იესოს „ცოლის“ სახარება ნამდვილია


პაპირუსის ნაგლეჯი, რომლის მიხედვითაც იესოს ცოლი ჰყავდა, ვატიკანმა თანამედროვე სიყალბედ შერაცხა, მაგრამ მეცნიერული ანალიზით დადასტურდა, რომ ნამდვილად ანტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს. რამდენიმე პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, ის მე-4-დან მე-8 საუკუნემდე პერიოდშია დაწერილი. პაპირუსის ფრაგმენტის ტექსტი შესრულებულია უძველეს კოპტურ ენაზე და მასში ვკითხულობთ: „იესომ უთხრა მათ: ჩემი ცოლი” და „ის შეძლებს, იყოს ჩემი მოწაფე…”

საუკუნეების მანძილზე მრავალი ადამიანი ცდილობდა, იესოსა და მარიამ მაგდალინელის შესაძლო შთამომავლების შტო ეპოვა. ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ამ აზრის მხარდამჭერი ისტორიული, ბიბლიური, არქეოლოგიური ან გენეტიკური მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ პაპირუსის ფრაგმენტი, რომელიც დაკარგული სახარების თარგმანად ითვლება, აციტირებს იესოს სიტყვებს: „ჩემი ცოლი” (სახელიც აქედან ეწოდა).

მე-13 საუკუნეში მცხოვრები ცისტერციანელი ბერი და ისტორიკოსი პიტერ ვოქს-დე-კერნელი ირწმუნებოდა, რომ იესოს ურთიერთობა ჰქონდა მარიამ მაგდალინელთან. ადრეული მორმონები იესოს პოლიგამად თვლიდნენ მეორე საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის, ცელსიუსის, ბუნდოვანი ციტატის საფუძველზე. მე-19 საუკუნეში პოლიტიკოსმა ლუის მარტინმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც აღნიშნა, რომ იესო დაქორწინებული იყო მარიამ მაგდალინელზე და ორივენი სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ვაჟი ეყოლათ.

შემდგომი წიგნები საუბრობდნენ იესოსა და მარიამის ვაჟზე და სხვა შესაძლო შვილებზე ქაშმირელ ქალთან. მწერალმა ანდრეა ფეიბერ-კაიზერმა ინტერვიუ ჩამოართვა პიროვნებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ იესოს ქაშმირელი შთამომავალია. მარიამ მაგდალინელი ასევე მიჩნეულია წმინდა სარას დედად, სხვა ავტორი კი იესოსა და მარიამის შთამომავლად თვლის ყველა ევროპულ სამეფო ოჯახს.

ისტორიკოსები და რელიგიური ლიდერები თავგამოდებით ცდილობდნენ, არტეფაქტის სანდოობა დაემტკიცებინათ ან უარეყოთ მას შემდეგ, რაც დაახლოებით 18 თვის წინ მის არსებობაზე განაცხადა ჰარვარდის პროფესორმა კარენ კინგმა. ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, თუკი პაპირუსი რეალურია, შეიძლება მისი მეშვეობით დამტკიცდეს, რომ იესო დაქორწინებული იყო და არა ცელიბატი, რაც ძირს უთხრის ქრისტიანული ეკლესიების ერთ-ერთ მთავარ სწავლებას.

ვატიკანის გაზეთის სარედაქციო სტატიაში რედაქტორი ჯოვანი მარია ვიანი ეჭვქვეშ აყენებს დოკუმენტის უტყუარობას, აღმოჩენას სიცრუედ რაცხავს და „ნებისმიერ შემთხვევაში ყალბს” უწოდებს.

ახალი კვლევა, რომელიც „ჰარვარდის თეოლოგიურ მიმოხილვაში” გამოქვეყნდა, გვამცნობს დოკუმენტის უახლესი რადიონახშირბადული დათარიღების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ის მე-8 საუკუნის ეგვიპტეშია შესრულებული, დაახლოებით 400 წლით გვიან, ვიდრე პროფესორი კინგი თავდაპირველად ვარაუდობდა.

დამატებითმა ტესტებმა აჩვენა, რომ მელნის ქიმიური შემადგენლობა თავსებადია ანტიკური ხანის ეგვიპტელების მიერ გამოყენებულ მელნებთან, მიკროსკოპული დაკვირვებით კი ვერ აღმოაჩინეს თანამედროვე ჩარევის კვალი, რის არსებობასაც პაპირუსის კრიტიკოსები ირწმუნებოდნენ. ასევე არ დადასტურდა განცხადებები, რომ სიტყვა „ცოლის” ადგილზე თავიდან „ქალი” ეწერა და მოგვიანებით გადაკეთდა.


იესოს ცოლის სახარების ავტორისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია დღემდე ბუნდოვანია და გამოცანად რჩება. ფრაგმენტი ამჟამად ანონიმური კოლექციონერის ხელშია, რომელმაც ის 1999 წელს შეიძინა. კინგის თქმით, მფლობელმა ფრაგმენტი შეიძლება უსასყიდლოდ გადასცეს ჰარვარდს, სადაც მოგვიანებით საჯაროდ გამოიტანენ.

იმ დროს, როცა პაპირუსის არსებობაზე გაცხადდა, ვატიკანს შეუერთდა ბრიტანელი სწავლული და მას ყალბი უწოდა. ახალი აღთქმის ექსპერტმა პროფესორმა ფრენსის უოტსონმა დარემის უნივერსიტეტიდან განაცხადა, რომ ფრაგმენტი წარმოადგენს თომას სახარებიდან აღებული ტექსტების კრებულს, კოპირებულსა და თავიდან აწყობილს, ამასთან ძველ კოპტურზე ცუდად შესრულებულს.

თუმცა პროფესორმა კინგმა განაცხადა: „დიდი იმედი მაქვს, გავცდებით სიყალბეზე დავას და ვისაუბრებთ ამ ფრაგმენტის მნიშვნელობაზე ქრისტიანობის ისტორიასთან დაკავშირებით, დავფიქრდებით ისეთ კითხვებზე, როგორიცაა «რატომაა მნიშვნელოვანი იესოს ქორწინება?»”

პაპირუსი, რომელიც დაახლოებით სავიზიტო ბარათის ზომისაა, სავარაუდოდ უფრო გვიან დაიწერა, ვიდრე ახალი აღთქმის სახარებები, რომლებიც ითვლებიან უძველეს და, მაშასადამე, ყველაზე სანდო წყაროდ ქრისტეს ცხოვრების შესახებ.

პროფესორი კინგი მიიჩნევს, რომ ტექსტი წარმოადგენს უფრო ადრეული დოკუმენტის ასლს, რომელიც შესაძლოა ბერძნულად დაიწერა და ღირებულია იმ მხრივ, რომ აჩვენებს, როგორ გავრცელდა ქრისტიანობა ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე რეგიონში.

პაპირუსი შემოწმდა ელექტრული ინჟინერიის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერტთა მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჰარვარდის უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მათ აღნიშნეს, რომ პერგამენტის ასაკი ნამდვილად საუკუნეებს ითვლის. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიკოსთა ჯგუფმა დაადგინა, რომ პაპირუსის ნაგლეჯი ასაკით უახლოვდება იოანეს სახარების პაპირუსს. მიკროსპექტროსკოპიული ანალიზით გაირკვა, რომ ფრაგმენტი მხოლოდ ცოტათი ნაკლებადაა ოქსიდირებული. კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა შეამოწმეს მელნის ქიმიური შემადგენლობა, სანამ სხვა მსგავს დოკუმენტებს შეადარებდნენ. ის ნამდვილად ჰგავს ანტიკურ ტექსტებში გამოყენებულ მელანს. რადიონახშირბადულმა დათარიღებამ დოკუმენტის შექმნის პერიოდად 659-869 წწ დაასახელა.

სკეპტიკოსები შენიშნავენ გარკვეულ გრამატიკულ შეცდომებს ნაწერში. შესაძლოა, პაპირუსის ავტორი არა პროფესიონალი გადამწერი, არამედ დაბალი კლასის უსწავლელი წევრი იყო.


მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ პაპირუსის ასაკი განსაზღვრეს, მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ იესოს ცოლი ჰყავდა. პროფესორმა კინგმა 2012 წელს განაცხადა, რომ მისი 8სმ X 4სმ ზომის აღმოჩენა „არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ისტორიული იესო დაქორწინებული იყო, თუმცა ხალხი დააეჭვა მის ოჯახურ სტატუსში”.

პროფესორმა კინგმა თავიდან დოკუმენტი განმარტა, როგორც ცელიბატობის საწინააღმდეგო რამ. „ახლა, როცა ისევ ვკითხულობ ფრაგმენტს, ყველაზე მთავარი საკითხი, როგორც ჩანს, ისაა, რომ იესოს თქმით, ცოლებსა და დედებს შეეძლოთ, მისი მოწაფეები ყოფილიყვნენ”, აღნიშნა მან ინტერვიუში. ეს კი ქრისტიანობაში ქალების როლისა და მათთვის მღვდლობის უფლების საკითხის გადახედვას მოითხოვს. თუკი პაპირუსის ფრაგმენტი უფრო ადრეული რელიგიური ტექსტების ანარეკლია, მაშინ ის ასახავს ადრეული ქრისტიანების ინტერესს ოჯახის როლისადმი, ყოფილიყვნენ ცელიბატები თუ დაქორწინებულიყვნენ.

პაპირუსის ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, თუკი მასში იესოს ცოლზეა საუბარი, დოკუმენტს შეუძლია, ეჭვქვეშ დააყენოს მარიამ მაგდალინელის საუკუნოვანი წარმოდგენა, როგორც მომნანიებელი მეძავისა და დაამხოს სექსუალური თავშეკავების ქრისტიანული იდეალი.

პაპირუსის აღმოჩენის შესახებ გამოცხადების პერიოდში პროფესორმა კინგმა ჟურნალ Smithsonian-ს განუცხადა, რომ ფრაგმენტი ეჭვქვეშ აყენებს „მთელ კათოლიკურ წესდებას მღვდლების ცელიბატობაზე, რასაც იესოს უბიწოებით ამართლებენ. დოკუმენტი აჩვენებს, რომ ადრეულ პერიოდში იყვნენ ქრისტიანები, რომელთათვისაც ქორწინებით გამყარებული სექსუალური ერთობა ღმერთის შემოქმედებითობის მიბაძვა იყო, ასევე გახლდათ სულიერად მართებული და ხელსაყრელი რამ”.

პროფესორი კინგი ეჭვობს, რომ ე.წ. „იესოს ცოლის სახარება” იმიტომ უკუაგდეს, რომ „იდეები, რომლებსაც ის შეიცავდა, ძლიერად მიცურავდნენ იმ ასკეტური დინებების საპირისპიროდ, რომლებსაც ეფუძნებოდა ქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობის ქრისტიანული პრაქტიკა და წარმოდგენები”. იესოს, როგორც მიწიერი ვნებებისა და სურვილების მქონე ადამიანის წარმოდგენა, არ შემორჩენილა ოფიციალური ეკლესიის დოქტრინებში, რომელიც ხაზს უსვამს ცელიბატობასა და ასკეტიზმს, როგორც სულიერ იდეალს.

 

Daily Mail

National Geographic

The New York Times

40 thoughts on “იესოს „ცოლის“ სახარება ნამდვილია

  1. ქრისტეს ცოლის შესახებ სიტყვა პირველად გაიგეთ? განა ახალი აღთქმა ამაზე არ საუბრობს? ქრისტეს “ცოლი” ბევრჯერ არის სახარებაში ნახსენები, როგორც: სარძლო, ეკლესია, საპატარძლო, კრავის ქორწილი. პავლე ეუბნება კორინთელებს: დაგნიშნეთ ერთ კაცზე რომელიც არის ქრისტე. დარწმუნებული ვარ, მაგ პაპირუსზე დაწერილი სიტყვებიც იგივე აზრს ატარებს.

    კინგი აღნიშნავს, რომ ნაპოვნი პაპირუსი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი უძველესი ტექსტია, სადაც ქრისტე საკუთარ ცოლზე საუბრობს. თუმცა დოკუმენტი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ქრისტიანთა რელიგიის დამაარსებელი, როგორც ისტორიული პერსონა, დაქორწინებული იყო. აღნიშნული ფრაგმენტი ადასტურებს, რომ პირველათასწლეულის ქრისტიანთა ნაწილი ქრისტეს ოჯახურ მდგომარეობაზე დავობდა.

    პაპირუსის ფრაგმენტი 33 სიტყვისგან შედგება, რომლებიც 14 არასრულ ხაზზეა დაწერილი, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

    Like

    1. გაიუსს სალამი 😀 ეკლესია როგორ იყო მერე ქრისტეს მოწაფე?
      ისე ტაბულა არ გევასებოდა და აზრი შეიცვალე? :დ

      Like

      1. მანდ გარკვევით წერია ამის შესახებ -პაპირუსის ფრაგმენტი 33 სიტყვისგან შედგება, რომლებიც 14 არასრულ ხაზზეა დაწერილი, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

        ანუ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ტექსტით რა უნდა ვამტკიცოთ? რათქმაუნდა ვერც ვერაფერს დაამტკიცებენ.

        Like

        1. უფრო კონკრეტულად ასეთი სახე აქვს

          ვატიკანი რატო გამწარდა აბა შენი აზრით? ანალიზს არ დაელოდნენ და ეგრევე ყალბიაო

          Like

            1. ძალიან უნდა? აკი არ ამტკიცებსო? :დ

              მეორეც, მაგის გამო ფაქტი უნდა დაამახინჯოს? ხომ გაირკვა, რომ ნაყალბევი არ ყოფილა და საუკუნეების წინანდელია

              Like

              1. არ ამტკიცებს რადგან დასრულა კვლევა და დასვა თარიღი 🙂

                ანუ არ გამოუვიდა ნომერი :))

                Charlius 11/04/2014 at 5:46 PM
                უფრო კონკრეტულად ასეთი სახე აქვს

                ***

                ამაზე უკვე დაწერა მეცნიერმა,რომ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და კონკრეტულად ვერაფერს იტყვი.. ეს გულისხმობს იმას, რომ შენც შეგიძლია იფანტაზიორო და წერო რაც გინდა.. მაგრამ სერიოზულად ეს არ უნდა აღიქმებოდეს 🙂

                აბა დროებით მეგობარო 🙂

                Like

                  1. არ იყო საჭირო კონკრეტულად მას ეთქვა რამე, კვლევა იყო საწყის სტადიაზე და კიდევ უფრო მძაფრად აღიქმებოდა სენსაციურად დასათაურებული უამრავი სტატია ამ ამბის შესახებ.. 🙂

                    Like

  2. ჰარვარდის მკვლევარების დასკვნაში არ არის დამტკიცებული ის, რომ ეს ქრისტეს ხელნაწერი ან მის მიერ წარმოთქმული ფრაზაა. კვლევაში საუბარია იმაზე.. რომ ვიღაცამ ზემოაღნიშნული ტექსტი ნამდვილად დაწერა IV-IX საუკუნეების შუალედში. ის ფაქტი რომ ავტორს ჰქონდა უფლის პერიფრაზირების პრეტენზია, სულაც არ ადასტურებს ტექსტის ჭეშმარიტებას, რადგან ეს შეიძლება იყოს ავტორის შეცდომა (უკეთეს შემთხვევაში), მიზანმიმართული პროვოკაცია (გარკვეული მოტივაციით) ან თავისი რწმენით (ურწმუნოებით) დანახული ქრისტე (მისი ფანტაზია ან სულაც ალეგორია).

    Like

    1. ქრისტეს არაფერი დაუწერია (არც კანონიკური სახარებები) და მისი ხელნაწერი რომ არაა, რად უნდა აღნიშვნა? პერიფრაზირება როა, გეთანხმები, მაგრამ ასევეა სხვა სახარებებიც. ზოგი მიმდინარეობა ერთ პერიფრაზირებას ირჩევდა და ზოგი მეორეს, მერე ნაწილს გაუმართლა და დომინანტი გახდა

      Like

      1. Charlius 11/04/2014 at 5:41 PM
        ქრისტეს არაფერი დაუწერია და მისი ხელნაწერი რომ არაა, რად უნდა აღნიშვნა?

        ***
        მანდ ქრისტეს ახლო გარემოცვით შეცვალე და ეგაა 🙂

        Like

        1. და რა იცი, რომ ეს პაპირუსი არაა იმ სახარების ასლი, რომელიც იესოს მიმდევრებმა დაწერეს? ახალი აღთქმის მანუსკრიპტებიც რომელიღაცა თაობის ასლებია, საწყისი ვერსიები არ შემორჩენილა.

          იმას არ ვიძახი, რომ აქ აუცილებლად სიმართლე წერია, მაგრამ გამორიცხვა არ მიმაჩნია სწორად

          Like

          1. irina

            და ქრისტე როგორც პიროვნება ისტორიულად არსებობდა? მე მგონი ამის დამამტკიცებეილი საბუთი ჯერ არ არსებობს თუ რამე გამომრჩა და დამტკიცებულია მისი არსებობა?…..წლების/საუკუნეების შემდეგ მის არსებობის და ცხოვრების შესახებ ჩანაწერებს არ ვგულისხმობ,მოგონილ,გაგონილს…

            Like

                  1. irina

                    მადლობთ მაგრამ შეძენილი მაქვს უკვე დიდი ცოდნა, მიღებული მაქვს ინფორმაცია რომ დამადასტურებელი ისტორიული საბუთ /ინფორმაცია ქრისტეს ნამდვილად არსებობის შესახებ არ არსებობს,უბრალოდ ავტორს ჩავეკითხე რამე ახალი ხომ არ გამომრჩა მეთქი :-)….თქვენს მიერ მითითებული გვერდი ჩემთვის განკუთვნილი არ არის რაც რელიგიას შეეხება უსაფუძვლო და დაუმტკიცებელი ინფორმაციაა…არ წამიკითხავს უბრალოდ გადავხედე დროს ვერ დავკარგავ არამეცნიერულ ნაწერებზე..

                    Like

                    1. irina

                      ….ან საერთოდ თუ გნებავთ შევეშვათ მეცნიერულ ნაშრომებს,- თქვენ თუ გჯერავთ რომ 25 დეკემბერს ან 6 იანვარს ქალწული ქალისგან დაიბადა ისო ქრისტე,მოახდინა სასწაულები მაგ : წყალი ღვინოდ აქცია და წყალზე გაიარა და ასე შემდეგ-( არ მითხრათ ეხლა ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ არამედ გადატანილი მნიშვნელობითო-ბიბლიას ქიშმიშივით ნუ არჩევთ<რაც მოგწონთ და მისაღებია ზუსტია და რაც არა გადატანით ნაგულისხმები) -დაშემდეგ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდან ჯვარზე გაეკრა, ეწამა.. შემდეგ მკდრეთით აღსდგა და ამის შემდეგ გავიდა დიდი დრო-დაახლოებით 3 საუკუნის შემდეგ გაიგეს რომ თურმე ისეო არსებობდა საუკუნეების წინ და გაავრცელეს ქრისტიანობა და კაცმა არ იცის რა არის სწორი და რა არა-მაგრამ მაინც ქრისტიანობა საუკეთესო და ჭეშმარიტია!!-თქვენ თუ გნებავთ გჯეროდეთ ამის მე კი მჯერავს რომ ბიბლია განუვითარებელი ადამიანების მიერ არის დაწერილი და ზღაპრების და მითების წიგნია,…მე დავიჯერებ გეოლოგების არქეოლოგების და სხვადასვხა მეცნიერების მიერ დამტკიცებულ ევოლუციის თეორიას 🙂

                      Like

                1. თომას ტომპსონი კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან
                  http://goo.gl/GNje0R

                  ტომ ჰარპერი ტორონტოს უნივერსიტეტიდან
                  http://goo.gl/eXWc1K

                  ფილიპ დეივისი შეფილდის უნივერსიტეტიდან
                  http://www.bibleinterp.com/opeds/dav368029.shtml

                  ჰარი ბარნსი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან
                  http://goo.gl/CrXg7H

                  ერიკ კორნანგი ბაზელის უნივერსიტეტიდან
                  http://goo.gl/2uP5vY

                  მარტინ ჰენგელი ერლანგენის უნივერსიტეტიდან
                  http://goo.gl/PlUArX

                  ზაქარია თანდი ჩრდილო მიჩიგანის უნივერსიტეტიდან
                  http://goo.gl/Y53kOu

                  ბევრია კიდე ამათ გარდა, მარა ჯერჯერობით იკმარე :დ

                  Like

                  1. ესენი არიან ავტორიტეტული მეცნიერები?

                    ერთმანეთში ხომ არ გერევა მითოლოგია- პოპულარული ლიტერატურა და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა?

                    თუმცა ამ შემთხვევაში ორივე უადგილო იყო

                    თომას ტომპსონი კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან ?

                    თომას ტომპსონი ძველი აღთქმის სპეციალისტია.. ხოლო ახალი აღთქმის დარგში მას არ გააჩნია სამეცნიერო ხარისხი 🙂

                    Краткая история мифологизма

                    Зиндлер является автором ряда публикаций. Многие из них собраны в объемистом четырехтомнике под названием «Глазами атеиста». Первый том («Религии и Писания») содержит статьи, которые прямо и косвенно затрагивают мифологическую теорию. Они написаны на популярном уровне.
                    Иначе обосновывает мифологическую теорию Томас Томпсон в своей книге «Миф о Мессии: ближневосточные корни Иисуса и Давида». Томпсон — профессиональный библеист, профессор Копенгагенского университета в Дании, специалист по Ветхому Завету (в области же Нового Завета и раннего христианства у него нет научной степени).Он считает, что Авраам, Моисей и Давид не существовали. Перенося эти воззрения на Новый Завет, он пытается доказать, что не существовал и Иисус: его выдумали христиане, создавшие образ Спасителя на основании ветхозаветных повествований
                    Несколько слов о других мифологистах.

                    გააგრძელე კითხვა და თან წარმოადგინე გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომი და არა მეზღაპრეების ვარაუდები 🙂

                    http://www.e-reading.ws/chapter.php/1019659/4/Erman_-_A_byl_li_Iisus%3F_Neozhidannaya_istoricheskaya_pravda.html

                    Like

                    1. ნუ შენ რაც არ გაწყობს რა თქმა უნდა ზღაპარია :დ

                      სამაგიეროდ მტაცებელი დინოზავრი რო ცხოვრობდა ადამიანთან და თან ჰარმონიაში, + მცენარეებით იკვებებოდა, უტყუარი ფაქტი
                      http://charliuss.com/2012/07/19/dinosaurs-sex/#comment-2278

                      Like

  3. ლაშა

    ღმერთი მართლა არსებობს მეგობრებო ეს ისეთივე უტყუარი ფაქტია როგორც ორჯერ ორი ოთხია ჩემი ცხოვრების ერთი პერიოდი მეც თქვენსავით კრიტიკოსი ვიყავი და ღმერთის არ მჯეროდა მაგრამ უფალი ღმერთი იესო ქრისტე თავად გამომეცხადა და ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრეთ ვიცი ძნელი დასაჯერებელია ის რაც დავწერე მაგრამ უნდა მერწმუნოთ
    მეც თქვენსავით უბრალო ადამიანი ვარ
    თუ დაგაინტერესებთ თუ რა შემემთხვა და რატომ გამომეცხადა შემოქმედი შემდეგ კომენტარებში გიამბობთ, ისტორიას რომელსაც გიამბობთ ჩემი ისტორიაა და მთავარი მოქმედი პირიც მე ვარ ტყუილი კი ამ მონათხრობში არაფერი არ იქნება რადგან იგი მე არაფერში არ მჭირდება

    Like

    1. anria

      უფალი ღმერთი თუ იესო ქრისტე? ეს სამი ერთში რაღაც ამოუცნობი არალოგიკური და ყველასთვის გაუგებარია !
      ლაშა ძალიან გთხოვ შემდეგში თუ კიდევ გამოგეცხადა და ისაუბრებთ კითხე თუ მართლა მან შექმნა ჩვენი სამყარო და იგი ყოვლისშემძლეა რატომ კვდებიან ამდენი ბავშვები მასიურად შიმშილით და ავადმყოფობით,ან დედას რატომ უკლავს შვილს ,რატომაა ესეთი სასტიკი ან ამპარტავანი და უნდა რომ სულ მისთვის ვილოცოთ არადა ამ ლოცვით არაფერი გამოდის,რატომაა ამდენი ავადმყოფი და გაჭირვებული,..რატომ ხდება რელიგიის გამო საუკუნეების განმავლობაში ომი და ბრძოლა და იხოცება ამდენი ხალხი ხომ შეიძლება ერთხელ ყველას ერთად გამოეცხადოს???…..ძალიან გთხოვ არ დაიწყო ეხლა შენი ვერსიების დაწერა და მისი გამართლება…ღმერთი ადამიანებს ცდის ,ან ის მათ საქმეში არ ერევა და ასე შემდეგ….ის რომ არსებობდეს დამიჯერე არ დაიმალებოდა ამდენი ტრაგედიის მნახველი…შენი ვარაუდი და ის ცოდნა რაც იცი თუ ღმერთი როგორ ფიქრობს და შვება არ მინდა-რომ ნახავ ჰკითხე და მერე მისი პასუხი მოგვწერე

      ღმერთის არსებობის მტკიცებას ჩემთან აზრი არააქვს არ შეეცადო,მე ისეთი ათეისტი ვარ ყოველ დღე რომ ვნახულობდე მას მაინც არ დავიჯერებ და ეკლესიის მაგივრად ფსიქიატრიულს მივაკითხავ… 🙂

      Like

      1. Zaza

        ეს ქრისტიანული, მართლმადიდებლური სწავლებაა.
        იწამებ? შენი ნებაა.
        არ იწამებ? შენი ნებაა. (მეცნიერული სხვა არის, ათეისტური სხვა და ასე შემდ…)
        სამება — ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი.

        • მამა – ღმერთია ძესთან და სულიწმინდასთან ერთად.
        • ძე – ღმერთია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად.
        • სულიწმინდა – ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად.

        მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო – სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე – ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.

        ყველასთვის არაა გაუგებარი, ბევრისთვის გასაგებია!

        ღმერთი არავის არ კლავს, ყველა თვითონ იკლავს თავს!
        ყველა თვითონ სჯის თავის თავს!
        ყველა თვითონ ცდება!
        ყველა თვითონ წყვეტს თავის ბედს!
        ვინც სუსტია, ვისაც არ შეუძლია საკუთარი ბედის შექმნა, გადაწყვეტა, ვინც თვლის რომ ვიღაცის მონაა, ესეიგი თვითონ აქვს პრობლემა… ყველამ საკუთარ თავში ეძებოს პრობლემა და მიხვდება ყველაფერს!
        ღმერთისთვის არავინ ლოცულობს, ყველა თავის თავისთვის ლოცულობს, რათა არ შეცდეს და თავისი არასწორი, დაუფიქრებელი საქციელით არ დაიღუპოს, კისერი არ მოიტეხოს…
        და მაინც, თუ ვინმე რამეს ვერ ახერხებს, იმიტომ ვერ ახერხებს რომ ის ყოველთვის ვიღაცის იმედზეა, ჩემს მაგივრად ვირაცა გააკეთებსო… და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ღმერთი არ გააკეთებს შენს გასაკეთებელს, რატომ? იმიტომ რომ შენ თავისუფალი ნება გაქვს, შენს საქმეს შენ წყვეტ ისე როგორც გინდა… (და თუ ვერ წყვეტ მაშინ ღმერთს აბრალებ)
        რატომ იბადება ამდენი ავადმყოფი? იმიტომ რომ ადამიანის დაზიანებული ბუნებიდან გამომდინარე…
        ღმერთს ხომ შეუძლია გამოასწოროს ეს ყველაფერი?
        არა, ღმერთს არ შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ შენ თავისუფალი ნება გაქვს და შენი გამოსასწორებელია, შენს ცხოვრებას ხომ შენ წყვეტ ისე როგორც გინდა?
        არ გამოვა ისე შენ რომ გინდა, როცა შენ გინდა, შენი გასაკეთებელი ღმერთმა გააკეთოს და როცა შენ გინდა შენი გასაკეთებლი ღმერთმა არ გააკეთოს, ანუ ხელი არ შეგიშალოს…
        შენ გასაკეთებელს შენ შვილს მოსთხოვ რომ გააკეთოს?
        არა, ღმერთი ადამიანებს არ ცდის, ღმერთი ღმერთია და შენ შენა ხარ და მორჩა!
        ღმერთმა მოგცა თავისუფალი ნება და იცხოვრე ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ, მატერიალური სამყარო არ არსებობს მხოლოდ პლიუსებით, მას მინუსებიც აქვს.
        რადგან მინუსებიც არსებობს და პლიუსებიც, აქედან გამომდინარე შენ გჭირდება იმის ცოდნა თუ როგორ იცხოვრო რომ შენთვის უკეთესი იყოს, შენ თუ ფიქრობ რომ მაგარი ხარ და არ გჭირდება იმის ცოდნა რასაც შენ ეწინააღმდეგები, მაშინ შენი ნებაა, ნუ მიიღებ, არავინ გაძალებს, ნუ ღიზიანდები, ყველას თავისი ნება აქვს ამ ცხოვრებაში, არ მოგწონს ნუ მიიღებ, აირჩიე ის რაც შენ მოგწონს, გჯერავს და გწამს… არაა პრობლემა.

        Like

    2. შესაძლოა, მართლაც გულწრფელი იყო მოყოლისას და მართლაც ის განიცადე, რასაც მოყვები, მაგრამ რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მაგალითად ჰალუცინაცია არ იყო?

      იგივეს იფიქრებდი, მუჰამედი ან სულაც ოდინი რომ გამოგცხადებოდა?

      Like

  4. ლაშა

    anria
    შენი კომენტარი გარკვეულწილად მართლაც ობიექტურია არსებობით კი არსებობს რადგან საკუთარი თვალით ვნახე და ვესაუბრე მაგრამ ჩვენი საუბარი არ იყო იმ თემაზე რაც საზოგადოების უმეტეს ნაწილს აწუხებს ღმერთია და ყველაფერი შეუძლია მაგრამ პრინციპულია
    და არის სავარაუდოდ მიზეზები რომელთა გამო ადამიანთა დახმარებისგან წუთისოფელში თავს იკავებს წუთისოფელში იმიტომ დავწერე რომ ის ყველას ეხმარება ვინც დახმარებას იმსახურებს და ყველა მათგანს საუკუნო სიცოცხლეს აძლევს ურჯულოებისთვისაც კი მოწყალე ღმერთია “შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი” ღმერთის ნააზრევს ვერავინ ჩაწვდება და ვერც ამოიცნობს რადგან იგი სამყაროს შემოქმედია და წარმოუდგენლად რთულია ლოცვა კი ჩვენიდან იმის გამოხატულებაა რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი შემოქმედი და ვაფასებთ მას
    სახარება ყველა იმ კითხვას სცემს პასუხს რომელიც ადამიანს აწუხებს anria წაიკითხე 4-ვე სახარება გულდასმით და რამდენჯერმე და ყველა კითხვას გასცემ პასუხს რაც გაწუხებს

    Like

    1. anria

      სახარება რომ წავიკითხე მას შემდეგ აღარ მწამს,არალოგიკურია ყველაფერი!

      შენ ამბობ მაინც რომ მასთან არ თემაზე არ გისაუბრია მაგრა მაინც შენ გგონია რომ –
      “ის ყველას ეხმარება ვინც დახმარებას იმსახურებს და ყველა მათგანს საუკუნო სიცოცხლეს აძლევს ურჯულოებისთვისაც კი მოწყალე ღმერთია “-ამით იმის თქმა გინდა რომ 3 წლის ბავშვს რომელსაც ლეოკიმაა აქვს რაღაც პრინციპების გამო არ ეხმარება?…

      “ურჯულოებისთვისაც კი მოწყალე ღმერთი” როგორი პატივია, ეს რას ნიშნავს აბა რა უნდა ქნას ბავშვმა რომელიც ჯუნგლებში დაიბადა და სულ არ ჰქონია საშვალება გაცნობოდა მართმადიდებლურ რელიგიას და საერთოდ რელიგიამდე ყველა ურჯულო რომ იყო?!

      “ლოცვა კი ჩვენიდან იმის გამოხატულებაა რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი შემოქმედი და ვაფასებთ მას” – და რაში ჭირდება ეს ჩვენი ამდენი სიყვარული და მისი დიდება?

      კარგი არ მინდა მეტი გავაგრძელო,ძალიან მძგნობიარეა მორწმუნე ადამიანი და არ ვაპირებ კამათს 🙂

      Like

      1. Zaza

        მერწმუნე, ეს საკითხი ძალიან დიდი თემაა და ძალიან შორს უნდა წახვიდე თუ ყველაფერს კარგად დაუკვირდები, თუ ყველაფერს ერთმანეთს დაუკავშირებ, ძნელია, ძალიან ძნელია…
        ადამიანი თავისი ცხოვრებით ფასდება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რა რელიგიას მისდევს…
        რაც შეეხება ქრისტიანობას, ქრისტიანობა სწავლებაა, იმათთვის ვისაც ღმერთის სწამს და გვწამს. ზოგს ფიზიკია-ქიმიისა სწამს. ზოგს სხვა რელიგიებისა. ზოგს საერთოდ არაფრისა, თუმცა მე ვერ დავიჯერებ რომ არაფრისა, ყველას ვიღაცისა და რაღაცისა სწამს!
        3 წლის ბავშვი ლეიკემიით იქნება დაავადებული თუ რაიმე სხვა დაავადებებით, ეს კონკრეტულად არავის ბრალია, ეს ზოგადად ადამიანის დაზიანებული-დაცემული ბუნებიდან მოდის…
        როგორ უნდა გამოსწორდეს?
        ამას დიდი დრო ჭირდება, და სწორი ცხოვრება, დიდი თემაა, თავისით არ გამოსწორდება.
        გამოსწორდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანები მიხვდებიან რომ, როდესაც ადამიანები ლოცულობენ, ისინი ღმერთისთვის არ ლოცულობენ, ისინი ერთმანეთისთვის, საკუთარი თავისთვის ლოცულობენ…
        როდესაც ადამიანები მიხვდებიან რომ ცხოვრება მხოლოდ ხორციელი, მატერიალური არ არის, მხოლოდ ხორცზე არ უნდა ვფიქრობდეთ, როგორც ღმერთია სამება, სამპიროვნული, ისე ადამიანია სამპიროვნული… (სული, სამშვინველი და ხორცი)
        პრინციპებს რაც შეეხება, ღმერთი პრინციპებით არ მოქმედებს, ღმერთი ისეთ ადამიანებს ეხმარება ვინც მთელი გულით და სულით მოინდომებს რამეს და ძალა არ შესწევს რომ თვითონ შეძლოს… (რა თქმა უნდა კეთილ საქმეში)
        ღმერთს დიდება არ ჭირდება ჩვენი მხრიდან, ღმერთი ისედაც დიდებულია, და იქნება მუდამ… ღმერთი იმას არ გეუბნება რომ მე მაქეთ და მადიდეთო, ღმერთი გეუბნება ილოცე საკუთარი თავის გადასარჩენათ და ბელადებს, კერპებს, ლიდერებს ნუ გაიჩენთ, ნურავის დაემონებით, რადგან მე ვარ შემქმნელიც, დასაწყისიც და დასასრულიც!..

        Like

  5. Samara morgan

    იესოს ცოლი კიარა,თავად იესო სადიყო როო 😀 da vinci code-შია განხილული ეგსაკითხი საკმაოდ რეალურად

    Like

    1. Zaza

      ზოგიერთებს ღმერთი იმდენად სძულთ რომ ათასნაირ რაღაცეებს იგონებენ, ყველაფერზე მიდიან ოღონდ რამე ზიანი მიაყენონ, მაგრამ, მეცოდებიან ამისთანა ხალხი, რადგან თავის თავს თვითონ აყენებენ ზიანს ამ საქციელით, კისერს რომ მოიტეხავენ მერე ღმერთს აბრალებენ და აბრალებთ, ნახე უჭირს და ღმერთი არ დაეხმარაო… (დაფიქრდით, დაუკვირდით კარგად)
      აბა კარგად დაფიქრდით, ამ სისულელის დამწერს რომ რამე გაუჭირდეს, მერე ათეისტები ხომ იტყვიან რომ აი, გაჭირვებულია და ღმერთი არ ეხმარებაო… და ამ ყველაფრიდან გამომდინარე აბა დაფიქრდით, ეს ადამიანი და მსგავსნი მისნი ხომ თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს რასაც აკეთებს?..

      Like

  6. ლაშა

    ღმერთი ვინ არის არ იცით თქვენ. ალაჰი ვინ არის ქრისტე ვინაა, იეჰოვა ვინ არის წაიკითხეთ სახარება 4-ვე სახარება და მოციქულთა საქმეებიც მიაყოლეთ ერთჯერ კი არ წაიკითხოთ რამდენჯერმე რადგან ადამიანები ვართ და წარსულში მომხდარი ამბები გვავიწყდება ხშირად ჩვენ ადამიანები ვართ საცოდავი ადამიანები რომლებსაც არაფერი შეგვიძლია რომ არ შევჭამოთ რომ არ დავლიოთ რამდენიმე დღეში დავიღუპებით მეცნიერებიც ადამიანები არიან და მრავალ შეცდომას უშვებენ თავისი ცხოვრების მანძილზე ან ის იესოს ცოლის შესახებ ვისი დაწერილია რატომ დაწერა რამ დააწერინა რატომ არ სვამთ კითხვებს და ვინც ეგ დაწერა საიდან მოიპოვა ინფორმაცია რომ იესოს ცოლი ჰყავდა სახარებებში არსადაა მინიშნებაც კი რომ იესოს ცოლი ჰყავდა ან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა თუნდაც მარია მაგდალინელთან ბიბლია ბევრჯერ მაქვს წაკითხული და მერწმუნეთ მასეა.
    ქრისტე არსებობდა თუ არა იმას გეტყვით რომ არსებობდა სახარებებს თავი რომ დავანებოთ დოკუმენტურ ფილმებშიც ბევრი მტკიცებულებაა მისი არსებობის შესახებ და იმაზეც კი მსჯელობდნენ თუ როგორ ახდენდა სასწაულებს რა ძალით და ასე შემდეგ დოკუმენტალურ ფილმებს დისქოვერის და ნაციონალ გეოგრაფიკის ან თუნდაც ბიბისის თვის რომ გეყურებინათ ასეთ უაზრო კითხვებს აღარ დასვამდით

    Liked by 1 person

  7. ძალიან საინტერესოა ყველაფერი, მაგრამ რეალურად იმის გვჯერა რაც ფაქტებითაა დამტკიცებული ან თავად ვნახეთ, გავიგონეთ…ძალიან რთულია ცხოვრება….და სწორედ ადამიანები ართულებენ ხშირ შემთხვევავში….მე არ ვიცი ღმერთი რატომ არ გვეხმარება, მაგრამ სავარაუდოდ მიზეზი ის არის, რომ ასეთი უნიკალური არსებები ანუ ჩვენ, სწორედ ამ უნიკალურობას და ისედაც ხანმოკლე სიცოცხლეს უმეტესად “ბოროტ საქმეებს” უფრო ვუთმობთ ვიდრე მარტივად და ნორმალურად ცხოვრებას დდდ…ღმერთმა მოგვცა ტვინი, გონება და რომ არ უნდა მოკლა, არ უნდა იქურდო და ა.შ ეს წესების და მცნებების გამოც უნდა იცოდე…მაგრამ “ადამიანების” ხელში არც ეს გამოდის გინდა თუ არ გინდა…არ ვიცი ვერ ავხსნი…

    Like

    1. Zaza

      dadus
      მე არ ვიცი ღმერთი რატომ არ გვეხმარება,

      ამ კითხვაზე ძალიან მარტივია მაგრამ დიდი თემაა პასუხის გასაცემად, დიდი თემაა რადგან ამ ყველაფერს ჭირდება ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება რომ ჯერ შენ გაიგო, შემდეგ, სხვას გააგებინო…
      რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია და მე ესე ვთვლი…
      მოითხოვე და მოგეცემა…
      ითხოვე და დაგეხმარება…
      თუ ყველაფერს კარგად დაუკავშირებ, ჩაუწვრილმანდები, მიხვდები რომ ეს სიტყვები ნამდვილია, ოღონდ რა არის საჭირო? საჭიროა რწმენა, გულწრფელობა, შენ რამდენად გულწრფელად გჯერავს იმისა რასაც ითხოვ… (მე მაგალითად დავუკვირდი ბევრ რაღაცეებს და მივხვდი რომ ესეა რისაც მჯერავს…)
      ისე, უბრალოდ მოინდომოს ღმერთმა და დაგეხმაროს ან არ დაგეხმაროს, ესე არ ხდება და არც იქნება სწორი… რადგან შენ ხომ თავისუფალი ადამიანი ხარ, შენ ხომ გინდა რომ შენს საქმეში არავინ ჩაერიოს, თუ შენ არ გინდა?..
      თუ ამ კუთხით მიუდგები ამ ყველაფერს ძალიან მარტივად იპოვი პასუხებს…

      Like

დატოვე კომენტარი