მითი ტვინის 10%-ის გამოყენებაზე


გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ ადამიანები იყენებენ ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს, ხოლო გამორჩეულ ადამიანებს (გენიოსებს) შეუძლიათ ეს მაჩვენებელი 20%-მდე აიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მცდარია შეხედულება, რომ ტვინის დიდი ნაწილი უხმარია და ადამიანს მისი ათვისება არ შეუძლია. სხვადასხვა მეთოდებით ტვინზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ აქტიურია მისი დიდი (თუ არა ყველა) ნაწილი.

ტვინი საკმაოდ რთული სტრუქტურაა. მას მუდმივად უწევს ერთდროულად უამრავი მოქმედების შესრულება, რომელთაგან ზოგი ჩვენი მითითების გარეშე ხორციელდება (მაგალითად, შინაგანი ორგანოების მუშაობა, სისხლის ცირკულაცია), ზოგსაც უშუალოდ ჩვენგან იღებს (მაგალითად, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, გამოსავლის ძიება და ა.შ.). ტვინი წარმოადგენს ჩვენი ყველა გრძნობის, განცდისა და მოქმედების წყაროს, ის ინახავს სხვადასხვა გამოცდილებიდან მიღებულ ინფორმაციას, მისი მეშვეობით გვაქვს მეხსიერებისა და საკუთარი თავის აღქმის უნარი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რატომ წარმოადგენს ბევრისთვის ტვინი მისტიკურ ორგანოს. ამის შედეგია ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაც, რომ ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ, ხოლო 100%-ის ათვისების შემთხვევაში ვიქცევით გენიოსებად, დავიმახსოვრებთ პის მნიშვნელობას მე-20000 ციფრის ჩათვლით და შევიძენთ ტელეკინეზის უნარს.

მითის წარმოშობას უკავშირებენ ამერიკელ ფსიქოლოგსა და მწერალს უილიამ ჯეიმსს, რომელმაც „ადამიანის ენერგიებში” აღნიშნა, რომ „პოტენციური გონებრივი და ფიზიკური რესურსებიდან ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ”. ტვინის 10%-ის გამოყენებით ხსნის ზოგიერთი იმას, რომ მას არ უმართლებს, შესაბამისად ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ სხვა უფრო მეტ მოცულობას ითვისებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მცდარია.

ტვინის 10%-ის გამოყენების მითი მარტივად ბათილდება მეცნიერული ფაქტებით:
● თუკი ტვინის 90% უხმარია, მაშინ მათი დაზიანება სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა იწვევდეს. მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ფაქტიურად არ არსებობს ტვინის უბანი, რომლის დაზიანებაც არ აისახება რომელიმე უნარის დაქვეითებაში ან წართმევაში. უმნიშვნელო ზიანსაც კი შეიძლება დიდი უკუეფექტი ახლდეს თან.
● ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ რასაც გინდა ვაკეთებდეთ, ეს ორგანო მუდმივად აქტიურია. ნებისმიერ მომენტში რომელიმე უბანი სხვებზე მეტი დატვირთვით მუშაობს, მაგრამ უფუნქციო არცერთია, თუკი ცხადია, ორგანიზმს არ გადაუტანია ტვინის დაზიანება.
● ტვინი ყველაზე ხარჯიანი ორგანოა – ის სხეულის მასის მხოლოდ 2-3%-ს იკავებს, მაგრამ მის მიერ ათვისებული ენერგიის მეხუთედს (20%) მოიხმარს. თუკი 90% უხმარია, ბუნებრივი სელექციის კანონები უპირატესობას მიანიჭებდა მომცრო და იგივე ფუნქციების ტვინის მქონე ინდივიდებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ევოლუცია ნაკლებად განავითარებდა ასეთ მნიშვნელოვან ორგანოს ამდენი „ხარახურით”.
● ტვინის ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ანალიზი საშუალებას იძლევა, ცოცხალი ადამიანის ტვინის მოქმედებას დავაკვირდეთ. დაკვირვება აჩვენებს, რომ ძილის დროსაც კი ტვინის ყველა უბანი რაღაც დონეზე აქტიურია.
● სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების გადასამუშავებლად ტვინში სხვადასხვა რეგიონებია გამოყოფილი. მათი ფუნქციონირების კვლევა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და უფუნქციო არეები არ აღმოუჩენიათ.
● არსებობს მიკროსტრუქტურული ანალიზის მეთოდი, როდესაც ტვინში შეჰყავთ პატარა ელექტროდი და ცალკეული უჯრედის აქტიურობას აკვირდებიან. უჯრედების 90% რომ უსარგებლო იყოს, ეს მეთოდი აუცილებლად დაადგენდა.
● ტვინის იმ უჯრედებს, რომლებსაც ფუნქცია აღარ აქვთ, დეგენერაცია (დაქვეითება, გადაგვარება) ახასიათებთ. ტვინის 90% რომ უხმარი იყოს, გაკვეთა გამოავლენდა მასიური დეგენერაციის ნიშნებს.

ეს მითი გაბათილდა ცნობილ გადაცემაში „MythBusters”, 2010 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდში.

26 thoughts on “მითი ტვინის 10%-ის გამოყენებაზე

  1. 1) და 2) ხომ შეიძლება ასე იყოს ჩარლიუს – ოთახში ათი ლიტრი წყალი ასხია, ეს ათი ლიტრი განაწილებულია მთელს ოთახში არსებულ ათ ლიტრიან ათ კასრში, თითო კასრში თითო ლიტრი.
    3) იქნებ არ მუშაობს ბუნებრივი სელექციის კანონები ტვინთან მიმართებაში. ჩემი ძმიშვილი ძალიან პატარაა, მაგრამ ათსულიანი ოჯახზე ყველაზე მეტი ენერგია მას ხმარდება, მით უფრო რომ მსგავსი ტიპის და ფუნქციის მქონდე სხვა ინდივიდებიც არსებობენ.
    დანარჩენი პ~არგუმენტებიც მებუნდოვნება, იმ არგუმენტზე, რომელიც ეხება მიკროსტრუქტურულ ანალიზს, ვერაფერს ვიტყვი იმიტომ რომ არ ვიცი ეს რა არის 🙂

    შეკითხვაც: უხმარი და აუთვისებელი ერთი და იგივე რატომ არის? 🙂

    P.S. და ბოლოს, ვიქნები ბანალური მაგრამ სიმართლეს ვიტყვი – პოსტი როგორც ყოველთვის შესანიშნავია!

    Like

    1. მადლობა 🙂

      ანუ ყველა რეგიონი აქტიურია, მაგრამ თითოეული რეგიონის 10%? მაგრამ დაკვირვება მთლიანი უბნის აქტიურობას აჩვენებს ხოლმე. მაგალითად აქ ლურჯი და შავი პასიური უბნებია, ყვითელი და წითელი – აქტიური

      სელექციის კანონი მუშაობს იმ პრინციპით, რომ ორგანიზმი გარემოს უკეთ მოერგოს. მაგალითად ნამარხები აჩვენებს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ნადირობა რომ დაიწყეს, არც ისე დიდ პერიოდში ტვინის მოცულობა გაორმაგდა, რადგან მეტი ჭკუა სჭირდებოდათ მაგ საქმეში. მართალია, გვაქვს გარკვეული რუდიმენტები (მაგალითად ტერფძირის კუნთები, სიბრძნის კბილი), მაგრამ ისინი დარჩა იმიტომ, რომ ხელს არ გვიშლის. რაც შეეხება ტვინს, როგორც პოსტში წერია, მოიხმარს ძალიან დიდ ენერგიას და თუ მისი დიდი ნაწილი უსარგებლოა, გამოდის ერთგვარი პარაზიტია ორგანიზმისთვის, რაც ევოლუციურად წამგებიანია.

      ათვისება თუ არ შეუძლია ადამიანს, ესეიგი არ იყენებს, ანუ უხმარია

      Like

  2. გაიანჩიკა

    წყარო მიუთითე საიდანაც ეს ინფორმაია გაქვს.
    ზოგადად, ეს ტვინის ნაწილის მუშაობას კი არა, ადამიანის შესაძლებლობებს ეხება.
    აუთვისებელსა და უხმარს შორის განსხვავებაა, ის ტვინის უბანი რომელიც გულის მოქმედებას უზრუნველყოფს შესაძლებელია ადამიანმა აითვისოს და თავად მართოს გული, (მე თვითონ გამოცდილი მაქვს, რამდენიმე თვიანი ვარჯიშით გულის მუშაობის შენელება-აჩქარების კონტროლი) და ალბათ ყველა იოგას თავისუფლად შეუძლია ეს… შესაბამისად გამოდის ეს უხმარი ნაწილი კი არა აუთვისებელია ადამიანის ცნობიერებისათვის, ეს ეხება ყველა იმ უბანს, რომელიც ქვეცნობიერი აკონტროლებს.
    მე მჯერა, რომ თუ ჩემი ტვინის შესაძლებლობების 100%-ს გამოვიყენებ შემეძლება პი-ს მნიშვნელობის დამახსოვრება 20000-ე ციფრის ჩათვლით, ასევე სხვა უნარებიც.

    Like

    1. ბევრი წყაროა, რამდენიმეს ჩამოვწერ

      http://www.scientificamerican.com/article.cfm?id=people-only-use-10-percent-of-brain
      http://www.snopes.com/science/stats/10percent.asp
      http://bigthink.com/videos/debunking-common-brain-myths
      http://brainconnection.positscience.com/myths-about-the-brain-10-percent-and-counting/
      http://www.psychologytoday.com/blog/consciousness-and-the-brain/201106/do-we-use-only-10-percent-our-brain

      თუ ვერ ითვისებ, ესეიგი არ იყენებ, ანუ უხმარია. გულის აჩქარება მეც დამუღამებული მაქვს, სწრაფად დავდივარ ხოლმე და ჩქარდება :დ

      Like

  3. piccolina

    “ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით” – ტყუილია. ადამიანი რა IQთიც იბადება იმაზე მეტს ვერ გაიხდის სულ რომ შუაზე გაიხეს.
    თუ ადამიანის დაბადებისას IQ აქვს 100, მაქსიმუმ შეუძლია 100მდე ავიდეს. ვარჯიშით სხვა რაღაცა ხდება – თუ 2 ადამიანს დაბადებისას აქვს ერთი და იგივე IQ (ვთქვათ, ისევ 100), ერთს თუ გარემოებები ხელს არ შეუწყობს, 100მდე ვერ ავა, ანუ ვარჯიშის გარეშე შეიძლება 60 ანდ 75მდე განავითაროს (სიტყვაზე), როდესაც მეორეს, რომელიც მუდმივად ავარჯიშებს ტვინს, 100მდე მარტივად ავა, მაგრამ მაგაზე მეტზე ვერა.

    Like

      1. piccolina

        დაბადებისას რაც გაქვს გენეტიკურად თანდაყოლილი იმაზე მეტი ვერ გექნება, ანუ ეგ 102 თუ გაქვს გენეტიკუად, მეტს ვერ აიღებ და თუ 130 გაქვს გენეტიკურად, ტვინის გავარჯიშების შემთხვევაში მეტს აიღებ. და ინტელექტის განმსაზღვრელ ტესტებს ყოველთვის ვერ ენდობი, შენს კულტურაზე და ენაზე ზუსტად უნდა იყოს მორგებული. არავერბალური ჯობია რომ სცადო, მგონი

        Like

          1. piccolina

            IQ ტესტს იმიტომ ქვია IQ ტესტი, რომ ინტელექტს ზომავს, ოღონდ რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ იმას მთლად ვერ ვენდობით. სწორად შედგენილი ტესტი მშობლიურ ენაზეა, ითვალისწინებს განათლებას და კულტურას და უფასოდ ინტერნეტში ნაკლებად დაგიდებენ ))

            Like

      1. trickster

        შენი ლინკი ჩემს კომენტართან კავშირი არ არის. white matter პასუხისმგებელია ინფორმაციის გაცვლაზე და მის სისწრაფეზე და არა ინტელექტზე ან რაიმე სხვა ოპერაციებზე. ტვინზე რომ წერია რაღაც, აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ნიტელექტზეა იქვე საუბარიც. გადაამოწმე ინფორმაცია მის არგუმენტად გამოყენებამდე. თუ ეგრე ძალიან ხარ დაინტერესებული, თანდაყოლილი IQს გაზრდასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კვლევის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ მისი გაზრდა 1.29 ფოინთით არის შესაძლებელი (ისიც ერთი კონკრეტული გენის ვარიაციის საშუალებით), რაც არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო IQდ 90-120 ქულა მიიჩნევა (გააჩნია ტესტს და გარემოს და კულტურას და ა.შ.)

        Like

        1. piccolina

          ტფუ, არამკითხეა ეს წორდპრესი რა. პიკოლინა მოვნიშნე და მაინც ასე დატოვა

          Like

    1. რომელ კვლევაზე დაყრნობით დაასკვენი ის, რომ რა IQ-თიც იბადება ადამიანი იმას ვერ აცდება? ან საერთოდ რას ნიშნავს IQ-თი დაბადება, როგორ განსაზღვრავ ადამიანს დაბადებისას რა IQ აქვს?

      Like

    2. irakli

      და ეს თანდაყოლილი IQ რამდენი შეიძლეიბა იყოს მაქსიმუმ, ან რითი შეიძლება მაგის გაზომვა?.. იქნებ თანდაყოლილი IQ 180 ან მეტი აქვს ყველა ადამიანს და გონების მუდმივი ვარჯიშით შესაძლებელიცაა იმ პი რიცხვის მე-20000 ციფრამდე დამახსოვრება?

      Like

  4. ამოუცნობი გიჟი

    ჩემი აზრით არასწორია რომ 10 % ს გამოიყენებს ადამიანი.. და ამას ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც ადასტურებს.. ჩემი აზრით 10 % არის შესწავლილი ანუ ზალიან ბევრი რამ არის კიდევ შესასწავლი სრულიად ადამიანის ტვინის შესახებ.

    Like

    1. glimmer

      იქნებ რომ აღარ არსებობს, იმიტომაც მოიგონეს ეს მითი… 🙂 თავის დასამშვიდებლად 😀

      Like

  5. გამოხმაურება: ბლოგის 2013 წლის სტატისტიკა | ჩრდილოეთის ციალი

  6. შესაძლოა მართლაც ტვინის ყველა უბანი ფუნქციონირებს, მაგრამ რაღაც გარკვეულ დონეზე. მაგალითად 2 წლის ბავშვის ტვინი სრულიად ნორმალურ მდგომარეობაშია და ასევე ფუნქციონირებადიც, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს გონებრივად მაინც დიდად ჩამორჩება. შეიძლება ადამიანის ტვინის ყველა ნაწილი მუშაობს, მაგრამ მხოლოდ 10%-ით, ანუ უფრო მეტად შეუძლია რომ გააქტიურდეს 100%-ით. თუ მეცნიერები გამოიგონებენ ტვინის ისეთ სტიმულატორს, რომელიც ორჯერ და სამჯერ გაზრდის ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, მაშინ ალბათ ძალიან ბევრი ახალი მეცნიერული აღმოჩენა მოხდება და კაცობრიობა ჩქარი ტემპით დაიწყებს განვითარებას.

    Like

    1. aleqsandre

      ara,rezo.yvelaferi sworad giweria.vegar gaigo am xalxma,rom tvinis 10% it mushaoba nishnavs,rom tvinis yvela ujredi datvirtulia 10 % it. es igivea , dzalosans maqsimum 400 kilos aweva rom swhirdebodes chempionobistvis da 40 kiloze meti ar awios xolme an ver awios.tu tvini ar avarjishe da ganavitare,ise 100 % it ver daitvirteba.

      Like

დატოვე კომენტარი