სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით?

ამას წინათ გამოვაქვეყნე წიგნი, რომელიც სვამდა კითხვას, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა. ამან ერთგვარი ალიაქოთი გამოიწვია. ხალხი გაღიზიანდა იმის გამო, რომ მეცნიერმა რელიგიის საკითხებზე დაიწყო საუბარი. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.

დიდი ხნის წინ პასუხი ძირითადად ერთნაირი იყო: ღმერთებმა შექმნეს ყველაფერი. სამყარო საშიში რამ იყო, ამიტომ ისეთი სასტიკ ადამიანებსაც კი, როგორიც იყვნენ ვიკინგები, სწამდათ ზებუნებრივი არსებების, რათა აეხსნათ ბუნებრივი მოვლენები – ელვა და ქარიშხალი. ვიკინგებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ. მათგან თორი ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, მისი კოლეგა ეგირი ზღვის აბობოქრებას იწვევდა, თუმცა ყველაზე მეტად სკოლის ეშინოდათ. სკოლი იწვევდა საშინელ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ამჟამად მზის დაბნელებას ვუწოდებთ. სკოლი მგელ-ღმერთი იყო და ცაში ცხოვრობდა. ზოგჯერ ის მზეს ჭამდა და ამ დროს შემაძრწუნებელი რამ ხდებოდა – დღე ღამედ იქცეოდა. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იყო მეცნიერული ახსნის არსებობის გარეშე იმის აღქმა, რომ მზე ქრებოდა. ვიკინგების საპასუხო ქმედება ამ მოვლენაზე იყო ერთიანი ყვირილი – ისინი ცდილობდნენ, მგელი შეეშინებინათ. ვიკინგებს სწამდათ, რომ მათი ქმედებებით შესაძლებელი იყო მზის დაბრუნება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ და მზე, ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამყარო სულაც არაა ისეთი ზებუნებრივი ან საშიში, როგორიც მანამდე ჩანდა. მაგრამ სიმართლის აღმოსაჩენად იმაზე დიდი სიმამაცეა საჭირო, ვიდრე ვიკინგებს ჰქონდათ.

ჩვენნაირ მოკვდავებს ნამდვილად შეუძლიათ, გაიგონ, როგორ მუშაობს სამყარო. ამას ვიკინგებამდე დიდი ხნით ადრე მიხვდნენ, ძველ საბერძნეთში. ქრისტეს შობამდე 300 წელს ფილოსოფოსი სახელად არისტარქე სამოსელი დაინტერესდა დაბნელებებით, განსაკუთრებით მთვარის დაბნელებით. ის საკმარისად გამბედავი იყო, რათა დაესვა კითხვა: იყვნენ თუ არა რეალურად ამ მოვლენების მიზეზი ღმერთები? არისტარქე ჭეშმარიტი მეცნიერი იყო. მან ცა დაკვირვებით შეისწავლა და გაბედულ დასკვნამდე მივიდა. ის მიხვდა, რომ დაბნელების მიზეზი დედამიწის ჩრდილი იყო, რომელიც მთვარეს ეფარებოდა და არა რაიმე ღვთიური მოვლენა. ამ აღმოჩენის შემდეგ მას შეეძლო, გამოეკვლია, რა ხდებოდა რეალურად მის ზემოთ.

 


არისტარქემ დახატა სქემები, რომლებიც აჩვენებდნენ მზეს, მთვარესა და დედამიწას შორის რეალურ დამოკიდებულებას. მათი მეშვეობით არისტარქე უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მივიდა. მან დაასკვნა, რომ დედამიწა სულაც არ იყო სამყაროს ცენტრი, როგორც მაშინ ყველა ფიქრობდა, არამედ გარს უვლიდა მზეს. ამის გააზრება ყველანაირ დაბნელებას ხსნიდა – როცა მთვარე თავის ჩრდილს დედამიწას გადააფარებს, მიიღება მზის დაბნელება. ხოლო როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორისაა და მთვარეს ფარავს, ხდება მთვარის დაბნელება.

არისტარქე კიდევ უფრო შორს წავიდა. მან წამოაყენა აზრი, რომ ვარსკვლავები სულაც არ იყვნენ ცის ჭუჭრუტანები, არამედ ჩვენი მზის მსგავსი ციური სხეულები, უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან შორს მდებარეობდნენ. ეს იყო საოცრად განსაცვიფრებელი აღმოჩენა – სამყარო მექანიზმია, რომელიც იმართება გარკვეული პრინციპებით, ან კანონებით, რომელთა აღქმაც ადამიანის გონებისთვის შესაძლებელია.

მე მჯერა, რომ ამ კანონების აღმოჩენა კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იყო. ბუნების კანონები დაგვეხმარებიან იმის გარკვევაში, გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნება იმისთვის, რომ ავხსნათ სამყარო. საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ჩემნაირი უნარდაკარგული ადამიანები ღმერთისგან დაწყევლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ, „ზემოთ” ვიღაც იყოს ჩემზე განაწყენებული, მირჩევნია ვიფიქრო, რომ ყველაფერი შეიძლება აიხსნას სხვაგვარად – ბუნების კანონებით. რა არის კონკრეტულად ბუნების კანონები და რატომაა ასეთი ძლიერი? ამას ჩოგბურთის მაგალითზე აგიხსნით.

ჩოგბურთი იმართება ორი სახის წესებით: პირველი სახის წესები შექმნილია ადამიანთა მიერ და თამაშის წესები ეწოდება. ისინი აკონტროლებენ ისეთ დეტალებს, როგორიცაა მოედნის ზომა, ბადის სიმაღლე, რა შემთხვევაში ითვლება ბურთი გადაცდენილად და რა შემთხვევაში – არა. ეს წესები შეთანხმებისამებრ შეიძლება შეიცვალოს, თუკი ჩოგბურთის ფედერაცია ასე გადაწყვეტს. მაგრამ მეორე სახის წესები, რომლებიც თამაშში მოქმედებს, მუდმივი და უცვლელია. ისინი განსაზღვრავენ, რა მოუვა ბურთს, როცა მას სპორტსმენი ჩოგანს დაარტყამს, ჩოგნის მოქნევის კუთხე და ძალა ზუსტად განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგში. ბუნების კანონები აღწერენ ობიექტების მოქმედების პრინციპს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჩოგბურთში ბურთი ყოველთვის ისეთ მოძრაობას ასრულებს, როგორსაც ბუნების კანონები გადაწყვეტენ. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფიზიკის კანონები, გარდა იმისა, რომ არ იცვლებიან, ასევე არიან უნივერსალურნი. ისინი ესადაგებიან არამარტო ბურთის ტრაექტორიას, არამედ პლანეტების მოძრაობას და ნებისმიერ სხვა რამეს სამყაროში. ადამიანის მიერ შექმნილი კანონებისგან განსხვავებით, ბუნების კანონთა დარღვევა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი ძლევამოსილები.

თუკი ჩემსავით ეთანხმებით, რომ ფიზიკის კანონები ფიქსირებულია, მარტივად ჩნდება შემდეგი კითხვა: რა როლი აქვს ამ ყველაფერში ღმერთს? ეს არის ნაწილი იმ დიდი წინააღმდეგობისა, რომელიც მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრები ამჟამად საკამათო გახდა, ეს საკითხი რეალურად უძველეს კონფლიქტს წარმოადგენს.

1277 წელს რომის პაპი იოანე XXI ბუნების კანონებთან დაკავშირებულმა აზრებმა ისე შეაშინა, რომ ერესად გამოაცხადა. სამწუხაროდ, ამან მაინც ვერ შეცვალა გრავიტაციის მოქმედების პრინციპი: რამდენიმე თვის შემდეგ სასახლის ჭერი ჩამოიქცა და დიდი ნატეხი პაპს თავზე დაეცა. თუმცა ორგანიზებულმა რელიგიამ მალე იპოვა გამოსავალი: მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უბრალოდ აცხადებდნენ, რომ ბუნების კანონები ღმერთის შემოქმედებას წარმოადგენდა და თუკი ღმერთი მოინდომებდა, მათი დარღვევაც არ იყო პრობლემა. ამ შეხედულებას აძლიერებდა ის აზრი, რომ ჩვენი სრულყოფილი ლურჯი პლანეტა იყო ყველაფრის ცენტრი და ვარსკვლავები და პლანეტები მის გარშემო მოძრაობდნენ, რაც საათის მექანიზმივით ზუსტი დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არისტარქეს იდეები ამ პერიოდისთვის დიდი ხნის მივიწყებული იყო. მაგრამ ადამიანები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები და ისეთებმა, როგორიც იყო მაგალითად გალილეო გალილეი, გადაწყვიტეს, ამ ზუსტი მექანიზმისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ. ეს მოხდა 1609 წელს და მიღებულმა შედეგებმა ყველაფერი შეცვალა.

 


გალილეო თანამედროვე მეცნიერების დამაარსებლად ითვლება, ის ასევე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი გმირი. ჩემს მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თუკი სამყაროს უფრო ახლოდან დააკვირდები, დაინახავ, რა ხდება რეალურად. ის იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მომართა ლინზები, რომლებსაც, ისტორიაში პირველად, შეეძლოთ ღამის ცის გადიდება 20-ჯერ. გალილეომ ლინზები ფრთხილად ჩააწყო ტელესკოპში და მისი სახლიდან, რომელიც ქალაქ პადუაში მდებარეობდა, ღამღამობით იუპიტერის გამოკვლევა დაიწყო. მალე მან გასაოცარი რამ აღმოაჩინა – პატარა სამი წერტილი, რომლებიც გიგანტური პლანეტის სიახლოვეს მდებარეობდნენ. დასაწყისში მეცნიერმა იფიქრა, რომ ეს წერტილები მკრთალი ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ შემდეგი რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ ისინი მოძრაობდნენ. შემდეგ მეოთხე წერტილიც გამოჩნდა. ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი იუპიტერის მიღმა უჩინარდებოდა, მალე კი ისევ გამოჩნდებოდა ხოლმე. გალილეო მიხვდა, რომ ისინი იუპიტერის მთვარეები იყვნენ და დიდ პლანეტას გარს უვლიდნენ. ეს იმის მტკიცებულება გახლდათ, რომ მინიმუმ რამდენიმე ობიექტი დედამიწას არ უვლიდა გარშემო.

ახალი აღმოჩენით გამხნევებული გალილეო შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ სინამდვილეში დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და არისტარქეს მოსაზრებები სავსებით მართებული იყო. გალილეოს იდეები ის სასხლეტი გახდა, რომელიც ადამიანთა აზროვნების რევოლუციის მიზეზად იქცა და ავტომატურად შეასუსტა რელიგიის გავლენა მეცნიერებაზე. მე-17 საუკუნეში ეკლესიასთან მწვავე კონფლიქტი დაიწყო. გალილეომ მოახერხა და თავიდან აიცილა სიკვდილით დასჯა თავის ე.წ. „ერესზე” უარის თქმით. მას მიესაჯა შინაპატიმრობა სიცოცხლის ბოლო 9 წლის განმავლობაში. როგორც ლეგენდა გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა თავის ნაშრომზე, იმავდროულად ჩუმად ჩაიბუტბუტა: „ის მაინც მოძრაობს”.

შემდეგი 300 წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ბუნების კანონს აღმოაჩენდნენ ხოლმე, მეცნიერება მით მეტ მოვლენას ხსნიდა – დაწყებული ელვიდან, მიწისძვრიდან და ქარიშხლებიდან დამთავრებული ვარსკვლავების ნათების მიზეზით. ყოველი ახალი აღმოჩენა სულ უფრო მეტად ამცირებდა ღმერთის საჭიროებას მეცნიერებაში. ბოლოს და ბოლოს, თუკი გაქვს მეცნიერული ახსნა, რა იწვევს მზის დაბნელებას, ნაკლებად დაიჯერებ, რომ მისი მიზეზია მგელ-ღმერთი, რომელიც ცაში ცხოვრობს. მეცნიერება არ უარყოფს რელიგიას, უბრალოდ უფრო მარტივ ალტერნატივას გვთავაზობს. თუმცა რამდენიმე საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, თუკი დედამიწა მოძრაობს, შესაძლებელია, ამის მიზეზი ღმერთი იყოს? საბოლოოდ, იყო თუ არა ღმერთი სამყაროს შემქმნელი და პირველსაწყისი?

1985 წელს მე ვესწრებოდი კონფერენციას კოსმოლოგიის თემებზე ვატიკანში, რომში. მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა რომის პაპ იოანე პავლე II-სთან ესაუბრათ. მისი თქმით, სამყაროს მოქმედების პრინციპის შესწავლაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ არ უნდა გამოგვეკვლია მისი დასაბამი, რადგან ეს ღმერთის შემოქმედება იყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მისი რჩევა არ გაითვალისწინა, რადგან არ შემიძლია, ცნობისმოყვარეობა ასე მარტივად ჩავახშო. ჩემი აზრით, კოსმოლოგების ვალია, ეცადონ და ამოხსნან, როგორ გაჩნდა სამყარო. საბედნიეროდ, ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სამყაროს სირთულისა და მრავალფეროვნების მიუხედავად მის შესაქმნელად მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო.

პირველი ინგრედიენტია მატერია – მასალა, რომელსაც გააჩნია წონა. მატერია ყველგანაა ჩვენს გარშემო – ჩვენს ფეხქვეშ მიწაში და ზემოთ კოსმოსში. მტვერი, ქვა, ყინული, სითხეები, მტვრის ვრცელი ღრუბლები, სპირალური გალაქტიკები, რომლებიც მილიარდობით მზეს შეიცავენ და წარმოუდგენლად დიდ არეზე არიან გადაჭიმულნი – წარმოადგენენ მატერიას.

მეორე ინგრედიენტი, რაც სამყაროს შექმნისას დაგჭირდებათ, არის ენერგია. მიუხედავად იმისა, საერთოდ გვიფიქრია თუ არა მასზე, ყველამ ვიცით, რა არის ენერგია. ეს ისაა, რასთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება. შეხედეთ მზეს და ენერგიას იგრძნობთ სახეზე, ენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებს 150 მილიონი კმ-ის მოშორებით მყოფი ვარსკვლავი. ენერგია აფართოებს სამყაროს და წარმართავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც სამყარო დაუსრულებლად იცვლება.

ახლა, როდესაც გვაქვს მატერია და ენერგია, გვჭირდება მესამე ინგრედიენტიც – სივრცე, თანაც დიდი რაოდენობით. სამყაროს შეიძლება ბევრი რამ უწოდო – შესანიშნავი, ლამაზი, მძვინვარე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პატარა. საითაც კი გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია და ვრცელდება ყველა მიმართულებით.

მაშ, საიდან შეიძლებოდა ეს მატერია, ენერგია და სივრცე გაჩენილიყო? XX საუკუნემდე ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა. პასუხი ერთი ახალგაზრდა ადამიანის ფიქრებში გაჩნდა. ეს ადამიანი ალბათ ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია: ალბერტ აინშტაინი. სამწუხაროდ, არასდროს მქონია იმის შანსი, რომ მას პირადად შევხვედროდი, რადგან მისი გარდაცვალების მომენტში სულ რაღაც 13 წლის ვიყავი. აინშტაინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა – სამყაროს შესაქმნელად საჭირო ორი ინგრედიენტი, მასა და ენერგია, არსებითად ერთი და იგივე რამ იყო, ანუ მედლის ორი მხარე. მისი ცნობილი ფორმულა E=MC² გვეუბნება, რომ მასა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ენერგიის სახე და პირიქით.

ასე რომ სამყაროს შესაქმნელად 3 ინგრედიენტის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორია საჭირო: ენერგია და სივრცე. კითხვა კი დაისმება შემდეგი ფორმით: საიდან გაჩნდა ეს ენერგია და სივრცე? პასუხი მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მეცნიერთა მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ გამოჩნდა. სივრცე და ენერგია სპონტანურად გაჩნდა იმ მოვლენის დროს, რომელსაც „დიდ აფეთქებას” ვეძახით. დიდი აფეთქების მომენტში ენერგიით სავსე სამყარომ დაიწყო არსებობა, მასთან ერთად კი სივრცემ. მალე მან სწრაფი გაფართოება დაიწყო. და მაინც, საიდან მოვიდა ეს ენერგია და სივრცე? როგორ მოხდა, რომ ენერგიით სავსე მთელი სამყარო, რომელიც შეიცავდა უზარმაზარ სივრცესაც, უბრალოდ არაფრისგან გაჩნდა? ზოგისთვის ეს ის მომენტია, სადაც ისევ საჭირო ხდება ღმერთის ჩარევა – ღმერთმა შექმნა ენერგიაც და სივრცეც, დიდი აფეთქება კი მისი შემოქმედების დასაწყისი გახლდათ. თუმცა მეცნიერება სხვა ვარიანტს გვთავაზობს.

ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში გავატარე, სადაც გვასწავლიდნენ, რომ რაღაცას ტყუილუბრალოდ, არაფრის სანაცვლოდ ვერ მიიღებ. მაგრამ ახლა, როცა მთელი ცხოვრება დავუთმე მეცნიერებას, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყარო სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა.

 


დიდ აფეთქებასთან დაკავშირებული უდიდესი საკითხი იყო იმის ახსნა, თუ როგორ მოახერხა ენერგიისა და სივრცისგან შემდგარმა წარმოუდგენლად დიდმა სამყარომ არაფრისგან განხორციელება. ამის პასუხი იმალება სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ფაქტში: ფიზიკის კანონები მოითხოვენ ისეთი რამის არსებობას, რომელსაც „უარყოფითი ენერგია” ეწოდება. ამ უცნაური, თუმცა მნიშვნელოვანი იდეის არსში რომ გაერკვეთ, წარმოგიდგენთ მარტივ ანალოგიას. წარმოიდგინეთ, ადამიანს სურს გორაკის აგება სრულიად ბრტყელ ტერიტორიაზე. ეს გორაკი სიმბოლურად სამყაროს წარმოადგენს. გორაკის შესაქმნელად ის თხრის ორმოს მიწაში და ამოღებულ მასას ზემოთ ყრის. თუმცა ცხადია, ის მხოლოდ გორაკს არ ქმნის. ამის პარალელურად ასევე იქმნება ხვრელი, ანუ გორაკის უარყოფითი ვერსია. ნივთიერება, რომელიც ადრე ორმოს ადგილას იყო, გარდაიქმნა ბორცვად. ასე რომ ყველაფერი დაბალანსებულია. სწორედ ესაა ის პრინციპი, რომელიც სამყაროს შექმნის საკითხის უკან იმალება.

როცა დიდმა აფეთქებამ წარმოშვა უზარმაზარი რაოდენობის დადებითი ენერგია, იმავდროულად გაჩნდა იგივე მოცულობის უარყოფითი ენერგია. ამ გზით პოზიტიური და ნეგატიური ერთმანეთს ყოველთვის აწონასწორებენ და ჯამში ქმნიან ნულს. ეს ბუნების კიდევ ერთი კანონია. ჩნდება კითხვა: სად არის დღესდღეობით ეს უარყოფითი ენერგია? ის გახლავთ სამყაროს რეცეპტის მესამე ინგრედიენტში – უარყოფითი ენერგია სივრცეში მდებარეობს. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებიც გრავიტაციასა და მოძრაობას აკონტროლებენ, კანონების, რომლებიც მეცნიერებაში ყველაზე ძველია, სივრცე გახლავთ ნეგატიური ენერგიის თვალუწვდენელი საცავი. ეს საკმარისი გარანტიაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფრის ჯამი ნულს უდრის.

თუკი მათემატიკაში არც ისე ძლიერი ხართ, ნამდვილად რთულია ამის გაგება, მაგრამ ეს რეალობა გახლავთ. გრავიტაციული ძალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მილიარდობით და ტრილიონობით გალაქტიკის უსასრულო ქსელი მოქმედებს მასიური შესანახი მოწყობილობის მსგავსად. სამყარო თითქოს უზარმაზარი ბატარეაა, რომელიც უარყოფით ენერგიას შეიცავს.

ობიექტების დადებითი მხარე – მასა და ენერგია – ბორცვის მსგავსია. მისი შესაბამისი ხვრელი, იგივე ობიექტების უარყოფითი მხარე გაფანტულია მთელ კოსმოსში. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საკითხს, არსებობს თუ არა ღმერთი? საქმე იმაშია, რომ თუკი სამყაროს ორი მხარის ჯამი ნულს უდრის, მაშინ სულაც არაა საჭირო ღმერთის ცნების შემოტანა მისი შექმნის ასახსნელად. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარეები ჯამში ნულს იძლევა, ისღა გვრჩება, გავარკვიოთ, რა ან ვინ იდგა მთლიანი პროცესის საწყის წერტილში. რამ შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს სპონტანური გაჩენა? ერთი შეხედვით, ეს პრობლემა თითქოს საგონებელში გვაგდებს, რადგან ეს არაა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება.

როცა ყავის მომზადება გსურთ, საამისოდ თითს არ გაატკაცუნებთ, რომ ის თავისით გაჩნდეს. ეს ხომ შეუძლებელია. ყავის მოსამზადებლად საჭიროა სხვადასხვა მასალა, როგორიცაა ყავის მარცვლები, წყალი, შესაძლოა რძეცა და შაქარიც. მაგრამ თუკი ღრმად გამოვიკვლევთ ყავის ჭიქას, ჩავალთ რძის ნაწილაკებში, გადავინაცვლებთ ატომურ დონეზე და შემდეგ სუბატომურზე, თვალწინ გადაგვეშლება სამყარო, სადაც რაღაცის შექმნა არაფრიდან სრულიად შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში მაინც. ეს იმის გამოა, რომ ასეთ პატარა მასშტაბებში ნაწილაკები, როგორიცაა პროტონები, მოქმედებენ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც კვანტურ მექანიკას ვუწოდებთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაჩნდნენ შემთხვევით, იარსებონ ცოტა ხანს და შემდეგ გაქრნენ, რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან.

ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ოდესღაც ძალიან პატარა იყო, უფრო პატარა, ვიდრე პროტონია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, მთელი თავისი თავბრუდამხვევი სიდიდითა და მრავალფეროვნებით, ნამდვილად შეიძლებოდა, არაფრისგან გაჩენილიყო, თანაც ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები არ დარღვეულიყო. გაჩენის მომენტიდან გამოთავისუფლდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა და სივრცემ გაფართოება დაიწყო. ბალანსისთვის საჭირო იყო ადგილი, სადაც შეინახებოდა უარყოფითი ენერგია. თუმცა ცხადია, ისევ ჩნდება კრიტიკული კითხვა: შექმნა თუ არა ღმერთმა კვანტური კანონები, რომელთა ფარგლებშიც დიდი აფეთქება განხორციელდა?

გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნების შემოტანა, რათა ავხსნათ დიდი აფეთქების მოვლენა? ნამდვილად არ მსურს, ვინმეს რწმენა შეურაცხვყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცნიერებას უფრო ძლიერი ახსნა აქვს, ვიდრე ღვთიური შემოქმედია. ეს ახსნა შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრიობის პრინციპის მეშვეობით. ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ყველაფერს, რაც ხდება, აქვს მიზეზი, რომელსაც შედეგამდე ჰქონდა ადგილი. ამიტომ ბუნებრივია, დავასკვნათ, რომ რაღაცამ, შესაძლოა ღმერთმა, გამოიწვია სამყაროს გაჩენა. მაგრამ როცა ვსაუბრობთ სამყაროზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, ასეთი მიდგომა აუცილებელი არაა. ნება მომეცით, აგიხსნათ.

წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მთის კალთიდან დაბლა მიედინება. რამ გამოიწვია მდინარის გაჩენა? შესაძლოა, ეს იყო წვიმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა მთებში. მაგრამ წვიმა საიდანღა გაჩნდა? ამის საუკეთესო პასუხია მზე – მზემ, რომელიც ოკეანის თავზე კაშკაშებდა, ააორთქლა წყალი ცაში და შექმნა ღრუბლები. კარგი, ახლა გადავიდეთ მზეზე. რა არის მზის სიკაშკაშის მიზეზი? არსებობს პროცესი, სახელად ბირთვული სინთეზი, რომლის დროსაც წყალბადის ატომები ერთიანდებიან, რათა გაჩნდეს ჰელიუმი და ამ პროცესის დროს დიდი რაოდენობის ენერგია თავისუფლდება. წყალბადი საიდან მოვიდა? ამის პასუხია დიდი აფეთქება.

ბუნების კანონები გვეუბნებიან, რომ სამყაროს არამარტო შეუძლია, არსებობა დაიწყოს პროტონის მსგავს ზომაში, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი აფეთქების მიზეზი არაფერი ყოფილიყო. ამის ახსნა აინშტაინის თეორიებში იმალება, თეორიებში, რომლებიც ხსნიან, როგორაა სამყაროში დრო და სივრცე ერთმანეთში გადაჭდობილი. დიდი აფეთქების მომენტში დროს საოცარი რამ დაემართა: მან არსებობა დაიწყო. ეს იდეა რომ გავითავისოთ, განვიხილოთ კოსმოსში არსებული შავი ხვრელები.

 


ტიპიური შავი ხვრელი არის ვარსკვლავი, რომელსაც იმხელა მასა აქვს, რომ საკუთარ თავში ჩამოიქცა. ის იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციისგან სინათლეც ვერ ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ შავი ხვრელი თითქმის სრულყოფილ შავ ფერს იღებს. მისი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ ამრუდებს და ბრეცს არამარტო სინათლეს, არამედ დროსაც. უკეთ გასაგებად წამოვიდგინოთ, რომ შავ ხვრელს უახლოვდება საათი. რაც უფრო მცირდება მანძილი ამ ორ ობიექტს შორის, მით მეტად ნელდება საათის მოქმედების პროცესი – დრო შენელებას იწყებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საათი შავ ხვრელში აღმოჩნდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩავთვალოთ, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს. რაც საბოლოოდ მოხდება, არის საათის გაჩერება – ის აღარ იმუშავებს. მისი გაჩერების მიზეზი არა მექანიზმის მოშლა, არამედ თავად შავი ხვრელია. მასში დრო არ არსებობს. სწორედ ესაა ის, რაც სამყაროს საწყის მომენტში ხდებოდა.

სამყაროს დასაწყისში დროის როლის საკითხი არის ბოლო ეტაპი, რომელიც დიადი დამპროექტებლის საჭიროებას მთლიანად ანულებს და გვამცნობს, როგორ შექმნა სამყარომ საკუთარი თავი. როცა გადავდივართ უკან დროში და ვუახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყარო სულ უფრო პატარავდება, სანამ წერტილად არ იქცევა. ამ წერტილში მოქცეულია მთელი სამყარო, სივრცე კი იმდენად პატარა მასშტაბისაა, რომ უსასრულოდ მცირე და უკიდურესად მჭიდრო შავ ხვრელს წარმოადგენს. დღევანდელი შავი ხვრელების მსგავსად, რომლებიც სივრცეში ტივტივებენ, ბუნების კანონები ამ შემთხვევაშიც რაღაც არაჩვეულებრივზე მიგვანიშნებენ. ისინი გვამცნობენ, რომ დრო აქაც შეჩერებული იყო. შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ დიდ აფეთქებამდელ დროზე, რადგან მანამდე არაფერი არსებობდა. როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რასაც არ გააჩნია მიზეზი, რადგან დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, რომელშიც მიზეზი მოხდებოდა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედის არსებობის ალბათობა ნულია, იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო, ეს ისეთი მოვლენა გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი და არც შექმნილი იყო ვინმეს ან რამეს მიერ. მეცნიერებამ მოგვცა პასუხები, რომლებსაც შეუპოვრად ვეძებდით, რომლებსაც კაცობრიობის 3000 წლიანი მცდელობა დასჭირდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, როგორ დაიწყეს სამყაროს მასასა და ენერგიაზე მოქმედმა ბუნების კანონებმა პროცესები, რომლებმაც საბოლოოდ ჩვენ შეგვქმნა, გაგვაჩინა ამ პლანეტაზე.

ასე რომ როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა.

ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში, რა დავიჯეროთ და ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნისკენ, რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.

მომზადებულია Discovery-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

262 thoughts on “სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?

  1. ყოველი მეცნიერი რომელიც ამ თემას ასე ღრმად ეძიება ბოლოს ან გიჟდება ან აუცილებლად აღიარებს ღმერთს.. ; )

    Liked by 2 people

        1. “ღმერთის აღიარება” , იმის თქმა რომ ეს ყველაფერი “ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია” და “ამის გაგება ჩვენს გონებას არ ძალუძს” და ის რომ “ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ როგორ შეიქმნა სამყარო”- ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა უბრალოდ მარტივი გამოსავალია , რომელსაც მილიონობით უსუსური და უმწეო ადამიანი ირჩევს იმიტომ რომ არ აქვს ძალა , არ აქვს გამბედაობა იპოვოს სიმართლე , და აღიაროს მარტივი ჭეშმარიტება , საუკუნეების წინ საერთოდ იმასაც ამბობდა კათოლიკური და საერთოდ ქრისტიანული ეკლესია რომ დედამიწა ბრტყელია და სამყაროს ცენტრიაო , საერთოდ რელიგია ზღუდავს ადამიანის ცნობიერებას , ხელს უშლის მისი აზროვნების განვითარებას

          Liked by 1 person

          1. Georgian Dreamer

            რლიგიასაც გააჩნია. არ მგონია გონივრული იყოს ყველა რელიგიისთვის ერთი იარლიყის მიკერება. კათოლიკები და მართლმადიდებლები თუ არასწორს ამბობენ, არ ნიშნავს რომ ყველა რელიგია არასწორად ამბობს. როცა საღი და ობიექტური მსჯელობის პრეტენზია გაქვს ადამიანს, მართლმადიდებლობის ფონზე არ უნდა განიხილავდე ყველა რელიგიას. მართლმადიდებლები ბევრ ისეთ რამეს ასწავლიან რასაც არც მეცნიერება იზიარებს და არც ბიბლია. ახლა რა ვქნათ? ამიტომ მეცნიერება და ბიბლია, ორივე ვუარვყოთ და ორივე ერთ ხაზზე დავაყენოთ?

            Like

            1. მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანები არ ამბობენ არასწორს , თითქმის ყველა თეისტური რელიგია ,

              ” მართლმადიდებლები ბევრ ისეთ რამეს ასწავლიან რასაც არც მეცნიერება იზიარებს და არც ბიბლია. ” – მართლმადიდებლები ბიბლიის სწავლებას უარყოფენ და სხვა რამეს ასწავლიან ეს გინდა თქვა ? რაღაც გეშლება , შენ ალბათ იმას ამბობ რომ მართლმადიდებლური ეკლესია მკაცრად იცავს ძველი ღვთისმსახურების ტრადიციებს და წესებს რასაც მაგალითად არ იცავს კათოლიკური , ლუთერანული და სხვა ქრისტინული რელიგიები ,
              ვინმე თუ რამე ისეთს გეუბნება რელიგიიდან და გეუბნება რომ ეს ასე და მორჩა , ვერ ხსნის , ვერ გიმტკიცებს , ვერ გისაბუთებს , უბრალოდ გეუბნება რომ ასე და უნდა გწამდეს , ბრმად უნდა გჯეროდეს , მის ნათქვამს არ ეთანხმება და საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის მეცნიერება , შენ ამბობ რომ მეცნიერება უნდა უარყო ? 🙂 მოდი ჯერ კითხვა ჩამოაყალიბე და მერე დასვი , გინდა მარტივად დაგისაბუთებ რომ ქრისტიანული რელიგია თავისი განშტოებებით და მისი წინაპარი იუდაიზმი ერთი დიდი ზღაპარია ( სწავლებები სამყაროს შექმნაზე , ცოცხალი არსებების შექმნაზე , საერთოდ რაც გვიხატავს ღვთაებრივი ძალების დახმარებით სიცოცხლის შექმნას და სამყაროს არსებობას )

              Like

              1. Georgian Dreamer: ჩემკომენტარში საკმაოდ ნათლადაა ჩამოყალიბებული რისი თქმაცმსურდა. უაზრო კამათში დროს არ გავფლანგავ. გამგები გაიგებს და დაფიქრდება ამ საკითხებზე.

                Like

              2. ბრმად რატომ ვითომ? იმაში მაინც გაერკვიეთ რაზე საუბრობთ, თქვენ ისიც კი არ იცით რა განსხვავება არის მართლმადიდებლობას, კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს შორის და მართლაც რომ ბრმად საუბრობთ იმაზე რის ბოდიში და ბაიბუშიც არ ხართ. ჯერ მაგ განსხვავებაში გაერკვიეთ და მერე ისაუბრეთ სხვების ბრმა რწმენაზე ; ]

                Liked by 1 person

            2. Zaza

              რატომ უნდა ვუარვყოთ მეცნიერება, ბიბლია ან ქრისტიანული მართლმადიდებლობა? არა, არ უნდა ვუარვყოთ არცერთი!
              პირიქით ყველა უნდა შევისწავლოთ კარგად და შემდეგ პრეტენზია არცერთის მიმართ არ გვექნება, დღეს პრობლემა სწორედ ამაშია, მეცნიერს არ აინტერესებს რელიგია, ბიბლიათმცოდნეს მეცნიერება, ქრისტიანს (ქრისტიანს და არა ქრისტიანობას) არცერთი და იმიტომ არის გაუგებრობა…
              სამივე ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდეს და პრობლემაც მოიხსნება, როცა ერთმანეთის დანახვა არ სურთ, აქ არის სწორედ პრობლემა…
              ვინმე, ქრისტიანი მართლმადიდებელი თუ რაიმეს გაძალებს, ეს იმას არ ნიშვანს რომ მართლმადიდებლობა გაძალებს, (არა, მართლმადიდებლობა და მართლმადიდებელი სხვადასხვა არ არის, უბრალოდ ცუდი მოსწავლეა ის მართლმადიდებელი მართლმადიდებლობის) ის არ არის მართლმადიდებელი, ის თვითონ უწოდებს თავს ქრისტიან-მართლმადიდებელს, იესო არავის მოუწოდებდა, არავის ასწავლიდა ძლადობისკენ… პირიქით, “მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცეს”. “ვინც უცოდველია იმან ჩაქოლოს ცოდვილი”. ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება რომ ეჭვი შეგეპაროს ქრისტიანულ მართლმადიდებლობაში, და არა მართლმადიდებელში?
              მე კარგად გასწავლი, მაგრამ შენ ცუდად სწავლობ, (შენ როგორც გაწყობს) მე ვარ კიდე დამნაშავე?
              ქრისტიანული მართლმადიდებლობა თუ დანაშაულია, მაშინ სწავლებას არავინ დაგიწყებდა, არც შეგეკითხებოდა რბილად რომ ვთქვათ ისე დაგჩაგრავდა.
              ყველაზე კარგი ის არის როცა კარგად იცნობ მეცნიერებასაც, ბიბლიასაც, ქრისტიანობასაც და არავის არაფერს არ უმტკიცებ, უბრალოდ, ცხოვრობ ისე როგორც თვლი საჭიროდ და დანაშაულს არ ჩადიხარ.

              Like

          2. izomeri

            წვდება შენი გონება? სუ ჰოკინგის დედას შევეცი და მაგისი მოსაზრებაც დავაყოლე ზედ.. შეენ შენ რას ხვდები მეგობარო? შენი აზრით რა არის ღმერთი? არსებობს? შენ ეყრდნობი სხვის აზრს! შენი აზრი დამიფიქსირე იქნებ დამაინტერესო 🙂

            Liked by 1 person

            1. ჰოკინგზე და მის მოსაზრებაზეა პოსტი მგონი და კომენტარებიც შესაბამისი იქნება, ჰოკინგმა რაც გააკეთა ცხოვრებაში იმის მეათედი გააკეთე და მერე შეეცი დედამისს, არ მესმის რატო ან საიდან ესეთი აგრესია, ჩემი აზრი თუ გაინტერესებს ჩემთან დასვი კითხვა, აქ ჰოკინგზე ვლაპარაკობთ, თუ არა წადი ისევ სტივენ ჰოკინგის მშობლებზე და სხვა მოხუცებზე იფიქრე მასტრუბაციის დროს 😉

              Like

          3. და შენ ტავად რა სიმართლე იპოვე? ან უღმერთო სამყაროში ნეტავ რა ფასი აქვს გამბედაობას? თუ ღმერთი არ არსებობს ეს წარმოდგენები “გამბედაობის” შესახებ, რომ გამბედაობა რამე პოზიტიურთან ასოცირდება ასევე შენი ილუზია გამოდის .

            Like

            1. კატო

              და რატომ ფიქრობ რომ უღმერთოდაზრი ეკარგება ცხოვრებას? ვფიქრობ უფრო ეძლევა

              Like

              1. Zaza

                კატო, შეხედე დღევანდელ მსოფლიოს, დაფიქრდი და შენს თავს კითხვა დაუსვი, კარგია უღმერთოდ ცხოვრება? თუ მოგწონს დღევანდელი მსოფლიო მაშინ შენთვის კარგი ყოფილა უღმერთობა, თუ არ მოგწონ, პასუხიც გაცემულია. (თუ არ მოგწონს ეს არის დღევანდელი უღმერთო მსოფლიო) 🙂
                არჩევანი შენზეა… 🙂

                Like

            1. Oto Metreveli

              “საინტერესოა 5 წლის შემდეგ ისევ ამ აზრზე თუ ხართ :))”

              მაგ აზრზე იქნება, მატერიალისტებმა და შიზოფრენიკებმა ეჭვი არ იციან.

              Like

          4. Oto Metreveli

            რას ნიშნავს მარტივი გამოსავალია? რატომ გაქვთ ესეთი ამბიცია გაუგებარია, რატომ არ უშვებთ იმ ვარიანტს , რომ შეიძლება ადამიანის გონება რაღაცას ვერ წვდებოდეს? განა თქვენ არ ხართ რო გაიძახით რა არის ადამიანი და კაცობრიობა ერთი წერტილია სამყაროშიო. ტილი რომ ვერ წვდებოდეს ადამიანის რაობას ამაში რამე არის გასაკვირი? რატომ გგონიათ ამ ათეისტებს, რომ ამსსამყაროში ყველაზე ჭკვიანი არსება ადამიანია და ვერ შეიძლება არსებობდეს ისეთი არსებები, რომლის გაცნობიერებაც ჩვენს გონებას ბოლომდე ვერ ძალიძს? ვინახართ, ყოვლისმცოდნეები ხართ?!

            რა ღმერთის რაობაზე შეიძლება მსჯელობა, კვანტური მექანიკა გემის? რომ ამბობთ ღმერთის იმიტომ სწამთ, რომ მეცნიერების არ ესმითო? გესმის კვანტური მექანიკა, ხომ არ გესმის , მაგრამ რატომღაც გჯერა რომ სწორია, ესეიგი რა გამოდის რომ შენ უბრალოდ გწამს რომ კვანტური მექანიკა სწორია, რაც რა თქმა უდნა ტავად არ გადაგიმოწმებია და ვერც ვერადროს გადაამოწმებ , ვინაიან შენ დამეცნიერება ისე შორი შორს ხართ ერთმანეთსიგან, როგორც ცა დად დედამიწა. მეცნიერებაზე ლაპარაკი და მეცნიერების (ათემზიმის) პოპულარიზება მეცნიერებას არ ნიშნავს! ჯერ აგვიხენი რატომ არის კვანტური მექანიკა სწორი და ის თუ როგორ მუშაობს და მერე გველაპარაკე , რომ თურმე ღმერთის ვერ გაგაგებაზე საუბარი მარტივი გამოსავალია.

            Like

            1. შენი ლოგიკიდან გამოდმინარე თუ ვიმსჯელებთ და ღმერთის არსებობას კონცეპტუალურად განვიხილავთ, რამდენად სამართლიანია ღმერთის მხრიდან იმ ადამიანის სამუდამოდ დასჯა,რომელსაც არ ძალუძს გონებრივად ღმერთის რაობას ჩაწვდეს ? მე თუ მკითხავ დიდი უსამართლობაა. რაც შეეხება შემდეგ ტექსტს:”რატომღაც გჯერა რომ სწორია, ესე იგი რა გამოდის რომ შენ უბრალოდ გწამს რომ კვანტური მექანიკა სწორია”- “უბრალოდ გწამს”-ზე რომ აპელირებ, შენც ანალოგიურ მეთოდს მიმართავ. შენც არ გადაგიმოწმებია და არ გაქვს ცოდნა იმის შესახებ,რისიც გწამს. ანუ შენც უბრალოდ გწამს. კვანტური მექანიკის სისწორის ახსნას თუ ითხოვ, კეთილი ინებე და შენი რწმენის ლეგიტიმურობა დაამტკიცე.

              Like

              1. Zaza

                სანდრო, მე გაგცემ პასუხს და მე დაგისვამ კითხვას…
                მე არვიცი ათეისტი ხარ თუ არა, თუ უბრალოდ არ გინდა რომ არსებობდეს ღმერთი, მე ეს არვიცი მაგრამ მაინც გეტყვი და გკითხავ:
                თუ ათეისტი ხარ ესეიგი აღიარებ ღმერთის არსებობას, მაგ კითხვიდან გამომდინარე…
                თუ უბრალოდ არ გინდა რომ არსებობდეს ღმერთი, მაშინ გკითხავ და გეტყვი, საიდან დაასკვენი რომ ღმერთი ვინმეს სჯის?
                თუ ვიღაცას ტვინის განძრევა ეზარება, მუშაობა ეზარება, არასწორად იქცევა, ხიფათებს, თავგადასავლებს ეძებს, ბოროტებას სჩადის, მკვლელია, ქურდია, ფიქრობს ღმერთზე მაგრამ ვერ პოულობს ან რაიმე განსაცდელებში ვარდება, ან რაიმე ავადმყოფობა ხვდება…
                ღმერთი სჯის ამ ყველაფრით?
                ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება… 🙂
                როდესაც შენ იცი რომ გავნებს და მაინც აკეთებ, ღმერთის ბრალია?
                ეს იგივეა, დაბმულ ძაღლს პირში ხელი ჩაუყო, კიკბინოს და მერე მისი მოკვლა გინდოდეს რატომ მიკბინაო… 🙂
                რაც შეეხება გონებრივად რომ ღმერთს ჩაწვდე…
                ღმერთს მეცნიერებით ვერ ჩაწვდები (რაკეტებით თუ რაიმე მანიპულირებებით…).
                ღმერთი ამბობს, არჩევანი გაქვს, თუ ჩემთან გინდა სულიერებაზე ზრუნვით უნდა იცხოვრო და მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგეგცეს…
                თუ არ შეგიძლია მაშინ შეგიძლია მეორე გზა აირჩიო, რბილად რომ ვთქვათ, სადაც მე არ ვარ!..
                რაც შეეხება ფიზიკას და კვანტურ მექანიკას ან რაიმე კიდე სხვას… ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთვის გასაგები ენებია, ჩვენ ამ ყველაფრით გვესმის ესე, როგორც გვესმის, მაგრამ რა იცი, რომ ეს ყველაფერი, რადგან ჩვენ ესე გვესმის და ამ ენებით გვესმის, რა იცი რომ მართალია, სულიერებას, ღმერთს რაში ჭირდება ფიზიკა, მათემატიკა, კვანტური მექანიკა….
                ჩვენ როგორც გვესმის ისე გვესმის ფიზიკით მაგრამ სწორად გვესმის?..
                რაც შეეხება რელიგიას, იესო ხომ ნამდვილად იყო 2000 წლის უკან, ეს ყველამ ვიცით, დოკუმენტებიც ბევრი არსებობს და ისტორიაც, თვითონ მეცნიერებიც ადასტურებენ მის არსებობას…

                Like

                1. ზაზა, ჯერ დასჯის ეპიზოდს შევეხები.მე დასჯაზე არ მაქვს პრობლემა. პრობლემა სამუდამო დასჯის კონცეფციაა,ვინაიდან ადამიანი( თუ მისი სული) სასრულ, დროსა და სივრცეში გამოკეტილ სამყაროში ჩადენილი დანაშაულების გამო სამარადისოდ ისჯება. ამავდროულად, თუ ღმერთი მოსიყვარულე და სამართლიანია, წარმოუდგენელია, რომ თითოეულ ადამიანს არ მიეცეს გამოსწორების, საკუთარი სულის განწმენდის შანსი, არამარტო ამ ქვეყანაზე, იმ ქვეყანაზეც კი და არა ერთჯერადად,როგორც ეს ქრისტიანულ რელიგიაშია მოხსენიებული,რომლის მიხედვითაც სული სამარადისოდაა განწირული ულევი ტანჯვისთვის,დარჩენილი გამოსწორების შანსის გარეშე. ამორალური იდეაა უდავოდ. :))
                  რაც შეეხება კვანტური მექანიკის, ფიზიკისა და სხვა ზუსტი მეცნიერებების ჭეშმარიტებას,შეცდომებისგან არც მსგავსი მეცნიერებები არიან დაზღვეულნი,მაგრამ ფაქტია,რომ დღემდე მეცნიერება სამყაროს კვლევის,ჭეშმარიტების დადგენის ყველაზე ეფექტური და სანდო მეთოდია, შესაბამისად მათი მეშვეობით გზის გაკვლევა სავსებით ლოგიკური და გამართლებულია.
                  და ბოლოს, იესოს არსებობის საკითხსაც შევეხები.იესოს არსებობა და მისი ღმერთკაცობა ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მტკიცებულებით სტანდარტს მოითხოვს. იესოს ღმერთკაცობა საჭიროებს გაცილებით მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს.იესოს არსებობის მტკიცებულება არ შეიძლება იმავე წესით გაავრცელო მის ღმერთკაცობაზე, ლოგიკური ცდომილება გამოდის.

                  Like

                  1. Zaza

                    დასჯას, ვინმეს დასჯას თუ ვგულისხმობთ ქრისტიანების მხრიდან, რა თქმა უნდა გაუმართლებელია, იმიტომ რომ ქრისტე არავის მოუწოდებდა ძალადობისკენ, პირიქით…
                    ზოგიერთ “ქრისტიანებს” ანუ, თვითონ რომ უწოდებდნენ და უწოდებენ თავს ქრისტიანს, ესეთი ხალხი რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და მოუწოდებენ, როგორ ფიქრობ ქრისტიანია? არა, არა რათქმა უნდა! ეს ხალხი თვითონ უწოდებენ თავს ქრისტიანს თორემ, როგორ შეიძლება ქრისტიანი იყო და ვინმეს ჩაქოლვისკენ მოუწოდებდე?!
                    ჩაქოლოს იმან ვინც უცოდველია!
                    სულზე ზრუნვა, გამოსწორების შანსი ყველას აქვს, უკლებლივ სქესისა და ასაკისა… 🙂
                    საერთოდ, მე რომ მკითხო, შანსები და ესეთი რაღაცეები რა საჭიროა?
                    მთავარი ის კი არ არის შანსი ვის აქვს და ვის არა, მთავარი ის არის რომ შენ, ადამიანმა შანსებზე კი არ უნდა იცხოვრო, უნდა იცხოვრო იმ აზროვნებით რომ მეტად განათლდე მეცნიერებაშიც, ცხოვრებაშიც, სულიერებაშიც, რელიგიაშიც და 100% დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად გექნება ადამიანს…
                    მე მაგალითად ესე ვფიქრობ, (პარალელი ღმერთსა და ადამიანს შორის) შვილს რომ მშობელთან ჩხუბი მოგივა, რაღაც პერიოდი მართალია ერთმანეთზე გაბრაზებულები არიან, შეიძლება შეაგინონ კიდევაც ერთმანეთს, შეიძლება დაწყევლონ მაგრამ, სასიკვდილოდ მაინც ხომ არ წირავენ ერთმანეთს და რაღაც პერიოდის შემდეგ ხომ ისევ ერთად არიან?..
                    არავის სული არ არის განწირული, არც ცუდისთვის და არც კარგისთვის…
                    ყოველი ადამიანი თვითონ წყვეტს თავის ბედს, სულთან ერთად… უბრალოდ, არიან ადამიანები ვისაც თავისებურად ესმით ქრისტიანობა, ჰგონიათ რომ თვითონ როგორც ფიქრობენ ის მართალია, და სხვებს მოძღვრავენ…
                    მაგრამ, ამისათვის არც ის ადამიანები არიან მართლები რომლებიც ღმერთს ადანაშაულებენ რადგან, იესოს არასოდეს მოუწოდებია ძალადობისკენ!
                    წარმოიდგინე, სახლს აქვს ორი კარები, ვიღაცა გეუბნება, ერთ კარებში არასოდეს გახვიდე თორემ მოკვდები, გარეთ ცუდი ხალხი იყრის თავს და სულ მუდმივად შარს ეძებენ…
                    მხოლოდ მეორე კარებიდან იარეო…
                    შენ მაინც იმ კარებში გადიხარ სადაც სახიფათოა…
                    ვინ დაგაძალა? ვინმემ დაგაძალა რომ იმ კარებიდან გადი საიდანაც სახიფათოა?
                    ანუ, შენ მიიღე გადაწყვეტილება ხო?
                    აქ ღმერთია დამნაშავე?..
                    ეს, ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია თუ…. ასე შემდეგ და შემდეგ… ეს ყველაფერი მხოლოდ ინსტრუმენტებია იმისათვის რომ ამ მიწიერ სამყაროში, რაღაცეებში გაერკვე, ახსნა, მაგრამ, არცერთი ინსტრუმენტი არ არის ისეთი რომელიც შენ სრულყოფილებას, ჭეშმარიტებას დაგანახვებს…
                    სრულყოფილება, ჭეშმარიტება ღმერთშია მხოლოდ!
                    ღმერთთან მისასვლელი ინსტრუმენტი არც ფიზიკაა, არც ქიმია, არც მათემატიკა, არც კვანტური მექანიკა… (სხვათაშორის, ამ ბოლო დროს თვითონ მეცნიერებიც ხვდებიან რომ ღმერთი არსებობს და….)
                    წარმოიდგინე, ვიღაც, ძალიან მაგარი გავლენიანი მთელს მსოფლიოში, და არავინ იცნობდეს სახეზე ვინ არის, ყველა ეძებს მაგრამ ვერავინ პოულობს… მას ხომ ფიზიკა-მათემატიკა არ ჭირდება რომ იპოვნო, რაღაც სხვადასხვა საშუალებებით უნდა ეძებო ხო?..

                    ღმერთის მოძებნის ინსტრუმენტი სულიერებაა, ჭეშმარიტებაა. იცხოვრე ისე, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ… და ასე შემდეგ და შემდეგ, რელიგიური მცნებებით და შენი გულწრფელობით…
                    აი, ეს არის ღმერთის ინსტრუმენტი.

                    რაც შეეხება იესოს არსებობას, მაგალითად იტალიაში, ტურინში, იესოს პერანგის გამოკვლევა არაერთხელ ჩაატარეს, ძალიან სერიოზულად, რამდენჯერმე და ეჭვი არავის აღარ ეპარება რომ ის ნამდვილია და რა ტანჯვები აქვს გავლილი მის პატრონს…
                    იესომდე, ხომ იძახდნენ ხალხი სად არის ღმერთიო, (როგორც დღეს) ღმერთი მოვიდა ადამიანის სახით მაგრამ, სამწუხაროდ არიან ადამიანები რომ მაინც არ სჯერავთ. პრობლემა აქვთ…
                    ამ საქციელით, იესომ ადამიანებს აჩვენა თუ როგორ შეიძლება ნოლიდან დაიწყო და გახდე მსგავსი ღმერთისა…
                    უხეში შედარება რომ გავაკეთოთ, დაახლოებით, ღორი იყო, ადამიანი გახდე, შემდეგ განღმერთდე, დაუფიქრდი რამხელა შანსები და შესაძლებლობები გვაქვს ყოველ ჩვენგანს…

                    Like

        2. nini

          gijebat egeni itvlebian da chven normalurebad, imito aqvt eg reaqcia anu imitom “gijdebian” ro realurad aravis esmit magati da an sikvdilit sjian da patimrobashi kvdebian

          Like

  2. კაცობრიობის ისტორიაში ყველა ეპოქას თავისი ბრწყინვალე გონება ყავდა რომელიც მეცნიერულად ხსნიდა ყველა საკითხს მაგრამ შემდეგი თაობის ბრწყინვალე გონება ამტკიცებდა რომ მისი წინამორბედი ცდებოდა. რატომ არ შეიძლება დავუშვათ რომ დღევანდელი მეცნიერების შეხედულება სამყაროს შექმნაზე არასწორია და ამას მათი შემდეგი თაობა დაამტკიცებს?
    ერთადერთი რაც არ შეცვლილა აქამდე არის რწმენა ღმერთის არსებობისადმი და იქნებ მართლაც ეგრეა???

    Liked by 1 person

    1. გამორიცხული არაფერია, მეცნიერება არაა დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა ერთი მომენტიც არის: რაც უფრო იზრდება ინფორმაციის რაოდენობა, მით ნაკლებია შეცდომის დაშვების ალბათობა 🙂 მეცნიერების მიმართულება კი ამ მომენტში მკაცრად მატერიალისტურია და ცდილობს, ნებისმიერი მოვლენა ახსნას ბუნების კანონებიდან გამომდინარე, ანუ ადამიანისთვის აღსაქმელ მეცნიერულ მოდელში, რაც ჯერჯერობით კარგად გამოსდის. მეცნიერებას რომ ასეთი გეზი არ აეღო, ელვა, მზის დაბნელება, მიწისძვრები, ვულკანები და ა.შ. ალბათ ისევ ზებუნებრივი მოვლენები გვეგონებოდა 🙂

      Like

    2. dato

      რათქმაუნდა შესაძლებელია ცდებოდეს, შესაძლოა ვერასდროს ვერავინ გაიგოს სიმართლე, მაგრამ ღმერთის არსებობაზე რწმენა ცოტა დროს ითვლის, ღმერთის ჯერი მხოლოდ ცეცხლის, სტიქიური მოვლენების, ოლიმპოს მბრძანებლების, კერპების და ათასი სისულელი გაღმერთების შემდეგ დადგა, რაც მიანიშნებს, რომ ადამიანს ჭირდება ამოუცნობი მფარველი, ყველაფრის შემქმნელი და მაკონტროლებელი, რომელიც იმედს მისცემს გამოუვალ სიტუაციაში და შეცდომებსაც მას “გადააბრალებს” განსაცდელის სახით…

      Like

  3. ჩარლიუს მეცნიერების მიმართულება უნდა იყოს კიდეც მატერიალური, იმიტომ რომ მეცნიერება არის დაკვირვება, ექსპერიმენტი და მათემატიკა. რაც არამატერიალურია კი იმას ვერ დააკვირდები ვერც ექსპერიმენტებს ჩაუტარებ. და ა.შ.
    ჩემი აზრით ნებისმიერი მოვლენის ახნსა უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ბუნების კანონებიდან და მეცნიერული მონაცემებიდან, ყველაფერი დანარჩენი ინტერპრეტაციაა და მეტი არაფერი.

    Like

  4. P.S: რა მაინტერესებს კიდევ. ჰოკინგის ეს ლექცია, იწყება სწორედ ისე როგორც დოკ. ფილმი Stephen Hawking’s Universe, სამი ფილმი რომაა (გეცოდინება შენ) დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელები და ყველაფრის ისტორია. ჰოდა ეს მეოთხეც ხომ არ მიუმატეს?

    Like

    1. ეს პოსტი ფილმის მიხედვით მაქვს გაკეთებული, ოღონდ Curiosity ჰქვია და რამდენიმე სერიაა (ეს პირველი იყო)
      http://www.imdb.com/title/tt1564623/episodes?season=1

      Stephen Hawking’s Universe-ში სამი სერიაა ისევ, ჯერჯერობით არ დაუმატებიათ

      Liked by 1 person

        1. ვუყურე და ფაქტიურად Stephen Hawking’s Universe-ის მეთხე სერიაა, უბრალოდ Curiosity-ში მოხვედრილი 😀

          Like

            1. კი პირველ სერიას ვუყურე, დანარჩენები არ გადმომიწერა ჯერ მაგრამ რამდენადაც ვიცი იქ სხვა თემებზეა საუბარი და შესაბამისად ჰოკინგიც არაა.

              Like

  5. Reblogged this on Davidiani and commented:
    ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში, რა დავიჯეროთ და ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნისკენ, რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.

    Like

    1. Gogi Gogoberidze

      თანაც ყველაზე პარადოქსული ამ ტექსტში ეს სიტყვებია “რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.” ნეტა ვის უხდის მადლობას? უსულო და უგუნურ მატერიებს?

      Like

    1. თუ თავისუფალი და პრაგმატულ-მეცნიერული აზრებით ჯოჯოხეთში იჯავშნება ადგილი, მაშინ აშკარად ჯოჯოხეთი უკეთესი ადგილი ყოფილა 😀

      Like

        1. ვაიბი

          ხო ეგ გამოთქმა მეც მახსოვს, მარკ ტვენისაა თუ არა არ მახსოვს ოღონდ :დ
          ამ პოსტს მე2 დღეა ვკითხულობ და ამის გარდა არაფერზე ვფიქრობ…

          Like

            1. ვაიბი

              არა პირიქით, საბოლოოდ დამარწმუნა… ნუუუ ცოტა ეჭვები მაინც მაქვს, მაგრამ როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა IN ATEISM WE TRUST 😀

              Like

            2. Gogi Gogoberidze

              ჰოკინგი თუ კარგი საზოგადოებაა მაშინ კი. პირადად მე მირჩევნია ნიუტონის, გალილეოს ,შექსპირრის და რუსთაველის საზოგადოებაში სამოთხეში ყოფნა, ვიდრე ჯოჯოხეთში ისეთი უბედურების საზოგადოებაში ყოფნა როგორიც ჰოკინგის და მაგალითად ნიცშეა. იმაზე მეტი ჯოჯოხეთი რა უნდა დაგემართოს რაც ჰოკინგს სჭირს. მით უმეტეს, თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ესეიგი ეს “კარგი” ის საზოგადოება ვერც ისე კარგი საზოგადოება ყოფილა, რადგან ამ შემთვევაში გამოვა, რომ ეგ თქვენი “ნარჩევი საზოგადოება” ცდებოდა.

              Like

          1. ზუსტად არავინ იცის რა არის დრო, არც სტივენმა და არც აინშტაინმა. დრო აფსტრაქტული ცნებაა და მისი ისე განხილვა როგორც ზემოთ განიხილებოდა, აფსურდულია. უფრო ოცნების (ავტორი თვითონვე ამბობს, რომ რაღაც კუთხით მეოცნებეა) ჩრდილში გააზრებული ხედვაა. ოცნება და მეცნიერება,….(?)

            Liked by 1 person

            1. დრო არის პარამეტრი, განზომილება, მოვლენების აღსაწერად, დროის მოქმედება წყდება იქ სადაც სივრცე არაა. აინშტაინის ფარდობითობის თეორია, მრავალმხრივ ამართლებს. ამიტომ მისი ასე განხილვა აბსურდული კი არა საკმაოდ მართებულია.
              დრო აბსტრაქტული არაა, იმიტომ რომ მისით იზომება ნებისმიერი მოვლენა და სივრცე, . დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა სივრცე, შესაბამისად არც დრო, იმიტომ რომ ეს ორი რამ თთქმის ერთიდაიგივეა. ერთი ქსოვილია. სივრცე დროით ხდება სამყაროს ძირითადი პარამეტრიზაცია.
              ეს სტივენ ჰოკინგის პირადი ხედვა და ახირება კი არაა არამედ მეცნიერული ცოდნა. ამას ემყარება მისი პოზიცია.
              რაც შეეხება ოცნებას და მეცნიერებას, ერთის მხრივ ახლოა ერთმანეთთან, იმიტომ რომ თუ მეოცნებე არ ხარ დიდ იდეებს ვერასდროს შეეჭიდები, თუ მეოცნებე არ ხარ სამყაროს ამოხსნაც არ დაგაინტერესებს. ასტროფიზიკოსობა ოცნების გარეშე მე მგონი არ გამოდის. ოცნება სტიმულია, თუმცა არ ნიშნავს იმას რომ მეცნიერული შედეგები ოცნებას ემყარება,შედეგები უკვე დაკვირვებებიდან, გამოთვლებიდან და ექსპერიმენტებიდან გამომდინარეობს, მაგრამ იდეებს, მოტივს, სტიმულს – აწარმოებს ოცნება.

              Like

              1. michael: დრო ისეთივე განუზომელია, როგორც სივრცე, მაგრამ დროის ისე განხილვა როგორც სივრცის, არასწორია, როცა დროის რაობაზე ვსაუბრობთ. დრო სხვაა და სივრცე სხვა. არავის, არც აინშტაინს და არც სტივენს, არ შეუძლია ახსნას, საიდან დაიწყო დროის ათვლა ან საით მიედინება. მიუხედავად იმისა, რომ დრო უნივერსალური და საყოველთაოა, ზუსტად ვერავინ განმარტავს, რა არის დრო.
                რაც შეეხება ოცნებას: ოცნება კარგია (ზომიერების ფარგლებში), მაგრამ მეცნიერული საკითხების განხილვის დროს, ფაქტები და მასზე დაყრდნობილი დასკვნებია მნიშვნელოვანი და არა ოცნებით განპირობებული მოტივაცია. სამყაროს გამოკვლევისთვის ოცნება კი არა, დაკვირვების და ცოდნის წყურვილია. თუმცა, ზოგისთვის შეიძლება ოცნებაც იყოს. აქ მთავარი ისაა, რომ სტივენიც ისეთივე არასრულყოფილი ადამიანია, როგორც სხვა მეცნიერები. სტივენიც შეიძლება ცდებოდეს და სხვაც. რადგან განათლებულია, მეცნიერია და მცოდნეა, არ ნიშნავს რომ მისი თვალსაზრისი ყოველთვის მართალია და უნდა ავიტაცოთ.
                და ბოლოს: დრო და სივრცე, სრულიად სხვადასხვა რამაა და მათი გაიგივება ანდა ერთნაირად განხილვა, მცდარი დასკვნების საწინდარი შეიძლება იყოს.

                Liked by 1 person

                1. სივრცე და დრო ერთი ქსოვილია, სადაც დროა იქ სივრცეა და სადაც სიცრცე იქ დრო, განუყოფელია ეს ორი რამე. სივრცის გარეშე არ იქნება დრო და პირიქით. საიდან ამტკიცებ რომ სულ სხვადასხვა რამეა? სივრცე და დრო ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარეა. ამას ამბობს აინშტაინის ფარდობითობა, თუ არ მოგწონს და უკეთესი თეორია შენ შემოგვთავაზე, მითუმეტეს ეს თეორია მუშაობს და მრავალგზის არის დატესტილი. დროის დათვლა მაშინ დაიწყო როცა მატერიალიზდა სამყარო და გაჩნდა სივცრცე. დროის მიმართულებას კი განსაზღვრავს დროის ისარი, (მიმართულება) რომელიც დროის მეცნიერული კონცეფციაა, თერმოდინამიკის მეორე კანონიდან გამომდინარე, (ენტრიპია)
                  რაც შეეხება ოცნებას, მაგაზეც გითხარი ნათლად რომ მეცნიერებაში ოცნება მთავარია იდეებისა და მოტივაციისთვის და შედეგებს უკვე განსაზღვრავს კვლევა, დაკვირვება, ექსპერიმენტები და გამოთვლები. დაკვირვების და ცოდნის წყურვილიც ოცნებიდან მოდის.
                  არც სტივენს და არც არავის არ მივიჩნევთ უშეცდომო და იდეალურ ადამიანებად, მაგრამ მეცნიერული პოზიცია მირჩევნია რელიგიის მიერ შემოტენილ ცრუ დაპირებებსა და უსაფუძვლო ზღაპრებს.
                  დრო და სივრცე ერთი ქსოვილია. თუ არ გჯერა გაეცანი ფიზიკას.შემოგვთავაზე ახალი თეორია და გაგება დროისა და სივრცის დაგვიმტკიცე მისი მართებულობა და იქნებ დაგიჯეროთ კიდეც. სიტყვაზე მეც ვიტყვი ეგ მასე არაა თქო მარა ფაქტია რომ მეცნიერული ცოდნა ასეთია.

                  Like

                  1. შენ ამბობ რომ: “დროის დათვლა მაშინ დაიწყო როცა მატერიალიზდა სამყარო და გაჩნდა სივცრცე”-ო და ამას მეცნიერულად დამტკიცებულ და დატესტილ თეორიად ასაღებ. ახლა იმის დროა, რაც აქ გაასაღე, მენციერული სახელმძღვანელოდან დააციტირო და სახელმძღვანელოც მიუთითო. თუ ამდენს ვერ იზამ, მაშინ სამეცნიერო ნაშრომი მაინც მიმითითე თავისი გამოცემის წელით, გვერდით და აბზაცით სადაც მსგავსი განაცხადი ეწერებოდა და აღნიშნულიც იქნებოდა რომ მენციერულად დატესტილია და დამტკიცებულია ის რასაც აქ ასაღებ.
                    წარმატებები.

                    Like

                    1. გაეცანი აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, მერე ლოგიკური დასვკნაც ადვილი იქნება, სამყაროს მატერიალიზებამდე არ იყო თავად სამყარო, შესაბამისად არც დრო არც სივრცე არ იქნებოდა. ე.ი დრო იწყება მაშინ როცა იწყება სამყარო. გაეცანი დიდ აფეთქების თეორიას, ნებისმიერ სამეცნიერო პოპულარულ ჟურნალში შეგიძლია წაიკითხო. დრო და სივრცე არის სისტემა რომელიც აღწერს სამყაროს, თუ სამყარო არაა არც სისტემაა და არც არაფერი. თუნდაც გია დვალის ვიდეოებს უყურე იუთუბზე http://www.youtube.com/watch?v=SvKWK1ipIfg რამდენიმე ნაწილია ეს… მანდედანვე შეგიძლია გადახვიდე სხვა ნაწილებზე, კონკრეტულად რომელ ნაწილშია დროზე საუბარი არ მახსოვს, მაგრამ 100%-იან გარანტიას ვიძლები რომ აუცილებლად შეგხვდება რომელიმეში. საერთოდ დიდ აფეთქებაზეა ლექციები და საინტერესოა ძალიან. გიაც იგივეს ამბობს, დრო შეუძებელია არსებობდეს იქ სადაც სივრცე არაა. ლოგიკურია რომ სამყაროს მატერიალიზებამდე არ იქნებოდა. იმასაც ამბობრს რომ კითხვა “მანამდე” საერთოდ აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ ათვლის სისტემა არ არსებობს.
                      რაც შეეხება დატესტილი თეორიაო რომ ამბობ – სამყარო ჯერ არავის შეუქმნია ხელახლა, და ვერავინ დატესტავდა როგორ მატერიალიზდა სამყარო. ეს არის თეორია, რომელიც მთელი არსებული მეცნიერული ცოდნისგან, გამოთვლებიდან და დაკვირვებებიდან გამომდინარეობს. დატესტვა ვახსენე ფარდობითობის თეორიაზე, ანუ ფარდობითობის თეორია გამოცდილია პლანეტური და სხვადასხვა კოსმოსურ სხეულებზე დაკვირვებით, რაც ადასტურებს მის მართებულობას. ის არ მითქვამს რომ დრო როგორ დაიწყო ეგ გადამოწმებულია მეთქი. უბრალოდ აინშტაინის თეორია ამბობს რომ დრო და სივრცე ერთი ქსოვილია, ჰოდა აქედან გამომდინარე სამყარო სანამ “დაიბადა” ვერც დრო იქნებოდა და ვერც სივრცე, იმიტომ რომ დიდი აფეთქება მიიჩნევა ყველაფრის საწყის წერტილად.
                      აჰა ესეც იგივე ჰოკინგის შესახებ, ამონარიდი სამეცნიერო ჟურნალიდან: მისი წიგნის Brief History of time-შესახებ
                      Hawking says that even if time did not begin with the Big Bang and there were another time frame before the Big Bang, no information from events then would be accessible to us, and nothing that happened then would have any effect upon the present time-frame. Upon occasion, Hawking has stated that time actually began with the Big Bang, and that questions about what happened before the Big Bang are meaningless.
                      რათქმაუნდა არსებობს თეორია რომელიც ამბობს რომ დიდი აფეთქება მთალდ დასაწყისი არაა და ის რაღაც მეგა სამყაროს ნაწილია რომელიც ძალიან “ხნიერია” მაგრამ ამის დასაბუთება ჯერ ჯერობით შეუძლებელია და მხოლოდ ვარაუდად რჩება, უფრო რეალურია დიდი აფეთქების საწყის წერტილად მიჩნევა, იმიტომ რომ იმის იქეთ წასვლა ჯერ ჯერობით შეუძლებელია.
                      ასე თვლის არა მხოლოდ ჰოკინგი და გია დვალი, არამედ თითქმის ყველა ცნობილი მეცნიერი. როგორებიც არიან (იყვნენ) კარლ სეიგანი, ლოურენს კრაუფი, ალან გასი, კარლოს ფრენკი,და ა.შ… ალტერნატიული იდეები არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ იდეებია, იმიტომ რომ სიმების და სხვა განზომილებების, მეგასამყაროების არსებობის თეორიების შემოწმება
                      ჩვენ ცივლილიზაციას არ შეუძლია.

                      Like

                    2. ისევ იგივეს იმეორებ. 🙂 ვერცერთი მეცნიერული ნაშრომი ვერ დამიციტირე და ვერც მიმითიტე. ამიტომ აქ უნდა შევწყვიტოთ უაზრო კამათი. როცა რაღაცას მეცნიერულ რამედ ასაღებ, სხვა დროისთვის გახსოვდეს რომ წყაროებიც მოაყოლო ხოლმე. ისე სიტყვებზე კი ბევრი ადამიანი არ დაგიჯერებს. მასეთ მეთოდებს მეცნიერებას ვინც ავტორიტეტულ დარგად მიიჩნევს, არ იყენებს.
                      დროებით….

                      Like

                    3. და გია დვალის ლექცია არ არის წყარო? თუ რას უწუნებ? მაინცდამაინც სახელმძღვანელოს ციტატა უნდა იყოს? 1.4 -ში და 2.1 აი ამ ნაწილებშია დროზე საუბარი. გადავხედე და ვნახე. საერთოდ როგორც ჩანს ამ თემაზე კამათი არ შეგიძლია და ვითომ “წყაროზე” გამომეკიდე. ეგ ისეთი საკითხია როგორც ორჯერ ორი. მაგას რა სახელმძღვანელოები უნდა გახსენი ვიკიპედია თუნდაც წაიკითხე ნებისმიერი მეცნიერის ინტერვიუ დიდ აფეთქებაზე და სამეცნიერო სტატია.უყურე ნებისმიერ ფილმს კოსმოზე. მე ეს ინფორმაციები ასე მოვიპოვე და არა სახელმძღვანელოებში. მე არ ვასაღებ მაგას. მე ვამბობ როგორია მეცნიერული აზრი და ცოდნა მაგ თემაზე. აი შენ კი საერთოდ ვერაფერს ამბობ ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს გარდა იმისა რომ “ეგრე არაა”. მე კი აგიხსენი რატომაა ასე და თან წყაროც მოვაყოლე.

                      Like

    1. Gogi Gogoberidze

      იმს რომ ღმერთი დროის მიღმა იმყოფება ქრისტიანობა ჰოკინგამდე ამბობს, ასე, რომ ჰოკინგის ეს არგუმენტი არათუ არ უარჰყოფს ღმერთის არსებობას არამედ პირიქით ადასტურებს მას.

      Like

      1. Gogi Gogoberidze:
        პირველი საუკუნის ქრისტიანები მაგას არ არ ასწავლიდნენ და მათ ნუ მიაწერთ “ეკლესიის მამებად” წოდებული თვითმცოდნეების მცდარ იდეებს “დროის მიღმა” მყოფობას.

        Like

        1. Gogi Gogoberidze

          აშკარაა რომ საკმაოდ ცუდად იცნობ ქრისტიანულ თეოლოგიას:

          “ნეტარი ავგუსტინე (354-430). დროსთან დაკავშირებული ავგუსტინესეული რეფლექსია, რომელიც მოცემულია მის ცნობილ თხზულებაში „აღსარებანი“ (წიგნი მე-11), უკავშირდება ღვთის მიერ სამყაროს არაფრისგან შექმნის იდეას. ავგუსტინე აცხადებს, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა არა დროში (in tempore), არამედ დროსთან ერთად (cum tempore). დრო მანამდე არ არსებობდა. ის და სამყარო ორივე შექმნილია. ამ აზრით, მათ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი და შეეძლოთ ერთმანეთზე ზემოქმედების მოხდენა, როგორც ერთი მთლიანი სამყაროს ორგანულ ნაწილებს. სხვათა შორის, აღნიშვნის ღირსია, რომ აინშტაინის რელატიურობის თეორიაც მიუთითებს დროსა და სივრცეს შორის მჭიდრო კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე. ამ თეორიის მიხედვით, დროს შეუძლია აჩქარება ან შენელება, რომელიც დამოკიდებულია მოძრავი ობიექტის მიმართულებაზე სივრცეში უკიდურესი სისწრაფის დროს.

          ავგუსტინემდე და მის შემდგომაც არსებობდა შემდეგი შეკითხვები: თუ სამყარომ არსებობა დაიწყო დროის გარკვეულ პერიოდში, მაშინ რა მიზეზით არ მოხდა ეს ამ პერიოდზე უფრო ადრე? თუ სამყაროს წარმოშობა დაკავშირებულია ღმერთის სურვილთან, გაუგებარია, მხოლოდ გარკვეულ მომენტში რატომ გაუჩნდა ღმერთს ეს სურვილი, რომელიც მანამდე არ ჰქონდა? თუ სამყაროს შექმნის იდეა კეთილია, მაშინ რატომ ადრე არ გაუჩნდა ეს იდეა ყოვლადკეთილ ღმერთს? თუკი ღმერთი არაფერს აკეთებდა მანამდე, როდესაც მან ცა და მიწა შექმნა, მაშინ არ შეიძლება მას ვუწოდოთ ღმერთი აბსოლუტური გაგებით, რადგან ის უმოქმედოდ იყო; და თუკი ის არ იყო უმოქმედოდ, მაშინ რატომ არ ქმნიდა არაფერს? ან როგორც ავგუსტინე გადმოგვცემს ერთ-ერთ ასეთ კითხვას: „რაში მოეპრიანა [ღმერთს, დ.თ.] რაღაცის შექმნა, თუკი არასდროს არაფერს არ აკეთებდაო?“ ავგუსტინეს პასუხი ასეთია: „შეაგნებინე მათ უფალო, რას ბოდავენ; გაუმჟღავნე საცოდავებს, რომ იქ, სადაც არ არის დრო, სიტყვას „არასდროს“ არავითარი აზრი არა აქვს“ (11:40).”

          Like

        2. Gogi Gogoberidze

          ანუ ავგუსტინე ამ შემთხვევაში ზუსტად ანალოგიურს ამბობს ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ჰოკინგამდე, განსხვავება მხოლოდ ის არის რომ ჰოკინგს ღმერთი არ აწყობს.

          ზუსტად იგივეს მიხვდნენ ქრისტიანი წმინდანები და თეოლოგები მაგრამ ამის გამო მათ ღმერთი არ გამოურიცხავთ, პირიქით ისნი სწორედ ამით ცდილობდნენ ღმერღის დამტკიცებას, ჰოკინგი კი თავის იდეას სიახლედ გვიცხადებს რატომღაც და თანაც გვიმტკიცებს თითქოს ამით მან ქრისტიანული ღმერთის არსებობა უარჰყო. არადა ქრისტიანი თეოლოგები სწორედ ამას ამტკიცებდნენ თანამედროვე კოსმოლოგიამდე )))

          მოკლედ ეს ჰოკინგის იდეების საკმაოდ ძველი იდეებია და რატომღაც სიახლედ საღდება დღევანდელ დროში და თანაც ათეიზმის სახელით: “რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.” – (ძველი აღთქმა) ეკელსისტე 1

          Like

  6. ჩარლიუს ერთი ჩემი კომენტარი არ დაიწერა, სპამში ხო არ ჩავარდა, იმდენი ვწერე, რომ არ გამოქვეყნდეს ცოდო ვარ

    Like

      1. არაუშავს მთავარია გადარჩა
        კიარადა ყველა კომენტარი მოდერირებაზე გაქვს, არ გეზარება? 😀

        Like

    1. michael: წყაროებს ვერ ასახელებ.:) მწერ რომ ვიკიპედია გახსენიო. გახსენი და მიმითითე წყაროები, რაზეც უნდა მოგეყვანა მეცნიერული მტკიცებულებები და ვერ მოიყვანე. ერთი მეცნიერის ლექცია არაა მეცნიერულად დამტკიცებული თეორია. ნუთუ უნდა გჭირდებოდეს ესეთ ელემენტარულ რამეებზე შეხსენება, როცა ადამიანის მეცნიერულ ნაშრომებზე, მის ცოდნაზე და გამოყენებაზე გაქვს პრეტენზია?

      Liked by 1 person

      1. წყარო დავასახელე, უკვე. მაგრამ არ გინდა აღიარება. ერთი მეცნიერი არაა ეგ. რასაც გია ამბობს არც თავისი მოგონილი თეორიაა და არც პირადი სუბიექტური აზრი. არამედ ყველაზე გავრცელებული მეცნიერული აზრი. სტივენ ჰოკინგის წიგნიც მიგითითე, თუმცა შენ სტივენის არ გჯერა 😀
        და ისე რამდენი წყარო გინდა 10? თუ 100 😀
        ჩემ წყაროებს რომ გამოეკიდე შენი წყაროების ჯერია ეხლა რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს მინიმუმ 10-ს ვითხოვ, ოღონდ არა საგუშაგო კოშკის სტატიები 😀
        მე პრეტენზია არ მაქვს რომ მეცნიერი ვარ. ან თეორიას ვსხლავ. იმის მაქვს რომ შენზე მეტად ვარ ინფორმირებული იმ საკითხში თუ რომელი თეორია დომინირებს მეცნიერებაში. იმის გამო რომ ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ სტატიებს და პოსტებს.
        დავიღალე ერთიდაიგივეს წერით, თუ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი და ერთიდაიგივე უნდა იმეორო ავტომატივით “წყარო ვერ მანახე” მაშინ ჯობია აღარ გავაგრძელოთ.

        Like

        1. დემაგოგია რას გაძლევს? მგონი რთული მისახვედრი არაა რომ არაფერს მატებს შენ კომენტარებს უაზრო ფრაზები. წყარო ვერ დამისახელე. ერთი მეცნიერის ლექცია გინდოდა გაგესაღებინა მენციერულად დამტკიცებულ თეორიად და მითუმეტეს ფაქტად. სტივენის წიგნიდან ფრაზა ამოგლიჯე, ისიც არ გითარგმნია რომ მკითხველს ენახა რა ეწერა მასში. ბოლოს თითი ვიკიპედიისკენ გაიშვირე და წერდი, ნახე მანდ იქნება წყაროებიო. საღი მსჯელობა თუ არ გსურდა, გატანდი ძალას? დროს ფლანგავ უაზროდ ერთი და იგივეს წერით. ან წყაროები დადე და დაასაბუთე ის რასაც ასაღებდი მეცნიერულად დამტკიცებულად, ან გაჩუმდი. ორიდან ერთი აირცია. არ დაიღალე მაინც უაზრო ფრაზების წერით?…..

          Liked by 1 person

          1. უაზრობებს შენ წერ და დემაგოგობ, თავს იბრმავებ წყაროსთან დაკავშირებით. წყარო დაგისახელე, რა მნიშვნელობა აქვს 1 მეცნიერია თუ ასი. თუ იმ 1-ის არ გჯერა არც 100 დაიჯერებ
            წადი ჯერ ფიზიკაში გაერკვიე და მერე მელაპარაკე. რომელ საღ მსჯელობაზე მესაუბრები სიტყვა ვერ დამიწერე ამ თეორიის საწინააღმდეგო.
            გაჩუმება შენ გიწევს, იმიტომ რომ ერთი მაგალითიც არ გაქვს თუ რატომ არაა ეგრე. უბრალოდ შენ გინდა რომ მასე არ იყოს.
            და ინგლისური არ იცი? თუ რომელ მკითხველზე ნერვიულობ? თუ არ იცი გეთქვა და გითარგმნიდი.
            აწი შენთან კამათის სურვილი აღარ მაქვს. ორჯერ ორი ოთხია. ესაუბრე ნებისმიერ ფიზიკოსს, ნებისმიერ კოსმოლოგიაში გარკვეულ პირს და ნახავ რასაც გეტყვის. მე კედელს ცერცვს აღარ შევაყრი შენთან რაიმეს მტკიცებით.

            Like

            1. სახელმძღვანელოების ციტატები რომ დაგიდო იმაზე არ იტყვი ერთი მეცნიერიაო? ეგრე ყველა ნაშრომი რომელიმე ერთი მეცნიერის დაწერილია. ვითომ ლექციას შენი დასაწუნი რა აქვს. ან გია დვალს. მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში, მონაწილეობს ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერის კვლევებში. და მისი წარმოდგენილია ფართო დამატებითი განზომილებების მოდელი. მისმა მოდელმა შთააგონა სიმების თეორია რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიაა დღეს. მეცნიერულ წრეებში საკმაოდ ავტორიტეტულია.
              მოკლედ მე დავამთავრე. თუ კონტრ არგუმენტებს და საწინააღმდეგოს მტკიცების წყაროებს არ დადებ ნუღა გააგრძელებ “წყარო. წყაროს” ძახილს. თვალს თუ გაახელ წყარო აგერაა. (იუთუბის ლინკი)

              Like

              1. michael: გაღიზიანება არ გიშველის. წყარო ვერ დაასახელე. წერ ზღაპრებს. უაზრობაა შენთან კამათი. ბოლო კომენტარებში ყველაფერი გასაგებად დაგიწერე. შენ კი ისევ ბრაზობ, ყვირიხარ და მეტს ვერაფერს აკეთებ. წარმატებები.

                Like

          2. Giorgi Mchedlishvili

            რა დაგემათათ,,ხალხო,რელიგიაშიც და მეცნიერებაშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი,ადამიანის გონს კი უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს.რასაც ჩვენი თაობა ვერ ჩასწვდება,მომდევნო თაობა განავითარებს და ჩასწვდება.ერთი რამ ცხადია და მარტივი:სამყაროში ყოველივე ურთიერთგადაჯაჭვულია და კანონზომიერი.ვინ დაადგინა ეს კანონები და რატომ,ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება მსჯელობა.ღმერთმა თუ უზენაესმა გონმა,თუ მატერიათა ურთიერთქმედებით დროსა და სივრცეში,ადამიანებს გვებოძა ულამაზესი პლანეტა დედამიწა,ნამდვილი სამოთხე და ვეცადოთ,რომ იგი ყველასთვის სამოთხე იყოს და არა მხოლოდ ზოგიერთისთვის.

            Like

            1. Zaza

              ოდესღაც შეიძლება იყო სამოთხე დედამიწა მაგრამ დღეს, დღეს სადღაა?.. ყველა და ყველაფერი შეიცვალა უარესობისკენ, საკუთარი ხელით ვანადგურებთ დედამიწას!.. ჭეშმარიტების მარცვალს რაც შეეხება, ჭეშმარიტების მარცვალი ქრისტიანულ-მართლმადიდებლობაშია, მეცნიერებაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები… (მეცნიერობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მე ვთვლი რომ სწორად ვაფასებ)
              ამ სამყაროში, არაფერი არ არსებობს ისეთი რომ რაიმე დაამტკიცო და საწინააღმდეგო წინ არ დაგხვდეს, უბრალოდ კი არ დაგხვდეს, ეჭვიც კი შეგეპარება იმ სიმართლეში რომელიც შენ დაამტკიცე… მეცნიერება არის ის რომ შენ ხსნი რაიმე მოვლენას, ქმნილებას, ნებისმიერ რამეს… მაგრამ როგორ ხსნი, ხსნი ისე როგორც შენ მიიჩნევ სიმართლედ, როგორც შენ გაიგე, ჩაატარე რამოდენიმეჯერ ცდები, გამოიანგარიშე, რაღაცეები მიხვდი, ჩათვალე რომ სწორად შეაფასე და ბოლოს დაამტკიცე რომ ეს ასე არის… (შემდეგ დრო გადის და აღმოჩნდება რომ არასწორად “დაგიმტკიცებია”) მაგრამ, სინამდვილეში ვინ იცის რა არის ჭეშმარიტება?.. (გარდა ღმერთისა)
              ვერცერთი თაობა ვერ ჩასწვდება ჭეშმარიტებას თუ ღმერთს არ აღიარებს!

              Like

  7. Kaxa

    წაიკითხეთ და თუ 100% ით გაიგებთ და დარმუნდებით იმის სიმართლეში რაც აქ წერია, მაშინ…

    Like

  8. მართალია ეს კაცი. რელიგია ვერ დამისაბუთებს რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, ან თუ დაასაბუთებს არამგონია დავიჯერო,რადგან უბრალოდ არ იქნება დამაჯერებელი როცა გეუბნებიან რო ვიღაცამ შექმნა სამყარო 6დღეში და ასე შემდეგ, ადამი და ევა 2ადამიანისგან რანაირად გაჩნდებოდა 7 მილიარდი? სისულელეა თუ დაუფიქრდებით, უბრალოდ არადამაჯერებელია, ძალიან მოძველებულია, ადამიანი იმ დონეზე განვითარდა რომ,ის არ დაიჯერებს რომ თურმე ცუდ რამეს თუ ჩაიდენ ჯოჯოხეთში წახვალ და ა.შ. მაგრამ სხვა რა გზა აქვთ? მეცნიერება ყველაფერს ახსნის ფარდას!

    Like

    1. she sacodao adonavi ganatleba moipove jer damere ilaparake usuru i argumentebit rom mogaqvs taviiii 6 dgeshi samyaros sheqmanzerom melaparakebida 2 adamianigas 7miliardi warmoqnda shene gubralod azzrez ar xar ra mxoda hkitxe amg sakitxshi kompetentur adamians da gaigeb da ebili tu xar kidev eg sheni problema amokled tartarozshi romd aimkvidreb adgilsshememiane da meree ki ityvi vaime deda rogor shevcdio magram ukve gviani iqneba gitexiat tavi yvelas bolos inanebt magram ukve sinsnuli giviani inqeba purtxis girsi xar shens aqartvelos ai asee

      Like

    2. elene

      და შენ ფიქრობ რომ ესეთი სილამაზე და ესეტი ბუნება ესეთი სასწაული რაგაც ერთი აფეთქების შედეგია? :XXX

      Liked by 1 person

  9. ეს ბუნების კანონები საიდანღა მოვიდა? ასე უცვლელი და მუდმივი? აჰ, ალბათ “დიდი აფეთქებისას” “გაჩნდა”, სრულიად უმიზეზოდ და სპონტანურად. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი გასაგებია და დალაგდა თავის ადგილას. სად იყავით აქამდე? 🙂

    Liked by 1 person

    1. აქამდე სად იყვნენ რას ნიშნავს? მეცნიერული ცოდნა ერთბაშად არ მოდის, ამისთვის ექსპერიმენტები, დაკვირვებები და ცდებია საჭირო, ასევე ტექნოლოგიის განვითარება. სტატია თუ წაიკითხე, ნახავდი, რომ ჯერ ბუნებრივი მოვლენების ახსნით დაიწყო, როგორიცაა მზისა და მთვარის დაბნელება. მეცნიერება რომ არა, დღემდე იფიქრებდნენ, რომ მზის დაბნელების მიზეზი ბოროტი ღვთაების მიერ მისი შეჭმაა, ხოლო გაელვება ზევსის რისხვას წარმოადგენს. ამის შემდეგ კი ბუნების კანონებზე, სამყაროს მოქმედების პრინციპზე და საბოლოოდ, სამყაროს შექმნაზე გადავიდნენ. ე.წ. ,,ბნელი ეპოქა” (dark ages) რომ არა, ამ მომენტში გაცილებით წინ იქნებოდა მეცნიერება, სამყაროს შექმნა კი შეიძლება რამდენიმე საუკუნის წინ ახსნილიყო.

      Like

      1. Gogi Gogoberidze

        ჰოკინგის ეს ახნა არ არის დამაკმაყოფილებელი, ვინაიდან ის რასაც ჰოკინგი ამტკიცებს, კერძოდ დროის არ არსებობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 4 საუკუნეში და მანამდეც უკვე ქრისტიანი თეოლოგები ამტკიცებდნენ, ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ჰოკინგი მათ სიტყვებს ადასტურებს. წაიკითეთ ქრისტიანი წმინდანების და თეოლოგების ნააზრევი დროსთან დაკავშირებით, ისინიც სწორედ ამას ამბობდნენ, რომ თავად დრო და სივრცეც ღმერთის შექმნილია. ასე რომ ეს არ არის კონტრ არგუმენტი, არამედ პირიქით დასტურია იმის, რომ არ ცდებოდნენ ქრისტიანი თეოლოგები. ისინი ამას რასაც ჰოკინგი ამბობს ყოველგვარი სამეცნიერო განათლების გარეშე მიხვნენ ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ.

        Like

      2. Gogi Gogoberidze

        NASA-ს ერთ ერთი დირექტორი და წამყვანი ასტრონომი Robert Jastrow ამასთან დაკავშირებით ამბობდა: “მეცნიერისთვის, რომელიც საკუთარ გონიერებაში დარწმუნებული იყო, გზის ბოლო კოშმარულ სიზმრად იქცა. ის უცოდინრობის გორაკს ლაშქრავს, ცოდნის მწვერვალს უახლოვდება და მისდა გასაკვირად მწვერვალზე ღვთისმეტყველთა კომპანია ხვდება, რომლებიც იქ უკვე ათასწლეულებია რაც ზიან.”

        Like

  10. daTo

    აქ როგორ ვხედავ ბევრი ათეისტია და ერთ რამეს ვეტყვი მათ, გჯერათ თუ არ გჯერად სამყარო უფალმა შექმან 6 დღეში, არაფრისგან, თქვა და იქმნა.

    Like

          1. bolos vnaxavt iseti faqtebi dadgedeba xmas vegar amoigeb da enas vegar ayrantalebde inqeba amashi merwmune da mere naxav yoveli sheni sityva isarivit rom dagerchoba gulshi rogor inqeba da ai mere naxava karga afaqtebs magram ukve gviani ineba agiareba ase rom dagerxaaa

            Like

          2. Gogi Gogoberidze

            ფაქტია რომ ჰოკინგი არ ცდება? საიდან იცის ნეტა ვიღაც ჰოკინგმა რომ ასე იყო ყველაფერი როგორც ყვება? ესეც უბრალოდ ვარაუდია და სხვა არაფერი, სინამდვილეში ზუსტად არც ერთმა კოსმოლოგმა არ იცის თუ როგორ შეიქმნა სამყარო. რა სამყაროს შექმნაზე არის საუბარი, როცა დიდი აფეთქების თეორიაც კი დღემდე ვერ არის მათემატიკურად გამართული, აღარაფერს ვამბობ ბნელი ენერგიის არსებობის თეორიასთან დაკავშირებით. უმარავი მეცნიერი დაობს დღემდე ამაზე. ის რაზეც ჰოკინგი საუბრობს ნამდვილად არ არის უდაო ფაქტი, ის რომ შესაძლოა 14 მილიარდი წლის წინ შეიქმნა სამყარო ჩავთვალოთ რომ სწორია, მაგრამ ის თუ კონკრეტულად როგორ შეიქმნა ეს ნამდვილად არავინ იცის. ესეც ვუბრალოდ სამეცნიერო ვარაუდებია დ არა ფაქტი. არავინ არ ყოფილა დამკვირვებელი ამ მოვლენების. რა სამყაროს შექმნაზეა საუბარი ვენერაზე რა ხდება ზუსტად ისიც კი არ იციან მეცნიერებმა და ჰოკინგს სურს დააჯეროს საზოგადოება თითქოს მან ყველაფრის თეორია ამოხსნა? თუ ეგეთი ყოვლისმცოდნე არის თქვენი ჰოკინგი რატომ ვერ წამოდგება სავარძლიდან? კაცი რომელსაც თითის განძრევაც კი არ შეუძლია, კაცი რომელსაც ლაპარაკიც კი არ შეუძლია ამტკიცებს, რომ ყველაფერი იცის? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

            Like

  11. didi afetqebis mizezi sheidzleba araferi yofiliyoo. ragac aradamajereblad jgers. radgan irwmunebian rom samyaro didi afetqebis shedegad warmoishva, imasac unda amtkicebdnen ram gamoiwvia es afetqeba. ar sheidzleba arafrisgan sheqmniliyo samyaro. an tu asea mashin rogor xdeba, rom yvelaferi aseti kanonzomieria da shemtxvevit araferi xdeba? pizikis kanonebit xsnian martalia, magram chemi azrit, mainc gmerti ganagebs yvelafers da ara fizikis kanonebi.

    Liked by 2 people

    1. ლევ

      ბრწყინვალე სტატიაა ჰოკინსის, მისი წაკითხვის შემდეგ ძალაუნებურად კიდევ ერთხელ ჩაფიქრდები. მაგრამ მევ ვერანაირად ვერ დავიჯერებ რო არაფრისგან წარმოიქმნა ეს ყველაფერი. მე მაინც იმ აზრის ვარ, რომ ამ დიდ აფეთქებას რაღაცამ მიცა თავდაპირველი ბიძგი. აი რამ მიცა ეს ბიძგი, ღმერთმა თუ სხვა ძალამ – ღმერთმა იცის 🙂

      Liked by 1 person

  12. thedoggers

    ისედა, აინშტაინმა არ თქვა არაფრისგან ვერაფერი წარმოიშვება და არაფერი ქრება უკალოდო, ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადისო… ზუსტად ვერ მომყავს ციტატა მაგრამ დაახლოებით ასეა, და აიაი ის პროტონზე პატარა ნაწილაკი როგორ არსებობდა მაგაში გამარკვიეთ, თუ მანამდე დრო და სივრცე არ იყო…

    Like

    1. ენერგიის მუდმივობის კანონზე თუ ამბობ, ჩაკეტილ სივრცეს ეხება. ანუ სამყაროში არსებული ენერგია არც იქმნება და არც ნადგურდება, მხოლოდ ფორმას იცვლის.

      სანამ სამყარო არსებობას დაიწყებდა, მანამ იყო სინგულარობის მდგომარეობაში, რომელსაც ჰოკინგი აქ წერტილს უწოდებს. სინგულარობის შემდეგ მოხდა დიდი აფეთქება, გაჩნდა მატერია და სივრცე, დაიწყო ზომაში მატება და რადგან ეს მოხდა 0-დან, შესაბამისად ოდესღაც პროტონზე (და ნებისმიერ ნაწილაკზე) პატარა იქნებოდა სამყარო

      Liked by 1 person

      1. thedoggers

        და ზუსტად იმ წერტილზე მაინტერესებს, სინგულარობა თუ რაღაც რომ ქვია ადამიანურ ენაზე : დ (თუა შესაძლებელი). მერე რა მოხდა ეგ ვიცი ისე თუ ასე, აი მანამდე რა იყო… როგორ არსებობდა ის პროტონზე პატარა სხეული საიდან ჩაისახა მასში ენერგია და ა.შ. თუ არის საერთოდ ამაზე ცნობები

        Like

        1. სინგულარობამდელ მდგომარეობაზე (ან მიზეზზე) დიდი აფეთქების თეორია არ საუბრობს, ამიტომ ძნელია თქმა. არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზები, რომლებიც მულტისამყაროს ვერსიას აყენებენ, ზოგი ჰიპოთეზა ამბობს, რომ ჩვენი სამყარო პერიოდულად განიცდის დიდი აფეთქების მოვლენებს. ჰოკინგი კი ჰიპოთეზებს არ ეყრდნობა და მხოლოდ ფაქტებს იღებს, ამიტომ ამბობს, რომ სინგულარობამდე არაფერი იყო, რადგან სინგულარობა არ ხორციელდება დროში, შესაბამისად დიდ აფეთქებამდე არ იყო დრო და არც მიზეზი, რომელიც დროში განხორციელდებოდა. ანუ ამბობს, რომ სამყარო არაფრისგან და შემთხვევით გაჩნდა. თუმცა არიან მეცნიერები, რომლებიც სხვა პოზიციაზე დგანან:
          https://charliuss.wordpress.com/2011/10/17/bbc-horizon-what-happened-before-the-big-bang/

          Like

          1. thedoggers

            ვნახე ეგ სტატია და მირჩევნია ჯერ (იმავე სხელწოდების)ფილმს ვუყურო, რომელიც გადმოვწერე უკვე და ახლა ჩავუჯდები, და მერე წავიკითხო ქართულად რომ უფრო ნათელი გახდება, იმიტომ რომ რაცარუნდა მაგარი ინგლისური ვიცოდე მაინც ძნელია 100% აღქმა რას ლაპარაკობენ, მითუმეტეს ჩემი დონე ჯერ აფერ ინთერმედიეთს და ედვენსედს შორისაა

            ხო, რაც შეეხება იმას რომ სინგულარობა არ ხორციელდება დროშიო, როგორც გავიგე სინგულარობა პროცესია, ანუ ის ხორციელდება დროში…
            სამყარო *სრულიად* არაფრისგან ვერ წარმოიშვებოდა, შესაბამისად არსებობდა “რაღაც” ანუ არსებობდა დროც…

            ეგ იგივეა, რომ დაადგინო ყველაზე პატარა ნაწილაკი რომელია, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცისგან შედგება, ატომზე მილიარდჯერ პატარა ნაწილაკიც რაღაცისგან შედგება, მაშინ სად არის ზღვარი, თავწერტილი… საიდანაც იწყება… იგივე მაგალითი რიცხვებზე, რომელია ყველაზე პატარა ან დიდი რიცხვი მაინც მიემატება/გამოაკლდება ერთი 2 და ასე შემდეგ, ანუ უსასრულობამდე მივდივართ : დ

            ჩემი აზრით ჩვენი ცოდნა არის ის რომ ვიცოდეთ ასე თუ ისე ყველაფერი -1000 დან +1000-მდე… ვითარდება ტექნოლოგიები და ამ 1000-ს 1 და 2 ემატება… მაგრამ ზღვარი მაინც ჰორიზონტივით, ნაძირლურად წინ მიდის 😐

            Like

            1. არა, სინგულარობა მდგომარეობაა და შავ ხვრელს ადარებენ ხოლმე, შავ ხვრელშიც არ არსებობს დრო და მიიჩნევენ, რომ ეგეც რაღაც მსგავსი იყო

              Like

              1. შეუძლებელია სადმე დრო არ არსებობდეს .ყველა სხვა დანარჩენის არსებობის პირობა დროა. სხვანაირად მოვლენები ვერ აღიწერება .

                Like

                1. დრო ხომ იგივე ცვალებადობაა? თუ ცვლილება არ ხდება, არც დრო არსებობს. ფარდობითობის ზოგადი თეორია ამბობს, რომ დრო და სივრცე არ წარმოადგენენ აბსოლუტურ სიდიდეებს და არ არსებობენ მოვლენებისგან დამოუკიდებლად, არამედ მათ მატერია და ენერგია ქმნიან

                  Like

                  1. ვთქვათ ვაკუუმში,სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება, დრო არაა?
                    დრო მაინც საჭიროა,თუნდაც იმიტომ რომ ვაკუუმის არსებობის ხანგრძლივობა დადგინდეს.
                    რა ვქნა,ვერც აინშტაინი და ვერც ჰოკინგი ვერ გადამარწმუნებენ :ხ

                    Like

                    1. გააჩნია, ვაკუუმს როგორ განმარტავ, ან ეგ ვაკუუმი სად იარსებებს. თუ სამყაროშია, მაშინ მას მოცულობა გააჩნია და დროც იარსებებს. ხოლო თუ სამყაროს გააქრობ, ისე რომ არც მატერიამ იარსებოს და არც ენერგიამ და ამგვარად შექმნი ვაკუუმს, მაშინ დრო არ იარსებებს. ზოგჯერ სიმარტივისთვის ვაკუუმს ისეთ სივრცესაც უწოდებენ, სადაც მატერიის წილი მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ არა 0-მდე. ანუ სრულყოფილი ვაკუუმი არაა (ისევე როგორც პირველი შემთხვევა). ხოლო იდეალური ვაკუუმი, სადაც წნევა ნულოვანია, ვერ იარსებებს. და თუკი იარსებებს, დრო არ იქნება

                      Like

                    2. მაშინ ისიც საკამათოა რას ეწოდება სამყარო..
                      რაც სამყარომდე,დიდ აფეთქებამდე იყო,იმას რა ჰქვია?
                      რაც არ უნდა ერქვეს,დროის გარეშე ვერ იარსებებდა .

                      Like

                    3. სამყარო ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვიცით და ვუწოდებთ ჩვენს გარშემო არსებული ყველაფრის ერთობლიობას, რომელიც შედგება დრო-სივრცისგან. სხვა სამყაროები თუ აღმოვაჩინეთ, შეიძლება განსაზღვრება შეიცვალოს. სამყარომდე რა იყო არ ვიცით, სტანდარტული დიდი აფეთქების თეორია ამბობს, რომ სინგულარობა იყო, სადაც არც მატერია არსებობდა და არც დრო, ენერგია კი უკიდურესობამდე იყო შემჭიდროვებული. მაგრამ ბევრ დღევანდელ მეცნიერს ეს ახსნა არ აკმაყოფილებს. არის ვერსია, რომ ჩვენი სამყარო მანამდე არსებული ორი სამყაროს შეჯახების შედეგია, კიდევ ერთი მყარი ვერსია ისაა, რომ სამყარო მუდმივად გადის გარკვეულ ციკლებს – კვდება და ხელახლა იბადება. მაგის დადგენამდე ჯერ დიდი დროა 😀

                      Like

                    4. სანამ ეგ დიდი დრო არ გაივლის ჩემს აზრზე დავრჩები მყარად :დ
                      მე პირადად სამყაროს ვუწოდებ “არარსებობასაც”.
                      ანუ დიდ აფეთქებამდე არსებულ “არაფერს”..

                      Like

                    5. აკაკი

                      ანუ სმაილიკი დიდ აფეთქებას განიხილავს „მანამდე“ არსებულ სიცარიელეში (სივრცეში) რაღაცის აფეთქებად?

                      Like

                    6. სმაილიკი კი არა საერთოდ ეგრე განიხილება O.o
                      მე მხოლოდ იმას არ ვეთანხმები რომ დრომ მაშინ დაიწყო არსებობა.
                      ვფიქრობ,რომ დრო ერთადერთი რამაა რაც მუდმივად არსებობდა და მუდმივად იარსებებს.

                      Like

                    7. აკაკი

                      საერთოდ ეგრე არ განიხილება. დიდი აფეთქების თეორია სწორედ იმას ამბობს, რომ არ არსებობდა არანაირი სივრცე (ანუ არანაირი ვაკუუმი, ვაკუუმი ეს არის ცარიელი სივრცე) და სივრცე დროსთან ერთად გაჩნდა. რელიქტური გამოსხივების სრული რუკის შექმნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რუკაზე რამდენიმე სიხშირის ჰარმონიული რხევებია (ასე დავარქვათ, მე ფიზიკოსი არ ვარ და შეიძლება ზოგიერთი ტერმინი შემეშალოს, იმედია მომიტევებთ). ხო და ამ ჰარმინიკების გაშიფვრის და კომპიუტერული მოდელის შექმნის შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ სივრცე არ არის უსასრულო (დიდი აფეთქების თეორია მანამდეც ამას ამბობდა, ეს უბრალოდ ერთი დამატებითი არგუმენტია დიდი აფეთქების თეორიის სასარგებლოდ). სივრცე სასრულია, თუმცა უსაზღვრო. ამის გასააზრებლად მხოლოდ ერთი გამარტივებული სამყაროს მოდელი შეიძლება გამოდგეს – ორგანზომილებიანი სივრცით, ანუ ორი სივრცითი და მესამე დროითი განზომილება. წარმოიდგინე, რომ საპნის ბუშტზე არსებობ, ოღონდ ამ საპნის ბუშტის კედელს სისქე არ აქვს და შენც ბრტყელი ხარ, ვერც საპნის ბუშტის გარეთ გამოიხედავ და ვერც შიგნით შეიხედავ; დაინახავ მხოლოდ საპნის ბუშტის კედელში რაც ხდება. თუ ასეთი ორგანზომილებიანი არსება ხარ და უზარმაზარ საპნის ბუშტზე ცხოვრობ, გგონია, რომ შენი სამყარო ბრტყელია, მაგრამ სინამდვილეში ეგ შენი სამყარო სხვა, სამგანზომილებიანი სამყაროდან რომ შეხედავ სფეროა (თანაც სულ უფრო იბერება და იბერება); შენ გგონია, რომეგ შენი ბრყელი სივრცე უსასრულოა, მაგრამ ჩვენ – სამგანზომილებიანმა ზეარსებებმა ვიცით, რომ სასრულია (საზღვარი კი არ აქვს თავის თავთან).
                      აი დაახლოებით ასეა და არანაირი ვაკუუმი სივრცის გარეშე არ არსებობს. დრო კი მხოლოდ სინგულარობებში (მაგ. შავ ხვრელებში) წყვეტს არსებობას და არა სრულ ვაკუუმში, ამას ჩარლიუსს ვეუბნები!!! 😉

                      Like

                    8. მე მეგონა სიცარიელეში სწორედ სინგულარობა გულისხმობდი და არა ვაკუუმს,რა თქმა უნდა ვაკუუმს არ შეიძლება ვუწოდოთ სიცარიელე.
                      ფიზიკოსი არც მე ვარ,საერთოდ ჯერ-ჯერობით არანაირი პროფესია არ მაქვს,მათემატიკოსი ვარ მოწოდებით უბრალოდ ;დამის გამო მე კიდევ უფრო რთულად ვუყურებ ამ საკითხებს .ო.ო

                      Like

            2. მანძილთა უსასრულობის პარადოქსი კარგა ხანია გადაიჭრა პარამეტრის შემოღებით ;ს
              ყველა სხეულს გააჩნია რაგაც მინიმალური ზღვარი რომლის იქეთაც ვეღა ჩავიხედავთ ))იმიტომ რომ ის შავ ხვრელად იქცევა .

              Like

  13. რა ტყუილად იტკივებთ თავს,გითხრათ აგერ სიმართლე ადამიანმა(daTo) ეჰ ;დ

    სტატიიდან ერთ მონაკვეთს არ ვეთანხმები:
    დიდი აფეთქების მომენტში დროს საოცარი რამ დაემართა: მან არსებობა დაიწყო.
    თავად გამოთქმაც კი “დრო,როდესღაც არ არსებობდა” სრული სისულელეა ლოგიკურად.
    დროს ყოველთვის უნდა ეარსება სივრცისა და მატერიისაგან დამოუკიდებლად.
    კიდევ უფრო საინტერესო ისაა რა იყო ჩვენს სამყარომდე.
    ხომ არ შეიძლება უბრალოდ “არაფრით” გადაჭრა..
    დიდი აფეთქება “რაღაცაში” ხომ უნდა მომხდარიყო?

    Like

    1. აკაკი

      ეეეჰ სმაილიკ ეგ არის საკითხი, რომელიშიც იმალება მთელი სამყაროს საიდუმლო – როგორ შეიძლება არ არსებობდეს დრო და გაჩნდეს (მასთან ერთად სივრცეც). თუმცა არ მიკვირს, რომ ამის წარმოდგენა გიჭირს, თვით გაბრიელე ვენეციანოსაც (სუპერსიმების თეორიის ავტორს) დღემდე არ ესმის სივრცის და დროის არარსებობა, ყოველ შემთხვევაში, მის ერთ-ერთ სტატიაში ჩვენს სამყაროს განიხილავს, როგორც მატერიის დიდ გროვას უსასრულო სივრცის ერთ მონაკვეთში და დასაშვებად მიაჩნია, რომ ამავე სივრცის სხვა, მოშორებულ უბნებში სხვა სამყაროებიც არსებობენ, ეს სივრცე კი (და შესაბამისად დროც), მიაჩნია, რომ ყოველთვის არსებობდა (საოცარია, ასეთი შეზღუდული წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანმა როგორ შექმნა სიმების თეორია, თუმცა ეს თეორია მაინც და მაინც არ მომწონს და ყველაფრის თეორიის პრეტენდენტად არ მივიჩნევ).
      ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, დრო ეს არის მარადისობის პატარა მარყუჟი, რომელიც ისევე როგორც სივრცის სხვა განზომილებები, სადღაც თავის თავში, თუ შეიძლება ასე ითქვას იციკლება. ანუ სადაც (ალბათ ჯობია ვთქვათ – „როდესაც“) დაიწყო, იქვე დასრულდება; ან უფრო სწორი იქნება – სადაც იწყება, იქვე სრულდება (მარადისობისთვის ასეა, დროის დასაწყისიც, მთელი არსებობის პერიოდიც და დასასრულიც ერთია).
      ამის წარმოდგენა ნამდვილად შეუძლებელია, მაგრამ გააზრება შეიძლება; მაგალითად წარმოვიდგინოთ ფოტონი, რომელიც სინათლის სიჩქარით მოძრაობს. ფარდობითობის ზოგადი თეორია გვეუბნება, რომ სინათლის სიჩქარით მოძრავი სხეულისთვის დრო გაჩერებულია, ანუ არ არსებობს. ე.ი. სინათლის ეს ელემენტარული ნაწილაკი დროის მიღმა არსებობს, ჩვენთვის ის მოძრაობს, ერთ წამს აქ არის, ხოლო მეორე წამს 300 000 კილომეტრით შორს, მაგრამ თვითონ მისთვის, ის ერთდროულად აქაც არის და ყველგან სადაც კი მოასწრო ყოფნა მას შემდეგ რაც გაჩნდა და კიდევ ყველგან სადაც ოდესმე გაივლის, ვიდრე განადგურდება. ამ ლოგიკით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული პაწაწინა ფოტონი ამავდროულად (თვითონ მისთვის მაინც) მთელი სამყაროა და თანაც ყველა სხვა ფოტონი, რომელიც არსებობს…
      როგორ მოგწონს?

      Like

      1. მაგრამ ეგ ყველაფერი ხომ არ გამორიცხავს იმას რომ დიდ აფეთქებამდე დრო შეიძელბოდა
        არსებულიყო?
        მოწონებით კი ძალიან მომწონს. საერთოდ ყველაფერი მომწონს რაც წარმოაჩენს სამყაროს სიღრმესა და სირთულეს ❤
        და ვერ გამიგია როგორ შეიძლება ადამიანს რომელიც ცოტათი მაინც აღიქვამს ამ სილამაზესა და სირთულეს სწამდეს ბიბლიის მონათხრობის :;\

        Like

        1. აკაკი

          თუ შეიძლება, რომ ფოტონი (თავისი თავისთვის) დროის მიღმა, ანუ დროის გარეშე არსებობდეს, თუ შეიძლება, რომ შავ ხვრელში (ანუ სინგულარობაში) დრო წყვეტდეს არსებობას, რატომ ვერ უშვებ იმას, რომ დრო სივრცესთან ერთად გაჩნდა (ცნება „მანამდე“ უბრალოდ აზრს მოკლებულია!!!)? მით უმეტეს, რომ სამყარო სწორედ სინგულარობიდან გაჩნდა (სინგულარობაში კი დრო არ არსებობს!!!).

          Like

          1. საქმე მაგაშია რომ თავისი თავისთვის არსებობს სამყაროს მიღმა,მაგრამ რომ არა ის ერთი წამი რომელშიც მან 300 000 კმ გაიარა მის არსებობას ფაქტიურად აზრი დაეკარგებოდა.
            ხშირად ვიყენებთ “სინგულარობის პერიოდს”,როდესაც პერიოდს ვახსენებთ თავისთავად დროის მონაკვეთზეა საუბარი და თუ ჩვენ ამ მოვლენის აღწერასაც ვერ ვახერხებთ დროის ცნების გარეშე ,რთული წარმოსადგენია როგორ არსებობდა ის მის გარეშე არსებობას.

            Like

            1. ;დდდ
              ნამეტნავად ამირევია ტექსტი ;დდ
              “საქმე მაგაშია რომ თავისი თავისთვის არსებობს სამყაროს მიღმა” დროის მიღმა.
              “რთული წარმოსადგენია როგორ არსებობდა ის მის გარეშე არსებობას.”-როგორ ახერხებდა ის მის გარეშე არსებობას.

              Like

            2. აკაკი

              „მაგრამ რომ არა ის ერთი წამი რომელშიც მან 300 000 კმ გაიარა მის არსებობას ფაქტიურად აზრი დაეკარგებოდა“ – მე კი ვიტყოდი – რომ არა ღმერთი მთელი სამყაროს არსებობას დაეკარგებოდა აზრი 🙂

              Like

        2. აკაკი

          ხო კიდევ, მოდი ჯერ ბიბლიას, ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას შევეშვათ; ეს ცალკე საუბრის თემაა. საერთოდ ღმერთის არსებობაზე ვისაუბროთ. ჩემთვის მთელი ეს სამყარო რაღაც ვირტუალური რეალობის მსგავსი რამაა, რომელიც ასე ვთქვათ მარადიულ ღმერთში, უზენაეს გონში არსებობს.
          ბიბლიის ტექსტი კი დაწერილია ისეთი ენით, რომელიც ადამიანისთვის (როგორც დღევანდელი, ისე უპირველეს ყოვლისა იმ დროინდელი ადამიანისთვის) რაღაც აზრს ატარებს, ყველას შეუძლია მასში ღვთიური სიბრძნის თავისი მხარე აღმოაჩინოს (თუ მოინდომებს რაღა თქმა უნდა) – „და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა“. ეს ტექსტი დაწერილია მაშინ, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ კერპებს ეთაყვანებოდნენ და როგორ წარმოგიდგენია თანამედროვე სამეცნიერო ენით რომ ყოფილიყო დაწერილი როგორ შეიქმნა სამყარო სინგულარობიდან, ვინმე ამ ტექსტიდან რაიმე აზრს გამოიტანდა?

          Like

          1. კაი რა ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული არგუმენტია ,არ მოველოდი შენგან :დ
            სხვა ვერანაირი დარღვევა ვერ ნახე დავიჯერო ბიბლიაში? ;დ
            მაგალითად:დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. და მიწა იყო უსახურ-უდაბური და იყო ბნელი უფსკრულის პირზე ,და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე.
            და თქვა ღმერთმა იყოს ნათელი!-და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი რომ კარგი იყო და გაჰყო იგი ბნელისაგან.1 დღე.
            და თქვა ღმერთმა იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად რომ აღინიშნონ წელიწადის დრონი,დღენი და წელნი..4 დღე.
            პირველ დღეს იყო ნათელი,როდესაც მიწა და ცა არსებობდა მხოლოდ ღმერთი წყლის პირზე იძვროდა,მესამე დღეს შეიქმნა მცენარეები,ხოლო მეოთხე დღეს მზე ;დ
            რა შეიძლება ეწოდოს ამას , თუ არა EPIC FAIL! ;დ

            Like

  14. გამოხმაურება: არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ « ჩრდილოეთის ციალი

  15. levan

    წმიდა ილია მართლის სიტყვებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს. რათა არ დაისადგუროს წყვდიადმა რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება – აი, სამი ძირითადი მამოძრავებელი ძალა კაცობრიული ცივილიზაციისა, რომელიც ყოველთვის მიმართულია ერთი მიზნისაკენ – ადამიანისათვის სრულყოფილი კეთილდღეობის ძიებისაკენ. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, ალბათ ზედმეტია ამ ძიების შედეგებზე ბევრი საუბარი; მსოფლიო დგას გლობალური კრიზისის ზღვარზე, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ მოისპოს არა მარტო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა მიღწევა, არამედ თავად სიცოცხლეც დედამიწაზე. ვინ არის ამაში დამნაშავე? ცხადია, თავად ადამიანი, მისი ბობოქარი ცხოვრება, რომელსაც წარმართავს… მეცნიერება, ფილოსოფია და რელიგია! ძნელია უფრო ტრაგიკული სიტუაციის წარმოდგენა: ის უმაღლესი, რაც გააჩნია ადამიანს და რომელიც თავისი არსით მისი გზის გასანათებლადაა მოწოდებული, იქცა სიბნელედ და კაცობრიობა საშინელი აღსასრულისაკენ მიჰყავს. სად უნდა ვეძებოთ ასეთი მოულოდნელი ფინალის სათავე? იოლი როდია პასუხის გაცემა ამ დიდ და რთულ კითხვაზე. მაგრამ უეჭველია, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომა, რომელიც დაუშვა ადამიანმა, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში, იყო ის, რომ მან მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნა დაუპირისპირა რელიგიურს და მტრობა ჩამოაგდო მათ შორის. შედეგად მივიღეთ ის, რომ სრულიად დაიკარგა ურთიერთგაგება და თანხმობა ადამიანის სულირი და ინტელექტუალური ცხოვრების ამ სამ უმთავრეს სფეროს შორის ადამიანის საქმიანობის ფუძემდებლური პრინციპის გააზრების საკითხში. ამიტომ იმ ჰარმონიული ურთიერთკავშირის აღდგენა, რომელიც არსებობდა სამყაროს რელიგიურ, ფილოსოფიურ და მეცნიერულ ხედვას შორის, წარმოადგენს არა უბრალოდ ყურადსაღებ პრობლემას, არამედ რიგ მიზეზთა გამო, შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე მრავალასპექტიან პრობლემად. აი, ამ პრობლემათაგან უმთავრესნი: მსოფლმხედველობრივი. ახალ ისტორიაში, განსაკუთრებით ე.წ. განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები და ფილოსოფიური აზრი განიხილებოდა და დღემდე განიხილება არა მარტო როგორც აუცილებელი, არამედ როგორც ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია უჩვენოს ადამიანს მისი ცხოვრების ნამდვილი აზრი და შინაარსი. ამისაგან განსხვავებით, რელიგია, უკეთეს შემთხვევაში განიხილება, როგორც მარტოოდენ ლამაზი ტრადიცია, რომელიც ნაწილობრივ უწყობს ხელს საზოგადოების რაღაც ნაწილში გარკვეული მორალური ატმოსფეროს შენარჩუნებას. მაგრამ როგორც მსოფლმხედველობა, ის აღიქმება ანტიმეცნიერულად, ცხოვრებისეული პრობლემებისაგან მოწყვეტილად, რომელსაც ადამიანი გადაჰყავს უაზრო ოცნებების ილუზორულ სამყაროში. რელიგიისადმი ასეთ დამოკიდებულებას და მის დაპირისპირებას მეცნიერებისა და ფილოსოფიისადმი თან სდევს შორს მიმავალი ფსიქროლოგიური, ზნეობრივი და პრაქტიკული შედეგები, რომლებიც უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენენ ადამიანზე. სანამ ასეთი დამოკიდებულება არ შეიცვლება, ზედმეტია ლაპარაკი როგორც სულიერად ერთიან, მდგრად საზოგადოებაზე, ასევე ჭეშმარიტად ჰუმანურ მიღწევებსა და მთლიან მსოფლმხედველობაზე, რომელიც დამაჯერებლად გასცემს პასუხს ადამიანური ცნობიერების მეტად საჭირბოროტო კითხვას: „რისთვის ვცხოვრობ და რისთვის ვიღვწი?“ სულიერი. როგორც ბოლოდროინდელი სტატისტიკა მოწმობს, განვითარებულ ქვეყნებში მძლავრ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და ცხოვრების მაღალ დონეს (რასაც ფონად ქრისტიანული სულიერების დაქვეითება უდევს) ადამიანთა დიდი ნაწილი მიჰყავს არა დედამიწაზე დაპირებული სამოთხისაკენ, არამედ გულგატეხილობამდე, ცხოვრების აზრის დაკარგვამდე, ზნეობრივ გადაგვარებამდე, მძიმე ნერვულ-ფსიქიურ აშლილობამდე და თვითმკვლელობამდე. ჭეშმარიტად პარადოქსული მოვლენაა! უნებლიედ გახსენდება ბიბლიური სიტყვები: „მოველოდე კეთილსა და აჰა ესერა, შემემთხვინეს მე ბოროტნი“ (იობ. 30, 26). საით მიჰყავს თანამედროვე ცივილიზაციას ადამიანი, რომელსაც „ათავისუფლებს“ რელიგიისაგან და მისი მორალისაგან? ხომ არ კლავს ცოცხლად, როცა მას უსულო რობოტად აქცევს? ეკოლოგიური. ცხოვრების კომფორტმა (რომელიც დღემდე ხელმისაწვდომია საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისათვის, ხოლო დანარჩენისათვის ისევ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის დაპირებადღა რჩება), იმდენად მოაჯადოვა მთელი კაცობრიობა, რომ ადამიანს დაავიწყა არა მარტო სულიერი, ზნეობრივი და რელიგიური ფასეულობანი, არამედ საკუთარი ცხოვრებაც, რომ არაფერი ვთქვათ შთამომავლობის ცხოვრებაზე. სიამოვნება, გამორჩენა, ძალაუფლება – აი, კომპონენტები და თანმხლებნი კომფორტისა. მათ ჭკუიდან შეშალეს და საბოლოოდ დაიმონეს თანამედროვე ადამიანი, აიძულებენ ადამიანს უმძიმეს ეკოლოგიურ კრიზისში ჩააგდოს მსოფლიო და დაღუპოს ის ბუნება, რომლის ნაწილიც თვითონაა. ნუთუ ეს არ გვავალდებულებს, რომ სასწრაფოდ გადავსინჯოთ ჩვენი ცხოვრებისეული ღირებულებანი? ეს მხოლოდ ნაწილია პრობლემებისა, რომლებიც პირდაპირ ამტკიცებენ, რომ ამჟამად, როგორც არასდროს, მეცნიერება და ტექნიკა, ფილოსოფია და რელიგია ისეთ ურთიერთობაშია ერთმანეთთან, რომელიც მოითხოვს ახლებურ – ჰარმონიულ დამოკიდებულებას თანამედროვე ადამიანის მხრიდან (პირველ რიგში ეს ეხებათ მეცნიერებსა და ფილოსოფოსებს) იმ რწმენისადმი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აზრს აძლევდა ჩვენი წინაპრების ცხოვრებას და წარმართავდა მათ ყოველ საქმიანობას. მაგრამ რის საფუძველზეა ეს შესაძლებელი და რას უნდა ეყრდნობოდეს ახალი შეხედულებები? უეჭველია, რომ ჯეროვანი პასუხი ამ კითხვას შესაძლებელია გაეცეს მხოლოდ ადამიანის ცხოვრების საბოლოო მიზნის სათანადო გააზრების შემდეგ. ერთი შეხედვით ეს პრობლემა ძნელად გადასაჭრელი არ ჩანს, რადგან ასეთ მიზანს უსათუოდ წარმოადგენს კეთილდღეობა თითოეულისა ცალ-ცალკე და ყველასი ერთად. მაგრამ საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ თვით კეთილდღეობის ცნება და მისი მიღწევის საშუალებანი სხვადასხვანაირად განისაზღვრება მეცნიერების, ფილოსოფიისა და რელიგიის მიერ. როგორ განიხილავენ ისინი ამ პრობლემას? მეცნიერებას (იგულისხმება საბუნებისმეტყველო), საბოლოო ჯამში, კეთილდღეობად მიაჩნია სამყაროს მაქსიმალური შეცნობა მის ყველა განზომილებაში, რათა მისი მთლიანად დამორჩილებით ადამიანი ფაქტიურად აქციოს ყოვლისშემძლე ღვთაებად ამ სამყაროში. ეს მიზანი თავისთავად მეტად მიმზიდველია და მაცდუნებელი, მაგრამ იგი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და აი, რატომ: 1. აქვს კი რაიმე დამაჯერებელი საფუძველი ამ განღმრთობის პერსპექტივას? ხომ არ არის იგი თავდაჯერებული ადამიანის უგუნური ფანტაზიის ნაყოფი? 2. არსებობს კი საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტები იმისა, რომ კაცობრიობის მომავალი „ბედნიერება“ არ იქნება აგებული მილიარდობით ადამიანის სისხლსა და ტანჯვაზე და არ იქცევა იგი მხოლოდ ე.წ. „ოქროს მილიარდის“ ბედნიერებად? ამასთან, ხომ არ აღმოჩნდებიან ეს „იღბლიანებიც“ მონის მდგომარეობაში იმ ერთი მუჭა „ზეადამიანების“ ხელში, რომელთაც ცბიერებითა და ძალადობით ექნებათ მოპოვებული ძალაუფლება? საფუძველი ასეთი შიშისათვის დღეს საკმაოზე მეტი არსებობს. ასეთ შემთხვევაში იდეალური ბედნიერი კაცობრიობის შესაქმნელად მეცნიერთა მიერ გაწეული ღვაწლი ხომ არ შემობრუნდება რეალური კაცობრიობის წინააღმდეგ, იქცევა რა მისი დამონებისა და სიკვდილის იარაღად? მეცნიერების პასუხი ამ კითხვაზე, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: „მე არაფრის გარანტიას არ ვიძლევით, მაგრამ მწამს და თქვენც ირწმუნეთ, რომ ყველაფერი იქნება ზედმიწევნით კარგად“. სხვაგვარი პასუხის გაცემა, გარდა რწმენისაკენ, ოღონდ ამჯერად – მეცნიერული რწმენისაკენ მოწოდებისა, მეცნიერებას არ ძალუძს მრავალ მიზეზთა გამო. აი, ზოგიერთი მათგანი: 1. მეცნიერების შენობა დაფუძნებულია ისეთ პოსტულატებზე (სამყაროს რეალურობის, მისი კანონზომიერების, მისი შეცნობადობის და ა.შ. აღიარება), რომელთა გარეშეც მას არ ძალუძს არც არსებობა, არც განვითარება, მაგრამ რომელთა დამტკიცება შეუძლებელია. 2. მეცნიერეული მტკიცებანი, საბოლოო ჯამში, პირობითნი არიან და არა აბსოლუტურნი. თვით მათემატიკური მტკიცებულებანიც კი უეჭველად მიიჩნევიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჭეშმარიტად არიან აღიარებულნი ის დებულებანი, რომელთაგანაც ისინი გამომდინარეობენ. უმეტეს შემთხვევაში კი მეცნიერული მტკიცებულებანი წარმოადგენენ სავარაუდო დასკვნებს სავარაუდო დებულებებიდან. ამასთან, ამ ვარაუდთა სიზუსტის ალბათობა მით უფრო მცირეა, რაც უფრო რთულია განსახილველი საგანი. ეს განსაკუთრებით ნათლად წარმოაჩინა ჰედელის თეორემამ. 3. მეცნიერებაში არ არსებობს კრიტერიუმები, რომელთაც შეუძლიათ ამა თუ იმ თეორიის ჭეშმარიტების სრული გარანტიის მოცემა. ფილიპ ფრანკი გონებამახვილურად შენიშნავს: „მეცნიერება წააგავს დეტექტიურ მოთხრობას. ყველა ფაქტი თითქოსდა მეტყველებს გარკვეული ჰიპოთეზის სასარგებლოდ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მართლდება სულ სხვა ჰიპოთეზა“. 4. თუ არ ვიცით ყოფიერების ყველაზე ფუნდამენტური კანონები მთლიანობაში, არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა, რომ დავრწმუნდეთ ლოკალური მეცნიერული კანონზომიერებების ჭეშმარიტებაში (აქედან გამომდინარე – სარგებლიანობაში. შემთხვევით როდი უთხრა ფეინანმა სტუდენტებს: „თუ თქვენ გეგონათ, რომ მეცნიერება სარწმუნოა, – თქვენ ცდებოდით“). ეს კი, განსაკუთრებით მსოფლმხედველობრივ საკითხებში, მეცნიერებას აქვეითებს… ღრმადგანათლებული მკითხავის დონემდე. მეცნიერებას არ ძალუძს დაასაბუთოს საბოლოო მიზანი, თუნდაც იმიტომ, რომ სიკეთის პრობლემა მსოფლმხედველობრივი პრობლემაა. მეცნიერული ცოდნა კი (თუნდაც მთლიანად აღებული) არ წარმოადგენს მსოფლმხედველობას, რადგან ის შეისწავლის მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებს და სამყაროსეულ კანონზომიერებებს და არა ყოფიერებას მთლიანობაში. მეცნიერებას არ აინტერესებს მსოფლმხედველობრივი საკითხები, რაც რელიგიისა და ფილოსოფიის სფეროა (ამიტომ ყოველთვის მოიპოვებდნენ სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე მეცნიერნი, რომელთაგან ერთნი იყვნენ ღვთის მორწმუნენი, მეორენი – ათეისტნი, მესამენი – აგნოსტიკოსნი). ეს იმაზე მეტყველებს, რომ თვით ტერმინი „მეცნიერული მსოფლმხედველობა“ ფრიად პირობითია, ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ მეცნიერება და ე.წ. „მეცნიერული მსოფლმხედველობა“ სულაც არ არიან იგივეობრივი ცნებები. მეორეც: სიცოცხლის საბოლოო არსისა და ადამიანური კეთილდღეობის საკითხის გადაწყვეტისას ძირითად პრობლემას, უეჭველად, ღვთის არსებობის აღიარება წარმოადგენს. რა შეუძლია აქ მეცნიერებას? ყველა განზომილებაში შეცნობადი სამყაროს უსასრულობა ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ მეცნიერება პრინციპულად ვერასოდეს განაცხადებს, ღმერთი არ არსებობსო (თუნდაც იგი არ არსებობდეს). მას მხოლოდ ერთი პერსპექტივა გააჩნია: როდესმე გადაეყაროს უფალს თავის გზაზე. მართლაც, როგორც ცნობილია, მრავალმა მეცნიერმა უეჭველად ირწმუნა, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ ეს რწმენა, ბუნებისმეტყველების ძალიან სერიოზული, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი, მონაცემების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, მაინც მკაცრად დასაბუთეული ცოდნა კი არაა, არამედ შედარებით სარწმუნო ვარაუდი. აქედან გამომდინარე, კეთილდღეობის მეცნიერული იდეაც, თავისთავად, უფრო რელიგიურ-ფილოსოფიურია, ვიდრე ნამდვილად მეცნიერული. ეს კი ნიშნავს, რომ იმედები მომავალი „ოქროს საუკუნის“ შესახებ, რომელსაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ჰპირდებოდა (თუ ჰპირდება) ადამიანებს, არაფერია, გარდა ვარდისფერი ოცნებისა. ფილოსოფიას სიკეთედ ყოველთვის მიაჩნია ჭეშმარიტების შეცნობა, მაგრამ, მას ეძებს დისკუსიური (განსჯითი) აზროვნების მეშვეობით და არ გააჩნია არავითარი შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ ადამიანურ „რაციოს“ შესწევს უნარი ჭეშმარიტების სათანადო წვდომისა; ამდენად, ფილოსოფია იძულებულია, თავისი საყრდენი დებულებები ჩამოაყალიბოს პოსტულატების სახით. აქედან გამომდინარე: რამდენი ფილოსოფოსიცაა, იმდენივე ფილოსოფიური სისტემაა. ცხოვრების აზრისა და სიკეთის არსის საკითხის გადაწყვეტისას კი ის ან თეოლოგიას ერწყმის და ამით ხდება მისი მოსამსახურე, ან განკერძოვდება და ქმნის ახალ სისტემებს, რომელთა დასკვნების ჭეშმარიტების დასაბუთება შეუძლებელია. ამიტომ ფილოსოფიური სკოლები და მიმართულებანი ყოველთვის ითხოვენ რწმენას თავიანთი ჭეშმარიტებისადმი, სიკეთის მათეული გაგებისადმი, და არასოდეს წასულან ამაზე შორს. ამასთან, დიაპაზონი, რომელიც გამოხატავს დაშორებას მეორისაგან სიკეთის გაგების საკითხში, ხშირად მეტისმეტად დიდია: აპათიიდან – ნარკოტიკებამდე, სულიერიდან – ხორციელამდე, მარადიულიდან – წუთიერამდე. თანაც არ არსებულა და არც ამჟამად არსებობს არანაირი შესაძლებლობა, რომ შემოწმდეს ნებისმიერ ამ თვალსაზრისთა ჭეშმარიტება. მით უფრო, რომ თვით პრობლემა ჭეშმარიტების (მასთან ერთად სიკეთის) არსის გაგებისა ცალკეულ ფილოსოფოსთა მიერ არა ერთხელ გამოცხადებულა ფსევდოპრობლემად. რელიგია, კერძოდ, ქრისტიანული (ვგულისხმობთ მართლმადიდებლობას) პრინციპულად განსხვავდება როგორც მეცნიერებისაგან, ასევე ფილოსოფიისაგან, რადგან მისი შემეცნების ობიექტი მატერიალური სამყარო კი არაა, არამედ სულიერი, ხოლო შემეცნების მეთოდი სულიერია და არა რაციონალური. ქრისტიანული რელიგია სიკეთის ცნებაზე საუბრისას აპელირებს უშუალოდ გამოცხადებაზე (მისი სანდოობის საკითხი ცალკე საუბრის თემაა), ღვთის შემეცნების საეკლესიო-ისტორიულ გამოცდილებაზე. ეს გამოცდილება ეფუძნება არა ადამიანის ხუთ გრძნობაზე დამყარებულ შეგრძნებებს (თუნდაც მძლავრი ხელსაწყოების მეშვეობით აღქმულს) და ადამიანურ ლოგიკას („რაციოს“), არამედ ადამიანთა შინაგან რელიგიურ განცდებს, ღვთის ჭეშმარიტება ქრისტიანობაში მოწმდება ეკლესიის კოლექტიური გამოცდილებით, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება წმიდა წერილში გამოცხადებულ ჭეშმარიტებებს. თუ რა არის სიკეთე, ამ საკითხის გადაჭრისას მართლმადიდებლობა გამოდის ღვთის არსებობისა და ადამიანის პიროვნების უკვდავების რწმენიდან. ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არცერთი მათგანი არ წარმოადგენს მხოლოდ გონებრივ პოსტულატს და არც მის მიერ გაკეთებულ დასკვნას, არამედ ორივე წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო რელიგიური გამოცდილებით დადასტურებულ ფაქტს. ქრისტიანული სწავლების თანახმად, ღმერთი არის არსი (მყოფი) და აბსოლუტური სიბრძნე, სამჰიპოსტასიანი სიყვარული, ჭეშმარიტება. ეს განსაზღვრებანი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორედ ღმერთია ის სიკეთე რომლითაც სულდგმულობს, მოძრაობს და არსებობს ყოველივე (საქ. 17, 28). აქედან გამომდინარე, ადამიანური სიცოცხლის აზრი მდგომარეობს მთელი არსებით (გონებით, გულით და სხეულით) ღვთის შეცნობაში, მასთან თანაზიარობაში. ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ეს თანაზიარობა იწოდება განღმრთობად. ქრისტიანობის მიერ შემოთავაზებული სიკეთის იდეალი, რომელიც მდგომარეობს ღვთის შემეცნებაში, ანუ მისდამი მიმსგავსება და მასთან თანაზიარობაში, სრულიად პასუხობს ადამიანურ ძიებათა მთავარ მიზნებს, რადგან აშკარაა, რომ უტყუარი შეცნობა ჭეშმარიტებისა (რაც ფილოსოფიის მიზანია) და შექმნილი სამყაროსი (რაც მეცნიერების მიზანია), შესაძლებელია მხოლოდ ყოველივე არსებულის პირველმიზეზის, ანუ ღმერთის შეცნობით. ქრისტიანული სწავლების თანახმად, მხოლოდ ამ სიკეთეშია არა მარტო მთავარი, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი აზრი ადამიანის ცხოვრებისა. რატომაა მისაღები ქრისტიანული სწავლება? ძირითადად შემდეგ გარემოებათა გამო: 1. მას არ გააჩნია „უკუჩვენებანი“. ქრისტიანობა საკუთარი სწავლებით არ გვთავაზობს არაფერს ისეთს, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა მეცნიერულ დასკვნებთან სამყაროს შემეცნების სფეროში, ან რაც უარყოფით ზეგავლენას იქონიებდა პიროვნებისა თუ საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე, ან კიდევ შეაფერხებდა ფილოსოფიური აზრის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. ეს დასტურდება თუნდაც იმ ფაქტით, რომ მრავალი ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე და მეცნიერი ყოფილა და არის ქრისტიანი. 2. ის ადამიანს აძლევს იდეალს – იდეალს ღვთიური სიყვარულისა, რომლის მსგავსი ქრისტიანობამდე არცერთმა რელიგიამ და ფილოსოფიურმა სისტემამ არ იცოდა, იგი არამარტო შეესაბამება ადამიანის სულის ყველაზე ღრმა და წრფელ მისწრაფებებს, არამედ თვალნათლივ აჩვენებს, განსაკუთრებით წმიდანთა მაგალითზე, თუ როგორ გარდაიქმნება და ფერს იცვლის პიროვნება, რომელიც რეალურად (და არა ფორმალურად) დგება ქრისტიანობის გზაზე. 3. ქრისტიანობა აკმაყოფილებს ადამიანის უმთავრეს მოთხოვნილებას – იძლევა კონკრეტულ და ამომწურავ პასუხს კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრების არსი და მიზანი. ესაა პიროვნების მარადიული მყოფობა ღმერთთან. ამასთან ერთად, მითითებული მიზნის მიღწევა არ უგულებელყოფს ადამიანის არანაირ რეალურ მოთხოვნილებას და ამ ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებებს. ამას კარგად წარმოაჩენს ბლეზ პასკალის ცნობილი მოსაზრება: ღმერთი თუნდაც არ არსებობდეს, ადამიანი ქრისტიანული ცხოვრებით არაფერს აგებს დედამიწაზე, ხოლო თუ ღმერთი არსებობს, მაშინ იგი განუზომლად დიდ საზღაურს მიიღებს ღვთისაგან. შესაბამისად, არასახარებისეული ცხოვრებით ადამიანი არაფერს იგებს ამქვეყნად, მაგრამ თუ ღმერთი არსებობს, ის კარგავს ყველა იმ მარადიულ სიკეთეს, რომელსაც მიიღებდა საზღაურად ღვთივსათნო ცხოვრების შემთხვევაში. 4. წმინდა ფორმალური მიდგომით, ქრისტიანობა აკმაყოფილებს ყველა იმ ძირითად მოთხოვნას, რომლებიც წაეყენება ნებისმიერ მეცნიერულ თეორიას. ის, პირველ რიგში, გვთავაზობს ფაქტებს, რომლებიც ამტკიცებენ მის ჭეშმარიტებას, ხოლო შემდეგ – გვიჩვენებს რეალურ გზას თავის მტკიცებულებათა შესამოწმებლად. ამით ის პრინციპულად და არსებითად განსხვავდება ყველა ათეისტური მსოფლმხედველობისა და აზროვნების სისტემისაგან, რომლებიც ადამიანისაგან ითხოვენ რწმენას და მხოლოდ რწმენას იმისას, რომ არ არსებობს ღმერთი და სული, რამეთუ არ გააჩნიათ და არც შეიძლება გააჩნდეთ სათანადო ფაქტები, რომლითაც შეძლებდნენ ღვთის არარსებობის დასაბუთებას. მით უფრო, მათ არ შეუძლიათ პასუხი გასცენ კითხვაზე: „რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ დარწმუნდეს ღვთის არარსებობაში?“ 5. ეკლესიის ისტორია მიუთითებს რელიგიური გამოცდილების უამრავ ფაქტზე (ვგულისხმობთ წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და სხვა წმიდანთა ცხოვრებას). კარი ამ გამოცდილებისაკენ დღესაც ღიაა, ანუ ამგვარი გამოცდილება დღესაც მისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც გულწრფელად ეძიებს ღმერთს და ისევე გაირჯება საამისოდ, როგორც ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ადამიანები. 6. ქრისტიანობის ჭეშმარიტებას ასაბუთებს აურაცხელი რაოდენობა ქრისტიანული სასწაულებისა, აგრეთვე მთელი რიგი განსაცვიფრებელი ქრისტიანული წინასწარმეტყველებანი, რომელთა აღსრულბაშიც ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს. 7. ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე მეტყველებს ისტორია, რამეთუ სამსაუკუნოვანი სასტიკი სახელმწიფოებრივი დევნისა და ქრისტიანთა უმოწყალო ფიზიკური ჟლეტის პირობებში ქრისტიანობა არათუ ამოიძირკვა როგორც რელიგია, არამედ იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ მთელ მსოფლიოში განცხადდა, რაც არანაირ ბუნებრივ ახსნას არ ექვემდებარება. ამ თვალსაზრისით ქრისტიანულ რელიგიას სხვა რელიგიათა შორის ანალოგი არ გააჩნია. გარდა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების ღრმა რელიგიური განცდისა, შეუძლებელია ასეული ათასოებით მოწამის შეგნებული თავგანწირვა აიხსნას სხვა რამით, მაგალითად: ფანატიზმი, იდეური მრწამსით, ფსიქიური ანომალიით და ა.შ. 8. ყველა ძირითადი ქრისტიანული იდეა (ღვთის სამპიროვნება და ერთარსება, ქრისტეს ორბუნებოვნება, ანუ ღმერთკაცობა, ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის მისტიური მნიშვნელობა და ა.შ.) პრინციპულად განსხვავდება ყველა იმ რელიგიური იდეისაგან, რომელსაც ვხვდებით ძველ არაქრისტიანულ რელიგიებში, რაც შეუძლებელს ხდის ვივარაუდოთ მათი აღმოცენება მაშინდელი აზროვნების სისტემისაგან. პავლე მოციქული ამბობს: „ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე“ (1 კორ. 1, 23). ე.ი. ქრისტიანული მოძღვრება ერთნაირად მიუღებელი იყო იუდეველთათვისაც და წარმართთათვისაც. სად იღებს სათავეს ეს უღრმესი რელიგიური და ფილოსოფიური შინაარსის ჭეშმარიტებანი, რომელსაც ქადაგებდნენ… გაუნათლებელი მეთევზენი? როგორც ვხედავთ, სიკეთის ცნების ქრისტიანულ გაგებას გააჩნია სერიოზული საფუძველი. რა შეუძლია მისცეს მეცნიერებასა და ფილოსოფიას ქრისტიანულმა სარწმუნოებამ? პირველ რიგში: – მეცნიერულ კვლევათა და ფილოსოფიურ ძიებათა საბოლოო მიზნის სიცხადე და ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის – შემეცნებითი იქნება ეს, კვლევითი, თუ შემოქმედებითი – სარგებლიანობის განსაზღვრისას სულიერი-ზნეობრივ კრიტერიუმთა პრიორიტეტის აღიარების აუცილებლობა სხვა კრიტერიუმთა წინაშე. – მეცნიერის დაცვა ემოციური, ვნებიანი გატაცებისაგან, რომელსაც შეიძლება დაერქვას ასეთი სახელი: „შემეცნება შემეცნებისათვის“. ამ ვნებისადმი დამონებას კაცობრიობა მიჰყავს ისეთ საშიშ მდგომარეობამდე, რომ უნებლიედ გახსენდება წმიდა კალისტე კათაფიგიოტის გაფრთხილება: „გონებამ უნდა დაიცვას შემეცნების ზღვარი, რათა არ დაიღუპოს“. – ქრისტინულ სარწმუნოებას შეუძლია ხელი შეუწყოს მეცნიერული, ფილოსოფიური და ჰუმანიტარული განათლების განვითარებას უფრო სრულფასოვანი და ზნეობრივად გამართლებული მიმართულებით. – შეუძლია თავ-თავისი ადგილი მიუჩინოს ადამიანის ცხოვრებაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას; – შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი ცხოვრების სულიერ-ინტელექტუალურ სფეროზე ჯანსაღი კლიმატის ჩამოყალიბებით. ქრისტიანული რელიგიისაგან მეცნიერებისა და ფილოსოფიის იზოლაცია გარდაუვალად იწვევს სამყაროს (მათ შორის მისი განუყოფელი ნაწილის – ადამიანის) ერთიანი ჭვრეტის დარღვევასა და მრავალგანზომილებიან ხედვას, რასაც, თავის მხრივ მივყავართ ყველაზე სავალალო შედეგებამდე. ამას მოწმობს თუნდაც ჩვენი ისტორია. ამჟამად არსებობს საკმარისი პირობები ადამიანის შემეცნებითი მისწრაფების ამ სამ მიმართულებას შორის ნაყოფიერი დიალოგისათვის და მეტად დასანანი იქნება, თუ არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას.
    მამრობითი

    Like

  16. charliuss kide dade hawkingze tu gachitav rames , an gmertis ar arsebobas rom asabuteben an kide samyaros sheqmnaze an mecnieruli rame , shen dzlier postebs deb da sxva saitebze agarc shevdivar xolme , shens axal postebs velodebi : )

    Like

    1. შენ შემოგზავნილი პროვოკატორი ხარ ;დდ
      შენ იმას კი არ ეძებ არსებობს თუ არა ღმერთი,ზებ იმის დამტკიცების გზას,რომ არ არსებობს ))
      ცუდია ეგ ))

      Like

      1. cudi is iyo roca ar vicodi , namdvilad arsebobda tu ara gmerti , da 50 50 ze viyavi , axla roca ufro gavnatldi am sakitxshi 60 50 ze var da rasas ufro metad vemxrobi imisi damtkiceba mainteresebs … sheidzleba arsebobs me amas ar vuaryop , gaixsene dekarte : araferi uaryo bolomde , ubralod gverdze gadadeo , me jer ar maqvs sakmarisi mtkicebulebebi imisa rom gmerti ar arseobs , ubralod es teoria chemtvis ufro misagebia vidre is rom arsebobs ,

        Like

  17. ლაშა

    ისე ლევანის კომენტარმა უფრო დამაინტერესა ვიდრე თვითონ სტატიამ საღოლ რა მართლა საღოლ

    Like

    1. ese igi shen ambobo rom , adamianma imis gasagebad tu ristvis cxovrobs mainc da minc religia unda airchioss amis gasagebad ? … ratom unda cxovrobdes igi iluziebshi roca mecniereba aset progresshia da male simartles gamoarkveven kidevac , nutu adamiani ise unda dasustdes rom gonebashi sheqmnas is risvisac brdzolobs da ar agmoachinos igi realobashi , ar ibrdzolos simartlistvis Weshmaritebistvis … nutu momxre xart rom progresi shewydes … aba mecnierebam progresi shewyvitos mere naxavt rom cxovreba nawilobriv interess dakargavs , martalia ketildgeoba bunebam daakisra kacobriobas magram ketildgeobis mtavari gmiri gmerti maincda mainc ar aris , ese igi tqven ginda tqvat rom ateistebi bednierebi ar arian ? .. sulac ara , is vinc urwmunoa magalitad me , axla ufro bednieri var vide roca morwmune viyavi .. simartlis geshiniat morwmuneebs da gmerts gonebashi qmnit ? …. steve hawkingma kargad axla gmertis ar sachiroeba , GOD ON THE BRAINSHI kargad aris axsnili rwmenis fundamenti …. tu vinme morwmunea , tundac mecnieri ,ar aqvs mnishvneloba mecnieri iqneba tu didi filosofosi , me vtvli rom es sakitxi ar aris damokidebuli imaze tu vin iqnebi , mtavaria rogori iqneba sheni cxovreba da dagchirdeba tu ara gmerti saarsebod . me magalitad axla sulac ar mchirdeba da albat roca damchirdeba gonebashi yolvishemdze da idealur gmerts shevqmni ( magram aramgonia ukve ) … mere ra rom religiis chanchiki arsebobis miznis naxvrets kargad moergo, is brakia da male gapuchdeba : )) me ukve gamipuchda 😀 …. da religiac ise chaivlis rogor ragacis shesaxeb arsebuli mcdari hipoteza , romelic yvelas daaviwydeba :D:D … adamiani vitardeba da male yvela morwmune urwmuno gaxdeba da iset chanchiks daimagreben rom agar gaupuchdebat : ))

      Like

  18. ისე კი,სანამ მაღალ მატერიებს მისდგება ზოგიერთი,თავისი ენა საშუალო დონეზე მაინც შეისწავლოს :უსერ:

    Like

  19. Shalva

    საიდან აფეთქდა რაღაც ? უარყოფითი ენერგიიდან

    უარყოფითი ენერგია საიდან გაჩნდა ? ამაზე სრული დუმილია

    გვაბოლებს ბატონი ხოკინსი ბევრი რომ არ გავაგრძელო

    Like

  20. SPEC

    რამდენი ნაბიჯითაც მიიწევს წინ მეცნიერება,იმდენით შორდება ღმერთს .

    ახსნან რატომ,როგორ მოედინება ხატებიდან მირონი და სისხლი,ახსნან როგორ ამოდის წმინდა ბერების საფლავებიდან მაკურნებელი ზეთი,ახსნან რატომ მსუბუქდება ადამიანის სხეული გარდაცვალებისას ~21 გრამით მიუხედავად სხეულის წონისა,ახსნან ქათამი გაჩნდა პირველად თუ კვერცხი? და არც ჭირდება ადამიანს მათი ახსნა . უდადოდ კარგია მეცნიერება,პროგრესი, განვითარება,მაგრამ ნუ შეეხებიან რელიგიას, ნუ ცდილობენ ცხვირი ჩაყონ იქ , სადაც ადამიანის გონება ვერასოდეს იპოვნის ახსნას, ჰოკინსს შეუძლია ახსნას , მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალია. 🙂

    Like

    1. ცვატა

      “ახსნან რატომ მსუბუქდება ადამიანის სხეული გარდაცვალებისას ~21 გრამით მიუხედავად სხეულის წონისა” – შენ თვითონ ხვდები, რომ არაქრისტიანულ რამეს ამბობ? 🙂 სული არამატერიალურია, მას არც ფორმა, არც წონა და არც მოხაზულობა არ გააჩნია, შენ კიდე უცებ 21 გრამიანობა შეტენე 😀

      Like

  21. wtf

    charlius შეგიძლია მიმითითო სადაა ახსნილი , მაინტერესებს ხშირად მიყენებენ მაგ საკიხებს კამათში არგუმენტებად

    Like

    1. სასწაული არის სამი სახის: ფარსი, ბუნებრივი მოვლენა და ჯერჯერობით შეუსწავლელი რამ.

      მაგალითად, ფეისბუქზე რომ აშეარებენ ცაზე გამოსახულ ფიგურებს, როგორც წესი, ნაფოტოშოპარია.

      მეორე ვარიანტი საკმაოდ გავრცელებულია, რამდენიმე მაგალითს მოგიყვან.
      სვეტიცხოვლის კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახულება გაკეთეს, რომ ფრესკა შეექმნათ. მერე მიანებეს თავი და გარკვეული პერიოდის შემდაგ ხალხმა რომ შენიშნა, ამბავი ატყდა, სასწაულიაო.
      1. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=4568
      2. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/3834-svetickhovlis-kedelze-tsmindanis-gamosakhvis-shesakheb-informacias-azrtha-skhvadaskhvaoba-moyva.html

      ინდოეთში ქანდაკებას ცრემლები წამოუვიდა და რადგან ხალხმა სასწაულად ჩათვალა, იმ ცრემლებს წამლად იღებდნენ და ამბობდნენ, განკურნების ძალა აქვსო. მერე აღმოჩნდა, რომ ახლოს საკანალიზაციო არხი გადიოდა და რეალურად ეგ სითხე იყო
      http://www.guardian.co.uk/world/2012/nov/23/india-blasphemy-jesus-tears

      ჩემი უბნის სკოლაში ხატზე წითელი ლაქები შენიშნეს და ხმა დაირხა, სისხლიაო. რომ გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ საღებავის ლაქები იყო გადასული.

      ცხადია, თავისი როლი აქვს პლაცებოს ეფექტს
      http://charliuss.com/2011/05/29/placebo-effect/

      ამ ვიდეოსაც შეავლე თვალი

      Like

      1. 21 გრამს რაც შეეხება, თავი დავანებოთ იმას, რომ სული არამატერიალურია და წონა ვერ ექნება, თავად ეგ კვლევა დიდი ხანია სანდოდ აღარ ითვლება. მსგავსი აწონვა მართლაც მოხდა დუნკან მაკდუგალის მიერ 1911 წელს, ადამიანებზე წონის დაკლება დააფიქსირა და ძაღლებზე არანაირი ცვლილება, რაც შემდეგ ნიუ-იორკ თაიმსსა და American Medicine-ში გამოქვეყნდა. მაგრამ ითვლება, რომ აწონვის მისი მეთოდები იყო არაზუსტი, თანაც ძაღლები არ კვდებოდნენ ბუნებრივი მიზეზით, არამედ ექიმი წამლავდა. ცოტა ხანში იგივე ნახეს ცხვრებში და ეს ყველაფერი ოფლის აორთქლებით აიხსნა. დღეს მეცნიერებაში მაკდუგალის ცდებს ირონიით უყურებენ, მაგრამ საზოგადოების ნაწილს მაინც სჯერა.

        Like

      2. Sveticxovlis kedelze wminda nikolozis gamosaxuleba gaaketes ? Ra sisuleleebit abrueb am xalxs , sheni warmosaxva gasaocaria , es saswauli rom moxda დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩანდa wminda nikolozis gamosaxuleba shemdeg gaqra . Da amis mowme uamravi xalxia , rasac wer jer kargad gadaamowme , saswaulebs ver uaryob da sheni mwiri argumentebi shenve daitove

        Like

          1. Ar vici , ver vnaxulob am videos , magram zustad vici am saswaulis shesaxeb , da ara marto es saswauli , saqartveloshi uamravi saswauli xdeba romelsac tqvennairebi axsnas ver moudzebnit ! Magram ixtibars mainc ar itext , makvirvebs aseti sibrmave .

            Like

            1. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეგ გამოსახულება 5 წლის განმავლობაში იყო მანდ და მრევლმა შეცდომით შერაცხა სასწაულადო. რომელ სიბრმავეზეა სუაბარი? 😀

              Like

              1. Me am konkretul sitvacias ar vgulisxmob , tqveni sibrmave imit aris gamoxatuli rom kidev ertxel Gimeoreb arsebobs uamravi saswauli ,romlebic auxsnelia . Mara sheni nebaa ixtibars ar itex da edzieb mizezebs rom yvelapers moudzebno bunebrivi axsna , yvelapers ver moudzebni!

                Like

  22. გამოხმაურება: 2012 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  23. საინტერესო რამეა. მაგრამ მაინც კიტხვებს აჩენს. ”არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო”-ეს არის ამ ტექსტში მთავარი.. დრო სამყაროსთან ერთად გაჩნდა, მაგრამ ეს არის ”ჩვენი” დიდი აფეთქების შექმნის შემდეგ გაჩენილი დრო.. რატოა გამორიცხული, რომ მანამდე დროს ეარსება? მაგრამ სხვა პირობებში. საერთოდ ჩვენი ტვინი სტრუქტურაა და კონკრეტული მექანიზმებით სამყაროს შეიცნობს. რა ვიცით აბა ეგებ ინფორმაციის მიღების ისეთი ფორმებიც არსებობს., რომლის წარმოდგენაც ადამიანის ტვინს არ შეუძლია. ჩვენმა ტვინმა, რომ რაიმე გაიაზროს შეცნობის ობიექტი უნდა შემოფარგლოს, დანარჩენი სამყაროსგან განაცალკევოს, შეადაროს. ერთი სიტყვით ჩვენ ტვინს უსასრულობის და სცარიელის წარმოდგენა პრინციპულად არ შეუძლია. თუმცა ასეთი ცნება ენაში მაინც გაჩნდა. ისე სჯობია არსებობდეს ღმერთი ვიდრე არ არსეობდეს.. თუმცა ღმერთის სახელით ეკლესია ხალხს აშტერებს სამწუხაროდ..

    Like

        1. Uxeshobas tavi davanebot , uzrdeli xar ! Me davdivar eklesiashi , tumca yvela religiis warmomadgenels da mat mosazrebas pativs vcem , aseve vitvaliswineb kidevac . Me ar gamovrcixav imas rom , chemi shexedulebebi sarwmunoebaze sheidzleba sheicvalos , da am saitzec imitom shemovedi rom davinaxe gansxvavebuli azri sarwmunoebaze , da mainteresebs ! Ase rom aramkitxe moambe …

          Like

          1. ყველა ქრისტიანი დადის ეკლესიაში : ))
            დადის,რაც მთავარია : ))
            არამკითხეობა არაფერ შუაშია,კომენტარები პირადი საუბრებისთვის არაა და შენს დასმულ კითხვაზე ნებისმიერს შეუძლია გიპასუხოს,ასე რომ ..: ))
            არანაკლები უხეშობა და უფრო დიდი უზრდელობაა ზოგადად ადამიანების ჯგუფისთვის ბრმისა და უმეცრის წოდება ამიტომ,ნუ გაგიკვირდება მსგავს კომენტარებს ასევე უხეშ და უზრდელ გამოხმაურებას თუ მიიღებ : ))
            არა უშავს,ხშირად თუ დაწერ ხოლმე ეგეთებს მიეჩვევი,ჩემგან : ))
            მე ხო აქაურობის მოუშორებელი,ათეისტი ჭირი ვარ ;დ

            Like

  24. ვოლტერი: „ბრმა უნდა იყო, სამყაროს სურათმა არ დაგაბრმავოს. სულელი უნდა იყო, მისი შემოქმედი არ აღიარო. შეშლილი უნდა იყო, მის წინაშე მუხლი არ მოიდრიკო“. და შემდეგ ვოლტერი წერს: „შეხედულებას, რომ ღმერთი არსებობს, თავისი სირთულეები ახლავს, მაგრამ საპირისპირო შეხედულება აბსურდების ნამდვილ ნაზავს წარმოადგენს“.

    Like

  25. აკაკი

    საინტერესო პოსტია, უფრო სწორად სტივენ ჰოკინგის მოსაზრებაა საინტერესო, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, ჰოკინგი თავს აინშატინზე უფრო წინწასულად მიიჩნევს? საყოველთაოდ ცნობილია, რომ აინშატაინი მორწმუნე იყო და როგორ წარმოგიდგენიათ, ფარდობითობის თეორიის (განსაკუთრებით ფარდობითობის ზოგადი თეორიის) შემქმნელი (უფრო სწორად აღმომჩენი) ადამიანი არ ფიქრობდა ამ ყველაფერზე?!
    რაც შეეხება ჰოკინგის მოსაზრებას, რომ „დიდ აფეთქებამდე“ (ეს აზრს სრულიად მოკლებული ცნებაა) დრო თუ არა იყო, შესაბამისად ღმერთიც ვერ იარსებებდა… მაშინ ის აგვიხსნას, „დიდ აფეთქებამდე“ როცა არც სივრცე და არც დრო (უფრო სწორად სივრცე-დრო) არ არსებობდა, ანუ საერთოდ არაფერი არსებობდა, რა სუბსტანციაში შეიქმნა და დღემდე არსებობს ეს სივრცე-დრო.
    საერთოდ კი ღმერთის არსებობა ფიზიკის (ან სხვა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო მეცნიერების) კვლევის საგანი ვერ იქნება, რადგან სამეცნიერო კვლევა ვერ გასცდება იმ საზღვრებს, რასაც მატერიალური სამყარო ჰქვია. რომელიმე ათეისტმა (უფრო სწორად კი მატერიალისტმა, რადგან არსებობს ფილოსოფიური სიტემები, სადაც იდეა აღიარებულია პირველსაწყისად, მაგრამ ღმერთი არ არსეობს, მაგალითად ბუდიზმი; ყოველ შემთხვევაში თვითონ ბუდამ ასეთი ფილოსოფიური სისტემა შექმნა) გამცეს პასუხი კითხვაზე – რა აზრი აქვს თვით სამყაროს არსებობას (რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანზე), მარადიული, დროზე მაღლა მდგომი ღმერთის არარსებობის შემთხვევაში; რა აზრი აქვს შევიმეცნებთ თუ არა ამ სასრულ სივრცე-დროს, რომელიც ოდესღაც არ არსებობდა და მომავალში კვლავ შეწყვეტს არსებობას???

    Like

    1. არანაირი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ რომ ალბერტ აინშტაინი მორწმუნე იყო : ))
      მაგრამ ისე ფაქტი კი არსებობს რომ მან თქვა: სიტყვა ღმერთი ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სისუსტის ნაყოფი და გამოხატულება. ბიბლიის ამბები პატივსაცემია, თუმცა დღესდღეობით უსარგებლო და ბავშვური..

      Like

        1. აინშტაინის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებში ვხვდებით, რომ ის ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაეჭვდა პიროვნული (რელიგიური) ღმერთის არსებობაში და მალე სკეპტიკოსი გახდა.
          ნებისმიერ სრულ ბიოგრაფიაში შეგიძლია ამის წაკითხვა.თავიდან მშობლებსაც ხშირად ეკამათებოდა თურმე რატომ არ იცავთ წესებსო,მაგრამ ზუსტ მეცნიერებათა გაცნობამ აზრი შეუცვალა.

          Like

        1. http://charliuss.com/2011/05/22/atheist-professor/
          ჩემი აზრით ეგეც მითია.
          წაიკითხე ბიოგრაფიული წიგნი აინშტაინზე,”ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”-დან- იქ ნათესავებისა და ნაცნობების მონათხრობებიც არის.
          ისედაც გასაგები უნდა იყოს ის რომ ფადობითობის თეორიის ავტორი,ბრმა მორწმუნე ვერ იქნებოდა : ))

          Like

          1. აკაკი

            რატომ ბრმა? თუ შენ თვლის, რომ ყველა მორწმუნე ბრმაა?! მე კიდევ ვიტყოდი, „რომ ფარდობითობის თეორიის ავტორი, ბრმა“ ათეისტი ვერ იქნებოდა 😉

            Like

            1. მორწმუნეთა უმეტესობას ბრმად მივიჩნევ.
              განსაკუთრებით მეცნიერ მორწმუნეებს. თუმცა არის შემთხვევები როცა საკმაოდ კარგი მეცნიერის სამუშაო პირდაპირ არ უკავშირდება სარწმუნოებას და უბრალოდ ჩვევის და ირგვლივ მყოფი საზოგადოების გამო დადის ეკლესიაში.ვიცნობ ასეთს რამდენიმეს.

              Like

          2. აკაკი

            ისე აინშტაინს თავი დავანებოთ! მატერიალისტური და ათეისტური თვალთახედვიდან სამყაროს და ადამიანის (ჩემი, შენი) არსებობის აზრზე რას მეტყვი?

            Like

            1. ხომ ვთქვი ჩემი აზრის ერთ სიტყვაში მოქცევა რთული იქნება-თქო ;დ
              ჩემი აზრით,ადამიანის გონი არ უნდა იკარგებოდეს და რაღაც მდგომარეობაში არსებობას უნდა აგრძელებდეს.საერთოდ ჩემს უტოპიურ ფანტაზიებში არც ის მიმაჩნია შეუძლებლად ადამიანმა უკვდავებას მიაღწიოს,და სამყაროს იმ კიდემდე მოახდინოს კოლონიზირება საიდანაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვეღად დამყარდება.

              Like

      1. ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) – მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა:„ჩემი რელიგია – ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“.„იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, – ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“.ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს 

        Like

  26. აკაკი

    ისევ ჰოკინგის მიხედვით – „ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ“. რისი, ან ვისი მადლიერია??? 🙂

    Like

  27. ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულება1.პირველი მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება ‘ეგზისტენციალური” დავარქვათ (ანუ “მტკიცებულება არსებობიდან”), ასე ფორმულირდება; რატომაა, რომ ყველაფერი, რაც არის, უმეტეს შემთხვევაში არსებობს, ვიდრე არ არსებობს?რადგან რაიმეს შექმნა, ასევე ამ შექმნილის არსებობის მხარდაჭერა გაცილებით ძნელია, ვიდრე არაფრის ქონა. სცადეთ, მაგალითად, დამოუკიდებლად დააპროექტოთ კოტეჯი, ამოარჩიოთ მისთვის შესაფერისი ადგილი, ააშენოთ და მუდმივად წესრიგში გქონდეთ…ან, მაგალითისათვის, თქვენი ბოსტანი რომ ნამდვილ ბოსტანს ჰგავდეს, რეგულარულად უნდა დაიბაროს, დაირგოს, დაიმარგლოს, მოირწყოს და ა.შ. ეს რომ არ გააკეთოთ, ბოსტანი სარეველებით დაიფარება, გატყიურდება და ჩვეულებრივ მინდვრად გადაიქცევა გონიერი ზრუნვის კვალის გარეშე.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმე ნივთისა თუ სტრუქტურის არსებობა ითხოვს ენერგიის მუდმივ ხარჯვას, როცა მისი შიდა მარაგი იწურება ანდა გარედან მოწოდება ფერხდება, სტრუქტურა ირღვევა. ამიტომაც სამყაროს მუდმივი არსებობა წინააღმდეგობაშია, მაგალითად, თერმოდინამიკის მეორე საწყისთან, რომლის თანახმადაც, სამყაროს ყველა ვარსკვლავი უკვე უნდა ჩამქრალიყო და ატომებიც დაშლილიყო, თუკი, როგორც მატერიალისტი- ათეისტები ამტკიცებენ, ბუნება მუდამ არსებობდა.და მაინც რატომ არსებობს იგი , როგორც ყოფიერება, როგორც მშვენიერი და საოცარი კოსმოსი? უეჭველად, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის მიერ შეიქმნა და დღემდე მის მიერვე იმართება.ეს შემოქმედი – ღმერთია, რომელზეც ისააკ ნიუტონმა (1642-1727)< რომელმაც ჩამოაყალიბა მსოფლიო მიზიდულობისა და მოძრაობის კანონები, აღმოაჩინა დიფერენციული გამოთვლები, თქვა: ’ის სულ არსებობს; ყველგან არსებობს; ის აგებს დროისა და სივრცის ხანგრძლივობას”.2. მეორე მტკიცებულება ასე ჟღერს:რატომაა, რომ რაც არსებობს, კანონზომიერად და საოცრად მოწესრიგებულად, შეიცავს მთლიანის მოწყობის გონიერი გეგმის მარცვალს? ასეთი გეგმა არ შეიძლება არ გულისხმობდეს თავისი შესაძლებლობებით ზეადამიანური გონების არსებობას, ნამდვილად ღვთიური დამგეგმავისა (რადგანაც კანონზომიერება – გონების თვისებაა)?ასე, ნიკოლოზ კოპერნიკი (1473 – 1543), რომელმაც შექმნა თეორია იმაზე, რომ უნივერსუმის ცენტრში არის მზე, ხოლო დედამიწა მხოლოდ ბრუნავს მის გარშემო, თვლიდა, რომ ეს მოდელი დემონსტრირებს სამყაროში ღვთის სიბრძნეს, რადგანაც “ვის შეეძლო მოეთავსებინა ეს ლამფა (მზე) სხვა უკეთეს პოზიციაზე?”როდესაც მესაათე საათის მექანიზმს აწყობს, ის დაწვრილებით უთავსებს ერთ დეტალს მეორეს, იღებს ზუსტად გათვლილი სიგრძის ზამბარას, განსაზღვრული ზომების ისრებს, ციფერბლატს და ა.შ. შედეგად მიიღება მშვენიერი მექანიზმი, რომელიც თავისი მოწყობილობის მიზანმიმართულებისა და გაანგარიშების ფაქტით მისი შემქმნელის გონიერებაზე მიუთითებს. და რამდენად რთულია, ჰარმონიული და გონიერი ჩვენი სამყაროს მოწყობილობა, ამ მშვენიერი კოსმოსისა!ალბერტ აინშტეინმა (1879 – 1955), ფარდობითობის თეორიის შემქმნელმა, ასე ჩამოაყალიბა ეს აზრი: ”ბუნებრივი კანონის ჰარმონია ისეთ ჩვენზე ბევრად აღმატებულ გონებას გვიჩვენებს, რომ მასთან შედარებით ადამიანური არსებების ნებისმიერი სისტემატური აზროვნება და მოქმედება უმაღლესი დონის წაბაძვაა მხოლოდ”.სამყარო, როგორც ამბობდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, “კოსმოსია”, ანუ საოცრად მოწესრიგებული და ჰარმონიულად კომპლექსური სისტემაა, რაც შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებულ კანონებს ემორჩილება, ხოლო ყოველივე მთლიანობაში იმართება საერთო კანონების კომბინაციით, ასე რომ რომელიმე კერძო მიზნისაკენ სწრაფვა მთლიანის საერთო მიზნის მიღწევას უწყობს ხელს. ამიტომაც, შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ყოველივე ეს შემთხვევითობაა მხოლოდ, და არა გონიერი ანუ ღვთიური განგებულება.3. ღმერთის ყოფიერების “კოსმოლოგიური მტკიცებულება” ჯერ კიდევ ძველების (კერძოდ, არისტოტელეს) მიერ იქნა დამუშავებული და ყველაზე ხშირად ასეთი სახით გვხვდება; ყოველ საგანს ამქვეყნად და ყველაფერს, და მთლიანობაში მთელ სამყაროს აქვს არსებობის თავისი მიზეზი, მაგრამ ამ თანმიმდევრობის, მიზეზების ამ ჯაჭვის უსასრულო გაგრძელება არ შეიძლება სადღაც უნდა იყოს პირველმიზეზი, რომელიც აღარაა განპირობებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე უსაფუძვლოა და “ჰაერში ეკიდება”.ასეთ მიზეზზე საუბრობენ არა მხოლოდ ფილოსოფოსები, არამედ ბევრი ბუნებისმეტყველი და მეცნიერი. ასე, ცნობილი ლუი პასტერი (1822 – 18950), რომელმაც დაამუშავა რძის გაწმენდის საყოველთაოდ ცნობილი პროცესი, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს, ხშირად ახსენებდა “კოსმიურ ასიმეტრიულ ძალას”, რომელმაც შექმნა სიცოცხლე. ის თვლიდა, რომ ცნება მიზეზი “უნდა შეინახოს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ღვთიური იმპულსისათვის , რომელმაც შექმნა ეს სამყარო”.გასაგებია, რომ ასეთ უმიზეზო მიზეზად ღმერთი გვევლინება:”ღმერთი ადამიანი არაა” – ის სულიერია (“იდეალურია” როგორც აზრი) ანუ არსებობს დროისა და სივრცის მიღმა, ამიტომაც არც წარმოიქმნება, არამედ არსებობს მარად, და ამ სიტყვის ფიზიკური მნიშვნელობის მიზეზი კი არაა, არამედ ხილული სამყაროსა და მისი კანონების შემქმნელია.
    4. ”სამყაროს ანთროპული პრინციპი” როგორც სამყაროს მოწყობის გონიერი გეგმა და ღმერთის არსებობა, უნებლიეთ წინწამოწეული იქნა თანამედროვე მეცნიერების მიერ, რომელმაც უცებ აღმოაჩინა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე, ადამიანის გამოჩენა და ცივილიზაციის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ საკმაოდ მკაცრი და პარადოქსულად ნაკლებადშესაძლებელი პირობების არსებობითა და შეთანხმებით, რომლებიც თითქოს თავიდანვე იყო ჩადებული ბუნებაში: ფიქსირებული დაშორება მზიდან (სულ ცოტა ახლოს მასთან და ცოცხალი ორგანიზმები დაიწვებოდნენ, ცოტა შორს – გაიყინებოდნენ, იქცეოდნენ რა ყინულის უგრძნობ მთებად); დედამიწის ბრუნვა, რომლის გარეშეც დედამიწის ერთ ნახევარზე აუტანელი სიცხე იქნებოდა, მაშინ როდესაც მეორე შეიბოჭებოდა მარადიული ყინულით: დედამიწის განსაზღვრული ზომის თანამგზავრის არსებობა, რაც უზრუნველყოფს წყლის ნაკადების ცირკულაციის რთულ სისტემას; სასარგებლო წიაღისეული და რესურსები: ქვანახშირი, ლითონები, ნავთობი, წყლები და ა,შ. , რომელთა გარეშეც ვერ აღმოცენდებოდა და განვითარდებოდა ტექნოგენური ცივილიზაცია და ა.შ. მეტიც, თანამედროვე მეცნიერებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მთელი სამყარო განლაგებულია და ორიენტირებულია ისეთნაირად, რომ მას ადამიანის თვალით შეგიძლია უყურო! ამ ფაქტორების არსებული კოორდინაცია, ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება ისეთია, რომ მისი “შემთხვევითი’ გამოჩენის შესაძლებლობა სავსებით გამორიცხულია.5. მომდევნო მტკიცებულება კოსმოსის შექმნისა გონიერი ნების მიერ აგრეთვე ჩამოყალიბებულია თანამედროვე კოსმოლოგიისა და ფიზიკის წინა პლანზე, რომელთაც ყურადღება მიაქციეს სამყაროს იმ სახით არსებობის პარადოქსულობას, რა სახითაც ის არსებობს: გაირკვა, რომ მხოლოდ ოთხი საბაზო კონტაქტით, რომელთა გარეშეც ის ვერ იარსებებდა სტრუქტურულად ორგანიზებული მთლიანობის სახით, მათი “შემთხვევითი” წარმოქმნისა და ერთმანეთში კოორდინაციის ალბათობა უდრის დაახლოებით 10-ს მინუს 100 ხარისხში. და ბაზური კონტაქტი კი სულ ოთხია და არა მეტი…
    6. შემდეგი “თელეოლოგიური” (ბერძ. “თელოსი” – შესრულება, შედეგი) მტკიცებულება ღმერთის ყოფიერებისა ზოგადი სახით ცნობილია ანტიკური დროიდან, როდესაც არისტოტელემ პირველმა შეამჩნია ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმში და თვით ბუნებაშიც მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანმიმართულების არსებობა. მაგრამ მხოლოდ თანამედროვე აღმოჩენებმა ბილოგიაში უდავოდ დაამტკიცა თელეოლოგიური მექანიზმების სისტემური ხასიათი და მათი აუცილებლობა პრაქტიკულად ყველა სახეობის ცოცხალი არსების არსებობისა და გადარჩენისათვის.ამ მექანიზმების საქმიანობის ნაირსახეობას, მაგალითად, წარმოადგენს, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის “წინასწარდადგენილი ჰარმონია”, რომელთათვისაც ჯერ კიდევ ემბრიონულ მდგომარეობაში წინასწარ იყო ცნობილი, რასთან მოუწევდათ შეჯახება დაბადების შემდეგ. და, რასაც ვერაფრით ხსნის დარვინის ევოლუციის თეორია – ნამარხი ორგანიზმების კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ფლობს ორგანოს, ათასწლეულებით რომ წინ უსწრებენ ახლანდელ გარემო პირობებს, ორგანოებს, რომლებიც ამ ცხოველების არსებობის აქტუალურ პრობებში აბსოლუტურად უსარგებლოა, სინამდვილეში კი ამ სახეობას გამოადგება ასი თაობის მერე, როდესაც არსებობის პირობები რადიკალურად შეიცვლება!ისმის სრულიად სამართლიანი შეკითხვა, რომელზეც თანამედროვე ევოლუციურ თეორიას არა აქვს პასუხი: საიდან აქვს სხეულს გონების გარეშე ასეთი გასაოცარი წინა-ცოდნა მომავალი ცვლილებებისა და როგორ ძალუძს მას თვითონ გამოიწვიოს საჭირო ხელსაყრელი მუტაციები?ეს გასაოცარი ფაქტი ცალმხრივად მიუთითებს, რომ სამყაროში არსებობს განვითარების განსაზღვრული და გონიერი პროგრამა, ანუ ბედისწერა, რასაც ვუწოდებთ კიდეც ღვთის განგებულებას.7. ”ტრანსცენდენტული” მტკიცებულება იდეალური სამყაროსი და ღმერთისა ნაწილობრივ აღმოჩენილი იყო კანტის მიერ და შეიძლება ასე იყოს წარმოდგენილი: არსებობს სამყარო სივრცისა და დროის მიღმა სულიერი სამყარო, ინტელექტის, აზრისა და ნების თავისუფლების სამყარო, რაც მტკიცდება ყოველ ადამიანში აზრის არსებობით, რაც განეკუთვნება წარსულსა და მომავალს, ანუ “იმოგზაურონ” წარსულსა და მომავალში, აგრეთვე წამიერად გადაინაცვლონ სივრცის ნებისმიერ წერტილში.ყოველ ჩვენთაგანს, როდესაც ცნობიერებას მივმართავთ ჩვენი აზრების სათავის წარმოქმნისაკენ, სულ ადვილად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ისინი თითქოს საიდანღაც მიღმიდან ჩნდებიან, აზრი თითქოს სულიერი სხივით პროეცირდება საიდანღაც, და ასხივოსნებს მატერიალურ ყოფიერებას მზის ათინათის მსგავსად – ვერავინ ვერასდროს ხელს ვერ დააფარებს მას, ის ყოველთვის ზევიდანაა მოქცეული…ამრიგად, ადამიანური აზრი, თითქოს ტვინში რომ წარმოიშობა, აღმოჩნდება ერთდროულად მატერიის გარეთ და შიგნით იგი თითქოს აღმოცენდება ნეიროფიზიოლოგიური პროცესების წყალობით ტვინის ქსოვილებში, გარშემორტყმულია თავის ქალის ძვლებით, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპულად არსებობს ნებისმიერი მატერიის მიღმა, სივრცისა და დროის მიღმა. ამის წყალობით ადამიანი ცხადად შეიცნობს, რომ გააჩნია სულიერი ბუნება, რომელიც პრინციპულად სხვაა, ვიდრე ფიზიკური სამყარო, რომელიც მას გარს ეხვევა. მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ეს სხვა ბუნება, ეს სული, რომლის გამოვლენაც ადამიანია, ასევე ფლობს გონებას, და თავისუფალ ნებას ისევე როგორც თვით ადამიანი.
    8. შემდეგ მტკიცებულებას ალბათ შეიძლება, დავარქვათ “კრეაციონისტური” – ის ეფუძნება ბუნებაში ორგანიზმებისა და ცოცხალი სისტემების არსებობის ფაქტს, რომლებსაც (ევლოციური გზით) ნაწილაკებისგან ერთ მთელში გაერთიანება არ ძალუძთ ისე, როგორც ამას თვლის დარვინიზმი, არამედ შეიძლება შეიქმნან მხოლოდ ერთად, როგორც სწორედ ასეთი ორგანული მთლიანი. მათ, მაგალითად, შეიძლება მივაკუთვნოთ ცოცხალი არსებების გულის, ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემები: შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ, დავუშვათ, წარმოიქმნა მხოლოდ სისხლის მიმოქცევა გული გარეშე, ხოლო შემდეგ თანდათანობით “მიეწება” გული და დაიწყო სისხლის გადაქაჩვა და მხოლოდ ამის შემდეგ განვითარდნენ ფილტვები.9. ღმერთისა და სულიერი სამყაროს არსებობის მტკიცებულება, გამომდინარე პირადი გამოცდილებიდან ადამიანთა უმრავლესობა თავის ცხოვრებაში შეხვედრია ღვთიურისა და ზეადამიანურის “უცნაურ” გამოვლინებას; როგორც ღვთისქმნილის, ღვთიურის, ისე ბოროტულის, დემონურის, ანდა ,ალბათ, უფრო ხშირად, ასეთისაც და ისეთისაც ერთად.რომ არ შევეხოთ ბევრისათვის საეჭვო “შორეული წარსულის თქმულებებს”, მოგიყვებით ერთ შემთხვევაზე, რომელიც ჩემს კოლეგას გადახდა თავს. ის მორწმუნე ოჯახიდან იყო, მაგრამ თავის დროზე დიდხანს ასწავლიდა “სამეცნიერო ათეიზმს” უმაღლეს სასწავლებლებში და, როგორც საბჭოთა ინტელიგენტების უმრავლესობა, არც ისე ზნეობრივად ცხოვრობდა. რამდენიმე პირადი ტრაგედიის გადატანის შემდეგ, მან შეიცნო თავისი ცხოვრების უზნეობა და ტაძარში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მამაომ, – მიყვებოდა შემდგომში, წამიკითხა ცოდვების მონანიების ლოცვა, და ფეხზე წამოდგომა დავიწყე, უეცრად რაღაც უხილავმა ძალამ აქეთ-იქით მომისროლა ისე, რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი, მრევლი ორივე მხრიდან მაკავებდა, მუხლები მეკვეთებოდა და, დასასრულს, საოცარმა სისუსტემ შემიპყრო. ასე პირველად, საკუთარ თავში შევიგრძენი დემონები, ცოდვილს რომ სტანჯავენ, – დაასკვნა მან.მსგავსი მაგალითის მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება.10. მტკიცებულება ყველა ერსა და ხალხში ღმერთისა და ზეადამიანური ძალების არსებობიდან გამომდინარე ამა თუ იმ ფორმით, თუკი ინდივიდუმ-ათეისტები ბევრ ხალხში გვხვდება, “ათეისტური” ერი დედამიწაზე არ არსებობს.

    Like

  28. 11. მტკიცებულება კაცობრიობის გამოჩენილი გენიოსების ღვთის რწმენიდან გამომდინარე, მაგალითად, ნობელის ლაურეატების აბსოლუტური უმრავლესობისა.უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერს, რომლებმაც თავისი აღმოჩენებით ხელი შეუწყვეს თანამედროვე მეცნიერების განვითარებას (კოპერნიკი, კეპლერი, ნიუტონი, ბოილი, ბეკონი, პასტერი, ეინშტეინი) ღმერთის სჯეროდათ.ასე, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი რობერტ ბოილი (1627 -1691) ყოველ დღეს ლოცვით იწყებდა, მეტიც, ირლანდიაში მისი მამულიდან შემოსავლის 2/3 ღარიბებსა და ეკლესიის მხარდაჭერას ხმარდებოდა, ხოლო 1/3 – ინდიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და მისიონერულ საქმიანობას.ფრენსის კოლინზი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამბობს: “როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვიგებთ ადამიანის გენომის შესახებ, ყოველ ჯერზე მოწიწებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ახლა კაცობრიობამ იცის რაღაც ისეთი, რაც აქამდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მე არ მჯერა, რომ სამეცნიერო გამოკვლევები რამენაირად ემუქრება ღმერთს, პირიქით, ვფიქრობ, ღმერთი მხოლოდ მოიგებს ჩვენი ცნობისმოყვარეობიდან”.12. ღმერთის ყოფიერების უცილობელ მტკიცებას წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში წმინდანთა და რელიგიურ მოღვაწეთა რეგულარული გამოჩენა, რომელთაც აქვთ უშუალო სულიერი გამოცხადებები ზევიდან და ამით მოწმობენ მის ყოფიერებაზე.ეს არა მხოლოდ ისეთი წინასწარმეტყველებია, როგორიცაა, მაგალითად, მოსე ,, ისაია, იეზეკიელი, მუდამ ღმერთთან კავშირსი რომ იმყოფებოდნენ, არამედ მართლებიც, თავისი სინათლით ყოველ დროში ადამიანთა ცხოვრებას რომ ანათებდნენ და წარმართავდნენ.ალბათ, საკმარისი იქნება მკითხველს უბრალოდ შევახსენოთ ისეთი დიადი რუსი წმინდანები, როგორიცაა სერაფიმე საროველი ან იოანე კრონდშტადელი, რათა მივხვდეთ, რომ ღმერთი ახლაც ასევე ხშირად მოგვმართავს, როგორც შორეულ ბიბლიურ დროში, ოღონდ თვალები გვქონდეს საცქერლად და ყურნი მოსასმენად.ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, ეს ჩვენ, ჩვენი უძლურების დაგამო, ხან ვშორდებით მას, ხან კი კვლავ ვცდილობთ დავუბრუნდეთ.

    13. მტკიცებულება საპირისპიროდან: გამოჩენილი ათეისტების პროექტების ტრაგიკული ბედი ( და ხშირად, საკუთარი სიცოცხლისა და ბედისაც). ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს “ლენინ-სტალინის საქმე”და მათი მიმდევრებისაც, პირველად ისტორიაში რომ შეეცადნენ აეგოთ ათეისტური საზოგადოება “მეცნიერულ საფუძველზე” როგორც რუსეთის, ისე ევროპისა და აზიის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგალითად, სსრკ-ს საუკეთესო ფილოსოფ-მატერიალისტის – ევალდ ვასილის ძე ილიენკოვის, ცნობილი საბჭოთა მწერლის ვაჟის, ლიტერატურაში სტალინის პრემიის ლაურეატის, ბედი. მთელი ცხოვრება ასაბუთებდა თეზისს ‘მატერიის თვითგანვითარების” შესახებ, რომელსაც არსებობისათვის სულაც არ სჭირდება არანაირი სულიერი საფუძველი, ევალდ ვასილი ძემ საბჭოთა ათეისტურ სინამდვილეში ვერ აღმოაჩინა ზნეობრივი საფუძვლები, ღმა დეპრესიაში ჩავარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.14. საყოველთაოდ ცნობილია ზეგმრძნობიერი სამყაროს ყოფიერების “ეთიკური მტკიცებულება’, რაც გამომდინარეობს მორალისა და ეთიკური კანონების ობიექტური არსებობიდან, და სწორედ ისინი არეგულირებენ ადამიანური არსებების ქცევას.
    მრავალი ფილოსოფოსის კვლევები ცხადყოფს, რომ მოვლენები და გარესამყაროს გავლენა მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას და ვერ აიძულებენ მათ ჩაიდინონ ესა თუ ის საქციელი: რაც უნდა ძლიერი იყოს გავლენა გარედან, ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გაწყვიტოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რასაც ემორჩილება უგონო ბუნება და მოიქცეს, როგორც თავისუფალი არსება, ანუ როგორც სხვა, არაამქვეყნიური სამყაროს არსება.!ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ უბრალო მაგალითს:რატომ გასცემს ზოგი ადამიანი საბოძვარს, ზოგი კი არა?თითქოს, ეს უკანასკნელნი სავსებით ლოგიკურად და გონივრულად იქცევიან – რატომ უნდა მოიკლო სახსრები, ფული, თუკი წინასწარ იცი, რომ ვერავითარ კომპენსაციას ვერ მიიღებ?მაშ პირველთ რაღა აიძულებთ გაიღონ, თუნდაც სულ მცირედი? ფიზიკურ სამყაროში, ბუნებაში არაფერია ისეთი რაც ახსნიდა მსგავს “ალოგიკურ” ქცევას – ამის ახსნა მიღმა დევს, ზეგრძნობიერ სამყაროში, სადაც სიყვარულის, სიკეთისა და მოწყალების დიადი ზნეობრივი იდეებია. ამავე ტიპის მტკიცებულებებს განეკუთვნება იმანუილ კანტის ცნობილი მსჯელობა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ადამიანი თავის ქცევებსა და მოქმედებებში ხელმძღვანელობს ფასეულობებით, რაც არ განეკუთვნება მატერიალურ სამყაროს.
    15. ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ღმერთის ყოფიერების მტკიცებულებამ სახელწოდებით “ესთეტიკური არგუმენტი”, რომელშიც ვკითხულობთ:ბუნებაში არსებობს ვარსკვლავური ცის, აისისა და დაისის, ჩრდილოეთის ციალის, ბუნების ჰარმონიული სურათების, ცოცხალი არსებების მშვენიერი სხეულების სრულყოფილი აგებულების და ა.შ. საოცარი ზებუნებრივი სილამაზე, რაც თითქოს სპეციალურადაა განკუთვნილი გონიერი არსების ადამიანის ესთეთიკური ტკბობისათვის, რადგანაც მის გარდა თვით ბუნებაში მისი მჭვრეტელი არავინაა.უკვე ნახსენები რობერტ ბოილი ასეთ თრთოლვას განიცდიდა ბუნენის სილამაზის წინაშე, და ხშირად იმეორებდა: ” როდესაც ვსწავლობ ბუნების წიგნს…ხშირად წამოვიძახებ ხოლმე მეფსალმუნესთან ერთად: ო, როგორ მრავალფეროვანია შენი ქმნილებები, ღმერთო, შენი სიბრძნით შექმენი ყველანი!”
    16. ღმერთის ყოფიერების მტკიცებულება “რეალურიდან აბსოლუტურ სრულყოფილებამდე”, ის შეიმუშავა თომა აქვინელმა: ბუნებაში არსებობს სრულყოფილების მკაფიოდ შესამჩნევი გრადაცია ყოფიერების სხვადასხვა სახეობებში, რაც შესაძლებელია გაგებულ იქნას მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი არსების ანუ ღმერთის არსებობისას.ეს მტკიცებულება ჯერ შეიძლება საკმაოდ რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მარტივი მაგალითი დაგვეხმარება მისი არსის გაგებაში:თუკი გაქვთ სახაზავი, ვთქვათ, 30 სმ სიგრძის, თქვენს კოლეგას კი – 50 სმ, თუკი არსებობს რულონად დახვეული მეტრები და გაზომვის სხვა საშუალებები, ესე იგი ეს ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად არსებობს სივრცის ზომვითობა (მისი გავრცობადობა სხვადასხვა მიმართულებით) და სიგრძის იდეა.ზუსტად ასევე შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა წონის, დროისა და ა.შ. საზომებით. მაგრამ ბუნებაში ვაკვირდებით გრადაციის უფრო რთული ფორმებსაც, მათ შორის კი უნიკალური ადგილი ეკუთვნის სრულყოფილების “ აღმავალ კიბეს” როგორც ცოცხალ, და არაცოცხალ ბუნებაში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში, აგრეთვე თვით ადამიანებს შორისაც: არსებობს, მაგალითად ლამაზი და მახინჯი ხეები, არის უბრალო, არაფრით გამორჩეული, არის “უბრალოდ” ლამაზი, მაგრამ გვხვდება საოცრად ლამაზი, სრულყოფილი ნიმუშები. და ასე არა მხოლოდ ხეების სახეობებს შორის, არამედ თევზების, ცხოველების, ადამიანთა რასებს შორისაც და ა.შ. – ყველგან შეიძლება იპოვო მეტად თუ ნაკლებად სრულყოფილი სახეობა. მაგრამ სრულყოფილების ეს სხვადასხვა ხარისხი არაცოცხალ ბუნებაში (მაგალითად, ქვებს შორის), საგნების, ცოცხალი არსებების ცალკეულ სახეობებს შორის, ვერ იარსებებდა, თუკი მათთვის არ იქნებოდა აბსოლუტური სრულყოფილების რეალურად არსებული საზომი, რომელსაც, მართალია, ჩვენ ვერ ვპოულობთ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ რომელსაც არ შეუძლია არ იარსებოს, და ეს სრულყოფილება არს ღმერთი!ამაში მდგომარეობს მოცემული მტკიცებულების არსი.ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ადამიანის გარშემო მდებარე სამყაროს განხილვა, ყოველ გზას უცილობლად მივყავართ მისკენ, ვინც ის შექმნა და შეამკო, ვინც მას მუდმივად ასაზრდოებს და მიმართულებას აძლევს, და ვის გარეშეც ერთი წამიც კი ვერ იარსებებდა – ღმერთისაკენ.

    Like

    1. სტალინ-ლენინს ხელი ;\
      ქრისტიანებმა ხო შექმნეს საბჭოთა კავშირის მსგავსი ფენომენი რა : ))
      ალბათ ცოტა იყო ის მსხვერპლი რაც სტალინმა გაიღო : )) აშკარად მეტი იყო და არის მოსაკლავი : ))

      Like

  29. otara

    saintereso posti iyo da sainterso dikusiac gaqvt… magram yoveli tqvengani xom agiarebt ro yvealpers rac arsebobs dasacyisi aqvs… xoda dasacyis ar girchevniat termini “grma da erti”?! gmerti… imaze msjeloba tu rogoria is uazrobaa…

    Like

  30. Chumscrubber

    არმოგიდგენთ ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის ჯონ ლენოქსის მეტად საინტერესო სტატიას, რომელიც დაიბეჭდა ონლაინ ჟურნალში Mail Online. ავტორი ეხება თანამედროვეობის ცნობილი ასტროფიზიკოსის სტივენ ჰოუკინგის ფილოსოფიურ იდეებს, რომლებიც წარმოდგენილია მის რამდენიმე ბესტსელერში (A Brief History of Time, The Universe in a Nutshell, The Grand Design) და რომელთა რელიგიური ლეიტმოტივი შემდეგია: ფიზიკური კანონები სრულიად საკმარისია, რომ სამყარო შეიქმნას და ამისთვის ღმერთი არაა საჭირო. ჯონ ლენოქსი გვთავაზობს სტივენ ჰოუკინგის პოზიციის კრიტიკას და ასაბუთებს, რომ ღმერთის არსებობის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ფიზიკური სამყაროს მამოძრავებელი კანონების არსებობა და შედეგად თავად სამყაროს შექმნა.
    თარგმანი: ზაზა ოსმანოვი

    სრულად: http://mydisk.ge/download.php?id=usuzygupu

    Like

  31. მადლობა ამ ადამიანს,რომ ეს სიტყვები წარმოთქვა.მადლობა რომ ამდენი შეიმეცნა და რომ ასე ნათლად დამანახა ყველაფერი.ეს ჭეშმარიტებაა :))

    Like

  32. ღმერთი შექმნა ადამიანის ყველაზე დიდმა შიშმა– შიშმა არარსებობის მიმართ.
    ყველას სურს იფიქროს, რომ 20–50 თუ 100 წლის მერე, როცა მოვკვდებით ყველაფერი არ დამთავრდება და იქნება კიდევ რაღაც.
    სანამ ეს შიში იქნება ადამიანში, მანამდე იარსებებს ღმერთი და მანამდე იარსებებენ ადამიანების ამ უდიდესი შიშით მოსარგებლე ადამიანები.
    ყველაფერს ჰყავს პარაზიტი, პარაზიტი, რომელიც სარგებლობს სისუსტით.
    ადამიანური სისუსტით მოსარგებლე პარაზიტს არ დავასახელებ, ისედაც ყველა ხვდება.

    Like

    1. ლაშა

      http://www.orthodoxtheology.ge/ჩემთვის-როგორც-მეცნიერი/
      ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე.
      სტივენ ჰოუკინგის თანახმად, არა ღმერთის ნება, არამედ ფიზიკის კანონები გვაძლევენ რეალურ ახსნას იმისა, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე.
      არავინ უარყოფს, რომ სტივენ ჰოუკინგი ინტელექტუალურად თამამია და ფიზიკურად – გმირი. მის უკანასკნელ წიგნში (The Grand Design), ცნობილი ფიზიკოსი სამყაროს ღვთაებრივი შექმნის შესახებ ტრადიციულ რელიგიურ რწმენას თამამ გამოწვევას სთავაზობს.
      სტივენ ჰოუკინგის თანახმად, არა ღმერთის ნება, არამედ ფიზიკის კანონები გვაძლევენ რეალურ ახსნას იმისა, თუ როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე. ის ასაბუთებს, რომ დიდი აფეთქება ამ კანონების გარდაუვალი შედეგი იყო „იმის გამო, რომ არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის კანონი გრავიტაციისა, სამყაროს ძალუძს და ეს გარდაუვალია, რომ ის შექმნის საკუთარ თავს არაფრისგან.“
      სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ჰოუკინგის არგუმენტი წინააღმდეგობრივია, ის ამავე დროს არცთუ ახალია. წლების მანძილზე, სხვა მეცნიერებიც აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს, რომ გასაოცარი, დახვეწილი შემოქმედებითობა ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსი შეიძლება ინტერპტეტირებული იქნას მხოლოდ ისეთი ფიზიკური კანონების მეშვეობით, როგორიცაა გრავიტაცია. ეს არის მარტივი მიდგომა, თუმცა ჩვენს სეკულარულ საუკუნეში როგორც ჩანს, მხარდაჭერითაც სარგებლობს სკეპტიკურ პუბლიკაში.
      მაგრამ, როგორც მეცნიერი და ქრისტიანი, მე უნდა ვთქვა, რომ ჰოუკინგის პრეტენზია არასწორია. ის ჩვენგან ითხოვს არჩევანის გაკეთებას ღმრთსა და ბუნების კანონებს შორის, თითქოს ისინი ერთმანეთთან აუცილებელ კონფლიქტში მოდიან.
      საწინაარმდეგოდ ჰოუკინგის მიერ გამოთქმული აზრისა, უნდა აღინიშნოს, რომ, ფიზიკურ კანონებს არასოდეს ძალუძთ სამყაროს სრული აღწერა. თავად კანონები არაფერს ქმნიან, ისინი მხოლოდ აღწერენ, თუ რა ხდება გარკვეულ პირობებში. რასაც ამბობს ჰოუკინგი, წარმოადგენს კანონების და ამ კანონთა საწყისის (დასაბამის მიმცემის) აღრევას ერთმანეთთან. ჩვენდამი მისი მოწოდება, რომ არჩევანი გავაკეთოთ ღმერთსა და ფიზიკას შორის, ოდნავ წააგავს ადამიანს, რომელიც, თვითმფრინავის ძრავას მუშაობის ასახსნელად, ითხოვს არჩევანი გავაკეთოთ აერონავტიკოს ინჟინერ სერ ფრენკ უიტლსა და ფიზიკურ კანონებს შორის. ეს კატეგორიათა აღრევაა, ფიზიკის კანონებს შეუძლიათ ახსნან, თუ როგორ მუშაობს რეაქტიული თვითმფრინავის ძრავა, მაგრამ ეს ძრავა ვიღაცამ უნდა ააწყოს, ჩაასხას საწვავი და გაუშვას. რეაქტიულ თვითმფრინავს ვერ ააწყობდნენ ფიზიკური კანონების გარეშე – მაგრამ მისი შექმნის ამოცანა ითხოვდა შუამავალს–აგენტს, უიტლის გენიის სახით.
      შესაბამისად, ფიზიკის კანონებს არ შეუძლიათ სამყაროს შექმნა. გარკვეული შუამავალი უნდა იყოს ჩართული საქმეში.
      მარტივ ანალოგიას შემოგთავაზებთ: ისააკ ნიუტონის კანონები მოძრაობის შესახებ არასოდეს აგზავნიან სნუკერის (ბილიარდის სახეობა) ბურთს მწვანე მაგიდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს ბილიარდის ჯოხის და მოთამაშეთა ხელების მოძრაობის წყალობით.
      ჰოუკინგის არგუმენტი უფრო ალოგიკურად მეჩვენება, როდესაც ის ამბობს, რომ გრავიტაციის არსებობა სამყაროს გარდაუვალ შექმნას ნიშნავსო. მაგრამ როგორ არსებობდა თავდაპირველად გრავიტაცია? ვინ შემოიტანა ის არენაზე? და რა შემოქმედებითი ძალა იდგა მისი დაბადების უკან?
      შესაბამისად, როდესაც ჰოუკინგი, სამყაროს სპონტანური წარმოშობის თავისი თეორიის მხარდასაჭერად, ამტკიცებს, რომ მხოლოდ პატრუკის ანთება იყო აუცილებელი, რათა სამყარო მოეყვანა დასაწყისში, იბადება კითხვა: საიდან მოვიდა ეს პატრუკი და ვინ აანთო ის, თუ არა ღმერთმა?
      ჰოუკინგის არგუმენტების მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს ღრმა კონფლიქტი. თუმცა, ეს არ არის მთავარი უთანხმოების საგანი.
      ჩემთვის, როგორც ქრისტიანი მორწმუნესათვის, სამეცნიერო კანონების სილამაზე მხოლოდ მიძლიერებს გონიერი, ღვთაებრივი, შემოქმედებითი ძალის არსებობის მიმართ რწმენას. რაც უფრო მეტს ვწვდები მეცნიერებას, მით უფრო ძლიერად მწამს ღმერთის, მისი ქმნილების სირთულით და მთლიანობით აღფრთოვანებულს.
      მე -16 და მე -17 საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების ასეთი სწრაფი აყვავების მიზეზი გახლდათ ზუსტად იმის რწმენა, რომ აღმოჩენილი ბუნების კანონები ასახავდნენ მათზე ღვთაებრივი კანონის გავლენას.
      ქრისტიანობის ერთერთი მთავარი თემა არის ის, რომ სამყარო შეიქმნა რაციონალური გონიერი ჩანაფიქრით. ქრისტიანული რწმენა, რომელიც არანაირად არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ფაქტიურად სრულყოფილ სამეცნიერო აზრს აყალიბებს.
      რამდენიმე წლის წინ, მეცნიერმა ჯოზეფ ნიდჰამმა ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების გრანდიოზული კვლევა ჩაატარა. მას აინტერესებდა, თუ რატომ არის, რომ მიუხედავად ჩინეთის ინოვაციის ნიჭისა ადრეულ ეტაპზე, ის საკმარისად ჩამორჩა ევროპას მეცნიერების განვითარებაში. ის მივიდა დასკვნამდე, რომ ევროპულ მეცნიერებას იმპულსი მისცა ფართოდ გავრცელებულმა რწმენამ რაციონალური კრეატიული ძალისა სახელად ღმერთი, რომელმაც ყველა სამეცნიერო კანონი გასაგები გახადა.
      ამის მიუხედავად, ჰოუკინგს, მსგავსად რელიგიის სხვა კრიტიკოსებისა, სურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ სხვა არაფერი, თუ არა მოლეკულების შემთხვევითი ერთობლიობა, საბოლოო პროდუქტი არაგონიერი პროცესისა. თუ ეს მართალია, ის უნდა გულისხმობდეს ისეთ რაციონალობას, რომელიც საჭიროა მეცნიერების სწავლისთვის. ტვინი მართლაც რომ ყოფილიყო უმართავი პროცესის შედეგი, მაშინ არანაირი აზრი არ უნდა ჰქონდეს მისი შესაძლებლობებისადმი რწმენას – გვითხრას ჭეშმარიტება.
      ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ ერაში. როდესაც ქვიშაზე ვხედავთ რამდენიმე ასოს, რომლებითაც ჩვენი სახელია შედგენილი, ჩვენი უსწრაფესი რეაქციაა ამოვიცნოთ ამ ფაქტში გონიერი შუამავლის ქმედება. მაშინ, მით უმეტეს რამდენად უფრო ამოიცნობა გონიერი შემოქმედი ადამიანის დნმ–ის, ამ კოლოსალური ბიოლოგიურ მონაცემთა ბაზის მიღმა, რომელიც შეიცავს 3.5 მილიარდზე მეტ „ასოს“?
      მართლაც მომხიბვლელია, რომ ჰოუკინგი რელიგიაზე თავდასხმისას იძულებულია მთავრი აქცენტები გააკეთოს დიდი აფეთქების თეორიაზე. რადგან, მაშინაც კი, თუ ურწმუნოებს არ მოსწონთ ის, დიდი აფეთქება ზუსტად ერგება შექმნის ქრისტიანულ ისტორიას. სწორედ ამიტომ, სანამ დიდი აფეთქება პოპულარობას მოიპოვებდა, საკმაოდ ბევრ მეცნიერს მისი გადაგდება უნდოდა, იმ მოტივით, რომ იგრძნობოდა, რომ ის მხარს უჭერდა ბიბლიურ ისტორიას.
      მაგრამ ღმერთის არსებობის მხარდაჭერა მიდის უფრო ღრმად, ვიდრე მეცნიერების საზღვრებია. ქრისტიანული რწმენის ფარგლებში აგრეთვე არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ ღმერთმა კაცობრიობას თავი გამოუვლინა იესო ქრისტეს მეშვეობით ორი ათასწლეულის წინ. ეს კარგად დოკუმენტირებულია, არა მარტო წმინდა წერილებში და სხვა მტკიცებულებებში, არამედ აგრეთვე არქეოლოგიურ აღმოჩენათა მრავალფეროვნებაში.
      მეტიც, მილიონობით მორწმუნის რელიგიური გამოცდილების არგათვალისწინება არ შეიძლება. თავად მე და ჩემს ოჯახს შეუძლია დაადასტუროს ძლიერი გავლენა რწმენისა ჩვენს ცხოვრებაზე, ეს არის ის, რაც სერიოზულ გამოწვევას სთავაზობს იდეას, რომ ჩვენ ვართ სხვა არაფერი, თუ არა მოლეკულათა შემთხვევითი ერთობლიობა.
      საკმაოდ ძლიერია ის აშკარა რეალობა, რომ ჩვენ მორალური არსებები ვართ, რომელთაც ძალუძთ განასხვაონ სწორი და არასწორი. არ არსებობს არანაირი სამეცნიერო საფუძველი ასეთი ეთიკისა.
      ფიზიკას არ შეუძლია ახსნას ჩვენი ზრუნვა სხვების მიმართ, ან ახსნას დროთა გარიჟრაჟზე ადამიანის საზოგადოებაში აღძრული ალტრუისტული სული.
      მორალურ ღირებულებათა არსებობა მიანიშნებს ტრანსცენდენტული ძალის არსებობაზე, რომელიც სამეცნიერო კანონების მიღმაა. მართლაც, ათეიზმის მესიჯი ყოველთვის იყო კურიოზულად დეპრესიული, რომელიც საკუთარ თავს წარმოგვიდგენდა ეგოისტურ ქმნილებად, რომელიც სხვა არაფრისკენაა მიდრეკილი გარდა თვითგადარჩენისა და თვითკმაყოფილებისა.
      ჰოუკინგი აგრეთვე ფიქრობს, რომ სამყაროში სიცოცხლის სხვა ფორმების პოტენციური არსებობა ძირს უთხრის ტრადიციულ რელიგიურ რწმენას, რომ ჩვენ ღმერთის მიერ შექმნილ უნიკალურ პლანეტაზე ვცხოვრობთ. მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სხვა სიცოცხლის ფორმებისა და ჰოუკინგს ნამდვილად არ შეუძლია მათი მოყვანა. ყოველთვის მახალისებს, როდესაც ათეისტები ამტკიცებენ არამიწიერი ცივილიზაციის არსებობას. თუმცა მათ მხოლოდ და მხოლოდ სურთ დააკნინონ ღმერთის არსებობის შესაძლებლობა.
      ჰოუკინგის ახალ შემოტევას არ ძალუძს შეარყიოს რწმენის ფუნდამენტი, რომელიც მტკიცებულებას ემყარება.

      Like

  33. asdas

    “შემოქმედის არსებობის ალბათობა ნულია, იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო”

    თუ გადახედავენ ქრისტიანულ სწავლებას უფრო სიღრმისეულად, ნახავენ რომ ღმერთი არის თავად დროის შემქმნელიც და თავად მარადისობაში არსებობს და არა დროში. ამიტომ სულაც არ სჭირდება ღმერთს დრო რომ რაიმე მოახდინოს ან რომ არსებობდეს.

    ესაა ერთადერთი შეცდომა ამ სტატიაში. დანარჩენს ვეთანხმები. უბრალოდ არ შეიძლება რომ არ დაეთანხმო, რაც აქ წერია ყველაფერი დამტკიცებულია, ფაქტია და არა უბრალოდ თეორია(თუმცა აქ დიდი აფეთქების სინგულარობის პრობლემაზე არაფერი წერია, გადაჭრეს უკვე?)

    Like

  34. irakli

    კარგად თუ დააკვირდება ჩვენი პატივცემული და დიდად განათლებული მეცნიერი დაბადების პირველ თავებს აღმოაჩენს რომ ღმერთმა არაფრისაგან შექმნა და სიცოცხლე უბოძა სამყაროს. ჩვენ მეცნიერს ოდნავი რწმენა რომ ქონდეს უფლისა, ადვილად მიხვდებოდა თუნდაც თავისი თეორიების დახმარებითაც რომ ჭეშმარიტად ღმერთმა შექმნა სამყარო. ნათელი რომელიც ბიბლიაშია ნახსენები პატივცემულო მეცნიერო ის აფეთქება ხომ არ არის თქვენ რომ გგონიათ? ერთიც მეცნიერო ტქვენი დასკვნა რომ დრო არ ასებობდა სავსებით გეთანხმებით. დრო უფლისთვის არც ამჟამად არსებობს და არც მაშინ არსებობდა. ერთი დღე ვითარცა ერთი საუკუნე უფლისთვის. თუ არა ღმერთმა ანუ დიდმა გონმა ვინ შექმნა ეს სამყარო დაფიქრდი კარგად განათლებული კაცი ჩანხარ

    Like

  35. მეცნიერი აცხადებს რომ, ყველაფერი არაფრისგან შეიქმნა.მაგალითად მოჰყავს გორაკის წარმოშობის თეორია. ბორცვი რომ შეიქმნას ბრტყელ ადგილზე უნდა ამოვთხაროთ მასა ღითაც გორაკი იქმნება.თითქმის ლოგიკურია, თუ გორაკის მასას თხრილში დავაბრუნებთ ისევ ბრტყელ ადგილს მივიღებთ, ანუ ნულს. ასაგებია მაგრამ, ამას რატომ ვერავინ ხსნის, რომ ვინ ან რა იყო ის ენერგია რომელმაც გორაკიც წარმოშვა და თხრილიც აბსოლოტური ნულიდან.

    Like

  36. თუ ვინმეს წაუკითხავს გამოცხადება, ალბათ მიხვდებით რომ ესაა წინასწარმეტყველება მომავალზე. რატოა რომ,მთელი ბიბლია ისტორიის ქრონოლოგიაა და უცბად ახალ აღთქმაში მომავლის წინასწარმეტყველება. იოანე არ იყო ვინმე მედიუმი, ის იესოს მოწაფე იყო, გაუნათელებლი ადამიანი, როგორც ყველა მოწაფე, მაგრამ მოწაფე იყო და იესოს რწმენა ჰქონდა. აქვე უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ იოანე ერთ ერთი მედიუმთაგანი, რომ ყოფილიყო, მისი გამოცხადება ახალი აღთქმის ნაწილი ვერ გახდებოდა. ახლა ვნახოთ რაა გამოცხადება. მომავლის წინასწარმეტყველების დეტალებს არ ვგულისხმობ. დავაკვიდრეთ თუ როგორ მოხდა გამოცხადება იოანესთვის. იოანე წაიყვანეს და აღწერს გარემოს, თუ სადაც იქნა მიყვანილი, მთავარი არამიწიერი სინათლეა, რასაც ის ხაზს უსვამს.(ალბათ ყველას გაგახსენდათ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფების მონაყოლი, ყველა ხომ ამას უსვამს ხაზს). შემდეგ კი ანგელოსთა მიერ ჩვენებული იქნა მომავალი ადამიანთა მოდგმისა. როგორ უნდა მომხდარიყო ეს? თუ დავეყრდნობით მეცნიერებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მატერიისთვის დროის ათვლა მატერიის შექმნიდან, არამატერიალურის მატერიად გარდაქმნიდან იწყება, ხოლო მატერიის და სივრცის შექმნამდე დრო არ იყო, ესეიგი იყო რა? მარადისობა! ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი მარადისობაშია, ის იყო არის და იქნება. ანუ მარადისობა არსებობს და არის მატერიის გარეთ, სადაც დრო არ არსებობს. ახლა წარმოვიდგინოთ რომ ზიხართ კინოდარბაზში და უყურებთ მრავალსერიან ფილმს. წინა სერიები რაც ნანახი გაქვთ უკვე ჩაწერილიც გაქვთ და შეგიძლიათ წაიკითხოთ.თუმცა არის ადამიანი რომელმაც ლენტა წინ გადაახვია და დარჩენილი სერიებიც ნახა. ამ მდგომარეობაში იყო იოანეც. ის გაიყვანეს მარადისობაში და იქედან დაანახეს ჩვენი სამყარო, რომელიც დროში იხრჩობა. მას დაანახეს მომავალი მარადისობიდან და დააბრუნეს ისევ აქ. აქედან ჩანს რომ მატერიის გვერდით, სადაც დრო ითვლება არის არამატერიალური სამყარო და იქ მარადისობაა და ის სამყაროა სწორედ ღვთის სამყარო სადაც ყველა წავალთ და ყველა ვირწმუნებთ შემქმნელის არსებობას.

    Like

  37. შეხედე შენს აგებულებას ადამიანო, ურთულესი და ამავდროულად უმარტივესო ფიგურავ? ჯერ მხოლოდ ხორცს შეხედე შენსას, განა შეილებოდა მილიარდობით წლებმა არავისგან შექმნას ასეთი ორგანიზმი? მერე ნახე შენი სული, სული არა ფიზიკური გაგებით, არამედ დააკვირდი შენს გრძნობებს, ემოციებს, შენ ხომ შეგიძლია ვინმესთვის მოკვდე, შენ ხომ შეგიძლია ვიღაც გიყვარდეს, ვიღაც გძულდეს კიდეც. ამის არაფრისგან და არავისგან შექმნა შესაძლებელია? უბრალოდ აქ რომ პოსტი დაწერო წარმოიდგინე რამდენმა რამემ უნდა იმუშაოს შენს ორგანიზმში: თვალმა, რომ უყურო, ხელმა რომ წერო, ტვინმა რომ აზრი მოიფიქრო, გულმა, ანუ მორალმა, რომ შენი პოსტი არ იყოს შეურაცმყოფელი არც შენთვის და არც სხვისთვის. და ამდენი რამე მუშაობს უბრალო პოსტის დაწერისას. ამხელა ენერგია იხარჯება უბრალო პოსტის დაწერისას, აღარაფერს ვამბობ იმ ტექნიკურ საშუალებებზე, რასაც იყენებ ეგ პოსტი რომ მე წამეკიტხა.და აქვე მიმტკიცებ, რომ შენ არავინ შეგქნა? ეგრე იყოს თუ გინდა მარა დაფიქრდი!

    Like

  38. მე სხვა კითხვა უფრო მაწუხებდა, რატომ შეგვქმა ღმერთმა, ჩვენი შექმნის მიზანი რა იყო? ამაზე ასეთი პასუხი მივიღე ისევ ბიბლიიდან. შენ რატომ გყავს შვილი? მას ხომ ამდენი ზრუნვა სჭირდება. მოვლა, აღზრდა, პატრონობა, ან კარგი გაიზრდება ან ცუდი? ან ჯანმრთელ ან ავადმყოფი. რატომ იქმნი პრობლემებს? ალბათ ზოგი იფიქრებს რომ ეს ბოილიგიური ინსტიქტიაო, საკუთარ თავზე ზრუნვააო. უფრო არ მოვუვლი ჩემს ტავს თუ სხვა საზრუნავი არ მეყოლება? და თუ შვილი პრობლემაა, რომელიც იმიტომ მჭირდება რომ საკუთარ თავზე ვზრუნავ, რატომაა რომ ის ძალიან მიყვარს? რატომ შემიძლია მისთვის სიკვდილი? (ეს ღვთიური ნიჭია, განკაცებული ღმერთიც მოკვდა ჩვენთვის, ჩვენს მიერ). ანუ ღმერთმა შვილად შეგვქმნა, აგვიშენა სახლი, უამრავი გასართობი სამყაროს სახით და ახლა დამოუკიდებლად აღზრდის პროცესში ვართ. მან შეგვქმნა და ვუყვარვართ, მეტი არაფერი. ისე როგორც მშობლები გვაჩენენ და ვუყვარვართ. სიყვარულია ყველაფერი, მარადისობაც სიყვარულია და სიყვარულის შედეგია ყველაფერი, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ.

    Like

    1. აკაკი

      „რატომ შეგვქმა ღმერთმა, ჩვენი შექმნის მიზანი რა იყო“ – მშვენიერი შეკითხვაა! ყველა სხვა კითხვა – „როგორ“, „სად“, „როდის“ და ა.შ. საბუნებისმეტყველო დისციპლინებს დავუტოვოთ და რა თქმა უნდა ვეცადოთ მათზე ვიპოვოთ პასუხები. აი „რატომ“ კი ერთადერთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური შეკითხვაა და ვერ ერთი მატერიალისტი ამაზე პასუხს ვერ გასცემს. თუმცა პასუხები შეიძლება ძალიან ბევრიც იყოს (ან შეიძლება ერთადერთიც)…

      Like

  39. აკაკი

    „როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რასაც არ გააჩნია მიზეზი, რადგან დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, რომელშიც მიზეზი მოხდებოდა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედის არსებობის ალბათობა ნულია, იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა“ – ჩემთვის პირიქითაა, თუკი აღმოვაჩინეთ რაღაც, რასაც მიზეზი არ გააჩნია, უფრო მეტია ალბათობა (ჰოკინგს რომ დავესესხოთ) იმისა, რომ სწორედ ღმერთმა შექმნა სამყარო, ვიდრე იმისა, რომ არარსებულმა სამყარომ „თავისი თავი შექმნა“…
    დროს რაც შეეხება – დრო ამ სამყაროს ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც სივრცე; თუ კი ჰოკინგი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დროში (მაგრამ არა სივრცეში, არამედ სივრცის მიღმა) არსებულმა ღმერთმა შექმნა სივრცე, მაშინ გაუგებარია, რატომ გამორიცხავს, რომ ღმერთი დროის მიღმაც (მაგალითად მარადისობაში; ბიბლიური რელიგიები სწორედ ასე გვეუბნებიან) არსებობდეს და დროც თავად შექმნას. ასე რომ, ეს მსჯელობა აშკარად დემაგოგიურია, მე ვიტყოდი – ძალიან სუსტი… 😉

    Like

  40. netar arian

    ეს თემა ამოუწურავია, სიმართლე არავინ არ იცის, ერთია კიდევ აქ მსჯელობები მიდის, მაგრამ საბოლოოდ ყველა მაინც თავის აზრზე დარჩება. მე ასე მგონია , რომ ღმერთი არ არსებობს, არსებობს რწმენა და სხვათაშორის საჭიროც კი არის, რომ ხალხს რწმენა ჰქონდეს, თორემ ბევრად ძნელი იქნებოდა ამხელა მასის კონტროლი, ვგულისხმობ სახელმწიფოებრივ კონტროლს. მე მაგალითად მწამს რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პრინციპები და არაფრის ფასად არ დააღვიონ, მაგრამ დღევანდელ სინამდვილეში როცა დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ყოველდღიურად შიმშილობს, ესეც დემაგოგიურად ჟღერს. სხვათა შორის დოსტოევსკის ძმებ კარამაზოვებში კარგად აქვს ეს თემა გაშლილი, საინტერესოდ. და ყველაზე მთავარი ჩემი აზრით ის არის, რომ თუ ადამიანი მართლაც მორწმუნეა, ნუ ეცდებით მის გადარწმუნებას ამაში, ის თუ აზრს შეიცვლის , არა მგონია ამით უფრო კეთილშობილი გახდეს.

    Like

  41. alexxandre ufochek

    მე გეტყვით ერთ რამეს გაფუჭებული კალკულატორით ანგარიშობთ ბატონო მეცნიერო და იმიტომაც ვერ ხსნი რა ხდება, პესიმისტური უმაღლესი მტკიცებულება შემიძლია შეგიცვალო რეალური მტკიცებულებით. ის არაფერიც და ის უდროობაც და ეს ყველაფერი ნულის ტოლი იმიტომ გგონია პითაგორასეული უსასრულობის სიმბოლოიანი მათემატიკური მტკიცებულებების გათვალისცინებით ანგარიშობ სადაც 1+1=2 და = უსასრულობას არც კი იცით სადამდე და 1+1=0 მეორე ქვედა უსასრულობა შენებური ანგარიშით ალბათ. მე გეტყვით, (ყველა მეცნიერს აღებულს ერთად) თუ იტყვით, რომ სამყაროში არსებობს 2 აბსოლუტურად იდენტური სხეული და დაამტკიცებთ ამას, მაშინ მიუმატეთ ერთმანეთს და დადეთ ჯამიც, და ეს იქნება სიკეთის უტყუარი ფორმულა. ,,მე მაქვს ეს ფორმულა!”სიკეთეს+სიჯიუტე=იდეალურ სიზუსტეს და პროპორციას, რომელიც არაფრის დამანგრეველი და ვერაფრის მტკენელი ვერ არის ტუ იცით რათქმაუნდა სიკეთე რას ნიშნავს. 2 ერთნაირი ანუ 100%იანი იდენტური არ არსებობს. ორ აბსოლუტურ იდენტურს ვერ მიუმატებ ისე ერთმანეთს რომლის ჯამი 2 იქნება ის ალბათ მინიმუმ 1.9999999999999999999999999 იქნება. ასევე 1+1=2 ასეთი ანგარიში უსასრულოა და უზუსტოა! თუ მსახლს დავუმატებთ ვაშლს და არა ერთ ვაშლს მეორე ვაშლს რას უდრის იგი? 2ს არ უდრის!!! უდრის 1 მსხალს და 1 ვაშლს და მათი ჯამიც 1ის ტოლია, იმიტომ რომ ეს ორივე მცენარეში ერთიანდებიან მცენარიდან გამომდინარეობს და მცენარეშვე ერტიანდებიან ანუ 1 ინდივიდის შემადგენელი ნაწილებია. ანუ 1ინდივიდს +1 ინდივიდი = 1ინდივიდს.(1+1=1) და თუ ეს ყველაფერი ერთს არ ემსახურება ჩნდება ისეთი აზროვნებების უარგუმენტო მტკიცებულებები როგორიც თქვენ გაქვთ. მთავარი პრობლემა. რომელიც შენშია ეს წარმოუდგენლობა და უიმედობაა თუ სამყარო ნულის ტოლია შენი თქმით მაშინ ვისი მადლობელი ხარ? ნულის?? მე გეტყვი რომ სამყარო ერთია ესყველაფერი ერთიდანაა გამოტყორცნილი და ესყველა საოცრება თქვენდა გასაოცრად იმ ძალიან მცირე წარმოუდგენლად მცირე იმდენად მცირე რომ ვერცკი ამჩვნევთ არაფრადაც კი მიგაჩნიად ზუსტად და მიზან მიმართულად მასშია და ეს ყველაფერი სწორედ რომ ღმერთია.და თუ მკითხავენ ღმერთი სადაა ვუპასუხებ ყველგან სადაც ყველაფერია და ყველგან სადაც არაფერია! როდესაც ჯერ აფეთქება არაა საჭირო ზუსტად უდროობა წარმოქმნის იმ დროს, როდის უნდა აფეთქდეს. ზუსტად იმ ათვლის წერტილამდე რა მდგომარეობაშიც ის იმყოფება და საზღვრავს როდის უნდა აფეთგდეს ის მთავარი იდეა სადაც ყველაფერია შესაძლებელი, ისიც კი რომ არაფრისგან ყველაფერი წარმოიქმნას ეს არის უდროობა და ეს არის იგივე ღმერთი და ეს ბადებს თავის თავსაც და ეს ის წარმოუდგენელი პაქტორია, რომელიც ვერ დაუშვა ვერავინ!!! უდროობას ანუ ინდივიდს ანუ 1ს+ ღმერთი ანუ ინდივიდი ანუ 1 = 1ს(1+1=1) 1ს ანუ დაბადო შენი თავი შესაძლებლობას(ერთი ინდივიდი) +უდროობა(მეორე ინდივიდი)ანუ 1+ღმერთი 1=1ს ფორმულა 1+1+1=(1+1)+1=1+1=1 ეს ყველაფერი არის ღმერთი ღმერთიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. 1000+1000=1+0+0+0+1+0+0+0=1+1=1
    ალექსანდრე მირუაშვილი

    Like

      1. მაგ მსჯელობას რომ მივყვეთ, მათემატიკა გვერდზე უნდა გადავდოთ 😀 რაც სამყაროზე მსჯელობისას დიდი შეცდომა იქნება

        Like

  42. “როცა გადავდივართ უკან დროში და ვუახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყარო სულ უფრო პატარავდება, სანამ წერტილად არ იქცევა” da marto erti wertili iyoo maseti romelmac e.w. didi afetqeba gamoiwvia tu bevri ? ara martla damainteresa ra darwmunebulebi vart rom xvalac ar moxdeba chvens gverdit an zeg masetive afetqeba?

    Like

    1. ერთი იყო. მთელი ენერგია, რომელიც ამჟამად სამყაროში არსებობს, ერთ წერტილში იყო მოქცეული, დიდი აფეთქების შემდეგ კი სწრაფი გაფართოება დაიწყო

      Like

      1. აკაკი

        ჩარლი ჰო ხედავ, რომ ლევანს არ ესმის რა აფეთქდა, „სად“ აფეთქდა და „როდის“ აფეთქდა… ცოტა დაწვრილებით აუხსენი… მაგრამ საერთოდ ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ თუ ადამიანს ეს არ ესმის, 99,99%-ში ვერც აუხსნი და გააგებინებ 😦

        Like

  43. გამოხმაურება: სტივენ ჰოკინგი: თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლებით? | ჩრდილოეთის ციალი

  44. “ყველა ფიზიკური თეორია დროებითია, რადგან იგი მხოლოდ ჰიპოთეზაა: შეუძლებელია მისი დამტკიცება.
    არა აქვს მიშნნელობა, რამდენჯერ დაემთხვევა რომელიღაც თეორიის შედეგები ექსპერიმენტულ მონაცმემებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ოდესღაც რაღაც ექსპერიმენტის შედეგი არ მოვა წინააღმდეგობაში თეორიასთან. მეორე მხრივ, შესაძლებელია უარს თქმა თეორიაზე, თუ ერთერთი ექსპერიმენტი არ დაემთხვა თეორიის შედეგებს. როგორც მეცნიერების ფილოსოფოსი კარლ პოპერი აღნიშნავდა, კარგი თეორია ხასიათდება იმით, რომ იგი იძლევა წინასწარმეტყველებათა რიგს, რომელიც, პრინციპში, შეიძლება იყოს უარყოფილი ან გაყალბებული ექსპერიმენტით. იმ დროსი განმავლობაში, სანამ ახალი ექსპერიმენტების შედეგები ემთხვევა თეორიას, იგი ცოცხლობს და ნდობა მის მიმართ სულ უფრო იზრდება. მაგრამ, თუ ერთი ახალი ექსპერიმენიტი მაინც მოიძებნა, რომელიც ეწინააღმდეგება თეორიას, იგი უნდა უარვყოთ ან მოვახდინოთ თეორიის მოდიფიკაცია” ეს ჰოკინგის ერერთი წიგინიდანაა და სრულად ვიზიარებ მის აზრს :))) ჰოკინგის სპეცფანტასტიკური ნაშრომებიც ქადაგებაა და მეტი არაფერი, ექსპერიმენტს მოკლებული წინასწარმეტველებები :))

    Like

  45. zaza

    როგორ შეიძლება თავისით რამე იქმნებოდეს, მარტივად რომ ვთქვათ, სახლის აშენება რომ გინდა, თავისით ხომ ვერ აშენდება თუ არ მოიმარაგე აგური, ცემენტი, ქვიშა, წყალი… და ესყველაფერი რომ მოვიმარაგოთ მაინც თავისით ხომ ვერ აშენდება თუ შენ არ ააშენე?
    ჩემთვის გასაკვირია, მეცნიარი ხარ და იძახი რომ ყველაფერი თურმე თავისით შეიქმნაო, საათი შენ თუ არ შექმენი თავისით ხომ ვერ შეიქმნება, შექმნის შემდეგ კი იმუშავებს თავისით მაგრამ სანამ შექმნი საათს?
    დავუშვათ დავიჯერე რომ ყველაფერი თავისით შეიქმნა (ღმერთმა დამიფაროს…), სულზე რას ვამბობთ მაშინ, სულზე? თავისით მოდის სულიც და თურმე სულიც თავისით იქმნება როდესაც ბავშვი ისახება?
    დავუშვათ სულისაც არ გჯერა, და დავიჯეროთ აფეთქების თეორია, მაშინ ის რაც დაგროვდა აფეთქებამდე, რა ნივთიერებაც იყო, თვითონ ის ნივთიერება რამ შექმნა, ჯერ ხომ აფეთქებული არ იყო, ის რაღამ შექმნა ან ვინ შექმნა, და საიდან მოვიდა, საიდან შეიკრიბა ეს ყველა ნივთიერებები ერთად და აფეთქდა?
    ეხლა, წარმოვიდგინოთ ერთი დიდი ოთახი კარების და ფანჯრის გარეშე, შიგნით შევუშვათ გაზი ან რაიმე ისეთი ნივთიერება რაც აფეთქებას გამოიწვევს, და აფეთქდა, ამ აფეთქების შემდეგ შეიძლება შეიქმნას რაღაცა ახალი სახეობის არსება, ადამიანი, ცხოველი ან რავიცი?..
    ან თუნდაც ტელევიზორი, სახლები?…
    ხო სისულელეა ამტკიცო ის რაც შენ თვითონვე იცი რომ სისულელეა?…
    უბრალოდ ხდება ის რომ ადამიანებს დაავიწყონ ღმერთი, რათა უფრო ადვილი სამართავები იყვნენ, რაც დრო გადის უფრო და უფრო ცდილობენ იმის მტკიცებას რომ თურმე ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ და ისეთი ნასწავლები რომ ჩვენ ვერავინ შეგვქმნიდა ჩვენ, თვითონვე შევიქმენით და ჩვენ შეგვიძლია კიდე ბევრი რამის შექმნა.
    შექმნილისგან ახალის შექმნა ადვილია, მაგრამ არაფრისგან შექმენი რაღაც თუ მაგარი ხარ…
    რაც არ უნდა ამტკიცონ რომ ღმერთი არ არსებობს, მით უფრო მძაფრდება ღმერთის არსებობა, ეს ყოველთვის ესე იყო საუკუნეების განმავლობაში და ესე იქნება სიცოცხლის ბოლომდე…

    Like

    1. paata

      საათი მექანიზმის საშვალებით მუშაობს ან ელემენტიის ენერგიით თავისთ აარა :))).თავისით შექმნას დრო ჭირდება. კარგი მატერიის არსებობის თავისით არ გჯერა, რომელსაც შენი თვალით ხედავ. ღმერთი რამ შექმნა? თავისით? :))) არაფერი იქნებაო თავისით სანამ აგურს არ მოიმარაგებ და ცემენტს? :)))
      სხვათაშორის ადვილი სამართავი მორწმუნეები უფრო არიან და მაგისთვის შექმნეს ღმერთი. “ღმერთის გულისთვის” და “წმინდა მიწების” იმართებოდა ომები(ჯვაროსნული ომები) რომელიც ცალკეული სახელმწიფოს მართველების გამდიდრების მეტს არაფერს ემსახურებოდა. რომლებიც ღვთისგან კურთხეულად მიაჩნდათ, ადიდებდნენ და არ იცოდნენ რომ მათც შეეძლოთ იმ განვითარებას და ძალას რასაც მეფე ფლობდა მათაც შეეძლოთ მიეღწიათ შრომით. ისლამისტები რომლებიც სარწმუნოებით იმართებიან და ამ საქმეში ღმერთს იყენებენ. გარკვეულ პერიოდში საჭიროც იყო ღმერთი როცა კანონები არ იყო დახვეწილი და კანონმდებრივი მართვა ვერ ხერხდებოდა ხალხი, მაგრამ ეხლა ცოტა გონების თავისუფლებაა საჩირო იმისთვის რომ განვითარდეთ და არ ჩამოგტოვოს იმაზე ფიქრმა რომ ღმერთი მოგვცემს საზრდოს და სმყოფელს. სხვა არაფერია ჩემი პროპაგანდის მიზეზი არავინ მაართავს და არავის ჩაუგონებია ჩემთვის ათეიზმი, არც ამერიკა მმართავს. :)))

      Like

  46. ეს ჩვენი თავისუფალი ნებაა რას დავიჯერებთ და რას ,,ერესად,, ჩავთვლით…… რა თქმა უნდა, ,,ძალიან,, მორწმუნეებისათვის, იმათთვის ვისთვისაც ყველარის თავი და ბოლოო ღმერთია ძნელია ეს დააჯეროო … მე პირადად მართმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მწამს ღმერთის, მისი ძალის თუმცა ვაღიარებ რომ არც იმდენად ღრმად მორწმნე ვარ რომ ამ კაცის სიტყვებმა ჩემში ეჭვი არ გამოიწვიოს და არ დამაფიქროს……. საბოლოოოდ რთულია რომელიმე ერთის ან უარყოფა ან ბოლომდე მისი დაჯერება 100%-ით
    ~

    Like

  47. zaza

    რა თქმა უნდა ყველა და ყველაფერი თავისით არ იქმნება, ჩემი აზრით თავიდათავი, ბუნება, და ის ყველაფერი რასაც ადამიანი ვერ შექმნიდა ეს ყველაფერი ღმერთის შექმნილია, ამაში არც შეიძლება ეჭვის შეტანა (ღმერთის არსებობის დაჯერება კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ არ არის ფანატიზმი, ჭეშმარიტებაა, ეს ისე ყოველშემთხვევისთვის:))) ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს კაცობრიობის ისტორიაში იმისათვის რომ დაიჯეროს ნებისმიერმა ადამიანმა ღმერთის არსებობა, აი, მაგალითად: რომ ამტკიცებენ დღეს მეცნიერები რომ დიდი აფეთქებამ ხელი შეუწყო ადამიანის და საერთოდ, ცოცხალი არსების შექმნას, მაშინ მე მიჩნდება ესეთი აზრი, იმ ცოცხალი არსებების ნაწილაკები თუ რავიცი, მეცნიერულად რაც ქვია, რაც ასე ვთქვათ კოსმოსში როდისღაც რომ შეგროვდა, თავი რომ მოიყარა ერთ ადგილას სადაც აფეთქდა, აი, ეს ყველაფერი ნაწილაკები თუ ბაქტერიები თუ რაც იყო მაშინ საიდან მოვიდა ან ვინ გამოუშვა თუ ვის გამოექცა ან ვინ გამოაფრინა იმ ადგილას სადაც აფეთქდა, ეხლა არ მითხრათ რომ ის ცოცხალი ნაწილაკებიც თავისით შეიქმნაო, კი ბატონო იმ აზრსაც ვიზიარებ რომ თუ ყველაფერი ღმერთმა შექმნა მაშინ გაგიჩნდება აზრი რომ მაშინ ღმერთიც ვინმემ შექმნა… (თუ კი არაფერი თავისით არ იქმნება) მაგრამ, ხომ მართლაც ფაქტია ის რომ თავისით არაფერი იქმნება, ყველაფერი ღმერთის შექმნილია, თვით ღმერთი ვისი შექმნილია ეს არავინ იცის და ამიტომ ჩვენ მართლმადიდებლებს, (მართალია დიდი მორწმუნე, ისე როგორც საჭიროა არა ვარ მაგრამ ის კი ნამდვილად მწამს რომ ღმერთია ყველაფრის შემოქმედი, რასაც ადამიანი ვერ შექმნის და ვერ შექმნიდა:))) გვჯერა რომ თავისით არაფერი იქმნება, ყველაფერს თავისი შემოქმედი ყავს, ღმერთმა ადამიანი ბუნება და მთელი გალაქტიკები რომ შექმნა და ჩვენ დაგვასახლა დედამიწაზე, ამის შემდეგ ჩვენ, ადამიანები ვართ ღმერთები დედამიწაზე, რადგან რაც ხდება დედამიწაზე კარგი თუ ცუდი ამ ყველაფრის შემოქმედნი ჩვენ ვართ რადგან ღმერთმა ჩვენ ხომ თავისუფლება მოგვცა და ჩვენთვის შექმნა დედამიწა, და აქედან გამომდინარე ჩვენ ვმართავთ ჩვენს ბედსაც და საერთოდ ჩვენ ცხოვრებას, რომ იტყვიან ხოლმე ღმერთმა სამაგიერო გადაუხადაო, რა შუაშია ღმერთი, როცა შენ შენი ნებით იქცევი ისე როგორც იქცევი, კარგს აკეთებ თუ ცუდს, ყველა ადამიანი თავის თავს თვითონ უკეთებს ცუდსაც და კარგსაც, მაგრამ თუ სწორად იქცევი და დახმარებას თხოვ ღმერთს, მაშინ დაგეხმარება თუარადა შენი ნების წინ ღმერთი არასოდეს წავა, რადგან ღმერთი სიყვარულია, სიკეთეა, არ დაარღვევს შენს უფლებებს, ადამიანისთვის ძალიან ძნელია ღმერთის გაგება, შენ, ადამიანმა რომ გაიგო ეს ყველაფერი ამისათვის საჭიროა დრო, დრო კი შეუფასებელი საჩუქარია ადამიანისთვის ღმერთისგან, წარმოიდგინეთ ადამიანმა რომ შექმნას უმაღლესი დონის რობოტი ისე რომ თვითონ ფიქრობდეს არ ჭირდებოდეს დაპროგრამება, უნიკალური იყოს, მსგავსი ადამიანისა… ადამიანი მისცემს თავისუფლებას, ესეთ გამოგონებას? დარწმუნებული ვარ რომ არცერთი ადამიანი არ მისცემს თავისუფლებას, ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ღმერთმა მოგვცა თავისუფლება, არ გვირღვევს უფლებებს, რელიგია შეგვიქმნა ისეთი რომელიც დედამიწაზე ანალოგი არ მოიძებნება, ყველაზე დიდი დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა ხომ ქრისტიანულ-მართლმადიდებლობაშია, მოექეცი ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ეს ხომ არამიწიერია, მიწიერს რომ შეექმნა, ამას არ იტყოდა, იტყოდა ესე, მაგალითად: თუ ცუდად მოგექცა შენც ცუდად მოექეცი თუ გინდა რომ პატივი ქცეს… მე მართალი რომ გითხრათ, არც იმის მჯერავს რომ ამბობდნენ ადრე ბავშვი მტრულად უნდა გაზარდო რომ გამოგადგესო, მტრულად გაზრდილი ბავშვი ან მონური ფსიქოლოგიით გაიზრდება ან მართლა მტერი გამოვა შენი, იმიტომ არსებობს სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და უსიყვარულობა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, როდესაც არაფერს თავისი სახელი არ ჰქვია სწორედ მაშინ იწყება ქაოსი, გაუგებრობა, სადიზმი და უსიყვარულობა. ისე რომ, ღმერთი არსებობს და ყველაფერი ღმერთის შექმნილია, მაგრამ კითხვა რომ გაგიჩნდება ადამიანს რომ თუ არაფერი თავისით არ იქმნება, მაშინ ღმერთიც ვინმეს შექმნილი იქნება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ მხოლოდ ვიცით ის რომ ღმერთამდე რაც არის ყველაფერი ღმერთის შექმნილი და ღმერთის იქით ჩვენ არაფერი ვიცით, ამიტომ რაც არ ვიცით არ უნდა ვილაპარაკოთ…

    Like

  48. zaza

    ჩემი აზრით თუ ქრისტიან-მართლმადიდებელი ხარ და თავს თვლი ქრისტიან-მართლმადიდებლად და გწამს… მაშინ არ შეიძლება სხვა რამის დაიჯერო და იწამო რაც ღმერთს ეწინააღმდეგება, შეხედე, მოუსმინე, მაგრამ ნუ იწამებ… თუ სხვა რამის გაგების შემდეგ ეჭვი შეგეპარა ესეიგი იმას ნიშნავს რომ არ გწამს ღმერთის, ქრისტიანობის… როდესაც მამაშენის გჯერავს, იცი რომ კარგი არის, როგორიც არის და ვინმე ცუდს გეტყვის მასზე დაიჯერებ, არა ხო?.. ხომ გახსოვთ მამა გაბრიელის სიტყვები, თუ გინდათ ეშმაკს ზურგზე შეაჯექი და გამოიყენე კარგ საქმეში, თავი წააყვანინე სადაც შენ გინდა, მაგრამ მას ნუ გამოადგები, მას თავს ნუ გამოაყენებინებ, მის საქმეს ნუ გააკეთებ…
    რა თქმა უნდა მე არ ვარ ისეთი მორწმუნე რასაც მორწმუნე ჰქვია ჩვენი შეხედულებებით, მაგრამ ღმერთის არსებობის მწამს რადგან მე პირადად გამომიცდია, ბევრს გამოუცდია და ბევრი ფაქტებიც არსებობს დასტური ღმერთის არსებობისა, და თუ ვამბობთ რომ ქრისტიან-მართლმადიდებლები ვართ, მაშინ რატომ ვცდილობთ სხვა რამის დაჯერებას, ქოთანს ხომ ნებისმიერი მხრიდან შეგვიძლია სახელური გავუკეთოთ, ყოველთვის არსებობს და ყოველთვის იპოვით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთ საწინააღმდეგო კითხვებიც და პასუხებიც, ამიტომ რისიც გვჯერავს და გვწამს იმის ბოლომდე უნდა გავყვეთმ მშობლის ხომ გვჯერავს ხომ ყოველთვის ბოლომდე მივყვებით, ღმერთი ყველა ჩვენთაგანის მშობელია… არ შეიძლება ერთი გჯეროდეს და მეორეზე ფიქრობდე… რწმენაში თუ ძლიერები ვიქნებით მაშინ აღარ მოგვივა თავში ვიღაცის აზრები ისე რომ რაიმეში დავეჭვდეთ, ადამიანის გონება ხომ უსაზღვროა, საზღვრები არ გააჩნია და ყოველთვის ვიპოვით ცხოვრებაში ურთიერთ საწინააღმდეგო კითხვებსაც და პასუხებსაც, მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის ისაა როდესაც გწამს ღმერთისა და არანაირი ეჭვი არ გეპარება…

    Like

  49. zaza

    ჩემი აზრით მეცნიერება მხოლოდ გართობაა, დროის გაყვანაა და ძალიან შორ გზაზე სიარული, მუდმივად წრეზე სიარული, რადგან მეცნიერებით ძებნა სულაც არაა საჭირო რასაც ეძებ, რადგან მუდმივად შენთანაა ის და შენ სხვაგან ეძებ, მარჯვენა ხელით, თავზე გადატარებით, მარცხენა ყურს იფხან, როცა შეგიძლია მარცხენა ხელით მოიფხანო მარცხენა ყური… მეცნიერება მრავალფეროვანია სახეცვალებადია, მუდმივად განიცდის მტკიცებულებებიდან გამომდინარე სახის შეცვლას, და მუდმივად რაღაც ახალს ეძებს, არარსებულს, მხოლოდ თავს ვიტყუებთ დროდადრო, მუდმივად ისეთ რაღაცეებს ვამტკიცებთ რასაც შემდეგ უკუჩვენება მოყვება, რადგან ადამიანის ტვინი თავისუფალია და უსაძღვროა, რაც შეიძლება მეტი ფანტაზიები სჭირდება და ვერ ვთოკავთ, მეცნიერებას ფაქტები ჭირდება ხოლო რელიგიას რწმენა, გრძნობა ფაქტები ბევრია და გაუგებარია, მუდმივად ერთმანეთის საწინააღმდეგოა, ხოლო რელიგია ერთია, და ერთიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა (რელიგიას ვგულისხმობ მხოლოდ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურს, რადგან მხოლოდ ეს არის მოგონილი ღმერთისგან ხალხისთვის სხვა დანარჩენი კი ხალხის მოგონილია ერთმანეთის კონტროლისათვის და მართვისათვის…) მას არ ჭირდება მრავალფეროვნება რადგან ჭეშმარიტება ხომ მხოლოდ ერთია, ღმერთი მხოლოდ ერთია, ერთი უნდა გწამდეს მხოლოდ, ისე როგორც მაგალითად: მამაშენი, რომ იცი კარგი ადამიანია მაგრამ ვიღაც რომ გიმტკიცებს ცუდია, მაგრამ შენ არ გჯერავს, არც გინდა დაიჯერო და არც დაიჯერებ… ლამაზი სიტყვებით რაიმეს დაჯერება და ღმერთის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება არასწორია, ეს იმას ნიშნავს რომ არც არასოდეს გწამდა ღმერთი, მაშინ, მამის კარგ კაცობაში ეჭვი გეპარება? ყველაზე სახიფათო და არასანდო ადამიანი სწორედ ის არის როდესაც ეჭვი შეეპარება იმაში ვისიც სწამს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ უფრო ლამაზად და დამაჯერებლად შეუფუთა რაიმე მტკიცებულება იმისათვის რომ ღმერთში ეჭვი შეგეპაროს. სამწუხაროდ მეცნიერებით სწორედ ეს ხდება, მტკიცებულებები კი ბევრი არსებობს, ჯერ თურმე მაიმუნების შთამომავლები ვყოფილვართ, მერე შემცდარან თურმე მეცნიერები და მაიმუნებისგან კიარა წყლიდან ამოვსულვართ, თევზის რაღაც სახეობისგან განვითარებულვართ, თურმე აქაც შემცდარან მეცნიერები და ცაში რაღაც დიდი აფეთქება მომხდარა და… (სანამ აფეთქდებოდა საიდან მოვიდა იქ და ვინ შექმნა ის ცოცხალი ორგანიმები?) დარწმუნებული ვარ ეს ბოლო არ არის, კიდევ ბევრჯერ შეცდებიან, იმიტომ რომ არ არის საჭირო ძებნა, და არარსებულის მტკიცებულება, ჩვენშია ღმერთი-ჭეშმარიტება, ჩაიხედე საკუთარ თავში, გულში, სულში და დაინახავ ყველაფერს… (ოღონდ სუფთა გულით და რწმენით) მაგალითად: მრგვალ ქოთანს სახელურს რომ გაუკეთებ, შემდეგ გადის დრო და მაინც ვერ კმაყოფილდები რადგან ფიქრობ რომ სადღაც შეცდომა დაუშვი, რაღაცა აკლია, რაღაც, ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს, შემდეგ ისევ იწყებ ფიქრს 5 სანტიმეტრით იქით რომ გამეკეთებინა ეს სახელური უფრო კარგი იქნებოდაო, შემდეგ უცვლი ისევ ადგილს ამ სახელურს, ამასობაში გადის ძალიან დიდი დრო, წლები, საუკუნეები მაგრამ მაინც არ ხარ კმაყოფილი, შემდეგ ისევ იგივეს იმეორებ ოღონდ განსხვავება, 10-15 სანტიმეტრით აშორებ და უცვლი ადგილს, სახელურს და ეს მეორდება საუკუნეების განმავლობაში, წრეზე დადიხარ, და ბოლოს საიდანაც დაიწყე ისევ იქ რომ მიხვალ მერე, იტყვი იქნებ სულაც არ არის საჭირო ამ ქოთანზე სახელურის გაკეთება, რადგან ვინც გააკეთა ეს ქოთანი სახელურის გარეშე თვლიდა რომ ესეთი უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით ეს არის სწორედ მეცნიერება და მეტი არაფერი, ღმერთმა არაფრისგან შექმნა ეს ყველაფერი ხოლო მეცნიერება ამ ყველაფრისგან არაფერს ქმნის, და იმიტომ ვთვლი სწორედ დროის კარგვად, და ადამიანების შეცდომაში შესაყვანად იმისათვის რომ ღმერთი უარყონ, მეცნიერებით რა დროსაც კარგავ ის დრო ღმერთთან ურთიერთობაში გამოიყენო უკეთესი იქნება და უფრო მეტი წინსვლა იქნება… დიდი მოაზროვნე მეცნიერებიც კი გრძნობდნენ რომ თავიდათავი ამ ყველაფრის შექმნისა მხოლოდ ღმერთი არის, მაგალითად ნიუტონი, აინშტაინი და ასე შემდეგ….

    Like

  50. charli )))

    zazas dapiqsirebuli azri, me zemot agnishnuli mosazrebebis saboloo daskvnad mimachnia rasac vetanxmebi, titqmis srulad wavikitxe gverdze gamoqveynebuli statiac da shemdgom subieqtebis gansxvavebuli mosazrebebi shexedulebebi da daskvnebi, romelsac pativs vcem, es tema sigrmiseulia da kide mravali gansxvavebuli gamoxmaureba da mosazrebac dapiqsirdeba imis shesaxeb, sheqmna tu ara gmertma samyaroda. martmadideblur rwmenashi gadzlierebul adamians ar gauchndeba is kitxva, tu vin sheqmna samyaro da kitxvis nishnis qvesh ar daayenebs am sakitxs, radgan man ukve sheicno upali misi ketili cxovrebit rac gasca is miigo, rogorc moeqca sxvebs ise moeqcnen, rogorc daapura mshieri, ise daapures sxvebmac siduxchiri myops. msoplios wamyvani eqspertebi sigrmiseuli dakvirvebit ikvlevdnen macxovris sudaras, yvela gzas shemoqmed upaltan mivyavart megobrebo. madlobt

    Like

  51. His latest comments suggest that he has broken away from previous views he has expressed on
    religion. Previously, he wrote that the laws of Physics meant that it was simply not necessary to believe that God had intervened in the Big Bang.
    He wrote in A Brief History of Time : … “If we discover a complete theory, it would be the ultimate
    triumph of human reason for then we should know the mind of God.”
    In his latest book, he said the 1992 discovery of a planet orbiting another star other than the Sun
    helped deconstruct the view of the father of Physics (Isaac Newton) that the Universe could not have arisen out of chaos but was created by God.
    თუკი ვინმე თარგმანი სჭირდება, შემიძლია დაგეხმაროთ.

    Like

  52. სტვიენ ჰოკინგი არაა ერთად ერთი მეცნიერი, არინან სხვა მეცნიერებიც რომლებიც არ იზიარებენ მის აზრს, რაც შეეხება თითონ თემას, აქ ბევრი წერს თავის აზრს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთი რამ მიკვირს, რომელი ხართ უმაღლეს ფიზიკასა და მათემეტიკაში გარკვეულები რომ თქვენი აზრი სწორად მიგაჩნიათ? თუ არ იცი უმაღლესი ფიზიკა და მათემატიკა ჯობია თავი შეიკავოთ

    Like

    1. მე პირადად ფიზიკაში მოყვარულის დონეზე ვერკვევი, უმაღლესი მათემატიკა კი ნასწავლი მაქვს, ეკონომისტი ვარ. თუმცა არა მგონია, სუბიექტური აზრის გამოსათქმელად შესაბამისი განათლება იყოს საჭირო (კომპეტენტური აზრის გამოსათქმელად კიბატონო)

      Like

  53. Gela_K

    იყო დრო როდესაც რელიგია ცდილობდა მეცნიერების შევიწროვებას. მაგრამ სამყაროს ერთერთი ფუნდამენტური თვისება ტალღურობაა და, როგორც ჩანს, ეხლა შევედით ფაზაში, როდესაც მეცნიერები ცდილობენ რელიგიის შევიწროვებას 🙂
    საინტერესოა, რომ ღმერთის რწმენის გარეშე, სამყაროს წარმოშობის ახსნის მცდელობისას აუცილებლი ხდება ვირწმუნოთ სხვა რამე. ამ შემთხვევაში ავტორმა ირწმუნა დიდი აფეთქება, რომელიც არის დაშვება, პოსტულატი, რომელის რწმენა საბოლოოდ ტოლფასია გწამდეს სკოლი: მგელი, რომელიც თურმე ვიკინგების რწმენით, მზეს იჭერდა და მის დაბნელებას იწვევდა.
    ავტორი ამბობს ელემენტარულ ნაწილაკებზე: “მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაჩნდნენ შემთხვევით, იარსებონ ცოტა ხანს და შემდეგ გაქრნენ, რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან.” ელემენტარულ ნაწილაკებს მართლაც აქვთ ეს თვისება და ამის დაკვირვება ხელოვნურად შექმნილ სიცარიელეშია შესაძლებელი. თუ ამ სიცარიელეში ელემენტარული ნაწილაკი გაჩნდა, შესაძლოა ის მოდიოდეს სივრცის სხვა არიდან, და გაქრობის შემდეგ “გადასახლდეს” კიდევ სხვაგან. მის ასავალდასავალს მეცნიერები თვალყურს ვერ ადევნებენ. გარდა ამისა, სიცარიელე, რომელიც უკვე არსებული სივრცის რაღაცა ნაწილში, ცდისათვის შევქმენით, არ არის იგივე სიცარიელე, რომელიც სამყაროს გაჩენამდე არსებობდა. მაშინ არ იყო დრო და არც ადგილი სადაც ელემენტარული ნაწილაკი დაეტეოდა. ამიტომ დღევანდელ სიცარიელეში ნაწილაკების გაჩენა-გაქრობა არ არის იგივე პროცესი რამაც სიცარიელის დადებით და უარყოფით ენერგიებად განცალკევება გამოიწვია.
    გარდა ამისა, სტატია თან უარყოფს რომ სამყაროს დაბადებამდე რამე არსებობდა, თან აკეთებს დაშვებას, რომ არსებობდა უსასრულოდ მცირე წერტილში და გზადაგზა ამასაც უარყოფს და ამბობს, რომ ნული გაიყო დადებით და უარყოფით ნაწილებად. ერთი სიტყვით საკუთარი თავისადმი წინააღმდეგობრივია. ბოლოს ავტორი ამბობს: მადლიერი ვარო. ვისი მადლიერია? ნუ თუ არავისი?
    სახარებაში არ წერია, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია. მეცნიერებას არ უარუყვია არაფერი რაც სახარებაში წერია.

    Like

  54. david

    დიდ პატივს ვცემ ბატონ სტივენს, მაგრამ ის დამარცხდა როდესაც აღმოაჩინეს “ჰიქსის ბოზონი” – “ღვთიური ნაწილაკი”. მისი ზემოხსენებული თეორიები კი წყალში ჩაიყარა.. ეს თავად ჰოკინგმაც აღიარა.. 🙂

    Like

    1. სტივენ ჰოკინგმა მხოლოდ სანაძლეო წააგო, რომ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა (რადგან ძნელი გამოსაჭერი ნაწილაკია). თეორიებს რაც შეეხება, ჰოკინგის არცერთ თეორიას არ ეწინააღმდეგება და საერთოდაც, ნაკლებად არის კავშირში.

      Like

  55. zaza

    ჩემი აზრით, შორს ვერ მიდიან, მუდმივად რაღაცის გარშემო ტრიალებენ წრეზე, მაგალითად:
    ავიღოთ საათი, ვიღაცამ შექმნა საათი, დაქოქა, მუშაობს და მუშაობს სანამ არ მივა იმ დრომდე, სადაც, რა დროსაც უნდა გაჩერდეს…
    თვითონ საათის შემქმნელი არ ჩანს…
    მეცნიერები იკვლევენ ამ სათს და ასკვნიან რომ ეს საათი თავისით მუშაობს, რადგან თავისით მუშაობს და თანაც დეტალურად შეამოწმეს რომ ამ საათში შიგნით არავინ ზის და არც არავინ აკონტროლებს, თავისით მუშაობს, ესეიგი თავისით შეიქმნა, ვერ პოულობენ საათის შემქმნელს.
    დასკვნა: ყველაფერი თავისით შეიქმნა და იქმნება… 🙂 (ეს რა თქმა უნდა მოკლედ და მარტივად 🙂 )

    Like

  56. zaza

    სანაძლეო ერთია მაგრამ… მაგრამ, სიტყვა “ღვთიური” ”ღვთიური ნაწილაკი” კაცი რომელიც ღმერთს არ აღიარებს, ღვთიურს, ღვთაებას… ? (საიდან მოვიდა სიტყვა “ღვთიური”, შეიძლება ჰოკინგმა არ დაარქვა ეს სიტყვა მაგრამ იმ ხალხმა, მეცნიერებმა ხომ დაარქვა ვინც ჰოკინგის აზრებს იზიარებდა ან იზიარებს)
    კი ბატონო, ადრე იყო დრო როდესაც რელიგიის მიმდევრები ავიწროვებდნენ, (თუმცა პირიქითაც ყოფილა და არის) თვითონ რელიგია არა. რელიგიის მიმდევრები, ამაზეა მთავარი ხასგასმა რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ან გვეშლება…
    არსებობს ცუდი მიმდევარი და კარგი მიმდევარი, ცუდი მოსწავლე და კარგი მოსწავლე, ცუდი მთქმელი და კარგი გამგონი, ან პირიქით, კარგი მთქმელი და ცუდი გამგონი. (თუმცა მესამეც არის, ცუდი მთქმელი და ცუდი გამგონი) ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი.
    მოსწავლე, მიმდევარი, რელიგიას არ ნიშნავს, ეს იგივეა როგორც მაგალითად: კარგი ფიზიკოსი, საშუალო ფიზიკოსი და ცუდი ფიზიკოსი, და არა ცუდი ან კარგი ფიზიკა-რელიგია. (მოყვარული, რომელსაც თვითონ ჰგონია რომ ფიზიკოსია ან რელიგიათმცოდნე)
    მთავარი ის არის თვითონ რელიგია რას გეუბნება (ღმერთის რელიგია ქრისტიანულ-მართლმადიდებლური) და არა რელიგიის მიმდევრები და ასე შემდეგ…
    ჩემი აზრით ეს ყველაზე კარგად შეესატყვისება, შეეფერება პარალელის გავლებაში, მეცნიერების კვლევას უღმერთოდ ძიებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
    მეცნიერები იკვლევენ სათს და ასკვნიან რომ ეს საათი თავისით მუშაობს, რადგან თავისით მუშაობს და თანაც დეტალურად შეამოწმეს რომ ამ საათში შიგნით არავინ ზის და არც არავინ აკონტროლებს, თავისით მუშაობს, ესეიგი თავისით შეიქმნა, ვერ პოულობენ საათის შემქმნელს.
    დასკვნა: ყველაფერი თავისით შეიქმნა და იქმნება… 🙂 🙂 🙂

    Like

    1. ჰიგსის ბოზონს თავიდან ერქვა Goddamn particle ანუ “დაწყევილი/წყეული ნაწილაკი”, რადგან ძალიან ძნელია ჩვენი ტექნოლოგიით მისი გამოჭერა. შემდეგ ჟურნალისტებმა შეამოკლეს და God particle ანუ ღმერთის ნაწილაკი დაერქვა. ჰიგსის ბოზონის ფუნქცია ისაა, რომ სხვა ნაწილაკებსა და სხეულებს მასას ანიჭებს, ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამ ტერმინის გამოყენებას მეცნიერები ეწინააღმდეგებიან კიდეც, რომ ვინმე შეცდომაში არ შევიდეს. საერთოდაც, ვინც მაგ ნაწილაკის არსებობა ივარაუდა და მის შესახებ თეორია შექმნა, ანუ პიტერ ჰიგსი, ათეისტია.

      რელიგია ცოცხალი არსება არაა და როგორ უნდა დევნოს? :დ რელიგიური სწავლებები ეწინააღმდეგება მეცნიერებას და ამის საფუძველზე ხდებოდა დევნა

      Like

  57. zaza

    საქმეც ეგ არის, ეგ ავხსენი ზუსტად, მეც რომ რელიგია არსება არ არის, რელიგია სწავლებაა, რწმენაა…
    მე იმის ახსნას ვცდილობ რომ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი რელიგიას და რელიგიის მიმდევარს, მოსწავლეს თუ რელიგიადმცოდნეს ერთმანეთში აიგივებს და ასე ვთქვათ ერთ ქვაბში ხარშავს…
    თუ არასწორად მოიქცა რელიგიის მიმდევარი და ასე შემდეგ….
    იწყებენ რელიგიის ლანძღვას, რელიგიას კი აღარ უყურებენ, რელიგია რას გეუბნება, იმ ადამიანს უყურებენ ის ადამიანი რას და როგორ გეუბნება. (თავისი, თავისებურად გადმოცემულ აზრს ან ქცევებს)

    Like

  58. Vili Fisher

    Rod esat s S tat ias Tar G mni Araf Eri Daak Lo Da Art s Mia Mat O . Dai Cavi Zed Mit Sev Nul Oba D A Core C tul Ob a . Shin a Arsi Gas A Ge bi A Rom Er Ti Da I Give A Mag Ram Dai Cavi Wes R IGI ! S Colis Miti , Gali Leo .. Da Ag Har Ch a mov K H vebi .

    Like

  59. zura gogshelidze

    სიმართლე გითხრათ განსაკუთრებული აქ არაფეი წერია. ჩვეულებრივი მეცნიერული შეხედულებაა ღმერთზე. მიუხედავად ასეთი ჩამოყალიბებული არგუმენტებისა ღმერთის არსებობაზე, რომ რახან აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, არ არსებობდა ღმერთი, საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს, რადგან „დრო“ როგორც მატერიის ერთ-ერთი სახეობა საერთოდ არ ჭირდება ღმერთს არსებობისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისთვისაა „ფუფუნება“.(და თუ რატომ?! ამასაც გააჩნია ახსნა)
    რაც შეეხება „სამოთხეს!“ – ზუსტად აქ იხსნება, ის რომ „დრო“ როგორც მატერია საერთოდ არ არის საჭირო ღმერთის არსებობისთვის. წმინდა გადმოცემებში, რომლებმაც დღემდე მოახწია გვამცნობს „სამოთხეში“ დროის არსებობის შესახებ – „… ათასი წელი ვითარცა ერთი დღე“, რაც ნიშნავს, რომ „იქ“ დრო, როგორც მატერიის ფორმა არ არსებობს. ასე რომ თუ ეს აზრი, ასეთი გადმოცემებით არსებობს,ეს ნიშნავს რომ ღმერთი „დრო“-ის გარეშეც არსებობს.

    P.S. ღმერთი იმიტომ არის ღმერთი, რომ არ საჭიროებს „დროს“.

    Like

    1. რეზო

      რახან იმ “წმინდა გადმოცემებში ეგრე წერია, მაგიტომ მართალია? ეგ გადმოცემები არის ტყუილი ზღაპრები, ისევე, როგორც უამრავი სხვა მითი. ღმერთის არსებობისთვის რა არის საჭირო და რა-არა, საიდან იცით? საერთოდ რომ არსებობს ღმერთი, საიდან იცით? საიდან გაქვთ ეგ ინფორმაციები? გადმოცემებიდან და მითებიდან? ან რა იცით რომ ღმერთი დროს არ საჭიროებს?

      Liked by 1 person

  60. http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/ ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის ჯონ ლენოქსის მეტად საინტერესო სტატია.

    Like

    1. https://www.youtube.com/watch?v=xigXHUdYw1k ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, მათემატიკოსის, ფილოსოფიის მეცნიერისა და ქრისტიანი აპოლოგეტის, ჯონ ლენოქსის ლექცია საკითხზე რატომ არის მოკლებული ახალი ათეისტების მტკიცებები საფუძველს.

      Like

      1. ალისტერ მაკგრეთს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამი სადოქტორო ხარისხი აქვს მიღებული, მათ შორის მოლეკულურ ბიოფიზიკაში. თეოლოგიის შესწავლამდე, ის სწორედ ამ სფეროში
        მოღვაწეობდა. ალისტერ მაკგრეთი, ყოფილი ათეისტი, თეოლოგიის პროფესორი ლონდონის სამეფო კოლეჯში.
        ალისტერ მაკგრეთი – სტივენ ჰოკინგი, ღმერთი და მეცნიერების როლიhttps://davidtinikashvili.wordpress.com/2016/12/24/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C/

        Liked by 1 person

  61. zaza

    ნამდვილად ვეთანხმები ჯონ ლენოქსს.
    შეუძლებელია სამყაროს ამოხსნა ღმერთის გარეშე…
    და თუ ვინმე ხსნის ან გონია რომ ხსნის, სასაცილოა… რადგან თავის ფანტაზიებით ხსნის, თვითონ როგორც წარმოუდგენია და თავი გენიოსი ჰგონია, მაგრამ ვინ იცის რომ სიმართლეს ამტკიცებს, რადგან ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს სხვა რომ არ ლაპარაკობს და ამით ასკვნის რომ ჭკვიანია და ეს ესეა, როგორც ფიქრობს…
    სავარაუდო ფანტაზიები მეც ძალიან ბევრი მაქვს მაგრამ სიმართლეა?..
    ვინ იცის?…
    მხოლოდ მე მგონია რომ სიმართლეა…

    Like

  62. Zaza

    ერთხელ კიდე გადავიკითხე ეს სტატია, მაინტერესებდა იქნებ რამე გამომრჩა, და იმიტომ ვერ ვგებულობ-მეთქი ჰოკინგის ახსნებს, მაგრამ, მაინც ვერ ვპოულობ იმის არგუმენტს რომ მე საკუთარი თავი დავაჯერო იმით, რისაც თავად ჰოკინგს სჯერავს…
    ჰოკინგი ამბობს რომ, ყველაფერი დაიწყო ეგრეთ წოდებული “დიდი აფეთქებით”, აფეთქებამდე?
    აფეთქებამდე ვერაფერს ხსნის რა ხდებოდა, იგნორი…
    ამბობს, დრო არ არსებობდაო და ამიტომ არაფერი არ ყოფილაო, და არც არაფერი ვიცითო.
    და თან ამტკიცებს, გადაჭრით ამბობს რომ დრო არ არსებობდა და შესაბამისად ღმერთიც არ არსებობს.
    თუკი აფეთქებამდე არაფერი არ იცი რა ხდებოდა, დრო არ არსებობდა, როგორ ამტკიცებ რომ ღმერთი არ არსებობს?!.
    ღმერთს ხომ დრო არ სჭირდება, ღმერთი თუ უკვდავია, დრო რად უნდა, არ არის საჭირო.
    ჰოკინგმა გაიგო (თვითონ როგორც ჰგონია) დროის ათვლა საიდან დაიწყო, მაგრამ სამყარო როგორ და ვინ შექმნა ეს ხომ ვერ გაიგო, არ იცის, თვითონ ამბობს რომ აფეთქებამდე არვიცი რა ხდებოდაო და თან ამტკიცებს რომ ღმერთი არ არსებობსო, ყველაფერი თავისით შეიქმნაო…

    განა შეიძლება, ჭკვიანმა კაცმა დაამტკიცოს რომ ღმერთი არ არსებობს?!.. (თუ ვარაოდობს სხვა საკითხია, მაგრამ არ ვარაოდობს, ეს ამტკიცებს, თავისი მოგონილი თეორიებით)

    მიზეზი ყველაფერს აქვს და ყველაფერს სჭირდება, თავისით არაფერი არ იქმნება თუ ყველაფერს ძირეულად ჩავწვდებით, იმ ნაწილაკების და პროტონების მოქმედებით რომლებიც ბუნების კანონებით მოქმედებენ, კვანტურ მექანიკას რომ უწოდებენ, ზემოთ როგორც თვითონ ამბობს, თვითონ რომ შეუძლიათ გაქრნენ და სადაც უნდათ იქ გაჩნდნენ, ეს თავისით ხდება?..
    თავისით როგორ ხდება, როცა ბუნების კანონებით ხდება ეს ყველაფერი, სადაც უნდათ გაჩნდებიან და სადაც უნდათ გაქრებიან, ესეიგი კანონი მოქმედებს, ბუნების ქანონის საშუალებით ახერხებენ გაქრობა-გაჩენას ხო?..
    ანუ, ყველგან და ყველაფერში თავისი მიზეზები არსებობს, თვითონ ფიზიკა როგორ მუშაობს, თუ ბუნების კანონები არ იქნება ფიზიკა იქნება ფიზიკა? ანუ, აქაც კანონებია, მიზეზებია საჭირო…

    ჰოკინგმა შედარება მოიყვანა, მიწას თუ ამოვთხრით და გვერდზე დავყრით ერთდროულად გორას და ხვრელს მივიღებთო, მაგრამ რისგან?..
    მიწისგან ხო?
    მიწა თუ არ იქნება, რას ამოთხრი და როგორ შექმნი გორას ან ხვრელს?..

    ეხლა პარალელი გავავლოთ: ეგრეთწოდებული “დიდი აფეთქება” როგორ მოხდებოდა თუ მიზეზი არ იქნებოდა, თუ სიცოცხლის მასალა არ იქნებოდა?..
    თუკი არაფერი იყო, აფეთქებამდე და შესაბამისად არც დრო, ესეიგი უკვდავება იყო, (ჩვენთვის უკვდავობა, რადგან არ ვიცით რა ხდებოდა, ვერ ვხსნით) რადგან დრო არ არსებობდა, შექმნილი სიცოცხლე, მოკვდავობა დაიწყო “დიდი აფეთქებიდან”…
    უკვდავებას ჩვენ ხომ ვერ ვხსნით, რა არის, როგორ არის, რადგან ვერ ვხსნით ესეიგი არ არსებობს?..
    ფაქტიურად, მე როგორც გავიგე ათეიზმი ქადაგებს (ჰოკინგის მეთაურობით) “ჩვენთვის” ამოუხსნელი არაფერი არ არის ყველაფერი ამოხსნადია, მაგრამ, თუ რამეს ვერ ვხსნით, ესეიგი არ არსებობს და იმიტომ ვერ ვხსნით, რაც არ არსებობს როგორ ამოხსნი?..

    უბრალოდ, კარგად რომ დავფიქრდეთ, კარგად რომ დავუკვირდეთ, “დიდი აფეთქებამდე” თუკი არაფერი არ იყო, არ არსებობდა, მაშინ სად მოხდა “დიდი აფეთქება” როგორ მოხდა “დიდი აფეთქება” რატომ, რა მიზეზით მოხდა “დიდი აფეთქება”, საიდან მოვიდა, საიდან წარმოიშვა, ვინ შექმნა, წარმოშვა, ის პროტონები, ნაწილაკები, ის ბუნებრივი კანონები რომელსაც კვანტური მექანია ჰქვია, ანუ, ბუნების კანონები მაინც ჭირდებოდა ხო, რომ როცა უნდოდა სადაც უნდოდა გაჩენილიყვნენ, გამქრალიყვნენ პროტონები თუ ნაწილაკები?..

    მე ამით არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ კითხვები არსებობს, როცა რამეს ამტკიცებ შესაბამისად კითხვებს პასუხებიც უნდა ჰქონდეს რომ ან დაიჯერო ან საერთოდ აღარაფერი თქვა და უბრალოდ ჩათვალო რომ მე არ მესმის და მორჩა.

    Liked by 1 person

    1. Zaza

      ჩარლიუს, რატომ მაინც და მაინც ჩემი კომენტარები ელოდება ხოლმე გააქტიურებას?
      თუ მართლა ესეა საწყენი იქნება…

      Like

  63. Zaza

    რელიგია და მეცნიერება – ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს.

    წმიდა ილია მართლის სიტყვებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს.

    რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე დაადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი. მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი – განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების – ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.

    მეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).

    რელიგია და მეცნიერული ფაქტები

    მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა ჩვენს სამშობლოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უღმერთობა მეცნიერებად ითვლებოდა – სტუდენტები აბარებდნენ გამოცდებს „მეცნიერულ ათეიზმში“ (მეცნიერულ უღმერთობაში!). დამტკიცებულად ითვლებოდა, რომ მეცნიერება და რელიგია შეუთავსებადია, რომ მორწმუნენი სნეულნი არიან, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ, ხშირად იძულებითაც. მათი ისინი ერთი ბიბლიური ეპითეტის მიხედვით „ბნელეთის მოციქულებს“ უწოდებდნენ.
    გავიდა დრო და ეს ფსევდომეცნიერება – ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს, ჩვენს საუკუნეში აღმოაჩინა. და ბუნებრივია, არსებობს სხვებიც, რომელთა სიღრმესა და სიბრძნეს ჩვენი მეცნავი გონება ჯერაც ვერ ჩასწვდომია – მეცნიერებას ჯერაც ვერ მიუღწევია (და ვერც ვერასდროს მისწვდება, როგორც გარშემოწერილი გარშემოუწერელს) ბიბლიის სიმაღლეებისთვის. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთის არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის.
    რაც შეეხება საკითხს სამყაროს შექმნის შესახებ, აქ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რაც თავის დროზე წმიდანებს უფლისაგან ემცნოთ.

    ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისაგან შეიქმნა
    დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ, რომ ღმერთის სრულყოფილმა ხელმა „უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა“ (თ. XI, 18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას – უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია.

    ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწას უფსკრული აკრავს
    ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვატყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.
    კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ.
    წმ. ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: „უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ („უქუსთა დღეთა“). გამოთქმა: „აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი. წმ. კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში – „სწავლანი კათაკმეველთათვის“ გვამცნობს: „დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია“. დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს.

    რას ამბობენ გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ

    უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“ –

    კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს… ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს…“

    გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.

    გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“

    Link
    http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/69774-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A1/94/user:Guns%20N%20Roses:show:channel

    Like

  64. Zaza

    რელიგია და მეცნიერება – ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს.

    წმიდა ილია მართლის სიტყვებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს.

    რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე დაადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი. მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი – განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების – ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.

    მეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).

    რელიგია და მეცნიერული ფაქტები

    მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა ჩვენს სამშობლოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უღმერთობა მეცნიერებად ითვლებოდა – სტუდენტები აბარებდნენ გამოცდებს „მეცნიერულ ათეიზმში“ (მეცნიერულ უღმერთობაში!). დამტკიცებულად ითვლებოდა, რომ მეცნიერება და რელიგია შეუთავსებადია, რომ მორწმუნენი სნეულნი არიან, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ, ხშირად იძულებითაც. მათი ისინი ერთი ბიბლიური ეპითეტის მიხედვით „ბნელეთის მოციქულებს“ უწოდებდნენ.
    გავიდა დრო და ეს ფსევდომეცნიერება – ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს, ჩვენს საუკუნეში აღმოაჩინა. და ბუნებრივია, არსებობს სხვებიც, რომელთა სიღრმესა და სიბრძნეს ჩვენი მეცნავი გონება ჯერაც ვერ ჩასწვდომია – მეცნიერებას ჯერაც ვერ მიუღწევია (და ვერც ვერასდროს მისწვდება, როგორც გარშემოწერილი გარშემოუწერელს) ბიბლიის სიმაღლეებისთვის. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთის არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის.
    რაც შეეხება საკითხს სამყაროს შექმნის შესახებ, აქ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რაც თავის დროზე წმიდანებს უფლისაგან ემცნოთ.

    ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისაგან შეიქმნა
    დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ, რომ ღმერთის სრულყოფილმა ხელმა „უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა“ (თ. XI, 18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას – უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია.

    ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწას უფსკრული აკრავს
    ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვატყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.
    კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ.
    წმ. ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: „უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ („უქუსთა დღეთა“). გამოთქმა: „აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი. წმ. კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში – „სწავლანი კათაკმეველთათვის“ გვამცნობს: „დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია“. დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს.

    რას ამბობენ გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ

    უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“ –

    კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს… ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს…“

    გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.

    გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“

    Like

  65. არ მესმის, როსთვის უნდა დააფასო სიცოცხლე, თუ მის შემდეგ არაფერია, ურთოერთგამომრიცცავია ნათქვამი და.შედეგი. დავუშვათ, რომ მეცნიერულად, ფიზიკის ჯანონების აზსნით, სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ შეიქმნა, დავსვამ, ერთ უბრალო და მიამიტურ კითხვას, რისთვის?,რა იყო მიზანი სამყაროს შენის და ჩვენი,.ადამიანების? იყო არაფერი, გაჩნდა მატერია და. მოკვდა მატერია, აორთქმდა,.იქცა მტვრად, და.ესრა.ყველაფერირა რისთვის? აინშტაინმა სიკვდილი.ს.მიახლოების ჟამს იგრძნო ღმერთი, კარგი იქნება თუ მეცნიერები თავიანთ დიდებულ ნაშრომებს პატივს სხემენ და.ბჟუტურად არ გადააწცევენ.

    Like

    1. უნდა დააფასო იმის გამო, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა და მეორე შანსი აღარ გექნება. ხოლო ის, რაც გარანტირებულად გაქვს, ფასს კარგავს.

      აინშტაინზე და სხვა მეცნიერებზე არსებული ლეგენდები სიკვდილის წინ ღმერთის აღიარებაზე არ შეესაბამება რეალობას. აინშტაინი სტუდენტობის დროიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე პანთეისტი იყო

      Like

  66. ლევან ბრეგაძე

    ორი ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობიდან – 1. „სამყარო სასრულია“ და 2. „სამყარო უსასრულოა“ – ადამიანური ლოგიკით ერთ-ერთი უნდა იყოს მართებული, მაგრამ არცერთის მოაზრება ჩვენ არ შეგვიძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითად არაფრის თქმა არ ძალგვიძს იმის თაობაზე, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო.

    Like

  67. Zaza

    მაგალითად, ჩემი აზრით, მე როგორც ვხედავ და მესმის, ფიზიკა, ჩვენ რა ფიზიკასაც ვიცნობთ ეს ფიზიკა მთავრდება ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ადამიანი როდესაც გარდაიცვლება ამის შემდეგ რა მოქმედებს ჩვენ აღარ ვიცით, ვისაც არ სწამს სულიერი ცხოვრების ის ფიზიკის თვალებით უყურებს მატერიალურსაც და არამატერიალურსაც და ეს არის პრობლემა, ეს ჰგავს დაახლოებით ინგლისელს რომ ჩინურად დაელაპარაკო და ის თუ პასუხს ვერ გაგცემს დაასკვნა რომ ინგლისური ენა არ არსებობს რადგან მან ვერ გაიგო შენი ჩინური ენა. (პარალელი – იქნებ ამ ფიზიკით, ჩვენ რაც ვიცით ვერ ვხსნით იმ სულიერ სამყაროს, იქნებ ფიზიკა სულაც არ არის საჭირო)
    თავიდან, ღმერთმა ჩაყარა საძირკველი ამ სამყაროს შესაქმნელად, მაგრამ ამ საძირკველზე ჩვენ ვაშენებთ ჩვენ სამყაროს და თუ ცუდია და არ მოგვწონს ეს ჩვენი დამსახურებაა, იმიტომ რომ ესეთს ვაშენებთ…
    ხომ გვინდოდა და გვინდა თავისუფლება, მოგვცა ღმერთმა თავისუფლება.
    აქედან გამომდინარე ვინ როგორც ვცხოვრობთ ამ მსოფლიოში ისეთი მსოფლიო ყალიბდება, დღეს რა კანონებითაც ვცხოვრობთ ეს კანონები ხომ ჩვენი, ადამიანების შექმნილია, შესაბამისად მსოფლიოც ესეთი მივიღეთ, როგორიც დღეს გვაქვს…
    რეალურად თუ ყველაფერს დავუკვირდებით და ყველაფერს ერთმანეთს დავუკავშირებთ მაშინ მივხვდებით რომ ამ ყველაფრის შემოქმედნი ჩვენ სათითაოდ ყველანი ვართ, იმისდამიხედვით თუ ვინ რას აკეთებს, როგორ ცხოვრობს, რას იგონებს, რას აშავებს, რა სიკეთეს აკეთებს და ასე შემდეგ და შემდეგ…

    შეუძლებელია რომ ამდენი სიზუსტეები, რა სიზუსტეები და აუცილებლობები და ბუნებრივი კანონებიც არსებობს ამ სამყაროში უბრალოდ, შემთხვევით რაღაც აფეთქებულიყო და ამ შემთხვევითობით შექმნილიყო ეს ყველაფერი და ასევე ჩვენც…
    კვანტური ფიზიკა მოჰყავთ ხოლმე როდესაც ესეთ რაღაცეებს გვიმტკიცებენ რომ თურმე შესაძლებელია თავისით რაღაცეების შექმნა, კი, თავისით მაშინ მუშაობს როდესაც უკვე შექმნილია და ეს შექმნილი უკვე სხვანაირად ვითარდება, დაქოქე და შემდეგ თვითონ მუშაობს, ეს არის კვანტური ფიზიკა, მაგრამ ვინ დაქოქა?…
    ეს ხალხი მხოლოდ იმას ხედავს უკვე რომ მუშაობს თავისით, მაგრამ ვიღაცამ რომ დაქოქა იმას ვერ ხედავს… ეს არის ამ ადამიანების პრობლემა…

    ავიღოთ მაგალითად კომპიუტერული რაიმე თამაში, ეს თამაში როგორც არის დაწერილი ხომ სულ მუდმივად ისე თამაშობ, განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ხან წააგებ ხან მოიგებ?..
    ავიღოთ, გაუმჯობესებული თამაში სადაც რამოდენიმე ვარიანტებად არის დაწერილი, ანუ, როგორც ერთხელ მოიგებ, შემდეგ თამაშზე შეიძლება ისევ მოიგო მაგრამ სხვანაირად, ეპიზოდებს სხვანაირად ცვლი და ისე მოიგებ, შემდეგ თამაშზე კიდევ სხვანაირად მოიგებ და ასე შემდეგ… რამოდენიმე ვარიანტებად არის შესაძლებელი მოგების, მრავალფეროვნებისთვის რომ არ მოიწყინო, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ვიღაცის დაწერილია და ისე მუშაობს, ვინც არ იცის ეს ყველაფერი მას ხომ სჯერავს რომ ეს ყველაფერი შენ როგორც გინდა ისე მუშაობს, იმისდამიხედვით რომ თავისით იცვლება ეპიზოდები…
    კვანტურ ფიზიკაშიც ის რაღაც მოლეკულები თუ რაც არის, ისიც თავისით სადაც უნდა და როცა უნდა მაშინ ჩნდება და ქრება, რატომ? როგორ? მართლა თავისით?..
    იქნებ იმ თამაშივით არის კვანტური ფიზიკაც, ზევით რომ მოვიყვანე მაგალითების სხვადასხვა ვარიანტები, და ზოგიერთები ხედავენ ისე რომ თურმე თავისით მუშაობს?..
    კი, საათიც თავისით მუშაობს როდესაც დაქოქავ, მაგრამ ვინ შექმნა ვიცით? (რა თქმა უნდა კონკრეტულად საათს არ ვგულისხმობ)

    Like

  68. ლუკა

    “რაღაცის შექმნა არაფრიდან სრულიად შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში მაინც. ეს იმის გამოა, რომ ასეთ პატარა მასშტაბებში ნაწილაკები, როგორიცაა პროტონები, მოქმედებენ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც კვანტურ მექანიკას ვუწოდებთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაჩნდნენ შემთხვევით, იარსებონ ცოტა ხანს და შემდეგ გაქრნენ, რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან.
    …ბუნების კანონები გვეუბნებიან, რომ სამყაროს არამარტო შეუძლია, არსებობა დაიწყოს პროტონის მსგავს ზომაში, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი აფეთქების მიზეზი არაფერი ყოფილიყო.” – აქ ერთი კითხვა იბადება: ბუნების კანონები ეწოდებათ იმ კანონებს, რომლებიც არსებულ რეალობაში ურყევად და უცვლელად მოქმედებენ, ალბათ იგივე შეიძლება ითქვას კვანტურ მექანიკაზეც, რომელიც ასევე ბუნების კანონად არის მოხსენიებული ჰოკინგის მიერ. საინტერესოა, მაშინ, როცა დადებითი და უარყოფითი ენერგიები არ იყო გამოყოფილი, ანუ სამყარო 0-ოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა ჰოკინგის სიტყვებით, არ არსებობდა არც გამოხატული ენერგია, არ იყო სივრცე და დრო, ეს ბუნების კანონი (რომლის მიხედვითაც არაფრისგან მცირე ნაწილაკი იქმნება ჩვენს რეალობაში) სად ამოქმედდა? არაფრობაში? ბუნების კანონი, რომლითაც ჰოკინგი ხსნის არაფრისგან სამყაროს წარმოქმნას სად უნდა ამოქმედებულიყო როცა თვითონ ეს “ბუნება“ არანაირი სახით არ არსებობდა?

    Like

  69. Zaza

    ეს ყველაფერი, (კვანტური ფიზიკა) წყლით სავსე ჩაიდანს მაგონებს, სანამ ცივია წყალი ვერაფერს ვხედავთ, უბრალოდ, ჩვეულებრივი წყალია და მორჩა, როდესაც დუღილს იწყებს ბუშტები თავისით ჩნდება, სხვადასხვა ზომის… სანამ ჩვენ, ადამიანები, ამას გავიგებდით თუ რატომ, რა მიზეზით, როგორ ჩნედება ბუშტები წყალზე თავისით?..
    ანუ, თურმე შესაძლებელია რომ თავისით გაჩნდეს ბუშტები წყალზე…
    გავიდა დრო და გავიგეთ ეს ყველაფერი, ბუშტების ამბავი. დღეს სასაცილოა ვინმეს რომ გაუკვირდეს ეს ამბავი…
    კვანტური ფიზიკაც და ჩვენც, იგივე მდგომარეობაში ვართ, რადგან ჯერ არ ვიცით კვანტური ფიზიკა როგორ მუშაობს… (უბრალოდ ჩვენ გვგონია რომ ვიცით)

    Like

  70. ლუკა

    Zaza მე ფიზიკოსი არ ვარ და არ ვიცი ეგ საკითხი, თუმცა თქვენი პასუხი ჩემს კითხვაზე პასუხად არ გამოდგება. რაც არ უნდა მეტად გაღრმავდეს მეცნიერების ცოდნა მაგ მიმართულებით, ისევე როგორც ყველა მეცნიერული თეორია და ბუნების კანონი მუშაობს განსაზღვრული დაშვებებისა და პირობების შესრულების ფონზე, ასევე ალბათ კვანტური ფიზიკაც და მისი კანონებიც მუშაობს განსაზღვრულ გარემოში და ეს გარემო დღევანდელი არსებობაა: სივრცის, მატერიის და ენერგიის დღევანდელობა. როგორ უნდა წარმოვიდგინოთ კვანტური ფიზიკის კანონის ამუშავება იქ სადაც ეს ყველაფერი არ იყო, სადაც არაფერი იყო, პოზიტიური და ნეგატიური ენერგიები არ ამოძრავებულა და 0-ს უდრიდა? სად ამოქმედდა ეს კანონი ან როგორ ამოქმედდა?

    Like

  71. Zaza

    გეთანხმები, მეც იგივე აზრი და კითხვაც მაქვს ამ საკითხზე, ზემოთ სწორედ ამ შინაარსით დავწერე ჩემ კომენტარებში…
    სწორედ ამას ვამბობ, როცა სულიერებაზე ვსაუბრობთ, მაშინ იქნებ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა სულაც არ არის საჭირო-მეთქი…
    მე ვთვლი რომ არ არის საჭირო, საჭიროა მხოლოდ რწმენა, გული და გონება… (კაცი ცხოვრებით ფასდება)

    მე ვთვლი რომ ყველაფერი რაც შექმნილია და საერთოდ, არსებობს, ყველაფერს აქვს ტავის კანონები, ყველაფერი კანონებით მუშაობს… აქედან გამომდინარე ვთვლი რომ კანონები თავისით არ იქმნება, კანონებს ყოველთვის ვაღაცა ქმნის, და შემდეგ ამ კანონებით მუშაობენ…
    არსებობს ბუნება, რომელსაც თავის კანონები აქვს, და შესაბამისად ამ კანონებით მუშაობს ყველაფერი ამ ბუნებაში… (მაგალითად: ფიზიკა, (თავისი კვანტური ფიზიკით) მათემატიკა, ქიმია… ანუ, აფსოლუტურად ყველაფერი…)
    მაგრამ, ბუნებაც ხომ ვიღაცამ შექმნა?..

    მაგალითად: გავაკეთოთ საათი. შიგნით შევიხედოთ და ვნახავთ ბევრ ნაწილებს, ყველა ნაწილი თავის განსაზღვრულ ადგილზეა, განსზაღვრულ სიჩქარით ტრიალებს, მოძრაობს, ყველა თავის საქმეს აკეთებს, თავისით… მაგრამ, თავისით?..
    თუ ძირეულად არ შეხედავ და არ დაფიქრდები კი, თავისით მუშაობს ყველაფერი.
    თუ ყველაფერს დეტალებში განიხილავ, მაშინ, მიხვდები რომ არც ისე მარტივად არის საქმე…
    და უნდა გამოიკვიო, ვინ შექმნა ასეთი მექანიზმი, ვინ დაქოქა და რა კანონებით მუშაობს ყოველი ნაწილი თავისით…
    სწორედ ამ საათს ვადარებ ბუნებას, თავისი ყველა, თვითოეული ნაწილებით, ნაწილები კი ყველა ჩვენ ვართ, ვინც და რაც ვარსებობთ და ვმუშაობთ ბუნების სხვადასხვა კანონებით…

    Like

  72. ლუკა

    კიბატონო სრულიად გეთანხმებით, აშკარაა რომ სამყარო შექმნილია გარკვეული „გეგმის“ მიხედვით, ამ გეგმის შექმნა კი მხოლოდ მგეგმავს შეეძლო. საერთოდ დედამიწის ხანდაზმულობის თეორია (რომ ის მილიარდობით წლისაა) არის უბრალო დაშვება რომელსაც მთელი რიგი ხარვეზები აქვს.
    მისი ხანდაზმულობის იდეა პირველად წამოჭრა ჩარლზ ლაიელმა 1831 წელს ნაშრომში „გეოლოგიის პრინციპები“, სადაც ის უარყოფს დედამიწის გეოლოგიურ წყობილებაზე რაიმე კატასტროფის ზემოქმედებას (მაქამდე საყოველთაოდ მიიჩნეოდა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა მიღებულ იქნა წარღვნის შემდგომ, სადაც მხოლოდ ნოე და მისი კიდობანი გადარჩნენ, ოჯახის წევრებთან და ცხოველებთან ერთად რათქმაუნდა). ლაიელმა გააკეთა ადამიანის დაცემული ბუნებისთვის მეტად მაცდუნებელი დაშვება, დაშვება რომელიც უარყოფდა ბიბლიურ სწავლებას და ადამიანს გაანთავისუფლებდა უფალთან პასუხისმგებლობისგან, დაშვება, რომ თითქოს ის პროცესები რაც დღეს ხდება ყოველთვის ასე, ამ ენერგიით, ამ სისწრაფით და ამ ფორმით ხდებოდა. ამ დაშვებით მან განაცხადა, რომ დედამიწის ამჟამინდელ მდგომარეობაში მოსვლას მილიონობით წლები დასჭირდებოდა. ამ თეორიას ჰქვია უნიფორმიზმი. ამით მან უარყო წარღვნის ფაქტი, რომელიც ნამდვილად მოხდა ქრისტეს შობამდე 3000 წლით ადრე. ამ მცდარ დაშვებას იხმარებს დარვინიც ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებისას (რახან მილიონობით წლებია დედამიწა არსებობს, ევოულიცა მით უფრო დამაჯერებლად წარმოჩინდა). თუმცა თვითონ ევოლუციის თეორიასაც თავის მხრივ მრავალი ხარვეზი გააჩნია, რის გამოც მაკროევოლუციის არსებობა საერთოდ არ მტკიცდება. შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიას: http://www.discovery.org/a/24041. ასე, რომ მეცნიერება არ არის მთლად სანდო წყარო, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვეთს საკუთარი კომპეტენციის საზღვრებს და ფილოსოფიის ელემენტებს ითავსებს, ანუ ფაქტებზე დამყარებულ ცოდნას კიარ გვაწვდის, არამედ იდეოლოგიურ ცოდნას, რომელსაც ფაქტებით და მტკიცებულებებით ვერ ამყარებს. სამყაროს, დედამიწის და განსაკუთრებით ადამიანის (როგორც სულიერი და გონიერი არსების) სრულიად შემთხვევით შექმნა უფრო ზღაპრად უნდა გვეჩვენებოდეს ვიდრე ის, რომ ამ ყველაფერს ერთი მგეგმავი და წარმმართველი ჰყავს.

    Like

  73. Zaza

    რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გაიგებ მეცნიერებით, მთავარია მეცნიერებას ბრმად არ უნდა აჰყვე, მეცნიერება მხოლოდ მაშინ არის დამაჯერებელი და სანდო როდესაც სულიერებას, რელიგიას კარგად იცნობ და პარალელურად მეცნიერი ხარ… (ეს იდეალურია)
    როდესაც არსებობს მინუსი და პლიუსი და შენ მხოლოდ მინუსს იცნობ ან პირიქით, რა თქმა უნდა უვიცობაა და არასწორი, ორივეს კარგად უნდა იცნობდე რომ უფრო დამაჯერებელი იყო.

    შემთხვევით არაფერი არ იქმნება, დღეს მაგალითად ნებისმიერი სფერო იქნება თუ საერთოდ ცხოვრებაში, სიცოცხლეში… რამე თავისით იქმნება? არა ხო?
    როგორ შეიძლება დაიჯერო კაცმა რომ ეს ამხელა ბუნებრივი სისტემა თავისით შეიქმნა…
    ყველაფერს რომ დაუკვირდე კარგად, გაკვირვებაში ჩავარდები და არც დაიჯერებ ადამიანი, ის ხომ მაინც ყველამ კარგად ვიცით რომ ყველა პლანეტა რაც კი ვიცით ერთმანეთს ცოტა მაინც რომ დავაშოროთ ან პირიქით ახლოს მოვიტანოთ კატასტროფებს რომ გამოიწვევს, სიცოცხლის უნარიანობა რომ შეწყდება, ეს შეიძლება რომ შემთხვევით მომხდარიყო ესე იდეალური წყობა როგორც არიან დაშორებულები ერთმანეთისგან?
    შემდეგ ბუნებრივი კანონები… თვითონ ადამიანებს, რამდენნაირი დამცავი სისტემები გვაქვს… ძალიან ბევრი რამეს ვიპოვნით რომ ეჭვი შეგვეპარება.

    ამ ყველაფერს, ამიტომ ვადარებ საათს, საათი მესაათემ შექმნა, დაქოქა და თავისით მუშაობს, იმუშავებს იქამდე მესაათემ რა პრინციპითაც შექმნა და როგორც შექმნა, ისე რომ განსაზღვრული დროით მესაათე არ ჭირდებოდეს, მაგრამ როდისღაც აქვს დასასრული, გაჩერების დრო, ასევეა დედამიწაც როდისღაც ალბათ გაჩერდება, ამოწურავს თავის არსებობას იმ რესურსებიდან გამომდინარე რა რესურსებიც ჩადო ღმერთმა ამ სისტემაში…

    ყველაფრის ცოდნა რომ არ გვაქვს იმიტომ ვიცით ჩვენ დღეს სხვადასხვა ვერსიები, მაგალითად: დედამიწა რომ მილიარდობით წლისაა, ეს ყველაფერი რომ დიდი აფეთქებით შეიქმნა, მაიმუნების შთამომავლები რომ ვყოფილვართ, წყლიდან რაღაც ამფიბიების შთამომავლები რომ ვყოფილვართ, დედამიწა რომ ხან მრგვალია, ხან ბრტყელია, ხან ვიღაცის ზურგზეა დამაგრებული და ასე შემდეგ და შემდეგ… ეს ყველაფერი არც არის გასაკვირი რადგან, ცოდნა არ გვაქვს ყველაფრის და რაღაც ვარიანტებს ვუშვებთ მაგრამ ამ ვარიანტებიდან რომელია მართალი ვინ იცის?..
    ამიტომ არ შეიძლება მეცნიერების ყველაფრის ბრმად დაჯერება. (მეცნიერება რა თქმა უნდა კარგია და აუცილებელიც არის რომ განვითარდე მაგრამ ისე უნდა განვითარდე რომ ბრმად მეცნიერებაზე მინდობილი არ იყო, შერწყმა უნდა იყოს ერთმანეთში სულიერება-რელიგია, მეცნიერება…) როდესაც მხოლოდ მეცნიერი ხარ და მატერიალურობის გარდა არაფერი გაინტერესებს მაშინ გამოდის რომ მხოლოდ იმ ინტერესებს ემსახურები რაც შენთვის მისაღებია, რისაც შენ გჯერავს, რის მიმართაც შენ სიმპატიები გაგაჩნია, რაც შენ გაწყობს და ასე შემდ…

    დღევანდელი მსოფლიო და საერთოდ ის ყველაფერი რასაც ვხედავთ და რითაც და როგორც ვცხოვრობთ იმდენად მრავალფეროვანია რომ ძნელია რამე დაამტკიცო, ძნელია რადგან ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია რომ ყველაფერს გაგაკეთებინებს და გათქმევინებს, დაგამტკიცებინებს, ოღონდ ისე რომ სიმართლე რა არის ვერ გაიგებ უბრალოდ სავარაუდო ცოდნას მოგცემს რაღაც-რაღაცეებზე ისე რომ თან მაინც ეჭვებში რომ ხარ…
    საბოლოოდ ესე გამოდის, ვიღაცა დიდი მეცნიერი გამოდის და ცხოვრებაც უუმჯობესდება და მის ნააზრევებზე იზრდებიან თაობები, შემდეგ კიდე ვიღაცა გამოჩნდება და დაამტკიცებს რომ თურმე ის მეცნიერი ცდებოდა და შესაბამისად თქვენც ამ შეცდომებზე გაიზარდეთ, მორჩა, ეხლა მე გამომყევით, ჩემი თეორიებით იცხოვრეთ და ასე გრძელდება ეს ყველაფერი… მაგრამ სიმართლე სად არის, რომელი ვარიანტია, ვისი ვარიანტია?..
    ყველაზე კარგი ვარიანტი, სულიერების-რელიგიის, მეცნიერების კარგად ცოდნაა ერთად შერწყმული, და ყველაზე კარგი ვარიანტია როდესაც არაფერს ამტკიცებ, როდესაც არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, ცხოვრობ და ცხოვრებით ფასდები.

    Like

  74. gia jajanidze

    დედამიწაზე რაც შექმნილა ყველაფერი ადამიანისთვის შეიქმნა,
    დიდი აფეთქება იყო თუ პატარა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
    თუ არ არსებობს ადამიანი დროს რა აზრი აქვს? თავადაც შეწყვეტს არსებობას თავის უსასრულობაში ჩაიძირება…
    ჰოკინგს გონებაზე დიდი კალიასკა და ოცნებები ქონდა.

    Like

  75. Zaza

    რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა ღმერთმა (თავისით არაფერი იქმნება), დიდი აფეთქება იყო თუ პატარა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დიდი აფეთქება რომც დავიჯეროთ და მართლა ყოფილიყო, სიცოცხლე დიდ აფეთქებას არ შეუქმნია, რადგან დიდ აფეთქებას რაღაც ბიძგი ჭირდებოდა რომ აფეთქებულიყო, მერე იმ აფეთქებაში თუ აფეთქების შემდეგ თუ აფეთქების დროს საიდან მოვიდა, საიდან გაჩნდა იმ სიცოცხლის მოლეკულები, ბაქტერიები თუ რაც იყო სიცოცხლისთვის საჭირო?..
    ასეა თუ ისე თუ დიდ აფეთქებას დავაბრალებთ ყველაფერს მაინს ყველა კითხვა იქ მიდის, ვინ იყო ამ ყველაფრის გამომწვევი?.. დროს რაც შეეხება, დრო თვითონ სიცოცხლეა, ადამიანია… თუკი სიცოცხელე, ადამიანი არ იქნებოდა მაშინ ვინ გაიგებდა დროს?.. ყოველი ახალი დაბადება დრო არის, ვინ როდის დაიბადა, გაჩნდა… დრო მხოლოდ ღმერთს არ ჭირდება რადგან მარადიულია! სხვა დანარჩენი სიცოცხლე დროში ცხოვრობს, თვითონ სიცოცხლეა დრო…
    ყველაფერი დიდი აფეთქება რომ ყოფილიყო სიცოცხლისათვის მაშინ მარტო დედამიწა არ უნდა მოწყობილიყო ასე როგორიც არის, სხვა პლანეტებიც იგივენაირად უნდა ყოფილიყო, ვგულისხმობ სიცოცხლეს…
    ვიღაცა მეტყვის ალბათ რა იცი რომ სხვა პლანეტაზე სიცოცხლე არ არისო, მართალიც იქნება რადგან გონება ადამიანს უსაზღვრო აქვს და ყოველ პასუხს კითხვა მოყვება… მაგრამ ფაქტი, რეალობა სულ სხვაა… დედამიწის მსგავსი პლანეტა არ არსებობს!
    დედამიწაზე დღესდღეობით ყველას მართალი და დამაჯერებელი ბიბლიაა ხო?..
    რეალურ ლოგიკას რომ გავყვეთ და კარგად დავუკვირდეთ ყველაფერს, ღმერთმა ჯერ შექმნა (ვგულისხმობ ცოცხალ არსებებს) თევზები, ცხოველები და შემდეგ ადამიანები კი არა ადამიანი, ადამი. შემდეგ ევა. და, აედან დაიწყო ადამიანების გამრავლება დედამიწაზე და არა სხვადასხვა პლანეტებზე.
    სასაციოლოა, ხელში გვიჭირავს მთელი პლანეტის დაბადების ინფორმაცია, ვიცით რომ ღმერთის დაწერილია, ბიბლია ადამიანების ხელით მაგრამ მაინც გვინდა რომ დავიჯეროთ თითქოს სხვა პლანეტებზეც ცხოვრობენ “უცხო პლანეტელები” (ჰოკინგის და მისნაირების თეორიები) და ამ ყველაფრის დამბადებელი თუ შემქმნელი დიდი აფეთქებაა! ჰა, ჰა, ჰა……

    Like

დატოვე კომენტარი