არის თუ არა ჩვენი სამყარო კომპიუტერული სიმულაცია?


ფილოსოფოსები ჯერ კიდევ პლატონის დროიდან ეჭვობდნენ, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რეალური არაა. კომპიუტერების განვითარებასთან ერთად ეს იდეა ისევ გამოვიდა დღის სინათლეზე და ახალი მიმართულება შეიძინა. ამას ხელი შეუწყო ზოგიერთმა ფილმებმაც, როგორიცაა „დასაწყისი”, „ბნელი ქალაქი” და „მატრიცის” ტრილოგია. რამდენად შესაძლებელია, ჩვენ უბრალოდ კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობდეთ? წარმოგიდგენთ ამ მოსაზრების მხარდამჭერ არგუმენტებს.


 


● წინამორბედი სიმულაციები.

დღესდღეობით კომპიუტერები წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ინფორმაციებს ამუშავებენ და ყველაზე ძლიერი და პროდუქტიული სამუშაოების ნაწილი სიმულაციებს ეხება. სიმულაციები განიხილავენ მრავალჯერად ცვლადებს და ხელოვნური ინტელექტით ახდენენ მათ ანალიზს, შემდეგ კი შედეგებს აჯამებენ. ზოგიერთი სიმულაცია თამაშია, ზოგი – რეალური ცხოვრების სიმულაცია, ზოგიც ისტორიული.

ასეთია დღევანდელი სიმულაციები, მაგრამ კომპიუტერებს მუდმივად ემატებათ სიჩქარე და შესაძლებლობები. მურის კანონზომიერების მიხედვით, კომპიუტერის სიმძლავრე ყოველ 2 წელში ან 18 თვეში ორმაგდება, თუმცა რეალობაში ეს პერიოდი 1 წელზე ცოტათი მეტია. 50 წლის შემდგომ კომპიუტერები შესაძლოა ამჟამინდელებზე მილიარდჯერ ძლიერები იყვნენ. უკეთეს კომპიუტერებში შეიქმნება უფრო ფართო და სრულყოფილი სიმულაციები, მათ შორის ისტორიულიც. ზოგიერთი ისტორიული სიმულაცია კი ისეთი რეალური იქნება, მასში მყოფ თვითცნობიერების მქონე არსებებს წარმოდგენაც არ ექნებათ, რომ სიმულაციაში არიან. ან შესაძლოა, ამგვარი რამ უკვე განხორციელდა.

ფიქრობთ, რომ ასეთი მომავალი შორსაა? ჰარვარდის სუპერკომპიუტერ „ოდისეას” უკვე შეუძლია, რამდენიმე თვეში შექმნას 14 მილიარდი წლის ხანგრძლივობის სიმულაცია.

 


● თუ ვინმეს შეუძლია, გააკეთებს კიდეც.

უკვე ვიცით, რომ შესაძლებელია კომპიუტერში ახალი სამყაროს შექმნა. მაგრამ რამდენად მორალურია? ადამიანები კომპლექსური არსებები ვართ, გაგვაჩნია გრძნობები და ურთიერთობები. ნუთუ არაფერია ცუდი იმაში, რომ ვქმნით ყალბ სამყაროს, სადაც ასეთ არსებებს ვასახლებთ? განა ასეთ სამყაროში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ დაგვეკისრება?

ალბათ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რადგანაც ადამიანთა ნაწილისთვის ასეთი სიმულაციის შექმნა საკმაოდ მაცდური იდეა იქნებოდა. და თუნდაც რიგი მიზეზების გამო ისტორიული სიმულაციები აკრძალული ყოფილიყო, მის შექმნასა და მართვას მხოლოდ ერთი ადამიანი დაჭირდებოდა. ერთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ისე შეხედავდა, როგორც „The Sims”-ს.

ასევე შეიძლება, სიმულაციების შესაქმნელად კარგი მიზეზებიც ყოფილიყო, გარდა სიამოვნებისა. შეიძლება კაცობრიობა რაღაც საფრთხის მოლოდინში ყოფილიყო და მათი სამყაროს ანალოგი შეექმნათ, რათა გამოერკვიათ, რაში იყო პრობლემა და აღმოფხვრის გზები ეპოვათ.

 


● ხილული ხარვეზები.

თუკი დახვეწილ სიმულაციაში იმყოფებით, შეიძლება ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეთ. თუკი ტვინს ავზში მოვათავსებთ და მასზე სტიმულებით მოვახდენთ მანიპულირებას, ის ვერ გაიგებს, რომ ავზშია. მას ეგონება, რომ ცოცხალი, მსუნთქავი, აქტიური პიროვნებაა.

მაგრამ ყველაზე მოწინავე სიმულაციებსაც კი შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები. ეს იქნება გარკვეული არასრულყოფილებები, ანუ ხანმოკლე ჩავარდნები, როგორიც „მატრიცაშია”.

შესაძლოა, ასეთ ჩავარდნებს ყოველდღე ვხედავდეთ. „მატრიცაში” ის გამოიხატება დეჟა-ვუთი – რაიმე მოვლენა ცოტა ხანში ისევ მეორდება. ზებუნებრივი რამეები, როგორიცაა მოჩვენებები, სასწაულები, ვამპირები, მაქციები, ასევე შეიძლება ჩავარდნა იყოს. სიმულაციის ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანები მართლაც ხედავენ ასეთ რამეებს, მაგრამ ეს იმის გამოა, რომ სიმულაციის კოდში ხარვეზია.

 


● ცხოვრება მათემატიკას ეფუძნება.

სამყაროში ნებისმიერი რამ რაღაც ფორმით ექვემდებარება რაოდენობრივ განსაზღვრებას. ადამიანის გენომის პროექტი, რომელმაც ადამიანის დნმ-ის საშენი ბლოკების თანმიმდევრობა განსაზღვრა, ხორციელდებოდა კომპიუტერით. სამყაროს ყველა საიდუმლო ამოიხსნება მათემატიკის დახმარებით. უფრო მეტიც, სამყაროს ახსნა მათემატიკით უფრო უკეთ ხორციელდება, ვიდრე სიტყვებით.

თუკი ყველაფერი მათემატიკურია, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი რამის დაყვანა ბინარულ (ორობით) კოდებამდე. მაშ თუკი კომპიუტერი და მისი მონაცემები პროგრესირდება საკმარის დონეზე, შესაძლებელი იქნება გენომზე დაფუძნებით ადამიანის ფუნქციონირებადი ასლის შექმნა კომპიუტერში? და თუკი ეს მოხდება, განა მას არ დაჭირდება მთელი სამყარო, რომელშიც იარსებებს?

მეცნიერთა ნაწილი ეჭვობს, რომ ვიღაცამ შეიძლება უკვე გააკეთა ასეთი რამ და ჩვენი სამყარო შექმნა. იმის გასარკვევად, ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში, ისინი სერიოზული კვლევის ჩატარებას აპირებენ – გამოიკვლიონ სამყაროს მათემატიკა. თეორიულ ფიზიკაში ბევრი რამ უსასრულოა, კომპიუტერულ სიმულაციაში კი ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვრები.

 


● ანთროპული პრინციპი.

ადამიანის არსებობა საოცარი მოვლენაა. დედამიწაზე სიცოცხლის გასაჩენად საჭირო იყო, ბევრი რამ თავის ადგილას ყოფილიყო. მზისგან დაშორება იდეალურია, ატმოსფეროს ოპტიმალური შემადგენლობა აქვს, გრავიტაციის ძალაც დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პირობებში შეიძლება სხვა მრავალი პლანეტა იყოს, სიცოცხლის არსებობა მაინც შთამბეჭდავია, თუკი სამყაროს მასშტაბით შევხედავთ. კოსმოსის ზოგი სუბსტანცია, მაგალითად ბნელი ენერგია, უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, სიცოცხლეს შეიძლება ვერ ეარსება არამარტო დედამიწაზე, არამედ სხვაგანაც.

ანთროპული პრინციპი სვამს კითხვას – რატომ? რატომ არის ეს პირობები ასე სრულყოფილად შეწყობილი?

ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ეს გამიზნულად მოხდა, რათა სიცოცხლეს ეარსება. ნებისმიერი ფაქტორი წინასწარ იყო დამუშავებული ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში. შემდეგ მოხდა მისი გაშვება სიმულაციაში, რამაც შექმნა შესაძლებლობა, ჩვენი პლანეტა და მასზე არსებული სიცოცხლე ამ ფორმით ჩამოყალიბებულიყო.

თუმცა ამ ყველაფრის დასკვნა ისაა, რომ სიმულაციის უკან შესაძლოა, სულაც არ იდგნენ ადამიანები. შესაძლოა, მას განსხვავებული ტიპის არსებები მართავენ და თავიანთ არსებობას გვიმალავენ. მათ იციან, როგორ მოახდინონ ამ კომპიუტერულ პროგრამაზე მანიპულაცია და თვითონ შეუმჩნეველი დარჩნენ.

 


● პარალელური სამყაროები.

პარალელური სამყაროების, იგივე მულტისამყაროს ჰიპოთეზა უშვებს უამრავი რაოდენობის რეალობის არსებობას. წარმოიდგინეთ მრავალსართულიანი შენობა. სამყაროები მულტისამყაროს შემადგენელი ნაწილები არიან, ისევე როგორც სართულები შენობისთვის – მათ საერთო განლაგება აქვთ, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან და განსხვავებულად მოწყობილი. ხორხე ლუის ბორხესი მულტისამყაროს ბიბლიოთეკას ადარებს. მასში უამრავი წიგნია, მაგრამ ზოგი მხოლოდ რამდენიმე სიტყვით განსხვავდება, ზოგიც რადიკალურად სხვა რამეა.

თუკი სამყაროების რიცხვი მართლაც დიდია, საიდან გაჩნდნენ ისინი? რატომ არიან ამდენი? თუკი ჩვენ სიმულაციაში ვართ, მაშინ თითოეული სამყარო ცალკეული სიმულაცია იქნება. თითოეულ მათგანს თავისი კანონები აქვს, რადგან მათი შემქმნელი სხვადასხვა სახის სცენარებს ახორციელებს და შედეგებს აკვირდება.

 


● ფერმის პარადოქსი.

ჩვენი პლანეტა ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზე კი ბევრ სხვა ვარსკვლავზე ახალგაზრდაა. აქედან გამომდინარე, ბევრი ლოგიკურად თვლის, ხელმისაწვდომი იყოს დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება – რიგ პლანეტებზე სიცოცხლე ჩვენზე გაცილებით ხნიერი უნდა იყოს და აქამდე მოღწევაც შეეძლოთ.

ადამიანები უკვე რამდენიმე ათეული წელია, ახლო კოსმოსში ნავარდობენ. მაშ რატომ არ ცდის იგივეს განვითარებული ცივილიზაცია სამყაროს გამოსაკვლევად? მილიარდობით სხვა გალაქტიკაში, რომელთაგან ზოგი ჩვენზე მილიარდობით წლებით ბებერია, რატომ არ აღმოჩნდა ერთი ცივილიზაცია მაინც, რომელიც აქამდე მოაღწევდა? დედამიწაზე საკმაოდ კარგი პირობებია და იმასაც კი უნდა ველოდოთ, რომ სტუმრები მის კოლონიზაციას ეცდებიან.

ამ მომენტისთვის დედამიწის მიღმა სიცოცხლის (მითუმეტეს ინტელექტუალურის) არსებობის მეცნიერული მტკიცებულება არ გაგვაჩნია. ფერმის პარადოქსი სვამს კითხვას: „სად არიან ისინი?” სიმულაციის ჰიპოთეზის ჭრილში თუ შევხედავთ, ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ჩვენი სამყარო რეალური არაა. სიმულაციის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ დედამიწაზე ყოფილიყო სიცოცხლე.

 


● ღმერთი პროგრამისტია.

კაცობრიობა დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა ღმერთს, როგორც სამყაროს შემოქმედს. ზოგისთვის ის ცაში მყოფი, ადამიანებზე მეთვალყურე არსებაა, სიმულაციის ჰიპოთეზით კი «ღმერთი» უბრალოდ განსწავლული პროგრამისტია, რომელიც მძლავრ კომპიუტერთან ზის.

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, შესაძლებელია სიმულაციური სამყაროს შექმნა ბინარული კოდის დახმარებით. მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ მოინდომებს პროგრამისტი, რომ მასში მყოფმა არსებებმა თაყვანი სცენ მათ შემოქმედს, რაც მრავალი რელიგიის განუყოფელი ნაწილია?

ეს შეიძლება იყოს ან არც იყოს წინასწარ განზრახული. შეიძლება პროგრამისტს სურდეს, რომ ჩვენ ვიცოდეთ მისი არსებობის შესახებ და კოდის წერისას ჩვენში ჩადო იმის აღქმა, რომ შექმნილები ვართ. შეიძლება ეს არც განუზრახავს და მხოლოდ ადამიანებმა მოიგონეს.

 


● სამყაროს მიღმა.

რა არის სამყაროს იქით? არსებობს რაიმე მის გარდა? სიმულაციის ჰიპოთეზის მიხედვით, კი – მისი შემოქმედ(ებ)ი და კომპიუტერი. მაგრამ არსებობს უფრო გიჟური ვარიანტიც.

ის არსებები, რომლებიც სიმულაციას მართავენ, შეიძლება ისეთივე არარეალურები იყვნენ, როგორც ჩვენ. შეიძლება სიმულაციის რამდენიმე დონე არსებობდეს. ოქსფორდის პროფესორი ნიკ ბოსტრომი გვთავაზობს ვერსიას, რომ სიმულაციას მართავენ სიმულაციური არსებები და მათი შემქმნელებიც ასევე სიმულაციურები არიან. შესაძლოა, რეალობის უამრავი დონე არსებობს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. დაახლოებით ისე, „The Sims” რომ ითამაშოთ იქამდე, სანამ მისი პერსონაჟები თავიანთ სიმულაციურ თამაშს არ შექმნიან. რაღაც დროის შემდეგ მათი პერსონაჟებიც იგივეს იზამენ და ა.შ. თქვენ კი თქვენგან გაუცნობიერებლად უფრო ფართომასშტაბიანი სიმულაციის ნაწილი ხართ.

 


● არარეალური ადამიანები.

თუნდაც კომპიუტერები ძალიან გაძლიერდნენ, სამყარო მაინც ზედმეტად კომპლექსური ჩანს, რომ შექმნილი სიმულაცია იყოს. 7 მილიარდი ადამიანიდან ყველა დამოუკიდებელი და განსხვავებულია. ყველანი ერთად კი უსასრულოდ მცირე ნაწილი ვართ უზარმაზარი სამყაროსი, რომელიც მილიარდობით გალაქტიკას შეიცავს. წარმოუდგენლად რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა, ამდენი რამ კომპიუტერში განხორციელდეს.

თუმცა არაა აუცილებელი, სიმულაციური სამყარო ყველგან ერთნაირად კომპლექსური იყოს. საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე პუნქტის დეტალებში დაზუსტება და სათადარიგო მოთამაშეების შემოყვანა. წარმოიდგინეთ GTA-ს მსგავსი თამაშები, მათში ასობით ადამიანია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან გაქვთ ურთიერთობა. შეიძლება აქაც ანალოგიურად იყოს – არსებობთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები. მაგრამ სხვები, ვისაც ქუჩაში ხვდებით – არარეალურები არიან. ისინი იშვიათად ფიქრობენ და არ აქვთ ემოციები. ფაქტიურად, მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია გააჩნიათ.

გადავერთოთ ისევ ვიდეოთამაშების ანალოგიაზე. ისინი შეიცავენ ფართო მასშტაბის არეალებს, მაგრამ მხოლოდ მთავარი პერსონაჟის ლოკაციის ადგილზე ხდება რეალური მოქმედება. შეიძლება ჩვენი სამყაროც ასეთია. მხედველობის მიღმა არსებული ადგილები მეხსიერებაში ინახება და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ხდება გამოყენება. რას ვიტყვით იმ ადგილებზე, რომლებსაც ვერასდროს ეწვევით, მაგალითად შორეულ გალაქტიკებზე? სიმულაციას საერთოდ არ სჭირდება მათი მოქმედება. მათ მხოლოდ ჩვენების ფუნქცია აქვთ.

მაგრამ თავი რომ დავანებოთ ქუჩაში მოსიარულე ხალხსა და შორეულ კოსმოსურ ობიექტებს, რას იტყვით თქვენს თავზე? შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ რეალურად არსებობთ? თანაც იმ ფორმით, როგორადაც თავი წარმოგიდგენიათ? ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარსული მოხდა, რადგან მეხსიერება გვაქვს, ასევე არსებობს ფოტოები და წიგნები. მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი ახლად დაწერილი პროგრამული კოდია? იქნებ თქვენი სიცოცხლე მაშინ დაიწყო, როცა ბოლოს დაახამხამეთ?

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ყველაფერს ვერც დავამტკიცებთ და ვერც უარვყოფთ.

64 thoughts on “არის თუ არა ჩვენი სამყარო კომპიუტერული სიმულაცია?

    1. სისულელეა თუ არა, მაგას დრო გვაჩვენებს 😀

      მეცნიერებს რაც შეეხება, საუბარია ოქსფორდის, ბონის, ვაშინგტონის, ნიუ ჰემპშირის უნივერსიტეტების პროფესორებზე. ესენიც მხოლოდ ნაწილია – ამ პოსტში რაცაა დალინკული. რეალურად კი ამ საკითხის მკლევართა რაოდენობა უფრო მეტია.

      რა კრიტერიუმით უწოდებ მათ დებილს? მხოლოდ იმის გამო, რომ გამოთქვეს განსხვავებული აზრი, რომელიც ბევრს არარეალურად ეჩვენება?

      Like

      1. tezogogaladze

        ჩარლიუს გეთანხმები! ძალიან საინტერესო სტატიაა და საკმაოდ რეალურიც. ყოველ შემთხვევაში როგორც ბოლოს აღნიშნე ვერ ვუარყობთ და ვერც დავამტკიცებთ ჯერჯერობით

        Like

      2. Vanex

        საინტერესოა რა თქმა უნდა და ამ თემაზე თუნდაც დაფიქრება ყველას არ მოეთხოვება 🙂 Sal Rachel-ს აქვს ძალიან საინტერესო თემებზე წიგნები და თუ გაქაჩავ ნახე 🙂 მე ვერ გავქაჩე მე-5 განზომილების ახსნაზე გავიჭედე, არადა თორმეტიაო 🙂

        Like

  1. ირა

    me am sakitxse rom vfihrob xolme sami kitxva mebadeba
    1) rogor xdeba is rom kvelas erti realoba gvahvs,….kvelas realoba ertia-mag: agmoashines axali varskvlavi es da es da amastan dakavshirebit mez gavige da imanaz vinz indoetshia da ase shemdeg
    2) an zarsuli,isiz xom kvelas erti gvahv,amis shesaxeb vizit kvelam,da tan imas tu gavitvaliszinebt rom neandethalebiz eseigi matrix-shi zxovrobdnen mivdivart shemi bolo kitxvisken-

    3)vis da ras dashirda am kvelafris shehmna? tundaz avigot shveni shemhmnelebi kidev vigazis shemhmnilebi arian,mashi sul tavidan vinz shehmna es kvelaferi is spontanurad arafrisgan zarmoihmna, sibneleshi ijda kvelafris gareshe da uzeb gadazkvita sheehmna gasartobi?!

    sheizleba kvelaferi realuria da ubralod spontanuradaa zarmohmnili ,…tumza goni adamianuri produhtia da samkaro mis gareshe tu arsebobs ai es kargi kitxva-sheizleba martllaz kvelaferi shvenshi ikos..

    tu vinmes rame varaudi ,theoriuli mosasreba gaashnia shems kitxvebtan dakavshirebit mainteresebs :-)..

    Like

    1. dato chxenkeli

      ირა, სიამოვნებით გიპასუხებ. პირველ რიგში, ყველას ერთ რეალობა არ გვაქვს. რეალობა არის ტვინის მიერ 5 გრძნობის საშუალებით აღქმული რეცეპტორული ერთობლიობა. ანუ რეალურია ის, რასაც ეხები, ხედავ, გესმის, გემოს და სუნს გრძნობ. იგივე კრიტერიუმებით სიზმარიც რეალურია. ერთადერთი რაც სიზმარს და ამ გაგებით რეალობას განასხვავებს მიზეზ-შედეგობრივი ( ლოგიკა ) კავშირია. ანუ ყველას ერთ რეალობა არ გვაქვს. შიზოფრენიკს მაგალითად, ვისაც დარღვეული აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, სხვა რეალობა აქვს და სხვა რამეს ხედავს, მაგრამ ვინაიდან რეალობა ტვინის აღქმიდან გამომდინარეა, ანუ მისი რეალობა მისთვის რეალურია .

      მეორე, წარსული არსებობს მხოლოდ ჩანაწერებში, მეხსიერებაში ან ფოტოზე. წარსული და მოგონებები ყოველი გახსენებისას იცვლება ჩვენი მათდამი ადმოკიდებულებისდამიხედვით, წასრული რომ ყველასი ერთი იყოს ყველას თანაბრად და ერთნაირად ეხსომებოდა ყოველი მოვლენა, ჩვენ გვახსვოვს მხოლოდ ის, რაც ემოციურად მძიმე და განსაკუთრებული იყო ჩვენთვის. ანუ არც წარსულია ყველასთვის იგივე, რამდენადაც არ არსებობს ერთი უტყუარი ჭეშმარიტი საბუთი რომ ნებისმიერ მოვლენა ნამდვილად ისე მოხდა, ყოველი ადამიანისთვის. ნეანდერტალელები განვითარების პირველი საფეხურია. რაც შეეხება მესამეს, სპონტანურად არაფრისგან წარმოქმნა და სიბნელეში ჯდომა ღმერთის და რელიგიური თეორიების ვარიანტი უფროა, ეს კვლევა ფიზიკის უახელს აღმოჩენებს ეყრდნობა, და მხოლოდ ის, რომ ჩვენ შემქმნელის მოტივს ვერ ჩავწვდებით ამის რეალურობას არ უარყოფს. თუ რამე უპასუხოდ დავტოვე, მიმითითე

      Like

      1. ირა

        madloba pasuxistvis, 🙂
        nu shen raz damizere,xedva knosva da ase shemdeg eg gasagebia am themastan dakavshirebul dokushiz kargad aris axsnili ,magram tu shemi tvini simulirdeba,kvelas mez da shenz ratom gvahvs ertnair realoba?-shevezdebi agixsna_
        me vgulisxmob ertnair realobashi imas rom -sheni News-i dges rasaz mousmine da shemiz,ertidaigivea,is rom inglisis samefo ojaxs shvilishvili sheezina es mez vizi shenz izi da is bavshvi arsebobs, da es bavshvi realuria,martla arsebobs, tu shveni tvini daprogramebulia ratom gvahvs kvelas ertnairi realoba,es rogor xdeba,es rogor xdeba ,amis mixzeva znelia- ar dafihrebulxar amase(?!) -nu uarkof imas rom shen kvelas erti realoba gvahvs, da ara zalzalke !- (raz sheexeba gijebs me mandu ufro neironebis araszor kavshiri mgonia tvinshi,an tundaz bevri sokos shama da haluzinazia 🙂

        zarsuli marto shanazerebshi ar arsebobs,is moxda,amas amtkizebs arheologia da bevri sxva mezniereba,istoria da ase shemdge,kazobriobas erti zarsuli ahvs da amas ver gaehzevi is realurad moxda amis shesaxeb izi shenz mez da obamamaz (me mkavda babua,romeliz babuase mikveboda, da amdeni miliardi zeli vin gvmartavs rom ar zkindeba,-tu shen gjeravs rom es mexsiereba ubralod shagvides da ar arsebobda am dedamizase ?
        me ar mjeravs imis rom matrixshi vart,magram rathmaunda ver vamtkizeb,iseve rogorz gmertis arsebobis ar mjeravs magram amasaz ver vamtkizeb 🙂

        imedia mixvdi risi thmaz minda,shven kvelas erti realoba dgevandeli dge gvahvs,zarsuliz arsebobda da shven nel nela ganvitardit,ar mgonia amas vinme asimulirebdes

        Like

        1. dato chxenkeli

          მე კი მივხვდი რისი თქმაც გინდა, მაგრამ სამწუხაროდ შენზე იგივეს ვერ გავიმეორებ.. რეალობის და წარსულის კონცეპტები სხვადასხვანაირად გვესმის.

          Like

  2. zura

    დაიცათ თქვენ როგორ აზროვნებთ? მე “გტა-ს” მთავარი გმირი ვარ, და თქვენ აზროვნება არ უნდა შეგეძლოთ 😐 ბრედ კაკოი ტა

    Like

    1. რაღაც ნაწილი აზროვნებს, მაგრამ არა ყველა 7 მილიარდიდან. ისე ეგ სიმულაციის გარეშეც მასეა :დ

      Like

  3. GR

    sulac araa debiloba, nu getanxmebi es teoria sakmaod ”fantastikurad” jgers. Ise adrec iyo ramodenime teoriaze statia, am temazec iyo, tumca ase detalurad ara, martlac macduri variantia, tumca erti kitxva magijebs da albat bevrs, 😀 ra ‘jandabam’ sheqmna is, su pirveli ‘ragac? 😀

    Like

  4. ჩემი აზრით “რატომ” არსებითად თეოლოგიური კითხვაა, საკმარისი კიტხვა შეიცვალოს და ერთბაშად დაიმსხვრევა ეს ტვინის ნძრევანი :დ კითხვა როგორ უფრო ადეკვატურია მეცნიერებისათვის, როგორ არის რომ ქუხს, და არა რატომ ქუხს? როცა კითხვა რატომ დაესმოდა ჭექა-ქუხილს არსებობდა მისი ღმერთიც :))) რაც შეეხება მათემატიკას მაგაში ვეთანხმები.. შეიძლება შეიქმნას სიმულაცია , მატრიცასავით, მარა რაც შეეხება ასაკის განსაზღვრას რადიოაქტიურობის მიხედვით უკვე ეჭვქვეშ აყენებს, და თუ ამის კოდირებაც შესაძლებელია მაშნ უბრალოდ აზრი არა აქვს არარეალობაზე საუბარს მაინც :დ ასევე აბსურდულად გამოიყურება სხვა გალაქტიკების, პლანეტებისა თუ ადამიანების არსებობა როგორც დეკორაციად. რადგან მარტივად გადამოწმებადია მათი ინდივიდუალური ისტორიაც. საკმარისია ადამიანი გააჩერო ქუჩაში :დ ან ვარსკვლავის სპექტრალური ანალიზი გააკეთო :დ და თუ ამის შექმნაც შეიძლებოდა მაინც აზრი არა აქვს ამაზე ფიქრს მაშინ :დ ეგ კითხვა სულ იყო მეტაფიზიკაში და ვფიქრობ მეცნიერული მიღწევების გადატანით ისევ ძველ საკრალიზაციას და მისტიფიკაციის დისკურსს დავადგებით, რამაც შექმნა ქრისტიანობა და სხვა რელიგიები აღმოსავლეთში. ისიე კაი პოსტი იყო მაინც, განსაკუთრებით ბოლოს კითხვა, ეს კითხვები მართლა ჭირდება ადამიანებს, რომ თავიანთ რუტინულ და რიტუალურ ცხოვრებას გვერდიდან შეხედონ

    Liked by 1 person

  5. marika

    რა მნიშვნელობა აქვს, სიმულირებული ვარ თუ არა? მე ჩემი როლი და ჩემი ინტერესები მაქვს. თუ შევძლებ ჩემი ცხოვრების მართვას, კმაყოფილი ვიქნები და სულ არ მაინტერესებს ვინაა რეალური და ვინ არა.

    Like

  6. zura

    next post charliuss ფლიზ 🙂 მეტი პოსტი და ქარიზმა დამანახვე, ძლივს ერთი ნორმალური საიტი

    Like

  7. lilith

    james cameron_ma xom ar dawera es shemtxvevit 😀 . da gadaigeben mere rogorc marvelma gadaigo revengers 😀 .. mament gansxvavebuli azric mesmis magram sruli idiotismi da avadmyoppobaa rac aq weria , arc minda amaze piqri ytvara mevici momiwevs tetr palatashi dawola :/

    Like

  8. george

    მეორედ მოსვლის შემდეგ ცაზე დიდად დაეწერება: GAME OVER ან MISSION HUMANITY FAILED :დ :დ :დ (just kidding)
    ძაან მაგარი პოსტია, მეც მიფიქრია ადრე ამაზე, რომ რაღაც დონემდე მიდის და შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ასე განვრცობილი და არგუმენტირებული რომ წავიკითხე გამოვშტერდი :დ.

    Like

  9. ?

    Erti ram mainteresebs,nebismiers movusmen; yvelaperi khom atomebisgan shedgeba, atomebi ki birtvis da mis irgvliv mozravi neitronebisagan. Mat shoris rom “sicarielea” eg raRaa? Anu samyaro “carielia”? Eg ramit ixsneba tu axsnadac ar Rirs?

    Like

  10. აკაკი

    პირველი მატრიცა რომ გამოვიდა, დაახლოებით იმავე დროს გამოვიდა ფილმი სახელწოდებით „მე-13 სართული“, ვისაც ეს პოსტი მოეწონა და ფილმი არ უნახავს, ყველს ვურჩევ, რომ ნახოს.
    მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს, ამ ათეისტებს, ოღონდ ღმერთის არსებობა არ დააშვებინო და რა თეორიასაც გინდა იმას მოიგონებენ და მიემხრობიან, თუმცა თვით ეს თეორია (რომ სიმულაციაში ვცხოვრობთ), ახალი სულაც არ არის (თუ არ ჩავთვლით ტერმინებს „კომპიუტერული სიმულაცია“, „ვირტუალური რეალობა“ და სხვ.), ქრისტიანობის (და არა მარტო) არსს თუ ჩავუღრმავდებით, ეს ჩვენი „რეალობა“ სულაც არ არის რეალობა…
    კიდევ ერთი საინტერესო მომენტია – კრეაციონიზმის იდეის მოწინააღმდეგეები ყველანაირი მეთოდით უარყოფენ „სამყაროს ექვს დღეში შექმნის“ იდეას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოსტით, სადაც დასაშვებად მიიჩნევა, რომ შეიძლება თითოეული ჩვენგანის არსებობა (რატომ მთელი სამყაროს არა) თვალის ბოლო დახამხამებიდან დაიწყო, აღფრთოვანებული დარჩებიან 😉

    Like

    1. dato chxenkeli

      კრეაციონიზმი ეწინააღმდეგება ადამიანური გაგებით ყველანაირ ცოდნას, იქნება ეს ფილოსოფიური, ფიზიკური, თუ წმინდა ლოგიკური. დღეებით განსაზღვრული შექმნა, რომ ჯერ სინათლე გაჩნდა და მერე ვარსკვლავი, რომ თავიდან ქაოსი იყო, რომ ღმერთმა წყალი და მიწა ხელით გაყო ერთმანეთისგან, და რომ ძალიან ბევრი რამე, თავისი არსიდან გამომდინარეა მარტივი და არარეალური ათეისტებისთვის. და რაც შეეხება სამყაროს წამიერად შექმნის თეორიას, გირჩევდი, კვანტური მექანიკა გესწავლა, თუ ამ საკითხით ხარ დაინტერესებული და გარანტიას გაძლევ, აღფრთოვანებული თავად დაარჩები.

      Like

      1. აკაკი

        მე კრეაციონისტი (იმ გაგებით, რომ „ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო“) არ ვარ, აქ უბრალოდ იმიტომ ვახსენე, რომ… წესით გამგები გაიგებდა რასაც ვგულისხმობდი.
        რაც შეეხება კვანტურ (თუ ქვანტურ) მექანიკას, ფიზიკოსი არ ვარ, თუმცა მაინტერესებს და ბევრსაც ვკითხულობ ამ თემაზე (და არა მარტო), მაგრამ სამყაროს წამიერად შექმნის იდეას ჯერ ვერც ერთი თეორია ბოლომდე პასუხს ვერ სცემს, იმედია დამეთანხმები 😉
        აქ კი, ამ პოსტში სულ სხვა რამეზეა საუბარი – არა 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარ დიდ აფეთქებაზე, არამედ ვირტუალურ რეალობაში ჩვენი არსებობის შესაძლო დასაწყისზე; ვციტირებ პოსტიდან: „იქნებ თქვენი სიცოცხლე მაშინ დაიწყო, როცა ბოლოს დაახამხამეთ?“
        ისე კი დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით ჯერ სინათლე გაჩნდა და მერე ვარსკვლავები, თუ არ იცოდი, ცოტა მეტი წაიკითხე 😉

        Like

  11. dato chxenkeli

    დიდი აფეთქება რასაც პასუხს ვერ ცემს, მიზეზია. თუ რატომ მოხდა. თორემ აბსოლუტურად ყველა მოვლენა, რაც დიდი აფეთქების წამის შემდეგ მოხდა, პასუხგაცემული და ახსნილია. და ბოლომდე პასუხის გაცემა და ზოგადად რამის ბოლომდე ცოდნა ცოტა რთულია არა?
    კვანტურ მექანიკასა და წამიერ სიცოცხლეებში ელექტრონების ერთდროულად რამდენიმეგან გაჩენა-გაქრობის პროცესი ვიგულისხმე მე. და ეგ კითხვა, თვალის დახამხამებაზე, რიტორიკულ ხასიათს ატარებს. და ჯერ სინათლე გაჩნდა და შემდეგ ვარსკვლავები ძალიან მარტივად, ჯერ იყო კვანტურ დონეზე, მხოლოდ ატომები, და შემგომში ფორმირდა, მაგრამ ქრისტიანული გაგებით, ჯერ ცა და მიწა შეიქმნა. დაბადება, თავი პირველი, 1-7 გადახედე. მე დიდ აფეთქებას გადავხედავ :დ როგორ ძალიანაც არ უნდა იდემაგოგოს ნებისმიერმა კრეატიონისტმა, ბიბლიას დიდ აფეთქებას ვერ შეადარებს.

    Like

    1. დიდი აფეთქების თეორია შეისწავლის სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპებს. მიზეზი მისი სფერო არ არის, ამიტომ არც მოეთხოვება პასუხის გაცემა

      Like

    2. აკაკი

      1) „აბსოლუტურად ყველა მოვლენა, რაც დიდი აფეთქების წამის შემდეგ მოხდა, პასუხგაცემული და ახსნილია“ – ეს მცდარი შეხედულებაა; ჯერ ერთი დღემდე არავინ იცის ინფლაციური მოდელი რეალურია, თუ არა; ჯერაც არ ვიცით ე.წ. ბნელი ენერგია და ბნელი მატერია მართლაც არსებობს თუ არა და თუ არსებობს რას წარმოადგენს; არ ვიცით სამყაროს რეალური ზომა; არ გვაქვს თეორია, რომელიც ქვანტურ მექანიკას და ფარდობითობის ზოგად თეორიას გააერთიანებდა (სიმების თეორია, ან ე.წ. „ემ“ თეორია არ დამისახელო, თვით მაგ თეორიების ავტორებსაც ვერ გაუგიათ რას იკვლევენ…); ქვანტურ მექანიკაში სუპერსიმეტრიული თეორიების (რომლებზეც ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ!) არანაირი მტკიცებულება დღემდე არ არის მოპოვებული; ქვანტურ გრავიტაციაში (სადაც ფარდობითობის ზოგადი თეორიისგან განსხვავებით, გრავიტაციას განიხილავენ როგორც ძალას და მის გადამტან ბოზონად კი ჰიპოთეტურ გრავიტონს) სრული დომხალია; დღეს ისიც კი არ ვიცით ფარდობითობის სპეციალური თეორია (რომელიც აქამდე საყოველთაოდ აღიარებული იყო) არის თუ არა აბსოლუტურად ზუსტი (არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა ენერგიის მქონე ფოტონები, შესაძლოა ოდნავ განსხვავებული სიჩქარით მოძრაობდენ, თუ ეს დამტკიცდა, სამყაროს ახალი მოდელის შექმნა მოგვიწევს…); არ ვიცით შავ ხვრელებში და სამყაროს აფეთქების მომენტში არსებობდა თუ არა ჭეშმარიტი სინგულარობა; და ა.შ. და ა.შ. უსასრულოდ შეიძლება ამის გაგრძელება, იმედია აღარ იტყვი, რომ „აბსოლუტურად ყველა მოვლენა, რაც დიდი აფეთქების წამის შემდეგ მოხდა, პასუხგაცემული და ახსნილია“ 😉
      2) „ელექტრონების ერთდროულად რამდენიმეგან გაჩენა-გაქრობის პროცესი“ – ეს სად ამოიკითხე? თუ მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, იქ მაინც უნდა დავიცვათ ვერბალური სიზუსტე, სადაც ეს შესაძლებელია;
      3) „ჯერ იყო კვანტურ დონეზე, მხოლოდ ატომები, და შემგომში ფორმირდა“ – ქვანტური დონე და ატომების დონე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან; ისე კი ამ საკითხზე უკვე დავწერე, რომ „მე კრეაციონისტი (იმ გაგებით, რომ „ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო“) არ ვარ“, ასე რომ ამაზე კამათი არ გამოგვივა…

      Like

      1. dato chxenkeli

        1) – ახსნილი არის, რამდენიმენაირად. სინგულარობა დიდ აფეთქებამდელია. სიმების თეორიის ავტორებს ვერ გაუგიათ რას იკვლევბენ ეს ცოტა სუბიექტური მეჩვენება :დდ
        ”თუ ეს დამტკიცდა”- ასე არ გამოვა დავა. თუ დამტკიცდა, ჰო. და არაზუსტი და დაუმტკიცებელი თეორიების არსებობა არ ნიშნავვს იმას რომ ყველა მოვლენას რაღაც ახსნა მაინც არ მოეძებნება. თუნდაც დაუმტკიცებელი. შავ ხვრელებზე დაკვირვება, სინგულარობაზე და დიდი აფეთქების მომენტზე თამამი სიზუსტით საუბარი რთული იქნება, რამდენადაც ადრონული კოლაიდერის მსგავსი პროექტი დასჭირდა მხოლოდ ჰიგსის ველის არსებობის დადასტურებას, და ამხელა მასშტაბის სრულ, სიმულაციურ ახსნაზე ტექნიკა არ მიგვიწვდება უბრალოდ.
        2) კვანტურ მექანიკასი ელექტრონი შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ადგილას არსებობდეს, გაჩნდეს არსაიდან, და ისევ გაქრეს, აქ შემოდის სიმების თეორია ახსნით, თუ როგორ ხდება ეს. და ამას გარდა, არსებობს მოვლენა entanglement, არვიცი როგორ ითარგმნება ეს ქართულად, უხილავი კავშირი ატომურ ნაწილაკებს შორის. იმედია ოდნავ დავაზუსტე.
        3) კვანტური დონე და ატომური რომ განსხვავდება ერთმანეთისგან არნიშნავს რომ მასე არმოხდა. სიტყვებზე ნუ აპელირებ.. ჰო, საკამათო აღარაფერია.

        Like

      2. ირა

        თუ თქვენ ეს ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოთვალეთ იმიტომ შეისწავლეთ რომ გეპოვნათ მეცნიერების სუსტი წერტილები და ამით დაგემტკიცებინათ ღმერთის დ არსებობა ესეც მოხდებოდა თქვენში- თუ გნებავთ იქნება ღმერთი !…და თუ ამ ყველაფერს შევხედავთ ისე რომ სამყარო თვითმოქმედი ინტელიგენტი ორგანიზმია და ღმერთის ადგილი არ არის ამ სამყაროში მაშინ ამასაც დაუშვებთ,/მაგრამ ჩვენ ათეისტები ხომ რეალობას ვეძებთ,რა არის რეალური და ჭეშმარიტი და თუ რამე არ ვიცით და ვერ ვამტკიცებთ,მაშინ მისგან რწმენისგან თავს ვიკავებთ >)

        “არ ვიცით სამყაროს აფეთქების მომენტში არსებობდა თუ არა ჭეშმარიტი სინგულარობა” -ეს მტკიცდება მათემატიკური ფორმულით ,მაგრამ მაინც
        თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები,რასაც ჯერჯერობით მეცნიერები ვერ ხსნია გინდათ მიაწეროთ ჯადოქარ ღმერთს და ამით მოიცილოთ თავიდან სირთულეები,მე თუ მკითხავთ ეს საქმეს უფრო ართულებს და მივყავართ კითხვისკენ ვინ შექმნა თავად ღმერთი….

        Like

        1. აღფრთოვანებული ვარ თქვენია ზრებით, მიუხედავად იმისა რომ ამ კომენტარის დაწერიდან სამი წელი გავიდა ვფიქრობ ისევ ამ აზრზე უნდა იყოთ, თქვენს ნაწერებს ვკითხულობდი და ასე მეგონა საკუთარი თავი მესაუბრებოდა, არც მე მჯერა რმერთის არსებობის და მიმაჩნია რომ სამყაროს დამოუკიდებელი მექანიზმი მართავს რომლის შესახებაც წარმოდგენა არგვაქვს მაგრამ თუ ამ აზრს სწორად გავიაზრებთ და სწორ მიმართულებას დავიჭერთ შესაძლოა ახლო მომავალში გავშიფროთ კიდეც მისი მოქმედების ალგორითმი. სასაუბრო ბევრია ამ ტემაზე უბრალოდ მომხიბლა თქვენმა აზრებმა. მადლობა :)))

          Like

  12. 32 clis var da rac tavi maxsovs maxvelebs 🙂 zogjer amis gamo gamayucheblebs vsvam ro muceli da tavi ar mtkiodes xvelis gamo.
    davijero programistma es chado programashi?
    magalitad me ramdens gavqachav is ainteresebs?
    an kide rashi dachirdeba ro vinmes tvitmkvleloba chaadenios ? ubraloc cashalos xo advilia .
    me mgoni mazoxistia es programisti

    Like

  13. lookinart

    სიმულაციის უკან თუ არსებები დგენან მაშინ მათ უკანაც უნდა იდგეს ვინმე და თუ არ დგენან ესეიგი ისინი არსებები კი არა ერთი არსებაა რომელმაც ეს რთული სისტემა შექმნა . და რაც შეეხება კომპიუტერს კი არ ჰგავს ის სისტემა რაც არსებობს არამედ კომპიუტერი ჰგავს იმ სისტემას ; ]

    Like

  14. zaza

    საინტერესო დიდი აფეთქება კი არ არის, საინტერესო ის არის რომ ამ აფეთქებიდან გამომდინარე ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს (ვითომ თეორიაა მაგრამ დარწმუნებულია, რა თქმა უნდა თავისი აზრით) რომ, რაღაც მექანიზმი შეიქმნა თავისით და დღემდის რაც ხდება ყველაფერი თავისით ხდება…
    შე კაი ადამიანო, თუკი ეგეთი გენიოსი ხარ და ამტკიცებ, დიდი აფეთქებიდან დაიწყო ყველაფერიო… ცოტა კიდე იქით რომ გაიხედო, აფეთქებამდე და ბარემ გაგვანათლო, აფეთქებამდე რა ხდებოდა არ შეიძლება გვითხრა?
    თუ აფეთქებამდე არაფერი არ იყო, მაშინ რა აფეთქდა?
    ის, რაც აფეთქდა, რა იყო?
    თუ აფეთქების შემდეგ ყველაფერი თავისით ხდება, გამოდის რომ დედამიწის ეს მთელი მართვის სისტემა აფეთქებამ ჩამოაყალიბა დღემდე?
    და აფეთქებამდე ის, ესეთი გონიერი კოსმოსური მტვერი, ნაწილაკები, უჯრედები თუ ბაქტერიები… რისგანაც აფეთქების შემდეგ შეიქმნა თუ ჩამოყალიბდა რამ შექმნა, ვინ შექმნა, სანამ ერთ ადგილზე, ერთ წერტილად მოიყრიდა თავს და აფეთქდებოდა?
    ზოგი ამბობს ის აფეთქება მართლა რაღაც ატომური აფეთქება კი არ იყოვო… მაშინ რა იყო, როგორი აფეთქება იყო?
    რანაირი აფეთქებაც არ უნდა ყოფილიყო კითხვა ხომ მაინც იქით მიდის, აფეთქებამდე საიდან გაჩნდნენ იქ თუ აქ თუ სადღაც, სადაც გაჩნდნენ? და თუ საიდანღაც გაჩნდნენ ვინ გააჩინა, რამ გააჩინა? (თუკი აფეთქებამდე არაფერი არ იყო?)
    ყველაფერს ხომ თავისი მიზეზი აქვს, უმიზეზოდ რამე ჩნდება, რამე კეთდება, რამე ფუჭდება?..
    ხომ ყველაფერს თავისი შემოქმედი ჰყავს?
    მეცნიერები მორწმუნეებს დასცინიან, ღმერთს ვერ ხედავენ და ზღაპრებს იჯერებენო…
    თვითონ მეცნიერები რომ ამტკიცებენ პარალელური სამყაროები არსებობენო, რითი შეუძლიათ რომ დაამტკიცონ?
    ვინმემ დაინახა?
    ვინმე წასულა და უკან დაბრუნებულა, გადაიღო ვიდეო?
    ვინმე იცნობს ისეთ ადამიანს რომელიც პარალელური სამყაროდან აქ ცხოვრობს, თუნდაც უცხო პლანეტელებს რომ ეძახიან?
    ვინ ხედავს, რომელი მეცნიერი ხედავს ამ ყველაფერს?
    ჰაერსაც ვერ ხედავენ და არ არსებობს?
    ამაზე მეტი სასწაული რაღა გინდათ, თვითონ მეცნიერები, ვერ ხედავენ და იჯერებენ რომ არსებობს… 🙂
    მორწმუნენი გრძნობენ, ლოცვებით, სულიერად კავშირი აქვთ და ძღაპრებს ეძახიან…
    ფიზიკა-მათემატიკებით, რაღაც ფორმულებით იკვლევენ და ისე ამტკიცებენ, პარალელური სამყაროების არსებობას (რეალობაში რომ თვალით არავინ და არავის უნახავთ) და მორწმუნენი თუ ლოცვებით და სულიერად ამტკიცებენ ღმერთის არსებობას ამას, ზღაპრებს ეძახიან… 🙂 🙂 🙂

    ფიზიკა-მათემატიკა სწავლებააო და ამ სწავლებებით ვამტკიცებთო…
    ქრისტიანობაც სწავლებაა და ამ სწავლებით ამტკიცებენ ღმერთის არსებობას!..

    როგორი რაღაცა იცით, აგური, ნანახი რომ არ მქონდეს, ვიპოვო და დავიწყო რაღაც პერიოდი მტკიცება რომ თავისით შეიქმნა-მეთქი, იმიტომ რომ ამის შემქმნელი ვერ ვიპოვნე, ესეიგი თავისით შეიქმნა, შემდეგ მიწაში აგურის მასალა ვიპოვნო შემთხვევით და აქედან გამომდინარე შევიცვალო აზრი და დავიწყო ამის შესწავლა და გავარკვიე რომ ეს აგური თიხის გარეშე ვერ შეიქმნებოდა, თიხაც გავარკვიე რომ მიწაში შექმნილა თავისით, მაგრამ თურმე წყლის გარეშე ვერ შეიქმნებოდა, ესე ყველაფერი გავარკვიე… მაგრამ, წყალი ვინ შექმნა, საიდან მოვიდა, ციდან ჩამოსულა, კი მაგრამ ციდან როგორ ჩამოსულა, ვინ გადმოასხა ან ვინ ჩამოუშვა, ვინ შექმნა წყალი? აჰაა, გასაგებია, დიდი აფეთქება მომხდარა ცაში… მაგრამ ეს დიდი აფეთქება რომ მომხდარა, აფეთქებამ რანაირად შექმნა, თუ კი რაიმე საფუძველი არ ექნებოდა ამ ყველაფერს, თვითონ ის მტვერი, ცოცხალი უჯრედები, ბაქტერიები, ვირუსები თუ რაც იყო… ამ ყველაფერს ხომ ვერ შექმნიდა, გავიგე რომ ამ კოსმოსურ ცოცხალ მტვერს აფეთქებამ შეუწყო ხელი და განვითარდა დღემდის, მაგრამ აი, ეს მტვერი საიდანღა მოვიდა, ვინ შექმნა?.. 🙂

    Like

  15. zaza

    ფსიქოლოგიური მომენტია, ყველაფერი ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული, ჩვენ რას, ვის, როგორ ვიწამებთ…
    თუ ჩვენ ვიწამებთ რომ სიმულაციები ვართ, გვეცოდინება რომ სიმულაციები ვართ მაგრამ, სინამდვილე ვის ეცოდინება? არავის, გარდა შემქმნელისა.
    თუ ვიწამებთ რომ რობოტები ვართ, ესეიგი რობოტები ვართ მაგრამ სინამდვილე ვინ იცის? მხოლოდ შემქმნელმა.
    თუ ვიწამებთ რომ მხოლოდ ხორცის ნაჭრები ვართ, სინამდვილე ვინ იცის? მხოლოდ შემქმნელმა.
    თუ ვიწამებთ რომ ღმერთი არსებობს და ცდილობს უკვდავნი გაგვხადოს, ქრისტიანული სწავლებით?.. სინამდვილე ვინ იცის, მხოლოდ ღმერთმა.
    დამიჯერეთ, ეს, ბოლო ვარიანტი ჯობია ყველას… 🙂

    ალბათ ვიღაც მკითხავს, რა იცი რომ ეს, ბოლო ვარიანტი სიმართლეა და ჯობია?..
    შენ რა იცი რომ იმ, წინა სამი ვარიანტიდან რომელიმე ვარიანტი მართალია?
    მე ის ზუსტად ვიცი რომ ბოლო ვარიანტი ყველას ჯობია!.. 🙂 ეს არის ყველაზე რეალობა…

    განა შეიძლება, რომ ყველაფერს რასაც ვამტკიცებთ ჩავთვალოთ რომ ეს ყველაფერი სრული სიმართლეა?
    ჩვენ გვგონია რომ სიმართლეა მაგრამ, არის კი ყველაფერი ისე როგორც ვფიქრობთ, ვინ იცის?
    იცის ვინმემ?

    Like

    1. რეზო

      დიდი აფეთქების თეორია წაიკითხე ზაზა.
      ღმერთმა არ იცის სინამდვილე, საერთოდ არარსებობს ღმერთი.
      სულ რომ აბსურდულად მიგაჩნდეს მეცნიერული მტკიცებულებები და აღმოჩენები, იმაზე აბსურდული და ფანტასტიკური მაინც ვერ იქნება ვიდრე ღმერთია.
      ფაქტია, რომ დიდი აფეთქება მოხდა, ფაქტია, რომ სამყარო ფართოვდება და ნებისმიერი ახალი აღმოჩენა კიდევ უფრო ამტკიცებს ამ თეორიას. თქვენი ღმერთი კი ყოველთვის ლოგიკისა და რაციონალური აზროვნების მიღმა იდგება. ყოველთვის მისტიურ ბურუსში იქნება გახვეული.
      მეცნიერება ვითარდება, განვითარდება და კიდევ უფრო მეტ აღმოჩენას გააკეთებს. მაგრამ ყოველთვის იქნება იმ მომენტისთვის პასუხგაუცემელი კითხვა და ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ კითხვას ზებუნებრივი ღმერთით უნდა გავცეთ პასუხი იმიტომ, რომ გავა დრო, მეცნიერება მოუძებნის რაციონალურ პასუხს იმ კითხვას და მერე მიხვდებით რამდენად აბსურდული იყო იმ ცოდნის ხვრელში ღმერთის მოთავსება.

      “თუ ვიწამებთ რომ…
      თუ ვიწამებთ რომ…
      თუ ვიწამებთ რომ…”

      არაფერსაც არ ვიწამებთ! თქვენ იწამეთ თუ გინდათ, ჩვენ გვირჩევნია მყარი ცოდნა გვქონდეს, ვიდრე უსაფუძვლო ილუზიები.

      Like

  16. რეზო

    პარალელურ სამყაროებს რაც შეეხება, მეცნიერები მათ არსებობს არ ამტკიცებენ, არსებობს მხოლოდ ჰიპოთეზები ამის შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი რაციონალური საფუძველი. ჰაერზე არავის მოუტანია ეგ იდეა.

    “ჰაერსაც ვერ ხედავენ და არ არსებობს?”

    ჰაერი რომ არსებობს ამის დამტკიცება შესაძლებელია უამრავი ექსპერიმენტით. ანდრომედას გალაქტიკასაც ვერ ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ არსებობს. აი ღმერთის არსებობის დამტკიცება კი არავის შეუძლია.ვერც ერთი ექსპერიმენტით ვერ გადაამოწმებ. ასე რომ, ჰაერთან შედარება არ გამოგადგება.

    “ამაზე მეტი სასწაული რაღა გინდათ, თვითონ მეცნიერები, ვერ ხედავენ და იჯერებენ რომ არსებობს…”

    რატო წერ ამას? არ იჯერებენ, ჰაერის არსებობას ნებისმიერი მეცნიერი დაამტკიცებს, ღმერთისას ვერავინ. ასეთი ელემენტარულის ახსნა არ უნდა მიწევდეს.

    “ფიზიკა-მათემატიკა სწავლებააო და ამ სწავლებებით ვამტკიცებთო…
    ქრისტიანობაც სწავლებაა და ამ სწავლებით ამტკიცებენ ღმერთის არსებობას!..”

    😀 😀 😀 შეადარა რა 😀 ფიზიკა-მათემატიკას მტკიცებულებები გააჩნია ქრისტიანობისგან განსხვავებით.

    “როგორი რაღაცა იცით, აგური, ნანახი რომ არ მქონდეს, ვიპოვო და დავიწყო რაღაც პერიოდი მტკიცება რომ თავისით შეიქმნა-მეთქი, იმიტომ რომ ამის შემქმნელი ვერ ვიპოვნე, ესეიგი თავისით შეიქმნა, შემდეგ მიწაში აგურის მასალა ვიპოვნო შემთხვევით და აქედან გამომდინარე შევიცვალო აზრი და დავიწყო ამის შესწავლა და გავარკვიე რომ ეს აგური თიხის გარეშე ვერ შეიქმნებოდა,”

    მოძველებული მეცხრამეტე საუკუნის პალეის დიზაინის არგუმენტი 🙂

    “მაგრამ, წყალი ვინ შექმნა, საიდან მოვიდა,”

    ე.ი სვამ კითხვას “ვინ შექმნა?” და რადგან პასუხი არ გეგულება ავტომატურად წყვეტ რომ ე.ი ღმერთმა შექმნა

    ვინ შექმნა არა-რამ შექმნა.
    რამ შექმნა და პროტონებმა, ნეიტრონებმა და ელექტრონებმა, მათ თავის მხრივ თვისებები მიანიჭა სიმეტრიის სპონტანურმა რღვევამ, თუ რატომ დაიწყო სამყარო კონკრეტულად ამ მახასიათებლებით ეგ უკვე არავინ იცის. კითხვა “ვინ” უბრალოდ გულუბრყვილობაა, იმიტომ რომ თუ გაეცნობი მეცნიერებას ნახავ რომ სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით დგას ისეთი პრობლემები რომელიც ჩვენ ყოველდღიურ “საღ აზრში” არ ჯდება, იმის გამო რომ გვაქვს მასშტაბის, ანთროპომორფიზმის პრობლემები.
    შენ კიდევ სწორედ ამ ყოველდღიურ ნიუტონისეულ სამყაროს მიზეზ შედეგობრივობას იყენებ და ამატებ აბსოლიტურად უსაფუძვლო ანთროპომორფიზმს.

    ეხლა პროტონებზე და ელექტრონებზე მკითხავ ვინ შექმნაო. ამაზე გეტყვი რომ “ვინ” გამოხატავს ანთროპომორფიზმის პრობლემას, სამყაროს წარმოშობა ჯერ გაუკრვეველია, მაგრამ რატომ “ვინ” და არა “რამ”? ან “როგორ?” რატომ მაინცდამაინც პიროვნება რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს როგორიცაა: – შემოქმედება, გეგმარება?
    შენ გგონია რომ ჩიხი უნდა გააგრძელო გამოგონილი პერსონაჟებით. იქ სადაც ცოდნის უფსკრულია უნდა ამოავსო ზებუნებრივი ანთროპომორფული არსებებით. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ ისინი ვისაც წამდათ ზევსის ან თორის. უბრალოდ მათ უფრო ნაკლები იცოდნენ სამყაროზე და ჭექა-ქუხილს აბრალებდნენ ღმერთებს, თანამედროვე მორწმუნეები კი ცოტა შორს მიდიან, დიდ აფეთქებამდე, ჰო სწორედაც. “აი ელვა ვიცით კაი პონტია არ გვჭირდება ვიღაც პიროვნება რომ ეს მოვლენები ავხსნათ, მაგრამ აი სამყარო როგორ გაჩნდა?” და რადგან არ ვიცით ე.ი ისევ გვჭირდება ზევსი და თორი, უკაცრავად იაჰვე და მისი ძე.
    იგივე ათროპომორფიზმს და უცოდინარობის არგუმენტს იყენებთ როგორც ისინი ვინც ზევს და თორს ეთაყვანებოდნენ.

    Like

  17. zaza

    მიზეზის გარეშე არაფერი იქმნება და ვითარდება (და ფუჭდება)…
    მეც შესაბამისად აგურიდან დავიწყე და დიდ „აფეთქებას მივადექი“… 🙂
    მაგრამ, თუ კი „დიდ აფეთქებამდე“ მივედით, მაშინ ვალდებულები ვართ ცოტა იქით გავიხედოთ, მაგალითად, „დიდ აფეთქებამდე“ თუ კი არაფერი არც ხდებოდა და არც არაფერი იყო, რა აფეთქდა?
    მე მგონია, რაღაც ატომური ბომბი აფეთქდა?
    მაშინ რა აფეთქდა, სხვანაირად, რომელსაც მე და ჩემნაირები ვერ ვიგებთ?
    საბოლოოდ ხომ მაინც იქ მივყავართ კითხვას, აფეთქებამდე რამაც თავი მოიყარა ერთ წერტილად და აფეთქდა „ვინ“ შექმნა, თუნდაც „რამ“?.. (არვიცი, კოსმოსური მტვერი, მოლეკულები, ვირუსები თუ უჯრედები…)
    თქვენ ყოველთვის ღიზიანდებით ხოლმე, სიტყვა „ვინ“ თქვენ გინდათ რომ დავივიწყოთ სიტყვა „ვინ“ და მუდმივად ვიძახოთ „რამ“ მაგრამ, არ გამოდის…
    სანამ არ დაამტკიცებთ იმას რასაც ვერ ამტკიცებთ ეს სიტყვა „ვინ“ ყოველთვის იარსებებს!.. 🙂
    მე პირადად, ჩაციკლული კი არ ვარ ამ სიტყვაზე, მე საფუძველს მაძლევს თქვენი იგნორირება ღმერთის მიმართ რომ ყოველთვის მახსოვდეს სიტყვა „ვინ“
    რადგან თქვენ ყველაფერს ნახევრად სცემთ პასუხებს და იძახით დრო გვჭრირდებაო „მომავალი“… რადგან დრო გჭირდებათ ესეიგი ჯერ არაფერი არ იცით და რის საფუძველზე ამბობ რომ ღმერთი არ არსებობს, რადგან რაღაც-რაღაცეები ახსენით?..
    ჯერ ხომ ისევ შუა გზაში ხართ, ამ ახსნებით? ისე რომ, ჯერ კიდევ დიდხანს იარსებებს სიტყვა „ვინ“!

    ეხლა პროტონებზე და ელექტრონებზე მკითხავ ვინ შექმნაო. ამაზე გეტყვი რომ “ვინ” გამოხატავს ანთროპომორფიზმის პრობლემას, სამყაროს წარმოშობა ჯერ გაუკრვეველია, მაგრამ რატომ “ვინ” და არა “რამ”? ან “როგორ?” რატომ მაინცდამაინც პიროვნება რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს როგორიცაა: – შემოქმედება, გეგმარება?

    მეც იგივე შემიძლია გკითხო, რატომ „რამ“?

    ამაზე შენ ამომწურავი პასუხი არ გაგაჩნია და შესაბამისად არსებობს კითხვა „ვინ“

    შენ ყველაფერზე პასუხი არ გაქვს, როცა გაიგებ მერე შეგიძლია თქვა, სიტყვა „ვინ“ საერთოდ ამოაგდეთ, გადააგდეთ… 🙂

    შენ როდესაც მე რაღაცას მიმტკიცებ, მასწავლი, მიხსნი თუ მაჯერებ, ამისათვის საჭიროა იმდენად ძლიერი არგუმენტები რომ მე კითხვა აღარ გამიჩნდეს, რადგან მიჩნდება ესეიგი პრობლემა გაქვს არგუმენტებში… 🙂

    და საერთოდ, ადამიანს რაც არ უნდა უმტკიცო, კითხვები ყოველთვის იქნება, ამ ყველაფერზე პასუხს ვერავინ გასცემს, გარდა ღმერთისა!

    ჩვენ ჩიხში სულაც არ ვართ, ჩიხს შენ ფიქრობ რადგან სიტყვა „ვინ“ გინდა გააქრო და ვერ აქრობ და აქრობთ, თქვენ გაქვთ პრობლემა…

    მეცნიერებას რომ არ ვიცნობდე მაშინ მართლა დავივიწყებდი სიტყვა „ვინ“-ს

    ყველაფერს აქვს სათავე. მაგრამ, თქვენ გინდათ შუიდან დაიწყოთ, რადგან სათავეში ვერ მიხვალთ, ეს კარგად იცით, შენ თუ არა იმ ხალხმა რომლებიც ცდილობენ დაივიწყონ სიტყვა „ვინ“

    თქვენ მიადექით „დიდი აფეთქებას“ და ამბობთ ყველაფერი აქედან დაიწყოვო, არადა წინ ძალიან მყარი კითხვა გიშლით ხელს „დიდ აფეთქებამდე“ თუ კი არაფერი არც ხდებოდა და არც არაფერი იყო, რა აფეთქდა? (კოსმოსური მტვერი, მოლეკულები, ვირუსები თუ უჯრედები თუ რავიცი რაც იყო…)
    და თუ მაჯერებ რომ ეს მართლა ის აფეთქება კიარ იყო შენ როგორც ფიქრობ, მაშინ რა აფეთქება იყო, როგორი იყო?… ერთ წერტილში რომ მოიყარა თავი და აფეთქდა თუ გაიშალა თუ რაც ქნა, ის რაც აფეთქდა თუ გაიშალა საიდან, „რამ“ „ვინ“ ?…
    ისე რომ, ჯერ შორს ხართ და არანაირი უფლება არ გაქვთ თქვათ დაივიწყეთ სიტყვა „ვინ“ და ღმერთის არ არსებობა…
    ალბათ შენ მეტყვი არც შენ გაქვს უფლება ამტკიცო რომ ღმერთი არსებობსო, მე გეტყვი, შენ ისეთი არგუმენტები მოგყავს რომ ისევ კითხვა ჩნდება და დროს მოითხოვს პასუხის გაცემაზე, მე ისეთი არგუმენტი მომყავს რომელსაც დრო არ ჭირდება, ილოცე, ირწმუნე, რწმენით იცხოვრე… შეიგრძნობ ღმერთს!..

    და პარალელურ სამყაროებს ისე, გაკვრით ან თეორიებით კი არ ამბობენ არამედ ბევრ მეცნიერს პრეტენზიებიც აქვთ რომ მე შემიძლია დავამტკიცო პარალელური სამყაროების არსებობაო… და ბევრიც ამბობს თავის თავში დარწმუნებულია რომ ნამდვილად არსებობსო… 🙂
    ვის დავუჯეროთ, თქვენ თუ ამ მეზღაპრეებს? 🙂

    Like

  18. zaza

    რეზო, და არამარტო რეზო, ამ ადამიანს მოუსმინეთ ყოველგვარი ირონიისგან, თავიდან ბოლომდე და ქრისტიანების მიმართ რაც კითხვები გაქვთ, პასუხებს მიიღებთ, ძალიან გასაგებ და მარტივ ენაზე… 🙂

    Like

  19. რეზო

    “მიზეზის გარეშე არაფერი იქმნება და ვითარდება (და ფუჭდება)…”

    არსად მიწერია, მიზეზის გარეშე ხდებათქო. მე ვამბობ, რომ მიზეზი არ არის აუცილებელი იყოს მაინც და მაინც პიროვნული შემოქმედი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ალტერნატიული ახსნები არსებობს.

    “მეც შესაბამისად აგურიდან დავიწყე და დიდ „აფეთქებას მივადექი“…”

    იმიტომაც გამოიტანე მცდარი დასკვნა. დიდი აფეთქება და სამყაროს წარმოშობა, სხვა მასშტაბებია, აგური კი სხვა. არ შეიძლება ერთი და იმავე ლოგიკით იხელმძღვანელო.

    “თუ კი არაფერი არც ხდებოდა და არც არაფერი იყო, რა აფეთქდა?
    მე მგონია, რაღაც ატომური ბომბი აფეთქდა?”

    არ მახსვოვს ადრე მაქვს თუ არა შენთვის ნათქვამი მაგრამ, სანამ ასეთ კითხვას დასვამდე, მგონი ჯობია ჯერ წაიკითხო დიდი აფეთქების თეორია და გაეცნო თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენებს. ზედაპირული წარმოდგენა მაინც რომ შეგექმნას და აღარ დასვამ ასეთი დონის კითხვებს. ატომური ბომბის აფეთქება არ გეგონებოდა სამყაროს წარმოშობა მეცნიერებას რომ იცნობდე. საერთოდ “დიდი აფეთქება” ამ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ეს ტერმინი არ არის გამოყენებული კლასიკური გაგებით, ის უბრალოდ ასახავს სამყაროს გაფართოებას სინგულარობიდან და მისი ევოლუციის პროცესს,რომელიც დღესაც მიმდინარეობს.

    “მაშინ რა აფეთქდა, სხვანაირად, რომელსაც მე და ჩემნაირები ვერ ვიგებთ?”

    მხოლოდ სათაურის წაკითხვით: “დიდი აფეთქება”-ამით ვერაფერს გაიგებთ. საჭიროა, ისიც წაიკითხოთ, რა წერია იმ სათაურის ქვემოთ და მერე აღარ გეგონებათ რაღაც ატომური ბომბის აფეთქება.

    “საბოლოოდ ხომ მაინც იქ მივყავართ კითხვას, აფეთქებამდე რამაც თავი მოიყარა ერთ წერტილად და აფეთქდა „ვინ“ შექმნა, თუნდაც „რამ“?.. (არვიცი, კოსმოსური მტვერი, მოლეკულები, ვირუსები თუ უჯრედები…)
    თქვენ ყოველთვის ღიზიანდებით ხოლმე, სიტყვა „ვინ“ თქვენ გინდათ რომ დავივიწყოთ სიტყვა „ვინ“ და მუდმივად ვიძახოთ „რამ“ მაგრამ, არ გამოდის…”

    თუ დაუკვირდები, ისტორიის განმავლობაში, სამყაროს კვლევის ნებისმიერ ეტაპზე ადამიანები ცდილობდნენ, ყოველი მოვლენა აეხსნათ ზებუნებრივი ძალებითა და პიროვნული ღმერთით. თუმცა ყოველ ჯერზე ეს კრახით მთავრდებოდა, რადგან იქ, სადაც პიროვნულ ღმერთს მოათავსებდნენ, მალევე ადგილს იკავებდა ცოდნა. ადრე ეგონათ, რომ მცენარეებსაც აქვთ სული, რადგან ისინი იზრდებიან, ნაყოფს ისხავენ, ფოთლები აქვთ, ადამიანები ყველგან და ყოველ მოვლენაში ხედავდნენ ღმერთს, მაგრამ დროთა განმავლობაში ღმერთის ადგილი ვიწროვდებოდა და ეხლა მხოლოდ დიდი აფეთქების მიღმაა. ძალიან მიკვირს, რატომ ითხოვთ ხოლმე ( როგორ გაჩნდა სამყარო) ასეთ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს? როგორ ფიქრობთ, თუ ამაზე არ გაგვაჩნია სრულყოფილი პასუხი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ დავასკვნათ თითქოს ის ღმერთმა შექმნა? როცა არ ჰქონდათ პასუხი, როგორ ხდებოდა ჭექა-ქუხილი, სწორი იქნებოდა დაესკვნათ, რომ ღმერთი აბრახუნებდა თავის უროს ღრუბლებში? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი, მაგრამ მათ ასე დაასკვნეს და შენც ეხლა როცა ცდილობ, რომ ღმერთით ახსნა ყველა მოვლენა, რომელზეც ჯერჯერობით ამომწურავი პასუხი არ გაგვაჩნია, იმავე პრინციპით მოქმედებ. ზუსტად იგივე ანთროპომორფიზმია, რასაც წინა კომენტარშიც გიხსნიდი და როგორც ჩანს, ყურადღებით არ წაიკითხე.

    კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ არც ერთი მოვლენის ასახსნელად არ დაგვჭირდა ზებუნებრივი ღმერთი. ყოველთვის ყველა ეტაპზე, მეცნიერება რაციონალურად ხსნიდა ამ მოვლენებს და რატომ უნდა იყოს სამყაროს წარმოშობა გამონაკლისი? აი სწორედ იმიტომ გვაღიზიანებს სიტყვა “ვინ”. რომ მილიონიდან მილიონივე შემთხვევაში მიზეზი იყო “რა” და არა-“ვინ”. თუმცა ყოველ ჯერზე ეგონათ, რომ იქნებოდა “ვინ” და ცდებოდნენ. ახლაც მილიონმეერთე მოვლენას გინდათ, მოუძებნოთ ახსნა პიროვნული შემოქმედით და უშვებთ ისევ იმ შეცდომას, რაც მილიონჯერ უკვე დაუშვით.

    “სანამ არ დაამტკიცებთ იმას რასაც ვერ ამტკიცებთ ეს სიტყვა „ვინ“ ყოველთვის იარსებებს!.. ”

    მაგრამ შანსი იქნება 0.000…001 %. სიტყვა “ვინ” არსებობდა მაშინაც, როცა ვერ ხსნიდნენ, როგორ ამოსდიოდათ ხეებს ფოთლები, როგორ ხდებოდა ჭექა-ქუხილი. შავი ჭირიც ზებუნებრივი რამ ეგონათ, მაგრამ მეცნიერების და საერთოდ კაცობრიობის განვთარებამ აჩვენა, რომ ყოველთვის, როდესაც სადმე ზებუნებრივ პიროვნულ შემოქმედს სვამდნენ რაიმე მოვლენის ასახსნელად, ისინი ცდებოდნენ.

    “რადგან თქვენ ყველაფერს ნახევრად სცემთ პასუხებს და იძახით დრო გვჭრირდებაო „მომავალი“… რადგან დრო გჭირდებათ ესეიგი ჯერ არაფერი არ იცით და რის საფუძველზე ამბობ რომ ღმერთი არ არსებობს, რადგან რაღაც-რაღაცეები ახსენით?..”

    ეხლა შენივე ნათქვამს რომ ეწინააღმდეგები ვერ ხვდები? 😀 თუ ნახევრად მაინც ვცემთ პასუხებს, როგორღა არ ვიცით არაფერი? 😀 იმ ნახევრამდე ხომ მაინც ვიცით 😀
    ისე კი აქ იმედი უნდა გაგიცრუო და გითხრა, რომ ნახევრად არ ვცემთ პასუხებს. ძალიან ბევრ რამეს უკვე ბოლომდე გავეცით პასუხი. ის, რომ ყველაფერი არ ვიცით ეგ შენ არ განიჭებს არანაირ პრეროგატივას. და კიდევ, მე არ ვამბობ, რომ ღმერთი არ არსებობს. მე როგორც ათეისტი არ ვამტკიცებ ღმერთის არ არსებობას. მე ვამბობ, რომ ამა და ამ მიზეზების გამო ნაკლებად სარწმუნოა ღმერთი არსებობდეს. მე არც იმას ვამბობ, რომ თორი, ოდინი, ზევსი და კრიშნა არ არსებობენ, უბრალოდ არ მჯერა მათი არსებობის და არც ქრისტესი :)))

    Like

  20. zaza

    შუა გზა, მე ეს ისე, ზოგადად ვიგულისხმე თორემ შეიძლება ჯერ თავშიც ხართ… 🙂
    აგურის მაგალითი სწორედაც რომ იმიტომ დავწერე მაგალითისთვის, ზოგადად, შუაში-მეთქი…
    „ვინ შეჭამა ვენახი“-ს ვარიანტია, ჩვენ, ვისაც ღმერთი გვწამს, ღმერთს ვეძებთ, ვისაც არ გწამთ ღმერთი, ღმერთის შექმნილს იკვლევთ და ამტკიცებთ რომ თავისით შეიქმნაო… მე აქ განსხვავებას რაში ვხედავ იცი? ჩვენ ღმერთის შექმნილს კი არ ვეძებთ, ჩვენ თავად ღმერთს ვეძებთ…
    ნახევრად, პასუხის გაცემა იმას არ ნიშნავს რომ სწორ გზას ადგეხართ, ეს ისე სიტყვის მასალად, ზოგადად… 🙂
    თქვენ მაგალითად, აგურს რომ იპოვით, აგურის ტექნოლოგია უფრო გაინტერესებთ ვიდრე შემქმნელი და აწერთ „რას“ თავისით, რაღაცით… თქვენთვის მხოლოდ მიწიერია მთავარი, დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს… 🙂
    ჩვენთვის მთავარია შემქმნელი „ვინ“ არის…
    აგურიდან დავიწყე და მივადექი „დიდი აფეთქებას“, ძალიან მარტივად და გასაგებად ისმის კითხვა თუ კი არაფერი იყო „დიდი აფეთქებამდე“ მაშინ რა აფეთქდა, რა გაიშალა, რა გარდაიქმნა თუ რა განვითარდა?… საიდან, რამ, ვინ?…
    თქვენი გაგებით, ყველაფერს ხომ შეუწყო ხელი „დიდი აფეთქებამ“, მანამდე, ვინ, რამ, სად, საიდან?… (კოსმოსური მტვერი, მოლეკულები, ვირუსები თუ უჯრედები თუ რავიცი რაც იყო…)
    თან მეუბნები მე არ მითქვამს რომ ღმერთი არ არსებობსო და თან მეუბნები სიტყვა „ვინ“ დაივიწყეო… 🙂 შენი ნათქვამიდან, განა იგივე არ არის რომ თქვა ღმერთი არ არსებობსო?
    რადგან არ ამბობ ესეიგი ეჭვი გეპარება და მთლად არ აღიარებ ღმერთის არ არსებობას და მაშინ მე რატომ მთხოვ დავივიწყო სიტყვა „ვინ“? 🙂

    Like

  21. რეზო

    “შუა გზა, მე ეს ისე, ზოგადად ვიგულისხმე თორემ შეიძლება ჯერ თავშიც ხართ…:)”

    მერე? მეცნიერება რაღაცას მაინც იკვლევს, თქვენ საერთოდ რამე გამოიკვლიეთ? იმას აკრიტიკებთ ვინც რაღაცას მაინც აღწევს, თუ ჯერ შუაშიც არ ვართ და თავში ვართ ესეიგი პლუტონამდე გაფრენა თუ მხოლოდ დასაწყისია, წარმოიდგინე მომავალში რაღას ვიზამთ. მაგრამ თქვენ ვისაც არაფერი შეგიძლიათ, ვინც ვერასოდეს მიაღწევთ პლუტონამდე კიარა მთვარემდეც კი, ისღა დაგრჩენიათ რომ ისევ და ისევ მეცნიერება აკრიტიკოთ და თქვათ რომ ჯერ ყველაფერი აღმოჩენილ არ გვაქვს. მე კი ძალიან მებრალებით თქვენი ეგეთი სასაცილო დამოკიდებულების გამო. თვითონ რა შეგიძლიათ? შენმა რელიგიამ რა გააკეთა მითხარი? რამე აღმოაჩინა? ზღაპრების შეთხზვის მეტი შეუძლია რამე? ეხლა შემთხვევით იმის თქმას ხომ არ აპირებ რომ ზღაპარი არ არის? თუ ის გინდა თქვა რომ ათასობით შეთხზული მოგონილი რელიგიიდან მაინც და მაინც შენია მართალი? ან იქნებ ის უნდა თქვა რომ დედამიწა ბრტყელია? შენი ეს წინადადება უსაზღვრო უვიცობის გამოვლინებაა და მეტი არაფერი. ესეიგი რამდენად სასაცილო და აბსურდულია რომ ის, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა, აკრიტიკებს მეცნიერებას იმისთვის, რომ ჯერ ყველაფერი არიცის. აი ასეთი დონის მსჯელობაზე შემიძლია მხოლოდ ვიცინო.

    “აგურის მაგალითი სწორედაც რომ იმიტომ დავწერე მაგალითისთვის, ზოგადად, შუაში-მეთქი…”

    იმიტომ დაწერე რომ არაფერზე გაქვს წარმოდგენა. გინდა ერთ ლოგიკურ ჩარჩოში მოაქციო სამყაროს შექმნა და აგურის აწყობა 😀 აგური ვერ აეწყობოდა თავისით, ზნაჩიტ სამყაროც ვიღაცამ შექმნა 😀 ასეთ აბსურდულ არგუმენტზე შემიძლია მხოლოდ ვიცინო. ყოველთვის უფრო მიადვილდება მართლა რაიმე ღირებულზე პასუხი გაცემა ვიდრე ასეთი დონის კომენტარზე. მაპატიე, მაგრამ უკვე ნამეტანი სისულელეებზე გადახვედი შენ.

    “„ვინ შეჭამა ვენახი“-ს ვარიანტია, ჩვენ, ვისაც ღმერთი გვწამს, ღმერთს ვეძებთ, ”

    ჯერ გწამთ და მერე ეძებთ რა ლოგიკაა ხალხო გამაგებინეთ? 😀 ჯერ წინასწარ იწამეთ და მერე ეძებთ? 😀 ჯერ გადაწყვიტეთ რომ არსებობს და მერე ძებნა დაუწყეთ? 😀 და ამას ეძახით თქვენ რაციონალურ ძიებას?

    “ღმერთის შექმნილს იკვლევთ და ამტკიცებთ რომ თავისით შეიქმნაო…”

    ჩემ წინა კომენტარში მიწერია: “მე ვამბობ, რომ მიზეზი არ არის აუცილებელი იყოს მაინც და მაინც პიროვნული შემოქმედი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ალტერნატიული ახსნები არსებობს.” წაიკითხე საერთოდ? არავინ ამტკიცებს თავისით შეიქმნაო, შენ იბრმავებ თავლებს, ან გსიამოვნებს უაზროდ სიტყვების თამაში ან გსიამოვნებს დააბრალო ადამიანს თითქოს ასე ვთქვი, ან უსაგნო ჭორაობა გსიამოვნებს. არსად მიწერია ეგ. მოკლედ, საკმარისი კომენტარები დავწერე რომ გაგეგო რა პოზიცია მიკავია მაგრამ როგორც ჩანს შენ თავს შთააგონებ რომ ისე კი არ გაიგო როგორც მე ვამბობ, უნდა გადათარგმნო სხვანაირად, როგორც ეხლა გადათარგმნე. ჩემი პასუხია რომ არა, არ ვამტკიცებთ რომ თავისით შეიქმნა და ეხლა გელოდები მიმითითე ჩემ კომენტარებში სად ვამტკიცებდი გინდა თუ არა თავისით შეიქმნაო, ან სად ვამტკიცებდი მიზეზის გარეშე შეიქმნაო? ველოდები პასუხს.

    “მე აქ განსხვავებას რაში ვხედავ იცი? ჩვენ ღმერთის შექმნილს კი არ ვეძებთ, ჩვენ თავად ღმერთს ვეძებთ…”

    რომელ ღმერთს ეძებთ? თქვენ რომ მოიგონეთ და წინასწარ რომ იწამეთ იმ ღმერთს ეძებთ? ეგ ის ღმერთი არ არის წეღან რომ ამბობდი ჯერ ყოველმიზეზგარეშე ვიწამეო და მერე ძებნა დავუწყე სადარისო? ისე ამდენი ხანია ძიებაში ხართ (თუ ძიება ჰქვია ამას) და ვერ იპოვეთ ხო ეგ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი?

    “ნახევრად, პასუხის გაცემა იმას არ ნიშნავს რომ სწორ გზას ადგეხართ, ეს ისე სიტყვის მასალად, ზოგადად… ”

    ნახევრად პასუხის გაცემა საერთოდ რას ნიშნავს? რაღაცას გავეცით პასუხი, რაღაც ჯერ კიდევ უცნობია, მერე? ნუ მოკლედ შენთვის ახსნას აღარ ვაპირებ რა. უაზროდ სიტყვების თამაში გიტაცებს შენ როგორც ვატყობ.

    “თქვენ მაგალითად, აგურს რომ იპოვით, აგურის ტექნოლოგია უფრო გაინტერესებთ ვიდრე შემქმნელი და აწერთ „რას“ თავისით, რაღაცით… თქვენთვის მხოლოდ მიწიერია მთავარი, დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს…”

    ფანტაზიას რეალობა გვირჩევნია. გაგცემდი ამაზეც სათანადო პასუხს, მაგრამ მერე როგორც გჩვევია სხვა რაღაცეებზე დაიწყებ ლაპარაკს. სისულელეებს დაიწყებ ისევ. მეზარება ტყუილად დროის დაკარგვა.

    “ჩვენთვის მთავარია შემქმნელი „ვინ“ არის…”

    საიდან იცით რომ საერთოდ არის?

    ვიცი რომ ამ კითხვას დააიგნორებ. სხვა თემაზე დაიწყებ ლაპარაკს.
    ან მეტყვი რომ გრძნობ ღმერთს და შენთვის ეგ ამომწურავი ყოვლისმთქმელი პასუხი იქნება.
    ზოგი ოჩოპინტრეს გრძნობს გულით.

    “აგურიდან დავიწყე და მივადექი „დიდი აფეთქებას“, ძალიან მარტივად და გასაგებად ისმის კითხვა თუ კი არაფერი იყო „დიდი აფეთქებამდე“ მაშინ რა აფეთქდა, რა გაიშალა, რა გარდაიქმნა თუ რა განვითარდა?… საიდან, რამ, ვინ?…”

    წინა კომენტარი წაიკითხე? გულრწფელად მიპასუხე წაიკითხე თუ არა? თუ უბრალოდ როცა დაინახავ რომჩემი კომენტარი წერია ეგრევე წაუკითხავად წერ ხოლმე? 😀 კიდე მეკითხები რა აფეთქდაო? 😀 ვაიმე ცუდად ვარ უკვე 😀

    “თქვენი გაგებით, ყველაფერს ხომ შეუწყო ხელი „დიდი აფეთქებამ“, მანამდე, ვინ, რამ, სად, საიდან?… ”

    “თქვენი გაგებით” რას ნიშნავს? არანაირი გაგებით. თქვენგან განსხვავებით ჩვენი აზრებით, ჩვენი გაგებით და ჩვენი სუბიექტური შეხედულებებით არ ვიკვლევთ სამყაროს. ჩვენი გაგებით არა, დამტკიცებული ფაქტებით.
    გეტყოდი კიდე უფრო დაწვრილებით აგიხსნიდი რაღაცეებს, მაგრამ შენთან არ ღირს.
    წინა კომენტარში ისიც გითხარი რომ თუ ამომწურავი პასუხი არ გაგვაჩნია ეგ არ ნიშნავს რომ პიროვნულ ღმერთს უნდა მიადგე მეთქი.
    შენი კომენტარი არის სისულელეებისა და აბსურდულობის ზენიტი და მეტი არაფერი.
    ღმერთი ვიღამ შექმნა ვინ რამ საიდან?

    “თან მეუბნები მე არ მითქვამს რომ ღმერთი არ არსებობსო და თან მეუბნები სიტყვა „ვინ“ დაივიწყეო…”

    წაკითხულიდან აზრის გამოტანის სერიოზული პრობლემა გაქვს. ძალიან სერიოზული. დაივიწყეო არსად მიწერია. ყველანაირი სურვილი მეკარგება ესეთ აბსურდზე გაგცე პასუხი.

    Like

  22. რეზო

    ვინ დაივიწყეო არ მითქვამს. როგორც დავწერე წესიერად წაიკითხე და გაიაზრე. და მაგ სისულელეებს ნუ მილინკავ ძალიან გთხოვ. მაინც არ გადავდივარ და არ ვუყურებ. რატომ უნდა ვუყურო სულზე და სამშვენელზე თუ სულის დაცემაზე გადაცემას, როცა საერთოდ არ მწამს ღმერთის. შენ წაიკითხე დიდი აფეთქების თეორია და სამეცნიერო სტატიები უმჯობესია. ან დოკუმენტური ფილმები ნახე. მაგ სისულელეებზე ნუ ხარჯავ დროს.

    Like

  23. zaza

    🙂 🙂 🙂 . . .
    რა არის, როგორ ნერვიულობ, აქ რა არის სანერვიულო, მართალი კაცი არასოდეს ნერვიულობს…
    თუ ესე ინერვიულებ შევწყვეტ, გავჩერდები…
    ნერვებს არ უნდა აჰყვე, მალე აბერებს, ეგ მაინც გეცოდინება დარწმუნებული ვარ და ამაში მაინც არ შემესპორები… 🙂
    🙂 🙂 🙂 . . .

    Like

  24. zaza

    რატომ “ვინ” და არა “რამ”? ან “როგორ?” რატომ მაინცდამაინც პიროვნება რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს როგორიცაა: – შემოქმედება, გეგმარება?

    შენ რომ გგონია რომ აზრი ვერ გამომაქვს და მარტო შენი თავი გგონია ჭკვიანი, აი, აქ დაწერილი რაც არის, შენ დაწერილში… კარგად თუ დაუკვირდები, შენი მხრიდან, განა არ იგულისხმება ის რომ შენ გინდა რომ დავივიწყო სიტყვა „ვინ“???… და იყოს „რამ“ „როგორ“
    აბა კარგად დაუკვირდი შენს ნათქვამს, შენი დაწერილია ჩემი ხომ არა?…
    მე თავს მშვენივრად ვგრძნობ და ძალიან სწორადაც გამომაქვს აზრი!..

    მართალ კაცს სანერვიულო არაფერი აქვს!.. 🙂 შენ გეტყობა რომ ყოველ შენს კომენტარში ძალიან ნერვიულობ…

    Like

  25. რეზო

    მე ჩემ კომენტარში ყველა წინადადებაზე გაგეცი პასუხი. სხვათაშორის 🙂 მე იმას კი არ ვამბობ რომ “ვინ” დაივიწყო, მე ვამბობ, რომ უსაფუძვლოდ, ყოველ მიზეზ გარეშე არ უნდა გადაწყვიტო, რომ ის პირველმიზეზი იყო პიროვნული შემოქმედი. ამაზე გასაგებად არ ვიცი როგორ უნდა გითხრა. რა ვქნა თუ კიდე ვერ იგებ, ჩემი ბრალი ნამდვილად არაა 🙂

    Like

  26. Zaza

    ჩემი გადმოსახედიდან მეც იგივე შემიძლია გითხრა, ყველა კომენტარზე გაგეცი პასუხი, უბრალოდ შენ არ მოგწონს ჩემი პასუხები… (რატომ? იმიტომ რომ რობოტები არ ვართ, თავისუფლები ვართ გონებით, თავისუფლება კიდე, ძალიან ძნელი საქმეა, არ არის ადვილი…)
    რა თქმა უნდა უსაფუძვლოდ არ შეიძლება რამე რეალურად აღიქვა, ყველაფერს თავის საფუძველი უნდა ჰქონდეს…

    Like

  27. რეზო

    მე შენი ყოველი წინადადება ბრჭალებში ჩავსვი და ყოველ შენ ნათქვამს გავეცი პასუხი. შენ ეგრე არ გაგიკეთებია. შენ სხვა თემაზე გადაიტანე ლაპარაკი.

    Like

  28. Zaza

    როგორ არ გაგეცი პასუხი, მე რაც შემეძლო, როგორც ვიცი ისე გაგეცი ყველაფერზე პასუხები…

    შენ მე მეკითხები როგორ შეგიძლია რომ დაამტკიცო ღმერთის არსებობაო (და ასევე სულის)…

    მე ხომ გაგეცი პასუხი, არაერთხელ: კაცს რომელსაც ღმერთი, სული სწამს მას არ ჭირდება პრაქტიკულად რაიმეს დამტკიცება, ლაბორატორიისგან ძალიან შორს არის ესეთი რაღაცეების მტკიცება, არ შეიძლება და ვერ შეიძლება ლაბორატორიებით და ცდებით მტკიცება, შენ თვითონ ხომ ხედავ, მეცნიერები რაც უფრო მეტ ექსპერიმენტებს და ცდებს ატარებენ ღმერთთან მიმართებაში მით უფრო მეტად იჭედებიან და უფრო მეტი მტკიცებულებებს საჭიროებს და რომ ვერ ამტკიცებენ ასკვნიან რომ არ არსებობს, რაკეტებით და რაიმე ტექნოლოგიებით ღმერთს ვერ იპოვნი, ვერ დაამტკიცებ…

    სინდისზე ვილაპარაკეთ და კიდევ გკითხავ და გეტყვი, სინდისს პრაქტიკულად, ფიზიკურად ხომ ვერ იპოვნი, ვერ ხედავ, თუ რაიმე ცუდი არ ჩაიდინე რომ მერე სინდისმა შეგაწუხოს, გაწუხებს მაგრამ ხომ ვერ ხედავ კონკრეტულად ვინ გაწუხებს და როგორ გაწუხებს, მხოლოდ გრძნობ და შინაგანად მოსვენებას არ გაძლევს სანამ არ გამოასწორებ შენს ჩადენილ შეცდომას, თუ კი იცი რომ სინდისი არსებობს და ვერ ამტკიცებ ვინ არის და რანაირია (გულშია) და მაინც გჯერავს რომ არსებობს რომელიც შენ გაწუხებს მაშინ რატომ არ არის დასაჯერებელი რომ ღმერთი არსებობს?..
    სინდისსაც ხომ ყველა თანაბრად ვერ გრძნობს (მაგრამ მაინც ყველა რაღაც დონეზე, რაღაც პროცენტებით გრძნობს, დროის და საჭიროების მიხედვით) ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად, არიან ადამიანები ვისზეც შეიძლება ვთქვათ რომ საერთოდ ვერ გრძნობენო მაგრამ ისინიც გრძნობენ, უბრალოდ გააჩნია რა დროს რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან და ეგრევე იგრძნობენ, შეაწუხებს მაინც…

    „და ღმერთი არ შეიძლება რომ არსებობდეს და ვერ ხედავდე?..“ (თუმცა არიან ხალხი ვინც ხედავენ, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოგეჩვენოს)

    „დიდი აფეთქებას“ რაც შეეხება, შენდა გასაკვირად კი წავიკითხე მაგრამ როგორც შენ ვერ იჯერებ ღმერთის არსებობას ისე მე ვერ ვიჯერებ ამ თეორიაზე აგებულ მეცნიერულ დასკვნას, კი ამბობთ რომ კიარ ამტკიცებენ ვარაოდობენო მაგრამ მეც კარგად ვიცი და შენც კარგად იცი და იცის ყველამ რომ ამას ვარაოდი არ ჰქვია ამას მტკიცებულება ჰქვია თქვენის მხრიდან, დღეს (თუმცა არამარტო დღეს) არსებობს ესეთი ვითომ და სავარაუდო თეოროები რომელიც ამტკიცებს რომ ნამდვილად ესეა, უბრალოდ საქმეს როცა ჭირდება ეს მხოლოდ თეორიებია და როცა არ ჭირდება ეს მტკიცებულებაა, გააჩნია რა დროს რა როგორ არის საჭირო… 🙂

    ვიცი შემეკითხები ერთხელ კიდევ თუ რატომ არ მჯერავს, დავასაბუთო…
    მეც ისევ გიმეორებ, რომ ცილი მეტი აღარ დამწამო რომ ჩემს კითხვებზე პასუხს არ მცემო…
    იმიტომ რომ ვერ ვგებულობ და შენ თუ იცი ამიხსენი, უბრალო გასაგებ ენაზე, აფეთქებამდე საიდან შეიქმნა ან საიდან მოვიდა იმ წერტილში ის მოლეკულები, ვირუსები, უჯრედები თუ რავიცი რაც იყო… რომელიც შემდეგ სიცოცხლეს ხელი შეუწყო, კი ბატონო გავიგე რომ შეკუმშული იყო თუ დაპრესილი იყო მთელი სამყარო, რაც იყო და როგორც იყო და დღემდე ფართოვდება… მაგრამ ამ ყველაფერში პირველი სიცოცხლის მარცვალი ვინ ჩააგდო ან რამ ჩააგდო…
    არავის ჩაუგდია?
    მაშინ როგორ ჩავარდა და თუ ჩავარდა საიდან გაჩნდა იმ ადილზე და როგორ გაჩნდა, თავისით სიცოცხლე რომ შეიქმნას ხომ წარმოუდგენელია თუ ვინმესგან რაიმე ბიძგი არ იქნება…
    საათს ერთხელ რომ დაქოქავ, კი ბატონო თავისით მუშაობს მაგრამ ვინ შექმნა, თავისით ხომ არ შექმნილა, საათი თავისით შეიქმნება?… არა!
    აბა, ეს ამხელა სისტემა (კოსმოსი თავის ყველაფრით) თავისით როგორ უნდა შეიქმნას…
    ყველაფერს სათითაოდ რომ დავუკვირდეთ ხომ წარმოუდგენელია რომ თუ ვინმემ არ შექმნა თავისით როგორ უნდა შეიქმნას…
    ავიღოთ მაგალითად ადამიანი და ჩავიხედოთ ადამიანის ყოველ ორგანოში გინდა სამედიცინო თვალსაზრისით და გინდა ქიმიურ-ფიზიკური, ესე იდეალურად ყველაფერი დალაგებული თავისით ხომ ვერ იქნებოდა?..
    მითუმეტეს ადამიანმა თავისი თავის მოფრთხილება არ იცის, ყველაფერი ექსტრემალური იქნება თუ რავიცი ცხოვრებაში რაც კი არსებობს ყველაფერს ცდის, ნახულობს, განიცდის და ამდენი დამცავი მექანიზმები დევს ადამიანის სხეულში აღდგენის თვალსაზრისით, რავიცი, რა ვიცი… ჩვენ ხომ არაფერს ვუკვირდებით ყველაფერს ისე ვუყურებთ როგორც ჩვენ გვესმის, სინამდვილეში რა არის მართალი ვინ იცის?…

    Like

  29. საინტერესოა, თუმცა არამარტო ზემძლავრი კომპიუტერები იქნება საჭირო, არამედ ზემძლავრი პროგრამული ენები, დღევანდელისგან განსხვავებით. შეხება მაქ პროგრამირებასთან მაგრამ რაც არ უნდა პროფესიონალი იყო რაც არ უნდა დიდი გუნდი გყავდეს, ასეთი დონის სიმულაციის დაპროგრამება უბრალოდ წარმოუდგენელია რათქმაუნდა დღევანდელი გადმოსახედინდა, შეიძლება სულაც ხვალ ამაზე გაგვეცინოს და ვთქვათ “ეჰ, რა სირები ვიყავით (ცენზურის დარღვევისთვის შემინდეთ)”

    Like

დატოვე კომენტარი