ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო


ნასამ გამოაქვეყნა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული ფოტო, რომელშიც ფარგლის თანავარსკვლავედის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსში ვარსკვლავის დაბადების მძვინვარე პროცესი ჩანს. ეს რეგიონი ჩვენგან 2280 სინათლის წლითაა დაშორებული. ვარსკვლავი, რომელსაც IRAS 14568-6304 უწოდეს, ოქროსფერი მტვრისა და აირის გროვების მიღმა მოჩანს. მის ქვემოთ მდებარე კუდის მსგავსი ობიექტი ვარსკვლავის ფორმირების შემდგომ მორჩენილი მტვერი და აირია.

ვარსკვლავები ფორმირდებიან მოლეკულურ ღრუბელში, რომელიც გრავიტაციის გამო კოლაფსს განიცდის. კოლაფსის დროს იქმნება ცხელი და მკვრივი ბირთვი, რომელსაც პროტოვარსკვლავი ეწოდება და შემდგომში მისგან ვარსკვლავი ყალიბდება. ეს ბირთვი ღრუბლისგან აგროვებს მასალებს და უმეტესი ნაწილი ვარსკვლავის შემადგენლობაში ხვდება, თუმცა რაღაც რაოდენობა შეიძლება გაცალკევდეს და პლანეტები ან ასტეროიდები ჩამოყალიბდეს.

როგორც სურათზე ხედავთ, IRAS 14568-6304-ის გარშემო სიბნელეა. ეს ახალგაზრდა ვარსკვლავებით მდიდარი ფარგლის მოლეკულური ღრუბელია, რომლის მასაც 250 000 მზის ტოლია.

iflscience.com

4 thoughts on “ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო

  1. paata

    რა მაინტერესბეს, ეს ვარსკვლავი, როგორც სტატიაში წერია “ჩვენგან 2280 სინათლის წლითაა დაშორებული” ჰაბლის ტელესკოპი როგორ იღებს დროის მიმდინარე პროცესს, როცა გამოსახულებაც სინათლის სხივზე ნაკლებ დროში აგწევს ჩვენამდე?

    Like

დატოვე კომენტარი