9 ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება კაცობრიობამ თავი გაინადგუროს


მაიას ტომის წინასწარმეტყველება არ ახდა, თუმცა ადამიანებმა შესაძლოა ოდესმე მართლაც მოუღონ ბოლო თავიანთ არსებობას. ბუნებაში ნამდვილად არაა საფრთხის დეფიციტი – შორეულ მომავალში ასტეროიდების წვიმა და სუპერვულკანების ამოფრქვევა გველის. თუმცა მანამდე არანაკლები საფრთხის მომტანი შეიძლება ადამიანთა ქმედებები აღმოჩნდეს.


 


ბირთვული არმაგედონი.
ცივი ომი დასრულდა, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება არ განულებულა. ფაქტობრივად, უარესი სცენარი წინაა. კაცობრიობის ამოსაწყვეტად არც ისე დიდი რაოდენობით ბომბები იქნება საჭირო. 100 ცალ 15 კილოტონიან ატომურ ბომბს შეუძლია ბირთვული ზამთარი გამოიწვიოს. აფეთქების ნაკადები და წარმოშობილი რადიაცია 3-16 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, რაც ჩამოვარდნის ადგილზეა დამოკიდებული. თუმცა ამის შემდეგ დამდგარი ბირთვული ზამთარი ათწლეულის ხანგრძლივობის შიმშილის მიზეზი იქნება და მილიარდობით ადამიანს მოუღებს ბოლოს, რაც ჩვენს ცივილიზაციას ისეთ მდგომარეობაში ჩააგდებს, რომ შესაძლოა აღდგენა ვეღარ მოახერხოს.

 


გლობალური ეკოფაგია.
ეს კოშმარული სცენარი პირველად აღწერილი იქნა ინჟინერ ერიკ დრექსლერის მიერ 1986 წელს გამოშვებულ წიგნში „შექმნის ძრავები: ნანოტექნოლოგიის მომავალი ერა”. მთავარი იდეა ისაა, რომ შემთხვევით თუ წინასწარ გამიზნულად, უკონტროლებადი თვითგამრავლებადი ნანორობოტები მთელ პლანეტას გარდაქმნიან უსარგებლო არეალად, რადგან ეკოსისტემას პირდაპირი მნიშვნელობით შთანთქავენ. დრექსლერის შემდეგ სხვა ექსპერტებმაც აღნიშნეს იგივე მოვლენის მოხდენის ალბათობა. მკვლევარი რობერტ ფრეიტასი ვარაუდობს, რომ ნანორობოტების მიერ ატმოსფეროს განადგურებისთვის 20 თვეც საკმარისი იქნება. დრექსლერი და ფრეიტასი თავის დასაცავად სპეციალური ტექნოლოგიის შემუშავებას გვთავაზობენ, თუმცა ზოგადად მიჩნეულია, რომ ნანოტექნოლოგიის პირობებში ყველაზე მიუდგომელი სისტემის წყობიდან გამოყვანაც იქნება შესაძლებელი.

 


ხელოვნური ინტელექტი ცნობიერების გარეშე.
თითქმის ეჭვგარეშეა, რომ ოდესმე ხელოვნური ინტელექტი შეიქმნება, მაგრამ სადავოა, შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ცნობიერების განვითარება. ნეირომეცნიერებსა და კოგნიტიურ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი თეორია შეგნებისა და ცნობიერების ასახსნელად. ამიტომ ბუნდოვანია, განვითარდება თუ არა ხელოვნური ინტელექტი ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. როგორც გამომგონებელმა ფუტურისტმა რეი კურცვეილმა აღნიშნა წიგნში „სულიერი მანქანების ეპოქა”: „2029 წელი. მანქანები დაგვარწმუნებენ, რომ ცნობიერება აქვთ, რის შემდეგაც მიბაძავენ ადამიანებს და დავიჯერებთ, რომ ჩვენგან არ განსხვავდებიან.” მაგრამ ეს მხოლოდ დიდი ტყუილი იქნება. ადამიანები დაიწყებენ ტვინის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც მივიღებთ მილიარდობით უგონო ორგანიზმს, რომლებიც ისე ივლიან, როგორც ვიდეოთამაშების ბოტები. სავარაუდოდ იქნებიან ადამიანები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ძველმოდურ მეთოდს აირჩევენ და ამ სიახლეზე უარს იტყვიან, თუმცა საფრთხე, როგორც ასეთი, მაინც არსებობს.

 


რობოკალიფსი.
ასევე ცნობილი, როგორც ტერმინატორის სცენარი, არის სავარაუდო მომავალი, რომლის მიხედვითაც განვითარებული ხელოვნური ინტელექტი ან ბოროტი ადამიანი რობოტებს კაცობრიობის წინააღმდეგ განაწყობს. ადამიანები მყიფე არსებები ვართ და მექანიკური მონსტრების წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით. მონადირე მკვლელები და სხვა დანიშნულების მანქანები შეუბრალებლად აასრულებენ თავიანთ მისიებს. რობოტი კალიები მოსპობენ მცენარეულობას, რასაც მსოფლიო შიმშილი მოჰყვება. რობოტები სწრაფად გაამრავლებენ და შეაკეთებენ თავიანთ თავებს. ასევე ცხადია, რომ რობოტებთან კამათს ან ხვეწნას აზრი უბრალოდ არ ექნება. ისინი იქნებიან სიბრალულის, სინდისისა და შიშის გრძნობების გარეშე და გაჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როცა კაცობრიობის განადგურების მისიას ბოლომდე მიიყვანენ.

 


ხელოვნური სუპერინტელექტი.
ეს ვერსია რაღაც მხრივ რობოკალიფსს ჰგავს: ოდესმე ხელოვნური ინტელექტი განვითარდება იმ დონეზე, რომ ადამიანის მონაცემებს გადააჭარბებს, რასაც შეიძლება არც ისე დიდი დრო დასჭირდეს. ამ სცენარის მიხედვით, ხელოვნური სუპერინტელექტი რესურსებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რათა მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. მის ხელში იქნება ინტერნეტი, ქარხნები, თავდაცვის სისტემები და რობოტები, რის გამოც ადამიანები დაუცველები დარჩებიან და დამარცხდებიან. კაცობრიობის სასარგებლოდ შექმნილი გამოგონება საბოლოოდ მის უდიდეს მტრად იქცევა.

 


ნაწილაკების ამაჩქარებლის ინციდენტი.
მიუხედავად იმისა, რომ მოხდენის ალბათობა საკმაოდ დაბალია, მაინც არსებობს შანსი, რომ მაღალი ენერგიის ნაწილაკების ექსპერიმენტების ჩატარებით ხელი შევუწყოთ დედამიწის განადგურებას. როდესაც დიდი ადრონული კოლაიდერი იქმნებოდა, ადამიანების ნაწილი შიშობდა, რომ ის წარმოქმნიდა მცირე ზომის შავ ხვრელს ან დედამიწას აქცევდა ე.წ. „უცნაური მატერიის” შეკუმშულ მასად. საბედნიეროდ, ფიზიკოსები ამ მოვლენას დაბალ ალბათობას აძლევენ. უფრო მეტიც, ასტროფიზიკოსებმა მაქს ტეგმარკმა და ნიკ ბოსტრომმა გამოთვალეს, რომ ამის მოხდენის შანსი მილიარდ წელში ერთია.

 


წინასწარგანზრახულად შექმნილი პანდემია.
2005 წელს რეი კურცვეილმა და ბილ ჯოიმ ნიუ-იორკ თაიმსში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ისინი გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ სახიფათო მეცნიერული ინფორმაცია ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი ხდებოდა. სტატია იყო საპასუხო რეაქცია აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, გამოექვეყნებინათ 1918 წლის გრიპის ვირუსის სრული გენომი ინტერნეტში. „ეს უკიდურესად სულელური ნაბიჯია”, წერდნენ სტატიაში. „გენომზე არსებული ინფორმაცია მასობრივი განადგურების იარაღის რეცეპტია. არცერთი პასუხისმგებლობის მქონე მეცნიერი არ მიემხრობა ატომური ბომბის ზუსტი სტრუქტურის გამოქვეყნებას, გრიპის ვირუსი კი უფრო მეტად სახიფათოა”. 2012 წლის 2 მაისს სამეცნიერო ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა სტატია ექსპერიმენტზე, თუ როგორ ვაქციოთ ფრინველის გრიპი ადამიანებზე გადამდებ დაავადებად. ინფორმაციის ეპოქა ბიოტექნოლოგიურ რევოლუციას დაემთხვა და შესაძლოა, მხოლოდ დროის ამბავი იყოს, როდის შექმნის ვინმე (ან დაჯგუფება, ქვეყანა და ა.შ.) ახალ, დიდი ალბათობით სასიკვდილო დაავადებას და ვირუსს გარეთ გამოუშვებს.

 


ანთროპოგენური გლობალური დათბობა.
აპოკალიფსის ეს ვერსია გარდაუვალ ბუნებრივ კატასტროფებსაც მოიცავს, თუმცა მასში ჩვენი ხელიც ურევია. თუკი ნახშირბადის გამოყოფა დღევანდელი ტემპებით გაგრძელდება, შესაძლოა შეიქმნას ერთგვარი მარყუჟი დედამიწის ზედაპირსა და ნახშირბადით მდიდარ ატმოსფეროს შორის. შემცირდება თერმული რადიაციის კოსმოსში გაწოვა და დიდი ნაწილი უკანვე დაბრუნდება, რაც გამოიწვევს ტემპერატურის სწრაფ და დიდი ტემპით მატებას. საბოლოო შედეგი კი პლანეტაზე არსებული სიცოცხლის განადგურება და ოკეანეების ამოშრობა იქნება. მანამდე კი ოკეანეების ჟანგვამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ეკოლოგიური ზარალი და მასიური გადაშენება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უარყოფს, გლობალური დათბობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

 


III მსოფლიო ომი.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად მსოფლიო მოსახლეობის 2.5% დაიღუპა. 70 მილიონი მსხვერპლიდან 20 მილიონს შიმშილმა მოუღო ბოლო. გარდა ამისა, დაღუპულთა თითქმის ნახევარი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რაც აქარწყლებს შეხედულებას იმაზე, რომ ომი მხოლოდ ჯარისკაცებს აზარალებს. ამ ომის შემდეგ 7 ათწლეული გავიდა და ტექნოლოგიაში სერიოზული წინსვლაა, რის გამოც ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შემდეგი მსოფლიო ომი აპოკალიფსური იქნება. თუკი გამოვრიცხავთ ატომურ იარაღებს, შესაძლოა გამოყენებული იქნას ამ სიაში ნახსენები ტექნოლოგია, როგორიცაა მკვლელი რობოტები და ნანოტექნოლოგია. ამას საპასუხოდ შეიძლება მოჰყვეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ამოქმედება, რაც უამრავ სიცოცხლეს შეიწირავს.

27 thoughts on “9 ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება კაცობრიობამ თავი გაინადგუროს

  1. : ))

    პოსტი როგორც ყოველთვის საინტერესო და კარგია : ))
    მესამე მსოფლიო ომი,ჩემი აზრით გარდაუვალი და აუცილებელია. რა თქმა უნდა,მაქსიმალურად უნდა ეცადონ რომ ბირთვულ იარაღს არ მიმართონ,მაგრამ ხანგრძლივი მომავალი სიმშვიდის ერთადერთი წინაპირობა მესამე მსოფლიო ომია.

    Like

      1. : ))

        თუ მესამე მსოფლიო ომი სასურველი შედეგებით დასრულდება,მეოთხე მსოფლიო ომი სავარაუდოდ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღარ იქნება :დ
        ვგულისხმობ გლობალიზაციას,ახალ ეკონომიკურ ძრავას და რეფორმებს სახელმწიფო ორგანოების უმეტესობაში :დ

        Like

        1. აკაკი

          სმაილიკ სასურველ შედეგში რას გულისხმობ? ნებისმიერი ომის ინიციატორის მიზანია სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოების დაპყრობა (დღეს ამას გავლენის სფეროს უწოდებენ, თუმცა შინაარსი ამით არ იცვლება). დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთი, ვისაც იმის რესურსი აქვს, რომ ასეთი ომი წამოიწყოს შტატებია. დავუშვათ დაიწყო ეს ომი და ინიციატორმა ყველა არსებული, თუ შესაძლო მოწინააღმდეგე (ან მსოფლიოს დაპყრობის საქმეში კონკურენტი) გაანადგურა; როგორ გგონია, ამას შენთვის და ჩემთვის გააკეთებენ? ერთ რამეში კი გეთანხმები – მესამე მსოფლიო ომი აუცილებლად მოხდება და ძალიან მალე, მარგამ „სასურველ შედეგში“ კი ძალიან მეპარება ეჭვი“ 😉

          Like

          1. : ))

            არც მე მითქვამს რომ სასურველ შედეგს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიღებდა :ვ
            და სასურველ შედეგში რა იგულისხმებოდა ჩამოვთვალე ზემოთ :დ

            Like

    1. glimmer

      ხანგრძლივი რამდენია შენი გამოთვლებით? 21 წელი, 70 თუ 100? III მსოფლიო ომი თუ მოხდა “მშვიდობა” ნამდვილად იქნება… “მშვიდობა”, სიჩუმე და არაფერი იქნება მხოლოდ : ))

      Like

      1. : ))

        იმედია ჩემი პოსტების მხოლოდ ნაწილი არ წაგიკითხავს და ისიც იცი,ჩემი აზრით, რა შემთხვევაში ექნება “სასურველი” მესამე მსოფლიო ომს : ))
        გლობალიზაცია თუ მოხდა წესით მშვიდობა მაგ ვადებზე დიდხანს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ ხალხმა მაინც ვერ შეიგნო რომ გლობალიზებული ეკონომიკა უფრო მომგებიანია ყველასთვის,მაშინ ნამდვილად მადლი იქნება ასეთი საზოგადოების ბირთვულ ომში დაღუპვა :X

        Like

  2. ლუკა

    ისედაც დღითიდღე ნადგურდება დედამიწა და კიდევ მესამე მსოფლიო ომი გვინდა? მგონი დრო დადგა რომ თითოეულმა ადამიანმა შეიგნოს, თუ რა მოყვება ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას. მერთლა დავისჯებით, ეს იქნება მორიგი ეკოლოგიური კატასტროფა თუ კიდევ სხვა რამ.

    Like

    1. : ))

      მესამე,მეოთხე ან შეიძლება მეხუთეც :ვ
      აი ყველაზე ცოტა კიდევ ერთი მსოფლიო ომი რომ ‘საჭიროა’ და მის გარეშე რომ ცივილიზაციის განვითარების მომდევნო ეტაპზე ვერ გადავალთ,ფაქტია.

      Like

      1. რატომ ვერ გადავალთ ვითომ? :დ ან ომის მერე როგორ გადავალთ განვითარების შემდეგ ეტაპზე ?:დ მესამე მსოფლიო ომის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რა საჭიროა 😐 მეორე მსფ ომში 70 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და იგივეს განმეორება გინდა თან ამჯერად უფრო მაშტაბური იქნება, ხო შეიძელება შენც გახდე მსხვერპლი და მერე სადმე ტყეში ხეზე მიწოლილი, სისხლისგან რომ იცლები ან შიმშილისგან თვალებს ვეღარ ახელ ხო გაიფიქრებ რომ რა აუცილებელი იყო მესამე მსოფლიო ომიო :დ:დ ეჰ ეხლა კი ვიცინი მაგრამ მართლა რომ მოხდეს ეგრე :ირონიულისმაილი:

        Like

        1. : ))

          ოი ოი : )) არ გაგიგია ერთი ადამიანის სიკვდილი რომ ტრაგედიაა,მილიონის კი სტატისტიკა : ))ყველაფერი დაწვრილებით როგორ შეიძლება ავხსნა :ვ ჩემი აზრით,მეცნიერების (ანუ ადამიანთა ცოდნის,თვალთახედვის) და ეკონომიკის განვითარებისათვის უპირობოდაა საჭირო გლობალიზაცია.ნუ თუ რა თქმა უნდა ყველა ქვეყნის პრეზიდენტი ერთად არ გაგიჟდა ,ეს მსოფლიო ომის გარეშე ვერ მოხდება : ))

          Like

  3. Tomo

    ar mesmis moazrovne adamianma rogor unda tqvas rom mesame msoplio omi aucilebelia, chemi azrit yvelapris mogvareba sheidzleba omis gareshe ase tu ar moxdeba mteli civilizacia ganadgurdeba,sheudzliat upro civilurad miudgnen sakitxs da omis gareshe gadawydes yvelaperi

    Like

    1. : ))

      არც არის მგონი აუცილებელი ყველას ყველაფერი ესმოდეს : ))
      და თუ ფიქრობ რომ მსოფლიო გლობალიზაცია შესაძლებელია ომის გარეშე,იქნებ გაგვანდო შენი მოაზროვნე გონების ნააზრევი : ))))))

      Like

      1. ”მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.” amit xo ar xelmdzgvenelob 😀

        Like

    2. ზურა

      რა ცივილურად რის ცივილურად ტელევიზორში რო ხედავ მაგ ხალხის მსახიობურ ნიჭს კი უნდა ამჩნევდე წესით. ადამიანი ყველაზე საზარელი არსებაა და მისი ეს “სიკარგე” მოჩვენებითია. ცუდი უფრო მეტია ჩვენში!

      Like

  4. Java

    :)) shen fiqrob rom omi gardauvalia rac chemi azrit primitiulia da qveynis tu misi calkeuli lideris motxovnileba mgonia sxva gzitac sheidzleba dakmayofildes da araa aucilebeli milionobit ojaxis ganadgureba 🙂

    Like

  5. Guest

    ომზე კი არა, იმაზე უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო როგორ განვითარდეთ, რომ სხვა პლანეტებზე სევძლოთ გადასახლება და ამით ჩვენი საზრვრები დედამიწის საზღვრები გავაფრთოვოთ. ეს უფრო საინტერესოა ვიდრე ერთმანეთის ხოცვა

    Like

    1. : ))

      sanam brdznul komentarebs datovebt megobrebo,kargad gaiget ras vambob : ))
      globalizacias swored mag mizezit vucher mec mxars,rom finansebis martva ufro kargad moxdeba da mecniereba ufro ganvitardeba.
      magram omzec imitom vfiqrob rom globalizaciis migweva sxvanairad ver mesaxeba : ))

      Like

  6. გამოხმაურება: 10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი