ნაყოფიერების დღესასწაული იაპონიაში [+15]


უძველესი ეპოქიდან მოყოლებული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) არსებობდა სექსუალური ორგანოების კულტი. ამ ორგანოებს აღიქვამდნენ ნაყოფიერებისა და შთამომავლობის სიმბოლოდ. ამას ვერც იაპონური სინტოიზმი გაექცა და თანამედროვე ეპოქაში, განსხვავებით ევროპული საზოგადოებისგან, ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობისთვის ფალოსის თემა არ ასოცირდება გარყვნილებასთან, იაპონელი ხალხისთვის ის სრულიად ბუნებრივი რამაა.

ქვეყნის მასშტაბით მრავალი ტაძარია აგებული, სადაც მამაკაცის ან ქალის ორგანოების თაყვანისცემა ხდებოდა და დღემდე ხდება. თანაც არა საიდუმლოდ, არამედ საკმაოდ ღიად და აფიშირებულად – ამ კულტის პატივსაცემად დღემდე ეწყობა ორგანიზებული მასშტაბური ფესტივალები, რომლებშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

ერთ-ერთი ასეთი ტაძარია კანაიამა, რომელიც იაპონიის ქალაქ კავასაკიში მდებარეობს. ისტორიული ცნობების მიხედვით, ტაძარი აიგო ედოს პერიოდში (1603-1868 წწ) მეძავი ქალებისთვის, რათა პერიოდულად მისულიყვნენ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვისთვის ელოცათ. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კანამარას, იგივე რკინის ფალოსის ქანდაკებას. ლეგენდის მიხედვით, ძველ დროში ქალის სხეულში სახლდებოდა ბასრი კბილების მქონე დემონი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებს სასქესო ორგანოს მოაჭამდა ხოლმე. ქალებს ისღა დარჩენოდათ, თხოვნით მიემართათ მჭედლისთვის, რომელიც რკინის ფალოსს ჩამოასხამდა. დემონი ამ შემთხვევაში უძლური იყო და კბილები ემსხვრეოდა, შესაბამისად, იმის შესაძლებლობაც აღარ ჰქონდა, რომ ვინმესთვის ევნო.

სწორედ ამის გამო ტაძრის ნაწილი ახდენს მჭედლის იმიტირებას, ფალოსის ქანდაკების გვერდით კი გრდემლია განთავსებული. დღესასწაული აპრილის პირველ კვირას იმართება და იზიდავს უამრავ ადამიანს, რომელთაგან დაახლოებით მესამედი სპეციალურად ამ სანახაობისთვის ჩამოსული უცხოელია.


ტაძრის ტერიტორიაზე იშლება კარვები, სადაც ფალოსთან ასოცირებული მრავალფეროვანი პროდუქცია იყიდება – სასქესო ორგანოს ფორმის ტკბილეულობა, სამკაულები, ხის ფიგურები და ა.შ.


აქვე ტარდება მასტერ-კლასები ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს, ისწავლოს იაპონურ თეთრ ბოლოკზე ფალოსის ფორმის ამოჭრა.


უცხოელი და ადგილობრივი მამაკაცები თუ გოგონები სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ ფალოსის ფორმის კანფეტის წუწნისას.


გარდა ამისა, ფესტივალი იზიდავს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, უცნაურ ადამიანებს და მათ, ვისაც უბრალოდ ყურადღების მიქცევა ან არატრადიციული კოსტუმების მორგება სურს.


ტაძრის ცერემონია იხსნება ცეკვით, რომელსაც ასრულებენ ახალგაზრდა მიკოები – შინტოისტური ტაძრების მსახურები. მათ მოეთხოვებათ დაუქორწინებლობა და ქალწულობის შენარჩუნება, თუმცა აუცილებელი არაა, ტაძარს მთელი სიცოცხლე ემსახურონ. მიკოს როლი შეიძლება შეითავსოს სკოლის მოსწავლემ ან სტუდენტმა, რომელსაც უბრალოდ ეს როლი ხიბლავს.


ამის შემდეგ დგება მიკოშის გამოტანისა და ტარების დრო. მიკოში სპეციალური საცავია, რომელშიც ინახავენ ღვთაებრივ ნივთებს – ნივთებს, რომლებიც სულების ადგილსამყოფელს წარმოადგენენ. მიკოში ყოველთვის ხელით გადააქვთ, ამიტომ მასიდან გამომდინარე, მის საზიდად საჭირო ადამიანთა რაოდენობა მერყეობს ერთეულებიდან რამდენიმე ათეულამდე. ტარების დროს მზიდავები რიტმულად იმეორებენ გარკვეულ სიტყვებს და მცირეოდენად არხევენ მიკოშის. ამ პროცესში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, მათ შორის უცხოელებსაც, თუმცა ზოგისთვის შეიძლება ეს შეზღუდული იყოს (სქესის ან ასაკის გამო). კანაიამას ტაძარში 3 მიკოშია და თითოეულში გამოქანდაკებული ფალოსია განთავსებული. ამ სურათზე პროცესია ტოვებს ტაძარს – წინ მიდიან ქურუმები, მათი დამხმარეები და მიკოები.


ტვირთს ზიდავს 20 ადამიანზე მეტი, ისინი გამოწყობილნი არიან ასეთი ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტრადიციულ სამოსში – ქამრიან ხალათსა და მაღალყელიან თეთრ წინდებში, რომელსაც ტაბი ჰქვია.


ეს ყურებიანი გოგონა (ან ბიჭი) საგზაო მოძრაობას არეგულირებს. როგორც ჩანს, იაპონია ნამდვილად ტოლერანტული ქვეყანაა და ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი ჩვეულებრივი ხალხისგან რაიმე ფორმით გამოყოს, თანაც ისე, რომ არ შეეშინდეს სხვათა მხრიდან დამცირების, ცემისა და მსგავსი მოვლენების.

24 thoughts on “ნაყოფიერების დღესასწაული იაპონიაში [+15]

  1. სულ გამოფალოსდა ეს ხალხი რა! უცხოპლანეტელები არიან ეს იაპონელები უეჭველი 😀
    მილიონი დოლარი რო მომცე ფალოსის ფორმის ნაყინს მაინც არ შევჭამ 😀

    Like

    1. მეორეა, მართალი ხარ. გუშინ მთელი დღე კომისარიატში ვიყავი და რო მოვედი, დაკვირვებით ვეღარ გადავხედე 😀

      Like

  2. რას ერჩით ამ იაპონელებს მაგარი ხალხია…
    ჩვენნაირი დაკომპლექსებულები კი არ არიან 😀

    Like

    1. ფეტიშიზმი გამიგია ძმაო, მარა ფალოსის გაღმერთება? 😀
      გეცოდინება შენ, ფეტიშიზმი რელიგიის განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, შედარებით უფრო პრიმიტიული და სასაცილოა როცა დღევანდელ ეპოქაშიც არსებობს 😀

      Like

      1. არამგონია ფალოსს აღმერთებდნენ, უბრალოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თან ასეთი რამე ბევრ ტურისტს იზიდავს და უფრო გააპომპეზურეს ეს რიტუალები.
        მე ასე ვფიქრობ.
        მე მგონი რომ ეს ყველაფერი უფრო სანახაებრივ დატვირთვას ატარებს, ვიდრე რელიგიურს, ფალოსის გაღმერთება ერთმნიშვნელოვნად სირობაა, თუმცა აღმოსავლური კულტურის გახსნილობა უფრო მომწონს ასეთი საკითხებში ვიდრე ქრისტიანული ტაბუები, “ხიხია ეგ” “გარყვნილებაა” და ა.შ.

        Like

        1. ისე ვიკიპედიაში წერია, რომ ამ ფესტივალიდან შემოსული თანხა შიდსის კვლევაზე იხარჯება, ოღონდ citation needed-ო :d

          Like

        2. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სიმბოლიზმზე მეტია, ფალოსის დღესასწაული უფროა. სიმბოლიზმია ნაძვის ხის მორთვა, რომელიც ფეტიშიზმის ერთ-ერთი სახე იყო წარსულში. ისე, ტურიზმი რომ დღითი-დღე მახინჯდება ესეც ფაქტია. ამაზე მახსენდება — მარიხუანის ლეგალიზაციის ერთ-ერთი არგუმენტი — ტურისტებს მოიზიდავსო 😀
          ფაქტია, რომ სინტოიზმის (რელიგიის) განუყოფელი ნაწილია და რელიგიური პირები — ქურუმები იღებენ მონაწილეობას, ფალოსი მიჩნეულია როგორც სიწმინდე, მიძღვნილი აქვს ტაძრები და ა.შ.
          ტაბუს რაც შეეხება, გეთანხმები, ძალიან ბევრი მოვლენა ტაბუდადებულია უმეცრებისა და გაუცნობიერებლობის გამო, განსაკუთრებით ქრისტიანობაში.

          Like

          1. მე მასე სერიოზულად არ ვუყურებ ასეთ რამეებს.
            ვისაც უნდა ფალოსი ადიდოს ვისაც უნდა ვაგინა, დარწმუნებული ვარ ამას მასიური ხასიათი არ აქვს და ფალოსის კულტი არ ემუქრება ხალხის თავისუფლად აზროვნებას, როგორც მაგალითად ისლამი და ქრისტიანობა და კიდევ სხვა მსხვილი რელიგიები. თავისი “ზეაღმატებული” მორალური დოქტრინებით. ტურიზმს რას ერჩი, მოსწონთ მრავალფეროვნება, იაპონიაში რომ მოვხვდე მეც სიამოვნებით წავიდოდი მაგ რიტუალების სანახავად, რაც მეტ მრავალფეროვან და განსხვავებულ კულტურას და რიტუალს ნახავ უფრო საინტერესოა,
            ჩემთვის ამ შემთხვევაში უფრო მოსაწონი ისაა რომ ასეთი თემები არაა ტაბუირებული,

            Like

            1. საინტერესო კია ნამდვილად. ისე, ცუდად ნუ გამიგებ, უბრალოდ მაინტერესებს, ფალოსის ფორმის საწუწნს თუ მიირთმევდი? 😀 მე ჩემი აზრი დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით 😀

              Like

              1. კი როგორ არა :))) რა პრობლემაა, მაგის კომპლექსი არ მაქვს, ეს ხომ მხოლოდ კანფეტია 😀 😀 რა მნიშვნელობა აქვს რისი ფორმა აქვს, ფორმა მხოლოდ კაიფს მატებს იმ სიტუაციას.
                ამ კითხვაზე ის გამახსენდა “კაი ბიჭები სიწითლის გამო პომიდორს რომ არ ჭამდნენ” რაღაც ეგეთი დამოკიდებულებაა,

                Like

                1. სულაც არ ვთვლი, რომ კომლექსია. საქმე იმაშია, რომ „უბრალოდ“ კანფეტი არ არის, რადგან ფალოსის ფორმა აქვს და სულ სხვა დატვირთვა ეძლევა. ვერ გამიგია რატომ უნდა ჰქონდეს კანფეტს ფალოსის ფორმა. ასე, შუა თითიც მხოლოდ თითია, მაგრამ დატვირთვა აქვს სხვა, ანუ შეურაცხმყოფელია.
                  რაც შეეხება „კაი ბიჭებს“ ეს უკვე სტერეოტიპია, რადგან პომიდვრისთვის წითელე ფერი მისი არსია, ხოლო კანფეტისთვის ფალოსის ფორმა სულ სხვა დატვირთვის მიმნიჭებელი.

                  Like

                  1. მე მეცინება ამ ე.წ “დატვირთვაზე” ვისი მხრიდანაა შეურაცხმყოფელი? კანფეტის მხრიდან? მისი შემქმნელისგან თუ გამყიდველისგან? სისულელეა. ინტიმური ფორმის კანფეტია რომელზეც შეიძლება მხოლოდ იცინო და იკაიფო. კომპლექსი კი იმაშია რომ ფალოსი და საერთოდ გენიტალიები რაღაც ცუდთან ასოცირდება რატომღაც ისევ ამ ჩვენი ტაბუებით გატენილი კულტურიდან გამომდინარე. შუა თითის ჩვენება ცოტა სხვა მომენტია. შუა თითს ვინც გაჩვენებს, ამ შემთხვევაში მას განზრახული აქვს შეურაცხყოფა. ანუ შეურაცხყოფას მივიჩნევ კონკრეტული პირის განზრახვიდან გამომდინარე. ფალოსის ფორმის კანფეტის შემთხვევა სხვაა, მას შეურაცხყოფის მიზნით არავინ აკეთებს და ყიდის. შეურაცხყოფა ვისი მხრიდანაა? კანფეტის?
                    უფრო ნათლად რომ ვთქვა, შეურაცხყოფა განზრახვაშია და არა სიმბოლოში.
                    “დატვირთვის” მნიშვნელობაც არ მესმის ამ შემთხვევაში. ეგ კანფეტი ვერც ორიენტაციას შემიცვლის და ვერც ვერაფერს 😀
                    რა რჩება? მხოლოდ კომპლექსი, სირცხვილი, უხერხულობა და “რას იტყვის ხალხი” ეს მგონია რეალური შემაფერხებელი მიზეზები.

                    Like

                    1. სწორედაც რომ დატვირთვა და მნიშვნელობაა განმსაზღვრელი. რამდენადაც ფალოსი არ არის ჩვეულებრივი ორგანო, ამდენად მასთან ასოცირებული ესა თუ ის საგანიც სულ სხვა დატვირთვას იძენს. არ მითხრა, რომ პენისი და ცხვირი უბრალოდ ორგანოებია და მორჩა. (მე მეეჭვება რომელიმე მამაკაცი დათანხმდეს მეორე მამაკაცის თხოვნას სიამოვნების მინიჭების მიზნით შეეხოს მის პენისს, მაშინ როცა არავინ იტყვის უარს მის ცხვირზე ხელით შეხებაზე. სწორედ ესაა დატვირთვა). მათ შორის განსხვავება დატვირთვაშია. ცხვირის ჩვენება ნორმალური ფაქტია, ხოლო პენისამოგდებული სიარული უკვე ამორალურია, რადგან პენისი სხვა რეაქციას იწვევს ადამიანებში, რაც მისი ფუნქციიდან გამომდინარეობს. აბორიგენებიც კი ფარავენ სასქესო ორგანოებს. არ არის აუცილებელი ესა თუ ის ჟესტი ვინმეს მხრიდან იყოს შეურაცხმყოფელი ან ვინმე ამას მიზნად ისახავდეს. როდესაც ამბობ, რომ შუა თითის ჩვენებით შეურაცხოფის მიყენების მიზანი ამოძრავებსო, ამით შენ ადასტურებ იმას, რომ ერთ ადამიანს შეუძლია მეორისთვის შეურაცხყოფის მიყენება შუა თითის მეშვეობით. რატომ მაინცადამაინც შუა თითის? რის მეშვეობით ხდება შუა თითი შეურაცხყოფის მიმყენებელი? მხოლოდ დატვირთვით. აბა რატომ ნეკი თითის ჩვენებით ვერ მიაყენებ შეურაცხყოფას? იმიტომ, რომ მას ასეთი დატვირთვა (ფალოსის იმიტაციაა) არ გააჩნია. “იკაიფო და იცინო” ეს მხოლოდ არასერიოზული მიდგომაა და საკითხის არსს უგულებელჰყოფს. მთავარი ის კი არ არის, რომ ვიღაცას შუა თითის ჩვენებით შეურაცხყოფის მიზანი ამოძრავებს, არამედ ის, რომ შუა თითი ფალოსის ერთგვარი იმიტაციაა და ეს არის სწორედ მისი დატვირთვა. აქედან გამომდინარე, ფალოსის ფორმის კანფეტის წუწვნა ქმნის ფალოსის წუწვნის იმიტაციას და ეს პროცესი რომ შეურაცხმყოფელი იყოს, არ არის აუცილებელი ორიენტაცია შეუცვალოს ვინმეს. მასე, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის სქესობრივი კავშირი მეორე მამაკაცთან ნამდვილად არ შეცვლის მის ორიენტაციას, თუმცა ამ ქმედების სამარცხვინოობაზე მგონი არ ღირს დავა.

                      Like

                    2. ვერ დაგეთანხმები, მე არანაირ დატვირთვას არ ვანიჭებ სიმბოლოს და ფორმას
                      შეურაცხმყოფელი კი შეიძლება იყოს სხვა ადამიანის სპეციალური განზრახვა მომაყენოს შეურაცხყოფა. ცხვირი და პენისი ორივე ორგანოა, პენისი ინტიმურია და იმიტომ ვმალავთ.კანფეტის და პენისის შედარება კი უაზრობაა, იმიტაციის დატვირთვა კი არაა აქ მთავარი არამედ ის რომ ნამდვილი პენისი ინტიმური ადგილია და მას ისე უბრალოდ არავის ანახებ და კანფეტი კი კანფეტია უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით “დატვირთვა” მხოლოდ კომპლექსია, იმიტომ რომ რეალურად არავინ გთხოვს თავის პირად ინტიმურ ამბავში გარევას და არავინ გეუბნება პენისზე შემეხეო. ეს სიტუაციები ნამეტანი განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ შემთხვევაში ეს მიუღებელია იმიტომ რომ საქმე გვაქვს, სხვის ინტიმურ ადგილთან, რაშიც ყოველგვარი ჩარევა ისე უბრალოდ არ ხდება, მეორე შემთხვევაში ეს მხოლოდ, კანფეტია, აქ ხდება ისე უბრალოდ. ის არავისი ინტიმური ადგილი არაა. რეალურად პრობლემას აქ მხოლოდ წარმოსახვა და პირობითი ილუზორული საგნები ქმნიან. ანუ პრობლემა ხელოვნურია. რომ სხვამ ან საკუთარმა თავმა არ დაგაფიქსიროს იმის კეთებაში რაც შენთვის მორალურად მიუღებელია. სინამდვილეში ეს არ ეხება რეალურ ინტიმს და ნამდვილი პრობლემაც არ დგას. არ არღვევ მორალურ პრინციპებს, იმიტომ რომ რეალურ სგანთან არ გაქვს ურთიერთობა. ეს წარმოსახვითი პრობლემა ბარიერია საკუთარ თავთან ურთიერთობაში. დატვირთვა მხოლოდ ნამდვილ შემთხვევას აქვს. რაც შეეხება იმიტაციას, იუმორით თუ შეხედავ არაფერი პრობლემა არაა. თუ მე მკვლელობის იმიტაცია გავაკეთე, (გავითამაშეთ) არ ნიშნავს რომ მე მკლველი ვარ ან პოტენციური მკლველი, არც მორალურად მიუღებელი საქციელი არაა ეს. არადა რეალურად მკვლელობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტაცია კი არაა პრობლემა გართობის ან რაღაც სხვა უწყინარი მიზნით. იმიტომ რომ ამას არ ვანიჭებ არანაირ მნიშვნელობას. ხომ ხვდები განსხვავებას?
                      შუა თითის ჩვენება მხოლოდ იმიტომაა შეურაცხყოფა რომ ამის მჩვენებელი მიიჩნევს ასე. თორემ რომ არ მიიჩნევდეს, მაშინ ამ თითსაც დატვირთვა არ ექნებოდა ხომ? ამიტომ დატვირთვა კი არაა მთავარი არამედ კონკრეტული პირის განზრახვა, მოგაყენოს შეურაცხყოფა.
                      რატომ მაინცადამაინც შუა თითი?
                      იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ასე რომ ეს იმის იმიტაციაა, მაგრამ მე შეურაცხყოფად ვიღებ არა შუა თითის დატვირთვას არამედ კონკრეტული ადამიანის განზრახვას მომაყენოს შეურაცხყოფა.
                      ფალოსის ფორმის კანფეტს ერთადერთი არსი შეიძლება ქონდეს ჩემთვის: “ღადაობა”

                      Like

                    3. საინტერესოდ მსჯელობ, თუმცა:
                      შენი კომენტარიდან შემდეგი დასკვნა გამოვიტანე — შეურაცხყოფაში გადამწყვეტი ფაქტორია 1) სპეციალური განზრახვის (მიზნის) არსებობა და 2) მოვლენის ან ფაქტის რეალურობა და არა ხელოვნურობა (იმიტაცია).
                      რაც შეეხება პირველ მტკიცებას, ჩემი აზრით, შენ მხედველობიდან უშვებ ორი მოვლენის ერთმანეთისაგან გამიჯვნას, კერძოდ ა) შეურაცხყოფას, როგორც პასიურ ქცევას, უბრალოდ ფაქტს და ბ) შეურაცხყოფის მიყენებას, როგორც აქტიურ ქცევას. პირველი არ საჭიროებს სპეციალური განზრახვისა თუ მიზნის არსებობას, რამდენადაც პასიური ქცევაა და სუბიექტი არ ჰყავს და თავად ამ ფაქტის არსი განაპირობებს ფაქტის შეურაცხმყოფელობას, ხოლო მეორეს აუცილებლად ესაჭიორება მიზნის არსებობა, რათა სახეზე გვქონდეს არა შეურაცხყოფა როგორც ფაქტი, არამედ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ანუ აქტიური ქმედება. მაგალითად, თუ A გადააფურთხებს და შემთხვევით, შეურაცხყოფის მიზნის გარეშე ფურთხი სახეზე მოხვდება B-ს, ეს უკანასკნელი საკუთარ თავს იგრძნობს შეურაცხყოფილად, მიუხედავად იმისა, რომ B-ს ამის განზრახვა არ ჰქონია. ეს ფაქტი რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია, თუმცა არა B-ს მხრიდან (რადგან მას საპატიო მიზეზი აქვს), არამედ ფაქტის არსით (ნაფურთხის მოხვედრა სახეზე). მთელი რიგი სიტუაციებისა, მაგალითად, არაახლობელი ან ოფიციალური პირის წინაშე მაგიდაზე ფეხების შემოწყობა, ან მის წინაშე გადაფურთხება, ან მის წინაშე სკამზე ფეხით დგომა ერთმნიშვნელოვნად შეურაცხმყოფელია როგორც ფაქტი, რადგან თავისი არსით გამოხატავს ვიზავის უპატივცემულობას და სულაც არ არის აუცილებელი სუბიექტი სპეციალური განზრახვით მოქმედებდეს.
                      რაც შეეხება მეორე მტკიცებას, შენ ამბობ, რომ მხოლოდ რეალური ფაქტი შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი და მხოლოდ წარმოსახვის გამოისობითაა შეურაცხყოფის შეგრძნება. მე გიპასუხებ — შეურაცხყოფილად უნდა იგრძნოს თუ არა გადახრილ პოზაში მყოფმა ქალმა თავი, თუ მის უკან მიახლოვებული მამაკაცი ქალის მიმართ სექსუალური ქცევის იმიტაციას ახდენს, ამასთან შეურაცხყოფის მიზნის გარეშე (ანუ მას ამოძრავებს პირადი დაკმაყოფილების სურვილი და არა შეურაცხყოფის მიყენება)? მიუხედავად იმისა, რომ სახეზე შეურაცხყოფის მიყენების არც მიზანია და არც ქცევის რეალურობა, ქალისთვის (მამაკაცისთვისაც) ეს ფაქტი უეჭველად შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, რადგან გაუპატიურების (უნებართვო სქესობრივი კავშირის) იმიტაციას ახდენს და არის დამამცირებელი და ღირსების შემლახველი.
                      მე არ ვფიქრობ, რომ სექსუალური ქცევის იმიტაცია მკვლელობის იმიტაციის ადეკვატურია. რადგან, რეალური მკვლელობა იშვიათად რომ შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი იყოს, ხოლო ჩვენ მიერ განხილული სექსუალური ქცევა დამამცირებელია. ანუ ყოველი დამამცირებელი (მათ შორის საკუთარი თავის) ქცევა ამორალურია, ხოლო ყოველი ამორალური ქცევა (მაგ. მკვლელობა) არ არის ყოველთვის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი. აქედან გამომდინარე, მკვლელობის იმიტაცია ამორალური არ იქნება მანამ, სანამ ის რეალურად არ განხორციელდება, ხოლო სექსუალური ქცევის იმიტაცია (მაგ. გაუპატიურების) სავსებით შესაძლებელია შეურაცხმყოფელი იყოს. ამ მსჯელობას ეფუძნება ჩემთვის ფალოსის ფორმის კანფეტის წუწვნის დამამცირებლობა.
                      ვიღაცამ რომ გადაწყვიტა, სწორედ ესაა დატვირთვის მინიჭება, ხოლო როდესაც ამბობ, რომ შენ შეურაცხყოფად იღებ არა შუა თითის დატვირთვას, არამედ შერუაცხყოფის მიყენების მიზანს, მაშინ საინტერესოა შეურაცხოფად მიიღებ თუ არა საჩვენებელი თითის ჩვენებას, თუ სუბიექტს შენი შეურაცხოფა აქვს განზრახული? ამით იმის თქმა მინდა, რომ შუა თითის ჩვენებაში დატვირთვა ისვე მნიშვნელოვანია, როგორც შეურაცხყოფის მიყენების მიზანი. გამოდის, რომ დატვირთვა მნიშვნელოვანია ფაქტორია, შესაბამისად, ფალოსის ფორმის კანფეტს ეძლევა ფალოსის დატვირთვა, ამგვარი კანფეტის წუწვნა წარმოადგენს ფალოსის წუწვნის იმიტაციას, ხოლო იმიტაცია სავსებით შესაძლებელია დამამცირებელი იყოს როგორც ზემოთ აღვნიშნე.
                      პ.ს. შენი არ ვიცი, თუმცა მე მომწონს ეს დისკუსია, მაგრამ თუ მოგბეზრდა შეგვიძლია მოვრჩეთ 🙂

                      Like

                    4. გასაგებია, შეურაცხყოფა როგორც პასიური ქცევა – ეს ნამდვილად გამომრჩა, თუმცა მე კანფეტისგან არც პასიურად ვრჩები შეურაცხყოფილი და არც აქტიურად. რაც შეეხება სექსუალური ქცევის იმიტაციას – ამ შემთხვევაში უკვე ორი ინდივიდი მონაწილეობს, აქ პასიურად მაინც რჩები შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ ვიღაც ღიად, ჟესტებით აფიქსირებს სექსუალური კონტაქტის სურვილს, რაც მინიმუმ უტაქტობაა და უხერხულია. ფალოსის ფორმის კანფეტი კი უკავშირდება ტრადიციებს, რელიგიას და კულტურას. ანუ იქ სადაც ეს კანფეტი იყიდება უტაქტობა და სირცხვილი არაა მისი მირთმევა, შესაბამისად, პასიური შეურაცხყოფაც არაა, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.
                      ანუ ფაქტი შეურაცხმყოფელია მაშინ როცა ის საზოგადოებაში ან მის ნაწილში მიუღებელია. სადაც იმყოფები. პირობითად სადაც მაგიდაზე ფეხების შემოწყობა ნორმაა იქ პასიური შეურაცხყოფაც არ იქნება ამ ფაქტის გამო.იმიტომ რომ იმ ქვეყანაში, ჯგუფში სხვანაირი კულტურა და ქცევის ნორმებია. თბილისში რომ ვიღაცამ ფალოსის ფორმის კანფეტი მომაწოდოს მეც შეურაცხყოფილი ვიქნები პასიურად (თუ შეურაცხყოფის განზრახვას გამოვრიცხავთ) იმიტომ რომ ამ საზოგადოებაში ეს უხერხულია. რაც არ უნდა დამოუკიდებლები ვიყოთ საკუთარი მორალური პრინციპებით. სადაც ვართ მაინც იქაური შეფასების სისტემით ვხელმძღვანელობთ. ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ მხოლოდ ასე მიხვდები, შეურაცხყოფას გაყენებს ადამიანი თუ უბრალოდ ტაქტი და გაგება არ აქვს იმდენი რომ ის არ გააკეთოს რაც ნორმა არაა. იგივე სიტუაციაში იაპონიაში მთლიანად იცვლება გარემო.იქ ეს უკავშირდება რაღაც ცნობილ რიტუალებს, კულტურის ნაწილს, რელიგიას, ანუ იგივე სიტუაციაში ქცევის ნორმები სულ სხვაა. ეს რომ რაღაც ნამდვილ ინტიმს უკავშირდებოდეს რათქმაუნდა, იმის გამო არ დავარღვევ მორალურ პრინციპს რომ აქ სხვანაირი ქცევის ნორმებიათქო, მაგრამ ჩემი აზრით იმიტაცია ბევრს არაფერს ნიშნავს მითუმეტეს როცა ეს იმიტაცია კანფეტსა და შენს შორის ხდება და არა ვიღაცასა და შენ შორის. ანუ აქაც ორი ინდივიდის ურთიერთობას არ აქვს ადგილი, რომელიც შეიძლება უხერხული იყოს იმის გამო რომ ეს იმიტაცია უკავშირდება ინტიმურ საკითხს. აი კანფეტსა და ადამიანს შორის კი ვერანაირი ინტიმი ვერ იარსებებს. აქ მართლა წარმოსახვაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო.
                      ნუ ვიღაც თუ საჩვენებელ თითს მაჩვენებს შეურაცხყოფის მიზნით რათქმაუნდა შეურაცხყოფად მივიღებ. ყოველთვის მთავარია მიზანი და არა ის რომელ თითს გაჩვენებს და რას ნიშნავს ის თითი.
                      დატვირთვასაც მხოლოდ მიზანი განსაზღვრავს. ანუ ადამიანმა თუ არ იცის რომ ფალოსის ჩვენება შეურაცხმყოფელია. მაშინ მას ეს ქმედება შეურაცხყოფად არ ჩაეთვლება, რაც შეეხება პასიურ შეურაცხყოფას, აქ უკვე ის ფაქტორი მოქმედებს თუ რომელი სოციუმის წევრია. და სად ხდება მოქმედება.
                      თუმცა როცა საქმე მორალის ძრითად პრინციპებს ეხება მაშინ შეიძლება ყველა ქმედება შეურაცხმყოფელი იყოს. მიუხედავად იმისა ვისი მხრიდანაა და რომელ სოციუმში ხდება. მაგალითად აფრიკაში არის რამდენიმე ტომი სადაც სტუმარს ცოლს უწვენენ პატივისცემის ნიშნად. ეხლა მაგ ტომის ადამიანი რომ მესტუმროს და შენ ცოლთან დავწვებიო მითხრას, ეს ფაქტი რათქმაუნდა შეურაცხმყოფელი იქნება. მინიმუმ პასიურად (თუ გონია რომ იგივე ნორმაა აქაც) პრინციპში აქტიურადაც შეიძლება ჩავუთვალო, იმიტომ რომ სადაც მიდიხარ იქაური ძალზედ აუცილებელი ნორმები კი უნდა იცოდე და თუ არ იცი ეგეც დანაშაულია, 2 ღერა ინფორმაციიის შეგროვებას რა უდგას წინ. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ვის მოედანზე ხარ. თუ იმ ტომის მიწაზე სტუმრობ, ალბათ ვერ მოთხოვ რატომ არ ხარ ინფორმირებული ჩემი წესების შესახებო.
                      მოკლედ ჩემი დასკვნა ასეთია: კანფეტი უსულოა და მასთან ურთიერთობა არაა არც უხერხული, არც შეურაცხმყოფელი (არც პასიურად არც აქტიურად) პასიურად არა იმიტომ რომ იმ გარემოში ეს ჩვეული მოვლენაა, წუწვნის იმიტაცია კი არაა ძირითადი მორალური პრინციპი რომლის დარღვევა ხდება საჭირო. ნუ აქტიურს რაღა განხილვა უნდა გასაგებია რომ ამ მიზნით არავინ აკეთებს კანფეტებს.
                      პ.ს: არ მომბეზრდა პირიქით საინტერესოა.

                      Like

                    5. დავიწყოთ ამ დებულებით — “ფაქტი შეურაცხმყოფელია მაშინ როცა ის საზოგადოებაში ან მის ნაწილში მიუღებელია, სადაც იმყოფები”. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი მტკიცება სუბიექტივიზმისკენაა მიდრეკილი და ობიექტურ საფუძველს არ ეყრდნობა, აკი ამის საპირისპირო არგუმენტად შენვე მოიყვანე ერთ-ერთ ტომში სტუმრისთვის ცოლის მიძღვნის (თხოვების) მაგალითი და თქვი, რომ შეურაცხმყოფელია “მიუხედავად იმისა ვისი მხრიდანაა და რომელ სოციუმში ხდება”. ცოლის თხოვება ერთმიშვნელოვნად ამორალურია, რადგან ქალის როგორც დამოუკიდებელი არსების დაკნინებასა და დამონებას განაპირობებს, ასევე მეეჭვება ადგილი ჰქონდეს ქალის ნების თავისუფლებას, ასევე მეეჭვება ქალს სიამოვნებდეს ყოველ სტუმართან სარეცელის გაზიარება, ანუ მინიმუმ თავმოყვარეობის შემლახველი ფაქტია. მაგრამ, მე მინდა ზემოხსენებული წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად უფრო ობიექტური კრიტერიუმი შემოგთავაზო, რომლის მიხედვითაც ფაქტის შეურაცხმყოფლობა თუ ამორალურობა საზოგადოებაზე არ იქნება დამოკიდებული (რადგან შენთვის ცოლის თხოვება მიუღებელია რა საზოგადოებაშიც არ უნდა იყო. ისე, მე მეგონა, რომ ფალოსის ფორმის კანფეტი შენთვის თბილისშიც მისაღები იყო, ხოლო შენმა მსჯელობამ “რას იტყვის ხალხი”-ს კომპლექსი მომაგონა. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ადამიანმა მდებარეობისდა მიხედვით ცვალა მისი მსოფლმხედველობა, გამოვა, რომ მას ან საკუთარი აზრი არ აქვს, ან საზოგადოების აზრზე უფროა დამოკიდებული).
                      ჩემი იდეა (კრიტერიუმი) ასეთია — ჩვენ მიერ დასახალებულ მაგალითებში მოყვანილი ფაქტები დავყოთ ორ კატეგორიად — 1) არსის მქონე ფაქტები, რომელთა ავკარგიანობისა თუ მორალური მხარის შეფასება საზოგადოებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ თვით ამ ფაქტის არსზე. მაგალითად, ცოლის თხოვება და კანიბალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ჭამა ზოგიერთ ტომში დღემდე ჩვეულ მოვლენად მიიჩნევა, ეს ფაქტი ამორალურია (ანუ მიუხედავად საზოგადოების შეხედულებისა), რადგან თავისი არსით ბოროტებაა. 2) დატვირთვის მქონე ფაქტები, რომელთა ავკარგიანობისა თუ მორალური მხარის შეფასება საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს უკანასკნელი ანიჭებს დატვირთვით მნიშვნელობას და მისი შეურაცხმყოფელობა თუ ამორალურობა საზოგადოებისდა მიხედვით იცვლება. მაგალითად, ჟესტების ენა, კერძოდ, თუ OK-ის გამომხატველი ჟესტი ერთ საზოგადოებაში პოზიტიური დატვირთვისაა, მეორეში ნეგატიურად აღიქმება, ასევე ბრანწის (fig) ჩვენება ჩვენთან შეურაცხმყოფელია, ხოლო ზოგიერთ საზოგადოებაში დადებითი მოვლენაა. ეს ყოველივე განპირობებულია იმ დატვირთვით, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა ამა თუ იმ ფაქტს (მოვლენას).
                      https://secure.wikimedia.org/wikipedia/en/wiki/List_of_gestures ამით იმის თქმა მინდა, რომ რომელ კატეგორიასაც მივაკუთვნებთ ფალოსის ფორმის კანფეტის მირთმევას, აი ამაზე იქნება დამოკიდებული ის — მხოლოდ თბილისში უნდა ვთქვათ უარი ფალოსის ფორმის კანფეტზე თუ იაპონიაშიც.
                      “ვიღაც თუ საჩვენებელ თითს მაჩვენებს შეურაცხყოფის მიზნით რათქმაუნდა შეურაცხყოფად მივიღებ” — ამაზე ასეთი პასუხი მექნება, იურიდიულ ლიტერატურაში ცნობილი ფაქტია, რომ თუ ადამიანი დაზიანებული პისტოლეტით (ისე, რომ არ იცის) გადაწყვეტს ვიღაცის მოკვლას და სასხლეტს თითს გამოკრავს, ეს ფაქტი დაკვალიფიცირდება არა როგორც მკვლელობის მცდელობა, რაც დასჯადია, არამედ როგორც “უვარგისი მცდელობა”. ჩემი აზრით, საჩვენებელი თითის შემთხვევაში სწორედ ასეთ უვარგის მცდელობასთან გვექნება საქმე, რადგან საჩვენებელი თითი უარყოფითი დატვირთვის არ ქონის გამო შეურაცხყოფის მიყენებისთვის უვარგისი საშუალებაა, მიუხედავა იმისა, რომ მას ამის მიზანი ამოძრავებს, ისევე როგორც მკვლელობის უვარგისი მცდელობისას.
                      “დატვირთვასაც მხოლოდ მიზანი განსაზღვრავს” — მე კი ვფიქრობ, რომ მიზანი შეურაცხოფის (როგორც აქტიური ქცევის) მიყენებას განსაზღვრავს და არა დატვირთვას, რადგან დატვირთვა არ შეიძლება, რომ ადამიანიდან ადამიანზე იცვლებოდეს იმიტომ, რომ დატვირთვას ანიჭებს ზოგადად საზოგადოება და არა ერთი ადამიანი, შესაბამისად როდესაც ამბობ, რომ “ადამიანმა თუ არ იცის რომ ფალოსის ჩვენება შეურაცხმყოფელია, მაშინ მას ეს ქმედება შეურაცხყოფად არ ჩაეთვლება” იმიტომ კი არ ჩაეთვლება შეურაცხყოფად, რომ მან ასეთი დატვირთვა არ მიანიჭა, არამე იმიტომ, რომ მან არ იცოდა ან/და მიზნად არ ჰქონდა შეურაცხოფის (როგორც აქტიური ქცევის) მიყენება, ხოლო ფალოსის ჩვენებას თავისთავად შეურაცხმყოფელი (როგორც პასიური ქცევა) დატვირთვა ექნება, რადგან საზოგადოებაში ასეა მიღებული.
                      საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც ფალოსის “მირთმევა” არსის მქონე ფაქტია (რადგან შეურაცხმყოფელია თავისი არსით და არა დატვირთვით) და ჩემს მორალურ პირნციპებსა და ღირსებას ეწინააღმდეგება, ამდენად ფალოსის ფორმის კანფეტის მირთმევა (ანუ ფალოსის “მირთმევის” იმიტაცია) უფრო არსის მქონე ფაქტია, ვიდრე დატვირთვის (ანუ არ იცვლება საზოგადოებისდა მიუხედავად) და ამიტომ ყველგან შეურაცხმყოფელი.

                      Like

  3. რამხელა დისკუსია გამოუწვევია ამ პოსტს :დ ვახ, საინტერესო დღესასწაულია, ღირს ნახვა :დ

    Like

  4. ეს ვიდეო მქონდა ადრე ნანახი და მოვკვდი სიცილით :დდ არ მეგონა “სასულიერო პირებიც” თუ მონაწილეობდნენ და ტაძრის წიაღში თუ იცავდნენ ამ ფიგურებს თუ რაც ჰქვიათ:) 🙂

    Like

დატოვე კომენტარი