გასაოცარი მეცნიერული ფაქტები


ასე გამოიყურება ცარცი მიკროსკოპში.

ეს კი ქვიშის მარცვლებია:

 

თუკი მზეს სისხლის თეთრი უჯრედის ზომამდე დავაპატარავებთ, იგივე მასშტაბში „ირმის ნახტომის” გალაქტიკა აშშ-ის ზომის იქნება.

 

ლურჯი ვეშაპის გული იმდენად დიდია, რომ ბავშვი თავისუფლად იცურავებს მის ძარღვებში.

 

5 მმ სიგრძის მედუზა Turritopsis nutricula პოტენციურად უკვდავია – სექსუალურად მომწიფების შემდეგ მისი ორგანიზმი ახალგაზრდავდება და ყმაწვილობის პერიოდში გადადის.

 

ზემო ტბაში საკმარისი წყალია იმისთვის, რომ ორივე ამერიკის კონტინენტი 30 სმ სიმაღლეზე დატბოროს.

 

რამდენად დიდია აფრიკა? (სრული ზომის სანახავად დააკლიკეთ სურათს)

africa size

 

და წყნარი ოკეანე?

 

დედამიწის ცენტრამდე ორმო რომ გათხაროთ და წიგნი ჩააგდოთ, ფსკერზე დავარდნამდე 42 წუთი ჰაერში იქნება.

 

საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს 32500 კმ/სთ სიჩქარით, შესაბამისად მასზე მყოფი კოსმონავტები დედამიწას 90 წუთში უვლიან გარშემო და ყოველ 45 წუთში ხედავენ მზის ამოსვლას ან ჩასვლას.

 

ასეთი ხედი იქნებოდა, თუკი მთვარეს იუპიტერი ჩაანაცვლებდა (ამის შემდეგ კი მისი გრავიტაციული ძალა გადაგვყლაპავდა:D)

 

ასე გამოიყურება მზის ჩასვლა მარსზე.

 

ადამიანის სხეულში უჯრედებზე მეტი ბაქტერიებია, რომელთა ჯამური წონა 1-4 კგ-ს შეადგენს.

 

მთვარის ზედაპირზე უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე ოკეანეების სიღრმეებზე.

 

ერთ ჭიქა წყალში უფრო მეტი ატომია, ვიდრე დედამიწის ყველა ოკეანეში ჭიქა წყლების რაოდენობა.

 

ყველაზე ახლო (ანდრომედას) სპირალური გალაქტიკიდან სინათლეს აქამდე მოსაღწევად 2.5 მილიონი წელი სჭირდება. მის დანახვას ვერ შევძლებდით, ეს დრო რომ არ გასულიყო.

 

ვენერაზე დღე უფრო ხანგრძლივია, ვიდრე წელი – პირველი ჩვენებურ 243 დღეს უდრის, მეორე – 225-ს.

 

პლუტონის აღმოჩენიდან (1930 წ) მისთვის პლანეტის სტატუსის ჩამორთმევამდე (2006 წ) ამ ციურმა სხეულმა მზის გარშემო ორბიტის მხოლოდ მესამედის გავლა მოასწრო.

 

„ირმის ნახტომის” გალაქტიკაში მინიმუმ 100 მილიარდი პლანეტაა. თუკი მათი 0.001% მაინც არის ხელსაყრელ ზონაში, მაშინ ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ოპტიმალური პირობები მინიმუმ 1 მილიონ პლანეტაზე ყოფილა.

 

გიზის დიდი პირამიდა აიგო ძვ.წ. 2560 წელს, კლეოპატრა ცხოვრობდა ძვ.წ. 69-30 წლებში, მთვარეზე ადამიანმა 1969 წელს დადგა ფეხი. გამოდის, რომ კლეოპატრას პერიოდი მთვარის მისიებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე დიდი პირამიდის მშენებლობასთან.

 

რომაელებისთვის ისეთივე ძველი იყო პირამიდების ეპოქა, როგორც ჩვენთვის – რომაელებისა.

 

ტირანოზავრ რექსსა და სტეგოზავრს შორის ქრონოლოგიური სხვაობა უფრო დიდია, ვიდრე ტირანოზავრისა და თანამედროვე ეპოქებს შორის. შესაბამისად, ტირანოზავრი ჩვენს პერიოდთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სტეგოზავრთან.

 

1903 წელს პირველად გაფრინდნენ ძმები რაიტები, 1945 წელს აშშ-მა იაპონია დაბომბა, 1969 წელს კი ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა. ეს სულ რაღაც 66 წელია.

 

რომელი უფრო კაშკაშა იქნებოდა და მეტ ენერგიას გამოტყორცნიდა თქვენი თვალის მიმართულებით – სუპერნოვა, რომელიც დედამიწიდან მზის დონეზეა დაშორებული, თუ წყალბადის ბომბი, რომელიც თქვენს სახესთან ფეთქდება?

სუპერნოვა, თანაც ცხრაჯერ!

 

გამა სხივების აფეთქება 10 წამში უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს, ვიდრე მზე – 10 მილიარდი წლის მანძილზე.

 

ერთი ჩაის კოვზი ნეიტრონული ვარსკვლავი უფრო მეტს იწონის, ვიდრე მთელი კაცობრიობა.

 

ატომები, ვარსკვლავები, გალაქტიკები და ზოგადად „ჩვეულებრივი” მატერია სამყაროს მხოლოდ 4-5%-ს შეადგენს. დანარჩენი ნაწილი ჯერჯერობით უცნობი სუბსტანციებია, რომლებსაც მეცნიერებმა „ბნელი ენერგია” და „ბნელი მატერია” უწოდეს.

 

10 000 სინათლის წლის მოშორებით არსებობს ალკოჰოლის ღრუბელი, რომელიც 463 მილიარდი კმ სიგრძისაა. ის საკმარისია 400 ტრილიონჯერ ტრილიონი ბოთლი ლუდისთვის.

 

მზის სისტემას 225 მილიონი წელი სჭირდება „ირმის ნახტომის” გარშემო სამოგზაუროდ. ბოლოს ამ პოზიციაში ყოფნისას დედამიწაზე დინოზავრები ბატონობას იწყებდნენ.

 

აზოტი ჩვენს დნმ-ში, კალციუმი ჩვენს კბილებში, რკინა ჩვენს სისხლში და ნახშირბადი ვაშლის ღვეზელში იმ ვარსკვლავების ბირთვში წარმოიქმნა, რომლებმაც მოგვიანებით კოლაფსი განიცადეს. ჩვენ ვარსკვლავური მტვრისგან შევდგებით. დიდი ალბათობით თქვენი მარცხენა და მარჯვენა ხელის ატომები სხვადასხვა ვარსკვლავებიდან მოდის, რომლებიც მილიარდობით წლების წინ, ტრილიონობით კმ-ის მოშორებით აფეთქდნენ.

 

შავი ხვრელიდან გამოხედვა რომ შესაძლებელი იყოს, დაინახავდით მთელ სამყაროს თქვენი კეფის ჩათვლით. დრო კი „გარეთ” სწრაფად გავიდოდა, შესაბამისად სამყაროს სწრაფ ევოლუციას იხილავდით.

 

საკმარისი სიმძლავრის ტელესკოპი რომ გვქონდეს და 22 სინათლის წლის მოშორებით უზარმაზარი სარკე დავაყენოთ, მასზე „აპოლო 11″-ის მისიას მივადევნებით თვალს.

 

ამ წინადადების წაკითხვისას თქვენს ტვინში 25 მილიონი უჯრედი მოკვდა. მაგრამ სანერვიულო არაფერია – მათ ნაცვლად დღეში 300 მილიარდი ახალი უჯრედი იქმნება.

19 thoughts on “გასაოცარი მეცნიერული ფაქტები

  1. -Blitz .

    ჩარლი ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის და მთლიანად ბლოგისთვის. : )
    თუ შეძლებ კდიევ დადე ბსგავსი ფაქტები .
    პ.ს განცვიფრებული ვარ . ( იმედია სწორად დავწერე :დ )

    Like

  2. GR

    მეც ამ გვერდით ვსაზრდოობ :D.
    როგორც ყოველთვის კარგი პოსტი იყო ჩარლი.
    ისე ამის შესახებ “საკმარისი სიმძლავრის ტელესკოპი რომ გვქონდეს და 22 სინათლის წლის მოშორებით უზარმაზარი სარკე დავაყენოთ, მომავალ წელს მასზე „აპოლო 11″-ის მისიას მივადევნებით თვალს.” თუ შეგიძლია დადო ინფორმაცია ცოტა დეტალურად, და შესაძლებელია ამის შექმნა?

    Like

    1. თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკაში ის პროვლემაა რომ 22 სინათლის წლის მოშორებით ვერ წავალთ ჯერჯერობით და ვერც რაიმე აპარატს გავაგზავნით ამ მანძილზე. ჩვენთვის ძალიან შორია ჯერჯერობით. თუ გავაგზავნეთ და იმდენი დრო დაჭირდება რომ დანიშნულების მანძილზე ჩასულს 1969-სთან გაცილებით დიდი დროის პერიოდით იქნება დაშორებული. ასე რომ უფრო შორს დაგვჭირდება წასვლა.
      იდეაში შესაძლებელია (თუ პრაქტიკულ ტექნიკურ პრობლემებს გამოვრიცხავთ) ასეთი მოვლენა სწორედ იმიტომ რომ სინათლის სიჩქარე ზღვრულია და რაც უფრო შორს ვიხედებით კოსმოსში მით უფრო წარსულში ვიხედებით. მაგალითად როცა ვხედავთ ვარსკვლავს რომელიც 4 სინათლის წლითაა მოშორებული ეს ნიშნავს რომ ვიხედებით 4 წლით უკან. ამის მიხედვით 22 სინათლის წლის მოშორებით რომ იყოს უზარმაზარი სარკე რომელიც ჩვენგან წასულ სინათლეს აირეკლავდა. დავინახავდით იმ მოვლენებს რომლებიც ჩვენთან 22 წლის წინ მოხდა. თუმცა იმ არეკლილი სინათლის ჩვენამდე ხელახლა მოსვლას კიდევ ერთი 22 წელი დასჭირდებოდა.

      Like

      1. GR

        კი გასაგებია, ეგ მესმოდა მეც, უბრალოდ ისე თამამადაა და გამომწვევად ნათქვამი რო… 😀

        Like

        1. აინშტაინის ფარდობითობა ფაქტად არის აღიარებული ასე რომ სარკის შემთხვევაში ეჭვი არაა რომ ის სინათლე წამოვიდოდა რაც ჩვენთან 44 წლის წინ მოხდა. ასე რომ სითამამეც გასაგებია. ეს მვლენა ვარაუდი არაა. მხოლოდ სარკეა სპეკულაცია. 😀

          Like

  3. sandro

    ბოლოს ძალიან ვინერვიულე როდესაც გავიგე რომ 25 000 000 უჯრედი მომიკვდა 😀

    Like

  4. აკაკი

    ამ პოსტში 3 მნიშვნელოვანი უზუსტობაა, და თუ სამეცნიერო ბლოგზე ვართ ვერ ვაპატიებ ავტორს 😉
    1. „ადამიანის სხეულში უჯრედებზე მეტი ბაქტერიებია, რომელთა ჯამური წონა 1-4 კგ-ს შეადგენს“ – აბა კარგად დავფიქრდეთ, თუნდაც 4 კილოგრამი ბაქტერიები როგორ იქნება საშუალოდ 70-80 კგ-ზე მეტი…
    2. „1941 წელს აშშ-მა იაპონია დაბომბა“ – 1945-ში…
    3. „ამ წინადადების წაკითხვისას თქვენს ტვინში 25 მილიონი უჯრედი მოკვდა. მაგრამ სანერვიულო არაფერია – მათ ნაცვლად დღეში 300 მილიარდი ახალი უჯრედი იქმნება“ – აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია არა ნეირონებზე, არამედ გლიურ უჯრედებზე, ან იქნებ საერთოდ უჯრედებზე კია რა, სინაფსებზე უნდა ვლაპარაკობდეთ?

    Like

    1. GR

      ეს შენი ვარაუდებით თუ გადაამოწმე? პირველში რაც თქვი სავსებით შესაძლებელია, რადგან ბაქტერიები ბევრად პატარები არიან უჯრედებზე, უჯრედებ რიგ შემთხვევაში ინელებენ კიდეც მათ.

      Like

    2. რაოდენობაზეა საუბარი, ანუ რიცხოვნობით ბაქტერია უფრო მეტია
      Humans Carry More Bacterial Cells than Human Ones
      http://www.scientificamerican.com/article.cfm?id=strange-but-true-humans-carry-more-bacterial-cells-than-human-ones

      დაჟე ზოგან წერია, რომ ბაქტერია ათჯერ მეტია
      http://www.sciencedaily.com/releases/2008/06/080603085914.htm
      http://discovermagazine.com/galleries/zen-photo/m/microbiome

      დაბომბვაზე ჩავასწორე, წლები რატომღაც მეშლება ხოლმე 😀 სკოლაშიც ეგრე ვიყავი

      Like

დატოვე კომენტარი