერინგთან 80-ზე მეტი ქალი მუშაობდა, კვირაში 6 სამუშაო დღეს ფოტოების კვლევაში ატარებდნენ და საათში 25-50 ცენტს იღებდნენ (იმის ნახევარი, რასაც მამაკაცები გამოიმუშავებდნენ იგივე თანამდებობაზე). დღიური სამუშაო მეტწილად საკანცელარიო საქმეებს ეხებოდა: ქალების ნაწილი ფოტოებს ამუშავებდა, ითვალისწინებდნენ ისეთ რამეებს, როგორიცაა ატმოსფერული გარდატეხა, რათა გამოსახულება რაც შეიძლება სუფთა და მკვეთრი ყოფილიყო. სხვები ვარსკვლავების კლასიფიკაციას ახდენდნენ არსებულ კატალოგებთან ფოტოების შედარებით. ზოგიერთები თავად ფოტოების კატალოგებს ადგენდნენ, ყურადღებით აკეთებდნენ ჩანაწერებს თითოეული გამოსახულების ექსპოზიციის თარიღისა და ცის რეგიონის შესახებ. შემდეგ ჩანაწერებს დაკვირვებით იწერდნენ ცხრილებში, სადაც შედიოდა ვარსკვლავის ადგილმდებარეობა ცაში და მისი ზომა. ეს მძიმე და ერთფეროვანი სამუშაო იყო. როგორც ფლემინგი აღნიშნავდა თავის დღიურში:

ობსერვატორიის ასტროფოტოგრაფიის შენობაში 12 ქალი, მათ შორის მე, ფოტოსურათებს ვამუშავებთ… დღიდან დღემდე ობსერვატორიაში ჩემი მოვალეობები ისე ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რომ მცირე რამ თუ შეიძლება ითქვას სტანდარტული რუტინული სამუშაოს გარდა, რომელიც მოიცავს გაზომვებს, ფოტოსურათების ანალიზს და დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის გამარტივებას.

მაგრამ მიუხედავად უთანასწორო ხელფასისა და მოვალეობების უსამართლო განაწილებისა, ეს სამუშაო წარმოუდგენლად საჭირო იყო. მონაცემები ემპირიულ საფუძველს ქმნიდნენ უფრო ფართო ასტრონომიული თეორიისთვის. პიკერინგი ზოგ ქალს ტელესკოპით დაკვირვების საშუალებას აძლევდა, მაგრამ ეს გამონაკლისი უფრო იყო, ვიდრე წესი. ქალებს მეტწილად არ აძლევდნენ საშუალებას, რეალური თეორიული ნაშრომები შეექმნათ და ამის ნაცვლად ფოტოების ანალიზითა და დამუშავებით შემოიფარგლებოდნენ. თუმცა მათი შრომის შედეგი სხვების თეორიული ნაშრომებისთვის სტატისტიკურ საფუძველს ქმნიდა. მნიშვნელოვანი წარმატების შანსები ძალიან დაბალი იყო. ხშირად მაქსიმუმი, რისი იმედიც ქალს შეიძლებოდა ჰქონოდა ჰარვარდის ობსერვატორიაში, იყო ნაკლებად გამოცდილი კომპიუტერის ზედამხედველობა. სწორედ ამას აკეთებდა მაშინ ვილიამინა ფლემინგი, ობსერვატორიაში თითქმის 20-წლიანი მუშაობის შემდეგ ის ასტრონომიული ფოტოების კურატორად დანიშნეს.

თუმცა პიკერინგის ერთ-ერთი კომპიუტერი გამორჩეული გახდა ასტრონომიაში შეტანილი წვლილის გამო: ენი ჯამფ ქენონი, რომელმაც შეიმუშავა სისტემა ვარსკვლავების კლასიფიკაციისთვის და ეს სისტემა დღესაც გამოიყენება.

Annie_Jump_Cannon_sitting_at_desk

ქენონი დაიბადა დელავერის შტატის ქალაქ დოვერში 1963 წლის 11 დეკემბერს. მამამისი გემთმშენებელი იყო და გარკვეული ცოდნა გააჩნდა ვარსკვლავების შესახებ, თუმცა ასტრონომიისადმი ინტერესი მას დედამისმა გაუღვივა ბავშვობაში. ორივე მშობელი სწავლის სიყვარულს უნერგავდა და 1880 წელს, როცა უელსლის კოლეჯში მიიღეს, ის ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდა გოგონა იყო დელავერიდან, რომელიც სტუდენტი გახდა. უელსლიში მას უაითინგი უკითხავდა ლექციებს და სადიპლომო ნაშრომზე მუშაობისას ქენონი უაითინგს რენტგენის სხივებზე ექსპერიმენტების ჩატარებაში ეხმარებოდა. მაგრამ როდესაც ჰარვარდის ობსერვატორიამ თანდათანობით გაითქვა სახელი ფოტოგრაფიული კვლევებით, ქენონმა 1896 წელს რედკლიფის კოლეჯში გადაინაცვლა, რათა პიკერინგთან ემუშავა. პიკერინგი და ფლემინგი ტემპერატურის მიხედვით ვარსკვლავების კლასიფიკაციის სისტემაზე მუშაობდნენ. ქენონმა კომპიუტერ ანტონია მორის ნაშრომში შესწორებები შეიტანა და მნიშვნელოვნად დახვეწა სისტემა, რომელიც 1922 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ვარსკვლავების კლასიფიკაციის ოფიციალურ სისტემად აღიარა.

1938 წელს, ქენონის გადადგომამდე 2 წლით ადრე და გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე, ჰარვარდმა, როგორც იქნა, აღიარა მისი წვლილი და ასტრონომად დანიშნა. პიკერინგის მიერ ჰარვარდის ობსერვატორიის 42-წლიანი მმართველობისას, რომელიც მის გარდაცვალებისას დასრულდა, 1919 წელს, პიკერინგმა მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის ბრიუსის მედალი – წყნარი ოკეანის ასტრონომიული საზოგადოების უმაღლესი ჯილდო. მთვარესა და მარსზე არსებულ კრატერებს მისი სახელი დაარქვეს.

რაც შეეხება ენი ჯამფ ქენონს, მან სიცოცხლის ბოლომდე ყველანაირი დამხმარე მოწყობილობების გარეშე, ხელით მოახერხა რეკორდული რაოდენობის, 350 000 ვარსკვლავის კლასიფიკაცია. აღმოაჩინა 300 არამდგრადი ვარსკვლავი, 5 ნოვა (აფეთქებული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი) და 1 სპექტროსკოპული ბინარული წყვილი. ქენონს წუთში 3 ვარსკვლავის კლასიფიკაცია შეეძლო მხოლოდ სპექტრულ ნიმუშებზე შეხედვით, ხოლო გამადიდებელი შუშის გამოყენების შემთხვევაში ვარსკვლავების კლასიფიკაციას მეცხრე (მაქსიმუმი) მაგნიტუდის დონემდე ახდენდა, რაც 16-ჯერ უფრო ფერმკრთალია იმასთან შედარებით, რისი დანახვაც ადამიანის თვალს შეუძლია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მის უმთავრეს მიღწევას უწოდეს ჰარვარდის – და არა ქენონის – სპექტრული კლასიფიკაციის სისტემა, რაშიც „დამნაშავე” მისი სქესი გახლდათ.

Smithsonian

National Geographic

51 thoughts on “ქალები, რომლებმაც სამყაროს რუკა შეადგინეს, მაგრამ აღიარება ვერ მოიპოვეს

  1. Andresklaus

    კაცი რომელმაც რომელიც გენეტიკის ფუძემდებლად ითვლება და ათეისტების “წყალობით” აღიარება სიკვდილის შემდეგ ძლივს მოიპოვა:

    https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

    Like

    1. Andresklaus

      ათეისტები ამ კაცს მხოლოდ იმის გამო არ უგდებდნენ ყურს, რომ ის მღვდელი გახლდათ. ასევე შავი ხვრელების პირველაღმომჩენი მღვდელი იყო, სამწუხაროდ მისი სახელი დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, სამაგიეროდ ფსევდო მეცნიერი ჯორდანო ბრუნოს სახელი ხომ ყველამ კარგად იცის, ცრუ დეგრას ტაისონის და ათეისტი კომუნისტების წყალობით, რომლებმაც ლამის ცამდე აიყვანეს .

      Like

        1. Andresklaus

          მე ვცხოვრობ არა პარალელურ სამყაროში? არაფერიც არ იცით და რატომღაც გგონიათ, რომ უკვე ყველაფერი იცით )))

          ეგ მე კი არა თქვენი წმინდანი ბრუნო ლაპარაკობდა სწორედ რომ პარალელურ სამყაროებში ცხოვრებზე, მე საერთოდ არ მჯერა პარალელური სამყაროების და რაღაც ფსებვდოსამეცნიერო ბოდვების 😉 ეგ სწორედ თქვენ ხართ ვისაც პარალელური სამყაროების და მსგავსი ბოდვების გჯერათ, მე კი არა 😉

          Like

          1. ბრუნო არაა წმიდანი, არამედ ერთ-ერთი მოაზროვნე, რომელმაც ქრისტიანული ტოლერანტობა საკუთარ თავზე გამოსცადა. რომელმა კომუნისტებმა აიყვანეს ცაში და როდის? :დ
            გედი X-1-ზე თუ ამბობ, მანდ რამდენიმე ასტრონომი იყო, რომლებიც დამოუკიდებლად მივიდნენ ერთ დასკვნამდე. მღვდელი რომელი იყო?

            Like

            1. Andresklaus

              წაიკითხე რამე გეთაყვა. დეგრას ტაისონის მონათხრობების გჯერა ფილმ კოსმოსიდან და საერთოდ არ გსურს, რომ სეკეპტიკურად შეხედო საკითხს, იქნებ ტაისონი ცდება? სანამ დეგრას ტაისონი და ეს ნეო ათეისტები საერთოდ იქნებოდნენ იდეაში, კომუნისტები ზუსტად იმას ქადაგებდნენ რასაც ქადაგებს ტაისონი თავის ფილმ კოსმოსში.

              ვინ რა იწვნია ერთი საინტერსოა კოპერნიკი თავად იყო კანონიკოსი, არც ნიუტონი დაუწვავს ვინმეს იმის გამო რომ გრავიტაციის კანონი აღმოაჩინა. გეუბნები, რომ ჯორდანო ბრუნოს და მეცნიერებას შორის არავითარი კონფლიკტი არ ყოფილა. აიკითხე სტატიები ბოლომდე.

              “ზემოხსენებულისაგან განსხვევებით, 1892 წელს ზაქარია ფრონელის მიერ, გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება სტატია − „მეცნიერებისთვის წამებულნი“, სადაც ჯორდანო ბრუნოსთან ერთად ვხვდებით: როჯერ ბეკონს, ტომაზო კამპანელას, პიერ დე ლა რამე და სხვ.
              ინტერესისათვის წარმოგიდგენთ მონაკვეთს, თუ რას წერდნენ ბრუნოს შესახებ: „ყველაზედ კი სასტიკად აწამეს სრულიად უდანაშაულო და ყველასათვის კეთილის მსურველი ჯიორდანო ბრუნო. ბრუნომ იტალიელთა გამოჩენილ ფილოსოფ-მეტაფიზიკოსმა, გაილაშქრა თეოლოგთა წინააღმდეგ იმ დროს, როდესაც ინკვიზიცია მუსრს ავლებდა ყველას, ვისაც-კი შეამჩნევდა ახალის რამის შემოღებას. ინკვიზიციელებმა შეიპყრეს იგი და მიუსაჯეს ცოცხლად დაწვა. ბრუნომ სიკვდილის წინ უთხრა მსაჯულთ: „თქვენი განაჩენი ჩემ შესახებ თქვენვე უფრო ძლიერ გაშინებთ, ვიდრე მე. ის დაწვეს კოცონზედ 1600 წელს.“
              საინტერესოა, საიდან იცოდა ზაქარია ფრონელმა ეს ამბები ბრუნოს შესახებ? გასარკვევად გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა შესაბამისი ცნობები. როგორც ვახსენეთ, ზაქარია ფრონელმა თავის სტატიას „მეცნიერებისათვის წამებულნი“ დაარქვა. გავარკვიეთ, რომ ამავე სათაურით ძმ. თავართქილაძეების წიგნის მაღაზიას, 1898 წელს გამოუცია გასტონ ტისანდეს წიგნი. თუმცა, სტატია გამოქვეყნებულია 1892 წელს, ამიტომ ავტორი ვერ იხელმძღვანელებდა ძმ. თავართქილაძეების გამოცემით. ვვარაუდობთ, რომ ზაქარია ფრონელმა ბრუნოს შესახებ ამავე წიგნის, ოღონდ რუსული თარგმანისაგან შეიტყო, რომელიც 1880 წელს იქნა რუსეთში გამოცემული. ჩვენს ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ბრუნოს სიტყვები, რაც ზაქარია ფრონელს მოყავს სტატიაში, გვხვდება რუსულ ვარიანტში. ამასთანავე, სტატიაში ნახსენები ყველა „მეცნიერებისათვის წამებული“, ნახსენებია წიგნშიც. ამის გარდა, პიროვნებებს შორის თანმიმდევრობა პრაქტიკულად იდენტურია. ამასთან ერთად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზაქარია ფრონელი ხელმძღვანელობდა რუსული თარგმანით, მეტყველებს პიერ დე ლა რამეს არა ფრანგული (Pierre de La Ramée), არამედ რუსული მნიშვნელობით (Пётр Рамус) გადმოტანა გაზეთ „ივერიაში“.
              რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, ჯორდანო ბრუნო ძალიან პოპულარული თემა იყო, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე პოეტებისთვის. საბჭოთა ხელისუფლებაში ის აღიქმეოდა როგორც მეცნიერებისთვის მებრძოლად, რომელიც ეკლესიის მიერ იქნა დასჯილი.
              ჯორდანო ბრუნოს დაწვის ყოველი წლის თავზე ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები, რომელიც ამ მოვლენას გვამცნობდა. ამ მხრივ, საინტერესოა, ჟურნალი „მეცნიერება და ტექნიკის“ 1950 წლის N5. სტატიის დასაწყისშივე ვკითხულობთ: „… 1600 წლის 17 თებერვალს, რომის ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა უდიდესი სწავლული, შუა საუკუნეების ურჯუკოებისა და უმეცრების წინააღმდეგ დაუცხრომელი მერძოლი ჯორდანო ბრუნო… თავის სენაკში ის ფარულად გაეცნო ნიკოლოზ კოპერნიკის უკვდავ წიგნს „ციურ სხეულთა ბრუნვის შესახებ“ და მან შეიპყრო და გაიტაცა ბრუნო.“ მთელი სტატია ქმნის იმის ილუზიას, რომ ბრუნოს ინკვიზიცია მოზდევდა სწორედ იმიტომ, რომ თითქოს ის ამტკიცებდა, დედამიწის ბრუნვას მზის გარშემო. საინტერესო ამ სტატიაში ის არის, რომ თარგმნილია ბრუნოს პროცესის დოკუმენტების ნაწილი − ჯოვანი მოჩენიგოს დასმენები, ბრუნოს პირველი და მეორე დასმენის ნაწილი, განაჩენი და დაწვა.”

              ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის წინაშე

              Like

              1. რას ჩაიხვიე ეს ტაისონი, სადმე ვახსენე? 😀

                გალილეოს რა უქნეს იუპიტერის თანამგზავრების აღმოჩენის გამო, შემახსენე

                Like

                1. Andresklaus

                  გალილეო თავად იყო ღრმადმორწმუნე კათოლიკე სიკვდილის ბოლომდე და რაც შეეხება ტაისონს, იმიტომ ვახსენებ ტაისონს, სწორედ შენ გყავს ჩახვეული ტაისონი და ეს ფაქტია. გადავხედოთ მთელს შენს ბლოგს, უმარტივესია ამის მიხვედრა, ყველგან ფილმ კოსმოსის ლინკები გაქვს გამოჭიმული და თუმდაც ეს სტატიაც მაგ ფილმიდან გაქვს ამოხვეული. ანიმაციებიც კი მაგ ფილმიდან გაქვს მიკრული სტატიაში. ასე რომ მე კი არა ეგ შენ გაქვს ჩახვეული ტაისონი. შენთვის “ტასონ სკაზალ-ბოგ სკაზალ” პონტია. თავის ჭირს მე მაბრალებს 😀

                  გეუბნები, რომ ეგ ფილმი არის მიმართული კონკრეტული მიზნისკენ, დაგიდე მაგაზე სტატიები უკვე და თუ გადახედავ მიხვდები, რომ ტაისონი ჯორდანო ბრუნოსთან დაკავშირებით უბრალოდ ცრუობს. ფილმი არის ლიბერალური მედიის დაკვეთით გადაღებული, რომელშიც აშკარაა, რომ ქრისტიანობა უნდა გამოეყვანათ სრულიად ნეგატიურ ჭრილში, ქრისტიანობა რაღაც ბოროტების მანქანად, ქალი მეცნიერრების პირველ პლანზე წამოყენება და რა თქმა უნდა ლამის იმის მტკიცება, რომ თითქოს აზიელებმა ჩაუყარეს მეცნიერებას საფუძვლები. გილგამეში ყოფილა ნიუტონი, დეკარტე და ლაბინიცი ერთად აღებული. ჩვეულებრივი ლიბერალური მედიის მიერ დაკვეთით გადაღებული პოლიტკორექტული ფილმია. ვითომ რა საჭირო იყო საერთოდ ბრუნოსთვის ამდენი დროის დათმობა, ან იმის მტკიცება და მაყურებლის შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს დიდ მეცნიერზე საუბრობდა. ან მულტი სამყაროებზე საუბარი, მაშინ როცა მულტი სამყაროები არ არის მეცნიერება და დაგისაბუთე რატომაც არ არის. ეგრე უამრავი თეორია არსებობს პულსირებადი სამყაროს თეორია, მემბრანების თერია და ა.შ. ნეტა რატომ ისინი არ ახსენა. ან მაგ ფილმში რომ ახსენებს მეცნიერებს მაიკლ ფარადეის და ჯეიმს კლერკ მაქსველს, რატომ მაგაზე არ ამახვილებ ყურადღებას? ეს ორი უდიდესი მეცნიერი ქრისტიანები იყვნენ და თანაც ისეთი ქრისტიანები, რომ დარვინის თეორიასაც მშვენივრად იცნობნენ, მაგრამ რატომღაც ქრისტიანები იყვნენ, და საერთოდაც ფარადეი ეკლესიაში ქადაგებდა კიდეც ისეთი მორწმუნე ქრისტიანი იყო, არ გიჩნდება კითვა, რატომ ამაზე არ გაამახვილა ყურადღება ტაისონმა როცა ფარადეიზე საუბრობდა, რატმ არ თქვა, რომ ფარადეი ისევე როგორც დიდესი მეცნიერი მაქსველი რომელმაც ფარადეის აღმოცენები მათემატიკურად დასაბუთა ძალიან ღრმამორწმუნე ქრისტიანები იყვნენ და რატომ არ ისაუბრა მაგდენივე მის რწმენაზე. რა ვიცი ეკლესია კი გამოიყვანა რატომღაც “მეცნიერების” მტრად, მაშინ როცა ფაქტია, ჯორდანო ბრუნოს შემთვევაში არავითარი კონფლიქტი ეკელსიას და მეცნიერებას შორის არ ყოფილ :

                  Did “Cosmos” Pick the Wrong Hero?
                  http://blogs.discovermagazine.com/outthere/2014/03/10/cosmos-pick-wrong-hero/#.Wf87n9eWbcs

                  What ‘Cosmos’ Got Wrong About Giordano Bruno, the Heretic Scientist
                  https://motherboard.vice.com/en_us/article/wnj5wb/giordano-bruno-cosmos-heretic-scientist

                  Cosmos and Giordano Bruno: the problem with scientific heroes
                  https://www.theguardian.com/science/the-h-word/2014/mar/14/cosmos-history-science-giordano-bruno-danger-heroes

                  Like

                  1. მორწმუნე იყო თუ არა, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. რა ბედი ეწია ინკვიზიციისგან და რატომ, შემახსენე თუ არ დაგეზარება.

                    ანიმაციები იმიტომ მაქვს ამოღებული, რომ მანდაც იყო ეს საკითხი განხილული. რა არ მოგწონს, ვერ ვხვდები 😀 ფაქტობრივი უზუსტობა თუა, გისმენ

                    ლიბერალურ მედიაზე გამეცინა, ფოქსის დაკვეთითაა გადაღებული

                    Like

                    1. Andresklaus

                      ერთი კაცი რომ გყავთ ამოჩემებული, მე წარმოგიდგენ მილიონ ფაქტს იმისას თუ როგორ ხოცავდნენ ათეისტები მოწრმუნეებს და რა ვქნათ ეხლა, ესეიგი მთელი ათეიზმი უნდა გავასამართლოთ? მილიონობით მოწრმუნე დახოცეს ათეისტებმა, მარტო საბჭოთაკავშირში ათეისტებმა იმდენი მორწმუნე დახოცეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მორწმუნეები იყვნენ, რომ მთელი ინკვიზიციის არსებობის მანძილზე მაგდენი ადამიანი არათუ არ დაუხოცავთ,, არამედ არც კი გაუსამართლებიათ, აღარაფერს ვამბობს ჩინეთზე, ესპანეთზე და ა.შ. და რაც მთავარია, არსებობს ფაქტები იმის, რომ ინკვიზიციის სასამართლოებიდან 80% გამამართლებელი განაჩენი არის დამდგარი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იმ დროის მსოფლმხედველობის კონტექსტში სასამართლოები კანონის შესაბამისად და სამართლიანად მიმდინარეობდა, რასაც ვერ ვიტყვით ათეისტური საბჭოთა კავშირის შემთხვევაში (საბჭოთაკავშირი ოფიციალურად ათეისტური ქვეყანა იყო) სადაც არც ერთი გამამართლებელი განაჩენიც კი არ დამდგარა, არც ერთი! ასე რომ ინკვიზიციის ცოდვებზე აპელირება და იმავე დროს ათეისტების დანაშეულების მიჩქმალვა არ გამოვა.

                      რაც შეეხება ფოსს, ფოქსი რომ ლიბერალური მედიის ფრთაა ეხლა გაიგე? მართლაც პარალელურ სამყაროში ცხოვრობთ როგორც ჩანს, სრულიად დაზომბირებულხართ უკვე.

                      Like

                    2. Andresklaus

                      არმოგიდგინე მაგერ იმის დამადასტურებელი ფატები, რომ ბრუნო არ ყოფილა მეცნიერი, შენ კი ისევ იმავეს გაიძახი გინდა თუ არა ბრუნო დიდი მეცნიერი იყოო. წაიკითხე მაინც ბმულები? რომ აქართულებ სტატიებს, ეს ტექსტებიც რომ გადმოგექართულებინა არ გაწყენდათ ათეისტებს. არც მეტი არც ნაკლები ამით იმ მითს მაინც გააქარწყლებდი რისიც დღემდე სჯერათ ათეისტებს და მათ შორის ფილმ “კოსმოსის” ავტორ დიდ მეცნიერ დეგრას ტაისონს.

                      კაცმა რომ გკითხოთ ჭეშმარიტების ძიებით ხართ დაკავებულნი… ზედა კომენტარებში წარმოგიდგინე სიმართლე, მაგრამ შენ რატომღაც ისევ გაიძახი, რომ ბრუნო დიდი მეცნიერი იყო.

                      აი აგერ არის მეცნიერების სია, რომლებიც ათეისტურ რეჟიმს შეწირნენ. განსხვავებით ბრუნოსგან ესენი ნამდვილი მეცნიერები იყვნენ, მაგრამ რატომღაც ამ ხალხის შესახებ კრინტის დაძვრაც არ გსურთ. გინდ უდიდესი მეცნიერი ლავუაზიე, იქნებ შენც შეგვახსენო ის თუ რა უქნეს ათეისტმა განმანათლებლებმა? ვითომ რა, რადგან ცეხლზე დაწვა უფრო საშინლად ჟღერს ვიდრე გილიოტინა ან ტყვია შუბლში, მაგიტომ უნდა ჩავთვალოთ, რომ ბრუნო უფრო არის მეცნიერებისთვის და თავისუფალი აზროვნებისთვის წამებული ვიდრე ლავუაზიე ან კომუნისტი ათეისტების მიერ ათასობით დახვრეტილი მეცნიერი? ან იქნებ ის თქვა, რომ კომუნისტები ნამდვილი ათეისტები არ იყვნენ და მხოლოდ თქვენ (ვინც სხვა ადამიანების აღმოჩენების შესახებ სტატიებს აქართულებთ) ისნი ხართ ნამდვილი ათეისტები?

                      РЕПРЕССИИ ЧЛЕНОВ АКАДЕМИИ НАУК
                      http://www.ihst.ru/projects/sohist/repress/academy.htm

                      ДАННЫЕ О РЕПРЕССИЯХ ПРОФЕССОРОВ.
                      http://www.ihst.ru/projects/sohist/repress/professors.htm

                      Репрессии сотрудников Ленинградского физико-технического института (ЛФТИ)
                      http://www.ihst.ru/projects/sohist/repress/geo968.htm

                      Сотрудники АН Беларуси, пострадавшие в период сталинских репрессий.

                      Click to access belan.pdf

                      УЧЕНЫЕ, РАССТРЕЛЯННЫЕ В МОСКВЕ
                      http://www.ihst.ru/projects/sohist/repress/mos.htm

                      РЕПРЕССИРОВАННЫЕ РУКОВОДИТЕЛИ ИНСТИТУТОВ
                      http://www.ihst.ru/projects/sohist/repress/director3.htm

                      Like

                    3. Andresklaus

                      ამხელა სტატია რომ დაწერე, გეოლოგმა ქალებმა დედამიწის რუკა შეადგინეს და აღიარება ვერ ჰპოვესო. აგერ მეგობარო გეოლოგებმა აღიარება კი არა იმის გამო, რომ გეოლოგები იყვნენ ათეისტებმა დახვრიტეს! იქნებ ამაზეც დაგეწერა სტატია სამომავლოდ? თუ რუსული არ იცი მე გადმოგითარგმნი. რაო რა ესენი აღარ ითვლებიან რეპრესიების მსხვერპლად და მხოლოდ ბრუნო არის მეცნიერებისთვის წამებული?

                      სიაში უამრავი რეპრესირებული ადამიანი არის წარმოდგენილი, მაგრამ როგორც ჩანს ტქვენთვის ამ ადამიანთა სია უბრალოდ სტატისტიკაა და მხოლოდ ბრუნოა ტრაგედია:
                      РЕПРЕССИРОВАННЫЕ ГЕОЛОГИ
                      http://www.ihst.ru/projects/sohist/repress/geo968.htm

                      რამდენიც არ უნდა ამტკიცო, თითქოს ის ადამიანები ვინც ეს გააკეთა ათეისტები არ იყვნენ ტყუილი იქნება. ფაქტია, რომ ეკლესიებს მორწმუნეები არ აფეთქებდნენ და არც მორწმუნეებს დაუხვრიტავთ ათასობით მეცნიერი და სასულიერო პირი.

                      Like

                    4. Andresklaus

                      თუ ეს უშველებელი სიები არ არის საკმარისი იმის დასტურად, რომ ათეისტები მეცნიერებს განსხვავებული შეხედულებების გამო ჰქონდათ და სასულიერო პირებს მხოლოდ იმის გამო, რომ მორწმუნეები იყვნენ, მაშინ შემიძლია დამატებით კიდევ უამრავი ფაქტობრივი მტკიცებულება წარმოგიდგინო ამის დასტურად.

                      წადი არქივში და გადახედე, მარტო საქართველოში ასობით სასულიერო პირი დახვრიტეს, მხოლოდ იმის გამო დახვრიტეს, რომ მღვდლები იყვნენ. თუ არქივში გეზარება წასვლა, ნებისმიერ ქართველ ისტორიკოსს ჰკითხე, ხოცავდნენ თუ არა ათეისტები სასულიერო პირებს. ეკლესიას რომ მორწმუნე არ დაანგრევს და მით უმეტეს არ აფეთქებს ეს ხომ ცხადია. ამიტომ ვერ გამოვა იმის მტკიცება, თითქოს ის ადამიანები ათეისტები არ იყვნენ. ამის მტკიცება მართლაც რომ ალოგიკურობა იქნება. ხომ ძალიან გიყვართ ამ ორი სიტყვის ხსენება “ლოგიკა, არგუმენტები, ლოგიკა არგუმენტები” მანდ არის არგუმენტებიც და ისიც სავსებით ლოგიკურია, რომ ეკლესიებს ათეისტები აფეთქებნენ და არა ქრისტიანები.

                      Like

                    5. Andresklaus

                      თუ ეს უშველებელი სიები არ არის საკმარისი იმის დასტურად, რომ ათეისტები მეცნიერებს განსხვავებული შეხედულებების გამო ხოცავდნენ და სასულიერო პირებს მხოლოდ იმის გამო, რომ მორწმუნეები იყვნენ, მაშინ შემიძლია დამატებით კიდევ უამრავი ფაქტობრივი მტკიცებულება წარმოგიდგინო ამის დასტურად.

                      წადი არქივში და გადახედე, მარტო საქართველოში ასობით სასულიერო პირი დახვრიტეს, მხოლოდ იმის გამო დახვრიტეს, რომ მღვდლები იყვნენ. თუ არქივში გეზარება წასვლა, ნებისმიერ ქართველ ისტორიკოსს ჰკითხე, ხოცავდნენ თუ არა ათეისტები სასულიერო პირებს. ეკლესიას რომ მორწმუნე არ დაანგრევს და მით უმეტეს არ აფეთქებს ეს ხომ ცხადია. ამიტომ ვერ გამოვა იმის მტკიცება, თითქოს ის ადამიანები ათეისტები არ იყვნენ. ამის მტკიცება მართლაც რომ ალოგიკურობა იქნება. ხომ ძალიან გიყვართ ამ ორი სიტყვის ხსენება “ლოგიკა, არგუმენტები, ლოგიკა არგუმენტები” მანდ არის არგუმენტებიც და ისიც სავსებით ლოგიკურია, რომ ეკლესიებს ათეისტები აფეთქებნენ და არა ქრისტიანები.

                      Like

                    6. Andresklaus

                      კიდევ მომიწია კომენტარის გამეორება ედიტის უქონლობის გამო. იმედი მაქვს ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ.

                      Like

        2. Andresklaus

          სიმართლე თუ გაინტერსებს ეს იდეა პარალელური სამყაროების შესახებ სულაც არ ეკუთვნის ჯორდანო ბრუნოს, ამაზე ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში ეკლესიის მღვდელი კუზანელი მსჯელობდა და ისიც ჰიპოტეტურ კონტექსტში, მისი მსჯელობები წმინდა სამეცნიერო ხასიათს ატარებდა, რაც შეეხება ბრუნოს იდეას , ბრუნო საერთოდ არ საუბრობდა ამ სამყაროს მიღმა არსებულ პარალელურ სამყაროებზე, ის მრავალსამყაროებში “ზმის სისტემის” მსგავს სამყაროებს გულისხმობდა და მით უმეტეს მას ვარსკვლავები ცოცხალ ღვთაებებად მიაჩნდა, ამიტომ ჯორდანო ბრუნოსგან მეცნიერის , მით უმეტეს დიდი მეცნიერის გამოყვანა უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ რას ვიზავთ შეიძლებელიც შესაძლებელი ყოფილა დეგრას ტაისონისთვის და კომუნისტებისთვის, დიახ კომუნისტებისთვის, რადგანაც ჯერ კიდევ კომუნისტები ქადაგებდნენ, რომ ჯორდანო ბრუნო დიდი მეცნიერია და რომ ის მეცნიერებას შეეწირა. რაც უბრალოდ ათეისტური მითია და სხვა არაფერი. ჯორდანო ბრუნოს და ეკლესიის ბრძოლა არ იყო მეცნიერბასა და აკლესიას შორის ბრძოლა, ეს იყო ორ რელიგიურ დოქტრინას შორის ბრძოლა, ჯორდანო ბრუნო ქრისტიანი ბერის ამპლუაში პანტეიზმს ქადაგებდა და ამაზე მრავალჯერ იყო გაფრთხილებული, რომ შეშვებოდა მსგავს ავანტიურას, მაგრამ ბრუნო თავისას არ იშლიდა და მაინც ქადაგებდა, რომ მზე არის ღვთაება და ვარსკვლავები კი ანგელოზები არიან. ეს თუ მეცნიერაბაა მაშინ კი ბრუნო დიდი მეცნიერია. მე კიდევ მგონია, რომ ბრუნო სწორედ ანტიმეცნიერებას ქადაგებდა, ვინაიდან ქრისტიანული ეკლესიისთვის მზე ყოველთვის უბრალოდ მკვდარი მატერია იყო , ისევე როგორც სხვა პლანეტები, ბრუნო კი საპირისპიროს ამტკიცებდა. შესაბამისად გამოდის რომ ეკლესია უფრო იცავდა მეცნიერებას, ვიდრე ბრუნო. არ ვამართლებ რა თქმა უნდა მის დასჯას, მაგრამ დეგრას ტაისონის ქადაგებებში , რომ თითქოს ბრუნო დიდი მეცნიერი იყო და მეცნიერებას ემსხვერპლა, მსუბუქად რომ ვთქვათ ერთი მტკაველი სიმართლეც არ არის:

          Космология Бруно

          Рекомендуем по этой теме:
          FAQ: История создания небесной механики
          В области естественных наук больше всего известны его сочинения о бесконечности миров. Но при этом какие это миры? Планеты для него именно в герметической традиции — это живые божественные существа, которые вращаются по своей воле и имеют магические свойства. Сконструировать из его взглядов какую-то научную систему практически невозможно, потому что его мировоззрение прежде всего оккультное, мистически, а не эмпирически «научное». И не математическое. Это, собственно говоря, ему инкриминировала инквизиция с церковной точки зрения.

          Другое дело, что не сохранилось официального протокола процесса над Джордано Бруно. У нас есть лишь отрывочные сведения. Чаще всего приводят свидетельства довольно известного человека — Гаспара Шоппе, который присутствовал при его казни и по памяти записал те обвинения, которые зачитывались, но самого текста инквизиционного трибунала у нас нет. Поэтому мы даже толком не знаем, что ему инкриминировали. Известно, что в обвинении было восемь пунктов, а работал над этим приговором не кто-нибудь, а Роберто Беллармино, который, помимо того что был кардиналом, являлся также одним из крупнейших богословов Католической церкви, — это очень серьезный ученый-систематик того времени. Беллармино должен был очень хорошо поработать, чтобы из всех сочинений Бруно извлечь эти еретические тезисы. Но, к сожалению, мы не располагаем достоверными сведениями о результате работы инквизиции.

          https://postnauka.ru/faq/43373

          Like

          1. მეცნიერებას არ ჭირდება რელიგიის მფარველობა, მეცნიერებაში ცენზურის გარეშე უნდა ხდებოდეს იდეების წამოყენება და შემდეგ მეცნიერული მეთოდით დატესტვა და რეცენზირებით (Peer review) შეფასება. მაგრამ რელიგიას რომ ქონდა მონოპოლია და თავის ხოშზე ფილტრავდა ჰიპოთეზებსა და ნაშრომებს, რა თქმა უნდა ასე ვერ მოხდებოდა.

            Like

            1. Andresklaus

              “მეთოდით დატესტვა და რეცენზირებით (Peer review) შეფასება”

              კი მაგრამ ეს გაფილტვრა დღემდე ხდება და მით უმეტეს თავად სამეცნიერო მეთოდიც რწმენის საკითხია, ამას დიდი მოაზროვნეები კაი ხნის წინ და ამაზე დავდე უკვე პოსტი, როგორც ჩანს აქაც მომიწევს გამეორება , ამას მიხვდნენ უკვე კაი ხნის წინ ისეთი დიდი მოაზროვნეები როგორიც იყო კუტ გედელი და ჰუიმი :

              “საკითხთანაა დაკავშირებული XVIII საუკუნის ცნობილი შოტლანდიელი ფილოსოფოსის დევიდ ჰიუმის სახელი. მან დაასაბუთა, რომ ინდუქციის გამოყენების რაციონალური დამტკიცება შეუძლებელია და ჩვენი ნდობა ამ პრინციპისადმი ფაქტობრივად ბრმა რწმენაზეა დაფუძნებული. თუ ჰიუმი მართალია, მაშინ ის ფუნდამენტი, რაზეც მეცნიერებაა დაფუძნებული, არ გამოიყურება ისე მყარად, როგორც გვეჩვენება. ეს საკითხი ფილოსოფიაში ცნობილია ჰიუმის პრობლემის სახელით და მიუხედავად მრავალი მცდელობისა ღიად რჩება.

              აქედან გამომდინარე ზემოთ ნახსენები არგუმენტი ჩვენი ოპონენტებისა, რომ ‘რწმენა’ არის სხვა არაფერი თუ არა სავსებით თავისუფალი მიღება იმ დებულებებისა, რომელთა შესახებ არ არსებობს დაკვირვებითი სიცხადე – და მისი დაპირისპირება მეცნიერებასთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მეცნიერების ფილოსოფიურ კონტექსტში განხილვისას. ანუ, არა მარტო რელიგია, არამედ ბუნებისმეტყველების ერთერთი უმთავრესი მეთოდი – ინდუქციის მეთოდი, ბრმა რწმენას ეფუძნება. ეს საკითხი ძალიან საინტერესოა, რადგან მის უფრო სიღრმისეულ განხილვას მივყავართ ფუნდამენტურ კითხვამდე: რატომ ვართ დარწმუნებული, რომ სამყარო პრინციპში შეცნობადია? და რაც მთავარია ეს კითხვა ეხება როგორც ბუნებისმეტყველს ისე მორწმუნეს. მოცემულ კითხვაზე შესაძლოა ასეთი პასუხი მოიძებნოს: თავად ბუნებისმეტყველება მოწმობს, რომ სამყარო შეცნობადია – უამრავი ფიზიკური კანონი და მათი ექსპერიმენტული შემოწმებაა ამისი დასტური. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ პასუხში გამოყენებულია ისევ ინდუქციის პრინციპი: ვინაიდან აქამდე მეცნიერების გამოცდილება აჩვენებდა რომ სამყაროს შეცნობა შესაძლებელია ჩვენ ვასკვნით, რომ მისი შეცნობა შესაძლებელია პრინციპში. სახეზეა ერთგვარი ჩაკეტილი წრე, საიდანაც მკაცრი მათემატიკური გამოსავალი წმინდა რაციონალურ დონეზე, ჰიუმის აზრით, არ არსებობს.”

              Like

              1. მეცნიერული მეთოდი არის საუკეთესო მეთოდი, რომლითაც სამყაროს შეცნობა არის შესაძლებელი. უკეთესი თუ გაგაჩნია, გისმენ. ან ნაშრომის სახე მიეცი და ნობელს თუ არა, რამე ავტორიტეტულ ჯილდოს გამოკრავ ხელს

                Like

                1. Andresklaus

                  ფაქტია რომ ვერ ხვდები რაზე ვსაუბრობ ან უბრალოდ არ გსურს გაგება. მეცნიერებას კი არ უარჰყოფს ვინმე? არამედ უფრო სიღრმისეულად მსურს საკითხის ჩვენება. რატომ არის ეს შენთვის გაუგებარი არ მესმის. ანუ ჩემთვის მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს საერთოდ არ აწინააღმდგება, ვინიადან მეცნიერებაც კი საბოლოო ჯამში რწმენის საკითხია. ამას მიხვდნენ არამხოლოდ უდიდესი ფილოსოფოსები, არამედ ისეთი დიდი მათემატიკოსები როგორებიც არიან დეკარტე და კუტ გედელი, ანუ ჩვენ არსაიდან არ ვიცით რეალურად სამეცნიერო მეთოდი სწორია თუ არა და არამხოლოდ ეს არ ვიცით , არამედ ისიც კი არ ვიცით თუ რატომ არის ეს სამყარო შეცნობადი და ამას აინშტაინიც კი ამბობდა. აინშტანისაც კი არ ჰქონდა პასუხი იმაზე თუ რატომ არის ეს სამყარო შეცნობადი:

                  “The most incomprehensible thing about the world is that it is comprehensible.”

                  ცოტა სიღმისეულად რომ შეგეხედა საკითხისთვის არ ჯობია? რენე დეკარტემ, კურტ გედელმა და აინშტაინმა შეხედეს ასე და შენ თუ იმის თქმა გსურს რომ რასაც ეს ხალხი ვერ ჩაწვდა ბოლომდე შენ ცაწვდი მაგ ყოველივეს მაშინ მართლაც უაზრობა ყოფილა შენთან საუბარი. მე ვიმეორებ, რომ მე აქ ღმერთის არსებობის დამტკიცებას არ ვცილობ, უბრალოდ გეუბნები იმას რაც არის და რა ფილოსოფიური საკითხების წინაშეც დგანან მეცნიერები:

                  Like

                2. Andresklaus

                  ადრე თუ გვიან როგორც სკეპტიკოსი შენც დადგები ამ კითხვების წინაშე, იკითავ : “რატომ არის ეს სამყარო შეცნობადი?” რაო გაქვს უკვე ამაზე პასუხი? შენ ახალგაზრდა სკეპტიკოსი ხარ და გაკმაყოფილებს ესეთი პასუხები, მაგრამ ბებერ სკეპტიკსებს არ აკმაყოფილებდათ ასეთი ზედაპირული პასუხები. საიდან ვართ დარწმუნებულნი, რომ მაინცდამაინც ისეთია სეს სამყარო, როგორსაც ჩვენ აღვიქვავთ? საიდან იცის შემთვევითობის შედეგად ფორმულირებულმა ნაცრისფერ-ვარდისფერმა ნივთიერებამ, რომ სამყაორი ისეთია, როგორიც ჩვენ გვგონია? რატომ არ შეიძლება რომ კარგი ლოგიკა ისეთივე შეცდომა არ იყოს , როგორც ცუდი ლოგიკა? ჩვენი ტვინიც ხომ უბრალოდ მატერიაა , ატომების გროვა და ქიმიური პროცესების ცირკულაცია, თნაც ეს ყოველივე შემთხვევითობის შედეგად ფორმულირებული მექანიცმია ამიტომ საკითხავია, რატომ არ შეიძლება რომ ეს ცირკულაცია ცდებოდეს ყველაფერში?

                  Like

            2. Andresklaus

              ამაზე ერთ ერთი წამყვანი ბიოლოგი ერვი ჩარგაფი საკმაოდ საყურადღებო ტექსტს წერდა:

              «Что ново — то истинно» — эта иллюзия исказила сам смысл научного исследования. Стремление быть постоянно «на гребне волны» несовместимо с поисками истины о природе, а эти поиски и есть наука; когда говорят: «Теперь это уже не истина», истины нет вообще. Несколько лет назад я слышал, как один мой видный коллега объявил на научном съезде: «Результаты, о которых я докладывал в прошлом году, были основаны на фактах, которые теперь не имеют места». Такая форма отречения пришлась бы очень кстати Галилею и не вызвала бы возражений у инквизиции. Наша нынешняя литература до краев полна фактами, но я боюсь, что многие из них уже «не имеют места». И если хваленое самоочищение науки теперь прекратилось, то это только отчасти вызвано все возрастающей сложностью все хуже излагаемых экспериментов. В гораздо большей степени это результат той атмосферы спешки и гонки, в которой сейчас часто ведутся исследования: в «чаду безумств, балов и баловства» (Байрон. «Дон Жуан»).

              Эрвин Чаргафф “Белибердинское столпотворение”
              http://nature-wonder.livejournal.com/163387.html

              Like

            3. Andresklaus

              ვინც სერიოზლულად ერკვევა სამეცნიერო საკითხებში კერძოდ მათემატიკაში, ყველამ იცის, რომ თავად სამეცნიერო მეთოდის მეშვეობით სამეცნიერო მეთოდის სისწორის დამტკიცება შეუძლებელია:

              “В советское время среди прочих атеистических штампов очень популярна была идея о том, что религия — это торжество абсурда, что она никак не совместима с логическим мышлением, а логическое мышление — это основа основ, в мире есть только то, что описывается логикой. И вот я изучаю математическую логику, изучаю теорию числовых систем. Что же оказывается? Наши обыденные представления о логике поверхностны! Эта привычная нам логика неплохо работает на бытовом уровне, но если копнуть глубже — возникают неразрешимые парадоксы. И более того: оказалось, что с помощью логики невозможно доказать истинность самой логики! Об этом говорит знаменитая теорема Гёделя о неполноте формальных систем. Цепочка логических доказательств может тянуться сколь угодно далеко, но у нее все равно есть начало, все равно есть некие исходные посылки, доказать которые невозможно. Невозможно в принципе!”

              ტექსტი მათემატიკოსის სტატიიდან “ღმერთი და გედელის თეორემა”

              Like

        3. Andresklaus

          ასვე გირჩევ შემდეგ სტატიებს გადახედოთ იმ ადამიანებმა ვისაც დღემდე გაჯერებენ, რომ თითქოს ბრუნო მეცნიერებისთვის წამებულია:

          ჯორდანო ბრუნო – ჰელიოცენტრიზმის მსხვერპლი?

          ჯორდანო ბრუნო – ჰელიოცენტრიზმის მსხვერპლი? (ნაწილი პირველი)

          ასევე შემდეგ სტატიებს დეგრას ტაისონის და მისი მითების შესახებ, რომ თიტქოს ბრუნო დიდი მეცნიერი იყო:

          Did “Cosmos” Pick the Wrong Hero?
          http://blogs.discovermagazine.com/outthere/2014/03/10/cosmos-pick-wrong-hero/#.Wf87n9eWbcs

          What ‘Cosmos’ Got Wrong About Giordano Bruno, the Heretic Scientist
          https://motherboard.vice.com/en_us/article/wnj5wb/giordano-bruno-cosmos-heretic-scientist

          Cosmos and Giordano Bruno: the problem with scientific heroes
          https://www.theguardian.com/science/the-h-word/2014/mar/14/cosmos-history-science-giordano-bruno-danger-heroes

          Like

        4. Andresklaus

          რაც შეეხება პარალელურ სამყაროებს:

          “ვინაიდან ათეისტების აზრით სამყაროების რაოდენობა უსასრულოა, რომლებიც ფიზიკურ სიდიდეთა ყველა შესაძლო სიმრავლეებს შეიცავენ, ცხადია იარსებებს ისეთი სამყარო, სადაც ყველა პირობა ზედმიწევნით კარგადაა შერჩეული გონიერი სიცოცხლის არსებობისთვის. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ მართლაც რჩება შთაბეჭდილება, რომ პარამეტრთა ფაქიზი შერჩევა მარტო ღმერთის არსებობის შემთხვევაში კი არაა შესაძლებელი, არამედ კიდევ არსებობს სხვა ვარიანტებიც. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი პარალელური სამყაროები ერთმანეთთან არანაირად არ ურთიერთქმედებენ, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერიმენტის წყალობით რომელიმე პარალელური სამყაროს აღმოჩენა – ეს სამყაროები პრინციპულად (და არა რაიმე ტექნოლოგიური პრობლემის გამო) დაუკვირვებადნი არიან. აქ კი უპრიანი იქნებოდა გავიხსენოთ თუ რა მოტივით ამბობენ უარს მატერიალისტები ღმერთის იდეაზე – მისი დაუკვირვებადობის გამო. მაშ ასე: იმისათვის, რომ უარი თქვან ერთ დაუკვირვებად კატეგორიაზე (ღმერთზე), მატერიალისტებს შემოჰყავთ უსასრულო რაოდენობის დაუკვირვებადი კატეგორია (სამყარო), რაც ნამდვილად გაუგებარს ხდის ჩვენდამი მათ პრეტენზიას.

          უილიამ ოკამი

          უფრო მეტიც, აღნიშნული საკითხის ფილოსოფიურ ჭრილში გააზრებას კიდევ უფრო საინტერესო მდგომარეობამდე მივყავართ. ფილოსოფიაში დამკვიდრებულია პრინციპი (ოკამის პრინციპი), რომელიც უკავშირდება XIV საუკუნის ცნობილ ქრისტიან ბერს და ფილოსოფოსს უილიამ ოკამს. ეს პრინციპი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყლიბდეს: „ნუ ამრავლებ არსთა რაოდენობას აუცილებლობის გარეშე (ნუ დაუშვებ სიმრავლეს აუცილებლობის გარეშე)“ . მარტივად რომ ვთქვათ, იდეა მდგომარეობს შემდეგში: თუ რაიმეს ახსნა შესაძლებელია ნაკლები დაშვებების ფარგლებში, უადგილოა მეტი დაშვებებით მისი ახსნა. თუ ამ პრინციპს მივუყენებთ მრავალსამყაროიან მოდელს, რათა ავხსნათ ზუსტი დამთხვევები ფიზიკური პარამეტრებისა, აღმოჩნდება, რომ იგივეს ახსნას გვთავაზობს გაცილებით ნაკლები დაშვებების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც დაუკვირვებადი ერთი კატეგორიაა – ღმერთი. შესაბამისად, მრავალსამყაროიანი მოდელი ავტომატურად გადავარდება შესაძლო მოდელების სიიდან და ადგილს დაუთმობს გაცილებით „მარტივ“ კონცეფციას.”

          Like

          1. რა ათეისტების აზრით? 😀 მულტისამყარო არის მეცნიერებაში არსებული ჰიპოთეზა, რომელსაც ნაწილი ემხრობა. რა შუაშია ათეისტები?

            Like

            1. Andresklaus

              მე მგონი პასუხი ნათელია, თუ ეს ჰიპოტეზანამდვილად მეცნიერული ჰიპოტეზაა, მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ღმერთის არსებობის ჰიიპოტეზაც მეცნიერაბად ჩაითვალოს და არა უბრალოდ რწმენად? ჰიპოტეზა ცარიელ სიბრტყეზე ხომ არ იგება, რაღაც რეალური ფაქტი ხომ უნდა არსებობდე ს მის გასამყარებლად?

              გარკვევით წერია მემგონი: “რომ ასეთი პარალელური სამყაროები ერთმანეთთან არანაირად არ ურთიერთქმედებენ, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერიმენტის წყალობით რომელიმე პარალელური სამყაროს აღმოჩენა – ეს სამყაროები პრინციპულად (და არა რაიმე ტექნოლოგიური პრობლემის გამო) დაუკვირვებადნი არიან. აქ კი უპრიანი იქნებოდა გავიხსენოთ თუ რა მოტივით ამბობენ უარს მატერიალისტები ღმერთის იდეაზე – მისი დაუკვირვებადობის გამო. მაშ ასე: იმისათვის, რომ უარი თქვან ერთ დაუკვირვებად კატეგორიაზე (ღმერთზე), მატერიალისტებს შემოჰყავთ უსასრულო რაოდენობის დაუკვირვებადი კატეგორია (სამყარო), რაც ნამდვილად გაუგებარს ხდის ჩვენდამი მათ პრეტენზიას.”

              მეცნიერბა ხომ არის ფაქტები თუ უბრალოდ რწმენაა? თუ შეიძლება ეხლა გეთაყვა წარმომიგინეთ ერთი მინიმალური სამეცნიერო ფაქტი იმის, რომ შესაძლებელია პარალელური სამყაროები არსებობდეს? ნეტა რითი განსხვავდება პარალელური სამყაროების არსებობის რწმენა ღვთის რწმენისგან? ათეისტები ხომ ამტკიცებენ, რომ რადგანაც ღმერთის არსებობის არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება არ გვავს ხელთ, ესეიგი ეს ნიშნავს, რომ ის არ არსებობს, და შესაბამისად ეს ნიშნავს რომ ღვთის რწმენა ანტიმეცნიერებაა. ხომ ასეა?

              კარგი, ჩავთვალოთ რომ ასეა, მაგრამ თუ შეიძლება ერთი მცირედი მტკიცებულება მაინც წარმომიდგინეთ პარალელური სამყაროების არსებობის და პირობას ვიძლევი ვაღიარებ, რომ ეს ნამდვილად მეცნიერების საკითხია და არა უბრალოდ რწმენის.

              გელოდებით, თუ შეიძლება წარმომიდგინეთ ერთი მცირედი მტკიცებულება მაინც.

              Like

            2. Andresklaus

              ან კიდევ ჰოკინგის მტკიცება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს არაფრისგან სპონტანურად შეიქმნა სამყარო და რომ თითქოს ეს გრავიტანციამ გააკეთა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ აშკარაა, რომ ჰოკინგი ჯერ პარალელური სამყაროების ჰიპოტეზით ცდილობდა ღმერთის ჩანაცვლებას, არაფერი რომ არ გამოუვიდა და ვერ დაამტკიცა პარალელური სამყაროების არსებობა, შემდეგ გრავიტაციით შეეცადა ღვთის ცანაცვლებას, რაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად ალოგიკური და საკმაოდ სუსტი მცდელობაა:

              “სტივენ ჰოუკინგის თანახმად, არა ღმერთის ნება, არამედ ფიზიკის კანონები გვაძლევენ რეალურ ახსნას იმისა, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე. ის ასაბუთებს, რომ დიდი აფეთქება ამ კანონების გარდაუვალი შედეგი იყო „იმის გამო, რომ არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის კანონი გრავიტაციისა, სამყაროს ძალუძს და ეს გარდაუვალია, რომ ის შექმნის საკუთარ თავს არაფრისგან.“

              სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ჰოუკინგის არგუმენტი წინააღმდეგობრივია, ის ამავე დროს არცთუ ახალია. წლების მანძილზე, სხვა მეცნიერებიც აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს, რომ გასაოცარი, დახვეწილი შემოქმედებითობა ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსი შეიძლება ინტერპტეტირებული იქნას მხოლოდ ისეთი ფიზიკური კანონების მეშვეობით, როგორიცაა გრავიტაცია. ეს არის მარტივი მიდგომა, თუმცა ჩვენს სეკულარულ საუკუნეში როგორც ჩანს, მხარდაჭერითაც სარგებლობს სკეპტიკურ პუბლიკაში.
              მაგრამ, როგორც მეცნიერი და ქრისტიანი, მე უნდა ვთქვა, რომ ჰოუკინგის პრეტენზია არასწორია. ის ჩვენგან ითხოვს არჩევანის გაკეთებას ღმრთსა და ბუნების კანონებს შორის, თითქოს ისინი ერთმანეთთან აუცილებელ კონფლიქტში მოდიან.

              საწინაარმდეგოდ ჰოუკინგის მიერ გამოთქმული აზრისა, უნდა აღინიშნოს, რომ, ფიზიკურ კანონებს არასოდეს ძალუძთ სამყაროს სრული აღწერა. თავად კანონები არაფერს ქმნიან, ისინი მხოლოდ აღწერენ, თუ რა ხდება გარკვეულ პირობებში. რასაც ამბობს ჰოუკინგი, წარმოადგენს კანონების და ამ კანონთა საწყისის (დასაბამის მიმცემის) აღრევას ერთმანეთთან. ჩვენდამი მისი მოწოდება, რომ არჩევანი გავაკეთოთ ღმერთსა და ფიზიკას შორის, ოდნავ წააგავს ადამიანს, რომელიც, თვითმფრინავის ძრავას მუშაობის ასახსნელად, ითხოვს არჩევანი გავაკეთოთ აერონავტიკოს ინჟინერ სერ ფრენკ უიტლსა და ფიზიკურ კანონებს შორის. ეს კატეგორიათა აღრევაა, ფიზიკის კანონებს შეუძლიათ ახსნან, თუ როგორ მუშაობს რეაქტიული თვითმფრინავის ძრავა, მაგრამ ეს ძრავა ვიღაცამ უნდა ააწყოს, ჩაასხას საწვავი და გაუშვას. რეაქტიულ თვითმფრინავს ვერ ააწყობდნენ ფიზიკური კანონების გარეშე – მაგრამ მისი შექმნის ამოცანა ითხოვდა შუამავალს–აგენტს, უიტლის გენიის სახით.
              შესაბამისად, ფიზიკის კანონებს არ შეუძლიათ სამყაროს შექმნა. გარკვეული შუამავალი უნდა იყოს ჩართული საქმეში.

              მარტივ ანალოგიას შემოგთავაზებთ: ისააკ ნიუტონის კანონები მოძრაობის შესახებ არასოდეს აგზავნიან სნუკერის (ბილიარდის სახეობა) ბურთს მწვანე მაგიდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს ბილიარდის ჯოხის და მოთამაშეთა ხელების მოძრაობის წყალობით.
              ჰოუკინგის არგუმენტი უფრო ალოგიკურად მეჩვენება, როდესაც ის ამბობს, რომ გრავიტაციის არსებობა სამყაროს გარდაუვალ შექმნას ნიშნავსო. მაგრამ როგორ არსებობდა თავდაპირველად გრავიტაცია? ვინ შემოიტანა ის არენაზე? და რა შემოქმედებითი ძალა იდგა მისი დაბადების უკან?”

              P.S.

              რაც მთავარია ჰოუკინგის თეზა: „სამყაროს შექმნამდე არსებობდა ქმედითი კანონი“ ეწინააღმდეგება თეზას: „არსებობს მხოლოდ მატერია“.

              Like

            3. Andresklaus

              უცხო პლანეტელების არსებობის საკითხი მეცნიერების საკითხია თუ რწმენის როგორ ფიქრობ? თუ მეცნიერების საკითხია და არა რწმენის, მაშინ რატომ არ არსებობს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება იმის, რომ ისინი შეიძლება სადმე არსებობდნენ?

              ანუ ამაზე ალბათ პასუხი ასეთი იქნება, რომ რადგან ამდენი ვარსკვლავი და პლანეტარული სისტემა არსებობს, ესეიგი უცხოპლანეტელებიც უნდა არსებობდნ, ხომ ასეა? ამიტომ შესაბამისად ეს მეცნიერებაა და არა უბრალოდ რწმენა. კარგი ჯანდაბას ჩავთვალოთ რომ ვითომ ასეა, მაგრამ ჩნდება საპირსპირო კითხვაც, თუ უცხო პლანეტელები მართლა არსებობენ და ეს მართლაც მეცნიერების საკითხია და არა რწმენის, მაშინ რატომ არ არსებობს დღემდე არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება იმის, რომ სადმე უცხო პლანეტელები არსებობენ და მეტიც, რატომ არ არსებობს დღემდე არავითარი მტკიცებულება იმის, რომ საერთოდ სადმე რამე სიცოცხლის ნატამალი მაინც რასებობს ამ პლანეტის გარდა?

              ათეისტები ამაზე ხშირად ამბობენ, რომ ეს მომავლის საკითხია და რომ აი ადრე სწამდათ იმის-ამის და დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე დედამიწა მრგვალია. ეს არგუმენტი საკმაოდ ცნობილი არგუმენტია და ამ არგუმენტს ეწოდება არც მეტი არც ნაკლები “მომავალში გაქცევის არგუმენტი” – “აი მოვა დრო და უკვდავების წამალს შევქმნით” და მსგავსი ათეისტური არგუმენტები ყოველგვარ მეცნიერებას ცდება. მე მომავალი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, მე მაინტერესებს არის თუ არა ეხლა ამ რეალობაში (და არა პარალელურ სამყაროებში მცხოვრები ათეისტების რეალობაში) მათი არსბობის დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც და რატომ ითვლება ეს ყოველივე მეცნიერებად და არა უბრალოდ რწმენად?

              რაც ყველაზე მთავარია , კითხვა მიჩნდება ასეთი: ათეისტები ხომ თვლიან, რომ შესაძლებელია რეალურად არსებობდეს პარალელური სამყაროები, რომლებშიც სრულიად სხვა ფიზიკური კანონები მოქმედებს? საინტერსოა შესაძლებელია თუ არა , რომ რომელიმე მულტი სამყაროში არსებობდეს მაგალითად მფრინავი ვარდისფერი სპილოები?
              მეცნიერები ამბობენ, რომ პარალელურ სამყაროებში არათუ მფრინავი ვარდისფერი სპილოების არსებობა არის შესაძლებელი , არამედ უსასრულო რაოდენობის მაიმუნების, რომლებიც შექსპირის სონატებს წერენ და ასევე უსასრულო რაოდენობის ჩვენი იდენტური მეორე ნახევრებიც. იმედია გსმენია ამის შესახებ, ამიტომ საინტერესოა ეს საკითხი მეცნიერების საკითია თუ უბრალოდ რელიგიური რწმენის?

              თუ არ გსმენია ამ ჰიპოტეზის შესახებ შეგიძლია გაეცნო:
              https://ru.wikipedia.org/wiki/Теорема_о_бесконечных_обезьянах

              Like

              1. მდაჰ, ბევრ საკითხს ედები ერთდროულად.

                უცხოპლანეტელების არსებობა დამტკიცებული არ არის და არცერთი ნორმალური მეცნიერი არ გეტყვის, ვიცით რომ არსებობენო. ხდება პლანეტების ძიება, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია. კოსმოსური ზონდების გაგზავნა და კოსმოსური ტელესკოპების გაშვება ახლო კოსმოსის შესასწავლად და ა.შ. ანუ ამ საკითხის კვლევა მთლიანად მეცნიერულ ჩარჩოებშია მოქცეული. უფოლოგიაზე თუ გაქვს საუბარი, ეგ ფსევდომეცნიერებადაა აღიარებული. მეცნიერებაში ასტრობიოლოგია იკვლევს ამ საკითხს.

                ჰიპოთეზას მეცნიერული რომ ერქვას, მეცნიერულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ემპირიულად გადამოწმებადი უნდა იყოს. ღმერთის იდეა როგორ უნდა ჩამოაყალიბო მეცნიერულად? “არამატერიალური არსება, რომელსაც ვერცერთი ხელსაწყოთი ვერ შეისწავლი და ვერცერთი მეთოდით ვერ აღმოაჩენ”? ანუ რასელის ჩაიდნის ანალოგია გამოდის, რაც მეცნიერულად იგივე არარსებობაა.

                Like

                1. Andresklaus

                  ხოდა სწორედ მანდ მივედით. ესეიგი მეცნიერებას ვერასდროს ვერ ექნება ღმერთის არ არსებობის მტკიცების პრეტენზია, ესეიგი ღმერთის არსებობის ან არ არსებობის დამტკიცება მეცნიერების კომპეტენციას ცდება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ვერაფრის თქმა ვერ შეუძლია ამ სამყაროს მიღმა არსებულ “ზე ბუნებრივივ” ღმერთზე. მაგრამ მიუხედავად ამისა რიჩარდ დოკინსი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თითქოს მეცნიერებამ ზე ბუნებრივი ღმერთის არ არსებობა დაამტკიცა. საბუნებისმეტყველო მეცნიერება რას ნიშნავს? თავად სიტყვა გვეუბნება , რომ ის მხოლოდ ბუნებას შეისწავლის და ზე-ბუნებრივი საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის. მაგ. მეცნიერებას არავითარი ძალაუფლება არ აქვს იმის, რომ ადამიანებს არათუ ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ელაპარაკოს , არც მორალის საკითებიც კი არ შედის მის კომპეტენციაში, მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ზოგიერთი ათეისტი მორალსაც გვასწავლის მეცნიერების სახელით (ძირითადად ხომ ათეისტები არიან ამ საკითხით დაკავებულნი) და ზებუნებრივი ღმერთის არსებობა-არ არსებობასაც გვიმტკიცებენ. რიჩარდ დოკინსმა ღმერთი სამეცნიერო ჰიპოტეზად გადააქცია, მერე უარჰყო როგორც სამეცნიერო ჰიპოტეზა და შემდეგ ვმიტკიცებს , რომ თურმე ამით ზებუნებრივი ღმერთის არარსებობა დაამტკიცა. მაგარი ეშმაკური სვლაა, ვერაფერს იტყვი.

                  ქრისტაინებს სულაც არ გვწამს ღრიბლებში მჯდომი წვერებიანი ბაბუის, არც მფრინავი მაკარონის მონსტრის გწვამს, ვინაიდან მაკარონი მატერიალური ობიექტია და სწორედ ამიტომ დაგისვი კითხვა: შესაძლებელია თუ არა რომ, რომელიმე მულტი სამყაროში არსებობდეს მფინავი მაკარონის მონსტრი? სწორედ ეგ მაინტერსებს ასეთი ალბათობის დაშვება სამეცნიერო საკითხია თუ რელიგიური?

                  დიდი ბოდიში, მაგრამ მე მგონი აქამდე უნდა მიმხვდარიყავი, რომ ნაკლებად არ ვერკვევი იმ საკითხებში, რაშიც გგონია , რომ მხოლოდ შენ ერკვევი, იქნებ შენზე უკედ ვიცი ის თუ რა არის უფოლოგია, რა არის პროექტი SETI და შენზე მეტიც წამიკითავს სიგნალ WOW-ის SHGb02+14a-ის და KOI 817-ის შესახებ. საკმარისია.

                  რატომ გგონიათ , რომ იმაზე მეტი იცით რაც სხვამ შეიძლება იცოდეს? რადგან ბლოგზე მეცნიერების სტატიებს აკოპირებ? მე ეგენი რაც შენ აქ თარგმნილი გაქვს , ორიგინალში მაგქს წაკითხული ეგ ყველაფერი და ვინ იცის იქნებ გაცილებით მეტიც. ასე რომ საკმარისია ეს ჭკუისმასწავლებლური ტონი.

                  Like

                  1. ჯერ ერთი არაფერს ვაკოპირებ, ნათარგმნია ყველაფერი. ნაკლებად თუ არ ერკვევი, კოპირებას და თარგმნას უნდა ასხვავებდე.

                    ასევე, თუ ერკვევი, ისიც გეცოდინება, რომ მეცნიერები არ ამბობენ, უცხოპლანეტელები არსებობენო. არამედ ეძებენ მათი არსებობის ნიშნებს (თუკი საერთოდ არსებობს მსგავსი რამ)

                    მეცნიერება არ არის ვალდებული, ღმერთის არარსებობა დაამტკიცოს, მტკიცებულების ტვირთი მათზეა, ვინც ამბობს, ღმერთი არსებობსო. მე რომ ვთქვა, გუშინ იეტი ვნახე-მეთქი, მე ვარ ვალდებული, მტკიცებულება მოვიყვანო და არა სხვა – ჩემი ნათქვამის სიმცდარე დაამტკიცოს. ხოლო რაც არ არის ჩამოყალიბებული მეცნიერულად, მეცნიერული გადმოსახედიდან არის აბსურდი და დამტკიცება-არდამტკიცებაზე საუბარი არაფრისმომცემია. მეცნიერულად ჩამოყალიბებულ ჰიპოთეზას თან უნდა ახლდეს მისი გამოცდის მეთოდი, ანუ როგორ შეიძლება მისი დამტკიცება. თუკი ჩამოაყალიბებ ღმერთის კონცეფციას ისე, რომ მისი დამტკიცება შეიძლებოდეს, ამ შემთხვევაში იქნება მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის სიმცდარე-სისწორეც მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.

                    Like

                    1. Andresklaus

                      საკუთარ მსჯელობას რომ ეწინააღმდეგები ვერ ხვდები? ხომ ამბობ, ჰიპოთეზას მეცნიერული რომ ერქვას, მეცნიერულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.მაგალითად, ემპირიულად გადამოწმებადი უნდა იყოს.

                      ხოდა ამიტომაც გეკითხები შესაძლებელია თუ არა , რომ რომელიმე პარალელურ სამყაროში არსებობდეს მფრინავი მაკარონის მონსტრი, მფრინავი ვარდისფერი სპილოები ან თუმდაც იეტი და საინტერესოა ასეთი ალბათობის დაშვება რელიგიური რწმენის საკითხია თუ მეცნიერების? უკვე მერამდენედ გიმოერებ კითხვას და პასუხს რატომღაც თავს არიდებ.

                      კიბატონო გეთანხმები, რომ არ არსებობს არავითარი მცირედი ფაქტი იმის, რომ შესაძლოა სადმე არსებობდეს მფრინავი მაკარონის მონსტრი, მაგრამ ასევე არ არსებობს არც ერთი მინიმალური ფაქტობრივი მტკიცებულება იმის, რომ შესაძლოა სადმე არსებობდეს პარალელური სამყაროები ან თუნდაც უცხოპლანეტელები. ანუ მე რომ მაკარონის მონსტრის არსებობა დავუშვა და მისი ძიება დავიწყო, ამას ერქმევა მეცნიერება თუ ეს უბრალოდ რწმენის საკითხი იქნება? ამას გეკითხები, ეს ცაითვლება მეცნიერებად თუ უბრალო რწმენად და ფსევდომეცნიერებად ოინათლება?

                      ეს არის ჩემი კითხვა:რატომ თვლება პარალელური სამყაროების არსებობის დაშვება მეცნიერულ თეორიად და მფრინავი მაკარონის მონსტრის არსებობს დაშვება კი ფსევდომეცნიერებად ან რელიგიურ რწმენად. რა განსხვავებაა ამ ორ თეორიას შორის, მაშინ როდესაც არც უცხო პლანეტელების და არც პარალალური სამყაროების არსებობის დასაშვებად ერთი მცირედი სამეცნიერო ფაქტიც კი არ მოიპოვება ბუნებაში.

                      Like

                    2. Andresklaus

                      საკუთარ მსჯელობას რომ ეწინააღმდეგები ვერ ხვდები? ხომ ამბობ, ჰიპოთეზას მეცნიერული რომ ერქვას, მეცნიერულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.მაგალითად, ემპირიულად გადამოწმებადი უნდა იყოს.

                      ამიტომაც გეკითხები: შესაძლებელია თუ არა, რომ რომელიმე პარალელურ სამყაროში არსებობდეს მფრინავი მაკარონის მონსტრი, მფრინავი ვარდისფერი სპილოები ან თუმდაც იეტი და საინტერესოა ასეთი ალბათობის დაშვება რელიგიური რწმენის საკითხია თუ მეცნიერების? უკვე მერამდენედ გიმოერებ კითხვას და პასუხს რატომღაც თავს არიდებ.

                      კიბატონო გეთანხმები, რომ არ არსებობს არავითარი მცირედი ფაქტი იმის, რომ შესაძლოა სადმე არსებობდეს მფრინავი მაკარონის მონსტრი, მაგრამ ასევე არ არსებობს არც ერთი მინიმალური ფაქტობრივი მტკიცებულება იმის, რომ შესაძლოა სადმე არსებობდეს პარალელური სამყაროები ან თუნდაც უცხოპლანეტელები. ანუ მე რომ მაკარონის მონსტრის არსებობა დავუშვა და მისი ძიება დავიწყო, ამას ერქმევა მეცნიერება თუ ეს უბრალოდ რწმენის საკითხი იქნება? ამას გეკითხები, ეს ჩაითვლება მეცნიერებად თუ უბრალო რწმენად და ფსევდომეცნიერებად მოინათლება?

                      ეს არის ჩემი კითხვა: რატომ ითვლება პარალელური სამყაროების არსებობის დაშვება მეცნიერულ თეორიად და მფრინავი მაკარონის მონსტრის არსებობის დაშვება კი ფსევდომეცნიერებად ან რელიგიურ რწმენად. რა განსხვავებაა ამ ორ თეორიას შორის, მაშინ როდესაც არც უცხო პლანეტელების და არც პარალალური სამყაროების არსებობის დასაშვებად ერთი მცირედი სამეცნიერო ფაქტიც კი არ მოიპოვება ბუნებაში.

                      Like

                    3. Andresklaus

                      P.S. კომენტარებზე ედიტის საშუალების გაკეთება რატომ არ მაქვს? თხოვნა მექნება, რომ ის კომენტარები რომლებიც ორჯერ მეორდება წაგეშალა, ანუ ისინი რომლებიც შესწორებამდე არის დაწერილი თორე რაღაც სპამივით გამოდის. მართალია დიდი ლიტერატურული წერის მანერით არც შესწორებული კომენტარები გამოირჩევა, მაგრამ მაინც )) მადლობა წინასწარ.

                      Like

                    4. Andresklaus

                      ასევე რაც შეხება მულტი სამყაროების არსებობას, თავადვე ამბობ, რომ მეცნიერება არ არის ვალდებული, ღმერთის არარსებობა დაამტკიცოს, მტკიცებულების ტვირთი მათზეა, ვინც ამბობს, ღმერთი არსებობსო. იგივე ლოგიკით თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მულტი სამყაროების თეორიაც უბრალოდ რწმენის საკითხია და არა მეცნიერების. ვინაიდან ნათლად აღნიშნავს აგერ თავად მეცნიერი, რომ “ეს სამყაროები პრინციპულად (და არა რაიმე ტექნოლოგიური პრობლემის გამო) დაუკვირვებადნი არიან. აქ კი უპრიანი იქნებოდა გავიხსენოთ თუ რა მოტივით ამბობენ უარს მატერიალისტები ღმერთის იდეაზე – მისი დაუკვირვებადობის გამო. მაშ ასე: იმისათვის, რომ უარი თქვან ერთ დაუკვირვებად კატეგორიაზე (ღმერთზე), მატერიალისტებს შემოჰყავთ უსასრულო რაოდენობის დაუკვირვებადი კატეგორია (სამყარო), რაც ნამდვილად გაუგებარს ხდის ჩვენდამი მათ პრეტენზიას.”

                      ჩავთვალოთ, რომ მართალი ხარ როდესაც ამბობ, რომ მეცნიერი არ არის ვალდებული დაამტკიცოს ღმერთის არარსებობა, ტვირთი მორწმუნეზე არის, მაგრამ მულტი სამყაროების არსებობას რაღა ვუყოთ? ეს ტვირთიც მორწმუნეზეა? მაშინ დაამტკიცეთ მეცნიერულად, რომ მულტი სამყაროები არსებობს და მერე დარქვით ამ თეორიას მეცნიერება. მატერიალისტები ვერ ამტკიცებენ მულტი სამყაროების არსებობას, შესაბამისად მეც სრულიად თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მულტი სამყაროების თეორია რწმენის საკითხია და არა მეცნიერების, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ ფილოსოფიის საკითხია და არა მეცნიერების.შესაბამისად გამოდის, რომ ჰოკინგი უბრალოდ ფილოსოფოსობს და ამ თეორიას არავითარი კავშირი არ ექნება მეცნიერებასთან იქამდე სანამ მათი არსებობის რამე ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოგვიდგენს მორწმუნეებს.

                      ყველაფერი ცხადზე ცხადია, მას შემოჰყავს ისეთი ობიექტები, რომლის არსებობის დამტკიცებაც სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით არ ძალუძს.

                      Like

                    5. Andresklaus

                      ასევე რაც შეეხება მულტი სამყაროების არსებობას, თავადვე ამბობ, რომ მეცნიერება არ არის ვალდებული, ღმერთის არარსებობა დაამტკიცოს, მტკიცებულების ტვირთი მათზეა, ვინც ამბობს, ღმერთი არსებობს. იგივე ლოგიკით თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მულტი სამყაროების თეორიაც უბრალოდ რწმენის საკითხია და არა მეცნიერების. ვინაიდან ნათლად აღნიშნავს ფიზიკოსი, რომ “ეს სამყაროები პრინციპულად (და არა რაიმე ტექნოლოგიური პრობლემის გამო) დაუკვირვებადნი არიან. აქ კი უპრიანი იქნებოდა გავიხსენოთ თუ რა მოტივით ამბობენ უარს მატერიალისტები ღმერთის იდეაზე – მისი დაუკვირვებადობის გამო. მაშ ასე: იმისათვის, რომ უარი თქვან ერთ დაუკვირვებად კატეგორიაზე (ღმერთზე), მატერიალისტებს შემოჰყავთ უსასრულო რაოდენობის დაუკვირვებადი კატეგორია (სამყარო), რაც ნამდვილად გაუგებარს ხდის ჩვენდამი მათ პრეტენზიას.”

                      ჩავთვალოთ, რომ მართალი ხარ, როდესაც ამბობ, რომ მეცნიერი არ არის ვალდებული დაამტკიცოს ღმერთის არარსებობა, ტვირთი მორწმუნეზე არის, მაგრამ მულტი სამყაროების არსებობას რაღა ვუყოთ? ეს ტვირთიც მორწმუნეზეა? მაშინ დაამტკიცეთ მეცნიერულად, რომ მულტი სამყაროები არსებობს და მერე დარქვით ამ თეორიას მეცნიერება. მატერიალისტები ვერ ამტკიცებენ მულტი სამყაროების არსებობას, შესაბამისად მეც სრულიად თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მულტი სამყაროების თეორია რწმენის საკითხია და არა მეცნიერების, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ ფილოსოფიის საკითხია და არა მეცნიერების. შესაბამისად გამოდის, რომ ჰოკინგი უბრალოდ ფილოსოფოსობს და ამ თეორიას არავითარი კავშირი არ ექნება მეცნიერებასთან იქამდე, სანამ მათი არსებობის რამე ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოგვიდგენს მორწმუნეებს.

                      ყველაფერი ცხადზე ცხადია, მას შემოჰყავს ისეთი ობიექტები, რომელთა არსებობის დამტკიცებაც სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით არ ძალუძს.

                      Like

                    6. Andresklaus

                      აი კიდევ მომიწია კომენტარის გამეორება, რადგან ედიტის ფუნქცია არ აქვს სამწუხაროდ ამ წყეულ ვორდპრესს და არც იმის საშუალება მაქვს, რომ თავად შევძლო არასასურველი კომენტარის წაშლა. ამიტომ თუ არ დაიზარებ, მით უმეტეს მოდერი ყოფილხარ ფორუმზე 🙂
                      იმ კომენტარებიდან რომლებიც მეორდება წინა კომენტარებს თუ წაშლი მადლობელი ვიქნები.

                      Like

                2. Andresklaus

                  აინშტაინი მიხვდა ამას, რომ მორალის საკითხები მეცნიერების კომპეტენცია არ არის, მაგრამ რატომღაც რიჩარდ დოკინსი და ძმანი მათნი სულ მორალს გვიკითავენ:

                  “Практическая философия означала бы философию поведения. Я не считаю, что наука может учить людей морали. Я не верю, что философию морали вообще можно построить на научной основе. Например, Вы не могли бы научить людей, чтобы те завтра пошли на смерть, отстаивая научную истину. Наука не имеет такой власти над человеческим духом. Оценка жизни и всех ее наиболее благородных проявлений зависит лишь от того, что дух ожидает от своего собственного будущего. Всякая же попытка свести этику к научным формулам неизбежно обречена на неудачу. В этом я полностью убежден.”

                  Albert Einstein . Science and God: A Dialogue. Forum, 1930, 83, 373 – 379

                  Like

                3. Andresklaus

                  გახსნებაზე, ისევ ჟურნალ ტაიმსის დისკუსიიდან ერთ-ერთ წამყვან ბიოლოგ ფრენსის კოლინსსა და დოკინსს შორის:

                  კოლინზი: ეჭვგარეშეა, მეცნიერებამ კვლევები უნდა განაგრძოს, მიუხედავად იმისა, შევძლებთ თუ არა აღმოვაჩინოთ დამადასტურებელი საბუთი სხვა, უამრავი სამყაროს არსებობის შესახებ. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ გავერკვეთ, როგორ მოეწყო ასე ფაქიზად (სრულყოფილად) ჩვენი საკუთარი სამყარო. ამავე დროს, მე უარვყოფ თვალსაზრისს, რომ რაღაც, ფიზიკური საზღვრების მიღმა არსებულის შესახებ კრინტიც არ დავძრათ. ეს იქნებოდა უბადრუკი პასუხი კითხვებზე, რომელიც ადამიანებს გვიჩნდება, მაგალითად, „რატომ ვარ აქ?“, „რა იქნება ჩვენის სიკვდილის შემდეგ?“ „არსებობს თუ არა ღმერთი?“. თუკი თქვენ უარყოფთ ამ კითხვების მნიშვენელობას, ამით თქვენ ასკვნით ღმერთის არსებობის შესაძლებობას ბუნებრივი სამყაროს შემოწმების შემდეგ, რამდენადაც ეს ვერ გარწმუნებთ თავისი დამამტკიცებელი საფუძვლით (მაშასადამე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ წუთში ჩვენი არგუმენტები არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, არ უშვებთ ნულოვან შესაძლებლობასაც კი, რომ სამყაროს შეცნობის შემდეგ, კაცობრიობამ, ღმერთის არსებობა დაადასტუროს), მაგრამ თუკი თქვენი გონება გახსნილია თავისუფალი ღმერთის შესაძლო არსებობის შესახებ ფიქრებისათვის, მაშინ შეძლებთ მიგვითითოთ სამყაროს ყველა ასპექტის შესახებ, რაცა მის არსებობას (ან დასკვნას) დაადასტურებს.

                  დოკინსი: ვგონებ უმჯობესია ვაღიაროთ, რომ ამ მატერიების შესახებ სრულიად გაუცნოიერებლნი ვართ. და ამასთან, მოუმზადებელნი ამგვარი მატერიების აღქმისათვის. ჩვენ გვმართებს მუშაობა ამ საკითხებზე. მაგრამ ხელაღებით მტკიცება იმისა, რომ ყველაფრის პასუხი ღმერთია – დისკუსიას ასამარებს.
                  ტაიმი: იქნებ პასუხი ღმერთია?

                  დოკინსი: შესაძლოა, პასუხი უზომოდ გრანდიოზული, წარმოუდგენელი და გონებისთვის აუხსნელი რამ არის.

                  კოლინზი: ეს – ღმერთია.

                  დოკინსი: დიახ.

                  P.S.

                  დოკინსი ერთ-ერთ ინტერვიუში იმააც კი ამბობს რომ შესაძლოა უცხოპლანეტელებმა შეგქმნეს. ანუ ოღონთ შემოქმედი ღმერთის არსებობა არ დაუშვას და ფილმ “პრომეთეუსის” სცენარიც კი დაგვიწერა. ჯერ ერთი აშკარაა რომ არც იმაზე აქვს პასუხი თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე, როგორ გადაიქცა მკვდარი მატერია ცოცხალ მატერიად სპონტანურად, არც იმაზე აქვს პასუხი რა პროცესების შედეგად განვითარდა პირველი ერენკა, არაფერზე სამეცნიერო პასუხი არ აქვს, იმის მაგივრად ამ კითხვებზე უპასუხოს რარაც შემოქმედ უცხოპლანეტელებზე საუბრობს და მართლა მაინტერსებს რატომ ითვლება ეს დოკინსის აზრები მეცნიერებად და რატომ არის ღმერთის არსებობა ანტიმეცნიერება. რომ ამბობს თითქოს უცხოპლანეტელების ექსპერიმენტი ვართ, რატომ არ უჩნდება კითხვა, კი მაგრამ ის უცხოლპანატელები საიდან მოვიდნენ, ან საერთოდ მატერიას საიდან მოიდა? თუ მატერია მარადიულად არსებობდა , მაშინ ჰოკინგი რატომ ამტკიცებს, რომ სამყაროს შექმნამდე მხოლოდ გრავიტაცია არსებობდა? აშკარაა, რომ მატერიალისტები საკუთარ თეზებს ეწინააღმდეგებიან. არაფრის დიდებით არ სურთ დაუშვან, რომ სამყაროს პირველსაწყისი სული არის და არა მატერია. :

                  Like

                4. Andresklaus

                  ბერტრან რასელს რაც შეეხება, რასელი იმასაც ამტკიცებდა, რომ სამყარო მარადიულად არსებობდა ანუ მატერია, რაც თანამედროვე კოსმოლოგიურ აღმოჩენებთან და თეორიებთან რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის, მშვენივრად მოგეხსენება, რომ თანამედროვე კოსმოლოგიური თეორიების მიხედვით მატერია სულაც არ არის მარადიული და კერძოდ თერმოდინამიკის მეორე კანონი იმასაც ამტკიცებს, რომ საბოლოო სამყაროს მატერიას არათუ დასაბამი ჰქონდა , არამედ მოკვდება კიდეც. ანუ ამით იმის თქმა მსურს, რომ ბერტრან რასელი ცდებოდა, რადგანაც თუ სამყარო მარადიულად არსებობს, ის უკვე კაი ხნის მკვდარი უნდა იყოს.

                  თერმოდინამიკის მეორეკანონი კი იუწყება, რომ სისტემაში მიმდინარე ყველანაირი პროცესი, შეწყვეტისა და ჩაქრობისათვის არის განწირული, თუ ეს სისტემა მუდმივი ენერგიის ნაკადით არ იკვებება. ადრე თუ გვიან სამყაროს „სითბური სიკვდილი“ ელოდება, იგი საბოლოოდ სითბურ წონასწორობამდე უნდა მივიდეს და აბსოლუტურ ნულამდე გაცივდეს, ხოლო სამყაროში ამჟამად არსებული მკაცრი წესრიგი და რთული ორგანიზებულობა, წინასწარ უცნობ მომავალში, ქაოსში და პრიმიტივიზმში უნდა გადავიდეს.

                  Like

                  1. ერთ საკითხში თუ შეცდა ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ხაზი უნდა გადაუსვა 😀 აინშტაინიც შეცდა ბევრ რამეში, თანაც ფიზიკის საკითხებში

                    Like

                    1. Andresklaus

                      ანუ შენც აღიარებ , რომ ბერტრან რასელი შეცდა? ესეიგი გამოდის რომ მთელი მატერიალიზმი ცდება, თუ მატერია არ არსი მარადიული აბა მატერიის წარმოშობამდე რა იყო? ესეიგი თავადმატერიალიზმი არის მცდარი.

                      Like

                    2. Andresklaus

                      ეტყობა არსს ვერ წვდები, თუ მატერია არ არის მარადიული, მაშ გამოდის რომ მთელი მატერიალიზმი შეცდომაა. ანუ შენ ეთანხმები იმ აზრს, რომ სამყარო და კონკრეტულად მატერია არ არის მარადიული? გამოდის რომ შენ ათეისტი არ ყოფილხარ, ვინიდან მატერიალიზმი და ათეიზმი ერთი და იგივე ცნებაა. შეუძლებელია იყო ათეისტი და იმავედროს არ იყო მატერიალისტი, არ გჯეროდეს იმის, რომ მატერია მარადიულია.

                      Like

                    3. Andresklaus

                      რაც შეეხება აინშტაინს, ნამდვილად აინშტაინი შეცდა სასულიერო პირ ჟორჟ ლემეტრთან, მაგრამ ბოლოს მოუწია იმის აღიარება, რომ მღვდელი მართალი იყო.

                      Like

                    4. Andresklaus

                      რაც მთავარია, ათეისტებს რომ ჰკითხო არ სჯერათ ზებუნებრივი არსების რომელმაც სამყარო შექმნა, სამაგიეროდ სჯერათ, რომ აბსოლუტური არაფრისგან შეიძლება წარმოიქმნას ამხელა სამყარო და რაც მთავარია ამას ბუნებრივ მოვლენად თვლიან, ფაქტობრივად გამოდის, რომ ათეისტებს მაგიის გწამთ.

                      ჰოკინგი გვიმტკიცებს, რომ გრავიტაციას სამყაროს არაფრისგან შექმნა შეუძლია. კი მაგრამ რაღაც მატერია ხომ უნდა არსებობდეს მანამდე, რომ გრავიტაციამ მატერია მოქმედებაში მოიყვანოს? ჰოკინგი გვიმტკიცებს, რომ სამყაროს შექმნამდე არაფერი არ არსებობდა გრავიტაციის გარდა და თუ არაფერი არ არსებობდა გრავიტაციის გარდა, მაშ გამოდის რომ თავად გრავიტაცია აფეთქებულა. რომ ეკითხები ათეისტებს, კი მაგრამ სამყაროს შექმნამდე თუ არც დრო, არც სივრცე და არც მატერია არსებობდა, მაშ რა აფეთქდა ან სად იყო კონდენსირებული ის ნივთიერება რაც აფეთქდა თუ მინიმალური სივრცეც კი არ არსებობდა? ამაზე მატერიალისტები გპასუხობენ: “არაფერი სინამდვილეში არაფერი კი არ არის, არაფერი არის რაღაცო” 😀

                      რა დონის ალოგიკურად მოაზროვნე უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ აცნობიერებდე თუ რას ნიშნავს არაფერი, არაფერი ვერ შეიძლება იყოს “რაღაც”, არაფერი არაფერი არ არის, საერთოდ არაფერი; არც სივრცე, არც დრო, არც ნივთიერება, არც მატერია, მას არც წონა აქვს, არც განზომილება, არც პარამეტრები და საერთოდ არფერი…

                      სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ მატერიალისტები ამით ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი დოგმატის უკუგდებას ცდილობენ, კერძოდ: https://en.wikipedia.org/wiki/Ex_nihilo

                      რაც შეეხება სიცოცხლის წარმოშობას, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ მეცნიერებმა ოდესმე შეძლონ იმის ახსნა თუ როგორ გარდაიქმნა მკვდარი მატერია ცოცხალ მატერიად, მაგრამ სრულებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ვერასდროს შეძლებენ იმის ახსნას თუ ევოლუციის რა ეტაპზე წარმოიშვა ცნობიერება.

                      Like

            4. Andresklaus

              სხვათაშორის გახსენებაზე, ასეთი თეორიაც არსებობს “ანთროპული პრინციპი” რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან და მღვდლებთან, წმინდა სამეცნიერო თეორიაა, ამიტომაც (და არა მხოლოდ ამიტომ) პირადად მე არ მჯერა შემთხვევითობის, მე მჯერა, რომ შემთხვავა- ეს უბრალოდ ფსევდონიმია იმის, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი სამყაროში:

              “კოსმოსის შესწავლასთან ერთად მიკრო და მაკრო სამყაროს შესახებ ჩვენს მიერ დაგროვებული ინფორმაცის მოცულობა სულ უფრო იზრდებოდა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე ვიცით, რომ სამყაროს გაჩენისა და ევოლუციის ოდნავ განსხვავებული სცენარის შემთხვევში ჩვენ უბრალოდ არ ვიარსებებდით და არც არავინ იფიქრებდა სამყაროს აგებულებისა თუ მოწყობის შესახებ. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს სამყარო ჩაფიქრებული იყო თავიდანვე, როგორც თავისებური ედემი – სამოთხის ბაღი, სადაც ყველაფერი ხელს შუწყობდა ადამინის გაჩენას. ეს „ჩანაფიქრი“ თავბრუს დამხვევია თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბურობით”:

              http://astronet.ge/2012-05-23-21-36-47/

              Like

  2. გამოხმაურება: 20 ქალი, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ასტრონომია – ჩრდილოეთის ციალი

Leave a reply to Andresklaus კომენტარის გაუქმება