ჰყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი?


კოლოსალური სილამაზე და შიშის მომგვრელი კომპლექსურობა – რისი შედეგია სამყაროს საოცრებები, კოსმოსური შემთხვევითობის თუ გონიერი შემოქმედების? საუკუნეების განმავლობაში რელიგიასა და მეცნიერებას მწვავე უთანხმოება ჰქონდათ. ამჟამად მეცნიერება აქტიურად იკვლევს ამ საკითხს და ფიზიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ გასაღები მათემატიკაშია, ნევროლოგების აზრით, ის ტვინში იმალება, პროგრამისტები კი თვლიან, რომ ღმერთი ერთ-ერთი მათგანია და ჩვენი სამყარო სხვა არაფერია, თუ არა მის მიერ შექმნილი სიმულაცია.

ყველა კულტურას ჰყავს ღმერთი, ძლევამოსილი არსება, რომელმაც შექმნა სამყარო და წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ რატომ არის სამყაროს შემოქმედის რწმენა ასე გავრცელებული? იყო თუ არა ეს ადამიანების ფანტაზიის ნაყოფი, რათა გარკვეული ფსიქოლოგიური ან კულტურული მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინათ? არსებობს თუ არა რეალურად ღმერთი?

400 წლის წინ ცხოვრობდა გამორჩეული ინტუიციის მქონე უდიდესი ასტრონომი გალილეო გალილეი. ბუნების უდიდესი წიგნი დაწერილია მათემატიკის ენაზე, ამბობდა ის. მის შემდეგ გენიოსი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ნიუტონი და აინშტაინი, იყენებდნენ მათემატიკას, რათა ბუნების შემოქმედების საიდუმლოებები ამოეხსნათ და ფორმულებით შემოქმედისთვის მიეგნოთ. თუმცა ჯერჯერობით ყველანაირი მსგავსი მცდელობა, რომელიც ბუნების პრინციპების ჩაწვდომას ეხებოდა, ფრაგმენტული იყო. არსებობს კანონთა წყობა, რომელიც ესადაგება ელემენტარულ ნაწილაკებს და კანონები, რომლითაც იმართება გიგანტური ობიექტები, როგორიცაა ვარსკვლავები და გალაქტიკები. მათემატიკის ეს ორი წყება კი ერთმანეთს ვერ ეთავსება. ფიზიკოსები ცდილობენ შექმნან ერთიანი, სრულყოფილი თეორია, მათემატიკური მონახაზი, რომელიც ყველაფერს ახსნის.

სამყაროს შექმნა შეგვიძლია შოკოლადის სუფლეს მომზადებას შევადაროთ, რადგან მას სჭირდება ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობით შერევა და განსაზღვრულ დროს სპეციფიკურ ტემპერატურაზე გამოცხობა. მსგავსადვეა სამყაროც – მისი არსებობისთვის საჭიროა 4 ფუნდამენტური ძალის ზუსტი ბალანსი. ეს ძალებია გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი ბირთვული და სუსტი ბირთვული ძალები.

ყველაზე უკეთ, ცხადია, გრავიტაციას ვიცნობთ – სიარულის დროს წაქცევა, მძიმე საგნის ხელიდან გავარდნა და მსგავსი მოვლენები დედამიწის მიზიდულობის გამო ხდება. ელექტრომაგნეტიზმის მეშვეობით ვიგებთ, როგორ მოქმედებს ქიმია. რამის მომზადებისას გამოყენებული ენერგია ელექტრომაგნიტური ენერგიაა. სუსტი ბირთვული ძალა მილიარდჯერ ჩამორჩება ელექტრომაგნეტიზმს, მისი ფუნქცია რადიოაქტიურობის წარმოშობაა. მაგალითად, ბანანში არსებული კალიუმი რადიოაქტიურია და მისი დაშლის ტემპი რომ მაღალი იყოს, ჩვენს სიკვდილს გამოიწვევდა. მზე ბირთვული რეაქტორია, ძლიერი ბირთვული ძალა ატომური რეაქციებისას ათავისუფლებს დიდი რაოდენობით ენერგიას. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ოთხივე ძალა ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც მოქმედებენ, რათა სიცოცხლემ იარსებოს. მათი შეცვლა და პარამეტრების გარდაქმნა უდიდეს ზიანს გამოიწვევს: პლანეტა გაუჩინარდება, მზე ჩაქრება, დნმ დაიშლება.

ფიზიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ფუნდამენტური ძალების ასეთი ზუსტი თანწყობა ღმერთის შემოქმედებაა. დოქტორმა ჯონ პოლკინგჰორნმა დიდი როლი ითამაშა ფუნდამენტური სუბატომური ნაწილაკის, კვარკის აღმოჩენასა და კვლევაში. მეცნიერის გარდა ის ანგლიკანი მღვდელიცაა და მისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ასეთი დახვეწილი სამყარო შემთხვევით შექმნილიყო და მის მიღმა არ იყოს ღვთიური შემქმნელი. თუმცა მეცნიერთა აზრი იყოფა იმაზე, რამდენად წარმოადგენს ფუნდამენტური ძალების ბალანსი გონიერი შემოქმედის დადასტურებას.


დოქტორი ალან გუტი კოსმოლოგიის სფეროში ცნობილი ფიგურაა. მისი ინფლაციის თეორია ხსნის, თუ როგორ ყალიბდებოდა სამყარო ადრეულ ეტაპზე. დიდი აფეთქების მომენტის შემდგომ სამყარო უჩვეულოდ სწრაფად ფართოვდებოდა, თვალის დახამხამებაში მისი ზომა 100 000-ჯერ მატულობდა. ინფლაცია გვეხმარება იმის ახსნაში, როგორ შეიძლებოდა სამყარო ჩამოყალიბებულიყო ისეთად, როგორიც ამჟამად არის. თუმცა ამ თეორიას ერთი საოცარი ქვეტექსტი გააჩნია: ეს სამყარო სულაც არაა ერთადერთი.

ინფლაციის პროცესის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ როცა ის წყდება, ყველგან ერთნაირად არ ჩერდება. იქ, რასაც ამჟამად მულტისამყარო ეწოდება, არის ადგილები, სადაც ინფლაცია ჩერდება და ისინი ახალ სამყაროდ გარდაიქმნებიან, ხოლო სხვაგან ინფლაცია გრძელდება, დროთა განმავლობაში კი ისევ წარმოიშობა ახალი სამყაროები, რომელთა რიცხვი შესაძლოა უსასრულო იყოს. თუკი მულტისამყარო მართლაც არსებობს, მაშინ ჩვენ ვიმყოფებით უამრავი სამყაროდან ერთ-ერთში. ამასთან, თითოეულ მათგანს განსხვავებული ფიზიკის კანონები გააჩნია.

ჩვენს სამყაროში 4 ფუნდამენტური ძალა იდეალურად არის გაერთიანებული. მათი მეშვეობით ჩნდება და ვითარდება სიცოცხლის ფორმები. თუმცა ალან გუტის მულტისამყაროში არსებულ თითოეულ სამყაროს შესაძლოა, ძალების განსხვავებული ბალანსი ჰქონდეს. შესაძლოა, სადღაც ელექტრომაგნეტიზმი სუსტია, ხოლო გრავიტაცია – გაცილებით ძლიერი. შედეგი – სრულიად განსხვავებული სამყარო, სადაც ადამიანის არსებობა შეუძლებელია. ალანისთვის ჩვენი სამყარო სულაც არაა ღმერთის ჩარევით შექმნილი რამ, არამედ ერთი რიგითი სამყარო, რომელშიც შემთხვევითობის საფუძველზე ფუნდამენტური ძალები ისე დაბალანსდა, რომ მრავალფეროვანი სიცოცხლის წარმოშობას შეუწყო ხელი.

ერთი სამყარო, 4 ფუნდამენტური ძალა, მილიარდობით გალაქტიკა და სამყაროს უჩვეულო სიზუსტე და კომპლექსურობა – ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი კოსმოლოგი ჩააფიქროს და განაცვიფროს, თუ როგორ თავსდება ეს ყველაფერი ერთმანეთში. არსებობს თუ არა კოსმოსის ერთიანი დიზაინი? და თუ მას მივაგნებთ, იქნება თუ არა ეს გასაღები ღმერთის გონებისკენ? ამ საკითხის ამოხსნას მეცნიერებმა ათწლეულები და მილიარდობით დოლარი შეალიეს. მათ ააგეს ატომების ამაჩქარებელი გიგანტური დანადგარი, რათა უფრო მეტი გაეგოთ ოთხი მთავარი ძალის მოქმედებაზე. როგორც აღმოჩნდა, მიკროსკოპულ დონეზე, ატომებზე მილიარდჯერ მცირე ზომებში, ძალებს იწვევს ელემენტარული ნაწილაკების მოძრაობა. მაგალითად, ელექტრომაგნეტიზმის შემთხვევაში ეს ნაწილაკი ფოტონია, ძლიერი ბირთვული ძალისას – გლიუონები, სუსტი ბირთვული ძალისას – W და Z ბოზონები, ხოლო რაც შეეხება გრავიტაციას, მისი წარმომშობი ნაწილაკი, პირობითად გრავიტონი, ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.

არიან მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთი სულაც არაა კოსმოსში, არამედ ის ჩვენს თავებში არსებობს და მისი შეგრძნების ხელოვნურად გამოწვევაც კი შეიძლება. ათასობით წლების განმავლობაში კაცობრიობა მედიტირებდა, მარხულობდა, ეზიარებოდა და ლოცულობდა, რათა სამყაროს მმართველ ძალასთან კონტაქტი დაემყარებინა. მაგრამ რა მოხდება, თუკი გავიგებთ, რომ ამისთვის მხოლოდ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროსთან მაგნიტის მიახლოებაა საკმარისი?

დოქტორი მაიკლ პერსინგერი უძღვება გონების ცნობიერების კვლევის ლაბორატორიას, რომელიც ლორენშენის უნივერსიტეტში მდებარეობს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციონირების კავშირი სხვადასხვა განცდებთან, განსაკუთრებით ღმერთის შეგრძნებასთან. მაიკლ პერსინგერი ნეირომეცნიერია და თვლის, რომ ღმერთი ჩვენი ტვინის შემოქმედებაა. უფრო მეტიც, ის კონკრეტულ რეგიონსაც ასახელებს – მარჯვენა ნახევარსფერო.


ექსპერიმენტის მონაწილეებს პერსინგერი თავზე აცმევს ყვითელ ჩაფხუტს, რომელსაც „ღმერთის მუზარადს” უწოდებს, ოთახში სინათლეს აქრობს და ტვინში მიმდინარე პროცესებს 1 საათის განმავლობაში აკვირდება. რამდენიმე წუთში, როცა ორგანიზმი მშვიდდება, პერსინგერი ააქტიურებს მაგნიტურ სპირალს, რომელიც ჩაფხუტის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მისი სიმძლავრე არ აღემატება თმის საშრობს, მაგრამ შექმნილია იმგვარად, რომ ენერგიის ფოკუსირება მოახდინოს მარჯვენა საფეთქლის წილზე. პერსინგერი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მონაკვეთი წარმოშობს შეგრძნებას, რომ ადამიანის სიახლოვეს ვიღაც ან რაღაც არის. ექსპერიმენტის მონაწილეთა 80%, მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა შემოქმედის არსებობის, მუზარადის ამოქმედებიდან მალევე გრძნობს ღმერთის სიახლოვეს. არიან ისეთებიც, ვინც სულის, მოჩვენების ან უბრალოდ ვინმეს არსებობას აღიქვამენ.

დოქტორი პერსინგერის კვლევები ზრდის იმის ალბათობას, რომ არამხოლოდ ზებუნებრივი შეგრძნებების, არამედ ისტორიის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური გამოცხადებების მიზეზიც შესაძლოა მხოლოდ თავის ტვინში მიმდინარე გარკვეული პროცესები იყოს. აბრაამი, მოსე, ელენ უაიტი, ინდიელი შამანები – თითქმის ყველა რელიგიური ლიდერი და სულიერი წინამძღოლი ირწმუნებოდა, რომ მას თავად შემოქმედი დაეკონტაქტა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბევრ ცნობილ რელიგიურ მოაზროვნეს სხვადასხვა შემთხვევების გამო საფეთქლის წილი ჰქონდა გააქტიურებული. მაგალითად, ლუთერს, რომელმაც ახალ ქრისტიანულ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი, ელვა დაეცა. თუმცა ცალკე საკითხია სტიმულები – რა იწვევს ღმერთის არსებობის შეგრძნებას? ელექტროობით შესაძლებელი გახდა მისი ხელოვნურად გამოწვევა, მაგრამ რას ვიტყვით ბუნებრივ სტიმულებზე? შესაძლოა არსებობდეს სხვა სტიმულებიც, რომლებსაც საზოგადოებები ქმნიან, სტიმულები, რომლის მიზეზიც ორგანიზმში მომხდარი ქიმიური რეაქციებია და საბოლოო შედეგი რელიგიური გამოცხადებები და სხვა განცდებია.

ათასობით წლების განმავლობაში მილიარდობით ადამიანი თავის ცხოვრებას წარმართავდა ერთი საერთო იდეის გარშემო, რომ არსებობს სამყაროს შემქმნელი, რომელიც კაცობრიობას აკვირდება, ზრუნავს მათზე, ღმერთი, რომელიც არის შემოქმედიც და დამცველიც. დოქტორი პერსინგერის მუზარადი კი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, სიტუაცია სხვაგვარადაა და ღმერთს სულაც არ შევუქმნივართ, არც გვიცავს, არამედ მხოლოდ ჩვენი გონების ნაყოფია. თუმცა არსებობს მეცნიერი, რომელიც უფრო მეტად რადიკალურ მოსაზრებას გვთავაზობს: ღმერთი რეალურია, ჩვენ კი ილუზია ვართ. ჩვენი შემოქმედი შესაძლოა, რეალურად კოსმოსური კომპიუტერის პროგრამისტი იყოს, ჩვენ კი სხვა არაფერი ვართ, თუ არა სიმულაცია.

კომპიუტერულმა გენიოსმა უილ რაითმა შექმნა თამაში „The Sims” და კომპიუტერული სამყარო, რომელშიც ციფრული ადამიანები ცხოვრობენ. დროთა განმავლობაში ეს თამაში დაიხვეწა და პერსონაჟებიც ადამიანების უკეთეს სიმულაციად იქცნენ. ეს ბუნებრივია – ბოლო ათწლეულში მკვეთრად გაიზარდა კომპიუტერული შესაძლებლობები და შესაბამისად – კომპიუტერული სიმულაციების დონე და რეალობასთან მსგავსება. შესაძლოა, ოდესმე კომპიუტერული თამაშები იმდენად დაიხვეწოს, რომ გააუფერულოს ზღვარი რეალობასა და სიმულაციას შორის. ან შეიძლება, ეს უკვე მოხდა კიდეც.

კალიფორნიის ქალაქ პასადენაში მდებარე რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერი რიჩ ტერილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მარსის მისიების დახვეწაში მონაწილეობს. მას აღმოჩენილი აქვს 4 ახალი თანამგზავრი სატურნის, ნეპტუნისა და ურანის გარშემო, ასევე დააფიქსირა მზის სისტემის შორეული ანალოგი. მრავალი ადამიანის მსგავსად ისიც დაინტერესებულია საკითხით, ვინ ან რა არის ჩვენი შემქმნელი?


ტერილი ფიქრობს, რომ ღმერთის თვისებები – სამყაროს კანონების შექმნა და ნებისმიერი რამის სურვილისამებრ შეცვლა – საოცრად ჰგავს პროგრამისტების მოქმედებას, როცა ისინი სიმულაციურ გარემოს ქმნიან. მურის კანონზომიერების მიხედვით, კომპიუტერის სიმძლავრე ყოველ 2 წელში ან 18 თვეში ორმაგდება. თუ ისტორიას გადავხედავთ, ტემპი უფრო სწრაფიც კია – ბოლო 18 წლის განმავლობაში გაორმაგებისთვის საშუალოდ 13 თვე იყო საჭირო. ამჟამად პლანეტის უსწრაფესი კომპიუტერები თავისუფლად ედრებიან ან ჯობნიან კიდეც ადამიანებს გონებრივ მონაცემებში. მათი გამოთვლითი უნარი გაცილებით ძლიერია – ასრულებენ კვადრილიონობით (10^15) ოპერაციას წამში. მომავალ წელს ეს მონაცემი გაორმაგდება, ათწლეულში კი 500-ჯერ მოიმატებს. აქედან გამომდინარე, ათი წლის შემდგომი სუპერკომპიუტერები ჩვენზე 500-ჯერ ძლიერები იქნებიან.

რიჩ ტერილი დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოსთვის კომპიუტერები შეძლებენ შექმნან დედამიწის ზუსტი სიმულაცია, სადაც დაასახლებენ ხელოვნური ინტელექტის მქონე არსებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ამ სიმულაციის შემოქმედები და შეგვეძლება მასში მოქმედი ფიზიკის კანონები შევცვალოთ. ფაქტობრივად, მასში ყველაფერს შევძლებთ და ყველა ის თვისება გვექნება, რასაც ღმერთს მიაწერენ. ჩვენ ვართ ზღვარზე, რომლის გადალახვის შემდეგაც კომპიუტერებში შევქმნით ახალ სამყაროებს და მასში მოვათავსებთ მგრძნობიარე არსებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ღმერთად ვიქცევით. თუმცა ტერილის ჰიპოთეზა ამით არ მთავრდება – ის მიიჩნევს, რომ თუკი მეცნიერულად დამტკიცდება, რომ ღმერთი შეიძლება არსებობდეს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის დიდი ალბათობით არსებობს და ჩვენ The Sims-ის მსგავს სიმულაციაში ვართ, შემოქმედი კი სუპერკომპიუტერთან ზის და გვაკვირდება. ტერილი ფიქრობს, რომ ბუნებაში ამის მტკიცებულებაც არსებობს.

მხოლოდ ერთადერთი გზაა იმის გასარკვევად, ვიმყოფებით თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში – გამოსახულების გადიდება. მიუხედავად იმისა, რამდენად რეალისტურია, ნებისმიერი კომპიუტერული გამოსახულება საბოლოოდ პიქსელების დონეზე დადის. შეიძლება იფიქროთ, რომ რეალურ სამყაროში მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ ცდებით.

გასულ საუკუნეში ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მატერია მართლაც შედგება უწვრილესი პიქსელებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ატომზე მილიარდჯერ პატარა, უხილავ ფუნდამენტურ ნაწილაკებს. მისი ამხსნელი თეორია – კვანტური მექანიკა – არამარტო მატერიაზე, არამედ მთელ სამყაროზე ვრცელდება. სივრცე, დრო, ენერგია – ყველაფერი ერთგვარ პიქსელებამდე დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო შედგება სასრული რაოდენობის კომპონენტებისგან, მას გააჩნია მდგომარეობათა სასრული რიცხვი, შესაბამისად, ის ნამდვილად შეიძლება წარმოადგენდეს ძალიან ძლიერი კომპიუტერის შემოქმედებას. მაგრამ არსებობს თუ არა ამის პირდაპირი მტკიცებულება?

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ლაბორატორიაში 1928 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს. ექსპერიმენტისას სპეციალური მოწყობილობა ელექტრონებით „ბომბავს” გრაფიტის ატომებს, მის უკან კი ეკრანია, რომელიც აფიქსირებს, როგორ ისხლიტება ისინი. თუკი ეს აპარატი მილიარდჯერ დიდი იქნება და ელექტრონების მაგივრად ტყვიებს გაისვრის, ეკრანზე წარმოქმნილი გამოსახულება იქნებოდა ქაოსური, რომელიც ტყვიებისგან დარჩენილი ნახვრეტებით მიიღებოდა. მაგრამ როცა პროცესი მიმდინარეობს სუბატომურ დონეზე, ელექტრონის ასხლეტა სულაც არაა ქაოსური პროცესი. თითოეული ელექტრონი თითქოს გრძნობს, სად იმყოფება გრაფიტის ატომები და მოქმედებს არა წერტილივით, არამედ დიფრაქციულად, შესაბამისად ისინი ტალღურ თვისებებს ავლენენ. მატერიას კონკრეტული თვისებები გააჩნია მაშინ, როცა ვიკვლევთ, ვზომავთ, ვაკვირდებით, სხვა დროს კი დიფუზიურია, არ აქვს განსაზღვრული ფორმა. ეს ძირითადი კვანტური კანონები ესადაგება ყველა სუბატომურ ნაწილაკს. როცა მათ ვუყურებთ, ისინი წერტილებივით არიან, როცა არ ვაკვირდებით – კარგავენ თავიანთ ფიზიკურ ფორმას. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს კომპიუტერებთან?

როდესაც ვთამაშობთ რომელიმე ვიდეოთამაშს, მაგალითისთვის ავიღოთ SimCity, მასში გვხდება უზარმაზარი ქალაქები. გადაადგილებისას ვიდეოთამაში გამოსახულებას გვაძლევს იმ მონაკვეთში, საითაც ვიყურებით და შესაბამისად, საითაც გვჭირდება. თუკი სხვაგან გავიხედავთ, გამოსახულება იქით შეიქმნება. სამყაროც მსგავსად იქცევა და გვაძლევს ინფორმაციას მხოლოდ იმაზე, რასაც ვუყურებთ, ხოლო როცა არ ვუყურებთ, აუცილებელი არაა, ის ისევ იქ იყოს. სამყარო კონკრეტულ ფორმას მხოლოდ დამკვირვებლის წინაშე იღებს, სწორედ ისე, როგორც კომპიუტერულ სიმულაციებში ხდება.

რიჩ ტერილი ასევე აყენებს მოსაზრებას, რომ ჩვენ ზღურბლის ერთ მხარეს ვდგავართ, ხოლო მეორე მხარეს მდგარი ღვთაებები მომავლის ადამიანები არიან. განა ვინ მოინდომებს ადამიანების მსგავსი არსებების სიმულაციის შექმნას თავად ადამიანებზე მეტად? ისინი იქნებიან ღმერთის თვისებების მქონეები და ახალი სამყაროების შექმნა შეეძლებათ. ეს საკმაოდ რადიკალური მოსაზრებაა ღმერთის შესახებ, თუმცა ტერილი სულაც არ თვლის შეუძლებლად. თუკი სიცოცხლე არაცოცხალი მასალისგან წარმოიქმნა და შემდეგ განვითარდა ადამიანამდე, ანუ არაფრიდან მოაზროვნე არსებებად ჩამოვყალიბდით, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ შორეული მომავლის ადამიანები ღმერთები იქნებიან.

მეცნიერებაში ყოველთვის იყო ისეთი საკითხები, რომელთა ახსნა ვერ ხერხდებოდა და ასახსნელად ღმერთის ცნება შემოდიოდა. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ამგვარი საკითხების რაოდენობა მუდმივად მცირდება, ხოლო ღმერთის ჩარევა საქმეს პირიქით ართულებს, რადგან მაშინ უნდა შემოვიტანოთ მისი შემქმნელის ცნებაც და ასე უსასრულოდ. ზოგი მიიჩნევს, რომ მეცნიერული ცოდნა არასდროს იქნება სრულყოფილი და ყოველთვის დარჩება ადგილი რწმენისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ის ღმერთი იქნება, რომელიც რეალურად მომავლის ადამიანია, თუ ის ღვთაებები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ეთაყვანებოდნენ. ადამიანური ინსტინქტი, რომელიც მეცნიერულ ცნობისმოყვარეობას წარმართავს, არ მოგვცემს გაჩერების საშუალებას, სანამ პასუხს არ მივაგნებთ. შესაძლოა, მეცნიერებამ ოდესმე შექმნას მეთოდი, რომლითაც გადავლახავთ იმ ზღვარს, რომელიც სამყაროს რეალური შემქმნელისგან გვაშორებს. თუ, რა თქმა უნდა, ის ნამდვილად არსებობს.

მომზადებულია Discovery Channel-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

264 thoughts on “ჰყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი?

      1. Koba

        დავუშვათ არ ჰყავს ეს შემოქმედი – და სამყარო თვითონ აღმოცენდა დიადი არაფრისაგან – მერე რა? ჩინელ დაოისტებს უკვე 5000 წელია ასე სწამთ და ამით ვითომ რა მოხდა – დაიქცა ჩინეთი და განადგურდა? თუ პირიქით – ჩინეთი იქით სჭამს იმ ხალხებს ვისაც ბაბუა-ღმერთის სწამთ///

        დავუშვათ რომ პირიქით – ეს სამყარო ვიღაც ძაან ჭკვიანმა ბიძია-ბაბუამ შექმნა – მერე რა ? ამ ბიძია-ბაბუას შიშით ვითომ ქურდები არ ქურდობენ თუ ბოზები არ ბოზობენ ?

        Like

        1. Zaza

          კობა, ყველაფერი შეიძლება რომ დავუშვათ, ყველაფრის დაჯერება არდაჯერება შეიძლება მაგრამ, მთავარი დავუშვათ არდავუშვათ ხომ არ არის?…
          ძალიან გასაგებად და მარტივად დასვი კითხვა და მაშინ მეც ასევე მარტივად და გასაგებად გეტყვი…
          მაგალითად შენ მუშაობ სადმე რაიმე სამსახურში სადაც შენ ძალიან ცოტას გიხდიან, კაპიკებს ბევრი რომ არ გავაგრძელო, და წყდები წელში, როგორც იტყვიან შენ უკვე აღარ შეგიძლია ესე ცხოვრება, გამოსავალს ვერ პოულობ, ყველაფერზე ხელი გაქვს ჩაქნეული რადგან ვერაფერს ცვლი შენდა სასიკეთოდ…
          უცბად გამოჩნდა ადამიანი და გეუბნება, ბიძგი მოგცა, არც ისეა საქმე შენ რომ მოსთქვამ და გული გაქვს გატეხილი, წამოდი მე წაგიყვან დაგაწყებინებ სამსახურს და ყველაფერი შეიცვლება შენს ცხოვრებაში, შენ თუ დაუჯერებ რა თქმა უნდა უკეთესად იქნები და აიწყობ ცხოვრებას ხო?… თუ არ დაუჯერებ და რბილად რომ ვთქვათ, დარჩები ისევ ისე როგორც იყავი (ყველაზე კარგ ვარიანტში)…
          ეხლა პარალელი გავავლოთ: შენ თუ ღმერთის გწამდა მაგრამ შიშები გქონდა, თუ ცუდად მოვიქცევი ღმერთი ესე მიზამს ისე მიზამს და ასე შემდ… რა თქმა უნდა შენი რწმენა ვერ ივარგებდა და ყოველთვის სხვა გზის ძიებაში იქნებოდი შინაგანად ხო?..
          თუ ღმერთი არ გწამდა და თავი “ერთჯერადი” ხორცი გეგონა მთელი ცხოვრება, მოვკვდები და გავქრები და ასე შემდ…
          ამ ორივე შემთხვევაში ხომ ძალიან საშინელ დღეში აღმოჩნდებოდი?..

          როდესაც იესო მოვიდა, ადამიანის სახით დაგენახვა და გაგიქარწყლა ის შიშები, ღმერთის რომ გეშინოდა… (და თურმე არც ისეთი საშიშია, უბრალოდ ვიღაცვიღაცეები გაშინებენ) ერთჯერადხორცობაზეც, გაიგე რომ თურმე შეგიძლია უკვდავებაზეც ფიქრი, ცხოვრებას თურმე აზრი ჰქონია და მე ქვევრში ვიჯექი, ღმერთი თურმე ჩემნაირი ყოფილა გარეგნულად, და მე მისნაირი თუ გავხდები შინაგანად უკვდავი ვიქნები, მარადიულ ცხოვრებაში, ოღონდ ყველაფერი თურმე ჩემზე ყოფილა დამოკიდებული, ჩემს რწმენაზე,ფიქრებზე, სურვილზე…
          მოკლედ თვალი ამეხილა და რა მშვენიერი ყოფილა ცხოვრება… ამას რა ჯობია?…

          Like

  1. დრო არ მაქვს და ბოლოდე ნამდვილად ვერ წავიკითხე , მაგრამ თვალი მოვკარი სამყაროს ,,შემქნელ” 4 ძირითად ელემენტზე საუბარს.
    და უბრალო კითხვა მაქვს ავტორთან , მან თუ იცის , რომ ბიბლია ,,აღიარებს” ,,დიდი აფეთქების ტეორიას” და იმასაც რომ სამყარო 4 ძირითადი ელემენტისგან შეიქმნა?

    Like

        1. დიდი აფეთქება სინათლის შექმნას არ ნიშნავს, პირიქით – დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400 000 წლის შემდეგ დაიწყეს სინათლის წყაროებმა ნათება, რადგან მანამდე სამყაროში არსებული პირობები საამისოდ არახელსაყრელი იყო. დიდი აფეთქების ძირითადი იდეა ისაა, რომ დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ სინგულარობის ანუ უკიდურესი სიმჭიდროვის მდგომარეობიდან სამყარომ დაიწყო გაფართოება და ამ მომენტში იყო ძალიან ცხელი და სწრაფი, დროთა განმავლობაში კი სიჩქარემ შენელება დაიწყო და ტემპერატურამ კლება. მოგვიანებით გაჩნდა სუბატომური ნაწილაკები, მათგან – მარტივი ელემენტები, რთული ელემენტები, კოსმოსური ობიექტები და ბოლოს სიცოცხლეც (თუმცა სიცოცხლის წარმოშობა სხვა თემაა და დიდ აფეთქებას არ ეხება)

          Like

          1. რა ცუდია რომ მე გესაუბრები გრიგოლ ნოსელზე , შენ კი არ ხარ მის ამ შრომას გაცნობილი . აქედან გამომდინარე ,,მაბრალებ იმას” რაც არც მითქვამს და არც მიგულისხმია.
            შევეცდები მოლედ გიპასუხო–ბიბლია–გრიგოლ ნოსელი–(ანუ მეც) იმ აზრზზ ვართ რომ ,,ჯერ იყო” დიდი აფეთქება და შემდეგ სინათლის წარმოშობა . მართალია შენ მიერ დასახელებულ რიცხვს (400 00 წ.) არ ვეთანხმები და ყოველგვარი საფუძველი მაქვს რომ არ დავეთანხმო , არც მას და არც იმ ,,მილიონ–მილიარდობიან წლოვანი განვითარების” საფუძველსმოკლებულ თეორიებს. თუმცა ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. მხოლოდ გრიგოლ ნოსელით შემოვიფარგლები მოკლედ და ისიც მხოოდ სამყაროს შექმნით.
            წმ.გრიგოლ ნოსელი სვამს ასეთ კითხვას–თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა , რაში სჭირდება მას 6 დღე სამყაროს შესაქმნელად. და თავადვე პასუხობს , რომ ბიბლიაში გამოყენებული ექვსი დღე არის არა შესაქმის, არამედ რეალიზების. იგი ამბობს , რომ ღმერთმა თავიდან შექმნა პირველქმნილი ელემენტები , ანუ ლოგოსები.(და ვრცელი საუბარია 4 ძირითად ელემენტზე)და თითოეულ ამ ელემენტში იყო 2 თვისება–ურთიერთლტოლვა და ნათება. ფრაზაზე–იქმენ ნათელი ელემენტებს ,,ჩაერთოთ” პირველი თვისება ,ანუ ურთიერთლტოლვა , ხოლო როდესაც უკვე ერთმანეთს შეხვდნენ გამოვლინდა მეორე თვისება – ანუ ნათება. შენ შეგიძლია ამას დიდი აფეთქებაც დაარქვა ,
            კიდევ ბევრია სასაუბრო მაგრამ გავჩერდები და პასუხს დაველოდები…

            Like

            1. რას გაბრალებ კაცო, შენ არ თქვი, ბიბლია დიდ აფეთქებას ეთანხმებაო? მე კი განვმარტე, ძირითადი იდეა რა არის დიდი აფეთქების. რაც შეეხება სამყაროს ასაკს, შეგიძლია ეს ორი პოსტი გადაიკითხო და დარწმუნდები, რომ ჰაერიდან არაა მოტანილი

              კოსმოსის გასაღები – ანუ საიდან ვიცით უცნაური რაღაცეები

              სამყარო კიდევ უფრო ხნიერია

              http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=528
              ეს გადავიკითხე და წერია ასეთი რამ: ნება, სიბრძნე, ძალი და არსება არსთა, ეს ოთხი პირველმიზეზი (τὰς ἀφορμάς) არის არა ღვთის მიერ შექმნილი არსთა პირველსაფუძვლები, არამედ თავად ღმერთში არსებული, ე.ი. შეუქმნელი, ღვთისეული თვისებები, რომელთა გზითაც უზენაესი არსება ქმნის ყოველივე არსებულის არსებობის პრინციპებს ანუ მიზეზებს, თესლოვან ძალებს.

              ამაზე მეუბნებოდი? ფიზიკის ფუნდამენტურ ძალებთან რა შუაშია? სამყაროს 4 ელემენტი ბერძნებსაც ჰქონდათ – ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი, მაგრამ ეს სხვა რაღაც იყო. “4” და “სამყაროს შექმნა” თუ ფიგურირებს, იმას არ ნიშნავს, რომ იგივეა

              Like

              1. შეგნებულად არ დავიწყებ სამყაროს ასაკზე საუბარს , რადგან თემიდან გადახვევა არ გამოგვივიდეს…ამ საკითხზე როდესაც მოვრჩებით საუბარს მერე გადავალ და მაგ საფუძველსმოკლებულ საკითხს შევეხები.(მილიონ–მილიარდობითწლოვან განვითარების თეორიას)

                Like

              2. რაც შეეხება გრიგოლ ნოსელს.გეტყობა რომ გადაიკითხე , თვალი გადაავლე და არა წაიკითხე.კიდევ ერთხელ ,,მაბრალებ” . მე არც ციფრ–4–ს გამოვკიდებივარ და არც სამყაროს შექმნის ტერმინს.ვთქვი ის , (თუ განვაზოგადებთ და განვავრცობთ საკითხს კიდევ , ამაზეც საუბრობს გრიგოლ ნოსელი–სინოტივე,სიმძიმე , სისუბუქე,სითბო) მოკლედ წაკითხული არ გაქვს და აზრი არ აქვს ამ საკითხზე საუბარს ახლა თუ რას ამბობს ეს მოაზროვნე.თუკი ოდესმე წაიკითხავ და გაიგებ მერე ვისაუბროთ რას წერს და რატომ…

                Like

        2. Koba

          თქვენ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ბიბლიის მიხედვით ჯერ ცხოველები და მცენარეები შეიქმნა და მხოლოდ ამის შემდეგ მზე და მთვარე ?
          ეს ხომ არ შეესაბამება კოსმოსის და სიცოცხლის განვითარების ეტაპებს?

          Like

          1. მაგ ფაქტს ბატონო ჩემო მე ვერასდროს ავხსნი , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დამახინჯებულად გაქვთ გადმოცემული და დამახინჯებული რამ არც არასდროს ამიხსნია და არც მომავალში ავხსნი .
            რამდენიმე მუხლს დაგიციტირებთ შესაქმის პირველი თავიდან :
            3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
            4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
            5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე.
            11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
            14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად – დღეებისა და წელიწადებისა.
            20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
            21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

            სხვა ბიბლია იცი შენ მეგობარო?თუ არადა მაშინ ის დამიწერე , რაც ბიბლიაში წერია , რომ პასუხი გავცე…

            Like

            1. Koba

              თუნდაც ეგრე პუნქტობრივად მივყვეთ:

              და იქმნა ნათელი !! – მაგრამ როგორ იქმნა ეს ნათელი მზისა და მთვარის გარეშე – ისინი ხომ მეოთხე დღეს შეიქმნენ?

              სადღაც აქ გიწერიათ რომ ეს დიდი აფეთქების ნათელი იყოო – მაგრამ რელიქტური გამოსხივება ნამდვილად არ არის საკმარისი მცენარეებისათვის და არც 5000 წლის წინ იქნებოდა — თუნდაც მილიარდი წლის წინაც უკვე მისი ტემპერატურა აბსოლუტური ნოლიდან მხოლოდ + სამი გრადუსია -ე.ი. დედამიწის ტემპერატურით მინუს!!! 270 გრადუსი ცელსიუსით

              Like

              1. ძალიან უცნაურ კითხვას მისვამ , ჩვენში დარჩეს . სინათლის (და სხვა ენერგიების) არაერთი ალტერნაიული წყარო გამოიგონა ადამიანმა (განსხვავებული მასშტაბებისა რა თქმა უნდა) და რატომ უნდა გიკვირდეს თუ სამყაროს შემოქმედი , დროებით , ერთ ,,ალტერნატიულ” წყაროს შექმნიდა სინათლისას?
                დავდებ ეფრემ ასურის აზრზს ამასთან დაკავშირებით : (შეიძლება არ გაინტერესებს ეს პიროვნება , უბრალოდ ,,ინფორმაციის წყაროს გთავაზობ”)
                ,,სინათლე ვერ შეძლებდა ყოვლისმომცველი ბნელის გაფანტვას თუკი ის ყველგან არ განავრცობდა თავის არსს და სხივებს . პირველქმნილი სინათლე განფენილი გახლდათ ყველგან და არა ერთ რომელიმე ადგილას . იგი ხელს უწყობდა ყოველივეს ჩასახვასა და წარმოქმნას რაც ქვეყანას უნდა შეექმნა მესამე დღეს ; ხოლო მზეს ცის განფენილობაში დამყარებულს , სიმწიფე უნდა მიენიჭებინა იმისთვის , რაც უკვე შექმნილი იყო თანამოქმედებით პირველქმნილი ნათლისა.”(როუზი–53გვ.)
                რაც შეეხება დიდ აფეთქებაზე საუბარს . ნამდვილად არ ვიცი სად რა რა კონტექსტში ნახე ჩემი სიტყვები მაგრამ ახლა , მკაფიოდ დავაფიქსირებ ჩემს აზრზს , რომ მომავალში ამგვარი რამ აღარ მითხრა:
                დიდ აფეთქებას და სამყაროს შექმნას , გარკვეული ,,მოდების წერტილები” გააჩნიათ , მაგრამ უგუნურებაა იმის თქმა რომ ისინი იდენტურნი არიან , ანაც ის რომ , ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან.
                ღმერთმა სამყაროს შექმნა წარმატებით განახორციელა . ხოდა , მოდი ფიზიკოსებმაც და მილიარდებმაც ,,ააფეთქონ რაღაც” წარმატებით . აი წარმატებით რომ დაასრულებენ თავიანთ ექსპერიმენტებს , ამ საკითხზე შემდეგბ ვილაპარაკოთ .

                Like

                1. Koba

                  .. კაბალისტები უფრო მარტივად და ლოგიკურად ამბობენ, რომ ღმერთმა პირველად შექმნა უზენაესი ღვთიური სინათლე – იგი უხილავია ადამიანის თვალისათვის … კაბალისტები ამ უზენაეს სინათლეს ხოხმას უწოდებენ ( ნამდვილად – ხუმრობის გარეშე) .. მოქრისტიანო ეზოტერიკოსების აზრით კი ეს სინათლე არის ზუსატდ სული წმინდა და ამ სინათლეს ისიც კი შეუძლია რომ გამხმარი ყვავილები ააყვავოს საბერძნეთის ერთ-ერთ მონასტერში…

                  ამ სინათლეს შეუძლია მკვდრების გაცოცხლება და ა.შ. ამ სინათლეს ინდუსები უწოდებენ პარამატმას…

                  ე.ი. ღმერთს შეეძლო რომ ჯერ დედამიწა შეექმნა თავის მცენარეებით და შემდეგ მზე, მთვარე და ვარსკვლავები .. მაგრამ ეს მეცნიერულად და ფიზიკურად არ დასტურდება .. პლანეტები ვარსკვლავებზე ადრე ვერ გაჩნდებოდნენ ვერენაირად და თან მთელი კოსმოსის მასშტაბით.. თუნდაც რომ ასე ყოფილიყო – რაში დასჭირდა ღმერთს ნიუტონის კანონების დარღვევა – მიჰყოლოდა სამყაროს თავისთავად კანონებს და უფრო არ გაუადვილდებოდ საქმე ?

                  გარდა ამისა გამოდის რომ სინათლის შექმნამდე თვით ღმერთიც კი სიბნელისაგან შედგებოდა .. რადგან მან მანამდე არ იცოდა რომ სინათლე კარგია – სანამ იგი არ შექმნა.. //

                  Like

                  1. ვაპირებდი თავიდან-ბოლომდე ამ პოსტზე პასუხის გაცემას , მაგრამ დასასრულს ისეთი რამ დაწერე , რომ …
                    ,,გარდა ამისა გამოდის რომ სინათლის შექმნამდე თვით ღმერთიც კი სიბნელისაგან შედგებოდა .. რადგან მან მანამდე არ იცოდა რომ სინათლე კარგია – სანამ იგი არ შექმნა.. ”
                    ამას ვამბობ ზუსტად , რომ ბიბლიას არ იცნობთ და აკრიტიკებთ მას . იქნებ ჯერ გააგეკითხ-გადმოგეკითხათ , შემდეგ განმარტებები გენახათ და ეს კრიტიკა შემდეგ დაგეწყოთ?
                    მაგ ლოგიკით თუ გინდა წახვიდა უფრო უკეთეს ,,არგუმენტებს” გეტყვი . აი მაგალითად , როდესაც ადამმა შესცოდა და იმალებოდა . უფალი ეძახის : ,,ადამ სად ხარ?” . ე.ი. ადამიანსაც ვერ ხედავდა ღმერთი და მის ხმას ელოდა რომ ენახა . (იგივეა კაენის ეპიზოდზე) . შემდეგს გეტყვი , როდესაც ბაბილონის გოდოლზეა საუბარი , უფალი ამბობს : ,,ჩავიდე ვნახო” , ე.ი. ვერც აქ ხედავდა ღმერთი რა ხდებოდა , თან მარტო მაღლა ყოფილა და მიწაზე არა. და.ა.შ.

                    Like

                    1. ე.ი. შენ გჯერა რომ ყველაფერი ეგრე იყო, როგორც მაგ ზღაპრებში სწერია? მაშინ რატომ არ ახსოვდათ ბაბილონის გოდოლის ამბავი ინდონეზიელებს , მალაზიელებს და სხვა უამრავ ხალხებს – მათ ხომ უნდა სცოდნოდათ თავის წარმომავლობა? რომ ჩვენი წინაპრები ბაბილონში ცხოვრობბდნენ და მერე გადმოგვასახელს აქეთო..

                      თან სამოთხისებური ადგილები ახლაც არის ეკვატორიულ ზონაში – არავითარი ოფლი შენი არ გჭირდება იმისათვის, რომ პური ჭამო .. პური იქ ხეზე იზრდება თავისით – უფრო სწორად ისეთი ნაყოფი აქვს ამ ხეს, რომ მის ნაყოფს ცეცხლხე რომ გააცხელებ – ზუსტად პურის გემო და კონსისტენცია აქვს .. ასევე სავსეა ეს ტყეები ანანასებით ბანანასებით.. იქ მცხოვრებ ხალხები სულ ტიტლიკანა დარბოდნენ და საერთოდ არ ჰქონდათ სირცხვილის გრძნობა ადამისაგან განსხვავებით….

                      მაგრამ იმდენად არ აფასებდნენ ამ თავის სამოთხისებურ სიუხვეს რომ ერთმანეთს სჭამდნენ .. კანიბალიზმი დღემდეა შემორჩენილი..ერთ-ერთ კუნძულზე რამდენიმე წლის წინ გერმანელი ტურისტი შეჭამეს .. არადა ანანასები თავზე საყრელად აქვთ ..

                      რატომ ვერ ხვდებოდა ეს ხალხი რომ სამოთხეში ცხოვრობდა?

                      Like

                    2. ჩვენ ორიდან რომელს ჯერა ზღაპრების და რომელს არა , ეს სხვა საკითხია და ამაზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ მაქვს .
                      1-რაც შეეხება ბაბილონის გოდოლის არსებობას . შეგიძლია მითხრა თუ ვინ-ვინ გადაასახლა?
                      2-ახლა სამოთხეზე გესაუბრები . რა მნიშვნელობით იგებ შენ ,,ოფლის ღვრას?” , რა კონტექსტში წერია შენი აზრით ეს სიტყვები წმ.წერილში?
                      3-ჩემი მეზობელი დუმიშხანაც იხდის ხოლმე ტანსაცმელს როდესაც ძალიან ცხელა , მაგრამ ადამთან რა კავშირშია ან ეს უსირცხვილო დურმიშხანა , ან კიდევ ის ვიღაც დეგენერატი ეკვადორელები?
                      4-რა კანიბალიზმი , რის სამოთხისეული სიუხვე და საერთოდ რაზე ლაპარაკობ?
                      ერთი საკითხიც არ მიგყავს ბოლომდე და აქეთ-იქით დახიხარ . ეს არაა პოლემიკა , ეს ,,დამლა-ხუჭაა” და მაგის თამაშის დრო არ მაქვს .
                      შეგიძია რამე სერიოზული არგუმენტი მოიყვანო , ან ჩამოყალიბებულ წინადადებათა ერთობლობა , რომ მასზე გავაგრძელოთ საუბარი? თუ ისევ კალიებივით გინდა რომ აღმა-დაღმა ვიხტუნოთ?

                      Like

                    3. ეს შენ თვითონ ააგდე სიტყვა ბანზე იმის მაგივრად რომ ზემოთდასმულ ერთმნიშვნელოვან შეკითხვაზე გეპასუხა.. და განაცხადე რომ ბიბლიის თხრობის მანერა არ შეესაბამება რეალობასო.. ღმერთი ისე ამბობს მოდი ვნახოთო რომ თითქოს ისე არ არ იცოდეს რა ხდებაო…

                      ე.ი. რა გამოდის ? რომ ან ბიბლიის მწერალი აბრალებს ღმერთს უვიცობას ან კიდევ ეს მწერალი ზრაპრის სტილში გვიყვება ამბებს …

                      მაგრამ როგორ გავარჩიოთ სად სინამდვილეა და სად კიდევ ზღაპრული თხრობა?

                      დურმიშხანი კი იმ შუაშია, რომ მან იცის რომ სიშიშვლე უსინდისობაა.. იდიოტი ეკვადორელებისათვის კი სიშიშვლე აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა – არადა მათ უნდა რცხვენოდეს სიშიშვლის – ისინიც ხომ ადამის შთამომავლები არიან ? ამასთანავე ეს უსინდისო ველურები ისეთ სამოთხეში ცხოვრობენ, როგორც ბიბლიაშია არწერილი. ე.ი. ხეხილი სულ არის და არავითარი შრომა არაა საჭირო რომ პური სჭამო.

                      და როგორ მოხდა ეს? – როგორ შეიპარენ უსინდისო კაციწამიები სამოთხეში, თუ მას ქერუბიმები ჰყარაულობდნენ?

                      და ამ დროს მორცხვი და კეთილი ქართველი გლეხი იძულებულია დღე და ღამ უმუშაოს რომ თავი ირჩინოს.

                      თან ხშირად ეს შრომაც კი წყალში იყრება – ხან გვალვაა, ხან კიდევ დაავადებები აფუჭებენ მოსავალს- ე.ი. გლეხი შრომობს მის ადეკვატურ პროდუქტს კი ვერ ღებულობს.. ღემრთი კი დაჰპირდა ხალხს – თუ იშრომებ – შესაბამისადაც მიიღებ პურსა და ღვინოსაო .. ე.ი. რა ხდება ? – ერთ წეილწადს ღმერთი ასრულებს პირობას – მეორე წელს კი არა ?

                      ამ დროს კი მევახშეები და ათასი ჯურის ფინანსური მაქინტორები ყოველ წელს გაზულუქებულნი არიან ყოველგვარი შორმისა და ამინდების გარეშე..

                      Like

                    4. კიდევ სადღაც მიფრინავ რა…
                      აიღე ბიბლიის ნებისმიერი საკითხი , ნებისმიერი თავის ნებისმიერი მუხლი და განვიხილოთ ის .
                      კალია არ ვარ აქეთ–იქით ვიხტუნო…

                      Like

                    5. ეს შენ თვითონ გადახტი ჯერ ადამსა და ევაზე და შემდეგ ბაბილონის გოდოლზე, თორემ ჩვენ მანამდე განვიხილავდით ზუსტად რომ ერთ კონკრეტულ მუხლს სადაც ჩანს რომ მცენარეები შეიქმნა მზეზე ადრე , ხოლო სინათლე გაჩნდა იგივე მზის გარეშე.. აბა კარგად გადაათვალიერე ზედა კომენტები..

                      მაგრამ შენ არ გქონდა ამაზე პასუხი და არც ამ ბოლო შეკითხვებზე გაქვს …

                      არადა პროფესინალი დოგმატკოსი ( თუ დემაგოგი?) 🙂 🙂 🙂 რომ იყო ასე უპასუხებდი:

                      1. ბიბლიაში გამოყენებულია თხრობის ზრაპრული სტილი იმისათვის რომ ეს ღვთიური იდეები გასაგები ყოფილიყო გაუნათლებელი ხალხისათვის 5000 წლის წინ.
                      2. ეკვატორიულ ზონაში სამოთხე არ არის – რადგან იქ ძალიან ბევრი შხამიანი გველი , მორიელი, ობობა და სხვა ასეთი ქვეწარმავალია..
                      არ შეიძლება სამოთხე იყოს იქ სადაც ადამიანს მუდმივად ემუქრება ასეთი ცხოველისაგან კბენა..

                      ხოლო სადაც შხამიანი ქვეწარმავლები არ არიან – იქ ადამიანმა ბევრი უნდა იშრომოს – მაგალითად საქართველო, რუსეთი და ა.შ.

                      ასეთი არგუმენტებით ადვილად მოატყუება ცნობისმოყვარე იდიოტს, რადგან უფრო ჭკვიანი გკითხავს – სადღაა საჭირო შრომა როდესდაც ყველა მძიმე სამუშაოს რობოტები, ტრაკტორები და კომბაინები აკეთებენო?

                      Like

                    6. თუ კონკრეტული პასუხები გაინტერესებს – შემიძლია ასე გიპასუხო

                      1-რაც შეეხება ბაბილონის გოდოლის არსებობას . შეგიძლია მითხრა თუ ვინ-ვინ გადაასახლა?

                      არავის არავინ არ გადაუსახელბია – სხვადასხვა ეთნოსებიო და რასები ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებლად ჯერ კიდევ მანმადე სანამ ადამიანი შენობების შენებას ისწავლიდა.
                      ბაბილონის გოდოლი კი ააგო ბაბილონის ერთ-ერთმა მეფემ – იმისათვის რომ პირდაპირ ასულიყო ცაზე – ღმერთივით/// მაგრამ ამ გოდოლს მეხი დაეცა რის შემდეგაც მშენებლებმა უარი თქვეს მუშაობაზე და მეფეც შეშინდა – ღმერთი ჩემზე მაგარი ყოფილა რადგან მე თვითონ მეხის სროლა არ შემიძლიაო..//

                      არავითარი ენების აღრევა ამ დროს არ მომხდარა – ბაბილონის გოდოლი თავისით დაინგრა რადგან გამოუწვავი თიხის აგურებით იყო ნაგები – სწრაფად რომ აეშენებინად იმიტომ …..

                      ეს რეალური ამბავი გადააკეთეს შემდეგ ზღაპრად ენების შესახებ..

                      2-ახლა სამოთხეზე გესაუბრები . რა მნიშვნელობით იგებ შენ ,,ოფლის ღვრას?” , რა კონტექსტში წერია შენი აზრით ეს სიტყვები წმ.წერილში?

                      ოფლის ღვრას 5000 წლის წინ მხოლოდ ერთი კონტექსტი ჰქონდა – ფიზიკური შრომა . რადგან მაშინ ინტელექტუალური შრომა არ არსებობდა..

                      შრომა კი თუნდაც მწყემსის მძიმე არის – ნახირის დევნა და მისი მოვლა ადვილი არ არის ნამდვილად, თუმცა კი ხვნა-თესვა ასჯერ უფრო მძიმე და დამღლელია ..

                      მაგრამ ეხლანდელი ინტელექტუალური შრომაც მძიმეა – ტვინი კუნთებზე არანაკლებ კალორიებს მოიხმარს და გონებრივი მუშაობა არანაკლებად ღლის ადამიანს – თუმცა კი თოხის ბაყუნს კი სჯობია დაკუმენტებზე მუშაობა! 🙂

                      Like

                    7. ჩვენ ორიდან რომელი უფრო მცოდნეა და ნაკითხი , ამას მკითხველი განსჯის .
                      კიდევე ერთხელ გეუბნევი , ჩამოაშორე ყოველგვარი ზედმეტობა და ერთი საკითხი აიღე . ერთი საკითხი მხოლოდ და იმაზე მკითხე რამე .

                      Like

                    8. ნაკითხობაში ნამდვილად არ გეჯიბრები. უბრალოდ არ მომწონს როდესაც ადამიანებს უაზროდ სჯერად იმის რასაც მათ ვითომ “ავტორიტეტბი” ჩასძახებენ ხოლმე. მერე ეს “ავტორიტეტები” ჭორებს ავრცელებენ ხოლმე იმ ადამიანებზე ვისიც მათ შურთ – და უაზროდ მორწმუნეებსაც სჯერათ ამ ჭორების .. ასეთმა უაზროდ მორწმუნე ადამიანებმა ბევრჯერ გააფუჭეს საქმე (არა მარტო ჩემი არამედ თავისისაც კი ჩემს ჟინზე) და ახლა მეც ანგარიშებს ვუსწორებ შეძლებისდაგვარად– ნერვებს ვუშლი მათ ყველა ფორუმზე თუ პირად საუბრებში ..

                      მაგრამ ეს არ მიიღო შენს თავზე – მე ჯერ არ ვიცი გჯერა თუ არა შენ “ავტორიტეტული” ჭორების..

                      რაც შეეხება დოგმებს – მე მგონი სჯობს რომ უფრო ახალი არგუმენტები მოიძებნოს, ვიდრე რომ დემაგოგიის პროპაგანდა გაგრძელდეს ..

                      მე უკვე დავსვი საკითხი – თუ რატომ შეიცავს თავის თავში წინააღმდეგობებს ისეთი ელემენტარული ლეგენდებიც კი, რომლებითაც ბიბლია იწყება?

                      მეცნიერებას რომ თავი დავანებოთ – ჯერ კიდევ 5000 წლის წინ სრულიად გაუნათლებელ , მაგრამ გონებამახვილ ადამიანს შეეძლო ეკითხა- როგორ შექმნა Rმერთმა პირველ დღეს სინათლე მზისა და მთვარის გარეშეო?

                      ამაზე პასუხი თითქოს მოიგონეს, რომ ეს სულს სხვა დონის სინათლეოა – არა მზიური არამედ ღვთიურიო .. მაგრამ აქაც შეიძლება რომ ჩაეკიხოს კაცი …

                      ამ სინათლეს დღე რატომ დაერქვაო ? – დღე ხომ მზის შედეგიაო და არა უხილავი ღვთიური სინათლისაო?

                      ე.ი. ბიბლიაში ზუსტად უნდა იყოს განმარტებული რომ პირველ დღეს შექმნილი სინათლე არ იყო დაკავშირებული მზესთან და დღესთან – რომ შემდეგ ყველამ თავის ჭკუაზე არ ატრიალოს ეს საკითხი ..

                      მოკლედ – ბევრი მსჯელობით რომ არ მოგაწყინო თავი – ერთ ასეთ რამეს შემოგთავაზებ — წაიკითხე ლეო ტაქსილის “სახალისო ბიბლია” და შეეცადე რომ იგი გააკრიტიკო და უარყო.. შენ თუ ამას შეძლებ – ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა თეოლოგიაში

                      Like

                    9. მერამდენედ მიწევს ხელახლა დაწყება ერთ და იმავის . გთხოვე , რაღაც 1 კითხვა დასვი და ის ერთად განვიხილოთ მთქი ხომ ? შენ ზოგადად ,,გაასწორე მიწასთან” ავორიტეტები , დოგმები და.ა.შ. , მერე დასვი კითხვა და თავადვე გაეცი პასუხი და ბოლოს ლეო ტაქსილი წაიკითხეო მირჩიე .
                      1-რა იცი რომ არ მაქვს წაკითხული და მის ცხოვრებას არ ვარ გაცნობილი .
                      2-თუ შესაქმის დღეებზე არ გსურს პოლემიკა , აირჩიე ნებისმიერი სხვა საკითხი ბიბლიიდან (როგორც ძველი , ისე ახალი აღთქმიდან) და იმაზე ვისაუბროთ .
                      ოღონდ მხოლოდ ერთ საკითხზე დ ათასს არ მივედ-მოვედოთ,..

                      Like

                    10. Koba

                      შესაქმის დღეებზე მივიღე უკვე პასუხი — ღმერთს რაც უნდა იმას გააკეთებს და ეგ რა ჩვენი საქმეაო.. ჩვენი აზროვნება მაგას ვერ მიწვდებაო. მე მგონი ასეთ საკითხებზე კამათი არც ღირს. მაგრამ მოდი სხვა საკითხი განვიხილოთ რახან სურვილი გაქვს. აი ბიბლია ჩვენ გვაბრალებს რომ დაბადებიდან ცოდვილი ხართო – ეს ცოდვა ადამიდან გადმოგეცათო.. მაგრამ რით იყო ცოდვილი ადამი ?

                      რატომ ითვლება რომ ადამი დაეცა სიბრძნის ნაყოფის ჭამით? განა აზროვნების უნარი ცოდვაა? აბა ის იყო ნორმალური 5 წლის ბავშვივით იდიოტი რომ იყო? სხვათა შორის ბავშვი უკვე 3 წლიდან არჩევს ცუდს და კარგს – ბოროტს და კეთილს .. ე.ი. ადამი ბავშვზე უარესი იდიოტი ყოფილა !

                      აზროვნების უნარი ხომ ღმერთის თვისებაა – ე.ი. შემეცნების უნარის მიღებით ადამი კი არ დაეცა არამედ კიდევ უფრო დაემსგავსა უფალს .. და კიდევ რომ უკვდავების “ვაშლი” ეჭამა – საერთოდ სულ ღმერთი გახდებოდა..

                      ასე რომ – – შემეცნების ნაყოფის ჭამა და შესაბამისად ბოროტისა და კეთილის შეცნობა იყო არა დაცემა – არამედ ღმერთთან მიახლოება სანახევროდ მაინც ..

                      Like

                    11. ანუ ვმსჯელობთ ადამის ცოდვით დაცემაზე ხომ? სხვაზე არაფერზე , სანამ ამას არ მოვრჩებით . კარგი ბატონო . დავიწყოთ…
                      1-,,რით იყო ცოდვილი ადამი?” რომელ პერიოდს გულისხმობ გააჩნია . თუ უშუალოდ აკრძალული ხიდან ჭამის შემდგომ ვითარებას გულისხმობ და ყველაზე მარტივი პასუხი გაინტერესებს , ეს ცოდვა იყო – ურჩობა .
                      2-,,რატომ ითვლება რომ ადამი დაეცა სიბრძნის ნაყოფის ჭამით? განა აზროვნების უნარი ცოდვაა?”
                      სიბრძნის ნაყოფს რომ უწოდებ აკრძალულ ნაყოფს , რა არგუმენტს ეყრდნობი? და მეორე , ვინ თქვა რომ აზროვნების უნარი ცოდვაა?
                      3-,,აზროვნების უნარი ხომ ღმერთის თვისებაა – ე.ი. შემეცნების უნარის მიღებით ადამი კი არ დაეცა არამედ კიდევ უფრო დაემსგავსა უფალს .”
                      რაზე დაყრდნობით მეუნევი რომ ადამმა ,,შემეცნების უნარი” მიიღო ამ დროს?
                      4-,,და კიდევ რომ უკვდავების “ვაშლი” ეჭამა – საერთოდ სულ ღმერთი გახდებოდა..” უკვდავების ვაშლი რა არის? და საერთოდ , ვაშლი რა შუაშია ბიბლიურ ხესთან?
                      5-,,ასე რომ – – შემეცნების ნაყოფის ჭამა და შესაბამისად ბოროტისა და კეთილის შეცნობა იყო არა დაცემა – არამედ ღმერთთან მიახლოება სანახევროდ მაინც ..”
                      ეს დავიმახსოვროთ და საუბრის ბოლოს გავიხსენოთ…

                      Like

                    12. 1. კი ბატონო, მაგრამ რატომ იფიქრა ადამმა ამ ურჩობის შემდეგ რომ სიშიშვლე სირცხვილია?

                      ე.ი. იმ ნაყოფს მართლა ჰქონდა რაღაც ძალა. მარტო გამოსაცდელად რომ ყოფილიყო გამიზნული, მაშინ ადამი არაფერს არ იგრძნობდა და ღმერთი ისედაც დატუქსავდა: – ჰაიტ შე მუდრეგო – იმ ხის ნაყოფი რატომ ჭამეო – მე რამეს გამომაპარებო?!

                      ( საერთოდ ეს ზღაპარია, მაგრამ ამ ზღაპარში ჩადებულია ღმერთის და ადამიანის ურთიერთობის რაღაც კონცეფცია. მაგრამ რამდენად მართებულია ეს კოცეფცია – ესაა საქმე)

                      2. სიბრძნე არის შედეგი ბოროტისა და კეთილის შემეცნებისა. ამ შემეცნების შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიშიშვლის შეგრძნება ?
                      ე.ი. თუ მაგალითად პორნოვარსკვლავს საერთოდ არ რცხვენია სიშიშვლის – მან არ იცის რა არის სიკეთე და ბოროტება?

                      3. აბა რისი უნარია ისევ იგივე ყბადაღებული ბოროტების და სიკეთის განრჩევის უნარი?

                      4. უკვდავების ვაშლი – ეს ხალხურად დავწერე – არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ბუკვალურად გაიგო.

                      ეს იგივე სიცოცხლის ხის ნაყოფია, რომლის ჭამითაც ადამი უკვდავი გახდებოდა (დაბადების მე-3 თავის 22-ე პუნქტი).

                      თუნდაც ყოფილიყო უკვდავი – ამით იეჰოვას რა დაუშავდებოდა ? ვითომ სხეულის სიკვდილით დასაჯა ადამი? მაგრამ სული ხომ უკვდავია?

                      იქნებ სულით უკვდავება სჯობს სხეულით უკვდავებას. რითაა სული სხეულზე ნაკლები?

                      თუ კიდევ ჩათვლი რომ აქ ბევრი შეკითხვებია – იმას უპასუხე რომელიც უფრო არსებითად მიგაჩნია განხილვის კონტექსტში

                      Like

                    13. პასუხის გაცემას ბოლოდან დავიწყებ . ჩემთვის ამდვილად არ აქვს მნიშვნელობა თუ რა რაოდენობის კითხვებზე მექნება პასუხი გასაცემი . (პირიქით , რაც მეტი აზრიანი და დალაგებული კითხვა იქნება , უფრო გამიხარდება ) , მთავარია საკითხიდან გადახვევა არ იყოს და სხვა რამეზე გადახტომა .

                      1-,,ე.ი. იმ ნაყოფს მართლა ჰქონდა რაღაც ძალა. მარტო გამოსაცდელად რომ ყოფილიყო გამიზნული, მაშინ ადამი არაფერს არ იგრძნობდა და ღმერთი ისედაც დატუქსავდა: – ჰაიტ შე მუდრეგო – იმ ხის ნაყოფი რატომ ჭამეო – მე რამეს გამომაპარებო?!”
                      ვინ თქვა რომ ამ ნაყოფს ძალა არ ჰქონდა ? ან მხოლოდ გამოსაცდელად იყო გამიზნული ? პირიქით . ეს გამიზნული იყო ადამისთვის , ადამს უნდა მიეღო იგი .ოღონდ მხოლოდ მაშინ , როდესაც ამისათვის მზად იქნებოდა .
                      თუ ამის აღქმა გიჭირს , შევეცდები უფრო მარტივად აგიხსნა – მაგალითად , ჩვენ ყველამ ვიცით რომ ძალიან გემრიელია მწვადი , ხინკალი , ჩაქაფული და.ა.შ. , მაგრამ , ეს საკვები რომ მცირეასაკის ბავშვმა მიიღოს , მას აუცილებლად აწყენს . ბავშვი თანდათანობით უნდა გაიზარდოს – რძით , ფაფით , მარტივად გადასამუშავებელი საჭმლით და როდესაც ამ პირველ ეტაპებს გაივლის , მხოლოდ შემდეგ შეიძლება მას მივცეთ მწვად ხინკალი და.ა.შ. ხოლო თუ ბავშვი , მის ჩამოყალიბებამდე მიიღებს ამ საჭმელს იგი აუცილებლად მოიწამლება და შესაძლოა სიკვდილითაც დამთავრდეს ეს ფაქტი . ასე მოიწამლა ადამიც . მისთვის განკუთვნილი ნაყოფი შეჭამა იმაზე ადრე , ვიდრე ამის დრო იყო და იქამდე , სანამ ამისთვის მზად იქნებოდა .

                      Like

                    14. 2- პირველად იმას გეტყვი , რომ მხოლოდ საკუთარი სიშიშვლის შეცნობა არმომხდარა აკრძალული ხის ნაყოფის მიღების შემდეგ . ძალინ ბევრი და სერიოზული ცვლილებები მოხდა . მეორეს კი იმას მოგახსენებ , რომ ნუ გავიწყდება რა ვითარებაში და როგორ მდგომარეობაში მიიღეს ადამ და ევამ ეს ნაყოფი . მათ რომ მოეცადათ იქამდე , სანამ ,,გაიზრდებოდნენ” და შემდეგ მიეღოთ ეს ნაყოფი , რადიკალურად სხვა შედეგს მიიღებდნენ . იგივე მწვადის მაგალითს დავუბრუნდეთ . ჩემთვის ძალიან გემრიელი საჭმელია იგი და სამართლიანადაცაა მიჩნეული სოლიდურ კერძად , მაგრამ იგი რომ 1 წლის ბავშვმა შეჭამოს , ზიანის მეტი არაფრის მომტანი შეიქმნება მისთვის . რაც შეეხება პორნოვარსკვლავს , რას გულისხმობ სიტყვებში ,,მან არ იცის?” მის არსებას , სულს , მოაზროვნე ნაწილს სხეულისას თუ რას?

                      Like

                    15. 3-ამ დროს ადამს ,,ღირებული უნარი” თითქმის არც მიუღია . რაც შეეხება სიკეთისა და ბოროტების გარჩევას , ეს კიდევ სხვა თემაა ,უბრალოდ , ამ დროს მან თავად ჩამოიხსნა ის საბურველი , რითაც უფალს ჰყავდა შემოსილი და ამ ჩამოხსნის შემდეგ კი დაინახა თუ როგორი უსუსურია ღმერთის გარეშე და ისიც მიხვდა , რომ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე , უმთავრესად რაც უნდა გაეკეთებინა , ისაა რომ ცრემლითა და სინანულით გამოესყიდა საკუთარი დანაშაული , ეთხოვა პატიება უფლისათვის , რათა ხელახლა შეემოსილიყო იმ საფარველით , რაც ოდესღაც ერტყა და რომელიც საკუთარი ნებით ჩამოიხსნა .

                      Like

                    16. 4- ,,უკვდავების ვაშლი – ეს ხალხურად დავწერე – არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ბუკვალურად გაიგო.”
                      ხალხურად რომ დაწერე , ეს შენი ახსნის გარეშეც ნათად ჩანს , რადგან ეგეთი რაღაცა წმიდა წერილს არც უთქვამს და არც ვინმესთის გადმოუცია .
                      ,,თუნდაც ყოფილიყო უკვდავი – ამით იეჰოვას რა დაუშავდებოდა ? ვითომ სხეულის სიკვდილით დასაჯა ადამი? მაგრამ სული ხომ უკვდავია?”
                      იეჰოვას გამოყენებ ამ კონტექსტში არაა მთლად მართებული . სჯობს უფალი გამოვიყენოთ ხოლმე . რაც შეეხება ,,დაშავებას” , ვინ თქვა რომ რამეს დაუშავებდა უფალს ? რა სისულელეა . უბრალოდ აქ სხვა რამეა მთავარი . ადამი რომ მოკვდავი გახდა ხორცით და შეენარჩუნა უკვდავი სული , ეს დასჯა კი არა წყალობაა უფლისგან . რადგან , ადამი რომ უკვდავი ყოფილიყო ხორცით , მისი ცხოვრება სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა გლოვა და ტანჯვა . სიცოცხლის ფიქსირებული ასაკით კი მან მიიღო საშუალება გამოესყიდა ცოდვა , რათა უკვდავი სულით კლავ შერთვოდა მარადიულობას .

                      ,,იქნებ სულით უკვდავება სჯობს სხეულით უკვდავებას. რითაა სული სხეულზე ნაკლები?”

                      სულთ უკვდავება რომაა უმჯობესი , სწორედ მაგიტომაა რომ მეორე პლანზე გადაწია წმიდა წერილმა ხორცი და წინა პლანზე გადმოწია სული .

                      Like

                    17. Koba

                      დავუშვათ ეგრეა – მაგრამ როგორ და რის საფუძველზე უნდა გაზრდილიყო ადამი/ საიდან უნდა მიეღო და რა გამოცდილება? რაც შეეეძლო – მან უკვე ყველაფერი გააკეთა – ცხოველებს სახელები დაარქვა და ეგაა!

                      კიდევ ჰქონდა “დავალება” – გამრავლდიო – ე.ი. ევასთან სექსი უნდა ჰქონოდა – მაგრამ ისე რომ სიშიშვლის არ შერცხვენოდა!

                      სიტყვამ მოიტანა და — რაც შეეხება ამ სიშიშვლეს – ვის რა უტრიალებს თავში – ეგ ღმერთმა იცის, მაგრამ პორნოვარსკვლავებში სულს და ფსიქოლოგიას ნამდვილად ვერ დაჰყოფ , ვერც კიდევ სხეულს და სულს – როგორც ამას მაგალითად პავლე მოციქული ამბობდა – სულს სხვა სურს და სხეულს კი სხვაო!

                      მაგათი აზროვნება საკმაოდ მარტივია:

                      ერთი გოგო მაგალითად აღშფოთებით მიხსნიდა: – რაა ცუდი უკომპლექსო სექსში – რატომ კრძალავენ ეს იდიოტებიო – რა ეგენიც სპერმით არ არიან ნაკეთებიო ? ( пардон за выражения – მაგრამ ეს აზრიც უნდა იცოდე – თუ სხვებისაგან არ გაგიგია)

                      მეორე კი ასევე გაკვირვებული იყო: ” – რატომ უნდა დავმალო ასეთი ლამაზი სხეული – პირიქით კაცებს უნდა უხაროდეთ რომ ასეთ სილამაზეს ვაჩვენებო… ”

                      და ბარემ სხვა საკითხებსაც შევეხები – უკვდავება ადამისთვის სატანჯველი იქნებოდაო რომ ამბობ – რატომ ვითომ ? მაშინ გამოდის რომ ღმერთს სიკვდილით კი არ დაუსჯია ადამი – არამედ დაუჯილდოვებია. და საჯელი მხოლოდ ორი რჩება – ერთი რომ უნდა იშრომოს, მეორე რომ გველები უკბენენ !

                      მაგრამ ბევრი ადამიანი – განსაკუთრებით კი “არისტოკრატია” სრულიად უშრომლად ჭამს პურს…

                      გარდა ამისა ბევრი ადამიანისთვის – ზომიერი შრომა არათუ სასჯელი არამედ მოთხოვნილებაა, როგორც მაგალითად ბევრი სპორსმენისთვის ვარჯიში. და ბევრი ადამიანი ზუსტად რომ ზომიერი შრომით ირჩენს თავს ტანჯვა წამების გარეშე. აი მაგალითად მეზობელი მყავს სოფელში – საქმე რომ არაფერი აქვს – ამბობს ტყუილად რა გამაჩერებსო – მიდის და ქვას ტეხავს კარიერზე და ერთი “ზილ” თუ “კამაზ” ქვას სულ რაღაც 50 ლარად ჰყიდის !

                      Like

                    18. რის საფუძველზე უნდა გაზრდილიყო ადამი? ძალიან გამიკვირდა ეს კითხვა რომ დამისვი . საღვთო წიაღში იყო და კვებავდა უფალი . მას არ ჰქონდა ჯერ გამომუშავებული ის ნიშან თვისებები , რაც გაღმრთობისკენ კიდევ უფრო წინ წაწევდა და სრუყოფილებასთან მიაახლოვებდა . რაც შეეხება ცხოველებისთვის სახელთა დარქმევას , ეგ ერთი ეპიზოდია და იმ მომენტში რაც შეეძო მაქსიმუმი გააკეთა . უფრო მეტი რომ გაეკეთებინა , სწორედ რომ უფლის წიაღში გაზრდა იყო საჭირო , რომელიც სამწუხაროდ ვერ შეძლო…

                      Like

                    19. ახლა გამრავლებაზე ვისაუბროთ . ცოდვით დაცემულ სამყაროშიც კი არაა სექსი , არსებათა გამრავლების ერთადერთი წყარო და რატომ გგონიია რომ , ყოვლისშემძლე ღმერთი , სამოთხისეულ ყოფაში ვერ შეძლებდა გამრავლების სხვა წყაროს შექმნას? მით უმეტეს – არც ანგელოზების შექმნა მოხდენილა ამ გზით , არც ადამის და არც ევასი .

                      Like

                    20. ახლა სიშიშვლის საკითხს შევეხოთ . ჩვენ ვერ დავყოფთ მართალი ხარ სულს და სხეულს , იმიტომ რომეს თავისთავადაა გაყოფილი . უბრალოდ , შენ მიერ ნახსენებ პიროვნებებში , დაჩრდილულია სულიერი სურვილები და წინაა წამოსული ქვედამზიდველი ინსტიქტები , რაც შეეხება ,,გარყვნილების დაკანონებას” , ამის მაგალითები ბიბლიაშიც უამრავი მოგვეპოვება .

                      Like

                    21. შემდეგი საკითხი უკვდავების თემაა. ვსაუბროთ ამაზეც . სამოთხეში რომ ყოფილიყო ადამი მოკვდავი , ეს მისთვის იქნებოდა სასჯელი , იმიტომ რომ საღვთო წიაღს მოაკლდებოდა, ხოლო დაცემულ სამყაროში უკვდავება (პირდაპირი გაგებით ) კი უკვე სასჯელია , რადგან ეს სამყარო თავისთავადაა მოკლებული საღვთო მადლს . სასჯელებზე კი ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ , მაგრამ ყველაზე ,,დიდს” გეტყვი აქედან – დაცემულ სამყაროში მოხვდა საღვთო წიაღიდან .

                      Like

                    22. შენს ადგილზე მხოლოდ პირდაპირადაც არ გავიგებდი ,, შრომით საკვების მიღებას” და არ გამოვრიცხავდი არამიწიერ სამყაროსაც . თუკი ცოდვით დაცემამდე ადამი საღვთო წიაღში იმყოფებოდა და იქ მოხვდა მხოლოდდამხოლოდ უფლის გულმოწყალებით , დაცემის შემდეგ ამავე წიაღში დაბრუნება მოუწევს მას ოფლისღვრით . თუკი უფალთან თავისი მოღვაწეობის გარეშე მოხვდა თავიდან , ახლა მოუწევს ,,საუკუნო პურთან” ( როგორც ამას თავად უფალი ამბობს) მისვლა დიდი ღვაწლით…

                      Like

                    23. ახლა ადამის შრომაზე ვისაუბროთ . რატომ გგონია რომ სამოთხეში არ მუშაობდა ადამი ? რა თქმა უნდა მუშაობდა და შრომობდა , განსხვავება ისაა რომ იქ , შრომაში ნეტარებდა და ისვენებდა , დაცემულსამყაროში კი შრომას დაღლა მოსდევს .

                      Like

                    24. Koba

                      мда:) – როგორი დახელოვნებული ყოფილა თეოლოგიური “მჭერმეტყველება” – მე კი არ ვიცოდი . . . .… ძალიან სანტერესოა…

                      ყველაზე სათუო კი ეს ახსნაა:
                      “-რის საფუძველზე უნდა გაზრდილიყო ადამი? ძალიან გამიკვირდა ეს კითხვა რომ დამისვი . საღვთო წიაღში იყო და კვებავდა უფალი . მას არ ჰქონდა ჯერ გამომუშავებული ის ნიშან თვისებები , რაც გაღმრთობისკენ კიდევ უფრო წინ წაწევდა და სრუყოფილებასთან მიაახლოვებდა . რაც შეეხება ცხოველებისთვის სახელთა დარქმევას , ეგ ერთი ეპიზოდია და იმ მომენტში რაც შეეძო მაქსიმუმი გააკეთა . უფრო მეტი რომ გაეკეთებინა , სწორედ რომ უფლის წიაღში გაზრდა იყო საჭირო , რომელიც სამწუხაროდ ვერ შეძლო…”

                      ეს აშკარა “იეღოველური” ტაქტიკაა – ისინი მიაწერენ ხოლმე ბიბლიის პერსონაჟებს იმ თვისებებს რაც მათ აწყობთ.

                      თქვენ კი ადამს მიაწერთ განუვითარებლობას ჯერ კიდევ სამოთხეში. არადა იმ ტექსტიდან არანაირად არ ჩანს რომ ადამი იყო რაითმე ნაკლული და მისი ნაკლულობის გამოსწორებას ღმერთი ცდილობდა.. ან ზუსტად რომ ვთქვათ – ღმერთი სულაც არ ცდილობდა ადამის “სულიერ” გაზრდას. ან როგორ უნდა გაეზარდა როდესაც ადამი ხამბარში არ იყო თუ რა არის სიკეთე და რით განსხვავდება ბოროტისაგან. დავუშვათ სულირად გაიზრდებოდა მაშინ თუ აკძალული ხის ნაყოფს არ ჭეშამდა – ამით თითქოს დაუმტკიცებდა ღმერთს მორჩილებას! მაგრამ ამით რა? ისევ იგივე გულუბყვილო “ყურუმსაღად” არ დარჩებოდა ?

                      ასეთივე “იეღოველურია” ეს განმარტება.

                      “ახლა გამრავლებაზე ვისაუბროთ . ცოდვით დაცემულ სამყაროშიც კი არაა სექსი , არსებათა გამრავლების ერთადერთი წყარო და რატომ გგონიია რომ , ყოვლისშემძლე ღმერთი , სამოთხისეულ ყოფაში ვერ შეძლებდა გამრავლების სხვა წყაროს შექმნას? მით უმეტეს – არც ანგელოზების შექმნა მოხდენილა ამ გზით , არც ადამის და არც ევასი .”

                      – ღმერთი რას შეძლებდა და რატომ რა არ გააკეთა – ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ. თან ამ ადამის ამბის რეალობად ჩათვლა არასწორია. ნამდვილი ადამი პიტეკანტროპი იყო და ღმერთზე ისეთივე წარმოდგენა ჰქონდა, როგორ თანამედროვე ამაზონელ ინდიელებს ან ველურ აფრიკელებს. თვით ებრაელების წინაპრებიც კი 5000 წლის წინ მოლოქს ეთაყვანებოდნენ.

                      ბიბლიური ერთი ღმერთის იდეა შედარებით გვიან გაჩნდა და მთავარი საკითხი ის არის – როგორ განიხილავს ეს მონოთეიზმი ადამიანს – ეს კი ადამ და ევას მითშია გადმოცემული.

                      თორემ ეგრე რომ მივყვეთ ეხლა შენს მსჯელობას მაშინ რა გამოდის – რომ სამოთხეში ადამ და ევას სასქესო ორგანოები არ ჰქონდათ და “დაკვირტვის” მეთოდით გამრავლდებოდნენ როგორც ჰიდრები და პოლიპები ? – ეს სასაცილოც კი არ არის !

                      *** სიშიშვლის საკითხს რაც შეეხება- აქ არსებითია არა ის – ვის რა ინსტინქტები სძლევს არამედ ის ფაქტი, რომ სიშიშვლის გრძნობა უნდა იყოს გენეტიკური და არ უნდა იყოს დამოკიდებული თუნდაც აღზრდაზე. აი ვიღაც გოგოებს ბავშვობიდან ასწავლიდბნენ – “ტუსიკი” არ გამოაჩინო ეს სირცვილიაო. მაგრამ ასე აღზრდილი გოგოც კი მერე დაფიქრდა – რატომაა ეს ვითომ სირცხვილიო? – და ჩათვალა რომ ეს აკრძლავა იდიოტურია.. .. არადა წესით არც კი უნდა დაფიქრებულიყო !

                      *** ეს საკითხიც ბუნდოვანია-

                      რადგან ეს სამყარო თავისთავადაა მოკლებული საღვთო მადლს . სასჯელებზე კი ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ , მაგრამ ყველაზე ,,დიდს” გეტყვი აქედან – დაცემულ სამყაროში მოხვდა საღვთო წიაღიდან .

                      რატომაა მოკლებული ეს სამყარო საღვთო მადლს – ის ხომ ღმერთმა შექმნა ?
                      საღვთო მადლს თვითონ ადამი უნდა იყოს მოკლებული !

                      ** შრომაზე უკვე ვისაუბრეთ მაგრამ მაინც არ გჯერა ჩემი – ძალიან ბევრი ადამაინი მუქთად ჭამს პურს და ეს კიდევ არაფერი.. ეს მუქთახორები დასცინიან იმ ადამიანებს, ვინც შრომობს!
                      კი ბატონო, ვიცი რომ ასეთი მუქთახორები ჯოჯოხეთში დაინთქმებიან, მაგრამ ბიბლური პრინციპის მიხედვით ყველა უნდა შრომობდეს და თან კიდევ თურმე ქანცის გაწყვეტამდე!

                      ****** აი ეს არგუმენტი კი შეიძლება უკვე აზრიანად და კონცეპტულაურად ჩავთვალოთ:

                      თუკი უფალთან თავისი მოღვაწეობის გარეშე მოხვდა თავიდან , ახლა მოუწევს ,,საუკუნო პურთან” ( როგორც ამას თავად უფალი ამბობს) მისვლა დიდი ღვაწლით…

                      – ე.ი. ღმერთის მიზანია რომ ადამიანი ღმერთს დაუახლოვდეს – ან თუნდაც სულ რომ ღმერთი გახდეს.

                      ადამიანის ღმერთთან დაბრუნების იდეას ყველა რელიგია ქადაგებს. ათეისტი ბუდისტების მიზანიც ე სარის – თუმცა მათი აზრით ღმერთს პიროვნული ასპექტი არ აქვს – ის მხოლოდ უნივერსალური ენერგიაა!

                      მაგრამ ჯერ ერთი ამას ნამდვილად ვერ მიაღწევ შრომით და თოხვნა-ბარვით. ეს შესაძლებელია მხოლოდ თვითშემეცნებით.

                      მაგრამ ვინ არის ღმერთი და როგორ უნდა შეიმეცნო იგი შენს თავში ეს საკითხი ყოველთვის ღიად რჩება – რადგან ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია !

                      Like

                    25. 1-,,იაღოვლურ ტაქტიკას” გავატარებ და უშუალოდ საკითხზე გადავალ…
                      ადამი არ იყო რაიმეთი ნაკლული ? რამ დაგაწერინა ეს . არადა ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს მისი ნაკლულევანი მხარეები წმიდა წერილში . ელემენტარული მოთმინების უნარიც კი არ ჰქონდა სრულყოფილი , სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ყველაზე მთავარი – ღმერთი არ უყვადა ისე , როგორც ეს იყო საჭირო . მას ევა უფრო მეტად უყვარდა . დააკვირდი ერთ მომენტს . ბოროტი ძალა არ მიდის პირველად ადამთან , რადგან იცის რომ ვერ აცდუნებს და არც ევასთან მიდის იმ მომენტში , როდესაც ადამი მასთანაა . იმიტომ რომ , ქმარი არის ,,თავ ცოლისა” .ცოლი და ქმარი ერთად კი ქრისტეს ეკლესიაა , რომელსაც ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან.” ბოროტს კი ისეთ მდგომარეობაშ უნდა მსხვერპლი ჰყავდეს , რომ აზროვნების უნარი ჰქონდეს შესუსტებული . აი ამ მდგომარეობაშია ევა ადამის გარეშე . ევა მოატყუა და უნდა რომ მისი მეშვეობით მოატყუოს ადამი. ადამს კი იმდენად უყვარდა ევა , იმდენად უყვარდა თავისი ცოლი , რომ ვერ შეძლო შეწინააღმდეგებოდა მას და დასთანხმდა ცოდვაზე . ადამს რომ უფლის სწავლებისამებრ ყვარებოდა – ჯერ ღმერთი და შემდეგ ევა , ეს ცოდვა არ მოხდებოდა .

                      Like

                    26. 2-ახლა ადამის განღმრთობაზე ვისაუბროთ . სხვათა შორის , რამდენიმე ხნის წინ ამაზე ერთ პიროვნებას ესაუბრებოდი , რომელმაც რამდენიმე საინტრესო რაღაც მითხრა და შენც გეტყვი ცოტას .
                      ქრისტიანულ ფილოსოფიაში განუპიროვნებელი მყოფობა ღმერთის მყოფობას გულისხმობს და სრულყოფილია იგი , ხოლო განპიროვნებული მყოფობა გულისხმობს ადამიანისას და ანგელოზისას.ანგელოზს განღმრთობის დავალება არ მიუღია , უხორცოობის გამო . (სხვა დეტალებია და არ გვინდა ახლა.) რა დაევალა ადამს ? რა და განღმრთობა . რას გულისხმობდა ეს ? რას და განპირობებული მყოფობის განუპირობებელთან შერწყმას , სრულყოფილებამდე მივიდვართ ჩემო კარგო , სრულყოფილობამდე . ადამს , მთეი სამყარო უნა მიერთმია უფლისთვის , რაც სამწუხაროდ ვერ გააკეთა .

                      Like

                    27. 3-ახლა ადამზედა მის წარმოდგენებზე ვისაუბროთ . ის რომ იგი ,, პიტეკანტროპი იყო და ღმერთზე ისეთივე წარმოდგენა ჰქონდა, როგორ თანამედროვე ამაზონელ ინდიელებს ან ველურ აფრიკელებს. ” ეს შენი აზრია და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს , რა პრობლემაა , უბრალოდ საფუძველსაა მოკლებული და თუ ეს არაფერს წარმოადგენ შენთვის , მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს .
                      რაც შეეხება იმას რომ ებრაელების წინაპრები მოლოქს სემდნენ თაყვანსო 5000 წლის წინათო . ამით რისი თქმა გინდა? შეგიძლია დამისახელო პიროვნება ვისგანაც ებრაელები წამოვიდნენ (ტერმინ ებრაელს ვგულისხმობ და არა ადამ-ევას) და რომელ ღვთაებას სცემდა იგი თაყვანს?

                      Like

                    28. 4-როდის ,,გვიან” გაჩნდა ბიბლიური ერთი ღმერთის იდეა ?
                      5- გოგოებზე და ,,ტუსიკებზე” ვერ გავიგე რა გიწერია ან რის დამტკიცებას ცდილობ .
                      6-სამყარო ნამდვილად ღმერთმა შექმნა , მაგრამ არა ისეთი სახით როგორითაც ახლაა . ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო არ ყოფილა ცოდვით დაცემული . ეს სამყარო კი ჯერ ცოდვით დაეცა , შემდეგ წარღვნა მოხდა და მოყვა უამრავი კატაკლიზმა . ეს ყოველივე კი ადამიანმა შექმნა და არა ღმერთმა .

                      Like

                    29. 7-ვერ შრომაზე ვერ გავიგე რს მეუბნევი . თუ ადამიანი ზარმაცია და არ შრომობს , მას ეს ცოდვა საიქიოში მოეითხება და ეს მოკითხვა იქნება ბევრად უფრო მძიმე , ვიდრე მიწიერი შიმშილი .
                      8-ღმერთის შემეცნებაზეც ვერ გავიგე , მეთანხმები თუ მეწინააღმდეგები .

                      Like

                    30. ერთი საკითხი გამომრჩენია გუშინდელი პოსტიდან და ახლა გავცემ მაგას პასუხს , ისე არ გადავალ შემდეგზე .
                      1-,,რა გამოდის – რომ სამოთხეში ადამ და ევას სასქესო ორგანოები არ ჰქონდათ და “დაკვირტვის” მეთოდით გამრავლდებოდნენ როგორც ჰიდრები და პოლიპები ? – ეს სასაცილოც კი არ არის !”
                      იმაზე წერ პასუხს , რაც გინდა რომ მე დამეწერა , მაგრამ არ დამიწერია .
                      საიდან მოიტანე რომ ვფიქრობ იმ აზრზს , ვითომ , სამოთხეში სასქესო ორგანოები არ ჰქონდათ ადამ და ევას . პირიქით , ერთი იყო დედაკაცი თავისი ფიზიოლოგიით და ერთი მამაკაცი . არანაირი გაურკვევლობა ამ საკითხში არ არსებობდა . იმედია მომავალში არ გააკრიტიკებ იმას , რაც არ დამიწერია და არც გამიფიქრია .
                      ახლა მეორე , მათ გამრავლებაზე ვისაბროთ .
                      როგორ მოხდებოდა მათი გამრავლება , ამაზე ზუსტი პასუხის თქმა ძნელია , თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია , რომ ამ გამრავლებაში არ იქნებოდა ,,ვნების” ელემენტები , რადგან ვნება ადამიანში შემოვიდა ცოდვით დაცემის შემდეგ და არა იქამდე . ხოლო თუ მაინცდამაინც კონკრეტული მაგალითი გაინტერესებს , შეიძლება მოვიყვანოთ ანგელოზები . ისინი ძალიან მრავალრიცხოვანნი არიან , მაგრამ ბიწიერი ურთიერთობებით არ გამრავლებულან .

                      Like

                    31. Koba

                      თან კიდევ პრობლემა ისაა რომ ქრისტემდე ღმერთთან დაბრუნების იდეა ბუნდიოვანია და არ არის საყოველთაო. ზოგი მიწის მტვრად გადაიქცევა, ზოგი წინაპართა სულებს უერთდება, მხოლოდ ელია პირდაპირ სხეულიანად აიყვანეს ცაში და კიდევ მგონი რამდენიმე წინასწარმტყველზეა ნათქვამი რომ თითქოს ღმერთის ზეციურ სამეფოში ამაღლდნენ. მაგრამ ბიბლია იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას საიქიო ცხოვრებაზე, რომ ეს დეტალები არავის ახსოვს, იმათაც კი ვინც ბიბლიას ყოველდღე შტუდირებს !

                      ბიბლიაში მთავარია ისტორია – თუ რამდენად მართლდება წინასწარმეტყველთა ქადაგებანი რეალობაში.

                      Like

                    32. 1 . ადამს რომ უფლის სწავლებისამებრ ყვარებოდა – ჯერ ღმერთი და შემდეგ ევა , ეს ცოდვა არ მოხდებოდა.

                      – თუ ისევ ამ ზღაპრის რელობიდან გამოვალთ – მაშინ ამ საკითხის გარშემო ტრიალი უსასრულოდ შეიძლება.
                      თუ ეს რეალობაა – მაშინ ღმერთს შეეძლო რომ ადამისთვის ქალისადმი ნაკლები სიყვარული ჩაენერგა და ევას სიყვარული ადამს ვერ დააბრმავებდა.

                      თან სიყვარულიც არის და სიყვარულიც. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ვერაფრით ვერ შეიყვარებს ცაში მოლივლივე უხილავ არსებას ისე, როგორც უყვარს შვილი, შვილიშვილი და თუნდაც მეუღლე – თუ სიყვარულით ჰყავს შერთული და არა მაჭანკლით გარიგებული.
                      ღმერთს შეიძლება პატივს სცემდე – როგორც მაგალითად კვალიფიციურ ჭკუის დამრიგებელს ან მორალურ თუ სულიერ ავტორიტეტს ( ქურდებს სცემენ ასე პატივს და ღმერთმა ვითომ რა დააშავა???). მაგრამ გიყვარდეს ღმერთი ისე როგორც გიყვარს და ეფერები გინდ შვილს (მამა-შვიულრად) და გინდ ქალს (თუნდაც სულიერად და არა სექსუალურად!) – ეს შეუძლებელია ა-პრიორი.
                      და ღმერთი თუ ასეთ “მოფერებით” სიყვარულს ითხოვს ადამიანისაგან – ე.ი. მას არ სცოდნია ადამიანის ბუნება და ეგაა !
                      და რატომ ჩაიდინა ცოდვა ადამმა – იმიტომ რომ ევა უფრო უყვარდა ვიდრე ღმერთს პატივს სცემდა? . იქნებ და ცნობისმოყვარეობით: – აბა ვნახო ერთ რა არისო?- თუ ატმის ჭამით არაფერი ცუდი არ მომდის ამ “ვაშლის” ჭამით რა უნდა მომივიდეს – იქნებ და ღმერთი უბრალოდ გამეშაყირაო ? – თორემ სასიკვდილოდ რავა გამიმეტებს ასე ბულკივით ჯეელსო ?@”

                      4-როდის ,,გვიან” გაჩნდა ბიბლიური ერთი ღმერთის იდეა ?

                      ასე ზუსტად აღარ მახსოვს – თუმცა ისტორიკოსებმა ზუსტად გამოითვალეს თარიღი თუ როდის გამოეცხადა ღმერთი აბრაამს და შემდეგ მოსეს !

                      მაგრამ ბიბლიიდან კარგად ჩანს რომ კერპთაყვანისმცემლობა კარგა ხანს იყო შემორჩენილი.

                      ჯერ კიდევ უდაბნოში კუროს კერპი რომ აღიმართეს – ეს სინამდვილეში იყო იმ მოლოქის გადმონაშთი რომელსაც ხარისთავიან ღმერთად გამოსახავდნენ. ე.ი. უდაბნოში “ღმერთზე” წარმოდგენის დეგრადაციას კი მოხდა – მანმადე მის კერპს ადამიანის ტანი ჰქონდა და მხოლოდ თავი ება ხარის. უდაბნოში კი თავიან- ფეხებიანად კუროს ქანდაკება ჩამოასხეს – როგორც ტექსტიდან ჩანს.. რა დეგენერატი უნდა იყოს ხალხი რომ ღემრთი ბუღას სახით წარმოიდგინოს!

                      უდაბნოს ამბებამდეც დიდი ხნით ადრე – იაკობი რომ ეუბნება თავის სახლეულობას: არ გჭირდებათ თქვენ კერპები – მე ხომ დამიფარა ღმერთმა კერპების გარეშეო”.. და მისმა ნათესავებმაც ჩააბარეს მას ე.წ. “ღმერთები” – პატარა ქანდაკებები, რომლებსაც ისინი ეთაყვანებოდნენ.

                      მერე კიდევ საკმაოდ გვიან ისრაელის რომელიღაც მეფემ რომ გაანადგურა ბაალის და აშტარტას მსახურები. .. – ეს დეტალები მე ზუსტად არ მხსოვს – ბიბლიის ეს ნაწილი საკმაოდ დიდ ხნის წინ წავიკითხე- მაგრამ შენ თუ პროფესიონალი თეოლოგი ხარ – ამ თავებს ადვილად მოძებნი.

                      და ეს კერპები ეგრე ჰაიჰარალოზე ხომ არ აღმოცენდმებოდნენ? – ისინი არსებობდნენ მანმადე სანამ ბიბლიური ღმერთი აბრაამს გამოეცხადებოდა.

                      5- გოგოებზე და ,,ტუსიკებზე” ვერ გავიგე რა გიწერია ან რის დამტკიცებას ცდილობ .

                      ადამმა და ევამ ხომ ისნტინქტურად, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე იგრძნეს სიშიშვლე ??? და თუ ადამის ცოდვა გენეტიკურად (სისხლითო!) გადაეცემა ადამიანს – მაშინ ეს გრძნობა გენებში უნდა იყოს ჩაჭედილი – ე.ი. ადამიანი აღზრდის გარეშე უნდა გრძნობდეს სიშიშვლის სირცხვილს. ასე კი არ ხდება !

                      6-სამყარო ნამდვილად ღმერთმა შექმნა , მაგრამ არა ისეთი სახით როგორითაც ახლაა . ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო არ ყოფილა ცოდვით დაცემული . ეს სამყარო კი ჯერ ცოდვით დაეცა , შემდეგ წარღვნა მოხდა და მოყვა უამრავი კატაკლიზმა . ეს ყოველივე კი ადამიანმა შექმნა და არა ღმერთმა .

                      როგორ უნდა დაეცეს სამყარო ცოდვით. დედამიწამაც რამე აკრძალული ხილი “შეჭამა” თუ მზემ გამოუცხადა ურჩობა ღმერთს ?

                      8-ღმერთის შემეცნებაზეც ვერ გავიგე , მეთანხმები თუ მეწინააღმდეგები .

                      რომ ამბობ – ეხლაო ადამიანი ღმერთს მხოლოდ შრომის ღვაწლით დაუბრუნდებაო.. – სად გინახავს რომ ადამიანს ღმერთი შეემეცნოს ვირივით მუშაობის შედეგად?. ეგრე მაშინ მთელი საბჭოთა კავშირის ხალხები ანგელოზები უნდა ყოფილიყვნენ – სტახანოვურ მოძრაობას რომ ასწავლიდნენ სკოლაში – მაგ პერიოდს თუ მოესწარი?

                      8-ახლა , გარდაცვალების თემასა შევეხოთ . შენ მიერ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმეზე გინდა საუბარი , პრობლემა არაა.

                      მაგაზე კამათს ზოგადად აზრი არ აქვს. მაინც ყველა თავისას უბერავს. მაგრამ მაინტერესებს როგორ ახსნი ამ სიტყვებს – ეს მუხლი კი ვიპოვე ზუსტად – მახსოვდა რომ დაბადების ბოლოშია:

                      თავი 49, პუნქტი 33: “…… იაკობი .. . . . და გარდაიცვალა და შეუერთდა თავის ხალხს” …

                      თუ გარდაიცვალა – თავის ხალხს როგორ შეუერთდა ? – პირიქით არ მოხდა რო – სიკვვდილით ადამიანი ხომ თავის ხალხს შორდება.

                      ე.ი. რა გამოდის – რომ ებრაელი სიკვდილის შემდეგ თავისი ხალხის სულების სამყოფელს უერთდება?

                      2-ახლა ადამის განღმრთობაზე ვისაუბროთ . სხვათა შორის , რამდენიმე ხნის წინ ამაზე ერთ პიროვნებას ესაუბრებოდი , რომელმაც რამდენიმე საინტრესო რაღაც მითხრა და შენც გეტყვი ცოტას .
                      ქრისტიანულ ფილოსოფიაში განუპიროვნებელი მყოფობა ღმერთის მყოფობას გულისხმობს და სრულყოფილია იგი , ხოლო განპიროვნებული მყოფობა გულისხმობს ადამიანისას და ანგელოზისას.ანგელოზს განღმრთობის დავალება არ მიუღია , უხორცოობის გამო . (სხვა დეტალებია და არ გვინდა ახლა.) რა დაევალა ადამს ? რა და განღმრთობა . რას გულისხმობდა ეს ? რას და განპირობებული მყოფობის განუპირობებელთან შერწყმას , სრულყოფილებამდე მივიდვართ ჩემო კარგო , სრულყოფილობამდე . ადამს , მთეი სამყარო უნა მიერთმია უფლისთვის , რაც სამწუხაროდ ვერ გააკეთა .

                      – რატომ და როგორ უნდა მიერთმია უფლისთვის ადამს სამყარო – ისედაც ღმერთის არ იყო და ღმერთის ნებართვით არ ჭამდა ანანასებს და ბანანასებს სამოთხეში?

                      – თუ ღმერთი განუპიროვნებელია და ადამი მისი პიროვნული გამოვლინება იყო – მაშინ ადამი ყოფილა ღმერთი-სულის სხეულებრივი “კლონი” სანამ იმ აკრძალულ ვაშლს შეჭამდა.

                      და სულით რომ მოხდეს ადამინის განღმრთობა – ეს ვითომ უკეთესი არაა??? .. სხეული მაინც ბინძურია – ათასი გამონაყოფი აქვს.

                      მსოფლიოში ეხლა 3000 ადამიანია რომლებსაც საჭმელი არ სჭირდებათ – ჰაერის და მზის ენერგიით საზრდოობენ, მაგრამ ისინიც სვავენ წყალს და ოფლს და შარდს გამოჰყოფენ – ეს ნივთიერებები კი დიდ სიწმინდეს არ წარმოადგენენ..

                      Like

                    33. Koba

                      ერთი საკითხი გამომრჩენია გუშინდელი პოსტიდან და ახლა გავცემ მაგას პასუხს , ისე არ გადავალ შემდეგზე .
                      1.
                      საიდან მოიტანე რომ ვფიქრობ იმ აზრზს , ვითომ , სამოთხეში სასქესო ორგანოები არ ჰქონდათ ადამ და ევას . პირიქით , ერთი იყო დედაკაცი თავისი ფიზიოლოგიით და ერთი მამაკაცი . არანაირი გაურკვევლობა ამ საკითხში არ არსებობდა . იმედია მომავალში არ გააკრიტიკებ იმას , რაც არ დამიწერია და არც გამიფიქრია .
                      ახლა მეორე , მათ გამრავლებაზე ვისაბროთ .
                      როგორ მოხდებოდა მათი გამრავლება , ამაზე ზუსტი პასუხის თქმა ძნელია , თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია , რომ ამ გამრავლებაში არ იქნებოდა ,,ვნების” ელემენტები , რადგან ვნება ადამიანში შემოვიდა ცოდვით დაცემის შემდეგ და არა იქამდე . ხოლო თუ მაინცდამაინც კონკრეტული მაგალითი გაინტერესებს , შეიძლება მოვიყვანოთ ანგელოზები . ისინი ძალიან მრავალრიცხოვანნი არიან , მაგრამ ბიწიერი ურთიერთობებით არ გამრავლებულან .

                      — გუშინდელი პასუხი აქ არსად ჩანს და არც მაილ ბოქსში მომსვლია – როგორც ჩანს არ აიტვირთა რადგან აქ უკვე ძალიან ბევრი კომენტარი დაგროვდა..

                      .. თან შენს კომენტარებს რატომღაც გამორთული აქვთ პასუხის კნოპკა და მე იძულებული ვარ ძველი კომენტებიდან მოგწერო.

                      რაც შეეხება საკითხს. რა როგორ იქნებოდა – მაგაზე მსჯელობა “ბალელშიკების” კამათს ჰგავს – ხმის ჩაწყვეტამდე რომ ხაოდნენ მაგალითად: – “ყიფიანს რომ ჩელებაძისთვის პასი მიეცა – გოლს გაიტანდაო”. და ასეთი კამათი ხშირად მუშტი-კრივით და დამტვრეული ცხვირ-პირებით მთავრდებოდა.. არადა რა იცი – იქნებ და ჩელებაზესაც მრუდედ წასვლოდა ფეხი და კარისთვის სულ აეცდინა ან მეკარესთვის მიეწოდებინა ხელებში – საფანტაზიო ვარინატებს რა გამოლევს!!!

                      მაგრამ რატომ ითვლება რომ ვნება – ბიწიერებაა ? ე.ი. თუ ქალი ფრიგიდულია – ის წმინდანია ვითომ?. ეგეთი დაავადებაც არსებობს კაცებში – სექსის დროს რომ ტკივილს გრძნობენ – და ასეთი კაცებიც წმინდანები არიან?

                      არავითარი ცოდვა არაფერ შუაშია. ვნება და სიამოვნება – ეს არის გამრავლების ინსტინქტის ერთ-ერთი ელემენტი. ძველ დროში ის პიტეკანტროფი, რომელსაც სექსი არ სიამოვნებდა და რომელსაც არ ჰქონდა ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ – სექსი არც აინტერესებდა და არც მრავლდებოდა. შესაბამისად ფრიგიდულობის გენი არ გადაეცემოდა – ამიტომ ჩვენს დროში ეს იშვიათი დაავადებაა – და თან არა გენეტიკური ნაკლი არამედ ფსიქოლოგიური ან ფიზიოლოგიური პრობლემაა..

                      ასე რომ სქესობრივი ლტოლვა და სიამოვნება არის გამრავლების ინსტინქტის შეგრძნებადი “ბერკეტი” თუ სასტარტო “კნოპკა” .. ცხოველების უმრავლესობა სიმაოვნებას ვერ აღიქვამს – მათი დაწყვილება ჰორმონალურ დონეზე რჩება. მაგრამ როგორც მეცნიერები ამტკიცებენ -ზოგიერთი ცხოველი – განსაკუთრებით კი დელფინები სექსის სიამოვნებას აღიქვავენ!

                      ვნება კი იმიტომ ითვლება ცოდვად რელიგიურად, რომ იგი შეიძლება გახდეს ძალადობის მიზეზი. ბიჭები ხომ შეყვარებულების გულითვის ჩხუბობენ, ჭრიან და კლავენ ერთმანეთს! ქალმაც შეიძლება ვნებით უღალატოს ქმარს და ამასაც დიდი დავი-დარაბა მოჰყვება და ა.შ.

                      Like

                    34. სანამ სხვებს მივუბრუნდები , იქნებ მითხრა , როდესაც ამას ამბობ , რას ეყრდნობი :
                      1-,,ვნება კი იმიტომ ითვლება ცოდვად რელიგიურად, რომ იგი შეიძლება გახდეს ძალადობის მიზეზი. ბიჭები ხომ შეყვარებულების გულითვის ჩხუბობენ, ჭრიან და კლავენ ერთმანეთს! ქალმაც შეიძლება ვნებით უღალატოს ქმარს და ამასაც დიდი დავი-დარაბა მოჰყვება და ა.შ.”

                      შენ თუ ფიქრობ ასე , კი ბატონო . არაა პრობლემა , მაგრამ როდესაც მიწერ რომ – ,,ამის გამო გახდა ეს ასე .” მაშინ უნდა მითხრა , თუ რას ეყრდნობი .

                      Like

                    35. Koba

                      ზუსტად იმას ვეყრდნობი რასაც შენ , როდესაც ამბობ რომ ადამ და ევას ცოდვის არსი ვნებაშია და არა სექსშიო… ეს ყველაფერი ვარაუდებია და ყველ ისე ვარაუდობს როგორც მოეპრიანება. არსად ბიბლიაში არ სწერია რომ ვნება არის ცოდვა.. სოლომონ მეფე ისე ვნებიანი იყო რომ 700 ხარჭა ჰყავდა – მაგრამ ასეთი მოჭარბებული სექსუალობა ცოდვად არ ეთვლებოდა.. ასევე სხვა ბიბლიური პერსონაჟებს ცოლებთან ერთად ხარჭებიც ბლომად ჰყავდათ – მაგრამ არც მათ ეთვლებოდათ ცოდვათ..

                      მე კი ვარაუდი ჩემს ინტუიციაზე ავაწყვე – ისევე როგროც შენ შენს ინტუიციაზე. წარმოიდგინე ქურუმი, რომლეთანაც მიდის უბირი გლეხი და ეკითხება – რატომ ხდებიან ადამინები ბოროტები – ბავშვები ხომ საყვარლები არიანო.. ქურუმიც დაფიქრდა – ეს რეიზა კაცოო და დააკვირდა თუ რით განსხვავდება გაზრდილი ადამიანი ბავშვისაგან ? რა თქმა უნდა სექსუალური ლტოლვით .. ბავშვს მხოლოდ მაშინ უჩნდება გაaზრებული ბოროტი ზრახვები როდესაც სექსუალურად მწიფდება – მანამდე ჩხუბი და დავიდარაბ ბავშვებს შორის გულუბყვილო დონზე ხდება ( თუმცა ამა სწინათ რუსეთში 6 წლის გოგომ 4 წლის მეორე გოგო დაახრჩო – რატომ საყურეს არ მათხოვებო) …

                      ე.ი. აქედან დასკვნა – ადამიანის ბოროტი აგრესიულობის მიზეზი სექს-გრძნობებია .. და ეს ქურუმი იგონებს ზღაპარს თუ როგორ გახდა ადამიანი სექსუალური — იმის გამო, რომ შეჭამა ვაშლი თუ მსხალი სადღაც სამოთხეში …

                      ეგეთი ზღაპრები ბაბუაჩემმაც ბევრი იცოდა – მაგალითად რატომ გალობს ღამით მხოლოდ ბულბული და არა სხვა ჩიტი .. ან რატომ აქვს მოლაღურს ეგეთი ხმა და ა.შ.

                      ერთადერთი რაზედაც ბაბუაჩემმა ვერაფერი დამაჯერებელი ვერ მოიგონა იყო შეკითხვა – თუ რატომ უყეფს ძაღლი ბორბალს – სხვა ცხოველები კი ყურადღებას არ აქცევენ…

                      Like

                    36. სოლომონით დავიწყებ საუბარს . პირველი იმას ვიტყვი რომ მაშინდელი კანონმდებლობით ხარჭა იყო ოფიციალური თანამეცხედრე და სრულ უფლებას რთავდა პიროვნებას რომ იგი ყოლოდა იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც სურდა, რაც შეეხება დასჯას . თუ ყურადღებით წაიკიხავ მაგ ეპიზოდს დაინახავ რომ , სოლომონის დასჯის უმთავრესი მიზეზი სწორედ მისი ცოლები გახდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის , რომ ეს ყველაფერი ძველი აღთქმის ეპოქაში ხდებოდა . ეპოქაში , როდესაც ცოდვისგან გამოხსნა ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი , რითაც იყო გამოწვეული სწორედ ,კანონმდებლობაში ასეთი დაუხვეწელობა . თუმცა მოვიდა ქრისტე , გამოგვისყიდა მისი სისხლით და ცოლ-ქმრული ცხოვრების ზუსტი კონცეფციებიც მოგვცა .
                      რაც შეეხება შენს ,,ზღაპრებს” . მაგაზე სახარჯი დრო ნამდვილად არ მაქვს და ამიტომ შემდეგ საკითხზე გადავდივარ .

                      Like

                    37. Koba

                      ძაღლის და ბორბალის ანტიპატიის მიზეზის ახსნას ალბათ ვერც თალმუდისტები შეძლებენ 🙂

                      Like

                    38. Koba

                      ვერსია იმის შესახებ რომ პირველმა ურემმა პირველი ძაღლის ლეკვს გადაუარა – არადამაჯერებელია და რომანტიკასაა მოკლებული 🙂 კატის კნუტს ან ბატის ჭუკს ვერ გადაუვლიდა ვითომ ? 🙂

                      Like

                    39. სულ ეგაა შენი კონტრარგუმენეტები ?

                      არ შეგინიშნავს ძაღლი რომ უყეფს ავტომობილის ბორბალს. ან ველოსიპედისას .. ზოგი ბრაზიანი ძაღლი ცდილობს რომ უკბინოს .. სხვა არც ერთი ცხოველი ასე არ იქცევა !

                      სოფელში არ ხარ ნამყოფი?

                      ქალქელი ძაღლები კი მიეჩვიენ ბორბლებს უკვე ..

                      Like

                    40. რა არგუმენტზე რა და როგორი კონტრარგუმენტია მოყვანილი , ამას კიდევ მკითხველი გადაწყვეტს . გულახდილად რომ გითხრა , შენი ,,შეცვლისთვის” არ ვწერ ამას , ეს შეუძლებელია შეიძება ითქვას . უბრალოდ , სტუმარი რომ შემოვა ამ ბლოგზე და წაიკითხავ , იმისთვის ვწერ .

                      Like

                    41. Koba

                      ზუსტი ? — რაღაც არ ჩანს ეგრე
                      ქრისტემ მხოლოდ ერთხელ თქვა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე — ” თქვენ რატომ განაშორებთ იმას, რაც ღმერთმა შეაკავშირაო!” და ეს სიტყვები მხოლოდ ასე შეიძლება გაიგო , რომ რატომ ერევით თქვემ ცოლ-ქმრის ცხოვრებაში, იმრუშა თუ არა ცოლმა – ეს მხოლოდ ქმრის საქმეა და შეუირგდება თუ არა მის პროსტიტუციას თქვენი საქმე არააო..

                      იმიტომ არაა, რომ ყველა ადამიანი მრუშია … ” ვინც ნდომით შეხედავს ქალს – მან უკვე იმრუშაო” … თან არ დაუკონკრეტებია რომელ ქალს! – ითველბა თუ არა მრუშობათ კანონიერი მეუღლის ნდომა – ამას არც ახალი და არც ძველი აღთქმა არ აკონკრეტებს..

                      სხვისი ცოლის ნდომა კი ძველ საბერძნეთშიდაც მრუშობად ითვლებოდა და მკაცრად ისჯებოდა.

                      მაგრამ შეხედვით მრუშობა ? — მაშინ ყველა ადამიანი მრუშუია და არ აქვს უფლება სახვას განსაჯოს.. როგორც მშიერ ადამიანს არ შეუძლია შეიკავოს ნერწყვი გემრიელი საჭმლის ხილვისას, ისე ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია შეიკავოს ნდომა ლამაზი ქალის დანახვისას….

                      თუ ძლიერი ნებისყოფა გაქვს – არც მშიერი შეჭამ საჭმელს და არც ლამაზ ქალს გააუპატიურებ, მაგრამ ეს მოქმედებაა .. ნდომა კი ფსიქოლოგიური მომენტია და მისი შეკავება მხოლოდ უმაღლესი რანგის იოგებს შეუძლიათ – ასეთები კი მსოფლიოში მხოლოდ 3000.

                      სოლომონს რაც შეეხება – იგი დაისაჯ არა იმის გამო რომ თავის ცოლები ძალიან “უნდოდა”, არამედ იმისათვის რომ მათ სალოცავები აუგო მათი კერპებისათვის. ე.ი. კერპთაყვანისმცემლობა უფრიო მეტი ცოდვაა ვიდრე ვნება!

                      სხვათა შორის ადამიანის პირად ცხოვრებაში არც ქრისტეს აღდგომის შემდეგ მომხდარა ჩარევა. მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს – რომ ანგელოზებიდან თუ ზეციური ძალებიდანო ქორწინებაზე ბრძანება არა მაქვსო.. ე.ი. ხალხმა ჰკითხა პავლეს – როგორ მოვიქცეთ ქორწინებაშიო. პავლემ ეს კითხვა გადასცა ანგელოზებს თუ ქრისტეს და ხალხს უპასუხა: – მაგაზე ბრძანება არა მაქვსო , მაგრამ ჩემი აზრით კი ასეთ რამეს გეტყვითო ..

                      რატომ არ ჩაერიენ ზეციური ზალები ადამიანის პირად განწყობებში და რატომ არ მისცეს მოციქულ პავლეს ზუსტი ისნტრუქციები ამის შესახებ?

                      Like

                    42. 1-პირველი დიდი შეცდომა , რაც შენი პასუხიდან ჩანს , აის ეს ფრაზა :,, ქრისტემ მხოლოდ ერთხელ თქვა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე . ” ქრისტემ რა და რამდენჯერ თქვა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე , ამას ცოტა ქემოთ განვიხილავთ , მაგრამ იქამდე ჯერ ამ მუხლის შენეულ განმარტებას დავუბრუნდეთ .

                      Like

                    43. 2-ქრისტემ , იმიტომ აუკრძალა ადამიანებს სხვის ოჯახურ საქმეებში ჩარევა (გარკვეულწილად ეს ახსენე კიდეც) , რომ ცოლ-ქმრობა ესაა ,,საიდუმლო დიდ.” ახალი სხეულია და ცოლ-ქმარი შეერთება თუ განეშორება ეს მათი გადასაწყვეტია და არა სხვის .

                      Like

                    44. 3-ახლა ,, შეხედვით მრუშობაზე” გავაგრძელოთ საუბარი . სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რას გულისხმობ ამ ტექქსტში . იესომ თქვა რამე შეცდოით თუ სახარებაშ წერია არამართებული ტექსტი ? თუ სხვა მიზეზი გვაქვს რამე?

                      Like

                    45. 4-როდის და რითი დათვალე ეგ რიცხვი არ ვიცი (და არც ის ვიცი მაინცდამაინც იოგებს რატომ განუკუთვნე ეს პატივი) , მაგრამ რადგან ეს არაა ჩვენი საუბრის თემა , არ შევცვლი გეზს და მასზე არ დავიწყებ მსჯელობას .

                      Like

                    46. 5- ახლა სოლომონს დავუბრუნდეთ . რა თქმა უნდა კერპთაყვანისმცემლობა სოლომონისთვის უფრო დიდი დანაშაული იყო , ვიდრე ცოლ-ხარჭების ყოლა . რადგან , მაშინდელი კანონმდებლობით ხარჭა ითვლებოდა ოფიციალურ თანამეცხედრედ , ხოლო მოსეს კანონმდებლობით , კერპთაყვანისმცემლობა კანონდარღვევა იყო . სოლომონიც დაისაჯა კანონდარღვევისთვის . (ამ შემთხვევაში კერპთაყვანისმცემლობისთვის . )

                      Like

                    47. 7-აი პავლეზე რაც დაწერე კი მართლა გამაკვირვე . კაცს მთელი დოქტრინები აქვს მიძღვნილი ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე და შენ მეუბნევი არაფერი მიუციათ ზეციურ ძალებს პავლესთვისო . პავლეს როგორც ვახსენე მთელი დოქტრინები უწერია თავის ნაშრომებში ამ ურთიერთობებზე , ეს დოქტრინები კი ახალი აღთქმის კანონშია შესული და არცერთ ჭკუათმყოფელს არ გასჩენია აზრი რომ ამოეღოთ იქიდან , ხოლო რადგან წმიდა წერილის კანონშია , ეს იმას ნიშნავს რომ სულიწმინდის მიერ (ანუ ზეციური ძალის მიერაა) დაწერილი და არა მიწიერი ადამიანის აზროვნებთ .

                      Like

                    48. ,,1. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს. 2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს – თავისი ქმარი. 3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი – ქმარს. 4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი. 5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. 7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს – ასე, ზოგს – ისე. 8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ. 9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას. 10. ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს. 11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს. 12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი – მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. 15. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა. 16. რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს? 17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას. 18. წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს. 19. წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი. 20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. 21. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით. 22. რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი – ქრისტეს მონაა. 23. სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად. 24. ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე. 25. უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ. 26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის. 27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. 28. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ. 29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი, 30. თვალცრემლიანნი – როგორც უცრემლონი; მოხარულნი – როგორც გაუხარელნი და მქონენი – როგორც არას მქონენი; 31. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი – როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი. 32. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. 33. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. 34. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს. 35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს. 36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს. 37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, – დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა. 38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა. 39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ. 40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.” (1kor.7 tavi)

                      იქნება ამიხსნა ეს რაა ? როდის შემდეგ ამოიღე კორინთელთა მიმართ ეპისტოლის მეშვიდე თავი ახალი აღთქმის კანონიდან ? თუ პავლეს არ დაუწერია ეს წერილი ?
                      ახლა ეფესელთა მიმართ ეპისტოლის მეხუთე თავი წაიკითხე :
                      ,,22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

                      23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

                      24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს – ყველაფერში.

                      25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

                      26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,

                      27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.

                      28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.

                      29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი – ეკლესიას.

                      30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

                      31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.

                      32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.”

                      ?

                      Like

                    49. ახლა ქრისტესმივუბრუნდთ და ვნახოთ მხოლოდ ერთხელ თუ თქვა მან ცოლ-ქმრობაზე სიტყვა :

                      1-,,32. მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. -”(მთ.5)

                      2-11. და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.
                      12. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს“.(მრ.10)

                      3-30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. -(მთ.22-30)

                      4-8. უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
                      9. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს“.
                      10. უთხრეს მას მოწაფეებმა: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი“.
                      11. უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
                      12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს“.
                      (მთ.19)

                      Like

                    50. Koba

                      მე კი არ ამოვიღე 1-კორინთელთა მე-7 თავი, არამედ თვითონ არ წაიკითხე ბოლომდე.

                      იქვე 25-ე პუნქტში სწერია:

                      “დაუქორწინებლობის შესახებ არ მაქვს ბრძანება უფლისაგან, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს…”

                      მაგრამ უფრო ზევით მე-10 პუნქტში უკვე უფლის სახელით მიუთითებს დაქორწინებულებს და ეს მითითება ზუსტად ემთხვევა ქრისტეს მოწოდებებს..

                      კარგია რომ შემახსენე – სახარება ბოლოს 2007 წელს წავიკითხე და მხოლოდ ის დამამახსოვრდა ასე დიდიხანს რაც მაშინ აქტუალური იყო იეღოველებთან კამათში ….

                      მაგრამ თუნდაც ეს წესები არ მიანიშნებენ პირდაპირ რომ ადამ და ევას ლეგენდა რეალობას შეესაბამება – ჩვენ მგონი ბიბლიური ლეგენდების რეალობაზე ვკამათობთ და არა სექსზე…. თუ პირდაპირ ამ თემაზე დავიციკლებით – არც ამ შემთხვევაში არ ჩანს რომ ადამ და ევას დაცემის აზრი და შინაარსი მათ სექსუალურობაშია. სულ თავიდან დააკვირდი – იგივე მე-7 თავს … მე-2 პუნქტიდან ჩანს რომ თუ კაცი ვნებას კანონიერ ცოლთან დაიკმაყოფილებს – ეს უკვე სიძვა აღარა არის .. ე.ი. ცოდვა არის არა თვითონ ვნება – არამედ მისი დაკმაყოფილების უკანონო მეთოდი!

                      ათეისტ ბუდისტებს უფრო მკაცრი წესები აქვთ – ბუდისტ მონახს იმის უფლებაც კი არ აქვს რომ ქალს თუნდაც თითით შეეხოს, რადგან ბუდისტები მიიჩნევენ რომ ცხოველური ინსტინქტები ადამიანს აშორებს ზეციური ძალებისაგან .. ბუდიზმი კი ქრისტიანობაზე 6 საუკუნით ადრე აღმოცენდა…

                      ე.ი. ყველა პროგრესულმა რელიგიამ აღმოაჩინა რომ ინსტინქტების დათრგუნვა რაღაც ზებუნებრივი ძალების აქტივაციას ახდენს ადამიანში და ეს აისახა შესაბამის ლეგენდებში, რომელთა შინაარსიც უფრო ქვეცნიბეირად არის ნაკარნახები…

                      ადამ და ევას სიუჟეტშიდაც სექსის ინსტინქტის მდაბიურობა ჩანს იმაში , რომ მათ სიშიშვლის რცხვენიათ.. მაგრამ ეს თემა არ ვითარდება და სექსის ფაქტორი ბოლომდე გააზრებული და წარმოჩენილი არ არის…

                      პირდაპირი ცოდვა რაც იქ ჩანს – ეს არის ურჩობა….

                      მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ამაზონის ჯუნგლებში ეხლაც არიან ურჩები – მათ ღმერთის მაგივრად ტყის სულების სწამთ- მაგრამ მათ გამოგდებას იმ სამოთხიდან მხოლოდ ბრაზილეიელი ტყის მჭრელები ცდილობენ და არა ღმერთი

                      Like

                    51. 1– პავლეს მოწოდება , ქრისტეს მოწოდებას ემთხვევაო მეუბნევი . დაემთხვევა აბა რა იქნება , რომ არ ეთანხმებოდეს ეს იქნებოდა გასაკვირი და აღსანიშნი , მაგრამ ჩვენ თუ ლოგიკას ეგრე მივმრთავთ და პავლეს იმ სწავლებებზე ვიტყვით რომ მას არ მოუცია , რომელიც ქრისტეს სწავლებებს ეთანხმება , მაშინ ამ მოციქულის ეპისტოლეების სრული უგულვებელყოფა მოგვიწევს ,რადგან არსად არ ეწინააღმდეგება იგი ქრისტეს .

                      Like

                    52. 2– მოდი ჯერ ტერმინოლოია დავაზუსტოთ კარგი ? ცნება – ,,ვნებას” რამდენიმე გაგება გააჩნია და ამაზე სასაუბრო საკმაოდ ვრცელია . თუ ჩვენ ვნებაში ვიგულისმხებთ სხვა ადამიანთან კანონიერ ურთიერთკავშირს , მაშინ ცოდვა აღარ იქნება ეკლესიის სწავლებით , მაგრამ თუ სხვა აზრზს ჩავდებთ , მაშინ ცოდვის ცნებას ვერ ავუვლით გვერდს .

                      Like

                    53. 3–რასთან შედარებით აქვთ უფრო მკაცრი წესები ბუდისტებს ? თუ თითით შეხება ,,ამკაცრებს” აგრერიგად , მაშინ უფრო მეტს გეტყვი . მაგალითად ქრისტეს სიტყვებს , რომელმაც არათუ ცოდვით შეხება , არამედ შეხედვაც კი აკრძალა და.ა.შ.
                      ეს ძალიან ფართო ცნებაა , მაგრამ სანამ ეგეთ მცდარ დასკვნებს გააკეთებ , გირჩევ ქრისტიანულ–ასკეტიკურ ლიტერატურას და პატერიკებს გადაავლო თვალი .

                      Like

                    54. 4–რაც შეეხება ქრისტიანობისა და ბუდიზმის ურთიერთმიმართებას . გეთანხმები რომ ეს უკანასკნელი დაახოებთ 6 საუკუნით ადრე წარმოიშვა , მაგრამ შეგახსენებ რომ ქრისტიანობამ ახალი სჯული კი არ მოგვცა , არამედ ძველი განაახლა . ძველი , რომელიც დასაბამითგან მომმდინარეობს . თავად ქრისტეც ამბობს რომ ,,რჯულის დასარღვევად კი არა , მის აღსასრულებლად მოვიდა . ”

                      Like

                    55. მაგას ვამბობ ზუსტად – ყველა იმ აზრს დებს და ისე განმარტავს როგორც თვითონ მოეპრიანება. თვითონ ბიბლიაში კი ეგეთ ფანტაზიებზე ოდნავ “ნამიოკიც” კი არ არის// ამიტომ ასეთ ფანტაზიებზე კამათი არც ღირს.. ყველას მაინც ის მოელანდება რაც უნდა რომ მოელანდოს!

                      თორემ, მაგალითად 999-ჯერ აუხსნეს “მართმადიდებლებს” რომ ID-ბარათი არ არის ეშმაკის ნიშანიო – მაგრამ მაინც არ შეიგნეს — ხომ უნდა აჩვენონ ერთმანეთს როგორი მაგარი მორწმუნეები არიან – და უკეთეს საბაბს სად მოძებნიან!

                      ამიტომ საკითხი უნდა განიხილო ნატურალურად — სიშიშვლე ეს არის რომ არაფერი გაცვია … და ადამ და ევამაც ეს იგრძნეს რატომღაც – თუ რატომ — განმარტებული არ არის !

                      ბიბლია არ არის დასაბამისეული .. დასაბამიდან არსებობდა ტოტემიზმი, მერე ანიმიზმი, მერე პოლითეიზმი და ბოლოს მონოთეიზმი გაჩნდა სულ რაღაც 3500 წლის წინათ ..

                      და ამ მონოთეიზმის კანონებიც მრავალჯერ შეიცვალა თვითონ ვითომ ღმერთის ნებით.. ზუსტად არ მახსოვს – მაგრამ კარგად მახსოვს რომ ძველი აღთქმის წესები იცვლებოდნენ .. ხანდახან ფუნდამენტურად…

                      მაგალითად მსხვრეპლის სრული დაწვის რიტუალი შეიცვალა მხოლოდ მოხარშვის თუ შეწვის რიტუალით.. შემდეგ კი ცხოველების მსხვერპლშეწირვა საერთოდ აიკრძალა… არ მჭირდებაო ეგეთი მსხვერპლიო – ბრძანა ღმერთმა ..

                      მაგრამ მანამდე კი ამბობდა – დამწვარი ხორცის სუნიო საკმეველივით სასიამოვნო არის ჩემთვისო.. !

                      შემწვარი ხორცის სუნი ყველას სიამოვნებს – ვეგეტარიანელების გარდა ..

                      მაგრამ დამწვარ-დანახშირებული ხორცის სუნი რომ სასიამოვნო იქნება ღმერთისთვის – ეს ცოტა არ იყოს გაოგნებას იწვევს !!!

                      ქრისტეს მოძღვრებით კი – მსხვერპლი – ეს არის საკუთარ სიგლახეზე უარის თქმა… ე.ი. თუ ხარ ღორმუცელა და მაინც იმარხულე – ე.ი. შენი ღორმუცელობა შესწირე ღმერთს …

                      აბადა შეადარე ეხლა მსხვერპლშეწირვის რომელი ძველი იდეა განამტკიცა ქრისტემ!

                      Like

                    56. 1-ყველა არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში , შენ ის უნდა მითხრა თუ წმიდა წერილის მართლმადიდებლური განმარტებიდან , რომელია მცდარი და ფანტაზიის ნაყოფი .

                      Like

                    57. 2–ესეც სერიოზული შეცდომა , როდესაც მცირე მასის ლოკალურ ქმედებას , ზოგადად სრულ მასაზე ანვრცობ . ID ბარათების შესახებ დადო დასკვნა წმიდა სინოდმა , რომელსაც მორწმუნეების აბსოლიტური უმრავლესობა ემხრობა . არის მცირე ჯგუფი , რომელიც განსხვავებულად აღიქვამს ამ ყოველივეს , ეს მათი აზროვნების თავისუფლებიდან გამომდინარეობს , რომელსაც ვერავინ დაუშლის .

                      Like

                    58. 3–,,სიშიშვლის ეგ განმარტება” შენეულია . კი ბატონო , ფიქრობდე ეგრე , რა პრობლემაა ამაში . მე მაგ განმარტებას ვერ მივემხრობი , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ საფუძველსმოკლებულად მიმაჩნია .

                      Like

                    59. 3– ბიბლია დასბამისეული არ არისო . გააჩნია ამაში რას გულისხმობ . თუ იმას გულისხმობ რომ , სამყაროს გაჩენისთანავე არ დაიწერა , მაშნ მართალი ხარ , მაგრამ ვეჭვობ რომ ამას არ მოიაზრებ . პირველი სრულყოფილი წერილობითი წყაროები მოსემ მოგვცა თავისი ხუთწიგნეულით და იქამდე კი არსებობდა სხვადასხვა წერილობითი წყაროები .

                      Like

                    60. 4–ინფორმაციის სახით მოგაწვდი ცნობებს .
                      არსებობს კანონთა მრავალმხრივი კლასიფიკაცია , მე 2 ძირითადზე გავამახვილებ ყურადღებას . ესენია – კანონიკური და დოგმატური . კანონიკური მხარემ შესაძლებელია მუდმივად განიცადოს ცვლილება , მასზე შესაძლებელია იკონომიის დაშვებაც, დოქსა შესაძლებელია გახდეს დოგმატი , ხოლო დოგმატი კი არასდროს შეიძლება გახდეს დოქსა .

                      Like

                    61. 5–პირდაპირი მნიშვნელობით , ღმერთს არც არასოდეს სჭირდებოდა ცხოველის შეწირვა . (არ აქვს მნიშვნელობა შემწვარი იყო თუ მოხრაკული ) მსხვერპლშეწირვა და ღვთისმსახურება , ეს მხოლოდ ადამიანისთვისაა საჭირო . ხოლო რაცაა უფლისათვის მსხვერპლი , ეს გარკვევითაა განჩინებული ძველი აღთქმის ფსალმუნებში : ,, მსხვერპლი ღვთისა არს – სული შემუსვრილი , გული შემუსვრილი და დამდაბლებული . ”

                      Like

                    62. Koba

                      мда – რომ იტყვიან .. თურმე დოგმების გარდა კიდევ რაღაც დოქსებიც ყოფილა. …

                      დოგმატიკოსთან კამათი უსასრულოდ შეიძლება – მაინც ისე დააყენებს საკითხს როგორც უნდა..

                      დოქსატიკოსები კი ალბათ უარესები არიან..

                      მაგრამ რახან დავიწყეთ – ჯანდაბას – გავაგრძელოთ.

                      ბოლოდან დავიწყებ გაგრძელებას:

                      5. რა საცოდავი იყო მოსეს დროინდელი ებრაელი თუ მისი სულის შემუსვრა ხდებოდა მისი საყვარელი თხის დაკვლით და მისი გულის დამდაბლება კი ხდებოდა მტრედების თუ კურატების დაწვით..
                      თანამედროვე ადამიანმა ალბათ თავის აიპადი და ავტომობილი უნდა დაწვას თავის გულის დასამდაბლებლად და სულის შესამუსრავად….
                      მაგრამ კიდევ ბევრი აიპადი და ავტო რომ დარჩეს როგორც ძველ ებრაელებს რჩებოდათ ბევრი თხა და ძროხა – მაინც შემუსვრილად დარჩება მათი სულები?

                      საკითხის ასეთი დასმა არის ფაბრიკაცია – ე.ი. ახალი აღთქმის პრინციპების გავრცელება ძველ აღთქმაზე არამართებულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე!

                      არც ერთი ეკლესია (არც კათოლიკირი, არც მართამდიდებული და თუნდაც პროტესტანტული) არაფერში არ ცდება არასოდეს! – პირიქით – ნებისმიერი დოგმა თუ დოქსა – ეს არის ძალიან კარგად გააზრებული ფაბრიკაცია – ე.ი. სიყალბე ! და ამ სიყალბის მიზეზი არის პოლიტიკა – ხან საეკელსიო , ხან კიდევ სახელმწიფო თუ პარტიული!

                      3. ბიბლიამდე გაცილებით ადრე თუ არა მინიმუმ მის პარალელურად არსებობდა მაგალითად მაჰაბჰარატა, რომელიც სულ სხვა ხალხის – ინდოელების და მათი ღმერთების ისტორიას მოგვითხრობს.. ამ ორ სამყაროს არანაირი წარმოდგენები არ ჰქონდა ერთმანეთზე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე..
                      და ვითომ მაჰაბჰარატა რატომ არაა დასაბამისეული ?

                      4. მართმადიდებლობაში არ არის ფანტაზია ან სიმცდარე. არამედ არის ფაბრიკაცია, რომლის თანაავტორიც არის კათოლიკური ეკლესიაც.

                      რადგან არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც რწმენის და არც ქრისტიანული სწავლების თვლსაზრისით, თუ ვისგან გამდოდის სული წმინდა – მხოლოდ ღმერთისაგან, მხოლოდ ქრისტესაგან თუ ორივესაგან ერთად!

                      ეს ფაბრიკაცია მოიგონეს იმისათვის რომ “დაესაბუთებინათ” ეკლესისს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული გახლეჩვა 1054 წელს – თუ ზუსტად მახსოვს ეს თარიღი !

                      Like

                    63. 1- მერამდენე ასული კაცი ხარ არ ვიცი , ვისაც ამ საკითხზე ვესაუბრები და ყველას ასეთი დამოკიდებულება როგორ გაქვთ ტერმინ – ,,დოგმატთან” მიკვირს . რაღაც ისტერიული და პანიკური შიში . ახლა მე და შენ , პირისპირ რომ ვსაუბრობდეთ და გკითხო , დამისახელე 5 დოგმატი , რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს მეთქი , ვერ დამისახელებ . ძალიან დიდ შეუსაბამობას წერ , როდესაც ამბობ : ,, დოგმატიკოსთან კამათი უსასრულოდ შეიძლება – მაინც ისე დააყენებს საკითხს როგორც უნდა..” არადა პირიქითაა , რაც უფრო მეტად ,,დოგმატიკოსია” ადამიანი , მით უფრო შეზღუდულია ., არათუ აზრის გამოთქმაში , არამედ გამოთქმულ აზრში ასოს შეცვლაშიც კი , მაგრამ ამას ფაქტია რომ სწორად ვერ იგებ (ზოგადად არსს ვერ ხვდები დოგმატისას ) ,ამიტომ ყველანაირად ვეცდები აღარ გესაუბრო მასზე .

                      Like

                    64. 2-ყოვლადშეუსაბამობაა როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ადარებ ძველი აღთქმიოს ცხოველებს . არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ,, შემუსვრილი გულისათვის” შენ 100 აიპადი გექნება თუ პლანშეტი .

                      Like

                    65. 4- ,, არც ერთი ეკლესია (არც კათოლიკირი, არც მართამდიდებული და თუნდაც პროტესტანტული) არაფერში არ ცდება არასოდეს! ”
                      შეგიძლია დამისახელო თუ რა მოისაზრება ტერმინში – ,,მართლ. ეკლესიის უცდომელობა ” ?

                      Like

                    66. 5- ,, პირიქით – ნებისმიერი დოგმა თუ დოქსა – ეს არის ძალიან კარგად გააზრებული ფაბრიკაცია – ე.ი. სიყალბე ! და ამ სიყალბის მიზეზი არის პოლიტიკა – ხან საეკელსიო , ხან კიდევ სახელმწიფო თუ პარტიული! ”
                      სად იყო შე კაი კაცო პარტიები როდესაც მაგის ჩამოყალიბება ხდებოდა . ეჰ , ხომ ვთქვი ამაზე არ გესაუბრები მეთქი , ისეთივე გაურკვევლობას აჩენ მართლ. ეკლესიის დოგმატ-დოქსებში , როგორც მე – ,, ჩინური ეკონომიკის პრინციპებში . ”

                      Like

                    67. 5- ,, ვითომ მაჰაბჰარატა რატომ არაა დასაბამისეული ? ”
                      მავაბჰარატასა თუ ბჰაგავად-გიტაზე იმას ესაუბრე ჩემო კარგო , ვისაც მაგისი ჯერა . მე ბიბლიის მწამს და ბიბლიაზე მესაუბრე თუ შეიძლება .

                      Like

                    68. 6- ,, რადგან არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც რწმენის და არც ქრისტიანული სწავლების თვლსაზრისით, თუ ვისგან გამდოდის სული წმინდა – მხოლოდ ღმერთისაგან, მხოლოდ ქრისტესაგან თუ ორივესაგან ერთად! ” აუჰჰჰ… და ამის შემდეგ დოგმატებსა და დოქსებზე მელაპარაკები ? ეგ იგივეა , მე რომ ვთქვა ახლა – ,, ვეფხისტყაოსანი ჩემმა მეზობელმა დაწერა მეთორმეტე საუკუნეში მეთქი ” და ამის შემდეგ ავდგე და ლიტერატურული კრიტიკის შესახებ ვისაუბრო .

                      Like

                    69. 7- ,, მართმადიდებლობაში არ არის ფანტაზია ან სიმცდარე. არამედ არის ფაბრიკაცია, რომლის თანაავტორიც არის კათოლიკური ეკლესიაც.
                      ეს ფაბრიკაცია მოიგონეს იმისათვის რომ “დაესაბუთებინათ” ეკლესისს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული გახლეჩვა 1054 წელს – თუ ზუსტად მახსოვს ეს თარიღი ! ”

                      აუუჰ….
                      დოგმატური ღვთისმეტყველება რომ არ გესმის გასაგებია ბატონო ჩემო . ურთულესი დისციპლინაა და სერიოზულ სასწავლო პროცესს მოიცავს , რომ მცირედით მაინც დაისწავლო , მაგრამ ეკლესიის ისტორია ასეთი ძნელი შესასწავლია ზოგადად მაინც ? ნახე რამდენი ლიტერატურაა გამოსული ამ საკითხზე , ერთხელ მაინც გადაიკითხე თითოეული მათგანი , რომ ამგვარი აბსურდები აღარ დაწერო . შენც წაგადგება და ოპონენტისთვისაც უფრო საინტერესო გახდება საუბარი .

                      Like

                    70. Koba

                      პირველ რიგში მოკლედ მოგწერ, რომ ამ ლინკზე იმდენი ინფო დაგროვდა – ჩემი კომპი ძლივს ხსნის და ამის გარდა ყველა პროგრამას ბლოკავს. ამიტომ კარგი იქნება თუ გადმოხვალ ფეისბუკზე – თეოლოგის საკითხებით დაინტერესებულთა კლუბში. ამ ბმულზე:

                      https://www.facebook.com/groups/113071960445/

                      დანარჩენს მეორე კომენტში მოგწერ, თუ კიდევ შევძელი ამ გვერდზე ჩაწერა

                      Like

                    71. Koba

                      დოგმებს რაც შეეხება – პირველად რომ გავიგე რით განსხვავდებოდა მართმადიდებლობა კათოლიკობისაგან, კი არ შემეშინდა , არამედ ძალიან გამიკვირდა – რა საჭირო იყო ასეთი კლიaუზნიკობა? რა რჯიდა მღვდლებს, რომ ასეთ საკითხებზე ეკამათად- სხვა საქმე არაფერი ჰქონდა-თქვა? მაშინ ჯერ კიდევ 14 თუ 15 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც განიჩნდა ასეთი შეკიTხვა:

                      რა აზრი აქვს ასეთ კლიაუზნიკურ რწმენას? მართმადიდებელმა რომ ირწმუნოს კათოლიკურად, რომ სული წმინდა ქრისტესაგანაც გადმოდის – ვითომ რა დააკლდება ამით ან რა მოემატება?

                      მის მერე ვცდილობდი გამერკვია ეს საკიTხი და დავადგინე, რომ მთავარი მიზეზი არის არა დოგმა, არამედ ბიურკრატიულ-ინტრიგანული წინააღმდეგობები რომის პაპსა და სხვადასხვა ეკლესიებს შორის.

                      თორემ აბა აზრიანად დააკვირდი – როგორ უნდა ირწმუნო ადამიანმა რომ სული წმინდა გადმოდის მხოლოდ ღემრთისაგან და არა ქრისტესაგან? ვთქვათ და გადმოვიდა – უცებ მოგელანდა ქრისტე და სული წმინდა მოგაფრქვია – რა უნდა ქნა ? – უნდა აიცილო ეს მოფრქვეული სული წმინდა და გაიქცე? და თან იყვირო –” აპაპაპაპა ! არა არ მინდა ეგეთი სული წმინდა – მაი კათოლიკურიაო” ! ასეთი იდიოტობის ვიზუალიზაციას (ფანტაზიაში წარმოდგენას) რომ მოახდენს ადამიანი – ესაა რწმენა?

                      ან როგორ წარმოგიდგენია სული წმიდის გადმოსვლის პროცესი – მაგის ვიზუალიზაცია შეიძლება საერთოდ?
                      მსხვერპლს რაც შეეხება კიდევ – მსხვერპლი მსხვერპლია – გინდ აიპადი იყოს და გინდ კიდე მოზვერი.. მსხვერპლის აზრი ხომ იმაშია რომ ადამიანმა რაღაც ნივთი უნდა დაუთმოს ღმერთს? თორემ ვითომ თვითონ ღმერთი ვერ შეიწვავდა მწვადებს- ებრაელი რაბინებისათვის რომ არ დაევალებინა?

                      Like

            2. Koba

              თუ გინდა ცოტა წაგეხმარები .. როგორც კაბალისტები ამბობენ ღმერთმა პირველად შექმნა უზენაესი ღვთიური სინათლე – იგი უხილავია ადამიანის თვალისათვის … კაბალისტები მას ხოხმას უწოდებენ ( ნამდვილად – ხუმრობის გარეშე) .. მოქრისტიანო ეზოტერიკოსების აზრით კი ეს სინათლე არის ზუსატდ სული წმინდა და ამ სინათლეს ისიც კი შეუძლია რომ გამხმარი ყვავილები ააყვავოს საბერძნეთის ერთ-ერთ მონასტერში…

              ამ სინათლეს შეუძლია მკვდრების გაცოცხლება და ა.შ. ამ სინათლეს ინდუსები უწოდებენ პარამატმას…

              ე.ი. ღმერთს შეეძლო რომ ჯერ დედამიწა შეექმნა თავის მცენარეებით და შემდეგ მზე და პლანტებეი .. მაგრამ ეს ფიზიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება..

              გარდა ამისა გამოდის რომ სინათლის შექმნამდე თვით ღმერთიც კი სიბნელისაგან შედგებოდა .. რადგან მან მანამდე არ იცოდა რომ სინათლე კარგია – სანამ იგი არ შექმნა.. //

              Like

            3. Koba

              churcheli-გურამ ლურსმანაშვილის ბლოგი 22/03/2013 at 9:15 pm
              დრო არ მაქვს და ბოლოდე ნამდვილად ვერ წავიკითხე , მაგრამ თვალი მოვკარი სამყაროს ,,შემქნელ” 4 ძირითად ელემენტზე საუბარს.
              და უბრალო კითხვა მაქვს ავტორთან , მან თუ იცის , რომ ბიბლია ,,აღიარებს” ,,დიდი აფეთქების ტეორიას” და იმასაც რომ სამყარო 4 ძირითადი ელემენტისგან შეიქმნა?

              Like

    1. ბიბლია აღიარებს დიდ აფეთქებას, რა ნონსენსია… იქმნა ნათელი შემიძლია ასანთის ანთებასაც შევადარო, ვოლფრამის ნათურის ანთებასაც და რაც გამეხარდება იმას. სად დიდი აფეთქება და სად ბიბლია, .

      Like

      1. შენ თუ რამეს ნონსენსად იღებ ეს ჩემი პობლემა არაა და ვერც იქნება. რაც შეეხება ჩვენს საუბარს. მე გელაპარაები მართლმადიდებლის პოზიციიდან და მართლმადიდებლური სწავლებით . ჩემი რელიგიის სწავებით ეს ასეა. (თან შეგნებულად დაგელაპარაკე მე–5 საუკუნის მოღვაწის პოზიციით.მე ვერ ვიხსენებ რომ ამ დროის ,,მეცნიერებს” დიდ აფეთქებაზე დაეწყოთ საუბარი. შეიძლება ითქვას , რომ როგორც მე ვხედავ გრიგოლ ნოსელმა ,,დაასწრო” მათ…

        Like

        1. ჩემი პრობლემა კი არა ბიბლიის და დიდი აფეთქების კორელაციას აქვს პრობლემა. რა მართლმადიდებლური პოზიცია? რომელ ბიბლიაშია აღწერილი დიდი აფეთქება? რომელი რელიგიური ავტორიტეტი საუბრობს დიდ აფეთქებაზე? საერთოდ დიდი აფეთქების თეორია რა არის? “იქმნა ნათელი” გგონიათ? ან არაფერი არ იყო და ვდრუგ ღმერთმა შექმნა ეს იგივეა რაც დიდი აფეთქება? მანახე ბიბლიაში სად წერია სამყაროს გაფართოებაზე, ან უსასრულოდ შემჭიდროვებულ სინგულარობაზე. (ტერმინი თუ არ მოგწონს სხვანაირადაც შეიძლებოოდა აღწერა) ბიბლიის დაბადების შედარება დიდ აფეთქებასთან არის წარმოუდგენეი სისულელე, მაშინ როდესაც დაბადება საერთოდ ანტიმეცნიერულია, სამყაროს ევოლუციის უდიდეს საფეხურებს ეწინააღმდეგება და ამბობს ისეთ რაღაცას როგორიცაა ჯერ მცენარეების გაჩენა და შემდეგ ვარსკვავების გაჩენა.თუ რომელიმე მითის ცტაოოდენი მეტაფორული შედარება შეიძლება დიდ აფეთქებასთან, ეს ჩინური მითლოგიაა და არა ბიბლიური დაბადება.

          Like

          1. ცოტა დამშვიდდი ხომ?
            ახლა გავაგრძელებ–
            1–,,ჩემი პრობლემა კი არა ბიბლიის და დიდი აფეთქების კორელაციას აქვს პრობლემა..”
            არ იჯავრო.ბიბლიას არაფერზე არ აქვს პრობლემა…:დ
            შეგიძლია დამისახელო ერთი ფაქტი , ბიბლიაში მოყვანილი(გიმეორებ მე მართლმადიდებლობის ,,მხარეს ვარ.”) და დამისაბუთ თუ რა გაძლევს საბაბს მის სიმცდარეში დარწმუნდე?
            2–,,რომელ ბიბლიაშია აღწერილი დიდი აფეთქება?”
            და რატო უნდა იყოს?
            ჯერ მეცნიერებმა აღწერონ და გაიგონ თუ რას აპირებენ და რა გამოუვათ და მერე ვისაუბროთ რელიგიაზე.
            ამ საკითხს განვავრცობ ახლა. ერთ ფიზიკოსს , (რომელიც ახლა სასულიერო პირია) ლექციის შემდეგ , ვესაუბრებოდი რამდენიმე წლის წინ .(მაშინ როდესაც პირველად გავიგე კოლაიდერზე.და ვკითხე–რასაც ეს მეცნიერები აპირებენ , ვთქვათ და გამოუვიდათ,ბიბლიურ მოდელზე ეს როგორ აისახება მეთქი? რა წინააღმდეგობაში მოვა მასთან თქო? და ასე მიპასუხა–არანაირშიო. ბიბლიაში წერია , რომ სამყარო ღმერთმა შექმნა,მაგრამ არაა დეტალურად განხლული როგორ.რა თქმა უნდა ღმერთს შეეძლო როგორც უნდოდა ისე შეემნა სამყარო და არაა გამორიცხული ეს –,,დიდი აფეთქებით” ან მისი მსგავსი პროცესით მომხდარიყოო.

            Like

            1. Freakingath

              რასელის ჩაიდანის მიხედვით ის ცნება, რომ დიდი აფეთქება პირველი ბიბლიაშია და როგორც შენ ამბობ დაასწრო მაგ მეხუთე საუკუნის მოღვაწემ ყველა მეცნიერს, მაშინ ისევ მაგ ტერმინის შემომტანმა უნდა ახსნას რა არის დიდი აფეთქება… :)))) აი მაგალითად როცა რამე ახაალი შემოგაქვს, შესაბამისად შენვე უნდა ახსნა… “და რატო უნდა იყოს?
              ჯერ მეცნიერებმა აღწერონ და გაიგონ თუ რას აპირებენ და რა გამოუვათ და მერე ვისაუბროთ რელიგიაზე.” იმიტომ უნდა იყოს რომ რელიგიას წამოუყენებია დიდ აფეთქებაზე საუბარი და აბა მე რატო ავხსნა ? :დდ ის, რომ სამყაროს შემოქმედი ყავს თუ არ ჰყავს მაგაზე ვერ ვიდავებ, იქნებ და ყავს, ან თუნდაც არ ყავს… და თუ ჰყავს დარწმუნბებული ვარ იესო და მუჰამედისნაირები არაა (პრინციპში მუჰამედი როგორ იქნება ის მოციქულია მხოლოდ, ნუ ალაჰი რა) და თუ იესოა მაშინ ჩემს ბევრ კითხვაზე პასუხი აქვს გასაცემი !!!!!!!!

              Like

              1. 1=,,რასელის ჩაიდანის მიხედვით ის ცნება, რომ დიდი აფეთქება პირველი ბიბლიაშია და როგორც შენ ამბობ დაასწრო მაგ მეხუთე საუკუნის მოღვაწემ ყველა მეცნიერს, მაშინ ისევ მაგ ტერმინის შემომტანმა უნდა ახსნას რა არის დიდი აფეთქება…”
                ადრეც დავწერე რომ ბიბლიას ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს მეთქი. კონკრეტულ მუხლზე საუბრისას თქვა ეს და გააგრძელა ბევრად უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ თემებზე საუბარი.
                2–,, რელიგიას წამოუყენებია დიდ აფეთქებაზე საუბარი და აბა მე რატო ავხსნა ? :დდ ”
                და შენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნები? მეცნიერი ხარ?
                ისე მხოლოდ შენ მიმართ არ ვამბობ ამას. თუ მართლა ტექნიკურ დარგში სწავლობთ და ამავდროულად თქვენი აზრები გაქვთ მართლმადიდებლურ რელიგიურ ცნობიერებაზე , მაშნ უბრალოდ გირჩევთ რომ მიმართოთ საკმაოდ ცნობილ ფიზიკოსს–ზაზა ოსმანოვს.(შეიძლება თქვენი ლექტორიცაა) და მისგან უფრო ზუსტად გაიგოთ რამე , თუნდაც სამყაროს შექმნის ბიბლიურ მოდელზე.
                3–,,თუ ჰყავს დარწმუნბებული ვარ იესო და მუჰამედისნაირები არაა .”
                შენ თუ გინდა იმაშიც იყავი დარწმუნებული რომ სამყარო არც არსებობს , ეგ არ მაინტერესებს და არცაა ჩემი საქმე.
                4–,,და თუ იესოა მაშინ ჩემს ბევრ კითხვაზე პასუხი აქვს გასაცემი !!!!!!!!”
                იესოს შესახებ ნებისმიერ კითხვას გულისყურით ველოდები , მაგრამ პირველს მე გეტყვი.
                ვინაა შენთვის იესო? როცა ამას მეტყვი , მერე უკვე მე გეტყვი , თუყ რამდენადაა სამყაროს შექმნის თანამონაწილე იგი ან არის თუ არა საერთოდ .

                Like

                1. Freakingath

                  ყველაზე ცუდი ისააა, რომ რელიგიას არ აინტერესებს ის თუ როგორ წარმოიშვა სამყარო, და ერთ უბრალო და უარგუმენტო მაგალითს ამბობს, რომ თითქოს ღმერთმა შექმნა იგი… არადა ვფიქრობ. რომ თუნდაც იმ გრიგოლ ნოსელს ძალიან დიდი ყუარდღება უნდა გაემახვილებინა ამ თემაზე.. :))) ახლა მეორე.. რელიგია ჩემთვის არის ადამიანის მართვის იდეალური მანქანა, რომელსაც ალბათ სხვა ძნელად ჩაანაცვლებს. დამიჯერე მე ვოლტერის და სხვა ფრანგი ეგზისტენციალისტების უფრო მჯერა ვიდრე ვინმე მამა დემეტრეს ან ა.შ… პატივს ვცემ რელიგიას, რამეთუ ჩემი ქვეყნის წინსვლაში დიდი როლი მიუძღვის უძველესი დროიდან და რომ ქვეყანა შემოინახა ეკლესიამ…. მაგრამ მეორე მხრივ, არ მომწონს იმიტომ, რომ დღეს სტაბილურ მდგომარეობას უნარჩუნებს ქვეყანას და წინსვლაზე ზედმეტია საუბარი, ჩვენ კიდევ ქართველები შუშანიკის დროინდელ აზროვნებაზე დავრჩითმ, და ქართველთ დევიზი იქცა “რასაც პატრიარქი იტყვის”… იმიტომ მომწონს ერთის მხრივ კალვინიზმი, პროტესტანტიზმი…. ფაქტობრივად რელიგია არ ერევა ქვეყანაში და ამიტომაცაა რომ შვეიცარია და სხვა ევროპული ქვეყანა წინ წავიდა.. :)) და ქართველები რომლებსაც რენესანსი მეცამმეტე საუკუნეში გვქონდა დამთავრებული, თავიდან გვაქვს გასავლელი… იმის მერე ქვეყანა წინ არ წასულა :დ.. მე უბრალოდ იმის მომხრე ვარ, რომ არსებობს საყაროს გონი, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, მე ვარ აგნოსტიციზმის მიმდევარი, არვიცი. უბრალოდ არ ვიცი არსებობს თუარა, და ერთი ბიბლიური წიგნით და გრიგოლისნაირი ფანატიკოსებიბს მიერ დაწერილი წიგნებით რომლებიც აგებულია ბიბლიაზე, არ დამაჯერებს ღმერთის იმ ფორმით არსებობაში, როგორსაც თითონ ბიბლია წარმოგვიდგენს… აზრზე ხარ ბატონო გურამ, რელიგიამ ისე დააჩოჩა ქართველი ხალხი, რომ ფიქრობენ, რომ თუ ვთქვათ მუსლიმანი ხარ უეჭველი საქართველოს უღალატე :დდ აი ხალხი მართლა დეგრადირებულია… რელიგიური ფანატიზმი ყველაზე ამაზრზზრზრრზრენია ჩემთვის… ვინაა იესო ჩემთვის და, მაგაზე როგორ გიპაუსოხო :დ იესო არსებობდა თუარა იმის ფაქტი მარტო ბიბლიაში მაქვს :დ და რომც არსებულიყო ალბათ იმ მომენტში იმ ხალხთან შედარებით, ყველაზე მოაზროვნე იყო.. როგორც მუჰამედი… მოციქულები… არვიცი რავიცი… იესო იესო…. იესო არ წარმოადგენს ჩემთვის მისაბაძ ადამიანს და ალბათ ამიტომ , ჩემთვის უფრო მისაბაძი მაკიაველია, ან სიდჰარტა გაუტამა… თუნდაც მაჰათმა განდი…. არვიცი, უბრალოდ მეგობრულად მისურვე დავდგე ჭეშმარიტ გზაზე და მოვრჩეთ ჩვენ.. აზრი არ აქვს პოლემიკას, მითუმეტეს, ინტერნეტში…

                  Liked by 1 person

          2. 3–,,რომელი რელიგიური ავტორიტეტი საუბრობს დიდ აფეთქებაზე? ”
            ვაჰ…:დ ესეც განვავრცოთ.ბიბლია არაა საკვლევი წიგნი , ეს სასულიერო წიგნია.სრული , სულიერი აღზრდის წიგნი.მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მის მიცნიერულ შესწავლასაც.აქედან გამომდინარე გვიხდება ხშირად რომ სხვადასხვა წყაროებიდან შევავსოთ იგი. მაგ: ბიბლიას საერთოდ არ აინტერესებს როგორ შეიქმნა სამყარო, სამაგიეროდ იგი გასწავლის სრულფასოვნად თუ როგორ უნდა შექმნა და მოაწყო შენი სულიერი სამყარო იმიტომ რომ ესაა მისთვის პრიორიტეტი და არა ის თუ რა აფეთქდა ვაკუუმში და როგორ დააჩქარმა მაღალმა ტემპერატურამ სხვადასხვა რეაქციები. კიდევ ვიმეორებ–არაა სამეცნერო წიგნი თუმცა რაღაც პატარა მინიშნებებს გვაძლევს.ამ მინიშნებებს სხვადასხვა ავტორიტეტები ავრცობდნენ ხოლმე საუკუნეების მანძილზე.შეიძლება ითქვას რომ ,,მეცნიერულად იკვლევდნენ”’ მას. აქედან გამომდნარე , თუნდაც შესაქმისის თემაზე იქმნებოდა სხვადასხვა ნაშრომები . რამდენიმეს ჩამოვთვლი: ,,ბასილი დიდი–ექვსთა დღეთა , გრიგოლ ნოსელი–პასუხი ექვსთა დღეთა , შესაქმისისათვის კაცისა , ნეტარი ავგუსტინე–ღვთის ქალაქისათვის , ეფრემ ასური–დაბადების განმარტება , იოანე ოქროპირი–შესაქმის განმარტება , ამბროსი მედიოლანელი–ექვსთა დღეთა , იოანე კრონშტადტელი–ექვსთა დღეთა , სერაფიმ როუზი–შესაქმეს განმარტება ”და.ა.შ მოკლედ რომ ვთქვათ , როდესაც ადამიანი ბიბლიას(დავკონკრეტდები–მართლმადიდებლობას) აკრიტიკებ თუნდაც ამ საკითხსი , ჯერ მის ,,ავტორიტეტთა” მოსაზრებებს უნდა გაეცნო მეტ–ნაკლებად სრულფასოვნად.

            Like

          3. 4–,,აერთოდ დიდი აფეთქების თეორია რა არის?”
            შენ შემოგევლე მაგდენი დრო არ მაქვს , რომ შენ მიერ ,,მოწყობილი გამოცდები” ვაბარო.:დ
            5–,,“იქმნა ნათელი” გგონიათ? ან არაფერი არ იყო და ვდრუგ ღმერთმა შექმნა ეს იგივეა რაც დიდი აფეთქება?”
            გითხარი დიდი აფეთქების–როგორც მენიერული ,,ცდის” შესახებს საუბრის დრო ნამდვილად არ მაქვს , და თუ გაინტერესებს ,,მართლმადიდებლურ სწავლებას” სამყაროს შექმნა რა ჰგონია , დიდი აფეთქება თუ პატარა ,,ხლაპუშკა” სეგიძლია გაეცნო ზემოთ ჩამოთვლილ სახელმძღვანეოებს და მერე ისაუბრო.თუ არ გაეცნბი და ჰაერზე –,,აუყენებ ბრალს” ზოგადად მოძღვრებას ეს კარგი უპირველესად შენთვის არ იქნება.უარგუმენტო მსჯელობა გამოგივა თუნდაც და იმიტომ.
            6–,,მანახე ბიბლიაში სად წერია სამყაროს გაფართოებაზე, ან უსასრულოდ შემჭიდროვებულ სინგულარობაზე.”
            გიპასუხე უკვე და კიდევ ვიმეორებ.წმ.წერილს საერთოდ არ აინტერესებს ,,უსასრულოდ შემჭიდროვებული სინგულარობა.” იგი არაფერს არგავს თუ არ იყო მართლაც ,,უსასრლოდ იყო შემჭიდროვებული სინგულარობა” და არც არშემწიდროებით იგებს რამეს. ბბლიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის სულისა და ხორცის შემჭიდროვებულობაა და არა სინგულარობის. სინგულარობა გინდა იყოს და გინდა არა. (ხედავ? მომწონს ეს ტერმინი.შეცვლა საჭირო აღარაა).ამაზე ერთი რამ გამახსენდა:მასოვს , როდესაც ძვ.აღთქმის ლექტორი პირველ ლექციას ატარებდა , და შესაქმესს ხსნიდა ასე დაიწყო საუბარი–,,ჩემთვის , წმ.წერილში იმაზე მეტად უინტერესო არც ერთი თემაა , თუ არა შესაქმე.რატომ? იმიტომ რომ ამის შემდეგ ისეთი ამბების თხრობა გველოდება , რომ საერთოდ აღარ ვფიქრობ რა შეიქმნა და როგორ.”
            მე მგონი გასაგებია..

            Like

          4. 5–,,ბიბლიის დაბადების შედარება დიდ აფეთქებასთან არის წარმოუდგენეი სისულელე,”
            სენთვის კი ბატონო იყოს.რა პრობლემაა…თავისუფალი ნება გაქვს…
            6–,,მაშინ როდესაც დაბადება საერთოდ ანტიმეცნიერულია,”
            ანტიმეცნიერული? სასაცილოა…:დ იმიტომ რომ დარვინის და ზოგადად ევოლუციონისტების ნაბოდვარს ბევრ რამეში არ ეთანხმება?
            7–,, სამყაროს ევოლუციის უდიდეს საფეხურებს ეწინააღმდეგება.”
            ევოლუციის უდიდეს საფეხურებს?:დ მერე გამახსენე და ორი სიტყვა ევოლუციაზეც ვთქვათ…
            8–,,როგორიცაა ჯერ მცენარეების გაჩენა და შემდეგ ვარსკვავების გაჩენა.”
            ისე მცენარეებამდე , ჯერ დღე და ღამე გამოიყო რომ ვიცოდეთ ბიბლიის მიხედვით…
            9–,,

            Like

            1. არც ვჯავრობ და არც დასამშვიდებელი მჭირს რამე.
              ბიბლიას საერთოდ არ აინტერესებს როგორ შეიქმნა? მაშინ უფრო სწორი იქნებოდა დაბადებაში არ იყოს ჩამოთვლილი სხვადასხვა საგნების თუ არსებების შექმნის თანამიმდევრობა. რადგან ეს აშკარად მცდარადაა დალაგებული. იგივე მცენარეების და ვარსკვლავების ამბავი. ან ის ამბავიც ვითომ რომ გაამართლე ჯერ დღე და ღამე შექმნაო, მზის გარეშე როგორ შექმნა დღე და ღამე?
              მერე რომ მეუბნები რატომ უნდა იყოს აღწერილიო- მაშ თუ არაა აღწერილი და დაბადებას არ აინტერესებს ეგ საკითხის საერთოდ – რის საფუძველზე იძახი რომ ბიბლია დიდ აფეთქებას აღიარებს (ან მართლმადიდებლობა)
              და კიდევ როგორც შევნიშნე მეცნიერება არ უნდა იცოდე საერთოდ რას ნიშნავს. შენი დასკვებიდან გამომდინარე, სასაცილო სწორედ ისაა დარვინიზმს და ევოლუციას რომ დასცინი და ზღაპრების წიგნის გჯერა.
              ბიბლიას არ აინტერესებს არც სინგულარობა, არც სამყაროს გაფართოება, არც ჰაბლის კანონი არც ის რომ რეალურად ჯერ პლანეტები და მზეები იქმნება და მერე მცენარეები და მიუხედავად ამისა მაინც ეთანხმება დიდ აფეთქებას… ბიბლია რათქმაუნდა მეცნიერული წიგნი არაა მაგრამ იმისთვის რომ ემთხვეოდეს რეალურ სამყაროს, მინიმუმ არ უნდა ეწინააღდეგებოდეს მეცნიერულ სურათს. თუ დიდი აფეთქების დადასტურება გინდათ ბიბლიით მაშინ მასში მინიმუმ ნათქვამი უნდა იყოს სამყაროს გაფართოებაზე და სინგულარობაზე. თუ ასე არ არის მაშინ თქვენი მტკიცება უსაფუძვლოა!
              ამის მერე კამათის სურვილი აღარ მაქვს. ნახვამდის.

              Like

              1. 1-,,ბიბლიას საერთოდ არ აინტერესებს როგორ შეიქმნა? მაშინ უფრო სწორი იქნებოდა დაბადებაში არ იყოს ჩამოთვლილი სხვადასხვა საგნების თუ არსებების შექმნის თანამიმდევრობა. ”
                ალბათ (და იმედი მაქვს) არ წაგიკითხავს პოსტი , სადაც ვწერდი რომ ყველაფრის მიუხედავად რაღაც ცალკეულ ნუანსებს მაინც გვიწერს წმ.წერილი სამყაროს შექმნაზე მეთქი…
                2–,,რადგან ეს აშკარად მცდარადაა დალაგებული. იგივე მცენარეების და ვარსკვლავების ამბავი. ”
                მცდარად შენთვის? დარვინისთვის? ევლუციონისტებისთვის?
                კი ბატონო. მაშინ დაგეთანხმები რომ მცდარადაა…
                3–,, იგივე მცენარეების და ვარსკვლავების ამბავი.”
                იგივე ლოგიკით ხო?
                კი ბატონო…მაგ ლოგიკით მცდარია…
                4–,,ან ის ამბავიც ვითომ რომ გაამართლე ჯერ დღე და ღამე შექმნაო,”
                გავამართლე?
                მე კი არა ბიბლიაში წერია რომ ჯერ დღე და ღამე გამოიყო ერთანეთისგან…
                5–,,მზის გარეშე როგორ შექმნა დღე და ღამე?”
                მზე როგორ შეიქმნა?
                6–,,მერე რომ მეუბნები რატომ უნდა იყოს აღწერილიო- მაშ თუ არაა აღწერილი და დაბადებას არ აინტერესებს ეგ საკითხის საერთოდ – რის საფუძველზე იძახი რომ ბიბლია დიდ აფეთქებას აღიარებს (ან მართლმადიდებლობა)”
                ალბათ ( და აქაც იმედი მაქვს) რომ ვერ გაიგე ჩემ პირველი პოსტი…
                ისიც გითხარი რომ ,,დიდი აფეთქების” გარკვეულ შემადგენელ კომპონენტებს მეხუთე საუკუნეში საუბრობდა ქრისტიანობა , მაშნ როდესაც ,,მეცნიერება” ამის გაგნებაში არ იყო.
                7–,,და კიდევ როგორც შევნიშნე მეცნიერება არ უნდა იცოდე საერთოდ რას ნიშნავს. შენი დასკვებიდან .”
                რადგან დარვინს და მის საფუძვეკსმოკლებულ თეორიებს არ ვიზიარებ მაგიტომ ხომ?
                მაშინ არაა პრობლემა…არ ვიცოდე მეცნიერება…
                8–,,სასაცილო სწორედ ისაა დარვინიზმს და ევოლუციას რომ დასცინი და ზღაპრების წიგნის გჯერა.”
                მითხარი შენი აზრით რამდენი წლისაა დედამიწა და გამოჩნდება ზღარების წიგნის ჩვენ ორიდან რომელს ჯერა.:დ
                9–,,ბიბლიას არ აინტერესებს არც სინგულარობა, არც სამყაროს გაფართოება, არც ჰაბლის კანონი არც ის რომ რეალურად ჯერ პლანეტები და მზეები იქმნება და მერე მცენარეები და მიუხედავად ამისა მაინც ეთანხმება დიდ აფეთქებას…”
                ეტანხმებაში გააჩნია რას გულისხმობ.თუ იმას , რომელი მნიშვნელობითაც მე დავწერე კი ბატონო, თუ იდენურობას გულისხმობ მაშნ არა.
                10–,,ბიბლია რათქმაუნდა მეცნიერული წიგნი არაა მაგრამ იმისთვის რომ ემთხვეოდეს რეალურ სამყაროს, მინიმუმ არ უნდა ეწინააღდეგებოდეს მეცნიერულ სურათს.”
                რომელ მეცნიერულს? ევოლუციონისტთა ნაბოდგვარს?
                დამისახელე ეპიზოდი ბიბლიიდან , რომლის სინამდვილეშიც ეწვი გეპარება და ის განვხილოთ , ამის მერე მე დაგისახელებ ევოლუციონისტთა ,,სიბრძნეს” და ის გავარჩიოთ…
                11–,,თუ დიდი აფეთქების დადასტურება გინდათ ბიბლიით”
                იქამდე არ გეტკინოს არაფერი , დიდი აფეთქება ბიბლიის დასტურად გამოიყენოს მართლმადიდებელმა.:დ ღმერთმა ნუ ქნას მაქამდე ,,დავეცეთ” და მაგაზე გავამახვილოთ ყურადღება და ეგ გამოვიყენოთ წმ.წერილის თუნდაც ერთი ფრაზის დასტურად.
                12–,,თუ ასე არ არის მაშინ თქვენი მტკიცება უსაფუძვლოა!”
                უჰ…
                გაბათილდა მთელ წმ.წერილის ,,არგუმენტები”.:დ
                13–,,ამის მერე კამათის სურვილი აღარ მაქვს. ნახვამდის.”
                საუბრის ასეთი განვითარევს შესახებ რომ მცოდნოდა არც დავიწყებდი მას…
                მეგონა უფრო სანტერესო საუბარი გამოგვივიდოდა და უფრო მეტ ,,ჩამჭრელ კითხვას” დამისვამდი , რომლითაც წმ.წერილს ,გააბათილებდი” და ევოლუციონისტთა სიწრფელეში ,,დამარწმუნებდი.”
                14–,, ნახვამდის.”
                კარგად მენახე…

                Like

                1. ისეთი რამეები დაწერე რომ კედელზე თავის რტყმევის სურვილი არ მაქვს.
                  თავის დაბრმავება HD-ში
                  მე მაპატიე რომ მოგაცდინე 😀

                  Like

            2. ზურა

              დიდი ბოდიში,მაგრამ გადავხედე თქვენს კომენტარებს და ისეთი აზრი გამიჩნდა რომ უდიდეს სისულელეებს ბოდავთ და უარესი სისულელეებით ცდილობთ მაგ სისულელეების გამართლებას. თან რაც მთავარია ეს ყველაფერი თქვენი აზრი და “მონატვინი” კი არა ვიღაცის ნაბოდვარია,ტქვენ კი უნიჭო ციტირებას ახდენთ თითქოს 🙂 კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით თუ რამე “ცუდათ” გამომივიდა,მაგრამ ეს ასეა და ასეც უნდა იყოს. ქმედება იწვევს უკუქმედებას. საჭიროა ბრმად მორწმუნეობა,ფანატიზმი და ასევე საჭიროა საღი და განსხვავებული აზრი. ბუნების კანონებს წინ ვერ დავუდგებით. რომ არა სიბნელე,სინათლე ვერ იარსებებს. სიბნელე ხომ სინათლის ნაკლებობაა.

              Like

              1. შენ მიერ დაწერილ პოსტში ააფერს გამოვეხმაურები ამის გარდა:
                ,, რომ არა სიბნელე,სინათლე ვერ იარსებებს. სიბნელე ხომ სინათლის ნაკლებობაა.”
                ეგ აზრი იოანე დამასკელმა გამოთქვა და დაწერა თავის წიგნში–,,მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა” რამდენი საუკნის წინ დაახლოებით იცი?
                :დ

                Like

                1. ზურა

                  ვინ რა თქვა და რა დაწერა ეგ რა შუაში იყო აქ? თუ შენთვის პატივსაცემმა პიროვნებამ თქვა ოდესღაც ეგ სიტყვები მითუმეტეს კარგად უნდა გესმოდეს და ლოგიკას მოკლებულ აზრებს არ უნდა აფრქვევდე.

                  Like

                  1. ,,ვინ რა თქვა და რა დაწერა ეგ რა შუაში იყო აქ?”
                    რატო არ იყო შუაში აქ?
                    ,,თუ შენთვის პატივსაცემმა პიროვნებამ თქვა ოდესღაც ეგ სიტყვები მითუმეტეს კარგად უნდა გესმოდეს და ლოგიკას მოკლებულ აზრებს არ უნდა აფრქვევდე.”
                    ლოგიკას მოკლებულ აზრებს რომელი აფრქვევს ჩვენიდან ეს სხვა საკითხია.
                    რაც შეეხება გამოხმაურებას . როდესაც შენი პოსტი წავიკითხე ნათელი გახდა ჩემთვის რამდენად ჰქონდა აზრი კამათს და საუბარს , აქედან გამომდინარე მხოლოდ ის აზრი დავაზუსტე რითაც კომენტარი დაამთავრე . მეეჭვება რომ გცოდნოდა მისი ავტორის შესახებ.

                    Like

    2. როგორც წესი არ შემოვდივარ ხოლმე ამ თემის პოსტებზე ჩემი ბლოგზე გადმოსვლებს რო ვნახულობ, თავს ვარიდებ შეგნებულად მაგრამ დღეს მაინც ვერ მოვითმინე და გადმოვედი და ძალიან საინტერესო ბლოგიც აღმოვაჩინე. ანუ იმის თქმა მინდა რომ ზოგი ჭირი მარგებელია :))

      Like

  2. GR

    charlius rogorc yoveltvis kargi posti iyo. tumca ar vetanmebi.
    namdvilad ar davikveni rom am mecnierebze meti vici 😀 (ra metzea laparaki)
    magram me vfiqrob rom es swored chveni tvinisgan modis. pasuxi ki chemi azrit gmertis rwmenisa imaleba psiqologiashi. chveni samyaro ki ubralod shemtxvitobaa, magram ase ar agviqvamt radgan migvachnia rom es yvelaferi aseti sizustit tavisit ver sheiqmneboda. mitumetes mashin roca vlparakobt rom multisamyaroshi sxvadasxva pizikis kanonebia. es kompiuteruli tamashis principi ki cota ar iyos am mecnieris pantaziis nayopia da ragacis asaxsnelad mofiqrebuli cudi argumenti.

    Like

  3. : ))

    გასაღები მათემატიკაშია
    ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
    მხოლოდ მათემატიკის საშუალებით შეგვიძლია ჩავწვდეთ მოვლენების არსს ❤

    Like

  4. ღმერთის ძიება როგორ მომწონს 🙂 რა კარგი რამაა მეცნიერება, მშრალი, უემოციო, ყველაფრის ამხსნელი, თუ სათანადო კონოტაციით განვმარტავთ – ამორალურიც… როგორ გვიადვილდება გადავყაროთ მილიარდები, ათწლეულები და ვეძიოთ ღმერთის არარსებობის საბუთები…
    მართლა იყო თუ არა ღმერთი? არა არ იყო! არ უნდა ყოფილიყო! ის რომ ყოფილიყო და მთელი მისი მორალი, კაცობრიობის ზნეობრივი მიღწევები მართალი იყოს, მაშ მე რაღა გამოვალ? 😦
    არ უნდა არსებობდეს ღმერთი!
    ცდებოდა, კაცობრიობა ცდებოდა! მე არ მინდა რომ დავუჯერო მოსეს, შამანებს, გაუტამას, მუჰამედს, ქრისტესაც კი. მთელი ძველი ცივილიზაცია იყო ტყუილი, კაცობრიობა რომ აქამდე მოვიდა ღმერთების საშუალებით, ეს იყო ტყუილი! მე მჯერა ღმერთის ჩაფხუტის, ესაა უპირატესი.
    მით უფრო რომ ბეევრი უკუღმართობა ერიათ, ეკლესიების ისტორია სისხლიანი ისტორიაა, ყველაზე მეტი გარყვნილება, ყველაზე მეტი სიბილწე, ომები, შფოთვები, დაპირისპირებები, მკვლელობები სწორედ ეკლესიაში ხდებოდა.
    დღეს, მაღალ მორალურ დროებაში, მილიარდებს ვხარჯავთ იმისთვის რომ შევქმნათ ატომის ამაჩქარებელი, რომელიც სამყაროს შესაქმეს დახატავს და რომლის ცოდნაც დააპურებს ეგვიპტეში შიმშილისგან ამოწყვეტილ ბავშვებს.
    მართალია ღმერთის მხილველი ყველა ადამიანი, ადამიანი იყო, მაგრამ ისინი მატყუარები და თაღლითები იყვნენ, მაშინაც კი ტყუოდნენ, როცა ამ ტყუილისგან არაფერს მოელოდნენ!
    მაგრამ მართლები ხართ, მართლაც მართალია მეცნიერება და მისი ყოველი მოღვაწე, რომელიც ღმერთის არარსებობის დამამტკიცებელ საბუთებს ეძებს, მართალია ვინაიდან მათი საქმიანობა უფრო იოლია, ვიდრე: “ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ!”…
    ერთი შეხედვით მარტივი ფორმულა, გინდა ღმერთი ნახო – იყავი წმინდა გულისა, მაგრამ გულის გაწმენდა იმდენად რთულია, რომ ავე “ღმერთის დამამხობელ” მეცნიერებას! 😀

    Like

    1. Sophie

      რაღაც მოშიმშილე ბავშვები და ადრონული კოლაიდერი ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან :დ იქნებ განმიმარტო :დ

      Like

      1. სოფიო, ჯერ განმიმარტე რაში დაგვეხმარება იმის ცოდნა როგორ “აფეთქდა” სამყარო, რაში წაგვადგება “ადრონული კოლაიდერი”, როგორ დაეხმარებ მსოფლიოს ანდა აფრიკელ ბავშვებს და მერე მე გეტყვი რა კავშირია “ადრონულ კოლაიდერში” გადაყრილ მილიარდებსა და აფრიკელი ბავშვების შიმშილს შორის 😉

        გატავტოლოგიებულ კომენტარზე ბოდიშს გიხდი 🙂

        Like

        1. : ))

          ვინ ვართ,საიდან მოვდივართ,საით მივდივართ:იმის გაგება ,თუ საიდან მოვდივართ ფაქტიურად ახდის ფარდას იმასაც ,ვინ ვართ,თანაც დაგვეხმარება იმ პასუხთან მიახლოებაშიც,რომელიც “საით მივდივართ” კითხვას აკმაყოფილებს.
          ასე ძალიან თუ გაწუხებს და არ გაძინებს ადრონულ კოლაიდერში “გადაყრილი” თანხები,ისიც გაიხსენე რა თანხები იყრება რელიგიებში,რომლებიც არაფერია ,გარდა უსუსური მცდელობებისა პასუხი გასცეს ზემოთ მოყვანილ კითხვებს. ასე რომ,ადრონული კოლაიდერის დახმარებით, როდესღაც პასუხი გაეცემა კითხვას საიდან მოვდივართ,რაც ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება ადამიანური გონის : )) და იმედია,ამ პასუხის აღმოჩენა,აისახება სხვადასხვა რელიგიის მრევლის გონებაზეც : )

          Like

          1. გავიგეთ რომ მოვდივართ სადღაციდან, მერე რა??? 😀 ავშენდებით? 🙂
            გონება გვექნება ფრთოვანი, გვეცოდინება ყვეეეელაზე მისტიური და ამოუხსნელი. და მერე რა? 🙂 ჰოპლააა და 2x2_ზე ვწევართ და ჩვენი სამყაროს შემცონებელი გონებაც იქვე ლპება! 🙂 მშვენიერი 🙂
            ახლა მეტყვი – მერავინით სხვას დარჩება ხო? “შვილებისათვის ლიმონჯან, შვილებისათვის!” 🙂 ეჰ…

            Like

            1. : ))

              რაღა გელაპარაკო,ღმერთმანი : ))
              და რომ შევწყვიტოთ ყველანაირი კვლევა და მართლაც რომ ჩავლპეთ ,მერე რა?
              არ მიყვარს ეს ძალიათ ნიჰილიზმი და გაუცნობიერებელი ფრაზების სროლა ;~

              Like

              1. კარგი, აღარ მელაპარაკო და თუ არ გიყვარს, ნუ გაისვრი გაუცნობიერებლად ამ ფრაზებს, გაძალებს ვინმე? 😀 🙂
                თუ გინდა რომ ბოლოს შენი კომენტარი იყოს – ჰა ჰა “მივაჩმორეო” – შეგიძლია დამაკომენტარო 😀

                Like

                1. : ))

                  შეგიძლია წარმატებით გააგრძელო საღი აზრისა და მეცნიერების წინააღმდეგ ბრძოლა,მე რა მაგით? ;ვ
                  არამგონია ცივილურად მოკამათე მხარეებს შორის,მიჩმორებული მხარეები იყოს ;D

                  Like

        2. ძალიან ცუდია ასე თუ ფიქრობ.
          შენი პერსპექტივა უკიდურესად მოკლეა და ამიტომ (ალბათ)
          ზუსტად იგივე შეიძლება ვთქვათ, რაში აინტერესებდა კოპერნიკს ჰელიოცენტრულია მზის სისტემა თუ გეოცენტრული? ამას რომ გაიგებდა რა ვინმე ჭიჭიკოს პური ექნებოდა?
          ცნობისმოყვარეობა და მეცნიერება ჰაერივითაა ადამიანისთვის.თუ არ ისუნთქე მოკვდები.
          თუ არ ისწავლე და შეიცანი სამყარო მოკვდები. დღეს თუ არა ხვალ მაინც.
          თუ არ იცი როგორ მართო კლიმატი მოკვდები, თუ არ იცი როგორ შეაჩერო გამანადგურებელი მეტეორი მოკვდები.
          კვანტური მექანიკა და ნაწილაკების ფიზიკა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მეცნიერებებია. ფუნდამენტური მეცნიერება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენ მომავალს. რა იქნებოდა მაქსველს და კიდევ სხვებს რომ არ ემუშავათ ელექტრომაგნიტიზმზე? დღევანდელი მსოფლიო ელექტროობის გარეშე წარმოგიდგენია? შეიძლება შენ საერთოდ არც დაბადებულიყავი ან მე. იმიტომ რომ დღევანდელ მსოფლიოს განსაზღვრავს ტექნოლოგია. მხოლოდ ამიტომ არის შესაძლებელი 7 მილიარდი ადამიანის არსებობა.
          ეს წაიკითხე გთხოვ: http://wp.me/p32vH9-1I

          Like

          1. მგონი არასწორად გაიგეთ ჩემი კომენტარი 😦
            როდის დავიწუნე მეცნიერება როგორც ცნობისმოყვარეობის, აზროვნების, სამყაროს და ადამიანური მოღვაწეობის გაუმჯობესების საშუალება?
            პირიქით, ვაქებ და ვადიდებ ინტერნეტს, სკაიპს, სამყაროს შეცნობის ყველა იმ საშუალებას რომელიც მოხმარდება ადამიანს. ვაქებ ბიოლოგიას, ბოტანიკას, ზოოლოგიას…
            მაგრამ როგორ შევაქო ის – რამაც უბრალოდ უნდა მითხრას – სამყარო ღმერთმა არ შექმნა და ეს ილუზიაა!
            მერე რა მოხდება? ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ამის შემდეგ? ეს ადამიანებს გამოადგებათ?
            ყველას გახსოვთ მითი გამოქვაბულის შესახებ ხომ ასეა? იქ ფილოსოფოსი შეგვიძლია მეცნიერადაც მოვიაზროთ, რომელიც გადის, მეცნიერების სინათლეს პოულობს და ბრუნდება და სამყაროს სხვაგვარად აჩვენებს ადამიანებს, მაგრამ დაუკვირდით ხალხნო. მეცნიერმა უნდა მომცეს ის პროდუქტი, რომელიც ჩემს ყოველდღიურობას გააუმჯობესებს, მეტყვის დედამიწა მრგვალია და წადი და აითვისე ამერიკის კონტინენტი, მეტყვის რომ არაა აუცილებელი მტრედი აფრინო ინდოეთში, აგერ Email და გაგზავნე!
            ცოდნა ცოდნისთვის? ესაა ცხოვრების მიზანი… ემოცია, მეგობრობა, ყოველდღიური ურთიერთობები სწორედ რელიგიამ მოიტანა და თქვენ ამბობთ რომ ეს უნდა გაუქმდეს რადგან ადამიანები გამოქვაბულში არიან და უყურებენ ამ სისულელეს, ისინი დროს ხარჯავენ ლოცვაში, აშენებენ ტაძრებს, ცხოვრობენ მორალით, სიყვარულით, არ კლავენ, არ არიან ველურები! ეს მეცნიერებას არ მოუტანია… მეცნიერება არის დამხმარე საშუალება ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისა, მაგრამ არა მთავარი!

            Like

            1. ემოცია, მეგობრობა და სიყვარული რელიგიას არ მოუტანია, რელიგიამ ერთადერთი დადებითი როლი ის შეასრულა რომ ის წარმოადგენდა (წარმოადგენს) დროებით სუბსტანციას ცოდნაში არსებული ხვრელების ამოსავსებად. როგორ შეაქო? შენ ალბათ ვერ შეაქებ იმიტომ რომ სიმართლე არ გაინტერესებს, რადგან გგონია რომ უკვე იცი (კერძოდ შემოქმედების ამბავი) შენი პოზიცია “როგორ შევაქო ეს მოქმედება რომ ღმერთმა არ შექმნა” მიუთიუთებს იმაზე რომ შენთვის ეს პოზიცია (შემოქმედების) კომფორტულია და ობიექტურ სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა, თუ ასე არაა მაშინ რატომ არ უნდა შეაქო სიმართლის ძებნის ნებისმიერი მცდელობა? მთავარი ისაა რა არის სიმართლე თუ ის როგორ გინდა რომ იყოს?
              მეცნიერება შენ წარმოგიდგენია როგორც მხოლოდ რაღაც მოვლენების შესწავლა, არადა მეცნიერება ცვლის მორალსაც, ცხოვრების წესსაც და საერთოდ ყველაფერს. მეცნიერება დამხმარე საშუალება კი არა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

              Like

              1. შეგიძლია მიპასუხო როგორ წარმოგიდგენია ცხოვრება სრულიად არარელიგიურ გარემოში?
                მოდი ასე ვთქვათ – რელიგიამ დროებით შეავსო ცოდნაში არსებული ხვრელები!
                აღმოვაჩინეთ რომ რელიგია ცდებოდა და მთელი მისი მონაპოვარიც სიცრუეზეა დაფუძნებული. გთხოვ ამიღწერე ამის შემდგომი ცხოვრება…
                მეცნიერებაზე დამყარებული ცხოვრება, რადგან ფიქრობ რომ არა რელიგია, არამედ მეცნიერებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი, არარელიგიური და მეცნიერული ცხოვრების შესაძლო საშუალებაც გექნება გამოანხული! 🙂 და მერე ვნახოთ ვინ ცდილობს გონების დამშვიდებას და ვინ რეალურად ხვდება სიმართლეს პრობლემებს და მსგავსს 😉

                Like

                1. როგორ წარმომიდგენია და მშვენივრად, უფრო პერსპექტიულად და უფრო რაციონალური საზოგადოებით. პრაგმატული და ცოდნაზე ორიენტირებული პროგრესული საზოგადოება. რატომ ვერ წარმოგიდგენია რელიგიის გარეშე, მე რელიგიის და რწმენის გარეშე ვარ და არ ვკვდები ამის გამო 😀 ბევრ ჩემნაირსაც ვიცნობ და კიდევ უამრავი არარელიგიური და არამორწმუნე ხალხის ცხოვრობს მსოფლიოში რომლებსაც არარელიგიურობა არაფერში არ უშლის ხელს. არც სხვებზე ადრე კვდებიან, არც სხვებზე ამორალურები არიან და არც წარმატებაში უშლით ხელს რომელიმე რელიგიური ღვთაების უარყოფა. პირიქით, რელიგიურ მითოლოგიური რწმენა ბევრ რამეში შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორიც კი გამოდგეს. იგივე მეცნიერები მინიმუმ თავის საქმის კეთების დროს მაინც თუ არ იქნებიან აგნოსტიკოსები და ათეისტები, საქმეში ხელი შეეშლებათ, რატომ? რისიმე ღრმა რწმენა ნიშნავს რომ შენ გარკვეულ სფეროში კითხვებს არ დასვამ და დაკმაყოფილდები იმ ახსნით რასაც რელიგია გაძლევს, არადა მეცნიერებაში კითხვებია მთავარი.თუ გჯერა რომ სიცოცხლე საკრალურია და რომელიმე ყოვლისშემძლე ღვთაებამ შექმნა, მაშინ ლაბორატორიაში სიცოცხლის შექმნის სიმულირებას არ დაიწყებ, ეს კი ცუდია, (თუ ასე ბევრმა იფიქრა) რელიგიის შემდგომი ცხოვრება, ეს ნიშნავს უსაფუძვლო, არასაჭირო წარმოდგენებისგან განთავისუფლებას. რელიგიას არ მოაქვს არც სიყვარული. არც მეგობრობა, არც სხვა ფასეულობები. რელიგია უბრალოდ მათ ეკედლება. თუ არ გჯერა, განვიხილოთ ასეთი მაგალითი. წარმოიდგინე ბავშვი, რომელიც დაიბადა არარელიგიურ ოჯახში და არარელიგიურ საზოგადოებაში. საერთოდ არაფერი სმენია არც რომელიმე წმინდა წიგნზე, არც რომელიმე ღვთაებაზე. არც რომელიმე წმინდანზე. არავის უთქვამს რომ კარგი უნდა იყოს იმიტომ რომ ზემოდან ვიღაც უყურებს, უბრალოდ ცხოვრობს. ყავს კარგი მშობლები და ახლობლები, რომლებიც სიყვარულს არ აკლებენ მას. მის გარშემო არც ძალადობაა არც სიდუხჭირე, არც მნიშვნელოვანი სტრესი. რელიგიის და ღმერთის არ არსებობის გამო ეს ბავშვი უბედური იქნება? როგორი ადამიანი გაიზრდება შენი აზრით? ცუდი? იმიტომ რომ ღმერთზე არ ეჩიჩინეს? ინსპირაცია და შთაგონება უნდა? ღმერთის მაგივრად საზოგადოება მას შესთავაზებს მეცნიერებას, რა ნაკლები ეფექტი აქვს? ვარსკვლავური მტვერი რომელმაც აზროვნება დაიწყო… გაგიჟება შეიძლება. ავიღოთ თუნდაც თანასწორობის პრინციპი. ბავშვს იმის მაგივრად რომ უთხრა, ზეცაში ყოვლისშემძლე კაცმა შექმნა ყველა ადამიანი თანასწორადო, ამის მაგივრად შესაძლებელია ასწავლო ბიოლოგია და ეცოლუცია რომელიც ამბობს რომ ჩვენ ყველა ერთი სახეობა ვართ, რომ სხვადასხვა რასები რეალურად არ არსებობენ ნეგროიდებიც და კავკასიელებიც ერთი რასა ვართ. რომ რასები- სინამდვილეში არ არსებობენ. ძალიან კარგი ბაზისია ფასეულობისთვის რომელიც თანასწორობას ემხრობა.ღმერთის იდეას ჯობია კიდეც, რადგან რეალობას ეფუძნება. მოკლედ ჩემი აზრით რელიგიის გარეშე გაცილებით უკეთ შეიძლება კაცობრიობამ მოიწყოს მომავალი. .

                  Like

                  1. რა კარგი მეცნიერი დადგებოდა შენგან ეს ამოჩემებული ათეისტობა რომა რ გქონდეს მიქაელ. 🙂 ეს ადრეც გითხარი მახსოვს 🙂
                    ყველაფერი კარგია, უბრალოდ რამდენიმე დეტალი მინდა დავაზუსტო, რომელიც ისე უცბად გადაარაკრაკე რომ მკითხველი ვერც კი შეამჩნევდა. “რელიგიას არ მოაქვს არც სიყვარული. არც მეგობრობა, არც სხვა ფასეულობები.” << ეს ფასეულობები თავისით მოვიდა? ჰაერზე გაჩნდა? მეცნიერებამ მოიტანა? ამას იმიტომ გეკითხები რომ შენ მესაუბრები – "ყავს კარგი მშობლები და ახლობლები, რომლებიც სიყვარულს არ აკლებენ მას." – კარგის და ცუდი გარჩევა, სიყვარულით ზრუნვა – ეს ევოლუციის შედეგად გაჩნდა ადამიანში, თავისთავად? შეგიძლია ამიღწერო ის მომენტი, როდესაც ადამიანი "რაღაცისგან" ვითარდებოდა, როგორ გაჩნდა მასში სინდისი? ეს ხომ ისეთი რამ არის რაც ყველა ადამიანში წარმოადგენს ერთგვარ კანონს, უფრო ღრმა "ინსტიქტს" ვიდრე სხვა არსებებს გააჩნიათ ამ დედამიწაზე. თუ სინდისი, ეს შინაგანი ბუნება არ არსებობს? რა ეტაპზე ყალიბდება ეს ყოველივე?
                    მე მეცნიერი არ ვარ, მე რელიგიური პიროვნება ვარ, მაგრამ როგორც ხედავ მეც ვსვამ კითხვებს და ზღვაზე ქარიშხლებს პოსეიდონს არ ვაბრალებ 😉

                    Like

                  2. ჰო მართლა, მაპატიე რომ ასე გავყავი შეკითხვა. წინა კითხვაში უნდა ჩამესვა და გამომრჩა!
                    რა იქნება იმ ცხოვრების მიზანი, შენ რომელიც დამიხატე დასაწყისში? “როგორ წარმომიდგენია და მშვენივრად, უფრო პერსპექტიულად და უფრო რაციონალური საზოგადოებით. პრაგმატული და ცოდნაზე ორიენტირებული პროგრესული საზოგადოება.” – მივაღწიეთ პროგრესს, აღარაფერი დაგვრჩა შესასწავლი, მერე? მერე მოვა ის ნანატრი 50 მილიარდი წელიც და მზეც ჩაქრება და დაისვენებს სამყარო? 😀

                    Like

                    1. ფასეულობები თავისით კი არ მოვიდა, შექმნა ევოლუციამ, ბუნებრივმა გადარჩევამ ადამიანურმა ბუნებამ. განვითარების რაღაც ეტაპზე ჩვენ გავხდით სოციალური არსებები და ამავე დროს მეტი ჭკუა გვქონდა სხვა ცხოველებთან შედარებით. სოციალური თანაცხოვრება ნიშნავს საერთო გენზე ზრუნვას. მეტ კოორდინაციას. უფრო ეფექტურ გადარჩენას- რაც წაახალისა ბუნებრივმა გადარჩევამ- რადგან ის ინდივიდები უკეთ გადარჩებოდნენ რომელთაც ქონდათ უფრო მჭიდრო სოციალური ურთიერთობები. სიკეთეს და სიყვარულს იგივე ბიოლოგიური და ბუნებრივი საფუძცლები აქვთ, იმიტომ რომ სადაც მეტი სიკეთე და სიყვარულია იქ გადარჩენის შანსი მეტია. და სარგებელიც მეტია. კარგის და ცუდის გარჩევა მოიტანა გამოცდილებამ. თუ დაუკვირდები კარგი და ცუდი თავისი ბუნებით არ არის საკრალური მცნებები, რომლის გარჩევაც ვინმე ღვთაებამ უნდა შეგასწავლოს.ამაზე ისიც მეტყველებს რომ კარგის და ცუდის დეფინიცია საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. და თუ ეს კარგი და ცუდი ვინმე ყოვლისშემძლის მიერაა დადგენილი რომელიც ყოვლად ბრძენია და ყოვლის მცოდნე მაშინ დეფინიციაც არ შეიცვლებოდა.მაგალითად 1 საუკუნეში თუ მონების ყოლა ყოვლად ჩვეულებვრივ ამბად ითვლებოდა (ბიბლიაც კი ემხრობა, თუ მეშლება შემისწორე) დღეს მონების ყოლა უკიდურესი ბარბაროსობაა.ფასეულობების ცვლილაბა ისტორიის მანძილზე და მისი კორელაცია სოციუმის განვითარებასთან მკვეთრად მიანიშნებს რომ ცუდი და კარგის გარჩევა, ფასეულობები ეს ადამიანური ბუნებიდან მოდის.სოციალურმა თანაცხოვრებამ და მისმა განვითარებამ შექმნა. ადამიანებმა ისწავლეს ერთმანეთთან ურთიერთობა და დაადგინეს გარკვეული წესები, რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღწეოდა გადარჩენის და რეპროდუქციის უფრო მაღალი ეფექტურობა. გადარჩენა და რეპროდუქცია კი ისაა რასაც აჯილდოებს ბუნებრივი გადარჩევა. წესები გამოცილების შესაბამისად იხვეწებოდა და მივიღეთ დღევანდელი ფასეულობები.რელიგიას და ღმერთს არ მოუგონია კარგი და ცუდი, ადამიანმა მოიგონა, ადამიანმა განსაზღვრა გამოცდილების შედეგად. რელიგიის დადებითი როლი ისაა რომ რეკლამირება გაუკეთა. სინდისიც ამ ყველაფრის ნაწილია.შენ ნასწავლი გაქვს რომ ეს ცუდია, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ტვინის რაღაც ნაწილს უწევს ან ურჩევნია გააკეთოს ის რაც გასწავლეს რომ ცუდია. რათქმაუნდა აქ კომფლიქტი ხდება შენს თავში, ერთს უნდა ეს მეორეს ის… ეგო აკეთებს ერთს სუპერ ეგოს მიაჩნია რომ ეს არასწორია. ესაა სულ სინდისი, რად უნდა ამას ღმერთი და ანგელოზები?
                      რაც შეეხება ცხოვრების მიზანს. ძალიან ბევრი მიზანი შეიძლება გქონდეს. ამისთვის საჭიროა იყო ცნობისმოყვარე და წარმოსახვის უნარი გქონდეს. სამყაროში იმდენი რამეა საინტერესო, ნუ ეხლა ყველაფერი გამოვიკვლიეთ ეგეთი რამ არ ვიცი რა მდგომარეობაა საერთოდ. თქვენ რას მთავაზობთ (მორწმუნენი) გულზე ხელი დავიკრიფოთ და სამუდამოდ ღვთიურ ბურუსში გახვეული ყოვლისმცოდნე შეუცნობელი ვადიდოთ? ჩიხში შედიხარ მაგ მერეთი, მაგრამ ეს ბუნებრივია, ზოგი მაშინ შედის როცა ფიქრობს- სამყაროს მიღმა რა არის? ან უსასრულობის არსებობა როგორ შეიძლება. ან დასასრულის მერე და ა.შ.
                      ყოველშემთხვევაში მე არ მესმის სამყაროს შეცნობის ალტერნატივა რატომ უნდა იყოს გამოგონილი უჩინარი კაცი.
                      კიდევ ის ვერ გავიგე ათეისტობას რატომ უსმევ ხაზს მეცნიერებას როცა ახსენებ? თითქოს ათეისტები ვერ არიან კარგი მეცნიერები? 😀 არადა მეცნიერისთვის ათეისტობა მისწრებაა. იმიტომ რომ ფუჭი რწმენები არ შეუშლის ხელს საქმის განხორციელებაში.არ დაკმაყოფილდები ასეთი დასკვნებით: “ღმერთმა ქნა” ან “მე რა შეიძლია შეუცნობელია უფლის გზანი”
                      კითხვებს სვამ, კი ბატონო მაგრამ ეჭვი მეპარება ღმერთზე დაგესვას კითხვები. ალბათ მიპასუხებ კი როგორ არ დამისვამსო, მაგრამ მე პროვოკაციულ კითხვებს ვგულისხმობ? სანამ გწამს არასდროს დასვამ კითხვას “მართლა შექმნა თუ არა ღმერთმა სამყარო?” არ დასვამ ისეთ კითხვას “იქნებ სამყარო ბუნებრივი კანონზომიერებებით იმართება და არა ზებუნებრივი ძალებით?” არა. იმიტომ რომ თუ დასვამ ე.ი რწმენაში ბზარი გაგიჩნდა და ეს “ცუდია” (რელიგიური პოზიციიდან) რაც იმას ნიშნავს რომ მდგომარეობა რწმენა ბრმაა. რწმენაში არ იგულისხმება სკეპტიციზმი და კითხვის დასმა. მხოლოდ ისეთი კითხვებია დასაშვები რომლებიც არ ეწინააღმდეგება ცენტრალურ დოგმას.

                      Like

                  3. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კომენტარები იმ დონეზე ავიდა რომ მეტი პასუხის უფლება აღარ აქვს და შენს ძველ კომენტარზე დავაწვები Reply_ს 🙂
                    მიქაელ თავის ქებაში ნუ ჩამომართმევ მაგრამ ისეთი შეკითხვაც დამისსვამს რომელსაც პასუხი არ ჰქონია, მაგრამ ახლა ამას შენ არ გეტყვი, იმიტომ რომ მერე საშენოდ გადათარგმნი და უარესი იქნება 😀 არ დაგავიწყდეს, მე ქრისტიანი ვარ და უპირველესი სურვილი სიყვარული შენს სულზე ზრინვაა.
                    იცი, მაინც უნდა ჩაგეკითხო, ვინაიდან მეცნიერება ვერ დაეყრდნობა უბრალო თეზისებს და დებულებებს, მჯერა ამ კითხვაზეც გექნება გადამოწმებული პასუხი: ” სიკეთეს და სიყვარულს იგივე ბიოლოგიური და ბუნებრივი საფუძცლები აქვთ” << რომელი ორგანო წარმოქმნის სიკეთეს და სიყვარულს? და თუ შეგიძლია ამიღწერო ეს პროცესი? სიკეთისა და სიყვარულის ის "ბიოლოგიური და ბუნებრივი" რაობა.
                    და მეორე – " სინდისიც ამ ყველაფრის ნაწილია. შენ ნასწავლი გაქვს რომ ეს ცუდია, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ტვინის რაღაც ნაწილს უწევს ან ურჩევნია გააკეთოს ის რაც გასწავლეს რომ ცუდია." – მე კი მასწავლეს, მაგრამ სულ პირველმა ადამიანმა/ცხოველმა როგორ ისწავლა? მესმის განვითარების და ევოლუციის პერიოდები, მაგრამ ერთი რაღაც არ მესმის – ეს ევოლუცია, რამდენად გადამოწმებული და დამტკიცებულია? ასე დროთა განმავლობაში თავისით გადაიზარდა მაიმუნი ადამიანში, ის იმდენხანს არ კვდებოდა ვიდრე თავის მრავალ საუკუნოვან დაკვირვებას თავის შვილებს არ გადასცემდა ხომ ასეა?
                    სამეცნიერო ფანტასტიკების გჯერა – რელიგიურის კი არა… მიზეზებს მე არ დაგიდგენ 😉
                    რაც შეეხება ბიბლიას. ძველ აღთქმაში მონობა მართლაც ცხოვრების აუცილებელი წესი იყო, ახალ აღთქმაში მონობა უქმდება! და რომ არა ქრისტეს მოძღვრება დღეს სად იქნებოდა შენი მეცნიერება კაცმა არ იცის 😉 ძველი აღთქმა არის იუდაიზმი – სხვა რელიგია, ახალი აღთქმა ქრისტიანობა – სხვა რელიგია 🙂

                    Like

                    1. რომელი ორგანო და ტვინი. ტვინი ქმნის ადამიანს ადამიანად. სიყვარულიც მანდაა და სიკეთის კეთების სურვილიც. როგორც უკვე ვთქვი ეს კარგი ფასეულბები გადარჩეულია ბუნებრივი სელექციის შედეგად, რადგან ის ინდივიდები უკეთ მრავლდებიან სადაც უფრო ძლიერია სოციალური კოორდინაცია და ფასეულობები. ისევე როგრც ფიქრებს, აზრებს და ბილოგიურ პროცესებს ასევე სიყვარულს აქვს ბიოქიმიური ალგორითმი. სიყვარულს ქმნის ტესტოსტერონი, დოპამინი და ა.შ. ეს არის ბიოქიმიური რეაქციები ტვინში და სხეულში.
                      სულ პირველმა ადამიანმა არ იცოდა, ეს ცუდი და კარგის გარჩევა ჩამოყალიბდა მრავალი თაობის განმავლობაში. ბუნებრივმა გადარჩევამ გამოარჩია ის ინდივიდები რომლებსაც მეტი ჭკუა ქონდათ და შესაბამისად უკეთესი სოციაულური კორდინაციის უნარი ქონდათ. პირველი ადამიანს სავარაუდდ მხოლოდ გადარჩენა ანაღვლებდა. იმასაც გააჩნია ვის ჩავთვლით პირველ ადამიანად. ჰომო ერექტუსს? თუ ჰომო საპიენს? ან სხვა რომელიმე გარდამავალ სახეობას. ევოლუცია მეცნიერებაში არის ყვეაზე უფრო კარგად დოკუმენტირებული თეორია. ევოლუციას არა მარტო ფაქტები არამედ მთელი მეცნიერებები უჭერს მხარს. მაგალითად პალეონტოლოგია და გეოლოგია. არსებობს უამრავი ნამარხი, სახებათა გარდამავალი ფორმები. რომელიც ევლუციურ სურათში ზუსტად ჯდება. არსებობს მოლეკულური ბილოგია და გენეტიკა, რომელიც ე.წ მოლეკულური საათის მეშვეობით აღადგენს ევლუციურ სურათს. (დნმ-ის ანალიზი გაგონილი გექნება) მორფოლოგია და ანატომია, რომელიც სხვადასხვა სახეობების მსგავსი აგებულებით მხარს უჭერს ევოლუციას. ასევე მხარს უიჭერს გეოფიზიკა და რადიომეტრული დათარიღება. დღეს ევოლუციის რეალურობა განსაზღვრავს ზოგიერთი დაავადებათა მკურნალობას. ევოლუცია რეალური რომ არ იყოს, ამ დაავადებების მკურნალობა არ იქნებდა შესაძლებელი. ასევე მხოლოდ ევოლუცია ხსნის ანატომიურ თავისებურებებს, არასაჭირო ორგანოების არსებობას. ისეთი როგრიცაა ვეშაპის ბარძაყის ძვალი, თვალები იმ თევზის სახეობისთვის რომელსაც საერთოდ ხედვა არ შეუძლია. ასე რომ ევოლუცია ყველაზე კარგად დამტკიცებული თეორიაა.
                      “ისე დროთა განმავლობაში თავისით გადაიზარდა მაიმუნი ადამიანში, ის იმდენხანს არ კვდებოდა ვიდრე თავის მრავალ საუკუნოვან დაკვირვებას თავის შვილებს არ გადასცემდა ხომ ასეა?”
                      ეს ვერ მივხვდი კარგად
                      ადამიანი ჩამოყალიბდა მაიმუნის მაგვარი პრიმატისგან რომელიც ხეზე ცხოვრობდა. ამ უძველეს პრიმატებს ქონდათ თავიანთი მარტივი კულტურა. როგორც შიმპანზეები დღეს, მათაც აქვთ კულტურა. ისინი შვილებს ასწავლიან როგორ გატეხონ თხილი ქვით. როგორ მოიპოვონ საკვები და ა.შ.
                      სამეცნიერო ფანტასტიკა ბევრად ახლოა რეალობასთან ვიდრე ბიბლია.
                      და მეორეც არც ევოლუცია და არც სხვა მეცნიერებები ფანტასტიკა არაა. შეგიძლია გაეცნო მეცნიერებას და ნახო რამდენი ფაქტი და მტკიცებულება უმაგრებს ზურგს. რელიგიისგან განსხვავებით მეცნიერების უკან ავტორიტეტები და წიგნები არ დგანან, მეცნიერების უკან დგას ექსპერიმენტი, დაკვირვება და მათემატიკა. ასევე სკეპტიკური ანალიზი.ქრისტიანობას რაც შეეხება, ქრისტიანობამ ერთი პერიოდი ჩააგდო კიდეც მეცნიერების განვითარება თავისი დოგმატების გამო. ზოგადად ეს უფრო სიციო პოლიტიკური მდგომარეობის გამო იყო მაგრამ რელიგიამ ხელი შეუწყო. რაც შეეხება მოგვიანებით განვითარებამ, ნებისმიერი ექვივალენტური მონოთეისტური რელიგიის პირობებში მეცნიერება ისევე განვითარდებოდა როგორც ქრისტიანობის ხანაში. ასე რომ ქრისტიანობას განსაკუთრებული როლი არ მიუძღვის მეცნიერების განვითარებაში.. ზოგჯერ პირდაპირ ხელსაც უშლიდა, გავიხსენოთ ჯორდანო ბრუნო და გალილეო გალილეი, ან კოპერნიკი, რომელსაც ჰელიოცენტრული მოდელის გამოქვეყნების ეშინოდა ეკლესიის პოზიციის გამო. ნუ ხანდახან ხელსაც უწყობდა როცა მოეჩვენებოდა რომ მის წისქვილზე ასხავდა წყალს. ქრისტიანობა რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო სხვა მონოთეისტური რელიგია, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ რომ დღევანდელი მეცნიერება ცალსახად უფრო ცუდი იქნებოდა ან უფრო კარგი. ასე რომ ეგ სპეკულაცია, არაფრის მთქმელია.

                      Like

                    2. აუ, დავიღალე რა 🙂 ძალიან დავიღალე… შეკითხვას გისვამ მიქაელ და ისიც კი არ გაფიქრებინებს რომ ხანდახან ჩიხში ხარ…
                      ადამიანის ერთ-ერთი ორგანო – ტვინი ქმნის ადამიანს ადამიანად! 😦
                      კარგი… კამათი კამათისთვის არ მიყვარს მე…
                      მერემდე 😉

                      Like

                    3. არანაირ ჩიხში არ ვარ! ჩიხში შენ ხარ, შენთვის არის ეს კითხვა ჩიხი. იმიტომ რომ მატერიალურ საწყისებს არ იცნობ და პირდაპირ ხტები ზებუნებრივზე. მე საკმარისი საფუძველი მაქვს ვიფიქრო ტვინის ცენტერალურ როლზე ადამიანის რაობასთან დაკავშირებით. ზებუნებრივს კიდე არანაირი საფუძველი არ აქვს გარდა იმისა რომ ასე გინდა რომ იყოს.
                      მე კამათისთვის არ ვკამათობ.
                      კარგად 😉

                      Like

          1. მიხარია რომ შეიქნმა ინტერნეტი და მოგეცა საშუალება გეთქვა რომ ჩემი არგუმენტი არის ინვალიდი 😀 😉

            Like

        3. Sophie

          განა ბიბლიის მორალს არ ეხმაურება ”შეიცან თავი შენი” (სხვათაშორის ბიბლიამდე ერთ-ერთ ბერძნულ ტაძარზე ეწერა იგივე სიტყვები) ხოდა ეს ყველაფერი თუ მეცნიერული გზით მოხდება გაქვს რამე საწინააღმდეგო ?
          ადრონული კოლაიდერი სწორედ ამ მიზანს ემსახურება
          და გაფლანგულ ფულებზე როცა საუბრობ იქნებ გაიხსენო შუა საუკუნეების გამდიდრების მანიით შეპყრობილი პაპები (ინდულგენციებს ვგულისხმობ)
          სასულიერო იერარქია, სადაც კაკ მინიმუმ ყველაფერი ოქრო-ვერცხლით უნდა იქნას მოვარაყებული როცა ხალხს შიმშილით ძვრება სული
          გადახედე მღვდლებს, range rover-ებით რომ გადაადგილდებიან. არ გინდა ახლა აჩუქესო – გავყიდი და ნივათი ვიმოძრავებ – სამაგიეროდ ასობით ბავშვს დავაპურებ
          გაიხსენე ოფიციალური დაფინანსება საპატრიარქოსი, რომელიც 25 მილიონამდე იზრდება
          ახლა დაფიქრდი 25 მილიონად თუ არა 25-ს გამოკლებული 10 მილიონად რამდენ გოგიტასნაირ შიმშილისგან გაწამებულ ბავშვს გამოკვებავდი

          Like

          1. გინდა უარესები ჩამოგითვალო რას აკეთებენ მღვდლები? 🙂 სადმე ვახსენე რომ მე მათი საქციელი მომწონს? 🙂 თუ რადგან გგონია რომ რელიგიური პიროვნება ვარ მივესალმები ინდულგენციებს ანდა რეინჯროვერებს? 🙂 მაგრამ მითხარი რადგან ეს 25 მილიონის პატრონები მღვდლები ასე იქცევია და უჭმელს ტოვებენ გოგიტას, მეცნიერება კიდევ რომ ზემოდან მილიარდებს გადაყრის კვლევაში, ის კვლევა დაეხმარება გოგიტას? 🙂
            კამათი კამათისთვის მღლის 🙂 ამიტომ ღმერთმა ხელი მოგიმართოს სოფიო 🙂

            Like

            1. მეცნიერებაში დახარჯული ფული არ არის გადაყრილი.
              ცოდნა ყველაზე ძვირფასია
              და ეს თუ ვერ გააცნობიერე ძალიან ცუდია.
              ის კვლევა კონკრეტულად გოგიტას ვერ დაეხმარება, მაგრამ სამაგიეროდ დაეხმარება კაცობრიობას მომავალში. შეიძლება მაშინ როცა არც მე არც შენ და არც ჩვენი შვილები არ იქნებიან ცოცხლები, მაგრამ შეიძლება შვილთაშვილებს დაეხმაროს. ფუნდამენტური მეცნიერება განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს.

              Like

            2. Sophie

              სოფიო არა 😀 სოფი-თ იკითხება Sophie
              რაც შეეხება მეცნიერულ პროგრესს და მის ავკარგიანობას, დააფიქსირე ის რომ კომენტარი ამ პოსტზე მეცნიერების დამსახურებაა, ის რომ ელექტროენერგია გაქვს
              შენს მეგობრებს რომ ურეკავ და შეხვედრას უთქვამ..თუ არ ვცდები სატელიტებს ისევე იყენებ როგორც დანარჩენი სხვა..
              ახლა წარმოიდგინე ეს ყველაფერი რომ არა სად ვიქნებოდით ?
              შუა საუკუნეების სურათია ისევ: სიბნელე, ინფორმაციის დეფიციტი, გაუნათლებლობა, დაუსჯელი დამნაშავეების მზარდი რიცხვები და ა.შ
              იმ დღიდან მოყოლებული, რაც ადამიანმა მეცნიერების კარი გააღო – არ გაჩერებულა. მხოლოდ იმიტომ რომ ინტერესი დიდია და მიზანიც ადამიანებისსავე კეთილდღეობას ემსახურება
              ამას თუ ვერ ხვდები და მიუღებელია შენთვის კი ბატონო :დ
              ნება შენი

              Like

            3. Sophie

              ჰო და კიდევ
              შენს ბლოგს გადავხედე და მგონი ამ ”მეცნიერულ ნობათს” თუნდაც ჩემზე მეტად თავად იყენებ და მაქსიმალურად სარგებლობ :დ

              Like

              1. ხომ ვამბობ, გაუგებრად ვსაუბრობთქო 😦
                როდის დავიწუნე ან ელექტრო ენერგია, ან ინტერნეტი ან რამე მსგავსი? ამ ამის შექმნაში გადაყრილი დრო და ენერგია, რომელიც სულაც არაა გადაყრილი? როდის ვისურვე ბნელ შუა საუკუნეებში ცხოვრება? უბრალოდ ყველაფერი აქო რაც მეცნიერებას მოაქვს ეს არ მესმის 😦 არ მესმის იმიტომ რომ ეს კონკრეტული მეცნიერებების ახირება მგონია და არა საყოველთაო სიკეთის მომტანი. ის რაც პრაქტიკაში არ გამომადგება, ასეთ მეცნიერებას რა აზრი აქვს? იმ მღვდელს რა აზრი აქვს რომელმაც კარგად იცის ბიბლია და იკვლევს მას, მაგრამ რეალური ნაყოფი საქმით არ მოაქვს? ამას ვგულისხმობ და არა იმას რომ ცუდია ნათურა რომ მაქვს და ჩირაღდნით აღარ ვიჭვარტლები 😦
                მაპატიე, სოფი 😉

                Like

                1. Sophie

                  ანუ გინდა თქვა ( მღვდლის მაგალითზე ), რომ მეცნიერები უბრალოდ რაღაცეებს იკვლევენ გამუდმებით და შედეგამდე არასოდეს მიდიან ?
                  ერთი პრობლემაა უბრალოდ
                  მეცნიერული ფაქტი ყოველთვის მრავალჯერ გადამოწმებული და დადასტურებული უნდა იყოს, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა.
                  რაც შეეხება რელიგიის და მეცნიერების ანტაგონისტურ მიმართულებებს, განვმარტავ, რომ მეცნიერება არ ერევა ადამიანის მრწამსში და მორალში. შესაბამისად შენ მას იღებ როგორც ფაქტი, და შენვე წყვეტ ჩაანაცვლო თუ არა რაღაცისადმი მორჩილი რწმენა აღნიშნული ფაქტით.
                  უბრალოდ მაინც მგონია, ყველაფერი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით უნდა განიხილო. ამ ძიებისას კი თვადვე გადაწყვეტ რომელს უფრო მიენდობი.
                  დაშტამბული რწმენა არაა ჭეშმარიტების უცილობლობა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იმდენი ჭეშმარიტებაა დედამიწაზე რამდენი ადამიანიცაა
                  ასე რომ კარგი იქნება მეცნიერებას ასე აუგად თუ არ მოიხსენიებ და შიგადაშიგ მაინც მიიღებ მისგან ფაქტობრივ დებულებებს.

                  michael-ს ვეთანხმები აბსოლუტურად.

                  ბოდიშიც მიღებულია :დ

                  Like

    2. მეცნიერებას ამოძრავებს ცნობისმოყვარეობა ეს გამოგრჩა, მეცნიერების მთავარი მამოძრავებელი ძრავი. შენ გგონია რომ ვიღაც ცუდი ტიპები ათეისტები დგანან და დღე და ღამ იმის ცდაში არიან ღმერთის არ არსებობა დაამტკიცონ. სინამდვილეში მეცნიერები რომელიც ღმერთის მუზარადს ქმნიან და მსგავს რამეებს. არაიან ცნობისმოყვარე ადამიანები. მათ აინტერესებთ რა უბიძგებს ადამიანს ირწმუნოს რამე. რა არის გამოცხადება მართლა ეცხადება ვინმეს თუ ეს ჰალუცინაციაა? ერთდაერთი მეცნიერებაა რომელიც გულწრფელად, სკეპტიკურად და გახსნილი გონებით სწავლობს სამყაროს. რატომ არ უნდა გადავამოწმოთ ე.წ დადგენილი ჭეშმარიტებები? იქნებ შევცდით როცა რაღაცის გვჯეროდა უსაფუძვლოდ? მეცნიერებამ მატერიალური სამყაროდან თითქმის განდევნა ღმერთის ჩარევის აუცილებლობა (ხაზს ვუსმევ თითქმის) მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ მეცნიერები ღმერთის უარყოფას ცდილობდნენ, ან ეს იყო მათი მიზანი არა, ისინი სიმართლეს ეძებდნენ და ბუნებრივ კანონზომიერებებს აკვირდებოდნენ (და აკვირდებიან) არავინ არ ამბობს რომ გამოცხადება ვისაც აქვს ყველა იტყუება და ცუდი ტიპია 😀 ნეიროლოგიურ დონეზე ეს ძალიან რეალური ჩანს. საგულისხმო ისაა რომ ადამიანის ტვინი მიდრეკილია შეცდომებისკენ, ის ხანდახან რეალობას და ილუზიას ურევს ერთმანეთში.
      მოკლედ როგორც დრამატულად დახატე სურათი მასე არაა. მეცნიერებაში ვინმემ რამე რომ უარყოს მხოლოდ მსოფმხედველობის საფუძველზე მასე არ ხდება. იმიტომ რომ მის თეორიას სხვა მეცნიერები გადაამოწმებენ და თუ საკმარისი მტკიცებულება ვერ ნახეს არ მიიღებენ.

      Like

  5. maromar

    იმ მუზარადზე სხვა პოსტიც გაქვს მგონი შენ დაწერილი, ჰოკინგმა რომ გაიკეთა და არაფერი :D, მიდრეკილება რომ უნდა გქონდეს. საინტერესო პოსტი იყო ისიც ძალიან ❤

    sims-ის მსგავს უფრო დახვეწილ ხელოვნურად ვიღაცის მიერ შექმნილ სამყაროს არ ვეთანხმები, მასე რომ იყოს, შემქმნელი ჩაერთვებოდა ჩვენს საქმიანობაში როგორმე და რო არ ჩანს?

    Like

      1. maromar

        ეგ ცეცხლი ტყუილა გადმოდის, ფუნქცია არაფერი აქ და ის ფუნქციურად ჩაერთვებოდა 😛

        Like

    1. ვისაც არ წამს ზოგი რაღაც უფორმო ფიგურებს ხედავს…ანუ გააჩნია ვინ როგორ, ზოგს შეიძლება რამე მოეჩვენოს მაგრამ თუ არ წამს სხვა ინტერპრეტაციას უკეთებს.

      Like

      1. maromar

        ხოო ეგეც მარა მიდრეკილებაც უნდა გქონდეს, ჰოკინგსო არ აქვს კარგად განვითარებული ის უბნებიო მგონი ასე ეწერა.

        Like

  6. l

    ხოდა როგორც სიმსშია შენ ირჩევ იმ სიმსს რომელიც მოგწონს და მართავ მას აკეთებინებ იმას რაც შენ გინდა თუ გინდა შენი სიმსი მეცნიერი გახდება ელექტრომაგნეტიზმის თეორიას გამოიგონებს დ.ა.შ მაგრამ რაც მთავარია შენ როგორც მოთამაშე ყოველთვის ჩრდილში დარჩები და ყველანაირი შენი მოღვაწეობა შენს სიმსს მიეწერება ეს იდეა ძალიან მომეწონა და მოკლედ ფანტასტიკა სულაც არაა სამყარო პიქსელებისგან შედგებაო ითქვა და რა იცი იქნება
    ჩვენც უბრალოდ ჰოლოგრამები ვართ თუ კაი ჰოლოგრამა იქნები და პროგრამისტის მოწონებას დაიმსახურებ უკეთეს ჰოლოგრამაში მოგახვედრებს “ხოლო თუ ცუდში გაგანადგურებთ

    Like

  7. ina

    es posti gushin ucnaur.com-se vnaxe.dges amoushliat mainteresebs ratom???
    ar sheizleba gansxvavebuli mosasrebebs gmertan da religiastan dakavshirebir gaeznos hartveli eri??…mxolod da mxolod brmad unda zamdet?? madloba avtors am gabeduli postistvis 🙂

    Like

    1. უცნაურზე რელიგიური და პოლიტიკური პოსტები იკრძალება იმ მიზეზით, რომ დაპირისპირებას იწვევს მკითხველებში, სავარაუდოდ ამიტომ წაიშალა..

      Like

  8. ina

    ok.madloba pasuxistvis da facebook-shi megobrobistvis .irushkebi…. :-),thveni msofmxedveloba dzalian momzons ukve ramodenime zelia(ucnauridanac)…da shemiz ganafartova :))

    Like

  9. აკაკი

    ვაააა რა პოლემიკაა!!! სად ვიყავი ჰა?! საერთოდ ამ კამათის შინაარსი და მიზანი რა არის? იმედია ჭეშმარიტების პოვნა და არა მოწინააღმდეგის დამარცხება, თუმცა კამათის მეთოდებს თუ გავითვალისწინებთ ასე არ გამოდის.
    ძველ საბერძნეთში ერთ ადამიანს ჰქონდა ვიღაცის ვალი და არ სურდა გადახდა; მივიდა ცნობილ სოფისტთან და სთხოვა ესწავლებინა მისთვის, თუ როგორ მოეგო მევალისთვის სასამართლოში საქმე; სოფისტმა უთხრა, რომ ისე ასწავლიდა, რომ არა თუ მევალეს, თვითონ მასც კი (ანუ მასწავლებელს) აჯობებდა. ასწავლა სოფისტური კამათის მეთოდები და მართლაც მოსწავლემ სასამართლოში მოუგო თავის მევალეს. როდესაც მასწავლებელმა მას მოსთხოვა გასამრჯელო, მან უარი უთხრა – მევალეს კი ვაჯობე, მაგრამ შენ დამპირდი, რომ ისე მასწავლიდი, შენც კი მოგიგებდიო, მესე არ გისწავლებიაო. მასწავლებელმა სასამართლოში უჩივლა მოსწავლეს, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ მან მართლც არ შეასრულა დანაპირები და ამიტომ მოსწავლეს მისთვის გასამრჯელო არ უნდა გადაეხადა; მასწავლებელმა მოსამართლეებს მისთვის სასარგებლო არგუმენტად მათივე გადაწყვეტილება მოუყვანა – ა ბატონო, თქვენ მისი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეთ და ე.ი. მან მაჯობა, ანუ მე ისე ვასწავლე, რომ მეც კი მჯობნისო. მოსამართლეები დაფიქრდნენ და თქვეს მასწავლებელი მართალია და მოსწავლემ გასამრჯელო უნდა გადაუხადოსო. ახლა მოსწავლე აღშფოთდა, როგორ ფულს თუ მახდევინებთ, ე.ი. მასწავლებელს ვერ ვჯობნი და რაში გადავუხადო ფულიო.
    რამდენ ხანს გაგრძელდა ეს კამათი და რითი დამთავრდა არ ვიცი, მაგრამ სამეცნიერო კამათს თავისი წესები და ეთიკური მხარე აქვს; თუ გვეშინია, რომ ოპონენტი დაგვამარცხებს (პატიოსნად ან თუნდაც არაპატიოსნად), ჯობია საერთოდ არ წამოვიწყოთ ეს კამათი, ვიდრე პოლიტიკოსებივით დემაგოგიაზე გადავიდეთ. იმედია მეთანხმებით!!!
    P.S. ისე იეღოვას მოწმეები ჩვენთან ახალი გამოჩენილები რომ იყვნენ, რამდენიმეჯერ მომიწია მათთან კამათი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს უსაგნო ლაპარაკი და არაფრის მომცემი იყო; მატერიალისტების და იდეალისტების საქმეც ასეა – ერთს სწამს, რომ პირველადი მატერიაა და ღმერთი არ არსებობს, მეორეს კი მიაჩნია, რომ მთელი ეს მატერია მხოლოდ იდეას შეუძლია შექმნას; ასე რომ ამ ორი შეხედულების, გნებავთ ფილოსოფიური მრწამსის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა და ვერც ჩვენ დავასრულებთ კამათს რომელიმე მხარის გამარჯვებით 🙂
    P.P.S. მაგრამ კამათი მაინც უნდა გავაგრძელოთ!!! 😉

    Like

  10. მოკლედ, გადავხედე ამდენ ურიცხვ კომენტარს და მომინდა ერთი ჩემი აზრი დამეტოვებინა. საქმე იმაშია, რომ ყველა ვაღიარებთ, რომ არ ვიცით ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. ეს ჩვენი სამყარო მთლიანად იდუმალებითაა მოცული. იმის გამო რომ გავიგოთ საერთოდ რა ხდება ჩვენს გარშემო, ლოგიკურია, უნდა ვეძიოთ და ვიკვლიოთ. ჰოდა, აი ამ დროს, ამ კვლავე-ძიების ასპარეზზე ჩნდება ორი მიმართულება: მეცნიერება და რელიგია. რელიგია გვეუბნევა, რომ ამან და ამან თქვა ესეა და უნდა გვწამდეს (სხვას არაფერს გვეუბნევა. კრიტიკული განხილვის უფლებაც კი არ გვაქვს). ხოლო, ხოლო მეცნიერები ბოლომდე ვერაფერს ამბობენ, იმიტომ რომ ჯერ იკვლევენ და ეტაპობრივად უახლოვდებიან ამ კითხვებზე პასუხებს. თუმცა, მათი ყოველი ნაბიჭი ობიექტურ კვლევებზე და ლოგიკაზე დაყრდნობილი შედეგებია. აი ამ დიდი ჭიდილის პირობებში გვაინტერესებს პასუხები: რა მოგვიტანა ჩვენ – უბრალო ადამიანებს ამ ორმა ფილოსოფიურმა მიმართულებებმა? პასუხები შემდეგნაირია: რელიგიამ მოგვიტანა მხოლოდ სიბრმავე, სისხლის ღვრა, ტანჯვა, მორჩილება და შიში. ხოლო მეცნიერებამ მოგვიტანა ტექნიკური პროგრესი, რამაც ადამიანებს მოგვიტანა უამრავი საშუალება რომ უფრო მარტივად, ეფექტურად და ბედნიერად ვიცხოვროთ. მოდი ეხლა და მითხარით, რომელ მათგანს დავუჯერო? რა თქმა უნდა, იმას დავუჯერებ, რომელმაც უფრო კარგი შედეგი მომიტანა.

    Like

  11. gvantsa

    mteli cxovreba qristiani viyavi (ase tu ise, mwamda), magram bolo ramdenime tvea tvali gavuswore yvela im shekitxvas, romlebzec pasuxi ar mqonda da mivxvdi, rom sinamdvileshi araferi vici, araferi mwams. mokled, rtuli sakitxia.. me samrevlo skolas vamtavreb wels, chemi megobrebi qristianebi arian da ar minda mat rwmenas sheuracxyofa mivayeno, ubralod unda shegedzlos obieqturi analizi. rwmenis mtavari mizezi shishia, adamianma danamdvilebit ar icis, ra mouva sikvdilis shemdeg, amitomac, xalxs urchvnia ragac daijeros, tundac tavi moityuos. zogjer gaunatleblobis bralia, zogjer-martla swamt. aramgonia religia da mecniereba shetanxmdnen, mtavaria xalxma gaigos, rom ateistic chveulebrivi adamiania da pativi unda scen, am nishnit dayofa sisulelea.

    Like

  12. Gabriel

    გადავიკითხე კომენტარები და მოდი ერთ კითხვას მეც დავსვამ, ღმერთი იყო არის და იქნება ხო? :)) და საიდან იყო? როგორ შეიქმნა ღმერთი? სხვათაშორის მამაოსთან მქონდა საუბარი, რომელიც ცდილობდა დაეჯერებინა რომ ღმერთი არსებობს და ისაა ყველაფრის შემოქმედი. არ დავიწყებ ვრცლად საუბარს (ჩემს შეხედულებებს და არგუმენტებს თუ გინდ ასე ვთქვათ ვგულისხმობ) და როცა ეს კითხვა დავუსვი ცოტა არ იყოს ენა დაებნა)) პასუხი იყო ასეთი, ეს არასდროს უნდა ვიკითხოთ ამის უფლება არ გვაქვს….. 😀 😀 ისეე ზევით წავიკითხე კომენტარი ავტორის სახელი არ მახსოვს ზუსტათ და ვეთანხმები რომ რელიგია უბრალოდ ადამიანების სამართავად მოგონილი დიდი მანქანაა, რომელიც არ აძლეს ადამიანს განვითარების შანს. ღმერთი სულ იყო მილიონი წლების წინ მილიარდი და ტრილიონი წლების წინ გასაგებია მარა ყველაფერს ხომ აქვს დასაბამი, საიდან გაჩნდა ეგ ყოვლისშემძლე ღმერთი?
    წმინდა წიგნებში წერია (ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ) რომ თმის ღერიც კი არ ცვივა ადამიანს ღმერთის ნების გარეშე… მაშინ ღმერთმა კარგად უწყის უკვე ყველა ცოცხალი ადამიანის ბედი (ჯოჯოხეთში გაისტუმრებს თუ კომფორტულ სამოთხეში) და ჩვენით უბრალოდ ერთობა)) უბრალოდ ღმერთის არსებობა ეს უფრო რაღაც ზღაპარს გავს ბავშვებს რომ ძილის წინ უკითხავენ ხოლმე.
    მოკლედ ძალიან მაინტერესებს ეს ღმერთი როგორ და რანაირად გაჩნდა? : )

    Like

    1. აკაკი

      რელიგიურ ფანატიზმზე არანაკლები საშინელებაა ათეისტური ფანატიზმი. ფანატიზმი კი, ნებისმიერი სახით, გაუნათლებლობიდან (უციდნრობაში ნუ აურევთ!) მოდის. სულით ხორცამდე მატერიალისტი ფიზიკოსებიც კი (ყველა ფიზიკოსს არ ვგულისხმობ, ამას წინათ შემხვდა ერთ-ერთი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც მეცნიერთა 80 % თავს მატერიალისტად არ მიიჩნევს, შეიძლება ზუსტი რიცხვი მეშლებოდეს), რომლებიც სამყაროში ყველა მოვლენის მიზეზ-შედეგობრივ, ურთიერთგამომდინარე ბუნებას აღიარებენ, ე.წ. „დიდი აფეთქების“ თეორიაში აცხადებენ, რომ დრო დიდ აფეთქებასთან ერთად გაჩნდა და შესაბამისად თვით დიდ აფეთქებას რაიმე მიზეზი ვერ ექნება იმ უბრალო მიზეზით, რომ მიზეზი შედეგს დროში უნდა უსწრებდეს წინ, ხოლო ასეთი ფრაზა – „დიდ აფეთქებამდე“, თავისთავად ყველანაირ აზრს მოკლებულია. სანამ დავსვამთ კითხვას – „როგორ შეიქმნა ღმერთი?“, მანამდე ჯობია უფრო მარტივი შეკითხვები დავსვათ – „როგორ შეიქმნა სამყარო?“, „რამ გამოიწვია სამყაროს შექმნა?“, „სად შეიქმნა და არსებობს სამყარო?“ და ა.შ. მერე ცოტა ფილოსოფიური შეკითხვაც დავსვათ – „რატომ შეიქმნა, ან რატომ არსებობს სამყარო?“ და როცა ამ წმინდად მეცნიერულ საკითხებზე ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი პასუხები გვექნება, შემდეგ ვიფიქროთ იმაზე ღმერთს რამ მისცა დასაბამი და საერთოდ რატომ უნდა მივიჩნევდეთ, რომ ყველაფერს აქვს დასაბამი და მიზეზი… 😉

      Like

      1. Gabriel

        გაუნათლებლობა და თან ფანატიზმი ეს იმას უფრო მაგონებს რაღაც ზღაპრებით რომ იჭედავს ადამიანი ტვინს? ალბათ იმიტომ რომ არც კი აწუხებს რაიმე კითხვა ”საიდან მოდის და საით მიექანება” 😉 😕 ის რომ დრო დიდ აფეთქებასთან ერთად გაჩნდა ამასთან დაკავშირებით ზუსტად ის კითხვა მაწუხებს რაც შენ აღნიშნე, შესაბამისად მანდაც გაურკვევლობაა, მაგრამ მეცნიერება განუწყვეტლივ სწავლობს სამყაროს, დღესდღეობით იმაზე მეტი პასუხი არსებობს ვიდრე საუკუნეების წინ, და ეს ლოგიკურიცაა მეცნიერება საბავშო გასართობ მოზაიკას არ გავს და სამყაროს ერთ დღეში ვერავინ შეისწავლის…. გავა დრო ( დიდი დრო დასჭირდება ამაზე ორი აზრიც არ არის, საუკუნეები ალბათ) უფრო მეტი ეცოდინება ადამიანს.
        გია დვალის ლექციას ვესწრებოდი და სამწუხაროდ საშუალბა არ მომეცა რომ კითხვა დამეესვა, სწორედ იმის კითხვას ვაპირებდი რომ როგორ შეიძლება მიზეზი შედეგს უსწრებდეს თუ კი დრო დიდი აფეთქებისას გაჩნდა. სამწუხაროდ არ მომეცა ამის საშუალება. მეცნიერებაც ეს არის უნდა ელოდო ელოდო და წინსვლა სულ იქნება და ცოტაოდენ მეტს გაიგებ, მაგრამ აი რელიგია :/ არ იკითხო არ დაინტერესდე და ჩაიბეჭდე ის რასაც გიბეჭდავენ ზუსტად ეგ არის.
        ისე მანიტერესებს ამაჩქარებელში თუ იმ შედეგს მიიღებენ რისთვისაც იბრძვიან მაშინ რელიგიას რა მოუვა? 🙂 გჯეროდეს იმის რაც არც კი გინახავს და არანაირი ლოგიკური ახსნა არ გააჩნია მემგონი ეს უფრო გავს საშინელ ჩაკეტილ ფანატიზმს. 😉 სამწუხაროდ ვიდეო არ გადამიღია მამაოსთან საუბრისას და ვერ ავტვირთავ იმ ხანგრძლივ საუბარს მაგრამ აშკარა იყო რომ მამაო კითხვებს პასუხგაუცემელს ტოვებდა.

        Like

        1. აკაკი

          1. ჩვენი სამყაროს, რეალობის პირობებში შედეგი მიზეზს წინ ვერ გაუსწრებს და მაგაზე ვერც გია დვალი, ვერც სტივენ ჰოკინგი და ვერც ალბერტ აინშტაინი პასუხს ვერ გაგცემს;
          2. შსაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა სრულად შეიმეცნოს ჭეშმარიტება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმთავრესი ფილოსოფიური საკითხია;
          3. ვერც ერთ ამაჩქარებელში (ვერც ამჟამინდლში და ვერც მომავალში შესაძლო უფრო სრულყოფილში) ვერ მიიღებენ ისეთ შედეგს, რომ ყველ კითხვას გაეცეს პასუხი და მით უმეტეს ისეთი პასუხი, რომ რელიგიას (უფრო სწორად ღერთის რწმენას) რაიმე სახით დაემუქროს.
          საერთოდ ალბათ ძალიან ახალგაზრდა ხარ და იდეალისტური (ამ სიტყვის არაპირდაპირი მნიშვნელობით) და მაქსიმალისტური პოზიციიდან აფასებ ყველაფერს, გავა დრო და იმედია ცოტა სხვა, უფრო ფილოსოფიურ პასუხებს გასცემ შენს მიერვე დასმულ კითხვებს და მერე კიდევ უფრო ფილოსოფიურ კითხვებსაც დასვამ 😉

          Like

          1. Gabriel

            მე არ მითქვამს რომ გია დვალს ან საერთოდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამომწურავი პასუხის გაცემა. ეს შეუძლებლად მიმაჩნია(ამ ეტაპზე და სამომავლოდაც, თუ ოდესმე ადამიანი სამყაროს ამ იდუმალებას ამოხსნის ეს ალბათ ძალიან ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება, ისიც თუ შეძლებს ამას ეგეც საკითხავია.) ამის კითხვას სწორედ იმიტომ ვაპირებდი მასთან რომ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია მიზეზი შედეგს უსწრებდეს, და მომესმინა მისგან ახსნა ( ნამდვილად არ ვიცი რას მიპასუხებდა ) . არ მიმაჩნია რომ რელიგია ჭეშმარიტებაა, თუმცა არც ისე მინდა ვინმემ გაიგოს რომ მის რწმენას ცუდათ ვეხები, ზევით დაწერილ პოსტში რაც ვთქვი ეს უბრალოდ თემამ მოიტანა. უბრალოდ რელიგია ეს ძალიან დიდ აბსურდათ მიმაჩნია თუმცა ვაღიარებ მის სიძლიერეს როგორც ადამიანის სამართავ ”მექანიზმად”. ეს ჩემი აზრია. აქ საუბარი ცოტა ძნელია მაგრამ ბევრი ისეთი რეალური ფაქტი არსებობს რომელიც რელიგიის ”წესებს” ეწეინააღმდეგება თუმცა ფაქტია და ფაქტად რჩება. ( ისტორიულ ფაქტს გულისხმობ ) არსებობს უძველესი ხალხის ჩანაწერები, ფრესკები, (დარწმუნებული ვარ თავადაც კარგათ გეცოდინება, სხვა ცივილიზაციის შესახებ,( რომლებიც ირწმუნებიან ეგრედწოდებული ”უცხოპლანეტელების” არსებობას. ლოგიკურად თუ დავუფიქრდებით შეუძლებელია 3000 წლის წინ ადამიანს ისეთი ფანტაზია ქონოდა რომ ისეთი არსებები გამოესახა როგორსაც დღეს 21 საუკუნის ფანტასტიკურ ფილმებში ვხედავთ. ასევე მაიას ხალხმა, კარგად იცოდა ასტრონომია იმაზე გაცილებით კარგად ვიდრე დღევანდელმა მეცნიერებამ, მიუხედავათ იმისა, რომ არ გააჩნდათ სათანადო ტექნიკა ( ან საერთოდ რაიმე სახის ტექნიკა) ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს და აქ საუბარი ამაზე შეუძლებელია, ფართოდ განვრცობას მოითხოვს საკმაოდ. შეიძლება თემას გადავუხვიე ცოტა, მაგრამ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ამ ზოგად უთანხმოებასთან, ამ თემას კი იმიტომ შევეხე რომ რელიგიის მიხედვით სიცოცხლე მხოლოდ ჩვენს პლანეტაზეა შესაძლებელი რაც კიდევ ერთ დიდ აბსურდათ მიმაჩნია. არც მეცნიერების მიმდევარი ფანატიკოსი არ ვარ, არის ბევრი ისეთი რამ, რაც არალოგიკურად ჟღერს და ამაზე ზევითაც ვისაუბრეთ, რომ შეუძლებელია მიზეზი შედეგს უსწრებდეს. რაც ადამიანი არსებობს იქიდან მოყოლებული სულ არსებობს რელიგია რომლისაც ადამიანს ძალიან რწამს. და ყველა რელიგიის მიდევარი ირწმუნება რომ თავისი რელიგიაა ჭეშმარიტება 🙂 რაც შეეხება იმას რომ ჩემი კითხვები ნაკლებად საინტერესოა და არაფილოსოფიური ( არც მიფიქრია რომ ფილოსოფიური ვყოპილიყავი ) ვფიქრობ ის უფრო ნაკლებად ფილოსოფიურია, რომ ნებისმიერ კითხვას იმით უპასუხო რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა ერთი ხელის მოსმით.
            ეტყობა სხვანაირად გესმის ჩემი დაწერილი ან მე ვერ ვწერ გასაგებად 😕 😕 არ ის მითქვამს რომ ცერნის ამაჩქარებელში თუ სასურველ შედეგს მიიღებენ ამით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა….. ამით უბრალოდ ის სტერეოტიპი დაიმსხვრევა რომ მსგავსი რამის შექმნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ამიტომ ვიკითხე რელიგიას შემდეგში რა ბედი უწერიათქო. მგონი ავხსენი ეხლა რა შინაარსის კითხვაც იყო და სწორედ გაიგებ. ახალგაზრდა ვარ თუმცა დამიჯერე ყველაფერს ძალიან სიღრმისეულად ვაკვირდები და მინდა ყველაფერი უკეთ გასაგები იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოთ პოსტებით საუბარი ცოტა ძნელია.

            Like

            1. აკაკი

              ცერნის ამაჩქარებელში შეიძლება ძალიან დიდი სიჩქარით, ანუ დიდი ენერგიის მქონე ნაწილაკები ერთმანეთს შევაჯახოთ, რა დროსაც გამოყოფილი ეს ენეგრია შექმნის აქამდე უცნობ სუბატომურ ნაწილაკებს; ეს დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ (უფრო სწორი იქნება – მივუახლოვდეთ იმის გაგებას), თუ რა ფენომენია მაგალითად გრავიტაცია, შესაძლებელია თუ არა ანტიგრავიტაციის არსებობა, შესაძლებელია თუ არა ინფორმაციის მყისიერი გადაცემა, ან სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად გადაადგილება (და არა მოძრაობა); შეიძლება შევქმნათ კვანტური ფიზიკის ახალი მოდელი, რომელიც ფარდობითობის ზოგად თეორიასთან თანხვედრაში იქნება; შეიძლება ე.წ. „ყველაფრის თეორიაც“ კი შევქმნათ, ან კიდევ უფრო მეტსაც მივაღწიოთ, მაგრამ…
              მაგრამ ახალ სამყაროს (სხვა სივრცე-დროს) ვერ შევქმნით, ან თუნდაც ასეთი ექსპერიმენტების შედეგად მართლაც რომ შეიქმნას პარალელური მიკრო, ან მაკრო-სამყაროც კი (რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი!), მას საკუთარი სივრცე და საკუთარი დრო ექნება და ჩვენ მასზე (მის არსებობაზეც კი!) ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივიღებთ და მით უმეტეს ვერანაირ გავლენას ვეღარ მოვახდენთ „ჩვენს მიერ შექმნილ“ ამ სამყაროზე 😉
              ზემოთ ვთქვი, ძალიან მეპარებათქო ეჭვი. უფრო სწორი იქნებოდა – დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი სამყაროს ვერ შევქმნით. ჯერ ერთი, დიდ ადრონულ კოლაიდერში შეიძლება მხოლოდ მიახლოება დიდი აფეთქების მომენტთან, უფრო სწორად კი იმ პირობებთან (ისიც გარკვეული თვალსაზრისით!), რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ თუნდაც ძალიან მცირე დროის გასვლის შემდეგ იყო; შეიძლება ხვალ ავაგოთ უფრო დიდი ამაჩქარებელი და კიდევ უფრო მივუახლოვდეთ სამყაროს შექმნის მომენტს, ზეგ კიდევ უფრო დიდი და ა.შ. მაგრამ უსასრულოდ დიდი ენერგიისა და სიმკვრივის შექმნას ვერასოდეს შევძლებთ (საერთოდ ვერაფერს უსასრულოს ვერ მივაღწევთ, ბუნებაში არსებული სინგულარობებიც კი – ანუ „შავი ხვრელები“ – ჰოკინგის თეორიის თანახმად, არ არიან „ნამდვილი შავი ხვრელები“, რადგან ისინი ასხივებენ ე.წ. ჰოკინგის გამოსხივებას და დროთა განმავლობაში შეიძლება დაკარგონ მასა, თუ რამე ახლომახლო ებიექტი არ „ჩაყლაპეს“; ამ სინგულარობებში დრო და სივრცე არ არსებობს, უფრო სწორად კი დრო და სივრცე აზრს კარგავენ, მაგრამ განსხვავებით იმ სინგულარობისგან, რომლიდანაც სამყარო იშვა, ისინი თავად დროში და სივრცეში არსებობენ!)… და მეორე – საერთოდ არაფერი ვიცით დიდი აფეთქების „მიზეზის“ შესახებ, ანუ რამ „გამოიწვია“ სამყაროს შექმნა და ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ, სწორედ იმის გამო, რომ ეს არანაირ ფიზიკურ პროცესს არ გამოუწვევია – დრო ხომ დიდ აფეთქებასთან ერთად გაჩნდა; მოვლენას, რომელიც დროში არ მომხდარა, არამედ თვითონ მან შვა დრო, ვერანაირად ვერ ექნება რაიმე მიზეზი…
              ახლა რაც შეეხება ამ პოსტში აღწერილ ერთ მოვლენას, კერძოდ კი ე.წ. „ღმერთის მუზარადს“ რაც შეეხება, ამაზე საინტერესო იქნება არა მარტო შენი, არამედ ყველა მატერიალისტის აზრიც… ევოლუციის პროცესი (რომლის თეორიასაც სრულად ვიზიარებ, თუმცა ეს თეორიაც სრულყოფილი არ არის, სრულყოფილი თეორიები უბრალოდ არ არსებობენ!) ხორციელდება ძირითადად ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით; ეს პრინციპი კი გულისხმობს ისეთი ინდივიდების გადარჩენას და მათი შთამომავლობის გამრავლებას, რომლებიც უკეთ ეგუებიან არსებულ გარემო პირობებს ე.ი. გააჩნიათ ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც ამ გარემოში მათ სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს; ინდივიდები, რომლებსაც აქვთ ესა თუ ის „საზიანო“, „მავნე“ ნიშან-თვისება, იხოცებიან და თაობათა განმავლობაში ეს მავნე და საზიანო ნიშან-თვისება პოპულაციიდან ქრება (ყოველ შემთხვევაში, პოპულაციის შიგნით იშვიათად გვხვდება); ახლა ამიხსენით, როგორ მოხდა, რომ ყველა ადამიანს, ან თუნდაც ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, თავის ტვინში აქვს უბანი, რომელიც ცნობიერებაში წარმოშობს „მავნე“, „საზიანო“ და „ზედმეტ“ რელიგიურ გრძნობებს; არ მივიღებ არგუმენტს, რომ „ეს უბანი სხვა ფუნქციებსაც შეიძლება ასრულებდეს“, ან „არც ისე საზიანოა, რომ მისი მქონე ინდივიდები არ გამრავლდნენ“ და ა.შ. ისეთ მცირე მოცულობაში, როგორიც თავის ტვინს უკავია, ყოველ კუბურ მილიმეტრს აქვს მნიშვნელობა და თუ ამ ფუნქციაზე (რელიგიური გრძნობების წარმოქმნაზე) უფრო მნიშვნელოვან ფუნქციებად მივიჩნევთ მხედველობას, სმენას, ყნოსვას, გემოვნებას, შეხებას, ტკივილს, წონასწორობას, მეტყველებას და ლოგიკურ აზროვნებას, სხვადასხვა კრეატულ უნარებს და ა.შ. გამოვა, რომ ტვინში გვაქვს უბანი, რომელიც ტყუილად იკავებს იმ ადგილს, რომელიც უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული (ორგანიზმში ყველაფერს აქვს თავისი ფუნქცია, მათ შორის ე.წ. რუდიმენტულ ორგანოებასც; მაგალითად ამ ცოტა ხნის წინ ჭია ნაწლავის, ანუ ე.წ. „აპენდიქსის“ ფუნქციაც აღმოაჩინეს – იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღი ფლორის დეპოა; და ეს შეიძლება მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია იყოს); დამისახელეთ ერთი ფაქტი, რომ რომელიმე ცხოველს (აღარაფერს ვამბობ ადამიანზე), ჰქონდეს უფუნქციო, ზედმეტი ორგანო, ან გამოუსადეგარი, არასაჭირო, მით უმეტეს „მავნე“ ნიშან-თვისება…
              ხოლო თუ იტყვით, რომ რელიგიური გრძნობები „მავნე“ არ არის და ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე აუცილებელიც კი „იყო“ (ამ აზრს ვინც გამოთქვამს, წესით უნდა მიაჩნდეს, რომ ახლა აღარ არის აუცილებელი!), ამიხსენით რა როლი ითამაშა ამ „ბიოლოგიურმა ნიშან-თვისებამ“ ადამიანის, როგორც სახეობის წარმოქმნაში, სახეობისა, რომელმაც ერთადერთმა მოახერხა ცივილიზაციის ჩამოყალიბება…

              Like

  13. Gabriel

    მე კი ძალიან მჯერა რომ სასურველ შედეგს მოგვცემს ცერნის ამაჩქარებელი. გეთანხმები, რომ თუ შეიქმნა ( და კიდევ ვიმერებ მჯერა რომ შეიქმნება) მიკრო სამყარო მას ჩვენთან არანაირი კავშირი არ ექნება და და ვერც მის დროს გავზომავთ და ვერც ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ მასზე ჩვენ. მაგრამ…… მაგრამ რა ხდება? ამასაც ხომ უნდა გავცეთ პასუხი? ყველა ის ცოდნა სამყაროს შესახებ რაც დღემდე დაგროვდა თავდაყირა დგება ან შეიძლება ითქვას რომ წარსულს ბარდება და იწყება ახალი ეპოქა. მიუხედავად იმისა რომ ამ მიკრო სამყაროს შექმნის შემდეგ ის ჩვენთვის აღარ იარსებებს და აღარ ექნება რაიმე მიზეზშედეგობრივი კავშირის უნარი ჩვენთან, მაინც გვეცოდინება უმთავრესი რამ, ის რომ შევქმენით სამყარო. დღევანდელი მიღწევები ადრე წარმოუდგენელი იყო ადამიანისთვის. შეიძლება სწორედ ამ ნაბიჯმა სამომავლოთ ის შედეგი გამოიღოს რომ ადამიანი გაცდეს დიდი აფეთქების მომენტს, ანუ უფრო უკან გადაახვიოს კაცობრიობამ ”აფეთქება” და ჩაწვდეს ახალ საიდუმლოებას. იქნებ დრო არსებობდა მაქამდე? ეს ხომ არავინ იცის. მიკრო სამყაროს შექმნის შემდეგ ის მოსაზრებაც რეალური ხდება რომ ჩვენც ვინმეს მიერ შეიძლება ისევე ვიყოთ შექმნილები როგორც ჩვენ ვქმნით ამ სამყაროს. ( შეიძლება ამაზე ვინმეს გაეცინოს, მაგრმ…. 🙂 ) ( ოღონდ არა ღმერთის მიერ, ეს ექსპერიმენტი პირიქით კითხვის ნიშანს დაუსვამს ღმერთის არსებობას)
    არც ის დაგვავიწყდეს რომ არაფერია სტაბილური. მათ შორისს არც დრო..
    რელიგიური გრძნობები 🙂 ჩაბეჭდილი გრძნობები.!…. ადამიანნის მართვა ძალიან ადვილია. მაშინ თუ ეს რელიგიური გრძნობები ჭეშმარიტია, და მართლა ღმერთის შვილები ვართ, (ჭეშმარიტი ღმერთის, რომელიც სიკეთეა) საიდან ეს ”ბოროტი” უბნები ტვინში ( ასე დავარქმევ, ადამიანს სულ აქვს სიბოროტის უნარი, ესეც გრძნობაა 🙂 ) ტვინში რომელიც ღმერთმა შექმნა.?? ღმერთმა ხომ ადამიანი თავისი ხატის მსგავსად შექმნა.
    დარწმუნებული ვარ ქრისტიანი ხარ, მაგრამ რომ დაბადებულიყავი სადმე სხვაგან სადაც რელიგია მუსლიმანობაა ან ბუდიზმი არამგონია ამ ”ჭეშმარიტი” ქრისტიანობის მიმდევარი ყოფილიყავი. პირადად ჩემს ტვინში კი მსგავსი რელიგიური გრძნობები არ არსებობს და არც არასდროს შემინიშნავს 😉 დარწმუნებული ვარ არც გამიჩნდება ტვნიში ეგ გრძნობა.!
    უბრალოთ ყველაფერს გვინდა დღევანდელი ცოდნით გავცეთ პასუხი და ვამტკიცოთ ის რაც არ ვიცით.
    ადამინისთვის ”ხელოვნურაედ შექმნილი რელიგიები და ხელოვნური გრძნობები” არ იყო საჭირო . ამან შეანელა ადამიანის განვითარება.
    ყოველთვის არსებობდა ისეთი ადამიანი რომელსაც სურდა ძალაუფლება ქონოდა და ემართა ხალხი. ასე ჩამოყალიუბდა რელიგიური გრძნობები რელიგიებთან ერთად. 😉

    Like

    1. აკაკი

      „მიუხედავად იმისა რომ ამ მიკრო სამყაროს შექმნის შემდეგ ის ჩვენთვის აღარ იარსებებს და აღარ ექნება რაიმე მიზეზშედეგობრივი კავშირის უნარი ჩვენთან, მაინც გვეცოდინება უმთავრესი რამ, ის რომ შევქმენით სამყარო“ – საინტერესოა, გეგმავ ექსპერიმენტს, რომლის სედეგს ვერ დააკვირდები, მაგრამ მაინც გეცოდინება ეს შედეგი??? ამას ეძახი მეცნიერულ აზროვნებას? 😉

      „შეიძლება სწორედ ამ ნაბიჯმა სამომავლოთ ის შედეგი გამოიღოს რომ ადამიანი გაცდეს დიდი აფეთქების მომენტს, ანუ უფრო უკან გადაახვიოს კაცობრიობამ ”აფეთქება” და ჩაწვდეს ახალ საიდუმლოებას. იქნებ დრო არსებობდა მაქამდე? ეს ხომ არავინ იცის“ – როგორ გგონია, რატომ არსებობს ასეთი შეხედულება ფიზიკაში, რომ დრო დიდი აფეთქების მომენტში გაჩნდა და ისეთი ცნება როგორიცაა „დიდ აფეთქებამდე“ არც კი განიხილება? ფარდობითობიზ ზოგადი თეორია, რომელიც დღემდე ექსპერიმენტულად სულ ახალ-ახალი მტკიცებულებებით მყარდება, ზაუსტად აღწერს ისეთ რამეს, რასაც სინგულარობას ვუწოდებთ; სინგულარობაში დრო და სივრცე არ არსებობს. თუ შენ დილეტანტის დონეზე მაინც გესმის ეს თეორია (რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ბევრ ცნობილ ფიზიკოსსაც კი არ ესმის), მაშინ მიხვდები, რასაც ნიშნავს დროის არარსებობა. 😉

      „რელიგიური გრძნობები 🙂 ჩაბეჭდილი გრძნობები.!…. ადამიანნის მართვა ძალიან ადვილია. მაშინ თუ ეს რელიგიური გრძნობები ჭეშმარიტია, და მართლა ღმერთის შვილები ვართ, (ჭეშმარიტი ღმერთის, რომელიც სიკეთეა) საიდან ეს ”ბოროტი” უბნები ტვინში ( ასე დავარქმევ, ადამიანს სულ აქვს სიბოროტის უნარი, ესეც გრძნობაა 🙂 ) ტვინში რომელიც ღმერთმა შექმნა.?? ღმერთმა ხომ ადამიანი თავისი ხატის მსგავსად შექმნა“ – რომელ ბოროტ უბნებზე მელაპარაკები? ბოროტება გრძნობა არ არის, ისევე როგორც სიკეთე; სიკეთე სულ სხვა ფენომენია, ადამიანური გრძნობების ენაზე ვერ აღწერ, მხოლოდ ფილოსოფიური მსჯელობა შეიძლება სიკეთის არსის შესახებ. ბოროტება კი სწორედ ამ სიკეთის არარსებობაა და თავის ტვინში არანაირი უბნები არ აქვს!!! 😉

      „დარწმუნებული ვარ ქრისტიანი ხარ, მაგრამ რომ დაბადებულიყავი სადმე სხვაგან სადაც რელიგია მუსლიმანობაა ან ბუდიზმი არამგონია ამ ”ჭეშმარიტი” ქრისტიანობის მიმდევარი ყოფილიყავი“ – აქ არ ვსაუბრობთ რელიგიაზე. ეს ცალკე საუბრის თემაა; ჩვენ ვსაუბრობთ იდეალიზმზე და მატერიალიზმზე (ესეც ფილოსოფიური ცნებებია, ანუ რა არის პირველადი იდეა, თუ მატერია; ჰო კიდევ არსებოსბ დუალიზმიც, რომელიც გულისხმობს, რომ ორივე პირველადია, მაგრამ ეს სხვა დროს იყოს); ასე რომ ჯერ ის „გავრკვიოთ“ ეს ჩვენი მატერიალური სამყარო „თავისით შეიქმნა“, თუ აბსოლუტურმა გონმა შექმნა, მერე კი რელიგიებზე გადავიდეთ 😉

      „ადამინისთვის ”ხელოვნურაედ შექმნილი რელიგიები და ხელოვნური გრძნობები” არ იყო საჭირო . ამან შეანელა ადამიანის განვითარება“ – საინტერესოა ეს განვითარება რა მიზანს ემსახურება, თუ განვითარება თვითმიზანია? დავუშვათ ძალიან განვვითარდით – მერე ამით რას მივაღწევთ? ოდესმე ეს სამყარო ისევე შეწყვეტს არსებობას, როგორც შეიქმნა; მასთან ერთად გაქრება ყველა ის იდეა და ცოდნა, რომელიც მასში არსებობდა (მე ასე არ ვთვლი, მაგრამ მატერიალისტური თვალთახევით ასეა – მატერია პირველადია და იდეა კი მაღალგანვითარებული, მაღალორგანიზებული მატერიის პროდუქტი; გაქრება მატერია და გაქრება იდეაც); მაშ მითხარი, ადამიანის, კაცობრიობის უმთავრესი მიზანი, მისი არსებობის საზრისი რაშია? 😉

      „ყოველთვის არსებობდა ისეთი ადამიანი რომელსაც სურდა ძალაუფლება ქონოდა და ემართა ხალხი. ასე ჩამოყალიუბდა რელიგიური გრძნობები რელიგიებთან ერთად“ – ეს შენი პირადი მოსაზრებაა (თუნდაც შეიძლება ბევრ სხვასაც სწორედ ასეთი, ან მსგავსი მოსაზრება ჰქონდეს).

      და ბოლოს, საწყენად არ მიიღო, მაგრამ ქართულის გაკვეთილებზე ეტყობა არ დადიოდი, ან მასწავლებელი არ გივარგოდა, ასე რომ პატარა შენიშვნებს ამაზეც მოგცემ; იმედია გაქვს იმის პრეტენზია, რომ განათლებული ადამიანი გახდე, ამის გარეშე კი განათლება არ არსებობს; მაშ ასე:
      არასწორია „სამომავლოთ“, „უბრალოთ“ – სწორია „სამომავლოდ“, „უბრალოდ“;
      არასწორია „იქნებ დრო არსებობდა მაქამდე“ – სწორია „იქნებ დრო არსებობდა მანამდე“;
      არასწორია „სიბოროტის უნარი“ – სწორია „ბოროტების უნარი“;
      არასწორია „თავისი ხატის მსგავსად“ – სწორია „თავის ხატად“;
      არასწორია „რელიგია მუსლიმანობა“ – სწორია „რელიგია ისლამი“ (ასევე არასწორია „მუსლიმანი“, ან „მუსულმანი“ – სწორია „მუსლიმი“);
      და ა.შ.

      Like

  14. Gabriel

    1. ნამდვილად არ ვიცი მეცნიერების მომავალი როგორი იქნება ზუსტად, მაგრამ მას შემდეგ რაც სასურველ შედეგს მიიღებენ, ფაქტია რომ ძალიან დიდი წინსვლა იქნება უფრო მეტი ეცოდინება ადამიანს და შესაბამისად მეცნიერებაც უფრო მეტად განვითარდება. თუ ეს არ გინდა გაიგო კი ბატონო შენი ნებაა 😉 და კიდევ… ”საინტერესოა, გეგმავ ექსპერიმენტს, რომლის სედეგს ვერ დააკვირდები, მაგრამ მაინც გეცოდინება ეს შედეგი???” ___ არ ვიცი რა გიპასუხო :/ … ეტყობა ამ მოვლენას კარგად და სიღრმისეულად ვერ აფასებ გეტყობა ასეთ მარტივ კითხვას რომ სვამ. მე ვერ გიპასუხებ ამომწურავად რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ასეთი ”გენია” ( ასე მოვიხსენიებ) ადამიანები ასეთ პროექტზე მუშაობენ, მიზანი მხოლოდ ის არ არის რომ შექმნან და მორჩნენ ამით ყველაფერს. 😉 უბრალოდ ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია თუ ამ პროექტს ადამიანი ეგრე უყურებს.
    2. მოდი შენი სუბიექტური აზრებით და შეხედულებებით ნურაფერს დავასკვნით 😉 ”სინგულარობაში დრო და სივრცე არ არსებობს” დამიჯერე ამდენი მარტო შენ არ იცი 😉 მაგრამ ”დროსთან” დაკავშირებით მოდი სხვა თეორეებსაც გაეცაანი, კიდევ არის მრავლად. 😉 ( ოღონდ ისეთებს არა ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით რომ ყველაფერი შექმნა)
    3. ”ბოროტება კი სწორედ ამ სიკეთის არარსებობაა და თავის ტვინში არანაირი უბნები არ აქვს” და რა?? ვერ ვხვდები ამით თ რამე შემისწორე. ))) თუ ღმერთმა შექმნა ”ტვინი” რატომ შეიძლება რომ ამ ტვინში ”სიკეთის” არ არსებობა იყოს?……..
    4. ”ეს ჩვენი მატერიალური სამყარო „თავისით შეიქმნა“, თუ აბსოლუტურმა გონმა შექმნა,”__ ამაჩქარებელი გვიჩვენებს. ოღონდ ისე მარტივად არ გაიგო როგორც ზევით პოსტში, რომ თუ შექმნილი სამყარო გაქრება და ჩვენთვის არ იარსებებს რა აზრი აქვს ამ ექსპერიმენტსო.
    ” მერე კი რელიგიებზე გადავიდეთ”___ალბათ ვერ მიხვდი რა დავწერე კარგად… არაუშავს.
    5. ”მაშ მითხარი, ადამიანის, კაცობრიობის უმთავრესი მიზანი, მისი არსებობის საზრისი რაშია?”__ ასეთ მარტივ კითხვებს არ უნდა სვამდე. :/ …. კოლონიზაციაზე თუ გსმენია რამე???____და შემდეგ გავაგრძელებ ამ ელემენტარულ საკითხს. და ისე შენი შეხედულებებით ანუ რელიგიურად, ამ შემთხვევაში ადამიანის უმთავრესი მიზანი რაშია? ოი რა ცუდ რაღაცეებს განვიხილავთ ძალიან ელემენტარულებს. აი ძალიან. :/ … რაში ჭირდება ადამიანს ცოდნა და შემეცნება არა? არ ვისწავლოთ, არაფერი გავიგოთ, რაში გვჭირდება ცოდნა.!!!!!!!! :/ :/ :/
    6. ადამიანი ზოგადად მარტივი არსებაა… ოდითგანვე მას ამოძრავებს წინსვლის და მართველობის გაუმაძღარი ”ჟინი”. ანუ მარტო ჩემი აზრი არაა და ზევით პოსტშიც დავწერე რომ რელიგია სამართავი მექანიზმია რომელიც ისევ და ისევ ადამიანმა შექმნა. აი ეს არის ჩემი პასუხი მეტს არაფერს დავამატებ. არ ვიცი ზუსტად გაიგებ და მიხვდები თუ ვერა/არა.
    7.”აქ არ ვსაუბრობთ რელიგიაზე. ეს ცალკე საუბრის თემაა; ჩვენ ვსაუბრობთ იდეალიზმზე და მატერიალიზმზე ” შენი იდეალიზმი მოდი პირდაპირ ვთქვათ რელიგიააა… სწორედ რელიგიას მიპირისპირებ, როცა მეუბნები რომ ჩემი ”მატერიალისტური” აზროვნება არასწორია და სამყაროს შემოქმედი ყავს. მგონი გახსოვს რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ და რელიგიას განზე ნუ გავწევთ და საერთოდ ძალიან დამაბნიე ვერ გავიგე რა მოსაზრებას ემხრობი. ჯერ სამყაროს შექმნის ორად ორ ვერსიას განვიხილავთ და ერთ ერთი რელიგიაასთნაა პირდაპირ კავშირში, თან შენი პოზიციაა. მერე მეუბნები რელიგია არაო… არ ვიცი ვერ მივხვდი. …… რელიგიაზე რაც ვახსენე ნამდვილად საუბართან იყო დაკავშირებული და უაზროდ და უშინაარსოდ არ ”ჩამიკვეხია”
    ხოლო ქართულ გრამატიკას რაც შეეხება აი ნამდვილად შეუფერებლად მიმაჩნია აქ ”გრამატიკაზე” საუბარი.;) 😉 ნამდვილად არ ვყოფილვარ გრამატიკით გატაცებული შეიძლება ამ პოსტშიც ბევრი შეცდომა დავუშვი ასე რომ გულთან ახლოს ნუ მიიტან. 😉

    ”თავისი ხატის მსგავსად” ძალიან ველოდებოდი რომ ამ სიტყვებზე ყურადღებას გაამახვილებდი და ასეც მოხდა, შეგნებულად არ ჩავსვი ფრჩხილებში. საკმაოდ მორწმუნე ხალხს ვიცნობ და აქედან გამომდინარე რელიგიას შემიძლია ვთქვა საკმაოდ კარგად გავეცანი ბავშვობიდანვე. ასე რომ ძალიან კარგად ვიცი ისიც, რომ ”თავის ხატად” არის სწორი მაგრამ რა ვქნა ეს გაუნათლებელი და უცოდინარი მღვდლები მე რომ მხვდებიან სულ 😉 ვიფიქრე მღვდელია და რადგან ესე ამბობს სწორი ესე იქნება თქო.

    Like

    1. აკაკი

      მოკლედ გეტყვი და ბოლოდან დავიწყებ 😉
      1. მღვდელი ნამდვილად არ ვარ, მეტიც, არც ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ;
      2. „შენი იდეალიზმი მოდი პირდაპირ ვთქვათ რელიგიააა…“ – ეს პრიმიტივიზმია, ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ იდეალიზმზე და მატერიალიზმზე და არა ქრისტიანობაზე, ისლამზე, იუდეველობაზე, ბუდიზმზე, ჯაინიზმზე, კრიშნაიზმზე, მაზდეანობაზე და ა.შ. ანუ რელიგიებზე;
      3. „ასეთ მარტივ კითხვებს არ უნდა სვამდე. :/ …. კოლონიზაციაზე თუ გსმენია რამე???“ – მარტივ კითხვებს მარტივი პასუხები უნდა გასცე, ეს პასუხი კი მარტივი კი არა პრიმიტიულია და ზედმეტად ბავშვური, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ 15-16 წლის ხარ;
      4. „ეს ჩვენი მატერიალური სამყარო „თავისით შეიქმნა“, თუ აბსოლუტურმა გონმა შექმნა,”__ ამაჩქარებელი გვიჩვენებს“ – კვლავ 15-16 წლის ბავშვის რწმენაა, რომ რამე ინსტრუმენტი, თუნდაც ყველაზე სრულყოფილი პასუხს გასცემს ამ კითხვას;
      5. „ეტყობა ამ მოვლენას კარგად და სიღრმისეულად ვერ აფასებ გეტყობა ასეთ მარტივ კითხვას რომ სვამ. მე ვერ გიპასუხებ ამომწურავად რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ასეთი ”გენია” ( ასე მოვიხსენიებ) ადამიანები ასეთ პროექტზე მუშაობენ, მიზანი მხოლოდ ის არ არის რომ შექმნან და მორჩნენ ამით ყველაფერს“ – ანუ შენ ფიქრობ, რომ ეს „გენია“ ადამიანები სერნის ამაჩქარებელში ახალი სამყაროს შექმნაზე მუსაობენ?! 😀 😀 😀 მე მგონი შევცდი, 15-16 ნამეტანი მომივიდა 😀 თუ ვცდები და უფრო მეტის ხარ მომწერე და მერე გავაგრძელოთ, თორე ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რომ ბავშვებს, რომლებიც ჯერ არ მომწიფებულან საამისოდ, ფილოსოფიურ თემებზე ვეკამათო 🙂

      Like

    2. აკაკი

      ჰო კიდევ ჩარლის მინდა ვთხოვო, ალბათ მისთვისაც საინტერესოა, იქნებ პოსტის დადებისას დაემატოს სავალდებულო ველი სადაც ასაკს მივუთითებთ. ცნობისთვის მე 41 წლის ვარ, პროფესიით ფსიქიატრი 😉

      Like

      1. Gabriel

        აუფ… ნწუ ნწუ…’ ეს რა იყო ეხლა ვითომ. ზევით ორ საწყის განვიხილავდით მგონი. ერთი მატერიალისტური მეორე ის, რომ არსებობს შემოქმედი. თუ შენ არცერთს არ ემხრობი და რამე ახალ აღმოჩენას ძერწავ აბა წარმატებები მაშინ…. და ღმერთი კიდე ადამიანისთვის პირდაპირ კავშირშია რელიგიასთან. შეგიძლია წაიკითხო ან გაესაუბრო სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს და გაიგებ რომ ყველას თავისი ღმერთი ყავს და მათი ღმერთია შემოქმედი ყველაფრის. :/ თუმცა მოდი რადგან ეგრე ფიქრობ რელიგიაც გვერდზე გავწიოთ. მგონი გეშლება 41 არ ხარ შენ 😀 ან თუ ხარ მაშინ არ უნდა გაგემხილა შენი ასაკი, შენი გასაჯაროვებული მოსაზრებების გამო. არ შეეფერება 41 წელს. თორემ ცოტა სიღრმისეულად შეხედავდი ყველაფერს. 😦 მართლა პრივმიტიზმია და პრიმიტიული აზროვნება ადამიანი რომ იტყვის ცერნის ამაჩქარებელს რა აზრი აქვსო და ადამიანის, კაცობრიობის უმთავრესი მიზანი, მისი არსებობის საზრისი რაშიაო მე რომ მკითხავს. რაღა გავაგრძელო ან რაღაზე გეკამათო? მოდი შენ იფიქრე ჯერ მაშინ კაცობრიობის უმთავრესი არსებობის საზრისი რაშია რომ გაიგებ პასუხს მერე მეც გამაგებინე 😉 წარმატებები. 😉 ისე ყველაზე საინტერესო იცი რა არის.? შენი უმთავრესი აზრი რა არის ამ ცხოვრებაში? (მართლა ძალიან მაინტერესებს როგორც ინდივიდუალური ადამიანის)
        ისე მართალი ხარ მგონი გია დვალიც და ცერნის ამაჩქარებელზე მომუშავე სხვა მეცნიერებიც 15 წლისანი არიან, რომ სჯერათ სასურველი შედეგის მიღების.
        ჰო ჩარლის მეც მინდა ვთხოვო რაღაცა ))) ჩარლი იქნებ პოსტის დადებისას დაამატოთ როგორც ასაკის სავალდებულო ველი ასევე გონებრივი განვითარების/შესაძლებლობების მისათითებელი ველი. 😉

        Like

        1. Gabriel

          მაგრამ ჩემთან თუ აპირებ იმის გარკვევას მე ვარ მართალი თუ შენ თავისი მოსაზრებებით აზრი არ აქვს. ვერც მე ვერც შენ და საერთოდ ვერავინ ვერავის ამაში ვერ გაარკვევს და ამომწურავ პასუხს ვერ მოგვცემს. ვიმედოვნებ კაცობრიობა განვითარდება ოდესღაც იმ დონეზე რომ რაღაც დონეზე გადალახავს ამ ბარიერს და პასუხს გასცემს იმ კითხვას რაზეც ვდავობთ. როგორ შეიქმნა სამყარო არის თუ არა მატერიალური მხოლოდ და მხოლოდ თუ ხელი ურევია ”შემოქმედის”. მე ჩემი აზრი გამაჩნია და ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ. 😉

          Like

  15. Gabriel

    ცდილობ ირონია ჩააქსოვო შენს მოკლე პასუხებში მაგრამ არაუშავს მე ვიცი ეს რისი ბრალიცაა 😉 ასაკის მითითება დამავიწყდა და 22 წლის ვარ. ისეთ დროში ვცხოვრობთ რომ ახალი ეპოქის დაწყების მომსწრენი ვხდებით… არა მხოლოდ ამ კონკრეტულს ვგულისხმობ რაზეც ვსაუბრობთ. ზოგადად განვითარების ახალ საფეხურზე შევდივართ კაცობრიობა და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. ასეთი სიახლეები რომლებიც თავდაყიირა აყენებს აქამდე დაგროვილ ცოდნას და ცვლის ყველაფერს შეუძლებელია რომ ერთიანად და უეცრად მოვლენისთანავე კაცობრიობამ მიიღოს და დაიტიოს. ამას დრო სჭირდება. ამიტომ ადამიანები გარკვეული პერიოდი მსგავს სიახლეებს ვერასდროს აფასებენ და ისევ იმ საფეხურზე რჩებიან რომელზეც აქამდე იდგნენ. ეს კი არა მუსიკას სჭირდება ძალიან დიდი დრო რომ აღიარება მოიპოვოს ეს ისე პატარა პარალელივით 😉

    Like

    1. აკაკი

      ჰო კიდევ დაგავიწყდა გეთქვა რა განათლება გაქვს და IQ რამდენი გაქვს (ეს ხომ შენი იდეა იყო). IQ-ს ზუსტად ვერცერთი ტესტი ვერ ზომავს, მაგრამ დიაპაზონი მაინც დაწერე, მე მაგალითად ვექსლერის კითხვარით 143-ზე ნაკლები არასოდეს გამომსვლია… სამწუხაროდ ისეთი ტესტი, რომელიც უფრო ზემოთ მეტი სიზუსტით ზომავს ვერ ვნახე 😦

      Like

    1. Gabriel

      გააჩმია ბიბლიის მიხედვით 7 დღეში შექმნა. ღმერთი ყოვლის შემძლეა მისთვის დაბრკოლებას არაფერი წარმოადგენს, მაგრამ 7 დღე რაღატომ მოანდომა მაშინ? :/ იღლებოდა და ისვენებდა?

      Like

  16. კარგით, მაშინ იქნებ ვინმემ იმაზეც გამცეს პასუხი,ამ ექვს დღეში შექმნა ადამიანებიც და დინოზავრებიც, არადა მეცნიერულად დამტკიცებულია როგორც ვიცი რომ დინდინოზავრებს და ადამიანებს ერთად არ უცხოვრიათ, ანუ დინოზავრები შექმნა და ორ სამ დღეში გადაშენდნენ?? პასუხს ველი ბიბლიის თავგამოდებული დამცველებისგან,ეს კითხვა წლებია მაწუხებს…კიდევ ბევრი კითხვები მაქვს მაგრამ იმაზე პასუხს ვერავინ გამცემს და თავს შევიკავებ ვინმეს რწმენა არ დავაკარგვინო

    Like

  17. Gabriel

    Lola ”საღოლ” :)…. აკაკი რაც შეეხება შენს კითხვას 14 წლის ასაკში IQ ტესტით ( ნამდვილად არ ვიცი რომელი ტესტი იყო) 118 ქულა ვაჩვენე. მას შემდეგ აღარ მიცდია. ნუ პრინციპში არც მაშინმ იყო ჩემი იდეა IQ შემოწმება უბრალოთ სკოლაში ( სკოლის მასწავლებელმა შემამოწმა) ”რატომღაც” დაებადათ ეს აზრი რომ შევემოწმებინე 😉 და შენ რომ ნამდვილად რთული ტესტი არ გაგივლია (ვერ ვერკვევი კარგად) ( ან ძაან უმატებ 🙂 )გეტყვობა თორემ მაგ შედეგით ნაპოლეონს და აინშტაინს გაუსწორდებოდი და ეგეთი უბრალო აკაკი აღარ იქნებოდი. 😉 აინშტაინს და ჰოკინგს 160 ქულა )))))))))) : ))))) ერთხელ მასწავლებელმა მშობელი დაიბარა სკოლაში ვერ მივხვდი რატომ სანამ შემდეგში არ გავიგე მიზეზი… შენი შვილი მაოცებს თან წერს თან ჩემს გაკვეთილის ახსნას ისმენს და თან გვერდზე მჯომს ესაუბრებაო… მგონია რომ არ მისმენსო მაგრამ კითხვას რომ დავუსმევ ახსნილიდან მპასუხობსო. ეს დღესაც არ ვიცი რთული რამეა თუ? ძალიან ჩვეულებრივად ვაკეთებ და მაგიტომ.

    Like

  18. გაბრიელ შენ ნამდვილად ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხარ,ღმერთმა თავის უხვი კალთა დაგაბერტყა )))) ისე ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა ქალებში,მამაკაცებში იშვიათია

    Like

  19. Gabriel

    ”და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და იხილა ღმეთმა ნათელი რომ კაგი იყო და განყო ნათელი ბნელისაგან. და უწოდა ნათელს დღე, ხოლო ბნელს ღამე.” ანუ რა გამოდის რომ ღმერთმა მანამდე არ იცოდა ნათელი როგორი იყო? :/

    Like

  20. ღმერთი ხომ ყოვლის შემძლეა და სიბნელეშიც ხედავს))) ისე მაგ კითხვაზე მღვდლების პასუხი მე ასე მაქვს წარმოდგენილი: შვილო შენ ყველაფერს მიწიერი თვალებით უყურებ,ბიბლიაში ბევრი რამე მოკვდავთათვის რთული გასაგებია,გულით ილოცე და ღმერთი გაგცემს ყველა კითხვაზე პასუხს… ლოცვის შემდეგ მესამე თვალი თუ არ აგეხილა ესეიგი ვერ ილოცე გულით… )))

    Like

    1. Gabriel

      ჰაჰა 🙂 ლოლაა ღმერთის უხვი კალთა მგონი არც შენ აგცდენია 🙂 მიხარია ესეთი ადამიანები რომლებიც ”აზროვნებენ”. მღვდლის პასუხი და ზოგადად რელიგიის პასუხი ნებისმიერ კითხვაზე ასეთია. ღმერთს მიენდე, არა ისწავლო და არა შეიმეცნო. შესაბამისად ისეთი ადამიანები რომლებიც მხოლოდ რელიგიით და ღმერთის არსებობით ცხოვრობენ ნაკლებად უფიქრდებიან ბევრ რამეს რადგან ”ამ ბევრ რამეზე” პასუხი უკვე აქვთ…. პასუხია ღმერთი. შესაბამისად არც ეძიებიან მეტს.

      Like

  21. ისე ყველა მღვდელს ერთ ტაფაში ნუ მოვხარშავთ ))) მე ვიცნობ ერთ მღვდელს, ძალიან განათლებული და მოაზროვნე პიროვნებაა მაგრამ ვერაფერს ვეკითხები, არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო, თან მიკვირს როგორ სჯერა ამ ყველაფრის, არადა მართლა სჯერა… აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ მარტო აზროვნება არაფერ შუაშია, ალბათ ჩვენი ტვინები სხვადასხვაგვარად არის მოწყობილი ))))არ თვლი რომ ადამიანებს რწმენა მეტნაკლებად სჭირდებათ? ანუ ღმერთის მიმართ შიში, აი როგორც ბავშვობაში გუდიანი კაცით გვაშინებდნენ ხოლმე )))))

    Like

  22. Gabriel

    საქმეც მაგაშია, ყველას გვახსოვს ეგ გუდიანი კაცი ალბათ და ეხლა ვხვდებით, რომ ამას ჩენს ”სამართავად” აკეთებდნენ. ასევეა ღმერთის მცნება. გუდიანი კაცი გარკვეული პერიოდი ახდენს გავლენას აი ღმერთის რწმენა და შიში კი მთელი ცხოვრება (( მაგრამ მჯერა რომ მალე აეხილება კაცობრიობას თვალი. პირადად მე მჯერა რომ ძალიან ადრე (ქრისტეს შობამდე) ბევრად ადრე დიდი ცივილიზაცია არსებობდა იმაზე მეტად განვითარებულიც კი ვიდრე ჩვენ ვართ ბევრი რამ მიუთითებს ამაზე მაგრამ ეს ცალკე იყოს,, მაინტერესებს რელიგიური შეხედულება ამაზე, იყო თუ არა განვითარებული ადამიანი მაშინ და თუ იყო როგორი ან როგორ ეს ცალკე თემაა, მაგრამ ქრისტეს შობამდე თუ ადამიანმა არ იცოდა ”ჭეშმარიტი” ღმერთის არსებობა და მისი მცნებები მაშინ ასეთი ადამიანის სულს როგორ განიკითხავდა ღმერთი სიკვდილის შემდეგ? მან ხომ არაფერი უწყოდა ღმერთის არსებობის შესახებ.

    Like

    1. Koba

      საბჭოთა კავშირში ღმერთი არ იყო, მაგრამ იყო ენკავედე – შინსახკომი და მისი უფრო ეშინოდათ ვიდრე ღმერთის. შემდეგ კი ბრეჟნევის დროს ღმერთის იდეა ქურდის იდეამ ჩაანაცვლა.. ვიღაც ნარკომანი იდიოტი სადღაც ვარკუტის ზონაში რამეს რომ იტყოდა – მისი ნალოყინები უკვე კანონი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.. და ქურდის უფრო ეშინოდათ მაშინ ხალხს ვიდრე ღმერთის.. ასე რომ გინდ გააუქმე ეს ღმერთი გინდ განადიდე – ხალხის მართვის მექანიზმი მაინც იარესბებს და ეს მექანიზმი დაფუძნებული იქნება ადამიანის რაღაც ქვეცნობიერ გრძნობაზე რომელსაც მამის სინდრომი შეიძლება ეწოდოს .. თუ ღმერთი და ილია მეორე არ იქნება სულიერი მამა < მაშინ რამკიანი ქურდი ან სტალინი (ან მიშა, ან გრიშა) იქნებიან და მათი სიტყვა იქნება კანონი …

      თუ საზოგადოება არ გამონახავს ასეთ "მამას", მაშინ იქნება ველური ბალაგანი – ისეთი როგორ არის მაიმუნთა ჯოგში — ყველაზე ძლიერი გალახავს სუსტებს და მათ საჭმელს წაართმევს… და მათ "ცოლებსაც" არ დაზოგავს მაინცდამაინც …. პრინციპში ასე ხდებოდა ფეოდალურ საზოგადოებაში – ბატონი გლეხებს საჭმელსაც ართმევდა და მათ ცოლებთან პირველი ღამის ყფლებაც ჰქონდა.. მაგრამ ასეთი პრიმიტიული მაიმუნური ურთერთობებიც კი გარკვეულ რეგულაციებს მოითხოვენ – ამ რეგულაციებს კი ეკლესია ადგენდა და ასრულებდა ..

      Like

  23. ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა: კაცობრიობას თვალი არასოდეს აეხილება იმიტომ რომ ძალიან ბევრი და გავლენიანი ადამიანი მუშაობს ჩვენი ტვინების დამონებაზე…ხო მართლა სადღაც წავიკითხე, მგონი აქ, მეცნიერება და ბიბლია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებაო, და გამოდის რომ კაცობრიობა სულ რაღაც 6000 წელს ითვლის მაქსიმუმ (ბიბლიის მიხედვით). შეიძლება ვივარაუდოთ რომ ის დასკვნები რასაც მეცნიერები დებენ წინა ცივილიზაცას ან ცივილიზაციებს ეკუთვნოდეთ, მაგრამ ჩვენს წინ ცივილიზაციების არსებობა გამორიცხულია ბიბლიას თუ დავუჯერებთ… ანუ ბიბლიის მიხედვით ზეზვას და მზიას პერიოდში დედამიწაზე სიცოცხლე საერთოდ არ არსებობდა. და ყველაზე მაგარს გეტყვი ეხლა ვინმე ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი თუ კითხულობს ამ ყველაფერს, სიამოვნებით ფიქრობს, მოვა მეორედ მოსვლის ჟამი და გნახავთ ჯოჯოხეთის ცეცხლში მოგიზგიზეებსო, თუ პროტესტანტი კითხულობს წავა და ილოცებს ჩვენი სულების გადასარჩენად )))))

    Like

  24. Gabriel

    გეთანხმები რომ ძალიან რთული საკითხია აეხილება თუ არა ოდესმე კაცობრიობას თვალი, მაგარამ ძალიან მჯერა ცერნის ამაჩქარებლის რომელიც ყველაფერს შეცვლის საერთოდ. ანუ ის რაც არსებობდა აქამდე ფაქტიურად დაფაზე დაწერილ განტოლებას დაემსგავსება რომელიც უნდა წაშალო რადგან აღარ გჭირდება და ახალი დაწერო. რა აზრი აქვსო ამ ექსპერიმენტსო კითხულობენ და ის აზრი აქვს რომ მითოლოგიას გაანადგურებს.
    ბოლო ძალიან მომეწონა 😀 ჯოჯოხეთის ცეცხლი 🙂 …. რამდენი წლის ხარ ლოლა?

    Like

  25. შენ ჩემგან განსხვავებით მაინც ოპტიმისტურად ხარ განწყობილი,ალბათ ასაკის ბრალია ))) მე 28 ის ვარ და შენხელა რომ ვიყავი ამ თემაზე ვინმეს ესე რომ ესაუბრა ტაბურეტკას ჩავარტყავდი თავში ))))

    Like

  26. Gabriel

    ასაკი არაფერ შუაშია;) დაუფიქრდი კარგად და მიხვდები რომ ოდესღაც მორჩება ეს მითები ისევე როგორც ძველი მითები გადავარდა. სრულიად ლოგიკურია.

    Like

  27. Gabriel

    სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, შენ კიდევ ოპტიმისტი ხარო მეუბნები იმიტომ რომ პესიმისტი ხარ 🙂 . ცერნის ამაჩქარებელში სასურველი შედეგის მიღება ყველაფერს შეცვლის და წარმოუდგენლად განავითარებს მეცნიერებას. პროგნოზირება მეცნიერებაში ძალინ ძნელია და დროს ვერავინ განსაზღვრავს მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ცერნის ამაჩქარებლის არავის სჯერა იმიტომ, რომ ამას ყველა ”ფანტასტიკად” მიიჩნევს. არადა არც თუ ისე დიდი ხნის წინ სულ რაღაც 2001 წელს როდესაც ადამიანებმა მთვარეზე დაშვების განმეეორება მოისურვეს უშედეგოდ დამთავრდა ცდა. დღეს კი როგორ განვითარებულია ყველაფერი მთვარეზე ტურისტულ ტურებსაც კი აწყობენ )) ამით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელი არაფერია მითუმეტეს თუ ეს ექსპერიმენტი მეცნიერულ საფუძვლებზეე დამათემატიკურ გამოთვლებზეა დაფუძნებული. მესმის რომ ადამიანისთვის ეს რთული გასაგებია მაგრამ ამაში თავად დარწმუნდება ყველა როცა ეს მოხდება. ….

    Like

    1. აკაკი

      ეეეჰ გაბრიელ გაბრიელ… ხომ დავწერე ფსიქიატრი ვარ მეთქი… რა ტურებს აწყობენ მთვარეზე? სად წაიკითხე? 😀

      „მესმის რომ ადამიანისთვის ეს რთული გასაგებია მაგრამ ამაში თავად დარწმუნდება ყველა როცა ეს მოხდება“ – ეს დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც ლოლას წარმოდგენილი „მოვა მეორედ მოსვლის ჟამი და გნახავთ ჯოჯოხეთის ცეცხლში მოგიზგიზეებსო“ 😉

      და კიდევ, გავაგრძელებ ქართულის გაკვეთილს; ზემოთ გეწერა „ასევეა ღმერთის მცნება“; „ცნება“ და „მცნება“ სხვადასხვა ცნებებია (და არა „სხვადასხვა მცნებები“).

      IQ-ს რაც შეეხება, კვლავ ვიმეორებ, პროფესიით ფსიქიატრი ვარ, ამდენად გარწმუნებ, რომ ვექსლერის ტესტი რომელზეც მე ვლაპარაკობ (ალბათ შენც ვექსლერი ჩაგიტარეს, ოღონდ სპეციალურად მოზრადებისთვის ადაპტირებული ვარიანტი), არის ყველაზე აღიარებული ინსტრუმენტი ინტელექტის კოეფიციენტის საკვლევად. შენი 118 ქულა მიუთითებს, რომ საშუალოზე ცოტა მაღალი ინტელექტი გაქვს (ყველა ასაკს თავისი ნორმა აქვს და ყოველი ასაკისთვის საშუალო მაჩვენებელი მიიჩნევა 100 ქულად, ანუ 14 წლის 100 ქულა და დავუშვათ 30 წლის 100 ქულა სხვადასხვა რამაა). თუ სურვილი გაქვს არის ასეთი საიტი highiqsociety.org, ოღონდ სერიოზული ტესტი თუ გინდა გაიარო მოგიწევს დარეგისტრირება და ფულის გადახდა (ადრე უფასოც იყო, მაგრამ სამწუხაროდ აღარ არის); ჰო კიდევ ინგლისურიც უნდა იცოდე რაღაც დონეზე მაინც, რადგან ვერბალური კომპეტენციის შეფასებაც შედის და იქ მხოლოდ ინგლისური ტესტია…

      Like

      1. Gabriel

        შენ წარმოიდგინე არის უკვე ესეთი კომპანია აკაკი, თუ არ ვცდები და სწორედ მახსოვს Golden spike ქვია კომპანიას და მგზავრობა საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული დაახლოებით 2 მილიონთან.
        „მესმის რომ ადამიანისთვის ეს რთული გასაგებია მაგრამ ამაში თავად დარწმუნდება ყველა როცა ეს მოხდება“ – ეს დაახლოებით ისევე ჟღერს, როგორც ლოლას წარმოდგენილი „მოვა მეორედ მოსვლის ჟამი და გნახავთ ჯოჯოხეთის ცეცხლში მოგიზგიზეებსო” __ ძალიან ცუდ შედარებას აკეთებ. იმდენად ცუდს რომ არ ვიცი რა გიპასუხო.
        ”ღმერთის ცნება” მართალი ხარ შემეშალა მაგრამ ეს ”ღმერთის ცნებაც” უკვე მცნებაა 😉
        ნამდვილად არ ვიცი რომელი ტესტი ზომავს IQ_ს ყველაზე ზუსტად. ერთი მახსოვს ის, რომ მასწავლებელმა დედაჩემს უთხრა მისი ასაკისთვის ცოტა რთული ტესტი შევურჩიეო და არ ვიცი რომელი ტესტი იყო.

        Like

  28. პესიმისტი არა, უფრო რეალისტს ვუწოდებდი ჩემს თავს, ამ ამაჩქარებელზე ვერაფერს გეტყვი,მე და ფიზიკა ბავშვობიდან ვერ ვუგებთ ერთმანეთს ) თუმცა მიუხედავად ამისა ვხვდები რომ მართლა ფანტასტიკაა)))) არც ამ სტატიის მჯერა და სულელურად მეჩვენება ცოტაარიყოს ))) ერთადერთი იმის მჯერა რომ მალე,ნუ არც ისე მალე ადამიანები უკვდავები გახდებიან))) აი მაშინ ალბათ ახალი წიგნი დაიწერება სათაურით: ზე ბიბლია ))))

    Like

    1. Koba

      ზე – ბიბლია? ბიბლია ნამდვილად არ არის სიკვდილის ან უკვდავების წიგნი – იქ უფრო მეტად ეთიკაზე და მორალზეა ლაპარაკი – თუნდაც რომ 10 000 წელი იცოცოხლო….

      გარდა ამისა საკუთარი უკვდავება ნიშნავს იმას რომ გამრავლება აუკრძალო შთამომავლობას– რადგან ყველა უკვდავმა თუ კიდევ უკვდავი შვილები ჰყავდა – ამდენი ადამიანი პლანეტაზე არ დაეტევა – დაიწყება კატაკლიzმები – გვალვა, უმოსავლობა — და ვითომ გაუძლებს უკვდავი ორგანიზმი შიმშილს? წყურვილს? ყინვას და პაპანაქება სიცხეს? – სხეული მაინც დაიშლება – თუნდაც დაბერების მექანიზმი ჰქონდეს გამორთული .. და რა აზრი აქვს ადამაინის უკვდავებას ოჯახის გარეშე? სექსი და ღამის კლუბებები, თუნდაც რომანტიკული მოგზაურობები ისე მალე მოგწყინდება – რუსები რომ იტყვიან “мёртвая скука” -ში ჩავარდები//

      ან კიდევ რომც არ მოგწყინდეს – იქნებ და სულიერი უკვდავება სჯობს სხეულებრივს &

      სხეულებრივად უკვდავები უკვე არსებობენ — ტიბეტური იოგის საშუალებით შესაძლებელია ე.წ. “სოჰმის” (როგორ ჰგავს სოხუმს) მდგომარეობის მიღწევა – რის შედაგადაც ადამიანის სხეული მუდმივად 35 წლის ასაკის მდგომერაობაში რჩება ….

      მაგრამ მათ ისე სწყინდებათ ეს ჯანრთელობა რომ თავისის სხეული ანაბიოზის მგომარეობაში გადაჰყავთ სულიერად კი სხვა სამყაროებში მოგზაურობენ — ალბათ იქ კი უკვე მოსაწყენი არაა

      Like

      1. Gabriel

        ჩემთვის ეს ” რეალისტობა” სწორედ ფიზიკიდან გამომდინარეობს ამ კონკრეტულ თემაში. ზევით ავღნიშნე და გავიმეორებ რომ კარგად მესმის ის ფაქტი რომ ადამიანები ამ ექსპერიმენტს ”ფანტასტიკად მიიჩნევთ ))) რაც შეეხება უკვდავებას, ადამიანის სიცოცლის გახანგრძლივებას, მიმდინარეობს მუშაობა მეცნიერების მიერ ამ საკითხზე და ჩემთვის არაფერია წარმოუდგენელი ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, უკვდავება კიდევ არ ვიცი ეს ძალიან სამომავლო თემაა და რომც ასე მოხდეს კობას ვეთანხმები. ჯერ ერთი რომ პლანეტა ვერ დაგვიტევს და გინდაც რომ კოლონიზაცია ისე განვითარდეს რომ სხვაგან გადასახლება და იქური პირობებიც მისაღები იყოს საცხოვრებლად კობას თქმის არ იყოს ცოტა ”უაზრობას” დაემსგავსება უკვდავად ყოფნა. ისე კი ვისურვებდი ერთი 500 ან 1000 წლის შემდეგ მანახა კაცობრიობა და მათი განვითარების დონე:) ….

        Like

        1. Koba

          ნახავთ ალბათ. თუ ეზოთერიკოსების მთელს არმიას დავუჯერებთ – ადამიანის სულს აქვს საშუალება ხანდახან მატერიალურ სამყროშიდაც შემოიჭყიტოს 🙂

          Like

  29. კობა შენ დღევანდელი ადამიანის გადმოსახედიდან მსჯელობ და ისიც გაითვალისწინე რომ იმ დროისთვის ადამიანებს სხვა პრიორიტეტები ექნებათ ალბათ, შეიძლება ისეთი დრო მოვიდეს რომ ადამიანის ორგანიზმი მთლიანად შეიცვალოს, ანუ საკვები ჩაანაცვლოს აბებმა.რაც შეეხება ბიბლიას, რომელი ეთიკა და მორალი, ჩემი ეთიკაც და მორალიც ჩემი სინდისია და ყველას შემთხვევაში ასე რომ იყოს გაცილებით მარტივი იქნებოდა ცხოვრება

    Like

    1. Koba

      აბების დონემდე ორგანიზმს ვერ დაიყვან ქიმიური მეთოდებით. აი იოგებს კი საერთოდ საჭმლის გარეშე შეუძლიათ ცხოვრება// დღეს-დრეობით მსოფლოში 3000 ზე მეტი ადამიანია რომელიც მართლა მხოლოდ ჰაერით და წყალით საზრდოობს// ამის შესახებ ბევრი ლიტერატურაა ინტერნეტში // რუსულად რომ მოიძიო გუგლში უნდა ჩაწერო Жизнь без еды

      Like

    2. აკაკი

      „ჩემი ეთიკაც და მორალიც ჩემი სინდისია და ყველას შემთხვევაში ასე რომ იყოს გაცილებით მარტივი იქნებოდა ცხოვრება“ – უბედურება სწორედ ისაა, რომ „ყველას შემთხვევაში“ ასეა, ანუ ყველა საკუთარი სინდისით ცხოვრობს (მიუხედავად იმისა მორწმუნეა თუ ათეისტი) და ყველას ჰგონია (შენი არ იყოს), რომ სწორედ მისი მორალურ-ეთიკური ნორმებია სწორი.

      Like

  30. რაც შეეხება ტიბეტურ იოგას, ეგ საკამათო თემაა,რამდენი წელი იცხოვრეს 35 წლის ასაკით რომ მობეზრდათ?? ))) მე არსად წამიკითხავს უბერებელი ადამიანების შესახებ თუ წყაროს მიმითითებ სიამოვნებით გავეცნობი ინფორმაციას

    Like

    1. Koba

      ინტერნეტში ცოტა ინფრომაციაა. მე წიგნი მქონდა ადრე ამის შესახებ .. ახლა კი მხოლოდ ეს ლინკი ვნახე // მაგრამ ეს მულდაშევი ბევრ რამეს არასწორად განიხილავს.. მე მგონი სპეციალურად ამახინჯებს //

      მე როგორც მახსოვს ასეთი უკვდავი იოგები ახლაც ცოცხლები არიან უბრალოდ ანაბიოზში არიან – როგორც დათვი მაგალითად ზამტარში .. ზოგიერთის ასაკი რამდენიმე ათასი წელია .. დაოიზმის პრაქტიკა და უკვდავების ელექსირის ძიება დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყო .. http://www.runitsa.com/sohm.html

      Like

      1. აკაკი

        ამ ყველაფერს (უკვდავ, მფრინავ იოგებს და ა.შ.) ცოტა არ იყოს მისტიფიკაციის სუნი უდის… 😉

        Like

        1. Koba

          ეს უმაღლესი მისტიკაა საერთოდ , მაგრამ მისი დამამტკიცებელი ფაქტები ჩვენშიდაც მოიპოვება.. თუ გაგიგიათ და გინახავთ ფოტოზე ან ვიდეოზე მაინც წმინდა ბერნადეტის სხეული ? აი ეს ბერნადეტი ზუსტად ისეთ ანაბიოზურ მდგომარეობაშია როგორც ტიბეტელმა ბერებმა თვითონ ჩაიგდეს თავის თავი…. ბერნადეტის სხეული უკვე 500 წელია რომ არ იხრწნება და მძინარის შთაბეჭდილებას ტოვებს – სინამდვილეში კი იგი ზუსტად რომ სოჰმის მდგომარეობაშია .. წესით და რიგით ასე უნდა იყოს ჩვენებური ქართველი ბერი გაბრიელიც .. თვითონ იწინასწარმეტყველა რომ როდესაც ჩემს საფლავს გახსნით აბსოლუტურად უხრწნელი ვიქნებიო… კიდევ ერთი ქართველი ბერია ასე – სახელად გიორგი..

          Like

          1. აკაკი

            წმინდანის უხრწნელი სხეული ნამდვილად მისტიკაა (თუმცა ამ ბლოგის სტუმრების უმრავლესობა აუცილებლად რაიმე მატერიალური ახსნის ძებნას დაიწყებს, ან საერთოდაც უარყოფს ამ ფაქტებს), მაგრამ ანაბიოზში მყოფი იოგას მიმდევრების ამბავი კი მისტიკა კი არა მისტიფიკაცია მგონია…

            Like

            1. Koba

              ათეისტებს რომ სჩვევიათ – ეგრე ხელაღებით უარყოფა მარტო კარაქიანი პურის შეიძლება.. ეს კი ფაქტია – თან ძალიან აშკარა.. 200 წლის წინ რომ ბალზამირების ასეთი მეთოდი არსებულიყო – ასეთ იდეალურ მდგომარეობაში კიდევ 2-3 ადამიანს შeინახავდნენ – ძირითადად კაცებს – გენდერული ბალანსისთვის…

              სამწუხაროდ , როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ გამოქვაბულებში – სადაც ასეთი სოჰმის მდგომარეობაში მყოფი იოგები არიან – კამერებით არ უშვებენ , რომ გადაიღონ ….

              ასე რომ ზეპირად უნდა დაიჯეროთ თუ დაჯერება გინდათ …

              ისე კი თუ აგერ ზემოთ ვიდეოში ის რუსი კაცი “ვოდკას ” გადაეჩვია და საჭმლის გარეშე ჰაერის პრანით და მზის სხივებით საზრდოობა ისწავლა – ამის მერე რაღა უნდა გაგიკვირდეს.. ტიბეტელი ბერები უფრო მეტს ვერ შეძლებენ ? .. მე თუ დამიჯერებთ , სოჰმზე და ანაბიოზზე ჯერ-ჯერობით თავს ვერ დავდებ, მაგრამ საჭმლის გარეშე არსებობა მეც შემიძლია .. მაგრამ ხომ იცით ქართველების ამბავი – სადაც არ მივალ ყველგან ისე გემრიელად გაკეთებულ პურმარილს მახვედრებენ – თავს ვერ ვიკავედ და მივირთმევ …

              Like

              1. Gabriel

                პირადად მე მჯერა რომ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს რაღაცა ”სხვა” მდგომარეობას იოგას მეშვეობით და ამაში მატერიალური არაფერ შუაშია, თუ ტვინს არ ჩავთვლით 🙂

                Like

                1. Koba

                  იროდიონის სიტყვებით რომ ვთქვათ – ფაქტიურად რაც არსებობს — ეს ყველაფერი მატერიალურია .. სულიც კი მატერიალურია – მაგრამ გააჩნია მატერიის ენერგეტიკულ დონეს .. რასაც თქვენ მატერიას უწოდებთ არსებული წარმოდგენების მიხედვით – ეს არის მოლეკულარულური დონე, სადაც ელექტროენბი პროტონ-ნეიტრონების გარშემო ბრუნავენ .. სული კი ეს უკვე კვანტური დონეა – ასე ვთქვათ ..

                  ქიმიური რეაქციის შედეგი – ეს არის კვანტური იმპულსი და ახალი ელექტრომაგნიტური ბალანსი … ამ ბალანსის შედეგად ზოგი ნივთიერება მომწამვლელია ზოგი კიდევ სასრგებლო .. მაგალითად ციანიდის ბალანსი კლავს , ვიტამინის ბალანსი კი აჯანრთელებს. ..

                  ამ კვანტური იმპულსების თუ ელექტრომაგნიტუირ ბალანსების მიღება ქიმიური რექციის გარეშედაც შეიძლება გარე სამყაროდან .. პურველ რიგში კი ჰაერიდან, მზის გამოსხივებიდან და თუგინდ პირდაპირ გრავიტაციული ველიდან

                  Like

                    1. Koba

                      დიპლომით ეკონომისტი, მაგრამ მოწოდებით კი ფიზიკოსი, გამომგონებელი და ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელი ! 🙂

                      მაგრამ დიპლომს აქვს ვითომ რამე არსებითი მნიშვნელობა? – ძალიან ბევრი ისევე როგორც მე პროფესიას ხელფასზე ორიენტაციით ირჩევს .. თორემ საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ფიზიკოსების 99% ბანკებში მუშაობს

                      Like

          1. Koba

            მინდოდა აკაკისთვის მაგალითი მეჩვენებინა და თან თქვენთვის პასუხიც გამოვა.. მისტიფიკაციაა ის, რასაც აქ მულდაშევი ყვება – ეს არის პროფესიონალი აფერისტი, რომელიც იგონებს ზედმეტ ზღაპრებს იმისათვის, რომ თავის წიგნი მიასაღოს მისტიკის მოყვარულ იდიოტებს. მაგრამ ამ მისტიფიკაციებში ჩანს რამდენიმე რეალური ფაქტი, რომლის აღიარებაც ყველაზე თავზეხელაღებულ ათეისტებსაც უწევს.. პირველი ის რომ კაილასის ფერდობზე გვერდიგვერდ არსებობს ორი ტბა.. ერთი მაTგანი მუდმივად მშვიდია – ქარიშხალის დროსაც კი.. მეორე კი სულ ღელავს – მაშინაც კი როდესაც ქარი არ არის .. ეს ქარის გარეშე ღელვა ყველას შოკში აგდებს .. თან ეს მღელავი ტბა მკვდარია – მომწამლავი ნივთიერებეbითაა სავსე.. ზედა ტბა კი კამკამა წმინდაა და მასში უამრავი თევზი და მცენარეა … წესiთ და რიგირთ ეს ზედა ტბა უნდა იყოს დაბინძურებული რადგან ზუსტად მის გარშემოა გნლაგებული გოგირდოვანი გეიზერები .. მაგრამ ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ ამ გეიზერების მომწამვლელი ნივთიერებები მხოლოდ ქვედა ტბის წყალში იხსნება .. ზემო ტბის წყალს კი არ ერევა ..

            Like

  31. ხო მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, არ არის ეს დამამტკიცებელი საბუთები, ახლა გამახსენდა ბელგიაში, ბრუგეში ერთ ერთ კათოლიკურ ეკლესიაში რაღაც კოლბაში იესოს სისხლს ინახავენ, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეგიძლია ხელით შეეხო, თან იმხელა რიგებია … არადა იმის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ არსებობს რომ ეს ნამდვილად ქრისტეს სისხლია,ანუ ეს ყველაფერი გათვლილია ფულზე და ჩვენს დამორჩილებაზე…

    Like

    1. Koba

      და რისი დამამტკიცებელი საბუთი უნდა იყოს ეს ?

      ფაქტი სახეზეა – უკვე 200 წელია ასეა. თოჯინად რომ ჩათვალო – ასეთი თოჯინების კეთება სულ რაღაც 50 წლის წინ ისწავლეს ჰოლივუდში. ბალზამირების ასეთი დონე კი დღემდე არ არსებობს – ლენინიც კი დაიჭმუჭნა და გაყვითლდა – არადა მის შენახვაზე მთელი კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს…
      ქრისტეს სისხლზე კი ვერაფერს გეტყვი – არა მგონია რომ გრაალი ბელგიაში იყოს.. უფრო უარესი შარლატანობებიც ხდება – მაგრამ თუ ოდნავ ლოგიკა გაქვს – აფერისტობას და რეალობას ადვილად გაარჩევ.

      Like

    2. Koba

      კიდევ ეს დამორჩილების იდეაა საინტერესო.. ვინ და როგორ ცდილობს შენს დამორჩილებას ასეთი სასწაულებით .. ვთქვათ და არ დაემორჩილე ამ ვიღაცეებს — რას გააკეთებ ? მოკლავ შენს ჭკუაზე ვინც მოგეპრიანება, ბანკს გაძარცავავ თუ პატარა ბავშვების ჭამას დაიწყებ ?

      მაინც დაგიჭერენ ადრე თუ გვიან – კონსტიტუციის და კანონის სახელით ..ურწმუნობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს

      Like

  32. ეს რომ სიმართლე იყოს ხომ ყველას ეცოდინებოდა, ათას სისულელეზე წერენ, ნუ ამაზეც წერენ როგორც ჩანს მაგრამ არა ისეთი მაშტაბით,არ ვიცი არ ვიცი… რაც შეეხება დამორჩილების იდეას, თანამედროვე სექტებში მაგის მეტი არაფერი ხდება, ვის რაში სჭირდება ეგეც გამოჩნდება ალბათ.პირდაპირი შეხება მქონია და ვიცი

    Like

    1. Koba

      ყველამ იცის – ვისაც რელიგია აინტერესებს . ამის შესახებ რამდენიმე დოკ-ფილმი მინახავს რამდენიმე არხზე.. და ინტერნეტშიდაც არის საიტებზე .. მაგრამ ეხლა ძალით ხომ არ დაგიტრიალებენ ამ კლიპს ყოველ დღე მაიკლ ჯეკსონის ჰიტივით.. მით უმეტეს რომ ბერნადეტი კათოლიკე იყო და მისი რეკლამირება არც მართმადიდებლებს აწყობთ და არც მით უმეტეს პროტესტანტებს … პირიქით ესენი ასეთ კათოლიკურ ფაქტებს ჩქმალავენ .. თორემ კიდევ ბევრი სხვა სასწაული არსებობს – მაგალითად წმინდა მარიამის ხატი ლათინურ ამერიკაში. ქვაზეა გამოხატული თავისით — ამ ქვის აფეთქებაც სცადეს და ტყვიამფრქვევიც დაუშინეს მაგრამ ვერაფერი დაკლეს .. ვერც წაშალეს.. –

      Like

  33. დავუშვათ რომ ეს სიმართლეა(თუმცა მაინც ეჭვი მეპარება),იმ აზრს არ უშვებ რომ ამას ღმერთთან არანაირი საერთო არ აქვს და უბრალოდ რაღაც ამოუხსნელ ფენომენთან გვქონდეს საქმე? თან წავიკითხე წმინდა მარიამი რამდენჯერმე გამოეცხადაო და ამაზე საერთოდ აღარ ვიცი რა ვთქვა… )))

    Like

    1. Koba

      აი ის ამოუხსნელი ფენომენია ზუსტად ღმერთი … წმინდანის გამოცხადება კი იშვიათი არ არის თუნდაც საქართველოში -ამის შესახებ ყველგან წერენ მოდების ჯურნალების გარდა.
      დავიჯერო რომ ჟურნალებს ” სარკე” “თბილისელები” , “გზა” ან რამე ეგეთებს არ კითხულობ?

      ეგრე დეტალები არ მახსოვს – ფილმი მის შესახებ 10-15 წლის წინ ვნახე და კარგად თარიღები არც კი მახსოვდა. ისე გამახსენდა რომ თითქოს მე-16 თუ მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა//თურმე კი სულ ახლახანს კი ყოფილა.. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ეკლსიის მსახურები ძალიან დააბნია სხეულის ასე შენახულობამ .. მათ უბრალოდ არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და ისევ დააბრუნეს თავის აკლდამაში .. მერე კიდევ გადაამოწმეს – აბა თუ გაიხრწნაო … მერე მესამედ…. და ბოლოს და ბოლოს მოისაზრეს, რომ ეკლესიის რელიქვიების საცავში გადაეტანათ თან ხალხისთვის ეჩვენებინათ.

      ისედა რატომ გინდა ასე ძალიან რომ ასეთი რამეები ღმერთს უკავშირდებოდეს – ძალიან გეშინია კარაბას-ბარაბას ღმერთის ? 🙂 🙂 🙂

      Like

  34. ინფორმაციას ვეცნობი ნელ ნელა და რაღაც რაღაცეები ვერ გავიგე. გარდაიცვალა 1879 წელს, პირველად ეგსგუმაცია ჩაუტარდა 1909 წელს, შემდეგში 1919 და 1925წლებში. თუ მაშინაც ასე გამოიყურებოდა როგორც ამ ვიდეოშია, რა საჭირო იყო სამჯერ, როცა ნახეს 1909 წელს 40 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალივით გამოიყურებოდა, ეს უკვე სასწაული იქნებოდა .შეგიძლია მიპასუხო?

    Like

  35. )))) არა პირიქით ძალიან მინდა რომ უკავშირდებოდეს,უბრალოდ რაც ბიბლიის კითხვა დავიწყე ჩემი შეხედულებები ღმერთთან დაკავშირებით შეიცვალა, შეიძლება სჯობდა საერთოდ არ წამეკითხა და ვყოფილიყავი ცათა სასუფევლის მოლოდინში ბედნიერად )))) .
    მათ უბრალოდ არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და ისევ დააბრუნეს თავის აკლდამაში .. მერე კიდევ გადაამოწმეს – აბა თუ გაიხრწნაო … მერე მესამედ…. და ბოლოს და ბოლოს მოისაზრეს, რომ ეკლესიის რელიქვიების საცავში გადაეტანათ თან ხალხისთვის ეჩვენებინათ… აი ამის შენ თვითონ თუ გჯერა ნეტა )))) ან ყველა წმინდანს ასე ხსნიან და ამოწმებენ? ალბათ დაბარებული ჰქონდა სამჯერ გადამამოწმეთო, ღმერთი ხომ სამობითაა)))

    Like

    1. Koba

      რას გრძნობდნენ საეკლესიო მსახურები 1909 წელს ეშმაკმა უწყის .. და რა მიზეზებით მალავდნენ ამ სასწაულს 1925 წლამდე – მაგაზე მარჩიელობაც არ მაინტერესებს .. მთავარი არის ის ფაქტი რაც არის …

      და ღმერთზე რომ გაგიფუჭდა წარმოდგენა – რა იცი ვინ არის ღემრთი ან რა არის ? იქნებ ბიბლიური ზღაპრები იდიოტი ადამიანებისთვის იყო მოგონილი და არა შენნაირი გამჭრიახი გოგოებისათვის, რომლებმაც ფარდობითობის თეორია ეინშტეინის გარეშედაც კარგად იციან? 🙂

      და თუ ასე გამჭრიახი ხარ – მაშინ ბოლომდე უნდა დაინტერესდე – საერთოდ საიდან და რატომ გაჩნდა ღმერთის იდეა .. საიდან და რის საფუძველზე ხდება ამოუხსნელი მოვლენები თან ბევრი მათგანი ღმერთის სახელით !

      Like

    1. Koba

      ეს უბრალოდ ხუმრობაა და ასე მძიმედ რატომ აღიქვი ? ისე კი ცინიზმზე და ირონიაზე უნდა გქონდეს პასუხი ზუსტად – ეგაა ყველაზე მაგარი.. აბა გაბუტვას რა დიდი ჭკუა უნდა!

      მე კი უფრო არსებითად განხილვას და დაფიქრებას გთავაზობ – რახან დაინტერესდი ასეთი საკითხებით….

      რომ დაინტერესდი ეგეც სასწაულია 🙂 – ახლაგაზრდა და ლამაზ გოგოებს უფრო გართობა აინტერესებთ… რელიგიას და ცოდვების მონანიებას სიბერისათვის იტოვებენ …

      და ვინც რელიგიაში ახალგაზრდობაშივე მიდის – მათ კრიტიკული აზროვნება არა აქვT – რაც სცერია და რასაც ეტყვიან – ყველაფრის უპირობოდ სჯერად .. და საერთოდაც მორწმუნე ადამიანისთვის მთავარია თვითონ რწმენა და არა მისი გარემობების გამოძიება .. მისთვის ელემენტარული სასაწაულიც კი აბსოლუტური არგუმენტია – ბიბლიის ყოველგვარი განხილვის გარეშე..

      Like

  36. მძიმედ არ აღვიქვი უბრალოდ გამეღიმა ))) თან მამაჩემი გამახსენდა, ზუსტად ვიცი არც იმას ჯერა მაგრამ თავგამოდებით იცავს, მიზეზი ის აქვს რაც შენ )))

    Like

  37. ეს უკვე ძალიან საინტერესოა .. და რა მიზეზი მაქვს ისეთი რომ ვამტკიცო ის , რისაც არ მჯერა ? იქნებ ცდები შენს შეფასებებში და მე სულ სხვა მიზეზები მაქვს !

    Like

    1. მე ტანკისტი ვიყავი ომამდე! 🙂 ისე კი 90-იან წლებში ყველა რომ სახლში იმალებოდა – მე სულ თავისუფლად დავსეირნობდი ქუჩებში საღამოს 8 საათის შემდეგაც კი თუნდაც დილამდე .. და კაციშვილი არ შემხებია – ალბათ თავისზე უარესი ბანდიტი და ყაჩაღი ვგონოდი .. 😉

      ბალაგანის კი არ მეშინია – უბრალოდ ვერ ვიტან .. რაა მაგაში საინტერესო და სასიამოვნო – ბევრი ოყლოყი რომ ერთად ლოყლოყობს !

      წესრიგი და ჯანმრთელობა სჯობს – ლოთობას, ნარკომანობას,უაზრო ჩხუბს, დავიდარაბას და იარაღის ტრიალს … ეს არ არის ის ქარიშახლი სადაც სისხლიანი ანგელოზი სდგას და სადაც პოეტი უნდა იდგეს …

      შენ რა – გიყვარს ბალაგანები?

      Like

    2. მე სულ სხვა არგუმენტს ველოდი – რომ თითქოს ვცდილობ выслуживаться (ქართულად შესატყვისი ვერ მოვიფიქრე) ღმერთის წინაშე რომ მერე სამოთხეში მოვხვდე…

      მაგრამ ჯერ ერთი ფაქტს დაჯერება არ სჭირდება – ფაქტი ფაქტია ,, და ზეპირი ზღაპრების არ მჯერა .. მე თვითონ ვამოწმებდი ხოლმე მირონმდენ ხატებს – ან ნახვრეტები ხომ არ აქვს ან კიდევ ჭერიდან ხომ არ აწვეთებენ პიპეტკებით თქვა .. მაგრამ ყოველთვის დავრწმუნდი რომ მირონი ხატზე ჰაერიდან უხილავად კონცენტრირდება …

      მაგრამ მე არ მჩვევია ვინმეს ველაქუცო – თუნდაც ღმერთს … მე თვითონ მინდა გავხდე ღმერთი 🙂 🙂 🙂

      Like

      1. Gabriel

        ჰაჰა კობაას აზროვნება რაღაცნაირად მომწონს. კობა შენს პოსტზე მინდოდა replay და თან აკაკისთვის პასუხის გაცემა, აკაკიმ მკითხა რა განათლება გაქვსო? იმედია წაიკითხავ ამ პოსტს აკაკი, განათლებაში რას გულისხმობ არ ვიცი, უმაღლესი განათლება არ გამაჩნია და კობას თქმის არ იყოს დიპლომით ეკონომისტი ვარ მაგრამ მოწოდებით ფიზიკოსიო, იგივე შემიძლია გითხრა ჩემზე ზუსტად, თუმცა მე არ გამაჩნია უმაღლესი განათლება და ეს არც მაღელვებს, არ ვგავარ იმ ადამიანთა კატეგორიას რომელიც უმაღლესში იმიტომ აბარებს რომ დიპლომი აიღოს… (კობა ეს შენი მისამართით არ გაგიგო) ჩემთვის სხვა ღირებულებები არსებობს ამ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეს ფიზიკაა/მეცნიერებაა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავყევი ამ გზას, ისე ხელოვნებით ვარ გატაცებული კონკრეტულად ხატვით და მუსიკით. უმაღლეს განათლებას აზრი არ აქვს თუ იმ გზას არ ადგეხარ და იმ მხრივ არ ღებულობ ცოდნას და განათლებას, რაც გაინტერესებს ეს ასეა.
        კობა რაც შეეხება ”ღმერთს” ჩემთვის არ არსებობს ის ღმერთი რომელსაც ხალხი აღმერთებს, ანუ რაღაცა ყოვლისშემძლეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება ვიღაცამ შეგვქმნა ისევე როგორც ჩვენ ადამიანები შევქმნით ცერნის ამაჩქარებელში სამყაროს, რომელთათვისაც გაურკვეველი იქნება თავიანთი წარმომავლობა. საერთოდ რა საინტერესო არსებები ვართ, ვსაუბრობთ ვაზროვნებთ და თან იმაზე თუ ვინ ვართ 🙂

        Like

        1. ადამაინი ფიქრსთვისაა გაჩენილი 🙂 ვინ ვინ შექმნა და როდის და როგორ – ღემრთმა უწყის … ინდოელებს თუ დაუჯერებ ეს სამყარო უკვე უამრავჯერ შეიქმნა და განადგურდა და ახლანდელიც ისევ განადგურდება და მილიარდობით წლის შემდეგ ისევ ახალი შეიქმნება …. და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.

          მთავარი ფაქტორი მაინც საკუთარი გამოცდიელება და საკუთარი შეგრძნებებია .. თორემ ყველას რომ აჰყვე – ზოგი ალთას ამბობს ზოგი ბალთას ..

          არა მგონია მეცნიერულად რამე ახალი მატერიალური სამყარო შექმნას ვინმემ .. რაც არის ესეც არ ეტევა თავის თავში (ფართოვდება თან აჩქარებულად) და კიდევ ზედმეტს მე მგონი ვერ ჩააკვეხებ ..

          სხვა განზომილება კი უამრავი არსებობს – ამას ამტკიცებენ თეისტი კრიშნაიტებიც და ათეისტი ბუდისტებიც .. ე.ი. რისი წარმოდგენაც შეგიძლია – ეს ყვალეფერი უკვე არსებობს – ოღონდ სხვა განზომილებაში ..

          აი მაგალითად რამე ზღაპრული არსება რომ დახატო შენი ფანტაზიით – ის არსება აქ იქნება ზრაპრული, თორემ აუცილებლად მოიძებნება ისეთი გაზნომილება სადაც ის რეალობაა…

          სიზმარიც რეალობაა – ორონდ ისევ სხვა განზომილებაში ..

          ასე რომ არაფერია გამორიცხული !

          Like

          1. Gabriel

            მე მჯერა რომ შექმნიან ამ სამყაროს, ეს ჩემი აზრია შედეგს ყველანი მოვესწრებით და მერე გავიგებთ ამაზე პასუხს, მანამდე კამათს აზრი არ აქვს 🙂 გეთანხმები მთავარი მაინც საკუთარი გამოცდილება და ყველაზე მთავარი, შეგრძნებებია მნიშვნელოვანი.

            Like

      2. ზეპირი ზღაპრების არ გჯერა, და ფურცლებზე დაწერილი ზეპირი ზღაპრების გჯერა ხომ?
        გინდა და გახდები,ღმერთმა ადამიანი ხომ თავის ხატად და მსგავსად შექმნა

        Like

        1. ეგრე მონდომებაზე რომ იყოს – ყველა იდიოტი ღმერთი გახდებოდა.

          ფაქტია ის რაც არსებობს და რასაც ადასტურებს ათასობით თვითმხილველი და ექსპერტი.

          როდესაც შენ ტელევიზორში მაგალითად ჩანჩქერ ვიქტორიას გაჩვენებენ და დიქტორი ამბობს – მისი სიმაღლე ვთქვათ 500 მეტრიაო – არ გჯერა? თვითონ თუ არ ნახე და გაზომე არ უნდა დაიჯერო ? რასათ უშუალოდ ვერ ხედავ ყველაფერი ფოტოშოპია თუ ვიდეოშოპი !?

          Like

  38. რა მარტივ შედარებას აკეთებ,ჩანჩქერის სიმაღლე 500 მეტრი იქნება თუ ხუთი მაგას ჩემთვის არანარირ მნიშვნელობა არ აქვს, და არც არავისთვის, ეგ არის ფაქტი რაზეც არავინ კამათობს, და ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ეს საკამათო თემაა, იმიტომ რომ არსებობს კითხვები და არსებობს პასუხები, ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის მიუღებელი

    Like

    1. და რატომ არ გადარდებს ვიქტორიის სიმაღლე და რატომ გადარდებს წმინდანის ხეულის მდგომარეობა.. და რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ რომ ამ ფაქტის სინამდვილეში დაგარწმუნოს ? — ჯერ უნდა შეგასწავლოს ბიოქომია პავლოვის დონეზე , რომ შენ თვითონ შეძლო ქსოვილების ანალიზი და შედარება .. შემდეგ უნდა აგაღებინოს კანის სინჯი ბერნადეტის სხეულიდან და დაგათვალიერებინოს ელექტრონულ მიკროსკოპში ?

      თუ არ გინდა დაჯერება ნუ დაიჯერებ – არავინ არ გაძალებს .. დაძალება რომ უნდოდეთ სამაგისო მეთოდებიც არსებობს – აი მაგალითად მუსულმანები ისე დაგაჯერებენ ალლაჰის არსებობაში არც ერთ მტკიცებულებას არ წარმოგიდგენენ.. და ისე ჩამოგაფხატებენ თავზე ჰიჯაბს თუ ფარანჯას რომ არც კი აგიხსნიან რატომ .. უმტკიცე რამდენიც გინდა მერე – არ მჯერა თქვენი ალლაჰის და მომაშორეთ ეს ფარანჯაო/// – მოგკლავენ ურწმუნობისათვის… 🙂

      ისე კი შენი პოზიცია გასაგებია – შენ ისე გეშინია სასწაულების რომ ყველანაირად ცდილობ მათ უარყოფას …

      რომ არ გეშინოდეს – არც მიაქცევდი ყურადღებას .. 🙂 🙂 🙂

      Like

  39. აი ეხლა ვფიქრობ და ვერანაირი მიზეზი ვერ ვიპოვე რატომ უნდა მეშინოდეს,ან ვინმეს რატომ უნდა ეშინოდეს სასწაულების საერთოდ,დაჟე რომ მჯეროდეს კარგიც იქნებოდა მაგრამ რომ არ მჯერა? 😀

    Like

    1. ლოლა -ჯან , პარდონ ასეთი პირდაპირპბისათვის, მაგრამ მაინც გეტყვი – ვისაც რელიგიიის არ ეშინია – ისინი მხოლოდ თავის სასქესო ორგანოების ჯანმრთელობაზე ფიქრობენ …
      ასეთი უშიშარი გოგონები როგორც წესი ითხოვენ ცნობას სექსოლოგისგან – რომ შიდსიდ არ ხარ დაავადებული .. 🙂

      აი შენე კი აბსოლუტური გარანტიები გინდა წმინდანებისაგან ..

      დაანებე ამ თვალთმაქცობას თავი და პირდაპირ თქვი — რა პრობლემები გაქვს ეგეთი რომ გეშინია.. და რატომ გეშინია ასე ძალიან ამ პრობლემების ? 🙂

      მე როგორც კამა-სუტრას დიდი გურუ ვეცდები გულრწფელად გიპასუხო შენს გულრწფელ შიშებზე 🙂 🙂 🙂

      Like

        1. ასე დარწმუნებით რატომ ამბობა ასეთ რამეს – ლოლა-ჯან?

          იქნებ შენ თვითონ ცდები სოფლურად და არასწორად აფასებ ჩემს გურუ-სეულ შესაძლებლობებს ???

          ხშირად ისე ხდება – რომ რასაც სოფლელები იდიოტურად თვლიან – ზუსტად ის იდიოტური აღმოჩნდება ხოლმე მერე გენიალურად !! 🙂 🙂 :)n

          Like

    2. ეს კობა ვიღაც სხვაა და ვერ არის თავის ძრავზე – ორი დღეა ამ საიტზე არ შემოვსულვარ. მე კი ასეთი რამის თქმა მინდოდა. რომ რომ არ გეშინოდეს – მაშინ აედვილად აღიარებდი .. დიდი ჭკუა არაა საჭირო იმისათვის რომ ლოგიკურიდ დაუშვა ზებუნებრივის არსებობის შესაძლებლობა .. მით უმეტეს რომ ამის მარტივი მაგალითები საკმაოდ ბევრია – მაგალითად იოგები რომ ლურსმნებზე წვებიან …. თუ ასეთი მარტივი რამე შესძლებელია – ე.ი. შესაძლებელია უფრო მარალი დონეც … აი შიში აიძულებს ზუსტად ადამიანს გადაკეთოს თავის ელემენტარული ლოგიკა და იძახოს არ არსებობსიო იმის შესახებ – რაც ცხვირ წინ უდევს

      Like

  40. გამოხმაურება: ბლოგის 2013 წლის სტატისტიკა | ჩრდილოეთის ციალი

  41. zaza

    საქმე ჩინელების სიმრავლეში კი არ არის ან მათი 5000 წლოვანი ასაკის არსებობისა, საქმე ჩვენშია, შენშია, ადამიანშია, თუ გწამს და თუ შეიგრძნობ ესეიგი გჯერავს ღმერთის, თუ ვერაფერს გრძნობ და არ გწამს ესეიგი არ გჯერავს არც ღმერთის და არც რელიგიის, ჩინელებს კი არ უნდა ვუყუროთ რომ ისინი ბავრნი არიან და თუ ქრისტიანები არ არიან რა დაიღუპებიან? რა იცი რომ არ დაიღუპებიან, იქნებ არც დაიღუპონ, ეს არავინ იცის… მეცნიერებით ღმერთს ვერ იპოვი, იმიტომ რომ მტკიცებულებები ძალიან ბევრი აქვს და ძნელი დასაჯერებელია რომელია მართალი, იმიტომ რომ რაც დრო გადის ყოველთვის რაღაც ახალს ამტკიცებენ და თვითონვე იკარგებიან თავიანთ მტკიცებულებებში მეცნიერები… ქრისტიანობა 2000 წელია დღემდე მოდის და არც არაფერს არავის უმტკიცებს, მხოლოდ გვარიგებს და გვასწავლის რომ გვწამდეს ღმერთი სუფთა გულით და შევიგრძნობთ, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ… რა გამოდის? გამოდის ის რომ ღმერთი ჩვენშია, ჩვენ ვარსებობთ ღმერთით, ჩვენ ვართ ღმერთები ჩვენი საკუთარი თავის, თუ ხარ ქრისტიანი და მართლმადიდებელი მაშინ ისიც უნდა გჯეროდეს რომ ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა და შემდეგ სული რომ ჩაბერა იმის შემდეგ გვაქვს ჩვენ ადამიანებს კავშირი ღმერთთან და უღმერთოდ ვერც ვიცხოვრებთ, კავშირი მუდმივად გვექნება ღმერთთან ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ, როგორც შვილი მამის ნაწილია… არსებობენ შვილები რომლებიც არ უჯერებენ მშობლებს, არსებობენ რომლებიც უჯერებენ, მაგრამ დრო მოვა ვინც არ უჯერებს ბევრი ხეტიალის შემდეგ ისევ მშობლებს მიადგებიან და დაუჯერებენ… არცერთ მშობელს არ უნდა რომ თავისი შვილი გზას აცდეს, ესეა ღმერთიც, არ გვირღვევს უფლებებს, იმ უფლებებს რომელიც მოგვცა, თავისუფლება მხოლოდ თვალყურს გვადევნებს რათა არ გადავიჩეხოთ სადმე, თუ შენი ნებით და განზრახ აკეთებ რამეს მაშინ არ ერევა შენს საქმეში და თუ დაუფიქრებელ ნაბიჯს დგამ ისე რომ არ ფიქრობ, ვერ ხვდები მაშინ ცდილობს დაგეხმაროს, გამოგიყვანოს სიტუაციიდან, ისე რომ შენ გეგონოს რომ ეს შენ გააკეთე, შენ თვითონ შეძელი სიტუაციიდან გამოსვლა, რადგან ამპარტავნებით ვართ ყველანი შეპყრობილნი, ჩემი აზრით ესე შეიძლება გავავლოთ პარალელები ღმერთსა და ჩვენს შორის, არ გქონიათ შემთხვევები როდესაც ძალიან გდომებიათ რაიმე რომ აგსრულებოდეს და მთელი სულითა და გულით გითხოვიათ ღმერთისთვის, და შესრულებულა ისე როგორც გინდოდათ, თუმცა პირიქითაც ყოფილა, მაგრამ პირიქით იპიტომ რომ სუფთა გულით და რწმენით არ გვითხოვია, ეს გამოდის მხოლოდ მაშინ როცა ბუნებრივად მართალი ხარ და სუფთა გულით გინდა რომ შეგისრულდეს, მე პირადად ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევები, შეიძლება ვინმემ შემთხვევითობას დააბრალოს, მაგრამ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყველაფერს თავისი კანონები აქვს და თავისი მნიშვნელობა, შემთხვევით თავიდან თმა არ ვარდება, იმასაც აქვს მნიშვნელობა და მიზეზი რატომ ჩამოვარდა, თავისით არაფერი არ იქმნება, ჯერ ღმერთმა შეგვიქმნა მთელი სამყარო და ამის შემდეგ ჩვენ ვქმნით ყველაფერს კარგსაც და ცუდსაც, ჩვენ ყოველი ადამიანი ვართ ღმერთები დედამიწაზე, მაგრამ მაღლა მამა-ღმერთთან რწმენაა საჭირო რომ მიხვიდე…

    Like

Leave a reply to აკაკი კომენტარის გაუქმება