როგორც ერთ-ერთ პოსტში გამცნეთ, ნიუ-იორკის ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში მეცნიერებმა რეკორდი მოხსნეს და შექმნეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე ყოფილა დედამიწაზე – 4 ტრილიონი გრადუსი ცელსიუსით. თუმცა იქვე აღნიშნული იყო, რომ შვეიცარიაში მოღვაწე „ცერნის” ფიზიკოსები ამ შედეგის გაუმჯობესებას აპირებდნენ. ეს დღეც დადგა და ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი ტემპერატურა უკვე 5.5 ტრილიონ გრადუსს აღწევს.
დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ფიზიკოსებმა რეკორდი მოხსნეს და მზის შუაგულზე 350 000-ჯერ უფრო მაღალი ტემპერატურა მიიღეს. მეცნიერებმა ტყვიის იონები ერთმანეთს შეაჯახეს და შექმნეს დამანახშირებელი ტემპერატურის მქონე სუბატომური სუპი, ცნობილი, როგორც კვარკ-გლუონური პლაზმა. პლაზმა 5.5 ტრილიონ გრადუსამდე გახურდა, რაც ექსპერიმენტებში მიღებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ცერნის” ფიზიკოსთა მიღწევა დაახლოებით 40%-ით მეტია ძველ რეკორდზე, რომელიც ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში, რელავისტური მძიმე იონების კოლაიდერში განხორციელდა ოქროს იონების შეჯახებით. თუმცა „ცერნის” მეცნიერთა განზრახვა მხოლოდ რეკორდის დამყარება არ ყოფილა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი უკიდურესად მაღალი ტემპერატურის შექმნით მეტ ინფორმაციას მიიღებენ იმაზე, თუ რა სახე ჰქონდა სამყაროს დიდი აფეთქებიდან მალევე და როგორი სიტუაცია სუფევდა. ისინი თვლიან, რომ დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, ჩვენი სამყაროს ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როცა კვარკები და გლუონები – მატერიის საშენი ძირითადი ბლოკები – არ იყვნენ გამომწყვდეული რთულ ნაწილაკებში, როგორიცაა პროტონი და ნეიტრონი. ამის ნაცვლად ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მატერიის ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც კვარკ-გლუონური პლაზმა ეწოდება.
ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ამაჩქარებელში – დიდ ადრონულ კოლაიდერში – ტყვიის იონების შეჯახებით დროის მოკლე პერიოდში შეიქმნა ადრეულ სამყაროში არსებული პირობების მსგავსი სიტუაცია. ექსპერიმენტებში მილიარდამდე მსგავსი შეჯახების ანალიზით შესაძლებელი გახდა, უფრო დაზუსტებულიყო მატერიის თვისებები, როცა ის ასეთ ექსტრემალურ მდგომარეობაშია.
მეცნიერებმა განახორციელეს ALICE-ის (A Large Ion Collider Experiment) ტიპის ექსპერიმენტი. ორშაბათს (20 აგვისტო) ALICE-ის ჯგუფმა ახალ მიღწევაზე პრეზენტაცია გააკეთა კვარკის მატერიის 2012 წლის კონფერენციაზე ქალაქ ვაშინგტონში. მათი თქმით, მიღებული ტემპერატურა 38%-ით აღემატება წინა მაჩვენებელს.
ALICE-ის წარმომადგენელმა პაოლო გიბელინომ დაადასტურა, რომ გაზომვა სრულყოფილად ზუსტი არ ყოფილა და ენერგიის გრადუსებში გადაყვანა არ განუხორციელებიათ. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეჭვი შევიტანოთ წინასწარ შედეგებში და ვთქვათ, რომ გამოთვლებით მიღებული მაჩვენებელი არ იქნება 5.5 ტრილიონ გრადუს ცელსიუსის სიახლოვეს. სამეცნიერო ჟურნალ „Nature”-სთვის მიცემულ ინტერვიუში გიბელინო აღნიშნავს, რომ ზუსტი შედეგის დადგენისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო.
ამის პარალელურად ბრუკჰეივენის რელავისტური მძიმე იონების კოლაიდერზე მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ კვარკ-გლუონური პლაზმის შესახებ სულ უფრო მეტ ინფორმაციას იგებენ. ორშაბათს მათ განაცხადეს, რომ ოქროს იონების შეჯახებით თანდათან უახლოვდებიან იმის გარკვევას, თუ როგორ გარდაიქმნება კვარკ-გლუონური პლაზმა ადრონებისგან შემდგარ ნორმალურ აირად. როგორც წყალი არსებობს სხვადასხვა მდგომარეობაში, რაც ტემპერატურასა და წნევაზეა დამოკიდებული, ასევე უნდა არსებობდეს ის ზღვარი, რაც კვარკ-გლუონურ პლაზმას ჩვეულებრივი მატერიისგან განასხვავებს. სწორედ ესაა ბრუკჰეივენის მეცნიერთა კვლევის საგანი.
ყველაფერზე წერ ჩარლი და ჯანმრთელობაზეც ღლიტე ერთი პოსტი)))) ჯანმრთელ კვებაზე,საკვებზე,ვარჯიშზე თუ ასე შემდეგ..ჰა,რას იტყვი)))
LikeLike
მოვიფიქრებ რამე თემას, თუმცა ჯანსაღ ცხოვრებაზე ცალკე ბლოგიც არსებობს 🙂
http://sal4you.wordpress.com/
LikeLike
მადლობა..თუმცა ამდენი ბლოგის ჩხრეკას,ერთი უნივერსალური გაგვეკეთებინა))))
LikeLike
idioturad Jger, magram amaTi saqme asea: “Saqme ar hqonda didosao” :))
LikeLike
მეცნიერებმა თავიანთი საქმის ძალიან კარგად იციან
LikeLike
http://geo.saitebi.ge/other/2165-bbbyebbb-bbbyebbbbbbbb-bbbbbbb-2012dvdripgeo-bbbbbbbb.html
charlius uyure amas,igadaveb kargad xD
mcenareebi naxshirorjangit suntqaveno da gavtishe tan xDD
LikeLike
ფორუმზე დადო ადრე ვიღაცამ და 7 წუთის მეტი ვერ გავქაჩე 😦
LikeLike
ai shevshfotdi seriozulad iset ragaceebs laparakobs tipi ;dd
tan komentarebze ras vgadaob xD
chveni apolonic,turme am filmis naxvis shemdeg darwmunebula gmertis arsebobashi ;dd
tan bolos gamoyenebul masalebshi ert-erti mogzauroba dedamiwis centrisken weria xDD
da saxeobata warmoshoba,romelzec amdens saubroben albat danatvalietebic ar aqvt ;d
LikeLike
საინტერესო სტატიაა მაგრამ საინტერესოა ასეთი ექსპერიმენტების მიზანი რა არის, რამეში გამოყენებას აპირებენ შემდგომში?
და კაი ხანია მაინტერესებს, ადრე სადღაც წავიკითხე ცერნში რო ცდები ტარდება, რამე შეცდომა რო დაუშვან კატასტროფულ შედეგებს მოიტანსო და არამარტო შვეიცარიისთვის არამედ მის გარშემო მდებარე ქვეყნებისთვისაცო და რამე ინფორმაცია ხო არ გაქვთ ამის შესახებ?
LikeLike
მიზანი ძირითადად სამყაროს ადრეული ეტაპის შესწავლაა და მატერიის იმ მდგომარეობის მიღება, რაც მაშინ იყო :))
შეცდომა როგორი? ადრე წერდნენ, შავი ხვრელი გაჩნდებაო, მაგრამ ეგ გადაჭარბებულია 😀
LikeLike