არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ


სხვადასხვა ეპოქაში ფილოსოფოსების, თეოლოგების, მეცნიერების და სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ იქმნებოდა არგუმენტები ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. ეს საკითხი ერთ-ერთი უძველესი საფიქრალი და ყველაზე ხშირად განხილული თემაა კაცობრიობის ისტორიაში. პრობლემა ეხება როგორც მონოთეისტურ, ისე პოლითეისტურ იდეებს. არგუმენტები შეიძლება დაიყოს მეტაფიზიკურ, ლოგიკურ, ემპირიულ და სუბიექტურ კატეგორიებად. ღმერთის არსებობაზე ბჭობენ როგორც ფილოსოფიაში, ისე პოპულარულ კულტურაში.

დასავლურ სამყაროში ეს საკითხი პლატონისა და არისტოტელეს მიერ წამოიჭრა, მათი მოსაზრებები კოსმოლოგიურ არგუმენტებს წარმოადგენს ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. მოგვიანებით ეპიკურემ წამოაყენა ბოროტების არსებობის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ცდილობდნენ თეოდიცეის მიმდევრები, მათ შორის წმინდა ანსელმო, ავიცენა და თომა აქვინელი. დეკარტე მოწყალე ღმერთის იდეით ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ სამყაროში რაღაცას აქვს აზრი, კანტი კი მიიჩნევდა, რომ ღმერთის არსებობის დასაბუთება სიკეთის არსებობით შეიძლებოდა. შემდგომ პერიოდში ბევრმა სწავლულმა შემოიტანა ღმერთის საწინააღმდეგო არგუმენტები, მათ შორის იყვნენ დევიდ ჰიუმი, ნიცშე, ბერტრან რასელი. თანამედროვე ეპოქაში ღმერთის არსებობას ეჭვქვეშ აყენებენ ცნობილი ინტელექტუალები – სტივენ ჰოკინგი და რიჩარდ დოკინსი.

ათეისტების მოსაზრებით, ღმერთის არსებობის სასარგებლოდ წამოყენებული არგუმენტები არადამაკმაყოფილებელია და არ შეიცავენ საკმარის მიზეზს, რომ ადამიანს რწმენა მიეცეს. თეისტების ნაწილი აღიარებს, რომ რწმენა რწმენად რჩება და მისი დამტკიცების ან უარყოფის მცდელობა ამაოა. ზოგიერთი რელიგია, მაგალითად ბუდიზმი, საერთოდ არ შეიცავს ღმერთის ცნებას და შესაბამისად, ეს პრობლემა ნაკლებად ეხება.

ღმერთის განსაზღვრება

თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში სიტყვა «ღმერთი», როგორც წესი, აღნიშნავს მონოთეისტურ, უზენაეს და უმთავრეს პიროვნულ არსებას, როგორც ამას ქრისტიანული და იუდაისტური ტრადიციები წარმოაჩენენ. კლასიკური თეიზმი ატარებს აზრს, რომ ღმერთი ფლობს ყველანაირი სახის შესაძლო სრულყოფილებას, მათ შორის ყოვლისმცოდნეობას, ყოვლისშემძლეობასა და ყოვლისმოყვარულობას. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ბუნების შესახებ მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, კლასიკური თეისტები თვლიან, რომ ღმერთის ზუსტი აღწერა და განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ტრანსცენდენტულ არსებას ადამიანები ვერ ჩაწვდებიან. თანამედროვე კათოლიკე მღვდელს, მწერალსა და სწავლულს რობერტ ბარონს ასეთი ანალოგია მოჰყავს – ორგანზომილებიანი ობიექტი ვერ წარმოიდგენს სამგანზომილებიან ადამიანს.

კლასიკურ თეისტურ ფილოსოფიაში ღმერთის კონცეპტი განიხილება, როგორც „მთავარი მამოძრავებელი”, „უმიზეზო მიზეზი”, „უმაღლესი შემოქმედი” ან „ისეთი რამ, რომელზე დიდ[ებულ]იც ვერაფერი იქნება”. ამის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლური რელიგიური აზროვნება ღმერთს ხშირად პანთეისტურ ჭრილში განიხილავს, როგორც ძალას. მაგალითად, სპინოზა და მისი მიმდევრები ამ სიტყვის ფილოსოფიურ მნიშვნელობას ბუნების ძირითად პრინციპებს უთანაბრებდნენ.

აბრაამისეული რელიგიების გარეთ არსებული მონოთეიზმიც მსგავსად განიხილავს ღმერთს. ადვაიტა ვედანტას ინდუისტურ სკოლაში უმაღლესი რეალობა წარმოჩენილია, როგორც ერთადერთი, უცვლელი და მყარი არსება, სახელად ნირგუნა ბრაჰმა. ადვაიტურ ფილოსოფიას ასევე შემოაქვს საგუნა ბრაჰმას ან იშვარას ცნება, როგორც საშუალება, გააცნო ხალხს ბრაჰმა. იშვარას მიეწერება ისეთი თვისებები, როგორიცაა ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა და ყოვლისმოყვარულობა.

ზებუნებრივის არსებობის პრობლემა

ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მას მიეწერება გარკვეული სახის ზებუნებრივი ძალები. ზებუნებრივი არსებები კი შეიძლება არ გამოჩნდნენ ან გამოჩნდნენ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი განზრახვა. ამის მაგალითია ფილემონისა და ბავკიდის ისტორია: ზევსი და მისი შვილი ჰერმესი გლეხებად გამოეწყვნენ და ერთ-ერთ სოფელში დაიწყეს სიარული თავშესაფრის თხოვნით, რათა ხალხის გულკეთილობა გამოეცადათ. ერთადერთი ოჯახი, რომელმაც ისინი სახლში შეიპატიჟა, იყო ცოლ-ქმარი ფილემონი და ბავკიდი. მათ გულუხვად გაუშალეს სუფრა სტუმრებს და როცა ნახეს, რომ საჭმელი საერთოდ არ იკლებდა, მიხვდნენ, ვინ იყვნენ ეს გლეხები სინამდვილეში. ზევსმა ქალაქი გაანადგურა და მხოლოდ ცოლ-ქმარი გადაარჩინა, მათ კი თავიანთი ნებით ზევსის ტაძარში მსახურად ყოფნა აირჩიეს.

ღმერთის განსაზღვრების მიხედვით, ის არ წარმოადგენს ბუნებრივი წესრიგის ნაწილს, არამედ თავადაა ბუნებისა და ფიზიკის კანონების შემქმნელი. არისტოტელეს ფილოსოფიაში ღმერთის იდეა შემოდის განმარტების სახით, რათა მხარი დაუჭიროს მეცნიერულ დასკვნებს, შესაბამისად, ღმერთის ფლობაში არსებული ზებუნებრივი ძალები ბუნებრივი წესრიგის შემადგენელი ნაწილია, რადგან ბუნების შემოქმედი ღმერთია.

რელიგიური აპოლოგეტების ნაწილი ღმერთის ზებუნებრივი თვისებებით ხსნის იმას, რომ ემპირიული მეთოდებით ვერ დგინდება მისი არსებობა-არარსებობის საკითხი. კარლ პოპერის მეცნიერების ფილოსოფიაში ზებუნებრივი ღმერთის რწმენა მეცნიერული კვლევის სფეროს მიღმაა, რადგან პოზიტივიზმი არ წარმოადგენს ჭეშმარიტების შეცნობის უტყუარ მეთოდს ჩვენი შეგრძნებების და შესაბამისად, დაკვირვებაზე დაფუძნებული მეთოდების არასრულყოფილების გამო. ამერიკელი ბიოლოგი და პალეონტოლოგი სტივენ ჯეი გოულდიც იგივე პოზიციაზე იდგა იმ მოტივით, რომ მეცნიერება და რელიგია სხვადასხვა სფეროა და არ უნდა გადაიკვეთოს.

ლოგიკური პოზიტივიზმის მიმდევრები, მაგალითად რუდოლფ კარნაპი და ალფრედ ჯულს აიერი, ღმერთზე ნებისმიერი სახის საუბარს სრულ სისულელედ თვლიდნენ. ლოგიკური პოზიტივიზმისა და მსგავსი სკოლების სწავლულთათვის რელიგიურ და ტრანსცენდენტულ მოვლენებს ვერ ექნებათ ჭეშმარიტი ღირებულება, რადგან მეტაფიზიკური ნატურალიზმი (ლოგიკური პოზიტივიზმის ფილოსოფიური საფუძველი) ავტომატურად გამორიცხავს ზებუნებრივის არსებობის შესაძლებლობას და ყველაფერს ბუნების კანონებში აქცევს. ქრისტიანი ბიოლოგი სკოტ ტოდი აღნიშნავდა, რომ „თუნდაც ყველანაირი ინფორმაცია მიუთითებდეს მოაზროვნე შემოქმედზე, ეს ჰიპოთეზა მეცნიერებაში გამოირიცხება, რადგან არ წარმოადგენს ნატურალისტურ იდეას.” ეს არგუმენტი ზღუდავს მეცნიერების სფეროს ემპირიულ დაკვირვებამდე და ღმერთის ცნებას დაუმტკიცებელს ტოვებს.

არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ

აქვინელის 5 გზა

Summa Theologica-ს პირველ ნაწილში კათოლიკე მღვდელი თომა აქვინელი გვთავაზობს 5 პუნქტს თეიზმის მხარდასაჭერად. ისინი ემყარება არისტოტელეს ონტოლოგიას და იყენებს უსასრულო რეგრესის ტიპის არგუმენტებს. აქვინელს არ ჰქონია განზრახვად, დაემტკიცებინა ღმერთის არსებობა, მან უბრალოდ წამოაყენა 5 გზა, როგორც შესავალი, შემდგომში კი მასზე დააფუძნა თავისი ნაშრომის მომდევნო ნაწილი.


უძრავი მამოძრავებლის არგუმენტი ასკვნის, რომ სამყაროში არსებული მოძრაობების სერიის ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს თავდაპირველი მამოძრავებელი. აქვინელი მხარდასაჭერად იმას იყენებდა, რომ ობიექტის ამოძრავებისთვის საჭიროა სხვა რამ, შესაბამისად სამყაროს დასაწყისში უნდა ყოფილიყო უძრავი მამოძრავებელი, ანუ ღმერთი.

პირველადი მიზეზის არგუმენტი წინაპირობად იყენებს იმას, რომ არსება საკუთარ თავს ვერ წარმოქმნის (რადგან ამ შემთხვევაში უნდა ეარსება მანამდე, ვიდრე თავის თავს შექმნიდა და საბოლოოდ აბსურდი გამოდის), შესაბამისად, შეუძლებელია არსებობდეს მიზეზების უსასრულო ჯაჭვი, რისთვისაც საჭიროა შემოვიტანოთ თავდაპირველი, უმიზეზო მიზეზის ცნება, ანუ ღმერთი.

კოსმოლოგიური არგუმენტი აცხადებს, რომ სამყაროში ყველაფერი შექმნილია, ამიტომ შესაძლებელია, ისინი არსებობდნენ ან არ არსებობდნენ. მაგრამ თუკი ეს ყველაფერს ეხება, მაშინ უნდა არსებულიყო დრო, როცა საერთოდ არაფერი იყო. ხოლო რადგანაც დღეს უამრავი რამ არსებობს, უნდა იყოს ისეთი რამ, რაც/ვინც არ წარმოშობილა სხვა რამისგან, არამედ თავად მისცა დასაბამი დანარჩენებს და ეს არის ღმერთი.

ხარისხის არგუმენტი განიხილავს სიკეთის ხარისხებს. აქვინელი წერდა, რომ რაღაც ქმედებას კარგს ვეძახით იმიტომ, რომ ის ჰგავს უმაღლეს სიკეთეს. მაგალითი ბუნებაში: თუკი რაღაც არის ცხელი, ესეიგი ჰგავს იმას, რაც ყველაზე ცხელია. ამიტომ უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რაც თავისთავად იქნება სიკეთის უმაღლესი დონე და დასაბამს აძლევს სამყაროში არსებულ ყველანაირ სიკეთეს, ეს კი ღმერთია.

ტელეოლოგიური არგუმენტი გამომდინარეობს სამყაროს მოწყობიდან. ისეთი რამეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტელექტი, მოქმედებენ რაღაც დანიშნულებით. აქვინელი მიიჩნევდა, რომ უინტელექტო საგანი ვერ შეასრულებს ბრძანებას რაიმის გაკეთების შესახებ, თუკი ის თავიდანვე არაა ამგვარად შექმნილი მოაზროვნე არსების მიერ, რაც ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ინტელექტუალური არსება, რომლის გამოც ყველა სხეული მიმართულია მიზნისკენ და ეს არის ღმერთი.

ონტოლოგიური არგუმენტი

ონტოლოგიური არგუმენტის ავტორები არიან ფილოსოფოსები, მათ შორის წმინდა ანსელმო და რენე დეკარტე. ამ არგუმენტის მიხედვით, ღმერთის არსებობა თვითცხადია. მისი მარტივი ფორმულირება ასეთია:
1. ღმერთი ყველაზე დიადი აღქმადი არსებაა.
2. არსებობა უფრო დიადია, ვიდრე არარსებობა.
3. შესაბამისად, ღმერთი არსებობს.

წმინდა ანსელმო ღმერთს განიხილავდა, როგორც უდიადეს არსებას, რომელსაც შეგვიძლია ჩავწვდეთ და რომელიც ჩვენს გონებაში არსებობს. ხოლო თუკი ყველაზე დიადი არსების წარმოდგენა შესაძლებელია გონებაში, ის უნდა არსებობდეს რეალობაშიც. შესაბამისად, არსება, რომელზე დიადიც აღქმადი არაა, არის ღმერთი. თომა აქვინელი აკრიტიკებდა ამ არგუმენტს, რადგან თუკი ღმერთი ტრანსცენდენტულია, მაშინ ის მიუწვდომელი და აღუქმელია ადამიანებისთვის. კანტი ამ არგუმენტს ლოგიკური მიდგომით უპირისპირდებოდა და ამბობდა, რომ ცნება «ღმერთი» მოიცავს ორ რამეს: ღმერთის იდეა და თავად ღმერთი. კანტი ასკვნიდა, რომ ონტოლოგიური მტკიცებულება არის ორაზროვანი და ემყარება სიტყვა «ღმერთის» ბუნდოვან განსაზღვრებას.

არგუმენტი ისტორიული მოვლენებიდან და პიროვნებებიდან

● ქრისტიანობასა და იუდაიზმში მიჩნეულია, რომ ღმერთი ისტორიის გამორჩეულ მომენტებში ერეოდა და მიმართულებას უცვლიდა მას. მაგალითად, ასე მოხდა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლისა და ებრაელთა ტომებისთვის 10 მცნების მიცემისას. აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ ეს არის ემპირიული სახის მტკიცებულება და რადგან არსებობს უამრავი მოწმე, შესაბამისად, ღმერთის არსებობაც რეალურია.

● იესოს აღდგომის არგუმენტი გვთავაზობს, რომ საკმარისი ისტორიული მტკიცებულება არსებობს იესოს არსებობის მხარდასაჭერად, ასევე იმისთვის, რომ ის ნამდვილად ღმერთის შვილი იყო. ამ ტიპის მსჯელობა მიეკუთვნება ქრისტოლოგიურ არგუმენტს.

● ისლამში ყურანის შთაგონებითა და გამოცხადებებით დაწერა (გადმოცემით, მუჰამედმა წერა-კითხვა არ იცოდა და ანგელოზი კარნახობდა, ის ხმამაღლა ამბობდა და სხვები იწერდნენ) მიჩნეულია მისი ღვთიური ავტორისა და შესაბამისად, ღმერთის არსებობის არგუმენტად.

● მსგავს მიდგომას იყენებენ მორმონები (უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია) იოსებ სმითისა და მორმონის წიგნთან მიმართებაში.

ინდუისტური არგუმენტები

ინდუისტური ფილოსოფიის ბევრი სკოლა ეთანხმება უზენაესი შემქმნელის, ბრაჰმას არსებობას, რამდენიმე კი უარყოფს. ვედანტას სკოლის მიხედვით, ღმერთის არსებობის ერთ-ერთი მტკიცებულებაა კარმა. ინდოელი ფილოსოფოსი ადი შანკარა, რომელმაც გააერთიანა ადვაიტა ვედანტას დოქტრინები, ამბობდა, რომ კარმის კანონები დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებენ სამართლიანად და მათ სამართავად საჭიროა მოაზროვნე არსება, იგივე უზენაესი მაკონტროლებელი (იშვარა).


ადამიანის კარმული აქტები მისი დამსახურებებისა და დანაშაულების შედეგია. რადგანაც ცალკე აღებული კარმის კანონები არ წარმოადგენს მოაზროვნე და შეგნებულ მოვლენას, შანკარა ასკვნის, რომ უნდა არსებობდეს ცნობიერი არსება, რომელმაც ყველა ადამიანის ქმედება იცის და ეხმარება მათ საბოლოო მიზნისკენ სწრაფვაში. ის გავლენას ახდენს პიროვნების გარემოზე, რეინკარნირებულ სულებზე, ქმნის შესაბამის სხეულებს ხელახლა შობისთვის და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სულმა მისთვის შესაბამისი კარმული საფეხურები გაიაროს. შესაბამისად, რადგან არსებობს კარმის მაკონტროლებელი, ეს არის ღმერთი.

ხილვაზე დაფუძნებული არგუმენტები

ეს არგუმენტი მოწმეთა მონაყოლზეა დამყარებული და რომელიმე რელიგიის მოძღვრებების გამყარებას ემსახურება. ბრიტანელი ფილოსოფოსის რიჩარდ სუინბერნის მიხედვით, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი არგუმენტები არ უნდა მიიღოს, თუკი საამისოდ არ არსებობს სერიოზული მიზეზები.

მოწმის არგუმენტი გამომდინარეობს თანამედროვე და ზოგადად ისტორიაში მცხოვრები თვითმხილველების ნაამბობიდან. მისი ერთ-ერთი ვარიაციაა სასწაულების არგუმენტი, რომელიც ზებუნებრივ მოვლენებს ღმერთის არსებობის მხარდამჭერად აცხადებს.

უმრავლესობის არგუმენტი იშველიებს ისტორიულ მონაცემებს და გვამცნობს, რომ თეიზმს ყოველთვის უფრო მეტი ადამიანი ემხრობოდა, ვიდრე ათეიზმს და ეს ხდებოდა პლანეტის მრავალ სხვადასხვა კუთხეში, რაც ღმერთის არსებობაზე უნდა მიანიშნებდეს.

პიროვნულ განცდებზე დაფუძნებული არგუმენტები

● ღმერთის სასარგებლო არგუმენტად ხშირად გამოიყენება ისეთი შემთხვევები, როცა პიროვნების ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და ღმერთის მსახური გახდა. მაგალითად, პავლე მოციქული წარსულში ქრისტიანებს დევნიდა, მოგვიანებით კი თავად გახდა ქრისტიანი დევნილი. გადმოცემის მიხედვით, მას ნერონის ბრძანებით მოკვეთეს თავი.

● შოტლანდიელი ფილოსოფოსი ტომას რაიდი მიიჩნევდა, რომ ღმერთისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი იმპულსია და სწორედ ამიტომაა ბევრი მორწმუნე ისე, რომ ხშირად არც ფიქრობენ ამ პოზიციის მიზეზებზე. შესაბამისად, ღმერთის არსებობაზე ჩვენი შეგრძნებები მიგვანიშნებენ.

● ბევრი თანამედროვე პროტესტანტი თეოლოგი ანალოგიურ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ ღმერთის არსებობის დემონსტრირება ვერ მოხდება, რადგან ეს არის მოვლენა, რომელსაც ადამიანი აღიქვამს შინაგანი გრძნობებით.

● მოდერნისტული ქრისტიანობა ასევე ემხრობა მოსაზრებას, რომ ღმერთის არსებობა არაა დემონსტრირებადი და ამისთვის ან ადამიანმა უნდა განავითაროს მასში დამალული ქვეცნობიერი შეგრძნებები ან თავად ღმერთი გამოეცხადოს პიროვნებას.

სხვა არგუმენტები

ანთროპული არგუმენტი ასკვნის, რომ ძირითადი მოვლენები, როგორიცაა ადამიანის არსებობა, ყველაზე კარგად ღმერთის ცნების შემოტანით იხსნება.

ტელეოლოგიური არგუმენტი სამყაროს წესრიგისა და სირთულის საკითხს აყენებს და გვთავაზობს, რომ მის მიღმა საჭიროა ღმერთის, როგორც შემქმნელის არსებობა. ამ არგუმენტს ორი ვერსია აქვს: პირველი იყენებს დიზაინისა და დიზაინერის ანალოგიას, მეორე კი ამბობს, რომ მიზანი მხოლოდ გონებაში ჩნდება.

გონივრული ჩანაფიქრის ჰიპოთეზა ასკვნის, რომ სამყაროში მყოფ ცოცხალ არსებებს ზოგიერთი თვისება, მაგალითად ინფორმაციის წარმოქმნის უნარი, მოაზროვნე შემოქმედისგან აქვთ მიცემული. ამ არგუმენტს ძირითადად ქრისტიანები ემხრობიან.

თეიზმის ერთ-ერთი არგუმენტი მატერიალიზმის წინააღმდეგ არის ისეთი რამეები, რასაც ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს – მორალი, სილამაზე, სიყვარული, რელიგიური გამოცხადებები და ა.შ.

ტრანსცენდენტული არგუმენტი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ლოგიკა, მეცნიერება, ეთიკა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები ღმერთის გარეშე აზრს კარგავენ.

არგუმენტები ღმერთის არსებობის საწინააღმდეგოდ

ქვემოთ მოყვანილი არგუმენტები ცდილობენ, აჩვენონ, რომ ან ღმერთ(ებ)ის რომელიმე თვისების არსებობაა შეუძლებელი (მისი წინააღმდეგობრიობის, ისტორიულ-მეცნიერულ ფაქტებთან შეუსაბამობის ან აზრის არქონის გამო) ან უბრალოდ მიზეზები არაა საკმარისი, რომ მიუკერძოებელმა ადამიანმა რომელიმე ღმერთის ირწმუნოს.

ემპირიული არგუმენტები

შეუთავსებელი გამოცხადებების არგუმენტი სადავოდ მიიჩნევს ისეთი ღმერთის არსებობას, როგორიც წარმოჩენილია რელიგიურ წმინდა წიგნებში – იუდაისტურ თანახში, ქრისტიანულ ბიბლიაში, მუსულმანურ ყურანში, ინდუისტურ ვედებში, მორმონის წიგნში ან ბაჰაისტურ ქითაბ აქდაში. ამის მიზეზია სხვადასხვა წიგნებში ან მხოლოდ ერთ წიგნში არსებული წინააღმდეგობები ან შეუთავსებლობები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებთან.


ბოროტების არსებობის პრობლემა – ღმერთი ყოვლისშემძლეცაა და კაცთმოყვარეც, მაგრამ ადამიანთა ტანჯვას უშვებს.

მოუნათლავთა ბედი – ვისაც არაფერი სმენია კონკრეტულ რელიგიაზე და არც საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა მას, არ ეძლევა გადარჩენის შანსი, რაც უსამართლობა გამოდის.

მწირი დიზაინის არგუმენტი – თუკი ღმერთმა შექმნა სიცოცხლის ყველა ფორმა, მათ შორის ადამიანებიც, გამოდის, რომ ამით არა მრავალფეროვანი, არამედ ღარიბული გემოვნება გამოავლინა, რადგან ისინი ერთმანეთს ჰგვანან.

ურწმუნოების არგუმენტი – ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელსაც მორწმუნეების სიმრავლე სურს, უფრო მეტს იღონებდა, რომ ადამიანებს მასში დასაჯერებლად მეტი მოტივი ჰქონოდათ.

ოკამის სამართებლის არგუმენტი – რადგანაც ბუნებრივი (მეცნიერული) თეორიები ადეკვატურად ხსნიან რელიგიისა და ღმერთების რწმენის ისტორიული განვითარების საკითხს, ასეთი ზებუნებრივი არსებების მიმართ რწმენა გადაჭარბებულია და ნაკლებად მნიშვნელოვანი, სანამ არ გამოჩნდება მტკიცებულება ან რაიმე ფენომენის ასახსნელად მისი დახმარება არ გახდება საჭირო.

რასელის ჩაიდნის ანალოგია – მორწმუნემ უნდა დაამტკიცოს ღმერთის არსებობა და არა ათეისტმა ღმერთის არარსებობა. მტკიცების ტვირთი თეისტებზეა, რადგან ღმერთის ცნება მათი შემოტანილია.

სტივენ ჰოკინგი და ლეონარდ მლოდინოვი ერთობლივ წიგნში «დიადი ჩანაფიქრი» აყენებენ საკითხს: თუკი სამყაროს პირველმიზეზი ღმერთია, მაშინ ვინ ან რა არის ღმერთის შემქმნელი? ამ კითხვაზე თეისტების ძირითადი პასუხი არის ის, რომ აუცილებლად არსებობს რაღაც, რასაც არ სჭირდება შემქმნელი და ეს არის ღმერთი. თუმცა ავტორები ირწმუნებიან, რომ შესაძლებელია, კითხვებს პასუხი გაეცეს მხოლოდ მეცნიერების მეშვეობით და საქმეში არ ჩავრიოთ ღვთიური არსებები.

დედუქციური არგუმენტები

● მეცნიერი რიჩარდ დოკინსი წიგნში «ღმერთი, როგორც ილუზია» უპირისპირდება თეისტურ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, რადგანაც სამყარო ასეთი კომპლექსური და მოწესრიგებულია, მას შემქმნელი უნდა ჰყავდეს. დოკინსი ამბობს, რომ თუკი სამყარო ღმერთის შექმნილია, მაშინ ის სამყაროზე არანაკლებ კომპლექსური უნდა იყოს და ამ ლოგიკით, მას კიდევ უფრო რთული შემქმნელი ჰყავს, ღმერთის შემქმნელს – უფრო რთული და ა.შ. უსასრულობამდე. მეცნიერი აღნიშნავს, რომ ღმერთის იდეის შემოტანით კომპლექსურობის საკითხი არ იხსნება, რადგან გამოდის, რომ ყოველთვის არსებობდა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საკითხზე დასაბუთებული ახსნა გააჩნია დარვინისეულ ევოლუციას და ბუნებრივ გადარჩევას, ოკამის სამართებლის პრინციპით, მეცნიერული ვერსიის არჩევა უფრო გონივრულია.

ომნიპოტენციის პარადოქსი ყოვლისშემძლეობის არსებობის ლოგიკურ წინააღმდეგობას აჩვენებს. მისი მარტივი ფორმულირება ასეთია: „შეუძლია ღმერთს, იმდენად დიდი ქვა შექმნას, რომ ვერ აწიოს?” ან „შეუძლია ღმერთს, მასზე ძლიერი ვინმე შექმნას?” გარდა ამისა, ყოვლისშემძლე ღმერთს ეცოდინება ყველა ატომის მდებარეობა სამყაროს ~14 მილიარდ წლიანი ისტორიის განმავლობაში, ისევე როგორც მის უსასრულო მომავალში. ამისთვის კი მისი მეხსიერება უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე სამყაროს სავარაუდო მდგომარეობების უსასრულო წყებაა.

ჯოჯოხეთის არსებობის პრობლემა უსამართლოდ თვლის იმას, რომ სასრულ, რამდენიმე ათეული წლის ხანგრძლივობის სიცოცხლეში ჩადენილი დანაშაულების გამო ადამიანს ესჯება სამუდამო ტანჯვა.

თავისუფალი არჩევანის არგუმენტი წინააღმდეგობრივად თვლის იმას, რომ ადამიანი თავისუფალია და ამავე დროს, არსებობს ყოვლისმცოდნე ღმერთი. ამ არგუმენტის მიხედვით, თუკი ღმერთმა უკვე იცის მომავალი, მაშინ ადამიანი აუცილებლად იმას გააკეთებს, რაც ღმერთის გონებაში არსებულ ვარიანტშია და სხვა ვერსია გამორიცხულია, რაც ბედისწერა გამოდის და არა თავისუფალი არჩევანი.

კოსმოლოგიური არგუმენტის („ქათამი ან კვერცხი”) წინააღმდეგ მიმართული ათეისტური არგუმენტი იღებს იმ მიდგომას, რომ ყველაფერს ჰყავს შემოქმედი და ავრცელებს მას ღმერთზეც, შემდეგ კი მის შემქმნელზე და ა.შ. საბოლოოდ კი მიიღება შემქმნელთა უსასრულო ჯაჭვი და ეს მიდგომა ბათილდება.

ანთროპული არგუმენტი ამტკიცებს, რომ თუკი ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და მორალურად სრულყოფილი, მაშინ შექმნიდა ზნეობრივად უფრო განვითარებულ არსებებს და არა ადამიანებს, რომლებიც მრავალ ბოროტებას სჩადიან.

ინდუქციური არგუმენტები

„უმიზეზობის” არგუმენტი აყენებს მოსაზრებას, რომ თუკი ღმერთი არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე, მაშინ ის ფაქტობრივად არაფერს მოიმოქმედებს, მითუმეტეს სამყაროს არ შექმნის, რადგან საამისოდ არ ექნება მიზეზები – მოთხოვნილება, სურვილი, ნდომა, რაც ადამიანური თვისებებია.

„ისტორიული ინდუქციის” არგუმენტი ასკვნის, რომ რადგანაც მრავალი თეისტური რელიგია (ძველი ეგვიპტური, ბერძნული, რომაული, სკანდინავიური, შუმერული, ინდიელების და ა.შ.) და მათი ნაქადაგარი ღმერთები საბოლოოდ ადამიანის ფანტაზია აღმოჩნდა, ხოლო რელიგიას მითოლოგიის სტატუსი მიეცა, შეგვიძლია, დღეს არსებული თეისტური მოძღვრებებიც მცდარად ჩავთვალოთ.

სუბიექტური არგუმენტები

● რელიგიები მოძღვრებებით ერთმანეთს უპირისპირდებიან და სხვადასხვანაირ ინფორმაციას გვაწვდიან ღმერთსა და მის სურვილებზე. ცხადია, ყველა მათგანი სწორი ვერ იქნება და დიდი ალბათობაა, რომ ყველა მათგანი მცდარი იყოს.

● იმედგაცრუების არგუმენტის მიხედვით, თუკი ღმერთს დახმარებას ვთხოვთ და ის არაფერს აკეთებს, არც იმის მიზეზი გვაქვს, რომ მისი გვწამდეს.

ინდუისტური არგუმენტები

ათეისტური ინდუისტური დოქტრინები აყენებენ არგუმენტებს შემოქმედი ღმერთის ან იშვარას არსებობის წინააღმდეგ. სამკხიას სკოლის სწავლების მიხედვით, ფილოსოფიური გაგებით ამ სისტემაში არ არსებობს შემოქმედი ღმერთის ადგილი. ხოლო იშვარას არსებობა არც დამტკიცებულია და ვერც მყარი დასტურის მიცემა შეიძლება, რომ ის ნამდვილად არსებობს. კლასიკური სამკხია უპირისპირდება ღმერთის იდეას მეტაფიზიკური თვალსაზრისით. მაგალითად, უცვლელი ღმერთი ვერ იქნება მუდმივად ცვალებადი სამყაროს ავტორი. მის მიხედვით, ღმერთის ცნების შემოტანა გარემო პირობებით იყო გამოწვეული. სამკხიას სუტრები ცდილობენ, აჩვენონ, რომ ღმერთის იდეა არის მიუწვდომელი და წინააღმდეგობრივი. სრულყოფილ ღმერთს არ უნდა სჭირდებოდეს სამყაროს შექმნა და თუკი მოტივი იყო სიკეთე, სამკხია სვამს კითხვას, რამდენადაა ეს მოწყალება, როცა დაუბადებელი უკეთეს მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ ტანჯვას არ განიცდის. შესაბამისად, კეთილმოსურნე შემოქმედი ღვთაება მხოლოდ ბედნიერ არსებებს უნდა ქმნიდეს, თანაც არა ისეთ ნაკლოვან სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ.


მიმამსას ინდუისტური სკოლის მომხრეები იმ აზრამდე მიდიან, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ღმერთის არსებობის დამტკიცებას ისახავს მიზნად, არასრულყოფილია. ისინი მიიჩნევენ, რომ არანაირი საჭიროება არ ყოფილა, სამყაროს შემოქმედის არსებობა პოსტულატად მიგვეჩნია, ისევე როგორც არაა ღმერთის საჭიროება იმისთვის, რომ რიტუალები დამტკიცებულად და აღიარებულად გამოცხადდეს. მიმამსას მიხედვით, ვედურ ლიტერატურაში დასახელებული ღმერთები არ არსებობენ იმ მანტრების გარეშე, რომლებშიც მათი სახელებია გაცხადებული. შესაბამისად მანტრების ძალაა სწორედ ის, რასაც ბევრი ღმერთების ძალად აღიქვამს.

დასკვნა

ერთ დასკვნამდე მისვლა შეუძლებელია და ამიტომ დღესდღეობით მრავალი პოზიცია არსებობს ღმერთის არსებობაზე. თეიზმი და ათეიზმი მოიცავს რწმენის (ან მისი ნაკლებობის/არქონის) საკითხს, გნოსტიციზმი და აგნოსტიციზმი კი ცოდნის სფეროს ეხება. ასევე არსებობს იგნოსტიციზმი, აპათეიზმი და თეიზმ-ათეიზმის სხვადასხვა ვარიაციები.

თეისტური პოზიციით, სრულიად საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ ადამიანი მინიმუმ ერთი ღვთაების არსებობაში დარწმუნდეს ან არგუმენტები უმნიშვნელოა, რადგან ღმერთთან ურთიერთობა პიროვნულ დონეზე ხდება.

ათეისტური მიდგომა არ მიიჩნევს დამაკმაყოფილებლად თეისტურ არგუმენტებს და ცალკეული ინდივიდების შეგრძნებები საკმარისად არ მიაჩნია წინააღმდეგობრიობისა და დამამტკიცებელი ფაქტების არარსებობის გამო, ამიტომ რწმენის არქონა ლოგიკურ პოზიციად ითვლება.

ძლიერი (გნოსტიკური) ათეიზმი არის პოზიცია, რომ ღმერთები არ არსებობენ, რადგან თეიზმის ჭეშმარიტება ლოგიკურად გამორიცხულია იმ თვისებების გამო, რასაც ღმერთს მიაწერენ (ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისმოყვარულობა, ტრანსცენდენტულობა, ყოვლისმომცველობა) – მსგავსი იდეა მათთვის არის გაუგებარი, მიუწვდომელი ან აბსურდული.

სუსტი ათეიზმი ორი მნიშვნელობით გამოიყენება: [1] ძლიერი ათეიზმის საწინააღმდეგოდ, რომ არის დაბალი შანსი თუნდაც ერთი ღმერთის არსებობისა ან [2] არც იმის დაჯერება, რომ ღმერთი არსებობს და არც იმის, რომ არ არსებობს.

● თეიზმში მონოთეიზმისა და პოლითეიზმის გარდა რამდენიმე სხვა მიმართულებაც არსებობს. პანთეიზმი ბუნებასა და ღმერთს იდენტურად მოიაზრებს, უარყოფილია პიროვნული, რელიგიური ღმერთები. პანენთეიზმში ღმერთი შეიცავს სამყაროს და ის მისი ნაწილია, მაგრამ ღმერთი არაა სამყაროს იდენტური. დეიზმში სამყარო აღიქმება, როგორც უზენაესის შემოქმედება, მაგრამ უარყოფილია რელიგიური მოძღვრებები და მიჩნეულია, რომ ღმერთი არც ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და არც ბუნების კანონებში ერევა. უარყოფილია წინასწარმეტყველებები, სასწაულები და მსგავსი ზებუნებრივი მოვლენები. აპოთეოზი, იგივე აუტოთეიზმი ღმერთს ადამიანში მყოფად განიხილავს და ადამიანის ვალდებულებად მიიჩნევს, მიისწრაფოდეს სრულყოფილებისკენ, რადგან ამის მიღწევა შესაძლებელია. მისი მიმდევრები იშველიებენ ციტატებს იესოს, ბუდას, მაჰავირასა და სოკრატეს ნაშრომებიდან.

აგნოსტიციზმი არის შეხედულება, რომ ზოგიერთი რამ – განსაკუთრებით ღმერთის არსებობა, რელიგიური და მეტაფიზიკური განცხადებები – ცოდნის მხრივ გადაუმოწმებელი და მიუწვდომელია. აგნოსტიციზმი არ განსაზღვრავს ადამიანის რწმენის საკითხს, აგნოსტიკოსი შეიძლება იყოს როგორც თეისტი, ისე ათეისტი.

ძლიერი აგნოსტიციზმი შეუძლებლად თვლის იმის გაგებას, არსებობს თუ არა ერთი ღმერთი მაინც.

სუსტი აგნოსტიციზმი დასაშვებად თვლის, რომ ამგვარი ცოდნა ოდესმე ხელმისაწვდომი გახდება.

აგნოსტიკური თეიზმი, როგორც სახელიდან ჩანს, აერთიანებს თეიზმსა და აგნოსტიციზმს. აგნოსტიკოსი თეისტი თეიზმიდან იღებს მოსაზრებას, რომ მინიმუმ ერთი ღვთაება არსებობს, მაგრამ აერთიანებს მას აგნოსტიციზმთან და ამბობს, რომ მის/მათ არსებობაზე ცოდნა არ გაგვაჩნია.

აგნოსტიკური ათეიზმი არის პოზიცია, რომ ღმერთ(ებ)ის არსებობაზე არ გაგვაჩნია ცოდნა, მაგრამ მათი რწმენა უსაფუძვლოა. შოტლანდიელი თეოლოგი და ფილოსოფოსი რობერტ ფლინტი შენიშნავს: „თუკი ადამიანი გულწრფელად ეძებდა ღმერთს, მაგრამ ვერ იპოვა, სრულიად ბუნებრივი და რაციონალურია, რომ მან დაკარგოს რწმენა. ის აღარ მიენდობა ზებუნებრივ რამეებს, არამედ მხოლოდ ადამიანის თვისებას, განსაჯოს მტკიცებულების სიძლიერე. ხოლო თუ უფრო შორს წავა, მივა დასკვნამდე, რომ ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია და მიხვდება, რომ ცოდნით ამას ვერ გაიგებს. შესაბამისად ის ბუნებრივად გახდება აგნოსტიკოსი და ამავე დროს ათეისტი, ანუ აგნოსტიკოს ათეისტი.”

იგნოსტიციზმი, იგივე იგთეიზმი, არის პოზიცია, რომ ნებისმიერი თეოლოგიური მიდგომა (ასევე აგნოსტიციზმი და ათეიზმი) ზედმეტად ბევრ დასკვნას აკეთებს ღმერთის შესახებ. თავად ეს სიტყვა (ღმერთი) სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც ერთაზროვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია.

აპათეიზმი, იგივე პრაგმატული/პრაქტიკული ათეიზმი, ასკვნის, რომ ღმერთის არსებობის ან არარსებობის საკითხს არ გააჩნია პრაქტიკული ღირებულება, ან თუ გააჩნია – ძალიან მცირე. აპათეისტი თეოლოგიურ საკითხებს ეკიდება გულგრილად, უყურადღებოდ, უგულვებელყოფს და ნაკლებ ინტერესს იჩენს მის მიმართ. აპათეისტები აცხადებენ, რომ მათი ქცევა არ შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუკი ღმერთის არსებობა დამტკიცდება. ანალოგიური რამ მოხდება ათეიზმის გამარჯვების ვარიანტშიც.

აპათიური აგნოსტიციზმი, იგივე პრაგმატული აგნოსტიციზმი, აცნობიერებს, რომ ათასობით წლების განმავლობაში არსებულმა დებატებმა ვერც დაამტკიცა და ვერც უარყო ღმერთ(ებ)ის არსებობა. ეს პოზიცია მოიცავს მოსაზრებას, რომ თუკი მინიმუმ ერთი ღმერთი არსებობს, მას ადამიანების ბედი არ ადარდებს, შესაბამისად, მის არსებობას კაცობრიობაზე პატარა გავლენა აქვს და თეოლოგიური კუთხით ნაკლები ყურადღება უნდა ეთმობოდეს.

240 thoughts on “არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ

  1. LosSY

    ძალიან საინტერესო იყო, საერთოდ თითქმის ყველა შენი პოსტი საინტერესოა 🙂

    Like

          1. Oto Metreveli

            რას ნიშნავს ხალხი იზრდება? ანუ საქართველოში მაგ მხრივ ბნელები იყვნენ და ეხლა იზრდებიან? უკაცრავად და თუ შეიძლება ერთი შემთვევა მაინც დამისახელეთ, როცა საქართველოში ათეიზმის გამო ვინმე ეცემოთ. ერთი ფაქტი დამისახელეთ , მეტი არ მინდა და მე დაგისახელებთ უამრავ ფაქტს, როდესაც მათი მრწამსის გამო ათეისტები (დიახ არ მეშლება, ნამდვილად ათეისტები) ადამიანებს ხვრიტავნენ და ციმბირში ასახლებდნენ ასობით და ათასობით მორწმუნეს. ასე რომ ნამდვილად ასეა კი, ხალხი იზრდება მადლობა ღმერთს რომ იმდენი ათეისტი აღარ არის ქვეყანაშიდ და ისეთი საშინელებები არ ხდება, რაც ათეიზმის ზეობის ეოპქაში ხდებოდა.

            Like

            1. კონკრეტულ სახელ-გვარებს არ დავწერ, მაგრამ არაერთი შემთხვევა ვიცი სკოლაში ბულინგის ათეიზმის გამო. და ადამიანის დისკრიმინაცია ცემის გარდა სხვა მეთოდებითაც ხდება

              Like

              1. Oto Metreveli

                რას ნიშნავს კონკრეტულ სახელებს არ დაწერ, რა ვიცი კაცმა რომ გკითხოთ სულ ფატებზე აპელირებთ. ბულინგი არ ვიცი , მაგრამ მე კონკრეტულ ფაქტებს მოგიყვან იმის თუ როგორ ხვრიტავდნენ და აპატიმრებდნენ ადამიანებს ათეისტები ქრისტიანებს მათი რწმენის გამო და ეს ხდებოდა არა შუა საუკუნეებიში არამედ აქვე ახლო წარსულში რაციონალიზმის და გონების ზეობის ეპოქაში. თუ რამეზე საუბრობ ადექი და ისაუბრე ფაქტებით, მე შემიძლია წარმოგიდგინო აქვე აურაცხელი ფაქტი იმის თუ როგორ ხოცავდნენ ატეისტები მოწრმუნეებს სარწმუნოების გამო და მათ სიაში არაერთი ქართველი მოკლეს დიახ ათეისტებმა. მათ შორის ტიციან ტაბიძე და სასულიერო პირებზე აღარაფერს ვსაუბრობ.

                თქვენ გსურთ თქვათ, რომ ის სხვაგვარი ათეიზმი იყო და თქვენი ათეიზმი სხვანაირია?

                Like

          2. Oto Metreveli

            ათეისტების ტყუილი:

            “არ მჯერა , რომ ქვეყნად არსებობენ ისეთი ათეისტები, რომლებიც მეჩეტს ბულდოზერით მაიდგებიან, ან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, ანდაც კიოტოს ტაძარს შეურაცხყოფენ. – რიჩარდ დოკინსი

            Like

          3. Oto Metreveli

            არ სჯერა დოკინსს რომ კომუნისტები იყვნენ, ეს მხოლოდ თქვენ ხართ კნამდვილი ათეისტები, ისინი არ იყვნენ ნამდილი ათეისტები, ისინი სათამაშო ათიესტები იყვნენ: https://www.youtube.com/watch?v=JtGDoq0wyZU

            Militant atheism
            http://www.conservapedia.com/Militant_atheism

            Like

  2. მონადირე სტაფილო

    ჩარლი და შენ რას ფიქრობ არსებობს თუ არა? ის ახოვანი რიჟა ცისფერთვალება მესია სახელად იესო, რომელიც ცაში არის და ყველა ჩვენგანს უყურებს ? ::დდდ ტესლას ხომ ჰქონდა მოწყობილობა რომლითაც ის სულებს ხედავდა? მომაკვდავ დედამისთან რომ მივიდა დავინახე ვიღაც სულს, დედაჩემის სული რომ აჰყავდაო :დდდ იმენა ტესლა იყო.. :დდდ

    Think about it! Religion has actually convinced people that there’s an invisible man living in the sky who watches everything you do, every minute of every day. And the invisible man has a special list of ten things he does not want you to do. And if you do any of these ten things, he has a special place, full of fire and smoke and burning and torture and anguish, where he will send you to live and suffer and burn and choke and scream and cry forever and ever ‘til the end of time! – But He *loves* you.

    Like

    1. მარტივად რომ ვთქვა, არ ვიცი, არსებობს თუ არა. 😀 აგნოსტიკურ ათეიზმსა და აპათიურ აგნოსტიციზმს შორის ვარ სუსტი აგნოსტიციზმის ელემენტებით.

      Like

  3. Trolololol

    მაპატიეთ თუ მეშლება, მაგრამ ჰოკინგის წიგნის ჰქვია “The grand design” და არა “დიდი დიზაინი” ( The great design ) :))

    Like

      1. Trolololol

        მე რუსულად გადავთარგმნე – Великий замысел. ეს ქართულად ითარგმნება როგორც “დიადი ჩანაფიქრი” ან – “გრანდიოზული ჩანაფიქრი” 🙂

        Like

  4. apollon201200

    საღოლ მართლა ძლიერ პოსტებს აკეთებ 🙂 )

    ერთ რამეს კი მივხვდი შეუძლებელია ღმერთის არსებობა ან არარსებობა დავამტკიცოთ, ამიტომ თავი რომ დავიზღვიოთ ჯოჯოხეთისგან მართლმადიდებლები უნდა ვიყოთ

    Like

    1. LosSY

      ესეიგი, ორი ვარიანტია – ან უნდა დაიჯერო, ან არა. თუ პირველს აირჩევ, და შეცდები – ბოლოში გამოვა, რომ რელიგიისადმი მიძღვნილი დრო ფუჭად გაგიფლანგავს და , როგორც ჰოკინგი ამბობდა – “გაფუჭებული კომპიუტერი” გამოდიხარ :), ხოლო თუ მართალი აღმოჩნდები – კიდევ სამუდამოდ (ან ძალიან დიდხანს) იარსებებ. მეორე რომ აირჩიო და ბოლოში არასწორი აღმოჩნდე – ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია: იარსებებ, მაგრამ ისეა ეს “ჯოჯოხეთი” აღწერილი, რომ იქ არსებობას ალბათ ისევ არარსებობა იქნება უმჯობესი. 🙂
      ძალიან მაგარი არჩევანია…

      Like

      1. apollon201200

        ● ტელეოლოგიური არგუმენტი გამომდინარეობს სამყაროს მოწყობიდან. ისეთი რამეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტელექტი, მოქმედებენ რაღაც დანიშნულებით. აქვინელი მიიჩნევდა, რომ უინტელექტო საგანი ვერ შეასრულებს ბრძანებას რაიმის გაკეთების შესახებ, თუკი ის თავიდანვე არაა ამგვარად შექმნილი მოაზროვნე არსების მიერ, რაც ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ინტელექტუალური არსება, რომლის გამოც ყველა სხეული მიმართულია მიზნისკენ და ეს არის ღმერთი.

        შეიძლება ბეური ფაქტი ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს ღმერთის არსებობა არარსებობაში მაგრამ ეს ყველაზე სარწმუნო ფაქტია და არა ჰიპოთეზა იმის შესახებ რომ ღმერთი არსებობს თუნდაც ფუტკრის მაგალითი რომ ავიღოთ მან იცის თავისი საქმე და თაფლის დამზადების “საიდუმლო” ამ ყველაფერს კი ინსტიქტურად ვერ გააკეთებს ინსტიქტს ევოლუციით ვერ შევიძენთ ამას ისიც ადასტურებს რომ ჩვენ ადამიანებს დაბადებიდანვე გვჭირდება დედა რძე ჭამა კვება ჩვენთვითონ სხვის დაუხმარებლად ლაპარაკსა და წერა კითხვასაც კი ვერ შევძლებთ თუ სხვა არ დაგვეხმარება და გვასწავლის და როგორ შეუძლია ფუტკარს სხვისი დახმარების გარეშე შეძლოს და დამზადოს თაფლი? რობოტიც რომ ავაწყოთ ფუტკრისმაგვარი შეძლებს ის თაფლის დამზადებას ? სისულელეა … და თუ ევოლუციამ გამოიწვია ის რომ ფუტკარი თაფლს ამზადებს საიდან მოუვიდა ფუტკარს აზრად რომ თაფლი დაემზადებინა? და რა იცოდა რა ყვავლს უნდა დაუფლებოდა? ანდა რა იცოდა რომ უნდა დაემტვერა? ან რა მიზეზით მტვერავდა ის ყვავილს? ყვევილები რომ ფუტკრებმა არ დამტვეროს ვეღარ გამრავლდებიან მგონი ნუთი შესაძლებელია ფუტკრის გარეშე ისეთივე იყოს დედამიწა როგორიც ახლაა? ასეთი ვერასდროს იქნებოდა და თუ ადამიანს არ შეუძლია თავისით ისწავლოს ლაპარაკი წერა კითხვა და ეს ინსტიქტში არ აქვს ელემენტარული საიდან იცის ფუტკარმა რომ ყვავილი უნდა დამტვეროს? თუ “სხვამ” არ ჩაუნერგა მას ეს თვისება?
        ახლა შეიძლება თქვა რომ ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო და ამ ყველაფერს მეცნიერული ახსნები აქვს წაკითხული მაქვს სტივენ ჰოკინგის თუ ვინც არის მაგ კაცის ლექციები ჩარლის გადათარგმნილი და ამაზე კი არ მაქვს ლაპარაკი უბრალოდ შეუძლებელია ასეთი მრაფალფეროვანი ფლორა ფაუნდა პლანეტები მოვლენები თავისით გამჩნდარიყო აქ და რატომ, მონა ლიზას პორტრეტი თავისით დაიხატა ტილოზე არავის დაუხმარებლად? ხომ მხატვარმა დახატა? რითი დახატა? ფუნჯით და საღებავებით ხო? ამ მხატვრის გარეშე თუნდაც საუკუნეები რომ წყობილიყო ტილო და საღებავები ერთმანეთზე მონა ლიზა თავისით დაიხატებოდა მხატვრის გარეშე 🙂 ??
        ამ პოსტშივე წერია რომ ღმერთის არსებოპბას ის ფაქტი უარყოფს რომ მას ცუდი გემოვნებააქ ადამიანსი შექმნაში და რაც ამ პლანეტაზე ბინადრობს მრავალფეროვანი არ არის. მაგრამ ეს ფაქტი ბათილდება იმიტომ რომ რჩეულნი იცხოვრებენ სამოთხეში და იქ ისეთი მრავალფეროვნება და სიმშვიდეა რომ სამოთხიდან რაიმეს! ერთი პატარა ნამცეციც კი რომ ჩავარდეს ჯოჯოხეთში საუკუნოდ განათდება ჯოჯოხეთიც კი ! 🙂 ეხლა კი დედამიწაზე ვართ ეს იგივი ჯოჯოხეთია ცეცხლის მდინარეების გარეშე და არა სამოთხე! ასერომ აქ მრავალფეროვნებას და საოცრებებს არ უნდა ველოდეთ აქ ჩვენ ელემენტარულ თვისებებს ვიძენთ რაც სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაში გამოგვადგება. 🙂

        Liked by 1 person

        1. ის არ გეჩვენება უცნაურად, რომ თუკი სამყარო ღმერთის შექმნილია, ამისთვის ზედმეტად ბევრი ხარვეზი აქვს? აი მაგალითად, თვალი ყველაფერს ხედავს ამობრუნებულად და ტვინს ინფორმაციის დამუშავებისას უწევს 180 გრადუსით შებრუნება, რომ ადეკვატური მხედველობა გვქონდეს. ადამიანს აქვს ბევრი ზედმეტი “ჯართი”, მაგალითად მესამე ქუთუთოს ნარჩენი, იაკობსონის ორგანო, პლანტარისის კუნთები, სიბრძნის კბილი და ა.შ. ან იმას რა ვუყოთ, რომ მილიონობით ნამარხი და დედამიწის შრეები იმაზე უფრო გვაძლევს ინფორმაციას, რომ ფლორა და ფაუნა ნელ-ნელა ვითარდებოდა, ვიდრე ერთბაშად? ან ლაბორატორიაში ჩატარებული ცდები და ბუნებაზე დაკვირვებები, რომლებიც ევოლუციის ორი ძირითადი ძალის – ბუნებრივი გადარჩევისა და მუტაციების დადასტურებაა?

          და სერიოზულად მაინტერესებს ამაზე პასუხი: დინოზავრების პონტში რა ხდება? ზოგი იძახის, წარღვნის დროს გადაშენდნენო, ზოგი იძახის, არ არსებობდნენო, შენ რას ფიქრობ?

          ისე კი ევოლუციის თეიზმთან შეთანხმება შესაძლებელია, კათოლიციზმში ევოლუციის თეორია და დიდი აფეთქებაა აღიარებული, ასევე მართლმადიდებლების ნაწილში

          Like

          1. apollon201200

            ამ სამყაროში თითქმის ყველაფერი უცნაურად მეჩვენება, რადგან ჯერ სამყაროს 0000.01%-იც კი არ გვაქვს შესწავლილი. 🙂 რაც შეეხება იმას რომ ადამიანს ბევრი ზედმეტი ჯართი გვაქვს, ეს ევოლუციასთან ერთად ალბათ მოგვშორდება თუარადა ზედმეტი ქუთუთო და იაკობსონის ორგანო პირადად არანაერ პრობლემას არ მიქმნის 🙂 ), საერთოდ სიკვდილის შემდეგ როცა სულები ვიქნებით არც კუნთები და არც სიბრძნის კბილები არ დაგვჭირდება ამ სამყაროში უკვე ყველაფერი სრულყოფილი რომ ყოფილიყო სამოთხის არსებობა საჭიროდ აღარ ჩაითვლებოდა მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე არა სამოთხესთან არამედ ჯოჯოხეთთან უფრო ახლოს არის დედამიწისეული ცხოვრება და პირობები ვიდრე სრულყოფილ სამოთხესთან. დედამიწაზე არაფერია ისეთი რაც შეიძლება სამოთხეს შევადაროთ ამიტომ ზედმეტი ქუთუთოს პრობლემა გადაჭრილია :დ ნამარხებს და ასე შემდეგ რაც შეეხება ბიბლიაში გადმოცემული სამყაროს შექმნა არა წამებში არამედ მილიონობით წლის განმავლობაში ხდებოდა მაგრამ ბიბლია დაწერილია 2000 წლის წინ 🙂 მაშინდელმა ხალხმა მეეჭვება საერთოდ მილიონის მნიშვნელობა თუ იცოდნენ. ღმერთი კი ყოვლის შემძლეა ამიტომაც არის ღმერთი მისი დროის მნიშვნელობას ჩვენ ვერ ჩავწვდებით.

            დინოზავრებს რაც შეეხება ჩემი აზრით ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შედეგად გადაშენდნენ. წარღვნას რაც შეეხება დედამიწაქზე ისეთი წარღვნა არასდროს არ მომხდარა რომ თუნდაც ადამიანები დაზარალებულიყო.

            დიდ აფეთქებაზე რაც ვთქვი არ მითქვამს რომ არ მომხდარა სხვანაერად გაიგე ეტყობა სტივენ ჰოკინგის ნათქვამი ყველაფერი სარწმუნოა მაგრამ წინა კომენტარში სხვა რამეზე დავსვი კითხვები და არა დიდი აფეთქებაზე მაგრამ ვინ გამოიწვია ეს დიდი აფეთქება :)?


            მაგრამ შენი აზრით მონა ლიზა შესაძლებელია რომ თავისით დაიხატოს “რაიმეს” დახმარების გარეშე? და თუ ადამიანის დახმარების გარეშე ვერ დაიხატება ნახატი ან ვერ აშენდება ელემენტარული შენომა ადამიანის მსგავსმა ჯერჯერობით ჩვენთვის შესწავლილ ასებებს შორის ყველაზე ჭკვიან არსებას ადამიანისთვის შესაძლებელია თავისი თავი შეექმნა მაშინ როცა არ არსებობდა? და სამყაროს იმ ძალას რომელმაც დიდი აფეთქება გამოიწვია რამოდენიმე ატომურმა ელემენტს შეეძლო სამყაროს შექმნა რადიდი აფეთქებაც არ უნდა გამოეწვიათ? სამყარო კი მხოლოდ ბნელი ცა არ არის როგორც ვიცით 🙂
            ნუ ჩემი აზრით ათეიზმი და იმის რწმენა, აი ეს უკვე რწმენაა, რომ გვჯეროდეს ისე უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით არაფრის დახმარებით 🙂 უფრო დიდი უმეცრებაა ვიდრე ის რომ გვჯეროდეს რომ ღმერთმა შეგვქმნა 🙂 აქ მარტო დაჯერება არაფერია ბეური დამამტკიცებელი ფაქტები და სასწაულები არსებობს მეტად პირადულიც მაქ რაც რწმენის გაძლიერებაში დამეხმარა და ეს ჯილდოა რა არის თქმა არ მინდა უბრალოდ
            გარკვეული მიზეზების გამო.
            ნუ სირცხვილი იმისა რომ ღმერთის არსებობა გჯეროდეს ეს ალბათ ამ საუკუნის დაავადებაა, და რომ ათეისტი მოდის გამო ვიყოთ ვაი … ვაი …

            Liked by 1 person

            1. 0000.01%
              ^^^
              ასეთი რაგაცის დანახვის შემდეგ მეორე სტრიქონში,
              ვერაფრით ვეღარ წავიკითხავ შენს კომენტარს ;დ

              Like

            2. “ადამიანს ბევრი ზედმეტი ჯართი გვაქვს, ეს ევოლუციასთან ერთად ალბათ მოგვშორდება”
              ანუ ევოლუციას აღიარებ?

              დიდი აფეთქება ისე ვახსენე, ევოლუციას მოყვა :დ ეგ თეორია ჯერ შესწავლის პროცესშია, თან დიდი აფეთქება სამყაროს ადრეულ ეტაპს აღწერს, შექმნის მომენტი სხვა საქმეა, ამასთან, კაი ხანია, არის ეჭვები, რომ დიდი აფეთქება სულაც არ იყო დასაწყისი.

              ძველ აღთქმაში წერია, რომ გლობალური წარღვნა იყო და ნოეს ოჯახის გარდა ყველა გაწყვიტა, ამ მომენტს უარყოფ?

              მონა ლიზა ნახატია და ხელშესახები რამ, დასაბუთებული და ისტორიული ცნობები გვაქვს მის ავტორზე და ავტორის სხვა ნაშრომებზე. ეს ავტორი სხვათაშორის, ადამიანი იყო და ზებუნებრივი არაფერი ჰქონია, ამიტომ ეჭვს არ იწვევს :დ მაგრამ რაც შეეხება სამყაროს, ის არის ერთადერთი და ძალიან ხნიერი, არასდროს გვინახავს სამყაროს წარმოქმნის პროცესი და არც მის შემქმნელად გამოცხადებულ ღმერთზე (ან ღმერთებზე :დ) გვაქვს რაიმე ხელმოსაჭიდი ფაქტი, რომელიც გადამოწმებადი იქნებოდა, ამიტომ იმის ფაქტად გაცხადება, რომ სამყარო აუცილებლად შექმნილია და ეს შემქმნელი ღმერთია, ხმამაღალი განაცხადი მგონია (როგორც აგნოსტიკოსს)

              სირცხვილი და მოდა რა შუაშია? :დ მე პირადად ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მოსიყვარულე და მზრუნველი ღმერთი რომ არსებობდეს, მაგრამ რეალობა სხვა რამეს მიჩვენებს, ამიტომ რეალობის მხარეს ვდგები

              Like

              1. ათეიზმისა და მოდის უაზრო დაკავშირებით ბევრი ინტერნეტ ქრისტიანი ცდილობს ირონიულ ადამიანად წარმოიაჩინოს თავი :დ

                Like

              2. apollon201200

                სტივენ ჰოკინგი რომ ქრისტიანი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მეცნიერების ნახევარი მოინათლებოდა , აი ამ შვაშია, 😀 მაგრამ იმაზე დაიბოღმა რომ ფიზიკურად შეზღუდილი არის და მთელი კაცობრიობის ჯოჯოხეთში ჩათრევა უნდა ათეიზმის საშვალებით ეს ეშმაკის თვისებაა სტივენ ჰოკინგში კიდე ეშმაკია ჩასახლებული ის “ანტიქრისტეა”

                და სამყაროში უმიზეზოდ არაფერი არ ხდება : )) < ამან როგორც ახსენა რომ ფუტკრის მაგალითი მართლმადიდებლურ ჟურნალში წაიკითხა იქვე ეწერა ბაბუის და შვილიშვილის ისტორიაც როცა ბაბუა სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა შვილიშვილმა უთხრა ბაბუ ეზოში რომ პურის მარცვლები დათესე დავაკვირდი და ჩემი სახელი არის ამოსული ბალახით დაწერილიო ეს ხომ სასწაული არისო? ბაბუამ უთხრა არა შვილო არანაერი სასწაულია ეს პურის მარცვლები სპეციალურად დავთესე ისე რომ შენი სახელი ამოსულიყოვო ამით იმის თქმა მინდოდა რომ სამყაროში რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდება თავისით მას ვინმე ქმნის ამიტომაც შეგვქმნეს ჩვენ და არა შევიქმენით 🙂

                Liked by 1 person

                1. სტივენ ჰოკინგი რომ ქრისტიანი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მეცნიერების ნახევარი მოინათლებოდა , აი ამ შვაშია, მაგრამ იმაზე დაიბოღმა რომ ფიზიკურად შეზღუდილი არის და მთელი კაცობრიობის ჯოჯოხეთში ჩათრევა უნდა ათეიზმის საშვალებით ეს ეშმაკის თვისებაა სტივენ ჰოკინგში კიდე ეშმაკია ჩასახლებული ის “ანტიქრისტეა”

                  ^^
                  აჰა,
                  რაში ყოფილა თურმე საქმე.
                  თავად ამტკიცებენ რომ ყველაფერს შემოქმედი უნდა ჰქყავდეს,ვერაფერი უმიზეზოდ ვერ შეიქმნება და,არც ერთს რატომღაც არ უჩნდება კითხვა როგო4რ შეიქმნა ღმერთი.
                  ეგეთი მაგალითები დიდ კლდეებს ანგრევს :ყეს:

                  Like

                2. ქრისტიანი მეცნიერები ცოტანი იყვნენ? კორიფეებს ჩამოგითვლი: ნიუტონი, კეპლერი, კოპერნიკი, გალილეი, დეკარტე, პასკალი, ბოილი, ლაიბნიცი, ფარადეი, მენდელი, პასტორი, კალვინი, ფლემინგი, ლამეტრი, ჰაიზენბერგი.. ადამიანი თუ რომელიმე მეცნიერის გამო ირჩევს რელიგიურ შეხედულებას, ცნობილ მეცნიერებს შორის ქრისტიანები უფრო მეტია, ვიდრე ათეისტები. ანტიქრისტეზე გავატარებ, იმედს ვიტოვებ, რომ იხუმრე :დ

                  საიდან იცი, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება? სამყარო დაახლოებით 14 მილიარდი წლისაა, ამ პერიოდში მომხდარი ყველა მოვლენა და მისი მიზეზი (მათ შორის სამყაროს გაჩენა) თუ გამოიკვლიე, მაშინ შეგიძლია ეგ თქვა, მაგრამ ნაკლებად მგონია, მასე იყოს :d

                  Like

                  1. apollon201200

                    “ანტიქრისტეა”,, : )) ,,Charlius,, პირდაპირი მნიშვნელობით არ მითქვამს ეს სიტყვა ვერ გაიგეთ ეტყობა : ) ანუ ეშმაკის საქმეს უდრის ის რასაც ქადაგებს ეს იგივეა რომ იეღოვაზე ქადაგებდეს ათეიზმს ისე ღაღადებს ათეიზმი რწმენას არ გულისხმობს ვიცი მაგრამ ამ საუკუნეში რწმენად იქცა უკვე და გონებრივად არაჩამოყალიბებული მეცნიერების ჰიპოთეზების გამო რომელსაც ფულის მოსახვაჭად ღაღადებენ

                    : )),, < ღმერთი როგორ შეიქმნა? როგორ შეიძლება ეს იკითხო? ღმერთი ყოვლის შემძლეა იყო არის და იქნება. იმიტომაც არის ღმერთი!!! ღმერთმა დიდი აფეთქბისთვის ლიმონკას ცეცხლი კიარ წაუკიდა? ათეისტები ალბათ ასე ფიქრობენ.

                    ღმერთის აღქმა ადამიანს არ შეუძლია დედამისიდან მაგრამ ყველას ექნება საშვალება მას შეხვდეს თუ ის მოისურვებს და აღიქვას ის მაგრამ შენი გადასაწყვეტია რომელი გსურს იხილო თვალთა აღქმით წარმოუდგენელი საზარელი სატანა თუ დიადი ღმერთი დედამიწა იმისთვის არის რომ ახლა ამ წამს გადაწყვეტილება უნდა მიიღო და გადაწყვიტო სად გინდა მოხვედრა თორემ შეიძლება სულ 4 საათი გაქვს დარჩენილი რაიცი იქნებ დაპადიეზდებული გყავს ვინმე არავინ ვიცით რა გველის ამიტომ უნდა ირწმუნოთ რომ სამარადისო ტანჯვისთვის არ განიწიროთ გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები თუ თქვენს აზრზე დარჩებით ალისფერ მდინარეში ყოფნისას: )))

                    Liked by 1 person

                    1. მაგაზეც ვიგულისხმე, ბიბლიაში ანტიქრისტეს ორი მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი ეგაა, რაც ახლა დაწერე. მაგრამ ეშმაკის საქმე რითია? იმ ფილმში (შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა) ჰოკინგი ამბობს, რომ მეცნიერების მიზანი რელიგიასთან დაპირისპირება კი არაა, არამედ ალტერნატიული ვერსიის შემოთავაზება, რომელიც უფრო მარტივია. ჰოკინგიც აგნოსტიკოსი ათეისტია და არ ამტკიცებს, გინდა თუ არა ღმერთი არ არსებობსო. ბოლოშიც აყოლებს ოქროს სიტყვას “სავარაუდოდ”. ისტორიულად კი ქრისტიანობა უპირისპირდებოდა მეცნიერებას და არა პირიქით. სხვათაშორის, ოკამის სამართებლის პრინციპი ქრისტიანმა ბერმა მოიგონა ღმერთის იდეის მხარდასაჭერად, მაგრამ მეცნიერება მაგ პრინციპს რომ დაეყრდნო, რელიგიას მოუხაზა :დდ ანუ მაგ მიდგომით მეცნიერება უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა

                      ათეიზმი რწმენის არქონაა, რწმენა როგორ იქნება? სიმელოტე ვარცხნილობაა? :დ ფულს რაც შეეხება, გაცილებით დიდ თანხას უხდიან იმ მეცნიერებს, რომლებიც საომარ ტექნოლოგიებზე მუშაობენ. ამ მხრივ თეორეტიკული ფიზიკა, რომელსაც ჰოკინგი მისდევს, წამგებიანია. თუ ნიჭიერი არ ხარ, ძნელია მანდ წარმატების მიღწევა და კარგი შემოსავლის ქონა. მიჩიო კაკუს აქვს ნათქვამი, ჩვენს მიერ ფიზიკის პოპულარიზაციის მცდელობის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ბევრი ახალგაზრდა დავაინტერესოთ, რადგან სახელმწიფოები ნაკლებად გვიწყობენ ხელსო. ობამას შავ უკანალზე ახატია, დიდი აფეთქების შემდეგ ვარსკვლავები მალევე გაჩნდნენ თუ მოგვიანებით :დ

                      Like

                    2. “ანტიქრისტეა”,, : ))
                      ^^
                      ეს როგორ გავიგო))
                      რატომ როგორ შეიძლება იკითხო? ;დდ
                      დასაწყისი არ აქვს ხო?
                      არ მინდა დავიჯერო რომ ამდენი ადამიანი თითქმის შენსავით აზროვნებს.
                      თუ დავიჯერე მთელი ცხოვრების მანძილზე მოსახლეობის ნახევარს ზემოდან გადავხედავ :უსერ:
                      ერთი და იმავეს ატრიალებ ყოველთვის.ახალს და არგუმენტირებულს არაფერს ამბობ.
                      ირწმუნეთ ღმერთი ის დიადია და ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ უგუნურებოო))
                      აი მე ალისფერ მდინარეშიც და დედამიწაზეც “ღმერთის მაგინებელი” ვიქნები,რადგან თავად ვარ დიქტატორული ბუნების ))
                      ნუ იმედია,სიტყვა მაგინებელს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებ და კიდევ ერთხელ არ შემომარტყმევინებ თავში ხელს.

                      Like

                    3. apollon201200

                      Charlius,, აი ხედავ ეგ კაცი ისეთი პირით აკეთებს მაგ საქმეს ეჭვს ვერც შეიტან მაგრამ ასეთი პატარპატარა დარტყმებით ცდილობს ეშმაკი ბიროტების დათესვას

                      : )),, ნუ თუარგინდა დაიჯერო რომ ღმერთი არსებობს ამას არც გააკეთებ
                      თუ გინდა დაიჯერო დაიჯერებ კიდეც და კარგადაც რომ გამოიკვლევ ბოლოს იმ დასკვნამდე მიხვალ რომ ღმერთი არსებობს.
                      რაც შეეხება იმას რომ მოსახლეობის ნახევარს ზემოდანგადმოხედავ ცხოვრების მანძილზე, ნუ გეშინია პირდაპირი მნიშვნელობით არ გავიგე თავში ხელი არ შემოირტყა 🙂 ეს მართლაც ასეა დაახლოებით ერთი კვირის წინ მთელ ოჯახს გამწარებული ვუმტკიცებდი რომ ღმერთი არ არსებობს და რომ ისე უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით
                      და რაც ღმერთი ვირწმუნე იმის მერე ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა მანამდე მიზანი არ მქონდა ცხოვრების მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი, რა აზრი ქონდა საერთოდ რომ ვარსებობდი და რა სარგებელო მომქონდა ვინმესთვის ან ჩემი თავისთვის მაგრამ ახლა ვიცი რომ ყველაფერი უაზრობაა დედამიწაზე ვგულისხმობ ისეთ რამეებს როგორიცაა, ფული, მანქანები, სახლები, სუნამოები, ასეთ რაღაცეებზე ფიქრი რადგან ცხოვრება არც ისე დიდია და ამ ყველაფერს არ უნდა მივუძღვნათ ისე ჩემთვის სულერთია ყველაფერი გარდა სიკეთისა თუნდაც ერთი უბრალო სიკეთის გაკეთების შემდეგ რათქმაუნდა თუ გულით აკეთებ ამას იცი რამხელა სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებ : )? აი ძაან უბრალო ეხლა პამპრესი უნდოდა დეიდაჩემს გაუთავდა ბავშვებისთვის და ისე გამოვიდა ჩემს გარდა არავინ არ არის ეხლა რომ აეტანა მისთვის 1 კვირის წინ როცა ათეისტი ვიყავი უარს ვეტყოდი მაგრამ ახლა სიხარულით ავუტანე პამპრესი და იცი როგორი სიხარული ვიგრძენი ? ჩემ დეიდაიშვილებთან ვითამაშე ცოტა ვილაპარაკეთ არადა ახლაც კომპიუტერთან ვიჯდებოდი და სიბოროტით ვიქნებოდი აღსავსე იმიტომ რომ მეგონებოდა როგორც ყველა ათეისტს გონია რომ სული არავის არ აქვს და მათთვის რაიმე სიკეთის გაკეთება უაზრობაა და სიკეთეების დაგროვება თუ გულით არ გააკეთებ თუნდაც ძაან უმნიშვნელო სიკითე რომ იყოს არაფერი არ გამოვა თუ გულით გააკეთებ ისეთი შეგრძნება იქნება რომ ენით ვერ აღწერ მაშინ მიხვდები რომ ღმერთი მართლა არსებობს.
                      აი მაგალითად ერთ ადვოკატს სთხოვეს რომ ბიჭი უდანაშაულო იყო მაგრამ ადვოკატის ფული არ ქონდა რომ გაემართლებინათ ადვოკატმა საქმე გამოიძია და მართლა უდანაშაულო იყო მაგრამ სამხილები ისე იყო დაწყობილი ბიჭი დამნაშვაე გამოდიოდა არადა უდანაშაულო იყო : ) ბოლოს ამ ადვოკატმა ისე ქნა რომ საქმე მოაგებინა ამ კაცს
                      და უდანაშაულო ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს სახლში რომ მივიდა ისეთი ბედნიერი იყო რაღაც ახალი შეგრძნება ქონდა და მან იფიქრა რა მოხდა დღეს? ფული მოვიგე? ახალი სახლი ვიყიდე? ახალი მანქანა მაჩუქეს? არა ეს სულ სხვა შეგრძნება იყო აი ეს არის სიკითე და ის სულიერი ამაღლება რაც სიკეთეს მოსდევს ბოროტი ადამიანი კი ვერ მოხვდება სამოთხეში იმიტომ რომ მას ექნება დედამიწაზე შანსი რომ კეთილად იცხოვროს მაგრამ თუ სხვა გზას აირჩევს შეუძლებელია სიკეთეში იცხოვროს რადგან მან უკვე არჩევანი გააკეთა . დაიმახსოვრე ადამიანი ყოვლისშემძლე არ არის არც მეცნიერები არც არავინ გარდა ღმერთისა მასთან თუარა სხვა ვერავისთან მოვიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს და ყოველთვის შიშში და გაურკვევლობაში ვიქნებით იმიტომ რომ ის ვუარვყავით.

                      Liked by 1 person

                    4. შენი აზრით შენ მართლმადიდებელი ხარ? ;დდდ
                      მოდი ციტატებს მოგიყვან(არ იქნებოდა ცუდი, ეს ციტატები ბიბლიიდან რომ წაგეკითხა და აქ ჰაეირდან მოტანილი სისულელეები არ მოგეყოლა):”სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის,ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.ღატა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და უკეთურთა თავზე და წვიმას უგზავნის მართალთა და კეთილთა.”
                      ბიბლიური ფრაზები მაღიზიანებს ამიტომ დანარჩენს ცოტა პოპულარულ ენაზე დავწერ.ღმერთი გვეუბნება რომ ვერაფერი მადლია კეთილი უყო შენს კეთილის მსურველს,ე მხოლოდ იმიტომ იქნება გაკეთებული რომ მისგანაც იგივეს მოელი.ვერაფერი მადლიაა გაასესხო ფული და ელოდე მის დაბრუნებას.
                      მადლია ის,რომ უყო კეთილი ბოროტს და ილოცო შენს მტერზე რათა არ მოელოდე სამაგიეროდ არაფერს.
                      კომპიუტერი არ მინდა იძახი,დავიჯერო ცოტა მათხოვარია ქვეყანაში და ცოტა მტერი გყავს?
                      გაყიდე და დაუროგე მათხოვრებსა და მტერს.
                      ნამდვილ მართლმადიდებელ ქრისტიანს მხოლოდ იმდენი უნდა ჰქონდეს რომ შიმშილით არ მოჰკვდეს.”გაეც მაშინაც კი,როდესაც არ გაქვს”.
                      ასე ,რომ მეორედ გეუბნები მგონი,მორალისტად ნუ მომევლინები და არგუმენტირებულად მესაუბრე ))))

                      Like

                    5. apollon201200

                      “გაეცი ფული და ნუ ელი მის დაბრუნებას” – “გააკეთე სიკეთე და ნუ ელი მისგან სამაგიეროს” – “ილოცე მტერთათვის”
                      1 , ერთი კომპიუტერი მაქ და დღეში ერთხელ რაღაც საჭმელი შემოაქ დედაჩემს ჩემთან სამსახურიდან რომ მოდის ისიც თუ გავახსენდები :დ . ფული რომ მქონდეს აუცილებლად გავაკეთებდი რაიმე კეთილ საქმეებს მაგრამ ნამდვილად არ მაქვს რაც შეეხება გაყიდე კომპიუტერიო, კომპიუტერი რომ არა ახლაც ათეისტი ვიქნებოდი 🙂 სხვა რამე რომ მქონდეს გავცემდი აუცილებლად საზღაურს არავისგან არაფერს არ ველი ყველაფერი ფეხებზე მკიდია ფულიც და ყველაფერისც ერთადერთი კომპიუტერი მაქვს რაც მაბადია,
                      2 , სიკეთის გაკეთებას სხვისგან არავისგან ველი იმიტომ რომ არ მჭირდება კომპიუტერი და ფეხსაცმელი მაქ ეს სრულიად საკმარისია ჩემთვის. რაიმე სიკეთეს როცა გავაკეთებ მე რაიმე საჩუქარს არ მოველი მას შემდეგ ეს პირველად შენ მითხარი თორე არ მიფიქრია მაგაზე რომ რაიმეს უნდა ველოდე )))
                      3 , მესამეს რაც შეეხება მტრები არ მყავს ნამდვილად და ძალით ვერავის გადავიმტერებ : )

                      მე ჩემი თავი მართლმადიდებელი მგონია თუ არა?
                      -და შენ შენი თავი ვინ გგონია? იქნებ ეშმაკი ხარ?
                      მე ვიცი ვინც ვარ და რაც ვარ ძალიან კარგად და შენც უნდა იცოდე ვინც ხარ და რაც ხარ
                      -ადრე თქვი რომ ღმერთი რომც არსებობდესო არ მინდა ვიწამოვო რადგან მას უნდა ვადიდებდეთო . ეს ეშმაკის სიტყვებია ძმაო იწამო და არ გინდოდეს მასთან? ეტყობა რწმენა სხვა გაგებით გესმის და ღმერთის მნიშვნელობას ვერ ხვდები.
                      -მაგრამ განწირული ხარ უკვე შენი კომენტარებიდან გამომდინარე, თუ არ შეცვლი რაიმეს შენს ცხოვრებაში და ისე ლაპარაკს თავს არ დაანებებ ვითომ ანტიქრისტე იყო.

                      მე რასაც ვფიქრობ იმას ვწერ ტყუილი და მოგონილი არაფერი არ მითქვამს არა ჰაერიდან არამედ სულიდან მოტანილ სიტყვებს ვწერ, იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ სხვა ჩემს მაგივრად ვერ იფიქრებს და.

                      Like

                    6. არადა გარკვევით გიწერია აშკარად,არც კომპიუტერი მაინტერესებს,არც ფული და არც სუნამოებიო ))
                      საბედნიეროდ ძმა არ მყავს და არც მჭირდება,ამიტომ ნუ დამიძმობილდები.

                      რაიმე სიკეთეს როცა გავაკეთებ მე რაიმე საჩუქარს არ მოველი მას შემდეგ ეს პირველად შენ მითხარი
                      ^^
                      მე არა,მათემ და ლუკამ თქვეს,თავიანთ სახარებებში ))

                      მე ვიცი ვინც ვარ და რაც ვარ ძალიან კარგად და შენც უნდა იცოდე ვინც ხარ და რაც ხარ
                      ^^
                      აი შენ თუ ნამდვილად იცი ვინ ხარ და რას წარმოადგენ და ამაში დამარწმუნებ,მაშინ ქედს მოვიხრი შენს წინაშე.
                      ადამიანი ქრისტიანულადაც და სხვა ფილოსოფიურადაც საკუთარი თავის შესაცნობად იბადება და,შენ თუ უკვე გააკეთე ეს ბედნიერი კაცი ყოფილხარ ))
                      აი მე ნამდვილად არ ვიცი ვინ ვარ,მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს თავს.
                      და აღარ ვაპირებ შენთან კამათს,ტიპიური ფანატიკოსი ხარ და იმიტომ : ))
                      წარმატებები საზვერეებში ))))))))))

                      Like

                    7. არგუმენტშემოლეულობამ იცის მაგ სმაილის გამოყენება შეუსაბამო მომენტებში :ყეს:

                      Like

        2. ეს ფუტკრის მაგალითი საიდან მოიტანე ;დდ
          დაახლოებით ეგეთი მაგალითი წაკითხული მაქვს ერთ მართლმადიდებლურ ჟურნალში,სადაც ათეისტი და მღვდელი უპირისპოირდებიან ერთურთს.;დ
          თანაც სხვა თუ არაფერი,ფუტკარს არანაირი საიდუმლოებები არ აქვს,კუჭში გადის ხოლმე უბრალოდ )))
          შენ ის მითხარი
          ისეთი თავმდაბალი,კეთილი,უხვი არსება როგორ შეიძლება ასე ამაყად ითხოვდეს რომ ადიდონ?
          ადიდე იგი უფალი შენი))0
          ზოგჯერ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ადამიანმა ბიბლია წაიკითხოსდა მაინც მართლმადიდებელი დარჩეს.
          მაგრამ.სადღააა ბიბლიაწაკითხული და მცირედ მაინც არგუმენტირებული მართლმადიდებლები ;დდ

          Like

            1. იესო იგულისხმება ;დ
              მაგაშია მერე საქმე,ჩვენ რომ მოგვიწოდებს მტერი შეიყვარე და შური არ იძიოო და თავად რომ შურისმაძიებელია ;დდ

              Like

          1. : )) <– biblias yvela sxvadasxvanairad igebs. sheidzleba martmadideblobisken mogabrunos da sheidzleba zurgi gaqcevinos, es asea 100%, da svanairad rom ar gavaanalizod rasac ver gavigebt mgvdels unda vkitxot da is agvixsnis uketesad;)

            Liked by 1 person

                1. ეგ შენ გზღუდავს რელიგია და არც იცი რატომ ,თორემ მე ყველაფრის უფლება მაქვს რასაც კანონი არ მიკრძალავს.
                  კანონში კი ღიპიან,მდიდარ თვითმარქვიებზე არაფერია ნათქვამი.

                  Like

                  1. Oto Metreveli

                    ” მე ყველაფრის უფლება მაქვს რასაც კანონი არ მიკრძალავს.”

                    ანუ კანონის გეშინია თორე კანონი რო არა vაფშე ყველაფერს იზავდი ხო? ხვალ კანონში რომ ჩაიწეროს პედოფილია ნორმაა და ადამიანის ხორცის ჭამა კანონით დაშვებულია და ხალხმა კანიბალიზმი დაიწყონ იტყვი, რომ რადგან კანონი არ უკრძალავთ ესეიგი ამის უფლება აქვთ არა?

                    Like

                  2. Oto Metreveli

                    ანუ გამოდის რომ მისთვის ღვთის მიერ მოცემული კანონი არის წმინდა და აი შენთვის კი ხალხის მიერ შეთხზული კონსტიტუცია არის წმინდა. რითი ჯობიხარ გაუგებარია. შენც ჩვეულებრივი მონა გამოდიხარ, მხოლოდ არა ღვთის არამედ საზოგადოების მეირ დადგენილიწ ესების, ვინაიდან ის კონსტიტუცია სხვა ადამიანების დაწერილი არის რომლის წერაშიც შენ ერთი მტკაველი წვლილიც კი არ შეგიტანია, პირადად მე ნამდვილად მირჩევნია ღმერთის მონა ვიყო ვიდრე ვიღაც მართლაც რომ გაზულუქებული პოლიტიკოსების მიერ შეთხზული კანონების, კონსტიტუციის და წესების მორჩილი.

                    Like

              1. Oto Metreveli

                ხო აბა ვის უნდა ჰკითხო, თუ როგორ თქვენ უფრო კომპეტენტურნი ხართ ქრისტიანული თეოლოგიის საკითხებში?

                Like

      2. Oto Metreveli

        “პიროვნულობას სად კარგავს ეს ხალხი.”

        ქრისტიანობამდე სიტყვა პიროვნება საერთოდ არ არსებობდა, არც ისტორიის ცნება. ეს ორივე ცნება და არსი ქრისტიანობის შემონატანია.

        Like

  5. ზი ბერო

    აუ ეხა ამას უცნაურზე დააკოპირებენ და იქ კიდევ ერთი რელიგიური ომი გველის ჩარლი მოემზადე

    Like

    1. ასეთები არ იდება იქ 😀 იმ პოსტშიც არაფერი იყო რელიგიური, მარტო სათაური წაიკითხეს და იმიტო ატყდა დაკა-დაკა :დ

      Like

      1. ზი ბერო

        ეხა დავიწყებ კომენტარების კითხვას 😀 პოპკორნს ველოდები როდის გაკეთდება 🙂 😀

        Like

    2. Oto Metreveli

      რა რომანტიკაში არიან ეს ათეისტები, თავი სამყაროს მხსნელებად და მესიებად რომ აქვთ წარმოდგენილი, მართლა სჯერათ რომ მაგარი მოაზროვნეები არიან და რომ ეს არგუმენტები რამე სუპერ ქვას ხეთქავს არგუმენტებია, რომლებზეც პასუხები არ აქვთ საწყალ და ბნელ ქრისტიანებს. რაც შეეხება ათეიზმს, თქვენ რომ რეალურად აცნობიერებდეს ათეისმის არსს, მიხვდებით რომ არაფერი რომანტიული ათეიზმში არ არის, ვინიადან თუ ღმერთი მართლა არ არსებობს და ამ ყოველივეს სრული სერიოზულობით აცნობიერებთ, უნდა ხვდებოდეთ, რომ თქვენს ფარხმალაობააც აზრი. ღმერთის არარსებობის შემთხვევაში მე ათეისტი ვიქნები, ქრისტიანი, ბუდისტი, ინდუისტი , მანიაკი, რომის პაპი, დედა ტერეზა, ჰიტლერი თუ დიდი მეცნიერ ფილოსოფოსი, ამასაც არ აქვს აზრი, ვიანდაინ საბოლოო ჯამში საფლავში ჩასვლასთან ერთად ყველანაირი ჩემი კეთილშობილებები, გამბედაობაც, მიღწევებიც, სიკეთეც და ბოროტებაც ერთ შედეგამდე დაიყვანება, – არაფრამდე.

      Like

      1. რომანტიული რომ არ არის, რა მერე? თავი მოვიტყუოთ და რომანტიულ რელიგიას შევეფაროთ? :დ

        Like

        1. Oto Metreveli

          რომანტიკა რომ არ არის და არომანტიულებთ ესაა პრობლემა თორე რაც გსურთ ის გიქნიათ. სრულ უაზრობაში აზრის ძიებას მოეშვით, ცოტა სერიოზულად გაიაზრეთ ეგ თქვენი ათეიზმი ეს აჯობებდა და შეეშვით იმის მტკიცებას, რომ თითქოს ათეიზმში რამე აზრი იყოს. სამწუხაროდ თქვენ იმ ელემენტარულსაც კი ვერ აცნობიერებთ, რომ თუ ღმერთი არ არსებობს ესეიგი ყველა ისედაც ათეისტია. ღმერთი თუ არ არსებობს აბა დაფიქრდი ლოგიკურად ყველა ისედაც ათეისტი არ გამოდის?

          Like

        2. Oto Metreveli

          თუ მაინცდამაინც ყველა თქვენი მსგავსი ათეისტი უნდა იყოს , რომ ჭეშმარიტ ათეისტად ჩაითვალოს? რომ ყოფთ ხოლმე სულელურ კატეგორიებად ; მსუბუქი ათეისტი, ძლიერი ათეისტი, იგნოსტიკური ათეისტი, ნეო ათეისტი და ა.შ. ატეისტი ათეისტია, როგორც გინდა ისე აბრუნე და კუდი საიდანაც გინდა იქიდან მიაბი. კიმჩინირი, სტალინი და ლენინიც ზუსტად ისეთივე ათეისტები იყვნენ როგორიც შენ ხარ.

          Like

        3. Oto Metreveli

          ათეისტის განმარტება თუ არ იცი შეგიძლია ვიკიპედიას მიმართო. ათეისტი – ადამიანი რომელიც უარჰყოფს ღმერთის არსებობას. ადამიანი რომელიც უარჰყოფს ღმერთის არსებობას რეალურ დროში, განმარტებაში წერია ღმერთის უარმჰყოფელი ამ კონკრეტულ დოში და მომენტში, იქ არ არის მითითებული წარსულში და მომავალში. ამ მომენტში შენ ხარ ათეისტი, ხვალ შესაძლოა აღარ იყო, წახვიდე სიბერეში მონასტერში ცოდვების მოსანანიებლად. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყოველივე ასეთებიც ხდება ცხოვრებაში.

          Like

  6. ჩემი აზრით ადამიანმა ღმერთი იმ დროისთვის აუხსნელი მოვლენის ასახსნელად გამოიგონა და რაც უფრო მეტი მოვლენა გახდება ახსნადი მით უფრო მოიკლებს ღმერთის არსებობის საჭიროება

    Like

    1. Oto Metreveli

      “ჩემი აზრით ადამიანმა ღმერთი იმ დროისთვის აუხსნელი მოვლენის ასახსნელად გამოიგონა და რაც უფრო მეტი მოვლენა გახდება ახსნადი მით უფრო მოიკლებს ღმერთის არსებობის საჭიროება”

      lol ავხენით ეხლა რომ დიდი აფეტქება, ევოლუზცია, დედამიწა მგვალია , კომპიუტერზე წერა ვიცი და რამე. მაგრამ რატომღაც ისევ მოწრმუნე ვარ, ნეტა რაშია საქმე, განათლება მაკლია ხო? რა ც მეტად გავნათლდები შენსავით დიდი განათლებული რომ გავხდები აააააუცილებლად გავათეისტდები აი ნახავ :D:D

      Like

  7. Trolololol

    მეც ვერ ვნახე ქართულად და შემდეგ ვცადე რუსულად გადამეთარგმნა, Google translate-ით. შედეგად მივიღე – “Великий замысел”. ეს ქართულად ითარგმნება როგორც “დიადი ჩანაფიქრი” ანდა – “გრანდიოზული ჩანაფიქრი” 🙂

    Like

  8. აკრებისას დაშვებული შეცდომებისათვის ნუ გამკიცხავთ,კარგა ხანია ხელის ტრემორი მკლავს ;დ

    Like

  9. apollon201200, მოდი აქ :დ

    ესეიგი:
    1. “კომპიუტერი რომ არა ახლაც ათეისტი ვიქნებოდი ”
    მანამდე ათეიზმამდე როგორ მიხვედი?

    2. “მეგონებოდა როგორც ყველა ათეისტს გონია რომ სული არავის არ აქვს და მათთვის რაიმე სიკეთის გაკეთება უაზრობაა”
    ათეიზმი რატომ ასოცირდება შენთვის სიკეთეზე უარის თქმასთან? სიკეთე ადამიანის პიროვნების ნაწილი უნდა იყოს თუ რელიგიური შეხედულებით გამოწვეული ქმედება?

    Like

    1. სიკეთე მხოლოდ იმიტომაა საჭირო რომ ჯოჯოხეთში არ მოხდე თორე,
      ისე რას დავეძებ ვინ როგორ იქნება
      ^^
      აი მაგათი ლოგიკა :დ

      Like

        1. ეგ შევკადრე წეღან არ ხარ გათვიცნობიერებული ქრისტიანი-თქო და,კინაღამ ვინანე ;დდ

          Like

        2. apollon201200

          1. ნუ ისევ კომპიუტერით და შენი ვებ გვერდზე მყოფი სტატიების საშვალებით :დ
          2. იმ პერიოდში როცა ათეისტი ვიყავი ანუ არაფრის არსებობის არ მჯეროდა სიკვდილის შემდეგ თვით სიცოცხლე, ქალები ყველაფერი უაზრობად მიმაჩნდა 300000 $ რომ მომეგო ჯეკპოტში თუმცა არ ვთამაშობ :დ ეგეც ვერ მომიყვანდა აზრზე იმიტომ რომ თუ სიკვდილის მერე არაფერი არ არსებობს მაშინ ყველაფერი რაც ჩემი სიცოცხლის 40-50 წელში მოხდებოდა თუ მაგდენი ვიცოცხლე უაზრობა იქნებოდა თუ მიზანი არ მაქ რისი გულისთვისაც ვიცხოვრებ ცხოვრება უაზრო არის მაშინ ღრმა ათეისტი ვიყავი 1 თვე დაახლოებით დედას ვფიცავარ და თავის მოკვლის მეტი არაფერი მინდოდა იმიტომ რომ აღარაფრის მჯეროდა აზრსმოკლებული იყო ყველაფერი ჩემ ძაღლსაც კი ისე ვუყურებდი როგორც ხორცის ნაჭერს და რამის თავი მოვიკალი და მოვიკლავდი ის სიზმარი რომ არ დამსიზმრებოდა მაგრამ არ იყო ეს ჩვეულებრივი სიზმარი ყოველდღე მესიზმრება სიზმარი მაგრამ გაღვიძებისთანავე რომ კითხო რა დაგესიზმრაო აზრზე არ ვიქნები სიცოცხლეში იმ სიზმრისნაერი არაფერი დამსიზმრებია ყველა მომენტი ზეპირად მახსოვს მეხსიერებაში, ის სიზმარი წინა რომელიღაც სტატიაში მიწერია მეზარება ახლიდან დაწერა და მხოლოდ სიზმარი არი იყო გარდა ამისა

          სახლში ჩემ ხატებს მირონის დენა დაეწყოთ არა ხეზე არამედ ზემოდან მინაზე მინიდან მირონი სდიოდათ იმიტომ რომ ჩემნაერი ურწმუნო იყო სახლში

          და იმის შემდეგ რაც მივხვდი რომ ცხოვრება მხოლოდ სიკვდილით არ მთავრდება და სულიც გვაქვს სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა ამასთან ერთად სიკეთის კეთების და ასე შემდეგ მანამდე ამის სურვილი არ მქონია და არც დავფიქრებულვარ ამაზე და არც მიფიქრია სიკეთსის გაკეთებაზე არც რწმენაზე დავფიქრებულვარ არც არაფერზე არ ფიქრობდი იმიტომ რომ ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ქაუნთერის თამაში იყო მაგრამ ამ ვებ გვერდს როცა მივაგენი ვეზიარე ათეიზმს შემდე მართლმადიდებლობას 2 წლიდან მონათლული ვარ მარა ამ მოვლენამდე არასდროს დავფიქრებულვარ უბრალოდ მწამდა. ახლა ვიცი რატომ და ვინც მწამს.

          Like

            1. apollon201200

              Z E I T G E I S T,,,
              არ ვიცი ნესტიანი ადგილი როგორია ალბათ რაღაცნაერი სუნია მასეთ ადგილას რომ შეხვალ იტყვი ნესტიანი ადგილიაო სადაც ხატები დგას კი იქ ნესტი არ არის საერთოდ ჩემს სახლში ნესტი არ არის კერძო სახლია და ფანჯრები სულ ღია მაქ მთელი დღე ისე მირონი და დაორთქვლა განსხვავდება ერთმანეთისგან და განირჩევა ერთმანეთისგან 🙂

              ავატარზე ჩემი ძაღლის ფოტო არ მიყენია ინტერნეტში მოვიძიე ეს ფოტო 😉

              Like

          1. apollon201200

            ასევე გაეცანით ამ პოსტებს რომელსაც იმედია რეკლამაში არ ჩამითვლით უბრალოდ მინდა რომ თქვენც გწამდეთ ღმერთი და სულის სიცარიელე დაძლიოთ ქვემოთ მოყვანილი პოსტები გთქოვთ თავიდან ბოლომდე გულოიანად წაიკითხოთ და ამის მერეც თუ იტყვით რომ უფალი არ არსებობს თქვენთან საუბარს შევწყვეტ რადგან აქ უკვე ჩემ ძალას გადააჭარბებს თქვენი ათეიზმი.
            ნაწილი პირველი : http://kovelistudenti.com/a/Ghmerti101.html
            ნაწილი მეორე: http://kovelistudenti.com/a/mighma201.html
            თავიდან ბოლომდე გულდასმით წაიკითხეთ და ყველა სიტყვას დაუკვირდით ამ სტატიებისა.

            Like

      1. apollon201200

        “”ai kacurad amixsenit am tips ratom swert amdens ? ? ? ? ? mainc verafers ver sheignebs bliad
        iset iseti gmerts ra vutxari magas rom samotxeshi miigebs tips gonia rom siketes mxolod mashin aq azri roca samotxe arsebobs :@:@:@:@:@””

        თორნიკე მე რა მგონი ვიცი. შენ საიდან იცი მე რა მგონია? ეტობა კარგად ვერ დავწერე რომ მეთქვა ,ყველაფერი კარგად ამეხსნა , მთელ ჩემს ცხოვრებას მოგიყვები და მაშინ განმსაჯე. ვარ 16 წლის იქამდე საერთოდ არაფერზე დავფიქრებულვარ მართლა. სანამ ჩარლის გვერდი არ აღმოვაჩინე : ) .
        მანამდე საერთოდ როგორ გითხრა სულ ფულის რაიმე გზით შოვნაზე ვფიქრობდი აი მართლა უბრალოდ 12 წლამდე სხვა მიზანი არ მქონდა : ) 12 წლიდან დავიწყე შტანგაზე ვარჯიში იმ იმედით რომ ჩემი ბებიის დაქალის შვილიშვილს დავმსგავსებოდი საბერძნეთის ბოდილბილდინგის ჩემპიონია 14 წლამდე ვარჯიშობდი არასწორი მეთოდით, რამაც კრახი გამოიწვია და ხერხემალი დამიზიანა, და ტკივილები მქონდა ამ პერიოდში მხოლოდ ვარჯიშზე ვფიქრობდი 12 დან 14 წლამდე მანამდე კი ფულის შოვნაზე 2 დან 12 წლამდე 2 წლამდე რა მქონდა გეგმაში ვერ გეტყვი : ) 14 წლიდან 16 წლამდე ვფიქრობდი ხერხემლის ტკივილი დამერთგუნა და ფორმაში ჩავმდგარიყავი ჩავდექი რაღაცნაერად ცურვით და მასაჟებით + სხვადასხვა საშვალებებით ამ პერიოდში ისეთი დეპრესია მქონდა თუ დეპრესია რასაც ქვია იმაში არ ყოფილხარ ვერ გაიგებ რადგანაც ჩინურმა ვარჯიშებმა რომელიც ტვ-ზე ვნახე რომ ქვას ურტყავდა ბერი მუშტებს, რომელსაც 60 კილოიანი სიმძიიმეებით ვარჯიშ ვურთავდი გამოიწვია ის რომ სიმაღლეში აღარ გავიზარდე და 1.61 ვარ მხოლოდ 14 წლის მერე : ) აქამდე გაზრდის გარდა არაფერზე ვფიქრობდი და ტკივილის დათრგუნვისა 14 დან 16 წლამდე 4 თვეა თექვსმეტის გავხდი 1 თვის წინ ეს გვერდი ვნახე და აქ დაწერილი პოსტებიდან მივედი იმ დასკვნამდე რომ ღმერთი არ არსებობდდა და მინდოდა რომ ასე ყოფილიყო რომ თავის მოკვლა გამადვილდებოდა : )
        რამის ასეც მოვიქეცი სანამ ის სიზმარი არ ვნახე . თავიდან გავოგნდი მერე დავეჭვდი მერე დავფიქრდი მერე სურვილი გამიჩნდა რამე კარგი გამეკეთებინა იმიტომ რომ ცხოვრებაში ყველასთვის უსარგებლო “ნეხვი” ვარ
        ზუსტად გუშინ, უკვე 2 გახდა ახალი დღე დაიწყო გუშინდელ დღეზე ვამბობ მივხვდი რომ სასიკეთო საქმის კეთება უნდა დამეწყო რომ სული რაიმეთი გამეხარებინა : )
        და თუ შენ სხვანაერად გამიგე იმედია ეხლა სწორად გამიგებ თუ არ მიცნობ კარგად დასკვნების ასე “@” <-თი ნიშნებით გამოხატვა აწყენინებს (ვინმეს) : )
        ჩემ თავთანაც არ ვყოფილვარ ასე გულახდილი როგორც ამ კომენტარის დაწერისას თუ გინდა მითხარი რომ "ნაგავი" ვარ ისედაც ვიცი.

        Like

        1. ექიმთან მისვლა არ გიცდია? მამაკაცი, როგორც ვიცი, 20 წლამდე აგრძელებს ზრდას და შეიძლება იქნებ გამოსწორება, მითუმეტეს 2 წელი გაქვს სრულწლოვნობამდე

          ათეიზმი ასე მარტივად არაა, მაქამდე ნელ-ნელა და ანალიზით უნდა მივიდეს ადამიანი, რომ თავისი წარსული “მე” საბოლოოდ მოკლას. თუ მარტო ჩემმა პოსტებმა გიბიძგა მაქამდე, გასაკვირი არაა, რომ მალევე შეიცვალე აზრი

          Like

          1. ტიპი დაბნეულია არ იცის რა უნდა 😐 დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება თავის თავში და ეშველება რა

            Like

          2. apollon201200

            კი ვიყავი ექიმთან მარა ზრდის ზონები დახურული გაქო და აღარ გაიზრდებიო რაღაც ვიტამინებს კი ვსვავ მარა :დ ხელებში არის ზრდის ზონები
            შტანგაზე ვარჯიშმა ნაკლებად გამოიწვია მისი დახურვა უფრო იმან რომ მუშტების გასამაგრებელ ვარჯიშებს ვაკეთებდი კვირაში 3 საათის განმავლობაში მაინც და გამიმაგრდა მარა რა გამიგაგრდა 😀 მთელ სანათესაოში მარტო მე ვარ ასეთი პატარა
            ისე ვარჯიშობდი კედლებს დღემდე ატყვია ჩემი მუშტებიდან წამოსული სისხლის კვალი 😀

            ათეიზმს რაც შეეხება ათეიზმზე რეალური ის არის რომ ღმერთმა შეგვქმნა ვიდრე არაფრისგან გავჩნდით ვინმეს და რაიმეს დაუხმარებლად
            მაგრამ აქ უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორია იმიტომ რომ იცი რომ ღმერთმა შეგვქმნა მაგრამ რომც ნახო ჯვარცმა და მერე აღდგომა, დროის მანქანით უკან რომ დაბრუნდე მაინც არ დაიჯერო იმიტომ, რომ ადამიანის სახით თუნდაც ნამდვილი ღმერთი ვერ წარმოგვიდგენია, ანუ ღმერთი რომ წარმოვიდგინოთ, როგორც მზე, ეს სადღაც წავიკითხე და იესო მისი სხივები და სითფო რომელიც მისგან მოდის იესო, ნამდვილი ღმერთის შვილი იყო ანუ ღმერთი იყო, შვილი ისეთი გაგებით რა აი ერთი მთლიანია იესო და ღმერთი
            და იმ ორ ლინკზე რა სტატიებიც არის წაიკითხე და დარწმუნდები რომ ათეიზმი სისულელეა ნამდვილად, მაგრამ ძნელია წარმოიდგინო ღმერთი, მაშ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ არსებობს სიცოცხლეზე იმდენად დიადი რამ რასაც ვერ აღვიქვამთ ალბათ ამიტომ უნდა გვწამდეს.
            ტყუპები როცა არიან დედის მუცელში ერთი კითხავს მეორეს ძმაო შენი აზრით აქიდან გასასვლელი გზა არსებობს ან არსებობს სიცოცხლე მუცლის გარეთ? ის ეუბნება კი არსებობსო ეს უმტკიცებს არა ამ ადგილიდან როგორცკი ამოგვიყვანენ მოვკვდებითო ნუ ასე ვართ დედამიწაზე ზუსტად

            Like

        2. რა იყო ახლა,თავი შეგვაცოდე?
          თუ ჩვენ მაინც უგულო ათეისტები ვართ,რას გავიგებთ :უსერ:
          ფიზიკურობა რა შუაშია,ნეტავ 1.83ის მაგივრად 1.60-ი ვიყო და სხვა ყველა ცხოვრებისეული ტრავმა გაქრეს ))
          მაგ ყველაფერმა საკუთარ თავზე წარმოდგენა და თვითშეფასება კი არ უნდა დაგაკარგვინოს,პირიქით.

          Like

          1. apollon201200

            აუ უკუღმა გაიგე ყველაფერი ათეისტებთან უგულობა რაშვაში არის ათეისტი შეიძლება ქრისტიანზე უფრო კეთილიც იყოს იმიტომ რომ გონია როცა ადამიანი მოკვდება ამით მთავრდება ყველაფერი შესაბამისად ათეისტი უფრო გაუფრთხილდება თავის და სხვების სიცოცხლეს ასე არაა
            და თავი კიარ შეგაცოდეთ :facepalm: ავხსენი რომ მართლა არ მქონდა რელიგიაზე ან ათეიზმზე ან სიკეთეზე არც არაფერზე საფიქრალი დრო.

            Like

            1. apollon201200

              მაღლითა კომენტარში 2 ლინკი დავდე და წაიკითხეთ და დარწმუნდებით რომ იესო მართლა ღმერთის შვილი იყო მეორე პოსტში ყველაფერი კარგადაა ახსნილი თუ რატომ იყო შეუძლებელი რომ ისეო მართლა ღმერთის შვილი არ ყოფილიყო თეორიულადაც და ლოგიკურადაც და ყველანაერად ცოტა ბევრი საკითხავია მარა სანამ ბოლომდე არ შეისწავლი 2 რივე მხარეს ათეიზმსა და ქრისტიანობას მანამდე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო არ გეუბნები რომ შესწავლილი არ გაქ უბრალოდ ეს ორი ლინკი რომ არის მაღლითა კომენტარი ნახე ,Z E I T G E I S T, ის კომენტარის დაბლაა და კარგად წაიკითხე თავიდან ბოლომდე 2 რივე ათეიზმიდან ქრისტიანობამდე და პირიქით სულ ერთი ნაბიჯია

              Like

            2. სიტყვებზე ხტუნვა გაქრისტიანებასთან ერთად დაიწყე შენ? ;დ
              არაერთხელ თქვი რომ ათეისტები სატანისკენ ვართ და კეთილი საქმის კეთება არ გვინდა ))
              რა დრო დამიდგა,ვინ მიწერ ფეისპალმს )))

              Like

      2. განსხვავებული აზრის მოსმენა ადამიანს აზროვნებას უფართოებს და მინიმუმ რაღაც დოზით იცავს ფანატიზმისგან.. როცა მხოლოდ თანამოაზრეებთან გაქვს კონტაქტი, დიდი შანსია, რომ სხვა აზრის მიმართ პროტესტი გქონდეს ხოლმე. forum.ge-ზე მაგალითად არც ისე იშვიათად მინახავს, ახალი დარეგისტრირებული მორწმუნეები აგრესიულად რომ ეპყრობოდნენ ათეისტებს, იეჰოვას მოწმეებს და ა.შ. დროთა განმავლობაში კი შეუნელდათ, რადგან აზრთა სხვადასხვაობას შეეჯახნენ :d რწმენა-ურწმუნოება ადამიანის არჩევანია, მაგრამ მეცნიერება ეშმაკის მსახურებად მონათლო, არაა სწორი მიდგომა..

        Like

      3. Oto Metreveli

        საოცარია რატომ გგონიათ ამ ათეისტებს, რომ თიტქოს გონებაზე გაქვსთ მონოპალია ან თუნდაც მეცნიერებაზე, ათეისტო ხომ არ გავიწყდება, რომ სანამ საერთოდ იარსებებდით ეს მებრძოლი ათეისტები და საერთოდ ათეისტები, როგორც საზოგადოება, მეცნიერება მაშინაც არსებობდა , ისევე როგორც ლოგიკა. რაციონალიზმის ფუძემდებლები ათეისტები არ არიან, არამედ ღრმადმოწრმუნე ქრისტიანები არიან, კერძოდ დეკარტე, ლაიბნიცი და ა.შ. ისევე როგორც არც სამეცნიერო რევილუცია მოუხდენიათ ათეისტებს. არც ბუდისტებს მოიხდენიათ სამეცნიერო რევოლუცია, არც ნიცშეს, არც დოკინსს და არც ჰოკინგს… სამეცნიერო რევოლუცია ქრისტიანმა მეცნიერებმა მოახდინეს და მათ სახელებში ერთიცალი ბაძანგალი ათეისტიც კი არ ურევია. ასე რომ ნუ გგონია თითქოს ეს არგუმენტები რამე ისეთი არგუმენტებია, ქრისტიანობას პასუხი არ ჰქონდეს. არაფერი ძლიერი არგუმენტები ეს არ არის, ეს შენთვის არის პოსტში მოყვანილი აგუმენტები ამომწურავი და არა ქრისტიანისთვის. მართლა აზრი რომ ჰქონდეს, ყველა მათგანს პუნქტებად გავცემდი პასუხს, მაგრამ მართლაც რომ რა აზრი აქვს თქვენთან რამის მტკიცებას, თქვენთან ქრისტე რომ ჩამოვიდეს და გითხრათ აი შვილო აქ ვარო, მაინც მოუძებნით მექანიკურ ახნას და ბოლოს იტყვით: ოპტიკური ილუზია მქონდა, ჰალუცინაცია და მზის დარტყმაო. მართლა აზრი რომ ჰქონდეს თქვენთან საუბარს რა უჭირს, მართლა რამის გამდგებები რომ იყოთ.

        “Atheism shows strength of mind, but only to a certain degree.”

        Blaise Pascal –

        Like

        1. “პრობლემა” იმაშია, რომ რწმენა და რელიგია კაცობრიობაზე ახალგაზრდაა. ნუ ადამის და ევასი და ედემის ბაღის თუ გჯერა, სხვა საქმეა :დ

          ქრისტიან მეცნიერებს რაც შეეხება, არაქრისტიანებს ბრაწავდნენ ტოლერანტი ქრისტიანები, შესაბამისად ათეისტები რომ ყოფილიყვნენ, ცხადია ვერ იტყოდნენ

          Like

          1. Oto Metreveli

            რა კაცობრიობაზე ლაპარაკობ, ავსტრალოპითეკი კაცობრიობა იყო? შენი ლოგიკით გამოდის რომ მაიმუნებიც კაცობრიობა ყოფილა; გორილები , შიმპანზეები და მამაკები. ისეთი შტაბეჭდილება იქმნება, რომ სავარაუდოდ თქვენთვის ადამიანი როგორც ცალკეული არსება არ არსებობს, მხოლოდ მაიმუნები არსებობენ და მაიმუნთა ოჯახი ყოფილა კაცობრიობა.

            რაც შეეხება არაქრისტიან მეცნიერებს, დამისახელე ერთი რომელი არაქრისტიანი მეცნიერი შებრაწეს? ჯორდანო ბრუნო? ბრუნო იმდენად იყო დიდი მეცნიერი როგორც შენ ხარ მეცნიერებათა დოქტორი. შენ რომ აქ პოტებს აქართულებ, გგონია ეს მეცნიერებაა? აშკარა ლოგიკურ აღრევასთან გვაქვს საქმე, რადგანაც მეცნიერების პოპულარიზება, მეცნიერებაზე სტატიების გადმოქართულება მეცნიერება არ არის. მე რამდენიც არ უნდა ვწრო მეცნიერულ აღმოჩენებზე სტატიები, რამდენი სამეცნიერო შინაარსის ბლოგიც არ უნდა გავაკეთო ამით მე დიდი მეცნიერი ვერ შევიქმნები. პირადად შენ რა კავშირი გაქვს მეცნიერებასთან? შენ უბრალოდ წერ მეცნიერებაზე და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდი მეცნიერი ხარ. ჯორდანო ბრუნოს არავითარი კავშირი არ ჰქონია მეცნიერებასთან, რადგანაც არ არსებობს ბუნებაში მისი არც კანონი, არც ფორმულები და დიდი აღმოცენები გაუკეთებია რამე.

            Like

          2. Oto Metreveli

            თქვენ ისიც კი არ იცით, რომ ჯორდანო ბრუნო სულაც არ ყოფილა ათეისტი, აშკარაა, რომ ბრუნოც კი არ წაგიკითხავთ. ბრუნო შეშლილი მისტიკოსი იყო და არა ათეისტი. როგორც ჩანს არც სამეცნიერო რევოლუციის ეპოქას იცნობთ, ვინაიდან რომ იცნობდეთ ისტორიას ისიც გეცოდინებოდათ, რომ იმ დროს საკმაოდ ბევრი ათეისტი მეცნიერი იყო, მაგალითად ჰალეი ათეისტი იყო, მაგრამ არავის არ შეუწვია. სწორედ ნიუტონის დროს ცხოვრობდა ჰალეიც და საკმაოდ პრივილეგირებულადაც ცხოვრობდა. ჰალეის გარდა მაგ ეპოქაში უამრავი ათეისტი იყო ევროპაში, ქრისტიანი მეცნიერი პასკალი პირდაპირ წერს თავის წიგნში ათეისტებზე, რაც იმას ადასტურებს, რომ მაგ დროს ევროპა დუღდა სკეპტიკოსებით და ათეისტებით. დოკინზების, ჰოკინგების და ბერტრან რასელების კოპირებას, იქნებ ისტორიასაც გადახედოთ.

            Like

  10. Trolololol

    apollon201200
    “ათეიზმიდან” ფანატიკოსობამდე სულ რაღაც 1 კვირა თუ იყო, არ მეგონა. :დ
    სანამ ათეისტი გახდებოდი, მანამდეც მართლმადიდებელი იყავი?
    რა შეგემთხვა ისეთი, რომ მორწმუნე გახდი?

    Like

  11. Trolololol

    (Excuse me for flood) დიდი ხანი არ მქონდა გვერდი დარეფრეშებული და თურმე უკვე გიპასუხია ჩემი შეკითხვისთვის 🙂

    Like

  12. Mareni

    cinizmi ra sachiroa..iqneb sizmarma iqonia gavlena mere ra..yvela chveneburad agviqvamt movlenebs.apollon shen ubralod unda gesmodes rom siketis keteba mxolod martmadideblistvis ar aris savaldebulo.iyo ateisti ar nishnavs rom borot nabichvrad iqce.es termini arasworad gesmis.gmertis ararsebobis damtkiceba upro martivia vidre imis rom arsebobs magram adamianebis umravlesobas swams.sheidzleba imitom rom cxovreba rtulia da gchirdeba zebunebrivi dasayrdeni dzala.rac sheexeba shens depresias shens asakshi eg normaluri movlenac ki aris..eg iseti asakia roca adamiani iwyebs piqrs vin aris ra unda da survili uchndeba gaaanalizos tavisi cxovreba.eg periodi yvelas gamogvivlia da ragac kitxvebze pasuxebic gvipovnia…ragaceebze kitvebi gagvchenia romlebzec dro gagvcems pasuxs…tu tavis moklva gadawyvite da egreve ar moikali sikvdilze piqri im daskvnamde migiyvans rom sicocxle yvelapers girchevnia amitom tavis mokvlaze ar ipiqro :))) chemi azrit arsebobs tu ar arsebobs gmerti aucilebelia adamianma sikete aketos iqneb vinmestvis es azri zedmetad banaluria magram chemtvis cheshmaritebaa..tu arsebobs gmerti is siyvarulia da ara dogmebis da kanonebis krebuli romelsac udna daemorchilo tu ginda rom jojoxetshi ar daixruko….ar vetanxmebi gamotqmas rom shishi shaiqmns siyvarulsa..tu vinmesi an ramesi meshinia ki ar sheviyvareb shevidzuleb…religia vinmesadmi monomis porma ar aris.

    Like

      1. Mareni

        cinizmi arasdros ar aris aucilebeli honey… ubralod eg gexmareba sakutari tavi sxvaze magla daayeno da sakutari upiratesobit datkbe …apolloni sulac ar aris agresiuli qristiani da sxvastan navarjishebi dazepirebuli prazebit kamati da yovel wutshi dacinva am shemtxvevashi idiotizmia 😛

        Like

            1. ქრისტიანი ჩემთვის ბერად აღკვეცილ ადამიანთან ასოცირდება და არა ინტერნეტში თავმოსაწონებლად მოლაქლაქე,უარგუმენტო მორალისტად ,რომელსაც ვერ გაუგია რა უნდა და ამტკიცებს რომ პირველი თუ არა მეორე ქრისტიანი მაინცაა რწმენის მიხედვით ))

              Like

  13. tsotnee

    მე ერთი ვიცი. ილიამ თქვა: “არის რაღაც რასაც თუ არ დაინახავ, ვერ იწამებ და არის რაღაც თუ არ იწამებ ვერ დაინახავ!”, შესაბამისად მე მწამს და ვიცი რომ არსებობს! 😉

    Liked by 1 person

  14. მეცნიერება და თეიზმი ორივე სამყაროს შეცნობის მცდელობაა (ხერხია). ორივე მეტნაკლებად წარმატებით ხსნის იმ რეალობას, რომელზეც დაკვირვება შეგვიძლია და თითქმის არაფერში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს (როგორც წესი, წინააღმდეგობები დროებით ხასიათს ატარებს). ოღონდ, მთავარია(!) მათი მეთოდები ერთმანეთში არ ავურიოთ, თორემ ისეთ ჩიხში მოვექცევით, რომ ვეღარ გამოვალთ.

    Liked by 1 person

    1. თეიზმი რას ხსნის წარმატებით?
      წარმატებაში რას გულისხმობ? მილიონობით ადამიანი რომ იჯერებს?
      ან დაკვირვება რა შუაშია თეიზმთან?
      რა ახსნა თეიზმმა ისეთი რასაც დავაკვრიდით და ამ დაკვირვების შედეგად მართალი გამოდგა

      Like

      1. მართალი გამოდგა, თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ, რა არის მართალი? მთავარია, რომ ადამიანს ეს ახსნა აკმაყოფილებს. საუკუნეების განმავლობაში ცივილიზებული(!) ადამიანები სრულად კმაყოფილდებოდნენ ბუნების მოვლენების თეისტური ახსნით (ბერძნული ცივილიზაცია, რომაული, ეგვიპტური), ქმნიდნენ მექანიზმებს, ავტომატებს, ხელოვნების შედევრებს, გამოიმუშავებდნენ და ამკვიდრებდენენ ეთიკურ – მორალურ ნორმებს. ცოტაა!!!!

        Like

        1. არ გეთანხმები
          ვინ რითი კმაყოფილდებოდა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის რომ ეხლა აღარ აკმაყოფილებს ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანი წინ უნდა იხედებოდეს და არა უკან. თეიზმი ბუნების მოვლენებს ვერ ხსნის. თუ ბუნების მოვლენების ამოხსნა გინდა და მხოლოდ თეიზმს ეყრდნობი მაშინ ყველაფერზე ამბობ “ღმერთმა ქნა” და ამის იქეთ ვერ მიდის შენი ახსნა. დღეს ეს “გადაწყვეტა” არათუ ცოტაა არამედ საერთოდ გადასაგდებია!
          შენი ლოგიკით ერთ ადგილზე უნდა გავიყინოთ და დავკმაყოფილდეთ ამოხსნით “ღმერთმა ქნა” “შეუცნობელია უფლის საქმენი” “რა საჭიროა კვლევა ღმერთმა ქნა და მან უკეთ იცის” მნთავარია ადამიანს აკმაყოფილებს? არა ადამიანს ცნობისმოყვარეობა აქვს და არ უნდა აკმაყოფილებდეს არავითარი დოგმატური და უსაფუძვლო აზრი

          Like

    1. ვაი ვაი შენი მომწყვდეული ათეისტები არ გაიშვას
      ერთი ფილმი ვერ დამისახელე 1 ციტატა ვერ დამიდე სადაც ჰიგსის ნაწილაკის და ღმერთის კავშირზე იქნებოდა საუბარი, დააგდე 20 ლინკი და მანდ ნახეო მეუბნებოდი (ფორუმზე)
      ტყუილად წამლავ ამ საიტებს და დარბიხარ ლინკებით
      რეალურად არაფრის ახსნა არ შეგიძლია.

      Like

      1. შენ ხომ არ გძმარავს ვაჟკაც? :))) რა რმერთი,რის ღმერთი,ვინ გითხრა ამ არმოჩენით პირდაპირ ღმერთის არსებობა დამტკიცდაო? 🙂 როგორც გინდა ისე ჭრი და ისე კერავ მიშიკოსავით :)))

        ამ აღმოჩენით იცით მაინც რა გაირკვა და რას ჩაეყარა საფუძველი ? :)))

        რათქმაუნდა პირველ რიგში საფუძველი ჩაეყარა ახალ ფიზიკას და ახალ შესაძლებლობებს,მათ შორის პარალელურ განზომილებებს, რაც იმას ნიშნავს,რომ ადამიანი არ კდვება,არამედ ერთი მდგომარეობიდან გადადის მეორეში. ეს რასაც ნიშნავს ათეისტი საზოგადოებისთვის კი მოგეხსენებათ 🙂

        Бозон Хиггса откроет параллельные миры

        Like

            1. ეს მასალები დავდე სწორედ ფორუმზე,მაგრამ შენ გაატარე და გინდა თუ არა ღმერთის არსებობას ამტკიცებო?

              ფიზიკოსი გია დვალი სწორედ ამ დიდ მოვლენას
              ( ექსპერიმენტს ) ელოდებოდა, მისი მოლოდინი გამართლდა.

              Like

            2. შე მართლა გაჭირვებულო საიდან დაამტკიცე რომ პარალელური სამყარო სამოთხეს ნიშნავს ან რამე მსგავსს?
              შენი ფანტაზიები და ვიდეოს შინაარსი განასხვავე
              პარალელური სამყაროები დამტკიცებულიც კი არაა, სიმების თეორიას ჯერ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს
              რომ იცოდე ტედზე მაფ ვიდეოს ქართული სუბტიტრები ჩემი ნათარგმნია
              იმდენი მეცნიერული მასალა მინახავს არც კი დაგესიზმრება

              Like

              1. სამოთხეო არსად დაუწერია,შენ მეგობარო აგონიაში ხომ არ ხარ? 🙂 მაგრამ პარალელური სამყაროები,სხვა განზომილება,სწორედ რელიგიური მოტივებია და არა ათეისტური 🙂

                ნახე ეს ვიდეო და ბევრ საინტერესოს მოისმენ

                ნიკოლა ტესლა “პარალელური სამყაროები”
                Никола Тесла Параллельные миры Tesla The parallel worlds

                მეცნიერული კვლევები,ანალიზები და მტკიცებულებები

                Like

                1. პარალელური სამყარო სადაც ვითომ ადამიანი განაგღძობს არსებობას, სამოთხის ანალოგია არაა? კაი სამოთხე არ დაუწერია საიქიო ხომ იგულისხმა?
                  რელიგიური მოტივი არაფერი არაა მანდ
                  ეგ არის წმინდა მეცნიერული ჰიპოთეზები.
                  მილიონი პარალელური სამყარო რომ არსებობდეს ეგ მაინც არავის სასარგებლოდ არაა
                  იმიტომ რომ არც საიქიო ცხოვრებას ამტკიცებს და არც ღმერთს.
                  ასევე ათეიზმსაც არ ეხება.
                  მე პარალელურ სამყაროებს არ ვუარყოფ ან როგორ ვუარყოფ როცა მხოლოდ ჰიპოთეზაა, მივიჩნევ რომ სრულიად შესაძლებელია მათი არსებობა
                  თქვენ კი საიქიო ცხოვრებას უკავშირებთ, არადა ეს მხოლოდ თქვენი სურვილი და ინტერპრეტაციაა. ამის ფაქტები არ გაქვთ და ვერც გექნებათ

                  Like

                  1. ამის ფაქტები უამრავია და შენ თვითონ ხარ ჰიპოთეზა 🙂 არ ვსაუბრობდი ამაზე და თუ ასე ძალიან გაინტერესებს კიბატონო,არც ესაა პრობლემა

                    1939 წელს, ელექტრომოწყობილობათა ოსტატმა ს. კირლიანმა რომელიც არემონტებდა საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ აპარატს, ყურადღება მიაქცია ასეთ მოვლენას, მაღალსიხშირული ველის ზემოქმედების შედეგად სხვადასხვა ნივთიერებისაგან შემდგარი საგნები იწყებდნენ სხვადასხვა ფერის და ფორმის ნათებას, იგი ამ ნათებას აფიქსირებდა ფოტოფირზე და ამ მხრივ მან საკმაოდ საინტერესო კოლექცია შეაგროვა
                    “კირლიანის ეფექტი”-ს ქვეშ იგულისხმება მაღალსიხშირულ გაზურ განმუხტვის ველში მოთავსებული ობიექტის ნათების რეგისტრაცია და ვიზუალიზაცია, მოკლედ – “ბიოელექტროგრაფია”. შემდგომში ეს ექსპერიმენტები გაგრძელდა სხვადასხვა ქვეყნებში და 1078 წელს აშშ-ში და ინგლისში ჩამოყალიბდნენ მედიცინის და გამოყენებითი ბიოელექტროგრაფიის საერთაშორისო ორგანიზაციები ..(IUMAB)
                    http://www.iumab.org/

                    იცი ეს რას ნიშნავს და რა განვითარება მოყვა ამას ჭკუის კოლოფო ? :))

                    Like

        1. წადი ჯერ ფიზიკა ისწავლე და მერე ამტიცე რამე.
          პრალელური სამყაროების არსებობა რომ მაგას ნიშნავს ეგ არის სრული ბოდვა
          მძმარავს კი არა ნორმალურად ისაუბრე!!!

          Like

          1. ნეტა ერთი არ მეძაბებოდე უფხოდ :))))) მე არა,მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილად დიდი მეცნიერია Brian Greene და ასევე გია დვალიც საკმაოდ კარგი მეცნიერია,რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ექსპერიმენტში.

            Like

  15. Verzonti

    დიდი ხანია ასეთ მსჯელობებში არ ვერევი, რადგან ძირითადად დაუსრულებელი უაზრო კამათით გრძელდება. ასევე ვთვლი, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ადამიანს ასაკი, ინტელექტი და ცხოვრებისეული გამოცდილება ჭირდება. ორივე მხარეს უყვარს ერთმანეთის ბრმა ფანატიზმში დადანაშაულება, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ადექვატურად მოაზროვნე და თან საკითხში საკმაოდ ჩახედული მოსაუბრე ორივე მხარეს სანთლით საძებარია:)
    სწორედ ამიტომ ვთვლი შეცდომად პატარა ასაკში მონათვლას და რელიგიის თავს მოხვევას, განსაკუთრებით იმით გამართლებულს, რომ მონათვლით მინიჭებული „მორიგე“ ანგელოზი თავიდანვე იცავს და ა.შ.
    რადგან ამ ბლოგს საკმაოდ გაწონასწორებული ხალხი კითხულობს, თავს უფლება მივეცი რამდენიმე კითხვა დავსვა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ძალიან ახალგაზრდა მკითხველები არიან.:) თან პოსტის თემასაც ეხება
    1.თუ ღმერთი ( შემოქმედი, უმაღლესი გონი, თუ ვისთვის როგორ) არ არსებობს და შესაბამისად არ არსებობს არაფერი მასთან დაკავშირებული, ასეთმა ყოველგვარ(!) საფუძველს მოკლებულმა, უაზრო და ჰაერიდან მოტანილმა იდეამ როგორ შეძლო ამდენი ხანი არსებობა. რა მიზნითაც და მიზეზითაც არ უნდა შექმნილიყო, რატომ გამოდგა ასეთი მიმზიდევლი, ან სასარგებლო, (პოლიტიკურად, ზნეობრივად თუ სხვა კუთხით).
    2.თუ ჩავთვლით, რომ ფაქტიურად, მართალია, ევოლუციის (ჯერჯერობით) უმაღლეს საფეხურზე მყოფი, მაგრამ მაინც ცხოველთა კლასის წარმომადგენლები ვართ, რატომ არ მოქმედებს ჩენთანაც მხოლოდ ერთი ძირითადი კანონი – ბუნებრივი გადარჩევის და გადარჩენის. რად გვინდა ის ტოლერანტობები და მორალები, ასე უხვად რომაა გადავსებული ჩვენს დემოკრატიებში. ( მე მაპატიეთ, ეს მხოლოდ დაშვებაა) რაში გვჭირდება ჰომოსექსუალები, გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდულები, ისინი ვერ მონაწილეობენ გამრავლებისა და განვითარების პროცესში. უბრალოდ, ბალასტია და მეტი არაფერი.
    3. რატომ „გამოიგონა“ ბუნებამ თუ ევოლუციამ ინტელექტი, გონი? მართლა ბევრი ვიფიქრე და რეალურად მაინც ვერ ვხვდები, საბოლოო ჯამში რაში გვჭირდება აზროვნების უნარი? ჩვენზე ბევრად უაზრო ორგანიზმები არსებობენ და მშვენივრადაც მრავლდებიან. 80 წელს გონივრულად ვიცხოვრებ თუ უგუნურად, პროგრესულად თუ ჩარჩენილად, ტექნიკურად განვითარებულად თუ სანთლის შუქზე. რა დიდი განსხვავებაა? ჰო, აი გაიცნობენ ათასი საუკუნის შემდეგ უცხოპლანეტელებს და რა? ჩვენზე „კარგ პონტში“ იქნებიან რამით? 🙂
    და აქვე სიბრძნის კბილზე ბევრად უსარგებლო – ემოციები. ანტილოპას თუ მზის ჩასვლის დანახვისას ჟრუანტელი არ უვლის, ვერ არსებობს? რატომ უნდა მეცოდებოდეს ავადმყოფი, რომელიც დროს და ენერგიას მართმევს. რატომ უნდა მიყვარდეს ოჯახის წევრები ან ახლობლები – ზედმეტი პასუხისმგებლობა, მათზე ზრუნვა და საკუთარი თავის ჩაგვრა. რა საჭიროა ხელოვნება? რატომ ვტირივართ ახლობლის გარდაცვალებისას, ეს ხომ ერთერთი ყველაზე ძველი და შეუცვლელი ბუნების კანონია, გამონაკლისების გარეშე. რით ვეღარ შევეგუეთ? რა საჭიროა სიხარულ-სიყვარულები და სხვა უაზრო ემოციები.
    ეს საკითხები მეჩვენება ძალიან ალოგიკურად და ჩვენი ბუნებრივ -მექანიკური კანონზომერებებიდან აშკარად ამოვარდნილად.

    რამხელა გამოსულა :დ იყოს ბარემ, არ ღირს წაშლა 🙂

    Like

    1. 1. როგორ შეძლო და კარგი იარაღი გამოდგა ადამიანის სამართავად და მცირე კომფორტისთვის. ბავშვის აღზრდასთან დიდი ასოციაცია აქვს, თუ გინდა რომ მართო ერთის მხრივ უნდა დაპირდე კანფეტებს და მეორე მხრივ უნდა დააშინო წკეპლით. იგივეა სამოთხე და ჯოჯოხეთის კონცეფცია, ზღაპრები დიდებსაც უყვართ. მეორეს მხრივ იმიტომ გაძლო რომ უცოდინარობა და ინფორმაციული ხვრელები ამოევსო, წარმოიდგინე ადამიანმა ბუნების კანონებზე არაფერი იცოდა ხომ უნდა მოეძებნა ახსნა? ღმერთი ან ღმერთები იოლი გამოსავალი იყო, ყველაფერს ზებუნებრივ ძლიერ არსებას დააბრალებ, პრობლემა გადაწყვეტილია. დღეს ადამიანმა ბევრი გაიგო ბუნებაზე, მაგრამ პრობლემა ისაა რომ სამყარო ძალიან დიდია, არა მარტო ზომით არამედ არსითაც. ასე რომ ცოდნის შავი ხვრელები ყოველთვის არის. ადამიანის შემეცნება ყოველთვის შემოსაზღვრულია. ასე რომ ინტერპრეტაციის ადგილი მუდამ არსებობს. ადამიანს სულ უმზერს რაღაც ვაკუუმი, სიცარიელე რომელის წინაშეც ადამიანის გონება შეზღუდულია. ეს აიძულებს ადამიანს მოძებნოს გამოსავალი და მოიგონოს ახსნა, რელიგიის სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს ასევე ადამიანთა მასიური უცოდინარობა, და კომფორტისკენ სწრაფვა. ადამიანების უმეტესობას არ ესმის საბუნენებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ და ვერ უარყოფს ნებისმიერ ღმერთს, მაგრამ მინიმუმ იმას მაინც ანახებს ადამიანს რომ სამყაროში ყველაფერი მოქმედებს ფიზიკური კანონზომიერებებით და არა ვინმეს დიზაინით. კარლ სეიგანს ვეთანხმები: ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში რომელშიც სოციუმი დამოკიდებულია ტექნოლოგიაზე და მეცნიერებაზე ისე როგორც არასდროს, თუმცა ამ სოციუმში ძნელად თუ ვინმეს ესმის ტექნოლოგია და მეცნიერება. ასეა სპეციალიზაციამ და უამრავმა ვიწრო დარგმა განაპირობა ის რომ საბუნებისმეტყველო ცოდნა არც ისე ფართოა საზოგადოებაში. პლუს ადამიანები მშიშრები არიან, მათ იციან რომ ძალიან ცოტა ხანს მოუწევთ ცხოვრება, რომ შეიძლება ხვალ გზაზე გადადიოდნენ და მანქანა დაეჯახოთ, ადამიანს ეშინია ქაოსურობის და გაქრობის, ადამიანისთვის ნაცნობია სიტუაცია ყველაფერს ქონდეს პირველმიზეზი. მისთვის უფრო კომფორტულია ღმერთის იდეა, ვიდრე ამ იდეის უარყოფა ან ეჭქვეშ დაყენება. ძალიან ბევრი ადამიანისთვის უფრო კომფორტულია იდელიზირებული დამცველი, ნაკლები ფიქრი ჭეშმარიების ძიებაზე აქ ხომ ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნია, მზამზარეული, დამუშავებული, დაღეჭილი, მარტო გადაყლაპვაღა უნდა.
      დანარჩენ კითხვებზეც მინდოდა გამეცა პასუხი მაგრამ უსასრულო კომენტარი გამოვა, თუ დაგაინტერესებს გავაგრძელებ.

      Like

    2. 1. დიდხანს იმიტომ იარსება, რომ ადამიანს არ ჰქონდა ინფორმაცია ფიზიკის კანონებზე, ბუნებისა და სამყაროს მოწყობაზე, შესაბამისად, არ გააჩნდა სხვა ალტერნატივა, ვიდრე ათასობით წლების წინ მცხოვრები ადამიანების მიერ შექმნილი ვერსიებისა. მეორე მხრივ, ქრისტიანული რელიგია იძლევა მარტივ პასუხებს – ღმერთმა შექმნა, ღმერთს ვერ ჩაწვდები, შეცნობელია გზანი უფლისანი და ა.შ. რაც ადამიანს ნაკლებად უღვივებს ცნობისმოყვარეობას და კვლევის სურვილს, ამიტომ მკვეთრად ქრისტიანულ საზოგადოებაში ნაკლები შანსია, რელიგიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიმცდარე დამტკიცდეს მეცნიერული გზით. ასევე ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც განათლების დონე მაღალია, მაგალითად სკანდინავიის რეგიონში, თანდათან იმატებს ურწმუნოთა რიცხვი, ხოლო იკლებს რელიგიის გავლენა. პოლიტიკას იმიტომ მოერგო კარგად, რომ რელიგიით ადვილად იმართება ადამიანი, ღმერთი, წმინდანები და ა.შ. ქრისტიანისთვის ხელშეუხებელ რამეს წარმოადგენს და ადვილია მისი მანიპულირება

      2. ჩვენ შევქმენით ცივილიზაცია, განვავითარეთ ტექნოლოგია, მედიცინა და მეცნიერება, შესაბამისად, გადარჩენისთვის ვიბრძვით არა ფიზიკური სხეულით, არამედ გონებით. ახლა რომ ველურ ბუნებაში გავიქცეთ, ისევ იმოქმედებს ეგ კანონები. თუმცა ცვლილებები მაინც არის [ http://wp.me/p1qtYm-W9 ].
      უნარშეზღუდულებს მედიცინამ უნდა უმკურნალოს, კაცობრიობა მით უფრო ძლიერია, რაც მეტი ინდივიდია მასში. ვისაც რამე ხარვეზი აქვს, ყველა რომ დავხოცოთ, ადრე თუ გვიან ადამიანი გადაშენდება. ჰომოსექსუალი ვერ მრავლდება, თუმცა გამრავლება არაა ადამიანის ერთადერთი ფუნქცია. ჰომოსექსუალს შეუძლია, სხვა რამეში გამოადგეს კაცობრიობას. მაგალითად, ჰომოსექსუალი იყო ალან ტიურინგი, რომლის გარეშეც კომპიუტერი ალბათ არ იარსებებდა.

      3. ინტელექტი ლოგიკური აზროვნების განვითარების შემდეგ გაჩნდა, ლოგიკური აზროვნების გაჩენა კი ნელი პროცესი იყო და რადგან ადამიანისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, თაობებში გაჯდა და მის თვისებად იქცა.

      ემოცია ბევრ რამეში გვეხმარება. ტირილს ნელ-ნელა გამოაქვს ადამიანიდან მწუხარების შეგრძნება, მწუხარება კი ცხოველებშიც არსებობს. შიში ეხმარებოდა ადამიანს, მორიდებოდა ისეთ რამეს, რაც მისთვის სახიფათო იყო, სიხარულის შეგრძნება და სიამოვნება სიცოცხლის გახანგრძლივებისთვისაა საჭირო და ა.შ. საბოლოო ჯამში ემოციები სასარგებლოა ორგანიზმისთვის

      Like

      1. Verzonti

        მესამე საკითხში ძირითადად გეთანხმებით, პირველში ნაწილობრივ 🙂 აი, მეორე საკითხი კი მაინც ვერ ჯდება ლოგიკაში. ადამიანი ხომ სრულყოფისკენ მიისწრაფის და ეს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესიც ამისთვის ჭირდება. შესაბამისად, “წუნდებული” ეგზემპლარების შენახვა და მათ მოვლა-პატრონობაზე დროისა და მატერიალურ-ადამიანური რესურსების ხარჯვა სრულ შეუსაბამობაშია ძველ/ახალ ევოლუციურ განვითარებასთან. ამიტომ, ჩემი აზრით, მხოლოდ რელიგიურად შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არიან ადამიანები თანასწორი, მიუხედავად მათი შინაგან-გარეგანი დეფექტებისა.
        P.S. მაინც ზედმეტი მომივიდა “ასეთ საკითხებში აღარ ვერევის” ფონზე 😀 , მე ამით დავამთავრებ, თუმცა ქვემოთ (ზემოთ)მიმდინარე პოლემიკას თვალს ვადევნებ 🙂

        Like

        1. ჩავერევი საუბარში თუ არ მიწყენთ
          ე.წ წუნდებული ეგზემპლარების შენახვა, გამოიწვია სოლიდარობის, თანადგომის, სიბრალულის და სიყვარულის არსებობამ, ამ ცნებებს კი თავისთავად ზებუნებრივი არაფერი აქვთ ეს არის ევოლუციის მორიგი მექანიზმები. რატომ არსებობს სიკეთე? ქველმოქმედება? იმიტომ რომ, ადამიანებს მეტი თვითშეთანხმებული მოქმედება ქონდეთ, რომ უკეთ გადარჩნენ გარემოს გამოწვევების წინაშე. სრულ შეუსაბამობაში კი არა პირიქით სრულ შესაბამისობაშია. საქმე იმაშია რომ ადამიანის ევოლუცია ეხლა უფრო გონებაში მიდის ვიდრე ფიზიკურად, გონებრივმა განვითარებამ კი მოიტანა ღირებულებები და მორალი. ჩვენი ღირებულებები და მორალი კი უკვე იბრძვის არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ინტერესებიდან გამომდინარე არამედ როგორც ცივილიზაციის ერთიანი გონი. ადამიანები თანასწორნი არიან მხოლოდ იმიტომ რომ ღირებულებებმა მოიტანა ეს განსაზღვრება, ბევრი ადამიანი მიხვდა რომ საერთო კეთილდღეობა დამყარებულია თანასწორობის პრინციპზე.რამდენად სრულდება ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამისკენ ისწრაფვის ეს ღირებულებები რაც ადამიანის გონებამ შექმნა.ოღონდ ეს არ მოსულა ერთბაშად ერთ დღეში, საუკუნეები ყალიბდებოდა ეს ყველაფერი.

          Like

          1. michael 19/07/2012 at 9:22 pm
            ჩავერევი საუბარში თუ არ მიწყენთ
            ე.წ წუნდებული ეგზემპლარების შენახვა, გამოიწვია სოლიდარობის, თანადგომის, სიბრალულის და სიყვარულის არსებობამ, ამ ცნებებს კი თავისთავად ზებუნებრივი არაფერი აქვთ ეს არის ევოლუციის მორიგი მექანიზმები.

            ***

            В 1873 году Дарвин говорил: “Крайне трудно представить, что эта необъятная и чудесная вселенная, так же как и человек, возникла по воле случая; это кажется мне главным аргументом в пользу существования Бога”. (Дарвин, цит. по: Bowden 1998, 273).

            ЧАРЛЬЗ ДАРВИН (1809-1882), создатель теории эволюции

            Like

              1. “Что же касается богословской стороны вопроса – для меня это всегда болезненно. Я в замешательстве. У меня не было намерения писать с атеистической точки зрения.
                Изучая эту удивительную вселенную и в особенности природу человека, я никак не могу назвать их результатом действия грубой силы. Я скорее считаю, что всё произошло посредством действия установленных законов, и только мелкие детали – хорошие или плохие – оставлены на волю того, что можно назвать случаем”. (Darwin 1993, 224).

                Like

  16. პარალელური სამყაროები ნაწილი 1 (ენა რუსული)
    http://www.myvideo.ge/?video_id=210924

    პარალელური სამყაროები ნაწილი 2 (ენა რუსული)
    http://www.myvideo.ge/?video_id=210971

    პარალელური სამყაროები ნაწილი 3 (ენა რუსული)
    http://www.myvideo.ge/?video_id=210973

    Like

  17. კლასიკური ფიზიკის დრო ამოიწურა 😉 ის ვერ ცდება ჩარჩოებს და ამიტომაც ვტკეპნით უკვე ერთ ადგილს,ყველაფერი კი ინვალიდი მეცნიერების ბრალია,როგორებიც არიან ჰოუკინგი და მისთანები… მან დაასრულა თავისი კარიერა კრახით! დარჩა ნობელის პრემიის გარეშე.:))))

    Like

  18. თუ გინდა, რომ იყოს ღმერთის ადგილი, ყოველთვის არის!“

    გია დვალი: სამყაროს ხომ არ გავიმეორებთ?
    გია დვალი საქართველოში ორი კვირით იყო ჩამოსული. ფიზიკოსმა კოსმოლოგიაზე ორდღიანი ლექცია ჩაატარა. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიზიკოსის ლექციაზე დასწრების შანსი ხელიდან არც მე გამიშვია. რომ გითხრათ, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად გავიგე-მეთქი, მოგატყუებთ. საათნახევრიან ლექციაზე მეცნიერული ტერმინოლოგიით გაჯერებული სიტყვების კორიანტელი იდგა. თუმცა იმდენად საინტერესოდ საუბრობდა, დრო ნამდვილად გამეპარა. თემა – სამყაროს წარმოშობა არაფრისგან. უდავოდ საინტერესოა. ისევე საინტერესო, როგორც საკითხი, სწამთ თუ არა მეცნიერებს და ფიზიკოსებს ღმერთის? ბუნებრივია, ამ თემის გარეშეც არ დამიტოვებია დვალის ლექცია. ვუსმენდი ფიზიკოსს და ვფიქრობდი, რა შესაძლებლობების მიცემა შეუძლია ღმერთს ადამიანისთვის… ამას ჩვეულებრივი მოკვდავის ტვინი ვერ აღიქვამს. ალბათ, არც არის საჭირო.
    სამყარო წარმოიშვა არაფრისგან
    გია დვალი ამტკიცებს, რომ მის თეორიას, პარალელური განზომილებების შესახებ, მისტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „პარალელური მსოფლიო მეცნიერული ტერმინია, რომელიც ეყრდნობა მეცნიერთა წინასწარმეტყველებას განზომილებების არსებობის შესახებ. რასაც ჩვენ ვხედავთ, ანუ ხილული მსოფლიო, არის სამგანზომილებიანი კუნძული. მისი ზედაპირი ჩადგმულია დამატებით განზომილებაში. ასეთი ზედაპირები შეიძლება არსებობს სხვა განზომილებაშიც. მეცნიერული ტერმინით ამ ზედაპირს „ბრანას“ – „პარალელურ მსოფლიოს“ უწოდებენ. ესა თუ ის თეორია კომპლექსურია და ისე არ არის, რომ დათქმულ ვადებში მოხერხდეს ექსპერიმენტის დადასტურება. თეორია ყოველთვის რაღაცას წინასწარმეტყველებს. დამატებითი განზომილება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შეიძლება არანაირი პარალელური „ბრანები“ არ არსებობდეს. მოკლედ, მისი არსებობა აუცილებლობა არ არის, დასაშვებია. ამ თეორიის უარყოფა ექსპერიმენტულად შეუძლებელია. თუ გაგვიმართლა და ენერგია, რაც ჩვენი ექსპერიმენტული კვლევისთვის მისაწვდომია, საკმარისი აღმოჩნდა, მაშინ გამოჩნდება გარკვეული ზედაპირი.“
    – ეს გამართლებაზეა?

    – რა თქმა უნდა. ბუნებას ჩვენ ხომ ვერ შევუკვეთავთ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი? ნებისმიერ ვარიანტში დადებით პასუხს მივიღებთ, თუ უარყოფითს, ეს ბუნებაზე დაკვირვებაა. ეს ექსპერიმენტი ყველა ვარიანტში დიდ ინფორმაციას მოგვცემს.
    – რას ნიშნავს ცივილიზაციის არსებობა და როდემდე იარსებებს ის?
    – ცივილიზაციის არსებობა ნიშნავს მოაზროვნის არსებობას. სანამ იარსებებს მოაზროვნე ადამიანი, იარსებებს ცივილიზაცია. ჩვენი ძალიან შორეული მომავალი გაურკვეველია. ჩვენ გვაქვს იდეები, მაგრამ ბუნებას ხომ არ შეუკვეთავ? ის უნდა შეამოწმო. ამიტომ ვატარებთ ექსპერიმენტებს. შეიძლება ბუნებამ სულ სხვა გზა აირჩია. ამისთვის ექსპერიმენტი გჭირდება. ვახდენთ დაკვირვებას. სამყაროს ხომ არ გავიმეორებთ, არა? ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. ლაბორატორიული ექსპერიმენტი შეგვიძლია გავიმეოროთ და გავიმეოროთ. ამით სტატისტიკა უმჯობესდება.
    – ცნობიერება რა არის?
    – დღეს ისიც კი არ ვიცით, ცნობიერება რას ნიშნავს. მთელი მიმართულებებია, რომლებიც სწავლობენ, რას ნიშნავს აზროვნება, ინტელექტი? სანამ ამის განმარტებები არ გვექნება, ამასთან დაკავშირებით კორექტულად კითხვასაც კი ვერ დავსვამთ.
    – სამყაროს არაფრისგან წარმოშობა მეცნიერულად როგორ იხსნება?
    – როდესაც მეცნიერი საუბრობს, რომ სამყარო სპონტანურად წარმოიშვა არაფრისგან, თეორია უშვებს რაღაც მდგომარეობის არსებობას. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც სივრცე და დრო არ არსებობს. სამყარო ერთი საწყისი მდგომარეობიდან, კვანტურად, გადავიდა მეორე მდგომარეობაში. ჩვენი სამყარო კვანტური ფიზიკის კანონებს ემორჩილება.
    – ღმერთს ემორჩილება…
    – მეცნიერული თეორია დამოუკიდებელია რელიგიისგან. თუ გინდა, რომ იყოს ღმერთის ადგილი, ყოველთვის არის! თუ არ გინდა, არ არის! ამით არაფერი იცვლება. მეცნიერული მიდგომა იმიტომ არის ძლიერი იარაღი, რომ შეიმეცნოს სამყარო ზუსტად. ის დამოუკიდებელია ასეთი ტიპის მოსაზრებებისგან. „ცერნი“ საერთაშორისო ორგანიზაციაა და მასში უამრავი სხვადასხვა რწმენის, ფილოსოფიის და მრწამსის ადამიანი მუშაობს კვლევებზე. ჩვენი მეცნიერება აბსოლუტურად ინტერნაციონალურია. რა შედეგებსაც ჩვენ ვაღწევთ, არანაირი კავშირი არა აქვს იმასთან, ვის რა ღმერთი სწამს, რა მიდგომა აქვს პირველ საწყისთან და ასე შემდეგ. მეცნიერება არის უნივერსალური ენა, რომელზეც ყველას შეუძლია ილაპარაკოს. ყოველთვის გაჩნდება კითხვები, რომელზეც კაცობრიობას პასუხი არ აქვს. ამიტომ ინტერპრეტაციების ადგილი – რელიგიაზე თუ მისტიკაზე, ყოველთვის იქნება. როგორ უნდა ვიკამათო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არაფრისგან სამყაროს შექმნა ღმერთის არსებობის დამადასტურებელიაო. ღმერთმა გაუმარჯოს ვინც მაგას ფიქრობს! ეს არანაირად არ ცვლის ჩვენი დასკვნების მეცნიერულობას. ვიღაცაც იტყვის, აი, მე ხომ ვამბობდი არაფერ შუაში არ არის ღმერთი, ჩვენ კვანტურ მექანიკურად გამოვთვალეთო. ეგ რწმენის სფეროა, რომლის მოსპობა შეუძლებელია. ეს ერთია, ის – მეორე, შეუთავსებლები არ არიან.

    Like

  19. ანუ რა ხდებოდა ექსპერიმენტამდე

    ფიზიკა ‘რევოლუციის’ მოლოდინში
    პროექტი, რომელშიც ქართველი ფიზიკოსებიც მონაწილეობენ, დასკნით ეტაპზე გადადის. ექსპერიმენტის შედეგებმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს ფიზიკოსთა ხედვა სამყაროსადმი(!).

    ფიზიკა ‘რევოლუციის’ მოლოდინში

    უკუეთუ არა ვიხილო… არასადა მრწმენეს

    http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0—0—0prompt-10—4——-0-0l–11-ka-50—20-help—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.24&d=HASH017d6f3867dfa7f00b62aa49.4

    Like

  20. შეძლებენ თუ არა ფიზიკოსები ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის – სამყაროს დაჩქარებული გაფართოების ახსნას

    http://www.polity.ge/sciense/tech/1435-shedzleben-tua-ara-fizikosebi-bolo-dros-aghmochenili-ucnauri-fenomenis-samkaros-dachqarebuli-gafartorbis-amoxsnas.html

    Like

  21. სამყაროს ფარული განზომილებები

    გამომცემლობა “ინტელექტმა” 2003 წელს გამოსცა გივი ნიკობაძის ბროშურა სამყაროს ფარული განზომილებები. ანოტაციაში ავტორი წერს:
    ახალგაზრდა ფიზიკოსის გია დვალისა და მისი ამერიკელი კოლეგების ნაშრომი XXI საუკუნის მეცნიერულ სენსაციად იქცა. რეზონანსი იმდენად დიდია, რომ დაინტერესებულია არა მარტო სპეციალისტები, არამედ ფართო საზოგადოებაც. მაინც რამდენ განზომილებიანია ჩვენი სამყარო?

    http://analemma.ge/?p=336

    Like

  22. ამაჩქარებელი საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს თეორიული მოსაზრებები მასების წარმოშობის თაობაზე? ან, როგორ წარმოიშობა მასები ფუნდამენტში? არსებობს თუ არა ამ მანძილებზე დამატებითი განზომილებები? ჩვენს სამყაროში ხომ სამი განზომილებაა. თითქოს, მეტი არ ჩანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებითი განზომილებები არ არსებობს. მათი არსებობა თეორიულად მოტივირებულია. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი საშუალებას მოგვცემს, ან დავინახოთ, ან შემოვსაზღვროთ ამ დამატებით განზომილებების არსებობას, მათ ზომას, გეომეტრიას.

    http://liberali.ge/node/2881

    Like

  23. ირაკლი

    ვინმე ფანატიკოსმა მორწმუნემ არ გადაგითვალოს მეგობარო ნეკნები))))))) დაანებე რელიგიას თავი

    Like

  24. apollon201200

    მართალია! გუშინ ჭორი გავიგე მკვდარი ათეისტები საფლავებიდან ამოუთხრიათ და შუქნიშნებზე ჩამოუკიდიათ მთელ ქალაქში! ვიდეომასალაც არსებობს! ღამით მთელი პოლიცია და სახანძრო სამსახური ამ გვამებს ხსნიდა და საფლავებში აბრუნებდნენ! ყველა მესაფლავეს ადრიანად მოუწია სამსახურში გასვლა თქვენს გამო! ეს იყო დიდი გაფრთხილება ცოცხალ ათეისტთათვის!

    Like

    1. losSY

      😀 იქნებ მაგ ვიდეომასალის ლინკი დადო 😀 მე ვეძებე და ვერსად ვიპოვე 😐

      Like

  25. maromar

    აუჰ, 141 კომენტარი 😀
    გილოცავ, ძალიან კარგი პოსტია და ზოგადად ძალიან მომწონს შენი ბლოგი და ვკითხულობ ძალიან ხშირად 🙂

    Like

    1. მადლობა :)) კომენტარების სიმრავლე ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ გაიუსი შემომივარდა ორი პროფილით 😀

      Like

      1. maromar

        უი, ეგაა? 😀
        წაკითხვა დამეზარა და ლინკების სიმრავლით მივხვდი რომლებია 😀

        Like

      1. ვაიბი

        უბრალოდ ბავშვობიდან ქრისტიანად ვიზრდებოდი და ასე უცბად იმ ყველაფრის უარყოფა რასაც მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, ძალიან ძნელია…

        Like

        1. ძნელია უფრო გარემოს თვალსაზრისით ალბათ… თუ პიროვნულად შენთვის ვაიბი? მე მკიდია გარემო, პიროვნულად კი არ გამიძნელდა, იმიტომ რომ, როგორც კი აზროვება დავიწყე (ანუ ჩმოვყალიბდი პიროვნებად) მივხვდი რომ რელიგიები არ არის ჩემთვის…

          Like

          1. ვაიბი

            პიროვნულად ჩემთვის ალბათ, თან მაქვს რამდენიმე კითხვა, რაზეც მეუბნებიან, რომ აი ეკელსიაში წადი, და იქ გეტყვიან პასუხს, თან ვფიქრობ რომ ჯერ საკმარისი ცოდნა არ მაქვს ამ ყველაფრის მკაცრად გადასაწყვეტად…

            Like

  26. Лишь 15 % американских ученых считают, что наука и религия противоречат друг другу
    http://www.sedmitza.ru/news/2508419.html

    ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

    ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

    ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

    სოციოლოგებმა აშშ-ს 21 უნივერსიტეტის 275 მეცნიერი გამოკითხეს. მათ შორის ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის,ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და პოლიტოლოგიის სპეციალისტები. გამოკითხულების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება მუდმივ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ხოლო უმეტესობა დარწმუნებულია, რომ როგორც რწმენა, ასევე მეცნიერებაც-ეს არის „შემეცნების რეალური გზა“.

    სულ გამოიკითხა 1700 მეცნიერი, 275 მეცნიერთან მოხდა პირდაპირი შეხვედრა,ხოლო დანარჩენებთან სატელეფონო გასაუბრება.

    „საზოგადოება ქმნის აზრს, რომ სეკულარიზაციის განვითარებასთან ერთად რელიგიურობა იკლებს.მეცნიერება თითქოსდა ავიწროებს რელიგიას. ამ კვლევის შედეგით, რომელიც საკმაოდ პატივსაცემ მეცნიერებთან ჩატარდა და რომელთა უმეტესობაც თავს არისტოკრატულ, არარელიგიურ ადამიანად თვლის, ამ პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს“-განაცხადა ამ კვლევის ხელმძღვანელმა.

    ამერიკელი მეცნიერებისგან აღებული მოცულობითი ინტერვიუები ცხადყოფენ: ისინი, რომლებიც ათავსებენ რელიგიას და მეცნიერებას, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებული არიან,რომ -„მეცნიერება ღმერთისგან მოდის“ და კიდევ იმაში, რომ „რელიგია და მეცნიერება ცხოვრების აღქმის რეალურ შანსს გვაძლევს“.

    ინტერვიუ სოციოლოგთან
    http://www.readthespirit.com/explore/701-science-vs-religion-interview-elaine-howard-ecklund.html

    3)

    სოციოლოგიის დეპარტამენტი
    Department of Sociology
    Elaine Howard Ecklund, Ph.D.
    http://sociology.rice.edu/Content.aspx?id=117

    4)

    სტატია ვაშინგტონ პოსტში
    http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2010/05/28/AR2010052801856.html

    http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982

    5)

    უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
    http://www.cardus.ca/comment/article/2464/what-scientists-believe/

    6 )

    აუდიო ჩანაწერით
    Science vs. Religion: An Interview with Elaine Howard Ecklund
    http://www.cardus.ca/audio/2521/

    7 )

    Oxford University Press
    Reviews
    Science vs. Religion
    What Scientists Really Think
    Elaine Howard Ecklund
    http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982

    8 )

    Лекция в колледже Кальвин
    Lecture by Elaine Howard Ecklund at Calvin College, speaking on science, atheism, and people of faith.

    10 )

    JAMES A. BAKER III
    Institute for Public Policy
    R I C E U N I V E R S I T Y

    http://bakerinstitute.org/events/scientists-vs.-religions-what-scientists-really-think/

    2 )

    The Meaning of Being Human: A Discussion on Religion and Medicine
    Scholars discuss how new technologies could change what it means to be human. Part of the Religion and Public Life Lecture Series.

    http://bakerinstitute.org/events/the-meaning-of-being-human-a-discussion-on-religion-and-medicine/

    11)

    ინტერვიუ

    12 )

    The Religious Beliefs of Scientists – a Sociological Analysis

    Research seminar given by Prof. Elaine Howard Ecklund

    Dr Elaine Howard Ecklund

    6 March 2012

    http://www.st-edmunds.cam.ac.uk/faraday/Multimedia.php?ItemID=Item_Multimedia_462&Flash=Medium&Mode=Add&Play=Video_stream&width=720&height=460

    Like

  27. anonime

    samyaroshi absoliturad yvelafershi arsebobs 2 mxare da isini ertmanetis sapirispiroa magalitad: dge-game, siyvaruli-sizulvili, sikete-boroteba da ase shemdeg, daasaxelet sityva romlis sapirisporo sityvac ar arsebobs, roca amtkicebt gmerti ar arsebobso mashin eshmakis arsebobas qadagebt imitom, rom dge rom ar arsebobdes vityodit sul gamea.. siyvaruli rom ar arsebobdes sul sizulvilshi viqnebodit, sikete rom ar arsebobdes sul borotebas chavidendit da ase shemdeg…. roca adamiani ambobs gmerti ar arsebobso eshmakis mociqulia! damtkicebistvis vityvi ase: daushvat ar arsebobs sikete, mash saidan vici sityva borotebis mnishvneloba? saidan vicit rom sikete dadebitia da boroteba uaryofiti? radgan vicit rom orive arsebobs mashin chven unda vagiarot is ris gvjera, ris momxreebi vart da ara is rom is ar arsebobs.

    Like

    1. anonime,me,rogorc ertaderti ateisti dedamiwis istoriashi,tu vambob,rom gmerti ar arsebobs,rogorc pirovneba,es imas nishanvs rom eshmakic ar arsebobs,rogorc upirovnoba. es ise teoriulad.rac sheexeba antonimebs.gmerti tqveni mogonili sityvaa da misi sapirispiro sityva – eshmakic tqveni mogonilia.hoda daamtkicet,rom namdvilad arseboben isini.samotxe da misi sapirispiro jojoxetic tqveni mogonilia,magram dgemde arc ert cocxals ar uxilavs igsini.micvalebulebi ki arafers ar gveubnebian mati arsebobis shesaxeb:Dsikete da borotebac tqveni mogonilia,magram ver amtkicebt rom sikete kargia da boroteba cudi 😀 siketisa da borotebis klasificirebisas,piradi interesebit xelmdzgvanelobt anu is rac sasargebloa siketed migachniat da rac araa sasargeblo borotebad monatlet.magram es subieqturi shefasebaa mxolod.obieqturi realoba ki gonebashezguduli adamianistvis miuwvdomelia.

      daskvna.radganac gvatyuebs grdznobata organoebi – tvalebi,yurebi..da cnobiereba araadekvaturad agiqvams realobas,amitomac arafris ndoba da dajeba ar sheizleba.mzis amosvla gviqmnis iluzias,rom mze brunavs dedamiwis garshemo,wheqa-quxili gviqmnis iluzias,rom jer elvaa da mere gruxuni,arada yvelaferi piriqitaa sinamdvileshi.ara mxolod robotebs da kompiuterul teqnikas tu endobi,adamiani arasrulyofili arsebaa.

      Like

  28. გამოხმაურება: 2012 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  29. Freakingath

    ერთი კითხვა მაქვს ფანატიზმი და ფანატიკოსებთან და კიდე იმათთან ვინც ლინკებით და ვიდეოებით იბრძვის, აი პირდაპირ საუბრისას ლინკებს იყენებთ? ანუ როცა პოლემიკააა და რამე თემაზე გამძაფრებული დავააა ლინკებს დებთ იქვე მაგიდაზე? + რუსული საიტებიდან ეს დარვინის მოგონილი ფრაზები რატომ გადმოგაქვთ? (როგორც ალბერტ აინშტაინს უგონებენ ათას სისულელეს) პ.ს filmix.ნეტ-ზე რო ბანერებია, ზოგი პორნო ბანერი, ზოგი თითქოს შემეცნებითი და ზოგი “როგორ დავსუსტდეთ”.. აი მასეთებს ნუ უჯერებ გთხოვ. და ის WORD ფაილი წაშალე სადაც ეგ ლინკები გიყრია და შენი არგუმენტები უკეთესია.

    Like

  30. Java

    კაი პოსტია და რაც შეეხება თქვენს შეხედულებას რელიგიაზე ეგ გამოწვეულია იმ გარემოდან სადაც თქვენ იზრდებით მე ეცჰვიც არ მეპრაება რომ 10 წლის ბავშვები ხართე (მივმართავ ათეისტებს ) ჯერ არ იცით რა არის ცხოვრება და ყველაფერს ადვილად უყურებთ ცდილობთ მიბაძოთ სხვებს რითაც თავს იღუპავთ 🙂 ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია რატო არ უნდა უღალატო შენს რელიგიას და არ შესცოდო 🙂 მე პირადად საკმაოდ ვერკვევი მეცნიერებაში და რაგაც წარმოდგენა მაქ მაგრამ ვიცი სამყაროს შექმნის ისტორია მაგრამ არ ვთვლი გმერთის არარსებობას …. მე ვთვლი რო ასაკის მომატებასთან ერთად ტვინიც მოგემატებათ 🙂 😉

    Like

  31. რელიგია იდეალისტური ანუ თეორიულ-ილუზიური მოძღვრებაა ღმერთის შესახებ და თეისტების მცდელობა,თითიდან გამოწოვილი მატერიალისტური არგუმენტებით დაამტკიცონ ღვთის რწმენის ჭეშმარიტება,ძუძუმწოვარა ბავშვის მდგომარეობაში აყენებს მათ.რწმენა თავისი შინაარსით ბრმაა,სიბრმავე კი უვიცობასთან და სიბნელესთან ასოცირდება.ეს იგი რაიმეს საგნის რწმენა გონებაშეზღუდული ადამიანების ხასიათია.

    ღმერთის არსებობის საწინააღმდეგო არგუმენტებს თუ კარგად წაიკითხავთ,მიხვდებით,რომ მისი არგუმენტები უფრო ძლიერი და ლოგიკურია ვიდრე ღმერთის არსებობის დამადასტურებელი არგუმენტები,რომლებიც ძალიან უსუსურად და ალოგიკურად გამოიყურება.

    მაგ.თუ თეისტები უშვებთ,რომ ხელ-ფეხ -თავიანმა ღმერთმა(როგორც წარმოიდგენენ მორწმუნეები) შექმნა სამყარო,რატომ უშვებთ,რომ თვითონ ღმერთი შეუქმნელად არსებობდა? სადაა ლოგიკა?

    მაგრამ,თუ ბიბლიას წავიკითხავთ,როგორც ალეგორიულ წიგნს(ორბელიანის სიბრძნე სიცრუისას მსგავსად),სადაც სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობა კი არა,არამედ გადატანითი მნიშვნელობა აქვს,მაშინ გასაგები ხდება ბევრი ვითომც წინააღმდეგობრივი ინფორმაციის არსებობა.ამ პრინციპით მე ღმერთი მესმის,როგორც იღბალი,რომელსაც მათემატიკური ალბათობის და შემთხვევითობის ხასიათი აქვს.ღმერთი,ეს იგივე შეცდომაა და სამყაროში არსებული წესრიგი ,უბრალოდ,შეცდომის წყალობაა.იღბალი და შეცდომა ერთი და იგივეა.
    ეშმაკი რა გამოდის,რა და სწავლა და შრომა,ცოდნა და გამოცდილება.

    ის,რომ ღმერთი მატერიალისტური იღბალია,მოციქულთა წერილებით მტკიცდება.იღბლის წყალობით ,შემთხვევით შეიძლება მიეტევოს და სულიერი სიმშვიდე ანუ სამოთხე მიიღოს ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმაც კი. გავიხსენოთ ქართული ანდაზაც – ფარა რომ შემობრუნდება,კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო.ანუ შემთხვევით,იღბლის წყალობით,რომელსაც ღმერთს ეძახიან, შეიძლება გაგიმართლოს და უკანასკნელმა ნაძირალამ სულიერი სიმშვიდე ანუ სამოთხე მოიპოვო.ის რომ,ადამიანი მრისხანე არსებაა და მისი სიყვარულიც მრისხანების გამოვლინებაა ყველა ჭკვიანი დამეთანხმება.

    დასკვნა – ღმერთი იღბალია,რომელსაც გამოყენება უნდა.ანუ უნდა ითამაშოთ ლატარეა,რომელსაც ათეისტური,ურწმუნო,მეცნიერული ცხოვრების წესი ქვია.BOT TAK

    Like

  32. გოგი 1315

    ყოველივეს საწყისი არის უხილავი სულიერი გრძნობები და არა მეტაფიზიკური ანუ ყველაფერი წარმოიშვა უხილავისგან. რას ვწერ აგიხსნით ეს უხილავი არის სული რომელიც წარმოშობილია ორიგვარი გრძნობისგან კეთილისაგან და ბოროტისაგან ანუ შავი და თეთრი სხვადასხვა სულიერი უხილავი საწყისებიდანაა წარმოშობილი სამყარო. ამის დამამტკიცებლად შეგვიძლია ეს არგუმენტაცია მოვიშველიოთ. მაგალითად სექსი გამრავლების ერთი ჩვეულებრივ ფორმად შეიძლება აღვიქვათ რომელიც მხოლოდ ხორციელს მოიცავს მაგრამ იგი არავის მოუნდებოდა თუ მას თანდართული არ ექნებოდა გრძნობები სიყვარული და სიამოვნება. ასე ხომ ანუ აღარც გამრავლედებოდით. აი ეს გრძნობებია გამრავლების სათავე და იქიდან გამომდინარე რომ უხილავი ხორცს არ ითვალისწინებს სწორედ ამ გრძნობების სულიერი აღქმაა ღმერთიც და ეშმაკიც. ამ სამყაროში ორგვარი გრძნობებია გამეფებული. სიყვარული და სიძულვილი. სიამოვნება და ტანჯვა. სიკეთე და ბოროტება. ეს უხილავი სულიდან წარმოქმილი არა ფიზიკური გრძნობებია რომელიც სათავეს იმ უხილავი სამყაროდა იღებს რომელსაც ორგავარი სამყაროს თეორია ეფუძნება. ადამიანი ყველაფერს გამოცდის ამ სამყაროში და შემდეგ ალბათ ამის რაიმეთი დამტკიცება შეუძლებელია იმ სამყაროში გადაინაცვლებს სადაც უფრო დაიმსახურებს ანუ ისიც უხილვ სულად გარდაიქმნება და შემდეგ გაგრძელება უკვე თეორიულადაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. შესაძლებელი სულიერი შერწყმა ღმერთის ანუ კარგის მომასწავებლ გრძნობებთან და მისი სრულყოფილი გათავისებ და საე შემდეგ…

    Like

  33. anabela

    არ ვცდილობ რომელიმე მხარეს დავდგე, ვეცნობი და ვკითხულობ როგორც მეცნიერულ პოსტებს ასევე რელიგიურსაც, ვფიქრობ ვსწავლობ და რა? საბოლოოდ მაინც ერთია პასუხი,ჩვენ შეგვიძლია ვუარყოთ ერთიც და მეორეც და ასევე ვირწმუნოთ ერთიც და მეორეც, ამით რა იცვლება? ჩვენი ცხოვრება და საერთოდ ვინც დაიბადება კიდევ ყველას იგივე მცდელობები და იგივე პასუხები ექნება, ყოველთვის როცა რაღაც ახალს ვკითხულობ საბოლოოდ ვამბობ საკმარისია პასუხები მაინც საბოლოო არ არის, მაგრამ მეორე დღეს ისევ ვკითხულობ და ვცდილობ არა სხვებისთვის არამედ საკუთარი თავისთვის ჩამოვაყალიბო საბოლოოდ, რისი მჯერა რისი არა, მაგრამ მაინც იგივე კითხები იგივე პასუხები, ისევ კამათი, უცებ თითქოს რაღაცას პასუხი გაეცება მაგრამ არც ეს პასუხებია არც საბოლოო არც სრულიად ჭეშმარიტი, შენს პოსტებშიც იგივეს ვხედავ, ჩემსავით გაჭედილი ხარ ცდილობ თითქოს გარკვევას მაგრამ პასუხები არ არის

    Like

    1. სხვაობა ის არის ამ ორს შორის, რომ მეცნიერების კვლევის მეთოდი ემპირიზმია, ანუ რასაც მეცნიერება ამბობს, გადამოწმებადია. რაც შეეხება რელიგიებს, მათი ძირითადი პოსტულატები (ღმერთი არსებობს, ღმერთი სამყაროსა და სიცოცხლის შემოქმედია, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება, არსებობენ სულები, ანგელოზები, დემონები, სიკვდილის მერე რეინკარნაციაში მიდიხარ, რასაც აკეთებენ, კარმულად დაგიბრუნდება და ა.შ.) არის რწმენა და შესაბამისად გადაუმოწმებელი.

      თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პოტენციურად ხელმისაწვდომი ინფორმაციის მხოლოდ უმცირესი ნაწილი გაგვაჩნია, უამრავი საკითხი, მათ შორის ყველაზე ფუნდამენტურები, ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ამიტომ მათთან მიმართებაში სუსტი აგნოსტიციზმის პოზიციის დაჭერა მგონია მართებული. რა თქმა უნდა, პირად აზრთან თანხმობაში. მაგალითად ღმერთის არსებობაზე ადამიანს შეიძლება ეჭიროს აგნოსტიკური თეიზმის ან აგნოსტიკური ათეიზმის პოზიცია, ასევე სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე, უცხოპლანეტელებზე და ა.შ.

      Like

      1. anabela

        ირწმუნებდა ადამიანი მეცნიერებასაც რომ ქონდეს სრული ეჭვგარესე პასუხები მაგრამ სამწუხაროდ გადავხედოთ ჩვენი არსებობის წლებსა და საუკუნეებს, ყველგან ერთიდაიგივეა, უფალის შეცნობის საკითხი ერთის მხრივ და მეორეს მხვრივ მეცნიერების ბრძოლა და გამოკვლევები რაღაც ახსნა მაინც რომ არსებობდეს, რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს იმისა რომ გაჩენის პირველი დღიდან ჩვენში დევს რომ რწმენა გვქონდეს ისევე როგორც სხვა გრძნობები, ეს ადამიანებს, ჩვენ ხომ არ შეგვიქმნია მემკვიდრეობის მსგავსადაა ჩვენში ჩადებული, კოდირებულად თითქოს რაღაც ნაწილით ვგრძნობთ რომ მართლაც არსებობს რაღაც რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს და რაზეც პასუხების არ ქონის გამო ვწუხვართ, უსამართლობაა ალბად რაღაც დოზით რომ ეს კითხვები ასე ძალიან გვტანჯავს

        Like

        1. რწმენა აღზრდისას იდება ადამიანში და შესაბამისად მისკენ ხდება მიდრეკილი, ანუ ოჯახის გავლენაა. რაც უფრო რელიგიურია საზოგადოება, მით მეტად არიან ბავშვები რელიგიისკენ მიდრეკილი და პირიქით. თორემ დამოუკიდებლად საიდან მოაფიქრდება ადამიანს, რომ კვირაში ორი დღე ხორცი არ უნდა ჭამოს და დღეში სამჯერ ილოცოს? თუმცა ამის შემდეგ არჩევანს რომ ისევ რწმენის სასარგებლოდ აკეთებენ ხოლმე, ამას თავისი მიზეზები აქვს. რწმენას კომფორტი და სიმშვიდე მოაქვს, ამიტომაც ბევრი ვერ ელევა მას.

          გარდა ამისა, რწმენა ყოველთვის ისეთ პირობებში მძლავრობდა და მძლავრობს, სადაც ინფორმაციის ნაკლებობა და სიღარიბეა. მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც უმაღლესი განათლება უფასოა და განათლების სისტემაც დახვეწილი, ხოლო ხელფასები ძალიან მაღალი, რელიგიური ადამიანების რიცხვი 10-15%-მდეა, თეისტებისა კი – 20-25%. სამაგიეროდ ყველაზე რელიგიური ქვეყნებია ბანგლადეში, ნიგერია, კონგო და ა.შ. ანუ აფრიკისა და აზიის ჩამორჩენილი ქვეყნები. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია ისაა, რომ მეცნიერების განვითარებასთან ერთად რელიგიურობის მაჩვენებელიც იკლებს.

          Like

          1. anabela

            არცმატერიალური მდგომარება მაქვს ცუდი პირიქით საკმაოდ მყარი მაქვს უკვე კარგა ხანია სრულიად დამოუკიდებელი ვარ, ჩემი ოჯახი არაა სასიამოვნო მაგრამ რელიგიურები არ არიან პირიქით მე თავად ვცდილობ გავაცნო მათ ყველაფერი, ინფორმაცია კიდე საკმაოდ დიდი მაქვს მეცნიერები მხვრივაც და სარწმუნოების მხვრივაც, რწმენა კი საკმაოდ დიდი მაქვს იმდენად მწამს რამდენადაც შემიძლია ზოგჯერ მგონი უფრო მეტადაც კი, ყველაზე მეტად უფალის რწმენა მაქვს და სარწმუნოების

            Like

          2. anabela

            ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ ეკლესუარად ვცხოვრობ სრულიად მაგრამ რწმენა მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში არააა, წარმოდგენაც კია რ მქონდა საერთოდ ქრისტიანობის შესახებ 12 წლია ასაკში დავიწყე კითხვა და სწავლა, სემდეგ ჩემს მშობლებს ვთხოვე მოვენათლე და იმდენი გავაკეთე რო ცოტა წინააგმდეგობის და აპატარა ასაკის მიუხედავად მოვინათლე, იზულებული იყვნენ ჩემი თხოვნა გაეთვალისწინებინათ რადგან მთელი დღეების განმავლობაში ვითხოვდი ამას, ვიცი რთულია იგრძნო ის რაც არ გამოგიცდია მაგრამ ვერანაირი მეცნიერება ვერ ახსნის იმას რასაც მორწმუნეები გრძნობენ

            Like

          3. anabela

            მეცნიერების განვითარებასთან ერთად რელიგიურობის მაჩვენებელი კიარ იკლებს ადამიანებს სამწუხაროდ უფრო უადვილდებათ მეცნიერული თვალთახედვით ცხოვრება, უფრო მარტივია თქვა ერთხელ ვცოცხლობ და ისე ვიცცხოვრებ შეუზღუდავად როგორც მინდა ვიდრე გწამდეს,რეალობას უსწორებდე თვალს, სამწუხაროდ მოვალეობაა ბევრისთვის რწმენა. რაც შეეხება სიმშვიდეს, ასე არ ვთვლი მე ნამდვილად არ მწამს იმისთვის რო სიმშვიდე ვიგრძნო მწამს იმიტომ რომ ესაა რეალობა, თორემ თქვენსავით ფიქრია ჩემთვის უფრო კომფორტული

            Like

            1. მეორე მხრიდანაც შეხედე: მორწმუნე თუ დაიჩაგრა და სამართალი ვერ იპოვა, შეუძლია თავი დაიმშვიდოს, რომ ღმერთი გადაუხდის მოძალადეს სამაგიეროს ან სიკვდილის მერე მიეზღვება. ახლობელი თუ გარდაეცვლება, იმედი ექნება, რომ ოდესმე ისევ იხილავს და მასთან ერთად იქნება. თუ სოციალური პრობლემები აქვს და მარტოსულია, იფიქრებს, რომ ღმერთი მასთანაა და მარტო არაა და ა.შ. ანუ ფსიქოლოგიურ კომფორტზე მქონდა საუბარი. ამ ყველაფერზე უარის თქმა კი ადვილი ნამდვილად არაა. მაგალითად მე ორივე მშობელი გარდაცვლილი მყავს და სულაც არ ვგრძნობ კომფორტულად თავს იმის ფიქრით, რომ სავარაუდოდ ვერასდროს ვნახავ მათ

              Like

              1. anabela

                მწუხვარ, შენ ამბობ რო იმედია ეს ყველაფერი, იცი რწმენა პირველად როდის გამიჩნდა? იმ დროს და ისეთ სიტუაციაში როცა ადამიანებს პირიქით უქრებათ რწმანა. მე ორივე მსობელი ცოცხალი მყავს მაგრამ მათგან შორს ვცხოვრობდი, ამ წლების განმავლობასი ისეთი რაგაცეები მაქვს გამოცდილი რომ ყველას ვადანაშაულებდი საერთოდ არც რწმენა და არც ადამიანებთან ურთიერთობა არ მინდოდა, უბრალოდ ერთ დღეს ყველაფრის გაანალიზება დავიწყე და ეხლა ვამაყობ ჩემი რწმენითაც და იმითაც რომ მიუხედავად ბევრი სიძნელისა ადამიანების გაგებაც ვისწავლე, მათი ცუდის გადახარშვასაც ვცდილობ, რაც სხვას ეხება განსჯა ადვილია ამიტობ ვცდილობ ხოლმე მეც ვიგრძნო და წარმოვიდგინო იქნებ მეც იგივეს გავაკეთებდი მის ადგილას, რწმენა და უფალი ჩემთვის ჩასაბღაუჭებელი იმედი არაა, რომც ვიცოდე და მჯეროდეს რომ ერთ დღეს მოვკვდები და ამიოთ ყველაფერი დამთავრდება, ჩემგან არაფერი დარჩება მაინც მექნება ეს რწმანა, ვიცი რო ბევრი ადამიანი ოირიქითაა სწამთ იმისთვის რო ბევრი რამ გაამართლონ და იმედი ჰქონდეთ, მემწამს იმიტომ რო სხვანაირად არ შემიძლია უბრალოდ, ესაა პასუხი

                Like

                1. იმედს იმიტომ ვეძახი, რომ რწმენას ვერ გადაამოწმებ, რელიგიები ქადაგებენ, რომ უბრალოდ უნდა დაიჯერო (იესოც ამბობს, ვინც არ მიხილა და ისე მიწამებს, ნეტარიაო). არ გაგვაჩნია რაიმე მეთოდი, რომლითაც ზუსტად გავიგებთ, არსებობს თუ არა ღმერთი, სამოთხე და ჯოჯოხეთი და ა.შ. სხვაგვარად ისინი არა რწმენა, არამედ ფაქტები იქნებოდა, როგორც ვთქვათ მარსის ან ბეტელგეიზეს არსებობა. საერთოდ რწმენა კომპლექსური რამაა და შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ზოგს იმიტომ სწამს, რომ რაღაც არ იცის და ღმერთით ავსებს იმ ნაპრალებს, ზოგს სიკვდილის მერე კაი ცხოვრება უნდა, ზოგი უბრალოდ არც უფიქრდება მაგ საკითხს, რადგან მორწმუნე საზოგადოებაში ცხოვრობს, ზოგს ჰგონია, რომ რწმენის გარეშე ადამიანი ცხოვრების აზრს მოკლებული და ამორალური ხდება და ა.შ. მე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ რეალობად მხოლოდ ის მივიღო, რაც ემპირიულად დასტურდება, ამ მეთოდს კი მეცნიერება იყენებს

                  Like

                  1. anabela

                    სარწმუნოებას შეეშვი ვიღაცას შეიძლება სარჭმუნოება არ ჰქონდეს მაგრამ უფალის სწამდეს, მართალი ხარ რასაც ვერ ხედავ რთულია ირწმუნო, შენთვის რთულია ირწმუნო უფალი ჩემთვის რთულია არ ვირწმუნო, ასეა ერთიც ვნახავთ არგუმენტებსა და საპირისპიროდ კონტრარგუმენტებს და ამით არაფერი შეიცვლება, არც ერთს არ შეგვიძლია 100 % ვადასტუროთ ან ვუარყოთ, ასეც იქნება ბოლომდე, მე უკვე ვთქვი რატომაც მწამს თუმცა შენიც საკმაოდ კარგად მესმის, ჩემთვის რთულია ყველაფერი მეცნიერებას მივაწერო, ბუნება ბევრ რამეს ქმნის მაგრამ ბუნებაც ენერგიაც ატომებიც სრულიად ყველაფერი შექმნილია საბოლოო წერტილამდე ვერ მივალთ

                    Like

                    1. რწმენაში მაინცდამაინც რელიგიას არ ვგულისხმობ. თუ ადამიანს ღმერთის სწამს და რელიგიების არა, ესეც რწმენაა. დეიზმიც რწმენაა და პანთეიზმიც. მარტო დანახვაზე არაა, მაშინ ჰაერიც უნდა უარვყო :დ თუ რაღაც არსებობს, უნდა იყოს შესაძლებელი მისი აღქმა ჩვენი გრძნობის ორგანოებით ან რაიმე სახის ხელსაწყო-ინსტრუმენტებმა “გადმოთარგმნონ” ჩვენთვის გასაგებად, როგორც ვთქვათ ტელესკოპით ვხედავთ შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავ ციურ სხეულებს ან მაგნიტომეტრით – მაგნიტური ველის მიმართულებას. სხვაგვარად იგივე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს რეალობაზე ზევსს, ოდინს და მრავალ ათას სხვა ღმერთს, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციებმა მოიგონეს. ან თუნდაც რომელიმე ზებუნებრივ არსებას, რომელსაც ექსპრომტად მოვიგონებ. რეალობამ ბევრჯერ გაუცრუა იმედი ადამიანებს და მათი შეხედულების საპირისპირო აღმოჩნდა, ამიტომ პირადად ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ხალხის უმრავლესობა რას თვლის სწორად და ავტორიტეტები რას ემხრობიან, უმთავრესად მაინც ფაქტებს მივიჩნევ

                      Liked by 1 person

  34. anabela

    როცა მეცნიერებს ეხება საქმე არ შემიძლია აინშტაინი არ გავიხსენო, უფრო მეტის ეს ადამიანი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ბევრიც ვისწავლე მმისგან ასე რო ვთქვათ, განსაკუთრებით მისი ეს სიტყვებია ძალიან დამაფიქრებელიც და სარწმუნოც განსაკუთრებით კი ბოლო
    ————————————————————————————————————-
    ჩემი რელიგია გამომდინარეობს მოკრძალებული აღფრთოვანებისაგან იმ უსაზღვრო გონის მისამართით, რომელიც ვლინდება ამ სამყაროს სურათის უმცირს დეტალებში, რომლებიც ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეგვიძლია გამოვიკლიოთ და აღვიქვათ ჩვენი გონებით”
    ————————————————————————————————————–
    მიუხედავათ კოსმოსის მთელი ამ ჰარმონიისა , რომელიც მე, ამ ჩემი შეზღუდული გონებით შემიძლია აღვიქვა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ ყველაზე მეტად მე ის მაღელვებს, რომ თავიანთი სიტყვების გასამყარებლად, ისინი ახდენენ ჩემს ციტირებას!
    —————————————————————————————————————-
    “მე მსურს გავიგო, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ჩემთვის არ არის საინტერესო ესა თუ ის გამოვლინება ამა თუ იმ ელემენტთა სპექტრში. მე მინდა ვიცოდე მისი ფიქრები , დანარჩენი- დეტალებია”

    „ჩვენ ვგავართ ბავშვს, რომელიც უზარმაზარ ბიბლიოთეკაში მოხვდება, სადაც უამრავი წიგნია სხვადასხვა ენაზე. ბავშვმა იცის, რომ ვიღაცამ დაწრა ეს წიგნები, მაგრამ არ იცის თუ როგორ დაიწერა ისინი. მას არ ესმის ენები, რომლებზეც ეს წიგნები არიან დაწერილნი. ბავშვს ეჭვი აქვს, რომ ამ წიგნების განლაგებაში არის რაღაც მისტიური წესრიგი, მაგრამ თუ რა არის ეს წესრიგი ამას ვერ ხვდება… მე მეჩვენება, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანიც კი ასე გამოიყურება ღმერთის წინაშე…“

    Like

  35. giorga

    შენ იმას ამტკიცებ რომ ჩაძაღლდები არც სამოთხე იქნება და არც ჯოჯოხეთ იდამთავრებს სიცოცხლეს
    შენი სირი ტვინთ დასკვენ იაბა საიდან გაჩნდა ყველაფერი ხოლო ღმერთის გაჩენა ეს იდუმალებით არის მოცული ეგ რომ იცოდე ადამიანი არ იქნებოდი შე გამოსირებულო

    Like

  36. giorga

    მე მსურს გავიგო, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ჩემთვის არ არის საინტერესო ესა თუ ის გამოვლინება ამა თუ იმ ელემენტთა სპექტრში. მე მინდა ვიცოდე მისი ფიქრები , დანარჩენი- დეტალებია”

    „ჩვენ ვგავართ ბავშვს, რომელიც უზარმაზარ ბიბლიოთეკაში მოხვდება, სადაც უამრავი წიგნია სხვადასხვა ენაზე. ბავშვმა იცის, რომ ვიღაცამ დაწრა ეს წიგნები, მაგრამ არ იცის თუ როგორ დაიწერა ისინი. მას არ ესმის ენები, რომლებზეც ეს წიგნები არიან დაწერილნი. ბავშვს ეჭვი აქვს, რომ ამ წიგნების განლაგებაში არის რაღაც მისტიური წესრიგი, მაგრამ თუ რა არის ეს წესრიგი ამას ვერ ხვდება… მე მეჩვენება, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანიც კი ასე გამოიყურება ღმერთის წინაშე…“

    (цит. по: Ronald Clark, Einstein: The Life and Times, London, Hodder and Stoughton Ltd., 1973, 33).

    (Цит. по: Denis Brian, Einstein: A Life, New York, John Wiley and Sons, 1996, 186).

    „ბოლოს და ბოლოს ნუთუ ორივე რელიგიის წარმომადგენელი ფანატიკოსები არ აჭარბებდნენ განსხვავებებს იუდაიზმა და ქრისტიანობას შორის? ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ღვთის ნებით და ვანვითარებთ პრაქტიკულად იდენტურ სულიერ შესაძლებლობებს. იუდეველი თუ წარმართი, მონა თუ თავისყუფალი- ჩვენ ყველა ვეკუთვნით ღმერთს!“

    (цит. по: H.G. Garbedian, Albert Einstein: Maker of Universes, New York, Funk and Wagnalls Co., 1939, 267).

    „ყველა, ვინც სერიოზულად არის მეცნიერებით დაკავებული, მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბუნების კანონებში ვლინდება სული, რომელიც განუზომლად მაღლაა კაცობრიობაზე,- სული, რომლის წინაშეც ჩვენ, ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა ვგრძნობდეთ ჩვენს უძლურებას. ამ გაგებით მეცნიერულ ძიებებს მივყავართ განსაკუთრებული სახის რელიგიურ გრძნობებთან, რომელიც მართლაც განსხვავდება შედარებით უფრო გულუბრყვილო რელიგიური გრძნობებისაგან.“

    (Высказывание, сделанное Эйнштейном в 1936 г. Цит. по: Dukas and Hoffmann, Albert Einstein: The Human Side, Princeton University Press, 1979, 33).

    “რაც უფრო ღრმად აღწევს ადამიანი ბუნების საიდუმლოებებში, მით უფრო ძლიერ სწამს მას ღმერთისა…”

    (Цит. по: Brian 1996, 119).

    ჩემი რელიგია გამომდინარეობს მოკრძალებული აღფრთოვანებისაგან იმ უსაზღვრო გონის მისამართით, რომელიც ვლინდება ამ სამყაროს სურათის უმცირს დეტალებში, რომლებიც ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეგვიძლია გამოვიკლიოთ და აღვიქვათ ჩვენი გონებით”

    (Высказывание, сделанное Эйнштейном в 1936 г. Цит. по: Dukas and Hoffmann 1979, 66).

    “რაც უფრო მეტად ვიკვლევ სამყაროს, მით უფრო მყარია ჩემი რწმენა ღვთისა”

    (Цит. по: Holt 1997).

    მაქს იამერი, ფიზიკის საპატიო პროფესორი, ავტორი ბიოგრაფიული წიგნისა “აინშტაინი და რელიგია” ამბობს, რომ აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი:

    ” მეცნიერება რელიგიის გარეშე ფუჭია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმაა” , არის კვინტესენცია დიდი მეცნიერის რელიგიური ფილოსოფიისა…

    (Jammer 2002; Einstein 1967, 30).

    „იუდეოქრისტიანულ რელიგიურ ტრადიციაში, ჩვენ ვპოულობთ უმაღლეს პრინციპებს, რომლითაც უნდა იმართებოდეს ყველა მიზანი და მსჯელობა. ჩვენი სუსტი ძალებით შეუძლებელია, რომ ამ უმაღლეს მიზანს შევწვდეთ, მაგრამ იგი ფორმირებას უკეთებს ყველა ჩვენს მიზანსწრაფვასა და მსჯელობას”

    (Albert Einstein, Out of My Later Years, New Jersey, Littlefield, Adams and Co., 1967, 27).

    „მიუხედავათ კოსმოსის მთელი ამ ჰარმონიისა , რომელიც მე, ამ ჩემი შეზღუდული გონებით შემიძლია აღვიქვა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ ყველაზე მეტად მე ის მაღელვებს, რომ თავიანთი სიტყვების გასამყარებლად, ისინი ახდენენ ჩემს ციტირებას!“

    (Цит. по: Clark 1973, 400; Jammer 2002, 97).

    ფანატიკოს ათეისტებზე იგი წერდა:

    „არსებობენ ფანატიკოსი ათეისტებიც, რომელთა შეუმწყნარებლობაც, მსგავსია რელიგიური ფანატიკოსების შეუმწყნარებლობისა, ორივე მათგანს ერთი წყარო აქვს. ისინი ჰგვანან მონებს, რომლებიც კვლავაც გრძნობენ ჯაჭვების ძალას, რომლებიც გადააგდეს დიდი ბრძოლის შედეგად. ისინი ბუნტირებენ “ხალხის ოპიუმის” წინააღმდეგ. მათთვის უცხოა მუსიკის სფერო. ბუნების სასწაული არ კნინდება იმით, თუ მას გავზომავთ ადამიანური მორალით , ადამიანური მიზნებისათვის.”

    (Цит. по: Max Jammer, Einstein and Religion: Physics and Theology, Princeton University Press, 2002, 97).

    „ჭეშმარიი რელიგია- ეს არის ნამდვილი სიცოცხლე, სიცოცხლე მთელი სულით, მთელი სიკეთითა და სამართლიანობით.“

    (Цит. по: Garbedian 1939, 267).

    „ყველაზე დიდებული მეცნიერული მიღწევების უკან, დგას მტკიცე რწმენა სამყაროს ლოგიკურად მოწყობისა და შემეცნებისა, რწმენა, რომელიც მსგავსია რელიგიური რწმენისა… ეს არის ღრმა ემოციური თავდაჯერებულობა იმისა, რომ არსებობს უმაღლესი გონიერი ძალა, რომელიც ვლინდება სამყაროში . ეს არის სწორედ ჩემი იდეა ღმერთის შესახებ.“

    (Einstein 1973, 255).

    აინშტაინის აზრი იესო ქრისტეს შესახებ იქნა გამოქვეყნებული ჟურნალში: The Saturday Evening Post, 26 ოქტომბერი1929 г.

    – რა გავლენა იქონია თქვენზე ქრისტიანობამ?

    – ბავშვობაში მე ვსწავლობდი ბიბლიასა და თალმუდს.მე იუდეველი ვარ, მაგრამ ჩემში საოცარ აღტაცებას იწვევს ნაზარეველის ნათელი პიროვნება.

    – წაგიკითხავთ თუ არა წიგნი იესოს შესხებ, რომელიც დაწერა ემილ ლუდოვიკმა?

    – იესოს პორტრეტი, რომელიც მან დაწერა, ძალიან ზედაპირულია. იესო იმდენად მასშტაბურია, რომ არ ექვემდებარება პერიფრაზებს, თუნდაც ძალიან ხელოვნურად გაკეთებულს. ქრისტიანობის უარყოფა არ შეიძლება მხოლოდ წითელი მჭერმეტყველის საფუძველზე.

    – გჯერავთ თუ არა თქვენ ისტორიული იესოს არსებობის?

    – რათქმაუნდა! შეუძლებელია სახარების კითხვისას რომ არ იგრძნოთ იესოს რეალური მყოფობა. მისი პირონება სუნთქავს ყველა მის სიტყვაში. არცერთი მითი არ ფლობს ასეთ ძლიერ სასიცოცხლო ძალას.

    და ამის შემდეგ ამტკიცებ რომ შენ აინშტაინზე ჭკვიანი ხარ ?

    Like

    1. anabela

      mapatie ver gavige ras nishnaavs ainshtainze chkiani var, piriqit me vtqvi rom am adamianis sityvebi sarwmuno da misagebia metqi, is ki am sityvebit rwmenas gamoxatavs ara mxolod ufalis aramed sarwmunoebisac ki rasac shen ase dzalian ewinaagmdegebi, tqven aq uamravi mecnieris eteisturi temebi mogyavt magram aramgonia ainshtainze ganatlebuli yofiliyo romelime, am adammians ki miuxedavad misi aseti didi codnisa rwmena hqonda ufalis, ufro metis man tqva ert erte dialogshi rom ,,nebismieri mecnieris agmochenasa da azrovnebas mirchevnia dostoevskis vusmino radgan is ufro misagebi da sarwmunoa chemtviso,,dostoevskis damokidebuleba kide remenis mimart rogoric iyo gecodineba albad

      Like

  37. anabela

    დოსტოევსკი სულ ამბობდა,, მაჩვენეთ სხვა ჭეშმარიტება უფალისა და ქრისტეს გარეშე, თუმცა რომც მაჩვენოთ მე ისევ ჩემს რწმენასთან დავრჩებიო,, ვეთანხმები და უფრო მეტიც ზუსტად იგივე ვგრძნობ, წარმომიდგენია რომ არა ეს გრძნობა რა იქნებოდა ყველაფერი, შეიგნეთ რომ რწმენა და უფალის შეგრძნება არც ადამიანს და არც მეცნიერულ თეორიებს არ სეუქმნია ეს ჩვენშია და ეს სრულიად კმარა, ვიცი კითხვები ყველგანაა და ესეც იქნება სულ მაგრამ სისულელეა დაიჯერო თითქოს ყველაფერი მეცნიერული თვალთახედვით ხდება, მიზეზი ყველაფერს აქვს, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ რაც ამ ქვენად შემეცნება და აწავლა არის იმასაც კი ვერ ვცნობთ და არ გვაქვს და რა გასაკვირია თუ სრულყოფილად ვერ ვწვდებით უფალის შემეცნებას მთავარია მწამს რო არსებობს

    Liked by 1 person

  38. ადამიანის აგებულება ძალიან რთულია,იმდენად, რომ მედიცინაში ჯერ კიდევ უამრავი რამაა გაურკვეველი. ყველა ცხოველი,მცენარე,ამფიბია,ქვეწარმავალი ფრინველი და მათ შორის ადამიანი ძალიან ჭკვიანურადაა შექმნილი. მეტნაკლებად დასაჯერებელი იქნებოდა ნათქვამი ,რომ თავისით (ღმერთის ჩარევის გარეშე) შეიქმნა მტვერი,ან რაიმე უმარტივესი ნაწილაკი, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სამყაროზე. სამყარო ხომ ყველაფერია, მილიარდობით გალაქტიკა,რომელშიც კიდევ მილიარდობით ვარსკვლავი შედის და ერთმანეთისგან მილიარდობით კილომეტრით არიან დაშორებული. როგორ შეიძლება, რომ არაფრისგან შეიქმნას ყველაფერი?ეს ხომ წარმოუდგენელია. სამყაროში ყველაფერი მოწესრიგებულად მოძრაობს. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, არ შეიძლება , რომ ამ ყველაფერს რამე არ ედგას სათავეში. ვერ შეიქმნებოდა ეს სამყარო ღმერთის გარეშე. რომ შექმნილიყო მაშინ არ იქნებოდა ასეთი რთული. 21-ე საუკუნეში ადამიანებმა განვითარების უმაღლეს დონეს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისევ დგას ის პრობლემა, რაც ათასობით წლის წინ იყო. ეს არის საკუთარი თავის შეცნობა. ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი ვერ შეიმეცნო, ანუ ვერ შეისწავლა და ღმერთის აზრს როგორ ჩავწვდებით? ყველაფერი რაც გარშემო არსებობს ღმერთის შემოქმედებაა და რაც უფრო მეტს ვსწავლობთ მათ შესახებ მით უფრო მეტ სირთულეს ვაწყდებით. რაც უფრო მეტს ვფიქრობ,მით უფრო ვუახლოვდები იმ აზრს, რომ არ შეიძლება ყველაფერი შექმნილიყო არაფრისგან, ანუ სამყარო თავისი შემოქმედის გარეშე არ იქნებოდა.

    Like

  39. zaza

    როდესაც ამბობენ, ღმერთი ყოვლისშემძლეცაა და კაცთმოყვარეც, მაგრამ, ადამიანთა ტანჯვას უშვებსო, ჩემი აზრით მართალია, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთისგან თავისუფლები ვართ, ღმერთმა თვითონ მოგვცა თავისუფლება, არჩევანის საშუალება, მხოლოდ გაგვაგებინა ის რომ, არსებობს მხოლოდ ორი გზა, პირველი თვით ღმერთი, მეორე სატანა, მესამე არ არსებობს, რადგან, თუ მაინც შეეცდები მესამის ძებნას, ანუ, არც ღმერთი და არც სატანა, დაიღუპები, მე კიარ დაგღუპავ დაიღუპებიო, რადგან შენ არ შეგწევს იმის ძალა რათა დაიცვა თავი, სატანასაგან ის თვითონ მოგძებნის რადგან დაინახავს რომ შენ მარტო ხარ და სუსტი ხარ, უსუსური ხარ, ვერ დაიცავ თავს და მიგისაკუთრებს.
    ალბათ ვიღაც იფიქრებს, თუკი ეს ყველაფერი ესეა, მაშინ რა აზრი აქვს ესეთ თავისუფლებას? ღმერთმა ხომ ყველაფერი იცის, ხომ იცის ისიც რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ღმერთისკენ გაიწევს ადამიანი როგორც კი იგრძნობს საშიშროებას, დაუცველად იგრძნობ თავს?
    აზრი ის არის რომ თვითგამორკვევაა, ჩემი აზრით თუ შენ გჯერავს რომ თავისუფალი ხარ და შენ თვითონ გადაწყვიტე ის რაც და როგორც გადაწყვიტე და მერე ძალიან დიდი გზას გაივლი შენი არჩევნიდან გამომდინარე, მაშინ კარგად გამოიწვრთობი მაშინ ყველაფერს უკეთესად შეაფასებ, გაიგებ და ამით უფრო ძლიერი გახდები შენს რწმენაში, და მაშინ უკეთესად შეიგრძნობ თავისუფლებას…
    ჩემი აზრით, მთავარი ის კი არ არის რომ ეკლესიაში ყოველდღე იარო, ან დღეში ათჯერ იარო, მონათლული იქნები თუ მოუნათლავი, (თუმცა ეს ყველაფერი კარგია როგორც ქრისტიანისთვის) მთავარია იყო კარგი ადამიანი, სწორად ცხოვრობდე, გიყვარდეს და უყვარდე, ეხმარებოდე და გეხმარებოდნენ, ოღონდ ეს ყველაფერი წრფელი, სუფთა გულით და არა მოჩვენებით, ჩათვალე რომ მაშინ, მე ვთვლი რომ ღმერთთან ხარ. რადგან თუ ესე ცხოვრობ ადამიანი და ესეთი ხარ, ღმერთი ხომ სიყვარულია და ფაქტიურად შენ სიყვარულს, სიკეთეს ემსახურები ესეიგი ღმერთს ხომ?…
    და თუ ამბობენ, ღმერთმა სიცოცხლის ბევრი ფორმები შექმნა, არამრავალფეროვანი, ღარიბული გემოვნებააო, რადგან, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. რატომ, ღარიბული აბა დააკვირდით გარეგნობით, ხასიათით, ქცევებით, ადამიანებს, ყველა ერთმანეთს ჰგვანან? განა მრავალფეროვნება არ არის?…
    რომ ამბობენ ღმერთი ყოვლისშემძლეა და უფრო მეტს იღონებდა იმისათვის რომ უფრო მეტი მორწმუნე იყოსო, უფრო მეტი რატომ უნდა იღონოს, თუ კი შენ თავისუფლება გინდა, დამოუკიდებლობა გინდა მაშინ რატომ მოითხოვ ღმერთისგან შენს საქმეში ჩარევას, თუ შენს სასარგებლოდ ჩაერევა მაშინ თავისუფალი ხარ და თუ საერთოდ არ ჩაერევა მაშინ არა ხარ თავისუფალი??? (არასწორია ხო?)
    ჩვენ თავისუფლები რომ ვართ ღმერთისგან დიდი ხანია ჩანს თუ კარგად დავაკვირდებით.
    ჩვენ რომ თავისუფლები არ ვიყოთ როგორ ფიქრობთ ჩვენ შევძლებდით ღმერთზე ლაპარაკს, განხილვას ან ბევრი ისეთი რამის გაკეთებას რასაც ვაკეთებთ ცხოვრებაში, ღმერთის საწინააღმდეგოს?

    Like

  40. ათეისტების არგუმენტები არის უმწირესი და ქრისტიანობის აბსოლუტურად არცოდნას ემტყარება რადგანაც , ყველა მათ კითხვაზე არსებობს პასუხი, ამიტომ ძალიან სასაცილოა მათი არგუმენტების სმენა. სასაცილოა ათეისტებს ეს არგუმენტები “სერიოზული” არგუმენტები, რომ ჰგონიათ.

    Like

      1. Andresklaus

        მართლაც მწირი არის, ანუ ზედაპირული და თუ სიამოვნებით მოისმენდი გაბათილებას, მაშ სასაცილო რა ნახე? თუ ეს სმაილი იმას ნიშნავს, რომ უკვე იცი რა იქნება პასუხი ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერს მიხვდი? შენ თვლი რომ შენი აზრები (ეჭვი მეპარება შენი აზრები იყოს, მაგრამ კაი) უკვე ამომწურავი პასუხებია? თუ მართლა გაინტერესებს საკითხი და კითხვა გიყვარს, შეგიძლია წაიკითხო ბოლომდე. რა იცი იქნებ რამე აალი გაიგო:

        თეოდიცეა: ტანჯვის პრობლემა ქრისტიანულ თეოლოგიაში

        თინიკაშვილი – თეოდიცეა: ტანჯვის პრობლემა ქრისტიანულ თეოლოგიაში

        Like

        1. კი, ვიცოდი, რა იქნებოდა, ანუ ზედაპირულ მსჯელობას არგუმენტები რომ არ მოყვებოდა.
          მაგდენის კითხვის დრო არ მაქვს, არგუმენტები ამოკრიბე ან ერთ-ერთი არგუმენტი შეარჩიე და განვიხილოთ.

          Like

          1. Andresklaus

            ეგრე ვერ გაიგებ ვერაფერს, მე არ მიყვარს კონტექტიდან ამოგლეჯილი არგუმენტებით საუბარი. მე აქ კამათის მოგებას არ ვცდილობ. თუ გულწრფელად გაინტერესებს ეს საკითხი წაიკითხე, “მე მართალი ვარ შენ ტყუიხარ” ეგ არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩემი კომენტარის მიზანი საერთოდ არ არის იმის მცდელობა აქაოდა ვინმეზე ჭკვიანი ვარ. უბრალოდ მე წაკითხული მაქვს შენი არგუმენტებიც და ესეც. შენც თუ წაიკითავ ბოლომდე იმდენივე გეცოდინება რამდენიც მე ვიცი. თუ არ წაიკითავ გეცოდინება ის რაც მხოლოდ შენ იცი. და ის რაც შენ იცი, მეც ვიცი 😉 შესაბამისად გამოდის, რომ მე ისიც ვიცი რაც შენ იცი და იმაზე მეტიც რაც შენ არ იცი )))

            მოკლედ ყველაზე მეტად რაც არ მსურს და რაც ყველაზე დამღლელია , ეს არის უაზრო და არაფრის მომცემი კამათ. მანდ არის ტექსტი , გადაიკითხე, იქნებ რამეზე დაგაფიქროს , რა იცი რა ხდება. სწავლა სიბერემდეო.

            Like

          2. Andresklaus

            ხუმრობა იქით იყოს და მართლა თუ ბოლომდე არ წაიკითხე ვერ გაიგებ და თუ კითხვა გეზარება ამ ვიდეოს მაინც უსმინე ბოლომდე:

            Like

  41. პრომეთე

    ძვლები ათეისტებს:
    1.სად არის ღმერთი.

    ჩვენს სამყაროშია? მაშ მან როგორ შექმნა ეს უკანასკნელი? თუ თავად სწორედ იქ იყო რაც უნდა შეექმნა. მარტივად: ის შექმნამდე იყო ჩვენს სამყაროში რაც პარადოქსია და ერთი მეორეს გამორიცხავს

    2.არაა ჩვენს სამყაროში? მაშინ მას როგორ შეუძლია რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენა ჩვენზე? ან სულაც როგორ შექმნიდა სხვა სამყაროდან მეორე სამყაროს? ამისათვის ხომ საჭირო ‘წვდომა’ ვერ ექნებოდა, ნუ თუ რათქმაუნდა გრავიტაციას არ იყენებს დროში და სივრცეში სამოგზაუროდ, თუმცა მოიცა ჩვენ აბზაცის დაწყებისას დავუშვით, რომ ის ჩვენს სამყაროში არ იყო და როგორ უნდა იმოგზაუროს სხვა სამყაროდან ჩვენს სამყაროში? მივადექით კვანტურ მექანიკა-ს, სადაც თეორიულად სრულიად დასაშვებია, რომ ელემენტარულმა ნაწილაკებმა იმოგზაურონ სხვადასხვა სივრცეში (სამყაროში), თუმცა მოიცა ღმერთი ელემენტარული ნაწილაკია?

    3.ღმერთის უკვდავების შესახებ.

    ხალხში და არამარტო გავრცელებულია ღმერთის უკვდავობის კონცეფცია, რაც [1] -მა არგუმენტმა უარყო (ანუ თავად ბიბლიამ), მაგრამ მოდით თეისტები რომ არ განაწყენდნენ ჩავთვალოთ, რომ ის უკვდავია: ჯერ შევთანხმდეთ, რომ თუ გვინდა რაიმეს უკვდავება განვიხილოთ, მაშინ ეს რაიმესთან მიმართებაში უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად მთლიან კონცეფციას აზრი ეკარგება, ასე, რომ განვიხლოთ ღმერთის უკვდავება ჩვენ ანუ ადამიანების მიმართებაში. მოვიშველიოთ ფარდობითობის თეორია (თეორიის მტკიცება), იმისათვის, რომ სხეული გახდეს უკვდავი საჭიროა მან განავითაროს სინათლის სიჩქარის 100% (ვაკუუმში: 299 792 458 მ/წმ), მაგრამ გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ თუ სხეული აქვს ელემენტარული მასაც კი ის ასეთ სიჩქარეს ვერ განავითარებს, რადგან სიჩქარის მატებასთან ერთად მას სულ უფრო და უფრო მეტი ‘საწვავი'(დამაჩქარებელი / ენერგია / ბიძგი) სჭირდება, ხოლო თუ გვინდა საწვავი გავთვალოთ სინათლის სიჩქარემდე მისაღწევად მაშინ ჩვენ თვლას ვერასოდეს მოვრჩებით (რადგან ამისათვის ‘საწვავის’ უსასრულო რაოდენობა იქება საჭირო), გარდა ამისა სისწარფესთან ერთად მასაც იზდრება, ხოლო სინათლის 100% მიღწევიშ შემთხვევაში უსასრულო ხდება რაც დაუშვებელია ფიზიკის დამტკიცებული კანონების მიხედვით, აბსურდული იდეის სუნი შენც გცემს არა? ჯერ სადახარ. მოდი კიდევ გავაკეთოთ საცოდავი დაშვება და ვთქვათ რომ ღმერთის სიჩქარე სინათლის სიჩქარის 100% მაშინ მისთვის გაჩერდება დრო ჩვენს მიმართებაში და გახდება უკვდავი, თუმცა ერთი წუთით, მაშინ ის ვერანაირად ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩვენზე (მაგ: ვერ შექმნიდა სამყაროს) რადგან ეს ‘უკვდავება’ ნიშნავს დედამიწაზე მყოფი ადამიანთათვის ყოველ 1 წამი (დრო სიმბოლურია) ღმერთისთვის უსასრულოდ დიდი უნდა იყოს, უსასრულობას კი ვერაფერი გადალახავს, რადგანაც არასოდეს მთავრდება. ანუ გამოვიდა რომ ღმერთი უკვდავიც რომ იყოს და სინათლის სიჩქარითაც რომ მოძრაობდეს მაინც ვერ იქნება უკვდავი და ამათანავე “ჩვენი ღმერთი”;

    4.ღმერთის ყოველმცოდნეობის შესახებ.

    ბიბლიაში ღმერთი წარმოჩინებულია როგორც ყოვლისმცოდნე ზეარსება, რომელმაც ისიც კი იცის თუ რამდენი გრადუსითაა დახრილი აფრიკის, რომელიმე საცოდავ კუნჭულში მდებარე მალარიის გადამტანი კოღოს ფრთები [ თუმცა რატომღაც მისი მოკვლა არ სურს, მისთვის უფრო პრიორიტეტულია აფრიკელები დაიხოცნენ ] ( ‘მისი ყოვლისმცოდნეობა უსასრულოა’ფსლ 139:1-6 ) თუმცა საინტერესო უფრო ისაა, რომ მან არამარტო იცის თუ რა ემართება მინიმუმ 13.7 მილიარდი სინათლის წელიწადი დიამეტრის მქონე სამყაროს თვითვეულ ატომს, არამედ იცის თუ რა დაემართება მას 10 , მილიონი ან თუნდაც უსასრულო დროის შემდეგ. შთამბეჭდავია არა? თუმცა აბსურდი: რადგან ასეთი მოცულობის ინფორმაციის შესანახად საჭირო იქნება ასევე უსასრულო მოცულობის “მეხსიერება”, თუ რათქმაუნდა მან უსასრულო მომავალში მყოფი ყოველი ატომის თუნდაც მხოლოდ პოზიცია შეინახოს. ხოლო თუ მას უსასრულო მოცულობის მეხსიერება აქ, მაშინ სამყაროს ვერც უნდა ეარსება რადგან სამყარო მისი მეხსიერების გარეთ უნდა შექმნილიყო, ხოლო როგორ უნდა გადააიბიჯო რაიმეს, რომელიც არასოდეს მთავრდება?
    გამოიკვეთა, რომ ბიბლიაში ფატალიზმი სწორ თეზისადაა მიჩნეული, ხოლო ამ უკანასკნელი კონცეფციის ნაგვად მიჩნევას ჰოკინგმა სულ 8 სიტყვა და ცოტაოდენი ჟანგბადი შეალია.
    ბედისწერის სწამთ, მაგრამ ქუჩის გადაკვეთისას აქეთ-იქით მაინც იყურებიან.

    ძვლები თეისტებს:
    უფფფსსსსს ძვლები გათავდა

    Like

    1. “არაა ჩვენს სამყაროში? მაშინ მას როგორ შეუძლია რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენა ჩვენზე?”

      რა ელექტრონულ ნაწილაკებზე და კვანტურ მექანიკაზე ლაპარაკობ, ისე ლაპარაკობ თითქოს მაგრად ერკვეოდე არამხოლოდ კვანტურ მექანიკაში, უკვე ისიც იცი როგორ და რას უნდა აკეთებდეს ღმერთი. რა კვანტურ მექანიკაზე ლაპარაკობ ბაიბუში მაინც იყო იმ საკითხის რომელზეც აპელირებ,

      ელემენტარულ ლოგიკაში ოროსანი ხარ, რა არის გასაკვირი ეხლა მე თუ შემიძლია კომპიუტერში ვიმოქმედო ისე, შიგნით არ ვიმყოფებოდე რა გასაუცარი არის ის რომ ღმერთი არ იყოს ამ სამყაროში და აბსოლუტურად ყველაგფერს აკონტროლებდეს და მასზე ზემოქმედებაც შეეძლოს?

      Like

    2. რომ გადაქექო მთელი ვინდოუის რეესტრი და ყველა ფოლდერში შეიხედო იქ ვერ იპოვი ბილ გეტს , მაგრამ პრიმიტივმა ათეისტმა რადგან ვერ იპოვა ბილ გეიტსი ვინდოუსის რეესტრში დაასკვნა თავისი პრიმიტიული და ვიწრო გონებით, რომ ბილ გეიტსი და მისი ჯგუფი არ არსებობს, პრიმიტივი ათეისტმა დაადგინა რომ თურმე ევოლუციის პროცესი ხდება, შესაბამისად ღმერთი არაფერ შუაშია, ეს დაახლოვებით ისევ ბილ გეიტსის მაგალითი რომ მოვიყვანოთ ასე ჟღერს ეს არგუმენტი, გინდა თუ არა ვინდოუსმა სერვის პაკ 1-დან ვინდოუს ათამდე შემთვევითი “გლუკების შედეგად განიცადა ევოლუცია და სულაც არაფერ შუაში არის აქ გონიერი შემოქმედის ქმედება და მისი თანამშრომლები.

      Like

      1. პრომეთე

        აახ. იმ კაცს გავხარ კომენტარის დაპოსტვის შემდეგ, საკუთარ გასხმას რო კითხულობს და გული სიამაყით ევსება. ადნა მოიცა შენ ხომ ის ტიპი ხარ ვინც თავისი შედარებით ღმერთის ძებნა ვინდოუსის რეესტრებში დაიწყო? სერიოზულად ბაღში, ლოგიკის გაკვეთილზე, ნუთუ არ უსწავლებიათ რომ მსგავსი სოფიზმი ისჯება, ტაკუნების აჭრელებით. და მოდი ერთ-ორს მეც მოგარტყამ, ანდა მოიცა გასართობი მაინც არ მაქ და ბარემ სახრეს ავიღებ. იქნებ ტკივილისგან დაჭყეტილი თვალებით, ერთხელ მაინც, ფილტრების გარეშე, რომელებიც მანამ შემგტენეს სანამ საკუთარ სახელს დაიზეპირებდი, მიმოიხედო.

        “ელემენტარულ ლოგიკაში ოროსანი ხარ, რა არის გასაკვირი ეხლა მე თუ შემიძლია კომპიუტერში ვიმოქმედო ისე, შიგნით არ ვიმყოფებოდე რა გასაუცარი არის ის რომ ღმერთი არ იყოს ამ სამყაროში და აბსოლუტურად ყველაგფერს აკონტროლებდეს და მასზე ზემოქმედებაც შეეძლოს?”

        1. ოროსანი კი არა რაღაც, ვარ რომელიც შენნაირი ტიპების გამოგონილ იარლიყებში არ და ვერ ჯდება;

        შენი შედარება კომპიუტერთან, თუ საერთოდ ვუწოდებთ ამას შედარებას, იმ ბომჟის ნათქვამს გავს, რომელსაც ხუთლარიანი დაანახეს და ახლა პირველ მოსულ აზრებს (სიტვებს) აფრქვევს რომ როგორმე დღესაც მშიერმა არ დაიძინოს.

        კარგი შე ჩლუნგო.
        1. თუ უშვებ რომ კომპიუტერთან დაამყარო ფიზიკური კონტაქტი (იყოთ ერთი და იმავე განზომილებებში). და მერე თუ უშვებ რომ ღმერთსაც შეუძლია ეს, რომელიც დროის მიღმაა და საერთოდ სულად არის აღქმული ბიბლიაში (იოანე 4:24 ) (დროის მიღმაა=სხვადასხვა განზომილებებში ხართ=ვერანაირად ვერ იმოქმედებს შენზე [ქართულ-ჩლუნგური ლექსიკონი. გვ.893 ტომი 5]). და შემდეგ მე მეუბნები ფიზიკის ბაიბუიში არ ხარ? და ლოგიკაშიც ორიანს მიწერ? რათქმაუნდა არ ვარ პროფესორი და მაქ მხოლოდ ნაწილობრივი, თეორიული ცოდნა, მაგრამ შენ ის ტიპი არ ხარ ვინც ვინმეს მაგ სფეროში უნდა მიუთითოს. ჩვენო ფსევდოპრაგრამისწო ბიწუნავ.

        ორმოცდა მეშვიდე ქრომოსომა გაისწორე და კომფორტულად მოთავსდი.
        2.არავის უთქვამს რომ ღმერთი იმიტომ არ არსებობს რომ ევოლუცია ხდებაო. მაგრამ თუ მსგავსი ჰემიატროფიანი ტიპების არგუმენტები აღგაგზნებს, მგონი პარტნიორი “თქვენსკენ” უნდა ეძებო.

        შეგპირდი მათრახს ავიღებ მეთქი, მაგრამ ეხლა უკვე მომწყინდა და ტაკუნების აწითლებით დაკმაყოფილდი

        Like

        1. Zaza

          მთლად ეგრეც არ არის, რომ, ღმერთი სული არის, ჩვენს სამყაროს მიღმა ცხოვრობს და ასე შემდ…
          ქრისტიანობა ამბობს, ღმერთია ყველაფრის დასაწყისიც და… ყოვლის შემძლე და ყველგან მყოფადი, მას შეუძლია აქაც და იქაც, ერთდროულად ყოფნა, ყოფნა სულადაც და ყოფნა ფიზიკურადაც… (გაიხსენე იესო, როგორი სხეული ჰქონდა)
          და, ამ ყველაფრის შემდეგ, შენ რომ ქრისტიანი ხარ და რაიმე გიკვირს, ეს უკვე რბილად რომ ვთქვათ, არ შეიძლება…
          როცა ღმერთის საწინააღმდეგოდ რაიმე ახალი აზრი მოგდის თავში, აღარ უნდა განავრცო, რადგან შენ ხომ უკვე გააზრებული გაქვს ეს ყველაფერი რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია…
          ღმერთზე ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია და ასე შემდ… არ მოქმედებს, ეს ყველაფერი მხოლოდ შექმნილზე მოქმედებს რაც ხელოვნურად (ბუნებრივად) არის შექმნილი, მაგრამ ღმერთი ჩვენ ვიცით როგორც შეუქმნელი, ამის იქით არაფერი არ ვიცით და რა აზრი აქვს რაც არ იცი ის ამტკიცო?
          ვის უნდა უმტკიცო, ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, უბრალოდ ადამიანები მისტიკოსები, ფანტაზიორები, ფანატიკოსები (და ჩვენ რომ გვგონია რეალისტები. მაგრამ ვინ იცის რა არის რეალობა?) ვართ და დავეძებთ რაღაც ახალს… 🙂

          Like

          1. პრომეთე

            ზაზა, დაახლოებით 1 წლის წინ, რომ გეთქვა მსგავსი რამ ისევ იმის მტკიცებას დაგიწყებდი, რომ “არასწორი” ხარ ან “სრულ სურათს ვერ ხედავ”, მაგრამ ეხლა მგონია, რომ ყველანი საკუთარ სურათს თავად ვხატავთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რითი ხატავს, რწმენით თუ ლოგიკით ან იქნებ ცოტ-ცოტა ყველაფერი ან სხვა. და თეოლოგიური კუთხით, რომ მივუდგეთ ამ სურათს, ზოგი სურათზე ღმერთი არსებობს(მნიშვნელობა აქ ეს მან დახატა თუ უთხრეს რომ დაეხატა, მაგრამ მთავარია მაინც ისაა რო არსებობს და ეგ(ვისი შთაგონიბით დაიხატა) უკვე მეორეხარისხოვანია), ზოგის სურათზე არა (აქაც მნიშვნელობა აქ თავიდანვე არ არსებობდა თუ შემდეგ წაშალა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ არაა)

            ეხლა რა არის საღადაო. ჩვენ ჩვენს სურათებს ვუყურებთ და ვეუბნებით ერთმანეთს “ჰეი, შეხედე ღმერთი არსებობს/ არ არსებობს რატომ ვერ ხედავ ამას? ის ხომ აქაა / აქ არაა, შეხედე!”.შორიდან რამდენი ადამიანი დაგვცინის. არ ვარ აგნოსტიკი. არც ოქროს შუალედის მოძებნას ვცდილობ თეიზმსა და ათეიზმს შორის. უბრალოდ მე ას დავინახე სამყარო. არ მგონია რომ სწორია/ არასწორია. არმგონია სხვისი, მაგ შენი ხედვა სწორი/არასწორია. ჩემს ლექსიკონში სწორიას განმარტება ისაა რაც გარშემო ხდება და როგორც აღვიქვამ მე ამას, ხოლო არასწორი კი არ არსებობს. მაგრამ როდესაც ვიღაცა საკუთარი დახატული სურათის აღწერას დაიწყებს და იტყვის რომ ეს ყველასთან ესაა,მაგ ღმერთი არსებობს. მე იქ ავდგები და თამამად ვიტყვი “რომ ჩემ სურათზე ღმერთი არ ხატია.და რომ ის თვითონ წავშალე არა იმიტომ რო სინამდვილიდან გაქცევა მინდა, არამედ იმიტომ ამ სინამდვილეს მე ვქმნი მე კი ღმერთს საჭიროდ არ მივიჩნევ.”

            კამათი თეისტებსა და ათეისტებს შორის იმ წერტილამდე დადის სადაც მხარეები ათვლას ჭეშმარტიტებიდან იწყებენ, მაგრამ ჭეშმარიტებას ორივე მხარე სხვადასხვანაირად იაზრებს და ზომავს. ზოგი არგუმენტებით ლოგიკური მსჯელობით (რომელიც აბსტაქციამდე მიდის ხოლო აბსტრაქციის ნონსენსის წარმოჩენა ყოველ ჩვენგანს შეუძლია, იმედს მაინც ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში ). ზოგი რწმენით მარტივად შეგვიძლია ამას გრძნობა დავარქათ ხო? რაც სრულიად ლოკალურია ანუ მარტო მე განვიცდი ჩემს რწმენას და თითქოს მეორე უკიდურესობააო. როდესაც მათემატიკა წმინდად ზოგადია და გრძნობა წმინდად კონკრეტული. მგონია ვერ ვთქვი ჩემი სათქმელი ისე როგორც მინდოდა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ის ჭეშმარიტების ათვლის სისტემები ერთმანეთს არ ემთხვევა რითაც ვაფასებთ და ამიტომ ხდება კოლაფსი კამათში. მაგრამ ღადავი რა არის ეხლა. გინდაც ჩვენი ათვლის სისტემები დაემთხვეს და ჩვენ შევთახმდეთ რაღაცაზე, რაც ორივეს შეფასებით იქნება ‘ჭეშმარიტი’. ნუთუ ეს ნიშნავს, რომ ის მართლა ჭეშმარიტია, ანუ ყველაფრისთვის აბსოლიტურად. თვითვეული მატერიისა თუ ატომისთვის? არამატერიისთვის? არა! უფრო სწორად ჩვენ ეს არ ვიცით. მე ამ მდგომარეობას ნულზე გაყოფა ვუწოდე ანუ განუსაზღვრელობა და სწორედ ამას ვაკუთნებ აბსოლიტურ სიმართლეს, აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. თუმცა ჭეშმარიტება არა მარტო აბსოლიტური არამედ ჩემეულიც არსებობს და ის ისაა რასაც ვხედავ. და ვინაიდან განუსაზღვრელ ჭეშმარიტებას ვერ ვეხებ მე ჩემით ვკმაყოფილდები. ჩემი ნახატი სრულიად მაკმაყოფილებს. მეტიც რომ შემეძლოს განუსაზღვრელ ჭეშმარიტებასთან წვდომა მე მაგას უარვყოფდი, ყველასთვის ერთი სამყარო ხომ მოსაწყენი იქნებოდა, ამ უკანასკნელი იდეიდანაც ძალიან საინტერესო თემა იშლება. მოკლედ აქ ვერ ჩაიტევის ალბათ ბოლომდე რისი თქმაც მინდა. მაგრამ ამას გეტყვი.

            მე არ მოგედავებით არავის რატომ გიხატიათ თქვენს სურათებზე თქვენი ნახატი, მაგრამ სხვაა იდეების(კონტურების) გაცვლა. ხოდა მოდი შევეშვათ ამ კინკლაობას და მარტოდ მარტო იდეები გავცვალოთ. თქვი, რომ:”ბიბლიაში ეს იდეა ესეა დანახული, და მგონი კაია”, მეც ვიტყვი, რომ ”ფსიქოლოგები ამას ესე განმარტავენ და არა მასე და მგონი ეს უფრო საინტერესოა” და იმის მტკიცება კი არ დავიწყოთ რომელია მართალი და რომელი არა, უბრალოდ განვიხილოთ. ან გავცდეთ საერთოდ თეოლოგიას. თუ ამ განხილვამ ჩვენს ნახატებში რაღაც შეგვაცვლევინა -კარგი. და თუ არა- კარგი. მორჩა!

            რას იტყვი?

            Like

            1. Zaza

              პრომეთე, გეთანხმები, კარგი გამოსვლა იყო… 🙂
              რა თქმა უნდა, გეთანხმები, ყველა ადამიანი თავისებურად ხატავს იმ სურათს რისი დაჯერებაც უნდა, სჯერავს, სწამს, მისთვის მისაღებია ან სულაც ეგრე ხედავს და მორჩა…
              სადავო არაფერია, მე არც მიყვარს ვინმესთან კინკლაობა, უბრალოდ საუბრის თემაში შევდივარხოლმე, ჩემს აზრს ვუზიარებ, მის აზრსაც ვიზიარებ…
              მე ამით, არც ვფიქრობ რომ ვინმეს ვჯობივარ-მეთქი (ღმერთმა დამიფაროს) მე ვთვლი რომ ყველანი ერთნაირები ვართ, უბრალოდ ვიღაცას, ვიღაცის ან რაღაცის სჯერავს ან საერთოდ არაფრის…
              სკოლაში მაგალითად: ყველა ერთნაირად ხომ არ სწავლობს, ვიღაცა კარგად სწავლობს, ვიღაცა ნაკლებად, ვიღაცას საერთოდ ეზარება სწავლა, მაგრამ ყველანი ხომ მაინც ერთნაირები არიან, ადამიანები ვართ!
              მე ესე ვუყურებ ყველა ადამიანს, ყველას თავისი ნება და სურვილი აქვს, კამათი კამათად უნდა დარჩეს, (კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, ესე არ ამბობენ ხოლმე? 🙂 ) საზღვრებს არ უნდა გასცდეს…

              Like

  42. Zaza

    ეს ყველაფერი მართლაც ესეა, ღმერთის შესაძლებლობები… და რატომ გიკვირს იცი?
    იმიტომ რომ მოკვდავი ხარ, მოკვდავები ვართ, მოკვდავისთვის ძნელი დასაჯერებელია ეს ყველაფერი, წარმოუდგენელიც კი…
    მე რატომ არ მიკვირს?
    მე იმიტომ არ მიკვირს რომ მე ქრისტიანობა მეუბნება ამ ყველაფერს, ღმერთის ყოვლისშემძლეობის შესახებ…
    შენიც მესმის, შენ ათეიზმი გეუბნება რომ უნდა გიკვირდეს და არ უნდა იჯერებდე ამ ყველაფერს!
    არაფერს ქადაგებს, ათეიზმი? ქადაგებს, ქადაგებ…
    თქვენ ათეისტებს, როგორი პროფესიონალებიც არ უნდა დაგელაპარაკონ რელიგიურ საკითხზე, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა დაგიდონ, თქვენ მაინც აზრს არ შეიცვლით!
    რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს რომ ათეიზმი ქადაგებს, არაფერი რელიგიური არ უნდა დაიჯეროთ… 🙂

    Liked by 1 person

  43. Zaza

    საერთოდ, წესით მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
    რა არის მეცნიერება?
    მე შევქმენი, შენ იკვლევ…
    ღმერთს რომ არ შეექმნა მეცნიერებიც არ იარსებებდნენ, და გამოსაკვლევიც არაფერი იქნებოდა.
    და დღეს, მეცნიერება რელიგიას თუ ეწინააღმდეგება, ან პირიქით, ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, რადგან მომრავლდნენ ათეისტი მეცნიერები და ისინი უღმერთობას ქადაგებენ…
    ამტკიცებენ ყველაფერი “დიდი აფეთქებით” დაიწყოვო და ჰგონიათ პასუხი გასცეს, მორჩა კითხვები აღარ არის, და თუ ვინმეს საწინააღმდეგო კითხვა აქვს ისინი ფანატიკოსები არან, დაახლოებით ესეთ სურათს ქმნიან…

    დავუშვათ დავიჯერე რომ ოდესღაც მოხდა “დიდი აფეთქება” შეკუმშული იყო ენერგია და სივრცე აფეთქდა და შემდეგ გაიშალა… და დღემდე ფართოვდება მთელი კოსმოსი…
    მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი არ არსებობს, როგორც ათეისტები ამტკიცებენ?..
    ის, როდესაც დაპრესილი იყო, სანამ აფეთქდებოდა, იმ ერთ წერტილში როდესაც იყო ის სიცოცხლის მოლეკულები, პროტონები, ატომები თუ ნაწილაკები, რაც იყო სიცოცხლესთან კავშირში, აფეთქებამდე როგორ გაჩნდა იქ სადაც გაჩნდა, ვინ შექმნა? ათეისტები ხომ ამტკიცებენ რომ “დიდი აფეთქებით” დაიწყოვო, მანამდე თავისით როგორ შეიქმნა ის მიზეზი, რა მიზეზითაც აფეთქდა და სიცოცხლე ჩამოყალიბდა?
    ჰოკინგი ამბობს რომ მანამდე დრო არ არსებობდაო და შესაბამისად არაფერი არ იყოვო და არც არაფერი ვიცითო…
    აბა კარგად დაუკვირდით და დაფიქრდით, თუ კი არაფერი იცით აფეთქებამდე რა ხდებოდა რა იცით რომ დრო არ არსებობდა, რა იცით რომ ღმერთი არ არსებობდა, არ არსებობს?..
    ღმერთს დრო არ ჭირდება, უკვდავებს დრო არ ჭირდებათ, დრო მხოლოდ მოკვდავებს ჭირდებათ…
    რა გამოდის?
    გამოდის ის რომ. რომც დავიჯეროთ “დიდი აფეთქების” თეორია ღმერთს მაინც ვერ გაურბიხართ, აფეთქებამდე?…
    აფეთქებამდე თავისით როგორ წარმოიშვა ის მიზეზი რომელიც შემდეგ უნდა აფეთქებულიყო?..

    Like

    1. მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს ეწინააღმდეგება კვლევის მეთოდებში – მეცნიერება იყენებს ემპირიზმს, ანუ დაკვირვებითა და ექსპერიმენტებით მოპოვებულ ფაქტებს, რელიგია კი ეფუძნება რწმენასა და ავტორიტეტებისადმი ნდობას. ნებისმიერი აღიარებული მეცნიერული თეორია დაშენებულია ფაქტებზე, რელიგიებიდან კი არცერთს არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულებები მათ ძირითადად დოგმებზე.

      არარელიგიური მეცნიერები იმიტომ მომრავლდნენ, რომ ინკვიზიცია აღარ არის, გალილეოსა და კოპერნიკივით ცენზურას ვეღარ უწესებენ მეცნიერებას.

      დროის არსებობისთვის საჭიროა მატერია, როცა მატერია არ იყო, არც დრო იქნებოდა.

      მიზეზს რაც შეეხება, თუ რაღაც არ ვიცით, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ღმერთით უნდა აიხსნას (რომელიც თავის მხრივ, ჯერ დასამტკიცებელია). თანაც პრობლემას მხოლოდ აუარესებს: თუ პირველსაწყისი ღმერთია, რა არის ღმერთის პირველსაწყისი? და ასე ვიღებთ უსასრულო ჯაჭვს. ხოლო თუ დასაშვებია, რომ პირველსაწყისი არ გააჩნია ღმერთს, რომელიც სამყაროზე ბევრად კომპლექსური მოვლენა უნდა იყოს, მითუმეტეს დასაშვები იქნება, რომ პირველსაწყისი არ გააჩნდეს სამყაროს – მასზე ბევრად მარტივ ობიექტს.

      Like

      1. მეცნიერებაც რწმენის საკითხია. მეცნიერს სწამს რომ მეცნიერული მეთოდი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ის რომ ეს ნამდვილად ასეა თუ არა არავინ იცის. საიდან იცის მეცნიერმა, რომ ის რასაც ჩვენ ვფიქრობთ უბრალოდ ილუზია არ არის? საიდან იცის მეცნიერმა, რომ ვიღაც ბოროტი გენიოსი არ გვატყუებს და არ გვიქმნის შტაბეჭდილებებს თითქოს სწორედ ასეა ყველაფერი, როგორც ჩვენს ტვინებს წარმოუდგენიათ? საიდან იცის მეცნიერმა, რომ ჩვენი ტვინი, რომელიც შემთხვევითი “გლუკის” შედეგად წარმოიქმნა სწორედ აზროვნებს თუ არასწორედ? ერთხელ არსაიდან, სრულიად სპონტანურად და აბსოლუტური უგუნურებიდან წარმოიქმნა რაღაც მექანიზმი, რომელმაც იცის რა არის სწორი და რა არა? ))) არა ნამდვილად ძალიან ოპტიმისტები ხართ ეს ათეისტები, რადგან აშკარაა, რომ მაგიაზე უფრო მეტი მაგიის გწამთ. თქვენ შემთხვევაში ფოკუზნიკიც არ არსებობს, თქვენ შემთხვევაში არც ფოკუზნიკი არსებობს და არც შლიაპა. საინტეერსო რწმენა, რომ თურმე აბსოლუტური არაფრიდან ჯერ გრანდიოზული სამყაროები ჩნდება სპონტანურად, შემდეგ ასევე სპონტანურად ამ სამყაროებში ისეთი არსებები ჩნებიან, რომლებიც რატომღაც მთლიანად არკვევენ თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი. არა მეგობარო მე ეგეთი მორწმუნე ვერ ვარ, რომ ასეთი დონის აბსურდული სასწაულების მწამდეს.

        Like

  44. Zaza

    უსასრულო ჯაჭვი ყოველთვის იქნება, რადგან მე რა კითხვაც მაწუხებს ამას პასუხი ჭირდება, ეს კითხვა, დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მაწუხებს, ბევრს აწუხებს, ბევრია ჩემნაირი…

    “დიდი აფეთქებამდე” თუ არ იყო დრო, თუ არ იყო მატერია, თუ არ იყო არაფერი მაშინ როგორ მოიყარა თავი ერთ ადგილას იმ დაპრესილმა წერტილმა რომელიც იყო სავსე სიცოცხლის ნაწილაკებით მოლეკულებით, პროტონებით და ასე შემდეგ და შემდეგ… (აფეთქებას მიზეზი ჭირდებოდა) შემდეგ რომ აფეთქდა და გაიშალა სივრცეში, კოსმოსში…
    სივრცეში, კოსმოსში?..
    კი მაგრამ თუკი არაფერი იყო სად გაიშალა, სივრცე, კოსმოსი ხომ არ ყოფილა?
    ანუ, ლაპარაკია იმაზე რომელიც არამატერიალურია, მეცნიერება რომ ვერ იკვლევს მაგრამ იმასაც კარგად ხვდება რომ აფეთქებამდე არსებობდა რაღაცა, ვიღაცა, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი…
    ანუ ღმერთი!

    თუ ვიტყვით ზოგადად რელიგია დაფუძნებულია ავტორიტეტებზე, ლიდერებზე კი ბატონო, გეთანხმები, ოღონდ ისეთი რელიგია რომელიც ადამიანების მოგონილია, ყველა გარდა ქრისტიანული მართლმადიდებლობისა, ქრისტიანული მართლმადიდებლობა ადამიანს არ მოუგონია, ღმერთისგან არის.
    ქრისტიანული მართლმადიდებლობა არ არის ავტორიტეტებზე დაფუძნებული, ქრისტიანული მართლმადიდებლობა პირდაპირ ღმერთისგან არის, ღმერთი გეუბნება, ავტორიტეტები არ გაიჩინო, ბელადები, ლიდერები არ გაიჩინო, იყავი თავისუფალი, მხოლოდ ჩემი გჯეროდეს რადგან მე ვარ დასაწყისიც და დასასრულიც!

    Charlius – მიზეზს რაც შეეხება, თუ რაღაც არ ვიცით, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ღმერთით უნდა აიხსნას…

    როდესაც შენ, ადამიანი თვლი რომ დრო და მატერია საიდანაც დაიწყო მიაგენი, ახსენი მაგრამ, მაინც ეჭვი არსებობს რომ ამის წინ რაღაცა იყო მაგრამ შენ ვეღარ მიდიხარ უფრო შორს რადგან არაფერი არ არსებობდა მაგრამ მაინც რაღაცა არსებობდა, რას ნიშნავს ეს?
    ეს ნიშნავს იმას რომ უკვდავს დრო არ ჭირდება, დრო მოკვდავებს ჭირდებათ…
    ისე რომ, ღმერთს გვერდს ვერ აუვლი! 🙂

    Like

    1. საიდან ასკვნი, რომ დიდი აფეთქების მიზეზი აუცილებლად მოაზროვნე არსება იყო და რომ ეს მოაზროვნე არსება აუცილებლად ღმერთია? თან ქრისტიანული? ძაან ბევრ დაშვებას აკეთებ ისე, რომ ხელმოსაჭიდი ფაქტი არ გაგაჩნია.

      ყველა რელიგიის მიმდევარი მაგას იტყვის – მარტო ჩემი რელიგიაა ღმერთის შექმნილიო. ამ დროს გადახედავ ისტორიას და უამრავი მაგალითია, როგორ იცვლებოდა სწავლებები, როგორ ვრცელდებოდა ქრისტიანობა ძალის გამოყენებით. მე-4 საუკუნიდან, როცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, ათასობით წარმართი ქურუმი დახოცეს და ტაძრები გაანადგურეს. ზოგი ისტორიკოსი იმასაც ამბობს, რომ მე-4-5 საუკუნეებში ქრისტიანებმა უფრო მეტი დახოცეს, ვიდრე მანამდე დაიხოცა ქრისტიანები. ღმერთის რელიგიას ამ ფორმით სჭირდებოდა გავრცელება? კონსტანტინე I-მა, რომელმაც ქრისტიანობა რელიგიად აქცია და ამის გამო წმინდანაც შერაცხეს, საკუთარი ცოლ-შვილი დახოცა. პავლიკიანელები რომ იყვნენ მე-7-9 საუკუნეებში, ზოგი ქვით ჩაქოლეს, ზოგი ცოცხლად დაწვეს.

      “არაფერი არ არსებობდა მაგრამ მაინც რაღაცა არსებობდა” აქ ვერ გავიგე რას გულისხმობ

      Like

  45. Zaza

    ლოგიკას თუ მიყვები ეგრე გამოდის…
    დიდი აფეთქება დაიწყო როგორ?
    როგორც დღევანდელი ზოგიერთი მეცნიერი მაგალითად, ვთქვათ ჰოკინგი, არაფერი არ იყო, არც დრო, არც სივრცე, არც მატერია, კოსმოსი უბრალოდ არაფერი!
    მაგრამ უცბად საიდანღაც გაჩნდა პატარა წერტილი, რომელიც სავსე იყო ატომებით, მოლეკულებით, პროტონებით და კიდე ბევრი რაღაცეებით დაპრესილი და უცბად აფეთქდა, გაიშალა და დღემდე ფართოვდება…
    იბადება კითხვა, ვინ გააჩინა ის სიცოცხლით სავსე წერტილი?
    თუკი არაფერი იყო, თუკი სივრცე არ იყო, თუკი დრო არ იყო, თუკი კოსმოსი არ იყო…
    სად იყო ის წერტილი, თუკი არაფერი არ იყო?
    რამ შექმნა ის წერტილი?
    ვინ შექმნა ის წერტილი?
    საიდან მოვიდა ის წერტილი?
    ალბათ არსაიდან, რადგან არაფერი არ ყოფილა?..
    მაგრამ მაინც, საიდან, ვინ?
    აფეთქებიდან თუ დაიწყო დრო, სივრცე, კოსმოსი…
    აფეთქებამდე, ესეიგი არამატერიალური არსება იყო და მან შექმნა ის წერტილი?
    აბა თავისით ხომ არაფერი იქმნება?
    კი ამბობთ რომ ყველაფერი თავისით შეიქმნა აფეთქების შემდეგო მაგრამ, აბა კარგად დაფიქრდით, აფეთქება ყოფილა მიზეზი სიცოცხლის ხო? ესეიგი უმიზეზოდ არაფერი არ იქმნება, მაშინ იმ წერტილსაც ჰქონდა თავისი მიზეზი, ხო? (შექმნის მიზეზი)

    მეკითხები რატომ მაინცდამაინც ღმერთი?

    იმიტომ რომ აფეთქებამდე ხომ ამბობთ არც მატერია იყო და არც სივრცე, კოსმოსი…
    ესეიგი არამატერიალური არსება ყოფილა და მან შეუწყო ხელი ამ ყველაფერს, არა?
    აბა, მატერიალური სამყარო ხომ ხედავ რომ მოკვდავია, ესეიგი არამატერიალური უკვდავი…
    უკვდავი ვინ არის, თუარა ღმერთი, ხო? (ლოგიკა)

    ვერცერთი რელიგიის მიმდევარი ვერ იტყვის და დაამტკიცებს რომ ღმერთის შექმნილია ჩემი რელიგიაო, რადგან ყველგან ადამიანი ფიგურირებს…
    ქრისტიანობაში ყველამ კარგად ვიცით თუ როგორც არის…

    დახოცვას რაც შეეხება ყველას ვიღაცა, ვიღაცეები დაუხოცია საუკუნეების განმავლობაში, არის მომენტები რომ მსხვერპლს მოითხოვს სხვანაირად არ გამოდის რადგან ადამიანები ვართ, თავისუფალი გონების პატრონნი…
    მაგალითად პარალელი გავავლოთ დავით აღმაშენებელზე: დავით აღმაშენებელი ისე რომ არ მოქცეულიყო როგორც მოიქცა (გეცოდინება ალბათ მისი ისტორია) ქვეყანას ფეხზე დააყენებდა?
    დღეს საქართველო იამაყებდა დავით აღმაშენებლით და მაშინდელი წარმატებებით?
    დანარჩენი შენ იფიქრე და პარალელი გაავლე თუ რატომ დგება მომენტები ისეთი სადაც მსხვერპლს მოითხოვს საქმე…
    აქ უკვე რელიგია არაფერშუაშია…

    Like

    1. აფეთქებამდე რა იყო, არ ვიცით. შესაბამისად მანამდე მატერია იყო თუ არა, ეგეც არ ვიცით. მატერია რომც არ ყოფილიყო, მაინც არ გამოდის, რომ მანამდე მოაზროვნე არსება ცხოვრობდა და ერთხელაც სამყაროს შექმნა მოინდომა.

      თანაც მაგ მოაზროვნე არსების (ღმერთის) შემოტანა საკითხს აუარესებს – სამყაროს წარმოშობის ასახსნელად შემოგვაქვს სამყაროზე უფრო კომპლექსური მოვლენა და იგივე ლოგიკას თუ გავყვებით, ღმერთის არსებობის ასახსნელად ღმერთზე უფრო კომპლექსური რაღაც უნდა მოვიგონოთ. თუ ამ ლოგიკას არ გავყვებით, მაშინ ღმერთამდე მისვლა საერთოდ არაა საჭირო და სამყაროზე უნდა გავჩერდეთ.

      გარდა ამისა, დიდი აფეთქებამდელი სამყაროს ზომა ატომზე ბევრად მცირე იყო და შესაბამისად, კვანტური მექანიკის კანონები მოქმედებდა. კვანტური მექანიკა კი უკვე ვიცით, რომ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ლოგიკურად მიგვაჩნია და ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ყოველდღიურობაში წარმოუდგენელია, მათ შორის ნაწილაკების “არაფრისგან” გაჩენა.

      დავით აღმაშენებელი პოლიტიკურად მოქმედებდა, რელიგიიდან გამომდინარე მისი ქმედებები არ იყო გამართლებული. სულ მცირე თურქების სარზე გასმა რომ ავიღოთ. და გალობანი სინანულისანიც მაგიტომ დაწერა

      Like

  46. Zaza

    რატომაც არ გამოდის, ამ შემთხვევაში ეს იგივეა, მრგვალ ქოთანს სახელურს შენ საიდანაც გინდა იქიდან რომ მიუყენებ და მე საიდანაც მინდა იქიდან მივუყენებ… 🙂
    წარმოიდგინე, ამ, მთელი სამყაროს, მთელი კოსმოსის მიღმა რომ ცხოვრობდეს ღმერთი… ანუ, მაგალითად ავიღოთ რაღაც ძალიან (ჩვენთვის ძალიან დიდი, უკიდეგანო…) დიდი სფერო და ამ სფეროში ხდება ეს ყველაფერი, თავის გალაქტიკებით, პლანეტებით და ასე შემდ… და, თვითონ ღმერთი ამ სფეროს, სამყაროს მიღმა, არ შეიძლება ამ ვარაოდის დაშვება?.. (თუკი იმას უშვებთ რომ ყველაფერი თავისით იქმნება და ადამიანი მოსიარულე მხოლოდ, ხორცია?..)

    მეცნიერებისთვის საკითხს ღმერთი იმიტომ აუარესებს რომ ფიზიკურად ვერ ხედავენ, ვერ პოულობენ, ამიტომ მეცნიერებისთვის რაც ხელმისაწვდომია, რაც უფრო ადვილია იმ გზას მიჰყვებიან… 🙂
    ანუ, რასაც ვერ ხსნი ის არ არის საჭირო?.. 🙂

    კვანტური მექანიკა როგორ მუშაობს იცი, დაახლოებით, მე რომ საათი შევქმნა, დავქოქო და გადავაგდო, შენ იპოვნო, გახსნა ნახო, შეამოწმო რომ არავინ ამუშავებს ამ საათს, თავისით მუშაობს, მაგრამ მე ვერ მპოულობ (შემქმნელს) შენ სხვა გზა აღარ გაქვს, უნდა აღიარო რომ ეს საათი თავისით შეიქმნა და თავისით მუშაობს, თავსატეხიც ნაკლები გაქვს…

    რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებელი რელიგიურად არ მოქმედებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი ათეისტი იტყვის (ალბათ იძახის კიდევაც) ის ხომ ქრისტიანი იყო, აი, ეს არის ქრისტიანობა?.. :)…
    აქ რა თქმა უნდა რელიგია არაფერშუაშია…
    მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ, არის მომენტები რა დროსაც მსხვერპლია საჭირო, ძალადობაა საჭირო, სხვანაირად არ გამოდის ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ საქმის გაკეთება, ყვავილების სროლით საქმე არ კეთდება…
    გეთანხმები, გალობანი სინანულისანიც იმიტომ დაწერა რომ მოინანია, ანუ, ის ძალადობა თვითონ კიარ ჭირდებოდა, საქმეს ჭირდებოდა, სხვანაირად არ გამოვიდოდა, ხელის ჩამორთმევით და შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი არ გამოვიდოდა…

    Like

      1. Zaza

        დამიჯერეთ, ძალიან კარგია, თავიდან ბოლომდე თუ მოუსმენთ…
        განსაკუთრებით ამ ვიდეოს: არსებობს თუ არა ღმერთი და რას ნიშნავს იყო ღვთის ხატი და მსგავსი ?

        Like

  47. unknown

    ათეისტების მტკიცე ათეისტობა მორწმუნეების მწირი ფანტაზიის ბრალია, მე არ ვარ ათეისტი, მაგრამ ასე ვთვლი. თუმცა ათეისტებიც ხანდახან მორწმუნეებისგან წამოსროლილ სისულეებს გამოეკიდებიან და იმის მიხედვით განსჟიან ხოლმე. არ არის აუცილებელი რომელიმე რელიგიაზე გავაკეთოთ აქცენტი, ათეისტებსა და მორწმუნეებს შორის დისკუსია არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნეები ამით რელიგიის არსებობას ამტკიცებაენ, აქ საუბარია ღმერთის არსებობა არ არსებობაზე, ხოლო ათეისტს სიტყვა ღმერთი, გაგონებისთანავე ბანალურად ესმის და რათქმაუნდა ასეც იქნება და მე რომ ათეისტი ვიყო მეც ასე გავიგებდი, ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანები თავადვე ახსენებენ ღმერთს ბანალური მნიშვნელობებით, ღმერთი-ყოვლის შემძლე, ღმერთი-ყოვლისმხედველი, და ღმერთი ბატონი რომელთანაც არაფერი უნდა დააშავო, რათქმაონდა ამის მოსმენა ყველას სიცილს მოჰგვრის, უმეტესობამ არ იცის რისი სწამს, არ იცის რატომ და ამზე ფიქრი ეზარება, უბრალოდ ზოგს სწამს ყოველი შემთხვევისთვის, “რა იცი რა ხდება” აი ესაა მორწმუნეების რაღაც ნაწილის რწმენა და ათეისტები ამათ წესით არ უნდა უსმენდნენ.
    რაც შეეხება დანარჩენს, ათეისტები ცდილობენ ყოველთვის ლოგიკით გაჟღენთილი არგუმენტები ისროლონ, რათქმაუნდა ის რაც ლოგიკურია ყოველთვის სწორია, მაგრამ აქ საქმე ამაში არაა. ათეიზმისა და თეიზმის ბრძოლა თითქოს ლოგიკისა და ინტუიციის ბრძოლაა, ანუ ლოგიკა არის მათემატიკასავით, მათემატიკა კი მხოლოდ მათემატიკასვე გამოთვლის. ინტუიციას კი საზღვრები არ აქვს და ინტუიციურად ნაგრძნობის სიტყვებით გამოხატვა რთულია, მაგრამ არ გეგონოთ ამით რაღაც ფანტასტიკურს ვგულისხმობ, უბრალოდ, ათეისტებს არ შეუძლიათ გასცდნენ იმას, რაც ფაქტია, რასაც ხედავენ, “მე იმას ვამბობ რასაც ვხედავ”. ისინი მოითხოვენ: აბა დაგვანხე ღმერთი, სადაა ის, აბა ღმერთო დაგვენახე სად ხარ, რატომ ვერ გხედავთ”. მათ არ უნდათ ცოტა უფრ მეტი იფიქრონ, ვიდრე ის რაც უბრალოდ სახეზეა.
    მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, იმის დამტკიცება, რომ ღმერთი არ არსებობს, ძალიან ადვილია, იმდენად ადვილი, რომ საეჭვოა ეს სიმარტივე. “რა ღმერთი, რის ღმერთი” და მერე დაიწყება მთელი კვანურ ფიზიკაზე დაფუძვნებული ფაქტების თქმა, “აი თურმე ეს ასეა, ის ასე, თურმე იყო არაფერი, უცებ ბუმ და მერე აი სამყაროც” მართალია მეცნიერებს ისიც კი შეუძლიათ პატარა ოთახში შექმნან ეს არაფერი, ააფეთქონ შიგნით ნაწილაკი და ის შემდეგ გაფართოვდეს, “აი ეს როგორ ყოფილა” და იქნებ იმაზე გვიპასუხონ, საიდან თავად ეს აი. იქნებ ისიც თვან, რომ იყო არაფერი, ან იყო ბუნების და ფიზიკის კანონების აქეთ იქით მიმობნეული ან ქაოსური მოძრაობა და არაკანონზომიერება და უცებ მათ თავად გადაწყვიტეს მოდი დიდი და კანონზომიერი სამყაროსთვის გავერთიანდეთო. რაც არ უდა იყოს, რამდენად უწინდელ სასრულსაც არ უნდა მივაკვლიოთ, საიდან იქნება ეს სასრული. რაღაც, რაც არ არის, ან სულაც ის რაც არის, მაგრამ არაკანონზომიერად, ის თავად ხომ ვერ გადაწყვეტს ცვლილებას?
    მეცნიერების არგუმენტი შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ: “ჩვენ ტელევვიზორში გამოსახულებას იმიტომ ვხედავთ რომ ეკრანს გამადიდებლით რომ შევხედოთ დავინახავთ ამასა და ამას, ის ასეთ და ასეთ სხვადასხვანაირ სინათლეს იძლევა ამა და ამ ადგილას” და შემდეგ აღარ ვიფიქროთ რა დგას ამ ტელევიზორის ეკრანის უკან.
    ხოლო რაც შეეხება ღმერთის არსებობის დამრტკიცების სირთულეს, აი ეს კი ძალიან რთულია. და ასეც უნდა იყოს. ახლა წარმოიდგინეთ რომ ცხოვრებაში პირველად გაიგეთ სიტყვა ღმერთი და მაშინვე ამაში ეჭვი შეგეპარათ და თქვით, აბა ღმერთო ერთი დამენახე თუ არსებობ და შემდეგ მან უცებ ციდან, ჰეი აქ ვარ აი შემომხედე, ხომ მხედავ რომ ვვარსებობ, ამით რა, შემდეგ რას იზამთ, ეტყვით ჰო კაი თურმე ყოფილხარ და ამ წუთიდან შენი მწამს. ნუთუ ეს არ იქნება დიდი სისულელე

    Like

    1. Zaza

      ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რატომ ხდება იცი? იმიტომ რომ, ქრისტიანებში არსებობს ორი კატეგორია, პირველი, არის რომელიც ძველი აღთქმიდან რომ აზროვნებს დღემდის… (ზოგმა კარგად იცის, ზოგს რაღაცეები აქვს გაგონილი და ისე აზროვნებს და ასე შემდეგ…) (კათოლიკებს არ ვგულისხმობ, რადგან, ვფიქრობ კათოლიკებმა რელიგია თვითონ მოირგეს როგორც თვითონ უნდოდათ, ანუ შეიმსუბუქეს ყველაფერი… ვფიქრობ რელიგიას შენ უნდა მოერგო, რადგან ღმერთმა როგორიც მოგცა უნდა მიიღო ისეთი) მეორე, ახალი აღთქმიდან რომ აზროვნებს… აქედან გამომდინარე გაიყო აზრები სხვადასხვანაირად… შესაბამისად ათეისტებს მიეცათ საბაბი რომ თავიანთი აზრით აგიხსნან, დაგაჯერონ და ზოგიერთების აზრით დაგიმტკიცოს კიდეც რომ ღმერთი არ არსებობს… (როგორ დაგიმტკიცებს ეს უკვე ცალკე თემაა…) ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბუნებრივია, ათეისტი ყოველთვის გაურკვევლობაშია და ამბობს ღმერთი არ არსებობსო, ვისი დაიჯეროს აღარ იცის და ურჩევნია ისევ პრაქტიკული ლაბორატორიული ცდებიდან გამომდინარე ამტკიცოს ღმერთის არ არსებობა… 🙂 თან, ფიქრობს, ზედმეტი ტვირთია რელიგიურობა, ამის გარეშე უფრო თავისფუფლად ვარო, პასუხისმგებლობის ქენჯნა აღარ მექნება და ასე შემდეგ… თუმცა რეალურად, ყველაფერი ძალიან მარტივია, სულაც არ არის ზედმეტი პასუხისმგებლობა, ძალიან ადვილია, შენ წყვეტ შენს ცხოვრებას, თუ მოექცევი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცეს უკეთესად იქნები, ნახე რა ადვილია, შენ წყვეტ შენს ცხოვრებას, ამას გასწავლის იესო, ნურავის განიკითხავ…….. (შენც ნუ განიკითხავ, ენა შენი არ არის?) ათეისტების აზრი იმას ჰგავს, მინდა და განვიკითხავ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და მე როგორც მინდა ისე მოვიქცევიო… რა თქმა უნდა თავისუფალი ხარ და შენ როგორც გინდა ისე მოიქცევი, თავისთავად, მართალიც არის… მაგრამ შედეგი რომ სხვა იქნება, ეს შედეგიც ხომ შენი მიღწეულია… ხშირად ზოგიერთებს ის აღიზიანებს ხოლმე რომ თუ მე ვწყვეტ ყველაფერს მაშინ რატომ მიმითითებს როგორ უნდა მოვიქცეო… კი არ მიგითითებს, რეალობას გასწავლის, ამ ცხოვრებაში არავინ არავის ემორჩილება, ქაოსური მდგომარეობაა, ყველაფერი რაც ხდება, ხდება დაუგეგმავად, დინებიდან გამომდინარე, ცხოვრება მიდის… ყველა, თვითოეული ადამიანი როგორც ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, ყოველი ადამიანის ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა, რადგან ყოველი ადამიანის ნამოქმედარი ყოველთვის რაღაცას ცვლის ამ ცხოვრებაში და შესაბამისად ყველაფერი თავისთავად მიედინება, როგორც მდინარე… გადახტე წყალში და შენ ხელები, ფეხები იქნიო და წყალს მიჰყავხარ… შენ მხოლოდ შენი თავისთვის მიმართულების მიცემა შეგიძლია, რულის ტრიალი, საითაც მიატრიალებ იქით წახვალ… მთავარია ქაოსურ ადგილას არ გადაუხვიო, სადაც ქვებია, ნაგავია… რომ სადმე არ გაიჭედო და არ დაიხრჩო… აი, დაახლოებით ეს არის ცხოვრება ჩემი აზრით…
      ღმერთის არსებობა არ არ არსებობაც შენი გადასაწყვეტია, თუ შენ გინდა რომ არსებობდეს ღმერთი, მაშინ შენთვის არსებობს. თუ არ გინდა არ არსებობს… ანუ იმდენად თავისუფლები ვართ ადამიანები რომ ვერ ვაფასებთ, ვერ ვხვდებით რომ თავისუფლები ვართ, ჩვენი ტვინი ჯერ კიდევ ვერ მივიდა იმ დონემდეს, მივხვდეთ რომ თავისუფლები ვართ…

      Like

      1. unknown

        ერთადერთი, რაც ადამიანს უნდა უნდოდეს, არის ის, რომ ამ ცხოვრების მდინარეს სიამოვნებით, ცორვით მიუყვებოდეს, ეს კი მაშინაა შესაძლებელი როცა მიხვდები რატომ ჩავარდი ამ დინარეში, და რატომ ეს კალაპოტი, რომელიც გერგო. როცა ცურვას კარგად ისწავლი, ამით სიამოვნებას მიიღებ, სხვანაირად ვინ იცის, საით წაგიღებს და როგორ, ამიტომ აბობენ ხანდახან, “რავი ვარ რა, ამ ცხოვრებას რას გაუგებ” ან ” როგორ ვიქნები ამ ცხოვრების შემყურე”.

        Like

დატოვე კომენტარი