სტივენ ჰოკინგი: შავი ხვრელები შესაძლოა სხვა სამყაროში გასასვლელია

stephen-hawking
სტივენ ჰოკინგის თქმით, მან შესაძლოა ახსნა მოუძებნა პრობლემას, რომელიც ასტროფიზიკოსებს 40 წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა: ინფორმაციის დაკარგვის პარადოქსი.

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები ბჭობდნენ, რა ემართება ინფორმაციას ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ, როცა შავი ხვრელი წარმოიქმნება. ცნობილია, რომ ვერაფერი, თვით სინათლეც კი, თავს ვერ აღწევს შავ ხვრელს, რისი მიზეზიც მისი განსაკუთრებით ძლიერი გრავიტაციაა. თუმცა კვანტური მექანიკის მიხედვით ინფორმაციის განადგურება შეუძლებელია. ზოგადი ფართობითობა კი ამბობს, რომ უნდა განადგურდეს. აქედან წარმოიშვა ინფორმაციის დაკარგვის პარადოქსი.

1970-იანებში ჰოკინგმა განაცხადა, რომ შავი ხვრელები შეიძლება გამოყოფდნენ „ნაკლები ინფორმაციის მქონე ფოტონებს” კვანტური ფლუქტუაციების მეშვეობით, რაც დროსა და სივრცეში არსებული მცირე შეშფოთებებია და ამ პროცესს ჰოკინგის რადიაცია ეწოდა. მაგრამ 2004 წელს მეცნიერმა შეიმუშავა ახალი თეორია, რომლის მიხედვითაც ინფორმაციამ შეიძლება თავი დააღწიოს შავ ხვრელს. როგორ უნდა მომხდარიყო ეს, გაურკვეველი რჩებოდა, ამჟამად კი ჰოკინგი ამბობს, რომ პასუხი გააჩნია.

„ვაყენებ მოსაზრებას, რომ ინფორმაცია ინახება არა შავი ხვრელის შუაგულში, როგორც ბევრი ფიქრობს, არამედ საზღვარზე, მოვლენების ჰორიზონტზე”, განაცხადა მან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტში. უფრო ზუსტად კი ხდება „სუპერთარგმნის” მსგავსი რამ, რისი საბოლოო შედეგიც ინფორმაციის ჰოლოგრამაა. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია შეიძლება გადაურჩეს შავ ხვრელს და თავი დააღწიოს მოვლენების ჰორიზონტიდან, ანუ საზღვრიდან, რომლიდანაც, როგორც ამბობენ, ვეღარაფერი თავისუფლდება.

ამ თეორიის გასაღები ჰოკინგის რადიაციაა. ჰოკინგი ამბობს, რომ მისი მეშვეობით ხდება ინფორმაციის „აღება” და მოვლენების ჰორიზონტის მიღმა მოთავსება. თუმცა ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეს ინფორმაცია საბოლოოდ გამოუსადეგარი იქნება. „დაბრუნდება ინფორმაცია შიგ არსებული ნაწილაკების შესახებ, თუმცა ქაოსური და გამოუსადეგარი ფორმით. ამის შედეგი ინფორმაციის პარადოქსია. პრაქტიკული გამოყენების კუთხით ინფორმაცია მაინც დაკარგულია”.

Black Hole

ამ იდეაზე ჰოკინგი თეორეტიკოს ფიზიკოსებთან, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერ მალკოლმ პერისთან და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერ ენდრიუ სტრომინჯერთან ერთად მუშაობდა. მასპინძელ თეორეტიკოს ფიზიკოსებთან ერთად ისინი სტოკჰოლმში ერთი კვირის განმავლობაში აპირებენ მოცემულ კვლევაზე მსჯელობას, სანამ საბოლოო დასკვნით მოსაზრებებს წარმოადგენდნენ.

„ამ ლექციის დასკვნა ისაა, რომ შავი ხვრელი არც ისეთი შავია, როგორც ხატავენ”, განაცხადა ჰოკინგმა. „ისინი არ წარმოადგენენ სამუდამო საპყრობილეს, როგორც აქამდე ეგონათ. შიგ მყოფმა საგნებმა შეიძლება თავი დააღწიონ და გარეთ გამოვიდნენ, ან სულაც სხვა სამყაროში ამოყონ თავი”.

მეცნიერმა დააკონკრეტა, რომ თუკი შავი ხვრელი საკმარისად დიდია და ღერძის გარშემო ბრუნავს, ის შეიძლება სხვა სამყაროში გამავალი ხიდი აღმოჩნდეს. „მაგრამ ჩვენს სამყაროში დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში მოგზაურობა საოცრად მინდა, ამისგან თავს შევიკავებდი”.

iflscience.com

10 thoughts on “სტივენ ჰოკინგი: შავი ხვრელები შესაძლოა სხვა სამყაროში გასასვლელია

  1. zaza

    საინტერესოა, ვინ იცის, ვინ ნახა, ვინ ჩაატარა ცდები ამ შავ ხვრელებში რა ხდება, და საერთოდ რა არის, როგორი არის, რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს იქ რომ მოხდეს, ვინმემ გამოსცადა?
    ეს ყველაფერი იმას მაგონებს, ათეისტები, საერთოდ რელიგია ვისაც არ სწამს, რომ ეძებენ ისეთ რაღაცეებს ხოლმე რომ როგორმე პასუხგაუცემელი რაიმე იპოვონ, ან რომ ამბობენ საუკუნეების განმავლობაში ვიღაცეების გადმოცემული მონაყოლები არ არის დასაჯერებელიო, მერე ჩაეჭიდონ და ამტკიცონ რომ ღმერთი არ არსებობსო…
    ეხლა მეც მიჩნდება ეს კითხვები, ვინმე ყოფილა ამ შავ ხვრელებში, გამოუცდია?…
    საიდან ასკვნიან ამ ყველაფერს, თუ ვინმე იმას მეტყვის რომ მათემატიკური ან ფიზუკური გამოანგარიშებებით და თეორიებით ამტკიცებენო, მაშინ იმათ ვკითხავ, თუ ჩვენი ფიზიკა და მათემატიკა საერთოდ თავდაყირა დგება, კოსმოსი თუ არ აღიარებს მიწიერ ფიზიკას, რასაც თვითონ მეცნიერები ამტკიცებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში?…
    რატომ უნდა დავიჯერო ეს ყველაფერი რაც თვითონ მეცნიერებმა არ იციან, და ახსნას ვერ უძებნიან?…
    მესმის რომ არ ამტკიცებდე, უბრალოდ ამბობდე რომ თეორიულად, პრაქტიკულად ვიკვლევ და ჯერჯერობით რაღაც დონეზე ვარ მისული, მაგრამ მტკიცებულებები არ შემიძლია, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა რაღაც… ესე მესმის, მაგრამ რაც არ იცი და იმას ამტკიცებ, ეს იგივეა რასაც ათეისტები უმტკიცებენ რელიგიურ ადამიანებს?…

    ეს კაცი, ჰოკინგი, იმასაც ამბობს რომ ღმერთი არ არსებობსო.
    და ყველაფერი თავისით, აფეთქებით შეიქმნაო…
    შეუძლია დაამტკიცოს ეს ყველაფერი, რომ აფეთქებით შეიქმნა და არა ღმერთის შექმნილია?..
    შეუძლია დაამტკიცოს რომ ღმერთი არ არსებობს?

    ან ვის შეუძლია, დაამტკიცოს რომ ღმერთი არ არსებობს?!…

    მე შემიძლია დავამტკიცო რომ ღმერთი არსებობს, რადგან ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს ღმერთზე, ადამი და ევადან მოყოლებული დღევანდლამდე, წმინდა მამებამდე, მამა გაბრიელამდე და საერთოდ, უამრავი წმინდანებამდე, წმინდანები ხომ ღმერთით არიან წმინდანები, ისინი ხომ ღმერთის ძალით ახდენდნენ და ახდენენ სასწაულებს?… (დღეს მაგალითად მამა ნიკოლოზი, ცოცხალი წმინდანი)
    ღმერთი ყოველ ადამიანშია, როგორც ვინმეში მეტი სიკეთეა და ვიმეში ნაკლები…
    ჩვენ, ადამიანებს სული რომ გვაქვს, სწორედ სულით გვაქვს კავშირი ღმერთთან, პრობლემა იმაშია რომ ჩვენს ხორცს იმდენად მივენდეთ და ვაძლევთ უფლებას თავის ნებაზე გვატაროს რომ სული საერთოდ არ გვახსოვს და პირველ ადგილზე სხეულს, მთელს ძალა-უფლებას ხორცს ვაძლევთ და იმიტომ არ ახსოვთ ღმერთი ზოგ-ზოგიერთებს, და სხვა ადამიანებიც შეცდომაში შეყავთ და აჯერებენ თავიანთი თეორიებით, რასაც ზოგ-ზოგიერთები ამას პროგრესს, განვითარებას ეძახის, არადა მამა გაბრიელს მხოლოდ ოთხი თუ ხუთი კლასი ჰქონდა დამთავრებული და ვინ შეედრებოდა ცოდნაში?…
    ვინც მამა გაბრიელისნაირად იწამებს ღმერთს იმას ერთი კლასის დამთავრებაც კი არ სჭირდება, ის განვითერბულიც არის და პროგრესულად მოაზროვნეც…
    ჰოკინგისნაირი მეცნიერები ბევრი ყოფილა, ბევრი არის და კიდე ბევრი იქნება, ღმერთი, მხოლოდ ერთი იყო, ერთი არის და ერთი იქნება…

    Like

    1. Goga

      ძალიან ცუდი გზა აგირჩევია ათეისტებზე შურის საძიებლად 😀 თითქმის ყველა შენ კითხვაზე ამ საიტის ძველ პოსტებში წერია პასუხი..

      Like

  2. zaza

    საინტერესოა, ვინ იცის, ვინ ნახა, ვინ ჩაატარა ცდები ამ შავ ხვრელებში რა ხდება, და საერთოდ რა არის, როგორი არის, რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს იქ რომ მოხდეს, ვინმემ გამოსცადა?
    ეს ყველაფერი იმას მაგონებს, ათეისტები, საერთოდ რელიგია ვისაც არ სწამს, რომ ეძებენ ისეთ რაღაცეებს ხოლმე რომ როგორმე პასუხგაუცემელი რაიმე იპოვონ, ან რომ ამბობენ საუკუნეების განმავლობაში ვიღაცეების გადმოცემული მონაყოლები არ არის დასაჯერებელიო, მერე ჩაეჭიდონ და ამტკიცონ რომ ღმერთი არ არსებობსო…
    ეხლა მეც მიჩნდება ეს კითხვები, ვინმე ყოფილა ამ შავ ხვრელებში, გამოუცდია?…
    საიდან ასკვნიან ამ ყველაფერს, თუ ვინმე იმას მეტყვის რომ მათემატიკური ან ფიზუკური გამოანგარიშებებით და თეორიებით ამტკიცებენო, მაშინ იმათ ვკითხავ, თუ ჩვენი ფიზიკა და მათემატიკა საერთოდ თავდაყირა დგება, კოსმოსი თუ არ აღიარებს მიწიერ ფიზიკას, რასაც თვითონ მეცნიერები ამტკიცებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში?…
    რატომ უნდა დავიჯერო ეს ყველაფერი რაც თვითონ მეცნიერებმა არ იციან, და ახსნას ვერ უძებნიან?…
    მესმის რომ არ ამტკიცებდე, უბრალოდ ამბობდე რომ თეორიულად, პრაქტიკულად ვიკვლევ და ჯერჯერობით რაღაც დონეზე ვარ მისული, მაგრამ მტკიცებულებები არ შემიძლია, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა რაღაც… ესე მესმის, მაგრამ რაც არ იცი და იმას ამტკიცებ, ეს იგივეა რასაც ათეისტები უმტკიცებენ რელიგიურ ადამიანებს?…

    სხვა დანარჩენი ლაპარაკს მოჰყვა, თემამ მოიტანა…

    Like

  3. zaza

    არა, მე შურისძიებას ვერ დავარქმევდი ამას… :)))
    უბრალოდ ძალიან რეალურად ვუყურებ ყველაფერს და რასაც ვხედავ როგორც მესმის და როგორც აღვიქვამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, ან კითხვას ვსვამ ან პასუხს ვცემ…
    არ მიყვარს დღევანდელ ვირტუალობაში ცხოვრება, ყველაფერს რეალურად ვუყურებ… :))))
    ათეისტებმა ხომ ეგრე იციან, ერთ წინადადებაში სათითაოდ ეძებენ ხოლმე ყოველ სიტყვას და თუ რაიმე სიტყვა შეცდომით იპოვეს ან რაღაც ხელჩასაჭიდი იპოვეს ეგრევე ჩაგეჭიდებიან ხოლმე და შეტევაზე გადმოდიან, რომ როგორმე ჩაქჭრან, საერთო აზრიდან გამომდინარე იმდენად არ აინტერესებთ პასუხის გაცემა რამდენადაც რაიმე სიტყვაში დაგიჭირონ და მერე როგორც იტყვიან აღარ გინდობენ, გაყრიან და გაყრიან კითხვებს… :))))))

    Like

    1. Goga

      კი მესმის მაგრამ რატომ ცდილობ ვინმეს რამე დაუმტკიცო რწმენასთან მიმართებაში. თუ რამის დამტკიცება შესაძლებელი იქნება ეგ უკვე ცოდნა იქნება და არა რწმენა, არავის სწამს ისეთი რამ რისი არსებობაც ეჭვგარეშეა.შეიძლება ადამიანმა სრულიად აბსურდული რამ ირწმუნოს მაგრამ გულწრფელი და პატიოსანი იყოს ეს რწმენა. ამით იმის თქმა მინდა რომ მეცნიერება და რელიგია სხვადასხვა ფენომენებია რა

      Like

  4. zaza

    არა, ღმერთმა დამიფაროს რომ ვინმეს რამეს ვუმტკიცებდე რელიგიაში, უბრალოდ ეს როგორც აზარტი ისეა, როდესაც რაღაც კითხვას გისვამენ და შენ ბევრი რამის თქმა გინდა პასუხის გასაცემად ისე გამოდის რომ თითქოს რამეს უმტკიცებ, მაგრამ მერწმუნეთ მე ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული რომ ვინმეს რამეს ვუმტკიცებდე, მე მხოლოდ იმას ვამბობ როგორც მჯერავს და თუ ვინმეს მოსწონ ჩემი პასუხი კი ბატონო მიიღოს როგორც გაეხარდება, მაგრამ თუ ვინმეს თავს ვაბეზრებ, და გონია რომ ჭკუას ვასწავლი, მე ამისთვის ნამდვილად არ ვარ მონდომებული არც მიფიქრია მაგაზე, ალბათ ამას უფრო აზარტს დავარქმევდი, და სხვათაშორის სწავლებასაც, პირადად ჩემთვის რადგან მე რა პასუხებსაც ვცემ მგონია და ვფიქრობ რომ სწორი პასუხია, აქედან გამომდინარე თუ ვინმეს პასუხი უკეთესი, დამაჯერებელი აღმოჩნდება და უფრო რეალურად მივიღებ შესაბამისად იმის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელიც იქნება და სწავლებაც, სწავლა ხომ სირცხვილი არ არის, და არც სქესი გააჩნია და არც ასაკი ვინც გინდა იყავი, ოღონდ ჭკვიანური თქვი რამე რათა სხვას გონება გაუნათო… ისე რომ თუ ვინმე ჩემზე ესე ფიქრობს რომ ვინმეს ჭკუას ვასწავლი ნამდვილად არ არის ასე, უფრო აზარტია, რელიგიურ-სამეცნიერო თემებზე საუბარი განსაკუთრებით… :)))))

    Like

  5. გაბრიელი

    მე ვფიქრობ რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ისე რომ ყველა დეტალს ახსნა მოვუძებნოთ. მე მგონია რომ შავი ხვრელი სამყაროთაშორის ტრანსპორტირების საშუალებაა, შავი ხვრელით აქედან იქ გადავდივართ, მეორე მხარეს პარალელურ სამყაროში ჩვენი შავი ხვრელი თეთრ ხვრელად ბოლოვდება იქიდან შავ ხვრელით შთანთქმული მატერია აქ თეთრი ხვრელით შემოდის ანუ ჩვენი სამყარო ფურცლის ერთი მხარეა პარალელური სამყარო კი მეორე მხარე. ფარდობითობის თეორიის საფუველზე ვამბობ ამას. მე მგონია რომ ფურცლის ორივე მხარეს არსებობს გრავიტაცია როდესაც იმ მხარეზე რომელიმე ვარსკვლავი მოკვდება და შვარცშილდის რადიუსს მიაღწევს მაშინ ის სივრცე პირობითად ფურცელი იხევა და წარმოიქმნება შავი ხვრელი ამავდროულად მეორე მხარეს იქმნება თეთრი ხვრელი, იმ მხარეზე, ამ მაგალითისთვის ფურცლის მაგივრად უფრო პლასტიკური სხეული გამოგვადგება, სადაც იზნიქება მეორე მხარეს ამოიზნიქება იგივე შავი და თეთრი ხვრელები.

    Like

  6. AVTANDIL KIKVADZE

    2019 წლის ოქტომბრის თვეში,ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ “ინტელექტუალში”, დაიბეჭდება ჩემი სტატია: “სივრცეთა გაფართოების ალგორითმი. მეოთხე განზომილება. სამყაროს მათემატიკური მოდელი”. ამ სტატიაში, თქვენთვის საინტერესო ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული. კითხვები, რა თქმა უნდა შემდეგშიც გაჩნდება, მაგრამ თუ ჩემს მიერ შემოთავაზებული თეორიის ძირითად პოსტულატებს მიიღებთ, მაშინ შესაძლებელი იქნება თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა. აქ კი მოკლედ გეტყვით შემდეგს:
    1)”დრო–სივრცე” ყოველთვის არსებობდა და მუდამ იარსებებს ერთი მარტივი მიზეზის გამო:იმის და მიუხედავად, სამყარო– “შემოქმედის” ნებით შეიქმნა თუ “დიდი აფეთქების” შედეგად–ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ციკლთან „სამყარო–კოლაფსირება–სინგულარობა–აფეთქება–სამყარო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ჩვენს “სამყარომდე” არსებობდა რაღაც “სამყარო”, რომლის კოლაფსირება მოხდა სინგულარობამდე და რომლის აფეთქებითაც გაჩნდა ჩვენი “სამყარო”. დღეს არსებული ჩვენი „სამყარო“ კი, როგორც მომდევნო “სამყაროს” ე.წ. „ბაზა, ამ ციკლის მხოლოდ და მხოლოდ ერთი შუალედური ეტაპია.აქედან გამომდინარე, “დრო” არ შეიძლება მივაკუთვნოთ განზომილების რომელიმე კატეგორიას.რაც შეეხება ჩვენს რეალურ სამყაროში ჩვენს მიერ აღქმულ “დროს”, ის–აღნიშნული ციკლის ერთ კონკრეტულ ეტაპზე–ჩვენს მიერ აღქმული მოვლენების ცვლილებათა მიმდევრობის, რიცხვითი მიმდევრობის სახით ჩაწერაა მხოლოდ და მეტი არაფერი. სავსებით შესაძლებელია, რომ “დროის” აღქმა სხვა ეტაპზე(ჩვენი “სამყაროს წინა ან მომდევნო “სამყაროებში”) სულ სხვაგვარი იყოს, რადგან ახალ “სამყარო”–ში მოვლენათა ცვლილებები, დღევანდელისაგან შეიძლება განსხვავებული იყოს და მათი ჩაწერაც რიცხვითი მიმდევრობის სახით, სულ სხვა ფორმით შეიძლება მოხდეს.
    2) რაც შეეხება ე.წ. “შავ ხვრელებს”, აქ მე ასეთი თეორია მაქვს: “შავი ხვრელის” ძებნა ჩვენს გარემომცველ სივრცეში, დაახლოებით იგივეა, რაც “ორგანზომილებიანი სხეულის” მიერ, კუბის სიმაღლის ძებნა სიბრტყეზე. მას მხოლოდ კუბის ფუძის პარამეტრების აღქმა შეუძლია,რადგან მასში მესამე განზომილების მახასიათებელი არ არის გააქტიურებული.
    “შავი ხვრელი” არის “პორტალი” ჩვენს სივრცესა და “ოთხგანზომილებიან სივრცეს” შორის და მას ჩვენ ვერასოდეს აღმოვაჩენთ, რადგან ჩვენში მეოთხე განზომილების მახასიათებელი არ არის გააქტიურებული. ეს კი არ მოხდება მანამ, სანამ ჩვენი მეხსიერების BB “შავ ყუთში” (აღნიშვნა სტატიიდან–ინგლ. Black Box) შეტანილი ინფორმაცია არ მიაღწევს “ბეკენშტეინის ზღვარს” და ჩვენი BB თავად არ გადაიქცევა მცირე ზომის “შავ ხვრელად”. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდება ის “ოთხგანზომილებიანი სივრცის” გრავიტაციულ ველში და სწორედ “პორტალის” საშუალებით გადაიყვანს ჩვენს სხეულს– “არამატერიალური” სახით– ამ სივრცეში.

    Like

დატოვე კომენტარი