გალაქტიკები


გალაქტიკა წარმოადგენს კოსმოსში არსებულ სისტემას, რომელიც შედგება მტვრისგან, აირისგან და უამრავი ვარსკვლავისგან. გალაქტიკების ზუსტი რიცხვის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება – მხოლოდ დაკვირვებად სამყაროში მათი რაოდენობა სავარაუდოდ 100 მილიარდია. ამ სისტემებიდან ზოგიერთი ჩვენს „ირმის ნახტომს” ჰგავს, ზოგიც ძალიან განსხვავებულია.

გალაქტიკა, რომელიც 1 მილიარდზე ნაკლებ ვარსკვლავს შეიცავს, აღიქმება პატარა გალაქტიკად. ჩვენს სისტემაში მზე ერთ-ერთია 100 მილიარდი ვარსკვლავიდან. გალაქტიკების კლასიფიკაცია ხდება 3 ტიპად: სპირალური, ელიფსური და არასწორი გალაქტიკები.

სპირალური გალაქტიკები, რომელთა შორისაცაა ირმის ნახტომი, შედგებიან ბრტყელი დისკოსგან, რომელსაც ამოზნექილი ცენტრი აქვს და გარს არტყია სპირალური „მკლავები”. გალაქტიკის დისკო შეიცავს ვარსკვლავებს, პლანეტებს, მტვერსა და აირებს – ყველა მათგანი გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს რეგულარული წესით. ამ ბრუნვითმა მოძრაობამ, რომელიც წამში ასობით კმ-ის სიჩქარით მიმდინარეობს, შეიძლება დისკოში არსებულ მატერიას სპირალის ფორმა მისცეს. ზოგიერთი სპირალური გალაქტიკა კიდევ უფრო საინტერესო ფორმას იღებს, რაც მათ შესაბამის სახელს აძლევს, მაგალითად სომბრეროს გალაქტიკა.

უფრო ხნიერი ვარსკვლავები თავმოყრილი არიან გალაქტიკის დისკოს ამოზნექილ ცენტრში. სპირალურ სისტემებში მრავალი ახალი ვარსკვლავიც ყალიბდება და მათი დისკოები გარშემორტყმულია რგოლით, რომელიც მეცნიერთა აზრით, სავსეა იდუმალი ბნელი მატერიით.

ელიფსური გალაქტიკის ფორმაზე წარმოდგენას მისი სახელიც გვაძლევს. მათ უმეტესად მრგვალი ფორმა აქვთ, თუმცა ერთი რომელიმე ღერძის გასწვრივ უფრო იჭიმებიან, ვიდრე სხვების. შეიძლება იყვნენ თითქმის წრის ფორმის ან იმდენად წაგრძელდნენ, რომ სიგარის მსგავსი მოყვანილობა მიიღონ.

ელიფსური გალაქტიკები შეიცავენ დიდი რაოდენობით ძველ ვარსკვლავებს – 1 ტრილიონამდე, თუმცა მცირეა კოსმოსური მტვრისა და სხვა ვარსკვლავთშორისი მატერიის წილი. მათი ვარსკვლავები გარს უვლიან გალაქტიკის ცენტრს, თუმცა სპირალური გალაქტიკისგან განსხვავებით, ეს უწესრიგო მიმართულებებით ხდება. ელიფსურ გალაქტიკებში იშვიათად იქმნებიან ახალი ვარსკვლავები.

სამყაროში ყველაზე დიდი გალაქტიკებია გიგანტური ელიფსური გალაქტიკები, მათმა სიგრძემ შესაძლოა 2 მილიონ სინათლის წელიწადს მიაღწიოს. ელიფსური გალაქტიკა შეიძლება პატარაც იყოს, ამ შემთხვევაში ჯუჯა ელიფსური გალაქტიკები ეწოდებათ.

გალაქტიკა, რომელიც არც ელიფსურია და არც სპირალური, არასწორ გალაქტიკად იწოდება. მათ აქვთ უწესრიგო ფორმა, რაც ხშირად იმის გამოა, რომ მათ სიახლოვეს მდებარე სხვა გალაქტიკების გრავიტაციული ძალების გავლენას განიცდიან.

ზოგიერთი გალაქტიკა მარტოა ან მეწყვილე ჰყავს, მაგრამ უმეტესი მათგანი წარმოადგენს დიდი გაერთიანებების ნაწილს, რომლებიც ცნობილია, როგორც ჯგუფები, კლასტერები და სუპერკლასტერები. ასეთ ჯგუფებში გალაქტიკები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და მიზიდულობის ძალის გამო ზოგჯერ ერთიანდებიან. 4 მილიარდ წელიწადში ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკა 2 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მყოფ ანდრომედას გალაქტიკას შეუერთდება და ამ პროცესის დანახვა თავისუფლად იქნება შესაძლებელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზე.

ეს გალაქტიკათშორისი პროცესები შეიძლება ბუნებრივი ევოლუციის ნაწილი იყოს, რომლის შედეგადაც არასწორი გალაქტიკები გარდაიქმნებიან და რომელიმე სხვა ფორმას იღებენ, სპირალური გალაქტიკები კი საბოლოოდ ელიფსური გალაქტიკები ხდებიან.

ბევრი ასტრონომის აზრით, გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან მალევე (200 მილიონ წელიწადში) წარმოიშვნენ. სამყაროს შექმნის მომენტიდან მილიწამებში აირის ღრუბლებმა დაიწყეს თავმოყრა, შემდეგ დაშლა და შეკუმშვა გრავიტაციის ქვეშ, რათა გალაქტიკების საშენი ბლოკები შექმნილიყო.

მეცნიერთა აზრი იყოფა იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ თავდაპირველად გალაქტიკები. ზოგიერთის აზრით, პირველად გაჩნდა დაახლოებით 1 მილიონი ვარსკვლავის შემადგენლობის პატარა კლასტერები, რომლებიც ცნობილია, როგორც სფერული კლასტერები, მოგვიანებით კი გალაქტიკებად გარდაიქმნენ. მეორე ვერსიით, პირველად ჩამოყალიბდნენ გალაქტიკები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მათში არსებულმა ვარსკვლავებმა თავმოყრა და პატარა კლასტერებად გაერთიანება.

სიგარის გალაქტიკა (Messier 82)

 

NGC 1300

 

NGC 4921

 

NGC 4402

 

NGC 4414

 

Messier 81, იგივე NGC 3031

 

სომბრეროს გალაქტიკა

 

NGC 1232

 

Centaurus A

 

NGC 247

 

NGC 2207 და IC 2163

 

Arp 188

 

M65 (ზემოთ) და M66

 

გალაქტიკების კომპაქტური ჯგუფი, რომელშიც შედის გალაქტიკები –
NGC 7319, NGC 7318A, NGC 7318B და NGC 7317

 

გალაქტიკების გროვა „CL0024+1654″

 

ანდრომედას გალაქტიკა

 

ფოტო სახელად „ჰაბლის ულტრაღრმა ველი” – მასზე 10 000 გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეული მილიონობით ვარსკვლავს შეიცავს. დედამიწიდან დანახული ცის ის ნაწილი, რომელიც სურათზეა წარმოდგენილი, ექვივალენტურია მარცხენა ქვედა კუთხეში გამოსახული წითელი კვადრატისა.

 

300 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკები – UGC 1810 და UGC 1813.
ყვავილთან გარეგნული მსგავსების გამო ამ კადრს ასტრონომებმა „კოსმოსური ვარდი” უწოდეს.

 

„ირმის ნახტომის” ხედი ჰიმალაებიდან, მარდი ხოლას ხეობიდან

 

„ირმის ნახტომის” გალაქტიკა რეიუნიონის კუნძულის თავზე

 

„ირმის ნახტომის” მონაკვეთი აღდგომის კუნძულის თავზე

 

ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკების შეჯახება (მხატვრის წარმოსახვა)

14 thoughts on “გალაქტიკები

  1. ძალიან საინტერესო იყო 🙂 სულ ვფიქრობ ანდრომედას და ირმის ნახტომის შეჯახებაზე, “მშვიდად ჩაივლის” თუ მოხდება აფეთქებები. როგორც უმეტეს შემთხვევაში ალბათ საბოლოოდ ირეგულარულ გალაქტიკას მივიღებთ, ყველაზე ლამაზი ფორმა ზუსტად ირეგულარებს აქვთ.
    ისე ჯუჯა გალაქტიკებზე ცოტა მეტი რომ გეთქვა კარგი იქნებოდა 🙂

    Like

  2. apollon201200

    ისე 300 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკას სურათი როგორ გადაუღეს :D?

    Like

    1. ჰაბლის ტელესკოპითაა გადაღებული, რომელიც კოსმოსში აქვთ გატანილი. დედამიწაზე როა ტელესკოპი, ბევრი რამე უშლის ხელს შორეული ობიექტების დანახვაში, თუნდაც ელექტრომანიტური რადიაცია და სინათლე. თან კოსმოსურ ტელესკოპებს დიდი სარკეები აქვთ და მეტ გამოსხივებას კრებენ ობიექტებიდან. დაჟე დედამიწის ტელესკოპს შეიძლება რამდენჯერმე დიდი სარკე ჰქონდეს, მაგრამ მაინც ვერ გაიხედავს ისე შორს. საერთოდაც კოსმოსური ტელესკოპი ძალიან რთული სისტემაა, უამრავი სამეცნიერო ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. მაგალითად ჰაბლს 2.4 მეტრი დიამეტრის მთავარი სარკე აქვს და 6 ძირითადი ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული განსხვავებული სახის გამოსხივებებს იჭერს. 2018 წელს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უნდა გაუშვან, ეგ საერთოდ ჯიბეში ჩაისვამს ჰაბლს 😀

      Like

      1. apollon201200

        მაგარი იქნება იქნებ იმ ტელესკომპა აღმოაჩინოს დედამიწის ნაერი სხვა პალნეტები თუ გაქაჩავს 😀

        Like

  3. goga

    sagol magari postia.
    gaktionma galaktioni imito dairqva,rom rogori amoucnobic galaktikaa tvitonac isetad tvlidao tavs da sinamdvileshi “გალაქტიკა” rqmevia. 😀

    Like

  4. მაგარია!ირმის ნახტომის ხედი მართლა ესე ჩანს?? თიუ ესეც ფანტაზიაა. ყბა ჩამომივარდა, ძალიან მაგარია

    Like

    1. ფანტაზია მარტო ბოლოა 🙂 საერთოდ ჩვენი გალაქტიკა რადგანაა და მზის სისტემა მისი ნაწილია, დედამიწის ყველა წერტილიდან უნდა ჩანდეს მისი მონაკვეთები, მაგრამ ჰაერისა და გარემოს დაბინძურება და სხვა ფაქტორები ართულებს მაგ საქმეს. იგივე მიზეზით სოფლის ცაზე უფრო მეტი ვარსკვლავი ჩანს :)) ირმის ნახტომის მონაკვეთებსაც იქიდან იღებენ ხოლმე, სადაც ცივილიზაციას არ მიუღწევია – აღდგომის კუნძული, ჰიმალაი, ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის უდაბნოები და ა.შ. ობსერვატორიის კოსმოსურ ტელესკოპებსაც მიყრუებულ ადგილებში ან მთებში აკეთებენ

      Like

      1. :)) მე კიდევ მეგონა გალაქტიკა, როგორც გარკვეული ფორმის მატარებელი, მხოლოდ შორიდან აღიქმებოდა და მისი საზღვარი, როგორც ასეთი შიგნიდან ასეთი სანახავი არ იქნებოდა :))))) მაგარია.

        Like

  5. გამოხმაურება: 8 ფილოსოფიური კითხვა, რომლებსაც შესაძლოა, ვერასდროს ვუპასუხოთ « ჩრდილოეთის ციალი

  6. გამოხმაურება: 20 ქალი, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ასტრონომია – ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი