პასუხი 10 კითხვაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს


ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, ელის თუ არა სამყაროს განადგურება ან რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა. ბრიტანულმა ციფრულმა ტელეარხმა Eden-მა გადაცემა Science Month-ის გაშვებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანში გამოკითხვა ჩაატარა და ამოარჩია 10 საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მათ ყველაზე მეტად სურთ. აშკარა გახდა, რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ადამიანის ადგილი სამყაროში და უმთავრესი მეცნიერული დილემები.

Eden-ის თანამშრომელმა ადრიან უილსმა განაცხადა: „500 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანთა უმეტესობას ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ მეცნიერული განვითარება გასაოცარი სიჩქარით მიიწევს წინ. Science Month-ი პასუხს გასცემს ამ კითხვებზე, თუმცა სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.”

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელების 3/4 ავლენს დაინტერესებას მეცნიერებისადმი და დაახლოებით ამდენივეს სურს, უფრო მეტად იყოს ინფორმირებული მსგავს საკითხებში.

 

***

● მარტონი ვართ სამყაროში? (54%)
– მეცნიერების თქმით, სამყარო სავარაუდოდ შეიცავს მრავალ პლანეტარულ სისტემას, სადაც ბუნებრივი პირობები ხელსაყრელია ინტელექტუალური სიცოცხლის აღმოცენებისთვის. თუმცა შესაძლოა, ვერასდროს მოვაგროვოთ საკმარისი ფინანსები იმ ტექნოლოგიის გასავითარებლად, რომლის მეშვეობითაც მილიონობით სინათლის წლით დაშორებულ ადგილებს მივაღწევთ და უცხოპლანეტელებთან კონტაქტს დავამყარებთ.

● შეიქმნება ოდესმე კიბოს წამალი? (46%)
– კიბოს ოთხი სხვადასხვა სტადიიდან გადარჩენილთა რიცხვი მუდმივად იზრდება დროსთან ერთად, რისი მიზეზიც სამეცნიერო კვლევებისას მიღებული მრავალი ახალი და გასაოცარი მკურნალობის მეთოდია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში სასწაული მოხდება და კიბოს წამალი ერთ ღამეში შეიქმნება, თუმცა პაციენტები სულ უფრო მეტს იცოცხლებენ.

● არსებობს ღმერთი? (39%)
– არ არსებობს ემპირიული (ცდისეული), გაზომვადი სახის მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ღმერთის არსებობას დაადასტურებდა.

● რამდენად დიდია სამყარო? (33%)
– ზოგიერთი ასტრონომის მოსაზრებით, სამყაროს ზომას საზღვრები არ გააჩნია. თუმცა ნაწილი ამბობს, რომ დიდი აფეთქების მომენტის შემდგომ მისმა მასშტაბმა 150 მილიარდ სინათლის წელიწადს მიაღწია.

● როგორ და სად გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე? (30%)
– ამ საკითხზე უამრავი თეორია წამოჭრილა, დაწყებული სხვადასხვა ბაქტერიებიდან, რომლებსაც სიმბიოზური ურთიერთობები ჰქონდათ, დამთავრებული კონვექციური დინებებით, რომლებიც დედამიწის ქერქთან მიმდინარეობდა.

● შესაძლებელია დროში მოგზაურობა? (29%)
– დროისა და სივრცის ქსოვილი შეიცავს გზამკვეთებს, რომლებსაც „ჭიის ხვრელს” უწოდებენ. მათი მეშვეობით დროში მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელი ხდება. თუმცა ჭიის ხვრელები არასტაბილურნი არიან და მათ გასახსნელად საჭიროა ბნელი ენერგია, რისი არსებობაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.

● შევძლებთ ოდესმე სამყაროს კოლონიზაციას? (27%)
– შესაძლოა. ზოგიერთები ამბობენ, რომ სერიოზულად უნდა განვიხილოთ მზის სისტემის სხვადასხვა ადგილებში კოლონიების შექმნის საკითხი იმ შემთხვევისთვის, თუკი დედამიწაზე არსებული პირობები არასტუმართმოყვარე გახდება. „ნასამ” უკვე გამართა შეხვედრები ტერაფორმინგთან დაკავშირებით – სხვა პლანეტებისა თუ თანამგზავრების პირობების ფრთხილი მოდიფიკაცია, რათა დედამიწას დაემსგავსონ.

● რა ჩაანაცვლებს ნავთობს და როდის? (27%)
– ალტერნატიული ენერგიის წყაროები ხელმისაწვდომია, მაგრამ საჭიროა, გახდეს უფრო ნაყოფიერი, რათა მიესადაგოს მათზე დახარჯულ თანხას და დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები, რომ შესაძლებელი გახდეს ნავთობის ჩანაცვლება. თუმცა ნანოტექნოლოგიაში ხორციელდება წინსვლები, რაც შეიძლება იყოს პასუხი ამ კითხვაზე.

● როგორ დაასრულებს სამყარო არსებობას? (24%)
– თეორიები მოიცავენ იმ აზრს, რომ სამყარო შეწყვეტს გაფართოებას და შეიკუმშება, რომ გაფართოებასთან ერთად ის მუდმივი გაციების რეჟიმში იქნება, სანამ აბსოლუტურ ნულს (-273.15°C) არ მიაღწევს, რომ ბნელი ენერგია საბოლოოდ დასძლევს გრავიტაციას.

● სადამდე შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა? (20%)
– თაგვებზე ჩატარებულმა სიცოცხლის გახანგრძლივების ცდებმა მეცნიერთა ნაწილი დაარწმუნა, რომ მალე ადამიანებმა შეიძლება ჩვეულებრივად განაგრძონ ცხოვრება მას შემდეგ, რაც მეასე დაბადების დღეს გადაიხდიან.

48 thoughts on “პასუხი 10 კითხვაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს

  1. galaxy

    ძალიან საინტერესო იყო, და პასუხებიც მეტნაკლებად წყურვილის დამაოკებელიც :))) მემგონი ნელ ნელა მიყვარდება ეს ბლოგი

    Like

  2. სამყაროს ზომაზე მინდა დავწერო რაღაც. ესეიგი, მთლიანი სამყარო იმხელაა, რომ observable სამყარო (ანუ რომელსაც ვხედავთ და დაკვირვება შეიძლება) მასში ისეთი ზომის იქნება, როგორც ატომი observable სამყაროში!!!

    Like

    1. ეგ ინფორმაცია საიდან? 🙂
      პოსტს რაც შეეხება ძალიან საინტერესო საკითხებია, მაგრამ ძალიან მწირი და მოკლე პასუხები აქვს, დაუკმაყოფილებელს რომ დაგტოვებს მასეთი.

      Like

  3. და კიდევ მინდა სამყაროს დასასრულზე გითხრათ ორი სიტყვა. სამყარო 5 მილიარდი წლის როდესაც იყო ბნელმა ენერგიამ იჩინა თავი და აჩქარებით დააწყებინა გაფართოება. საბოლოოდ სამყარო გაფართოვდება და გაიხლიჩება. სამყაროს შეკუმშვის თეორიას უკვე თითქმის აღარავინ ემხრობა. დაახლოებით 15 მილიარდ წელიაწდში მოხდება ე.წ. “დიდი გახლეჩა”. http://allmovie.ucoz.ru/national_geographic_georgian_version.jpg <!– ამ ფოტოში ნახეთ დიდ გახლეჩაზე არის პატარა მონაკვეთი. ძალიან საინტერესოა.

    Like

  4. apollon201200

    საინტერესოა .. მაგრამ ბოლოში რომ წერია სადამდე შეიძლება სიცოცხლის გახანგრძლივებაო და თუ 120 წელი ვიცოცხლე ხომ დამაწყდა ნერვები 50 წელს ზევით რა მუღამი აქ სიცოცხლეს ვაბშე მე 38 წლამდე ვაპირებ სიცოცხლეს მეტი არაფერში მჭირდება 😀 ))

    Like

    1. სიცოცხლის გახანგრძლივებაში ძირითადად იგულისხმება ორგანიზმის გაახალგაზრდავება და დაბერების პროცესის შენელება, ანუ თუ ვთქვათ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გახდება 150 წელი, 100 წლის ასაკში იქნება, როგორ ახლა არის 50-60 წლის ადამიანი

      Like

      1. apollon201200

        მანქანების გამონაბოლქვის ჰაერს ვსუნთქავთ ათას საწამლავს ვჭამთ რისგან არის გაკეთებულები ვერ გაიგებ და მაინც თუ შეძლებენ მეცნიერები მაგის გაკეთებას საღოლ მაგათ 😀

        Like

        1. ხო ეგ დიდი პრობლემაა, მაგიტოა “მწვანე” ენერგიის წყაროები საჭირო.. მარტო ჩვენ კი არა, პლანეტასაც ანადგურებს

          Like

  5. apollon201200

    მესამე კითხვაზე ზუსტი პასუხი მაქვს ბეური ვიფიქრე რომ დასკვნა გამომეტანა და არაერთ მასალას გავეცანი მაგრამ დაზუსტებული შედეგი არცერთ მასალას არ ქონია მაგრამ ერთი ვიდეო რგოლი ვნახე myvideo.ge -ზე და ამ ბმულის ნახვის შემდეგ რომ ვთქვა რომ ღმერთი არ არსებობს და ისე უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით ალბათ ყველაზე დიდი ყლე ვიქნები :).
    ამ ვიდეოში ასახულ ქმნილებაზე რომ ვთქვა რომ ისე უბრალოდ შემთხვევით გაჩნდა 😀 ტყვია მაქ გასამზადებელი და თავი მოსაკლავი … რომელიმე სულელმა შეიძლება თქვას დედამ და მამამ გააკეთესო მაგრამ გარეგნობა გენეტიკურად გადადის და უბრალოდ დებილი უნდა იყო რომ თქვა ყველაფერი რაიმეს დახმარების გარეშე შეიქმნაო არ ავიღებ მაგალითებს რაიმე პლანეტებზე და სხვა რაღაცეებზე მე უბრალოდ ამ მოდელზე ვამბობ რომ ნამდვილად ღმერთის შექმნილია და მასში კარგად ჩანს ის რასაც მეცნიერული დაკვირვებები და ექსპერიმენტები არ ჭირდება უკიდეგანო სილამაზე 🙂 .
    ვიღაც იტყვის დაამტკიცე მეცნიერულადო 🙂 .. მე არ შემიძლია მეცნიერულად გამოვიტანო დასკვნა იმიტომ რომ არ ვარ მეცნიერი მაგრამ რასაც თვალებით ვხედავ მე იმის მჯერა და მე ვამბობ რომ ეს ქალი ღმერთის მიერ არის შექმნილი და სამყაროს ერთერთი დიდი შედევრია …!!
    აი ვიდეოს ლინკიც http://www.myvideo.ge/?video_id=1754801

    Like

    1. ვაიმე,რა კორექტული პოსტი ვნახე : )))
      აგნოსტიკოსები და ათეისტები დებილები ვყოფილვართ ყველა )))
      რა თქმა უნდა ,ის უფრო რეალურია რომ ეგ “ულამაზესი” ქმნილება(მე საერთოდ ვერ აღვიქვამ მოდელების სილამაზეს)) მიწისა და ფურთხისაგანაა შეზელილი : )

      Like

  6. tashi

    bolo kitxva iseti sisulelea ro ravi adamiani rac ar unda ecados sicocxles ver gaixangrdzlivebs da tu ese moxda gadavshendebit 🙂 logika araa imashi ro adamiani ukvdavi iyos

    Like

    1. ფიზიკური სხეულით ალბათ ვერ იქნება უკვდავი, თუმცა მოდიფიკაციების შემთხვევაში არაა გამორიცხული

      Like

      1. apollon201200

        ყველა ადამიანი უკვდავად არის შექმნილი,, ძაანაც რომ მოინცომოს ადამიანმა მოკვდავი ვერასდროს გახდება იმიტომ რომ სული უკვდავია,, ადმიანებს კი სული გვაქ,, შესაბამისად უაზრობად მეჩვენება ხორციელ უკვდავობაზე ფიქრი იმიტომ რომ უაზრობაა უკვდავმა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე დაიწყოს ფიქრი 😀 ))

        Like

          1. apollon201200

            გუშინ ღამით დროში ვიმოგზაურე და მეცოდებით იმიტომ რომ არ იცით რას სჩადით თქვენი უგუნური ურწმუნოებით დადგება დღე და ინანებთ ამ ყველაფერს მაგრამ ძალზედ გვიანი იქნება 🙂

            Like

            1. ძაან ნაკლებად მიცნობ მაგ სიტყვებისთვის ))
              ბევრ ქრისტიანზე მეტად მინდა ღმერთის არსებობა ))
              მაგრამ არა იმიტომ რომ მწამდეს მისი,პირიქით)
              ყველაზე დიადი სიკვდილი ერთ ნაკლებად ცნობილ კაცს ჰქონა:მე მოვკალი,მოვიპარი,შევიძულე მოყვასი ჩემი,ჩავიდინე სოდომის ცოდვა,მაგრამ ერთი წამითაც არ ვნანობო,სიკვდილის წინ სთქვა ))
              100% ითაც ერომ დავრჭმუნდე ღმერთის არსებობაში,მაინც არ ‘ვიწამებ’.

              Like

              1. apollon201200

                რომ იცოდე 2 დღის წინ შენზე ურწმუნოც კი ვიყავი არ მჯეროდა რომ არსებობდა ღმერთი და დღედა ღამე ამას ვეუბნებოდი ყველას და ბიბლიაში მოთხრობილ ამბებს განვიკითხავდი და მჯეროდა რომ მართლა შემთხვევით ვიყავით გაჩენილები ბეური მელაპარაკეს მაგრამ ვერაფრით ვერ დამარწმუნეს ღმერთის არსებობაში 🙂 მაგრამ გუშინ ღამით უცნაური სიზმარი მესიზმრა მაგრამ ეს სიზმარიც არ იყო ისეთი შეგრძნება მქონდა რომ იქ ვიყავი და სარკესავით სუფთად ვხედავდი ყველაფერს ყველაზე უცნაური ისაა რომ არასდროს არ დამმახსოვრებია არცერთი სიზმარი ამ სიზმარში კი რაც მოხდა შემიძლია დეტალურად აღვწერო ყველა მოქმედება მაგრამ შევეცდები მოკლედ აღვწერო მოკლედ ჩემი სახლის რემონტი იყო და სახლში ძალიან ბეური ხალხი იყო და დავინახე 2 ბავშვი ასე 6-7 წლისსები და მძიმედ მოქონდათ საღებავსავით რაღაც მე მათ ამის აღებაში დავეხმარე და ოთახში მივატანინე 🙂 რაც ყველაზე უცნაურია რომ გავიღვიძე წელი მტკიოდა ძლიერ ჩემთვის სიმძინეების აწევა არ შეიძლება და 2 თვეა არ მტკიებია ამ სიზმრამდე შემდეგ მივდიოდი გზაზე სადღაც საქმეზე და ისე უბრალოდ შევედი ეკლესიაში და დავიწყე წირვის სმენა მაგრამ დავიღალე და უკან გადავედი 3 სავარძელი იდგა მარცხნივ ბავშვიანი ლამაზი ქალი იჯდა მარჯვნინ მსუქანი ქალი და მე შვაში ცარიელი სავარძლის უკან დავჯექი რატომღაც კლავიატურა მეჭირა ხელში და ვისვენებდი .. შემდექ წამოვდექი და მარჯვნივ მყოფი ქალი მეუბნებოდა შენ ღმერთი არ გწამს აქ რა გინდა შენი ადგილი არ არისო (ეს ჩემი ფიქრები იყო რასაც ის ქალი მეუბნებოდა) შენ რწმენა არ გაქო ამის შემდეგ თითქოს საკურთხევლის მაგივრად ეკნრანი იყო და ვხედავდი თუ როგორ ნათლავდა ევას ღმერთი ამ დროს კი უცებ დედაჩემი შემოვიდა ეკლესიაში და თქვა მას სიზმარი ესიზმრა მითხრა რომ უფალი ზღაპარს უყვებოდაო მაგრამ არაფერი აღარ ახსოვსო და ამ დროს კრუნჩხვებში ჩავვარდი და ხილვა მქონდა უფლის დავალებით კაცი მელაპარაკებოდა მან მითხრა რომ ღმერთს იმედები გავუცრუე და ძალიან ღელავს ჩემს გამო და წუხს რადგან ცოტა დრო მაქ დარჩენილი ცოდვების მოსანანიებლად და მე კი ვუარყავი ის და ცოდვები მაქ მოსანანიებელი ამ დროს 3 თვითმფრინავი მოფრინავდა ჩვენს ცაზე და დიდი ბომბები ჩამოყარეს ყველანი სადღაც გავრბოდით გადასარჩენათ ამით დამთავრდა ამის შემდეგ მივხვდი თუ რა მკრეხელობასაც ჩავდიოდი ღვთის უარყოფით და ვეცდები რომ დაშვებული შეცდომები გამოვასწორო

                Like

                  1. apollon201200

                    არ ვკაიფობ ზუსტად მაგ სიზმრის დამსახურება რომ ჭეშმარიტება აღმოვაჩინე და მაგ სიზმრის მერე დაიწყო ჩემთვის ცხოვრება მანამდე თითქოს მკვდარი ვიყავი მარტო დაკარგული უკიდეგანო სამყაროში მაგრამ ეხლა ყველაფერმა თავისი აზრი და მიზიზი შიძინა და გაურკვევლობიდან გამომიყვანა და ჭეშმარიტ ღმერთთან კონტაქტი მაგრძნობინა შორეული ფორმით მაგრამ მაინც

                    Like

                    1. ზურა

                      საღოლ მაგარი ფანტაზია გაქვს, მაგ თემაზე რომ იყავი ფოკუსირებული შენც ეგ გინდოდა რო ან დაგემტკიცებინა შენი თავისთვის რომ “ის” არსებობს, ან უარყოფა მოგეხდინა მისი, მაგრამ არსებობა ხომ უფრო ადვილი დასამტკიცებელია, გაიხედე გარეთ ეს ლამაზი არსებები არაფრისგან და რაღაც აფეთქებით ხომ არ შეიქმნებოდნენო იფიქრებ, ხოდა უფრო მარტივია აქ ღმერთი ჩარიო და თქვა რომ ისინი ღმერთმა შექმნა, ხოდა სიზმარშიც შესაბამისი “ფილმი” ნახე და შენც დარწმუნდი რომ ეს სიმართლე არი. სისულელეა. სიზმრებს ჩვენ ვქმნით, ვიღაც მითიური არსებებები “კეთილი” და “ბოროტი” არ იგონებენ მაგ სიზმრებს და ჩვენ არ გვიგზავნიან, გონება რაზეც ახდენს ფოკუსირებას და რაზეცაა კონცენტრირებული დღის განმავლობაში ის გვესიზმრება. კარგია თუ რაწმუნდი მის არსებობაში, რადგან ცუდია გაურკვევლობაში როცა ხარ, ეგ სიზმარი შენთვის მყარი არგუმენტი გახდა იმის დასამტკიცებლად რომ ღმერთი არსებობს. თუმცა ეგ შენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია და არა ღვთის მიერ გამოგზავნილი მცნება იმის შესახებ რომ ის არსებობს.

                      Like

                1. აი ურწმუნოში რას გულისხმობ არ ვიცი ))
                  მე აგნოსტიკოსი ვარ,მგონია რომ არ არსებობს,მაგრამ არაფერს ვამტკიცებ ))
                  და თუ არსებობს,არ მწაამს ))
                  ნუ იქნები ეგეთი დარწმუნებული რომ ჩემზე ურწმუნო ხარ,და ჩემზე ბევრი გიფიქრია ამ საკითხზე.

                  Like

                2. და საერთოდ არას მიედ-მოდები ))
                  ორი დღის წინანდელ პოსტშიც თავგამოდებით გვარწმუნებ ღმერთის არსებობაში და ))

                  Like

                  1. apollon201200

                    ვიცი ძნელია ირწმუნო როცა არ გინახავს მაგრამ წმინდა წერილში დაწერილია ნეტარ არს ის ვისაც თვალით არ ვუნახივარ და მირწმუნაო მე არავინ არ მინახია მაგრამ სიზმარი გამომიგზავნეს წერილის სახით რომლის ხილვის დროსაც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს სხეულში არ ვიყავი და სიზმრის დასრულების შემდეგ თითქოს ისევ დავბრუნდი .. რა არის ჩვენი ცხოვრება ? 20 წელი ? შეიძლება 12 წელიც ვინმესთვის 10 დღის წინ მხოლოდ იმიტომ ვაპირებდი თავის მოკვლას რომ გამეგო სიკვდილის შემდეგ რა ხდებოდა მაგრამ ძალა არ მეყო .. რაც შეეხება იმას იმ ქალზე რომ დავწერე მაშინ სერიოზულად არ დამიწერია მაგრამ დავფიქრდი რომ ქაოსისგან შეუძლებელია ასეთი სილამაზის შექმნდა და მაგის შემდეგ დამესიზმრა ის სიზმარი რომელიც მაღლა აღვწერე მაგრამ მოკლედ დავწერე შენ ჩემი ძველი პოსტები არ გინახია ამ საიტზე კომენტარებშ თორე მიხვდებოდი რომ 1 დღეა უკვე ღმერთის მწამს და ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში გაურკვევლობაში აღარ ვარ ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს მაგიდასთან ყავის მიტანის დროს ჭიქიდანაც კი აღარ მექცევა ყავა და სამუდამოდ განიდევნა ჩემიდან თვითმკვლელობის სურვილი რაც შეეხება წმინდა წერილს რომელშიც გადმოცემულია სამყაროს შექმა ბიბლიური დროით 7 დღეში თუ 6 ში ზუსტად არ ვიცი ჯერ არ ვიცნობ კარგად ბიბლიას ეს მხოლოდ თვალსაჩინოებისთვისაა დღეები ღმერთისთვის 1 დღე საუკუნეა და საუკუნე ერთი დღე , ბიბლიაში დაწერილი სიტყვები თვით ღმერთის სიტყვებია და რაცარუნდა ეწეროს ყველაფერი უნდა დავიჯეროთ და ვირწმუნოთ რადგან ყველაფერი ისევე ჩვენთვის იქნება საუკუნო სასუფევლის კარის გასაღები არჩევანი ჩვენზეა ღმერთმა თავისუფალი ნებით შეგვქმნა დედამიწაზე რაც გვინდა იმის გაკეთება შეგვიძლია მაგრამ კარგსა და ცუდს შორის არჩევანი ჩვენზე არის ჩვენ რობოტები არ ვართ რომ ღმერთს დავეპროგრამებინეთ რაც შეეხება მიწისგან და ფურთხისგან ვართო მოზელელი ეგ დავიჯეროო? რომ დაწერე მაღლა . ერთი ის მითხარი 2000 წლის წინ რომ დაგეწყო კომპიუტერსადა თვითმფრინავებზე ლაპარაკი ალბად კოცონზეც კი დაგწვავდნენ 😀 .. და ბიბლიაში ყველაფერი ისეა გადმოცემული როგორც საჭირო იყო და ახლაც კი რომ დეტალურად აღგვიწეროს ღმერთმა თუ როგორ გავჩნდით რეალურად ყველა ადამიანს ამისთვის გონება არ ეყოფა ყველა ჩვენგანი 10 ოსანი ვერ იქნება ბიბლია კი წინა შესამზადებელი სიტყვაა ჩემი აზრით სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერს გავიგებთ და უსასრულო ცოდნა გვექნება ყველაფერზე დედამიწაზე კი უნდა ვეცადოთ რომ მზად ვიყოთ სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისთვის თუარა და დავიღუპებით სამარადისოდ და არანაერი იმიდი არ გვექნება ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის !!!

                    Like

                    1. წმინდა წერილში რა წერია არავისგან მესწავლება,ბოდიში და ))
                      ბიბლიის დაკვირვებით კითხვა და მისი გაგება,პირდაპირი გზაა ათეიზმისაკენ.
                      ნუ თუ ერთ დღეში ეგეთი მნ იშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე,სულ არ იქნება გამორიცხული რომ ორ დღეში ისევ შეგეცვალოს რწმენა,ამიტომ მორალისტად ნუ მომევლინები ))
                      მე ვერ ვიწამებ ღმერთს,რომელიც ითხოვს რომ ადიდებდნენ-ო ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა : )
                      სიკვდილის შემდეგ,შეუძლია თავისთვის შეინახოს ეგ ცოდნა,ღმერთს : )
                      ისიც ვთქვი ზემოთ,რომ ღმერთის არსებობის შემთხვევაში დამადლებული სამოთხე არაფრად მჭირდება.

                      Like

                    2. apollon201200

                      ahahaha მაგარად აზროვნებ შენ ალბათ ბავშვობაში წეროს ეყოლები უეჭველი მოყვანილი ალბათ ისიც ათეიზმია გვჯეროდეს რომ დედ მამამ გაგვაკეთა და საშოდან გავჩნდით მიდი აბა აუხსენი ეს 3 წლის ბავშვს გაიგებს რაიმეს ? ამიტომ ფიქრობენ რომ მართლა კიტრიდან და კომბოსტოდან ჩნდებიან ზოგ შემთხვევაში წეროს მოყავთ ხოდა ამ ბაშვებივით არიან ათეისტები გონიათ რომ ბოსტნეულიდან გაჩნდნენ და სექსზე წარმოდგენა არ აქვთ ეს ცოტა უხეში შედარებაა მაგრამ რეალურთან ყველაზე ახლოა ამიტომ დედამიწაზე ყოფნის პერიოდში ჩვენ ჯერ იმდეანად განვითარებულები ვერ ვიქნებით რომ გაიგოთ სინამდვილეში საიდან ვჩნდებით სიკვდილიშ შემდგომ კი ბევრი დრო გვექნება ამის გასაგებად და რატომ უნდა გინდოდეს სამოთხეში არ მოხვედრა არ ვიცი ისე შენ რომ შვილი გეყოლება მას რომ არ უყვარდე და როცა ფულს მიცემ მისგან საყვარელი გამოხედვა არ გაგახარებს ? არ გინდა რომ შენ შვილს უყვარდე? წარმოიდგინე გყავს შვილი და მას სხვა უყვარს ისე როგორც მამა და შენ არაფრად არ გაგდებს ხომ გეწყინება? ჩვენც ყფლის შვილები ვართ ყველანი და უფალი არ ითხოვს ჩვენგან სიყვარულს შეგვიძლია არ გვიყვარდეს ეს ჩვენი გადასაწყვეტია მაგრამ რა ადამიანი უნდა იყო რომ საკუთარი მამა არ გიყვარდეს? მე ბავშვობაშ მიმატოვა მამამ მაგრამ არასდროს არ მიფიქრია რომ ის არ არსებობდა და რატო შემეპარა ჩვენი ყდიდესი ნამდვილი მამის არსებობაში ეჭვი?
                      ჩვენ ადამიანები ვართ და არ შეგვიძლია არანაერი მეცნიერული გზით ღვთის არსებობა არარსებობის დადგენა ეს რჭმენა ჩვენში უნდა იყოს შესაბამისად არ იარსებებდა რწმენა მარტო მეცნიერება რომ იყოს არ იარსებებდა სიყვარული დედის მიმართ შვილის მიმართ თუ შეყვარებულის მიმართ იმიტომ რომ სიყვარული არ ჩანს? სად გრძნობ სიყვარულს? გულში ! ბეურ ქირურგს გაუჭრია გული და უთქვამს მე ვნახე ის მაგრამ სიყვარული ვერსად დავინახე იქ არ იყო რა აზრი დევს ამ სიტყვებში? რადგან ღმერთს ვერ ვხედავდ ისეეგე არ არსებობს? ეს იგივეა მჯეროდეს რომ მართლა წერომ მომიყვანა მაგრამ დაზუსტებით ვიცი ასე არ არის და შენ თუ წერომ მოგიყვანა ეს შენ უნდა იცოდე.

                      Like

    2. არგუმენტები თუ შეიძლება ))
      რატომ გადავშენდებით სიცოცხლე თუ გავიხანგრძლივეთ?

      Like

  7. apollon201200

    ahahaha 😀 მაგარად აზროვნებ შენ ალბათ ბავშვობაში წეროს ეყოლები უეჭველი მოყვანილი ალბათ ისიც ათეიზმია გვჯეროდეს რომ დედ მამამ გაგვაკეთა და საშოდან გავჩნდით მიდი აბა აუხსენი ეს 3 წლის ბავშვს გაიგებს რაიმეს ? 🙂 ამიტომ ფიქრობენ რომ მართლა კიტრიდან და კომბოსტოდან ჩნდებიან ზოგ შემთხვევაში წეროს მოყავთ ხოდა ამ ბაშვებივით არიან ათეისტები გონიათ რომ ბოსტნეულიდან გაჩნდნენ და სექსზე წარმოდგენა არ აქვთ ეს ცოტა უხეში შედარებაა მაგრამ რეალურთან ყველაზე ახლოა ამიტომ დედამიწაზე ყოფნის პერიოდში ჩვენ ჯერ იმდეანად განვითარებულები ვერ ვიქნებით რომ გაიგოთ სინამდვილეში საიდან ვჩნდებით სიკვდილიშ შემდგომ კი ბევრი დრო გვექნება ამის გასაგებად და რატომ უნდა გინდოდეს სამოთხეში არ მოხვედრა არ ვიცი 🙂 ისე შენ რომ შვილი გეყოლება მას რომ არ უყვარდე და როცა ფულს მიცემ მისგან საყვარელი გამოხედვა არ გაგახარებს ? არ გინდა რომ შენ შვილს უყვარდე? წარმოიდგინე გყავს შვილი და მას სხვა უყვარს ისე როგორც მამა და შენ არაფრად არ გაგდებს ხომ გეწყინება? ჩვენც ყფლის შვილები ვართ ყველანი და უფალი არ ითხოვს ჩვენგან სიყვარულს შეგვიძლია არ გვიყვარდეს ეს ჩვენი გადასაწყვეტია მაგრამ რა ადამიანი უნდა იყო რომ საკუთარი მამა არ გიყვარდეს? მე ბავშვობაშ მიმატოვა მამამ მაგრამ არასდროს არ მიფიქრია რომ ის არ არსებობდა და რატო შემეპარა ჩვენი ყდიდესი ნამდვილი მამის არსებობაში ეჭვი?
    ჩვენ ადამიანები ვართ და არ შეგვიძლია არანაერი მეცნიერული გზით ღვთის არსებობა არარსებობის დადგენა ეს რჭმენა ჩვენში უნდა იყოს შესაბამისად არ იარსებებდა რწმენა მარტო მეცნიერება რომ იყოს არ იარსებებდა სიყვარული დედის მიმართ შვილის მიმართ თუ შეყვარებულის მიმართ იმიტომ რომ სიყვარული არ ჩანს? სად გრძნობ სიყვარულს? გულში ! ბეურ ქირურგს გაუჭრია გული და უთქვამს მე ვნახე ის მაგრამ სიყვარული ვერსად დავინახე იქ არ იყო რა აზრი დევს ამ სიტყვებში? რადგან ღმერთს ვერ ვხედავდ ისეეგე არ არსებობს? ეს იგივეა მჯეროდეს რომ მართლა წერომ მომიყვანა მაგრამ დაზუსტებით ვიცი ასე არ არის და შენ თუ წერომ მოგიყვანა ეს შენ უნდა იცოდე.

    Like

    1. ქართულის ელემენტალური ნორმები კარგად შეისწავლე და ჩემი აზროვნების დონე შემდგომ განიხილე,თუ შეიძლება : ))
      არანაირად არ ვცდილობ ღმერთის პოვნას,ის ჩემზე ჭკვიანია თავად მიპოვოს )))
      მე მომხრე ვარ სამყაროს საიდუმლოებების ძიების და ვცდილობ თავადაც ვეძიო ,ვფიქრობ ეს ღმერთს პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.თუ უქმნის კიდევ ძალიან ნაკლებად მაინტერესებს.
      რწმენა ადამიანთან ერთად იცვლებოდა ,მასთან ერთად გაიარა გზა,ჯერ წვიმა და ცეცხლი იყო,ახლა კიდევ ყოველისშემძლე წვეროსანია xD
      ნუ გეწყინება ,მაგრამ შენი არგუმენტები სასაცილოდ მეჩვენება.
      თუ ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია,რას მახარჯავ დროს მე უგუნურს?
      არ სჯობს წახვიდე,რაიმე კეთილი საქმე ჰქმნა ))
      საზვერეებში წაგადგება : ))

      Like

      1. apollon201200

        საზვერეების გავლა შენც მოგიწევს მეც და ყველა ადამიანს გამონაკლისების გარდა : )
        და ღმერთის არსებობას დამტკიცება არ ჭირდაბა. ეს უკვე დამტკიცებულია. 2000 წლის წინ თვით უფლის ძე იესო ქრისტე იყო დედამიწაზე და მრავალმა მილიონმა ადამიანმა იხილა თუ როგორ აღდგა მკვდრეთით : )

        დრო კი ზედმეტიც კი მაქ : ) შეგიძლია ამ ვიდეოს უყურო და საკუთარი თავი იპოვო მასში შეგიძლია უშველო საკუთარ თავს და სხვებსაც.
        http://jesus.ge/?p=69

        Like

        1. აი მე ჩემი იდეოლოგიით არ მაინტერესებს რა მელის საზვერეებშიშენ კი უნდა გაინტერესებდეს : )
          ეგეთი მყარი მტკიცებულებები აღარ მომიყვანო,მანადგურებს მორალურად ხდ
          საერთოდაც მე თუ მკითხავ,ქრისტიანობაში ყველაზე დიდი ადამიანი იუდაა.
          ღმერთი თუ ხარ,ჯვარცმა რა სასჯელია)) იუდამ იკისრა ის მთავარი,მძიმე ხვდერი,იესო კი(?) სამ დღეში აღსდგა და ნახევარი მსოფლიო მის მოხლებზე დაეცა : )))
          ეგეთი ღმერთის დიდებას,ოქროს ხბოს ვეთაყვანო,ათასჯერ მიჯობს.

          Like

  8. მე უფრო მარტივად და მოკლედ გავცემ ამ კითხვებს პასუხებს:
    მაშ ასე

    1. მარტონი არ ვართ, ანუ არსებობს განუსაზღვრელი რაოდენობის გალაქტიკები და დასახლებული პლანეტები.

    2. კიბოს წამალი, ისევე როგორც ბევრი სხვა წარსულში “განუკურნებელი” და ახლა განკურნებადი დაავადების, აუცილებლად შეიქმნება.

    3. ღმერთი არ არსებობს.

    4. სამყაროს ზომა არ გააჩნია, ის უსასრულოა

    5. სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა იმ მარტივი ორგანიზმებიდან, რომელიც აქ სავარაუდოდ კოსმოსიდან მოხვდა, მეტეორიტების და ა.შ. გზით და მის განვითარებას მილიონობით წელი დაჭირდა.

    6. დროში მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელია, ამისათვის გვჭირდება მხოლოდ 1 რამ – სინათლის სიჩქარე. (ოღონდ შესაძებელია მხოლოდ მომავალში მოგზაურობა, წარსულში მოხვედრა თეორიულადაც, პრაქტიკულადაც და ლოგიკურადაც აბსურდულად შეუძლებელია)

    7. “სამყაროს კოლონიზაციაში” გააჩნია რა იგულისხმება, რაღაც ნაწილს აუცილებლად დავიკავებთ, თუნდაც დიდი დრო დაჭირდეს, მაგრამ მთლიანი სამყაროს კოლონიზაცია რათქმაუნდა შეუძლებელია.

    8. ნავთობს ალბათ მალე ჩაანაცვლებს, მზის, წყლის, წყალბადის და ელექტრო ენერგია.

    9.სამყარო არასოდეს დაასრულებს არსებობას, ის არც არასოდეს “შექმნილა” ის მუდამ იყო, და მუდამ იქნება.

    10. მეცნიერების განვიტარების დახმარებიტ შესაძლებელია მოხდეს ადამიანს სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება, (ალბათ შემდგომ ათასწლეულებში)

    :)) აი სულ ეს იყო 😀

    Like

  9. კალიკულა

    ვაიმე აპოლონნ ბოშყო ეს რააებს ლაპარაკობ :დდდდდდდ ეკრანიოო :დდ მე დამესიზმრა რომ თითქოს სპერმა გადმოანთხიეს და ვირიშივილი ბაყაყი სასიკვდილოდ იმეტებდა ხინკლისგაზრდილ თაგვს, ხოლო თაგვი ყველს დედაზე აგინებდა, მაგრამ ყველს მაინც ღმერთის იმედი ჰქონდა.. <333 აი ამ სიზმრით ვიწამე მე ღმერთი :/

    Like

  10. მარტონი ვართ სამყაროში?
    მგონია რომ კი, და თუ არიან ალბათ ჩვენზე განვითარებულები რომლებიც უბრალოდ არ გვკადრულობენ )

    შეიქმნება ოდესმე კიბოს წამალი?
    ხო გამოიგონეს რაღაც წამალი, რომელსაც ტესტავენ? ყოველშემთხვევაში ცდებს არ აკლებენ და აუცილებლად შეიქმნება, თუმცა ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა საკვებით თუ გამოვიკვებებით ბევრად ჯანმრთელები ვიქნებით და დიდხანსაც ვიცოცხლებთ.

    არსებობს ღმერთი?
    ის არსებობს, ფაქტია რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გნებავთ ჩათვალეთ ანატომიურად აგებული, არ არის აუცილებელი მას ღმერთი უწოდოთ, უბრალოდ ჩავთვალოთ რომ ძალაა, უზენაესი ენერგია.

    რამდენად დიდია სამყარო?
    უსასრულოა, დავიჯერო იმდენად დაუნები ვართ ჰორიზონტს ვერ ვხედავთ ან ვერ ვსაზღვრავთ?

    როგორ და სად გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?
    იმ მეცნიერების თეორიას ვეთანხმები რომლებიც ამბობენ რომ სიცოცხლე კოსმოსიდან მოხვდა, იქნებ მეზობელი სამყაროდან ვირუსი შემოაგდეს? 😛

    შესაძლებელია დროში მოგზაურობა?
    რატომაც არა?, ბუდისტი ლამები თუ ტიბეტში ფიზიკური სხეულით მედიტირებენ წლობით და ამ დროს სხვადასხვა ქვეყანაში ხედავენ მათ სხეულებს, ე.ი შესაძლებელია დროის დამორჩილება. ნუ მე მჯერა რომ ადამიანს შეუძლია გონების მართვით ასეთი “სასწაულის” გაკეთება.

    შევძლებთ ოდესმე სამყაროს კოლონიზაციას?
    მეეჭვება. თუ დროში გადაადგილებას შევძლებთ კოლონიზაციის იდეას აზრი აღარ ექნება.

    რა ჩაანაცვლებს ნავთობს და როდის?
    კაცმა არ იცის როდის, მაგრამ აუცილებლად ბუნებრივი რესურსები.

    როგორ დაასრულებს სამყარო არსებობას?
    მუდამ იარსებებს.

    სადამდე შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა?
    მეცნიერების დახმარებით გახანგრძლივებული სიცოცხლეს რა მუღამი აქვს? ეს იგივეა აპარატზე შეგაერთონ და მხოლოდ ისუნთქო ან გულმა იფეთქოს, მგონია რომ მთავარი სულის უკვდავებაა და თუ ამას მივაღწევთ რომელიმე ფიზიკური სხეულით (რეინკარნაციის მჯერა) მშვენიერი იქნება და მაინც რაში გვჭირდებათ უკვდავება? :დ მომაბეზრებელია))

    Like

    1. მომაბეზრებელია))
      ^^
      ზოგიერთი რომ ცხოვრობს იმ ცხოვრებით მუდამ ცხოვრება მოსაბზრებელია ნამდვილად.. ))
      მაგრამ საბედნიეროდ ამ ზოგიერთების გარდა კიდევ არის ხალხი ;3

      Like

    2. კოლონიზაცია იმისთვისაა საჭირო, რომ მეტი რესურსები აითვისონ და მოსახლეობის ზრდამ პლანეტა არ დააზარალოს. თან სამყაროს კვლევის საკითხში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება

      Like

დატოვე კომენტარი