ის, რაც დარვინმა არ იცოდა (გაგრძელება)


ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია დღეს მეცნიერულ ჭეშმარიტებად ითვლება, თუმცა საწყის ეტაპზე მან დაპირისპირებების უზარმაზარი ტალღა წარმოქმნა. მისი მოპაექრეები იყვნენ როგორც რელიგიური ადამიანები, ისე დარვინის დროის მეცნიერები, რომლებიც აკრიტიკებდნენ თეორიას მტკიცებულებების ნაკლებობისა და ვარაუდების სიმრავლის გამო. დარვინი, როგორც პატიოსანი მეცნიერი, აღიარებდა სიმართლეს და ეთანხმებოდა მათ. მან იცოდა, რომ ევოლუციის თეორიას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ იმედებს ამყარებდა მეცნიერთა მომავალ თაობებზე, რომლებიც დაასრულებდნენ ნაშრომს და დარვინისეული ხედვის მართებულობას დაამტკიცებდნენ. სწორედ ეს ხდებოდა ბოლო 150 წლის განმავლობაში და თავად ევოლუციის თეორიამაც განიცადა ევოლუცია. დღეს ის გაცილებით დახვეწილი და ფართოა, ვიდრე დარვინი ოდესმე წარმოიდგენდა.

წინა ნაწილი: ის, რაც დარვინმა არ იცოდა

 

ნაწილი III: სიცოცხლის ხე

თუკი შეიძლება, დარვინის თეორიას ჰქონდეს სიმბოლო, რომელიც ევოლუციური ისტორიის მეტაფორა იქნება, ეს არის ხე. დარვინის თქმით, რტოები სახეობებს წარმოადგენდნენ და წინაპრებს ტოტების მეშვეობით უკავშირდებოდნენ. შესაბამისად, სიცოცხლის მთელი ისტორია შეიძლება წარმოდგენილი იქნას დიდი ხის სახით.


დარვინს ეს იდეა 1837 წელს გაუჩნდა. მან ხის მსგავსი მარტივი დიაგრამა დახაზა, რათა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება საგვარეულო ხაზები წარმოიშვას ერთი წყაროდან, შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და სწრაფი განვითარება დაიწყონ. დიაგრამის ზემოთ კი მიაწერა: „ჩემი აზრით”. 22 წლის შემდეგ წიგნში „სახეობათა წარმოშობა” დარვინი თავდაჯერებულად აცხადებს, რომ ასეთი ხე შეიძლება აიგოს ცოცხალ ორგანიზმთა ნებისმიერი ჯგუფისთვის. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად – ძნელი, თუმცა დარვინს გაკეთება არც უცდია.

რატომ არ დაგვიტოვა დარვინმა – ასეთმა გაბედულმა და დიდი წარმოსახვის მქონე ადამიანმა – სიცოცხლის ისტორია, რომელზეც მისი თეორია საუბრობდა? შესაძლოა იმიტომ, რომ მას მშვენივრად ესმოდა ნამარხების უკმარისობის პრობლემის სიმძიმე. ნამარხებში უნდა ყოფილიყო მტკიცებულება იმ საშინელი ბრძოლების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ სხვადასხვა ეპოქაში, მაგრამ რეალობა გაცილებით განსხვავებული აღმოჩნდა. ცხოველთა ნაშთები მართლაც უხვად იყო, თუმცა დიდი ნაპრალებიც არსებობდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური გახლდათ კამბრიული სისტემის დასაწყისი – სწორედ აქედან იწყებოდა ცხოველური სიცოცხლის ფორმების მასიური გამოჩენა (იგივე „აფეთქება”). ახალი სახეობები, მთელი ფაუნები თითქოს არაფრისგან ჩნდებოდნენ და მათი წინაპრები არსად ჩანდნენ. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? თუკი პრეკამბრიული კლდეები არ შეიცავდნენ ნამარხებს, საიდან გაჩნდნენ ცხოველები?

დარვინს, როგორც ჩვეოდა, არც ამ პრობლემისთვის აურიდებია თავი. „დროის ამ ვრცელი და უცნობი პერიოდების განმავლობაში მსოფლიო დახუნძლული უნდა ყოფილიყო ცოცხალი არსებებით”, წერდა ის. თუმცა მათი წარმოშობის მიზეზის დადგენას რომ ვერ ახერხებდა, თავადაც აღიარებდა, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. დარვინმა იმედი დაკარგა, რომ სიცოცხლის ისტორიის რეკონსტრუქციას შეძლებდა. თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამას მისი საქმის გამგრძელებლები მოახერხებდნენ, რაშიც მართალი აღმოჩნდა.


დარვინის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე მიმდევარი იყო ახალგაზრდა გერმანელი მეცნიერი ერნსტ ჰეკელი. დარვინის მომხრე მეცნიერებიდან ჰეკელი ყველაზე მრავალმხრივი ადამიანი გახლდათ: ნიჭიერი მხატვარი, რომელსაც კალმით შეეძლო ბუნების დახვეწილი გეომეტრია ეჩვენებინა, ასევე ბრწყინვალე ანატომი, რომელიც თვეებს უთმობდა ზღვის იდუმალი არსებების შესწავლას. ჰქონდა სენტიმენტალური, რომანტიკული ხასიათი, უყვარდა ბუნება და ადიდებდა გოეთეს. მას თავისი ბიძაშვილი, ქერა და ცისფერთვალება ანა უყვარდა, რომელსაც „ტყის გერმანელ შვილს” უწოდებდა. წყვილმა იქორწინა კიდეც, თუმცა რამდენიმე თვეში ანა გარდაიცვალა.

მეუღლის სიკვდილმა ჰეკელის ცხოვრებაში არეულობა შემოიტანა. მეცნიერი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, თუმცა შემდეგ დარვინიზმი აღმოაჩინა. მან გადაწყვიტა, სიმართლე რაც შეიძლებოდა, ბევრ ადამიანამდე მიეტანა და განეხორციელებინა ის, რაც ვერ მოახერხა დარვინმა – თავიდან დაეწერა სიცოცხლის ისტორია. მაგრამ როგორ? ჰეკელს უნდა ეპოვა გზა, რომლითაც აღადგენდა ევოლუციურ წარსულს ისე, რომ არ დაეყრდნობოდა ნამარხებს. მისი აზრით, პასუხი ემბრიონში იმალებოდა. ცხოველის ემბრიონი მისი ევოლუციური წარსულის ჩანაწერს წარმოადგენს. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დააკვირდებით, მით უფრო შორეული წარსულის დანახვას შეძლებთ. ჰეკელის თქმით, ემბრიონი ამ პრობლემისთვის არიადნეს ძაფს წარმოადგენდა.


ჰეკელმა კვლევა ხერხემლიანი ცხოველების ემბრიონების შედარებით დაიწყო. როცა დაბადებამდე ცოტა დროა დარჩენილი, ისინი ძალიან განსხვავებულად გამოიყურებიან, რაც გასაგებიცაა. თუმცა როცა ისინი უფრო პატარები და ნაკლებად განვითარებულები არიან, საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ჰეკელი უფრო შორსაც წავიდა და ემბრიონის განვითარების საწყის ეტაპს დააკვირდა – სანამ კიდურები განვითარდება, სანამ თავი ან კუდი გაჩნდება, როცა ჩანასახი ჯერ კიდევ უჯრედების გროვას წარმოადგენს და იწყება გასტრულაციის პროცესი. აქ, ჰეკელის მოსაზრებით, საოცარი რამ ხდებოდა – მან აღმოაჩინა ყველა ჩვენგანის წინაპარი. „ეს არის ყველაზე ადრეული, პირველი ცხოველის განმეორება”, წერდა ჰეკელი. ამ არსებას, რომელიც კამბრიულ ზღვებში მოფარფატე უჯრედებისგან შეკოწიწებულ გროვას წარმოადგენდა, მეცნიერმა „გასტრეა” უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, თუმცა ზოგიერთებისთვის ეს განცხადება აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.

ემბრიონების დახმარებით ჰეკელმა ევოლუციური ხეების აგება დაიწყო. ისინი დარვინის ხეებს ჰგავდა, თუმცა არ წარმოადგენდა აბსტრაქტულ მეტაფორებს, არამედ პირველ ცდას, ყველა ცოცხალ არსებას მინიჭებოდა შესაბამისი ადგილი ევოლუციურ ისტორიაში. ყველა ცხოველი აქ იყო, მეტნაკლებად სწორ ადგილას, ხოლო ხის ტანის ძირში მდებარეობდა გასტრეა – ჰეკელის ჰიპოთეტური უნივერსალური წინაპარი. ცხადია, ჰეკელის მოსაზრებები საკმაოდ გაბედული იყო, რადგან ემბრიონი არ შეიცავს სიცოცხლის ისტორიის სრულ სურათს.

1950-იანი წლებიდან პრეკამბრიულ კლდეებში ცხოველთა ნამარხების აღმოჩენა დაიწყო. მათი უმეტესობა საოცრად პატარა იყო, თუმცა ტომოგრაფიული გამოსახულებების მეშვეობით ინდივიდუალური უჯრედების დანახვაც კი შეიძლებოდა. კვლევისას მნიშვნელოვან რამეს წააწყდნენ – პრეკამბრიული არსებებიდან ზოგიერთი არც ისე დიდად განსხვავდებოდა ჰეკელის გასტრეასგან. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი იმაში დასარწმუნებლად, რომ ცხოველები კამბრიულ ეპოქამდეც ცხოვრობდნენ – ამას დნმ გვეუბნება.


როდესაც ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა დნმ-ის სტრუქტურა განმარტეს, მათ სიცოცხლე გააერთიანეს. ეჭვგარეშეა, რომ ეს მოვლენა ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერული წარმატება იყო, რადგან არც ისე ხშირია მოვლენა, როცა ორი ახალბედა ასეთ სერიოზულ აღმოჩენას ასე მოკლე დროში ახორციელებს. თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი იყენებს დნმ-ს, როგორც მემკვიდრეობით მასალას. შესაბამისად, ისინი ერთმანეთს უნდა ენათესავებოდნენ და ჰყავდეთ ერთი წინაპარი. მაგრამ დღეს შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ და ნებისმიერი ცოცხალი არსების გენომის გაშიფრვა მოვახდინოთ და ჩვეულებრივი წიგნივით წავიკითხოთ.

გენომი ის დოკუმენტია, რომელიც მილიონობით ფურცელზე იწერება, პალიმპსესტი, რომელიც უსასრულოდ იზრდება, იშლება, შემდეგ კი ევოლუციის ხელით გარდაიქმნება. თუკი მის წაკითხვას მოახერხებთ, თქვენს წინ სიცოცხლის ისტორია გადაიშლება. გენომის გაშიფრვის მეშვეობით შესაძლებელია ცხოველის წარმოშობის თარიღის დადგენა და ევოლუციის ხეზე განთავსება. კვლევისას ზოგიერთი მათგანი გასაოცრად ძველი აღმოჩნდა.

ყველაზე მარტივი ცოცხალი ორგანიზმი ალბათ მიკროსკოპული არსება ტრიქოპლაქსია. მას არ აქვს ნაწლავი, პირი, ტვინი, გრძნობის ორგანოები. მისი გენომის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ტრიქოპლაქსის წინაპრებმა ცხოველების ევოლუციის მთავარი ღერძიდან გადაუხვიეს დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ. სწორედ ამას ვარაუდობდა დარვინი – პრეკამბრიულ ზღვებში ცხოველები უნდა არსებულიყო. გენომის გასაშიფრი მექანიზმები სიცოცხლის ხის აქამდე უცნობ განშტოებებს ავლენენ, ისინი ახალ ისტორიულ ამბებს გვაწვდიან. ასევე ხდება ახალი ნამარხების აღმოჩენა და ხშირად ისინი მსგავს ისტორიას ყვებიან.

განვიხილოთ ვეშაპი. მისი წინაპარი რაიმე სახის ხმელეთის ძუძუმწოვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუკი ეს ასეა, სად არის ნახევარ-ვეშაპების ნამარხი? სად უნდა ვეძებოთ ფეხებიანი ვეშაპები? დარვინის ლოგიკის მიხედვით, ასეთი ცხოველები უნდა არსებულიყვნენ და ზომით უზარმაზარი ყოფილიყვნენ. მაშ, სად არიან ისინი?


წლების განმავლობაში ვეშაპების წარმოშობის საკითხი ბურუსით იყო მოცული, მაგრამ ახლა აღარ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნამარხებიდან მიღებული ინფორმაცია საოცრად ფართო და სრულყოფილი გახდა. როგორც დარვინი წინასწარმეტყველებდა და იმედი ჰქონდა, ამჟამად მეცნიერებს ნამარხების განსაცვიფრებელი კოლექცია აქვთ, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ განიცადა ტრანსფორმაცია ხმელეთის ცხოველმა და იქცა წყალში მობინადრე არსებად. ნამარხები აჩვენებს, როგორ გარდაიქმნა წინა კიდურები ფარფლებად, უკანა კიდურები კი უბრალოდ გაუჩინარდა. ხოლო ვეშაპი სუნთქავს არა დინგთან განლაგებული ნესტოებით, არამედ თავის უკანა მხარეს არსებული მასიური ხვრელით. თუმცა ისინი კიდევ ერთ რამეს აჩვენებენ: ვეშაპების ადგილს სიცოცხლის ხეზე, მინიშნება კი კოჭის ძვალშია. პრიმიტიულ ვეშაპებს ისეთი კოჭის ძვალი ჰქონდათ, როგორიც თანამედროვე ჩლიქოსნებს – ძროხებს, ცხვრებსა და ღორებს. თუმცა ვეშაპების წინაპრების აღმოსაჩენად მხოლოდ ნამარხებზე დაყრდნობა არაა საჭირო, შეგვიძლია, დნმ-იც გამოვიყენოთ.

ვეშაპისნაირთა რიგის ცხოველების დნმ-ის სხვა ძუძუმწოვრებთან შედარება საოცარ რამეს ააშკარავებს – მათი ყველაზე ახლო თანამედროვე ნათესავია ბეჰემოთი. თუმცა არც ბეჰემოთი წარმოშობილა ვეშაპებისგან და არც ვეშაპია ბეჰემოთის შთამომავალი, ისინი უბრალოდ ევოლუციური ბიძაშვილები არიან. მათ ჰყავდათ საერთო წინაპარი, რომელიც დაახლოებით 55 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ამ დასკვნას მხარს უჭერს როგორც ნამარხების ანალიზი, ისე დნმ.

ბევრი ალბათ ფიქრობს, რომ დარვინმა ადამიანების ევოლუციის შესახებაც თქვა რამე. ეს საკითხი მართლაც არის ნახსენები „სახეობათა წარმოშობაში”. ჭიანჭველებისა და აგუტების, ღამურებისა და კიბორჩხალების შესახებ 400 გვერდიანი საუბრის შემდეგ დარვინი კაცობრიობის თემაზე გადადის: „სინათლე მოეფინება ადამიანის წარმოშობასა და მის ისტორიას” და ამით ასრულებს საკითხს. დარვინმა ცხადია იცოდა, რომ პრიმატების შთამომავლები ვართ, მაგრამ ამის ამოხსნა სხვებს მიანდო. ერთ-ერთი, ვინც ეს საქმე ითავა, გახლდათ ერნსტ ჰეკელი.

ჰეკელს კაცობრიობა წარმოედგინა ბოტიჩელის ვენერად, რომელიც დიდებულად იზრდებოდა იმ ცხოველებს შორის, რომლებიც გარს ეხვია. იმ პერიოდში არ არსებობდა ნამარხები, რომლებიც ადამიანსა და მაიმუნს ერთმანეთთან დააკავშირებდა, ამიტომ ჰეკელმა გონებაში დაიწყო წარმოდგენა, თუ რა იყო მათ შორის. მან მოიგონა ახალი ტერმინი – პითეკანთროპი, რომელსაც შუალედური მდგომარეობა ეკავა ადამიანის მსგავს მაიმუნსა და ადამიანს შორის. გასტრეას მსგავსად ისიც ჰიპოთეტურ, გამოგონილ წინაპარს წარმოადგენდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჰეკელის მსჯელობა გონივრული იყო: თუკი ჩვენ პითეკანთროპის შთამომავლები ვიყავით, ადრე თუ გვიან შუალედური რგოლებიც უნდა ეპოვათ.


1891 წელს ჰოლანდიელმა ექიმმა ეჟენ დიუბუამ ინდონეზიის კუნძულ იავაზე მდინარე სოლოს სანაპიროზე ჩატარებული გათხრებისას თავის ქალის ზედა ნაწილი აღმოაჩინა. ის არც მაიმუნს ეკუთვნოდა და არც ადამიანს, არამედ რაღაც შუალედური იყო. ჰეკელის პატივისცემის ნიშნად დიუბუამ მას პითეკანთროპი უწოდა. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, პითეკანთროპმა ახალი სახელი, ჰომო ერექტუსი მიიღო და ბინა დაიდო სხვა ნამარხებთან, სადაც ზოგი ადამიანის მსგავსი მაიმუნი იყო და ზოგიც – მაიმუნის მსგავსი ადამიანი. ადამიანთა საგვარეულო ხე უხვად ივსებოდა სახეობებით და დღეს უკვე გვაქვს ნათელი და არაორაზროვანი დამაკავშირებელი ხაზი ადრეულ პრიმატებსა და ჰომო საპიენსს (ადამიანი) შორის. მაგრამ დღეს მობინადრე მაიმუნებიდან რომელი გვენათესავება ყველაზე მეტად? ამ საკითხზე ჯერ კიდევ დარვინის პერიოდიდან კამათობდნენ და ბოლო არ უჩანდა, რადგან ნამარხებით პასუხის გაცემა ვერ ხერხდებოდა. ამისთვის საჭიროა დნმ-ის ანალიზი.

ჰომინიდების თითოეული წევრის დნმ-ის წყობის შედარებით ევოლუციური მემკვიდრეობის საკითხი ნათელი გახდა. გენეტიკურად ჩვენ ყველაზე მეტად შიმპანზეებსა და ბონობოებს ვენათესავებით. 5-6 მილიონი წლის წინ მცხოვრები ჩვენი წინაპარი მათი წინაპარიც იყო. ანალოგიურად, 7 მილიონი წლის წინ საერთო წინაპარი გვყავდა გორილასთან, 12 მილიონი წლის წინ – ორანგუტანთან და ასე მივდივართ სიცოცხლის საწყისამდე. „როგორ ფიქრობთ, ვინ ხართ?” იკითხა ჰეკელმა და პასუხიც თავად გასცა: „პრიმატი, ძუძუმწოვარი, რეპტილია, თევზი, ჭია, უჯრედების გროვა და საბოლოოდ ერთი უჯრედი, რომელიც უძველესი ზღვების მლაშე წყლებში ტივტივებდა.”

150 წლის წინ დარვინი საუბრობდა იმ დროზე, როცა სიცოცხლის ხე უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ მეტაფორა, როცა ის გახდებოდა ზუსტი ისტორიული ჩანაწერი. ეს დრო უკვე დადგა და სიცოცხლის ხე ჩვენს წინაშეა, ყოველი ახალი ნამარხის აღმოჩენასთან და დნმ-ის გაშიფრვასთან ერთად მისი განშტოებები სულ უფრო გასაგები და ნათელი გახდა, ჩვენი სახეობა კი ერთ-ერთ რტოზე მდებარე უბრალო ფოთოლია, რომელიც უზარმაზარ სივრცეშია ჩაკარგული.

 

ნაწილი IV: უთვალავი ფორმა

როცა ცოცხალ არსებებს ვაკვირდებით, პირველ რიგში თვალში გვხვდება განსხვავებები, ფორმის, ფერისა და ქცევის გასაოცარი მრავალფეროვნება. მაგრამ ამ სხვადასხვაგვარობის მიღმა იმალება ღრმა, ერთიანი გეგმა. ბევრ ცხოველს მსგავსი გეომეტრია და სხეულის მოყვანილობა აქვს. დარვინისთვის მრავალფეროვნებაში არსებული ერთიანობის პარადოქსი სიცოცხლის ხის საჩუქარს წარმოადგენდა. სახეობათა ცვლილება დასაბამს უდებდა ახალ სახეობებს და ხდებოდა მათი გარემოსთან ადაპტაცია ურიცხვი თაობის განმავლობაში. მაგრამ იყო ერთი რამ, რასაც დარვინი ვერასდროს წარმოიდგენდა: მრავალფეროვნების მიღმა არსებული ერთიანობა გვხვდება ყველა ცოცხალი არსების ყოველ უჯრედში, მოლეკულასა და გენში.

მედიცინაში ანირიდია თვალის ფერადი გარსის თანდაყოლილ უქონლობას ეწოდება. 1992 წელს გენეტიკოსებმა მისი გამომწვევი მუტაციური გენი აღმოაჩინეს. მას PAX6 ეწოდება და მე-11 ქრომოსომაში მდებარეობს. PAX6 საკმაოდ სპეციფიკური გენია – ის წარმოადგენს მოლეკულურ გადამრთველს, გენს, რომელიც სხვა გენებს ააქტიურებს ან თიშავს. ეს კონკრეტული მოლეკულური გადართვა კი ადამიანის თვალის განვითარებისთვისაა საჭირო.

1994 წელს გენეტიკოსები ხილის ბუზებს შეისწავლიდნენ და ეძებდნენ გენებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანოებს აყალიბებენ. მათ შეისწავლეს ათასობით ბუზი, რათა სიმახინჯეების გამომწვევი მუტაციები აღმოეჩინათ. მუტანტი ბუზებიდან ზოგიერთი ბრმა იყო – იმ დროს, როცა ნორმალურ ბუზებს დიდი და წითელი თვალები აქვთ, ისინი მხედველობის ორგანოების გარეშე იბადებოდნენ. უთვალო ბუზების დნმ-ის ანალიზით მუტაციის გამომწვევი გენის ამოცნობა მოხერხდა – ეს იყო PAX6, იგივე გენი, რაც ადამიანში ანირიდიის მიზეზია. ამ სიახლემ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან სამედიცინო წინსვლის გარდა მეცნიერებს კიდევ ერთ აღმოჩენასთან ჰქონდათ საქმე – ის ფაქტი, რომ ბუზსა და ადამიანს საერთო გენი ჰქონდათ, ნიშნავდა, რომ ოდესღაც მათი ევოლუციური ისტორიაც საერთო იყო.


გენეტიკოსებმა სხვა ცხოველების თვალების კვლევა დაიწყეს და ყველგან ერთსა და იმავეს აწყდებოდნენ: მოლეკულური ჯგუფი, რომლის ნაწილიც იყო PAX6, საყოველთაო აღმოჩნდა. რადგანაც თვალი ასეთი გავრცელებული ორგანოა, ასეთი სასარგებლო და მრავალფეროვანი აღნაგობის, მთელი XX საუკუნის განმავლობაში ზოოლოგები თვლიდნენ, რომ მათ განვითარების ეტაპები რამდენჯერმე უნდა გაევლოთ. თუმცა ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა – თვალები მხოლოდ ერთხელ ჩამოყალიბდნენ. დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერი არსების თვალის ევოლუციურ ისტორიას მივყავართ ერთ ძალიან მარტივ თვალამდე, რომელიც ეკუთვნოდა 1 მილიარდი წლის წინ მობინადრე ასევე ძალიან მარტივ ქმნილებას.

მეცნიერები სხვა მუტაციებსაც იკვლევდნენ: ამჯერად ხილის ბუზებს თვალები ნორმაში ჰქონდათ, მაგრამ ანტენების ადგილას ფეხების დამატებითი წყვილი იყო გამოზრდილი. ზოგს კი ორის მაგივრად 4 ფრთა ჰქონდა. ამ ბუზებს HOX გენებში აღენიშნებოდათ მუტაციები. PAX6-ის მსგავსად, HOX-ის გენებიც მოლეკულურ გადამრთველს წარმოადგენს და სხვა გენების მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ისინი განსაზღვრავენ ბუზის სხეულის ძირითად გეომეტრიას, ასევე სხეულის ნაწილების, ფეხებისა და ფრთების რაოდენობასა და პოზიციას. ისევე როგორც PAX6-ის შემთხვევაში, HOX-ის გენებიც უნივერსალური აღმოჩნდა. მათ შეხვდებით დედამიწაზე მობინადრე ყველა ცხოველში, მათ შორის ადამიანში.

სხვადასხვა ცხოველთა სხეულები ერთი შეხედვით ძალიან განსხვავებული ჩანს და ამავე დროს მათ ბევრი რამ აქვთ საერთო: ბუზს ფრთები და სეგმენტები აქვს, ჩვენ – კიდურები და ხერხემალი. თუმცა ყველაზე მეტად მსგავსება ემბრიონში იგრძნობა. როდესაც ხილის ბუზი ემბრიონის სტადიაშია, HOX გენები ამოქმედებას იწყებენ. ისინი უზრუნველყოფენ, რომ სხეულის ყველა ნაწილი, თავიდან კუდის ჩათვლით, სრულყოფილად განვითარდეს. ისინი მოქმედებენ კომპიუტერული პროგრამის ბულის ლოგიკით – საზღვრავენ უჯრედების მომავალს. იგივე ხდება ადამიანის ემბრიონშიც: HOX გენები აქტიურდებიან და აკონტროლებენ მთელ არეალს თავიდან კუდამდე, რათა ჩვენი სხეულის ნაწილები სწორად განლაგდეს. ეს ციკლი უფრო რთულია, ვიდრე ხილის ბუზის შემთხვევაში, თუმცა მოქმედების პრინციპი იგივეა.

ამაღელვებელი იყო იმის აღმოჩენა, რომ მრავალი მნიშვნელოვანი გენი მთელ ცხოველთა სამეფოშია გავრცელებული. ამის შემდეგად ახალი მეცნიერებაც კი დაიბადა – ევოლუციური განვითარების ბიოლოგია, რომელსაც მოკლედ ევო-დევოს [Evo-devo] უწოდებენ. ამ დარგის მეცნიერები, ჰეკელის მსგავსად, ღრმად იკვლევენ ემბრიონებს, რათა ჩვენი ევოლუციური წარსული გამოააშკარავონ. ოღონდ ამჯერად, ნაცვლად ჩვენი წინაპრების გამოსახულების აღდგენისა, მუშაობა მიდის იმ გენეტიკურ პროგრამებზე, რომელთა შედეგადაც ისინი შეიქმნენ. ევო-დევო ხსნის, თუ როგორ შეიძლება, ორგანული სტრუქტურები იყოს ასეთი მსგავსი და ერთფეროვანი და იმავდროულად – ნაირგვაროვანი და განსხვავებული. თუკი შეხედავთ ნებისმიერ ცხოველს, დაინახავთ იმ მრავალ გენს, რომლებიც თქვენშია და იგივე ფუნქციას ასრულებს. ხოლო თუკი მისი ემბრიონის განვითარებას დააკვირდებით, მიღებული მრავალფეროვნების წარმოშობის პროცესსაც დაინახავთ.


საწყის სტადიაზე თხუნელასა და ღამურას ემბრიონები ერთმანეთს ჰგავს. ზრდისას თხუნელას ემბრიონში HOX გენები კალეიდოსკოპურად ირთვება და ითიშება, მოლეკულური სიგნალები სხეულის ნაწილების გასწვრივ მოძრაობენ და თითოეულ უჯრედს კარნახობენ, რა უნდა გააკეთოს და რა არის მისი ფუნქცია. ძვლების გარშემო არსებული უჯრედები სქელდება და თხუნელას ტანიდან თათი გამოსდის. იგივე ხდება ღამურას ემბრიონშიც, ოღონდ თავიდან. ამ შემთხვევაში ძვლების ზრდის სიგნალი უფრო აქტიურია, ხოლო თითებს შორის არსებული უჯრედები არ ქრება და გარდაიქმნება აპკოვან ქსოვილად. ამის შემდეგად ღამურას უჩნდება ფრთები. ორმა ემბრიონმა არსებობა მსგავსად დაიწყო, თუმცა გენების აქტიურობაში ცვლილების შედეგად მივიღეთ ორი განსხვავებული არსება.

ერნსტ ჰეკელი მიიჩნევდა, რომ ცხოველებში არსებული სიმეტრიის მიზეზი ბუნების მარტივი კანონები იყო და დიდად არ განსხვავდებოდა იმ კანონებისგან, რომლებიც კრისტალის სიმეტრიას ხსნიდა. ცოცხალი არსებები, ცხადია, კრისტალზე გაცილებით რთული აღნაგობის არიან, თუმცა მათაც აქვთ სხეულის გეომეტრია, რომელიც შედგება გენების, ცილებისა და მოლეკულების ვრცელი და ჩახლართული ქსელებისგან და ეს ყველაფერი შეთანხმებულად მუშაობს, რათა დასაბამი დაუდოს სიცოცხლეს. როგორც ჩანს, დარვინის მიერ ნახსენები ბუნების ომი უბრალოდ ინდივიდებს ან თუნდაც გენებს შორის ბრძოლას კი არ ნიშნავს, არამედ სიცოცხლის ჩამოყალიბების სხვადასხვა ვარიანტებს შორის დაპირისპირებას, ბრძოლას სისტემებს შორის. ხანმოკლე პერიოდში გამარჯვება ძლიერის მხარესაა, რომელიც არსებობასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს უძლებს, რათა გამრავლდეს. ხოლო ხანგრძლივ პერიოდში, ევოლუციის ვრცელ მონაკვეთებში, წარმატება სხვა რამეს ნიშნავს, ამ შემთხვევაში საჭიროა შემგუებლობა, რათა ორგანიზმმა ფეხი აუწყოს ცვალებად და არაპროგნოზირებად სამყაროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხანმოკლე პერიოდში ცოცხალი არსებები მრავლდებიან, ხანგრძლივ პერიოდში კი ცვლილების უნარს ავითარებენ.

დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ ტრიქოპლაქსის მსგავსი არსება პრეკამბრიული ზღვის ნალექიდან გამოცოცდა. მის გენეტიკურ ქსელებში რაღაც ახალი და სპეფიციკური შეინიშნებოდა – მისი სტრუქტურა ძლიერი იყო, ამავე დროს მოქნილი საიმისოდ, რომ ცვლილებები განეცადა. დროთა განმავლობაში სიცოცხლის ორგანიზების ეს გზა მრავალჯერ დაიხვეწა და შეიცვალა. იქმნებოდა ახალი სახეობები, რომელთაც ემატებოდათ სხეულის ნაწილები, იცვლებოდა მათი ადგილმდებარეობა, სისტემა კი ისევ ერთი მთლიანივით განაგრძობდა მუშაობას. ეს იყო სიახლეების შემქმნელი ძრავა, რომელიც მსოფლიოს იპყრობდა.

 

ნაწილი V: ევოლუციის ევოლუცია

ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია ერთ-ერთი ულამაზესი რამაა, რაც კი მეცნიერებას შეუქმნია. ის გვაძლევს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აქვს ყველა ორგანიზმს ისეთი დამღა, თითქოს ვიღაცის ჩანაფიქრის შედეგად შეიქმნა და დღეს ერთადერთ რაციონალურ ვარიანტად ითვლება. ის ისეთი მაცდური, მარტივი, მძლავრი და აშკარად რეალურია, რომ ადამიანს ადვილად დაავიწყდება მასში არსებული უკმარისობები. მაგალითად, არავინ იცის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის მალავის ტბაში ციხლიდების 600 სახეობა და არა 60 ან 6000? რატომ არ არიან ციხლიდების ოჯახში ზღვის ეშმაკები, მფრინავი თევზები ან თუნდაც ზვიგენები? სად გადის ევოლუციის ზღვარი?

ევოლუციის თეორიას სუსტი მხარეც აქვს, რადგან მას არ შეუძლია წინასწარმეტყველება. ის გვიხსნის, რა და როგორ განვითარდა, მაგრამ არაფერს ამბობს მომავალზე. არსებობს უამრავი ვარიანტი და ვერავინ იტყვის, მათგან რომელი განხორციელდება. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, მივყვეთ მას და გავაანალიზოთ ევოლუციური გზა მას შემდეგ, რაც ის დასრულდება. მაგრამ ასე იქნება თუ არა ყოველთვის?

თუ შევადარებთ დარვინის ევოლუციის თეორიასა და ნიუტონის პლანეტების მოძრაობის კანონებს, ვნახავთ, რომ ნიუტონმა დაგვიტოვა ციური მექანიკა – მათემატიკური თეორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიწინასწარმეტყველოთ შორეული მომავლის მოვლენები. დარვინს კი მსგავსი არაფერი უქნია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, შეიქმნას ევოლუციის პროგნოზირების თეორია? შეგვიძლია თუ არა, განვსაზღვროთ სიცოცხლის მომავალი? ბევრი ალბათ ნეგატიურ პასუხს გასცემს, რადგან მათი აზრით, ევოლუციის კანონები შემთხვევითობებსა და ქაოსზეა დამყარებული. როგორც ჩანს, ევოლუცია ამინდის მსგავსია: საკმარისი მონაცემებისა და კომპიუტერული ანალიზის პირობებში პროგნოზიორებს შეუძლიათ გვითხრან, იწვიმებს თუ არა ამ შაბათ-კვირას. მაგრამ თუ დაუსვამთ კითხვას ძალიან ხანგრძლივ პერიოდზე, ვარაუდები გაიყოფა, რისი მიზეზიც მწირი მონაცემები და მათსავე გამოთვლებში არსებული ქაოსია. მაგრამ არიან მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევოლუციური პროცესების განსაზღვრა შეგვიძლია, ამის მიზეზი კი მალავის ტბის თევზები გახლავთ.


2 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციამ მალავის ტბაში წარმოშვა ციხლიდების 600 სახეობა და თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად განსხვავდება დანარჩენებისგან. თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს უდიდესი ევოლუციური ექსპერიმენტი უნიკალური არ გახლავთ. თუკი აფრიკის რიფტს ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე ასეულ კმ-ზე გაჰყვებით, მიადგებით ტანგანიკის ტბას. რამდენიმე მილიონი წლის წინ აქაც აღმოჩნდა ციხლიდი, აქაც გამრავლდა და განვითარდა ასობით სხვადასხვა სახეობად. ამ ორი ტბის თევზები ერთმანეთისთვის მხოლოდ შორეული ნათესავები არიან, მაგრამ მათ აქვთ მსგავსი ფერი, ფარფლები, კბილები, კვების დიეტა, ქცევები და საბინადრო ადგილი. ზოგჯერ ორი მათგანის განსხვავება დნმ-ის გარეშე საკმაოდ რთულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ციხლიდის ევოლუციის პროცესი ორჯერ განხორციელდა და ორივე შემთხვევაში შედეგები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. სწორედ ამ განმეორებადობის გამო მიიჩნევენ, რომ ევოლუცია უმეტესწილად წინასწარმეტყველებადია.

სივრცისა და დროის უდიდეს მასშტაბებში ატმოსფერო სულაც არაა ქაოსური. ჩვენს პლანეტაზე მოქმედი ფიზიკის კანონები წესრიგს ამყარებენ და შესაბამისად, იძლევიან წინასწარმეტყველების საშუალებას. ჩვენ შეგვიძლია, მიახლოებით განვსაზღვროთ, როგორი ამინდი იქნება 3 კვირაში ან ვივარაუდოთ 3 საუკუნის შემდეგ არსებული კლიმატი. ევოლუციაც ამის მსგავსი უნდა იყოს. ცოცხალი არსებების შიდა გეომეტრიის გამოკვლევით შეიძლება აღმოვაჩინოთ განმსაზღვრელი კანონები, რომლებიც წესრიგს ამყარებენ ბუნებრივი გადარჩევის ცვლილებების პერიოდში და ევოლუციურ გზას საზღვრებს უწესებენ. როცა ამ კანონებს აღმოვაჩენთ, შესაძლებელი გახდება ევოლუციის პროგნოზირების თეორიის შექმნა და დარვინის უდიდესი პროექტის დასრულება. ადამიანები შეძლებენ, თავად სიცოცხლე ამოხსნან.

„როგორი სიდიადეა ამ ფორმით დანახულ სიცოცხლეში, რომელიც თავიდან რამდენიმე ან სულაც ერთი ფორმით არსებობდა. სანამ ეს პლანეტა მუდმივად ბრუნავდა გრავიტაციის უცვლელი კანონის შედეგად, მარტივი საწყისიდან წარმოიშვა და წარმოიშვება სიცოცხლის უსასრულო, ყველაზე ლამაზი და გასაოცარი ფორმები.” ასე მთავრდება დარვინის წიგნი „სახეობათა წარმოშობა” და იწყება თანამედროვე მეცნიერება.

* მომზადებულია BBC-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

42 thoughts on “ის, რაც დარვინმა არ იცოდა (გაგრძელება)

  1. გამოხმაურება: ის, რაც დარვინმა არ იცოდა « ჩრდილოეთის ციალი

      1. ვახ გადამრევს ეს ხალხი;~
        დღეს ერთ მამაოს გავესაუბრე ძალიან მაგარი კაცია,ნამდვილი ქრისტიანი და არა ღიპიანი ფულის ჭია ;დტაძრებს აშენებს და რამე)) და ს მშენებლობაზე შევხვდით ერთმანეთს და საუბარიც წავიდა.
        7000 წლის შექმნილია სამყარო გინდა თუ არაო დაიჯინა ;/ ;დ

        Like

          1. აუ,ენა დამეკუნთა იმდენი ვალაპარაკე ;დ
            მაგრამ ბოლოს ჯმაინც ის თქვა ვერ გამიგია რატომ აბერებთ ამ ახალგაზრდა სამყაროსო ;დ

            Like

      1. არ დაგავიწყდეს სადაც წახვალ ყველგან გაავრცელე ათეიზმი რაც ბევრნი იქნებით მით უკეთესი თქვენთვის ჯოჯოხეთში ნაკლებად დაიწვები თუ შენს ქვეშ მეტი ათეისტი იქნება ნაკლებად მოგწვდება ცეცხლი 😛

        Like

        1. ამ მომენტში ნაკლებობა სჯობს, უმრავლესობაში მოსული ხალხი ყოველთვის ფუჭდება და ძველ იდეალებს ივიწყებს. რელიგიებსაც ეგრე დაემართათ, მათ შორის ქრისტიანობას. სანამ დევნაში იყვნენ, ზედმიწევნით იცავდნენ წესებს და ქრისტიანი ბიბლიის მკაცრ მიმდევარს ნიშნავდა. ძალაუფლება რომ მოიხვეჭეს, მერე აქეთ ხოცავდნენ სხვებს და ათასი რამე დაამატეს, ქრისტიანიც აღარ ნიშნავს ქრისტეს მოძღვრების დამცველს. სანამ ეს ტენდენცია არ ამოიძირკვება კაცობრიობისგან, ანუ სანამ რაოდენობა ხარისხის გამფუჭებელი ფაქტორია, მე პირადად მირჩევნია, ათეისტები უმცირესობას წარმოადგენდნენ.

          Like

          1. paata

            მართალი ხარ ხალხს ღმერთი სჭირდება, რა მართავდა ამხელა გაუნათლებელ ერს. ქრისტიანები არიან ისე ერთმანეთის დაჭმაზე მოპარვაზე არიან, როცა სხვას მოძღვრავს რელიგია. მოკლედ შეგნების დონეა დაბალი.

            Like

  2. წაიკითხეთ ათეისტებო

    არსებობს ღმერთი?
    არსებობს ღმერთი? გვაქვს თუ არა მისი არსებობის რაიმე დამამტკიცებელი ნიშანი? მომდევნო სტრიქონები წარმოგიდგენთ გულწრფელ და მკაფიო მოსაზრებებს იმისათვის, რომ გვწამდეს ღმერთის არსებობა…

    მერილინ ადამსონისგან

    განა არ გსურთ, რომ ერთხელ მაინც იყოთ საგანი ვინმეს სიყვარულისა იმისათვის, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ღმერთი არსებობს? არანაირი ზეწოლა. არანაირი მტკიცებულებები, ~შენ მხოლოდ უნდა გწამდეს~. ძალიან კარგი, შევეცდებით შემოგთავაზოთ რამოდენიმე მტკიცებულება, რომლებიც წარმოაჩენენ იმას, რომ ღმერთი არსებობს.

    თუმცა მოდით ჯერ განვსაზღვროთ შემდეგი. თუ პიროვნება ეწინააღმდეგება ღმერთის არსებობის თვით შესაძლებლობასაც კი, მაშინ ყოველი მტკიცებულება შესაძლოა რაციონალური გახდეს ანდა აიხსნას ასე თუ ისე. ეს ჰგავს იმას, რომ ვიღაც უარს ამბობს დაიჯეროს ის ფაქტი, რომ ადამიანები დადიოდნენ მთვარეზე. ამ შემთხვევაში ინფორმაციის არანაირი რაოდენობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ შეცვალოს მისი შეხედულება. მთვარეზე მოსიარულე ასტრონავტების (კოსმონავტების) ფოტოსურათები, ინტერვიუები მათთან, მთვარეზე არსებული კლდეები და ა.შ. მოკლედ ყოველგვარი მტკიცებულება იქნება უსარგებლო, რადგანაც ამ პიროვნებამ უკვე კარგა ხნის წინ დაასკვნა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მთვარეზე წასვლა.

    როდესაც ეს გადადის ღმერთის არსებობის შესაძლებლობაზე, ბიბლია ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმარის მტკიცებულებებს ხედავენ, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ მათ აღიარებაზე და ღმერთზე არსებული ჭეშმარიტების დანახვაზე.1 მეორეს მხრივ კი მათთვის, ვისაც სურს იპოვოს ღმერთი, ის ამბობს, ~მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. ნაპოვნი ვიქნები თქვენს მიერ.~2 მანამდე სანამ მიმოიხილავთ იმ ფაქტებს, რომლებიც ღმერთის არსებობას შეეხება, შეეკითხეთ საკუთარ თავს: თუ მართლაც არსებობს ღმერთი, მსურს რომ ვიცნობდე მას? მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ჩვენს შემდგომ საუბარს…
    1. არსებობს ღმერთი? ჩვენი პლანეტების განვითარების კომპლექსურობა და მათი მიმართება გონიერი დამგეგმავისადმი, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა ჩვენი სამყარო, არამედ დღესაც მისი პატრონია, თვალნათლივ აჩვენებს ამას.

    მრავალი რამ მიგვითითებს იმაზე, რომ ზემოთხსენებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით ღმერთის ჩანაფიქრისა და გეგმის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამოდენიმეთი დავკმაყოფილდებით:

    დედამიწა….მისი ზომა სრულყოფილია. დედამიწის ზომა და მისი შესაბამისი გრავიტაცია დამყარებულია უპირატესად აზოტისა და ჟანგბადის გაზების თხელ ფენაზე, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან მხოლოდ 50 მილის დაშორებით ვრცელდება. დედამიწა უფრო პატარა რომ იყოს, მაშინ ატმოსფეროს არსებობა შეუძლებელი იქნებოდა პლანეტა მერკურის მსგავსად. და პირიქით თუ დედამიწა გაცილებით დიდი იქნებოდა მისი ატმოსფერო სავსე იქნებოდა თავისუფალი წყალბადით, პლანეტა იუპიტერის მსგავსად.3 ამრიგად მხოლოდ დედამიწაა ჩვენთვის ნაცნობი პლანეტებიდან ისეთი, სადაც ატმოსფერო აღჭურვილია ზემოთხსენებული გაზების ისეთი კომბინაციით, რომელიც განაპირობებს თავად პლანეტის, ცხოველთა სამყაროსა და ადამიანების არსებობის შესაფერის გარემოს.

    დედამიწა მზიდან შესაბამის მანძილზე მდებარეობს. ჩვენი არსებობისათვის შესაფერისი ტემპერატურა -40დან +60 გრადუსია. დედამიწა უფრო შორს რომ იყოს მზიდან ყველანი გავიყინებოდით და პირიქით უფრო ახლოს რომ იყოს სიცხე დაგვწვავდა. დედამიწის პოზიციის ფრაქციონალური მერყეობაც კი მზესთან მიმართებაში შეუძლებელს გახდიდა სიცოცხლეს დედამიწაზე. ამიტომაც დედამიწა რჩება ამ სრულყოფილ დისტანციაზე მზისაგან თავის ორბიტაზე დაახლოებით 67 000 მილის სიჩქარით ბრუნვისას. ის თავისი ღერძის გარშემოც ბრუნავს, რაც შესაძლებლობას აძლევს მის ზედაპირს შესაფერისად გათბეს და გაცივდეს ყოველ დღე.

    ჩვენი თანხლები მთვარეც ასევე სრულყოფილი ზომისაა და მისი დაშორებაც დედამიწიდან ზუსტად შეესაბამება მის გრავიტაციას. მთვარე განაპირობებს უმნიშვნელოვანეს მიმოქცევებსა და დინებებს ოკეანეებში, ასე რომ ეს უზარმაზარი წყლის მასა არ დგას ერთ ადგილზე და ამავე დროს არც წარხოცვით ემუქრება გაცილებით მცირე კონტინენტებს.4

    წყალი….უფეროა, უსუნოა და თითქმის გემოც არ აქვს მაგრამ არცერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. მცენარეები, ცხოველები და ადამიანები უმეტესწილად წყალს შეიცავენ (ადამიანის სხეულის დაახლოებით ორი-მესამედი წყლისგან შედგება). თქვენ ნახავთ თუ რატომ არის წყლის თვისებები უნიკალური სიცოცხლის არსებობისათვის:

    მას გააჩნია უჩვეულოდ მაღალი ასადუღებელი და გასაყინი წერტილები. წყალი გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ ტემპერატურული ცვალებადობის გარემოში, და ამავე დროს ინახავს ჩვენს სხეულს უცვლელად 37 გრადუსის ფარგლებში.

    წყალი უნივერსალური გამხსნელია. წყლის თვისებები ნიშნავს იმას, რომ ქიმიკატების, მინერალებისა და მკვებავი ნივთიერებების ათასობით მოლეკულა მიტანილი იქნება ჩვენი სხეულის ყველა ადგილას და ამ მოლეკულებით გაჯერებული იქნება ჩვენი სისხლის უჯრედები.5

    წყალი ქიმიურადაც ნეიტრალურია. მკვებავი სუბსტანციის დაუზიანებლად, წყალი განაპირობებს საკვების, წამლებისა და მინერალების შთანთქმასა და გამოყენებას ჩვენი სხეულისაგან.

    წყალს გააჩნია უნიკალური ზედაპირული მოძრაობის უნარი. ანუ წყალს შეუძლია მცენარეებში იმოძრაოს ქვემოდან ზემოთ გრავიტაციის ძალის მიუხედავად და მათი არსებობისათვის აუცილებელი წყალი და მკვებავი ნივთიერებები მიაწოდოს თვით უმცირეს ყლორტებსაც კი.

    წყალი იყინება ზემოდან ქვემოთ მაგრამ არა ბოლომდე, ამიტომაც თევზს შეუძლია გააგრძელოს თავისი ცხოვრება ზამთარშიც.

    დედამიწის წყლების ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი ოკეანეებშია თავმოყრილი. მოგეხსენებათ რომ ეს წყლები მარილიანია, ამიტომაც დედამიწაზე არსებობს სისტემა, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ გამოყოს მარილი ამ წყლებიდან და შემდეგ გაავრცელოს ეს წყლები მთელი დედამიწის ზურგზე. ეს შემდეგნაირად ხდება. აორთქლება იღებს ოკეანის წყალს, რომლისგანაც უკვე გამოყოფილია მარილი, ყალიბდება ღრუბლები, რომლებიც ძალზე ადვილად გადაადგილდება იმ მიმართულებით საითაც უბერავს ქარი; შედეგად ირწყვება მიწა და თავის სასიცოცხლო ტენს ღებულობენ მცენარეები, ცხოველები და ადამიანები. ეს გახლავთ გასუფთავებისა და მომარაგების სისტემა, რომელიც ინახავს სიცოცხლეს ამ პლანეტაზე, წყლის აღდგენისა და მისი ხელმეორედ გამოყენების სისტემა.6
    2. არსებობს ღმერთი? ადამიანის ტვინის აგებულება და სირთულე მიუთითებს გაცილებით მაღალ ინტელექტზე, რომელიც მისი შემოქმედია.

    ადამიანის ტვინი… ერთდროულად ამუშავებს ინფორმაციის გასაოცარ რაოდენობას. თქვენი ტვინი აღიქვამს ყველა ფერსა და ობიექტს რასაც თქვენი თვალი ხედავს, აღიქვამს ტემპერატურას თქვენს გარშემო, შეიგრძნობს თქვენი სხეულის ორგანოების შეხებას საგნებთან, ესმის ბგერები რომლებიც თქვენს ყურს ხვდება, შეიგრძნობს თქვენი პირის სიმშრალეს, თქვენი კლავიატურის სტრუქტურასაც კი. თქვენი ტვინი მოიცავს ყველა თქვენს ემოციას, ფიქრს და ხსოვნაში დარჩენილ ამბებს. ამავე დროს თქვენი გონება აკონტროლებს თქვენი სხეულის მიმდინარე ფუნქციებს; მაგალითად თქვენს სუნთქვას, ქუთუთოების მოძრაობას, შიმშილის განცდას და კუნთების მოძრაობას თქვენს ხელებზე.

    ადამიანის გონება ამუშავებს წამში მილიონ შეტყობინებაზე მეტს.7 თქვენი ტვინი განიხილავს მთელ ამ ინფორმაციას და გამოყოფს მათგან მნიშვნელოვანს, ხოლო უმნიშვნელოს ივიწყებს. ფილტრაციის ეს ფუნქციაა სწორედ ის, რაც გაძლევთ თქვენ იმის საშუალებას, რომ ეფექტურად იმოქმედოთ იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობთ. ტვინი, რომელიც უმკლავდება წამში დაახლოებით მილიონზე მეტ ინფორმაციას და იმავდროულად აანალიზებს მათ მნიშვნელობას და მიგითითებთ რეაგირება მოახდინოთ იმაზე, რომელიც სხვებზე ფასეულია… ამიტომაც საკითხავია, მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის შედეგია ეს? მხოლოდ ბიოლოგიურად არის განპირობებული ის პროცესი, რომელიც სრულყოფილად აყალიბებს შესაფერის ქსოვილს, სისხლის მომოქცევას, ნერვულ ქსოვილებს, სტრუქტურას? ტვინის ფუნქციები არსებითად განსხვავდება სხვა ორგანოების ფუნქციებისაგან. მისი თვისებაა ინტელექტი, მისი თვისებაა უნარ-ჩვევები, მისი თვისებაა გრძნობების წარმოქმნა, ოცნება და დაგეგმვა, მოქმედება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. როგორ შეუძლია ვინმეს ახსნას ადამიანის ტვინის მსგავსი სირთულე?
    3. არსებობს ღმერთი? ~შემთხვევითობა~ ანდა ~ბუნებრივი მიზეზები~ არასაკმარისი ახსნა-განმარტებაა.

    ღვთის არსებობის ალტერნატივა შემდეგია: ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არსებობს გაჩნდა ბუნებრივი მიზეზების მოქმედებით ანდა შემთხვევითობით. თუ ვინმე აგორებს კამათელს და ჯდება ~დუშეში~, ეს ერთია. მაგრამ წერტილების გამოჩენა ცარიელ ქვაზე, სხვა რამეა. რაც პასტერმა სცადა დაემტკიცებინა საუკუნეების წინ, და რაზედაც მეცნიერება თანხმდება, არის ის, რომ სიცოცხლე ვერ აღმოცენდებოდა იმისაგან, რაც არ არის სიცოცხლე. საიდან გამოჩნდნენ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები; საიდან მოვიდა სიცოცხლე?

    ამიტომაც, ბუნებრივი მიზეზები არაადექვატური ახსნა-განმარტებაა იმ უზუსტესი ინფორმაციის რაოდენობის ასახსნელად, რასაც ადამიანის დნმ შეიცავს. პიროვნება რომელიც უარყოფს ღმერთს რჩება მხოლოდ იმ დასკვნის ამარა, რომ ეს ყოველივე გაჩნდა მიზეზის, განსაზღვრულობის გარეშე და მხოლოდ კეთილი შემთხვევითობის წყალობით. ჩვენს ინტელექტს არ აკმაყოფილებს შემთხვევითობას მივაკუთვნოთ ის, რასაც ჩვენი თვალი ხედავს და უზუსტესად ჩაფიქრებული რეალობაა.
    4. არსებობს ღმერთი? როდესაც პიროვნება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამტკიცებს იმას, რომ არ არსებობს ღმერთი, ის არად აგდებს მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ადამიანის განცდას, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ღმერთის არსებობაში.

    ეს არ არის იმისი მტკიცება, რომ თუ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას სწამს რაღაც, ეს რაღაც ჭეშმარიტებაა. მეცნიერებამ, ახალი აღმოჩენები გააკეთა სამყაროს შესახებ, ამან კი შეცვალა არსებული სიტუაცია. მაგრამ მიუხედავად მეცნიერული წინსვლისა, არც ერთ მეცნიერულ აღმოჩენას არ უტვირთია დაეთვალა რიცხობრივი ალბათობა ინტელექტური გონებისა რომელიც დგას ყოველივე ამის უკან. ფაქტია, რომ ადამიანურ სიცოცხლესა და სამყაროზე არსებული მეცნიერული აღმოჩენები, უფრო კომპლექსური და ზუსტია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს მეცნიერული აღმოჩენები უფრო მეტად გვაახლოვებს ინტელექტუალურ წყაროსთან ვიდრე გვაშორებს. თუმცა ობიექტური მტკიცებულებანი არ არის ყველაფერი.

    არსებობს გაცილებით არსებითი საკითხი. ისტორიის მანძილზე, მილიონობით ადამიანს გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულება ღმერთის არსებობაზე – რაც მომდინარეობს მათი სუბიექტური, პერსონალური ურთიერთობებით ღმერთთან. მილიონობით მათგანს შეუძლია დეტალური ანგარიში მოგვცეს საკუთარი გამოცდილების შესახებ ღმერთთან მიმართებაში. ისინი მოგითხრობენ ნაპასუხებ ლოცვებზე და იმ საოცარ გზებზე, რა გზებითაც შეხვდა ღმერთი მათ გასაჭირებს, და წაუძღვა მნიშვნელოვანი პერსონალური გადაწყვეტილებებისაკენ. ისინი შემოგთავაზებენ არა მხოლოდ საკუთარი რწმენა-წარმოდგენების აღწერას, არამედ დაწვრილებით მოგითხრობენ ღმერთის ჩარევაზე და მოქმედებაზე მათ ცხოვრებაში. მრავალი მათგანი დარწმუნებულია რომ მოსიყვარულე ღმერთი არსებობს და ერთგულებით წარმოაჩენს საკუთარ თავს მათდამი დამოკიდებულებაში. თუ თქვენ სკეპტიკოსი ბრძანდებით, შეგიძლიათ ხელაღებით თქვათ, რომ: ~მე აბსოლუტურად სწორი ვარ და ყველა მათგანი ცდება ღმერთთან მიმართებაში~-ო?
    5. არსებობს ღმერთი? ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს რადგანაც ის გვეძებს ჩვენ. ის განუწყვეტლივ აღიძვრის და გვეძებს და უნდა რომ მასთან დავბრუნდეთ.

    მე ათეისტი გახლდით ერთ დროს. და ათეისტთა უმრავლესობის მსგავსად, ღვთის მორწმუნე ადამიანების საკითხი ძალზე მაღიზიანებდა. რა შეიძლება ითქვას; ჩვენ ათეისტები ხომ ამდენ დროს, ყურადღებასა და ენერგიას ვხარჯავთ იმის უარსაყოფად, რაც როგორც მიგვაჩნია არც არსებობს?! რა აღგვძრავს ამის საკეთებლად? როდესაც ათეისტი ვიყავი მიმაჩნდა, რომ ვზრუნავდი ამ საწყალ და უბედურ ადამიანებზე… ვცდილობდი დავხმარებოდი მათ იმის გაცნობიერებაში, რომ მათი იმედი სრულიად უსაფუძვლოა. პატიოსნად რომ ვთქვა, სხვა მოტივიც გამაჩნდა. როდესაც სასაუბროდ ვიწვევდი მათ ვისაც ღმერთი სწამდა, ცნობისმოყვარეობა თან მდევდა ამ დროს; თუ შესძლებდნენ ისინი ჩემს დარწმუნებას სხვანაირად. ჩემი ძიების ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ განვთავისუფლებულიყავი ღმერთის საკითხისაგან. თუ მე საფუძვლიანად დავარწმუნებდი მორწმუნეებს, რომ ისინი ცდებოდნენ, მაშინ საკითხი მოგვარდებოდა და მე თავისუფალი ვიქნებოდი, რომ მიმეხედა ჩემი ცხოვრებისათვის.

    მე ვერ წარმომედგინა, რომ ეს თემა ასე მძიმედ იმიტომ აწვებოდა ჩემს გონებას, რომ თავად ღმერთი წარმართავდა საკითხს. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთს სურდა ცნობილი გამხდარიყო. მართლაც, მან ჩვენ იმ განზრახვით შეგვქმნა, რომ ვიცნობდეთ მას. მან გარშემოგვარტყა თავისი არსებობის დამადასტურებელი მკაფიო ფაქტები და ის მუდამ სვამს კითხვას თავისი არსებობის შესახებ ჩვენს წინაშე. ეს იმას ჰგავდა თითქოსდა მე არ შემეძლო გავქცეოდი ფიქრს ღმერთის არსებობის შესახებ. ფაქტია, რომ იმ დღეს როდესაც მე ვარჩიე მეღიარებინა ღმერთის არსებობა, ჩემი ლოცვა დაიწყო ასე, ~კარგი, შენ გაიმარჯვე…~ შესაძლოა ათეისტების შეშფოთების უმთავრესი მიზეზი ღვთის მორწმუნე ადამიანებით არის ის, რომ ღმერთი აქტიურად ცდილობს მათ მოძებნას (მოხელთებას).

    მხოლოდ მე არ ვარ ის, ვინც თავის თავზე განიცადა ეს. მალკოლმ მუგერრიჯმა, სოციალისტმა და ფილოსოფოსმა ავტორმა, ასეთი სიტყვები თქვა, ~მე მეჩვენებოდა რომ როგორღაც, გონების მიღმა, მეძებდნენ და მიხელთებდნენ.~ კ. ლ. ლუისი კი იხსენებდა, ~…ღამე ღამეს მისდევდა, და როდესაც ჩემი გონება წამით მოიცლიდა იმისათვის, რომ სამუშაოსაგან თავი აეწია, უცვლელსა და მუდმივ შემოტევას ვგრძნობდი მისგან, ვისთანაც ძალიან არ მსურდა შეხვედრა. ბოლოს დავყარე ფარ-ხმალი და ვაღიარე რომ ღმერთი ღმერთია, მუხლი მოვიყარე და ვილოცე: შესაძლოა, იმ ღამეს იყო ყველაზე მწუხარე და იძულებითი მოქცევა მთელ ინგლისში.~

    შემდეგ ლუისმა დაწერა წიგნი, რომელსაც ერქვა, ~სიხარულით თავბრუდახვეული~. ეს იყო შედეგი ღმერთის გაცნობისა. მეც არ მქონია სხვა მოლოდინი, ვიდრე ის, რომ კანონიერად მეღიარებინა ღმერთის არსებობა. და შემდეგი რამდენიმე თვის მანძილზე, საოცრად და ძალუმად განვიცდიდი მის სიყვარულს ჩემდამი.
    6. არსებობს ღმერთი? ღვთის ყველა სხვა გამოცხადებისაგან განსხვავებით, იესო ქრისტე არის უცხადესი და ყველაზე სპეციფიური სურათი ღვთისა, რომელიც გვეძებს ჩვენ.

    რატომ იესო? გადახედეთ მთავარ მსოფლიო რელიგიებს და თქვენ ნახავთ, რომ ბუდაც, მუჰამედიც, კონფუციც და მოსეც თავის თავს უწოდებდნენ ან მოძღვრებს ან წინასწარმეტყველებს. არც ერთ მათგანს არ გაუთანაბრებია თავი ღმერთთან. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, იესო ამას აკეთებდა. ეს არის სწორედ ის რითაც იესო განსხვავდება მათგან. მან თქვა რომ ღმერთი არსებობს და რომ თქვენ ახლა მას ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ის საუბრობდა თავის ზეციერ მამაზე, ამ საუბარში არანაირი მინიშნება არ ყოფილა განცალკევებაზე; პირიქით ლაპარაკი იყო მჭიდრო კავშირზე, რომელიც უნიკალური გახლდათ მთელი კაცობრიობისათვის. იესომ თქვა, რომ ყოველი ვინც მას ხედავს, ხედავს ზეციერ მამას, და ყოველი ვისაც მისი სწამს, სწამს ზეციერი მამისა.

    მან თქვა, ~მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.~8 ის აპელირებდა იმ ატრიბუტებზე, რომლებიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის: ადამიანებისათვის მათი ცოდვების მიტევებაზე, ცოდვისაკენ მიდრეკილებისაგან მათ განთავისუფლებაზე, ადამიანებისათვის უფრო უხვი ცხოვრების მიცემაზე და მათთვის საუკუნო სიცოცხლის ჩუქებაზე ზეცაში. სხვა მოძღვრებისაგან განსხვავებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს ყურადღება გაემახვილებინათ მათ სიტყვებზე, იესო მიუთითებდა მათ ყურადღება მასზე გაემახვილებინათ. მას არ უთქვია: ~მისდიეთ ჩემს სიტყვებს და თქვენ იპოვით ჭეშმარიტებას.~ მან თქვა, ~მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ.~9

    რა მტკიცებულებები წარმოადგინა იესომ თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად? ის აკეთებდა იმას, რასაც ადამიანები ვერ აკეთებდნენ. იესო სასწაულებს ახდენდა. ის ადამიანებს კურნავდა… კურნავდა ბრმებს, ხეიბრებს, ყრუ-მუნჯებს, ერთი-ორი ადამიანი მკვდრეთითაც კი აღადგინა. მას ჰქონდა ხელმწიფება საგნებზე… მას შეეძლო შეექმნა საკვები ფაქტობრივად არაფრისაგან, იმდენი საკვები, რომ ყოფნოდა რამდენიმე ათას ადამიანს. ის ათვინიერებდა ბუნების ძალებს… დადიოდა ზღვის ტალღებზე, უბრძანებდა აზვირთებულ და აბობოქრებულ ტალღებს დაწყნარებულიყვნენ და ამას მეგობრებისათვის აკეთებდა. ადამიანები ყოველთვის უკან დასდევდნენ იესოს, რადგანაც ის ყოველთვის ცდილობდა მათ დახმარებას და მათთვის ხშირად სასწაულებს ახდენდა. ის ამბობდა, თუ თქვენ არ გინდათ დაუჯეროთ ჩემს სიტყვებს, მაშინ იმ საქმეებს მაინც დაუჯერეთ რომელსაც მე ვაკეთებო.10

    იესო ქრისტემ დაგვანახა სულგრძელი და მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც იცის ჩვენი აღძვრები და სისუსტეები, და მაინც სურს ურთიერთობა ჩვენთან. იესომ გამოაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ჩვენ ცოდვილებად გვთვლის და ამდენად დასჯის ღირსად; მისმა სიყვარულმა მაინც იუხვა და ის მოვიდა ჩვენთან განსაკუთრებული გეგმით. ღმერთმა თავად მიიღო ადამიანის სახე და საკუთარ თავზე აიღო სასჯელი ჩვენი ცოდვისა. სასაცილოდ ჟღერს არა? შესაძლოა, მაგრამ გაიხსენეთ, რომ მრავალი მოსიყვარულე მამა სიხარულით გაუცვლიდა ადგილს თავის საკუთარ შვილს სნეულების სარეცელზე თუ კი ისინი ამას შესძლებდნენ. ბიბლია ამბობს, რომ მიზეზი რისთვისაც ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი არის ის, რომ მან პირველად შეგვიყვარა ჩვენ.

    იესო მოკვდა ჩვენს ადგილას, ჩვენ რომ ნაპატიებლები ვყოფილიყავით. კაცობრიობისათვის ნაცნობი ყველა რელიგიიდან, მხოლოდ იესოში ვხედავთ ჩვენ ღმერთის სწრაფვას კაცობრიობისაკენ, ვხედავთ გზას იმისათვის რომ გვქონდეს ურთიერთობა მასთან. იესომ დაგვანახა ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც ეხმაურება ჩვენს გასაჭირებს და გვიზიდავს საოცარი ძალით. იესოს სიკვდილისა და აღდგომის გამო, ის გვთავაზობს ახალ სიცოცხლეს დღეს. ჩვენ შეგვიძლია ნაპატიებლები ვიყოთ, შეგვიძლია მთლიანად ვიყოთ მიღებული ღვთისაგან და ვიყოთ მისი სიყვარულით დაცულნი. ის ამბობს, ~საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე ისრაელ, ამის გამო მიგიზიდე წყალობით.~11 აი ეს არის ღმერთი მოქმედებაში.

    არსებობს ღმერთი? თუ გსურს ამისი გაგება გამოიკვლიე იესო ქრისტე. ჩვენ გვეთქვა: ~რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.~12

    ღმერთი არ გვაძალებს რომ ვირწმუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს შეუძლია. ამის ნაცვლად, ის გვთავაზობს საკმაო მტკიცებულებებს თავისი არსებობის საჩვენებლად იმისათვის, რათა საკუთარი ნებით ვუპასუხოთ მას. დედამიწის უზუსტესი მანძილი მზიდან, წყლის უნიკალური ქიმიური თვისებები, ადამიანის ტვინი, დნმ, იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ პირადად იცნობენ ღმერთს, ჩვენი გულებისა და გონების დუღილი ღმერთის განსასაზღვრად და მოსაძიებლად, თავად სურვილი ღვთისა, რომ იყოს შეცნობილი ადამიანებისაგან იესო ქრისტეს მეშვეობით. თუ თქვენ გესაჭიროებათ იცოდეთ უფრო მეტი იესოზე და მიზეზებზე, რომ გწამდეთ ის, გთხოვთ იხილოთ: თემა ბრმა რწმენის მიღმა.
    თუ გსურთ ახლავე დაიწყოთ ურთიერთობა ღმერთთან, თქვენ შეგიძლიათ.

    ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, არანაირი ძალდატანება. მაგრამ თუ გსურთ იყოთ მიტევებული ღვთისაგან და დაიწყოთ ურთიერთობა მასთან, თქვენ შეგიძლიათ ამისი გაკეთება ახლავე იმით, რომ სთხოვოთ მას მოგიტევოთ და შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. იესომ თქვა: ~აჰა, ვდგავარ კართან [თქვენი გულის კართან] და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.~13 თუ გინდათ ამისი გაკეთება, მაგრამ არა ხართ დარწმუნებული როგორ უნდა გამოთქვათ ეს, შეიძლება ეს ტექსტი დაგეხმაროთ: ~იესო, მადლობა იმისათვის, რომ მოკვდი ჩემი ცოდვებისათვის. შენ იცი ჩემი ცხოვრება და იცი ისიც, რომ მე პატიება მჭირდება. გთხოვ ახლავე მაპატიო და შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში. მინდა რომ გიცნობდე და გენდობოდე. ახლავე შემოდი ჩემს ცხოვრებაში. მადლობა იმისათვის, რომ გინდა ურთიერთობა ჩემთან. ამინ.~

    ღმერთი შენს ურთიერთობას მასთან მუდმივად თვლის. გულისხმობდა რა ყველას ვისაც სწამს მისი, იესო ქრისტემ თქვა ჩვენზე, ~…მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან; მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.~14

    ამრიგად, არსებობს ღმერთი? ხედავს რა ყველა ამ ფაქტს, ადამიანს შეუძლია დაასკვნას, რომ მოსიყვარულე ღმერთი არსებობს და შესაძლოა შეცნობილი იქნეს შინაგანად, პერსონალური გზით.

    Like

    1. ეს მეორე ნაწილი

      რატომ უნდა ვეძებოთ ის ღმერთი, რომელიც
      ბიბლიაშია გამოცხადებული.
      ადამიანური ბუნება წააგავს თავისი საკუთარი “ღმერთის” ძიების პროცესს. რატომ უნდა ვეძებოთ ის ღმერთი, რომელიც ბიბლიაშია გამოცხადებული?

      მრავალი ჩვენგანი გონებით ღმერთის “იდეალს” ატარებს. შესაძლოა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთი უნდა იყოს ძლიერი, შემძლე იმისა, რომ იფიქროს და იზრუნოს ჩვენზე. ამიტომაც ის თვისებები, რომლებზეც ახლა ვილაპარაკებთ საკმარისი იქნება იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორ ღმერთზე გველაპარაკება ბიბლია.
      1. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც შეუდარებლად დიდებულია ვიდრე ჩვენ

      კაცობრიობამ მიმდინარე წლებში დიდი ნაბიჯები გადადგა განვითარების გზაზე. ჩვენ გაცილებით მეტ ხანს შეგვიძლია სიცოცხლე, ვიდრე ამას ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ, შეგვიძლია ბგერაზე მეტი სიჩქარით ვიფრინოთ, შეგვიძლია მსოფლიოს მივწვდეთ კომპიუტერის კლავიატურიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს განვიცდით ზოგიერთი მიმართულებით, ვხედავთ იმასაც რომ მრავალი მიმართულებით ჩვენი სვლა რეგრესულია. ყოველ ათწლეულში, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება სამართალდარღვევების რიცხვი, იზრდება გაყრათა რაოდენობა, და თვითმკვლელობები მოზარდთა შორის. მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანი ავადდება შიდსით. ასეულ მილიონობით ადამიანი კი ქრონიკულად შიმშილობს.

      ეს სია შესაძლოა გაიზარდოს. მაგალითად, მიმდინარე ათწლეულში მოწმენი გავხდით ომების რეკორდული ზრდისა მსოფლიოს მასშტაბით. და თუ კაცობრიობაა ღმერთი, გამოდის რომ ჩვენ სულაც არ ვაკეთებთ კეთილ საქმეებს მისთვის. თვით მაღალი ტექნოლოგიების პირობებშიც კი ჩვენ კვლავ გვაქვს დანაშაული, გაყრა, რასობრივი შუღლი და მთავრობისგან სანქცირებული შიმშილი. ამიტომაც, განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ გვყავდეს ისეთი ღმერთი, რომელიც უფრო დიდი იქნებოდა ვიდრე კაცობრიობა, ღმერთი რომელსაც ექნებოდა იმისი უნარი, რომ წავეყვანეთ იმაზე შორს ვიდრე ჩვენ თავად შეგვიძლია წასვლა?

      სწორედ ასეთი ღმერთია ბიბლიაში აღწერილი ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ არის სამყაროს შემოქმედი – ტრანსცენდენტური, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე არსება, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომ ყოველივე მისით არსებობს. ის ამბობს, “მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი…”1 “…რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი.”2 “მე ვარ…ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.”3
      2. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომლის პირადად შემეცნებაც შესაძლებელია

      ჩვენს დღეებში პოპულარულია ვიფიქროთ ღმერთზე, როგორც გარკვეული ძალის ველზე, რომელიც ყველაფერში არსებობს. მაგრამ თუნდაც ყოველივე არსებობდეს და ცოცხლობდეს ღმერთის ძალით, შესაძლოა იყოს უფრო დიდი ღმერთი ვიდრე ასეთი ღმერთია. მაგალითად, განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ გვყავდეს ღმერთი, რომელიც უფრო მეტად ემგვანებოდა მშობელს, ძმას ანდა მეგობარს? ვინმეს ისეთს, რომელსაც დაელაპარაკებოდი, გაუზიარებდი პრობლემებს, მიიღებდი წინამძღოლობას, მასთან ერთად გაივლიდი ცხოვრებას. რა არის ასეთი განსაკუთრებული ისეთ ღმერთში, რომელიც უპიროვნოა, შეუცნობია და შორეული? განსხვავებით თავისი უპიროვნო “მეტოქისა”, ბიბლიის ღმერთი შემეცნებადია და სურს რომ იყოს შეცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უხილავია, ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ მას, დავუსვათ კითხვები და მოვუსმინოთ კიდეც მას; და ის გვიპასუხებს და გაგვიწევს წინამძღოლობას ცხოვრებაში. ის ხშირად იძლევა ასეთ პასუხებსა და წინამძღოლობას თავისი სიტყვის მეშვეობით, სიტყვისა, რომელსაც ბიბლია ეწოდება და რომელსაც მრავალი უწოდებს ღმერთის სიყვარულის წერილს ჩვენდამი.

      პიროვნებას შეუძლია ისეთივე ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ღმერთთან, როგორც თავისი ოჯახის რომელიმე წევრთან. ფაქტია, რომ მათ ვინც იცნობენ მას, ის ეძახის თავის შვილებს, სასძლოს, მეგობრებს. ასე რომ, ბიბლიის ღმერთი ყველაფერია, და გააჩნია პიროვნული თვისებები. ის მრისხანებს, სევდიანია, გზავნის წყალობას, სიკეთესა და მიტევებას, და საერთოდ ის მთლიანად ემოციონალური არსებაა. ის სრულად ინტელექტუალურია, გააჩნია პიროვნულობა და გონი. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია ვიცოდეთ მასზე ვიდრე მხოლოდ ფაქტები ღაღადებენ მის ბუნებაზე, ჩვენ შეგვიძლია ძალზე ახლოს ვიცნობდეთ მას, უახლოესი მეგობრის მსგავსად. “ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს…”4
      3. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს ურთიერთობა ადამიანთან

      ზოგიერთები ფიქრობენ ღმერთზე, როგორც ისეთ არსებაზე, რომელიც შორეული და უცხოა, დაახლოებით ასე: მან შექმნა სამყარო, შემდეგ კი წავიდა და თავისი ქმნილება თავისი თავის ანაბარა დატოვა. განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ გვყოლოდა ისეთი ღმერთი, რომელიც ჩართული იქნებოდა სამყაროს ცხოვრებაში და განსაკუთრებით კი იმაში, რაც აქ დედამიწაზე ხდება? და რაღა შეგვიძლია ვთქვათ იმ განსაკუთრებულ სიძნელეებზე, პასუხისმგებლობებზე და გამოწვევებზე, რომელთაც ვაწყდებით ჩვენ, ადამიანები? განა უკეთესი არ იქნებოდა ისეთი ღმერთი, რომელსაც შეუძლია გაიგოს ყოველივე ის, რაც ჩამოვთვალეთ; ღმერთი, რომელმაც რაღაცნაირად იცის, თუ რას ნიშნავს გაუძლო ცხოვრებას იმ მუხთალ წუთისოფელში, რომელიც მის თვალწინაა?

      ბიბლიის ღმერთმა იცის, თუ რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი ჩვენთაგანი. იესო ქრისტე იყო არა მხოლოდ ღვთის ძე, არამედ თავად ღმერთი, რომელმაც მიიღო ადამიანური ფორმა და ადამიანური ბუნება. “დასაწყისში იყო სიტყვა [იესო], და სიტყვა [იესო] იყო ღმერთთან, და სიტყვა [იესო] იყო ღმერთი. სიტყვა ხორცი [ადამიანი] იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის…”5

      ღვთის ძეზე, ბიბლია ამბობს, “იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი…”6 ის არის “…უხილავი ღვთის ხატება.”7 ის არის “ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა”8, რომელიც “გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.”9 “ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.”10 “ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი.”11

      იესომ თქვა თავის თავზე, “ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა.”12 “და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.”13 “მე და მამა ერთი ვართ.”14

      მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სრული ღმერთი, რაღაცნაირად იესო სრული კაციც იყო. მას შიოდა, ეძინებოდა, იოფლებოდა, ჭამდა. მას, ჩვენს მსგავსად, ყოველგვარ სიძნელესთან მოუწია შეჯახება. ამიტომაც ამბობს ბიბლია, რომ ის ისეთი როდია, “…რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.”15

      ასე, რომ ბიბლიის ღმერთი შორს არ არის და ძალიან კარგად იცის თუ რა არის ტანჯვა და ტკივილი და ისიც, რომ ეს წუთისოფელი ბოროტებაზე დგას. მან გაუძლო ცხოვრებას ისევე, როგორც ჩვენ უნდა გავუძლოთ მას. ფაქტია, რომ ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა სანამ ამ პლანეტაზე იმყოფებოდა. დაიბადა ღარიბ ოჯახში, არ იყო ფიზიკურად ძალიან მიმზიდველი, გამოსცადა და შეეჯახა ცრურწმენებსა და მტრობას, მისი არ ესმოდათ თვით ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც კი, და ყოველივე დააგვირგვინა უკანონო დევნამ.
      4. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც სინამდვილეში ზრუნავს ჩვენზე

      მრავალ ჩვენგანს სურს, რომ სასურველი და საყვარელი იყოს. ჩვენ გვინდა ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ლამაზ და ზედაპირულ სიტყვებს კი არ აფრქვევენ ჩვენი მიმართულებით, არამედ ნამდვილად ზრუნავენ ჩვენზე. ჩვენ გვინდა, რომ მათი ზრუნვა და მხარდაჭერა მათი ქმედებებით იყოს გამყარებული. განა იგივე არ იქნებოდა სასურველი ღმერთის მხრიდან? დაფიქრდით, განა არაჩვეულებრივი არ იქნებოდა თუ ღმერთი ასევე იზრუნებდა ჩვენზე და შემდეგ მოგვცემდა ამ სიყვარულის დამამტკიცებელ საბუთს?

      ბიბლიის ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე. მან ეს სიტყვებით გამოთქვა. ფაქტია, რომ ბიბლია ამბობს: “ღმერთი სიყვარულია.”16 თუმცა სიტყვები ისე არ ამყარებს ზრუნვასა და მხარდაჭერას, როგორც ამას ქმედებები განაპირობებს. ამიტომაცაა, რომ ბიბლიის ღმერთი ასეთი უნიკალური და დიდებულია. მან სინამდვილეში გვაჩვენა ჩვენ თავისი ზრუნვა და სიყვარული…

      “ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად.”17 “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავის ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”18

      ბიბლიის ღმერთი ამტკიცებს იმას, რომ სრულყოფილი და წმიდა არსებაა. “ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.”19 ამიტომაც ის მოითხოვს ისეთ ურთიერთობებს, რომელიც სუფთა და წმიდაა. სწორედ ამის გამო გამოგზავნა ღმერთმა თავისი ძე, რომ ჩვენთვის მოეცა შესაძლებლობა ღვთის წინაშე წმიდა და უმწიკვლო ცხოვრებისა. იესომ მორალურად სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა დედამიწაზე ადამიანებს შორის, რის შემდეგაც ის იქნა ნაცემი, ნაწამები შემდეგ კი ჯვარცმული და ეს იყო გარკვეული აზრით “გადასახადი” ყველა იმ მცდარი საქმეებისა და სიტყვებისათვის, რომლებიც ჩვენ ვთქვით, გავაკეთეთ ანდა ვიფიქრეთ (და რასაც “ცოდვები” ეწოდება). გარკვეული აზრით, ის მოკვდა ჩვენს ადგილზე, ჩვენი სახელით – “ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.”20 “ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება.”21

      ღმერთი იმდენად ზრუნავს ჩვენზე, რომ გამოგზავნა თავისი ძე, რათა ის მომკვდარიყო ჩვენს ადგილზე, ჩვენი ცოდვებისათვის. ამ ფაქტით უკვე ნათელი ხდება, თუ რამდენად სურდა ღმერთს, რომ ახლოს ყოფილიყო ჩვენთან. მას სურდა გაეკეთებინა ის რაც საჭირო იყო… სურდა გამკლავებოდა ჩვენს ცოდვებს. და ახლა ჩვენ სრულად ვართ მიტევებულნი და შეგვიძლია დავიწყოთ სწორი ურთიერთობა ღმერთთან.
      5. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც ყველაფერს სრულად აკონტროლებს (ყოვლისმპყრობელია).

      ათასგვარი საშინელება, რაც ამ მსოფლიოში ხდება ამტკიცებს იმას, რომ კეთილი, ყოვლისშემძლე ღმერთი არ არსებობს, ხომ ასეა? მთლად ასე არ არის. თავად სრულყოფილი ღმერთიც შეიძლება უშვებდეს იმას, რომ რაღაც ცუდი მოხდეს ხანდახან, და ეს ცუდი წარმოადგენდეს უფრო მაღალი გეგმის რომელიმე ნაწილს. ღმერთს შეუძლია ზუსტად იცოდეს თუ რა ხდება ყველგან ყოველ დროს და მხოლოდ მას შეუძლია დაუშვას რაღაც იმდენად, რამდენადაც ეს რაღაც შეესაბამება მის დიდ გეგმას.

      ბიბლიის ღმერთია ასეთი ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ არაფერი არ ხდება დედამიწაზე მისი დასტურის გარეშე. ის უზენაესია ყოველივეზე. “ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია?”22 “ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ’”23 “აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისნი.”24 “…უფლის გადაწყვეტილება აღსრულდება.”25

      ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ყოველივე რაც ხდება არის ის, რაც ღმერთს მოსწონს. მაგალითად, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს თუ როგორ უნდა ილოცონ; ამ ლოცვაში ერთ-ერთი საკვანძო დებულება ასეთია: “…იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.”26 ღმერთის მორალური ნება ყოველთვის სრულდება ზეცაში, მაგრამ არა დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთია უზენაესი და ყოველივეს განაგებს, მას არ მოსწონს ყოველივე რაც დედამიწაზე ხდება. მაგრამ გარკვეული მიზნისათვის, ის უშვებს ამას (მისი დამშვები ნება), შესაძლოა ეს იყოს, ჩვენი როგორც ადამიანური არსებების თავისუფალი არჩევანის ნაწილი.

      ბიბლიის ღმერთს გააჩნია გეგმა, და ის არ გაჩერდება “…სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს…”27 რა არის ეს გეგმა? ღმერთის საბოლოო გეგმა ასეთია, რომ იცხოვროს ადამიანებთან ერთად სრულიად განსხვავებულ გარემო პირობებში; ისეთ პირობებში, რომელიც განსხვავდება იმ პირობებისაგან, რაც დღეს გვაქვს. და იმ სამყაროზე, რომელიც შემდეგ იქნება ჩვენი ღმერთი ამბობს, “…აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ….აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს!”28
      6. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც აზრსა და მიზანს სძენს ცხოვრებას

      თუ შენ კვლავ ფიქრობ რომელიმე მნიშვნელოვან ამოცანაზე ანდა პროექტზე რომელიც გაასრულე, ალბათ გაიხსენებ იმ მიზანს, რომელიც გქონდა მანამდე სანამ ყოველივეს გაასრულებდი. და საკითხავია, არის ეს ის, რაც მთელი შენი ცხოვრების მანძილზე იქნებოდა შენი მიზანსწრაფვის საგანი? შეუძლია თუ არა ღმერთს იყოს ამ ადგილას, რადგანაც მან შექმნა შენი სიცოცხლე გარკვეული მიზნით, და შეუძლია თუ არა გატაროს მან იმ გზით, რომ მიაღწიო ამ მიზანს?

      ჰო, რა თქმა უნდა. ბიბლიის ღმერთს შეუძლია. ის გვპირდება, რომ შეუძლია ჩვენი ცხოვრება აზრიანი და მიზნით სავსე გახადოს. მასთან ურთიერთობის გზით, ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ “…კეთილი საქმეები, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.”29 ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე დადებითი გავლენა მოვახდინოთ სხვათა ცხოვრებაზეც. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მისი წამყვანი გეგმის ნაწილი.

      ბიბლიის ღმერთი აგრეთვე იმასაც ამბობს, რომ დროდადრო მასთან ურთიერთობის მეშვეობით, მას შეუძლია ისე წარმართოს ჩვენი სვლა, რომ ვაკეთოთ ის საქმეები, რომლებიც სასიამოვნო იქნება მისთვის, და რაც იქნება ჩვენს ყველაზე საუკეთესო ინტერესში ყველა დროს. “ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.”30 ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება სრულყოფილი და საუცხოო გახდება. არა, კვლავაც იარსებებს სნეულებები, პრობლემები ცხოვრებაში, და პირადი მარცხებიც. ცხოვრება არ გახდება სრულყოფილი, მაგრამ ის გახდება გაცილებით მდიდარი და აზრიანი. ვინაიდან ღმერთის შემეცნების შემდეგია: “სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე და თავშეკავება.”31
      7. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც გვთავაზობს ჭეშმარიტ სისავსეს

      სიყვარულისა და შეწყნარების მსგავსად, მრავალ ჩვენგანს სურს იპოვოს სისავსე ცხოვრებაში. ჩანს, რომ ჩვენში არსებობს რაღაც წყურვილისა თუ შიმშილის მსგავსი, რომელიც მოითხოვს, რომ განელდეს. თუმცა მსგავსი შიმშილი – მიუხედავად ჩვენი მცდელობისა – არ კმაყოფილდება ისეთი საგნებით, როგორებიცაა ფული, ქონება, რომანტიკა, და თუნდაც სიამოვნება. ამიტომაც, განა დიდებული არ იქნებოდა, რომ არსებულიყო ღმერთი, რომელიც დააკმაყოფილებდა ამ “წყურვილს”, ღმერთი, რომლის თანყოფნასაც მოაქვს კმაყოფილი ცხოვრების მუდმივი ხარისხი?

      ბიბლიის ღმერთი გვთავაზობს ისეთ სავსე ცხოვრებას, როგორიც კი შესაძლებელია ამ წუთისოფელში. იესომ თქვა, “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.”32 მან აგრეთვე თქვა, “მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.”33 ასე რომ, ბიბლიის ღმერთი გვპირდება ჩააქროს ის შინაგანი წყურვილი, რომლის ჩაქრობაც თითქოსდა არაფერს არ შეუძლია. (და ალბათ მან სწორედ ისე შეგვქმნა, რომ ყოველთვის დადგეს ასე საქმე და გაჩნდეს ზემოთხსენებული შინაგანი წყურვილი!)
      იდეალური (სრულყოფილი) ღმერთი

      ბიბლიის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, მხოლოდ ერთი შემოქმედი ყოველივესი. და ეს ღმერთია სრულყოფილი ღმერთი. ჩვენ არ შეგვიძლია მოვისურვოთ სხვა ღმერთის არსებობა, მაგრამ ეს რომც შეგვეძლოს, რატომ უნდა გვინდოდეს ამისი მიღწევა? ჭეშმარიტი ღმერთი უკვე არსებობს და ის არის საუკეთესო შესაძლო ღმერთი.

      ეს სტატია მხოლოდ სუსტი მონახაზია იმისა, რომ წარმოვიდგინოთ თუ რას წააგავს ბიბლიის ღმერთი. თუ თქვენ გაქვთ სურვილი უფრო მეტად გამოიკვლიოთ ეს საკითხი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის ის ნაწილი, რომელსაც “იოანეს სახარება” ეწოდება. თუ თქვენ გულწრფელი ხართ, და თუ ბიბლიის ღმერთი მართლაც ჭეშმარიტია, განა არ ექნებოდა აზრი იმას, რომ მან თავად გამოგიცხადოთ საკუთარი თავი? ის ამბობს, “მე მიყვარს ჩემი მოყვარულნი და ჩემი მაძიებელნი მპოვებენ მე.”34 “ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.”35

      განა არ გაინტერესებს თუ როგორ შეგიძლია შეიცნო ეს სრულყოფილი ღმერთი? საჭიროა იმის თქმაც, რომ ღმერთთან ურთიერთობის დაწყება დიდად ჰგავს საქორწინო ურთიერთობების დაწყებას. რადგანაც ამ ურთიერთობების დაწყებას სჭირდება ნებელობითი გადაწყვეტილება; ასევეა საქმე ღმერთთანაც, ეს არის თქვენი სიტყვიერი გადაწყვეტილება, “დიახ, მე გავაკეთებ ამას!” და თქვენი გადაწყვეტილება ცხადია, რომ გულწრფელი უნდა იყოს.

      იესო ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, აღდგა მკვდრეთით სამი დღის შემდეგ, და ცოცხალია და უფალია დღევანდელ დღეს. ის ახლა გვთავაზობს ახალ ცხოვრებას თუ ჩვენ მივენდობით მას და ვირწმუნებთ, რომ ჩვენი ცოდვების მომტევებელია: “ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.”36

      ღმერთი პირმოთნე არ არის. ყველა ადამიანი მის მსგავსად არის შექმნილი. ამიტომაც, მისი საუკუნო ოჯახი აღწერილია ასე, “…აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან.”37 და არანაირ ცოდვას არ შეუძლია ბარიერი გახდეს მასთან თქვენი ურთიერთობების დაწყების გზაზე. მან ცოდვებთან უკვე მოაგვარა საქმეები მაშინ, როდესაც იესო იქნა ჯვარცმული. და ახლა ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული გწამთ თუ არა ის, რომ იესო თქვენს მაგიერ მოკვდა. სულ არა აქვს მნიშვნელობა იმას, რა გაქვთ ჩადენილი წარსულში.

      და თუ დაიწყეთ ურთიერთობა ღმერთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მარადიულად გაგრძელდება. და ამავე დროს ეს იმასაც ნიშნავს, რომ გაქვთ ცოცხალი და არსებითი ურთიერთობა ახლაც, ამ ცხოვრებაში; ურთიერთობა, რომელიც გაიზრდება დროის კვალობაზე. ყოველგვარი ურთიერთობის მსგავსად აქაც იქნება გამარჯვებები და ჩავარდნები, სიმაღლეები და პრობლემები, სიხარული და ტკივილი. მაგრამ თქვენ გექნებათ ურთიერთობა ღმერთთან, რომელმაც შეგქმნათ თქვენ ზუსტად ამ მიზნისათვის (რომ იცნობდეთ მას).

      იგრძენით, თუ როგორ გეკიდებათ ღმერთი გულზე? იესომ თქვა, “აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.”38 თუ გსურს მიიწვიო ღმერთი შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა, გთავაზობთ ლოცვას, რომელიც დაგეხმარებათ ამ საქმეში (უმთავრესი ამ დროს გულწრფელობაა და არა ის, რა სიზუსტით იტყვით, რომელიმე ლოცვას):

      ძვირფასო ღმერთო, ვაღიარებ რომ ცოდვილი ვარ. მადლობთ იმისათვის, რომ ჩემი ცოდვები საკუთარ თავზე აიღე, იესო ქრისტეს მეშვეობით ჯვარზე. მინდა, რომ მივიღო შენი მიტევება და შემოვიდე შენთან ურთიერთობაში. გთხოვ შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში, როგორც ჩემი მხსნელი და უფალი, გთხოვ რომ იყო ჩემი ღმერთი დღეიდან და მარადიულად, და რომ მაქციო ისეთ ადამიანად, როგორიც შენ განიზრახე, რომ ვიყო.

      Like

      1. ეს მესამე

        ბრმა რწმენის მიღმა
        იესო ქრისტეს ცხოვრება. იყო თუ არა ის ძე ღვთისა? თვალის მიმოვლება იესოს ცხოვრებაზე; რატომ არ არის ბრმა რწმენა ის, რომ გწამდეს მისი…

        პოლ ლიტლისგან

        ჩვენს ძალებს აღემატება ღვთის არსებობისა მისი მსგავსების შეუვალი ცოდნა თუ ის თავად არ მოიწადინებს ამის გაცხადებას და საკუთარი თავის წარმოჩინებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რას ჰგავს ის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. დავუშვათ, რომ ჩვენ ვიცით მისი არსებობის შესახებ, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ ის ჰგავს ადოლფ ჰიტლერს – გაღიზიანებულ, ბოროტ, ცრუმორწმუნე და სასტიკ ადამიანს; ეს ხომ წარმოუდგენლად საშინელი რეალობა იქნება ჩვენთვის!

        ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ ისტორიის ჰორიზონტები იმისათვის, რათა ვნახოთ არსებობს თუ არა ხელშესახები ნიშანი ღვთის გამოცხადებისა. დიახ არის ერთი გამოკვეთილი ნიშანი. დაახლოებით 2000 წლის წინ, პალესტინის ერთ მიყრუებულ სოფელში, ბავშვი დაიბადა ბოსელში და დღეს მთელი მსოფლიო კვლავაც ზეიმობს იესოს შობას.

        ოცდაათ წლამდე ის შეუმჩნევლად ცხოვრობდა, შემდეგ კი დაიწყო საზოგადო მსახურება, რომელიც სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს მსახურება განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ შეეცვალა ისტორიის კურსი. ის კეთილი კაცი იყო და დაწერილია, რომ “უბრალო ხალხი სიხარულით უსმენდა მას”, და რომ “იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი” (მათ. 7:29).
        იესო ქრისტეს ცხოვრება. მისი ამბავი იწყება

        მალევე ცხადი გახდა, რომ ის საოცარ და გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებდა თავის თავზე. ის საკუთარ თავს არა მხოლოდ გამოჩენილ მოძღვრად და წინასწარმეტყველად რაცხდა; უფრო მეტიც, ის მკაფიოდ აცხადებდა იმის შესახებ, რომ ის ღმერთია. მან თავისი ვინაობა თავისი სწავლების ცენტრალურ ნაწილად აქცია. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ის უსვამდა თავის მიმდევრებს გახლდათ, “რას ამბობთ თქვენ ვინ ვარ მე?” როდესაც პეტრემ უპასუხა და უთხრა, “შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა” (მათ. 16:15-16), იესო არ შეცბუნებულა, და არც აუკრძალია პეტრესათვის ამისი თქმა. პირიქით, მან შეაქო ის!

        ის მკაფიოდ გამოთქვამდა თავის მტკიცებულებებს, და მისი მსმენელები სრულად განიცდიდნენ მისი სიტყვების ზეგავლენას. დაწერილია, “იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსნებდა და თავს ღმერთს უტოლებდა” (იოან. 5:18).

        მეორე შემთხვევაში მან თქვა, “მე და მამაჩემი ერთი ვართ.” იუდეველებს მაშინვე სურდათ მისი ჩაქოლვა. ის შეეკითხა მათ, რომელი კეთილი საქმისათვის სურდათ მისი მოკვლა. მათ უპასუხეს, “კეთილი საქმისათვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს” (იოან. 10:33).

        იესო მკაფიოდ მიიწერდა იმ ატრიბუტებს, რომლებიც მხოლოდ ღმერთს აქვს. როდესაც დამბლადაცემული კაცი ჩაუშვეს მასთან სახურავის გადახდის შემდეგ იმისათვის, რათა მას განეკურნა ის, მან უთხრა მას, “შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.” ამან დიდი შეცბუნება გამოიწვია რელიგიურ ლიდერებს შორის, და მათ თქვეს თავიანთ გულში, “რატომ ამბობს ის ამას? ის ღმერთს გმობს! ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, გარდა ღვთისა?”

        კრიტიკულ მომენტში, როდესაც მისი სიცოცხლე უკვე ჯვარს უახლოვდებოდა, მღვდელმთავარმა პირდაპირ ჰკითხა მას: “შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?”

        “მე ვარ”, თქვა იესომ. “თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს.”

        მღვდელმთავარმა შემოიხია ტანსაცმელი. “რაღად გვინდა მოწმენი?” იკითხა მან. “თქვენ მოისმინეთ გმობა” (მარკ. 14:61-64).

        ისე მჭიდრო იყო მისი კავშირი ღმერთთან, რომ ის რომელიმე ადამიანის დამოკიდებულებას მასთან უტოლებდა ამავე ადამიანის დამოკიდებულებას ღმერთთან. ამგვარად, მისი შემეცნება თავად ღვთის შემეცნებაა (იოან. 8:19; 14:7). მისი ხილვა ღმერთის ხილვას ნიშნავს (12:45). მისი რწმენა ღვთის რწმენას ნიშნავს (12:44; 14:1). მისი მიღება ღვთის მიღებას ნიშნავს (მარკ. 9:37). მისი სიძულვილი ღვთის სიძულვილია (იოან. 15:23). და მისი პატივისცემა ღვთის პატივისცემას ნიშნავს (5:23).
        იესო ქრისტე – ღვთის ძე?როდესაც ქრისტეს მტკიცებულებებს განვიხილავთ, მხოლოდ ოთხი შესაძლებლობა არსებობს. ის ან ცრუობდა, ან შეშლილი იყო, ან მითს მიმართავდა ანდა ჭეშმარიტებას მეტყველებდა.

        როდესაც ქრისტეს მტკიცებულებებს განვიხილავთ, მხოლოდ ოთხი შესაძლებლობა არსებობს. ის ან ცრუობდა, ან შეშლილი იყო, ან მითს მიმართავდა ანდა ჭეშმარიტებას მეტყველებდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ის არ არის ჭეშმარიტება, ავტომატურად მხარს ვუჭერთ დანარჩენი სამიდან ერთ-ერთ ალტერნატივას, ვაცნობიერებთ ამას თუ არა.

        1) ერთ-ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ დავუშვათ: იესო ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ ის ღმერთია – მაშინ როდესაც კარგად იცოდა, რომ ის არ იყო ღმერთი, და შეგნებულად შეჰყავდა თავისი მსმენელები შეცდომაში იმისათვის, რათა მათ ეღიარებინათ მისი სწავლების ავტორიტეტულობა. მართლაც მავანნი სერიოზულად უჭერენ მხარს ამ პოზიციას. ისინიც კი, რომლებიც უარყოფენ მის ღვთაებრიობას ამტკიცებენ, რომ ის მორალურობის უდიდესი მოძღვარი გახლდათ. თუმცა ეს ადამიანები მხედველობიდან უშვებენ იმას, რომ ეს ორი დაშვება ურთიერთსაწინააღმდეგოა. იესო ძნელად თუ იქნებოდა ზნეობის უდიდესი მოძღვარი თუ, მისი სწავლების ერთ-ერთ არსებით მტკიცებულებაში — კერძოდ საკუთარი ვინაობის შესახებ – ის შეგნებულად ცრუობდა.

        2) კიდევ ერთი არა ნაკლებ განმაცვიფრებელი შესაძლებლობა არის შემდეგი; კერძოდ, ის გულწრფელი იყო მაგრამ თავს იტყუებდა. დღეს ჩვენ კაცს, რომელიც ფიქრობს, რომ ის ღმერთია, შეშლილს ვეძახით, და ეს განსაზღვრება ნამდვილი იქნებოდა ქრისტესთან მიმართებაში თუ მას მართლაც შეგნებულად შეჰყავდა საკუთარი თავი შეცდომაში ამ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით. თუმცა როდესაც ვაკვირდებით ქრისტეს ცხოვრებას, ჩვენ ვერ ვამჩნევთ შეშლილი პიროვნების არანორმალურობისა და დაუბალანსებლობის თუნდაც ერთ გამოვლინებას. პირიქით სახეზეა მშვიდი გაწონასწორებულობა უდიდესი ზეწოლის დროსაც კი.

        3) მესამე ალტერნატივა კი ის არის, რომ ყოველგვარი საუბარი მის მტკიცებულებაზე, რომ ის ღმერთია, მხოლოდ მითია და მეტი არაფერი ანუ ის, რაც სინამდვილეში მოხდა შემდეგია: მისმა ენთუზიაზმით სავსე მიმდევრებმა, მესამე და მეოთხე საუკუნეებში, მას მიაწერეს ის სიტყვები, რომლებიც ასეთი დაუჯერებელია მოსასმენად და როდესაც ის დაბრუნდებოდა მაშინვე უარყოფდა მათ.

        ეს მითიური თეორია მრავალჯერ იქნა უარყოფილი თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩნებისას. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ქრისტეს ოთხი ბიოგრაფია დაიწერა ქრისტეს თანამედროვე ადამიანების ცხოვრების მანძილზე. რამოდენიმე ხნის წინ დოქტორმა უილიამ ფ. ოლბრაიტმა, საქვეყნოდ ცნობილმა არქეოლოგმა, რომელიც ახლა საპატიო პენსიაზე იმყოფება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, თქვა რომ არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ დავუშვათ რომ რომელიმე სახარება დაიწერა ახალი წელთაღრიცხვის 70 წელზე გვიან. მხოლოდ უბრალო ლეგენდის გამო ქრისტეზე, სახარების ფორმით, იმისათვის რომ მოიპოვო ასეთი შეღწევადობა და გავრცელება და იმისათვის რომ გქონდეს ის გავლენა, რომელიც მას ჰქონდა, და ეს ყველაფერი სულ პატარა საფუძვლის გარეშე, ფაქტია რომ დაუჯერებლად გამოიყურება.

        ეს რომ ასე მოხდეს საჭიროა იყო ისეთი ფანტასტიკოსი, როგორიც იქნებოდა კაცი ჩვენი დროიდან, რომელიც ხელს მოჰკიდებდა და დაწერდა ჯონ ფიტცჯერალდ კენედის ბიოგრაფიას, და ამ ბიოგრაფიაში იტყოდა, რომ ის, ჯონ კენედი, ამტკიცებდა, რომ ის ღმერთია, და რომ შეუძლია ადამიანებს ცოდვები მიუტევოს, და რომ ის მკვდრეთით აღდგა. მსგავსი ამბავი იმდენად დაუჯერებელია, რომ მას საფუძველი არასოდეს ექნება, რადგან ჯერაც მრავალი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს გარშემო, რომლებიც პირადად იცნობდნენ ჯონ კენედის. მითოსური თეორია ვერ აცლის საფუძველს სახარებისეული მანისკრიპტების შედგენის ადრეულ თარიღს.

        4) ერთადერთი ალტერნატივა, რომელი რჩება ის არის, რომ იესო ჭეშმარიტებას მეტყვლებდა. თუმცა მიუხედავად ამისა ერთერთი თვალსაზრისით, მტკიცებულებანი ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს ძალზე მარტივია. ყველას შეუძლია რაღაც ამტკიცოს. იყვნენ მრავალნი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღმერთები არიან. მეც შემიძლია ვამტკიცო ეს და თქვენც შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ ღმერთები ხართ, მაგრამ აუცილებელია ვუპასუხოთ კითხვას, “რა მანდატი, უფლებამოსილება შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისათვის, რომ დამაჯერებელი გახდეს ჩვენი მტკიცებულებანი?” ჩემს შემთხვევაში ხუთი წუთიც არ იქნება იმისათვის საჭირო, რომ უკუაგდოთ ჩემი მტკიცებულებანი. და ალბათ დაახლოებით ამდენივე იქნება საჭირო თქვენი მტკიცებულებების უარყოფისთვისაც. მაგრამ როდესაც საქმე იესო ნაზარეველს ეხება, ეს სულ არ არის ადვილი. მას გააჩნდა უფლებამოსილება იმისათვის, რათა გაემყარებინა თავისი მტკიცებულება. მან თქვა, “და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ” (იოან. 10:38).
        სიცხადე იესოს ცხოვრებიდან

        უპირველეს ყოვლისა, მისი მორალური ხასიათი შეესაბამებოდა მის მტკიცებულებებს. მრავალი ფსიქიატრიული დაწესებულებების ბინადარი ამტკიცებს, რომ ისინი ან გამოჩენილი ადამიანები არიან ან ღმერთები. თუმცა მათი მტკიცებულებანი მათივე ხასიათითაა უკუგდებული. ქრისტესთან ასე არ არის. ის უნიკალურია – ისევე უნიკალური, როგორც ღმერთი.

        იესო ქრისტე უცოდველი იყო. მისი ზნეობა და ღირსება იმდენად მაღალი იყო, რომ მას შეეძლო გამოეწვია თავისი მტრები კითხვით, “რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო?” (იოან. 8:46). პასუხად მხოლოდ დუმილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის მიმართული გახლდათ იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც ძალიან სურდათ რაიმე ბზარი ეპოვათ მის ხასიათში.

        ჩვენ ვკითხულობთ იესოს გამოცდის შესახებ, თუმცა არასოდეს არ გვსმენია მისი მხრიდან ცოდვის აღიარების შესახებ. მას არასოდეს არ უთხოვია პატიება, მიუხედავად იმისა, რომ ის მოუწოდებდა თავის მიმდევრებს ასე მოქცეულიყვნენ.

        იესოს მორალური ჩავარდნის სრული არქონა მართლაც განმაცვიფრებელია საპირისპიროდ ყველა საუკუნის წმინდანებისა და მისტიკოსების გამოცდილებისა. ჩაკეტილი ადამიანები, კაცებიც და ქალებიც მიისწრაფიან ღმერთისაკენ, იმდენად დათრგუნულნი არიან ისინი საკუთარი დაცემით, გახრწნითა და ცოდვებით. ასეთი ადამიანი, რაც უფრო მეტად უახლოვდება სინათლის წყაროს, მით უფრო მეტად აცნობიერებს ამის საჭიროებას. ეს სიმართლეა აგრეთვე მორალურ სფეროშიც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის.

        ისიც გასაოცარია, რომ იოანეც, პავლეც და პეტრეც, ყველა მათგანი, რომლებიც ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პატარა ბავშვები იყვნენ და რომლებსაც ჩააგონებდნენ ცოდვის ყოვლისმომცველ ხასიათს, ლაპარაკობენ ქრისტეს უცოდველობაზე: “რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს” (1პეტ. 2:22).

        პილატემ, რომელიც არ გახლდათ იესოს მეგობარი, თქვა: “რა ბოროტება ჩაუდენია?” მან უყოყმანოდ აღიარა ქრისტეს უცოდველობა. რომაელმა ასისთავმაც, რომელიც ჯვართან იდგა ქრისტეს სიკვდილის ჟამს თქვა, “ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო” (მათე 27:54).

        მეორე რიგში, ქრისტე წარმოაჩენდა თავის ხელმწიფებას ბუნებრივ ძალებზე, რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს, ამ ბუნებრივი ძალების შემოქმედს.

        მან დააწყნარა გამძვინვარებული ქარი და ტალღები გალილეის ზღვაზე და ამით ნავში მყოფ მოწაფეებში შიშნარევი კითხვა დაბადა, “ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?” (მარკ. 4:41) მან წყალი ღვინოდ აქცია, დააპურა 5000 კაცი ხუთი პურითა ორი თევზით, უკან დაუბრუნა უნუგეშო ქვრივს თავისი ერთადერთი ძე, როდესაც ის მკვდრეთით აღადგინა, და ასევე სიცოცხლე დაუბრუნა მწუხარებისაგან დაზაფრული მამის მკვდარ გოგონას. თავის ძველ მეგობარს შესძახა, “ლაზარე, გამოდი!” და ამგვარად მკვდრეთით აღადგინა ის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი მტრები არ უარყოფდნენ ამ სასწაულებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობდნენ მის მოკვლას. “თუ მივუშვებთ თავის ნებაზე,” ამბობდნენ ისინი, “ყველა ირწმუნებს მას” (იოან. 11:48).

        მესამე რიგში, იესო წარმოაჩენდა შემოქმედის ძალას სნეულებებზე და უძლურებებზე. მან განკურნა: ხეიბარი, რომელმაც შესძლო სიარული; მუნჯი, რომელმაც შესძლო ლაპარაკი და ბრმა, რომელიც ამის შემდეგ ხედავდა. მის მიერ მოხდენილი ზოგიერთი განკურნება ბუნებრივი პრობლემებით გახლდათ გამოწვეული და ამიტომაც არ ემორჩილებოდა ფსიქოსომატურ მკურნალობას. ამ განკურნებათა შორის ყველაზე თვალშიმოსახვედრი იყო შემთხვევა, რომელიც აღწერილია იოანეს სახარების 9-ე თავში. ეს ამბავი შეეხებოდა დაბადებიდან უსინათლო კაცს. ამ ადამიანს არ შეეძლო პასუხი გაეცა შემკითხველთა სპეკულანტური, ორაზროვანი კითხვებისათვის, ამიტომაც მისთვის საკმარისი გახლდათ მისი გამოცდილება, ის დარწმუნებული იყო ერთ რამეში. “არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ!” განაცხადა მან. ის გაოცებული იყო იმით, რომ მისი მეგობრები არ აღიარებდნენ მის მკურნალს ღვთის ძედ. “საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს,” თქვა მან (იოან. 9:25, 32). მისთვის ეს მტკიცებულება აშკარა გახლდათ.

        მეოთხე რიგში, იესოს ყველაზე უმთავრესი მოწმობა თავისი ღვთაებრიობის მტკიცებულებაზე, იყო მისი მკვდრეთით აღდგომა. თავისი ცხოვრების განმავლობაში მან ხუთჯერ იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მომკვდარიყო. მან აგრეთვე იწინასწარმეტყველა ისიც თუ როგორ მოკვდებოდა და რომ სამი დღის შემდეგ ის აღდგებოდა მკვდრეთით და გამოეცხადებოდა თავის მოწაფეებს.

        ეს ნამდვილად უდიდესი გამოცდა გახლდათ. ეს ისეთი მტკიცებულება იყო, რომლის შემოწმებაც ძალზე ადვილია. ეს ან მოხდება ან არა.

        ქრისტიანული რწმენის მეგობრებიც და მტრებიც აღიარებენ, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა არის სწორედ რწმენის ქვაკუთხედი. დიდმა მოციქულმა პავლემ დაწერა, “ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც” (1კორინთელთა 15:14). პავლე ამ მოსაზრებას მთლიანად ქრისტეს სხეულებრივ აღდგომაზე აფუძნებდა. ის ან აღდგა ან არ აღმდგარა მკვდრეთით. და თუ ის აღდგა, ეს არის ყველაზე სენსაციური მოვლენა მთელი ისტორიის მანძილზე.
        არის თუ არა იესო ძე ღვთისა…

        თუ ქრისტე აღდგა, ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ღმერთი არსებობს, ვიცით თუ როგორია ის, და ვიცით ისიც თუ როგორ შეგვიძლია ვიცნობდეთ მას პირადად. სამყარო აზრიანია და მიზნობრივი, ამიტომაც შესაძლებელია განიცადო ცოცხალი ღმერთი თანამედროვე ცხოვრებაში.“ენას ძვალი არა აქვს. ყველას შეუძლია რაღაც ამტკიცოს. მაგრამ როდესაც საქმე იესო ნაზარეველს ეხება… მას გააჩნდა უფლებამოსილება, რომ საფუძვლიანი გაეხადა თავისი მტკიცებულებები.”

        მეორეს მხრივ, თუ ქრისტე არ აღმდგარა მკვდრეთით, ქრისტიანობა მხოლოდ საინტერესო მუზეუმია და მეტი არაფერი. მას არ გააჩნია ობიექტური საფუძვლიანობა ანდა რეალურობა. ამის გარეშე ის ლამაზი და სასურველი აზროვნების წესია, რომანტიზმით შემოსილი, რომელიც ორთქლივით განქარდება. მარტვილები და მოწამეები, რომლებიც გალობით ეგებებოდნენ ლომებს და თანამედროვე მისიონერები, რომლებიც თავის სიცოცხლეს დებდნენ ეკვადორში და კონგოში იმისათვის, რათა ეს უწყება სხვებისათვის გადაეცათ, მხოლოდ სულელებად ჩანან ჩვენს თვალში.

        მტრებისაგან განხორციელებული შეტევა ქრისტიანობაზე უფრო მეტად კონცენტრირებული იყო სწორედ აღდგომაზე, ვინაიდან აშკარად ჩანდა, რომ ეს მოვლენა იყო უმთავრესი პრობლემა ამ საქმისა. ერთ-ერთი ცნობილი შეტევა ამოტივტივდა ადრეულ 30-იანებში ახალგაზრდა ბრიტანელი კანონმცოდნისაგან. ის დარწმუნებული გახლდათ, რომ აღდგომა მხოლოდ მითი და ფანტაზია იყო. ვარაუდობდა რა, რომ ეს მოვლენა იყო ქრისტიანული რწმენის საფუძველი, მან გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა აეხადა ამ სიცრუისა და ცრურწმენისათვის. როგორც ადვოკატი, გრძნობდა, რომ მას აქვს კრიტიკული უნარი იმისათვის, რათა დეტალურად განიხილოს მოვლენა და არაფერი არ დაუშვას, როგორც საფუძველი, (მტკიცებულება) რომელიც არ ეთანხმება (არ ეთანადება) დაშვების ურყევ კრიტერიუმს დღევანდელ სასამართლოში.

        მანამდე სანამ, ფრენკ მორისონი აწარმოებდა თავის კვლევას, საინტერესო რამ მოხდა. მოცემული შემთხვევა არ აღმოჩნდა ისეთი ადვილი, როგორც ის ვარაუდობდა. და შედეგად, მისი წიგნის პირველი თავი, რომელსაც მანამდე ეწოდებოდა, ვინ გადააგორა ქვა? დასათაურებულ იქნა შემდეგნაირად, “წიგნი, რომელიც უკუგდებულ იქნა დასაწერად.” სადაც მან აღწერა თუ როგორ იქცა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ მოვლენის კვლევის პერიოდში, ქრისტეს სხეულებრივი აღდგენის ფაქტის დამადასტურებლად.
        იესოს სიკვდილი

        იესოს სიკვდილი გახლდათ სახალხო დასჯა ჯვარზე. მთავრობამ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს ღვთისგმობისათვის მოხდა. იესომ კი თქვა, რომ ეს ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად იყო. სასტიკი წამების შემდეგ, იესოს მტევნები და ფეხები ჯვარზე მიალურსმნეს, სადაც ის ეკიდა და კვდებოდა ნელა, ანუ ნელ-ნელა იგუდებოდა. მას შუბით უგმირეს ფერდი, იმისათვის რათა დადასტურებულიყო მისი სიკვდილი.

        შემდეგ იესოს სხეული შეახვიეს ტილოში და დაფარეს დაახლოებით 100 ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავით. მისი ცხედარი მოთავსებულ იქნა კლდეში გამოკვეთილ სამარხში და სამარხის კარს მიაფარეს დაახლოებით 1 1/2- 2 ტონიანი დიდი ქვა იმისათვის, რომ ის დაცული ყოფილიყო. რადგანაც იესომ საჯაროდ თქვა, რომ ის მკვდრეთით აღდგებოდა მესამე დღეს, გაწვრთნილი რომაელი ჯარისკაცების მცირე რაზმი დააყენეს სამარხის დასაცავად. სამარხის კარი დაბეჭდეს ოფიციალური ბეჭდით, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამარხი მთავრობას ეკუთვნოდა.

        მიუხედავად ყოველივე ამისა, სამი დღის შემდეგ ცხედარი იქ აღარ იყო. მხოლოდ ცხედრის ფორმამიღებული სამოსიღა იყო დარჩენილი. დიდი ქვა, რომელიც შესასვლელს კეტავდა გადაგორებული იყო და სამარხი ღია.
        იყო თუ არა იესოს აღდგომა მხოლოდ მოთხრობა?

        უადრესი ახსნა, რომელიც გავრცელდა გახლდათ ის, რომ მისი ცხედარი მოწაფეებმა მოიპარეს! მათეს სახარების 28:11-15 მუხლებში, დაწერილია იმ რეაქციაზე, რომელიც ჰქონდათ მღვდელმთავრებსა და უხუცესებს, როდესაც მცველები მივიდნენ მათთან და მოახსენეს მომხდარის შესახებ. მათ ფული მისცეს მცველებს და უთხრეს ეთქვათ, რომ მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს ცხედარი იმ დროს, როცა მათ ეძინათ. ეს მოთხრობა იმდენად ყალბი იყო, რომ მათე არც კი ცდილა მის უარყოფას! რომელი მოსამართლე მოგისმენს თუ იტყვი, რომ მანამ სანამ შენ გეძინა, შენი მეზობელი შემოვიდა შენს სახლში და მოიპარა შენი ტელევიზორი და შენ ამაში დარწმუნებული ხარ? ვინ იცის რა ხდება იმ დროს, როდესაც მას სძინავს? მსგავსი მოწმობა ყველანაირ სასამართლოში მხოლოდ სიცილს გამოიწვევდა.

        უფრო მეტიც, ეს ყოველივე ფსიქოლოგიურადაც და ეთიკურადაც შეუძლებელია. ქრისტეს ცხედრის მოპარვა ისეთი ქმედებაა, რაც სრულიად უცხოა მისი მოწაფეების ბუნებისა და ყველასათვის ვისაც კი ჩვენ იქ ვხედავთ. ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ისინი აღმოჩნდებოდნენ დამნაშავენი წინასწარმოფიქრებულ სიცრუეში, რაც გახდა მიზეზი ათასობით ადამიანის შეცდომაში შეყვანისა და საბოლოოდ მათი სიკვდილისა. დაუჯერებელი და წარმოუდგენელია ისიც, რომ თუნდაც რამოდენიმე მოწაფემ იდუმალად ჩაიფიქრა და განახორციელა მსგავსი გატაცება, და რომ მათ არასოდეს არაფერი არ უთხრეს სხვებს ამის შესახებ.

        თითოეული მისი მოწაფეთაგანი აღმოჩნდა წამებისა და მოწამეობის არჩევანის წინაშე თავიანთი მტკიცებულებებისა და რწმენისათვის. ადამიანები ირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც მათ სწამთ, რომ ჭეშმარიტებაა; მაგრამ ისინი არ აირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც იციან რომ სიცრუეა. თუ კი ოდესმე კაცი სიმართლეს ლაპარაკობს, ეს სწორედ მის სასიკვდილო სარეცელზე ხდება. და თუ მოწაფეებმა მოიტაცეს მისი ცხედარი, და ქრისტე მკვდარი იყო, ჩვენ ვერ ავხსნიდით მის სავარაუდო გამოჩინებებს.

        მეორე ჰიპოთეზა შემდეგია: ებრაელმა და რომაელმა ხელისუფლებმა გადამალეს ცხედარი! კი მაგრამ რატომ? აბა რაღატომ დააყენეს მცველები, თუ ცხედრის გადამალვა უნდოდათ რაიმე მიზეზის გამო? კიდევ, როგორ შეიძლება ავხსნათ ხელისუფალთა დუმილი მაშინ, როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ აღდგომის შესახებ იერუსალიმში? სასულიერო წინამძღვრები განრისხებულები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ იესოს მკვდრეთით აღდგომის უწყება. მათ დააპატიმრეს პეტრე და იოანე, სცემეს მათ და აუკრძალეს ქადაგება, იმის გამო რომ გაეჩერებინათ ისინი.

        თუმცა არსებობდა მათი პრობლემის ძალზე მარტივი გადაწყვეტა. თუ მათ ექნებოდათ ქრისტეს ცხედარი, მათ შეეძლოთ დემონსტრაციულად ჩამოეტარებინათ ის იერუსალიმის ქუჩებში და ერთი დაკვრით აკვანშივე მოეხრჩოთ ახლად ფეხადგმული ქრისტიანობა. და რადგანაც მათ ეს არ გააკეთეს, ეს მჭერმეტყვლურად ლაპარაკობს იმაზე, რომ მათ არ ჰქონდათ ქრისტეს სხეული.

        კიდევ ერთი პოპულარული თეორია შემდეგია: ქალებს, რომლებიც მწუხარებისაგან გონებაარეულები იყვნენ, დილის ბინდბუნდში შეეშალათ გზა და სხვა საფლავს მიადგნენ. სევდით გათანგულებმა წარმოიდგინეს, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა, რადგანაც საფლავი ცარიელი დახვდათ. თუმცა ეს თეორიაც ეცემა იმავე ფაქტთან შეჯახებისას, რომელიც ანგრევს წინა თეორიას. თუ ქალები სხვა საფლავს მიადგნენ, მაშ რატომ არ წავიდნენ მღვდელმთავრები და რწმენის სხვა მტრები ქრისტეს საფლავთან და არ გამოიტანეს ყველას დასანახად მისი სხეული? უფრო მეტიც წარმოუდგენელია, რომ პეტრემაც და იოანემაც იგივე შეცდომა დაუშვეს, და ცხადია იოსებ არიმათიელმაც, რომელიც ამ საფლავის მესაკუთრე გახლდათ, ვერ გადაწყვიტა ეს პრობლემა. დამატებით უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეს იყო კერძო დასაკრძალი ადგილი, და არა სახალხო სასაფლაო. ანუ, ახლომახლო არ ყოფილა სხვა საფლავი, რომელიც გახდებოდა მიზეზი ამ შეცდომისა.

        ცარიელი საფლავის ახსნისათვის წარმოდგენილი გახლდათ აგრეთვე გულწასულობის (ძილქუშის) თეორიაც. ამ მოსაზრების მიხედვით, ქრისტე ფაქტობრივად არ მომკვდარა. ის შეცდომით იქნა გამოცხადებული გარდაცვლილად, სინამდვილეში ის გაითიშა გამოფიტვის, გადაღლილობის, ტკივილისა და სისხლის დაკარგვის შედეგად. და როდესაც ის იწვა საფლავის სიგრილეში გონზე მოვიდა. გამოვიდა საფლავიდან და გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომლებმაც შეცდომით იფიქრეს, რომ ის მკვდრეთით აღდგა.ადამიანები ირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც მათ სწამთ, რომ ჭეშმარიტებაა; მაგრამ ისინი არ აირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც იციან რომ სიცრუეა.

        ეს თანამედროვე კონსტრუქციის თეორიაა. ის პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მრავალმნიშვნელოვანია, რომ ამის მსგავსი მინიშნებაც კი არ მოსულა ჩვენამდე ძველი დროიდან, არადა ქრისტიანობაზე მრავალი და მრავალი მძვინვარე შეტევა განხორციელდა. ყველა ადრეული ჩანაწერი ხაზგასმულად მკაფიო გახლდათ ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებით.

        თუმცა მოდით ერთი წუთით დავუშვათ, რომ ქრისტე მართლაც ცოცხლად იქნა დამარხული და ის გონებადაკარგული იყო. დასაჯერებელია, რომ ის ცოცხალი დარჩა ცივ და სველ საფლავში სამი დღის განმავლობაში საჭმლის, წყლისა და ყოველგვარი ყურადღების გარეშე? ჰქონდა მას იმისი ძალა, რომ მოეშორებინა სუდარის ტილოები, გადაეწია მძიმე ქვა საფლავის კარიდან, დაეძლია რომაელი ჯარისკაცების წინააღმდეგობა და ფეხით ეარა კილომეტრები წამახულ ქვებზე? ამისი წარმოდგენა კიდევ უფრო ფანტასტიკურია ვიდრე თავად აღდგომის ფაქტის დაჯერება.

        თვით გერმანელმა კრიტიკოსმა დევიდ შტრაუსმა, რომელსაც საერთოდ არ სწამს აღდგომა, უარყო ეს იდეა, როგორც დაუჯერებელი. მან თქვა:

        შეუძლებელია რომ ვინმემ, რომელიც ახლახან გამოვიდა საფლავიდან ნახევრად მკვდარი, რომელიც მისუსტებული და ავადმყოფი იყო, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ესაჭიროებოდა ჭრილობების შეხვევა, გაძლიერება და მოვლა და რომელიც ბოლოს და ბოლოს ტანჯვის მსხვერპლი იყო, შესძლოს ოდესმე თავის მოწაფეებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ის არის სიკვდილისა და საფლავის დამთრგუნველი; რომ ის არის უფალი სიცოცხლისა.

        და ბოლოს, თუ ეს თეორია სწორია, ქრისტე თავად ყოფილა ჩართული ამ თავზარდამცემ სიცრუეში. მის მოწაფეებს სწამდათ და ქადაგებდნენ რომ ის მკვდარი იყო, მაგრამ გაცოცხლდა. იესოს არაფერი გაუკეთებია ამ რწმენის გასაფანტავად, პირიქით ის ხელს უწყობდა მის გაძლიერებას.

        ერთადერთი თეორია, რომელიც შესაბამისად ხსნის ცარიელი საფლავის საიდუმლოს, მხოლოდ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის თეორიაა.
        რას ნიშნავს თქვენთვის იესო ქრისტეს სიცოცხლე

        თუ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა, ეს ამტკიცებს იმას, რომ ის ღმერთია, რომ ის ცოცხალია დღესაც. მას სურს რომ იყოს უფრო მეტი ვიდრე თაყვანისცემის პირი. მას სურს, რომ იყოს თქვენი ნაცნობი და რომ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. იესომ თქვა: “აი ვდგავარ კართან [თქვენს გულთან] და ვრეკ; თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან” (გამოცხ. 3:20).

        აწ გარდაცვლილმა კარლ გუსტავ იუნგმა თქვა: “ჩვენი დროის მთავარი ტკივილი სიცარიელეა.” ყველა ჩვენგანის ღრმა მისწრაფებაა, რომ ჩვენს ცხოვრებას ჰქონდეს აზრი და სიღრმე. იესო გვთავაზობს ჩვენ აზრიან, უხვ სიცოცხლეს, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ მოდის. იესომ თქვა: “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ” (იოან. 10:10).

        რადგანაც იესო მოკვდა ჯვარზე, და თავის თავზე აიღო მთელი კაცობრიობის ცოდვები, ახლა ის გვთავაზობს პატიებას, შერიგებას და გულწრფელ ურთიერთობას მასთან.

        ახლა, აი ამ მომენტში შენ შეგიძლია მოიწვიო იესო ქრისტე შენს ცხოვრებაში. შეგიძლია მას რაღაც ამისმაგვარი უთხრა: “იესო, მადლობთ რომ ჯვარზე მოკვდი ჩემი ცოდვებისათვის. გთხოვ მაპატიო და შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში ახლავე. მადლობას გიხდი იმისათვის, რომ მაძლევ შენთან ურთიერთობის საშუალებას.”

        Like

          1. ფილმებს ვამონტაჟებ ქართულ ენაზე და geo.saitebi.ge ზე ვდებ მთელი დღე და არარის ეს სასარგებლო? ზოგ ფილმს 2-3 საათი ვუნდები რომ დავამონტაჟო ქართული აუდიო და ათასობით ადამიანი ნახულობს + სხვა საიტები ითვისებენ : @
            არარის ეს სასარგებლო ? შენ რას აკეთებ ხალხისთვის?

            Like

            1. და რაც მაღლა 3 სტატია გადმოვაკოპირე წაიკითხე ვაბშე რა ახსნას უძებნის გენიოსი ათეისტი ამას?

              Like

              1. გენიოსი ათეისტი რეალურ ფაქტებზე საუბრობს,რაც დამტკიცებულია ან დასამტკიცებელი და ძალიან ეზარება ძალიათ ქრისტიანი ადამიანის დაკოპირებული აშკარა მორიგი სისულელის წაკითხვა )))))))

                Like

                1. რა რაელურ ფაქტებზე ამბობ? 😀 ვიღაც ღმერთზე დაბოღმილი მეცნიერის სიტყვებია შენი რეალური ფაქტები? მასე ცარიელ სიტყვები არ ნიშნავს რეალურ ფაქტებს რეალური ფაქტი ისაა რომ რეალურად მეცნიერებას არ ძალუცს ღმერთის არსებობა ან არარსებობა რომ დაამტკიცოს __)))) და ეს მეცნიერებას არც ევალება )) მაგრამ სატანის მსახურები ყოველთვის რაღაცას მოჩმახავენ არარეალურიდან! მეცნიერებას არ შეუძლია ჰაერისგან შექმნას მიწა მიწისგან კი ადამიანი დედამიწაზე ყველაზე განუვითარებელი ორგანიზმები მეცნიერების სახელითაა ცნობილი ვითომ რაიმეს იკვლევენ და არაფრის აზზე არ არიან ჩარლის პოსტები რომ წაიკითხო კარგი იქნება ან თუნდაც ენციკლოპედია გადაშალო სამყარო იმხელაა რომ ჩვენი გონება ვერ აღიქვამ და ეს ყველაფერი გაჩნდა ჰაერისგან ჰო? მეცნიერული კანონებით? მაგალითების მოყვანას არ დავიწყებ იმიტომ რომ ისედაც კუთხეში მყავხარ მიმწყვდეული და მხოლოდ 2 ხაზიანი ირონიით შემოსილი კომენტარებით შემოიფარგლები იმიტომ რომ არგუმენტები და ფანტაზია არც მეცნიერება და არც არაფერი არ არის ისეთი რაც იმას დაამტკიცებს რომ უზენაესი არსება დაუკვირდი ამ სიტყვებს უზენაესი არსება არსებობს და რომლის შექმნილებიც ვართ მალე მოკვდება და შენი თვალით ნახავ ერთ ნახევარ საუკუნეში ალბათ და დაიჯერებ მაგრამ აზრი აღარ ექნება უკვე არაფერს არ შეუძლია რომ ღმერთის არარსებობს დაამტკიცოს !! არანაერ მეცნიერულ გზას ხოლო ყველაფერი ყვეაფერი აფსოლიტურად ამტკიცებს რომ ღმერთი არსებობს დედამიწა მზე იდეალური ატმოსფერო ზუსტად ისეთო როგორის წარმოდგენაც შეიძლება სამოთხესა და ჯოჯოხეთის გასაყარზე მაგრამ არ გინდა დანახვა ადრე რომელიღაც პოსტში ვიღაცამ ვიდეო დადო თუ როგორ ჩნდებოდა მწვანე მუხლუხოსგან პეპელა მართლაც ასეთი სასწაულები მრავლად ხდება შეგიძლია მეცნიერებით ის გამოიკვლიო როგორ დაიწყო ეს მაგრამ ვერ დაადგენ თუ რა მიზეზით და რატომ არის მეცნიერულად იმიტომ რომ მეცნიერებაში ტერმინ სილამაზეც კი თუ მენციერულად არ დამტკიცდა რომ ეს სილამაზეა მაშინ მას მხოლოდ თეორიის სახელი ან ჰიპოთეზა ეწოდება და რაიმეს რომ შეხედავ ხომ მიხვდები მეცნიერული ციფრების გარეშე რომ ის ლამაზია? ან უშნოა რათ უნდა ამას მაგალითების გამოყვანა ადამიანს ამის უნარი და სხვა მრავალი უნარი იმისთვის ერგო წილად რომ მოვლენები ფაქტები სიტყვაცია სიცოცხლე სიკვდილი ყველაფერი ერტმანეთისგან გაარჩიოს გაანალიზოს დასკვნა გამოიტანოს იაზროვნოს ! და აზროვნება ის არ არის რომ ჰიპოთეზაზე დაფუძნებული არარეალური ფაქტები იმის მტკიცებულებად არარსებულ მტკიცებულებად გამოიყენო რომ ღმერთი არ არსებობს და ვერც დაამტკიცება ამას და ღმერთის არსებობს თუინდაც ის ამტკიცებს რომ შენ ეხლა სუნთქავ და მრავალი რამ მარგრამ იხედები და ბრმა ხარ კითხულობ და ვერ აღიქვამ გესმის მაგრამ ვერ აცნობიერებ იმიტომ რომ ათეიზმით ხარ დაავადებული ეს დაავადება რომელსაც ჯოჯოხეთამდე მიყავს ყველა და არავიდ დაინდობს

                  Like

              2. მაგ სტატიის დაწერის შემდეგ დედამიწის მსგავსი და სიცოცხლისთვის ვარგისი ასობით პლანეტა აღმოაჩინეს და ეს იმ რეგიონში, რომელიც მთელ სამყაროს ისე შეეფარდება, როგორც შენი ერთი ატომი მთელ სხეულს )) დღევანდელი აღმოჩენების პირობებში დედამიწის უნიკალურობაზე აპელირება სიბანძეა :d

                Like

                1. nino

                  ხოდა გისურვებ წარმატებას შეგიძლია გაფრინდე სხვა დედამიწისნაირ ,,უნიკალურ” ადგილებში და იქ იცხოვრო…

                  Like

            2. ირონიით+გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ ფრაზებზე გაიკითხე რამე ერთი )

              Like

              1. nino

                მშვენივრად მესმის ნუ ღელავ, და მაინც რატომ გგონია რომ მაიმუნის შთამომავალი ხარ? ნუთუ მასე გინდა რომ შიმპანზეს გავდე?

                Like

  3. აუ აზრი არააქ თქვენთან ლაპარაკს
    ისე რომ მოკვდებით და აღმოაენთ რომ სამარადისოდ ჯოჯოხეთში მოგიწევთ ყოფნა
    მაშინ თუ დაიჯერებთ რომ ღმერთი არსებობს მაინტერესებს 😀

    Like

    1. sim

      ცოტა გაალამაზე მაგ. ეშმაკი ვილკას რო გაგიყრით და ცეცხლზე დაგატრიალებთ და მერე საკუთარი შემწვარი სხეულის ნაწილებს გაჭმევთ, მაინც არ დაიჯერებთ რომ ღმერთი არსებობს მაინტერესებს ? 😀

      Like

    2. როცა ასეთ რამეებს იძახიან მაშინ უფრო ვრწმუნდები რომ ყველანაირი ღმერთი უბრალოდ სისულელეა. მაშინ უფრო ვრწმუნდები რომ არ შეიძლება არსებობდეს პუჭურა, ჭიანჭველების ბუდის დანგრევით და ბაყაყების წამებით გართული ღმერთი, პუჭურა მენტალიტეტით, რომელიც ადამიანებს ჯოჯოხეთში გაგზავნიდა, რაციონალური აზროვნების გამო, სკეტიციზმის გამო. თქვენი ღმერთი არაფრით განსხვავდება ბნელი საუკუნეების, გონება დაბნელებული ინკვიზიტორების წარმოდგენებში არსებული სისხლიანი ტირანისგან.

      Like

  4. mgeli

    რა პლანეტები აღმოაჩინეს არ გადამრიოთ რაა კი აღმოაჩინეს და თანაც ათასობით მაგრამ მასით მათგან უმცირესიც კი მინიმუმ 10 ჯერ მაინც აღემატება დედამიწას უმეტესობა იუპიტერის და სატურნის მსგავსია და თანაც პლანეტების უმეტესობა ძალიან ახლლოსაა თავის ვარსკვლავთან ასეთ პლანეტებს “ცხელ იუპიტერებს” უწოდებენ ვენერა მზიდან 92 მილიონ კილომეტრშია და მასზე ტემპერატურა 450 გრადუსია პლანეტები კი რომელთა მასა მინიმუმ 10 ჯერ მაინცაა მეტი დედამიწის მასაზე ძალიან ახლოსაა თავის ვარსკვლავთან 5 დან 30 მილიონ კილომეტრში თავად განსაზღვრეთ რამხელა ტემპერატურა იქნება მათზე ხოლო რომლებიც შორს არიან ისინი კიდე ძალიან დიდებია 100 ჯერ და 500 ჯერ დიდიც კი. მოკლედ რა ათეისტებო ოცნებებში დაფრინავთ და გეყოფათ ამდენი სისულელეები apollon201200 მა ჩაგიტარათ და აღიარეთ ვერაფერს თქვენ ვერ გვიპირისპირებთ ისეთს რომ მართლა ხელმოსაჭიდი იყოს ჩვენს გრამატიკულ შეცდომებზე იცინით, იძახით გწამდეთ რომ შემთხვევით გავჩნდით ხოდა თქვენ გეკითხებით შემთხვევით და უმიზეზო და აზრს მოკლებულ სიცოცხლეს რა აზრი აქ ????

    Like

    1. წაიკითხე ეს პოსტი თავიდან ბოლომდე და გაიგებ, რა აღმოაჩინეს:

      პლანეტური აღმოჩენების ბუმი

      Kepler 22b გაგიგია? საშუალო ტემპერატურა +22 გრადუსია ცელსიუსით, რომელ 450 გრადუსზეა ლაპარაკი :d

      სიცოცხლეს ის აზრი აქვს, რასაც თავად ადამიანი მისცემს : )

      Like

      1. თან ის პლანეტები რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ზღვაში წვეთია. მხოლოდ ერთ პატარა რეგიონში.
        და ამ რეგიონშკი კიდევ უამრავი პლანეტის აღმოჩენა მოხდება, კანდიდატები 2300-მდეა, არადა გალაქტიკაში საშუალოდ 100 მილიარდი პლანეტა მაინც უნდა იყოს, აქედან რამდენი იქნება დედამიწის მსგავსი? მე მგონი შანსები საკმაოდ იზრდება.

        Like

        1. შორს რომ არ წავიდეთ, მარსზეც კია ეჭვები, რომ ოდესმე ან შესაძლოა ახლაც მიკრობები არსებობდნენ. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში დადასტურდება ეს ეჭვი :d

          Like

    2. : ))

      ეს რა მარგალიტი გამომიტოვებია და არ წამიკითხავს.
      აპოლონმა ჩაგიტარათო ;ვვვვვვვვვ
      რაღა აზრი აქვს რამის თქმას,ღმერთმანი :უსერ:

      Like

  5. mgeli

    აკივლებს მეთქი ამათ ხაფანგში გაბმული ვირთხებივით ბელზებელი მალე, მაგათმა ბელზებელი ვინააა ისიც არ იციან აქ იმაზე ვიღადავე ვიღაც ათეისტმა გოგამ თუ ვიღაცამ დაწერა ფარხმალიანი ანგელოზებიო არა ტანკში ჩამჯდარი კიდეო ხოდა ერთი სად წაიკითხა ან სად ნახა მაგან ფარხმალიანი ანგელოზი ერთი მაჩვენოს მარა გონია მაგას ესიზმრა თუ ეზმანა რაღაცა

    Like

დატოვე კომენტარი