World Press-ის 2012 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები


დასრულდა World Press-ის 2012 წლის ფოტოკონკურსი და წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიებში წამყვანი ადგილები დაიკავეს. თითოეული კატეგორია იყოფოდა ორ ნაწილად: ისტორია და ცალკეული სურათი. ისტორიის ნაწილში ფოტოგრაფებმა წარმოადგინეს ნამუშევრების სერია, ცალკეული სურათის ნაწილში კი – მხოლოდ ერთი.


 
 
 


კატეგორია: ხელოვნება და გართობა
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
მარიკა ბაიური მღერის რესტორან ,,ევრაზიაში”. სამხრეთ რუსეთში მდებარე ქალაქი სოჭი შავი ზღვის სანაპიროზეა და ყოველ ზაფხულს იზიდავს უამრავ რუსს, რომლებიც ზღვის, მზის, ქვიშისა და ღამის ცხოვრების ნაზავით ტკბებიან. ფოტოგრაფი რობ ჰორნსტა.

 


კატეგორია: ხელოვნება და გართობა
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
რეგიონ საუტ-დეუში ჰაიტელი ქალი სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის მიმართ ლოცულობს. ეს ადგილი პილიგრიმების თავშეყრის ადგილია და ყოველ 16 ივლისს ხალხი ზეიმობს ღვთისმშობლის გამოცხადებას, რომელიც 1884 წელს მოხდა კარმელის მთაზე. ფოტოგრაფი ემილიანო ლარიცა.

 


კატეგორია: ხელოვნება და გართობა
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი მაო ძედუნი 35 წლის წინ მოკვდა, მაგრამ სხვადასხვა ფორმით ხალხი დღემდე იხსენებს მას, როგორც მაგალითად აქ, ხუნანის პროვინციის ქალაქ სიანტანში. ფოტოგრაფი ჰუიმინ კუანგი.

 


კატეგორია: ხელოვნება და გართობა
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
კანადის სამხედრო ძალების წევრი ჯარისკაცი, კაპრალი ბენ ვანდანდაიგი დრამებზე უკრავს სპერვან-გარის ბაზაზე, რომელიც გადაჰყურებს კანდაჰარის პროვინციას (ავღანეთი). ფოტოგრაფი დევიდ გოლდმენი.

 


კატეგორია: ხელოვნება და გართობა
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
სენეგალის ქალაქ დაკარში მოდელი მკერავის მაგიდაზე პოზირებს. ფოტოგრაფი ვინსენტ ბოისო.

 


კატეგორია: ხელოვნება და გართობა
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
რიტუალი, რომელსაც ასრულებს აპაშკა, იგივე აპა, ანუ ადგილობრივი შამანი ყაზახეთის ქალაქ უნგურტასში. ფოტოგრაფი პაველ პროკოპჩიკი.

 


კატეგორია: ბუნება
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
საერთაშორისო ბაზარზე მარტორქის რქა ოქროზე ძვირად ფასობს. 2011 წელს მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში მარტორქებზე ბრაკონიერული ნადირობის 400 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოტოგრაფი ბრენტ სტირტონი.

 


კატეგორია: ბუნება
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
ბრიტანელი მკვლევარების ჯგუფმა ვიეტნამში უდიდესი გამოქვაბული აღმოაჩინა, ზოგ ადგილას მისი სიმაღლე 200 მეტრს აღწევს. ფოტოგრაფი კარსტენ პიტერი.

 


კატეგორია: ბუნება
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
ტაივანის ქალაქ კაოსიუნგში, დონგ განგის თევზების ბაზარში, მუშები არჩევენ ათასობით გაყინულ ზვიგენის ფარფლს. ზვიგენის სუპზე მოთხოვნილების ზრდამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიო ოკეანეებიდან ამ ცხოველების 90% გაქრა. ყოველ წელს 73 მილიონ ზვიგენს ხოცავენ, რაც შედეგად იწვევს ზვიგენის სახეობების 1/3-ის გადაშენებას. ფოტოგრაფი პოლ ჰილტონი.

 


კატეგორია: ბუნება
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
არხანგელსკის სანაპიროზე მამრი პოლარული დათვი კლდეზე მიცოცავს, რათა ზღვის ფრინველების კვერცხებით დანაყრდეს. კლიმატის ცვლილების გამო რეგიონში ყინული დადნა, დათვს ხმელეთზე მოუწია საცხოვრებლად გადასვლა და ვეღარ ახერხებდა სელაპებზე ნადირობას. ფოტოგრაფი ჯენი როსი.

 


კატეგორია: ბუნება
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
წყნარი ოკეანის ჰეტეროპოდა, რომელიც სიდნეისა და ჰონოლულუს ტერიტორიებზე ჩატარებული ექსპედიციისას დაიჭირეს. ფოტოგრაფი ჯონ კოსტა.

 


კატეგორია: ბუნება
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
იტალიის სანაპიროსთან, ქალაქ კარლოფორტეს სიახლოვეს, მყვინთავი თინუსებს უღებს ფოტოებს. ფოტოგრაფი ფრანჩესკო ზიზოლა.

 


კატეგორია: მოულოდნელი ამბები
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
მძლავრი ცუნამი იაპონიის სანაპიროს უახლოვდება და მიიაგის პრეფექტურის ქალაქ ნაგორიში ბიზნეს-ცენტრებსა და საცხოვრებელ ტერიტორიებს ანადგურებს. სასიკვდილო ტალღები 9 ბალიანი მიწისძვრიდან 1 საათისა და 10 წუთის შემდეგ გამოჩნდა ტოჰოკუს რეგიონში, აღმოსავლეთ იაპონიაში. ფოტოგრაფი კოიჩირო ტეზუკა.

 


კატეგორია: მოულოდნელი ამბები
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
2011 წლის 22 ივლის ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე 69 ადამიანი დახოცა. მათ უმეტესობას ახალგაზრდები და მოზარდები შეადგენდნენ. ფოტოგრაფი ნიკლას ჰამასტრიომი.

 


კატეგორია: მოულოდნელი ამბები
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
25 იანვრის მოვლენების შემდგომ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დიდი დემონსტრაციები დაიწყო, ქუჩები კი გადაიკეტა ათასობით დემონსტრანტის მიერ, რომლებიც ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დასრულებას ითხოვდნენ. ფოტოგრაფი ედუარდო კასტალდო.

 


კატეგორია: მოულოდნელი ამბები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
აჯანყებები ლიბიაში მუამარ კადაფის წინააღმდეგ, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა იმ იმედით, რომ მსოფლიო მათ დაეხმარებოდათ. საბოლოოდ დიქტატორის თვითმფრინავებმა და ტანკებმა უკან დაიხიეს, რასაც ლიბიის გათავისუფლება მოჰყვა. ფოტოგრაფი იური კოზირევი.

 


კატეგორია: მოულოდნელი ამბები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
დახოცილთა და დაჭრილთა შორის მყოფი ავღანელი შიიტი მუსლიმები მოთქვამენ. ქაბულის ცენტრში რელიგიური ცერემონიისას მომხდარი აფეთქებების სერიას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფოტოგრაფი მასუდ ჰოსაინი.

 


კატეგორია: მოულოდნელი ამბები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
22 წლის ჩინელი პატარძალი თვითმკვლელობას ცდილობს მას შემდეგ, რაც მისმა საქმრომ მოულოდნელად ქორწინებაზე უარი განაცხადა. ჯერ კიდევ საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა გოგონამ მეშვიდე სართულიდან გადახტომა სცადა, თუმცა მისი დაჭერა დროულად მოახერხეს. ფოტოგრაფი ლი იანგი.

 


კატეგორია: მოულოდნელი ამბები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
საპატიო პრიზი
მამრი ლეოპარდი ტყის მცველზე თავდასასხმელად ემზადება. მას რამდენჯერმე ტრანკვილიზატორი ესროლეს და შეჩერება მოახერხეს, თუმცა მიყენებული ზიანის გამო მოგვიანებით მოკვდა. ის ერთ-ერთია იმ 260 ლეოპარდიდან, რომლებიც 2011 წელს ადამიანების ჯუნგლებში შეჭრას შეეწირნენ. ფოტოგრაფი სალილ ბერა.

 


კატეგორია: თანამედროვე პრობლემები
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
ტაჰანი (ვარდისფერში) მაშინ გათხოვდა მაჯედზე, როცა 6 წლის იყო, მისი ქმარი კი – 25-ის. მარჯვნივ არის მისი ყოფილი კლასელი, გადა, ასევე პატარძალი ბავშვი. იემენელი ქალების ნახევარი მომწიფებამდე თხოვდება. ბავშვების ქორწინება ბევრ ქვეყანაში ისჯება კანონით და იკრძალება საერთაშორისო შეთანხმებებით, თუმცა დღემდე არსებობს სხვადასხვა კონტინენტებზე, განსხვავებული ენის, კულტურისა და რელიგიის მქონე ხალხში (დაწვრილებით იხილეთ: პატარძალი ბავშვების საიდუმლო სამყარო).

 


კატეგორია: თანამედროვე პრობლემები
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
სახალხო ჩამოხრჩობა ქაზვინში, თეირანიდან 110 კმ-ით მოშორებულ ქალაქში. 24 წლის აბასს, 23 წლის რაჯაბ ალის, 20 წლის ასგარსა და 25 წლის მანსურს რამდენიმე ქალის გაუპატიურების გამო გამოუტანეს ასეთი განაჩენი. ჩამოხრჩობა დასჯის ერთ-ერთი ფორმაა ისლამურ სამყაროში, რომელიც მიმართულია მძიმე დანაშაულების აღმოსაფხვრელად. უცნობია ამ ფორმით გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი, თუმცა სავარაუდო მონაცემების მიხედვით ირანი მეორე ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ. ფოტოგრაფი იბრაჰიმ ნორუზი.

 


კატეგორია: თანამედროვე პრობლემები
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გამომძიებელი ათვალიერებს შემთხვევის ადგილს, სადაც ტაქსიში 6 გვამი აღმოაჩინეს. ტურისტების თავშეყრის ადგილი 1960-იანი წლებიდან იქცა ნარკომოვაჭრეების ომის ველად, რომლებსაც ნარკოტიკების ბაზრის სრული კონტროლი სურდათ. ათეულობით წლების განმავლობაში ამ ომმა შეიწირა ქალები, ბავშვები, მოხუცები, ტურისტები და სხვა მრავალი უდანაშაულო ადამიანი. ფოტოგრაფი პედრო პარდო.

 


კატეგორია: თანამედროვე პრობლემები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
ნარკომანი მეძავი ნაქირავებ ოთახში ქალაქ კრივოი როგში, უკრაინაში. მარია ყოველდღე იკეთებს ნარკოტიკის დოზებს და კვირის განმავლობაში უამრავ მამაკაცთან აქვს კონტაქტი, მაგრამ ირწმუნება, რომ ვენერიული დაავადებებით არ დასნეულებულა. ამბობს, რომ ესაჭიროება თანხა, რათა განიკურნოს ნარკომანიისგან და დაეხმაროს 9 წლის შვილს. ფოტოგრაფი ბრენტ სტირტონი.

 


კატეგორია: თანამედროვე პრობლემები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
სამხრეთ აფრიკაში სერჟანტი ჯარისკაცებს იარაღის გამოყენებას ასწავლის. ბანაკს მეთაურობს თვითაღიარებული ‘კოლონელი’ ჯუსტი, რომელიც წარსულში აპათეიდის არმიაში იბრძოდა. მას სურს, თეთრკანიანი ახალგაზრდობა დაუპირისპიროს ნელსონ მანდელას კულტურულად შერეულ “ცისარტყელას ერს”. ფოტოგრაფი ილვი ნიოკიკტიენი.

 


კატეგორია: თანამედროვე პრობლემები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
40 წლის ჯამილა ღაზაში ჭურვისგან დაიჭრა და ოპერაცია სჭირდება. ღაზას მდგომარეობას ყველაზე მეტად აუარესებს დახურული საზღვრები და ეკონომიკური კრიზისი, ასევე მოსახლეობის სრული იზოლაცია.

 


კატეგორია: თანამედროვე პრობლემები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
საპატიო პრიზი
პროტესტის ნიშნად ჩინელი მამაკაცი მიცოცავს მაღალი ძაბვის კოშკზე სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში. ის ადგილობრივი მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვს საცხოვრებელი სახლების დანგრევის გამო. ფოტოგრაფი შაოფენგ ქსუ.

 


კატეგორია: ხალხი ახალ ამბებში
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
ნოზომი საბანაი თავის დასთან ერთად უცქერს ორსართულიან შენობაზე გაჩერებულ კატამარანს. ფოტოგრაფი იასუიოში ჩიბა.

 


კატეგორია: ხალხი ახალ ამბებში
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
გადასახადების გადაუხდელობის გამო აშშ-ში ბევრ ოჯახს იძულებით დაატოვებინეს ბინები. ფოტოგრაფი ჯონ მური.

 


კატეგორია: ხალხი ახალ ამბებში
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
პროტესტანტები (პროტესტის გამომხატველები) ეგვიპტეში, კაიროს ტაჰრირის მოედანზე. პატარა ბიჭი სამხედრო ფორმაშია, რაც ხალხის მხრიდან ჯარის მიმართ ნდობის სიმბოლოა. დემონსტრანტები ჰოსნი მუბარაქის მშვიდობიანად გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა სიტუაცია მალე შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ფოტოგრაფი იან დაგო.

 


კატეგორია: ხალხი ახალ ამბებში
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
მუსლიმი ქალი მის დაჭრილ ნათესავს მეთვალყურეობს მეჩეთში, რომელსაც დროებით საავადმყოფოს ფუნქცია მიეცა იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს. ფოტოგრაფი სამუელ არანდა.

 


კატეგორია: ხალხი ახალ ამბებში
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
აქციის მონაწილეების დაპატიმრება ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰარლემში პოლიციის ქმედებებისა და ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებისას. ფოტოგრაფი ტომას ლაზარი.

 


კატეგორია: ხალხი ახალ ამბებში
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი სასამართლოს სხდომათა დარბაზში მიჰყავთ. ფოტოგრაფი მოჰამად ალ-ლოუ.

 


კატეგორია: ყოველდღიური ცხოვრება
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
89 წლის მარკოსი და 87 წლის მონიკა არგენტინის ქალაქ ბუენოს-აირესში მთელი 65 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. 2007 წელს მონიკას ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინეს და მისმა ქმარმა თავისი ცხოვრება მეუღლეზე ზრუნვას მიუძღვნა. გამომდინარე იქიდან, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მუდმივად იზრდება, ეს დაავადება მომავალში უფრო გავრცელებული გახდება, რადგან უმეტესად ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. ფოტოგრაფი ალეხანდრო კირჩუკი.

 


კატეგორია: ყოველდღიური ცხოვრება
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
2005 წლის დეკემბერში ხუან ევო მორალეს აიმამ ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, რომ ინდიელთა შთამომავალი ქვეყნის მმართველი გახდა. მორალესი თავისი მმართველობისას ცდილობდა, მეტი უფლებები მიენიჭებინა აბორიგენი მოსახლეობისთვის. სურათზე ინდიელები დგანან ბოლივიის ყველაზე წმინდა მიწაზე ტიჰუანაკუში, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი იმართება. ფოტოგრაფი პიეტრო პაოლინი.

 


კატეგორია: ყოველდღიური ცხოვრება
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
რუსი გოგონა მზეზე ირუჯება. ხალხი ხშირად სტუმრობს მოსკოვის გარეუბნებში მდებარე უნაყოფო მიწებს, რათა ბუნებით დატკბნენ. ფოტოგრაფი ალექსანდრ გრონსკი.

 


კატეგორია: ყოველდღიური ცხოვრება
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებლის, კიმ ირ სენის, სურათი ამშვენებს დედაქალაქ ფხენიანის შენობას. ფოტოგრაფი დამირ საგოლი.

 


კატეგორია: ყოველდღიური ცხოვრება
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
გოგონა თევზაობს კონგოს მდინარეში ქალაქ კისანგანის სიახლოვეს. თევზის პირში დაჭერა კონგოელი მეთევზეებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა – ასე უფრო ნაკლებია გასხლტომის შანსი, ვიდრე ხელებში ჭერისას. ფოტოგრაფი ჯონი ჰაგლუნდი.

 


კატეგორია: ყოველდღიური ცხოვრება
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
ჰაიტელების 50%-ზე მეტი გაუნათლებელია, ელექტროენერგიაზე მუდმივი წვდომა კი მხოლოდ 25%-ს აქვს. თუმცა მათი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა რადიოს მოსმენაა. კათოლიკე მონაზონი მელიანიზე გაბრეუსი ადგილობრივი რადიოსადგურების ვარსკვლავია. ფოტოგრაფი პაოლო ვუდსი.

 


კატეგორია: ყოველდღიური ცხოვრება
ნაწილი: ისტორია
საპატიო პრიზი
ჯეისონმა თავისი 36 წლის გერლფრენდი ჯული ღამის 3:45 საათზე იპოვა გარდაცვლილი. ჯულის მსგავსად მასაც შიდსი აქვს და სახელმწიფოს მხრიდან იღებს დახმარებას წელიწადში 12 000 დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, სხვადასხვა წვრილმან სამუშაოებს ასრულებს, რათა საკუთარი თავი და შვილი არჩინოს. დღესდღეობით აშშ-ში 46.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში. ფოტოგრაფი დარსი პადილა.

 


კატეგორია: პორტრეტები
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
დაკითხვის ოთახი, უკრაინა. ფოტოგრაფი დონალდ ვებერი.

 


კატეგორია: პორტრეტები
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
ავღანური პოლიციის ახალწვეული ქალაქ კუნდუზეში. ფოტოგრაფი ტონ კოენი.

 


კატეგორია: პორტრეტები
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
ქაბულის გამნაღმელების ჯგუფი, რომელსაც გერმანელი პოლიციელი ხელმძღვანელობს. ფოტოგრაფი სიმონ ნორფოლკი.

 


კატეგორია: პორტრეტები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
27 წლის მსახიობი მელიკა მეჰრაბანი წარმოშობით ირანელია, თუმცა დანიაში გაიზარდა. მისი პროფესიული დებიუტი 2011 წელს მოხდა ირანში. ფილმში “Fox Hunting” მან მთავარი როლი შეასრულა და დამნაშავე განასახიერა. გადაღების პერიოდში მელიკა ახლოს გაეცნო საკუთარი ქვეყნის კულტურას. უწევდა მუდამ შარფით სიარული, ეკრძალებოდა დაფიცება და სცენებში მოუწია, მამაკაცის მიმართ სიყვარული მასთან შეხების გარეშე გამოეხატა. ფოტოგრაფი ლერკე პოსელტი.

 


კატეგორია: პორტრეტები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
21 წლის ინა შევჩენკო, რომელიც უკრაინული ორგანიზაციის ,,ფემენის” წევრია. ფემინისტ უკრაინელთა გაერთიანება სექსიზმისა და სოციალური პრობლემების წინააღმდეგ პროტესტს წელსზევით გაშიშვლებით გამოხატავს. ფოტოგრაფი გიიომ ერბო.

 


კატეგორია: პორტრეტები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
ტოკუ კონო, 2011 წლის მარტში მომხდარი გამანადგურებელი ცუნამისგან გადარჩენილი ქალბატონი. ფოტოგრაფი დენის რუვრი.

 


კატეგორია: ზოგადი ამბები
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
ოპოზიციონერი ლიბიელი მებრძოლი ისვენებს აჯანყებულთა დროშის ქვეშ ბრძოლის ველის ცენტრში. ფოტოგრაფი რემი ოჩლიკი.

 


კატეგორია: ზოგადი ამბები
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
9 ბალიანმა მიწისძვრამ შეუტია იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს, რასაც წინ უძღოდა 38 მეტრი სიმაღლის ცუნამი. ფოტოგრაფი პაოლო პელეგრინი.

 


კატეგორია: ზოგადი ამბები
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
იაპონიის ცუნამის შემდეგ ათეულობით ათას ადამიანს უბრძანეს, სახლები დაეტოვებინათ. ფოტოგრაფი დევიდ გუტენფელდერი.

 


კატეგორია: ზოგადი ამბები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
დემონსტრანტები ტირიან, ყვირიან და მღერიან მას შემდეგ, რაც მოისმინეს მუბარაკის გამოსვლა, რომ ის გადადგა. ფოტოგრაფი ალექს მაჯოლი.

 


კატეგორია: ზოგადი ამბები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
იშინომაკის პორტი ცუნამისა და მიწისძვრის შემდეგ. ფოტოგრაფი ლარს ლინდქვისტი.

 


კატეგორია: ზოგადი ამბები
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
იაპონიის ქალაქ ნატორიში დანგრეულ გზაზე ჩამომჯდარი იაპონელი გოგონა ტირის. ფოტოგრაფი ტოშიუკი ცუნენარი.

 


კატეგორია: სპორტი
ნაწილი: ისტორია
I ადგილი
23 წლის მიხეილ ტურკანოვი 20 წუთიანი ბრძოლის შემდეგ. რუსეთში ხშირია შეჯიბრი მოყვარულთა შორის ქუჩურ ჩხუბში, რომელსაც ,,სტრელკას” უწოდებენ. მეტოქეები ქვიშაზე დგანან, დრო შეუზღუდავია, არ არსებობს შესვენება ან რაუნდები. ბრძოლა წყდება მხოლოდ ნოკაუტის ან დამარცხების აღიარების შემდეგ. ფოტოგრაფი ალექსანდრ ტარანი.

 


კატეგორია: სპორტი
ნაწილი: ისტორია
II ადგილი
ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი შანხაიში, ჩინეთი. ფოტოგრაფი ადამ პრეტი.

 


კატეგორია: სპორტი
ნაწილი: ისტორია
III ადგილი
მუჩა ლიბრე, თავისუფალი რესლინგის მექსიკური ვარიანტი, ქვეყანაში მხოლოდ ფეხბურთს ჩამორჩება პოპულარობით. ფოტოგრაფი ტომას გუძოვატი.

 


კატეგორია: სპორტი
ნაწილი: ცალკეული ფოტო
I ადგილი
2011 წლის IRONMAN-ის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ტრიათლეტები მიცურავენ თევზების გროვაში კაილუას ყურის წყლებში, ჰავაიში. ტრიათლონის ჩემპიონატი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად მთელ მსოფლიოში. ფოტოგრაფი დონალდ მირალი უმცროსი.

 


კატეგორია: სპორტი
ნაწილი: ცალკეული ფოტო
II ადგილი
რაგბის მატჩი გუნდ «Old Belvedere»-სა და «Blackrock»-ს შორის თავსხმა წვიმის დროს ირლანდიის ქალაქ დუბლინში. ფოტოგრაფი რეი მაკმანუსი.

 


კატეგორია: სპორტი
ნაწილი: ცალკეული ფოტო
III ადგილი
ბეის ჯამფინგის შვედი მხტომელი იოჰანეს დაგემარკი ქალაქ სკარის 150 მეტრის სიმაღლის ქარის ტურბინიდან ხტება. ფოტოგრაფი ჰენრიკ ბრუნსგარდი.

8 thoughts on “World Press-ის 2012 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

  1. ილიასბლოგი

    მარიკა ბაიური მღერის რესტორან ,,ევრაზიაში”. არ მომეწონა ერთადერთი და ეს:
    კატეგორია: ხელოვნება და გართობა
    ნაწილი: ისტორია
    III ადგილი
    ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი

    დანარჩენი მაგარია

    Like

  2. ძალიან საინტერესო იყო. ზოგიერთ ფოტოზე ასახული მოვლენა ჩემთვის მიუღებელია, თუმცა რეალობა ესაა.

    Like

    1. უფრო მეტად რომლები? პირადად ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ჩამოხრჩობა და ბავშვების გათხოვებაა

      Like

      1. გეთანხმები, ორივე საშინელებაა, თუმცა ჩემთვის ასევე მიუღებელია შამანის რიტუალი და ზვიგენების ფარფლების ფოტო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვეგეტარიანელი უნდა გავხდე მალე.

        Like

დატოვე კომენტარი