მეცნიერებმა დიდი აფეთქების შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპერატურა შექმნეს


მეცნიერებმა რეკორდი მოხსნეს და გასაოცრად მაღალი ტემპერატურა მიიღეს, ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა დედამიწაზე – 4 ტრილიონი გრადუსი ცელსიუსით. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ეს მოვლენა უკვე დააფიქსირეს. მაჩვენებელი 250 000-ჯერ აღემატება მზის ცენტრის ტემპერატურას და მასზე მაღალი მხოლოდ დიდი აფეთქებიდან უმოკლეს პერიოდში არსებობდა.

ექსპერიმენტი ნიუ-იორკის ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში ჩატარდა და გამოყენებულ იქნა ნაწილაკების გიგანტური ამაჩქარებელი. მიღებული ზემხურვალე აფეთქებების შედეგად წამის მემილიარდედში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. ამ ექსპერიმენტების მიზანია, ნათელი მოჰფინოს სამყაროს შექმნის საკითხს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 13-14 მილიარდი წლის წინ.

4 ტრილიონ გრადუს ტემპერატურაზე ჩვეულებრივი მატერია იშლება და გარდაიქმნება ერთგვარ სუბატომურ სუპად, სწორედ ისეთად, როგორიც სამყაროს შექმნის შემდეგ მიკროწამებში არსებობდა.

ექსპერიმენტში რელავისტური მძიმე იონების კოლაიდერში ოქროს იონები (ანუ ოქროს ელექტრულად დამუხტული ატომები) ერთმანეთს შეაჯახეს თითქმის სინათლის სიჩქარით. კოლაიდერის სიგრძე 3.8 კმ-ია და ფუნთუშას ფორმა აქვს. ის 3.6 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს ნიუ-იორკის შტატში, აპტონის დასახლებაში.

უკიდურესად ცხელი მატერიის ტემპერატურის გაზომვას მეცნიერები ახდენდნენ იმ სინათლის შეფერილობის მიხედვით, რომელიც მისგან გამოიყოფოდა – დაახლოებით ისე, როცა რკინის ნაჭერს შეხედავთ და მიხვდებით, რომ ცხელია, რადგან ვარვარებს.

ამერიკელი მკვლევარები მომავალში წლების განმავლობაში შეისწავლიან აფეთქებების შედეგებს პატარა უწესრიგობების აღმოსაჩენად, რომლებიც ახსნიან, თუ რატომ წარმოიშვა მატერია დიდი აფეთქებიდან მალევე გაჩენილი პირველყოფილი ცხელი სუპისგან.


ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა დოქტორმა სტივენ ვიდგორმა განაცხადა: „ამ ზემხურვალე მატერიას მრავალი საოცარი რამ უკაშირდება. რელავისტური მძიმე იონების კოლაიდერი იმისთვის შეიქმნა, რომ მატერია ადრეულ სამყაროში არსებულ ტემპერატურამდე გაეცხელებინა.”

2 მილიონ გრადუს ცელსიუსზე და ზემოთ ატომებში არსებული პროტონები და ნეიტრონები დნობას იწყებენ – გარდაიქმნებიან სითხედ, რომელიც შედგება უფრო მცირე ნაწილაკებისგან, კვარკებისა და გლუონებისგან. ეს სუბსტანცია ავსებდა სამყაროს მისი დაბადებიდან რამდენიმე მიკროწამის განმავლობაში, სანამ არ დაიწყო გაციება, შემდეგ კი შესქელდა და დაიწყო ატომების წარმოქმნა, რომლებმაც თავის მხრივ შექმნეს ვარსკვლავები, პლანეტები და კოსმოსური მტვერი.

ნაწილაკების შემსწავლელი ფიზიკოსები აქამდე მიიჩნევდნენ, რომ პირველყოფილი კვარკ-გლუონური პლაზმა არსებობდა აირის სახით. თუმცა ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ის თხევად მდგომარეობაში იყო.

ამ წლის მიწურულს შვეიცარიაში მოღვაწე მეცნიერები აპირებენ, დიდი ადრონული კოლაიდერის მეშვეობით ტყვიის იონების შეჯახება მოახდინონ, რის შედეგადაც კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება და გაიმეორებს იმ მოვლენებს, რომლებიც კიდევ უფრო ადრე არსებობდა სამყაროს შექმნის მომენტის შემდგომ.

შედარებისთვის – ტიპიური სუპერნოვას, იგივე აფეთქებული ვარსკვლავის ბირთვის ტემპერატურა დაახლოებით 2 მილიარდი გრადუსია, ჩვენი მზის ცენტრისა კი – 15 მილიონი.

21 thoughts on “მეცნიერებმა დიდი აფეთქების შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპერატურა შექმნეს

  1. ძალიან საინტერესოა, შენი პოსტები უამრავ საინტერესო ინფორმაციას მაწვდის ხოლლმე:))

    Like

  2. Samuel Muzaevi

    საინტერესოა და საოცარი მაგრამ რაიმე ფაქტები არის ამის დამამტკიცებელი?

    Like

      1. Samuel Muzaevi

        აი ამ ყველაფრის. 🙂 ანუ მაინტერესებს ეს მართალია თუ მოგონილი,იმიტომ რომ ინტერნეტს ვერ ენდობი დღეს 🙂 რაშიდაც დამეთანხმები ალბათ

        Like

        1. სტატიაში ეწერა, რომ გამოყოფილი სინათლის მიხედვით გაიზომა ტემპერატურა (ამას მეკითხებოდი?)

          პირველწყარო ესაა, საიდანაც ვთარგმნე:
          http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-2165557/Scientists-create-hottest-temperature-Big-Bang–250-000-times-warmer-centre-sun.html

          დისქავერის საიტზეც დევს:
          http://news.discovery.com/space/rhic-holds-guinness-record-for-hottest-man-made-temperature-120626.html

          Like

  3. ელამი მგელი

    იმდენს იზავენ ეს შეშლილი მეცნიერები სანამ თავზე არ დაგვამხობენ დედამიწას ან შავ ხვრელში არ გაგვისტუმრებენ :@ რაიმე გარანტია არსებობს რომ მათ მიერ ჩატარებული ცდების შედეგები კონტროლს დაექვემდებარება?

    Like

  4. მგელი არა მხოლოდ თვალებთან ყოფილა პრობლემური…
    ელექტრო ენერგიის ამ რაოდენობით წარმოება და შენნაირებისათვის კომპიუტერთან სიამოვნების არ მოკლებაც არ არის ნაკლებ სახიფათო მაგრამ არ გაქვს მაგაზე პრეტენზია ))
    თუ ვინმე შენზე ჭკვიანია და თავის ცხვირს იქეთ უნდა გახედვა არ ნიშნავს იმას რომ თავზე დაგამხობს პლანეტას .
    “დედამიწას ჩვენნაირი ადამიანები უფრო აზიანებენ, ვიდრე მეცნიერები..”
    +111

    Like

    1. ელამი მგელი

      ჩემნაირებად ვის თვლი ძალიან მაინტერესებს და რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით მე და ჩემნაირები შენი ეგზომ განვითარებული ინტუიციით? და ელექტრო ენერგიის წარმოებასა და გამოყენებაზე ნუ დამიწყებ მეცნიერობას იმ ენთუზიით რომ რამეს მეტყვი ახალს. და ბევრი მეცნიერული აღმოჩენა რომ საზიანოდ მოუბრუნდა ჩვენს სამყაროს იგივე ატომური იარაღის სახით შესაძლოა არ გაგახსენდა ამ პოსტს როცა წერდი. ხოდა შენ ეხლა იმის მტკიცებასაც დამიწყებ რომ მომავალი არმოჩენები სამხედორების სახით თავზე არ დაგვემხობა. ხოდა პოსტების წერისას ცოტა კორექტული იყავი შენთვის უცნობი ჩემნაირების მიმართ!

      Like

  5. “ენთუზია”-ს რომ გავიგებ რა არის პოსტის მაგ ნაწილზე გიპასუხებ ))
    შენნაირებად ვთვლი ყველას ვისგანაც იგივე მოსაზრება გამიგია,რაც ზემოთ ახსენე : ))
    მეცნიერული კუთხით ატომური ბომბის შექმნამ ძალიან დიდი წინსვლა მოგვცა : )
    ყველა ნამდვილი მეცნიერისთვის ბუნებაში არ არსებობს კარი,რომლის გაღებაც არ შეიძლება)))

    Like

    1. ელამი მგელი

      დღეს რაც გვაქვს მე და ჩემნაირ ადამიანებს როგორც შენ ამბობ არის ყველაფერი მეცნიერული აღმოჩენების შედეგად შექმნილი ტექნოლოგიები და რომელიც თანამედროვე სამყარო ეკოლოგიური თუ გეოლოგიური კატასტროფისკენ მიყავს, ხოდა ჩემნაირი ადამიანები ნიუტონამდე და აინშტაინამდეც არსებობდნენ მაგრამ მაშინ გაცილებით ჯანსაღ ბუნებაში უხდებოდათ ცხოვრება და არავის ამხობდნენ თავზე დედამიწას. ხოდა ზუსტად მეცნიერების “დამსახურებაა” ყველა ის უბედურება რაც დღეს ატყდება სამყაროს და არა ჩემანირი ხალხის…

      Like

      1. ასე მარტივად არაა, პოლიტიკა არის გაცილებით დიდი ზიანის მომტანი. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ მსოფლიო მასშტაბით სამხედრო სფეროში იხარჯება $2.1 ტრილიონი და კოსმოსურ პროგრამებში – $38 მილიარდი. მალე ამოწურვად ნავთობზე აქვთ ქვეყნებს დაკა-დაკა და ხელს არ უწყობენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების (მზის, წყლის, ქარის ენერგია) განვითარებას, რომლებიც ფაქტობრივად დედამიწის განადგურებამდე იარსებებენ.. ნუ იაპონია გამონაკლისია ამ მხრივ. მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელ სამყაროში პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული და გამოსწორება თუ მოხდება, ნაწილობრივ მაინც შეცვლის სიტუაციას

        Like

      2. დედამიწას მაინც თქვი კაცო…
        სამყაროს რომელი პრობლემა შეუქმნა ჩვენმა ტექნოლოგიებმა,მითხარი ერთი ))
        მეცნიერებს მხოლოდ გამონაკლისი სახელმწიფოები აფასებს და ეს მათი ბრალი არაა )))
        ნაკლებადაა მეცნიერების დანაშაული ის რომ ბუნებას ასე თავაზიანად ეპყრობა ჩვეულებრივი,რიგითი მოქალაქეები : )
        აი იმას კი ნამდვილად მეცნიერება შეძლებს ,თუ ამ პლანეტაზე დაუდგომლობის შემთხვევასი,სხვა ალტერნატიულ პლანეტაზე გადავალთ.

        Like

        1. ელამი მგელი

          ნუ სამყაროში აქ სიტყვა თანამედროვ დავამატე რითაც მისი საზღვრები შემოვფარგლე ჩვენი პლანეტით…
          და ფაქტია ისიც რომ ყველაზე მეტი სამეცნიერო სამუშაოები ფინანსდება ისეთი მიმართულებით რომელიც პირველ რიგში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას ხმარდება რაც როგორც ავტორმა აღნიშნა ზოგადად პოლიტიკიდან გამომდინარეა. პრიორიტეტები მართლაც რომ არასწორადაა განაწილებული ჩვენდა სამწუხაროდ…
          ამიტომაა რომ ცოტა “შიშით” ვკითხულობ ხოლმე ასეთ სტატიებს ))

          Like

          1. ნუ,მე მეცნიერში ვგულისხმობ მათემატიკოსს(პირველ რიგში,ყველა მეცნიერების საყრდენი),ფიზიკოსს,ქიმიკოსს,ასტრონომს ,ბიოლოგს და სხვა მსგავსებს.
            სამხედრო ინჟინერიას მეცნიერებას ვერ ვუწოდებ ;დ

            Like

  6. lela

    Charlius, zalian momcons sheni postebi.dgevandel italiur sainformacio programashi siujeti iko did agmochenaze, sxdoma, romelic siujetshi chans, am dilas aris gamartuli inglisshi. zalian damainteresa. tu gaqvs rsime informacia am agmochenaze, romelsac ascleulis agmochena ucodes da tqves rom mtlianad sheuzlia shecvalos chveneuli carmodgena fizikaze. dade erti kargi posti am sakitxzec. madloba. http://www.video.mediaset.it/video/tg5/servizio/310113/primo-passo-verso-una-nuova-fisica.html

    Like

    1. დიდი მადლობა ))
      იტალიური არ ვიცი, მაგრამ როგორც მივხვდი, ჰიგსის ბოზონზეა საუბარი. დავდებ ამ დღეებში 🙂

      Like

დატოვე კომენტარი