აკრილის გასაოცარი ნახატები


ფოკუსისა და არეკლილი სინათლის ეფექტურად გამოყენებით ეს ნამუშევრები საოცრად რეალურია და ერთი შეხედვით ფოტოსურათებს ჰგავს. თუმცა სინამდვილეში ისინი აკრილის საღებავებითაა დახატული და კანადელი ჰიპერრეალისტი ხელოვანის, ჯეისონ დე გრააფის შემოქმედებას წარმოადგენს.

ჯეისონი 1971 წელს დაიბადა კანადის ქალაქ მონრეალში, ამჯამად კი კვებეკის პროვინციის ქალაქ ოკაში ცხოვრობს. 1993-1996 წლებში მონრეალში, დოუსონის კოლეჯში ილუსტრაციის ხელოვნებას დაეუფლა, 2005 წლიდან კი მთლიანად მხატვრობას მიუძღვნა თავი. „მიუხედავად იმისა, რომ ნახატის წყაროდ ფოტოებს ვიყენებ, ჩემი მიზანი არაა, მოვახდინო მათი იდენტური კოპირება ტილოზე. არამედ მსურს, ნამუშევარში ჩავდო სხვა სიღრმე და გრძნობა, რომელიც ფოტოების ნახვისას არ იგრძნობა”, ამბობს დე გრააფი.

13 thoughts on “აკრილის გასაოცარი ნახატები

  1. ძალიან მაგარია! ჰიპერრეალიზმის არსებობის შესახებ პირველად გავიგე და აღფრთოვანებული ვარ :)))

    Like

Leave a reply to Alika Dixaminjia კომენტარის გაუქმება