რა არის სიგნალი WOW?


ყველას ახსოვს სტივენ სპილბერგის მიერ 1977 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები”, რომელშიც ასახულია პირველი კონტაქტი უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან. თუმცა მცირეოდენი თუ აცნობიერებს, რომ ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე აღტაცებულ მეცნიერებს სჯეროდათ – სულ მცირე, ცოტა ხნით მაინც – რომ შესაძლოა უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალი დაიჭირეს.

ეს მოხდა 1977 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, როცა აშშ-ში მცხოვრებთა უმეტესობის, თუ არა ყველა მათგანის ყურადღება როკ-ენ-როლის 42 წლის მეფის ელვის პრესლის შოკისმომგვრელი სიკვდილისკენ იყო მიპყრობილი. ამ დროს კი ოჰაიოში 37 წლის მეცნიერი ჯერი ეიმანი შეძრა არანაკლებ განსაცვიფრებელმა მოვლენამ, რომელიც – მინიმუმ არამიწიერი ინტელექტის მაძიებელთათვის – შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ყოფილიყო.

ეიმანმა, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად გაუქმებული „დიდი ყურის” რადიო-ობსერვატორიის მოხალისე მკვლევარმა, ყურადღებით განიხილა ტელესკოპის მიერ რამდენიმე დღით ადრე, 15 აგვისტოს, ცის დათვალიერებისას მიღებული მონაცემები. იმ დროს ასეთი ინფორმაციები ინახებოდა IBM 1130-ის მეინფრეიმ კომპიუტერზე და იბეჭდებოდა პერფორირებულ ქაღალდზე, შემდეგ კი ლაბორატორიაში მოწმდებოდა ხელით. თუმცა ამ რუტინით გამოწვეული მოწყენილობა უცებ გაქრა, როცა ეიმანმა რაღაც უცნაური შენიშნა – ვერტიკალური სვეტი ალფანუმერული მიმდევრობით „6EQUJ5″, რომელიც დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით 20:16 სთ-ზე. მეცნიერმა წითელი კალამი მოიმარჯვა და მიმდევრობა შემოხაზა. ფურცლის მინდორზე კი მიაწერა: „Wow!”

ამ, ცოტა არ იყოს, იდუმალი ინფორმაციით ეიმანის აღტაცების მიზეზი იყო „დიდი ყურის” იმდროინდელი მისია, რომლის ფარგლებშიც კოსმოსს აკვირდებოდნენ იმ ტიპის რადიოსიგნალების აღმოსაჩენად, რომლებიც შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციას გამოესხივებინა, თუკი მათი მიზანი სამყაროს სხვა რეგიონში მცხოვრებ გონიერ არსებებთან კონტაქტი იყო. მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან მომავალი ეს სიგნალი ეიმანისთვის სწორედ ასეთ სიგნალად ჩანდა. ობსერვატორიის დირექტორი ჯონ კრაუსი და მისი ასისტენტი ბობ დიქსონი, რომლებმაც შემდგომ შეამოწმეს მონაცემები, ანალოგიურად განცვიფრებულნი იყვნენ.

მაგრამ იყო თუ არა ის, რასაც ეძებდნენ? თითქმის 4 ათეული წლის შემდეგ სიგნალი Wow (როგორც დაარქვეს მას „სეტის” მეცნიერებმა) რჩება როგორც პირველ, ისე საუკეთესო პოტენციურ მტკიცებულებად უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციის საკითხში, ასევე ერთ-ერთ ყველაზე შემაცბუნებელ გამოცანად მეცნიერებაში. წლების განმავლობაში ეიმანი და მისი კოლეგები მუშაობდნენ სხვა ახსნების გამორიცხვაზე – როგორიცაა თანამგზავრები, კოსმოსური ხომალდები და დედამიწაზე მდებარე გადამცემები. თუმცა მკვლევარებს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ, რომ ეს კოსმოსიდან გამოგზავნილი სიგნალი იყო. „ეს საკითხი ისევ ღიაა”, აღნიშნა ეიმანმა 2010 წელს. ან შეიძლება მოვიშველიოთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლის არტურ კლარკის ფრაზა 1997 წელს ჟურნალ „New Scientist”-ისთვის მიცემული ინტერვიუდან: „მხოლოდ ღმერთმა იცის, ეს რა იყო”.

Wow სიგნალის მნიშვნელობის გასაცნობიერებლად საკმარისია იმის გახსენება, რას ეძებდნენ ეიმანი და მისი კოლეგები. ადრეულ 1960-იანებში კორნელის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ფილიპ მორისონი და ჯუზეპე კოკონი ცდილობდნენ დაედგინათ, არსებობის შემთხვევაში შორეული არამიწიერი ცივილიზაცია როგორ ეცდებოდა სხვებთან დაკავშირებას. თავპირველად მათ ივარაუდეს, რომ უცხოპლანეტელები რადიოსიგნალს გამოიყენებდნენ, რადგან გადაცემას შედარებით ნაკლები ენერგია სჭირდება და კოსმოსში უზარმაზარ დისტანციებს ფარავს. შემდეგ დაასკვნეს, რომ უცხოპლანეტელები საკმარისად ჭკვიანები იქნებოდნენ, რათა მიეღოთ გზავნილი, რომელიც გასაგები იყო სხვა გონიერი სახეობისთვის, გინდაც ისინი ძალიან განსხვავებულ ენაზე საუბროდნენ. მათ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ქიმიკატები გამოყოფენ გარკვეულ ელექტრომაგნიტურ სიხშირეებს, რისი მეშვეობითაც ასტრონომები ადგენენ შორეული ვარსკვლავებისა და პლანეტების შემადგენლობას მათ მიერ გამოყოფილი სინათლით. რადგანაც წყალბადი, სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტი, გამოყოფს 1420 მეგაჰერციანი სიხშირის სიგნალს, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ უცხოპლანეტელები მსგავს სიგნალს გამოგზავნიდნენ.

ეიმანის მიერ დაჭერილი სიგნალი პირველი იყო, რომელიც ამ განსაზღვრებაში თითქმის ზუსტად ჯდებოდა.

ამობეჭდილ მონაცემებში თითოეული სიმბოლო გამოხატავდა რადიოსიგნალის ინტენსივობას, რაც 0-დან 35-მდე მერყეობდა, თუმცა 9-ის ზემოთ მაჩვენებელი ასოებით აღირიცხებოდა. სიგნალების უმეტესობა 1 ან 2 იყო. მაგრამ ეს მონაკვეთი, რომლის შუაშიც იყო „U” (21-ე ასო), უკიდურესად ძლიერი გახლდათ – ღია კოსმოსში არსებულ ჩვეულებრივ ხმაურზე 30-ჯერ მძლავრი. ეს იყო ყველაზე ხმამაღალი და ხანგრძლივი სიგნალი, რომელიც „დიდ ყურს” ოდესმე დაუჭერია ამოქმედებიდან დახურვამდე (1963-98 წწ). სიგნალი ფოკუსირებული იყო და ძალიან უახლოვდებოდა 1420 მეგაჰერცს, წყალბადის სიხშირეს. ამის საპირისპიროდ, რადიაციის ბუნებრივი წყაროები, როგორიცაა პლანეტები, ტრადიციულად გაცილებით მრავალფეროვან სიხშირეებს ასხივებენ.

სეტის მკვლევარებისთვის ეს ყველაფერი აღმაფრთოვანებელი იყო, თუმცა ვერასდროს შეძლეს იმის დამტკიცება, რომ Wow სიგნალი მართლაც უცხოპლანეტელებს ეკუთვნოდათ. თანაც ბევრი რამ რთული ასახსნელი გახლდათ. მეცნიერებისთვის ისიც დამაბნეველი აღმოჩნდა, რომ სიგნალი მოდიოდა სფერული კლასტერის M55-ის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონიდან – სადაც თითქოს არც ვარსკვლავი იყო და არც პლანეტა. სეტის მკვლევარმა პოლ შუხმა 1997 წელს „New Scientist”-ს განუცხადა, რომ თუკი სიგნალი უცხოპლანეტური ცივილიზაციისგან მოდიოდა, მის გმოსაგზავნად საჭირო იქნებოდა გასაოცარი აღჭურვილობები. თუკი დავასკვნით, რომ უცხოპლანეტელთა შუქურა ზომით უტოლდებოდა დედამიწის უდიდეს რადიოტელესკოპს, უცხოპლანეტელებს დაჭირდებოდათ 2.2 გიგავატიანი გადამცემი, გაცილებით ძლიერი, ვიდრე დედამიწაზე არსებული ნებისმიერი რადიოსადგური.

თუმცა ყველაზე დამაბნეველი ფაქტორი Wow სიგნალთან დაკავშირებით ისაა, რომ დაახლოებით 72 წამს გრძელდებოდა და მეტჯერ აღარასდროს დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში მეცნიერებმა ცის ეს რეგიონი 100-ზე მეტჯერ გამოიკვლიეს. თუკი უცხოპლანეტელები ჩვენთან დაკავშირებას ცდილობდნენ, განა სიგნალს არ გაიმეორებდნენ? ადრეულ 2000-იანებში მეცნიერებმა კიდევ ერთხელ სცადეს სიგნალის დაჭერა, ამჯერად ჰობარტში, ტასმანიაში მდებარე 26 მეტრიანი რადიოტელესკოპით, რომელიც „დიდ ყურს” ზომით ჩამორჩებოდა, თუმცა ტექნოლოგიურად უფრო წინ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაიჭირეს გარკვეული სიგნალები, რომლებიც Wow-ს სიმძლავრის მხოლოდ 5%-ს შეადგენდნენ, ჟურნალმა „Astrobiology”-მ 2003 წელს აღნიშნა, რომ თავდაპირველი სიგნალის მსგავსი არაფერი უპოვიათ.

National Geographic

7 thoughts on “რა არის სიგნალი WOW?

  1. zaza

    რა არის სიგნალი WOW?.. ეს არის ადამიანების, კონკრეტულად, მეცნიერების ფანტაზიები, არამარტო სიგნალი WOW არამედ კიდე ბევრი რამ, მსგავსი, ცდილობენ არარსებული არსებულად წარმოაჩინონ, ეძებენ იმას რაც არ არსებობს, ეს ყველაფერი მხოლოდ მათ თავებში ტრიალებს და სხვებსაც გონებას ურევენ… 🙂 🙂 🙂 :)))
    დაუკვირდით, ყოველ, ასე ვთქვათ, მათ მტკიცებულებას თუ სწავლებას თუ აღიარებას, რაც გინდათ ის დავარქვათ… გადავხედოთ მეცნიერულ ისტორიებს, რასაც, როგორც ამტკიცებდნენ ან ფიქრობდნენ ბოლოს ყველაფერი საწინააღმდეგოდ მთავრდებოდა და მთავრდება, რატომ?.. იმიტომ რომ არარსებულს ეძებენ, რაც არ არსებობს როგორ იპოვნიან?… 🙂 :))) …
    თუნდაც, მაგალითად ამასწინანდელი დადებული ინფორმაცია, ,,ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც ასტრონომებს უცხოპლანეტელთა სიგნალი ეგონათ”… ამისნაირი ინფორმაციები კიდე ძალიან ბევრია, ჩემი აზრით, თვითონ, მიწიერი, კონკრეტული პიროვნებები იგონებენ რაღაც, ვითომ არამიწიერს რათა ხალხი დაარწმუნონ რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, და ჩვენი მხსნელები სადღაც პლანეტებზე ცხოვრობენ, მოვლენ და ფოჩებიან კანფეტებს დაგვირიგებენ, ეს რა თქმა უნდა ცოტა ირონიულად… მაგრამ ამით, ესეთ გამოგონილ საქმეებით ხალხს აინტერესებენ, აინტრიგებენ, ამ საქმეებში ძალიან დიდი რაოდენობით ფულს დებენ და იწყობენ კონკრეტული ხალხი მარტივად რომ ვთქვათ ცხოვრებას, თანაც ძალიან ადვილი დასაჯერებელია ხალხისთვის ეს ყველაფერი, ლამაზად, საინტერესოდ, ცოტა ინტრიგასაც რა თქმა უნდა ჩადებენ და მერე დანარჩენი უკვე რეჟისორის საქმეა, ხომ ვიცით ყველამ რომ კინოა, მაგრამ ისე კარგად აქვთ ხალხს ნამუშევარი ადამიანის ფსიქიკაზე რომ ფილმებით აჯერებენ, რეალურად აღიქვამენ, ყველაფერს…
    ამ ტყუილებში რაც ფული იხარჯება, ჩემი აზრით ის ფული მთელს მსოფლიოში გაჭირვებულებს და ეკოლოგიას რომ მოახმარონ უფრო უკეთესი შედეგი იქნება დედამიწაზე, ვიდრე ეხლა არის…
    მეცნიერულ-ტექნოლოგიური საქმეები სხვა საქმეა, ეს რა თქმაუნდა, უნდა იყოს, განვითარებისთვის კარგია, მაგრამ, არარსებულის ძებნას ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოაქვს, პირიქით, გონებას გვიბინდავს, ღმერთს გვავიწყებს, ვირტუალურ სამყაროში გადავყავართ, რეალობას ვკარგავთ ისე რომ აზრზეც კი ვერ მოვდივართ…
    ჩემი აზრით, რატომ მოსწონთ ადამიანებს არარსებულის დაჯერება იცით, იმიტომ რომ ყოველი შესწავლილი, განვლილი, აღარ არის საინტერესო გონებისთვის, რადგან ის უკვე გაიარა, უკვე გაიგო, ძველია, იცის უკვე გონებამ, მარტივია უკვე და შემდეგ ეტაპზე გადადის რათა კიდე რაღაც ახალი გაიგოს და ამის გულისთვის მზად არის თუნდაც არარეალური აქციოს რეალურად, მაგრამ რეალურად, ეს მხოლოდ თვითონ ადამიანს გონია რომ რეალურია, მხოლოდ მის თავში ხდება ეს ყველაფერი და შემდეგ სხვა ადამიანებს აზომბირებს თავისი არარეალური ფანტაზიებით, რადგან გონება თავისუფალია, შენ გეკუთვნის, და ამიტომ მოგეთხოვება ღმერთისგან გონების დამორჩილება და რეალობისკენ დაბრუნება…

    Like

  2. zaza

    სარკაზმისა რა გითხათ… მაგრამ, მემგონი რომ ასეა, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა ეს ჩემი მოსაზრებაა, ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია და… :)))

    Like

    1. MELBOLGIA

      “რა არის სიგნალი WOW?.. ეს არის ადამიანების, კონკრეტულად, მეცნიერების ფანტაზიები”

      ფანტაზიები შეგიძლიათ ბიბლიაში ეძებოთ. რას აღარ ნახავთ იქ. კიდობანი, რომელშიც მილიონობით ცოცხალი ორგანიზმი ეტევა და იქ ცხოვრობს 40(თუ 150?) დღის განმავლობაში. ქალიშვილები მშობიარობენ. ადამიანები წყალზე დადიან, ცოცხლდებიან, დაფრინავებ, გველები საუბრობენ და ა.შ. ელფები და გნომები აკლია მარტო.

      “ეძებენ იმას რაც არ არსებობს”
      შეიძლება დავინტერესდე, თუ რანაირად დგინდება სხვა პლანეტებზე გონიერი სიცოცხლის არ არსებობა? არ არის სერიოზული საფუძველი იმისა, რომ მას არ არსებული უწოდოთ, თითქოს კბილის ფერიაზე იყოს საუბარი ან ბიბლიურ იაჰვეზე.

      “გადავხედოთ მეცნიერულ ისტორიებს, რასაც, როგორც ამტკიცებდნენ ან ფიქრობდნენ ბოლოს ყველაფერი საწინააღმდეგოდ მთავრდებოდა და მთავრდება, რატომ?”

      მას თქვენ უნდა გადახედოთ. კი მეცნიერება ხანდახან ცდება, ხანდახან არა სრულ ცოდნას ფლობს რაიმეზე, მაგრამ მეცნიერება იმიტომ მუშაობს, იმიტომ ვითარდება, რომ შეცდომებს ასწორებს, თეორიებს აუმჯობესებს ან უკეთესით ანაცვლებს. ბუნებრივია, რომ როდესაც ახალი ფაქტები ჩნდება, რომელიც არსებულ თეორიის არა კორექტულობას აჩვენებს, ეს თეორია ან მოდიფიცირებას განიცდის, ან მას ჩაანაცვლებე(გააჩნია რამდენად ფუნტამენტურ საკითხებში იყო უზუსტობა/შეცდომა).

      “ამ ტყუილებში რაც ფული იხარჯება, ჩემი აზრით ის ფული მთელს მსოფლიოში გაჭირვებულებს და ეკოლოგიას რომ მოახმარონ უფრო უკეთესი შედეგი იქნება დედამიწაზე, ვიდრე ეხლა არის…”
      ეგ ეკლესიას უთხარით, რომელსაც რეალური სარგებელი არ მოაქვს.

      “არარსებულის ძებნას ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოაქვს”
      აქ გეთანხმებით. არარსებული ძებნა დროისა და ფულის ხარჯვაა. მაგრამ ეგ თქვენ ხალხით გატენილ ეკლესიებში თქვით.

      “ღმერთს გვავიწყებს”
      ირონიულია, მაგრამ თავად ყოფილხართ გატაცებული იმით რაც არარსებობს.
      რთულია არ დაივიწყო ის რაც არარსებობს, რაც არანაირად ავლენს თავის არსებობას, ის რაც იდეაში ადამიანებზე ზრუნავს, რეალობაში კიდე ეგ არ ვლინდება არაფრით, რადგან მხოლოდ ადამიანების ფანტაზიებში არსებობს. რეალობა იმაშია.

      Like

      1. სოსო

        ბიბლია ფანტაზიაა და სამყაროს თავისით შექმნა არა? რა ფანტაზიებზეა ლაპარაკი, როცა ათეისტებს გჯერათ, რომ ამხელა სამყარო თავისით, სრულიად შემთხვევით შეიქმნა, სიცოცხლეც შემთხვევით შეიქმნა შენი აზრით ხო? ძალიან მებრალება ადამიანი, რომელიც თავის თავში ქიმიური რეაქციების გარდა ვერაფერს ხედავს, რომელიც ძალით ახშობს იმ გრძნობას, რაც ღმერთთან სიახლოვეს მოაქვს. იმ მეცნიერებს, რომლებიც ღმერთს
        ებრძვიან, ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს,
        მაგრამ ძალიან მწარედ ცდებიან. კარგავენ
        ღმერთს-კარგავენ მორალს. ისე კი
        ევოლუციის მთავარ პრინციპებს თუ
        დავუჯერებთ,ადამიანისთვის ყოველგვარი
        მორალი,ზრდილობა და რაღაცეებში
        თავშეკავება “ზედმეტი ბარგია”,მით უმეტეს
        სინდისის ქენჯნა,რადგან ეს “უძლიერესის
        გადარჩევაში” ხელის შემშლელი
        ფაქტორებია. მე თუ,მაგალითად, მორალის
        გამო ვიღაცას თავზე არ გადავუარე და თავი
        შევიკავე,ძლიერმა როგორღა უნდა
        გაიმარჯვოს? აბა,როგორღა უნდა
        გადაარჩიოს ბუნებამ უფრო ძლიერები და
        მოხერხებულები? რაღაც არ ჯდება
        ლოგიკაში. ევოლუციის მთავარი პრინციპი
        მშვენივრად გამოხატეს უღმერთო
        ადამიანებმა: “მიზანი ამართლებს
        საშუალებას”. აქ რა თქმა უნდა ეს
        “ბიძიკოები” გულისხმობენ ნებისმიერ
        უღირს საშუალებებსაც და არ გინდათ ეხლა
        ამის უარყოფა. თანამედროვე მსოფლიო
        დღესდღეობით სწორედ ასეთი მეთოდებით
        იმართება.

        “ეგ ეკლესიას უთხარით, რომელსაც რეალური სარგებელი არ მოაქვს.”

        რეალურ სარგებელს რას ეძახი შენ? სიკეთეს გასწავლის და მორალს გასწავლის. თუმცა არ ვიცი ევოლუციონისტები შეიძლება ამას სარგებელად კი არა, ხელისშემშლელ ფაქტორადაც აღიქვამთ.

        “აქ გეთანხმებით. არარსებული ძებნა დროისა და ფულის ხარჯვაა. მაგრამ ეგ თქვენ ხალხით გატენილ ეკლესიებში თქვით.”

        ღმერთს თქვენ არასებულად აღიქვამთ? მაშინ მითხარით ამხელა სამყარო ვინ შექმნა? თავისით გაჩნდა? ციდან ჩამოფრინდა?

        “ირონიულია, მაგრამ თავად ყოფილხართ გატაცებული იმით რაც არარსებობს.”

        საიდან დაადგინე რომ არ არსებობს? აბა შენი აზრით ბიოქიმიური რობოტი ხარ, რომელიც მექანიკურად მოქმედებს? ძალიან გღუპავთ თქვენ ეს მაიმუნის თვალებიდან მომზირალი ცივი, არაადამიანური იდეოლოგია, სადაც ძლიერი იმარჯვებს, სუსტები კი გადაშენდებიან. მაშინ გამეცი პასუხი, რაში სჭირდებათ ადამიანებს ინვალიდები, ბებრები, ავადმყოფები?

        Like

        1. amao diskusiaa tqven shoris…radgan vfiqrob rom naklebi argumentaciebit aris tqveni poziciebi ganmtkicebuli…is rom sokrate ambobda ert dros rom kamatshi ibadeba cheshmaritebao sulac ar amartlebs am vitarebas, romelic exla tqveni amao diskusiis shedegad sheiqmna.. rodesac gmerts axseneb isic unda gaxsovdes mashin ras gveubneba igi….darwmunebuli nu iqnebit nurafeshio ….anu es imas nishnavs rom sheni simartle is aris risic gwams shen…..hoda amgvari logikit tu gavyvebit orivetqventagani martalia da aseve iqneba sxva mesame piric tundac tqvensave sawinaagmdegod rom chaebas tqvensave diskusiashi….

          Like

  3. zaza

    რა თქმა უნდა, ვისაც რისი სწამს ან სჯერავს იმისთვის ის არის მხოლოდ…
    მართლმადიდებლები (ვგულისხმობ ვინც მართლა იცის რა არის მართლმადიდებლობა) არასოდეს არავის არაფერს უმტკიცებენ, რწმენა როგორ შეიძლება დაუმტკიცო ვინმეს, რაც მე მწამს იმას სხვა როგორ იწამებს თუ იმას არ სწამს?
    ერთ შედარებითი მაგალითს გეტყვით, ათეისტების მიმართ, ესენი რას მაგონებენ იცით, როდესაც თეთრკანიანი და შავკანიანი ერთად არიან, შავკანიანი ყოველთვის თეთრკანიანს ბრალდებებით იკლებს, რახან შავკანიანი ვარ შენ ჩემზე ცუდად ფიქრობ, ცუდად მიყურებ, გეზიზღები და აშე შემდეგ… არადა, თეთრკანიანი საერთოდ ხმას არ იღებს, არ სცემს ხმას ამ საკითხთან დაკავშირებით, მის დამცირების მიმართ…
    ესე არიან ათეისტები ქრისტიანების მიმართ, კომპლექსდებიან რადგან რწმენა არ აქვთ ღმერთისა და ურჩევნიათ თქვან, მარტო ცოცხალი ხორცები ვართ, ფაქტიურად ზომბები… მართალია ესე არ აკონკრეტებენ სიტყვიერად, მაგრამ ხომ იგივეა, უღმერთ, უსულო ადამიანი? 🙂
    რომ იძახი ბიბლიაში ტყუილები წერიაო, საიდან იცი რომ ტყუილები წერია, რაც წერია არ გამართლებულა, არ მართლდება?
    ტყუილებს ყოველთვის აქვს განვითარება, სხვადასხვა ეტაპებზე გადადის რადგან ყველა დროს თავისი შესაბამისი ტყუილი ჭირდება რომ დააჯერო ადამიანები, ბიბლია თუ ტყუილია, ამდენი საუკუნეები გავიდა, გადის და დღემდე იგივეს გეუბნება რასაც საუკუნეების დასაწყისში გეუბნებოდა, სიმართლეს განვითარება აღარ ჭირდება რადგან სიმართლე ხომ ერთია, არ ჭირდება სახეცვლილება, როგორც მეცნიერებას, თავისით ყველაფრის ჩამოყალიბებას…
    ამდენი საუკუნეებია ქრისტიანობა არსებობს და რასაც საუკუნეების დასაწყისში გეუბნებოდა დღემდე იგივეს გეუბნება არაფერს არ ცვლის რადგან სიმართლე ხომ ერთია და ვიღაც ჰოკინგების და ჰოკინგებისნაირების ნაფიქრი, ნაფიქრი და არა დამტკიცებული… გჯერავს?
    მე როგორც ქრისტიანი გეუბნები რომ თუ ირწმუნებ ღმერთს დაიჯერებ რომ ღმერთი არსებობს და არამარტო დაიჯერებ არამედ შეიგრძნობ, თავს უკეთესად იგრძნობ.
    შენ რას მეუბნები, შენ ვიღაც სტივენ ჰოკინგების ნააზრევებიდან გამომდინარე მიყვები რაღაც ფიზიკურ-მათემატიკურ ფორმულებს და მიმტკიცებთ რომ ყველაფერი თავისით იქმნება, ეს ამხელა კოსმოსურ-გალაქტიკური მექანიზმი თუ ადამიანები, ცხოველები და ასე შემდ… თავისით შეიქმნაო, და ეს ზღაპრები არ არის?.. ჰა…:)
    თუ მარტო ხორცი ხარ (როგორც ათეისტები ფიქრობთ) მაშინ რა აზრი აქვს ან მეცნიერებას, ან მომავალს, ან რაღაცეების ძიებას რასაც ეძებთ, შაურმა ხომ არა ხარ, დღეს ხარ და ხვალ აღარ იქნები და დასრულდა შენი ცხოვრება?.. 🙂
    როდესაც გამოცდას აბარებ, რისთის აბარებ?
    იმიტომ რომ წინ, მომავლისკენ იყურები, უკეთესი ცხოვრების მოლოდინში ხო?
    ცხოველები ხომ არ ვართ? (თუმცა თქვენ, ათეისტები ადამიანს ცხოველად თვლით)
    განა შეიძლება თავისით ჩამოგიყალიბდეს გონიერება, რწმენა, სიყვარული, ინტუიცია, მოლოდინი, ინტელექტი, ნდობა და რავიცი ასე შემდეგ და შემდეგ…

    Like

დატოვე კომენტარი